შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XXII


4-05-2016, 21:02
ავტორი MariLerman
ნანახია 1 553

უმაღლესი ხარისხის ყავა და უგემრიელესი კრუასანები - არაფერია საჭირო ამაზე მეტი, რომ დილა ხალისიანად დაიწყო.
ფრანგულ ჟურნალს ვათვალიერებდი და თან ჩემთვის ვფიქრობდი, დანიელთან თავი როგორ გამემართლებინა, როდესაც მეორე დღეს დავალების შეუსრულებლად მივდიოდი ოფისში. ლუიზას ვუთხარი, რომ ცოტა შემაგვიანდებოდა და 10 საათზე უკვე სახლიდან გავედი.
ოფისში მისულს შესამჩნევად შეცვლილი აურა დამხვდა. ვერ მივხვდარიყავი, რა ხდებოდა. ვიფიქრე, დანიელმა დატუქსა ბავშვები მეთქი. გამიხარდა, ალბათ, ვიღაცას კიდევ ჩემსავით არ აქვს დაწერილი დავალება თქო. ბავშვებს მივესალმე და ჩემი მაგიდისკენ გავეშურე, დავინახე როგორ ადგა მისი მაგიდიდან და ჩემკენ წამოვიდა ლუკასი.
– ეს რა საქციელი იყო? – არც მომსალმებია, პირდაპირ მკითხა.
– რას გულისხმობ? – ვკითხე და გულუბრყვილო თვალები მივაპყარი. ხელები ჯიბეში ჩაედო და ოდნავ ნაწყენი ხმით მესაუბრებოდა.
– რა საჭირო იყო გოგოებისთვის იმის თქმა, რომ ყავაზე დაგპატიჟე? ჭორიკანას ნამდვილად არ გავდი. – უსაზღვროდ შემრცხვა ჩემი თავის, სახეზე ავწითლდი, არ ვიცოდი მისთვის რა პასუხი გამეცა.
– არა ჭორიკანა ნამდვილად არ ვარ. გოგოებისთვის არც მითქვამს, ანაბეტს ვუთხარი.
– ძალიან მეწყინა... როდესაც ოფისში მოდიხარ და ყველა იმას გეკითხება, როის მიდიხართ შენ და ანნა ყავაზეო, თან დამცინავად.. საშინელებაა.. და ანაბეტი რომ ნომერ პირველი ჭორიკანაა, მეგონა გაიგებდი.
– მაპატიე, ლუკას.. არ მინდოდა ასე გამომსვლოდა.. ანაბეტი ძალიან კარგ გოგოდ მომეჩვენა, ასეთი თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი. რითი გამოვასწორო ჩემი საქციელი? – ჩემი წინადადება არაფერი იყო გარდა მეგობრულისა. რეალურად, ნაკლებად მაინტერესებდა ჩვენზე ხალხი რას ჭორიკნობდა, უბრალოდ მართლა არ მინდოდა ჩემი სულელური საქციელის გაო ლუკასი ასეთ უხერხულობაში ყოფილიყო.
– მართლა წავიდეთ ყავაზე. ოღონდ ისე, რომ ამათმა ვერაფერ გაიგონ. – ხმამაღლა გამეცინა მის ნათქვამზე. საერთოდ არაფერზე არ დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი შემოთავაზებაზე. ექვს საათამდე მოსვენებას ვერ ვპოულობდი, ლუკასიც აღარ მოდიოდა ჩემს მაგიდასთან. რამდენჯერმე ელიზას გამოველაპარაკე და კიდევ რომ რაიიმე გაურკვევლობა არ მომხდარიყო, მისთვისაც არ მითქვამს, რომ ყავაზე მივდოდი. ნიკოს ისტორიის მოყოლის შემდეგ რომ მეთქვა, ვიღაც ბიჭთან ერთად ყავაზე მივდივარ მეთქი, ნამდვილ უსინდისო ადამიანად ჩამთვლიდა. ვხვდებოდი, რომ ნიკოზე აფანატებდა და ჩვენს ისტორიაში მე მთვლიდა დამნაშავედ. დღემდე ვთვლი, რომ იმ პერიოდში ვერავინ ვერ გაიგებდა ჩემს სიტუაციას, ვერავინ ვერ შეძლებდა ჩემი საქციელის ობიექტურად შეფასებას. ის, რაც მე გავაკეთე, ერთადერთი იყო, რის შემდეგაც სინდისი შედარებით მომცემდა მოსვენების საშუალებას.
დანიელს, რა თქმა უნდა, დიდი არაფერი უთქვამს, როდესაც ვუთხარი, რომ დავალება არ მეწერა. ყოველთვის მშვიდად მესაუბრებოდა და ცდილობდა არ დავეტუქსე, როგორც მისი მეგობრის ნათლულს, ან უბრალოდ გოგოს, რომელმაც ახლახანს დაკარგა დედა და ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან. ის, რომ ასე ფაქიზად და ავადმყოფივით მეპყრობოდნენ, ძალიან მაღიზიანებდა, ლუიზათი დაწყებული, დანიელით დამთავრებული. მაგრამ ამ უცხო ქალაქში, უცხო ოჯახსა და გარემოში სიტყვის თქმას რასაკვირველია ვერ გავბედავდი.

*******
ოფისიდან გამოსულები კარგა მოშორებით მდებარე კაფეში დავსხედით. მხოლოდ იქ შესულმა და ყავის მოლოდინში მყოფმა გავაცნობიერე, რომ ეს არ არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდე. უხერხულად და ჩუმად ვიჯექი, ლუკასსაც თვალს ვარიდებდი. მხოლოდ ის ფიქრი მიტრიალებდა თავში, როგორ მოვშორებულიყავი იქაურობას. ის კი, სიტუაციის განსამუხტად სხვადასხვა სასაცილო ამბებს მიყვებოდა. ვერაფერზე ვფიქრობდი, მისი ელემენტარული თითის გაქანებაზეც კი სულ სხვა ადამიანი მიდგებოდა თვალწინ...
„ღმერთო ჩემო, ნიკოს ხომ ასეთი იუმორი არ აქვს, ნიკოს ხომ გაცილებით უკეთ გამოდის ხუმრობების თქმა!“ ვფიქრობდი ჩემთვის და ნაძალადევი ღიმილი მქონდა გადაფენილი მთელ სახეზე. ლუკასი, ვფიქრობ, ვერც კი ხვდებოდა, რომ საშინლად ვგრძნობდი თავს მის გარემოცვაში.
– მოკლედ, იმდენად სასაცილო ისტორიაა, რომ ყოველთვის როდესაც ვიხსენებ, ვკვდები სიცილში. – მითხრა და სიგარეტს მოუკიდა. ჩემთვის არც კი შემოუთავაზებია. მისმა საქციელმა, რატომღაც გამაღიზიანა.
„როგორი ბავშვურია, რა სასაცილოდ უკიდებს სიგარეტს, არც კი შემომთავაზა, ეს რა საქციელი იყო? როდესაც ნიკო სიგარეტს უკიდებდა, რატომღაც ყოველთვის ვდნებოდი ამის შემყურე, მის ნებისმიერ მოქმედებას რაღაც ესთეტიკური თან ახლდა.. ეს კი, რაღაც სულ სხვნაირად იქცევა.“
– ყავას რატომ არ სვამ? ცივი გიყვარს? – ერთიანად გამომაფხიზლა მისმა შეკითხვამ მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკითხვის დასმამდეც შეუჩერებლად საუბრობდა.
– ხო, ცივი მირჩევნია. – არადა, ვერ ვიტანდი გაცივებულ ყავას და არასოდეს ვსვამდი, როდესაც მიცივდებოდა. – უბრალოდ, შენს მოყოლილ ამბავზე მეც რაღაც გამახსენდა და, იმაზე ჩავფიქრდი. რას მეუბნებოდი, რომელი ფილმი მიყვარსო?
– ძალიან ძველი, იტალიური ფილმები მიყვარს. არამგონი, რომელიმე იცოდე.
– საინტერესოა, დედაჩემს ძალიან უყვარდა ძველი ფრანგული ფილმები და ყოველთვის მათ უყურებდა ხოლმე. შეიძლება ითქვას, ფრანგულ ფილმებზე გავიზარდე.
– ეს საუცხოო სილამაზე, ალბათ დედისგან გაქვს... რუსი ან უკრაინელი მეგონებოდი, თავიდანვე დანიელს შენი თავი ჩვენთვის რომ არ გაეცნო.
– მთელი ცხოვრება ყველა მაგას მეუბნება, დედაჩემი ნახევრად უკრაინელი იყო... ამიტომ, დამკრავს ეს არაქართული იერი.
– ნამდვილად ძალიან ლამაზი ხარ, – წინ წამოიწია და ჩემს ხელს ხელი დაადო, მთელ ტანში დამიარა უსიამოვნობის ჟრუანტელმა და წამის მესადეში ვიგრძენი ზიზღი ადამიანის მიმართ, რომელიც ჩემს წინ იჯდა და ასე მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს მოხიბლვას. – ვისურვებდი, კიდევ უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი, რას იტყვი, ანნა?!
ერთი წუთიც კი არ დამჭირვებია იმისათვის, რომ ცნობიერებაში ლუკასი და ნიკო ერთმანეთისთვის შემედარებინა. შუშის თვალებით ვუყურებდი მის სახეს და ვხვდებოდი, რომ ეს ადამიანი მთელი არსებით მძულდა. მძულდა და არც კი ვიცოდი ამის მიზეზი, ვერც კი ვხვდებოდი, რატომ შეიძლებოდა შემძულებოდა, მას ხომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია?
მე ის იმდენად მიყვარდა და იმდენად მენატრებოდა, რომ მისი თითოეული მოქმედება გაიადეალები მქონდა და ნებისმიერი კაცი არარაობად, არამიმზიდველ არსებებად მიმაჩნდა. ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი, მას ვერავინ შეედრებოდა. ლუკასისთვის პასუხის გაუცემლად წამოვარდი, ხელი დავალე ჩემს კლაჩეს, ძალიან სწრაფად მოვუხადე ბოდიში და გარეთ გამოვარდი.
გავიგონე მისი ხმა, როგორ გამოვარდა კაფიდან და მეძახდა, თუმცა უკან არც კი მომიხედია, ისე ჩავირბინე გრანდ არკადის ქუჩა. იმ მომენტში, წარმოდგენაც კი არ მქონდა სად ვიმყოფებოდი ან როგორ უნდა წავსულიყავი სახლში, უაზროდ დავხეტიალობდი ქუჩებში და ცრემლები თავისით მდიოდა. უკვე თანდათან სრულად ვაცნობიერებდი, რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება კოშმარს გავდა. შემზიზღდა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იმის გამო, რომ მივხვდი ის არ გავდა ნიკოს, მივხვდი, რომ ნიკო სულ სხვა იყო, აბსოლიტურად გამორჩეული და იდეალური. გავაცნობიერე, რომ ძალიან იოლად შეიძლებოდა ბათუმში დაბრუნებულს ნიკო სულ სხვა ადამიანის ალერსსა და მკლავებში მენახა.. ამის წარმოდგენაზეც კი კვლავ მიჩნდებოდა სურვილი, ჩემი თავისთვის რაღაც საშინელი გამეკეთებინა... უცხო ქალაქის ქუჩაში ხეტალით გონება გამინათდა და კიდევ უფრო ნათლად და ცხადად ვდგებოდი დანაშაულის წინაშე და ვერც კი ვხვდებოდი, როიგორ შეილებოდა რომ გამომესწორებინა ის რაც გავაკეთე....
სახლში კლავ ძალიან გვიან დავბრუნდი. ოფისში მისვლა აღარ მინდოდა, ლუკასის სირცხვილითა და საერთოდ მის გამო. არ ვიცოდი, ლევანისთვის ეს როგორ უნდა მეთქვა. იმავე საღამოს თინას ველაპარაკე და როდესაც გაიგო, რომ ლუკასთან ერთად ვიყავი ყავაზე, საშინლად გამიბრაზდა, ასეთს შენგან არ მოველოდი, მაშინ როდესაც ნიკო არააადამიანის სახით დადის და ქალაქიდან მიდის, შენ უცხო ქალაქში დასეირნობ და ახალ ადამიანებს ეცნობიო... ღამით ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ნამდვილად საშინელი ადამიანი ვიყავი და ერთი წუთითაც, ერთი დღითაც კი არ ვიმსახურებდი ნიკოს სითბოს, გვერდით ყოფნას, სიყვარულს....

*******
ლევანს ვთხოვე, დანიელისთვის დაერეკა და ოფისში რამდენიმე დღე არ მივსულვარ. ვაწყობდი გეგმებს თუ რა უნდა მეკეთებინა მთელი დღის განმავლობაში. ოფისში თითქმის აღარ დავდიოდი, სასწავლი მასალა სახლში წამოვიღე და მშვიდად ვმეცადინეობდი. იანვრის ბოლოს კი დანიელი უკლებლივ ყველაფერს მომთხოვდა. თითქმის ყოველდღე ელიზასთან ერთად დავსეირნობდი. ყველაფერი მოვინახულე, რაც ქალაქს ამშვენებდა და ღირშესანიშნაობად ითვლებოდა. ლუიზა მიწყრებოდა, რადგან მასთან შედარებით ნაკლებ დროს ვატარებდი. ტროიანთან კი ყოველ ღამით ვსაუბრობდი, ვარიგებდი, რჩევებს ვაძლევდი.
დრო არც თუ ისე უაზროდ გამყავდა. ყოველი დღე ჩემთვის საინტერესო იყო, ყოველ წუთი ახალი აღმოჩენა ხოლო საფრანგეთი - ჩემი უდიდესი სიყვარული, ვერცერთ დღეს ვერ ვჩერდებოდი სახლში ხოლო შინ გვიან ღამით ვბრუნდებოდი. მქონდა ყველაფერი, რასაც ვისურვებდი და გარემო, სიტუაციები და რაც მთავარია მეგობრები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ ნაკლებად მეფიქრა იმაზე, რასაც წარსული ქვია.
ულამაზესად შევხვდით ახალ წელს, თუმცა ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიყავი... შეიძლება მე ვიყავი უცხოეთში, შეიძლება მე შევიძინე ახალი მეგობრები და ვცდილობდი ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ნიკო მიყვარდა და ასე იქნებოდა ბოლო ამოსუნთქვამდე. ყოველთვის მეგონა და თავს იმით ვიმართლებდი და ვიმშვიდებდი, რომ ჩემი წასვლით ნიკოს ბედნიერი ცხოვრება დაიწყებოდა. არ მქონდა გაცნობიერებული ჩემი როლი ამ ადამიანის ცხოვრებაში... იმდენად გამოუცდელი და გონებით პატარა ვიყავი, რომ სწორად ვერ აღვიქვამდი ბევრ რამეს, რაც ნიკოს ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა... ხშირად ვუყურებდი ჩვენს საერთო ტატუს და მახსენდებოდა ჩვენი ურთიერთობის ყოველი დეტალი... ვერ ვივიწყებდი, არ შემეძლო მისი თითოეული შეხებისა თუ ჩახუტების დავიწყებაც კი... შეიძლება ითქვას, მე მისი მოგონებებით ვსულდგმულობდი...

****
ჩემი ოფისში არ გამოცხადებიდან ძალიან დიდი დრო იყო გასული, თუმცა იმდენად მეზარებოდა სწავლა და პასუხიმსგებლობები, რომ დანიელის დაბარებულ დღეს ოფისში არ წავსულვარ. შუადღით, როდესაც მე და ლუი სახლს ვალაგებდით, კარებზე კაკუნი გაისმა. ლუი დაკავებული იყო და მთხოვა რომ კარი გამეღო.
ძალიან გამიკვირდა მისი დანახვა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ის სახლში მომაკითხავდა. გაოცებული სახით ვიდექი და გამარჯობის თქმაც ვერ მოვახერხე.
– გამარჯობა ანნა, აი ეს ყვავილები შენ. – მითხრა და მოქმედებებზე შევატყვე, თვითონაც არანაკლებ ნერვიულობდა.
– მადლობა ლუკას, ძალიან გამიკვირდა!!! შემოდი, მანდ ნუ დგახარ. – მისაღებ ოთახში შევიყვანე და ლუიზას გავაცანი. უნდა გენახათ ლუის სახე,როდესაც ოთახში შესული ლუკასი დაინახა.
ყავას დავუღებდი, როდესაც მკითხა:
– ვიცი, დიდი დრო გავიდა, მაგრამ ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ვერ ვხვდები, რა გავაკეთე არასწორად, რა გაწყენინე, იმ დღეს, როცა კაფედან გაიქეცი... – ვფიქრობდი, რა პასუხი გამეცა მისთვის. რომ მეთქვა, არაფერი დაგიშავებია მეთქი, გამოდის, არანორმალური ვიყავი რადგან უბრალოდ ავდექი და გავიქეცი... თან უკანმოუხედავად...
– ვიცი, რომ ჩემ გამო არ დადიხარ ოფისში, და ძალიან გთხოვ რამე მითხარი, ასეთი რა გავაკეთე? – მის ნათქვამზე გამეღიმა, მივხვდი, რომ ნამდვილად არ იყო ცუდი ადამიანი და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი...
– ლუკას, დამშვიდდი.. შენ ჩემთვის არაფერი დაგიშავებია და არც არაფერი მწყენია... აი, შენი ყავა...
– აღარ შემიძლია ამდენი ყავის დალევაც...
მის ნათქვამზე გამეცინა და და მასთან ახლოს ჩამოვჯექი...
– უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ... – ლუკას, მე საერთოდ სხვა ადამიანი მიყვარს და, როდესაც შენთან პირისპირ დავჯექი...
– ღმერთო, ნუთუ ოფისში უკვე ვიღაცის შეყვარება მოასწარი? რა უბედური ადამიანი ვარ...
– არა არა, ლუკას, მოიცა რა, რა ოფისი... ის, ვინც მე მიყვარს, ჩემგან კილომეტრებით შორს არის... არ მინდა ამაზე საუბარი, უბრალოდ იცოდე, რომ არაფერი გამოგვივა... იმ დღეს, ისე იმიტომ მოვიქეცი, რომ... თავი დამნაშავედ ვიგრძენი...
– გასაგებია, მაგრამ ყავის დალევა ხომ დაქორწინებას არ ნიშნავს? ასეთი რეაქცია რატომ გქონდა... – გაოცებული იყო, აშკარად არ ელოდა ჩემან იმას, რაც ვუთხარი.
– ზედმეტად რთულადაა სიტუაცია, რომ ასე ორი სიტყვით აგიხსნა.. უბრალოდ, არ შემიძლია...
რამდენიმე წუთის განმავლობაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ვხვდებოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. მისი ამ საქციელის, ანუ სახლში მოსვლის შემდეგ, ოდნავ შემიმსუბუქდა დამოკდიებულება მის მიმართ... რამდენიმე წუთში მხიარულად შესძახა..
– ნუ ვიქნებით ასეთი დანაღვლიანებულები... La vie est Belle! იმედია, ამიერიდან ოფისში მაინც გიხილავ... ძალიან მოსაწყენი გახდა იქაურობა შენ გარეშე...
გამიხარდა, რომ ისევ კარგი ტონით მესაუბრებოდა. გავუღიმე და დავპირდი, რომ ოფისში ვივლიდი. გამიხარდა, რომ ნეგატიურად არ განეწყო ჩემს მიმართ. დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ, ლუიზაც ჩვენთან ერთად იჯდა. როდესაც გავაცილე, ერთიანად დამეუფლა უცნაურობის შეგრძნება. ასეთი რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მომხდარა... მივხვდი, რომ ძალიან შეცვლილი იყო ყველაფერი... შეცვლილი ვიყავი თავად მე.. ხშირად მიხაროდა, ხშირად კი მაწუხებდა ეს ყოველივე...

******
- ლუი, აქედან ბროგლის მოედნამდე რამდენ ხანში ჩავაღწევ ავტობუსით? - ვკითხე ლუიზას და ჟურნალი გადავფურცლე.
- ერთი საათი მაინც დაგჭირდება, შორია და თან ავტობუსი უნდა შეიცვალო. რა გაინტერესებს ბროგლის მოედანზე? იქ ხომ არაფერია სანახავი!
- უბრალოდ გავლა მინდოდა, თუ ჩემით ვერ ჩავაღწევ, ჯანდაბას, სახლში დავრჩები. ელიზას არ ცალია, სხვას ვის დავუკავშირდე. - შევჩივლე ლუიზას როდესაც ოთახში ტროიანი შემოვიდა და მითხრა რომ თვითონ წამყვებოდა, თან რაღაც ახალ ამბავს გეტყვიო, დავინტრიგდი, რამდენადაც შემეძლო ჩქარა მოვემზადე და სახლიდან გავედით.
როგორც აღმოჩნდა გზა ტროიანმაც არ იცოდა კარგად, ამიტომ მგზავრობას ერთ საათზე ცოტა მეტი მოვანდომეთ.
დავუყევით ძალიან გრძელ ქუჩას უსიტყვოდ, თავიდან არაფერს ამბობდა მაგრამ სახე ბედნიერებისგან უბრწყინავდა. გართული ბროგლის მოედნის დათვალიერებით, როგორც ლუიზამ თქვა დიდი არაფერი მაგრამ, ჩემთვის მაინც საინტერესო დასათვალიერებელი იყო სტრასბურგი ერთერთი უგრძესი მოედანი.
- მეგონა მკითხავდი მაინც თუ რა ახალი ამბავი უნდა მეთქვა.. - გულუბრყვილო თვალები შემომანათა, წყენა ეტყობოდა.
- ტროი..ტროი! სულ გადამავიწყდა..მაპატიე, ასეთი უყურადღებობა რომ გამოვიჩინე.
- სულ არ გეტყოდი შენც რომ არ გეხებოდეს. - ამაყად მითხრა და ხელები გადააჯვარედინა, უფრო დავინტრიგდი. - ერთ თვეში, ოცნების ქალაქში მივემგზავრებით, ქალაქში სადაც ნებისმიერი ოცნება უსრულდება ადამიანს! სიყვარულის ქალაქში მივდივართ ანნა, მე და შენ! - მითხრა და
რატომღაც სრულიად გადავიწყებული მქონდა ის ფაქტი, რომ ვიმყოფებოდი ქვეყანაში რომლის დედაქალაქი უმშვენიერესი პარიზია. სტრასბურგმა და მისმა სისადავემ იმდენად შემაყვარა თავი, რომ არსად წასვლაზე არ მიფიქრია. ტროიანის სიტყვების გაგონებაზე სიხარულის გამოსახატავი გზა ვერ გამოვნახე, იმდენად მიხაროდა, რომ სულ ვეხუტებოდი და თან ვერ ვიჯერებდი, რომ მართლაც ვეზიარებოდი ამ დიდ ბედნიერებას - გაიარო პარიზის ქუჩებში, დატკბე ეიფელის კოშკის სიდიადით, ნახო ტრიუმფალური თაღი რომელიც ასე ამაყად გადმოჰყურებს შამპს-ელიზეს გამზირს, ბოლოს და ბოლოს ნახო ლუვრი და უბრალოდ გააცნობიერო ის ფაქტი, რომ იმყოფები ქალაქში, რომელიც უამრავი ადამიანის ოცნებას წარმოადგენს.
- ტროი, ვერ ვიჯერებ! ნუთუ მართლა მხოლოდ მე და შენ წავალთ პარიზში? კი მაგრამ, როგორ?! ეს შესაძლებელია? - ვკითხე ტროიანს როდესაც შედარებით დავშოშმინდი და რეალობას დავუბრუნდი.
- როდესაც ამ ახალ ამბავს გეუბნებოდი, მინდოდა რომ ბოლომდე გამეხარებინე და არ მეთქვა ის, რომ მამაც მოგვყვება. - მითხრა და გახარებული სახე დამწუხრებულმა ჩაანაცვლა.
- მერე რა არის ამაში ცუდი, ტროი! მაგის გამო არ უნდა მოიწყინო, ხელს არ შეგვიშლის ვაკეთოთ ის, რაც გვინდა! დამიჯერე, და მაგის გამო ნუ მოიწყენ.
როგორ მივცემდი ტროიანს მოწყენის უფლებას, თვალებში მხოლოდ ეიფელის კოშკი მედგა და წარმოვიდგენდი ჩემს თავს პარიზის შუაგულში მდგომს, ან უბრალოდ მოსეირნეს.
მთელი საღამოს განმავლობაში აღშფოთება ვერ ჩავკალი ჩემში.
ამ მოულოდნელი სიურპრიზის წყალობით ვერაფერმა მოახერხა, რომ წამით მაინც ცუდ გუნებაზე დავეყენებინე. მახსენდებოდა დედა, რომელიც ბავშვობაში ძალიან ხშირად მიყვებოდა ამ ქალაქის შესახებ. ნინას განსაკუთრებულად უყვარდა პარიზი, საფრანგეთი, და ყველაფერი რაც ამ ქვეყანას უკავშირდება.
სახლში დაბრუნებულებს ლევანი შინ დაგვხვდა, როგორც კი დაგვინახა ტროიანს ჰკითხა მითხრა თუ არა მე პარიზში გამგზავრების შესახებ. ჩემი გაბრწყინებული სახის დანახვის შემდეგ მისთვის უკვე ცხადი იყო, რომ ყველაფერი ვიცოდი და ყოველ წამს რომ ეთქვათ, ბარგი ჩაალაგე, მივდივართო - ერთი წამითაც არ შევყოყმანდებოდი.
ლევანს დაწვრილებით გამოვკითხე, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი პარიზში, სად დავრჩებოდით, დღის რომელ მონაკვეთში ვისეირნებდით ქალაქში, ჰქონდა თუ არა მას რამე საქმე პარიზში, რადგან ის თუ საქმეზე წავიდოდა მე და ტროიანს უფრო მეტი დრო და შანსი გვექნებოდა იმის გასაკეთებლად რაც გვინდოდა.
- ყველაფერი მარტივად მაქვს დაგეგმილი, საერთოდ არ დაიღლებით. მატარებელი ძალიან მალე ჩადის, 3 საათიც არ ჭირდება. პარიზი შეუდარებელია, წინ უდიდესი სიამოვნების განცდა გელის. მაგრამ მოიცადეთ ჯერ, ერთი თვეა წინ! - მითხრა ნათლიაჩემმა და კმაყოფილი სახით ჩაი მოსვა.
- ლეო, იცოდე, ქალაქში, ან თუნდაც სასტუმროში ეს ორი მარტო არ დატოვო. - მკაცრად გააფრთხილა ლუიზამ ნათლიაჩემი და ნამცხვრის დიდი ნაჭერი თეფშზე გადმომიდო.
- კარგი რა ლუი, ყველაფერი ძალიან რთულად გაქვს წარმოდგენილი, წინა წასვლაზე ტროიანი ანატოლის გამზირზე მარტო გავუშვი, მინდოდა მარტო დაეთვალიერებინა ეიფელის კოშკი.
- ლევან ეს ამბავი აქამდე რატომ არ ვიცოდი? ბავშვი ანატოლის გამზირზე მარტო როგორ გაუშვი, იქ ხომ უამრავი ხალხია, ღმერთო ჩემო!
ერთხმად გავიცინეთ, ლუიზა კი რეალურად ანერვიულებული იყო. უკვე წარმომედგინა დღეში რამდენჯერ დარეკავდა როდესაც დედაქალაქში ჩავიდოდით.
მთელი საღამო სასიამოვნო საუბარში გავატარეთ, ამ უთბილეს ოჯახთან ერთად არაფერი იყო მოსაბეზრებელი.

***
ოქტომბრის ბოლოს ჩემი ულამაზესი დედიკოს დაბადების დღე იყო... თვე იმდენად სწრაფად მიილია, რომ გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი. ნინას დაბადების დღეზე, რატომღაც მთელი დღე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის ჩემთან იყო, სადღაც ახლოს, აქვე... ჩემთან იყო და თვალს არ მაშორებდა.. უხაროდა ჩემი ბედნიერება, რომელიც წინ მელოდა.. მე ამას ვგრძნობდი, ვგრძნობდი მის სითბოს რაც სულიერად მავსებდა...
მომდევნო ორი დღე მხოლოდ ვემზადებოდი პარიზისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 4 დღით ვრჩებოდით, სამზადისი მაინც „გრანდიოზული“ იყო, მახსენდებოდა პირველი ჩამოსვლა საფრანგეთში, როდესაც მატარებლით სტრასბურგისაკენ მოვემართებოდით. ეიფელის კოშკი თვალით დანახული რა თქმა უნდა მქონდა, ის ხომ პარიზის თითქმის ყველა მხრიდან ჩანს. მაგრამ სულ სხვაა ის ხიბლი და ის შთაბეჭდილება, როდესდაც ამ ცათამბჯენთან ახლოს დადგები და გექნება შეგრძნება,.. სასწაული შეგრნება, როდესაც შეგიძლია რაღაც ენით აუღწერლად დიდებულს ხელით შეეხო, ან თუნდაც მასში შეხვიდე, (ამ შემთხვევაში ახვიდე), დაკვირვებით დაათვალიერო ყოველი დეტალი, რასაც თვალს მოკრავ და ა.შ.
თინას და ვაჟას ველაპარაკე, ვაუწყე ახალი ამბავი და დავპირდი რომ რაღაც ღირებულს და დამამახსოვრებელს აუცილებლად ჩამოვუტანდი.
ამქვეყნად, არავინ რომ არ გყავდეს, ვისაც შენი ლაპარაკი ესმის, როგორ შეიძლება, პარიზიდან რაიმე სუვენირის გარეშე წამოხვიდე? ეს არარეალურია, შეიძლება უკანასკნელი ფრანკებიც კი, რომელიც ჯიბეში გიჩხრიალებს რაიმე სუვენირს შესწირო.
ეს ყველაფერი კიდევ ზედაპირული ნათქვამია, მთავარია დეტალურად შევძლო იმ განცდის აღწერა, რომელიც უშუალოდ პარიზის ჩასვლის დროს ვიგრძენი.

__________________________

აღარ დავაგვიანებ, ხვალ დავდებ შემდეგ თავსაც :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent