შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (18)


5-05-2016, 00:03
ავტორი summer girl
ნანახია 2 559

ბედნიერი ვიყავი იმ დღეებით, რომელიც ზუკას გვერდზე გავატარე..
მთელი ღამე ვიჯექი და მთელი ორი თვე დაწვრილებით გავიხსენე, დაწყებული ბათუმის გზიდან დამთავრებული გუშინდელ ქორწილამდე...
მთელი ღამე ვიჯექი და ვუყურებდი მძინარე ზუკას, რა თქმა უნდა თბილისიდან წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ის რის ჩადენასაც ვაპირებდი, ალბათ ზუკა არასდროს არ მაპატიებდა...
ნელა მოვიწმინდე ცრემლები ტელეფონი ავიღე და აივანზე გავედი..
მიუხედავად იმისა, რომ ღამის ორი საათი იყო, ზუმერის ხმა მალევე შეცვალა ჩემთვის არც ისე სასიამოვნო ხმამ..
-დღეს, ცხრა საათზე აეროპორტში ვიქნები...
-ძალიან კარგი
-იმედია პირობა გახსოვს.. - გაღიზიანებულმა ამოვილაპარაკე და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანთს, იმ იმედით რომ ცრემლების შეკავებას შევძლებდი...
-მაგას რა დამავიწყებს...
ირონიულად ჩაისისინა და ტელეფონი გამითიშა..
კიდევ ნახევარი საათი გავჩერდი აივანზე და ისევ მოგონებებში გადავეშვი...


მარი და მიშო
დაახლოებით ორი საათი იქნებოდა დარბაზიდან რომ გამოვედით მე და მიშო..
დაღლილი ჩვესვენე მანქანაში და თავი საზურგეს მივადე...
-კიდევ ერთი წყვილი დავაქორწინეთ...
დაღლილი სახით გადმომხედა მიშომ და მანქანა დაქოქა...
-ჰო..
ორაზროვნად ჩავილაპარაკე...
-ჩვენ რა ვქნათ?
-რას გულისხმობ?
გაკვირვებული გავსწორდი სკამზე და იმის იმედით, რომ რაიმე "კარგს" გავიგებდი ერთ ადგილას გავშეშდი..
-ხვდები რასაც..
-არ ვიცი..
დაბნეულმა ძლივს ამოვილაპარკე და ძთიტების მტვრევა დავიწყე..
-გინდა?
-შენც ხომ ძალიან კარგად იცი, რომ მეექვსე კლასიდან მიყვარხარ, უბრალოდ...
-უბრალოდ შენც გეშინია ისევე როგორც ნინას?
გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა და საჭეს მთელი ძალით მოუჭირა ხელები..
-არა შიში რა შუაშია.. - უცებ უარვყავი მე - უბრალოდ დავიბენი, მეექვსე კლასიდან ამაზე ვოცნებობ და დავიბენი...
გლახიდალდ ვუპასუხე და ყურებამდე გავიკრიჭე...
-ეხლავე?. - ამ ფაქტით გახარებულმა მითხრა და გაღიმებულმა გამომხედა...
-იყოს ეხლავე..
ღიმილით დავეთანხმე და გახარებული გავსწორდი სკამზე...
მანაც უფრო მოუმატა სიჩქარეს და მანქანა უცებ მოატრიალა..
ჩემთვის უცნობი გზით მივდიოდი და ბედნიერებისგან რას ვაკეთებდი მეთვითონ არ ვიცი..
მხოლოდ ის ვიცი რომ მთელი ჩემი 24 წლის ცხოვრების მანძილზე ესეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ..
ტელეფონები ორივემ გამოვრთეთ და უკანა სკამებზე მოვისროლეთ, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გააჩერა და კარები გამიღო...
-ჩემო "ცოლოვ" გადმოდით მანქანიდან და გაძლევთ უფლებას მთელი მაღაზია გამოზიდო...
ღიმილით გამომიწოდა ხელი და გადმოსვლაში დამხმარა..
მეც ღიმილით შევაგებე ჩემი ხელი მისას და მაღაზიაში შესვლის მაგივრად შევვარდით...
ნახევარ საათში კი მართლა მთელი მაღაზია გამოვზიდეთ.. შოკოლადების პარკით დახუნძლული პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი და ისტერიული სიცილი ამიტყდა...
-ნახე რას გვიყურებდნენ ...
ღიმილით ჩაჯდა მიშოც მანქანაში და პარკები უკანა სკამზე გადადო..
-ხო აბა რა გეგონა მთელი ყუთი "ნუტელა"რომ იყიდე...
-ვიცი რომ გიყვარს და ვიყიდე...
თავმომწონედ გასწორდა სკმაზე და მანქანა დაქოქა...
-ჩვენებს როდის ვუთხრათ?
დუმილი მე დავარღვიე და ინტრესით გავხედე...
-უახლოესი ერთი კვირა არავიზე არაფრის თქმას არ ვაპირებ...
სრული სრიოზულობით მითხრა , ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია...
-კარგი რა ინერვიულებენ...
მაინც არ ვთმობდი ჩემ პოზიციას და მის გადარწმუნებას ვცდილობდი...
-კარგი რა მარი, არ მინდა ვინმემ ერთი კვირა ხელი შეგვიშალოს...
-მერე რომ არ ეცოდინებათ ცოცხალი ხარ თუ მკვდარი უფრო არ შეგიშლან?
ჩემი არგუმენტით კმაყოფილი სკამზე გავსწორდი და მის დაბნეულ სახეზე გამეღიმა...
-ტყუილა ამბობენ ექიმები სულელები არიანო, კარგი დარეკე ოღონდაც ნუ ეტყვი სად ვართ, თუ მიხვდებინ სად ვართ კარებს მაინც არ გავუღებ ასე რომ გაიყინებიან გარეთ...
შეპარული ღიმილით მითხრა და ცალი თვალით გამომხედა...
-მიყვარხარ.
ამ ფაქტი გახარებულმა უცებ მივაძახე და ტელეფონი ავიღე..
უცებ ავკრიბე მარიამის ნომერი მაგრამ არ მიპაუხა, ამიტომ ნინუცასთან გადავრეკე და იმ იმედით, რომ მიპასუხებდა თითბის მტვრევა დავიწყე...
-სად ჯანდაბაში ხარ? მთელი ერთი საათია გეძებ, ან შენი ვაჟბატონი სადაა?
ზუმრის ხმა უცებ ჩაანაცვლა ნინუცას ჩხუბმა და ისე მიაყოლა, რომ სიტყვის ჩაკვეხბა ვერ მოვახერხე...
-ამოისუნთქე მაყაშვილო -როცა მივხვდი, რომ ლაპარაკს მორჩა ღიმილით ვუთხარი და ტელეფონი ხმამაღალზე ჩავრთე... - ერთად ვართ მე და ის ვაჟბატონი და არ შეგვაწუხოთ უახლოესი ერთი კვირა და დნარჩენებსაც გადაურეკე მე აღარ მეცლება...
-ერთი წამით გათხოვდი?!
-რა ვქნა ნინუც ყველა გათხოვდა და მე ვინ ვარ?!
- არ არსებობს, ჩემი გოგო გათხოვდა...
-კარგი დაწყნარდი და მიშომ გადმოგცა რომც მიხვდნენ სად ვართო და თავზე, რომ დაგვადგნნო კარებს მაინც არ გავუღებთო...
უცებ მივაყარე და ტელეფონი გამოვრთე...
-ესეც ერთ კვირიანი "სვაბოდა"..
ღიმილით წამოიძახა მიშომ და მანქანა ერთ-ერთ კერძო სახლთან გააჩერა...


ნინუცა და მირო

იმ ფაქტმა, რომ მიშო და მარი ქორწინდებოდნენ ისე გამახარა მანქანაში დავიწყე ცეკვა...
მირო გაკვირვებუი იჯდა საჭესთან და ჩემს ამ ბავშვურ საქციელზე გულიანად ეცინებოდა...
-ნუ დამცინი ბერეკაშვილო!.
მოჩვენებითი სიბრაზით გადავხედე და სკამზე გავსწორდი..
-აბა რა გახტუნავებს მოისვენე...
ღიმილი არ მოუშორებია სახიდან ისე მითხრა და წამით გადმომხედა..
-აუ მირო კარგი რა, დაქალი გათხოვდა და არ უნდა მიხაროდეს?!
-ისე ამ შენმა დაქალებმა გამაძრეს სიქა რა.. - როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა უცებ განმიმარტა - ამდენი ქორწილის "მომზადებით" გამაგიჟეს..
-ხო აბა რას ამბობ, იდეები აღარ გაქ შენი ქორწილისთვის..
ირონიულად ამოვილაპარაკე და მარიამთან დარეკვა ვცადე..
- შენ იცინე და მართლა აღარ მაქვს იდეები..
-არაუშავს ჩემო საყვარელო, ქორწილამდე დიდი დროა...
-არ გინდა ჩემი ცოლი იყო?
ინტერესით გამომხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა..
-მინდა...
დაბნეულმა ვუპასუხე და მობილური გვერდზე გადავდე...
-მერე?!
-მერე არ მითხრა ეხლავე წავიდეთო შეიძლება აქვე მოვიკლა თავი...
-რატო ნინუც ესე უფრო ორიგინალური არაა?!
-აუ ხო იცი არა მე როგორი ქორწილიც მინდა..
-ვიცი, მაგრამ მე რო მამაშენთან ამოვიდე და შენი ხელი გთხოვო, ჩვენი ქორწილი ერთი წლით გადაიდება...
სრული სერიოზულობით მითხრა და წარბაწეულმა გამომხედა...
-კი მაგრამ რატომ?
ინტერესი ვერ დავმალე და გაოცებული თვალებით შევხედე...
-აბა ნინუცა წარმოიდგინე, მე რომ მამაშენთან ამოვალ ხელის სათხონელად, ჯერ დამათრობს, მერე სიმთვრალეში რამეს წამოვაყრანტალებ, მერე ეს არ მოეწონება, გამომეკიდება მისი სანადირო თოფით, აღმოჩნდება რომ თოფში ტყვია არაა, ვითომ გამიმართლა, მაგრამ მერე მცემს და ომიწევა საავადმყოფოში დაწოლა ორი თვით, მაგას პლიუს სარეაბილიტაციო კურსი, პლიუს ხელახლა ამოსვლა ხელის სათხოვნელად და მაგას პლიუს, თუ გამიმართლა ორი- სამი თვე მზადებას და კი გავხდი სამოცდაათი წლის და მომიარე მერე...
ერთი ამოსუნთქვით ჩამოაყალიბა უცებ და ისეთი სახით გამომხედა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე განიცადა მის თავზე....
-შემეცოდე, მაგრამ მაინც ესე მირჩევნია...
ენა გამოვუყავი და ისევ გზას გავხედე..



№1  offline წევრი natia-natia

ველი შემდეგს

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რა კარგები არიან მარიმაზე ვნერვიულობ ძალიან love

 


რას იზამს?ვაუმე ინტირგანი ხარ ძალიან ასე არ შეილება შეილება შემოვაკვდე ამ ისტორიას ......
ახლა რამოხდება ისე მაინტერესებს რ რავიცი გაჰყვება?თემოს?ზუკას ასე ადვილად დათმობს?
დავიჯერო ბიჭები თემოს ვერაფერს უზამენ?
--------------------
romantikosi mwerali

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ამისდასასრული საადარის ვერ ვპოულობ ძალიან მაინტერესებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent