შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!.... (თავი 29)


5-05-2016, 02:46
ავტორი aleqsandra
ნანახია 5 334

-ხვდები რამხელა ტკივილს განიცდიდა ის?! თანც სრულიად მარტო იყო ამ მორევში... შენ კი, მხოლოდ იმას გაიძახოდი, რომ შურისძიება გინდოდა შურისძიება, რომელიც არაფრის მომცემი იყო შენთვის გარდა იმისა, რომ გეტკინებოდა უმისობა.... თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა დადა... ნაკაშიძე ჯერ დუმდა, შემდეგ კი ვისკით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა,მერე კვლავ შეივსო,გამოცალა და ამღვრეული თვალებით შეხედა დადას.
- ნაგავი ვარ, ჩემს გვერდით იყო,ერთად ვცხოვრობდით ყოველდღე ვხედავდი,მაგრამ ერთი წამითაც ვერ ვამჩნევდი იმას, რომ მას კიბო ჰქონდა, კიბო, რომელიც მას ნელ-ნელა მართმევდა.... ერთადერთს რასაც ვამჩნევდი ის იყო, რომ სისხლი სდიოდა ცხვირიდან და ის სულ გაცივებას აწერდა ამას.... ეს როგორ დამემართა არც კი ვიცი. გმინავდა ნაკაშიძე.
-იცი რით უნდა მიმხვდარიყავი იმას, რომ მასთან რაღაც ხდებოდა? დადამ მოჭუტა თვალები და ჩააცქერდა ძმაკაცს.
-როგორ დადუშ, როგორ?
-მას ამ უკანასკნელ ხანებში ყველაფრის სურვილი დაკარგული ჰქონდა, დაჟე აღარც კი გეკამათებოდა,გახსოვს, როგორ გეუბნებოდა „მალე ის დაღამდება, რომ აღარ გათენდება,ამით კი მეც შვებას ვნახავ და შენც“ ამ ფრაზას იმდენად ხშირად გეუბნებოდა, სულ ვფიქრობდი რა ხდებოდა მასთან, თუმცა მე და ნინუცა ისე ახლო მეგობრები არ ვართ, რომ ჩემთვის რამე ეთქვა, თემო კი ისე გაერთო მისი ბუდის კეთებაში, დავავიწყდით ყველა.... დადას უყურებდა ნაკაშიძე და მოგონებები ერთმანეთში ერეოდა.გაახსენდა ის ღამე, ნინუცას დაჭრის ღამე, და მისი სიტყვები. „არ მინდა სხვამ დაიკავოს ჩემი ადგილი, გიყვარდეს, გყვადეს გვერდით, მისგან შვილებიც გყავდეს თუ გინდა, იცხოვრე მასთან ერთად,მაგრამ ცოლად ნუ მოიყვან, მინდა მე ვიყო შენი ერთადერთი კანონიერი ცოლი“, „მაკოცე ისე, რომ მკვდარსაც მდაგავდეს შენი ტუჩების სიმხურვალე“, „ნუ იჯავრებ იმაზე თუ მოვკვდები და იცი, რატომ?! იმიტომ რომ მე ისედაც მოვკვდებოდი“! „დაღამდება ალექს,მაგრამ იბრძოლე იმისთის, რომ შენს ცხოვრებაში კვლავ გათენდეს“...
-ფუ რა ს***ი ვარ, ახლა,ამდენი ხნის შემდეგ ვხვდები ყველაფერს, ვხვდები რომ ის იმაზე უფრო ცუდად იყო ვიდრე ახლაა, მაგრამ იტანდა მარტო იტანდა ტკივილს, რომელსაც მომლოდინე სიკვდილი ჰქვია!....ვისკის ჭიქას ნერვიულად ათამაშებდა ხელში, ბოლოს კი ნამსხვრევებად აქცია,ნამსხვრევებად, რომელიც რაღაც ახალის ნიშანი იყო თითქოს.
********************** *********************** *************
დღები გადიოდა, ნინუცა ნელ-ნელა უკეთ ხდებოდა, პატარა გიორგიც მიიჩვია, მართა კი უკან და უკან მიდიოდა, ვის არ ანახა ნინუცამ მაინც მაგრამ არაფერი ეშველებოდა, მისი სიკვდილი გარდაუალი იყო....
იმ ღამეს ქუხდა ცა და დედამიწა თითქოს ერთმანეთისგან იყოფოდა, მართა უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, მისი ბაგეები, მხოლოდ ერთს გაიძახოდა, „გიო, შენთან მოვდივარ“!!! გამთენიისას მისი სხეული დატოვა სულმა.....
პატარა გიორგის მოთქმა გოდება ცას ესმოდა, დაკრძალვის დღეს.... ეგონათ ეს დღე მაინც ჩაივლიდა მშვიდად,მაგრამ განა კი დემეტრე ნაკაშიძემ არსებობა შეეწყვიტა?! არაა,ის უეცრად გამოჩნდა იქ, გაყინულ მართას ეცა, გაყვიროდა, რომ ის უყვარდა მას ყველაზე ძლიერ და რაც ჩაიდინა მისი სიყვარულით ჩაიდინა, ამბობდა იმასაც, რომ მან პირველივე დღიდან იცოდა დათა, რომ მისი შვილი არ იყო,თუმცა საკუთარივით უყვარდა,ბოლოს კი ტყვია პირდაპი შუბლში დაიხალა,სისხლმა აქეთ-იქით გაასხა, და მართას სუდარა გააწითლა....
გიორგის გვერდით დაკრძალეს მართა იმ დღეს.... დემეტრე კი სამუდამოდ ჩამოიტოვა მართას და გიორგის სიყვარულმა და მათი ეს დიდი გრძნობა მარადისობად იქცა.
******************* ********************************
-არ მჯერა....იცი რისი არ მჯერა, რომ ჩვენ შევძელით და დღეს ერთად ვართ, ხვალ კი ქორწილი გვაქვს, ქორწილი, რომელზეც მუდამ ვოცნებობდი. გაბადრული სახით უყურებდა ალექსს, ნინუცა და ხვდებოდა, რომ მიისმა ბედნიერებამაც მოაკაკუნა კარს.
-ერთი სული მაქვს როდის გახდები ჩემი! ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი ნაკაშიძემ თუმცაღა ვერ მიხვდა გედენიძე სიტყვების რეალურ არსს.
-განაკი სულ შენი არ ვარ?! მე შენი მაშინ გავხდი, როცა შემიყვარდი,ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში. გაუღიმა ფართოდ და გულზე მიეკრა მამაკაცს.
-ნწ... ეგ ვიცი. მე სხვა რამ ვიგულისხმე, მინდა დაგიპყრო, გედენიძის ქალო! არ მეგონა ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცეოდა და სირცხვილისგან იქვე თუ არ მოვკვდებოდი....
-რა გარყვნილი ხარ! მოვშორდი და სამზარევლოსკენ გავწიე, იქნებ და ამ საუბრისგან თავი დამეღწია,მაგრამ როდის იყო ნაკაშიძე ასე მარტივადა მანებებდა თავს.
-ნუ გამირბიხარ, ამ საუბარს თავს ვერ დააღწევ! უკნიდან მომეკრო უეცრად და კინაღამ გული გამიჩერდა, ადრე ამდაგვარ რამეს ვერ ვგრძნობდი თუ რა იყო არ ვიცი....
ამაში მოსარიდებელი არაფერი ნინო,რადგან ჩვენ ერთნი ვართ, ხვალ ღვთისა და ერის წინაშეც ერთნი გავხდებით....იმისთვის რომ ერთი ტალღის ზღვა გავხდეთ ჩვენი სხეულებიც უნდა გაერთიანდეს!
-გევედრები გაჩუმდი ალექს...ვლუღლუღებდი და ნერვიულობისგან, ხელებს ვიმტვრებდი მალულად. ჯერ საუბარზე რა მემართებოდა და წარმომედგინა,ფაქტზე რა დამემართებოდა.
-არ გავჩუმდები...გახსოვს, რომ მთხოვე“მინდა გიყვარდე მზის ამოსვლიდან მთვარის ჩასვლამდეო“?! გახსოვს?! თავი დავუქნიე ისე არ შემოვტრიალებულვარ.
ხო და სიყვარული სექსი გარეშე წარმოუდგენელია ნინ, რადგან ის ნელდება და ბოლოს საერთოდ ქრება. უეცრად მისი შეხება ვიგრძენი ენის წვერით, ყურის ბიბილოზე,მერე ყელისკენ გაიკაფა გზა,როდესაც მიხვდა რომ თიში მქონდა, შემომატრიალა და სამზარევლოს კიდეზე შემომსვა. ვგრძნობდი მის ტუჩებს, როგორ გამალებით იკაფავდნენ გზას ჩემი მკერდისკენ, ნელ-ნელა ამ ქვეყანას ვწყდებოდი, უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა და გონს მოვეგე, მაისურის ბრეტელები გავისწორე წამში, ჩამოვხტი სამზარევლოდან,ხელის კვრით მოვიცილე ჩემზე მოკრული „გარყვნილი მხეცი“ და მისაღებისკენ გავწიე....უმალ წამომეწია და სანამ კართან მივიდოდი ყურში მიჩურჩულა. „შენ ის ქალი არ ხარ, იმ ღამით ჩემს ვნებებზე, რომ თამაშობდი და დაპყრობას მიპირებდა“?! ხო და ახლა ჩემი დროაა, დიდხანს ველოდი! თქვა და გადაიხარხარა კვლავ,ნინუცას კი ბუსუსებმა დააყარა კანზე.
******************** *************************
კარი გავაღე და ყურებამდე გაკრეჭილი „საზოგადოება“ დავინახე.
-ეეე, ტო თქვენ აქ რა გინდათ?! თავს იქექდა და ისე ბლუყუნებდა ნაკაშიძე მე კიდევ სახე აწითებული თავდახრილი ვიდექი.
-რა იყოთ გვრიტებოოო, ხელი ხომ არ შეგიშალეთ ღამის სერენადებში?! თემო კვლავინდებულზე უფრო მეტად გაიკრიჭა. აქ უკვე მოთმინების ფიალა ამევსო.
-შემიშალეთ თუ არა მაგას რა აზრი აქვს უკვე აქ ხართ...ხელი აიქნია ნაკაშიძემ და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. მუგუზალი წამეკიდა სირცხვილის ყველა მიხვდა ყველაფერს,მეტი ვერ მოვითმინე და ავკივლდი.
-მორჩა ცირკი! ვისაც გსურთ ღამის სერენადბზე საუბარი კარი ღიაა,გარეთ გაბრძანდით და ვისაც გსურთ ჩაის დალევა შემობრძანდით. გაავებული ვიყავი,მისაღებისკენ წამოვედი და დაველოდე ვინ შემოვიდოდა.
-რძალო! დადამ დამადო მკლავები მხარზე და თავზე მაკოცა.
-ჰმ....ამოვიზმუვლე.
-მარტო ჩაი გემეტება ჩემთვის, მითუმეტეს ამ ღამეს, როდესაც ორივე ტოვებთ თავისუფლებას და ცოლ-ქმრობის უღელში ებმევით.
-არა დადუშ, ნავთიც მაქვს კიდევ! მისკენ შევატრიალე თავი და თვალი ჩავუკარი.
-გატყობ კარგ ხასიათზე ხარ,რძალო.... ნავთი შენს ქმარს და მის სულელ ძმაკაცს დაალევინე, ხომ ხედავ იპრიწებიან სიცილით, მე კიდევ სხვა თუ არაფერი ჩაი მომიტანე.
-დადა ცოტა ჭუკით შენ თორემ ვატყობ ნინუცას ძმაკაცი გახდე და ჩვენთან ვეღარ მოსუნო! თემომ მოწანკლა დადიანი.
-თქვენზე კარგი ძმაკაცები ვიქნებით ჩვენ, ხომ ასეა ნინუც?! ასეა,ასე..უმალ დავეთანხმე მეც.
***************************** *****************************
უკვე კარგად შებჟუებულნი ვიყავით ყველა, დათო და ჩემი მული ერთმანეთს თალებით ჭამდნენ, არც დადა და ჩემი ბიძაშვილი ნინია აკლებდნენ ფლირტს ხელს,ამათთანც ვხვდებოდი, რომ დიდი სიყვარრული დაიდებდა ბინას, თემოც მის არაკანონიერ ცოლს ეხუტებოდა, ნაკაშიძე კი მთელი საღამო ერთს გაიძახოდა, „ახლა ჩემი დროაა,დიდხანს ველოდი“ და იყო ერთი ორომტრიალი..... უეცრად ჩავფიქრდი, დადას, ხომ მაგრამ თემოს რა უნდა დაენათლა ჩემი შილებისთვის, თუ ოდესმე მეყოლებოდა.... ალბად იუმორის გრძნობა ექნებოდათ საოცარი, აი დადა კი რაღაც იდეალური იყო, ნინიაც ვერ დაანათლავდა კარგ რამეს, ისიც კარგი ცანცარა იყო, დათო კი ჩემი ის მესამე ძმა იყო, რომელიც დედაჩემს არ გაუჩენია,მაგრამ მაინც საკუთარივით მიყვარდა, ხოლო ჩემი ის ორი სხვა მეჯვარე ნუკა და ანიც, სიციილის დედოფლები იყვნენ... უეცრად ამოვიგმინე....“ეჰ,დავღუპულვართ დედიიი“ და სიცილი ამიტყდა...
-რა გაცინებს?! ყველამ ერთხმად მკითხეს.
-მომავალი! მეც სხარტად ვუპასუხე და მათაც არ დააყოვნეს. „დაათვრა ეს წადი დაიძინე“!
******************* ************************
-ბევრი დარჩა?! ნერვიულობისგან სკამზე ვხტოდი...არ მეგონა ოდესმე თუ ასე ვინერვიულებდი ჩემს ქორწილზე.
-ბოლო შტრიხები დარჩა, მაკიაჟის და მოვრჩებით. მაიმედებდა ეთო, და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მე კი მისი სათნო სახე ახლა მანერვიულებდა.
-კარგი,მოისვენე აი, მოვრჩი. სკამი მოატრიალა,ჩემს თავს შევხედე დამჯდარს, უზარმაზარ საქორწილო კაბაში, თეთრი ლილიების და ჟოლოსფერი ორქეედების თაიგულით ხელში და რაღაც მეუცხოვა! ხომ ამბობენ, საკორწილო კაბა ქალს ცვლისო,მეც ასე დამემართა. ფეხზე წამოვდექი და დავტრიალდი, გოგოები ხმას ვერ იღებდნენ,ბოლოს ერთად აწიკვინდნენ....“საოცრება ხარ ნინ“, „შენნაირი პატარძალი არ გვინახავს“ და მსგავსი შეძახილებით. მათ ოვაციებზე ბიჭი მეჯვარეებიც შემოცვივდნენ, დადა რაღაც საოცარი მზერით მიმზერდა, ბოლოს კი ამოხდა მის ბაგეებს ერთი სიტყვა, „დამამუნჯე“ ამაზე გოგოებს უფრო გაეცინათ და ნინიამ, დადას წაკბინა „შენ როცა საქმეს ჭირდება ყოველთვის მუნჯდები“.
-რა თქვი?! დადა მიუბრუნდა,მაგრამ ვერანაირი პასუხი ვეღარ მიიღო გოგოსგან.ამაზე ჩვენც ავკისკისდით.
მერე დათომ გულზე მიმიკრა და შუბლზე მაკოცა.... შენ ის საოცარი გოგო ხარ, გიო თავის პირად საოცრებას, რომ უწოდებდა... ახლა ვგრძნობ, რომ შენთანაა, ვიცი გაკლია, დღეს განსაკუთრებით, მაგრამ გახსოვდეს, რომ ის, ისეა დღეს შენთან როგორც არასდროს. არ იტიროოო, ეს მისი საჩუქარია, საჩუქარი, რომელიც შენთვის 16 წლის იუბილეზე უნდა მოეცა, მაგრამ არ დაცალდა... ეხლა ის დროა, როცა შენი ნივთი შენ უნდა დაგიბრუნდეს, ყუთი გახსნა და რაღაც საოცარი ხელის მიერ გაკეთებული ნაკეთობა იყო, სამაჯური, რომლის მსგავსი ადრე არ მენახა, ნაზი, ფარფატა,ამავ დროულად დახვეწილი, ციმციმა ბრილიანტის ქვებით და წარწერით, „პირად საოცრებას, ნინუცას!....“
-შენ....შენ, ეს ამდენხანს შემინახე?! ულამაზესია, რაღაც საოცარი.... უღრმესი მაადლობა დათ. აღფთოვანებას და ემოციებს ვერ ვმალავდი.
-ეს მისი დიზანი იყო, უნდოდა მსგავსი არავის ჰქონოდა სხვას და რეალურად ასეა კიდეც... მინდა ძაალიან ბედნიერი იყო,შენ ეს დაიმსახურე, ნინუც! დათომ მძლავრი მკლავები მომხვია და ვიგრძენიი ის საოცარი ძალაა, რასაც გიოს ჩახუტება მგვრიდა.
***************** **********************
დაბლა ჩასასვლელად ვემზადებოდი უკვე,სარკეში ბოლოჯერ შევავლე ჩემს ანარეკლს თვალი,ალექსის მიერ ნაჩუქარი კოლიე შევისწორე და კმაყოფილმა თვალი ჩავუკარი ჩემს თავს.... მაგრამ სხვისი ანარეკლიც აღმოჩნდა ჩემთან ერთად სარკეში.
-შენ აქ რა გინდა? ბრაზმა მომიცვა წამში.
-ულამაზესი ხარ, ნინო! ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა.
-მეეჭვება შეენნაირი ქალი აქ ამის სათქმელად მოსულიყო. რატომ მოხვედი? ან აქ როგორ შემოხვედი? ბრაზი მიასკეცდებოდა უკვე.
-ეს ყველაფერი უნდა იცოდე,სიმართლე უნდა იცოდე ნინო,მერე კი ვნახავთ თუ კიდევ გეყვარება ალექსანდრე და თუ კვლავ შედგება ქორწილი. საწოლზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო პერანიძემ გამომწვევად.
-არაფრის მოსმენა არ მინდა თამთა შენი სისულელეების მოსასმენად არ მცალიაა,აქედან გაეთრიე! ხელი მოვკიდე და კარისკენ ვუბიძგე.
-არ წავალ,სანამ სიმართლეს არ გეტყვი. უკან არც თამთა იხევდა.
-დღეს არაფრის მოსმენა არ მინდა, წაეთრიე აქედან თამთა, იმ ყველაფრის შემდეგ როგორ ბედავ ჩემთან მოსვლას? რა უფლებით? ტონს ვუმატე ნელ-ნელა.
-ალექსისგან შვილს ველოდები,აი ამ უფლებით! ხმა არ ამომიღია, რამდენიმე წამი. მერე კი როხით ამოვილაპარაკე.
-მერე რას ითხოვ ჩემგან?
-ჩაშალე ქორწილი, გაქრი ალექსის ცხოვრებიდან და მე მიმიშვი მასთან. მე ის მიყვარს, თანაც ჩემი ნახმარი კაცი რად გინდა, შენ უკეთესს იმსახურებ. არ ვიცი რა ძალა მომეცა იმ წამს,მაგრამ ენა მოვიბრუნე.
-მან ეს იცის?
-არაა...როცა მისი ცხოვრებიდან გაქრები მაშინ ვეტყვი.
-ამას, არ გავაკეთებ,არასდროს! მე და მან ჩვენი „სიყვარულის გაზაფხულისთვის“, ბევრი ვიბრძოლეთ, მას არასდროს მივატოვებ, მე არ მჯერა შენი მორიგი ფარსის, რომც იყო ორსულად ეს ბავშვი ალექსის არ იქნება.
-მისია ნინო, ნუ ენდობი მას ასე ძ₾იერ, შენ როცა კომაში იყავი, ის ჩემთან ნებივრობ... სიტყვა არ დავამთავრებიე და სილა გავარტყი.
-მოკეტე! არ გაბედო იმის დაბრალება მისთვის რასაც არასდროს გააკეთებდა ის! აქედან გაეთრიე და მთლად ნუ დაეცემი,მაგრამ მეტი დაცემა რაღა გინდა, ხარ შენ, სულითაც და ხორცითაც!
-განანებ,თითეულ სიტყვას განანებ, გედენიძე! არასდროს არ გახდება ალექსი შენი! ღმერთს ვფიცავ, ბედნიერებას არ გაღირსებ,საკუთარ ხორცს დაგაგლეჯიებ,შენნ არ იცი რა შემიძ₾ია,მე! თვალებს აკვესებდა პერანიძე და ვინაიდან ფარსი არ შედგა,ცოფებს ყრიდა.
-შენნაირების არ მეშინია, მე ვერაფერს დამიშავებ!
-შენ იმაზე მეტს დაგიშავებ ვიდრე წარმოგიდგენია! გაგამწარებ,ცოცხლად მოგკლავ,ბედნიერებას არ გაღირსებ!
-მოშორდი აქედან თამთა! ხელი ვკარი და ოთახიდან გავაგდე,ძალა გამოცლილი ჩავიმუხლე საწოლის წინ,მერე გონს მოვეგე მაკიაჟი შევისწორე და უკვე კართან მდგარ მომღიმარ ნიკოს გავყევი.
****************** ************************
ალექსი დამუნჯებული მიყურებდა, კომპლიმენტებს არ იშრებდა არავინ, მისი სიმუნჯის დასაფარად კი თემო აროხროხდა. „მეც რომ მეცვას 12 000 $-იანი ვერსაჩეს კაბა, მეც ლამაზი ვიქნებოდი“! ამაზე ისევ ყველა აკისკისდა.
-ამად ღირდა ამდენი ლოდინი და თანხაც! ძლივს ამოიღო ხმა ალექსსმა.ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს მთავრი შედეგიაა, შედეგი კი ისაა ამ ყოველივესი, რომ მსგავსი ცოლი არავის ჰყავს, ვატყობ მე ჯერ ძ₾იერ ეჭვიანს უფრო გავეჭვიანდები!
-და მერე დაბრიდავ არაა, ყველას ვინც შენს ცოლს შეხედავს?! ისევ იკრიჭებოდა თემო.
-სულაც არაა, დაე უყურონ, ის ჩემია და სხვა არავისი,აი რაა მაამაყებს! თქვა და ხელზე მაკოცა.
*********** **********************************
ჯვარი მცხეთაში დავიწერეთ, სვეტიცხოველში,ქორწილი კი იმდენად გრანდიოზული იყო,არ ველოდი ასეთსაც.... ჟურნალისტებიც ბლომად იყვნენ,რამაც არც თუ ისე გამახარა.... ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც გვინდოდა მე და ალექსს, ღამდებოდა და უხერხულობის გრძნობაც მატულობდა ჩემში,თამთა ჩემი გონებიდან ამოვიღე და ახლა იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამეღწია თავი ამ ღამეს ალექსის მარწუხებიდან.
ალექსის სასტუმროში წავედით, წყნარი მუსიკა, ყვავილების ჯადოსნური სურნელი,საყვარელი მამაკაცი,ყველაფერი ერთმანეთში საოცარ კონტრასსტს ჰქმნიდა და მთიშავდა. სააბაზანოშ შევედი შხაპი მივიღე და ღამის ხალათ-პერანგით გამოვედი, ცივმა წყალმა მომაფხიზლა და თამთა ისევ ამომიტივდა გონებაში,ვენდობოდი ალექსს,მაგრამ ეჭვიანი მეორე მე მაინც არ მასვენებდა და არ მახარებდა ბოლომდე.... ფიქრების გასაფანტად ვერანდაზე გავედი,გაზაფხულის საოცარი სურნელით იყო ჰაერი გაჯერებული და ოდნავ სუსხი იყო. თბილისს ვუყურებდი ღამისას და ვამაყობდი,მარტო ამად ღირს რომ მქვია ქართველი და ეს ქალაქი მეც მეკუთვნის ნაწილობრივ. უკნიდან შეხება ვიგრძენი,უმალ დამიარეს ბუსუსებმა და პეპლება ტანში.
-ლამაზია არაა?! ჭიქა ღვინო გამომიწოდა და ჩამეხუტა.
-ძაალიან.....რაღაც იდუმალი ქალაქია, ხმაურიანი,მაგრამ ჩემთვის მაინც მშვიდი.
-გეთანხმები,მშვიდია ჩვენი ქალაქი. დალიე,შენი საყვარელი ღვინოაა.
-ოდნავ, მოვსვი და ჭიქას ჩავაშტერდი. ცოტახნის შემდეგ მისკენ შემომატრიალა.
-ნუ ღელავ ნინ, სანერვიულო აქ არაფერია! შენ თუ არ გინდა ეს მე ძალას არ დაგატან,შენ როცა გენდომება მაშინ მოხდება ეს! მაგაზე შენ არ იჯავრო! წამო დავიძინოთ,უბრალოდ გვერდიგვერდ და ჩვეულებრივ.ხელი მომხვია და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით, როდესაც გონებაში ისევ თამთა ამომიტივდა,ოღონდ ადრინდელ სცენით....ნეტავ რატომ ვერ ელევა ალექსს? რაა აქვს ისეთი რაც სხვა მამაკაცს არ აქვს? და კიდევ უმარავი რამ გამიევლდა თავში. მერე ძალა მოვიკრიბე და უკვე გათამამებულმა ვუთხარი.
-მე ეს მინდა, რომ მოხდეს ალექსს, მაგრამ....სიტყვა ვერ გავაგრძელე.
-მესმის შენი,შენ გამოუცდელი ხარ,მაგრამ მე, ვარ ზატო ძლიერ გამოცდილი. გაიცინა.ნუ გეშინია, მომენდეეეე. ამ სიტყვებს მეუბნებოდა და უეცრად შუა ოთახში აღმოვჩნდით.
მისი ნაკვერჩხალივით ცხელი ტუჩები შეეხო ჩემს ტუჩებს! კოცნაში მეც ავყევი,მერე მისი ხელები ვიგრძენი ჩემს სხეულზე, ხალათის ქამარი შემიხსნა და ოთახის სიღრმეში გადააგდო. ყელზე მკოცნიდა და თან შიშველ ზურგზე მისვავდა ხელს,უეცრად პენუარისგანაც გამათავისუფლა, და ჩემს ნახევარ შიშველ მკერდს დააკვდა ტუჩებით,ნახევრად შიშველი არ იკმარა და მალე სრულებით მომიშიშვლა,ერთი ხელის კვრით საწოლზე დამაგდო,პერანგის ღილები გასახსნელად მე მომანდო,შარვალს კი თავად მიხედა, და ბოლოს ბოლო ნაჭრისგანაც გაათავისუფლა ჩემი სხეული,მის შეხებას ჭკუიდან გადავყავდი,რაღაც არაა ამ ქვეყნიიურისკენ მიმაქანებდა, სხვა სამყაროში გადასროლილი ვიყავი,რაღაც ერთ უსასრულობას ვქმნიდით, მის ზურგს ვკაწრავდი.... სიამოვნების და ბედნიერების ხმები იყვნენ გაბატონებულნი ოთახში.
******************************* ***********************************
ჩემს თეძოზე შემოეჭდო ფეხი და ისე ეძინა უშფოთველად და ბედნიერი სახით.
„მესაკუთრე“ გავიფიქრე და მისი ფეხისგან განთავისუფლება ვცადე,კარგახნის წვალების შემდეგ შევძელი და სააბაზანოში შევძვერი,იქიდან გამოსულსაც მძინარე დამხვდა ვაჟბატონი,“ეტყობა დაღლილია“ გავიფიიქრე გონებაში,უმალ ჩავიცვი და ნომერი დავტოვე.
************************* *********************************
დილით მზის სხივების ლამუნზე თვალები გაახილა ნაკაშიძემ,წუხანდელი ღამის გახსენებაზე ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა,მეორე მხარეს გაიხედა და ცარიელი საწოლის დანახვაზე გულმა რეჩხი უყო...
ფეხზე წამოხტა,სააბაზანოს კარს მიაყურადა, ხმა რომ არ გამოდიოდა,იქიდან, შეაღო მააგრამ სააბაზანოში არავინ დახვდა. ნაკაშიძემ ჰოლში დარეკა, წკრიალა ხმის მქონე გოგონამ კი ახარასავით, რომ მისმა მეუღლემ დილა ადრიან დატოვა სასტუმრო, ისე რომ არ უთქვამს სად წავიდა,ან როდის დაბრუნდებოდა. აი,მაშინ კი ნაკაშიძემ გარეკა და სისხლი ჩექცა ტვინში!....










ოდნავ დაგვიანებით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტე აღსდგა! გიხაროდენ! მრავალს ძვირფასებო და ტკბილებო,მრავალს!
ესეც 29 თავი.... მომიტევეთ დაგვიანებისთვის, წუხელ რაღაც პრობლემა იყო ალბად საიტზე და ვერ ავტვირთე....
შემიფასეთ,ველი კომენტარებს, არ ვიცი რა გამომივიდა, ბოდიში შეცდომებისთვის არ გადამიხედავს.
30 თავი იქნება პირველი ნაწილის დასასრული ამ ისტორიის,რომელსაც მალე შემოგთავაზებთ და ვეცდები არ დავაგვიანო.
მიყვარხართ ჩემო შოკოლადებო <3



№1 სტუმარი lanu

Ai dzn magari gogo xar axali tavi rom dade.dzn momewona chemo shokolado.umagresi xar.gaagrdzele da xshirad dade axali tavebi.

 


№2 სტუმარი etiko

vgijdebi am istoriaze.. n1 istoriaa miyvars me nino da aleqsandre saocari wyvili da nu igvianeb moutmenad velodebi shemdeg tavs ar daagviano ❤️❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი aleqsandra

etiko
vgijdebi am istoriaze.. n1 istoriaa miyvars me nino da aleqsandre saocari wyvili da nu igvianeb moutmenad velodebi shemdeg tavs ar daagviano ❤️❤️❤️❤️

გემრიელოოო <3 მიხარია რომ მოგწონსს, ჩემო ლამაზო <3

lanu
Ai dzn magari gogo xar axali tavi rom dade.dzn momewona chemo shokolado.umagresi xar.gaagrdzele da xshirad dade axali tavebi.

ჩემო ლამაზოოო,ძაალიან <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან აგვიანებ ჩემო კარგო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაან მაგარია .. აუ არ დააშოროო რაა ესენიი :((

 


№6  offline წევრი talamani

მართლა ეერთადერთი ისტორიაა რიმლკსთვისაც საიტზე შემოვდივარ ძალიან გთხოვ გაააგრძელე და ნინუცას რამე სისულელე არ გააკეთებიო ნაკაშიძე არ დატოვოს . მისი სასტუმროდან წასვლა ცუდად მომხვდა გულზე . გაახარე რა ბოლო ბოლო დავიტანჯე ამათი საცოდაობით. ძალიან მაგრად წერ და ასე გააგრძელე.

 


№7 სტუმარი nara

Au rogor gamixarda axali tavi ri davinaxe vercki warmoidgeeent, magram ar meyo kide minda axali tavii.

 


№8  offline მოდერი aleqsandra

talamani
მართლა ეერთადერთი ისტორიაა რიმლკსთვისაც საიტზე შემოვდივარ ძალიან გთხოვ გაააგრძელე და ნინუცას რამე სისულელე არ გააკეთებიო ნაკაშიძე არ დატოვოს . მისი სასტუმროდან წასვლა ცუდად მომხვდა გულზე . გაახარე რა ბოლო ბოლო დავიტანჯე ამათი საცოდაობით. ძალიან მაგრად წერ და ასე გააგრძელე.

ვაიმე, ძაალიან დიდი მაადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის <3 ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ <3 ამ ისტროიის პირველი ნაწილი 30 თავზე დასრულდება და მერე მეორე ნაწილი იქნებაა, იმედია მოგეწონებაათ დიდი სიყვარულის რეალური ისტორიააა, დიდი ტკივილით და სიძლიერით <3 მიყვარხართ ყველანი ძლიერ <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რამაგარია ვგიჯდები მე შენზე ველი ახალ თავს love

 


№10  offline მოდერი aleqsandra

aanamaria
აუ რამაგარია ვგიჯდები მე შენზე ველი ახალ თავს love

ჩემო საყვარელოოო <3 ძაალიან დიდი მაადლობაა,ამხელა სიყვარულისთვის თქვენ <3 ვეცდები მალე დაგიდოთ ახალი თავი შოკოლადებო <3

 


№11 სტუმარი Teo...

Au gtxov ra male Dade.tore martla guli damartyams da mogakldeba erti ertguli mkitxveli.D.D.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent