ორში ერთი - ( სრულად )
მაგდა! მაგდა! მოიცადე- ყვიროდა დედა. მეკი გამწარებულმა ჩემი ოთახის კარები მივაჯახუნე მთელი ძალით და იმწუთასვე ჩავკეტე. ჩავიმუხლე და ღრმად დავიწყე სუნთქვა, ვცდილობდი დავწყნარებულიყავი მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებდი. ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი, გული მტკიოდა. იმ დონემდე ვიყავი მისული რომ მთელ ხმაზე ღრიალის სურვილი მქონდა, მაგრამ ესეც კი აღარ შემეძლო. -შენ ამაზ ძლიერი ხარ, ამ ყველაფერზე ძლიერი- ვიმეორებდი სანამ თავში არ ჩავიბეჭდე ეს სიტყვები. უცებ გველნაკბენივით წამოვვარდი ფეხზე და ჩემს გარდერობთან მივედი. 2 დიდი ჩემიდანი ავიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე, უფრო სწორად ვტენიდი შიგნით ყველაფერს რაც ხელში მხვდებოდა. მესმოდა დედა როგორ მთხოვდა კარის გაღებას, მაგრამ მე........ -ჯანდაბა- დავიღრიალე და ჩემი ოჯახის ფოტო რომელიც ერთად წინა წელს გადავიღეთ კედელს გავუქანე, ვხედავი მინის ჩარჩო როგო იქცა ნამსხვრევებად, ზუსტად ისე როგორც ახლა ჩემი გულია დაფლთილი ნაგლეჯებად. მაშინ როგორი ბედნიერი ვიყავი, ღმერთო რა სულელი ვყოფილვარ...... ჩემი ცხოვრება რამხელა ტყუილი ყოფილა. მაინც ვერ ვწყნარდებოდი, მაგრამ ახლა ყველაზე ძალიან ცივი გონებით მოქმედება მჭირდება. 2 წუთი გაუნძრევლად ვიდექი და დამსხვრეულ ჩარჩოს ვუყურებდი, უცბად მივხვდი რომ ცოტა გონს მოვეგე და ისევ ჩემოდანს მივუბრუნდი. ყველაფერი ჩავალაგე რაც მჭირდბოდა: შორტები, მაისურები, შარვლები, სპორტულები, კაბებიც კი...... ჩამოთვლა რომ გავაგრძელო დიდი ხანი ვერ მოვრჩები, ამოტომ პირდაპირ გეტყვით 2 დიდი ჩმოდანი ტანსაცმლით გავავსე, ხოლო 1-ში კი ფეხსაცმელები ძვლივს ჩავტენე. ზურგჩანთა ავიღე და ყველა საჭირო ნივთი ჩავდე. ალბად გაინტერესებთ რა საჭირო იყო ჩამოთვლა! მაგრამ ეს იმის მანიშნებელია რომ მე აქედან სამუდამოდ მივდივარ. გადავწყვიტე აქედან ინგლიში წასვლა, იქ სადაც ამ წყეული სახლიდან ძალიან შორს არის. ინგლისურ საიტზე ბინები ვნახე, რამდენიმე მომეწონა, ბინის მეპატრონეებს დავუკავშირდი და შევთანხმდით როგორცვე ჩავიდოდი მაშინვე მათ დავუკავშირდებოდი და ბინას ვნახავდი. გიკვირთ არაა ამ გოგონას საიდან აქვს ფული, ის ხომ ასე გიჟივოთ იქცევაო. ამ ამბების გადამკიდე კი სულ დამავიწყდა ჩემს შესახბ რამდენმე ფაქტი მეთქმა. მოკლედ: მაგდა დადიანი, 1997 წლის 2 თებევალს დავიბადე. მიყვარდა სპორტი, ვუკრავდი გიტარაზე და ფორტეპიანინოზე. ხომ მართლა მსურდა სამედიცინოზე ჩაბარება, ჩემი საყვარელი საგანი ბიოლოგია იყო სკოლაში, ხოლო რაც მთავარი და ჩემი დიდი საიდუმლოა მე ვარ ჰაკერი. ეს ბოლო ფაქტი არავინ იცის, აი პასუხი იმაზე თუ საიდან მაქვს ფული. ახლა ალბად ხვდებით რომ რამდენიმე მილიონერს გავუტეხე საბანკო ანგარიშები და მათგან ვისესხე ცოტახნით ( ეს კი ნიშნავს სამუდამოდ ), არა ქურდი არ ვარ, უბრალოდ ეს 2 დღის წინ გავაკეთე რადგან სიტუაცია იძაბებოდა სახლში, მეკი თანხა არ მქონდა აქედან გასაქცევად, ამიტომ ამ უკიდურესი ფორმის დახმარებას მივმართე. აეროპორტში დავრეკე და ჩემს სახელზე ბილეთი დავჯავშვნე. უკვე ყველაფერი მოგვარებულია დილის 5 საათზე გაფრენაა დაგეგმილი. 2). თავი ყველაფერი დაწყნარდა უკვე 22:45 წუთია, მე მისაღებში გავედი, ჩემი მშობლები საინფორმაციო გაფაცემას ისე უყურებენ ვერც კი იფიქრებდი, რომ სულ რამდენიმე საათის წინ რამის ერთმანეთი დავხოცეთ. ჩემი ოთახის კარები ჩაკეტილი დავტოვე რათა შიგნით არავინ შესულიყო, თორემ გეგმები ჩამეშლებოდა. სამზარეულოში შევედი და ომლეტი გავიკეთე, შევჭამე და სამზარეულო ისევ დავტოვე. გავიღიმე ვითომ საერთოდ არაფერი მომხდარა. ცხოვრებამ ერთი რამ მაინც მასწავლა, სხვის თვალში უგულოდ და ბედნიერ ადამიანად თავის მოჩვენება. ეს ყველაფერი ისე შევისისხლხორცე რომ ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ნამდვილი მე. ნერვული შეტევა როცა მემართება მხოლოდ მაშინ მახსენდება ყველაფერი და ტკივილი ისევ უკან ბრუნდება. ბევრჯერ მიცდია ხელები დამესერა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შევძელი, ვერ ვბედავ ალბად იმიტომ რომ სანამ ეს ჯოჯოხეთურ ცხოვრება დაიწყებოდა, მანამდე ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვფიქრობდი როგორ შეეძლო ადამიანს ეცადა თვითმკვლელობა, როგორ უნდა მისულიყო ზღვარამდე და გადაებიჯებინა მისთვის. მაგრამ მე ამ ზღვარს გადავაბიჯე და უკვე კილომეტრებით გავცდი მას. ცხოვრება კი ბოლოს მიღებს და ნელ-ნელა მკლავს ისე რომ ვერცკი ვეწინააღმდეგები, თითქოს ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული და ჩემი ბედი უკვე კარგახანია რაც გადაწყვეტილია. იქ ზემოთ თუ მართლა არსებობს ვიღაც ვინც წყვეტს ჩვენს ბედს, აშკარად ჩემი ბედის დაწერის დროს ცუდ ხასიათზე იყო და მთელი თავისი ბოღმა ჩემზე ამოანთხია. გადაწყვიტა დავეწყევლე, დავეწყევლე მთელი არსებით რათა დამტანჯოს და ჩემი ტანჯვის ყურებით გაიხაროს იქ სადაც არის. ისევ ოთახში დავბრუნდი და კარები დავკეტე. გადავწყვიტე დამეძინა ამიტომ მაღვიძარა დავაყენე რომ ზუსტ დროს ავმდგარიყავი და არ დამეგვიანა. თუმცა ძილი?! ეს სიტყვა ჩემთვის უკვე ტკივილთან არის ასოცირებული. უკვე რამდენიმე კვირაა რაც კოშმარები მაღვიძებს. პირველ კვირას მაღალი ტემპერატურაც კი მქონდა ხოლმე. ისევ კოშმარმა გამაღვიძა უკვე 2 საათი იყო. მაღვიძარას დავასწარი და ადრე გავიღვიძე, გავთიშე რომ აღარ დაერეკა. ავდექი მოვწესრიგდი და ტაქსი გამოვიძახე. ოთახიდან ჩუმად გავედი, ჩემი მშობლების საძინებელ ოთახთან მივედი და მივაყურადე, ჩუმი ფშვინვა ისმოდა უკვე ღრმად ეძინათ. კარის გასაღები ავიღე და ოთახში დავბრუნდი. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, ზურგჩანთა მოვიკიდე და ჩემოდნები ფეხაკრეფით გავიტანე გარეთ. სახლიდან ჩუმად გავედი ისე რომ ვერავინ ვერ დამინახა. გარეთ გავედი ტაქსი უკვე მელოდებოდა, მძღოლმა როგორც კი დამინახა მანქანიდან გადმოვიდა და დამეხმარა ჩემოდნების საბარგულში ჩალაგებაში. ახლა უკვე აეროპორტის გზაზე ვარ და ვფიქრობ, ვფიქრობ ყველაფერზე რაც ჩემს თავს ხდება -უკვე დავიღალე ამ ყველაფრით- ჩუმად ჩავიფრუტუნე ისე რომ ტაქსის მძღოლს არაფერი გაეგო. ერთ რამეში მართლაც რომ გამიმართლა უკვე სრულწლოვანი ვარ და მათ აღარ შეუძლიათ ჩემი ცხოვრების მართვა და თავისუფლებით მანიპულირება. სადაც მინდა და როცა მინდა მაშინ წავალ მათგან, ხო აი ამაში მაინც გამიმართლა. ******** უკვე ერთი თვე გავიდა რაც ინგლისში ჩამოვედი. ყველაფერი დავივიწყე, რაც წარსულთან მაკავშირებს. მშობლებს მას შემდეგ არ დავკავშირებულვარ რაც იქიდან გამოვიქეცი, მათთვის ისიც საკმარისია რომ წერილი დავუტოვე " წავედი თქვენგან! ჩემი მოძებნით თავს ნუ შეიწუხებთ, არასოდეს დავბრუნდები უკან. მშვიდობით!" დავივიწყეთქო წარსული გითხარით, მაგრამ ეს აფსურდია. გამოფიტული ვარ, არაფერი მახარებს. გულში დიდი ხვრელი მაქვს გაჩენილი, ვხვდები რომ ნელ-ნელა ცივი და უგრძნობი ვხდები. ვეღარ ვტირი უფროსწორად ცრემლი აღარ მომდის თვალიდან, რაც მანადგურებს და ემოციურად დაცლის საშუალებას არ მაძლევს. აღარანაირი გრძნობა დამრჩა გარდა უდიდესი ზიზღისა, რომელიც ჩემი ცხოვრების , არსებობის მიმართ მაქვს გაჩენილი. დავდივარ ლონდონის ქუჩებში და ვერაფერს ვამჩნევ, ყველაფერი უფერული და ნაცრისფერია ჩემთვის. აქ ხშირად წვიმს თითქოს ზეცა ჩემთან ერთად გლოვობს და ჩემს მაგივრად დასტირის ჩემს გასაცოდავებულ ცხოვრებას. ღამით ვერ ვიძინებ ისევ კოშმარები მაღვიძებს და ამის საშუალებას არ მაძლევს, ამის შემდეგ კი შიშისგან ვეღარ ვიძინებ, როგორცვე თვალს ვხუჭავ ისევ ის კადრები იწყებენ თავში ამოტივტივებას და სულს მიხუთავს თითქოს ყელში ვიღაც მწვდა და ჩემი დახრჩობა აქვს განზრახულიო. ზოგჯერ ისე მდომებია რომ გვერდით ვინმე მყოლოდა და ეთქვა რომ ჩემთან იყო, თავის სხეულზე მაგრად მივეკარი რათა მეგძნო მისი სითბო და სიძლიერე, ცოტახნით მაინც მეგრძნო რომ დაცული ვიყავი და მოდუნების საშუალება მქონოდა. ეს ღამეც არ ყოფილა გამონაკლისი, ისევ კოშმარმა გამომაღვიძა ,, გავრბოდი, უსასრულობაში შორს, ძალიან შორს, ხელები სისხლში მქონდა ამოსვრილი, სხეულზე ჭრილობები მაქვს მოყენებული, მაგრამ ვგრძნობ, ვგრძნობ რომ სისხლი ჩემს ხელებზე რომელიც მთვარის შუქზე მუქ ლაქებად ეცემა მიწას, ჩემი არ არის. გავრბივარ და უკნიდან ფეხსაცმელების ბაკუნის ხმა მესმის რომელიც ასფალტზე მეხის გავარდნასავით ჩამესმის ყურებში. ბოლოს კი გასროლის ხმა........" და აი უკვე მეღვიძება, სახეს ვერ ვხედავ რადგან უკან ვერ ვბრუნდები, მუდამ ერთი და იგივე სიზმარი, ეს ყველაფერი უკვე შიგნიდან მღრღნის და მჭამს. ასე ვაღარ ვიქნები, მარტო ყოფნით გავგიჟდები- ვთქვი ხმამაღლა და უცებ წამოვიყვირე - კოლეჯი- ეს მართლაც რომ კარგი აზრია იქ ვიცხოვრებ და ცოტახანს მაინც ვიქნები ჩემი ფიქრებისგან განთავისუფლებული. კომპიუტერი ავიღე და საუკეთესო კოლეჯის ძიება დავიწყე, მალევე შევაჩერე ერთ-ერთ კოლეჯზე არჩევანი, დიდი შენობა რომელიც მთლიანად სიმწვანეშია ჩაკარგული და იქვე ახლოს ლამაზი რეკრეაციული კუთხეა სადაც ყველასგან და ყველაფრისგან განთავისუფლება შეგიძლია. კარგი ინფრასტრუქტურითა და კეთილმოწყობილი ოთახებით, რაც მთავარია ყველა ოთახს თავისი სააბაზანო აქვს. უკვე ერთი სული მაქვს როდის გათენდება. ------ თავი 3 მეორე დღეს დილის 9 საათზე უკვე კოლეჯის დირექტორის კაბინეტში ვიჯექი და ვსაუბრობდით. -გამარჯობა სერ - ჩემი ნიღაბი კარგად მოვირგე და გავუღიმე, ისე თითქოს ჩემზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში არ არსებიბს. -გამარჯობა - მისტერ გრინმანმა თბილად მომიგო - დაბრძანდით გთხოვთ - თბილად გამიღიმა. -მადლობთ - ისევ ეს სულელური ღიმილი ავიკარი სახეზე. ხო მართლა მე ჩემს ოცნებებზე ვთქვი უარი, რომელზეც მთელი ჩემი ცხოვრება ვვოცნებობდი. ოცნებები ...... ეს ყველაფერი ფუჭია, სრულიად გამოუსადეგარი. დამატებით ხელოვნების ფაკულტეტის არჩევა გადავწყვიტე, ასე უფრო ცოტა დრო მექნება ჩემს დაწყევლილ თავთან დასარჩენად. -რით შემიძლია დაგეხმაროთ მის? - მისტერ გრინმანის ხმამ გამომარკვია ჩემი ფიქრებიდან. -მე მსურს რომ თქვენს სასწავლებელში განვაგრძო სწავლა. ვფიქრობ ეს ადგილი ჩემზე დადებითად იმოქმედებს და წარმატების მისაღწევად წინ უდიდეს ნაბიჯს გადავდგავ აქ მოხვედრით. მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე, როცა ჩემი საბუთები ნახეს გაოცდნენ უმაღლეს ქულებითა და უამრავი წარმატებებით სავსე იყო ის. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ოდნავ გადაჭარბებულია და თან ტყუილიც, მაგრამ ჩემთვის მარტივია ტყუილი ვაქციო სიმართლედ. მართალია ზუსტად მიხვდით კოლეჯში მოსახვედრად ჩემი საბუთები "შევასწორე", მოდი ბევრს აღარ ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით. რათქმაუნდა ასეთი საბუთებით დაუყოვნებლივ მიმიღეს კოლეჯში. -მისტერ გრინმან - მივუგე მოჩვენებითი მორიდებით, მან შემომხედა და თავი დამიქნია ნიშნად იმის რომ გამეგრძელებინა საუბარი - თუ შიძლება, უფროსწორად თუ შესაძლებელია რომ ოთახში მარტო ვიცხოვრო და არ მყავდეს ოთახის მეზობელიი? -კი მაგრამ...... - მისტერ გრინმანი დაიბნა -უბრალოდ ასე მირჩევნია, ღამით ვმეცადინეობ და ასევე მიყვარს წიგნს კჯთხვა. ამიტომ ჩემი ამ ჩვევის გამო არავის შეწუხება არ მსურს. - უცბად მოვიფიქრე ეს სულელური ტყუილი, მან კი თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მართლაც მივიღე ოთახი სადაც მარტო ვიცხოვრებ, ალბად ხვდებით რომ ჩემთვის ოთახის მეზობლის ყოლა არ იყო პრობლემა, უბრალოდ ჩემი ღამის კოშმარების შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს. ოთახის მარტო მოცემაში არაფერი არ იყო რთული, მხოლოდ მეტ თანხას გადავიხდი ყოველ თვე, ვიდრე სხვასთან ერთად ცხოვრების დროს. ************ მეორე დღესვე გადავიტანე ჩემი ბარგი კოლეჯში. ოათახში სამზარეულო და სააბაზანოც კეთილმოწყობილი იყო, საწოლსაც არაუშავრდა, საბოლოო ჯამში მშვენიერი ოთახი მქონდა. ბარგი ამოვალაგე და საწოლზე წამოვწექი, მივხვდი რომ ისევ ჩემს წარსულზე ფიქრს ვიწყებდი და საწოლიდან ელვის სისწრაფით წამოვხტი ფეხზე. საფულე ავიღე, ითახიდან გავედი კარები ჩავკეტე და გავეშურე ერთი პრობლემის მოსაგვარებლად. მხოლოდ ერთი სიტყვა - მანქანა - რომელიც ჩემი ნერვების დამაწყნარებელია. გზაში ფიქრებში გადავეშვი, უცბად მძიმე რაღაც ვიგრძენი და მივხვდი რომ რაღაცას შევეჯახე, არა უფროსწორად ვიღაცას. - ცოტა ფრთხილად იარე - გამოსცრა კბილებში. მაღლა ავიხედე და მას შევხედე, სიმპატიური ბიჭი იდგა ჩემს წინ, ღია ფერის ოდნავ გრძელი თმით, გაცრეცილი ლურჯი ფერის თვალებით, ( რომელშიც შესაძლოა ჩაკარგულიყავი ) და ვარდისფერი მომაჯადოვებელი ტუჩებით. - უკაცრავად - მეც იგივე ტონით ვუპასუხე და გავცილდი. ისევ არაფრისმთქმელი სახე მქონდა, გაყინული და უგრძნობი გამოხედვით. მტკიცე ნაბიჯებით გავედი გარეთ და კოლეჯი დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და ზუსტად ნახევარ საათში ავტოსალონში ვიყავი. ბოლოს გადავწყვიტე აუდი q7 მეყიდა, ეს მანქანა ძალიან მომწონს დიდი და ძლიერია. თანხა გადავიხადე და ჩემს საყვარელ მანქანაში მოვთავსდი. უკვე საღამო იყო მეკი უკვე დაღლილი ვიყავი ამიტომ უკან კოლეჯში დაბრუნება გადავწყვუტე. ავტოსადგომზე რომ მივედი დავინახე მხოლოდ ერთი ადგილიღა იყო დარჩენილი და მეც მანქანის იქ დასაყენებლად დავიძარი, უცბად არსაიდან გამოჩნდა წითელი მერსედესის მარკის კაბრიოლეტი. მივხვდი რასაც აპირებდა მძღოლი, ამიტომ ჩემს გამოცდილებას ვენდე და ასევთქვათ ჩემი პატარა ხრიკი გამოვიყენე, რაშიც ასეთი მაგარი ვიყავი. მანქანა ელვის სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს და ხელის მუხრუჭი ამოვწიე. ვიგრძენი მანქანა როგორ მოსრიალდა და წითელ კაბრიოლეტს მილიმეტრებით როგორ აცდა. მიყვარს ეს გრძნობა ( არ ვიცი მთელი ერთი თვე მანქანის გარეშე როგორ გავძელი ) შთამბეჭდავია ადრენალინის მოზღვავებას რომ გრძნობ, ამ დროს ყველაფერი ქრება და მარტო შენ რჩები, ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრობ რლმელიც ულევად მიეწოდება შენს ორგანიზმს. პროფესიონალურად მილიმეტრებში ჩავსვი მანქანა ორ მანქანას შირის. დავინახე 5 ბიჭი გაკვირვებული როგორ მიყურებდნენ, გულში გამეცინა მათ სახეებზე, ერთი ბიჭი მეცნო - ხო ის ბიჭია - გავიფიქრე - კოლიდორში რომ დავეჯახე - თავი მაღა ავწიე და გადმოვედი, მანქანა ჩავკეტე და უკვე წასვლას ვაპირებდი როცა ვიღაც ქერას წიკვინის ხმა გავიგე, როგორც ჩანს ის იყო კაბრიოლეტის მფლობელი, ჩემთან მოვარდა ისეთი გაბრაზებული და დაბოღმილი იყო რომ მთელი სახე პომიდორივით წითელი ჰქონდა. -ჰეი შენ - მომმართა აგდებული ხმით, როგორ ჩანს სურდა იმ უცნობი ბიჭების ყურადღების მიქცევა და გამოუვიდა კიდევაც, მე იმ წიკვინა ქერა გოგონას მივუბრუნდი და შევხედე -შე იდიოტო რას შვრები, იცი ვინ ვარ? რამის დამამტვრიე - მე ამოვიოხრე და არაფრისმთქმელი სახით შევხედე - დროზე გადააყენე მანქანა ეს ჩემი ადგილია, აქ მხოლოდ მე მაქვს მანქანის დაყენების უფლება, გაიგე არარაობავ?! - დაამთავრა თავისი მონოლოგი და კმაყოფილმა შემომხედა. მე ვეღარ მოვითმინე და ამდენი ხნის შემდეგ მოულოდნელად გამეცინა -რას იცინი, შენ სულ გამოშტერდი? იდიოტი - ეს თქვა თუარა დავსერიოზულდი -მომისმინე თოჯინავ! სულ არ მაინტერესებს აქამდე სად აყენებდი შენს სათამაშოს. მოკეტე და მაგ მოსაბეზრებელ ლაპარაკს მოეშვი, შენი წიკვინა ხმა პირდაპირ ნევულ სისტემას ურტყავს - შევხედე ირონიულად და უკან გავბრუნდი წასასვლელად.გვერდი ავუარე იმ ბიჭებს და ჩემი ოთახისკენ გავწიე. მეორე დღეს რომ გითხრათ ძვლივს გავიღვიძემეთქი მოგატყუებთ, რადგან მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა, როგორც ყოველთვის შუა ღამეს ისევ ყვირილით გავიღვიძე, მას შემდეგ თვალი ვეღარ მოვხუჭე. ახლა 8 საათია საწოლიდან ავდექი, შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი, ჩავიცვი შავი ჯინსის მოტკეცილი შარვალი, თეთრი კედები და უბრალო თეთრი მაისური პატარა ნაცრისფერი ჯიბით გულთან. რათქმაუნდა ჩემი საყვარელი აქსესუარები არ დამვიწყებია და ხელზე ტყავის შავი სამაჯური გავიკეთე. წიგნები ავიღე და ოთახი დავტოვე. პირველი ლიტერატურა მაქვს, სულაც არ მქონდა ხალხის "ყაყანის" თავი, ამიტომ დროს ვწელავდი და იმდენად ნელა მივდიოდი რომ ლექციაზე დავიგვიანე. -მის პირველივე დღეს იგვიანებთ? - გამოსცრა კბილებში მისტერ სტივენსმა -უკაცრავად - ვუთხარი ღიმილით -დაიკავეთ თქვენი ადგილი - ისევ ამ კაცის მომაბეზრებელი ხმა, უკვე საშინლად მაღიზიანებს ის. აუდიტორიას თვალი მოვავლე და მხოლოდ ერთი ადგილიღა იყო თავისუფალი, ამიტომ პირდაპირ იქით წავედი. უკვე მისული ვიყავი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ იმ ბიჭის გვერდით უნდა დავმჯდარიყავ ვისაც გუშინ კოლიდორში შევეჯახე. -გამარჯობა - ზრდილობისთვის ვუთხარი, მას ხმაც არ ამოუღია ზედაც კი არ შემოუხედავს. დავაიგნორე ჩემი ფიქრები და მისთვის მეტჯერ აღარ შემიხედავს. მაგრამ ერთს ვგრძნობ, რომ ისიც ისევე იდუმალია როგორც მე. გაკვეთილი საშინლად გაიწელა, ლექტორის ერთი სიტყვაც კი არ გამიგია, ჩემი სადარდებელიც ბევრი მაქვს ამ კაცის უაზრო ლაქლაქი რომ ავიტანო. მომდევნო ეკონომიკის გაკვეთილი მაქვს, ვფიქრობ რომ ეს გაკვეთილი საინტერესო იქნება, ამიტომ გადავწყვიტე სრული მობილიზება მომეხდინა ჩემი თავისათვის და ყური დამეგდო ლექტორისათვის. როგორცვე ლექცია დამთავრდა ელვის სისწრაფით წამოვდექი ფეხზე და კლასიც საშინლად სწრაფად დავტოვე. დავინახე მისტერ სტივენსის სახე , აშკარად არ მოეწონა ჩემი ამგვარი საქციელი, მაგრამ მისი აზრი არამგონია ვინმეს ადარდებდეს, განსაკუთრებით კი მე. როგორც იქნა ლანჩის დროც დადგა, კაფეტერიაში შევედი, არაფერი არ მინდოდა მაგრამ ბუტერბროდი, ვაშლი და წყალი მაინც ავიღე და ცარიელი მაგიდისაკენ წავედი დასაჯდომად. წყალს ვსვავდი როცა რაღაც ხმა შემომესმა ზურგს უკან, შევბრუნდი და დავნახე ის ქერა მომაბეზრებელი თოჯინები, გოგონას როგორ დასცინოდნენ -ეი ვირთხავ გამატარე დროზე - აგდებულად უთხრეს და ლანგარზე ხელი აუკრეს, დავინახე საწყალი გოგონა როგორი შეშინებული იყო. ფეხზე წამოვდექი და მომსახურე პერსონალთან მივედი , ვთხოვე რომ დასვრილი იატაკი მათ გაესუფთავებინათ და თანხაც გადავუხადე დამატებითი საქმის შესრულების გამო, რადგან დირექტორს არაფერი გაეგო. შემდეგ კი იმ სუსტი, უცნობი გოგონასაკენ წავედი, უნდა დახრილიყო, დასვრილი იატაკიდან ლანგრის აღებას აპირებდა რომ შევაჩერე -გაჩერდი ეს არ ქნა, სხვები მიხედავენ - ვუთხარი და ფეხზე წამოვაყენე, მან შეშინებულმა შემომხედა ალბათ ეგონა რომ მეც დავამცირებდი -დაწყნარდი, ნუ გეშინია აი იმ მაგიდას ხედავ? - იქით მივანიშნე სადაც მე ვიჯექი - იქ მიდი და დამელოდე, გთხოვ - მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩემი მაგიდისკენ გაემართა. იგივე საკვები ავიღე რაც ჩემთვის და უცნობ გოგონას შევუერთდი. -კარგი - ვთქვი და გავუღიმე - მე მაგდა დადანი ვარ, საქართველოდან - ავუხსენი - აქ ვსწავლობ ბიზნესის ფაქულტეტზე -ბარბარა სმიტი, მე სამხატვროზე ვსწავლობ -ე.ი. ხელოვნების გაკვეთილები ერთად ჩაგვიტარდება, კარგი გოგონა ჩანხარ, მე აქ ახალი ვარ ბევრი არაფერ ვიცი სად რა არის, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, დღეს ერთად რომ დავათვალიეროთ აქაურობა? იქნები ჩემი გიდი? - ვკითხე და სასიამოვნოდ გავუღიმე, როგორ მძულს საკუთარი თავი, ნიღაბს იმდენად კარგად ვირგებ რომ ჯობდა კინო-ხელოვნეზე ჩამებარებინა, ჩემგან უძლიერესი მსახიობი გამოვიდოდა. უკვე იმდენად კარგად შემიძლია საკუთარ თავს გავექცე, და ბედნიერების უბადლო ღიმილი ავიკრა სახეზე რომ ზოგჯერ საკუთარ თავს მეც კი ვეღარ ვცნობ. -რათქმაუნდა, მაგრამ.......... - ვეღარ დაასრულა საუბარი, მე კი მივხვდი რაშიც იყო საქმე -მე შენთან მეგობრობა მინდა, იმ სულელ ქერებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ, მათ სხვისი დამცირების მეტი არაფერი იციან - ვთქვი და ისევ გავიღიმე. მთელი დღე ბარბარასთან ერთად გავატარე, ის მართლაც კარგი და კეთილი გოგონა აღმოჩნდა. მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი, ვფიქრობდი რომ რაღაც მაკლდა, საღამოს კი ყველაფერს მივხვდი. ჩემი ოთახი სწრაფად დავტოვე და სახლში წავედი, რომელიც კოლეჯიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალზე არის. როგორცვე მივედი დანიშნულების ადგილას, ავტოფარეხში შევედი და ჩემი ducati 1199 black-ი გამოვიყვანე, ჯანდაბა როგორ მომნატრებია. ახლა გზაზე ელვის სისწრაფით მივდივარ, ჯერ არცისე ბნელა. ადრენალინი აი რა მავიწყებს ტკივილს და მივსებს სიცარიელეს, ეს ყველაფერი კი ჩემთვის შვების მომგვრელი, ტკივილის გამყუჩებელი და წარსული დამავიწყებელია. როცა ბაიკს ვმართავ ჩემი გონება მთლიანად ერთვება მის სრულყოფილად ფლობაზე და ეს ყველაფერი გამაგიჟებლად სასიამონო გრძნობაა. იმდენი ვიარე ბოლოს ქალაქგარეთ აღმოვჩნდი, იქვე პატარა მდელო დავინახე საიდანაც ლონდონის ხედი იშლება ამიტომ ცოტახნით შეჩერება გადავწყიტე. ბაიკიდან გადავედი და უფრო უკეთ მოვათვალიერე არემარე, მართლაც რომ ასეთი სილამაზე იშვიათია. დიდი ულამაზესი მწვანე მდელო, ლონდონის ხედით, რაც მთავარია სიმშვიდეა და სრული სიწყნარე სუფევს, რაც ჩემნაირი ადამიანისთვის სრული კომფორტია. ტყავის ქურთუკში ხელები ჩავიწყვე და ბაიკს მივეყრდენი. ვფიქრობდი და ვხვდებოდი ნელ-ნელა თვითკონტროლს როგორ ვკარგავდი, მუშტები ისე ძლიერად შემეკრა რომ სადაცაა ალბად თითები მომტყდებოდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ასე ვიყავი იქამდე სანამ რაღაც ხმაურმა არ მომიყვანა გონს. თავი შევატრიალე და ისევ ის ბიჭ შემრჩა ხელში. გაკვირვებული მიყურებდა, ისე როგრც მე ვუყურებდი მას. ბოლოს მისი ბაიკი ჩემსას გვერდით მიუყენა და ისიც ჩემსავით მას მიეყრდნო. -ლამაზია არაა?..... - მკითხა ინტერესით, გამიკვრდა მისმა ასეთმა ცვლილებამ, მაგრამ არ შევმჩნიე. უბრალოდ შევხედე და თავი დავუქნიე თანხმობს ნიშნად. -ლაქი მაგრამ შეგიძლია ლუკი დაბიძახო - მითხრა, გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, მისი ხმა ისეთი მამაკაცური და დამამახსოვრებელი იყო რომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ მთელი დღე მას რომ ვუსმენდე არ მომწყინდებოდა. -მაგდა - გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი -ბაიკერი გოგონა - თქვა და გაიღიმა - მამიკო არ გიშლის? - ეს მითხა და უცბად დავსერიოზულდი -ის ლონდონშიარ არის და რომც იყოს ეს არაფერს შეცვლიდა - ვუთხარი ახლა უკვე ცოტათი დაწყნარებულმა მაგრამ მაინც მკაცრად -ანუ მარტო ხარ...... - ეს კითხვას უფრო გავდა -ხო, ასე გამოდის - დაბნეულმა ვუპასუხე -აქამდე არსად შემხვედრილხარ, თუ იმ ორ ინციდენტს არ ჩავთვლით -და კიდევ სადმე უნდა შევხვედროდით? - ინტერესიანი მზერით შევხედე -რავიცი მაგალითად party......... - ისევ კითხვასავით გაისმა მისი ნათქვამი, დავინახე ტუჩის კუთხე მაღლა როგორ აეწია, ჯანდაბა ის ისეთი სიმპატიურია ამ მომენტში რომ........ -წვეულება ჩემი სტილი არ არის - ვთქვი ყოველგვარი ემოციის გარეშე -და ეს რას ნიშნავს? - წარბი ამიწია და თან ღიმილი გაეპარა სახეზე -ალკოჰოლურ სასმელებს არ ვსვავ, არ ვეწევ და არც ვცეკვავ, ხოლო მთვრალი ხალხის ყურება კი დარწმუნებული ვარ, არცერთ ფხიზელს არ სიამოვნებს - ვუთხარი გულწრფელად, მას ჩემს ნათქვამზე უეცრად გაეცინა, მეკი ეს საერთოდ არ მომეწონა და ცოტა გმაღიზიანაკიდეც. -ამაში არაფერია სასაცილო, მე ამის თქმის სულაც არ მრცხვენია, თინეიჯერებს/ახალგაზრდებს სტერეოტიპად აქვთ ქცეული : არ დადიხარ კლუბში ან წვეულებაზე? არ სვავ ან არ ეწევი? ე.ი. "გოიმი" ხარ. მე ეს სულ არ მაინტერესებს, არავის აზრს არ ვაქცევ ყურადღებას, ვაკეთებ იმას რაც მე მიმაჩნია სწრად და კარგად, არასდროს ვფიქრობ სხვა რას იფიქრებს ჩემზე და ჩემს რაიმე ქმედებაზე - შევხედე მთელი სერიოზულობით. სხვა მეტი მისთვის საქმელი აღარ მქონდა ამიტომ დავემშვიდობე და ბაიკზე დავჯექი. -კარგად, გამიხარდა შენი გაცნობა ლუკ - ვუთხარი და თან ჩაფხუტს ვიფარებდი -ნახვამდის ლამაზო - თქვა ეს თუ არა ადგილს მოვწყდი.მეორე დღეს ბარბარას შევხვდი და მთელი დღე ისევ ერთად გავატარეთ. საღამოს კი მანქანით ვსეირნობდი, თან ქალაქის სხვადასხვა ქუჩაბს ვათვალიერებდი. ერთ-ერთ ჩიხში შევუხვიე და რას ვხედავ, 3 ბიჭი ვიღაცას უმოწყალოდ სცემს. დავაკვირდი ყველაფერი კარგად რომ დამენახა, ჯერ არ იყო სიბნელე ჩამოწოლილი და ადვილად გავარჩიე სახეები. ის 3 ბიჭი ვერ ვიცანი, შემდეგ ძირს მწოლიარე ბიჭს დავაკვჯრდი, რომელიც ასფალტზე მოკუნტული იწვა და ტკივილისგან იკლაკნებოდა, სახეზე ძვლივს შევხედა რადგან იფარავდა ხელებს, ერთი წამით ტკივილისგან ხელი სახიდან ჩამოსწია და დავინახე თუარა წამოვიყვირე - ლუკ - მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, აქეთ-იქით დავიწყე ყურება რაიმე დახმარებისათვის. უცბათ იქვე პატარა მარკეტი დავინახე და გიჟივით შევვარდი შიგნით. უკვე ვიცოდი რაც მჭირდებოდა, გამყიდველს ფული ელვის სისწრაფით ფადავუხადე, სათამაშო იარაღი ვიყიდე და შარვლში, უკან ჩავიდე. მათკენ წავედი, ისევ ის სცენა დამხვდა, ლუკი მიწაზე ეგდო და არ ინძრეოდა, ხელები და სახე სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. ის სამი არამზადა კი ისევ უმოწყალოდ ურტყავდნენ ლუკს კედსა და წიხლს. მათკენ გავიქეცი და ბოლო ხმაზე დავიღრიალე -ახლავე გაჩერდით - ვთქვი და მიწაზე მყარად დავდექი, სახეზე სიბრაზისგან ალმური მედებოდა -wow : ფისუნია, არ გიხდება სიმკაცრე, მაგრამ რა სექსუალურს გაჩენს არ იცი - გულისამრევად გაიცინეს და თვალი ჩამიკრეს -მომისმინე - მივმართე ერთ-ერთს რომელმაც "ფისუნია" მიწოდა -დროზე მოშორდით ლუკს, თორე სიცოცხლეს გამოგასალმებთ, დაუფიქრებლად ისე რომ წარბსაც არ შევხრი - ეს ყველაფერი ისე უემოციოდ ვთქვი რომ მომეწონა. მათ კი გულიანად გაიცინეს, საშინლად ამაზრზენები იყვნენ -მაგდა გაიქეცი გთხოვ, გაიქეცი - ძვლივს, სიმწრით მითხრა ლუკმა. დავინახე მისი თვალები როგორ მევედრებდნენ წასვლას/გაქცევას მათგან, მაგრამ მე ამ ყველაფერმა უფრო წამომანთო და განმარისხა, ვიგრძენი სიბრაზე სიძლიერეში როგორ გადამეზარდა, ახლა მხოლო ლუკზე და მის კარგად ყოფნაზე ვფიქრობდი -კარგი ბიჭებო, როგორც ჩანს თქვენთან ნორმალური საუბარი არ ჭრის - ვთქვი და უკნიდან იარაღი ამოვიღე, ხელში მყარად დავჭირე და იმ არამზადებს დავუმიზნე - დროზე აქედან დაახვიეთ, სანამ მოთმინება არ ამომეწურა და არ გადამეკეტა აზროვნების უნარი, მერწმუნეთ თუ ეს მოხდა თვალის დაუხამხამებლად, ხელიც არ ამიკანკალდება ისე გესვრით ტყვიას და ყველას აქვე ჩაგაძაღლებთ, მერწმუნეთ ეს არც პირველია და არც უკანასკნელი - ვხედავდი მათ გაფართოებულ თვალებს, დაძაბულ სხეულებს, ვუყურებდი მათ თვალებში და ვხედავდი როგორ უკრთოდათ შიშის ნაპერწკალი. მალევე შებრუნდნენ წასასვლელად. ერთ-ერთმა მოგვაძახა - ეს ასე არ დამთავრდება - მათ ასეთ სისუსტეზე გამეცინა. უცბად გონს მოვეგე და ლუკს მივვარდი, ის ისეთი ნაცემი იყო რომ გული შემეკუმშა - ჯანდაბა - ვთქვი და მასთან დავიხარე -ლუკ, გთხოვ დამეხმარე რომ წამოგაყენო - მან მორჩილად დამიქნია თავი. ჩემს მანქანასთან ნელ- ნელა მივედით, მისი ხელი კისერზე მქონდა გადაკიდებული, ხელები კი მის წელზე მჭიდროდ მქონდა შემოხვეული, რათა წონასწორობა შეგვენარჩუნებინა და არ წავქცეულიყავით. მანქანაში ჩავსვი და ადგილს მოვწყდით, გზად აფთიაქში შევიარე და საჭირო ნივთები ვიყიდე. უკვე კარგად ბნელოდა კოლეჯში რომ მივედით, ლუკი თითქოს სამყაროს გამოეთიშაო ისე იყო. არც კი შემეწინააღმდეგებია როცა ვუთხარი რომ ჩემს ოთახში უნდა წამეყვანა. ძვლივს მივედით დანიშნულების ადგილზე, ვხვდებოდი რომ ლუკს უკვე აღარ შეეძლო ფეხზე დგომა და თავს უკანასკნელი ძალებით იკავებდა ძირს რომ არ დაცემულიყო. როგორცვე საწოლზე დავაწვინე თვალები ესევა დაეხუჭა. -ლუკ - ფრთხილად შევანჯღრიე მან თვალები გაახილა - ცოტა აიწიე ზედა უნდა გაგხადო - მის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაირბინა, ჯანდაბა ლუკ ასეთ დღეშ ხარ და კიდე რაზე ფიქრობ. ადრე ალბად სირცხვილისგან გავწითლდებოდი, მაგარმ ახლა ის დრო ჩემი ცხოვრებს შორეული წარსულია. -გთოვ, მუცელზე იარები გაქვს, დამუშავებაა საჭირო -კარგი - ამოიფრუტუნა და აიწია რომ მაიკა გამეხადა. დამადუნა მისმა გასაოცარმა სხეულის მოყვანილობამ, ,, სულელო თვალს ვერ წყვეტ " მითხრა ჩემმა თავმა, " მერე რაა თვალები იმიტომ გვაქვს რომ ვუყურთ იმას რასაც გვსურს " ვუთხარი მე. -შენი გვარი არ ვიცი -სმიტი პატარავ - მითხრა და მაცდურად გამიღიმა, ჯანდაბა ეს ბიჭი ალბად იდიოტია. -პატარას თუ კიდევ დამიძახებ, ერთი ჩალურჯება ჩემგანაც დაგრჩება სამახსოვროდ - ვუთხარი და გავუღიმე. მუცელზე რამდენიმე ნაიარევი ჰქონდა, სახეზე კი ჩალურჯებები ეტყოდა. ნახევარ საათში ყველა ჭრილობა დავუმუშავე. შუა ღამეს კოშმარი დამესიზმრა, ისევ ის კადრები, არანაირი განსხვავება გასროლის ხმა და კივილით გაღვიძება. -დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა, უბრალო სიზმარია, მშვიდად პატარავ, მშვიდად აქ ვარ, შენთან ვარ - ისევ ვკანკალებდი შიშისგან, სუნთქვას ძვლივს ვირეგულირებდი. -ღმერთო ამას ვეღარ ვუძლებ - ჩემი ფიქრები ხმამაღლა ვთქვი, ვიგრძენი ლუკის ძლიერი ხელები როგორ შემომეხვია წელზე და გულზე როგორ მიმიკრა -დაწყნარდი ყველაფერი კარგადაა - მიმეორებდა და თან ზურგზე ხელს წრიულად მისვავდა " მან ახლა ჩემი საიდუმლო იცის " ვუმეორებდი ჩემს თავს. " კოშმარები! რატო არ ქრება, ღმერთო აღარ შემიძლია მეტი ", " შენ ამ ყველაფერზე ძლიერი ხარ, ეს არ დაგავიწყდეს არასდროს " მითხრა ქვეცნობიერმა, ის მართალია მე არ უნდა დავნებდე!!! თავი 6 დილით ლუკთან ჩახუტებულს გამეღვიძა, პირველად მოხდა რომ კოშმარის შემდეგ დაძინება შევძელი, ეს კი ლუკის დამსახურბაა. ფრთხილად გავინთავისუფლე თავი მისი ძლიერი მკლავებისაგან, უცბად მივიღე შხაპი და მოვწესრიგდი. ოთახში დაბრუნებულს ლუკი ამდგარი დამხვდა -დილამშვიდობისა, როგორ ხარ? - ძილისგან გაბრუებულმა საყვარლად გამიღიმა -დალიმამშვიდობის - მეც გავუღიმე - ნორმალურად, ჭრილობა ხომ არ გტკივა? -რომ ვთქვა არა მოგატყუებ - ამოიხვნეშა და საწოლზე ჩამჯოდა -ლუკ შენი ჩალურჯება სახეზე შემიძლია დაგეხმარო და დავფარო, სულ პატარა მაკიაჟით - ვუთხარი და გავეკრიჭე -არ........ - უარის თქმას აპირებდა რომ შევაწყვეტინე -ლუკ უბრალოდ გავაუფერულებ მაგ პატარა ჩალურჯებას, ისე რომ არაფერი შეგეტყობა -კარგი - ამოიოხრა - შეიძლება შენი სააბაზანოთი ვისარგებლო? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, შებრუნდა უნდა გასულიყო ოთახიდან რომ შევაჩერე -ლუკ - შემობრუნდა და თვალებში შემომხედა - შენი ტანსაცმელი სისხლით არის დასვრილი, ამიტომ ვიფიქრე რომ ესენი დაგჭირდებოდა - პარკი გავუწოდე, სადაც ყველა საჭირო ნივთი ეწყო. -ესენი საიდან გაქვს? - მკითხა დაეჭვებულმა -ჩემმა მეგობარმა აეროპორტში ჩემოდანი დაკარგა და...... - თავი ძვლივს მოვაბი სათქმელს -და შენ გაქვს მისი სამოსი? - სახე გაუმკაცრდა და სხეული ოდნავ დაეძაბა -არა უბრალოდ მე ვიყავი შოპინგზე, რადგან მას არ ეცალა, რამდენიმე პარკი კი სიჩქარეში მე დამრჩა -და ახლა ის ბიჭი სად არის? - გამოსცრა კბილებში გაბრაზებულმა -ის...... ის აღარ არის ლუკ - ვუთხარი სევდიანი ხმით ********* -ჯონ შენ იცოცხლებ გასაგებია? შენ არ უნდა წახვიდე ჩემგან - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი - ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი საშინელება აღარ უნდა მოხდეს, სულ ცოტახნისწინ გიპოვე და ასე მალე ვერ გაგიშვებ, ვერ დაგკარგავ, არ დამტოვო მარტო მხოლოდ შენღა დარჩი ჩემს ცხოვრებაში, შენ ხარ ჩემი ერთადერთი ნათელი სხივი, ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძლებ ჯონ - ძვლივს ვაბავდი ერთმანეთს სიტყვებს, ცრემლები მახრჩობდა რომელიც გარეთ გამოსვლას ლამობდა, მაგრამ ვერ ვტიროდო არ შემეძლო, ცრემლები გამიშრა, ეს კი ორმაგად მტეხდა და მასუსტებდა -ჯონ გახსოვს როგორ დამეხმარე აქ რომ ჩამოვედი? შენ მიხსენი ყველა უბედურებისაგან რაც წინ მელოდა - სახეზე ხელს ვუსვავდი და თან ყოველ მის ნაკვთს ვიმახსოვრებდი - გახსოვს აეროპორტში ბარგი რომ დაკარგე? მაშინ შენ გეზარებოდა და მე გამაგდე საყიდლებზე - ვუთხარი და სიმწრით გამეცინა - იქიდან როცა დავბრუნდი, მითხარი რომ ჩემს ცხოვრებაში ბედნიერებასა და სინათლეს დამიბრუნებდი, შენ თუ ახლა დამტვებ სამუდამოდ სიბნელეში დავრჩები - თვალები დასკდომაზე მქონდა ისე მინდოდა რომ მეტირე მაგრამ ვერა, ვერ ვტიროდი, თითქოს ღმერთი მსჯიდა და მაწამებდა ამ ყველაფრით -მუდამ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები, შენ მუდამ ჩემი პატარა დაიკო გერქმევა, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ, სადაც არ უნდა ვიყო. შეიძლება ვერ მხედავდე მაგრამ იცოდე, როცა თავს მარტო იგრძნობ შენი გულის ფეთქვას მოუსმინე მე შენ იქ მნახავ, ყოველთვის პატარავ. დამიჯერე, იპოვი ადამიანს ვინც ჩემზე უკეთ შეძლებს დახმარებას და მუდამ შენს გვერდით იქნება, შეგიყვაებს და დაგიცავს - თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა, ღმერთმა იცის ახლა როგორ ეშინოდა - მიყვარხარ პატარავ....... - ეს თქვა თუარა აპარატმა წრიპინი შეწყვიტა, გული გაუჩერდა -ჯოოოონნნნნნნ - დავიღრიალე მთელი სიმწრით და მთელი ძალით მას ჩავეხუტე თან სახეზე ვეფერებდი და შუბლზე ვკოცნიდი ********* -სანამ აქ მოვიდოდი 2 კვირით ადრე დავკარგე - მუშტები შემეკრა სიმწრისგან -ის მეგობარზე მეტი იყო, ჩემი ძმა იყო გესმის? მან გამომიწოდა დახმარების ხელი როცა მჭირდებოდა - თავს ძვლივს ვიკავებდი რაიმე რომ არ დამელეწა სიმწრისგან - ეს სამოსი კი მე დავიტვე არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ახალი სამოსი დავიტოვე და აქ წამოვიღე - თავი დავხარე და მძიმედ სუნთქვა დავიწყე -მაპატიე გთხოვ, მე...მე... ჯანდაბა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა -მომიახლოვდა, თავი მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამხედა რომელიც სევდას აფრქვევდა - შენ ძლიერი და იდუმალი ხარ, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ - შიბლზე მაკოცა და ძლიერად ჩამიკრა გულში - მაპატიე პატარავ - თქვა და სააბაზანოში შევიდა. ზუსტად 15 წუთში ლუკი უკვე ჩემს წინ იჯდა და სახეზე ფრთხილად ვუუფერულებდი იასამნისფერ ჩალურჯებას. ჯანდაბა მისი სახე ისეთი სრულყოფილია, კანი კი იმდენად ფაფუკი რომ ჟრუანტელს მგვრის სხეულზე როცა ვეხები. ლუკი კი ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და ეღიმებოდა. ოთახიდან ერთად გავედით და გეზი პირდაპირ ლიტერეტურის კაბინეტისაკენ ავიღეთ. ბავშვები უკვე შესულები დაგვხვდნენ ოთახში და ლექტორს ელოდებოდნენ, ჩვენი ერთად დანახვა კი აშკარად ყველას გაუკვირდა მაგარმ არ შეიმჩნიეს. ჩვენ ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიკავეთ და ამ დროს მისტერ სტივენსიც შემოვიდა. გაკვეთილი უინტერესო იყო, ლუკს ხმა ერთხელაც არ ამოუღია, ისევე როგორც მე. ზარი დაირეკა და ფეხზე წამოვდექი, წიგნები ავიღე, გასვლას ვაპირებდი, როცა ზეინმა მკლავზე ხელი მომკიდა, მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა -საუბარი არ დაგვისრულებია მაგდა, გაკვეთილების შემდეგ გარეთ გამოდი -მითხრა და ჩემი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა. ჯანდაბა ის როცა ჩემთან არის მე თავს ისე მშვიდად ვგრძნობ რომ....... ვერ ვხსნი......რატომ??? ეს კითხვა ჩემთვის ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია. ის იმდენად მომაჯადოებელია თავის კონტროლსაც კი დააკარგვინებს ადამიანს, კიდევ კარგი რომ მე თავს ვაკონტროლებ, მაგრამ გამოგიტყდებით და ეს ძალიან ძნელია. გაკვეთილები გაიწელა და მოსაბეზრებელი გახდა. იმდენად მკლავდა ლუკის ნახვის სურვილი და მასთან საუბარი, გამეგო ვინ იყვნენ ის მანიაკები და რა უნდოდათ მისგან, რომ არცერთი ლექციისთვის ყური არ დამიგდია, მხოლოდ მექანიკურად დავდიოდი კლასიდან კლასში. ლანჩის დრს ბარბარაც კი დაეჭვდა, რამე ხომ არ მჭირდა ან რამეს ხომ არ ვუმალავდი. ------ ლექციების შემდეგ გარეთ გავედი და ლუკის ძებნა დავიწყე. დიდი დრო არც დამჭირდა, მალევე შევნიშნე ავტოსადგომზე მეგობრებთან ერთად. საუბრობდნენ ეტყობოდათ რომ რაღაც მნიშვნელოვანი თემა იყო, რადგან გარშემო არავის და არაფერს აქცევდნენ ყურადღებას. ცოტა არიყოს ცუდი გრძნბა დამეუფლა, ამიტომ გადავწყვიტე შეუმჩნევლად მივსულიყავი, ისე რომ მათ არ დავენახე. მართლაც ასე მოვიქეცი, ჩუმად ამოვეფარე მანქანას და მივუყურადე. ხმები ახლა უკვე გარკვევით და კარგად მესმოდა. -ბიჭო მაგ გოგოს არ ენდო, ან საერთოდ ახლოს რატომ გაიკარე? - იკითხა ყვითელთმიანმა ბიჭმა მკაცრი ტონით -ძმაო ეგ გოგო არ მომწონს, არ ვენდობი პრობლემებს შეგვიქმნის, ღმერთმა იცის რამდენ ბიჭთან აქვს ურთიერთობა, შესაძლოა ჩვენს მტრებთანაც აქვს კავშირი - დაამატა ხუჭუჭამ -ძმაო ჯაი მართალია შესაძლოა ჩვენს კონკურენტებთანაც აქვს კავშირი და ეს არ მომწონს - თქვა ცისფერთვალება ბიჭმა, ყავისფერი თმით -იარაღზე რას იტყვი...... აშკარად ძუკნაა..... - ისევ ხიჭუჭა ჩაერთო საუბარში. ამ ყველაფერმა თავში ამასხა, საშინლად გავბრაზდი, ნელ-ნელა თვითკონტროლს ვკარგავდი. უცბად გონს მოვეგე, ჩუმად ჩემს მანქანასთან მივედი და იარაღი ავიღე. გაცეცხლებული მათკენ წავედი, მაგრამ ვცდილობდი რომ ჩემი ემოცია დამეფარა და უემოციო სახე მიმეღო. მივედი და მათი ყურადღება მივიქციე, მანამდე კი ემოციების დაფარვა მოვახერხე -გამარჯობა - მომესალმა ხუჭუჭა, რა ირონიაა არაა? რამდენიმე წუთისწინ ის მლანძღავდა ახლა კი მესალმება თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ვიყო. -გამარჯობაა??...... ჰაჰ - გავიცინე გულიანად, აშკარდ გაუკვირდათ ჩემი ამგვარი საქციელი -რა მოხდა ხუჭუჭა, ახლა ძუკნა აღარ ვარ რომელიც იარაღს ატარებს? - ღიმილით ვკითხე და თან ხელში იარაღი ავათამაშე - ხოო მე იარაღი მაქვს, იარაღი რომლითაც ლუკი ფსიქოპატი მანიაკებისგან ვიხსენი. - ლუკისკენ გავიშვირე იარაღი, ის კი ოდნავ შეკრთა ამის გამო - სხვათაშორის ეს იქვე ჩიხთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ვიყიდე, იცით გამყიდველი რაკარგი ქალი იყო? მგონი სულ რაღაც 10-ი დოლარი დამიჯდა - ვთქვი და იარაღი ლუკს გადავუგდე - მშვენიერი იარაღია არაა? - ირონიულად გავიღიმე, მათ ზურგი ვაქციე და უკვე წასვლას ვაპირებდი, უცბად რატომღაც უკან შევბრუნდი და სხვათაშორისად ვთქვი - ხომ მართლა ამ ძუკნას იარღთან ერთად ბაიკიც ყავს, მაინც იცოდეთ, ამით უფრო მეტი მიზეზი გექნებათ ჩემს გასალანძღად? ადიოს მუჩაჩოს! - ხელი ავუწიე და წავედი. ახლა ბაიკი მჭირდება, ჯანდაბა ჩემში არსებული სიბრაზისაგან ვკანკალებ. მანქანაში ჩავჯექი და ხელის კანკალით დავძარი მანქანა. სუნთქვა გახშირებული მქონდა თავში კი მხოლოდ ერთი წინადადება მიტრიალებდა " ის ძუკნაა, არ ვენდობი " - აააა - დავიღრიალე და მანქანის საჭეს ხელი ძლიერად დავარტყი. ახლა მხოლოდ ბაიკი მჭირდება რომ ცოტახნით ყველაფერს გავექცე და გადავიკარგო. მანქანს გიჟივით ვმართავდი, თვალწინ კი ლუკის გაცეცხლებული სახე მედგა რომელსაც მანქანის დაძვრის დროს მოვკარი თვალი, ამან კი უფრო გამაცოფა. სახლში ელვის სისწრაფით შევვარდი, ბაიკი ფარეხიდან გამოვიყვანე და ადგილს მოვწყდი. სიჩქარეს საგრძნობლად ვუმატებდი, მივფრინავდი ისე მივდიოდი, მაგრამ ესეც კი ვერ მშველოდა, ვცახცახებდი, ყელში კი დიდი ბურთულა მქონდა გაჩხერილი..... უცებ ბაიკი მოწყვეტით გავაჩერე უკაცრიელ ადგილას, გადმოვედი და მთელ ხმაზე გაურკვეველი ბგერები აღმომხდა..... -ჯანდაბა როდის დასრულდება ეს დრამა.... როდის დასრულდება ჩემი დაწყევლილი ცხივრება, ნუთუ არ კმარა ამდენი ტანჯვა, ასეთი რა ცოდვა მაქვს ჩადენილი - ცოტახანს გავჩუმდი. შემდეგ მთელ ხმაზე დავიყვირე - ვინმემ ამიხსენით რისთვის ვისჯები ასე, გამაგებინეთ.... - ვღრიალებდი სასოწარკვეთილებამდე მისული.... ემოციებისგან ვერ ვიცლებოდი, ტირილით ვერ ვტიროდი, ეს კი ასმაგად მამძიმებდა სულიერად და არ მაძლებდა განთავისუფლების საშუალებას. ბაიკს წიხლი მთელი ძალით მივარტყი, მაგრამ ვერანაირი ტკივილი ვერ ვიგრძენი -მძულხარ.... მძულხარ.... რადგან ცხოვრება დამინგრიე, რადგან ბედნიერება წამართვი, მძულხარ..... - მთელი ძალით ვყიროდი, უკაცრიელ ადგილას მაინც ვერავინ გაიგებდა, ამიტომ ასე ვცდილობდი ემოციებისგან განთავისუფლებას, სულიერი ტკვილის დავიწყებასა და ამ საშინელი ტანჯვისგან თავის დახსნას. ისევ ნერვული შეტევა მეწყებოდა, ვცახცახებდი და ფეხებში ნელ-ნელა ძალა მეცლებოდა. მიწაზე ჩამოვჯექი და ბაიკს ზურგით მივეყრდენი. გავითიშე.... ვეღარაფერს ვგრძნობდი, თითქოს აღარაფერის უნარი აღარ შემწევდა.... ყველაფერი დამავიწყდა, ბურუსში ჩავიძირე..... ტვინი გაიყინა და აღარ ლღვებოდა რომ ისევ დაეწყო ფუნქციონირება..... თითქოს ძარღვებში სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა...... თვალები გახელილი მქონდა მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი...... არ ვიცი ასე რამდენიხანი ვიჯექი..... ცოტახანში მექანიკურად წამოვდექი ფეხზე და ბაიკი ადგილს მოვწყვიტე.. სახლში ისე მივედი რომ არაფერი მახსოვს, უბრალოდ მივდიოდი თვალებზე კი ბინდი მქონდა გადაკრული, ვერფერს ვხედავდი და ვაანალიზებდი. მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენჯერ დავწყევლე ჩემი მართლაც რომ წყეული ცხოვრება, სადაც მხოლოდ ტკივილისა და იმედგაცრუებაზე მეტი აღარაფერი იყო..... თავი 8 დილით რომ გავიღვიძე იატაკზე ვიწექი. ჩემს გარშემო კი უამრავი ნამსხვრევი ეყარა. გუშინ როგორც ჩანს ჩემს ცხოვრებაზე განაწყენებულმა, ბოღმა და ბრაზი სახლში ამოვანთხიე. მთელი აღარაფერი იყო დარჩენილი, ყველაფერი დამილეწია, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს ეს როგორ გავაკეთე. ახლა შედარებით მშვიდად ვარ და ცივი გონებით შემიძლია მოქმედება. უცბად გამახსენდა რომ ფული თითქმის გამითავდა, ჯიბეები რომ მოვიქექე მხოლოდ 300 დოლარიღა მედო. -ჯანდაბა... ესღა მაკლდა - გამოვცერი კბილებში -კარგი მაგდა დაწყნარდი ყველაფერს მოაგვარებ - ამას ვამბობდი როცა თავში ნათურა ამენთო, გამახსენდა ინგლისელი ერთ-ერთი ბანდიტი, რომლსაც " ავაზას " სახელწოდებით იცნობენ. ჩემს ოთახში ავედი და კომპიუტერი მოვიმარჯვე. გადავწყვიტე მასზე ყველანაირი ინფორმციის გაგება, ეს ადვილად მოვახერხე ინგლისის დაზვერვაში შევძვერი და ამოვქექე რაც კი შემეძლო. ავაზა თავის საქმეს ისე აკეთებს რომ არანაირ კვალს არ ტოვებს. ინფორმაციის გაგების შემდეგ ადვილად მივაგენი მის ადგილსამყოფელს, ამის შემდეგ " ავაზას " კომპიუტერში ძალიან მარტივად შევედი, ყველა ფაილი რაც კი ჰქონდა "დავაკოპირე" და მეხსიერების ბარათში გადმოვტვირთე. ჩემი კომპიუტერი იმწამსვე გავანადგურე, რაწამსაც იმფრმაცია გადმოვწერე, რადგან ჩემი ადგილსამყოფელი და ვინაობა ვერ გაეგოთ ( მაინც თავი დავიზღვიე ). ამ საქმის მოსაგვარებლად სულ ცოტა ერთი კვირა მჭირდება ამიტომ ბარბარას დავურეკე, ვუთხარი რომ ცუდად ვარ და ახლა საავადმყოფოში ვაპირებ წასვლას. საბედნიეროდ დაიჯერა ეს სულელური ტყუილი, " ღმერთო რა გულუბრყვილო გოგოა " გავიფიქრე და ტელეფონი დავკიდე. -მაგდა ახლა სამედიცინო დასკვნა გჭირდება, რადგან პრობლემები არ შეგექმნას, ამიტომ თადარიგი უნდა დაიჭირო და თუ რამეა საბუთი გექნება თავის დასაცავად - ვეუბნებოდი ჩემს თავს საავადმყოფოში ექიმმა ანალიზი ამიღო და ლაბორატრიაში გააგზავნა, მეკი მათი სერვერი გავტეხე და აი ასე მარტივად შევცვალე ჩემი ანალიზის პასუხები. ექიმები მთხოვდნენ საავადმყოფოში დარჩენას, მაგრამ მათ ვინ უსმენდა. საბოლოოდ რაღაც საბუთებზე ხელი მომაწერინეს და წამლები დამინიშნეს, როგორც ავადმყოფმა პაციენტმა დაუყოვნებლივ შევიძინე დანიშნლი წამლები და სახლში დავბრუნდი. ბარბარას ისევ დავურეკე და ვუთხარი რომ ერთი კვირით კოლეჯში ვერ ვივლიდი, ძალიან შეწუხდა ამ ამბის გაგებაზე და ძვლივს გადავარწმუნე რომ არ მოსულიყო ჩემთან. " ავაზა " ხვალ აპირებს 1.5 მილიონის საქონლის შესყიდვას. ლონდონთან ახლოს პატარა დასახლებაში, იქვე მიტოვებული ქარხანა არის სადაც საქონლისა და ფულის გაცვლა უნდა მოხდეს. ხელს ისიც მიწყობს რომ ეს დასახლება ტყესთან არის. გამიმართლა იმაშიც რომ თვითონ " ავაზა " იქ არ მოვა, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ მოხდება, დაზღვეულო იქნება და ხელში კოზირად ალიბი ეჭირება. მოვემზადე, ყველაფერი წინასწარ გავთვალე. საქონელი არაბებს უნდა მიეყიდათ " ავაზასთვის ". მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გეგმას - არაბებს ჩუმად კოორდინატები შევუცვალე, (. სრულიად სხვა ადგლზე გავუშვი ), ეს კი გამოგიტყდებით არცისე ადვილი იყო. მათ მთავარ კომპიუტერში შევძვერი და ადგილის კოორდინატები შევცვალე ისე რომ არანაირი ეჭვი არ აეღოთ. გაცვლაზე მე ვაპირებ წასვლას, ნარკოტიკების მაგივრად კი გადავწყიტე დამაწყნარებელი წამლები დამეფქვა. ასეც მოვიქეცი საჭირო რაოდენობა რომ გამოსულიყო ცოტაოდენი შაქრის პუდრი თეთრ ფქვილში ავურე და დაფქვილ წამალს შევურიე. ეს არარეალურად ჩანს მაგრამ დამიჯერეთ ბევრი ნარკომოვაჭრე ასე აკეთებს რეცეპტი მათ მოვპარე. არ უნდა მიხვდნენ რომ გოგო ვარ ამიტომ პარიკი და სპეციალური მაკიაჟი გავიკეთე, შავი ბიჭის ფეხსაცმელები, შარვალი, ზედა და კაპიუშონიანი ჟაკეტი ჩავიცვი, ყელზე ბენდენა მოვიხვიე, სახეზე კი შავი სათვალე გავიკეთე. ხელზე ჯერსამედიცინო შემდეგ კი ტყავის ხელთათმანები მოვირგე, მანქანის საბურავები და ნომრებიც შევცვალე. მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე და ჩემი გეგმის განხორციელებას შევუდექი. ახლა ღამის 10 საათია : მანქანით მივდივარ ჩემი პატარა ოპერაციის ჩასატარებლად. თანხის გაცვლა 00:00 საათზეა. დანიშნულების ადგილას დროზე მივედი. გამიმართლა ისინი ჯერ არ იყვნენ მოსულები, ამიტომ თავის დასამშვიდებლად დრო მქონდა. აი დადგა დრო რომ მანქანიდან გადავიდე და მათთან საქმიანი მოლაპარაკება ვაწარმოვო. ( ხომ მართლა მანქანის მართვის დროს ხმის შემცვლელი აბები დავლიე რომ კაცის ხმა მქონოდა ). სამი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა, ეტყობოდათ რომ საკმაოდ ძლიერებიც იყვნენ, ცოტა ავღელვდი მაგრამ გარეგნულად ძალიან მშვიდად გამოვიყურებოდი. 30 წუთის შემდეგ -მე ეს შევძელი, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა - გავიფიქრე და ადგილს მოვწყდი. ტყით წავედი რომ არავის შევემჩნიე. მალე ავტობანზეც გავედი, მთელი სისწრაფით მივქროდი მანქანით. - ყველაფერი სწაფად უნდა გავაკეთო, სანამ რამეს მიხვდებიან - ვფიქრობდი ხმამაღლა. სახლში 1 საათში ვიყავი, ფარეხი გავაღე და მანქანა შიგნით შევიყვანე, ჩავკეტე და ოდნავ ამოვისუნთქე. " ვიცი დიდ შეცდომას ჩავდივარ ასეთ საქმეში რომ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ " ავაზასნარი " ბოროტი ადამიანი, რომელიც ხალხს აუბედურებს მოუხდება, დიახ მოუხდება რადგან ნარკოტიკებს ასაღებს და ადამიანს ცხოვრებას უნგრევს, მეკი მისი საქმიანობა ცოტახნით შევაფერხე " თავს ამით ვიმშვიდებდი, ამას მეტჯერ აღარ გავაკეთებ, მითუმეტეს მე ჰაკერი ვარ და ჩემი საქმე საბანკო ანგარიშებია. პირველ რიგში მანქანას მივხედე, ისევ ძველი ბორბლები დავაყენე, რომელიც ზომით წინაზე უფრო დიდი იყო, ძველი მანქანის ნომრები კი თავის ადგილას დავაბრუნე. ყველანაირი ნივთმტკიცება გავანადგურე, რაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა ჩემთვის. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან დავიწყე, ვითომ გუშინ მთელი დღე სახლში გავატარე. ფული ჩემს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გავანაწილე, ცოტაოდენი კი საიდუმლო ოთახში, სეიფში შევინახე ( საიდუმლო ოთახი შემთხვევით აღმოვაჩინე, რომელიც სახლის პროექტში საერთოდ არ იყო აღნიშნული ). არეული სახლი დავალაგე, მისაღები ოთახის ინტერიერის მთლიანად შეცვლა მომიხდა, რადგან იქ არსებული ყველა ნივთი დავამტვრიე. ერთი კვირა ძალიან მალე გავიდა, ახლა უკვე წასვლის დროა. სახლის კარები დავკეტე და ისევ კოლეჯის გზას დავადექი. -ახლაკი დროა შენზე უფრო მეტი გავიგო, ლუკ!!! თავი 9 კოლეჯში პირდაპირ ბარბარასკენ გავემართე, ახლა შუა დღეა ამიტომ ის გარეთ იქნება, რომელიმე ხესთან ჩამომჯდარი, დასასვენებლად. როგორცვე დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და იმდენად ძლიერ ჩამეხუტა რომ რამის გავიჭყლიტე " ამ პატარა სუსტ გოგოს ამხელა ძალა როგორ აქვს? " ფიქრებში გამეცინა. -ღმერთო როგორ ვნერვიულობდი შენ ვერც კი წარმოიდგენ, მაგდა ასე აღარასდროს შემაშინო, უკვე შენთან წამოსვლას ვაპირებდი.... ახლა როგორ ხარ წამლებს სვავ? ექიმის დანიშნულებას ხომ ზუსტად მიჰყვებოდი? -ბარბარა დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა და შემომხედე მე კარგად ვარ - დამაჯერებლობისთვის გავიღიმე - ქერა თოჯინებმა რამე ხომ არ დაგიშავეს? - ჩემს სახეზე ღიმილი ესევე წაიშალა და მრისხანებამ მოიცვა -არა ახლოსაც კი არ გამკარებიან, მომენატრა შენთან საუბარი - მითხრა და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა საწყალი სახის მისაღებად -ხომ.... მოდი ამ საღამოს სადმე წავიდეთ გავერთოთ -მაინც სად? ხომ იცი მე კლუბებში არ დავდივარ მაგდა -არა სულელო ეგ საიდან მოიტანე - გამეცინა - ძალიანაც არ მიყვარს მაგრამ შოპინგი შეიძლება, განტვირთვაა საჭირო, მძიმე კვირის შემდეგ - ვთქვი და დავეკრიჭე -კარგი იდეაა - გაეცინა - მართლა არ დამავიწყდეს, იმან გიკითხა, ხესთან რომ დგას და ბიჭებს ელაპარაკება - ბარბარას მზერას თალი გავაყოლე -ლუკმა? - მის დანახვაზე გული მეტკინა, მგონი ამას ასე ეძახიან. ყველაფერი გამახსენდა რაც მაშინ მოხდა, მგონი ზედმეტი მომივიდა " ჯანდაბა მაგდა მან შენ არცკი დაგიცვა თავის მეგობრებთან, ნუ სულელობ " ჩამძახა ქვეცნობიერმა " მართალი ხარ " რომ დავფიქრდი მივხვდი მართლა სისულელე გავიფიქრე. ლუკმა აქეთ გამოიხედა, ჩემს დანახვაზე კი ჩვენსკენ დაიძრა -ხო ზუსტად მან - მითხრა მომღიმარმა -მაგდა - მომესმა ბოხი ხმა -გისმენ ლუკმა - ვუპასუხე ძალზედ მშვდად, ცოტა არ იყოს მეთვითონაც გამიკვირდა ეს როგორ მოვახერხე -უნდა ვილაპარაკოთ - მშვიდი ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა რამდენად უჯდებოდა ეს ყველაფერი, მივხვდი რომ არას თქმა მას განარისხებდა და ამით თვითკონტროლს დავაკარგვნინებდი -ბარბარა დღეს საღამოს როგორც შევთანხმდით, მოემზადე და გამოგივლი - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე -კარგი, კარგი - ეშმაკური გამომეტყველება მიიღო და წავიდა -აბა რა საქმე გაქვს? - ვკითხე ლაღად -გამომყევი - ზურგი მაქცია, მეც გვერდით ამოვუდექი და მას გავყევი. საუბრის ხასიაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცოდი, პატარა არასწორ საქციელზეც კი აფეთქდებოდა, ამიტომ წინასწარ დავიწყე თავის კონტროლში აყვანა რომ რაიმე შეცდომით არ გამეკეთებინა -ჩაჯექი მანქანაში - მიბრძანა " დაწყნარდი მაგდა თავი ხელში აიყვანე " მიმეორებდა ქვეცნობიერი " ჯანდაბა! " დავიყვირე ფიქრებში " დაწყნარდი თუ ახლა აფეთქდები, კატასტროფა მოხდება შენ და ლუკი ვულკანს გავხართ, თუ იფეთქებთ, კარგი არაფერი მოხდება, ორივე დაზიანდებით, გაითვალისწინე ეს! " გამაფრთხილა მეორე მემ " კარგი შენ გაიმარჯვე " დავნებდი. მანქანაში ვიჯექით და სადღაც მივდიოდით, ოღონდ არ ვიცი სად, ირგვლივ მხოლოდ ხეები და დაუსახლებელი ადგილებია. მაინტერესებდა სად მივდიოდით, მაგრამ მე თვითონ არ მიყვარს ზედმეტი კითხვებს რომ მისვავენ, ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე. ზუსტად ერთ საათში ლუკმა მანქანა სადღაც გააჩერა და გადავიდა, მეც მაშინვე მას მივბაძე და გადავედი. ჩვენს წინ ხედს გავხედე - ვაუ - გაოცებისგან მხოლოდ ამისთქმა შევძელი. ლონდონი ნისლში ჩაძირულიყო, მზის ოქროსფერი სხივები კი შიგნით შეწვას ლამობდნენ. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო თვალს ვერ ვწყვეტდი. ამ ხედის ყურებით გაბრუებულმა ძვლივს გავიგე ლუკის ხმა -კარგად ხარ? - როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა, გაეღიმა - შენმა მეგობარმა მითხრა რომ ცუდად ხარ და საავადმყოფოში აპირებდი წასვლას -ხომ ..... მადლობ ახლა კარგად ვარ -წარბები შევჭმუხნე -საავადმყოფოში რატომ არ დარჩი - მისმა მკაცრმა ხმამ ცოტა შემაკრთო - ექიმების გაფრთხილების მიუხედავად შენ მაინც არ დარჩი იქ. თავს რატომ არ უფრთხილდები? - ისევ მისი მბრძანებლური ხმა -და შენ საიდან იცი, სად დავრჩი და სად არა? - თვალებში შევხედე -მარტივად, საავადმყოფოში დარეკვა იყო მხოლდ საჭირო - გამოსცრა კბილებში - რატომ არ დარჩი, რატომ წახვედი? - უკვე ყვირილზე გადავიდა -ხომ იქ არ დავრჩი, მძულს საავადმყოფო, მძულს ექიმები და საერთოდ რაც იქაურობას ეხება ყველაფერი მძულს - არც მე ჩამოვრჩი - ჩემს ძველ ოცნებებს მახსენებს და ესეც მძულს. და საერთოდ ეს შენ რატომ გაღელვებს, მე ხომ....- აღარ დამასრულებინა -გაჩუმდი - დამიყვირა - შენ არ უნდა მოგესმინა ჩვენი საუბარი, ეს შეცდომა იყო, მაგრამ შენ.... - ახლა მე აღარ დავაცადე დასრულება -იცი?... ამას აღარანაირი აზრი არ აქვს. მე შენ განსხვავებული მეგონე ვიდრე სხვა იდიოტი, რომელიც ამ ქვეყანაში უამრავი დადის. ყველაზე ძალიან ის კი არ მეწყინა, რომ შენი მეგბრები ასე საუბრობდნენ ან ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე. არა! უბრალოდ შენ მე არ მიცნობ და მათ უფლება მიეცი რომ ჩემზე ასე ელაპააკათ, მე ეს შენგან მეწყინა ლუკ. ისეთი არ ვარ როგორიც გგონია, არა საერთდ არ გაქვს წარმოდგენა - ყველაფერი რასაც ვფიქრობდი ვუთხარი და საერთოდ არ ვდარდობდი ამას. -ჯანდაბა მაგდა, მე ვერ გავარჩიე იარაღი ნამდვილი იყო თუ არა, თვალებს ისედაც ძვლივს ვახელდი - დამნაშავე ბავშვივით თავი დახარა - არ მინდა ყველაფერი ასე უაზროდ დასრულდეს, არ მინდა ამ ინციდენტის გამო ურთიერთობა გავწყვიტოთ - თვალებში შემომხედა და სევდიანად გამიღიმა -არც მე ლუკ.... არც მე.... - დანანებით გავაქნიე თავი -ანუ..... - გაეღიმა, ფუ ამის რა საყვარელია, ჯანდაბა მაგდა მოწყვიტე ეს წყეული თვალები -შემოთავაზება მაქვს - ეშმაკური სახე მივიღე -რას მთავაზობ? -ამას ცოტახანში გაიგებ...... ახლა არა... -როგორც ჩანს ბევრ ფილმს უყურებ - სიცილით თავი გააქნია -რა? - ვერ მივხვდი -სათამაშო იარაღი მაგდა?..... ბევრი პანიკაში ჩავარდებოდა, ასე არ უნდა გაგერისკა, რომ მიმხვდარიყვნენ? ამაზე არ გიფიქრია? რამე რომ მოგსვლოდა ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი მაგდა.... - ვუყურებდი ლუკს და ვხედავდი მისი ღიმილი დაძაბულობამ და სიბრაზემ როგორ ჩაანაცვლა, ახლა ის ამ ყველაფერს ისე მკაცრად ამბობდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -მაშინ მასწავლე თავის დაცვა, - ვუთხარი მთელი სერიოზულობით -რა? - გაკვირვება ვერ დამალა -ხო ლუკ მასწავლე თვის დაცვა, ეს მე მართლა ძალიან მჭირდება, მასწავლე იარაღის ხმარება. -კიმაგრამ შენ ეს რაში გჭირდება - ამან უფრო გააკვირვა ლუკი -ლუკ შენ მე საერთოდ არ მიცნობ, არ ვარ ისეთი სუსტი როგორიც წარმოგიდგენივარ, მალე გაიგებ ჩემს რეალურ მეს, მაგრამ არა ახლა. -ეს რას ნიშნავს, რა გულისხმობ? -იცი ლუკ ყველას აქვს თავისი საიდუმლო წარსულში დატოვებული. მეც არ ვარ გამონაკლისი -მაგდა არავინ არის გამონაკლისი ყველას ტკივა, მაგრამ ამ ტკივილს სადღაც გულში ღრმად მალავს და იქიდან არ აძლევს გამოსვლის უფლებას, რადგან ცდილობს რომ დაივიწყოს ყველაფერი და წარსულში დატოვს, მაგრამ მაინც უწევს ამ ტკივილთან ერთად. ცხოვრება - თვალებში დაჟინებით მიყურებდა და მაკვირდებოდა -შენს საიდუმლოს ოდესმე გავიგებ? - ვკითხე პირდაპირ ყოყმანის გარეშე -მხოლოდ მაშინ როცა შენსას მეტყვი - მითხრა სერიოზულად -მე....მე.... - ვერაფერი ვერ ვუთხარი -დაგელოდები და როცა მზად იქნები ყველაფერს მომიყვები, ვიცი რომ ჯერ არ მენდობი მაგრამ დამიჯერე მალე ჩემს გარეშე ვეღარ გაძლებ პატარავ - გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა -დარწმუნებული ხარ? - ვკითხე წარბაწევით -კი -მაშინ დამელოდე - გავუცინე -იცი რაა დრო მოვა და ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ პატარავ. და აი მაშინ ჩემს სიტყვებს გაიხსენებ. - თქვა და ლოყაზე მაკოცა. თავი 10 ლუკს შევხედე რომელიც მე მიყურებდა და მიღიმოდა, აშკარად ცდილობდა ჩემი სახის თითოეული ნაკვთი შეესწავლა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომარკვია, რომელიც რეკვას არ წყვეტდა. ჩემი აღმჩნადა, გამიკვირდა ბარბარას ზარი ამ დროს -ბარბარა? - ავღელდი, ეს ლუკმაც შეამჩნია და ჩემთან ახლოს მოიწია -ხელი ხომ არ შეგიშალე? - სლუკუნით მკითხა, დავიძაბე -არა რასამბობ, რამე მოხდა? - ვკითხე და თან ლუკს შევხედე, ისიც მე მიყურებდა -მაგდა დღეს საღამოს მინდა წვეულებაზე წავიდე -რაა? - ეს თქვა თუარა დავიყვირე უკმაყოფილომ -მაგდა ვიცი რომ გიკვირს, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი. გთხოვ მოდი - მისი ხმა ისეთი სევდიანი იყო რომ ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში -კარგი - ვთქვი და გავთიშე -ფუ მე ამის..... - დავიღრნე და იქვე პატარა ქვას ფექი ამოვკარი სიმწრისგან -რამე მოხდა? - მკითხა შეწუხებულმა ლუკმა -ბარბარა გაგიჟდა, გააფრინა! ან ამ ერთ კვირაში სანამ მე წასული ვიყავი შეიცვალა, რაც გამორიცხულია - გამოვცერი კბილებში და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე - ლუკ ჯობს უკან დავბრუნდეთ, თორემ მართლა გადავალ ჭკუიდან - ვთქვი თუარა ლუკი უთქმელად შებრუნდა და მანქანის კარები გამოაღო. ******** კოლეჯში იმაზე მალე მივედით ვიდრე მოველოდი. მანქანა როგორცვე გაჩერდა დაუმშვიდობებლად გადავედი ჩემი ადგილიდან და ელვისსისწრაფით წავედი ბარბარას ოთახისაკენ. კარზე დაუკაკუნებლად შევედი და ადგილზე გავშეშდი, ბარბარას ცისფერი თვალები სულ ჩაწითლებულიყო, სახე კი ტირილისგან დასიებოდა -ჯანდაბა ბარბარა რა მოხდა? - ხმას არ მცემდა, მხოლოდ დროდადრო თუ სლუკუნს დაიწყებდა, რაც გულს მიწვავდა - გთხოვ ხმა გამეცი - ისევ არაფერი - ბარბარა უკვე ხმა ვეღარ გავაკონტროლე და გამწარებულმა დავუყვირე -მათ.... მათ.... -ვინ მათ?.... ქერებს გულისხმობ? რა მოხდა? -მათ... მათ... მე დამცინეს - ძარღვები საგრძნობლად დამეჭიმა - დაწყნარდი გთოვ - აქეთ დაიწყო ჩემი დაწყნარება, ამ დროს მე მხოლოდ იმ ქერა ლამაზმანების ნახვა და მიწასთან გასწორება მინდოდა - შენს აქ არ ყოფნის დროს ისინიც არ იყვენე კოლეჯში, თუმცა დღეს დაბრუნდნენ. შენ რომ ვერ დაგინახეს ჩემს გვერდით, მოვიდნენ და უამრავი საშინელი რაღაც მითხრეს - ისევ სლუკუნებდა, სათქმელს კი ძვლივს ამბობდა - შემდეგ კი მომაძახეს : თუ დღეს წვეულებაზე არ მოხვალ ცხოვრების ბოლომდე ასე გაგრძელდება ყველაფერიო - თქვა და თავი დახარა -არა წვეულებაზე არ წახვალ მათ ჭკუაზე არ ივლი, გასაგებია?! - მკაცრად მოსწყდა ჩემს ბაგეებს ეს სიტყვები - შენ იქ არაფერი გესაქმება, იცი მაინც რამდენი გარეწარი იყრის იქ თავს? ყველა ადამიანი კარგი და სანდო არ არის ბარბარა, ეს შენც კარგად იცი..... -ვიცი, მაგდა ვიცი, მაგრამ მათ დავთანხმდი და ამ საღამოს იქ უნდა წავიდე, სხვა გზა არ მაქვს - დანანებით თავი გააქნია -არა მე შენ იქ არ გაგიშვებ..... - შუბლზე ვაკოცე და გავუღიმე - მენდობი? -კი, შენ ჩემთვის დასავით ხარ - ამ სიტყვების გაგონება მესიამოვნა და გულს გაუხარდა.... -მაშინ მოემზადე და ჩემს ოთახში გამოდი, დაწყნარდი და თავს გაუფრთხილდი, იქ დაგელოდები - ოთახი გამწარებულმა დავტოვე, ის ქერა ლამაზმანი სადაც არ უნდა შემხვდეს...... უხ ჯანდაბა არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ. ოთახში ლუკი დამხვდა, საწოლზე დამჯდარიყო და თავი ძირს დაეხარა, ხმაურზე მაღლა ამოიხედა და თვალებში შემომხედა -ყველაფერი რიგზეა? - მკითხა და ფეხზე წამოდგა -არა, არ არის! ერთხელაც თავს ვეღარ შევიკავებ, ღმერთმა იცის ახლაც როგორ მიჭირს ბრაზის გაკონტროლება, რომელსაც მთელი ჩემი სხეული აქვს მოცული და გარეთ გამსვლას ლამობს. ის ქერა ახლა თუ სადმე გადამეყარა არ შევარჩენ ლუკ, არა! ჩემს მეგობარს ზედ უვლის? - სარკასტულად გავიცინე - მან არ იცის მე როგორ შემიძლია ზედ გადავლა, ისე რომ ფეხზე ვეღარ წამოდგეს. - სიბრაზე უკვე ყელში მაწვებოდა და ამოფეთქვას ცდილბდა. ამ დროს ლუკი ჩემთან მოვიდა, მხრებზე ხელი დამაწყო და შემანჯღრია, გამოსაფხიზლებლად -მაგდა დაწყნარდი, რა გჭირს, დამშვიდდი - მიყვირა, ხელები კი უფრო ძლიერ მომიჭირა მხრებზე, ეს ცოტა მტკივნეული იყო -თავის კონტროლი მიჭირს ლუკ, უკვე ძალიან მიჭირს, ზღვარზე ვარ, სიბრაზეს ვეღარ ვაკავებ ჩემში - თავი დანანებით გავაქნიე -ყველაფერი მოგვარდება, შენზე არავინ არაფერი იცის თითქოს არსაიდან გაჩნდი, მენდე მე დაგეხმარები - ამას ამბობდა და თან თვალებში მიყურებდა, მისი გამოხედვა ისეთ სანდომიანი იყო..... -ამის დრო როცა მოვა ყველაფერს გეტყვი, დრო მჭირდება. ახლა ამყველაფრის დეტალურად გახსენება ჩემს ძალებს აღემატება, არ შემიძლია ჩემი მოუშუშებელი ჭრულობის ხელმეორედ გახსნა, ეს ორმაგ დარტყმას მომაყენებს და ვეღარ გავუძლებ ლუკ. ეს მე გამანადგურებს - სათქმელს მოვრჩითუარა ვიგრძენი ლუკის ძლიერი მკლავები -დაწყნარდი ყველაფერი მგვარდება - მამშვიდებდა და თავზე ხელს მისვავდა. როცა ცოტა აზრზე მოვედი, ყველაფრის ხელახლა გაანალიზება დავიწყე. ერთი ვიცოდი ბარბარა ამ შარისგან უნდა მეხსნა! ლუკს ყველაფერი მოვუყევი, ვატყობდი ნელ-ნელა მასაც სხეული როგორ ეჭიმებდა -ლუკ რაღაც მინდა გთხოვო - ყოყმანით ვუთხარი და თავი დავხარე -რაც გინდა - პასუხი დაუფიქრებლად გამცა -ეს ჩემი სახლის გასაღები და მისამართია - ხელში მივაწოდე - ბარბარე წაიყვანე, მიხედე და გაუფრთხილდი გთხოვ - გაკვირვებულმა შემომხედა, ამას არ ელოდა - იქიდან არსად არ გაუშვა რაც არუნდა მოხდეს, მასთან ერთად იყავი, სანამ მე არ მოვალ -მარტო არსად არ გაგიშვებ - კბილებში გამოსცრა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა -ლუკ მე არაფერი მომივა, მერწმუნე არანაირ საფრთხეში არ ვიქნები -ანასთან მარტო არ გაგიშვებ - როგორც ჩანს ჩვენს ქერა ლამაზმანს ანა ქვია -მასთან არც მივდივარ, სახლში ყვეაფერს აგიხსნი დამიჯერე, ახლა კი უბრალოდ მენდე გთხოვ ლუკ - ამოიხვნეშა და თავი გააქნია -გთხოვ უბრალოდ მენდე, მეტი არაფერი -კარგი, დაწყნარდი პატარავ, იცოდე თუ რამე მოხდება დამირეკე, ახლა უბრალოდ შევასრულებ შენს თხოვნას, მაგრამ შენ რომ ერთი ღერი თმა ჩამოგივარდეს ვინცარუნდა იყოს ვაზღვევინებ და სულს ამოვხდი მაგდა -მადლობა - მორცხვად გავუღიმე - ახლა ბარბარა ჩამოვა და წაიყვანე, არაფერი აუხსნა რაც არ უნდა გკითხოს, ის ზედმეტად ცნობისმოყვარეა - საყვარლად გავუღიმე დალოყაზე მოვეფერე, მან კი იმ ხელზე მაკოცა რომლითაც ვეფერებდი. ამ დროს ბარბარა შემოვიდა, ( დაუკაკუნებლად ) -ოუ ბოდიშით არ ვიც....... -კარგი დაწყნარდი, მშვენივრად გამოიყურები...... - ჩემს კომპლიმენტზე გაწითლდა, ღმერთო რა საყვარელია უკვე დასავით მკყვარს -მადლობა - გამიღიმა და ლოყაზე ღრმულები გამოუჩნდა -კარგი ბარბი, ლუკი წაგიყვანს ჩემს სახლში -კიმაგრამ მაგდა - გაოცება ვერ დამალა -ბარბარე, ლუკი წაგიყვანს, მე პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი, როცა ყველაფერს მოვრჩები მაშინვე წამოვალ, ნუ დარდობ უსაფრთხოდ იქნები მასთან, ლუკს ვენდობი - მისკენ მივუთითე, ის კი გაეკრიჭა, ისეთი საყვარელი იყო ამ დროს. 1 საათის შემდეგ -აბა ანა ვნახოთ ვინ უფრო მაგარია, მე თუ შენ! - ვთქვი და კომპიუტერი ჩავრთე. თავი 11 მოკლედ მოგიყვებით ჩემი პატარა გეგმის შესახებ: ანას სახლის მახლობლად გავაჩერე მანქანა, მინები დაბურული მქონდა ამიტომ ვერავინ ვერაფერს დაინახავდა. კომპიუტერი მოვიმარჯვე და მისი (ანას) სახლის კომპიუტერულ სისტემაში შევედი. დიჯეის ,,ნოუთბუქი" გავტეხე და ტაიმერი 30 წთ-ზე დავაყენე, დრო როგორცვე ამოიწურება კომპიუტერი გაითიშება და აღარ ჩაირთვება მინიმუმ 24 საათი. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ სახლის დაცვის სისტემის ჯერიც დადგა, ტაიმერი ისევ იგივე დროზე დავაყენე ( 30 წუთი ), როგორცვე დო ამოიწურება დაცვის საგანგაშო სისტემა ჩაირთვება და ,,საპატრულო პოლიცია" იმწამსვე იქ გაჩნდება. ყველაფერს რომ მოვრჩი მანქანა დავძარი და სახლისკენ წავედი. უკვე 25 წუთი იყო გასული როცა ტელეფნი მოვიმარჯვე და დაფარული ნომრით ანას დავურეკე. ზარი მალევე გავიდა..... -ალო... გისმენთ - მიპასუხა წიკვინა ხმამ. ხმა ცოტა დავიბოხე, სიმართლე გითხრათ ისედაც ბოხი ხმა მაქვს, უფრო მკაცრი ვიდრე სხვა გოგონებს, ამის გამო ბავშვობაში ვარდისფერკაბიანი გოგონები დამცინოდნენ კიდევაც, მაგრამ არასდროს არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება, პირიქით ჩემი ხმა ძალიან მომწონდა, სხვებისგან გამომარჩევდა. -გამარჯობა! პატარა ქერა თოჯინა როგორ არის? - ირონიულად გავიცინე -ვინ ხარ აქ რატომ რეკავ? - აწიკვნდა უცბად -ეჰ.... ანა.... ანა..... როგორ მეცოდები.... - ამოვიოხრე -ახლავე გავთიშავ - თავისჭკვაში შემაშინა -მომისმინე პატარა მომაბეზრებელო არსებავ, ახლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე! გასაგებია? - ხმამაღალი ტონით ვკითხე, ხმას არ იღებდა - რთქმაინდა გასაგებია! მოკლედ ბევრჯერ გამეორებას არ ვაპირებ. ბარბარას შეეშვი! - მკაცრად გავაფრთხილე - მისგან თავი შორს დაიჭირე, ახლოს აღარ გაეკარო, თორემ დამიჯერე დღევანდელი შენი უსიამოვნება, რომელიც წინ გელის სამოთხედ მოგეჩვენება შემდეგში თუ კიდევ გამომიყვან წყობილებიდან. ბარბარა სმიტი! ეს სახელი თავში კარგად ჩაიბეჭდე და დაიმახსოვრე შენსგამო, ის თუ თავს ისევ ცუდად იგრძნობს, ისეთ ჯოჯოხეთს მოგიწყობ, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება - ხმას ავუწიე და ბოლო წინადადება იმდენად მკაცრად ვუთხარი რომ ჩემი თავის მეთვითონაც შემეშინდა -ვინ ხარ? - ხმა ძვლივს ამოიღო, ეტყობოდა ჩემმა სიტყვებმა იმოქმედეს -რაც გითხარი კარგად შეუშვი მაგ უტვინო თავში - ვთქვითუარა ტელეფონი გავთიშე და სავარძლისკენ მოვისროლე ********** სახლათან უკვე ახლოს ვიყავი, როცა ტელეფნზე შეტყობინება მომივიდა უცხო ნომრისგან " მათთან ერთად შენც საქმეში ხარ, გაგანადგურებთ! " იმწამში მივხვდი " მათში " ვინც იგულისხმა უცნობმა - ამასაც ვნახავთ ვინ ვის გაანადგურებს - გავიფიქრე ხმამაღლა და მაშინვე ლუკს დავურეკე -გისმენ! რამე მოხდა? - მკითხა აღელვებულმა! პირდაპირ საქმეზე გადავედი -შენს მეგობრებს დაურეკე და უთხარი რომ მანდ მოვიდნენ, თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს, მალე მოვალ. გთხოვ ლუკ - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. - ჯანდაბა, ახლა ახალი შარი მაგდა?... - ჩავიბურდღინე " შენ რა შეგეშინდა?" დამცინა ქვეცნობიემა - სულაც არა, მაგრამ ამ ყველაფრის გადამკიდემ, ჩემი ცხოვრების ბურუსში მოცული საიდუმლო რომელიც ბოლომდე არ ვიცი, დრო აღარ მაქვს რომ გავარკვიო - დავიღრინე " შენს კოშმარებს არ უფიქრდები მაგდა, შენ ხვდები ვინ არის ის ქალი მაგრამ არ გსურს აღიარო ეს " გამაკრიტიკა ალტერებომ - მორჩა გაჩუმდი ახლა ამის დრო არ არის, უკვე სახლში ვარ, შეგიძლია დაისვენო და გაქრე ჩემი ფიქრებიდან - ვუთხარ და მანქანა გავაჩერე " არა დავრჩები, რაიცი რაში დაგჭირდე " - ხო მართალი ხარ, ამიტმაც მიყვარხარ - ჩემს თავზე გამეცინა. მანქანიდან გადავედი და შიგნით შევედი. ბიჭები უკვე მოსულიყვნენ, ბარბარაც მათთან ერთად იყო და გაურკვევლობაში მყოფი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ამ სურათზე ჩამეღიმა -გამარჯობა - მამაღლა ვთქვი ყურადღების მისაქცევად -მაგდა! სად იყავი? როგორ მანერვიულე, ლუკიც არაფერს არ მეუბნებოდა - ჩამეხუტა და გაბუტული ბავშვივით დაბუშტა ლოყები -დაწყნარდი! აქ ვარ და ყველაფერი ნორმალურადაა - თბილად გავუღიმე -კარგი - ამოიფრუტუნა და დიდზე გაიღიმა, ბიჭებს მივუბრუნდი ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა და პირღია გვიყურებდა, გამეცინა, მაგრამ სიმკაცრე მაინც შევინარჩუნე და ისევ ბარბარას მივუბრუნდი -ბარბარა გთხოვ სტუმრების ოთახში ადი - ხმაში ცოტა სიმკაცრე შემეპარა, არადა ვცდილობდი რბილად მეთქვა -მაგდა რამე მოხდა ისეთი რაც მე არ ვიცი? - აშკარად ეწყინა -ბარბი მომისმინე - ვეცადე ხმა უფრო დამერბილებინა და ამჯერად ეს გამომივიდა - ამ საღამოს ყველაფერს აგიხსნი, მაგრამ ჯერ მათთან მაქვს საქმე. გთხოვ - დიდზე გავეკრიჭე -კარგი ხო... - საბედნიეოდ დამთანხდა -მეორე სართული, ჰოლის ბოლოში მარჯვენა კარი - უთქმელად შბრუნდა და მაღლა ავიდა. კარების ხმის გაგნებაზე მივხვდი რომ ბარბარე ოთახში შევიდა, ამიტომ უკვე შემეძლო ბიჭებთან თავისუფლად საუბარი -რა ხდება? - ლუკის მკაცრი ხმა გაისმა ოთახში, მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში -კარგი, პირდაპირ საქმეზე გადავალ, გაცნობა მგონი საჭირო აღარააა -............... - არაფერი უთქვავთ -უკან რომ ვბრნდებოდი ტელეფონზე უცხონომრისგან შეტყობინება მომივიდა - ლუიმ სათქმელი არ დამამთავრებინა -და ჩვენგან რას ელი? პატარა გოგონას შეეშინდა და დახმარება სჭირდება?- ირონია არ ღალატობდა როგორც ყოველთვის -თქვენ დამეხმარებით თუ არა, ეს საკითხი ნამდვილად არ მადარდებს, გასაგებია? - კბილებში გამოვცერი, ტელეფონი ავიღე და ლუკს მივაწოდე - ხმამაღლა წაიკითხე -" მათთან ერთად შენც საქმეში ხარ, გაგანადგურებთ " - ამის გაგონებაზე ყველა დაიძაბა, ლუკს რომ შევხედე რეალურად შემეშინდა, მისი ორგანიზმი მთლიანად დაჭიმულიყო, ეტყობოდა რომ თავის გაკონტროლება აღარ შეეძლო -ამის დედაც - სიმწრისგან წიხლი მაგიდას წაკრა და ხმამაღლა დაიღრიალა -იცით რაა ბიჭებო.... შეიძლება გძულვართ ოღონდ ამის მიზეზი ჩემთვის აუხსნელია, მაგრამ მგონი უფლება მაქვს ყველაფერი ამიხსნათ-სრული სერიზულობით ვთქვი და რატომღაც ჯეის თვალებში ჩავაჩერდი -არა შენ ამას ვერ გაიგებ - ჯორდანის ხმა გაისმა ოთქხში და ფეხზე წამოდგა დაძაბულობისგან -მსურს ყველაფერი თქვენგან გავიგო - პასუხი დაუყოვნებლივ გავეცი -შენ ამას ვერ გაიგებ მაგდა, ჯანდაბა ლუკ, აი რატომ ვიყავით თქვენი დაახლოვების წინააღმდეგი - ახლა ადამი ჩაერია -ეს შეტყობინება " ავაზას " ბანდის გამოგზავნილია ხომ? კონკრეტულად კი ნიკის - ნიკი " ავაზას " ნამდვილი სახელია -შენ საიდან იცი, რა იცი? გამაგებინე ბოლოსდაბოლს - დაიღრიალა ლუკმა -მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, ახლა კი ამიხსნით საიდან ხართ ნიკთან დაკავშირებულები? რატომ? რა ჯანდაბად გინდოდა მასთან რაიმე კონტაქტის დამყარება? - უკვე წყობილებიდან გამოვდიოდი და ხმის კონტროლი მიჭირდა, ბოლო წინადადების თქმისას კი ლუკს თვალებში ჩავაჩერდი -ჩვენ მასთან არ ვართ - გულუბრყვილოდ ჩაილაარაკა ჯორდანმა -შენ რატომ? - იკითხა ლუიმ რომელსაც ირონიის ნატამალიც კი აღარ ქონდა შერჩენილი -ლუკ ის ბიჭები ჩიხში, ვინ იყვნენ? - უცბად გამახსენდა ის საღამო, ლუკი ჩაფიქრდა, ეტყობოდა ყველაფერს იაზრებდა, ცოტა კი შემეშინდა მისი, ამას ვაღიარებ -ამის დედაც..... მაგდა, ხვდები რომ ჩემს გამო ახლა შენ დიდ საფრთხეში ხარ? ახლა რავქნა? - ლუკი მხეცს დაემსგავსა, მისი თვალები მთლიანად სიბნელეს მოეცვა და სიბრაზეს ასხივებდა -ლუკ დაწყნარდი, მე მისი არ მეშინია - ვთქვი მტკიცედ, მაგრამ შინაგანად მაინც აღელვებული ვიყავი -რას ამბობ თუ გესმის მაგდა, 3 წელია მას ვებრძვით, ის ჩვენზე ყოველთვის წინ არის და წინასწარ იცის ჩვენი მომდევნო ნაბიჯი, ის საშიშია მაგდა, ის მე მებრძვის, ჯანდაბა მან მე და მომიკლა, ახლა კი შენი წართმევაც უნდა - ემოციებისგან უკვე ყვირილზე გადავიდა. მისი დის ხსენებაზე ადგილზე გავიყინე, მაგრამა ერთი ვიცოდი ემოციებს არ უნდა ავყოლოდი, ახლა მხოლოდ ლოგიკურად აზროვნება იყო საჭირო -ლუკ ის მე ვერაფერს დამიშავბს - მეც არ ჩამოვრჩი -ნუ ხარ დარწმუნებული - ჯეის მკაცრმა ხმამ ექოსავით გაიჟღერა ოთახში -ფუ ამის - დავიღრინე - მე შემიძლია მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდე, მე შემძლია მისი ყოველი მომდევნო გეგმა გავიგო და ჩავუშალო, ხო ის ყოველთვის თქვენზე წინ არის, ხო ის ჭკვიანი და ძლიერია, მაგრამ ცოტახნის წინ მასზე რამდენიმე ნაბიჯით წინ მე ვიყავი - პატარა პაუზა იყო, ყველა ჩუმად იჯდა და ჩემს ნათქვამს აანალიზებდა, წყობილებიდან გამოსულმა ფეხზე წამოვხტი და აქეთ-იქით დავიწყე სიარული, ბოლოს რომ ვეღარ მოვითმინე მთელი ძალით დავუყვირე ლუკს - ამის დედაც ლუკ, მე ჰაკერი ვარ! ეს ვთქვი თუ არა კარები გიჟივით გავაღე და გარეთ გავვარდი, მანქანაში ჩავჯექი და ადგილს მოვწყდი. გავრბოდი, ლუკისგან გავრბოდი. რა ვუთხრა? ამის შემდეგ შეძლებს რომ მენდოს? - ჯანდაბა მაგდა! ეს ხომ შენი საიდუმლო იყო? ახლა კი შენ ეს ხმამაღლა აღიარე და მათ საფრთხე შეუქმენი. იდიოტი ხარ - თავს ვკიცხავდი, ვლანძღავდი, გზას კი საერთოდ არ ვუყურებდი. მივქროდი 100.... 110..... 120.... 140....150....160.... ნელ- ნელა სიჩქარეს ვუმატებდი და შედეგზე არ ვფიქრობდი. ამ მომენტში უკვე აღარ შემეძლო რაიმეს გააზრება, ნერვებმა მიმტყუნეს..... მთელი ძალით ვიღრიალე მანქანაში. -მან იცის, ახლა ჩემზე იცის.... არადა ასე არ მინდოდა, ჯანდაბა არ მინდოდა ასე და ამგვარად მეთქვა ეს.... ახლა რას იფიქრებს ჩემზე? - ვღრიალებდი და ელვისსისწრაფით მივდიოდი " მაგდა იფიქრე, მას უნდა დაელაპარაკო " - რა ვუთხრა? იცი მე შენ გატყუებდი და სულაც არ ვარ ისეთი როგორიც გეგონემეთქი? - ამოვიოხრე "უმჯობესია სიმართლე უთხრა, ის არ არის გულგრილი შენს მიმართ " -ის მე შემიძულებს, გესმის? " სისულელეებს ნუ ამბობ, შენ ჭკვიანი და ძლიერი ხარ, არასდროს არ მოქმედებ იმპულსურად, ახლა რა გჭირს? - ჯანდაბა ლუკი მომწონს, გესმის? ერთადერთი ადამიანია რომელიც მიგებს - საჭეს სიმწრისგან ხელი დავარტყი და დავიზიანეკიდევაც " შენთვითონ თქვი რომ გიგებს, ცადე შენი რა მიდის " ცოტახანს ვფიქრობდი, სიჩქარეს კი არ ვუკლებდი, ფიქრებიდან სიგნალის ხმამ გამომარკვია, სარკეში გავიხედე და დავინახე ლუკის მანქანა რომელიც უკან მომსდევდა გამწარებული და ჩემს გასწრებას ცდილობდა. ახლა მივხვდი რასაც ვაკეთებდი, გავიაზრე რომ საშინლად ჩქარა მივდიოდი, ყველაფრისგან გამოვერკვიე და მკვეთრად დავამუხრუჭე. ლუკმაც იგივე გაიმეორა და მანქანა ჩემს წინ გააჩერა. მაშინვე გარეთ გადმოვედი, პირდაპირ ლუკის წინ გავჩერდი, თვალებში ვერ ვუყურებდი არ შემეძლო. ლუკის სასიამოვნო ხმა გაისმა -არ შემიძლია - ამოვიჩურჩულე -გამომყევი - მითხრა და თავისი მანქანისკენ მიბიძგა -კიმაგრამ ჩემსას რა ვუყო? - წარბები შევჭმუნე -დაკეტე და მანქანაში ჩაჯექი - დავყევი მის ნებას ახლა ლუკის მანქანაში ვზივარ არ ვიცი სად მივდივართ, არც ვაპირებ რაიმეს კითხვას რადგან მას ვენდობი. თავი საქარე მინას მივადე, ვცდილობდი პულსის დარეგულირებას, მაგრამ ეს ისეთი ძნელი იყო ჩემთვის, ახლაც კი ყურებში მესმის გულის ცემა. ლუკს თვალებში ვერ ვყურებდი თითქოს მეშინოდა მისი ცივი თვალების დანახვა. ხო ჩვენ ხშირად ვუწევდით ხმას, ვკამათობდით მაგრამ მისი თვალები არასდროს ყოფილა ცივი და არაფრისმთქმელი, ახლა კი მეშინია მას რომ შვხედო და სიცივის მეტი ვერაფერი დავინახო. ნახევარ საათში დანიშნულების ადგილა მივედით. ლუკმა ბუხარში ცეცხლი დაანთო, რადგან სახლში საგრძნობლად ციოდა. ვოცნებობდი რომ დრო გაჩერებულიყო, არ მნდოდა საუბრის დაწყება, ჩემი ტკვილი უნდა გამეხსენებინა, მეკი ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი " თავი ხელში აიყვანე, ის დაგეხმარება, გულზე ამხელა ლოდი მოგეხსნება და ბოლოსდაბოლოს დაისვენებ, შვებას იგრძნობ, თუ გაანდობ ყველაფერს იმ ადამიანს რომელსაც ენდობი " - მან ზურგი რომ მაქციოს - "გეშინია, შენ პირველად გეშინია მაგდა, მაგრამ ამის საბაბი არ გაქვს, ის გაგიგებს აი ნახავ " მამხნევებდა ქვეცნობიერი. ამოვიოხრე და ლუკს გავხედე რომელიც დაჟინებით მიყურებდა და ელოდა ხმას როდის ამოვიღებდი. ჩემს წინ სავარძელში მოთავსებულიყო, ხელით კი კიდეს ძლიერ ჩასჭიდებოდა. -ჯობს ყველაფერი გითხრა მაგრამ გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ, ყველაფერს გეტყვი მაგრამ ცრემლი თუ წამომივა, ( რაც გამორიცხულია ) არ შეიმჩნევ, შეიძლება სიმწრისგან ვიკივლო მაგრამ ამასაც ნუ მიაქცევ ყრადღებას, ეს ჩემთვის ძნელია მაგრამ მე შენ გენდობი - ცოტახანს შევჩერდი ამვისუნთქე და გავაგრძელე - აქამდეც უნდა მეთქვა მაგრამ ეს მტკენს ლუკ, ძალიან მტკენს, გულში დანა მაქვს ჩარჭმული და იქიდან ვერ ვიღებ, მეშინია სისხლად არ დავიცალო. შენ არ იცი როგორ ვწყევლი ჩემს აფსურდულ ცხოვრებას. ჯობს დავიწყო ჩემი ისტორიის მოყოლა და ერთხელდასამუდამოდ ან ამოვისუნთქო ან გულში დანა ორმაგად ღრმად ჩამესოს. - მის თვალებს შიშით შევხედე მაგრამ მხოლოდ მწუხარება ამვიკითხე და არა სიცივე როგორც ველოდი - ჩვეულებრივი თინეიჯერი ვიყავი, ჩვეულებრივი ცხოვრებით, მყავდა ოჯახი. არაფერზე ვღელავდი, ყოველთვის კარგად ვსწავლობდი არ ვიშურებდი ძალღონეს რომ ცხოვრებაში წარმატებსთვის მიმეღწია, ერთადერთი რაშიც ზარმაცი ვიყავი სახლის დალაგების პროცესი იყო, ყოველთვის ვცდილობდი ამ საქმესთვის თავი ამერიდებინა. ერთ დღეს მაშინ 16 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ქალაქგარეთ წავიდნენ საქმეზე, მეკი მარტო დავრჩი სახლში დალაგებაც მე დამევალა, უსაქმოდ ჯდომა როცა მომწყინდა რატომღაც მშობლების ოთახში შევედი, გადავწყიტე მათი ოთახით დამეწყო, სხვადასხვა ნივთში ვიქექებოდი და ვათვალიერებდი, დამაინტერესა რადგან იქ ძალიან იშიათად შემვდიოდი ამიტომ სურვილმა მძლია ყველაერი მენახა და დალაგებას დავაბრალე. მამას სეიფი ვიპოვე საწოლის ქვეშ, იქ დაემალა, დამაინტერესა შიგნით რას ინახავდა, ბევრი ვიფიქრე და სულ ორი ვარიანტ მქონდა, საბედნეროდ გამიმართლა და სეიფი გავაღე - ამოვისუნთქე სიმწრით - იქ მხოლოდ დოკუმენტები და სურათები დამხვდა, ამ დროს ტელეფონზე მამამ დამირეკა და მითხრა რომ სახლში დაახლოვებით ნახევარ საათში იქნებოდნენ და სურდა რომ ვახშამი დამეხვედრებნა - გამეცინა, ძალიან მწარედ გამეცინა - დრო აღარ მქონდა ამიტომ ყველაფერ დავასკანერე და ჩემს კომპიუტერში შევინახე. ძალიან აღარ გავაგრძელებ და ვეცდები რომ მოკლედ გითხრა, იმ საღამოსვე ვნახე საბუთები, რაც დავასკვენი ის არის რომ მთელი ცხოვრება სიცრუეში გავატარე. აღმოვაჩინე რომ დედაჩემმა მანამდე დამტოვა სანამ ჩემი დაბადების დრო მოვიდოდა, 7 თვის ორსული იყო როცა მისი მოკვლა სცადეს, საავადმოფოში მიყვანისას მისი გადარჩენის შანსი აღარ იყო, მე კი ექიმებმა ძვლივს გადამარჩინეს, დედას კი 3 ტყვია ქონდა მოხვედრილი, ლუკ სამი ტყვია - ბოლოს ვეღარ გავუძელი და ვიღრიელე სიმწისგან, თავი ვეღარ შევიკავე და ამდენი ხნის შემდეგ ამოვუშვი გულიდან ყველაფერი - აღმოჩნდა რომ ნახევარძმა მყავდა, რომელიც 6 წლის იყო როცა მოკლეს. დედაც და ძმაც 1 თებერვალს ღამის 23:45 წუთზე მომიკლეს ლუკ - ისევ ვიღრიალე ბოლო სიტყვები - ყველაფრის დეტალურად გაგების სურვილმა მომიცვა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემით მემოქმედა, კომპიუტერული პროგრამები შევისწავლე და ჰაკერი გავხდი. ცოტახნისწინი პაპაც მომიკლეს რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც კარგად მექცეოდა. ეჭვი მაქვს რომ მან რაგაც ისეთი იცოდა რაც არ უნდა სცოდნოდა. - ღრმად ამოვისუნთქე შემდეგ ისევ გავაგრძელე - ბოლო დღეს სანამ აქ წამოვიდოდი მამას ვეჩხუბე რადგან ვეღარ მოვითმინე და სიმართლე პირში მივახალე, რომ ვიცოდი ის ქალი ვისაც დედად მივიჩნევდი და ყოველთის მამწარებდა არ იყო "დედაჩემი". ისინი ყოველთვის მტკენდნენ, ტირილში გავიზარდე ლუკ, მახსოვს რამეს რომ დავაშავებდი როგორ მცემდა ორი გარეწარი ადამიანი, რომელთაც ერთ დროს მშობლებლებს ვუწოდებდი. მე ტკივილი მსდევს თან, ყველგან და ყოველთვის, ახლაც ასე შორს ვარ მათგან მაგრამ კოშმარები მაინც არ მშორდება, ერთი მიზანი რაც მაქვს ის არის რომ გავარკვიო ვინ წამართვა ნამდვილი ოჯახი, მე აღარავინ დამრჩა, სრულიად მარტო ვარ და დასაკარგიც აღარაფერი მაქვს, არაფერზე დავიხევ უკან, მე ამ სამყაროში სრულიას მარტო ვარ ლუკ. -გაჩუმდი ეს აღარ თქვა არასდროს, რადგან როგორც არ უნდა გინდოდეს შენი ცხოვრებიდან მე ვერ გამაგდებ - ეს თქვა თუარა ჩემს დაუძლურებულ სხეულს ჩაეუტა. თავი 13 -ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ - წელზე ძლიერ მხვევდა მკლავებს და სითბოთი მავსებდა. უეცრად გულის აჩქარება ვიგრძენი...... რატომ? თავს კითხვა დავუისვი. -შენ ყველაფერი იცი ლუკ, ახლა საფრთხეში ხარ ჩემს გამო - უფრო ძლიერ მივეკარი და ცხვირი მის კისერში ჩავრგე -ყველაფერს ერთად გადავლახავთ, პატარავ - თმაზე მეფერებოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ თავი ავწიე და ყელში ცხელი კოცნა დავუტოვე, ვიგრძენი მისმა სხეულმა როგორ მოახდინა რეაგირება ( ეს ისეთი სასიამოვნო იყო ), შემდეგ ისევ ძლიერად მივეკარი, მისი სხეულის ვიბრაციით მივხვდი რომ ჩაიცინა. ხელები გაყინული მქონდა ეს ლუკმაც შეამჩნია -გცივა პატარავ? -ცოტა - ბავშვივით ამოვილაპარაკე -მოდი აქ - დივანზე ჩემს გვერდით კარგად მოთავსდა და ისევ მიმიხუტა, გაყინული ხელები კი მისაში მოიქცია. -ლუკ..... - ცოტახნის შემდეგ გადავწყვიტე ხმის ამღება -გისმენ - კისერში თავი ჩამირგო -კითხვები მაქვს რომელზეც პასუხები მჭირდება - უნებურად ხელი ავწიე, მის სახესთან მივიტანე, ლოყაზე მივადე და უხეშ წვერზე თამაში დავუწყე -მკითხე რაც გინდა - ჩემი სახე მის დი ტორებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა -თუ არ მიპასუხებ გაგიგებ. არ ვიცი ნიკთან რა გაკავშირებთ, მაგრამ რატომ გამოჩნდა? ჩემგან რა უნდა? ან ჩემი განადგურება თქვენთან ერთად რატომ სურს? - ინტერესით აღსავსე მზერა მივაბყარი და გავჩუმდი პასუხის მოლოდინში -კომფლიქტი გვაქვს უკვე დიდი ხანია. მე და ჩემს ბიჭებს ბევრი დაგვიშავა, ცდილობს რომ ყველა ჩვენთვის საყვარელი ადამიანი წაგვართვას. და მომიკლა, დედა კი თავისთან წაიყვანა - გაოცება ვერ დავმალე, ეს ლუკმაც შეამჩნია - საფა (და ) როგორცვე დავკრძალეთ, დედა ესევე ნიკს გაყვა ცოლად -სიმწრისგან სხეული საგრძნობლად დაეძაბა - თავის გასამართლებლად კი უბრალოდ/სხვათაშორისად მითხრა: " მე და ნიკს ერთმანეთი გვიყვარს და ვაპირებთ რომ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, შენთან ან შენს გარეშე " ეს თქვა თუ არა წავიდა, წავიდა და უკან აღარც დაბრუნებულა - მის თვალზე ცრემლი შევნიშნე -ბოდიში ლუკ, მე არ მინდოდა..... - სათქმელი აღარ დამასრულებინა -გახსოვს გითხარი რომ დრო მოვა და ერთმანეთს ყველაფერს მოვუყვებითმეთქი - გამეღიმა - ახლა ზუსტად ის დროა მაგდა. სულ მალე ის დროც მოვა, როცა ჩემს გარეშე ვეღარ გაძლებ - თვალი ჩემიკრა და ლოყაზე ცერა თითით დამიწყო მოფერება. შეამჩნია ჩემი სხეულის რეაგირება მის შეხებაზე, ეს კი ორმაგად ათამამებდა, თვალები კი რაღაც უჩვეულოდ უციმციმებდა -წინასწარმეტყველი ხარ? - ენა გამოვუყავი -შესაძლოა - მიხვდა ხუმრობას და არც თვითონ ჩამომრჩა -ლუკ ახლა რაღა უნდა? -შენ, მას შენი თავი უნდა - ცოტახანს დუმდა - ეს უნდა იცოდე ამიტომ გეტყვი, ცოტახნისწინ ნიკი ცდილობდა შეესყიდა საქონელი. მე და ჩემი ბიჭები ამ საქმეზე ვმუშაობდით, საქონლის წართმევა და განადგურება გვსურდა, პატარპატარა ასეთი შემთხვევებით მას ადვილად დავასუსტებდით, მაგრამ ვიღაცამ დაგვასწრო და ხელში მხოლოდ დაბქვილი დამაწყნარებლები შეგვრჩა - ამაზე შეუმჩნევლად ჩავიფხუკუნე - "ავაზას" ხალხმა გაარკვია რომ არაბებს საქონელი შერჩათ და არაფერი დაუკაგავთ, ხოლო ნიკმა კი მილიონ ნახევარი იზარალა. ისინი ფიქრობენ რომ ეს ყველაფერ ჩვენი მოწობილია, კი გაგვიხარდა, მაგრამ უფრო გვესიამოვნებოდა თუ ამას მართლა ჩვენ გავაკეთებდით - ბოლოს სახეზე ღიმილი გაეპარა -ლუკ, რაღაც რომ გითხრა, ხომ არ გაბრაზდები? - ვკითხე ყოყმანით -არა -დამპირდი გთხოვ - საწყალი სახე მივიღე, ამაზე მან ჩაიხითხითა -გპირდები - თქვა და შუბლზე თბილი კოცნა დამიტოვა -მე ვიცი ნიკს ხელი ვინც შეუშალა და აზარალა - ვთქვი და ლუკს უფრო ძლიერ ჩავეხუტე თითქოს ბოლოჯერღა ვიყავი მასთან ასე ახლოს -ვინ? - წარბები შევჭმუხნა, დავიძაბე, ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც ვუპასუხე -მე ლუკ, ეს მე ვიყავი - თავი დავხარე, თვალებში ჩახედვის ისევ მეშინოდა, მისგან განთავისუფლებას შევეცადე, მაგრამ დამიჭირა და პირიქით უფრო ძლიერ მიმიკრა მკერდზე. -ამიხსენი და ნუ ცდილობ ჩემგან თავის დაღწევას - ცოტა გულზე მომეშვა მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი. ყველაფერი დეტალურად ვუამბე, ჩემდა გასაკვირვად რამდენჯერმე გაეცნაკიდევაც -რას იტყვი კიდევ გსურს ჩემთან რაიმე ურთიერთობა? - ვეღარ მოვითმინე და უყოყმანოდ ვკითხე -ჩვენს ურთიერთობას "რაიმეს" ნუ ეძახი, პატარავ - შუბლი შეკრა - მალე დაერქმევა სახელი - მის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაირბინა -მშია - უეცრად ფეხზე წამოდგა -დამსვი მეთვითონ - ვიყვირე როცა გავაცნბიერე რომ ლუკმა ჰაერში ამიტაცა და სამზარეულოსკენ წამიყვანა -მე ცეზარს მოვამზადებ - თქვა და გამეკრიჭა, მას შემდეგ რაც ძირს დამსვა -მე მოგეხმარები, თუ რათქმაუნდა შეიძლება - საწყლად გავიღიმე -არა, შენ სხვა რამე მოამზადე, ვისიც უფრო გემრიელი იქნება 1 სურვილს მოიგებს -კარგი სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყეთ. კერძი უკვე მომზადებული მქონდა, როცა ტელეფონზე ბარბარამ დამირეკა და მომიკითხა. სამზარეულოში დაბრუნებულს მაგიდა გაწყობილი დამხვდა, მხოლოდ ჩვენი მომზადებული კერძები აკლდა. პირველი ჩემი რავიოლე იყო რიგში, შემდეგ კი ლუკის ცეზარი, ასე გადაწყდა როცა გავითვალეთ -ვაიმე ღმერთო, როგორი მარილიანია, გთხო წყალი, ჩქარა - ლუკმა ყვირილი დაიწყო როგორც კი ჩემი ნახელავი დააგემოვნა. სული როცა მოითქვა, კმაყოფილმა შემომხედა -მე მოვიგე - გამეკრიჭა -არა ეს თაღლითობაა, არ ყოფილა მარილიანი, ეს შენ გააკეთე, შენ ჩაყარე მარილი, როცა გასული ვიყავი, თაღლითი ხარ ლუკ სმიტ - გაბრაზებული სახე მივიღე -არ ვიცი რაც გინდა ის დამიძახე, მაგრამ მე მოვიგე 1 სურვილი და უნდა შემისრულო, პატარავ - ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და ჰაერში ამიტაცა. თავი 14 -ლუკ, არ მომწონს ეს კინო - ამოვიბუზღუნე, მან კი უბრალოდ ხელის მარტივი მოძრაობით ტელევიზორი მთლიანად გათიშა -ეს რატომ გააკეთე? - აღმომხდა გაკვირვებულს -შენთან საუბარი მირჩევნია ამ უაზრო ფილმის ყურებას, შენი უკეთ გაცნობა მსურს მაგდა - თვალს არ მაცილებდა, ისე მიყურებდა რომ ჩემს მთლიანად გაყინულ გულს გლობალური დათბობის საფრთხე დაემუქრა. თავი დავუქნიე და თვალებში ჩავაშტერდი -მომიყევი შენს შესახებ - მითხრა სერიოზულად -მაიც რა გაინტერესებს? -ყველაფერი - თვალს არ მაცილებდა, მაგრამ მე ჯიუტად არ ვიმჩნევდი -მოყოლას მირჩევნია გაჩვენო, ხვალ თავისუფალი ხარ? - წარბები უნებურად შევჭმუხნე -კი - დაუფიქრებლად მიპასუხა -შემოთავაზება მაქვს - გავიკრიჭე -გისმენ - გაეცინა ჩემს სახეზე -ხვალ ჩემს რეალურ ცხოვრებას განახებ, მომდევნო დღეს კი მე შემოვიჭრები ერთი დღით შენს კომფორტულ ზონაში, ასე ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ - ჩემი ჩეთავაზებით კმაყოფილმა კიდევ ერთხელ გავიკრიჭე და ლუკს შევხედე -შევთანხმდით - ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი -შესანიშნავია - გახარებულმა ტაში შემოვკარი და ბუხართან ახლოს მივიწიე -ლუკ, მსურს დაგეხმაროთ ნიკის შეჩერებაში -არ..... - არ დავასრულებინე -გთხოვ დამაცადე, ვთქვა ყველაფერი და შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - ამ საქმეში უკვე მეც ვარ, შენ გინდა ეს თუ არა. შემიძლია ყველაფერი ისე მოვაწყო რომ ნიკი პოლიციამ პირდაპირ დანაშაულის ადგილზე აიყვანოს. ამის შემდეგ კი დაწყნაებული ვიქნები რომ ყველა უსაფრთხოდაა, შემდეგ კი მე შემეძლება ჩემი ოჯახის მკვლელის პოვნა და მისი თავიდან მოცილება. -მაგდა არ მინდა ამაში ჩაერიო - გაბრაზებლმა გამოსცრა კბილებში -არც მე, არც შენ და არც ბიჭები ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, უფრსწორად ირიბად ჩავერევით ნიკის "განადგურბის" ოპერციაში -ეს როგორ?..... - გვერძე მომიჯდა და მიმიხუტა -როცა იმ პატარა ოპერაციის განხორციელება დავაპირე, ნიკის ყველანაირი ინფორმაცია შევისწავლე, ყველაფერს ისე აკეთებს რომ თვითონ არ გამოჩნდეს, ის მუდამ ჩრდილში დგას. მაგრამ არის ერთი საქმე რაშიც სხვას არ ენდობა და ყოველთვის თვითონ იღებს საკუთარ თავზე. მოკლედ: ორ კვირაში დაგეგმილი აქვს საკმაოდ სარფიანი გარიგება, საქმე ძვირადღირებული მარკის ავტომიბილებს ეხება. აქ მთელი სისტემაა დაწყებული მანქანის ქურდიდან დამთავრებული მყიდველით. ავტომობილის მოპარვის შემდეგ რამდენიმე თვით მალავენ სადღაც ისეთ ადგილას სადაც ვერავინ მიაგნებს, ხშირ შემთხვევაში გარაჟებს ქირაობენ და იქ აჩერებენ. ყველა მანქანას თავის სპეციალური კოდი აქვს, ისინი მას ცვლიან, უხეშად რომ ვთქვათ მაგ: თუ მანქანის კოდში ურევია ციფრი 3-ი სპეციალისტები მას არტყავენ 9-იანს, რათა საზღვარზ გადატანისას ავტოექსპერტმა ეჭვი არ აიღოს და ქვეყანაში უპრობლემოდ შეუშვას. მე ყველა მანქანის ინორმაცია ვიპოვე თითქმის ყველა გერმანიიდან არის. შეგვიძლია დაზვერვას ანონიმურად გავუგზავნოთ ინფრმაცია, ისინი ჩვენს დახმარებას შეძლებენ - დავასრულე მონოლოგი და ამოვისუნთქე. -მაგდა, შენ შესანიშნავი ხარ! ...... როცა უკან დავბრუნდებით ყველაფერს ბიჭებთან ერთად გადავწყვეტთ - ლოყაზე მისი რბილი ტუჩები ვიგრძენი, დამაჟრჟოლა ეს ისეთი უცნაური გრძნობა იყო, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუკს შეუძლია ჩემი ღიმილის გამომწვევი მიზეზი გახდეს, ერთი უბრალო მოქმედებით. -იცი მეძინება - ავხედე, რატომღაც ყელში ვაკოცე, შემდეგ კი ლოყასთან გადავინაცვლე, მასზე რომ ვმოქმედებ მომწონს -კარგი წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ - შებლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა. მეორე სართულზე ავედით. ჩემი ოთახი დიდი და კომფორული აღმოჩნდა -მე დაგტოვებ, ტანსაცმელი კარადაშია, შეგიძლია ჩაიცვა - ცოტა დავიბენი -მოიცა, შენ გოგოს ტანსაცმელი რაში გჭირდება? - გაკვირვებულმა შუბლი შევჭმუხნე -არამგონია მე გოგოს სამოსს ვიცვავდე მაგდა - გაეცინა - ჩემი ტანაცმელი დევს ნუ დარდობ ყველაფერი ახალია - ნიშნისმოგებით მითხრა და კმაყფილი მზერა მესროლა. ერთი შევუბღვირე და სააბაზანში შევედი. უკვე თმას ვიშრობდი ლუკმა რომ შემოიხედა -შეიძლება? - მკითხა და გაიკრიჭა -შემოდი - გამეცინა, მას რომ ვუყურებ ღიმილის შეკავება მიჭირს -უბრალოდ ტკბილი ძილი მინდოდა მესურვებინა - კეფაზე ხელი ნერვიულად მოისვა -ლუკ რაღაც მინდა გთხოვო - საწოლში შევწექი და სმიტს შევხედე -გისმენ პატარავ - ჩემს გვერდით ჩამოჯდა და თმა ყურს უკან გადამიწია -შენ უკვე იცი რომ ღამე კოშმარებ მესზმრება -თავი დამიქნია - არ ვიცი რატომ მაგრამ როცა ჩემს გვერდით დაიძინე იმ ღამით, კოშმარის შემდეგ ძილი ისევ მოვახერხე და მშვიდად დავიძინე, გთხოვ რა დღეს ამ ერთხელ აქ დარჩი - მუდარით აღსავსე თვალებით შევხედე. ის კი უბრალოდ ადგა და ზურგი მაქცია - სულელი ხარ მაგდა - გავკიცხე ჩემი თავი " სულაც არა, შეხედე მას, გამოფხიზლდი! " ჩამძახა ქვეცნობიერმა. უცებ ვიგრძენი საწოლის ჩაზნექვა, გვერდით გავიხედე და ლუკი შემრჩა ხელში. ჩამეღიმა, მესიამოვნა რომ ჩემზე ზრუნავს. -ტკბილი ძილი, პატარავ - მითხრა და გულზე მიმიხუტა - მე ვუდარაჯებ შენს ტკბილ ძილს - ყელში მაკოცა, შემდეგ კი უფრო ძლიერ ამაკრა სხეუზე -რას მიშვრები ლუკ - ამოვიბუტბუტე, მას კი ჩაეღიმა -როცა გიყურებ რატომ მითბება გული, მე ხომ ის სამუდამოდ გავყინე -მაგდა ამას მალე მიხვდები დამიჯერე - ჩემი თმის სურენელი ხარბად შეისუნთქა - ძილინეისა პატარავ! თავი 14 დილით მზის სხივებმა გამომაღვიძა, საათი 09:30 წუთს აჩვენებდა. როცა უფრო კარგად გამოვფხიზლდი, მივხვდი რომ რაღაც სიმძიმე მეწვა ზედ. გვერდით გავიხედე და დავინახე ლუკი რომელიც ისე ძლიერ მეკვროდა რომ გეფიცებით სუნთქვა სერიოზულად გამიჭირდა. ჩემდა უნებურად მისი სახის შესწავლა დავიწყე, ისე გამიტაცა ამ ყველაფერმა რომ ვერ შევამჩნიე როგორ გაახილა თვალები -მაშტერდები - ოთახში ლუკის ძილისგან დაბოხებლი ხმა გაისმა -თვალები იმტომ გვაქვს რომ ვუყუროთ იმას რასაც გვსურს - მის მკერდზე თავი კომფორტულად მოვათავსე და თვალები დავხუჭე -ლუკ? -ჰმ... -ვეღარ ვსუნთქავ, ხელებს ძალიან ძლიერ მიჭერ - გამეცინა -ოჰ არაუშავრს - ურო მიმკრა სხეულზე და ტუჩები შუბლზე მმაწება შემდეგ ხელი გამიშვა, მეც საშუალება მომეცა და სააბაზანშ შევედი. წყალი გადავივლე, თმა გავიშრე. ოთახში დაბრუნებულმა ლუკის კარადა გამოვაღე, მისი შავი ჯინსის შარვალი და ლურჯი სვიტრი ავიღე, ჩემი კედები მოვირგე და პირველ სართულზე ჩავედი, პირდაპირ რეისით სამზარეულოსკენ გავემართე. -მეც მინდა - შეკრთა, ალბად არ ელოდა ასე მალე რომ ჩამოვიდოდი. მიყურებდა და იღიმოდა -ამის შემდეგ სულ ჩემი ტანსაცმელი უნდა ჩაგაცვახოლმე - გამეკრიჭა -და ჩემსას რას ერჩი? - ცოტა მეწყინა -მომწონს როცა ჩემი სამოსი გაცვია - ისევ და ისევ გამეკრიჭა -კარგი მაშინ ახლა საძინებელში ავალ და ბარგს ჩავალაგებ - გაკვირვებულმა შემომხედა არ ელოდა ჩემს ასეთ სერიოზულ ხმის ტონს -შენს ტანსაცმელს ჩავალაგებ და სახლში წავიღებ - ჩავიხითხითე -ძალიან კარგი - ხელი ჩამჭიდა და მეორე სართულზე წასვლა დააპირა -მოიცადე ჯერ ვჭამოთ ძალიან მშია - საწყალი სახით შევხედე. ასე მხოლოდ ლუკთან ვარ, მასთან ყველაფერი ცუდი მავიწყდება, სახე კი ბედნიერებისგან მიბრწყინავსხოლმე. ლუკი მაბედნერებს აი რატომ მჭირდება ის. -მალე მოგიწევს წაგებული სურვილის შესრულება - ხელი სახეზე ჩამომისვა და ეშმაკურად გამიღიმა ******* -წამოდი დროა შენს ცხოვრებაში შემვიჭრა - ლუკი მანქანისკენ გაემართა საჭესთან უნდა დამჯდარიყო როცა შევაჩერე -არა არა ბატონო სმიტ, საჭესთან მე ვჯდები - ერთი ამოიფრუტუნა და მანქანას შემოუარა. უკვე ნახევარი საათია გზაში ვართ! სიჩუმე მე დავარღვიე -ახლა მივდივართ იქ სადაც ამ ბოლო დროს ხშირად დავდივარ -სად..... - შემომხედა და დამაკვირა -იქ სადაც ყველაფერს ვივიწყებ ლუკ. იქ ვივუწყებ ჩემს საშინად დამღლელ ცხოვრებას. თითქოს ყველაფერი ქრება და მხოლოდ მე ვრჩები, მავწყდება ყველანაირი ტკივილი და დარდი ჩემი წარსულისა. ვიცი ეს ზედმეტად დრამატულად ჟღერს, მაგრამ ჩემი ცხვრება ხომ ტრაგიკმედიაა, ირონიული და დრამატული - არაფერი უპასუხია, არც იყო საჭირო. მალე მივედი დანიშნულების ადგილზეც -გამომყევი - ხელი ჩავჭიდე და შიგნით შევიყვანე -ჯონ როგორ ხარ? - ვკითხე ჩვენსკენ მომავალ მამაკაცს, რომელიც გაკვირვებული მაგრამ ღიმილიანი სახით მოგვიახლოვდა -კარგად, კიდევ კარგი მოხვედი უკვე დარეკვას ვაპირებდი, შენი სათამაშო მზად არის, დროა გამოსცადო და თქვა რას ფიქრობ - მისი ხრინწიანი ხმით მითხრა სათქმელი და გასაღები გამმიწოდა -მადლობა, სად არის? - აქეთ-იქით მიმოვიხედე -სასტარტო ხაზზე დგას უკვე და გელოდება - თქვა და წავიდა, მეკი ლუკისკენ შევბრუნდი, ხელი მოვკიდე და უზარმაზარ ფანჯარასთან მივიყვანე -ვცდილობ არასდროს ვიარო ძალიან სწრაფად დასახლებულ პუნქტებში, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მაინც ეს შევასრულო - - კარგი ამომყევი -მენდობი? - ვკითხე იმედიანი თვალებით, უბრალოდ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად სიჩქარეს ვუმატებდი უფრო და უფრო, ღმერთო რა სასიამოვნო შეგრძნებაა. ადრენალინი რომელსაც მთელი სხეული აქვს მოცული. ლუკს შევხედე, ყველა ჩემს მოძრაბას აკვირდებოდა, სახეზე კი სასიამოვნო ღიმილი ეპარებოდა. სულაც არ იყო დაძაბული, არ ადარდებდა საჭესთან რომ ქალი იჯდა. -მანქანის ტარება პაპამ მასწავლა, როცა 11 წლის ვიყავი, ყოველთვის მეუბნებოდა " მანქანა კაცივით უნდა მართოო " ეს სიტყვები გონებაში ჩავიბეჭდე და კარგად დავიმახსოვრე. მანქანის მართვის დროს ან ნებისმიერ სხვა მომენტში არ ღირს აყვე ემციებსა და ინპულსს, ამის გამო ბევრს უგრძნობიც ვგონივარ, მაგრამ ყველაფერს ისე ვგრძნობ როგორც სხვა, უბრალოდ არ შემიძლია ვინმეს ჩემი ემოცია ან თვალზე ცრემლი დავანახო. თითქოს მეშინია - ამოვიხრე -საყვარელ ადამიანს რას არ აპატიებ? - უეცრად მკითხა, ამას არ ველოდი მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ ვუპასუხე -ტყუილს ვერ დავივიწყებ. პატიებას კი რაც შეეხება, მე ვინ ვარ რომ სხვა განვსაჯო და არ ვაპატიო. ლუკ, თქვა გაპატიე მარტივია, დავიწყება კი ძალიან ძნელი ამას ახლა ვამბობ მაგრამ არ ვიცი რას ვიზავ როცა დედას მკვლელს ვიპოვი - მწუხარებისგან თავი გავაქნიე, ძარღვები დამეჭიმა ამის გახსენებისას. გონს ლუკის ხმამ მომიყვანა -ღალატზე რას იტყვი? -ამას რატომ მეკითხები? - მაინტერესებდა მიზეზი ასეთი კითხვების დასმისა -შენი აზრი მაინტერესებს - წარბშეუხრელად მომიგო -ღალატი ტყუილთან ასოცირდება, ჩემთვის ეს სიყვარულის ყტუილია, ნდობის ბორტად გამოყენება -საინტერესო ადამიანი ხარ, იცი რატომ გკიხე? მსურდა გამეგო რას ფიქრობდი ამ ყვეაფეზე -და რა გაიგე? - გამეღიმა -გავგე რომ მე და შენ ერთნაირად ვფიქრობთ, აი მიზეზი იმისა თუ რატომ ვუგებთ "მაინც" ერმანეთს - მის სახეს ღიმილი მოეფინა და წინ გაიხედა. ფინიშის ხაზი მალე გამოჩნდა, მანქანას საკმაოდ სწრაფად ვმართავდი, მაგრამ საუბარში ეს ხელს არ გვიშლიდა. ******* ლუკს ყველა ჩემი საყვაელი ადგილი ვანახე. ბევრ ვისაბრეთ რის შედეგადაც ერმანეთი უკეთ გავცანით. ბოლოს ჩემთვის ერთერთ ყვეაზე მნიშვნელოვან ადგილას მივიყვანე, ქალაქის გარეუბანში. ლუკს ცოტა გაუკვირდა, აქ რა გვესაქმებდა -გამომყევი - ხელი ჩავკიდე და წავიყვანე -ეს რა არის? - მკითხა რდესაც დანიშნულების აგილა მივიყვანე -გრაფიტია ლუკ -არა, აქ რატომ ვართ? -რას ფიქრობ, მოგწონს? - დამაინტერესა მისი აზრი -შესანიშნავია, უდაოდ ნიჭიერია ის ადამიანი ვინც ეს დახატა - ამ ყველაფერს ისე გულწრფეად ამბობდა მესიამვნა, ნამუშევრებს კი თვალს არ სწყვეტდა -მადლობა - გავიღიმე მის ნათქვამზე -რისთვის? - ახლა უკვე მზერა ჩემზე გადმოიტანა -გულში რასაც ვინახავდი, ყველაფერი აქ გადმომქონდა: ტკივილი, დარდი, სინანული, იმედგაცრუება..... ყველაფერი აქ გადმოვიტანე. ეს ნახატები კედლებზე ჩემი სულის სარკედ ვაქციე, ჩვეულებრივი გამვლელი გაივლის და მხოლოდ ფერად გრაფიტს დაინახავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩემი სულიერი ტკივილის ანარეკლია, რომელიც გულში ვეღარ დავიტე და თავის განსათავსუფლებლად ამ ხერხს მივმართე. საღამოობით, ჩუმად მოვდიოდი და ვხატავდი. ორ დღეში ერთხელ ყოველ დილას აქ მცხოვრებ ხალხს ახალ-ახალი ნახატები ხვდებოდა, რომელიც ანონიმური იყო, არავინ იცის ვინ არის უბრალო ქუჩის მხატვარი -ახლა უკვე იცის -კი შენ იცი -ნანობ რომ მითხარი? - სევდიანად გამიღიმა -არცერთი წამით - მთელი სხეულით ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემეხუტა -შესანიშნავი ხარ! - ყელში ცხელი კოცნა დამიტოვა თავი 16 ლუკ გაიღვიძე..... - დავუყვირე და თავზე დავადექი. ხმას არ მცემს -ლუკ.... - შევანჯღრიე, ისევ არაფერი -კარგი, შენ მაიძულე - თავი დანანებით გავაქნიე და ბორუტულად გავიღიმე. წასვლა დავაპირე, მაგრამ უცბად მკლავზე ძლიერი ხელი ვიგრძენი, დამქაჩა და წამებში მის მკლავებში აღმოვჩნდი -რას აპირებდი? -არაფერს, რას ვაპირებდი? - თავი გამოვიშტერე -დაისჯები ამისთვის - უფრო ძლიერ მიმიკრა მკერდზე -როგორ მიყვარს შენი სურნელი, ყველასგან განსხვავებული და მადის აღმძვრელია - კისერზე მისი სუნთქვა ვიგრძენი. ვერასდროს წარმოვიდენდი ბედნიერება თუ ჩემს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვიდოდა, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. ბედნერებაა ახლა ეს წუთი, რომელიც უკვე ძალიან მივარს. მიყვარს ეს გრძნობა, მიყვარს ჩემი გული წამში 2-ჯერ რომ ძგერს ლუკთან სიახლოვის დროს. მაბედნიერებს მისი ანთებული თვალების ყურება, მისი ბედნიერი სახის დანახვა. მიყვარს მისი ყოველი შეხება, რომელიც ჩემში ქაოსს იწვევს. მიყვრს ის რომ ჩემს ბედნიერებას ლუკი ქვია. ******* -სად ვართ? - ვკითხე მაშინ როცა გავაცნობიერე რომ ქალაქიდან საგრძნობად შორს გავედით -ჩემს მეგობრებს სხვადროსაც გაიცნობ, გაიგებ თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს. ახლა კი უბრალოდ მინდა განახო ის ადგილები სადაც ხშირად დავდივარ. -და სად მივდივართ? -მალე ნახავ, მანამდე კი მინდა იცოდე რომ ეს ადგილი ძალიან მიყვარს, ენერგიით მავსებს, აქ შემიძლია ვიფიქრო და გავიაზრო. ნიკმა და რომ მომიკლა გიჟს ვგავდი, არაფერი მშველოდა. ერთხელ მანქანით გამოვედი სახლიდან და უმისამართოთ დავიწყე სიარული აქეთ-იქით, იმ დღეს აღმოვაჩინე ეს ადგილი. მას შემდეგ ყოველ დღე დავდიოდი და რამდენიმე საათით ვრჩებოდი. ახლა კი ვცდილობ ყოველ კვირას ვიარო, რადგან დრო არ მაქვს. იცი ეს მშველის, მშვიდი გარემო ჩემი წამალი გახდა მაგდა. მანქანა გააჩერა და გადავიდა, მეც მას მივბაძე. ცოტახანი ფეხით მივდიოდით გვერდიგვერდ. თავი ძირს მქონდა დახრილი, არ ვიცი რატომ მაგრამ არ მნდოდა მაღლა ახედვა. -თავი ასწიე - უეცრად ლუკის ხმა მომესმა, მეც დავემორჩილე და გარემოს თვალი მოვავლე. დიდ გორაკზე ვიყავით, გარშემო კი ყველაფერი მწვანე ფერში იყო ჩაფლული, ჩვენს უკან ხეები მედიდურად აღმართულიყვნენ და თავს იწონებდნენ. პატარ-პატარა ყვავილებით მოქარგული მწვანე საფარი საოცარ ხიბლს ფენდა გარემოს. ჩიტების ჭიკ-ჭიკი გარემოს ავსებდა სიცოცხლის ენერგიით, ეს ყველაფერი თავს ზღაპარში გაგრძნობინებდა. ჩვენს წინ ლონდონის ხედი შესანიშნავად ერწყმოდა აქაურობას. მდ. ტემზა დინჯად მიედინებოდა ქალაქში, უზარმაზარი შენობები კი ზემოდან დასცქეროდნენ ქუჩებში მოძრავ ხალხს. იქ სიცოცხლე ჩქეფდა, აქედან კი უბრალოდ სიცოცხლეს უყურებდი. სიცოცხლეს რომელიც სანამ დროა უნდა შეიგრძნო, თორემ შესაძლოა დაკარგო და ხელიდან გაგიფრინდეს. -მე შენ არ დაგკარგავ, გიპოვე და არ ვაპირებ შენს დათმობას - თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო - შენ ხარ ჩემი სიცოცხლესთან დამაკავშირებელ ხიდი. შენ მასწავლე, რომ როგორც არ უნდა დაეცე ძირს და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს, გამოჩნდება ვიღაც ან რაღაც რაც გაიძულებს წელში გამართვასა და სიცოცხლის ხელახლა დაწყებას. ჩემთან, შენ გამოჩნდი! ისე შეიჭერი ჩემს გონებაში რომ ვერცკი გავაცნობიერე. როცა აღარაფერი მინდოდა შენი სახელი მახსენდებოდა. მაშინ როცა კოლიდორში დამეჯახე, უზომოდ გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ შენ შემაჩერე. გიყურებდი როგორ მიდიოდი და როგორ დავმშვიდდი ვერ მივხვდი. შენი სახელიც კი არ ვიცოდი, მაგრამ საშინელება რომ მოხდებოდა და ზღვარზე ვიყავი, შენი სახე მიდგებოდა თვალწინ და ეს მამშვიდებდა - არაფერი მითქვავს, უბრალოდ მასთან ახლოს მივედი და ძლიერ ჩავეხუტე. ვიგრძენი მისი გულის ცემა, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს და უზომოდ მათბობს. ******** -წარმატებები - ვუთხარი და ტუჩის კუთხეში პატარა კოცნა დავუტოვე. შემდეგ შევბრუნდი წასვლა დავაპირე, მაგრამ ლუკის ხმამ შემაჩერა -შენ! ჩემს გოგოს ეძღვნება, უკვე დიდი ხანია ჩემი დაგარქვი და ამით ვამაყობ, პატარავ - თვალი ჩამიკრა -ლუკ შენ იცი რასაც ჩემსას დავარქმევ, მას აღარსად გავუშვებ -ჩემი ჩემთან ნდა იყოს და ჩემი უნდა ერქვას - ორივემ ერთად ვთქვით, გაგვეცინა -1....2....3.... გაისმა საყვირის ხმა - ლუკის მანქანა ადგილს მოსწყდა და ელვის სისწრაფით გაიჭრა წინ, მას სხვა მანქანებიც მიჰყვნენ........ გული ამიჩქარდა ძალიან შემეშინდა - ცუდი არაფერი მოხდება, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ - გამამხნევა ქვეცნობიერმა " სათქმელად მარტივია " - შეგიყვარდა! - " ასე ფიქრობ? " ვკითხე გულუბრყვილოდ - დაფიქრდი და მიხვდები, ერთხელ მაინც დაუგდე გულს ყური და დაანებე ფიქრს თავი - დამარიგა ალტერეგომ " და რა უნდა გავაკეთო? " - გადადგი პირველი ნაბიჯი - აქეთ-იქით ნერვიულად დავდიოდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მძულს როცა უსუსური ვარ და არაფრის გაკეთება შემიძლია. " ყველაფერი კარგად იქნება " ვუმეორებდი ჩემს თავს. წუთები საუკუნეებად იწელებოდა. ჰორიზონტზე მანქანა გამოჩნდა. ყველა ინტერესით შესცქეროდა ჩვენსკენ მომავალ მრბოლელს, რომელიც პირველი მოიწევდა ფინიშის ხაზისაკენ. ******* -ლუკ - წამოვიძახე როცა გავაცნობიერე, რომ ეს მისი მანქანა იყო. უცბად მანქანა მკვეთრად მოსრიალდა და ოსტატურად გადაკვეთა ფინიშის ხაზი უკანა ბორბლებით. მანქანის გაჩერება და ბრბოს შესევა ერთი იყო. ლუკი ამაყი გამომეტყველებით გადმოვიდა და ვითომც არაფერიო ისე იქცეოდა. ცოტახანში ჩემსკენ წამოვიდა, სახეზე ღიმილი არ შორდებოდა -გილოცავ! შეუდაებელი იყავი - სახეზე ღიმილმა გადამირბინა - მაგრამ შემეშინდა, ვინერვიულე ლუკ - დაბელ ხმაზე ვუთხარი მხოლოდ მას რომ გაეგო - შემეშინდა - ცოტახანს ვდუმდი " გადადგი პირველი ნაბიჯი " მეც გადავდგი და ხმამაღლა ვაღიარე - შემეშინდა შენი დაკარგვის ლუკ -ჩემი - გაიმეორა -შენი - გამეღიმა -არასდროს წავალ შენგან, სანამ არ მთხოვ გავქრე შენი ცხოვრებიდან -ეგოისტი ვარ ლუკ - გამეცინა - ამიტომ სამუდამოდ დარჩენა მოგიწევს. მასთან ძალიან ახლოს მივედი. წელზე ლუკის ხელები ვიგრძენი. ხელები მის თმებში ავხლართე, ჯერ ერთ ლოყაზე ვაკოცე შემდეგ მეორეზე, შემდეგ ნიკაპზე გადავინაცვლე. ვაწვალებდი მაგრამ ეს მსიამოვნებდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და პირველი კოცნა მომპარა. არა! არა! ოღნდ შენ არა! - ვყვიროდი ბოლო ხმაზე, ამდენი ხნის განმავლობაში ვტიროდი, პირველად ვტიროდი! - შენ არა გთხოვ - ვღრიალებდი ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი - ამისთვის ყველას მიეზღვება, გპირდები ჩემო პატარავ - ამოვისლუკუნე და მის უსიცოცხლო სხეულს ჩავებღაუჭე, ხელები მის სისხლში ამომესვარა, მის დასისხლიანებულ სახეს კი ჩემი ცხელი ცრემლები ეცემოდნენ და კვალს ტოვებდნენ. ყინულივით გაყინულ ხელებს ჩავებღაუჭე და არანორმალური ხმით დავიღრიალე, თითქოს ტკივილისგან განთავისუფლებას ვცდილობდი -მაგდა! მაგდა! გამოფხიზლიდი! ეს მხოლოდ სიზმარია - შორიდან მომესმა ლუკის გაგუდული ხმა. თვალები ნელ-ნელა გავახილე და აკანკალებული ხელი ოფლისგან დაცვარულ შუბლზე მოვისვი - ეს მხოლოდ სიზმარია, დაწყნარდი პატარავ - ზურგით საწოლის კიდეს მივეყუდე და უაზროდ დავიწყე ერთ ადგიზე მიშტერება. ღრმად ვსუნთქავდი, ვცდილობდი გონს მოვსულიყავი. ბოლოს ლუკმა ვეღარ მოითმინა მომიახლოვდა, ჩამეხუტა და ჩემი დაწყნარბა დაიწყო. -ბარბარა! უკვე ერთი კვირაა ის მესიზმრება, განუწყვლეტლივ მის სახეს ვხედავ, მისი ხმა ყოველ წუთსა და წას ჩამესმის, თითქოს ჩემს გვერდით იყოს. მისი მომცინარი სახე ჩემი გონებიდან ვერასდროს ამოიშლება ლუკ, ეს კი ორმაგ ტკივილს მაყენებს. -შენ ამაზე ძლიერი ხარ, ვიცი ამას გადავლახავთ პატარავ! - ჩემს გამხნევებას კვლავ განაგრძობდა. -ლუკ! ჯეკმა ბარბარა ჩემს თვალწინ მოკლა გესმის? ის ხომ ჩემი და იყო, ჩემი და ლუკ. მისი სისხლიანი სხეული უსიცოცხლოდ ესვენა ჩემს მკლავებში. მის მშობლებს მე შევატყობინე ეს საზარელი ამბავი, ჩემი თვალით ვიხილე მათი განადგურებული სახეები, ვუყურებდი და ვხედავდი მათი მოელვარე თვალები, რომლებიც ცეცხლივით გიზგზებდნენ და ცხოვრება უხაროდათ ნელ-ნელა როგორ ჩაიფერფლნენ, მათ ჩემმა სიტყვებმა სამუდამოდ ტანჯვა მოუვლინა. მათ ერთადერთ ქალიშვილს ვერ ვუპატრონე ლუკ. ჩემი ბრალია გესმის? ბარბარა ჩემს გვერდით რომ არ ყოფილიყო ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდა? ვუყურებდი მის დაკრძალვას, მიწას რომელიც რომელიც მას სამუდამოდ გადაეფარა და მთხოვ დავწყნარდე? ჯეკს სამარეს ჩემი ხელით გავუთხრი, ამის პირობას ვდებ ლუკ, არ მოვკლავ ის ჩემი, შენი ან ბიჭების ხელით არ მოკვდება, მას ყველა თავისი ცოდვისთვის მიეზღვება. ტანჯვით ამოხდება სული და ისე ჩაძაღლდება ვერავინ ვერ მიაგნებს - სიმწრისგან ხმას ვეღარ ვიმოჩილებდი უკვე, ვკანკაებდი მთელი სხეულით, ბრაზი და ბოღმა ერთბაშად მაწვებოდა -რას აპირებ? - ზურგით ლუკის მკერდს მივეყუდე -რომელი საათია? - -დილის 6 საათია - აშკარად გაუკვირდა ჩემი შეკითხვა -ბიჭებს დაურეკე სასწრაფოდ, უთხარი რომ ჩემს სახლში მოვიდნენ და შენც გაემზადე - ვითომც არაფერიო ისე ველაპარაკებოდი ლუკს -მაგდა ბოლოსდაბოლოს იტყვი რას აპირებ? - ხმა ოდნავ გაუმკაცრდა. ამოვიოხრე და მის დაბუშტულ ბაგეებზე პატარა კოცნა დავტოვე - ახლა კი უბრალდ გთხოვ გააკეთე ეს - ერთი ამოიბუზღუნა და ტელეფონს გადასწვდა. ბიჭები მართლაც კარგი და მოსიყვარულეები აღმოჩნდნენ, ჯეის საკმაოდ კარგად გავუგე და დავმეგობრდითკიდევაც, ჯორდანი საკმაოდ კარგი ადამიანია " დიდი ბავშვი " ასე მხოლოდ მე ვეძახი, ლუი კეთილი და მხიარულია, მართალია ამ ბოლო დროს ყველას ტკივილი გვდევს თან, მაგრამ მაინც ვცდილობთ რომ ბოლომდე არ დავეცეთ ძირს, რათა ფეხზე წამოდგომა უფრო არ გავიჭირდეს, ადამი - ის ყველას მამაა, მე დასავით მიმიღო რასაცა ძალიან ვაფასებ. ბარბარა - კი ჯეკმა წამართვა, ჩემი პატარა გოგონა ორი კვირის წინ საბოლოოდ დავკარგე, ეს ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სამუდამო დაღი იქნება. -ბიჭები მალე იქ იქნებიან დროა ჩვენც წავიდეთ -ძალიან კარგი - ვთქვი და ფეხზე წამოვიჭერი 20 წუთის შემდეგ - გეგმა მაქვს - ხმამაღა განვაცხადე და მაგიდას ხელის გულებით დავეყრდენი თავი 18 -ეს სარისკოა მაგდა - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ჯეიმ -ეს არ მადარდებს - მკაცრად გამომივიდა მაგრამ სრულებით არ მიფიქრია ამაზე. - მე მაინც წავალ მასთან და საკადრისად დავსჯი ყველაფრისთვის, გინდათ თქვენ ეს თუ არა - ხელი დავარტყი მაგიდას და ლუკს მივაჩერდი - მხოლოდ 23 დღე გვაქვს, შემდეგ კი დავიწყებ გეგმის განხრციელებას -მე შენთან ვარ - წაბშეკრულმა ლუკმა ქვემოდან ამომხედა და მკვეთრი ინტონაციით თქვა სათქმელი -თუ გინდა დამეხმარო, გახდი ჩემი მასწავებელი -არა ეს თვითმკვლელბაა - გაოცება ვერ დამალა ჯორდანმა - მარტო არ გაგიშვებ მასთან, მეც შენთან ვარ - წამოდგა და მომიახლოვდა -მეც - ყველამ ერთხმად წამოიძახა -ერთხელ და სამუდამდ უნდა დასრულდეს ყველაფერი, მეტის მოცდა აღარ შეიძლება ****** ამ ამბიდან თიქმის სამი კვირა გავიდა, დაუღალავად მავარჯიშებდნენ ბჭები, უნდა ვაღარო რომ კარგი მოწაფე აღმოვჩნდი, საბრძოლო ხელობაში საკმაოდ დავვოსტადი. ერთი მთლიან ოჯახი გავხდით, მე ლუკთან გადავედი საცხოვრებლად. ვღელავდი ორ დღეში ყველაფერი უნდა დასრულებულიყო ამიტომ გადავწყვიტე ეს დღე ლუკთან ერთად გამეტარებინა, ამიტომ ვახშამი მოვამზადე ჩვენთვის. საეროდ არ ვარ რომანტიული ადამიანი ამიტომ სადად გავაწყვე მაგიდა, უკვე თებშებს ვდებდი მაგიდაზე როცა ლუკი შემოვიდა, ჩემს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე გაეღიმა -რა კარგი სურნელი დგას, ეს ძალიან უცხოა ჩემთვის -ხო, ეს ქართული კერძია, ჩემი ფავრტი- გავუღიმე -შესანიშნავია ერთი სული მაქვს როდის გავსინჯავ - სწაფად მომიახლოვდა და მოწყვეტით დამეწაფა ბაგეებზე - თუმცა უნდა ვაღიარო რომ შენს ტუჩემს არაფერი შეედრება - მომხიბვლელად გამიღიმა, სკამი გამომიწია და დაჯდომაში მომეხმარა -მადლობა ***** -მზად ხარ? - ჯეის ეტყობოდა რომ საკმაოდ ღელავდა -ისე როგორც არასდროს - თავდაჯერებულმა გავიღიმე და გაზის პედალს ფეხი დავაჭირე. მთელი გზა უხმოდ ვიარეთ, ლაპარაკი არც იყო საჭირო, ყველამ თავისი საქმე საკმაოდ კარგად იცოდა. ადამი, ლუკი, ჯორდანი და ლუი დაცვის თანამშრმლებს მიხედავენ, დამაძინებელი საშუალებები დროს მოგვცემს. მე მძღოლის კოსწიუმი მაცვია, ჯეის კი დაცვის. ორივეს გრიმი გვაქვს გაკეთებული, რათა ჩვენმა ჯეკმა არაფერი იეჭვოს. -იწყება - ვთქვი მთელი სერიოზულობით, როცა დანიშნუების ადგილას მივედით -დრო 11:45 წუთია, ბიჭებს წესით ყველაფერი უნდა მოესწროთ - აღელვებული ჩანდა ჯეი -ყველაფერი კარგად იქნება, დროა ჩვენც ჩავებათ თამაშში - ვთქვი და მანქანა ადგილიდან დავძარი, უკანა კარებიდან შევედით ჯეკის სახლში, გაგვიმართლა რადგან ჯეკის სახლს აქვს სატვირთო ავტმობილისთვის შესასვლელი გზა განკუთვნილი, საიდანაც პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები შეაქვს. მანქანა ჯეკის კარებთან გავაჩერე -12:50 წუთი, აი ეს ღორიც გამოჩნდა - ჯეი მანქანიდან გადავიდა, პიჯაკი შეისწორა და ჯეკს მანქანის კარი გაუღო -დილამშვიდობის სერ - ჩვეული ღიმილი არ დავიწყებია ჯეის. მანქანა ადგილიდან დავძარი და სახლი მალევე დავტვე, რამდენიმე წუთი ჩუმად მივდიოდით, შემდეგ ჯეიმ თავი დამიკრა, ეს კი იმის მაუწყებელია რომ ეს მასკარადი დასრულდა. მანქანის კარებები ჩავკეტე, მინა ჩამოვწიე რმელიც მე და ჯეის, ჯეკისგან გვყოფდა და დამაძინებელი აირი შევუშვით მასთან. ამის შემდეგ მანქანა ადგილს მყისიერად მოვწყვიტე და ტყისაკენ გავაქანე. ორ საათში უკვე იქ ვიყავთ, ბიჭებიც უკვე იქ დაგვხვდნენ ( ზუსტათ 15 წუთით ადრე მივიდნენ ) -მოათრიეთ? - ლუკის ზიზღით სავსე ხმა გაისმა, ჯეიმ თავი დაუკრა -დროზე, მალე გაიღვიძებს - ვთქვი და ჯეკის კარები გამოვხსენი. ეს ტყე ჩვენი ერთ-ერთი სამალავი იყო, ახლა კი ციხედ გადავაქციეთ სპეციალურად ჯეკისთვის, სახლი გისოსებით. -ესეც შენი ოთახი პირუტყვო - ბოხი ხმით წარმოვთქვი ისე რომ ზედაც არ შემხედავს - ბორკილები გაუკეთეთ ფეხზე და ხელითაც მიაბით კედელზე რამდენიმე კვირა ასე იყოს, მერე კი რამეს მოვიფიქრებთ - ამ ყველაფრის შემდეგ მისი საკნის კარები ჩავკეტეთ და გასაღები შევინახე. მეთვალყურე ეყოლება ჯეკს რომელიც საკვებსა და წყალს მიაწვდის, მთლად სადისტებიც არ ვართ. სიკვდილი მისთვს შვება იქნება ასე რომ იტანჯოს მთელი დარჩენილი ცხოვრება. საკანში დაბმის წინ საფუძვლიანად გავჩხრიკეთ და ყველა მისი ნივთი გავანადგურეთ, საკნის გისოსებზე სიგნალიზაციებია, ასევე უამრავი სათვალთვალო კამერა მის საკანში და გარეთ. ხო ზემოთ მეთვაყურე ვახსენე ,,ნეითი" საკმაოდ კარგი ადამიანია, ჯეკმა მას ოჯახი დაუხოცა დედა, მამა, პატარა და და ჯერ არ დაბადებილი ძმა, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელში იზრდებოდა. ნეითი იმიტომ რომ ჯეკი ცბიერია და მეთვალყურის მოსყიდვას შეეცდება. ნეითიც იმის მომხრეა რომ ჯეკმა წვალებით დაასრულოს სიცოცხლე, ამიტომ ყველაფერი რიგზეა. -ჩვენი წასვლის დროა ბიჭებო - ვთქვი და კმაყოფილმა გავიღიმე, ამჯერად მე ლუკის მანქანით გადავწყვტე სახლში დაბრუნება ჩუმად ვისხედით და გზას გავყურებდით უაზროდ -ახლა რას აპირებ? - საუბარი ლუკმა წამოიწყო, მე დავფიქრდი და -დედაჩემის და ჩემი ძმის მკველის დასჯას ვაპირებ - ჩავახველე და ვეცადე ზიზღი და ბოღმა დამეფარა -ამას როგორ აპირებ? - გამომხედა -მივხვდი ვინც არის მათი მკვლელი საქართველო : 12 ივნისი 23:45 -აბა რას ვაპირებთ? - ჯეიმ ვეღარ მოითმინა და დუმილი დაარღვია -გეგმა გვჭირდება - დაამატა ადამმა - სასწრაფოდ -ხვალ მამაჩემი წავა ბარში დასალევად, ყოველი კვირის ბოლოს ბარში მიდის და თვრება ნატანჯი კაცივით - გავიცინე და სიბრაზისგან კბილები გავაღრჭიალე -ანუ იქდან მოგვყავს და მერე უკვე გასაგებია ყველაფერი.... - ფეხზე წამოდგა ადამი და ვისკი დაისხა -მეც დამისხი რა... - შევეხვეწე ბავშვივით -მაგდა - ლუკმა დაიწყო, მაგრამ შვაჩერე -ახლა ეს მართლა მჭირდება ლუკ, ხვალ მამაჩემის წინ უნდა დავდგე და ყველაფრის მოყოლა ვაიძულო - დავდუმდი - ეს ცოტა არ იყოს მტკივნეულია - ამოვიოხრე და ადამის მოწოდებული ვისკის ჭიქა მთლიანად გამოვცალე 13 ივნისი 21:45 -კარგად ხარ? - ჯეი ჩემთან მოვიდა, მაღლიდან დამხედა და ისე გამიღიმა მე როგორც მიყვარს -კი - მოკლედ მოვუჭერი და გვერდზე გავიხედე -ტყუი - დარწმუნებით მომიგო და წარბები შეკრა -მართალი ხარ - შევჩერდი - ძნელია საკუთარ მამას თვალებში ჩახედო რომელმაც..... ფუ ამის... თქმაც კი არ მინდა - ამოვიოხრე - კარგი დროა დავიწყოთ! ჯორდანი და ადამი მანქანაში არიან, ლუი და ლუკი კი უკვე ბარში შევიდნენ, ჩვენც შევალთ და მამაჩემს მოვძებნით - იარაღი შევამოწმე ადგილზე იყო თუ არა და ბარისკენ გავემართე. უხმოდ შევედით შიგნით, სათქმელიც არაფერი იყო ყველამ თავისი პარტია კარგად იცოდა. ბარმენთან მივედით და ვისკი შევუკვეთე, თან იქაურობას კარგად ვათვალიერებდი. უცბად მამაჩემს თვალი მოვკარი, მეგონა რამეს ვიგრძნობდი მაგრამ შევცდი, მწარედ შევცდი, სიცარიელესა და სიცივის გარდა არაფერი არ მიგვრძვნია. გაცრეცილი კუბოკრული პერანგი და შავი შარვალი ეცვა, თავზე კი მისი საყვარელი ქუდი ეხურა. უეცრად ფეხზე წამოვიჭერი და მისკენ გავემართე, ლუისა და ლუკს ჩავუარე, ხელით ვაჩვენე რომ ყველაფერი რიგზე იყო, ნელ-ნელა მივუახლოვდი და წინ ავესვეტე, როგორც ყოველთვის თავი ძირს დაეხარა და არ ანავლებდა გარშემო რა ხდებოდა, სკამი ხმაურთ გამოვწიე რათა მისი ყურადღება მიმექცია. ამომხედა! დამინახა, მაგრამ არ გაკირვებია ჩემი მისვლა. მძიმედ დავჯექი სკამზე და მას შევხედე...... ხმას არ იღებდი თითქოს გაქვავდაო -არაფერს იტყვი? - ცივად მიუგე და ვისკი მოვსვი. ერთხანს დუმდა..... ეს დუმილი კი თითქოს სამუდამოდ გაიწელა.... -გუშინ დედაშენი დავასაფლავეთ .... - გამიკვირდა, მაგრამ დიდად არაფერი .... -დედაჩემმა დიდი ხნის წინ დამტოვა - მივუგდე სიტყვა და დარჩენილი ვისკი მოვსვი -ყველაფერი იცი.... - ისე ამოისუნთქა თითქოს მხრებზე 1 ტონა სიმძიმე ადევსო, მაგრამ მართალიც არის უდიდესი ცოდვა არის მის კისერზე -კი - მოვუჭერი მკაცრად -შეცვლილხარ -შენ შემცვალე - ხელი მაგიდაზე დავარტყი და მისკენ მივიწიე -ძლიერიც გამხდარხარ -მორჩი..... - ცოტა ხმამაღლა მომივიდა - ჩემს ძმასა და დედაზე რას იტყვი -შენი ძმა ნამდვილი ანგელოზი იყო, ორვე ძლიერ მიყვარდა - ამოისუნთქა თითქოს თავის განაჩენს კითხულობსო, აცახცახდა! სასმელი დაეღვარა. შემომხედა და გამიღიმა ისე თითქოს უკანასკნელად იღიმისო - მეამაყები შვილო - ეს თქვა თუ არა მის მკერდზე დიდი წითელი ლაქა გაჩნდა, ფეხზე წამოვიჭერი და მამაჩემს მივვარდი, დავინახე ლუი და ჯეი გარეთ როგორ გარბოდნენ, ლუკი კი წამებში ჩვენთან გაჩნდა. -შენ არ უნდა მოკვდე - ძირს დავაწვინე და ჭრილბა ვუნახე, ეტყობოდა რომ ღრმა იყო -მამა..... - დავიყვირე -აიღე - ამოიხრიალა და ხელში მეხსიერების ბარათი მომაჩეჩა - " მაიძულეს " - ამის თქმაღა შეძლო და ისიც წავიდა, გაკვირვებულმა ლუკს შევხედე და ძირს დავჯექი..... -ეს რა უბედურებაა.... - ამოვთქვი შეცბუნებულმა -სნაიპერმა ესროლა. გაგვექცა! - ლუის ხმა მომესმა -ახლა რა უნდა ვქნათ? - იკითხა ჯეიმ -აქ რაღაც სხვა ამბავია - დარწმუნებით თქვა ჯორდანმა -მართალი აღმოვჩნდი დედაც და ძმაც მამამ მომიკლა, ისევე როგორც პაპა, მაგრამ, აქ დიდი მაგრამაა - გავჩუმდი რათა აზრი დამელაგებინა - ახლა კი ...... დარწმუნებულ ვარ იმ ადამიანმა მოიშორა მამაჩემი თავიდან ვინც აიძულა დედა და ჩემი ძმა მოეკლა, პაპამ გაიგო ეს ამბავი და ისიც გაისტუმეს ამქვეყნიდან.... საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოვიდგენდი.... -რას ვაპირებთ? - იკითხა ჯეიმ -ცხოვრების გაგრძელებას - ვუპასუხე უყოყმანოდ -რა? - გაოცდა ლუკი -ინგლისში დავბრუნდებით და ცხოვრებას გავაგრძელებთ.... ამავდროულად ამ მეხსიერების ბარათში ყველა ინფორმაციას გავაანალიზებ და შემდეგ კი დავიჭერ ჩემი ოჯახის მტერს - ამოვისუნთქე და გაოცებულ ბავშვებს შევხედე -მარტო არა მაგდა - ლუკის ბარიტონი გაისმა -ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ მაგდა - დაამატა ჯორდანმა -ყველა ერთად - ლუიც შეუერთდა -სამუდამოდ - გაიკრიჭა ჯეი -ვიპოვით შენი ოჯახის მტერს -დაამოწმა ლუკმა -ჯეკის რეცეპტსაც გამოვუწერთ - დაამატა ადამმა რომელიც წუთის წინ შემოვიდა და ჩვენი საუბარი გაიგონა -ჯობს წავიდეთ პოლიცია მოდის - გაგვაფრთხილა ლუიმ.... 9 ივლისი 13:46 -მის მაგდა თქვენ უკვე სამი კვირის ხართ - სახე გაბრწყინებული ექიმი მოვიდა ჩემთან და მახაარა ახალი ამბავი. გამიხარდა ძალიან გამიხარდა, მაგრამ შემეშინდა...... საავადმყოფო მალევე დავტოვე და სახლში წავედი... არაფერზე ვფიქრობდი, იცით რა მარტივია ყველაფერი როცა არაფერზე ფიქრობ?! ახლაც სამყაროს გამოთიშული მივუყვებოდი ქუჩებს.... მაგრამ უეცრად არაფერი შეცვალა ყველაფერმა - მე ხომ დედა უნდა გავხდე - გავჩერდი და ინსტიქტურად მუცელზე ხელი მოვისვი " დედა " რა ტკბილად ჩამესმის ეს სიტყვა ყურებში - თუ გოგონა იქნება ბარბარას დავარქმევ, თუ ბიჭი ალექსანდრეს - ამ ფიქრებში გართული სახლში მალე მივედი -გამარჯობა ბიჭებო - სახლში შესულს ყველას მივესალმე და ოთახის ცენტრში დავდქი -ჰეი - ყველა ერთხმად მომესალმა -მაგდა რა სახე გაქვს? რა მოხდა? - ლუკი ფეხზე წამოიჭრა და დაფეთებული მომვარდა. ძლიერ ჩამიხუტა, ღმერთო როგორი მადლობელი ვარ ასეთი ადამიანი რომ არის ჩემს გვერდით -მიყვარხარ სმიტ, უაზროდ მიყვარხარ - ყელში ვაკოცე - ორი წუთით ბიჭებთან დაჯექი, საქმე მაქვს - ამ სიტყვების გაგონებაზე ცოტა დაიზაფრა, მაგრამ დამემორჩილა და მითითებული ადგილი დაიკავა. უხერხულად გავიცინე და თავი მოვიქექე, არ ვიცოდი ეს ახალი ამბავი როგორ მეთქვა მაგრამ -მოდით პირდაპირ ვიტყვი სათქმელს - ყველა მე მომჩერებოდა - ლუკ არ ვარ რომანტიკოსი, არც დიდად მოსიყვარულე, არც კერძების გაკეთება მეხერხება, არც სხვა რამე დადებითი თვისება მაქვს - შევატყვე როგორ ანერვიულდა ყველა, ალბად ჰგონიათ რომ მის მიტოვებას ვაპირებ - მაგრამ მაქვს ერთი დიდი პლუსი - გავიღიმე - მე შემიძლია გაჩუქო პატარა სმიტი....... სამი კვირის არის უკვე და ახლა უცდის რას იტყვის დიდი სმიტი - ლუკს მივაჩერდი მაინტერესებდა ჩემი ნაბოდიალებიდან გაიგო თუ არა რამე -ანუ შენ.... მუცელში.... ჩემი.... პატარა ..... სმიტი.... - დაბნეულად დაიწყო საუბარი, სახეზე კი ფერები გადასდიოდა - მე მამა ტო?! ( აუ მაგრად წავიდა ეს " ტო " |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.