ორში ერთი 17
-არა! არა! ოღნდ შენ არა! - ვყვიროდი ბოლო ხმაზე, ამდენი ხნის განმავლობაში ვტიროდი, პირველად ვტიროდი! - შენ არა გთხოვ - ვღრიალებდი ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი - ამისთვის ყველას მიეზღვება, გპირდები ჩემო პატარავ - ამოვისლუკუნე და მის უსიცოცხლო სხეულს ჩავებღაუჭე, ხელები მის სისხლში ამომესვარა, მის დასისხლიანებულ სახეს კი ჩემი ცხელი ცრემლები ეცემოდნენ და კვალს ტოვებდნენ. ყინულივით გაყინულ ხელებს ჩავებღაუჭე და არანორმალური ხმით დავიღრიალე, თითქოს ტკივილისგან განთავისუფლებას ვცდილობდი -მაგდა! მაგდა! გამოფხიზლიდი! ეს მხოლოდ სიზმარია - შორიდან მომესმა ლუკის გაგუდული ხმა. თვალები ნელ-ნელა გავახილე და აკანკალებული ხელი ოფლისგან დაცვარულ შუბლზე მოვისვი - ეს მხოლოდ სიზმარია, დაწყნარდი პატარავ - ზურგით საწოლის კიდეს მივეყუდე და უაზროდ დავიწყე ერთ ადგიზე მიშტერება. ღრმად ვსუნთქავდი, ვცდილობდი გონს მოვსულიყავი. ბოლოს ლუკმა ვეღარ მოითმინა მომიახლოვდა, ჩამეხუტა და ჩემი დაწყნარბა დაიწყო. -ბარბარა! უკვე ერთი კვირაა ის მესიზმრება, განუწყვლეტლივ მის სახეს ვხედავ, მისი ხმა ყოველ წუთსა და წას ჩამესმის, თითქოს ჩემს გვერდით იყოს. მისი მომცინარი სახე ჩემი გონებიდან ვერასდროს ამოიშლება ლუკ, ეს კი ორმაგ ტკივილს მაყენებს. -შენ ამაზე ძლიერი ხარ, ვიცი ამას გადავლახავთ პატარავ! - ჩემს გამხნევებას კვლავ განაგრძობდა. -ლუკ! ჯეკმა ბარბარა ჩემს თვალწინ მოკლა გესმის? ის ხომ ჩემი და იყო, ჩემი და ლუკ. მისი სისხლიანი სხეული უსიცოცხლოდ ესვენა ჩემს მკლავებში. მის მშობლებს მე შევატყობინე ეს საზარელი ამბავი, ჩემი თვალით ვიხილე მათი განადგურებული სახეები, ვუყურებდი და ვხედავდი მათი მოელვარე თვალები, რომლებიც ცეცხლივით გიზგზებდნენ და ცხოვრება უხაროდათ ნელ-ნელა როგორ ჩაიფერფლნენ, მათ ჩემმა სიტყვებმა სამუდამოდ ტანჯვა მოუვლინა. მათ ერთადერთ ქალიშვილს ვერ ვუპატრონე ლუკ. ჩემი ბრალია გესმის? ბარბარა ჩემს გვერდით რომ არ ყოფილიყო ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდა? ვუყურებდი მის დაკრძალვას, მიწას რომელიც რომელიც მას სამუდამოდ გადაეფარა და მთხოვ დავწყნარდე? ჯეკს სამარეს ჩემი ხელით გავუთხრი, ამის პირობას ვდებ ლუკ, არ მოვკლავ ის ჩემი, შენი ან ბიჭების ხელით არ მოკვდება, მას ყველა თავისი ცოდვისთვის მიეზღვება. ტანჯვით ამოხდება სული და ისე ჩაძაღლდება ვერავინ ვერ მიაგნებს - სიმწრისგან ხმას ვეღარ ვიმოჩილებდი უკვე, ვკანკაებდი მთელი სხეულით, ბრაზი და ბოღმა ერთბაშად მაწვებოდა -რას აპირებ? - ზურგით ლუკის მკერდს მივეყუდე -რომელი საათია? - -დილის 6 საათია - აშკარად გაუკვირდა ჩემი შეკითხვა -ბიჭებს დაურეკე სასწრაფოდ, უთხარი რომ ჩემს სახლში მოვიდნენ და შენც გაემზადე - ვითომც არაფერიო ისე ველაპარაკებოდი ლუკს -მაგდა ბოლოსდაბოლოს იტყვი რას აპირებ? - ხმა ოდნავ გაუმკაცრდა. ამოვიოხრე და მის დაბუშტულ ბაგეებზე პატარა კოცნა დავტოვე - ახლა კი უბრალდ გთხოვ გააკეთე ეს - ერთი ამოიბუზღუნა და ტელეფონს გადასწვდა. ბიჭები მართლაც კარგი და მოსიყვარულეები აღმოჩნდნენ, ჯეის საკმაოდ კარგად გავუგე და დავმეგობრდითკიდევაც, ჯორდანი საკმაოდ კარგი ადამიანია " დიდი ბავშვი " ასე მხოლოდ მე ვეძახი, ლუი კეთილი და მხიარულია, მართალია ამ ბოლო დროს ყველას ტკივილი გვდევს თან, მაგრამ მაინც ვცდილობთ რომ ბოლომდე არ დავეცეთ ძირს, რათა ფეხზე წამოდგომა უფრო არ გავიჭირდეს, ადამი - ის ყველას მამაა, მე დასავით მიმიღო რასაცა ძალიან ვაფასებ. ბარბარა - კი ჯეკმა წამართვა, ჩემი პატარა გოგონა ორი კვირის წინ საბოლოოდ დავკარგე, ეს ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სამუდამო დაღი იქნება. -ბიჭები მალე იქ იქნებიან დროა ჩვენც წავიდეთ -ძალიან კარგი - ვთქვი და ფეხზე წამოვიჭერი 20 წუთის შემდეგ - გეგმა მაქვს - ხმამაღა განვაცხადე და მაგიდას ხელის გულებით დავეყრდენი ბოდიშით დაგვიანებსვის წლის ბოლოს გამოცდებ მაქვს და ვემზადები გთხოვთ ველამ გამოთქვჯთ თქვენი აზრი, კრიტიკას ნ დაიშურებთ გთხოვთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.