შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი" ( 5- ვიღაც საიდუმლოს მალავს )


5-05-2016, 15:37
ავტორი Qetatoo
ნანახია 3 922

- ... და რას ვაპირებთ ? ვაპირებთ ამ სისულელეში ავყვეთ ? ... -ყვიროდა ბაჩანა ბოლო ხმაზე.იმისდამიუხედავად რომ ის იყო პირველი ვისაც ანიმ საიდუმლო გაუმხილა ამ აზრს ვერ ჩაწვდა და დახმარების სურვილის ნაპერწკალიც კი არ გასჩენია.ახლა კი როცა მეწყვილე უმტკიცებდა ის უნდა გავაკეთოთ რაც მას მიაჩნია სწორადო ბრაზი ახრჩობდა.ვინ იყო ეს გოგო ? ყვებოდა ყველაფერს ისე როგორც სინამდილეში იყო ? იქნებ ვიღაც მოგზავნილი იყო,ერთი ორი ყოფილა თუ ?! ნოეს ასეთმა დაუკვირვებლობამ კიდევ სხვა საფიქრალი გაუჩინა მაგარამ ამაზე ყველაზე ნაკლებ ახლა ფიქრობდა.
- არ გინდა ცოტა ხნით მოვიცადოთ ? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,მანამ ამ დგომარეობიდანაც გამოვა,მომხდარსაც გაანალიზებს და დაწყნარდება,იქნებ სულ სხვა მოიმოქმედოს.
-არა ბატონო ნოე ! მე უკეთესი იდეა მაქვს . მივაბრძანოთ განყოფილებაში და ამჯერად სამართლის ფარგლებში ვიმოქმედოთ.გესმის თუ არა რასაც ვამბობ ? არანაირი მაგრამები,გადაწყვეტილია . ახლავე გააგებინე რომ დილით მიგვყავს !
უკმეყოფილო ბაჩანა,რადგან შეხედა მეწყვილე გაჯიქდა და ადილიდან არ იძვრისო თავად წავიდა ოთახის კარისკენ და გაიგონა უკან როგორ მოჰყვა ნოეც. კარი შეაღო და ჩაახველა.ძლივს გაახილა თვალები ანამ,კაგად საერთოდ არ გამოიყურებოდა,მაშინვე მიხვებოდით რომ სიცხემ უმატა.
-მოკლედ , ხვალ განყოფილებაში მიგიყვანთ და იქ ყველაფერი გადაწყდება,გვაპატიე რომ ამდენი გაწვალეთ ჯობდა თავიდანვე ეს გადაწყვეტილება მიგვეღო და ყველაფერი ყველა აპექტში უმტკივნეულოდ მომხდარიყო...-ანიმ ჩაახველა და რადგან სიტყვა ვერ წარმოთქვა მხოლოდ მწყრალად გადახედა,იყო უფრომეტი ამ გამოხედვაში ვიდრე წყრომაა,თითქოს მუქარამაც კი გაიელვა,კიდევ ერთხელ ჩაახველა და ხრიალით ალაპარაკდა საწოლზე ძლივსძლივობით წამომჯდარი.
-განყოფილება ? ოჯახის წევრები თვალწინ დამიხოცეს გგონიათ ეს იდიოტი პოლიციელები მიშველიან ? და რას იზამენ ?ობლად გამომაცხადებენ და ობოლთა თავშესაფარში მიკრავენ თავს,იცით იქ რა ხდება ? სიბინძუე ძალადობა და უყურადღებობა,ძალიან მარტივად მომიგდებენ ხელთ და მომკლავენ,მომკლავენ გესმით ?
-ვერაფერს დაგიშავებენ,მთავარია პოლიციამდე მიგიყვანოთ და ყველაფერი თქვა.თქვა ისიც როგორ გეშინია და ...
-დაგადანაშაულებთ . გეფიცებთ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი თქვენი მოწყობილია,ვიტყვი რომ მთელი ოჯახი დამიხოცეთ და მერე ...
-მერე მოგიყვანეთ საკუთარ სახლში და ოპერაცია ჩაგიტარეთ , რომ გადაგვერჩინე ...
-დიახ,იმიტომ რომ ჩემგან მამაჩემზე ინფორმაცია გჭირდებოდათ , მცემეთ ჩემი გაუპატიურება დააპირეთ . ყველაფერს ვიტყვი ...
- ჯერ ერთი ანაბეჭდები იქნება ბინაში სადაც ეს მოხდა,მერე მეორე ავარიაა მომხდარი და ამასაც აღმოაჩენენ,შენ კი ძირფასო მხოლოდ ჭრილობები გაქვს რასაც ადვილად გაარჩევენ ძალადობის კვალისგან თან რამდენი წლის ხარ , იქნები მხოლოდ 17-ის არა ?! მაგრამ მაინც ვაფასებ შენს მადლიერების გრძნობას . ე.ი ხვალ დილით ადრე ...
გაქვავებული ანი რომელიც ხმასაც ვეღარ იღებდა უეცრად იმ პატარა მხეცად გადაიქცა მანქანაში რომ გააღვიძა.ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა,აზრი დაიკარგა და შეგრძნებები გაქრა,დარჩა მხოლოდ უსულო სხეული რომელიც ინერციის ძალამ უკან წაიღო და ზურგით დაახეთქა საწოლს.ამჯერად სიკვდილი ისევ ისე ახლოს იყო როგორც სულ რამდენიმე ხნით ადრე.გონება დაკარგა.
ნოე მაჯას ასწვდა და წამში გადასძახა გაქვავებულბაჩანას პულსი არ აქვსო,შუბლზე ხელი დაადო და იწვისო განაცხადა.ამჯერადვ გამოცცხლდა ერთ ადგილს მიყინული,ბებურიშვილის ზედა ასწია და დაინახა რომ ნახვევების გარშემო სიწითეები ყო,რაც იმას გულისხმობდა რომ მათ ქვეშ საშინელი რამ იყო.სახვევი მოაშორა და არაამქვეყნიური ხმით დაიღრიალა ერთ-ერთმა სპირტი მოიტანეთო.სახეგაფითრებული ქალბატონი შემოვარდა ბამბით და სპირტით,ბამბას ვინ დაგიდევდათ ერთიანად დააღვარა ჭრილობას ბაჩანამ,ხელები აუთრთოლდა როცა კანის შეხებისას ტემპერატურა იგრძნო.იქვე კომოდზე დადებულ ჯამს დასწვდა და რადგან ცივი წყალი დაიგულა შიგ ამჯერად ცივი საფენები დაადო შუბლზე.
-კარგი ასე ვიქცევით , აბაზანა თბილი წყლით აავსე გესმის ? შენ კი მომეხმარე გავხადოთ ... - "გაგიჟდი"? იყო ქალის პასუხი მაგრამ რადგან იგრძნო არ ხუმრბეო მაშნვე გავარდა ოთახიდან,ახლგაზრდაც გაბრუნდა უხერხულად შეშმუშნილი,ბაჩანამ ნოეს თანხმობისთვის გადახედა როცა იგრძნო რომ მხარდაჭერა ჰქონდა ბებურიშვილის ზედა წამში აღმოჩნდა იატაკზე.
- დარწმუნებული ხარ რომ სისულელეს არ ვაკეთებთ?
-სამედიცინო არ დამიმთავრებია მაგრამ რატომღაც მჯერა რომ თბილი აბაზანა კი არ გააცივებს ზედმეტ ტემპერატურას დააკარგვინებს...-იყო პასუხი და წამში აიტატა პატარა ბავშვივით.აბაზანაში ჩააწვინა და თავი ფრთხილად დაუკავა.
წუთების განმავლობაში ელოდებოდნენ,ნელ-ნელა ტემპერატურამ ქვემოთ დაიწია რაც აშკარად შესამჩნევი გახდა კანთან შეხებისას.როცა ანამ თვალები გაახილა,მაშინ ერთიანად დაძაბული ბიჭების სხეულები მოეშვნენ და ნოეს შვების შეძახილიც კი აღმოხდა.ბებურიშვილმა ირგვლივ ყოველივეს დაბინდული მზერა მიმოავლო და თვალები დაღლილობისგან თავისით დაეხუჭა.არაფრის თქმის ან მტკიცების თავი არ ჰქონდა.მხოლოდ ისღა იგრძნო რომ წყალში მის გარდა კიდევ სხვისი ნაწილიც ჩაიძირა,მერე შეხება იგრძნო სუსტ წელზე და რაღაცამ მთელი ძალით აისროლა ჰაერში,თბილ სხეულს აეკრა და რაღაცის ბაგა-ბუგი იგრძნო.თავი მშვიდად მიადო და რატომღაც დამშვიდდა.ლოგინში ჩააწვინეს,პისახოცით შეამშრალეს და მას შემდეგ რაც თავადაც მოკეთება იგრძნო და სხვებმაც მისი მარტო დატოვება ამჯობინეს,მიხვდა ალაპარაკების დროაო.კარისკენ წასული ნოე მოტრიალდა როცა ძალიან ჩუმი ხმა მოესმა.
- 17 წლის ვარ , ძალიან მალე გავხდები სრულწლოვანი,მანამ კი მჭირდება თავშესაფარი მაგრამ არა ისეთი არასაიმედო როგორსაც სახელმწიფო მპირდება.თქვენ არ გესმით რომ მე სიკვდილზე უფრო საშინელი მომელის.საკუთარი თავისთვის რომ არ მეშველა ახლა თქვენ წინ გოგო კი არა, გაუბედურებული ქალი იწვებოდა...შეიძლება ფიქრობთ სიკვდილის შიშმა დააპანიკაო,მაგრამ არსებობს რაღაც რაც სიკვდილზე საშნელია,მითუმეტეს ქალისთვის და იცით რასაც ვგულისხმობ....არა აქვს მნიშვნელობა რას იზამთ ხვალ,ჩათვლით რომ ჩემი განყოფილებაში წაყვანით კეთილ საქმეს გააკეთებთ თუ ცუდს,ამაზე საფიქრელად დრო არ გექნებათ რადგან შედეგები აღარ იქნება.მირჩევნია საკუთარი თავი მოვკლა ვიდრე მათ საჯიჯგნად მივუგდო .
შუაღამე იყო ნოე,რომ ნათელას შეძახილმა გამოაღვიძა.ქალი მის მკლავს ეჯიკავებოდა და თან დაუსრულებლად ჩურჩულებდა რაღაცას.თვალები მოიფშვნიტა და ნამძინარევი ხმით მოთხოვა წესიერად ამიხსენიო,მერე კი როცა გაიგო გოგოს ჭრილობა გაეხსნა და სისხლი ისევ სდიდო ფეხზე გველნაკბენივით წამოვარდა,უფრო დაკვირვებით მოუსმინა ნათელას და პარალელურად წავიდა ოთახისკენ სადაც ბებურიშვილი ეგულებოდა.შიგნით შევიდა,საწოლს მიუახლოვდა და პრაფირებულმა ინსტიქტურად მოაშორა სხეულიდან ზეწარი.თვალებში უცნაური ზიზღი გაუკრთა სისხლთან ერთად ყვითელი წებოვანი მასის დანახვაზე,გოგოს დააკვირდა ტკივილისგან უკვე გონებას რომ კარგავდა და ბოდავდა.ნათელას უთხრა ბაჩანა გააღვიძეო,ნათელამ ახარა უკვე ფეხზეა და მოემზადე რაღაც საშინელების გაკეთებას გეგმავსო.მესხიშვილი საცოდავი თვალეით მიაჩერდა იმ არსებას განუსაზღვრელ ტკივილს რომ იტანდა,ეს თავადაც გამოეცადა და იცოდა რა გაუსაძლისი იყო.დიდ ხანს არ ჰქოდა გავლილი თავართქილაძე რომ შემობრძანდა აღელვებული გამომეტყველებით და უცნაური აღჭურვილობით.გოგოსკენ დაიხარა და შეეცადა ხმამაღალი შეძახილით მისი ყურადღება მაქსიმალურად თავისკენ მოემართა.
-მისმინე ანი , ახლა უნდა მომეხმარო გესმის? საშინელი რაღაც უნდა გავაკეთო,როგორც მამაცმა გოგომ უნდა აიტანო ! ... ეს ხელოვნური კბილებია , მინდა რომ ტკივილისგან კბილები არ ჩამოიფშვნა , ხელზე ნაჭერს შემოგახვევ,როცა გეტინება მოქაჩე,ამით ყურადღებას გადაიტან ... შეეცადე მომისმინო,გთხოვ .
მერე მოუთმენლად წამოდგა და ისევ ნივთებისკენ დაიძრა,დაბნეული ნოე მიუახლოვდა და ახსნა მოთხოვა.
-ჭრილობები გაეხსნა , ჩირქი უნდა ამოვიღო და გავკერო,ერთი დიდი ჭრილობაა,აქამდეც უნდა გაგვეკერა.
მესხიშვილს მზერა შეეცვალა,ამჯერად ზუსტად ის იყო ვინც სასახურში.ადამიანობისა მის სახეს აღარაფერი ეტყობოდა,მხოლოდ იმასღა ფიქრობდა რომელი მხრიდან ჯობდა მიდგომა გოგოს გასაკავებლად.ისღა გაიგო,როგორ იკითხა ბაჩანამ მზად თუ ხარო და ანამ ამოიხრიალა რაღაც მსგავსი- " აზრი არ აქვს,უარესი მომელისო " , მისდა გასაოცრად თავართქილაძემ უპასუხა,მთელი აგზნებით,იმედით და რაღაც დაპირებისმაგვარით :
-თუ გაუძლებ ყველაფერს გავაკეთებ .
პირველად უცხო შეგრძნება იყო ცივი ნაჭრის შეხება,მაგრამ მას შემდეგ რაც ჭრილობის ქვეშ იგრძნო ყველაფერი დატრიალდა.ფლეთდნენ ნაწილებად და თითქოს ჭუჭყიანი ჭიქა ყოფილიყოს სველი ნაჭრით ასუფთავებდნენ,თავიდან გმინავდა ბებურიშვილი,ეიფორიაში მყოფი ალაგ-ალაგ გრძნობდა ამ უბედუებას,მაგრამ მას შემდეგ რაც ცხელი ნემსი მისი ხორცის ნაჭრებს დასწვდა და მშიერივით დაეძგერა მთელი სხეული დაეძაბა,აკავებდნენ და მაინც იკლაკნებოდა,მთეი ძალით ეჭიდებოდა მკლავებზე შემოხვეულ ზეწარს და ხლებს იტყავებდა,კიოდა თუმცა ხშირ შემთხვევაშ ეს ხრიალში გადადიოდა.
წამება იმით გასრულდა რომბოლომდე გასტანა და ხრემლების ღვრით,კივილით ამ ამაზრზენი ტკივილის შეგრძნებით ბოლოში გავიდნენ,ძალა გამოაცალეს,ბინტით შეუხვიეს და მალამოთი დაუმშვიდეს,ისე უფეთქავდა მუცლის ეს არე გეგონებოდათ უროს წამში ათჯერ ურტყამენო.შურისძიება კი არა სიკვდილსღა ნატრობდა ოღონდ ეს აღარ ეგრძნო.არავის შებრალებია,ყველა, ნათელაც კი თითქოს დიდ აიზბერგად გადაიქცაო და მხოლოდ იმასღა ცდილობდნენ ბევრი არ ემოძრავა და ნემსი სწორად მოეხმარათ.
უკვე თენდებოდა ყველაფერი რომ მიწყნარდა.ოთახის კარი გამოიხურეს და ჭუჭყიან ნაჭრებს ბუხარში შეუძახეს.ბაჩანა,მთქნარებას რომ ძლივს იკავებდა თავის ოთახის გზას გაუყვა მაგრამ წამოწეულმა ნოემ შეაჩერა და უხეშად აჯახა - " მიგვყავს დღეს ? "
-არსად არ მიგვყავს ! მის გადასარჩენად უკვე იმდენი გავაკეთე ლამის ცოდვები გამოვისყიდო,ამ შრომას წყალში ვერ ჩავაყრევინებ ვიღაც სადისტ ნაძირლებს.
- ესეიგი ვზრდით ?!
-მეძინება , მოდი ჯერ გადავარჩინოთ . სხვაზე ფიქრისთვის დრო თავზე საყრელად გვაქვს.

პ.ს ბავშვებო აქამდე არ მომინდომებია მინაწერის დატოვება,ახლა კი რომ არ დაიბნეთ გაგიმხელთ რაღაცეებს , მთავარი აზრი ამ "ნამუშევრისა" არის საბჭოობის პერიოდისთვის დამახასიათებელი ახალშობილთა გასხვისების სააშკარაოზე ფართოდ გამოტანა და ხაზის გასმა იმ მოვლენისთვის,რომ ზოგჯერ მშვენიერი საქმიანობა ხანდახან უკან ბინძურ და სასტიკ საქმეებს მალავს (ამას ოდნავ მოგვიანებით თავადაც მიხვდებით ) რაც შეეხება არეულ-დარეულობას,ამასთან დაკავშირებით კომენტარები ვნახე და მინდა გითხრათ რომ ამ ამბის მოყოლა სწორედ ასეა განზრახული , ჩემი სუბიქტური მოსაზრებით ასე უფრო საინტერესო და დამძაბველი იქნება. წინ დეტექტივი,რომანი,დრამა და "რეალობა" გელოდებათ . ნუ დაიშურებთ კომენტარებს რააა , ეს ერთადერთი სტიმულია ჩემთვის.



№1  offline წევრი du-da

momwons dzalian.velodebi movlenebis ganvitarebas.kai chanafiqria.warmatebebi avtors.

 


№2 სტუმარი landa

მალეე დადეე დზზ მაგარიი ხარრრ :* :*

 


№3  offline წევრი miss intriganka

ძაან კაი იყო მარა ანი მეცოდება რამდენი უნდა გადაიტანოს კიდე სიმართლე გითხრა ყველაზე მეტად მოკლულებიდან კიტა შემეცოდა მინდოდა რო დიდხანს ყოფილიყო დაიკოსYან და ერთად გადაეტანათ ეს ყველაფერი მაგრამ ისტორია სჰენია და ტამაც ძალიან კარგად მიგყავს საინტერედოა ველოდები ახალ თავს
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან შემეცოდა ანა მგონი ბიჭმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent