შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული{1}


5-05-2016, 20:55
ავტორი ♥♥♥ A n K a ♥♥♥
ნანახია 1 811

თვალების გახელას ვცდილობ,მაგრამ ვერ ვახელ,რადგან ქუთუთოებზე ლოდებივით მაწევს რაღაც რაც ხელს მიშლის წყვდიადიდან თავის დაღწევაში.მაგრამ არა,არ დავნებდები ასე იოლად! უკანასკნელად ვიკრებ ძალ-ღონეს და ვცდილობ ქუთუთოებზე არსებული ლოდების გადაგორებას. და აი მივაღწიე მიზანს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია,რადგან მე უკვე ვხედავ სინათლეს და წყვდიადსაც ვაღწევ თავს. ჩემს მზერას ირგვლივ ჩამოწოლილი უჩვეულო სიმშვიდე და სითეთრე იპყრობს,"ეს რა სამოთხეა?" ოჰ,არა! გაურკვევლობიდან ეკატერინეს ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ სახეს გამოვყავარ,რომელიც იმედითა და სიხარულით აციმციმებული ლურჯი თვალებით შემომცქერიან. ეს ის სახეა,ეს ის ლურჯი თვალებია,რომელიც ასე ძლიერ მიყვარს.
-ელენე ძვირფასო კარგად ხარ?
ყურში მისი უნაზესი ხმა ჩამესმის.
-კი დედა კარგად ვარ!
ვცდილობ მშვიდად წარმოვთქვა ეს სიტყვები,მაგრამ შიშს ვერაფერს ვუხერხებ.
-დედა აქ რატომ ვარ?
ათრთოლებული ხმით ვეკითხები და ცრემლებს ვერ ვიკავებ.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება,ახლა შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება უნდა დაისვენო ამიტომ წავალ ექიმს დავუძახებ!
ო არა,ოღონდ ექიმი არა ამ წყეულ ადგილს სიკვდილი მერჩივნა,ოღონდ საავამდყოფო არა!
ჩია ტანის მოხუცი თეთრხალათიანი სათვალის სწორებით პალატაში შემოდის და თავის მკაცრ მზერას არ მაშორებს. "ეშმას ანგელოზი" ნეტავ რა უნდა ჩემგან? ო, ღმერთო ოღონდ ექიმი არა!
-როგორ გრძნობ თავს?
მის კითხვაზე მეცინება და პასუხის გაცემისგან თავს ვიკავებ,ის კი ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და თავისი შავი არწივისებრი თვალებით დამყურებს.
-რა მჭირს ექიმო?
ჩემს კითხვაზე კრთება და მზერას მარიდებს,შემდეგ კი დინჯად და აუღელვებლად მპასუხობს:
-ისეთი არაფერი რაც მკურნალობას არ ექვემდებარება.
აი ესეც ექიმების ჩვეული ბანალური ფრაზები. როგორ მინდა,რომ ახლა ის იყოს ჩემს ადგილას.
-მალე გამწერ?
-ეგ შენზეა დამოკიდებული!
ო, ღმერთო ისევ...
-ეი მოიცადე რას აკეთებ? ეგ ნემსი მე უნდა გამიკეთო?
-შენს გარდა სხვას ვინმეს ხედავ აქ?
-კი ვხედავ!
-და მაინც ვის?
-უკან მიიხედე ეშმას ანგელოზო!
ექიმი გაკვირვებული ატრიალებს თავს კარისკენ,მე კი ამ დროს ხელს ვკრავ და ნემს ვაგდებინებ, მისი დაბნეულობით ვსარგებლობ,ლოგინიდან ვხტები და გაქცევას ვცდილობ,თუმცა ამაოდ ეშმას ანგელოზს თავი მაინც ვერ დავაღწიე,რადგან ჩემზე ვერაგი აღმოჩნდა ეგ წყეული!
ეგონება კი ისევ კარგავს რეალობის აღქმას და ქუთუთოებსაც ისევ ეფინება ლოდები ისევ წყვდიადის მორევში ვეშვები...
თუმცაღა ამჯერადაც მოვახერხე დავსხლტომოდი წყვდიადს,მაგრამ სადღაა ეკატერინეს ზღვისფერი თვალები,სამწუხაროდ ახლა ეშმას ანგელოზის ვერაგ თვალებს ვაწყდები. ო ღმერთო,თავს არ მანებებს ეს წყეული ნუთუ მის მარწუხებს ვერასდროს დავაღწევ თავს?.. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო ცბიერულად გამიღიმა და მითხრა:
-გატყობ შეშინდი,ნუ ღელავ ორი დღეც მოითმინე მალე გაგწერთ!
რაო?ორი დღეო?ოჰ არა კიდევ ორი წყეული დღე..
-დედაჩემი სად არის?
-გარეთ იცდის.
-შემოუშვით!
-არ შეიძლება!
-რატომ?
ეს ვინაა,რომ მისი ნახვა ამიკრძალოს?
-ვშიშობ საავამდყოფოს წესები შენთვის უცხოა.
-ძაანაც არ მეპიტნავება ეგ თქვენი წესები..
ვუპასუხე მოურიდებლად,რამაც ეტყობა გააკვირვა წარბები შეკუმშა და ჯიქურ მომაშტერდა.
-მოგიწევს შეეგუო!
-არაფერსაც არ შევეგუები ახლავე დედაჩემს დაუძახეთ!
თუ ჰგონია,რომ რამეს დავუთმობ ძალიან შემცდარა.
-რახან არ იშლი მაშინ დავუძახებ.
მის ხმაში წყენა და ბრაზი იკითხებოდა,მაგრამ ახლა მისი გრძნობები ნაკლებად მადარდებდა,რადგან ახლა მხოლოდ ეკატერინეს ნახვა მეწადა.
და აი ისიც..ქალღმერთი ნელი ნაბიჯებით შემონარნარდა პალატაში ოდნავ შეშინებული მზერა მომაპყრო და თითქოს წყენანარევი ხმით მითხრა:
-ექიმს ეჩხუბე ელენე?
ოჰო ჩაუკარკლავს უკვე ყველაფერი.
-კარგი რა დედა ხომ იცი,რომ ვერ ვიტან საავამდყოფოებს მათ შორის ექიმებსაც რაც შეეხება მას,ის ექიმი კი არა ნამდვილი "ეშმას ანგელოზია" ამ სიტყვებზე დედას ეცინება და გულში მიკრავს.
-"ეშმას ანგელოზი?"აჰ ჩემი პატარა ფანტაზიორი.
-რატომ ვარ აქ?რა მჭირს?
ეტყობა ამ კითხვას არ ელოდა შეკრთა და მის უმანკო თვალებს უნებურად წასცდა ცრემლი,პასუხსაც თავი აარიდა და სლუკუნით გავიდა პალატიდან. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს?ჩემს შეკითხვებს რატომ არიდებენ თავს?ნუთუ ვკვდები!..ოჰ არა..
ეს ორი წყეული დღე ლოკოკინასავით მიიზლაზნება და დრო მხოლოდ ფიქრსა და ძილში გადის. ნეტავ როდის მოეღება ბოლო ამ ტანჯვას?თანდათან ვხვდები,რომ ჩემი ნეგატიური წარმოდგენა საავამდყოფოს მიმართ არ ყოფილა მცდარი,რადგან გამართლდა! აქ ყოფნა მართლაც საშინელება იყო, მითუმეტეს ჩემნაირი მხიარული ადამიანისთვის, მოწყენილობის ეს დღეები საშინელი ასატანი იყო. ჩემს გულს მონატრება იპყრობდა,მონატრება საყვარელი ადამიანების ყველაზე მეტად კი ჩემი პატარა დაიკო ნუცა გომართელი მენატრებოდა,უსაზღვრო მონატრებას იწვევდა ჩემში მისი ბავშვური მოციმციმე თვალები და დაუშრეტელი მხიარულება,რომელიც ყოველთვის თან სდევდა მას.
მადლობა ღმერთს გამითენდა დღე,როდესაც არ მომიწევდა "ეშმას ანგელოზის" ხილვა,მაგრამ არც ეს ბედნიერება ყოფილა სრულყოფილი,რადგან პატივი მერგო მეხილა ძე "ეშმას ანგელოზისა" იმ დღეს,როდესაც სავამდყოფოდან უნდა გავეწერე ჩემდა საბედნიეროდ თეთრხალათიანი ეშმა არ ბრძანდებოდა სამსახურში თუმცა მისი შემცვლელი მისი ვაჟი აღმოჩნდა ექიმი გიორგი დადიანი ძე დავითისა. ეჭვგარეშეა შვილი ასლი იქნება მამისა და აი ისიც: მკაცრი ნაბიჯებით პალატაში მაღალი შავგრემანი მამაკაცი შემოდის,რომელიც თავის მოელვარე მწვანე თვალებს არ მაშორებს.
სავარძელში ეშვება და ჩემთან საუბრის ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს:
- როგორ ხარ?
-არამიშავს.
-დიაგნოზი ალბათ უკვე გითხრა არა მამაჩემმა!?
-არა არ უთქვამს.
-მაშინ მე გეტყვი გინდა იცოდე?
-რათქმაუნდა მინდა ვიცოდე მგონი მაქვს ამის უფლება.
-რათქმაუნდა უფლება გაქვს იცოდე, გამომართვი.
ხელში საქაღალდე მომაწოდა, რომელშიც ჩემი ანალიზის პასუხები ეწერა.წაკითხვისას ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა და როგორ მომაწვა თვალებზე ცრემლი. იმ წამს თითქოს ყველაფერი გაიყინა წამით თითქოს შეჩერდა დრო ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვხედავდი გარდა იმ ფაილისა სადაც ჩემი ბედისწერა უკვე დაწერილიყო დიდი შავი ასოებით: ლ ე ი კ ე მ ი ა.
-რაა?ლეიკემია?
ნახევრად მკვდარმა ენის ბორძიკით ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები.
-დიახ სამწუხაროდ.
-მოვკვდები?
-ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა,თავდაპირველად მკურნალობის დაწყებააა საჭირო დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- შენი არმჯერა!
ამან გააკვირვა და გაოცებული თვალები მომაპყრო.
-ეს როგორ გავიგო?
-როგორც გინდა ისე გაიგე არ მჯერა შენი,სხვა ექიმს უნდა გავესინჯო.
-ვისაც გინდა იმას გაესინჯე ამით რეალობას ვერ გაექცევი.
-ამას როგორ ამბობ?შენ ხომ ექიმი ხარ განა არ იცი რასაც განვიცდი ახლა?
-ამით რაიმეს შეცვლი?
-დედამ იცის?
-კი
-ჰმ,მშვენიერია.
-გამოჯანმრთელებას გისურვებ! ესღა თქვა კარი მოხურა და გავიდა მე კი ჩემს ბედისწერასთან მარტო დავრჩი. ის კი არ მადარდებდა,რომ შეიძლება მომკვდარიყავი არამედ ის,რომ საყვარელ ადამიანებს დავკარგავდი ვეღარ ვნახავდი ეკატერინეს მომნუსხველ ღიმილს და მის ზღვისფერ თვალებს. ვერც ნუცასთან სიახლოვით განცდილ ბედნიერებას ვეღარ შევიგრძნობდი. სიკვდილი სულაც არ მაშინებდა ადრე თუ გვიან ხომ ყველა კვდება,მაგრამ რა ეშველებოდა დედას,მამას და ნუცას ჩემი სიკვდილი ხომ მათ ტკივილს მიაყენებდა. ტკივილს რომელიც არ ხორცდება და ტკივილს,რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. სწორედ ეს ტკივილი არ მინდოდა განეცადათ სწორედ მათ გამო მიღირდა ბრძოლა სიცოცხლისთვის.
******
-ენენეე!
სახში მისვლა არ დამცალდა ნუციტო უკვე ჩემს მკლავებში ნებივრობდა,ეს პატარა ანგელოზი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.
-ნუც მოგენატრე?
-აუ ძაან ცად იკავი ამდენი ქანი?
არვიცოდი რა მეთქვა ამიტომ საუბარი მისთვის საინტერესო თემაზე გადავიტანე.
-ნუც ნაყინი გინდა?
-კი,მაგრამ დედა არ მაჭმევს,დანანებით წაიბურტყუნა.
-რატომ?
-გაცივდებიო.
-მაშინ დედას არ ვუთხრათ.
-კაი,ოღონდ მე შოკოლადის მინდა.
-კარგი წადი ჩაიცვი გავისეირნოთ!ნუციკო გახარებული გაიქცა თავის ოთახში.
მე და ნუცა პარკში გავიპარეთ ბევრი ვისერნეთ,ნაყინიც მივირთვით და ატრაქციონებზეც ვისხედით.ნუცას ყველაზე მეტად ეშმაკი ბორბალი მოეწონა ბევრი იკისკისა და იმხიარულა სახლში კი საშინლად დაღლილი და ჯიბეგაფხეკილი დავბრუნდი.
******
დღეები ისე სწრაფად მიჰქრიან,ისე სწრაფად გარბის დრო,რომ მეცოტავება მითუმეტეს ახლა როცა ჩემთვის სიცოხლის თითოეული წამი ძვირფასია.
ჩემს წარსულს,რომ ვიხსენებ ჩემში სინანულის გრძნობა იღვიძებს ეჰ რამდენი დრო დამიკარგავს ფუჭად. რაც უფრო უახლოვდები სიკვდილს მით უფრო რთული დასათმობია სიცოცხლე. ახლა უკვე სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებს თავში;რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყნად?და ღირს თუ არა ამად სიცოცხლე?ადრე მეგონა სიყვარულისთვის ვცოცხლობდიტ მერე აზრი შემეცვალა და ვფიქრობდი,რომ სიკეთის კეთებისთვის და უფლისთვის უნდა გვეცხოვრა,მაგრამ ეს ჩემთვის ცოტაა ეს მიზეზები ცოტაა,განა ამისთვის ვცოცხლობთ?
მხოლოდ ამისთვის? არა! ჩემთვის უფრო მეტია სიცოცხლე,რადგან როცა რაღაცას კარგავ მის ფას სწორედ მაშინ ხვდები. ამ ყველაფერს კი იმ აზრამდე მივყავარ,რომ რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლოს ადამიანმა იგი ვერასოდესს ჩასწვდება სიცოცხლის არს,რადგან მის გონებას არ შესწევს ძალა ესოდენ რთული ამოცანის ამოხსნისა და მაინც რაც არ უნდა იყოს ცხოვრების დანიშნულება და როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს იგი,მე ის მჭირდება და ვერ დავთმობ მას ასე ადვილად ამიტომ მზად ვარ ვიბრძოლო სიცოცხლის თითოეული წამისათვის!
******
საავამდყოფოს კედლები ჩემთვის უკვე მეორე სახლი გახდა მართალია თავიდან ძლიერ არ მიყვარდა იგი და არც ახლა მეხატება გულზე,მაგრამ მივხვდი,რომ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს,რადგან გადარჩენის იმედს მხოლოდ აქ ვხედავ. მხოლოდ აქაურობას შეუძლია გამიხანგრძლივოს სიცოცხლე მხოლოდ ამ თეთრხალათიან ანგელოზებს შესწევთ ძალა მიხსნან სიკვდილისაგან და მეც ღრმად მწამს მათი,რადგან ჩემი სიცოცხლე ახლა მათ ხელშია. ხოლო რაც შეეხება "ეშმას ანგელოზს" და იმ უარყოფით შთაბეჭდილებებს რაც მის მიმართ მქონდა დროდა-დრო ქრებოდნენ და მათ ახალი სრულიად ახალი შთაბეჭდილებები ცვლიდნენ,რადგან უკეთ შევიცანი იგი და მივხვდი,რომ საშინლად ვცდებოდი მასთან მიმართებაში.
ამასობაში არდადეგებიც მთავრდება და ინსტიტუტში წასასვლელად ვემზადები ხვალ ხომ ჩემი პირველი დღეა ჯავახიშვილში ამიტომ ცოტა არ იყოს ვღელავ. სარკესთან მდგომს ტირილი მინდება სადღაა ჩემი გიშრისფერი კულულები ეს ყველაფერი ამ წყეული ავამდყოფობის ბრალია. ახლა რა ვქნა? პარიკი გავიკეთო? ოჰ,არა პარიკი ხომ არასდროს მიტარებია,იქნებ ჯობდეს ვიყო ისეთი როგორიც ვარ. ქუდი! ქუდს დავიფარებ და პარიკის გაკეთება აღარ მომიწევს. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი კარადაში ქუდის ძებნას ვიწყებ და მალევე ვპოულობ კიდეც. სამოსი რაც ხვალ უნდა ჩამეცვა წინასწარ გავამზადე:თეთრი პიჯაკი, შავი კლასიკური შარვალი და პატარა ტყავის ჩანთა. ჩემი არჩევნით კმაყოფილი კი ნუცას ოთახში შევდივარ,ჩემი პრინცესა კომპიუტერზე მისკუპებული დამხვდა.
-ელენე რატომ არ დააკაკუნე?ჭკუას მარიგებს ქალბატონი.
-ბოდიში საყვარელო დამავიწყდა.
-შენი კულულები სად წაიღე?
-შევიჭერი.
-რატომ?
-რავი ახლა ასეა მოდაში.
-მართლა?
-ხო!
-მაშინ მეც შევიჭრი.
-შეიჭრი?
-ხო მეც მინდა მოდურად გამოვიკურებოდე.(მომინდომა მოდაზე აყოლა ჩემმა ოთხი წლის მეტიჩარა ქალბატონმა)
-შენ არ მოგიხდება.
-რატო?არ ვარ ლამაზი?
-არა პირიქით ძალიან ლამაზი ხარ ამიტომაც მენანება,შენი თმები შესაჭრელად თანაც ეს ვარცხნილობა პატარებისთვის არ არის და დედა გეჩხუბება.
-ოო კარგი,ხო კარგი(ბუზღუნი დაიწყო და გამებუტა)
-ნაყინი გინდა? ვიცოდი მისი სუსტი წერტილი.
-კი ოღონდ ორი:ერთი შოკოლადის და მეორე მარწყვის.
-კარგი ორს გიყიდი.
მელოტ თავზე ქუდი დავიხურე და მაღაზიისკენ გავსწიე,მაღაზიაში ნაცნობი სახეები დავინახე ნანკა და ლიკა ჩემი საუკეთესო მეგობრები ტყუპი დები. ჩემმა ნახვამ ძალიან გაახარა ისინი და გიჟებივით შემახტდნენ:
-ფრთხილად!ფრთხილად ნუ გამჭ....ტთ.
-ელე როგორ ხარ?სად დაიკარგე?რომ იცოდე როგორ მოგვენატრე რამდენი რამე გვაქვს შენთვის მოსაყოლი.(სათქმელი ერთბაშად მომაყარეს)
-ეს რა უშნო ქუდი დაგიხურავს ელენე?
თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ ქუდი ისე სწრაფად სწყდება ჩემს თავს.
-ეს რა არის? ორივემ ერთდროულად მიაკივლა,მათი ყვირილი ხალხის ყურადღებას იპყრობს ამიტომ საჩქაროდ ვტოვებ მაღაზიას.
-სად გარბიხარ ელენე დაგველოდე!(ნანკა)
-თავზე რა გიქნია გოგო გაგიჟდი?(ლიკა)
-ეს ქუჩაში გასარჩევი თემა არ არის!
-მაშინ შენთან წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ(ლიკა)
-კარგი წავიდეთ!
ნუცას ნაყინი სულ გადამავიწყდა და სახში დავბრუნდი გოგოები ოთახში ჩავიკეტეთ,მათ ყველაფერი შეიტყვეს ჩემი ავამდყოფობის შესახებ,რადგან ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და არ შემეძლო მათთვის რამე დამემალა ამიტომ ვუამბე ყოველივე და მკაცრად გავაფრთხილე არავისთვის ეთქვათ.
გაოცებულნი ხმას ვერ იღებდნენ ტიროდნენ და რიგ-რიგობით მიკრავდნენ გულში. გოგონები იმ დღეს არც წასულან ჩემთან დარჩნენ,რადგან ახლა როცა გაიგეს,რომ ჩემთვის თითოეული დღე ძვირფასია უნდოდათ გამუდმებით ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ.
******
-ელე გაიღვიძე(ლიკა)
-ხუთი წუთიც მადროვე რა.
ლიკუნამ გაღვიძების მშვენიერ იარაღს მიაგნო წყლით სავსე დოქი თავზე გადამასხა.
-ლიკააა ვყვირივარ ბოლო ხმაზე.
-ups sorry.
-მოგკლავ! სიბრაზისგან სახეანთებული ვუბღვერ.
-თუ დამიჭირე კი.
კლოუნივით მეკრიჭება და გარბის მეც უკან მივზდევ,გიჟმა მთელი სახლი შემომარბენინა და ის ის იყო უნდა დამეჭირა,რომ ვიღაცას შევასკდი. თვალები შუბლზე ამივიდა,როდესაც ჩემი მსხვერპლი დავინახე აბა გამოიცანთ ვინ იყო (; (;
ჩემი მსხვერპლი დადიანი აღმოჩნდა. ოღმერთო ოღონდ ის არა, რა საშინლად დაიწყო ჩემი დილა.
-შენ რა სულ მთლად გაგიჟდი?
-აქ რას აკეთებ?
-მოიცა,მოიცა მგონი რაღაც გავიწყდება.
-და მაინც რა?
-ბოდიშის მოხდა.
-და ბოდიში რატომ უნდა მოგიხადო?
-მეკითხები კიდეც?
-შეგახსენებ,რომ ეს ჩემი სახლია და კითხვების დასმის უფლება მაქვს.
-ჰმ,ერთი ეს მითხარი ასე სად მიიჩქაროდი?
-ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო!
-ელენე რახდება ჯერაც არ ჩაგიცვამს? საუბარში ეკატერინე ა
-ვაიმე ვაგვიანებ! ვაჟბატონს ბოდიშის მოლოდინში ვტოვებ და სასწრაფოდ ჩემს ოთახში ავრბივარ.
-ეს სულ ასეთია?
-აპატიეთ დღეს მისი პირველი დღეა უნივერსიტეტში და ცოტა არ იყოს ნერვიულობს.
-გასაგებია.
**********
-ელე ის სიმპატიური ყმაწვილი ვინ არის?(ნანკა)
-აუ ნანკა ამის დროა ახლა?ისედაც ვაგვიანებ(ელე)
-ეგ შენ იკითხე თორე ჩვენ უკვე მზად ვართ(ლიკა)
-ოხ ლიკა, ლიკა დაიცა მოვიცლი შენთვის(ელე)სასწრაფოდ ვემზადები და ის ისაა უნდა წავიდე,რომ ლიკა მაჩერებს და მეუბნება;
-მოიცა ახლა არ მითხრა,რომ ასე აპირებ წასვლას(ლიკა)
-რატო რას მიწუნებ?(ელე)
-ეგ ქუდი მოიძვრე!(ლიკა)
-რაა?(ელე)
-პარიკი გამომართვი(ლიკა)
-არა პარიკს არ დავიხურავ!(ელე)
-გამომართვი მეთქი(ლიკა)
-სად იშოვე?(ელე)
-ამის დროა ახლა?(ლიკა)
-კარგი, ხო გნებდები(ელე)
პარიკი რის ვაი ვაგლახით მოვირგე არდაგიმალავთ და ხელოვნური კულულები ძალიან ჰგავდა ბუნებრივს. ვხედავ ეკატერინე და ბატონი გიორგი რაღაცაზე საუბრობენ მათ საუბარში არ ვერევი და ვცდილობ შეუმჩნევლად დავტოვო სახლი,მაგრამ არა ეშმას ძეს ვერაფერი გამოვაპარე;
-"ეგ ჩიჩილაკი სად იშოვე?" ბედავს და დამცინის კიდეც. გაბრაზებული ვტოვებ სახლს და იმ მანქანაში ვჯდები სადაც გოგოები მეგულება პარიკს კი საჩქაროდ ვიგლეჯ თავიდან.
-რაშვები ელენე?(ლიკა)
-არაფერი მითხრა პარიკს არ გავიკეთებ!(ელე)ლიკა ეგრევე გავაჩუმე და პარიკი ფანჯრიდან მოვისროლე!
შენობაში შესვლისთანავე ვგრძნობ მათ დაჟინებულ მზერას,ისე მომშტერებიან თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო.მე კი მათ მზერას არ ვიმჩნევ და ისე თავაწეული მივაბიჯებ თითქოს გვირგვინი მედგას თავზე.
-პარიკი არ უნდა გადაგეგდო!..ყურში ჩამსისინებს ლიკა.
-გეყოფა!ვაჩუმებ და პირველი ლექციის მოსასმენად ვემზადები. ჩემდა საბედნიეროდ ლექციები მალევე მთავრდება გოგონები სახლამდე მივაცილე და მეც დავადექი სახლის გზას. ჩემს ყურადღებას ერთი აბრა იპყრობს "ერთად ვებრძოლოთ სიკვდილს!!!.."მანქანას ვაჩერებ და იმ შენობაში შევდივარ,რომლის კედლებსაც ეს აბრა ამშვენებს. აღმოჩნდა,რომ ეს იმ სასიკვდილოდ განწირული ადამიანების დაკომპლექტებული ჯგუფი იყო,რომელთა გულებშიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი გადარჩენის იმედი.მეც ჩავეწერრე მათ სიაში და ჩვენი გადამრჩენლის ლექციას დაველოდე მანამდე კი იმ ადამიანების დაკვირვება დავიწყე,რომლებსაც აქ მოეყარათ თავი.
აქ უამრავი განწირული ადამიანი იყო;იყვნენ ბრმები,მუნჯები,კოჭლები,ზოგს კიბო სჭირდა,ზოგს ხელი აკლდა ზოგს კი ფეხი. მათი ყურებისას გული მილპებოდა,ცუდად მხდიდა იმის გააზრება,რომ ამ განწირული ადამიანების სიაში მეც შევდიოდი.
ტრიბუნას მაღალი მამაკაცი იკავებს, დადიანის მწვანე თვალები შორიდანვე შევიცანი. და აი მისი ლექციაც დაიწყო;
-"მეგობრებო ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ,რომ ერთად ვებრძოლოთ სიკვდილს!.. ვიცი თითოეულ თქვენგანს სიცოცხლე ძლიერ სწყურია და ერთხელაც არ დაგიკარგავთ გადარჩენის იმედი.
მე კი იმიტომ ვარ აქ,რომ დაგეხმაროთ.. დაგეხმაროთ ისე როგორც მეფე ეხმარება თავის მებრძოლებს ბრძოლის ველზე და მე გპირდებით,რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!!>>>"
ოჰო რა დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე მეფობა მომინდომა ბიჭმა.მისი უაზრო ლექცია კიდევ 1საათს გრძელდება სახში კი ტვინგამოლაყებული ვბრუნდები.
**********
ეს ჩემი ახალი ისტორიაა იმედი მაქვს მოგეწონებათ! თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამიტომ როცა წაიკითხავთ გთხოვთ დატოვეთ კომენტარი.



№1 სტუმარი LaNa

ანუსიი <3 წარმატებებიი :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent