შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი კოცნები -1-


6-05-2016, 14:24
ავტორი დოროთე
ნანახია 2 227

ოფისის კართან რამოდენიმე წამით შევჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე და ფრთხილად დავაკაკუნე ჩემი უფროსის კარზე.
_მობრძანდით!_ მომესმა მისი მკაცრი ხმა და მეც კანკალით შევაბიჯე მის კაბინეტში.
_ბატონო მირიან, რაღაც მინდა გთხოვოთ…_ ოფლიან შუბლზე ხელი გადავისვი და მაშინღა შევამჩნიე ოთახში უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თავზე სამშენებლო ჩაფხუტი დაეხურებინა და ჩვენი ფირმის ჯინსის კომბინიზონი ამოეცვა. ისე კი მთლიანად ტალახსა და თეთრ საღებავში იყო ამოთხვრილი.
_გისმენ ბელა, რა გჭირს?!_ წარბაწეულმა შემათვალიერა და ბოლოს დაძაბული სახით მომაჩერდა თვალებში.
_მგონი გავცივდი ბატონო მირიან!_ რამოდენიმეჯერ ჩავახველე და ჩაწითლებული თვალები ცრემლებით ამევსო.
_სიცხეც გაქვს?!_აშკარად უკმაყოფილოდ მკითხა.
_ვგრძნობ რომ მაქვს…_უკვე ხმაჩახლეჩილმა ვუპასუხე და უცნობი ბიჭი შევათვალიერე. როდის მერე იყო ბატონი მირიანი თავის მუშებს კაბინეტში ხვდებოდა?!
_არა და საქმე თავზე საყერილია!_თავი გაქნია და დიდხნიანი დუმილის შემდეგ მითხრა რომ შემეძლო სახლში წავსულიყავი. მადლობთ-მეთქი რაც შემეძლო მორიდებით ვუთხარი და კაბინეტიდან გამოძურწვა დავაპირე.
_ბელა_დაიყვირა იმხელა ხმაზე რომ მიწას რომოდენიმე სანტიმეტრითაც კი ავცდი.
_დიახ!_ერთიანად გათეთრებული სახით შევტრიალდი მისკენ.
_იცოდე, ხვალ კორპორატიულზე მოხვალ! არ მაინტერესებს, მანამდე უნდა გამოჯანმრთელდე!_საჩვენებელი თითით დამემუქრა და თვალებში ბრაზი აენთო.
_აუცლებლად მოვალ!_უკვე ყველანაირად ძალაგამოცლილმა ვუთხარი და კარი გავიხურე. არც იმ ბიჭის ირონიული მზერა გამომრჩენია, მაგრამ რაში მადარდებდა?!
წინასწარ გამოძახებულ ტაქსში სასწრაფოდ ჩავხტი და სახლისკენ გავეშურე. ის იყო სახლის კარიც შევაღე რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
_ჰო თამო!_ვუპასუხე და თან ტანსაცმელი კი არ გავიხადე, ლამის შემოვიგლიჯე.
_სად ხარ?!_ჩამყვირა ტელეფონში მან.
_ახლა მოვედი სახლში, გადავივლებ და გამოვალ…_არანაკლებ ხმამაღლა ვუპასუხე მეც.
_შენ ხო არ გაგიჟდი გოგო?! ნინიც კი აქ არის უკვე!
_აუ, აუ, აუ…_მოვყევი წუწუნს._მოვდივარ ხო, ერთი საათი ვეხვეწე მირიანს და ჩავუტარე იქ სცენები!
_მალე!_ყვირილითვე დაასრულა საუბარი და ყურმილი დაკიდა.
წყალის გადავლება ვისღა ახსოვდა?! სასწრაფოდ შევისწორე თმა, ჩემი შავი, კოკტეილის კაბა ჩავიცვი, მაღლებზეც “შევხტი” და თავ-ქუდ მოგლეჯილი გავექანე იმ კლუბისაკენ სადაც ჩემი გადარეული დაქალები მელოდებოდნენ.
განა სულ ასე ვიტყუებოდი?! უბრალოდ ნინი მიდიოდა იმ ღამით ამერიკაში, მართალია სულ რაღაც 2 თვით, მაგრამ რომ არ გამეცილებინა არ შეიძლებოდა!
მირიანის კომპანიაში სულ რაღაც 3 კვირა იყო რაც დამეწყო მუშაობა და არ გამოდიოდა დაქალის გამო სამსახურიდან ადრე წასვლა. ასე რომ, მეც იოლად გამოვედი ამ საქმიდან და ბატონმა მირიანმაც ნაკლები ინერვიულა. ჰო, ასეთი კეთილი ვიყავი, სულ სხვის ნერვებს ვუფრთხილდებოდი.
_ჰელოუ გოგონებო!_ბართან მჯდარ ნინისა და თამოს მივუახლოვდი.
_ალილუია!_ხელები აღმართა ცაში თამომ.
_ნინი არ მსაყვედურობს და შენ რა გაწიწკინებს ერთი?!_წარბები შევყარე ერთად და რამდენი ხანიც შემეძლო მეყურებინა თამოს სიბრაზით სავსე შავ თვალებში, ვუყურე.
_გეყოთ ახლა…_გამოგვაფხიზლა ნინიმ._ისედაც ვკანკალებ ნერვიულობისაგან!
_ნეტა ეგრე მე ვკანკალებდა ახლა…_ჩაეცინა თამოს._მოვიდა აგერ კლოუნი და გაგვართობს!_თვალებით ანიშნა ჩემზე. ეტყობოდა ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა ჩემი დაგვიანება.
_დღეს ყველაფერი “მოსულა”!_ვთქვი, თამოს კოქტეილით ნახევრად სავსე ჭიქას დავავლე ხელი და ერთი ამოსნთქვით გადავუშვი ყელში. ისე სასიამოვნოდ ჩამწვა რომ ჩემი დაქალის გამხეცებული თვალები, რომლებიც წამით ოთხადაც კი მომეჩვენა, სულაც აღარ მადარდებდა.
_ბელა!_დამიბღვირა თამომ და ბეჭზე ისე მწარედ მიჩქმიტა, ალბათ რომ არა კოქტეილისგან გაბრუჟებული სხეული იქურობას კივილით ავიღებდი.
_უუუფ…_ცოტა შევიშმუშნე და ბეჭი ხელით დავიზილე._მიდი ახლა კიდევ ერთი ასეთი შეუკვეთე და ნებისმიერ სურვილს აგისრულებ!_შევევედრე მას.
საღამო სწორედ ისე გრძელდებოდა, როგორადაც დილიდან გეგმავდა თამო. ბევრი სიცილი, ბევრი სასმელი და სულ ცოტა ცრემლები. თუმცა, სწორედ მაშინ დასრულდა ჩემი იდეალური საღამო, როდესაც ნინიმ იდაყვი მომარტყა, ყურთან მიჩურჩულა: “ის ბიჭი თვალს არ გაშორებს”_ო და თვალებით ჩემს ზურგს უკან მანიშნა.
ჩემი ყავისფერი, ტალღოვანი, გრძელი თმა მხარზე ერთი ხელის მოქნევით გადავიყარე, ნინის თვალი ჩავუკარი და ბიჭისაკენ შევბრუნდი…
სულ რამოდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ ეს სწორედ ის მუშა იყო მირიანის კაბინეტში ირონიულ მზერას რომ არ მაშორებდა. თითქოს თავზე ცივი წყალი გადამასხესო, მაშინვე გამოვფხიზლდი და ისევ ნინასკენ შევტრიალდი.
_ჯანდაბა!_თვალები გადავატრიალე და თამოს ხელიდან კოქტეილის ჭიქა გამოვსტაცე.
_შენ სულ შეიშალე ხო?_ისევ დაიწყო ჩხუბი მან.
_სამსახურს დავკარგავ!_აღელვებულმა წარმოვთქვი და სულმოუთქმელად გამოვცალე კოქტეილი.
_ბელა, არა?!_მომესმა უცნობი ხმა ზურგიდან…_ბელა…_გაიმეორა და ჩემი სახის დანახვა სცადე. მე კი თმები უკვე წინ გადმომეყარა და “ოსტატურად” ვმალავდი ჩემს ვინაობას._არა და, რამოდენიმე საათის წინ ლამის მოკვდი მირიანის კაბინეტში._გაეცინა მას და ჩემსა და გოგოებს შორის უნამუსოდ ჩადგა.
_რაღაც გეშლება!_მეც უნამუსოდ ვიცრუე და ბარისაკენ მივბრუნდი.
_დალევ რამეს?_მკითხა და თან ბარმენს ხელით ანიშნა ჩვენთან მოსულიყო.
ჰა, ჰა! ამას ნეტა ვინ ვეგონე?! მე, ბელა წერეთელს, იმერელ თავადსა, სამშენებლო კომპანიის ვიცე დირექტორსა და სავარაუდოდ მომავალ დიერქტორსაც როგორ მაკადრა რიგითმა მუშამ რომ მასთან ერთად “რამე დამელია”?! მერე, როგორ მკითხა? თქვენობით მაინც მოემართა… თანაც, აშკარად ჩემზე გაცილებით პატარა იყო.
_იცი, ძალიან მეჩქრება!_მოკლედ მოვუჭერი და ის იყო იქაურობას უნდა გავშორებოდი მკლავში მწვდა და ისევ იმ ირონიული მზერით შემომხედა.
_ასე უცებ გამოჯანმრთელდი?_”გაკვირვებით” იკითხა.
_ნაგლიც ასეთი უნდა…_ცალყბათ გამეცინა და ისევ დავუბრუნდი ჩემს კუთვნილ ადგილს ბართან._დავლიოთ._დავამატე და უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები.
რაღაც კოქტეილი შეუკვეთა და ისევ მე მომაშტერდა. აბა რას იზამდა?! ალბათ მის ცხოვრებაში არ ენახა ასეთი მოწესრიგებული ქალი. ისე, საინტერესოა რას აკეთებდა იმ ბარში, და მაინდამაიც იმ საღამოს…
_მე ახლავე დავბრუნდები!_ბოლო ძალები მოვიკრიბე და რაც შემეძლო თავაზიანად ვუთხარი. ჩანთას ხელი დავავლე და საპირფსრეშოსაკენ გავემართე.
_ესღა მაკლდა!_როგორც მჩვევია ხოლმე საკუთარ თავთან დავიწყე ლაპარაკი._მეტის ღირსი ხარ ბელა წერეთელო! თამოს რომ დაუჯერებს კაცი, ის სულ ცუდად დაამთავრებს!_ტელეფონი ამოვიღე და ჩემს მეგობარ ნიკას, ბარის მენეჯერს დავურეკე.
_ჰო ბელუშკები!_ყვირილით მიპასუხა და მივხვდი რომ ისიც სადღაც აქვე იყო.
_აუ ნიკ…_დავიწყე წუწუნით._შენთან ვარ და გეხვეწები, აი თუ ოდნავ მაინც გიყვარდე, გამაპარე რა უკარა კარიდან…
_სად ხარ?_ხმა დაუსერიოზულდა.
_ქალების საპირფარეშოსთან…
_კაი, ორ წამში მანდ ვარ!_დამაიმედებელი ხმით მითხრა და გამითიშა.
არ ვიცი როგორ მოახერხა ნიკამ, მაგრამ რამოდენიმე წამში აღმოვჩნდი ქუჩაში, ბარის მეორე მხრიდან, ისე რომ ამის შესახებ არც ნინიმ იცოდა, არც თამომ და, რაც ყველაზე მთავარია არც იმ უცნობმა “ჭირმა”.
ისე, სიმპათიური “ჭირი” კი იყო. ჯერ კიდევ მირიან დიდებულიძის კაბინეტში შევამჩნიე მისი ნაცრისფერი, უცნაურად მოციმციმე, დიდი თვალები, გამოყვანილი, განიერი ყბები, თხელი, მაგრამ მიმზიდველი ტუჩები, ოდნავ კეხიანი, აპრეხილი ცხვირი და მოკლედ შეჭრილი, გიშრისფერი თმები, მის გამოყვანილ, ოდნავ დაკუნთულ სხეულზე რომ აღარაფერი ვთქვა…

_______
თუ მოგწონთ აუცილებლად გავაგრძელებ...



№1  offline წევრი Pepper

კარგი დასაწყისია ნამდვილად <3
წარმატებები. ^^
და ხო აუცილებლად განაგრძე <3

 


№2  offline წევრი Educated

სათაურმა გამიტაცა...
სათაურმა მომხიბლა...
სათაურმა დამატყვევა...
სათაურმა გამაგიჟა, გადამრია და გადამიარა!!
რა ჯანდაბა დამემართა ამ სათაურზე??! what request
ბრავო!
აუცილებლად გააგრძელე, მომწონს. (თუმცა ცოტა შეცდომებიც გქონდა)

 


№3  offline წევრი მოლურჯო

ისტორიის სათაურია საინტერესო
ძალიან საინტერესო
ორი მიზეზი მაქვს რატომ წავიკითხე
ისტორიის სათაურის გამო და შენი ნიკიც ძალიან განსხვავებულია
ესეც მომწონს
რაც შეეხება ისტორიას
უკეთესს ველოდი
ვერც იმას გეტყვი რომ ცუდია ვერც იმას გეტყვი რომ შესანიშნავია
ბევრ ისტორიას ჯობია ბევრს არა
პირველი თავი შევაფასე ამ ყველაფრით არ ვიცი
რა იქნება შემდეგი თავები
გაზარდე თავები
გრამატიკული შეცდომებია ძალიან ბევრი იქნებ გადახედო ხოლმე სანამ დადებ
წარმატებები
--------------------
მარიამი

 


№4 სტუმარი მიკა

გრამატიკას მიაქციე ყურადღება და ეს ძაან თავის დაფასებები არ გვინდა რაა,მე,ამას და ამას,როგორ მაკადრა ამან და ამან ეს და ეს და ა.შ:დდდ

 


№5  offline წევრი ნეპტუნიელი

კარგი იყო. თავიდან რომ დავიწყე კითხვა მეგონა მირიან იყო მეორე მთავარი გმირი. მაგრამ შევცდი. კარგია, თუმცა დარწმუნებულიი ვარ მეტი შეგიძლია. წარმატებები. <3

 


№6  offline წევრი დოროთე

გამიხარდა რომ მთლად საშინელება არ არის. რახ შეეხება გმირების ხასიათებს და ქცევებს, ზუსტად ამიტომ არის ეს ჩემი ისტორია რომ ასეთი გმირები მყავს.. ზოგადად არ მიყვარს ყოველმხრივ დადებითი მთავარი გმირები.. ეს კი მხოლოდ დასაწყისია და ნელ-ნელა უფრო ნათელი გახდება ყველაფერი! მადლობთ ყველას და შევეცდები ჩასახული იმედები გავამრთლო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent