შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა(თავი 9)


6-05-2016, 17:54
ავტორი abigael
ნანახია 1 335

ტვინში სისხლი ამიდუღდა, უცებ ისე სწრაფად დაიწყო გულმა ძგერა რომ მეგონა ყველას ესმოდა მისი ხმა ჩემს გარშემო.ყველაფერს შავი ფარდა ჩამოეფარა:წარსულს, აწმყოს და მომავალს.მეგონა რომ რაღაც მომესმა ამიტომ ერთ ადგილას გავშეშედი და მოუთმენლად ველოდებოდი როდის გავიგებდი კიდევ რამეს.
-ვერ წარმომიდგენია რომ ჩემ შვილს სჭირს ეს საშინელი დაავადება.აღმოხდა ბოლოს მას და მისი სახე მლაშე სითხემ დაასველა.კარი გავაღე და სამზარეულოში შევაბიჯე. ორივემ შემომხედა დანანებით და დადუმდნენ.მე ჩემს მოქმედებებზე პასუხს არ ვაგებდი.
-რა მჭირს ვთქვი საოცრად გულგრილი ხმით, რომელშიც ნათლად იკითხებოდა ის შიში რასაც განვიცდიდი.
-ლეიკემია განკურნებადია. მითხრა დედამ დუმილის შენდეგ. მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა ოპტიმისტური მიდგომა ან პრობლემასთან.ალბათ უამრავჯერ უნახია მომაკვდავი ადამიანი, რომელიც შემდეგ ისევ დამდგარიყო ფეხზე.
-არა, რაღაც შეცდომაა.ვთქვი ბოლოს ისტერიულად. ისე ხმამაღლა რომ სხვებიც შემოვიდნენ.აშკარაა მათაც ყველაფერი იცოდნენ, რადგან მათ მზერაში სევდა ამოვიკითხე.არავინ რომ არ მითხრა ჩემთვის სასურველი სიტყვები, რომ ეს შეცდომა იყო და რომ მე არც ისეთი ცოდვილი ვარ რომ ესეთი საშინელება მჭირდეს.ხელისკვრით მოვიშორე ბიცოლაჩემი რომელიც კართან იდგა და წამებში ავირბინე ჩენს ოთახში, უფროსწორედ სხვენში, სადაც მქონდა მოწყობილი პატარა და მყუდრო ოთახი.ეს გარემო ეხლა ძალიან მჭირდებოდა, არ მინდოდა არავის ნახვა და მითუმეტეს არავის მანუგეშებელი სიტყვების მოსმენა.ძალიან დიდხანს ვტიროდი, დედა კი დაკეტილი კართად იჯდა იატაკზე, მუდარა რომ მობეზრდა უბრალოდ ხმამაღლა დაიწყო ტირილი.ჩვენ დიდხანს ვიყავით ასეთ მდომარეობაში.მე კარს მიღმა ის კი კარს იქეთ.სიბნელეში ვიჯექი როცა მობილურს დავავლე ხელი და თათას მივწერე “შეგიძლია ნიკას ნომერი გამიგო? “ “რაა?””უბრალოდ გამიგე თან ახლავე”არც კი ვიცი რაზე ვფიქრობდი სანამ მესიჯს ვწერდი.უბრალოდ რაღაც მჭირდებოდა რაც ამ საშინელი კოშმარიდან გამომაფხიზლებდა.ოცი წუთი ველოდებოდი ნომერს, და როგორც იქნა მომწერა.მაშინვე ავკრიფე და სასურველი ხმის გაგონების მოლოდინში გავინაბე.ცოტაც და გათიშვას ვაპირებდი, როცა მან მიპასუხა.
-ნიკა, ანი ვარ, მიცანი? მივაყარე სწრაფად იმის იმედით რომ ჩემს აკანკალებულ ხმას არ შეიმჩნევდა.
-ანა? ხო როგორ ხარ?
-მისმინე შეგიძლია შემხვდე? დღეს? დავამატე მალევე.
-კაი, ახლა გამოვალ თუ გინდა.მითხრა დაუფარავი სიხარულით. შეხვედრის ადგილზე შევთანხმდით და გავუთიშე. სახლიდან ვერ გავიპარებოდი რადგან ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი, ამიტომ უბრალოდ გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა, ოღონდ სხვანაირად.
-ბებო შეიძლება თათასთან წავიდე? იმდენად გაუკვირდა ეს კითხვა რომ რამდენჯერმე მომიწია განმეორება.
-ბიძაშენსს უთხარი და ის გაგიყვანს.მითხრა ბოლოს და ისეთი სახით შემომხედა, რომ ნათლად შევუგრძენი რას ნიშნავს იყო ავადმყოფი.
მანქანაში რომ ჩავჯექი გათიშული ვიყავი.ზედმეტი ემოციებისგან რაც შეიძლება მალე უნდა დავცლილიყავი.გზაში ორივენი ჩუმათ ვისხედით.ზოგადად მე და ბიძაჩემი ბევრს არ ვსაუბრობთ ხოლმე არაფერზე, თუმცა ჩვენ შორის ხომ სხვაობა არც ისე დიდია და ალბათ ამიტომ ვგრძნობ მასთან საუბრისას თავს თავისუფლად.ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ალბათ ამიტომაცაა რომ შენიშვნებს არასდროს მაძლევს და თავს არ მაბეზრებს რჩევა დარიგებებით.იმ კორპუსთან ჩამომსვა სადაც ნიკას უნდა შევხვედროდი.მოშორდა თუ არა თვალს ბიძაჩემის მანქანა მაშინვე ამივაძვრინე ჯინსის ჯიბედან მობილური და ნიკას დავურეკე. ხუთ წუთში უკვე სადარბაზოდან გამოვიდა და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ.მე ისეთი უემოციო ვიყავი სანამ მას დავინახავდი, მერე კი უბრალოდ თავი კარგად ვიგრძენი.
-როგორ ხარ? მომიახლოვდა და მეგობრულად გადამკოცნა. მე შევიშმუშნე და ნაბიჯით უკან წავედი.
-არმიშავს. შენ?
-მონენატრე.მითხრა გულწრფელად.-სკოლაში არ დადიხარ და იმაზე მეტად მეზარება იქ სიარული ვიდრე ადრე
-ნარკოტიკები მჭირდება.ვთქვი მას შემდეგ რაც დავრწმუნდი რომ გარშემო არც ერთი სულიერი არ იყო.ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მეგონა მზად იყო ადგილზე მივეხრჩვე.
-რაა? თქვა ბოლოს ისეთი ტონით რომ მივხვდი უკვე შანსი არ მქონდა იმის მიღების რაც მინდოდა.
-ვიცი, რომ შეგიძლია დამეხმარო.ვუთხარი ძალიან საქმიანად.
-არა...მე არ ვაპირებ შენს განარკომანებას და თანაც მე არ….
-კაი რაა.შენ და შენ ძმაკაცები სულ დაბოლილები დადიხართ. დებილი გგონივარ? არ დავამთავრებინე წინადადება ეგრევე შეტევაზე გადავედი.
-მისმინე, მე მართლა ვერ ვხვდები რა გჭირს.საერთოდ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სულ სხვა ადამიანი დგას ჩემს წინ.მის ხმაში აშკარა იმედგაცრუება ამოვიკითხე.
თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე, ნამდვილად არ ვაპირებდი არავისთან აღსარების ჩაბარებას.
-კარგი, გასაგებია.ვუთხარი გულდაწყვეტით და ზურგი შევაქციე.
-მოიცადე.მომაძახა უკნიდან.-გაგაცილებ. წამომეწია და გვერდით
ამომიდგა.როგორც ჩანს წყენამ მალევე გადაუარა.
-იცი როგორი მოსაწყენია სკოლა უშენოდ? მითხრა საყვარლად და გაიღიმა.
-თათასთან ავდივარ.აქვე ცხოვრობს.ვუთხარი, იმ იმედით რომ საუბარს თავს ავარიდებდი.
-არაუშავს, ამ ღამით მარტო ხო არ ივლი. გამეცინა.-ძალიან მინდა რომ თუ შეყვარებულები არა მეგობრები მაინც ვიყოთ.მითხრა პატარა პაუზის შემდეგ.
-ვართ, ოღონდ შენ ეტყობა სხვანაირი წარმოდგენა გაქვს მეგობრის მოვალეობებზე.
-მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი მოვალეობები, როგორც მეგობრის და სწორედ ამიტომ ვცდილობ რომ არ დავუშვა მათ რაიმე სისულელე ჩაიდინონ.მითხრა მკაცრად.
-ხო, მაგრამ შენც ხომ ხარ ნარკოტიკების მომხმარებელი?
აშკარად კამათის ხასიათზე მოვედი.
-არა, არ ვარ! მითხრა ძალიან დამაჯერებლად.როგირც ჩანს კარგი მსახიობია.-სულ რამდენჯერმე მოვწიე პლანი და ეს არაფერს არ ნიშნავს.რაც შეეხება ჩემს ძმაკაცებს, რამდენიმეს უკვე ვენაზე ადგილი აღარ დარჩათ ნემსის გასაკეთებლად.მე არ მინდა რომ მათნაირი ვიყო და საერთოდ ვნანობ იმასაც რომ გავსინჯე. ვგრძნობდი რომ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ მისგან განსხვავებით მე გულწრფელი ვერ ვიქნებოდი.-არ დავუშვებ რომ შენც იგივე დაგემართოს, მეტისმეტად კარგი ხარ.მითხრა ისეთი სიყვარულით, რომ უცებ მართლა დავიჯერე, რომ შეიძლება ვყვარებოდი.
-შევცდი, არ უნდა დამერეკა შენთან.ვუთხარი გამტყდარი ხმით.მან სიარული შეწყვიტა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-მაპატიე.ვუთხარი და მის ზურგს მივაშტერდი.უცებ შემოტრიალდა და დავინახე მისი სახე, რომელზეც ტკივილი აღბეჭდოდა.
-შენ არ გესმის როგორ მტკენ გულს.მე ხომ მიყვარხარ, პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი და ყოველდღე ვცდილობდი შენი ყურადღება მიმექცია.როგორც ჩანს ჩემგან განსხვავებით,ნიკა აღსარების ჩაბარების ხასიათზე იყო.ძალიან ვეცადე რომ თავი შემეკავებინა და ყველაფერი პირდაპირ არ მეთქვა,რადგან ვიცოდი რომ ძალიან ვატკენდი.
-რატომ არაფერს არ ამბობ?მეკითხება ნიკა და თან თვალებში მიყურებს.ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უთქმელადაც ყველაფერს მიხვდება.თითქოს თვალები ამბობდნენ "მე ვკვდები და შენ არანაირი შანსი არ გაქვს ჩემთან მიმართებაში".
-გვიანია უკვე.მადლობა რომ დრო დამითმე.აი ასე მარტივად დავაღწიე თავი მას და ზურგი ვაქციე.თათას სადარბაზოში სწრაფად გავუჩინარდი და მარტო დარჩენილმა თავი საშინლად ვიგრძენი."რა იქნება ახლა?ნუთუ მეც მკურნალობას დავიწყებ და ისე დავიტანჯები როგორც სხვა ავადმყოფები იტანჯებიან?ნუთუ ნორმალური ცხოვრებით საერთოდ ვერასდროს ვეღარ ვიცხოვრებ?ან საერთოდ თუ ვიცოცხლებ..."ამ საშინელი აზრებიდან თათას დედამ გამომაფხიზლა,რომელიც აშკარად არ მელოდა.ღია კარებთან ცოტახანი გაუნძრევლად ვიდექი,ბოლოს ის თბილად გადამეხვია და სახლში შემიპატიჟა.
- გავიგე რომ ცუდათ იყავი.ახლა როგორ ხარ?კარგია რომ ადამიანს ყველაფერი შუბლზე არ ეწერება ან ტყუილის დროს ცხვირი პინოქიოსავით არ ეზრდება,რადგან ასე რომ არ იყოს ვერ დავმალავდი ჩემს ყოფას.
-კი,უკეთ ვარ.ბოდიშით რომ ასეთ დროს გაწუხებთ,უბრალოდ ძალიან მომენატრეთ.ვთქვი ტირილის ზღვარძე მისულმა.ლელა დეიდამ მისაღებში სინათლე აანთო და ჩემს გვერძე ჩამოჯდა.
-ხვალ რომ სკოლა გაქვს?მკითხა მოულოდნელად.ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია,წავალ.ისე მოვიქცევი თითქოს არც არაფერი არ მომხდარა და საერთოდ ჩემს შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს.მთავარი პრობლემა ჩემი ოჯახია,რომელიც არ შემეშვება,მაგრამ ამის მოგვარებაც შეიძლება.არ ვაპირებ საცდელი ვირთხის როლი შევასრულო და ექიმებს ნება დავრთო ჩემზე ექსპერიმენტები ატარონ.თუ სიკვდილი მიწერია მაინც მოვკვდები და საავადმყოფოს პალატაში მარტო სიკვდილი ნამდვილად არ მინდა.არც ის მინდა ვინმეს ვეცოდებოდა და ჩემი ამბავი ქვეყანამ გაიგოს.ლელა დეიდამ თათას ოთახში შემიყვანა და მის გვრედით საწოლი გამიშალა.ისე ღრმად ეძინა რომ წარბიც არ შეუხრია.მე თბილ საბანში გავეხვიე და ფანჯიდან გადმოსულ მთვარის შუქს ვუყურებდი სანამ არ ჩამეძინა.
დილით თათა მანჯღრევდა და თვალები გავახილე თუ არა უამრავი შეკითხვა დამაყარა.
-მაცადე გამოფხიზლება და ყველაფერს მოგიყვები.ვუთხარი როგორც კი გაჩუმდა.
-აი ვერ წარმოიდგენ და სიზმარში გნახე.მერე დილით თვალი გავახილე და შენ გხედავ.გაიკრიჭა მან
-რა იცი,იქნებ სიზმარი არც იყო.ვუთხარი მე და საწოლიდან წამოვდექი.
-დედამ მითხრა რომ შენც მოდიხარ სკოლაში,დარწმუნებული ხარ რომ გინდა წამოსვლა?მითხრა ბრთხილად.
-რათქმაუნდა,ისედაც ერთი კვირაა არ მივსულვარ და დროა გამოვანათო.ვთქვი გახარებულმა და სააბაზანოში გავვარდი.
სკოლის გზაზე თათას ტყუილებს ვუყვებოდი,რომ სიცხეები აღარ მაქვს და გუშინ ძალიან ვთხოვე დედას გამოვეშვი,რომ დილით მასთან ერთად წავსულიყავი სკოლაში.ისიც დავამატე რომ მასთან დარეკვა დამავიწყდა და უბრალოდ შემეცოდა რომ გამეღვიძებინა.როგორც ჩანს ძალიან დამაჯერებელი ვიყავი,რადგან მას არაფერი აღარ უკითხავს.კლასის ამბების მოყოლას აპირებდა,მაგრამ უკვე სკოლასთან მივედით და ისიც გაჩუმდა.ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ აქ მოსვლა ოდესმე გამიხარდებოდა,მაგრამ თურმე უნდა წარმოიდგინო ხოლმე რაღაცეები,შენს წარმოსახვის უნარზე ბევრი იცინო და მერე როცა ერთ დღესაც ეს მოხდება გაგახსენდეს რომ ამის წარმოდგენაზე ადრე გეცინებოდა ხოლმე.ძალიან ბედნიერად მივაბიჯებდი კლასისკენ თათასთან ერთად და საერთოდ აღარ მახსოვდა ჩემი პრობლემა.თითქოს არც არაფერი მომხდარა და ის დღეები იყო საშინელი კოშმარი,ამ დილით კი უბრალოდ გავიღვიძე და ისევ დავუბრუნდი ჩემს ყოველდღიურობას.სანამ კლასში შევიდოდი გამახსენდა რომ დედასთვის მიმეწერა"გთხოვ არ ინერვიულო,საღამოს მოვალ სახლში და ვილაპარაკოთ".მართალია არ ვიყავი ამ საღამოს მზად ამ მეტად მძიმე თემაზე სასაუბროდ,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.რაც უფრო მალე მოვკლავ ამ თემას,მით უფრო მალე გავხდები თავისუფალი.თათას ნათხოვარ სვიტერის მკლავებს დაბლა ვქაჩავდი და ვცდილობდი საერთოდ არაფერზე არ მეფიქრა როცა შიგნით შევიდოდი.კლასში შესულმა შევამჩნიე ლიკა და კატო,მაგრამ ჩემსკენ არც ერთი არ წამოსულა.ისეთი სახე მიიღეს თითქოს საერთოდ არ ვიყავი იქ.თათამაც იგნორი გაუკეთა და უკანა ადგილებისკენ წამიყვანა.მე გაკვირვებული სახით დავჯექი მის გვერძე და კითხვისნიშნიანი სახით შევხედე.რამოდენიმე კლასელი მოვიდა ჩემთან და მომიკითხეს.ყველაზე მეტად კი ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა კლასში დათო,რომელიც გაკვეთილის დაწყებამდე 5 წუთით ადრე შემოვიდა კლასში და ჩემი შემჩნევის შემდეგ კმაყოფილება გამოეხატა სახეზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent