შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არის ქალბატონო სერჟანტო !! (თავი 4)


6-05-2016, 21:06
ავტორი tsn
ნანახია 1 842

....
- შენ? აქ საიდან? საბა აქ რას აკეთებ, ჩვენ გვითვალთვალებდი?.. - მიაყარა კითხვები მარიამმა, თანაც ისე, რომ იარაღი არ მოუშორებია..
- აგიხსნი მარიამ, უბრალოდ იარაღი დაუშვი, კარგი?.. - სთხოვა საბამ.. მარიამმაც დაუშვა იარაღი და მათკენ მომავალ სტივსა და გიგისაც ანიშნა, რომ გაჩერებულიყვნენ.. რამდენიმე წუთში მარიამი და საბა ტროტუარზე მისეირნობდნენ და საუბრობდნენ..
- არ მინდა, რაიმე ცუდად იფიქრო მარიამ.. არ მინდოდა შენი დევნა, უბრალოდ უნივერსიტეტის შენობაში დაგინახე ღამით.. შენც და გიგიც.. შემდეგ იმ დაფას ისე აკვირდებოდი, მეგონა, რომ რაიმე იცოდი ამ საქმეზე.. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გამეგო, რამე იცოდი თუ არა.. - უხსნიდა საბა..
- შენ გაქვს ამ საქმესთან რაიმენაირი კავშირი?.. - შეეკითხა მარიამი..
- კი, ლიზა, ჩემი და.. რომელიც მეექვსე დაღუპულია.. მითხრეს, რომ ის, რამაც დაღუპვა გამოიწვია, ჯერ კიდევ შეუსწავლელი ვირუსი იყო.. მაგრამ მე მის ყელზე ნემსის კვალი ვნახე.. ის ძალიან მშიშარა იყო, ნემსის ბავშვობიდან ეშინოდა.. ჩემ გარეშე ექიმთანაც კი არ ყოფილა, ნემსის გაკეთებაზე საუბარიც აღარ მაქვს.. ჩემი და ვიღაცამ მოკლა გესმის? და ამის გამო ვარ უნივერსიტეტში.. მე მინდა ვიპოვო ის, ვინც დამნაშავეა და დავსაჯო - მარიამი ხვდებოდა, რომ საბას საუბარიც კი უჭირდა ამ თემაზე, მაგრამ არ შეუჩერებია, რადგანაც ეს აუცილებლად უნდა გაეგო..
- ძალიან ვწუხვარ საბა, მართლა მესმის შენი.. ვიცი, როგორიცაა ძვირფასი ადამიანების დაკარგვა და სიმარტოვეში ცხოვრება, მაგრამ ის, რასაც შენ აპირებ, სახიფათოა... ეს სამხედრო პოლიციის საქმეა.. ის, რაც რეალურად ხდება, იმაზე მეტად საშიშია ვიდრე რაიმე უცნობი ვირუსი.. ვფიქრობთ, რომ ვიღაც ფსიქოფატი ამ ინექციებს ქმნის და ადამიანებზე ატარებს ექსპერიმენტებს..
- მარიამ, მე გაჩერება არ შემიძლია გეამის? აქ ჩვენ ყველამ მიგვატოვა. არავინ დაინტერესებულა, როგორ დაავადდა ათი ადამიანი ერთი და იმავე უნივერსიტეტიდან, ერთი და იმავე ინფექციით.. მათ არა, მე კი სამართლიანობას აღვადგენ..
- და რას იზამ? იპოვი და მოკლავ? გგონია ასე მოისვენებ? ასე ლიზა დაბრუნდება? ჩვენ არ მიგვიტოვებიხარ.. ამ საქმის გამო ამერიკიდან ჩამოვფრინდით.. მხოლოდ და მხოლოდ თქვენს დასაცავად, შესაძლოა ფედერალებმა ვერ დაგიცეს, მაგრამ ჩვენ უქმად არ ვართ.. ..
- და მე ისე ვიჯდე? მაპატიე მარიამ, ასე არ შემიძლია.. მათ ჩემი და მოკლეს.. მის გარდა არავინ არ მყავს.. ეს საშინელი გრძნობაა, როდესაც გართმევენ ერთადერთ საყვარელ და ახლობელ ადამიანს.. მე სახლში მისვლაც კი აღარ მინდა, რადგან იქ ჩემი და აღარაა გესმის?..
- მესმის -მარიამმა ხელი მკლავზე დაადო, მეორე ხელით თავი მაღლა აააწევინა და თვალებში ჩახედა - მართლა მესმის და არ გთხოვ, რომ გაჩერდე.. ვხვდები თავს როგორც გრძნობ, მე მხოლოდ თხოვნა შემიძლია, რომ მარტომ არ იმოქმედო.. მინდა, რომ ერთად მოვძებნოთ ის, ვინც ყველაფრის უკან დგას და კანონის ფარგლებში გავუსწორდეთ.. არ მინდა, რომ კიდევ იყოს მსხვერპლი, არც ის მინდა, რომ ხელი შეგიშალო.. მაგრამ თუ ჩუმად იმოქმედებ ისევ, მომიწევს ხელი შეგიშალო.. ეს საქმე სახელმწიფოების დონეზეა მნიშვნელოვანი.. ახლაც, როცა გესაუბრები, გარანტია არ მაქვს, რომ ამის გამო არ დავისჯები'.
- ამერიკა რატომაა დაინტერესებული ამ ყველაფრით.. - იკითხა გაკვირვებულმა საბამ..
- ამერიკა არა.. სამხედრო პოლიციაა.. რადგანაც, ერთ-ერთი დაღუპული, როგორც გავარკვიეთ, სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, მეტი არც არაფერი ვიცი, მასწავლეს, რომ.ზედმეტი კითხვებიც არ უნდა დავსვა და ბრძანებას დავემირჩილო.. აი მეც ვემოეჩილები ბრძანებას და აქ ვარ.. მართლა არ ვიცი, სხვა რა კავშირია, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაა და არ მჭირდება რაიმე დამატებითი მიზეზი, რომ შევაჩერო..
- და შენც ჯარისკაცი ხარ? თუ ჯარის ქალი? ან როდიდან - თითქოს ახლა გააცნობიერა საბამ..
- არც ისე ცოტა ხანია.. წვრთნას ცამეტი წლიდან გავდივარ.. - უპასუხა მარიამმა
- რიგითი?
- მთავარი სერჟანტი - გაიღიმა გოგონამ - რას გადაწყვეტ? ჩვენთან ერთად იქნები?..
- კი, ვიქნები - ცოტა ყოყმანის შემდეგ თქვა საბამ..
- რაც მთავარია, არავისთან არაფერი უნდა თქვა, შემთხვევითაც კი.. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო ზომებს მივიღებ..
- არის ქალბატონო სერჟანტო - სამხედრო ჩესტი აიღო საბამ..
- თავისუფლად - გაუღიმა მარიამმა.. რამდენიმე წუთში კი ორივე სტივისა და გიგისკენ გაემართნენ..
- ახლა გასაგებია - გაიღიმა უცებ საბამ, მარიამი კი დაიბნა'.
- რა არის ახლა გასაგები?..
- შენი სიმკაცრე, სიდინჯე, განსხვავებულობა, ყველაფერი..- მარიამმა რაღაცის -თქმა დააპირა, მაგრამ გიგი და სტივი გამოჩნდნენ და მათკენ წავიდა.. შექმნილი სიტუაცია აუხსნა და ''გუნდის'' ახალი წევრიც გააცნო..
არცერთი აღარ დაბრუნებულა უნივერსიტეტში.. ყველა თავის გზაზე წავიდა.. მარიამმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტთან ახლის რაიმე შტაბივით უნდა მოეწყოთ და გეგმის შესრულებაც დაიწყო.. უნივერსიტეტის მახლობლად პატაარა ბინა იქირავა.. ერთ ოთახში ვარჯიშისთვის საჭირო ნივთები შეიტანა.. მეორეში კი რამდენიმე კომპიუტერი და ყველა საჭირო მოწყობილობა.. ამას დიდი დრო სჭირდებოდა.. ამიტომაც გვიანობამდე დარჩა.. სახლში მისულმა ცოტა დაისვენა, პატარა ზურგჩანთაში ის მოწყობილობები ჩადო, რომლებიც სათვალთვალოდ დასჭირდებოდა და უნივერსიტეტში წავიდა.. ამ ჯერად გიგი მასთან ერთად არ იყო, რადგან მაიორს მისი დახმარება სჭირდებოდა..
ნელა და გააზრებულად მოძრაობდა.. ცდილობდა, რომ შეცდომა არ დაეშვა, ან ვინმეს არ დაეჭირა.. თავიდანვე შეამჩნია მარიამმა, რომ დაცვა განსაკუთრებით მობილიზებული იყო ამ საღამოს.. ისევ სავენტილაციო მილში აძვრა და ამჯერად ბატონი დავითის კაბინეტისკენ წავიდა.. აი ესეც კი აეჭვებდა მარიამს.. კაცს, რომელიც ამ კორპუსში საერთოდ არაფერს ასწავლიდა, კაბინეტი ჰქონდა.. ოთახს კი მიაღწია, მაგრამ გაჩერება მოუწია, რადგან იქიდან ორი ადამიანის ხმა გაიგო.. ორივე უცნობი ხმა იყო მისთვის და დიალოგსაც ვერ მიხვდა წესიერად..
- და შედეგი როდის იქნება? - კითხულობდა ერთი ხმა..
- ძალიან მალე - პასუხობდა მეორე ხმა.. როცა ოთახში ჩაიხედა, იქ ორი ადამიანი დაინახა, არცერთის სახე არ ჩანდა, ორივე ზურგით იდგა.. ერთ-ერთი კი ოთახიდან გაიდიოდა.. ახლა ვერაფერს იზამდა მარიამი.. უნდა გაჩერებულიყო მანამ, სანამ მეორეც არ წავიდოდა, ან უკეთეს შემთხვევაში, ამ უკანასკნელის სახეს არ დაინახავდა.. რამდენიმე წუთს უშედეგოდ იცადა, შემდეგ იმ კაცს მობეზრდა კაბინეტში და გავიდა.. მარიამმა დრო იხელთა, ოთახში რაც შეეძლო სწრაფად დააყენა ჩამწერები და ისევ მილით დერეფანში გავიდა.. იმედოვნებდა, რომ მათ ისევ შეამჩნევდა.. ნაბიჯების ხმა გაიგო, შემდეგ სინათლეც დაინახა, ეს დაცვა იყო და უნდა გასულიყო, თუმცა ხმაურის გარეშე.. ადგილს ზვერავდა და ფიქრობდა, თუ საით უფრო ისაფრთხო იყო წასვლა, როდესაც ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა და სიბნელეში შეითრია.. მარიამს არ ეშინოდა, პირიქით, მამაკაცის ძლიერი ხელი მუცელზე საშინლად სიამოვნებდა.. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდრსაც ასე ''დაესხნებ'. თავს და წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია.. მამაკაცმა შეატრიალა ნელა და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიუტანა, იმის ნიშნად, რომ არ ეკივლა.. არც გაკვირვებია მარიამს, როდესაც მის წინ საბა დაინახა.. ის ხომ ერთადერთი იყო, ვინც ასეთ ემოციებს იწვევდა მარიამში და თავიდან ბოლომდე აბნევდა..
არც საბა იყო კარგ დღეში.. მასშიც უამრავ ახალ გრძნობას მოეყარა თავი.. თავიდანვე მოიხიბლა მარიამით.. სულ ფიქრობდა, რომ მას ჰქონდა ის, რაც დანაეჩენებში ვერ იპოვა..ამაში ყოველ წამს რწმუნდებოდა, როდესაც ჩუმად დაჰყვებოდა თან.. დასდევდა იმ მიზეზით, რომ გაეგო, რა კავშირსი იყო ''საქმესთან'', მაგრამ ხან საერთიდაც ავიწყდებოდა ეს და მისი ცეცხლისფერი თმის გარდა ვერაფერს ამჩნევდა.. ახლაც, როდესაც კვლავ უკან გაჰყვა და დაინახა, რომ საფრთხეში იყო და დაეხმარა კიდეც, მაგრამ გულისსიღრმეში იმ წამს მხოლოდ მის ტუჩებზე ეფიქრებოდა.. ფიქრებში თავის თავს დასცინოდა კიდეც, რომ თექვსმეტი წლის ბავშვივით იყო არეული, მაგრამ მისი კოცნის სურვილი უფრო დიდი იყო, დაიხარა და უეცრად აკოცა, თუმცა თავი მალევე მოთოკა და მოშორდა, ის ის იყო უნდა აეხსნა მისი საქციელი, როდესაც დაცვაც გამოჩნდა და მოუწიათ უსაფრთხოდ გასვლაზე ეზრუნათ.. ფრთხილად და სიტყვის უთქმელად მიდიოდნენ.. როგორც იქნა გააღწიეს გარეთ, მაგრამ კარგი სიტუაცია არ დაუხვდათ.. საშინლად წვიმდა.. უეცრად არეულა ამინდი, ისე, რომ ვერცერთმა ვერ გაიგო..
- სახლში გაგაცილებ - სიჩუმე საბამ დაარღვია..
- ჯერ სახლში არ მივდივარ - მოკლედ უპასუხა მარიამმა - მაგრამ შეგიძლია გამომყვე - დაამატა და გზა განაგრძო.. მარიამმა საბა მისსავე გაკეთებულ ''შტაბში'' მიიყვანა..
- ვაუ - აღმოხდა ნანახით გაოცებულ საბას..
- ჯერ სად ხარ.. - გაეღიმა გოგონას.. კომპიუტერები ჩართო და უნივერსიტეტის ვიდეოკამერების სიხშირე დაიჭირა.. მონიტორებზე უკვე კარგად ჩანდა უნივერსიტეტის ყოველი კუთხე, ყოველი დერეფანი შესასვლელი თუ შემოგარენი.. მარიამმა ისევ რაღაც აკრიფა და ახლა ის კადრები ჩართი, რომელსაც უნივერსიტეტის შენობაში შეესწო..
- ჯანდაბა - მუშტი მაგიდას დასცხო გოგონამ .- არც აქ ჩანს სახები, მხოლოდ ზურგიდან ჩანდნენ... თუმცა ყველაფერს თვალი რპმ გადაავლო, შენიშნა მანქანა, რომლის ნომრებიც, არც თუ მკვეთრად, მაგრამ მაინც სჩანდა.. ეს დროს, თავისთავად, წაიღებდა, მაგრამ უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლიდა..
ორივე ძალიან იყო დაღლილი და ხმას არცერთი იღებდა.. მარიამს გულს უღრღნიდა იმაზე ფიქრი, თუ რატომ აკოცა საბამ, საბას კი მარიამის გულგრილობა აგიჟებდა.. ამინდი კი უარესდებოდა და უარესდებოდა.. საშინელი თავსხმა იყო.. ზაფხულის წვიმა რომ ყოდილიყო, კიდეც გარისკავდა მარიამი და ფეხით გაუყვებოდა გზას, მაგრამ შემოდგომის მიწურულს თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა.. არა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდა, მას ხომ უამრავჯერ ურბენია წვიმაში, ქარში თუ თოვლში, უბრალოდ ახლა რომ ცუდად გამხდარიყო და ეს საქმე ბოლომდე ვერ მიეყვანა, კიდეც შეიშლებოდა.. ბინაში საძინებელიც იყო და ტანსაცმელიც მარიამისთვის, მაგრამ საბასთვის ვერაფერს იპოვიდა..
- შეგიძლია შხაპი მიიღო და ტანსაცმელები დაკიდო სადმე რომ გაშრეს..
- საერთოდაც, წასვლას ვაპირებდი - უპასუხა საბამ..
- ახლა წასვლა არ ღირს, დამიჯერე.. აქ ყველანაირი პირობაა, რომ დარჩე.. - მშვიდად მიუგო მარიამმა..
- კარგი - ღიმილი შეეპარა საბას.. ეს სჭირდებოდა.. უნდოდა სცოდნოდა, რომ მარიამშაც აღელვება ის.. სინამდვილეში ასეც იყო.. მარიამს ყველას თავიდან მოშორება შეეძლო, ასეთ ამინდშიც კი, მაგრამ საბასთან მიმართებაში თავისსავე დაწესებულ ყველანაირ წესს უგულებელჰყოფდა.. საბა შხაპის მისაღებად შევიდა.. მარიამმაც დრო იხელთა და გამოიცვალა..ორი ფინჯანი ცხელი შოკოლადი მოამზადა და ერთ-ერთი იმ წამისგამოსულ საბას დაუდგა წინ.. ცდილობდა სიცილი შეეკავებინა და ვერც ახერხებდა..
- მიდი ჰა, გულიანად გადაიკისკისე - ამის თქმა იყო და ორივეს სიცილი აუვარდათ..
- იისფერი ხალათი ძალიან გიხდება - დასცინოდა მარიამი და აქამდე ვერც წარმოედგინა, რომ მის ფუმფულა ხალათში ვინმეს დაინახავდა, განსაკუთრებით კი საბას.. ცოტა ხანში ისევ სიმშვიდე ჩამოწვა.. ისხდნენ და ნელ-ნელაიირთმევდნენ ცხელ შოკოლადს..
- მომიყევი შენზე რამე - სიმშვიდე საბამ დაარღვია..
- მაინც რა გაინტერესებს - კითხვა შეუუბრუნა მარიამმაც..
- აი მაგალითად, სად დაიბადე, ან ამერიკაში რატომ წახვედი.. თუნდაც ის მითხარი, რატომ აირჩიე სამხედრო ძალები - სულმოუთქმელად დააყარა ბიჭმა კითხვები..
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი სად დავიბადე, რაც თავი მახსოვს, ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი.. ჩვეულებრივ საჯარო სკოლადი დავდიოდი, თუმცა იქ მაინც იყვნენ ისინი, ვინც იმაზეც კი დამცინებდა, რომ ბავშვთა სახლიდან ვიყავი.. 12-13 წლის ასაკში კი, როგოღც ყველა მოზარდს, სახეზე გამონაყარი მქონდა.. ერთ დღესაც კი მომბეზრდა ასე ყოფნა და გადავწყვიტე, რომ ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და ამრიკაში წავედი.. იქ კი ისე მოხდა, რომ მომავალ შამხედროთა მომამზადებელი ჯგუფი ჩემით დაინტერესდა.. - მოკლედ უამბო მარიამმა ყველაფერი.. - ახლა შენი ჯერია, მითხარი შენზე რამე.. - დაამატა გოგონამ და შოკოლადი მოსვა..
- რა გითხრა - სევდა შეეპარა ბიჭს.. - თბილისში დავიბადე.. თბილ და მოსიყვარულე ოჯახში.. მყავდა ხუთი წლით უმცროსი და, ლიზა.. მე და ლიზამ მშობლები რამდენიმე წლის წინ დავკარგეთ, ავია კატასტროფაში.. ლიზას მეტი აღარავინ მებადა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისიც გამომაცაკეს ხელიდან.. - მარიამაც შეეცვალა სახე.. ეს ამბავი ძალიან ძნელი მოსასმენი იყო მისთვის... არც კი წარმოედგინა, ექნებიდა თუ არა მას ადამიანის სახე, თუ ამ ყველაფერს გადაიტანდა..
- იცი, მე მჯერა, რომ ისინი სხვა სამყაროში ბედნიერად ცხოვრობენ.. ალბათ არც კი არსებობს რაიმე სიტყვა, რომელიც ახლა შვებას მოგგვრის.. არ მესმის, რატომ მოაქვთ ადამიანებს ერთმანეთისთვის სიკვდილი და სიავე, როდესაც შეუძლიათ ახალი სიცოცხლის შექმნა, სიკეთის კეთება, შენება ნგრევის ნაცვლად'.. არ მესმის, რითაა ის ადამიანი ტერორისტზე მეტი, რომელმაცც ახალგაზრდა, უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა.. მაგრამ თუ კი არსებობს სადმე რაიმე ძალა, ის დაუსჯელი არ დარჩება.. რომ შევეწირო ამ საქმეს, მაინც არ დავტოვებ გამოუძიებელს.. - საუბრობდა მარიამი და ფინჯანს თვალს არ აცილებდა.. თითქოს ათივეს მაგიერ მარიამი მოეკლათ, ისე გრძნობა იმ წამს თავს..
ისევ სიჩუმე ჩამოწვა.. უკვე ძალიან გვიანი იყო და ორივეს ეძინებოდა.. საბამ.მარიამს პლედი სთხოვა და დივანზე დაწვა.. მარიამი კი საწოლში მოთავსდა და დაიძინა.. მალე უსიამოვნო გრძნობამ გააღვიძა მარიამი.. სციოდა, ქარს ფანჯარა შემოეღი და წვიმას ფარდებიც დაესველებინა.. მაშინვე საბა გაახსენდა.. ის ხომ სულ ერთი თხელი პლედის ამარა იწვა დივანზე.. ფრთხილად მიუახლოვდა და გააღვიძა..
- სულ მთლად გაყინულხარ.. საწოლი საკმარისად დიდია, რომ დაეტიო.. თანაც უკეთ მოთავსდები და გათბები - თბილად უთხრა მარიამაა.. საბას ძალიან ესიამოვნა მისი ყურადღება და მზრუნველობა.. რამდენი ხანია, რაც არავინ დაინტერესებულა, სცივა თუ არა, ან მშიერია თუ არა.. უყურებდა მარიამს და ხედავდა უდრეკ ქალბატონ სერჟანტს, რომელიც გულის სიღრმეში, ისევ პატარა მზრუნველი გოგონა იყო.. ორივე ფრთხილად დაწვა საწოლში.. სასაცილოც კი იყო ის დაშორება მათ შორის, რაც ხელოვნურად შექმნეშ..
- შეგიძლია ცოტა მოიწიო აქეთ - უთხრა საბამ..
- ხო, შენც - ჩაიღიმა გოგონამ.. ბალიშს ჩაეხუტა და ტკბილად დაიძინა....




********

რა გითხრათ.. საშინელი ''უმუზობის ხანა'' დამიდგა.. ახლა კი, როგორც ოქნა დაგიბრუნდით შემდეგი თავით და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.. თვალის გადავლებას ბერ ვასწრებ და ალბათ, შეცდომებიც არის.. ველოდები თქვეს აზრებს..

პ.ს
აღარ დავაგვიანებ მართლა.. feel wink



№1 სტუმარი nini

dzaliann magariaaa.velodebi shemdegss.sheni yvela istoria momwonss es ki ragac sxvanairiaa da dzalian damainteresaaa.kai gogo xar.

 


№2  offline მოდერი tsn

nini
dzaliann magariaaa.velodebi shemdegss.sheni yvela istoria momwonss es ki ragac sxvanairiaa da dzalian damainteresaaa.kai gogo xar.


გმადლობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥love

 


№3  offline წევრი mari kuna

ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს <3 წარმატებები კაი ხარ :**

 


№4  offline მოდერი tsn

mari kuna
ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს <3 წარმატებები კაი ხარ :**

ძალიან დიდი მადლობა love

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Axla wavikitxe otxive tavi da ai ar vici ra vtqva dzalian gansxvavebulia da dzalian momwons au male dade xolme ra

 


№6 სტუმარი Tako

Rogor velodebodii^^dzalian kargad wer da agar daikargo xolme♥

 


№7  offline მოდერი tsn

ანი ანი
Axla wavikitxe otxive tavi da ai ar vici ra vtqva dzalian gansxvavebulia da dzalian momwons au male dade xolme ra

მიხარია, რომ მოგეწონა.. დიდი მადლობა love

Tako
Rogor velodebodii^^dzalian kargad wer da agar daikargo xolme♥

გმადლობ.. აღარ დავიკარგები feel wink love

 


№8  offline წევრი kora

ძალიან მაგარი გოგო ხარ, უზომოდ მომწონს ეს ისტორია და იცოდე დღეს ველოდები ახალ თავს love
--------------------
kira.G

 


№9  offline მოდერი tsn

kora
ძალიან მაგარი გოგო ხარ, უზომოდ მომწონს ეს ისტორია და იცოდე დღეს ველოდები ახალ თავს love

მალე ავტვირთავ ♥ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent