შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ზღვა -1-


6-05-2016, 21:08
ავტორი sopiko
ნანახია 2 640

[თავი 1]
თამთიკემ ლაბადის საყელო აიკეცა და თავი დახარა. შეეცადა ზღვის მხარეს თვალი არ გაქცეოდა, თორემ იქითკენ გახედებით დამთავრდებოდა ყველაფერი. ლიქოკელს კი საშინლად არ უნდოდა, რომ სიცოცხლის ბოლოს ეს საზარელი, ხახადაღებული ლურჯი, უკიდეგანო სივრცე დაენახა. ხო, ვერ იტანდა ზღვას! ერთადერთი იყო, რაც ამ მშვენიერ სამყაროში არ მოსწონდა! არ მოსწონდა კი არა, სძულდა!
–ლიქოკელო!–უკნიდან საძულველი ხმა მოესმა და ადგილს მიეკერა.
სულ ცოტა ხანს შეყოვნდა და მერე ისევ გადადგა ნაბიჯი.
–რა იყო, თამთიკე? ჩემი გეშინია?–საზიზღრად ახარხარდა ბიჭი.
–არა, ქურასბედიანო! მე არავის შიში არ მაქვს!–მიუხედავად გამოცდილებისა მის პროვოკაციაზე მაინც წამოეგო და შემოტრიალდა.
თედო ქურასბედიანი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო. უბრალოდ ქერა თმა ჰქონდა და ამაზე გიჟდებოდნენ გოგონები. ჩაცმულობა? დიდი არაფერი! ყოველ შემთხვევაში ისეთი არაფერი, რომ ვინმე ამაზე გადარეულიყო! სპორტულ სტილში გამოწყობილი დაიპრანჭებოდა ვაჟბატონი! ჩანთა ისე ეკიდა ზურგზე, თითქოს შიგნით წიგნისმაგვარი რამე ჰქონოდა! თამთიკე სულელი არ იყო, რომ ამის გამო შესძაგებოდა ვინმე... ეს თედო ერჩოდა მას! დერეფანში ყოველთვის საკმარისი ადგილი იყო გასავლელად, მაგრამ ქურასბედიანი კიბეებზე ამორბენის შემდეგ მთელი ძალით ასკდებოდა გოგონას და მასაც გულზე მიხუტებული წიგნები იატაკზე უცვივდებოდა. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მერე ბიჭი რაინდულ თვისებებს იჩენდა და წიგნების აკრეფაში ეხმარებოდა, თუმცა არა! ხმამაღლა გადაიხარხარებდა და საკლასო ოთახში გაჯგიმული შედიოდა. თამთიკე საპირფარეშოში ღვრიდა ხოლმე ცრემლებს. ვერ ხვდებოდა რა დაეშავებინა ისეთი, რომ თედოს ჯავრი ვერა და ვერ ამოეყარა. ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ იყო. როცა კი ბიჭს შემთხვევა მიეცემოდა, ლიქოკელს ტირილის მიზეზს უქმნიდა.
–არავის? კარგი, ვთქვათ ადამიანების შიში არ გაქვს.... მაგრამ მოდი, უსულო მცნებებსაც შევეხოთ! მაგალითად ზღვას...–უშუალოდ ჩაილაპარაკა თედომ და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა.
–მე არაფრის... არ მეშინია!–შეცბუნებულს სიტყვა გაუწყდა. თედოს გამოხედვა სულით ხორცამდე ძრავდა. ვითომ აუღელვებლად გააგრძელა გზა, სინამდვილეში კი გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
–თამთიკე!–ძალიან ახლოს გაისმა მისი სახელი და თამთიკეც მიხვდა, რომ ქურასბედიანი მის უკან იდგა. სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით.
''უნდა გავიქცე''–გაუელვა გონებაში.
ფეხი გადასადგმელად აწია და... უეცრად უცნაური სიმჩატის შეგრძნება დაეუფლა!
გვიანღა გააცნობიერა, რომ თედოს მკლავები შემოხვეოდა ზურგზე და ხელებზე. აფართხალდა. ხმამაღლა შეჰკივლა, მაგრამ არც ერთ მის მოქმედებას შედეგი არ გამოუღია.
–გამიშვი! გამიშვი!–პანიკური შიშით შეპყრობილი ერთი და იგივეს იმეორებდა და ზღვას თვალს არ აშორებდა.
–თქვი, რომ გეშინია!–გველივით ჩასსისინა თედომ.
–გამიშვი! გამიშვი!–არასდიდებით არ თქვა ის, რასაც თედო მოითხოვდა მისგან.
–მგონი ერთხელ მაინც თუ დაისჯები შენი სიჯიუტისთვის, ჭკუას ისწავლი!–რაღაც ავი იდეა დაუფლებოდა უკვე წყალში შესულ ქურასბედიანს. აი, თამთიკესაც დაუსველდა ზურგი. ტირილი დაიწყო. შველას ითხოვდა, მაგრამ ნაპირზე არავინ ჩანდა.
–არ გამიშვა! არ გამიშვა!–თხოვნა შეაბრუნა და ბიჭს მაისურზე წაეპოტინა.
–არ მესმის. სულ ორი წამის წინ დავყრუვდი. რაც ბოლოს გავიგონე, ის უნდა გავაკეთო.–''კეთილმოსურნედ'' გაუღიმა თედომ.–ისა, რამის ხომ არ გეშინია?
–არა! მე არ მეშინია!–თვალები გაახილა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა...
იმ წამს შეუშვა თედომ ხელები... მეორე წამს მძიმედ ჩაეშვა ზღვაში... მესამე წამს აბობოქრებული ტალღა დაინახა, რომელმაც მზერა დაუბინდა... მეოთხე წამს ხელ–ფეხი შემოეყინა და ფართხალი შეწყვიტა... მეხუთე წამს უკვე ფსკერისკენ მიცურავდა... თვალები ეხილა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა...

საავადმყოფოში რომ გამოიღვიძა და ქურასბედიანის შიშისგან შეშლილი თვალები დაინახა, გაეღიმა... თურმე შენც გშინებია რაღაცისო, ჩაიჩურჩულა და ძალაგამოცლილმა კვლავ მიხუჭა თვალები. სულ მალე ააფახულა ერთმანეთს დაწებებული წამწამები, მაგრამ თედო იქ აღარ დახვდა. გაუხარდა, გამოვიჭირეო. თავზე უკვე ექიმები ადგნენ. ყველა გაკვირვებული იყო. აქ რომ ჭაბუკი იყო, მთელი დღეა არ მოგშორებია და მაშინ, როცა გონზე მოხვედი, რა ჭირი ეტაკაო. თამთიკემ ამასაც შესაბამისი მიზეზი მოუძებნა...
–წყალი მომაწოდეთ.–ითხოვა და ხელი გაიწვდინა. ექთანმა წყალი ჭიქაში ჩაასხა და ჩხრიალის ხმაზე გოგონას ფერი წაუვიდა.
–ცოტა ნელა რა...–შეწუხებულმა გადასწია თავი საწოლიდან და ამ სიტუაციაში სრულიად მოსალოდნელად გული აერია.
ექთანმა პირი წყლით მოწმინდა და პირსახოცით შეუმშრალა. მერე კარგად ხარო, დაეკითხა და დადებითი პასუხის მიღებისთანავე წყლით სავსე გრაფინი პალატიდან გააქცია.
''ტყუილად არ მძულებია ზღვა!''–ახლა უკვე მტკიცედ გაიფიქრა თამთიკემ და საწოლში კომფორტულად მოთავსდა.
ალბათ ბებიას დღესაც წნევა ჰქონდა და მეზობლებმა შვილიშვილის ამბავი ამიტომაც დაუმალეს. ობოლი იყო თამთიკე, ამიტომაც ჩაგრავდა თემო. აბა, მხარბეჭიანი, თბილი მამიკო ცოცხალი რომ ჰყავდეს, ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა, მაგრამ ერთმა წვიმიანმა დღემ იმსხვერპლა ისიც და დედაც. ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებით თამთიკეს უარყოფითზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა წყალთან დაკავშირებით. ზღვა იყო ეს, წვიმა თუ გუბე, ხასიათი უხდებოდა.
დღევანდელ შემთხვევას კიდევ რა უშავდა. მართალია სიძულვილმა იმატა, მაგრამ თედო რაიმე მოვლენამ კი არა, თამთიკემ შეაშინა, რაც დიდი მიღწევა იყო! უდიდესი!

საღამოს მისივე თხოვნით გამოწერეს საავადმყოფოდან. ფილტვებიდან წყალი ბოლომდე ვერ ამოვტუმბეთ და შეიძლება შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროსო, ბევრი უჩიჩინეს, მაგრამ როგორც იტყვიან, მოვიდა სეტყვა და ქვამ შეუშვირა თავი!
ბებია ჭიშკართან დახვდა. უამრავი ტყუილის მოფიქრება მოუწია ლიქოკელს, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. ნეტავ, თედომ არაფერი უთხრას ბებოს და ამით არ იძიოს შური ჩემზეო, ამას დარდობდა მხოლოდ და ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა ხვალ ამ თემაზე დალაპარაკებოდა იმ ადამიანს, ვინც დღეს კინაღამ სიცოცხლე მოუსწრაფა.
წყლის გადავლებაზე არც უფიქრია, ისე შეწვა საწოლში და საბანი თავამდე წაიხურა. მანამდე უმღეროდა საკუთარ თავს იავნანას, სანამ არ ჩაეძინა...

სკოლის კიბეებზე ადიოდა და თან ხვნეშოდა. ვინ მოიგონა ეს მეოთხე სართული, ვინ? სხვა ყველაფერი კარგი, პირველი ინგლისური აქვს და უცხო ენებში უნიჭოს ტექსტი ლამისაა უკვე დაავიწყდეს.
საკლასო ოთახის კართან შედგა და სამასწავლებლოდან ამოტანილი გასაღები ჯიბიდან ამოიღო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა დერეფნის მეორე ბოლოში ქურასბედიანი. გუშინ დალაგებული გეგმები თამთიკეს სულ მთლად აერ–დაერია. ვითომ ეშინოდა და ამიტომ? არადა თითქოს აღარ ეშინოდა... ეჰ, საკუთარ ცვალებად ხასიათს თავადაც ვერ უგებდა და სხვას რა უნდა გაეგო. რომ მიხვდა, თედო ჩემკენ მოდისო, სასწრაფოდ დადო ჩანთა და ზურგით აეკრო ხის კარებს.
–ლიქოკელო!–როგორც ყოველთვის გვარით მიმართა მოახლოებულმა თედომ.
თამთიკეს ხმა არ გაუცია, რადგან ამით აღელვებულ მეს გასცემდა.
–ბოდიში მინდა მოგიხადო...–ისეთი ტონით წარმოთქვა ბიჭმა, რომ ეტყობოდა სინანული ახრჩობდა.
–შენი აფერისტული ბოდიში არაფერში მჭირდება. თუ გგონია, რომ გოგონებში ჭორებს გავავრცელებ, თედო ქურასბედიანმა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა პატივისცემა არ იცის_მეთქი, ნუ შეგეშინდება. მსგავს რამეს არ ვაპირებ. პირიქით, შეგვიძლია გარიგებაც კი დავდოთ.–უკმეხად მიუგო თამთიკემ და ჩანთა მოიკიდა. თედო ნამდვილად არ აპირებდა მისთვის რამის ვნებას.
–ასე შეგაძულე თავი?–თვალებში სევდაჩამდგარმა ახედა თედომ და ნიკაპზე ხელი ჩამოისვა.
–შენ გეგონა ასეთი ქცევით შემიყვარდებოდი?–შეკრულ წარბებს ქვემოდან გამოხედა გოგონამ, თუმცა ძალიან ეუცხოვა ასეთი ტონი და სიტყვები ქურასბედიანისგან.
–მთლად ასეც არაა, მაგრამ... მე უბრალოდ ვერთობოდი.–გამოტყდა ბოლოს, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ეს მის დანაშაულს ამართლებდა. ეტყობა ბოლომდე ვერ ჩაწვდომოდა ნათქვამის აზრს.
–ჩემით ერთობოდი.–დააკონკრეტა და წელში გაიმართა.
–არა... მე უფრო... ხო, ვერთობოდი... შენით.–დაამატა მოგვიანებით და ხელი ჩაიქნია.
–სახელდობრ რა გართობდა ჩემში?–დაცინვით ჰკითხა თამთიკემ, მაგრამ თედომ რატომღაც სერიოზულად მიიღო.
–შენ არა... შენი მოჭუტული თვალები მართობდა! მათში აცეკვებული ჭინკები მენატრებოდა... შენ ყველაზე კარგი მაშინ ხარ, თამთიკე, როცა ბრაზობ!–პირველად მოიხსენია სახელით და თბილად გაუღიმა.
–ამდენი ხნის შემდეგ... შენი ღიმილი პირველად არაა დამცინავი!–თავი გადააქნია აფორიაქებულმა და აკანკალებული ხელის მტევნები უკან დამალა.–ახლა ამით ერთობი? ესეც შენი მორიგი გასართობია? მერე დამცინებ? მითხარი, რატომ მე?ოდესმე შენთვის დამიშავებია რამე?
–მსგავსი რამ მითქვამს?–უემოციოდ შეეკითხა და მუხლი მოიდრიკა.–ქედს ვიხრი შენი უნდობლობის წინაშე, თუმცა ჩემი ბრალია... ეს უნდობლობა მე ჩაგინერგე!
ამ სიტყვებით ხმაურით გამოაღო თედომ თავისი კლასის კარი და შიგნით კი არ შევიდა, შეფრინდა.
–ისე, რაც დღეს ვილაპარაკე, ყველაფერი სიმართლეა.–ორი წუთის შემდეგ გამოაღო კარი და ტუჩის კუთხე ჩატეხა, ისევ იგივე პოზაში გაშეშებულ თამთიკეს რომ შეეჩახა.
სიმართლეს უმოქმედია, ხომ იცი!

^^^
ერთკვირიანი პაუზა და მე დავბრუნდი!
გამიტკბა უმოქმედობა და აი, დღესაც მეზარებოდა დადება... მაგრამ მომენატრეთ და ამან ძლია სიზარმაცეს! {ბოროტსა სძლიან კეთილმან, ხომ გაგიგონიათ...}
ხოოდა, ახალი ისტორიის ახალი თავიც ასე გამოცხვა!
გემო გაუგეთ და მერე შეფასების სახით მითხარით, როგორია... მარილი ხომ არ აკლია, შაქარი თუ აქვს ბლომად და რაიმე ინგრედიენტი ხომ არ დამაკლდა...
ესეთი მინაწერიც რამდენი ხანია არ დამიწერია...
მოკლედ გკოცნით, გკოცნით, გკოცნით!
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი cisa

vaimeee chemi sofikoo♥♥♥ rogor gelodebodiii sul niks vukurebdii ar gamomrchsttqoo rogoor gamaxare shen xo ar ici ♥♥ wavikitxav axlaa da shegifaseb mere ♥♥ madloba ro dagvibrundi ♥♡ tavi mtkioda daise gamexarda mgoni gadamiara :D ♥♥

eseigii raa daamixedet am tedunaas :D dagvixrcho ramis gogoo ♥♥ ise ra iciianxolme am bichebma raa uuf :D kargiia momwons dzaliian..iseti tkbilia ro ravicii araferiic ar akliaa :* velodebi shemdeeg tavs moutmenlad ♥♥

hoda kideev ratomgac mgoniaa ro es chveni teduna zgvasaaac sheakvareebs :D♥

 


№2 სტუმარი ninoooo

ogond zalian pataraaa

 


№3  offline წევრი Pepper

ძალიან კარგი დასაწყისია
მომეწონაა ძალიან <3
არ აკლია არაფერი :D <3
მალე დადე ოღონდ ახალი თავი ^^

 


№4  offline მოდერი bibo

ვა სოპიკუნკულა კარგობაზე მეტი იყო ჩიტოოო უხ მომეწონა მარწყვუსიიი იმედია მალ მალე და ბევრობას დადებ ჩემო ჩოკოლადოოო.ეს თეიკუმკულისი ნახე კინაღამ არ წაღებინა წერილი არ გაუყენა ბაბუაჩემის გზას ეს დამპალი უხ wink wink ვატყობ მე მოსტყდება ეგ რქები თედუნიასოოო ჩემო ტკბილო აბა შენ იციი მარწყვო

 


№5  offline მოდერი sopiko

cisa
vaimeee chemi sofikoo♥♥♥ rogor gelodebodiii sul niks vukurebdii ar gamomrchsttqoo rogoor gamaxare shen xo ar ici ♥♥ wavikitxav axlaa da shegifaseb mere ♥♥ madloba ro dagvibrundi ♥♡ tavi mtkioda daise gamexarda mgoni gadamiara :D ♥♥

eseigii raa daamixedet am tedunaas :D dagvixrcho ramis gogoo ♥♥ ise ra iciianxolme am bichebma raa uuf :D kargiia momwons dzaliian..iseti tkbilia ro ravicii araferiic ar akliaa :* velodebi shemdeeg tavs moutmenlad ♥♥

hoda kideev ratomgac mgoniaa ro es chveni teduna zgvasaaac sheakvareebs :D♥

ninoooo
ogond zalian pataraaa

Pepper
ძალიან კარგი დასაწყისია
მომეწონაა ძალიან <3
არ აკლია არაფერი :D <3
მალე დადე ოღონდ ახალი თავი ^^

bibo
ვა სოპიკუნკულა კარგობაზე მეტი იყო ჩიტოოო უხ მომეწონა მარწყვუსიიი იმედია მალ მალე და ბევრობას დადებ ჩემო ჩოკოლადოოო.ეს თეიკუმკულისი ნახე კინაღამ არ წაღებინა წერილი არ გაუყენა ბაბუაჩემის გზას ეს დამპალი უხ wink wink ვატყობ მე მოსტყდება ეგ რქები თედუნიასოოო ჩემო ტკბილო აბა შენ იციი მარწყვო

ჩემს ვინდოუსს რაღაც სჭირს და სამწუხაროდ ცალ-ცალკე პასუხებს ვერ გწერთ...]
ყველანი ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ამ მოლოდინისთვის და ასეთი შეფასებისთვის love

 


№6 სტუმარი Black

Davagviane:(tumca shenc:Damito,mepatieba;) kargi iyo<3

 


№7  offline წევრი teddy))

Mouxshire am bolodros mesame pirshi weras :D es ragac gansxvavenulia :* skolis periodi, titqmis sul didebze wer :* momwons! Is momenti momewona dzalian karebi rom gaago da rom utxra bichma es yvelaferi simartle iyoo! Warmatebebi!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent