შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილი (სრულად)


6-05-2016, 22:08
ავტორი once upon
ნანახია 9 348

ლიქიორის სიტკბოთი გაბრუბული გავყურებ ხედს აივნიდან და უნებურად მეღიმება.
საშინლად სასიამოვნოდ ვარ და იცით როგორია პარიზი?
ხელში ჭიქა ლიქიორით, აივანზე ფეხებშემოდებულმა, კმაყოფილი ღიმილით რომ უნდა გაჰყურო ცას, ფერებს რომ იცვლის და ეიფელს, უდრეკად რომ დგას.
ზედმეტად რომანტიული სიტუაციაა,
მაშინაც კი, თუ შენ არ ხარ რომანტიული.
იცით როგორია?
აი რომ დაჯდები, დალევ, უყურებ და არ მოგბეზრდება.
იქვე, საიდანღაც ნელი მუსიკა რომ ისმის, ქალის ნაზი ხმა რომ მოგეფინება გულსა და სულში და მთლიანად რომ შეგკრავს.
ოდნავ რომ გაბრუვდები, ჩაისუნთქავ ქარის მოტანილ რომელიმე პოპულარული სუნამოს სუნს და იმის მაგივრად რომ გაბრაზდე, გაგეცინება.
რაღაცნაირი, პარიზული სიტუაცია.
ისეთია, მხოლოდ აქ რომ იცის.
იცი რომ სახლი არ არის,
ვერასდროს გახდება,
მაგრამ ძალიან, ზედმეტად, ძალიან ზედმეტად მოგწონს..
ერთ წამს გაიხედავ, კისერს მოიღერებ, წარბს აწევ და გაიფიქრებ, მიყვარს, არა-ისო და მეორე წამს სიამაყე დაგემსხვრევა, გაგეცინება და გაიფიქრებ, რომ გიჟდები.
ვგიჟდები.
პარიზზე არა,
სიყვარულზე.
აი ასეთზე, რომ მოვა და თავს ისე გაგრძნობინებს, თითქოს სულ პარიზში ხარ.
რომ გაიხედავ, კი არ იფიქრებ, რა კარგია რომ მოშორდაო,
ინატრებ, ხომ მალე მოვაო.
იასამნის სუნით გაბრუებულზე,
ლამაზზე,
აი ისეთ მყუდროზე, როგორიც ლიქიორის სუნს შეზავებული შანელია,
ან რაიმე სხვა სუნამო,
მაგრამ ლიქიორით.
მზე ჩადის,
მერე ისევ ამოვა, მაგრამ ისეთივე ლამაზ ფერებს არ დატოვებს, როგორც ჩასვლისას.
მესმის, როგორ ყვირის ვიღაც, "J'adore!" და მეცინება.
მგონი, რაც აქ ვზივარ, სულ ვიცინი, მაგრამ უნებურად თვალთან რომ ვისვამ ხელს და გადღაბნილი ტუში მხვდება, ვხვდები,
თურმე, ვტიროდი.
ლიქიორიან ჭიქას ბოლომდე უცებ ვსვამ და აივნიდან გადმოვდივარ,
ისევ ვაფუჭებ ყველაფერს, არაფრით.
ვერასდროს გამოსწორდება ჩემი ეგოს განუსაზღვრელი თვითსიყვარული,
და ვერასდროს შეძლებს იყოს ბედნიერი ვიმესთან საკუთარი თავის გარდა.
ამიტომაც მომიშორა ერთმა,
და მომიშორებს სხვა.
და მე არც ერთი არ დამაინტერესებს,
რადგან საკუთარი თავი მეყოლება და მაინც,
შეუძლებელია არ აღნიშნო, როგორი ეგოისტი ხარ,
როცა შენი ეგოიზმი თავად გაწუხებს,
მაგრამ ვერ ცვლი.
***
ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი, ყავას ვწრუპავდი და ეიფელს გავყურებდი.
ისეთი სიტუაცია იყო, უაზროს და ძალიან დებილურს რომ არქმევენ.
არაფერი რომ არ გინდა, მაგრამ თან ყველაფერი გენატრება.
სულელურად ყოფნა ქვია, როგორც მახსოვს, ხშირად არ ვგრძნობ, სახელიც დამავიწყდა.
მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს.
ვხედავდი, როგორ ეხუტებოდა წყვილი ერთმანეთს, როგორ ხითხითებდა გოგონა და როგორ უჭერდა ბიჭს ხელებს და თავს ვერ ვიკავებდი იმისგან რომ არ მეტირა.
ჯანდაბა,
რამხელა სისულელეა გეტირებოდეს, როცა ცდილობ მთელი სხეულის დანაწევრებული ნაწილები ერთად შეაკოწიწო და სცადო, თავი შეიკავო.
სახეზე ირონიული ღიმილი გადავიკარი და მიმტანს გავხედე.
-Liqueur, s'il vous plait. - ვუთხარი სუფთა ფრანგულით, რომელიც დედაჩემმა სულ ძალით მასწავლა და დაველოდე, სანამ ბარისკენ წავიდოდა და შემდეგ ჩემკენ ერთი, პატარა ჭიქით გამოიქცეოდა.
-ლიქიორისთვის ადრე არაა? - გავიგონე ვიღაცის ქართულად ნათქვამი წინადადება და უნებურად მივიხედე უკან.
მაღალი მამაკაცის სილუეტი ღიმილით გამოემართა ჩემკენ და პირდაპირ, სკამზე დაეშვა.
-Pardon, monsieur, Je ne comprands p... - დავიწყე თავის მოკატუნება და მზერა გავუსწორე, მაგრამ გაეცინა და ისევ ქართულად მითხრა.
-დიახ, დიახ, გესმით. - მითხრა ღიმილით.
-რამ გამყიდა, აქცენტმა? - წარბი ავწიე და ლიქიორი მოვწრუპე.
-ადვილი გასარჩევია, ამდენ ფრანგში, ქართველი. თუმცა, აქცენტს არ გაუყიდიხარ.
-შენ კი არ გავხარ ქართველს. - დაკვირვებით მივაჩერდი მის ძალიან ღია ცისფერ თვალებსა და ზედმეტად მუქი ფერის თმას.
-ჰო, ალბათ. - გაეცინა და თავი ჩახარა. მიმტანს უთხრა, ერთი ყავაო და ისევ მე მომიბრუნდა.
-ყავა? - წარბი ავწიე სიცილით.
-დილას სმა არ მომწონს.
-არც მე ! ერთი ჭიქა, რაღაცნაირ არომატს დაატრიალებს ორგანიზმში და ძალას მოგცემს, რომ ამ სისულელის ნაწილი, სრულ ჭკუაზე გახდე. - თითით წყვილზე მივანიშნე, რომლებიც ახლა გაცხარებულები იყვნენ ერთმანეთს აკრულები და აშკარად არ აპირებდნენ დაშორებას. - ამ ხალხს ფხიზელი ვერ უყურებ.
-ჯანდაბა, როგორი მართალი ხარ! - წამოიძახა და შეკვეთა შეცვალა.
-Aller, გაგვიმარჯოს. - თქვა და ჭიქა მომიჭახუნა.
სიცილით ვუთხარი, გაგვიმარჯოს-თქო და გადავკარი.
ექვსი ჭიქა ლიქიორის შემდეგ, უფრო მაგარზე რომ გადავედით და რომ ვიგრძენი, როგორ გაიხსნა ალკოჰოლი სისხლში, პირველ კითხვაზევე უცებ ვუპასუხე.
-ლილი.
-Salut Lili! - გაიღრიჭა.
სახე წამეშალა,
მოგონებებმა თვალწინ გამიქროლეს და წამიერად სულ გავიყინე.
ჩანთას დავავლე ხელი და წამოვდექი.
-რა მოხდა? - იკითხა წარბშერულმა. - რამე... არასწორად ვთქვი?
-გაიმეორე.... - ვუთხარი და ვცადე ხმაში ვედრება დამემალა, არ გამომივიდა.
-რა...?
-სახელი, გაიმეორე.
-Lili. - თქვა, კიდევ ერთხელ ამაფეთქა და ყველა ჭრილობა წამში გადამიხსნა.
სირბილით გამოვედი ბარიდან, სახლში ავვარდი, დედასთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე ავედი ოთახში და ტირილი ამიტყდა, როცა საწოლის გვერდით მის სურათს მოვკარი თვალი.
ჩარჩოდან ამოვიღე, გულზე მივიკარი და ისე გადავგორდი საწოლზე.
სიამაყე,
ეგოიზმიც,
ყველაფერი გაქრა და დარჩა ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება ვინმემ, ოდესმე იგრძნოს.
მგონი არც უნდა იგრძნოს...
შეგრძნება რომ ის ვინც დაგტოვა, ისევ იქაა, მაგრამ ვერ წვდები.
***
ისევ აივანზე ვიჯექი, დედაჩემმა რომ შემიშალა ხელი.
რა გინდა-თქო, ისე მივაძახე, არც შემიხედავს. შეიშმუშნა და მკაცრად მითხრა, მამაშენმა დარეკაო.
-რაო მერე, გამახსენდა შვილი რომ მყავსო? - ვუთხარი ირონიულად.
-ჩამოვიდეს, რა უნდა მანდო.
გამეცინა.
-და თბილისში რა მინდა, შემახსენე?
-მომენატრაო, ლილი, რა ვიცი! - გაიკვირვა.
-თუ კიდევ დარეკა, უთხარი, არ უნდა წამოსვლა-თქო.
-რომ წახვიდე? - იკითხა ქალმა ვედრებით. წარბაწეული მივაშტერდი.
-ბოდიში?!
-არაფერს არ აკეთებ, უბრალოდ სვამ. იქ მეგობრები მაინც გყავს, მალე უნივერსიტეტიც დაიწყება...
-ჩემი ორი ჭიქით, დილას და საღამოს, არც შენ გაკლდება რამე, არც მამაჩემს და არც ჯორჯის უზარმაზარ კოლექციას. - დავიწყე ნერვებმოშლილმა. - მეგობრები და უნივერსიტეტი კიდევ კარგა ხანია დავივიწყე, არ მესმის, როდემდე ვერ უნდა გამიცნო.
-და ყველაფერი მარტო იმიტომ რომ...
-არ გაბედო! - წამოვიყვირე. - არ ახსენო, გეფიცები წავალ მაგრამ თბილისში არა, ისე გავქრები მთელ ცხოვრებას გაგიმწარებთ ყველას. არ გაქვს უფლება რომ ახსენო, გაიგე დედა? - "დედაში" მთელი ის ღვარძლი ჩავაქსოვე, რასაც ამდენ ხანს ვინახავდი და წარბაწეული ქალი, კარებისკენ გავაბრუნე.
სხვები იტირებდნენ-თქო, გავიფიქრე.
რა აატირებდა დედაჩემს,
ხომ უნდა დავსგავსებოდი რამეში,
ზედმეტად ამაყი იყო საკუთარი შეცდომების ასაღიარებლად,
თავს არავის დაუხრიდა და ბოდიშსაც უკიდურეს შემთხვევაში მოიხდიდა.
მგონი მისი ეს თვისება მომწონდა კიდეც,
მხოლოდ მაშინ, როცა მასში საკუთარ თავს ვხედავდი.
***
სახლიდან ორი დღე არ გავსულვარ, მესამე დღესაც მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად მოვიწყინე. ჯორჯმა მთხოვა, შემომიარე კომპანიაში, გაგართობ ცოტასო და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი მამინაცვალი მამაჩემს და დედაჩემს ერთად აღებულს მერჩივნა, მასთან წავედი.
ვიცოდი, სამოდელო სააგენტო ჰქონდა და მაღალი, ლამაზი ფორმის შენობის შემოგარენშივე რომ დავლანდე გრძელფება, კისერმოღერებული გოგონები, უნებურად ამივარდა სიცილი ჩემს ჩაცმულობაზე. მათი მოკლე კაბებისა და მაღალი ქუსლებისგან განსხვავებით, უბრალო ჯინსი და კეტები მეცვა და მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ მაწუხებდა, ვიცოდი, აშკარად უცნაურად გამოჩნდებოდა შორიდან.
შესასვლელში გოგონას ვკითხე, ჯორჯის კაბინეტი სადაა-თქო და რომ მიმასწავლა, ბოლო სართულზეო, "ლოცვა-კუთხრევით" ავირბინე 12 სართული. დაქანცულმა და აქოშნებულმა ძლივს დავაკაკუნე კარზე და მისი მხიარული "Entrez" რომ გავიგე, მეც გადამეფინა სახეზე ღიმილი და კარები შევაღე.
-ეს ვის ვხედავ! - გაიკვირვა ქართულად და ხელებგაშლილი გამოემართა ჩემკენ.
-მგონი ხელი შეგიშალეთ. - გამეცინა როცა დავიბახე რომ ოთახში ჩვენს გარდა, კიდევ ვიღაც იყო.
-არა, რას ამბობ! მოდი, დაჯექი. - თქვა და სკამი გამომიწია.
გამეცინა. ისე გაუხარდა, რომ მივედი, მემსახურებოდა კიდეც.
-რა კარგია, რომ მოხვედი, ანა, ზუსტად შენზე ვესაუბრებოდი დათას. - ბიჭმა ჩემი სახელი რომ გაიგო, თავი უცებ შემოაბრუნა და მეც შევხედე უნებურად.
"რა ჯანდაბაა"-თქო გავიფიქრე, როცა ზედმეტად ღია ცისფერი თვალები და მუქი თმა შევნიშნე და ვიცანი.
სახეზე ხელოვნური ღიმილი მივიკარი, ფეხი ფეხზე გადავიდე და სიცილით ვკითხე:
-ჩემზე რას ეუბნებოდი?
-შენი ფოტო ნახა და მეცნობაო.
-ჰოო?! - წარბი ავწიე და თვალის კუთხიდან გავხედე.
-ჰო, ახლა უფრო დავრწმუნდი. - გაეღიმა ბიჭს.
ვნატრობდი, ჩემი სახელი არ თქვას-თქო, გული გამისკდებოდა, ზუსტად ვიცოდი.
-შენ, ანა? შენ გეცნობა? - იკითხა ჯორჯმა.
თავი დავუქნიე, სადმე მეყოლება ნანახი-თქო.
ჯორჯი საქმეზე გადავიდა. მივხვდი, ბიჭი ფოტოგრაფი იყო და ჯორჯთან უნდოდა მუშაობის დაწყება. ის კი რაღაცეებს ეკითხებოდა, საკმაოდ გამოცდილი ფოტოგრაფი ჩანდა, სერიოზულად პასუხობდა.
მათი 15 წუთიანი საუბრისა და ჩემი "Subway"-ს თამაშის შემდეგ, ჯორჯი გავიდა და ბიჭმა მე შემომხედა.
-რა მოხდა?
-რას გულისხმობ? - თავი გავისულელე.
-იცი რასაც.
-რაღაც გამახსენდა, სადღაც უნდა ვყოფილიყავი. - უცებ გამოვაცხვე შესანიშნავი ტყუილი.
-იტყუები. - მიმიხვდა.
-სიმართლის თქმა აუცილებელი არაა.
-Oui, Oui, Lili.
მაინც თქვა.
როგორ შეიძლება გაფეთქებდეს ერთი სიტყვა.
ტვინის ყველა კუნჭულს ერთდროულად ედებოდეს,
გაიძულებდეს გაიხსენო,
გაიძულებდეს რომ ყველა უჯრედი წამში აგტკივდეს,
გაიძულებდეს იტირო, მაშინაც კი როცა ეს არ გინდა.
-არ მესმის, რა გჭირს. - თვალებში უკვე ცრემლები მქონდა ჩამდგარი, რეალობას რომ დამაბრუნა.
ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.
-ნუ მეძახი მასე, გთხოვ.
-მეგონა შენი სახელი იყო.
-არის, უბრალოდ მასე ნუ ამბობ... არ მიყვარს.
-ისევ იტყუები, ლილი. - ისევ. მაგიჟებს.
-გაჩერდი! - წამოვვარდი.
-არ მესმის...
-ჰო და ვერც გაიგებ, საკმარისია? - ვუთხარი და სწრაფად გავვარდი კაბინეტიდან.
პარიზის გადაჭედილ ქუჩებს გავცდი, ერთ-ერთი შენობის თავზე ავვარდი და უაზროდ დავიწყე ტირილი.
ნერვებიც მეშლებოდა უკვე.
ხომ ამბობენ, ძალიან რომ გინდა რაღაც, აუცილებლად გაქვსო.
თუ ადამიანი მინდა?
მეყოლება?
დაბრუნდება?
გამოჩნდება?
წამით, მეტით არ მინდა.
1 წელი სახეზე აკრული ღიმილით ვივლი, ოღონდ სულ ერთ წამს გამოჩნდეს.
ყველა უჯრედი მტკივა, მეცინებოდა ადრე რომ ამბობდნენ, რა სისულელეა, როგორ შეიძლება-თქო, ვამბობდი.
ახლა კი გეფიცებით, ყველაფრის მჯერა, იმიტომ რომ თუ შეიძლება გტკიოდეს ყველა უჯრედი,
შეგიძლია გაფრინდე და მე
შეიძლება წამით ისიც დავინახო.
ყველაზე საშინელი გრძნობაა,
რომ იცი რომ ვეღარ დაინახავ
და იმედი გაქვს გამოჩნდება.
რომ იცი, რომ ვეღარ გაიგებ მის ხმას
და მაინც გეჩვენება, რომ მოგესმა.
რომ იცი, რომ ის აღარ არის და შენ მაინც უნდა გააგრძელო ცხოვრება,
მაგრამ არ შეგიძლია.
Lili.
დამიძახებდა ხოლმე და გავშრებოდი, გამეღიმებოდა, ჩავეხუტებოდი.
Lili.
გულის შეტევა.
Lili.
ვფეთქდებოდი.
Lili.
მახსნდება და ახლაც...
Lili
თუმცა სხვისი ხმით.
***
სამყარო ვერასდროს მიაღწევს სრულყოფილებას.
მაშინაც კი, როცა ყველაფერი სრულყოფილი იქნება, ვინმე გააფუჭებს.
ვინმემ უნდა გააფუჭოს კიდეც,
რადგან სამყარო სრულყოფილი არ უნდა იყოს.
სისულელე იქნება,
პრიმიტიული,
ან, რავიცი, ალბათ მე არ მომწონს სრულყოფილების იდეა,
რომლითაც ალბათ გავიხარდებდი,
ჩემთან ერთად რომ ყოფილიყო.
ერთი მოვლენა რამდენ რამეს ცვლის.
რამე რომ მომხდარიყო ან არ მომხდარიყო, ყველანი სხვადასხვა ადგილებზე გადავჯდებოდით ახლა. აი, მაგალითად ერთი პატარა რამ რომ არ მომხდარიყო, ახლა პარიზის შანელის სუნით სავსე ჰაერს კი არა, თბილისის სიგარეტს ნარევი სუსხის სუნს ჩავისუნთქავდი და ცხოვრების სიმწარით კი არა, ბედნიერებისგან გამეღიმებოდა. შემდეგ ცარიელი სახურავიდან კი არ გადავყურებდი პარიზის ხედს, მეგობრებთან ერთად, სიგიჟეში სულ დამავიწყდებოდა რომ მთაწმინდას ულამაზესი ხედი ჰქონდა და...
გვერდით ადამიანი მეყოლებოდა, რომელიც ხელს ჩამჭირდებდა, ყურში ჩამჩურჩულებდა: "Lili c'est idéale"
და მე ასი პროცენტით ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ ეს იდეალური იქნებოდა.
-Lili, C'est idéale!
მეგონა მომესმა უკან რომ მივიხედე და ის დავინახე.
-რა გინდა ? - ვკითხე და ცრემლები მოვიწმინდე.
-ტირილი გიხდება.
-უკაცრავად? - უნებურად გამეცინა.
-ჰო, გიხდება. თვალებს უხდება ძალიან. - წარბები ავწიე და თავი დავუქნიე.
ბიჭი გვერდით დამიჯდა, ფეხები მოკეცა და ხედს გახედა.
-ჯორჯმა ანა დაგიძახა.
-შენ კი ლილის მეძახი. - ირონიულად გამეცინა.
-რატომ არ მოგწონს?
-სახელი? მომწონს.
-ანა თუ...
-ლილი. მომწონს. - უჩვეულოდ მშვიდად ვსაუბრობდი, თითქოს ცოტა ხნისწინ არ მინდოდა მოვმკვდარიყავი.
-აბა...
-შენ ამბობ სხვანაირად.
-ანუ ჩემი ბრალია? - იკითხა და წარბაწევით გამომხედა. გამეცინა.
-არა, ფრანგულის. - სახეზე დაეტყო გაკვირვება და სიცილით მითხრა:
-ახლა ფრანგულს გადააბრალე?
-არა, შენი ბრალია მემგონი.
-აჰ, ახლა ჩემიც?
-ანდა დედაჩემიც. ეგ სახელი არ უნდა დაერქვა.
ორივეს გაგვეცინა, მერე კი გავჩუმდით.
რაღაცნაირი სიჩუმე იყო, რომ უნდა დაგერღვია,
ან ალბათ საერთოდ არ საჭიროებდა დარღვევას,
არაფერი მახსოვს გარდა იმისა რომ ვუყურებდი როგორ იცვლიდა ცა ფერებს და მეცინებოდა აზრზე, რომ მინდოდა ჩემს თვალებსაც ცასავით სწრაფად შეეცვალათ ფერები.
შემდეგ უბრალოდ მომაწვა რაღაცნაირი, ნოსტალგიის მაგვარი გრძნობა და პირი გაუაზრებლად დავაღე:
-იცი ახალ წელში რა მიყვარს? გარდამტეხი 1 საათი. ძველი წლის ნახევარი და შემდეგ ახლის. ერთადერთი დროა, როცა მართლა მჯერა რომ სასწაული შეიძლება მოხდეს. როცა ყველაფერი განსაკუთრებულია, მაშინაც კი თუ ოთახში მარტო შენ ხარ და ფეირვეკის ხმა ყურებს გიბინდავს, გაგეღიმება და გაგიხარდება ერთადერთი თორმეტი საათი წელიწადში, რომელიც მართლაც მაგიურია.
-საინტერესოა ზაფხულის მიწურულს ზამთარზე ფიქრობდე.
-რომ დადგება ნერვები მომეშლება, მგონი აქედან უფრო კარგია.
-უყურებ და მოგწონს, გენატრება, მაგრამ რომ მოვა, ინატრებ, ნეტავ წავიდესო. -თქვა ღიმილით.
უნებურად ამეკრა სახეზე ღიმილი.
-ყველა ასეა, რომ გენატრება და რომ მოვა, გინდა წავიდეს. - უცებ გავაპროტესტე:
-არანაირად.
-რა?
-არა, ყველა არაა ეგრე. ზოგჯერ ნატრობ, ტირიხარ, ყვირიხარ, მოდი, მომენატრეო, არავინ მოდის შესაბამისად არავინ გინდა რომ წავიდეს, მაგრამ თუ მოვა, არასდროს, არასდროს იტყვი, ნეტავ წავიდესო.
-რატომ? - მზერა გამისწორა. მისი თვალები ცას ირეკლავდნენ და ისედაც ცის ფრები უფრო ცისფრდებოდნენ. ლამაზი იყო, ძალიან.
-იმიტომ რომ როცა რაღაც მართლა გენატრება, არ გბეზრდება. - ვუპასუხე და თვალები ჩავხარე.
-დდი ხანია პარიზში ხარ? - მკითხა კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ.
-უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ... არ ვიცი რატომ გელაპარაკები. - წარბები შევკარი.
-არც მე არ ვიცი აქ რატომ ვზივარ.
გამეცინა.
ცას კიდევ გადაეფინა რამდენიმე ფერი.
ქარმა დაუქროლა და ვიგრძენი საშინელი სიმშვიდე,
რომელიც ალბათ დიდი ხანი იყო არ მეგრძნო და ზედმეტად მენატრებოდა.
იმაზე კარგი შეგრძნება იყო, ვიდრე ლიქიორ დალეულს, პარიზის ყურება.
შეგრძნება რომ შეგიძლია,
რომ თავისუფალი ხარ,
რომ ვიღაც გყავს.
მერე რა რომ არ ხარ დარწმუნებული რომ ის ისაა,
ყველაზე მთავარი ისაა, რომ გვერდით ვიღაც გყავს, რომელიც სხვებივით კი არ აათმაგებს ტკივილის შეგძნებას,
მას ოდნავ აცხრობს და შენ გიხარია, დიდი ხნის შემდეგ ისევ გიხარია რომ იქ ხარ, სადაც ხარ და არსად სხვაგან.
მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში გრძნობ, რაღაც ისე არაა.
რაღაც სხვანირად უნდა იყოს,
რაღაც სხვანაირად სულ იყო,
სულ სხვადასხვაგვარად იქნება.
შენ კი რჩები რეალობის პირისპირ და კვდები ისე გინდა მას გაექცე.
ყველა გზა რომ მოჭრილია? ფეხებიც რომ დაგეღალა სირბილით?
ძალიან რომ გინდა გაჩერდე და ერთხელ შენც თქვა, შემომხედეთ, ცუდად ვარ?
რამხელა სისულელეა ნატრობდე რამეს და რომ მოვა, აღარ გინდოდეს.
ცა ისევ შეიცვლის ფერებს,
ადამიანები ნაბიჯებს გადადგამენ,
ყველა წინ წავა,
ყველა დაივიწყებს,
შენ კი გულში დიდი ეკლით მოსიარულე, სამუდამოდ დარჩები იმისთვის,
რომ გენატრებოდეს ის, რაც არასდროს მოვა.
***
"-ლილი, წავედით, დავაგვიანებთ. - ხითხითით ამბობს ქერათმიანი გოგონა და წაბლისფერთმიანს ხელს ჰკიდებს. მეორე თავს აქნევს, აშკარად ეზარება სკოლა.
-ესეც გავაცდინოთ რა, ლუკასთან არიან ბავშვები.
-ბავშვებს განათლება არ აინტერესებთ ქალბატონო! - მოჩვენებითი სიმკაცრით ამბობს ქერა და თან ხმაში სიცილი ეპარება.
-მერე მაგას არ ვამბობ? არც მე! - წარბებს წევს ლილი და შემდეგ იღრიჭება, წავედით წავედითო."
-ჯანდაბა! - დავიყვირე გაღვიძებისთანავე.
არ ვიცოდი სიზმარში მოგონებების ნახვაც თუ შეიძლებოდა...
თავი წამოვწიე და თეთრ ფარდას მიღმა მოღრუბლული, საწვიმრად გამზადებული ცა რომ დავინახე, უარესად მოვიღუშე.
არ უხდებოდა პარიზს ცრემლები...
წამოდგომა რომ დავაპირე, ჯორჯმა შემოაღო ოთახის კარი და საწოლთან ჩამომიჯდა.
-ლილიან, რაღაცაზე მინდა რომ გესაუბრო... - თქვა სერიოზულად. წამოვიწიე, საბანი გავისწორე და სიცილით ვუთხარი:
-Oui, Oui Monsieur. - გამიკვირდა რომ არ გაეცინა, სულ ეცინებოდა "ბატონოთი" რომ მივმართავდი.
-ოღონდ, სერიოზულად. - თქვა და ფრთხილად გამიღიმა. - მამაშენმა დარეკა.
-ისევ? - წარბები შევკარი.
-ჰო...
-რა უნდა?
-უნდა რომ დაბრუნდე, ლილიან.
-შენც გინდა? რომ წავიდე? იმ რეალობას რომ დავუბრუნდე, რომელსაც ძლივს ამაგლიჯეთ? - თვალებში ცრემლები ჩამიდგა. მთელი სისხლი წამში მომეწამლა.
-მე არ მინდა, ლილი, ანა, ლილიან, რაც გინდა, რა მნიშველობა აქვს, რას დაგიძახებ, მთავარი ისაა, რასაც შენ თვლი შენს სახელად, ასე არაა ლილი? - ღრმად ჩავისუნთქე და ცრემლი მანამ მოვიწმინდე, სანამ წამომივიდოდა.
-ამას რა მნიშვნელობა აქვს?
-აქვს, მართლა აქვს. მამაშენი ერთადერთი არაა, ვისაც უნდა რომ დაბრუნდე.
-ვიცი ხო, დედასაც. - თვალები გადავატრიალე.
-მარტო მათ არა...
-აბა? - ვიკითხე და შევეცადე ხმა არ ამკანკალებოდა. არ გამომივიდა... ისეც მშვენივრად ვიცოდი ვინც იქნებოდა.
-მეგობრები და ცხოვრება გქონდა, ლილი.
-მაგრამ აღარ მაქვს. - იღონიულად გამეცინა. - აღაფერი, ჯორჯ. აღარაფერი, რამდენიმე ბოთლი ლიქიორი და ოთახი მაქვს შენს სახლში მეტი არაფერი არ მაქვს, გეფიცები.
-მაგრამ შეგიძლია გქონდეს. ანა გკითხულობს, თურმე... - თავი ჩავხარე.
-მეგონა შენ მაინც გესმოდა.
-მესმის, შენ ხომ იცი, როგორ კარგად მესმის. ის მესმის შენ როგორ აპირებ გაუძლო იმას, ყველასგან მოშორებით, რისთვისაც ასე ჯერ არავის გაუძლია.
-მე შემიძლია! - წამოვიყვირე. - ამდენ რაღაცას გავუძელი, მაგას ვეღარ გავუძლებ? როგორც ხედავ, მშვენივრად ვარ. ეს უთხარი მამაჩემსაც, დედასაც და თუ საჭიროა მთელს თბილისს, რომ ვერ დავბრუნდები, არ მინდა, საკმარისად ძლიერი ვარ მაგრამ უბრალოდ არ მინდა! - თვალები გამიფართოვდა. უნებურად ძალიან ავნერვიულდი. საერთოდ არ მინდოდა ამ თემის განხილვა მითუმეტეს ადამიანთან, რომელთანაც ეს არასდროს წარმომედგინა.
-ლილი არ მინდა შენი გაბრაზება... შეგიძლია რომ მომისმინო?
-კი ჯორჯ! შემიძლია, გისმენდი და ჩემი აზრი უკვე გაიგე.
-მაინც, რაღაც რომ გთხოვო? - ისეთი ხმით მკითხა, მოვლბი და თავი დავუქნიე.
-თვალები დახუჭე და წარმოიდგინე... ერთი ჩვეულებვრივი, მზიანი დღეა. სკოლაში ისევ დაგაგვიანდა და მასწავლებლის მკაცრი შეძახილიც მიიღე როცა კლასში შეხვედი. სიცილით მიუჯექი გვერდით ანას, რომელიც ისეთი თვალებით გიყურებდა, აშკარად ძალიან უნდოდა ეცემე, რადგან ისევ გადააგდე და სკოლაში მასთან ერთად არ წახვედი. შენ ეს არ გაღელვებს, იცი რომ მალე მოლბება. სანამ გაკვეთილები დამთავრდება მეორე კლასში შენს სხვა მეგობრებსაც ნახულობ, საბოლოოდ 6 გოგონა ერთად გადის სკოლიდან მაგრამ შენ მზერა გიშეშდება ქუჩის ბოლოში მდგარ ბიჭებიც ჯგუფზე, რომელთაგან ყველა გეცნობა, ყველა შენი უახლოესი ადამიანია და ყველა ძალიან გიყვარს მაგრამ ერთი, რომელიც სხვებთან შედარებით ოდნავ წინაა წამოსული და ფართო ღიმილით, აციმციმებული თვალებით გიყურებს ყველაფერს გირჩევნია. მის დანახვაზე შენც უებურად გეღიმება, გაუაზრებლად დგამ ნაბიჯებს, უსწრებ მეგობრებს, რომლებიც უკვე დაგცინიან, ასე ძალიან როგორ გაგაგიჟაო, შენ კი მათ ყურადღებას არ აქცევ, რადგან უკვე ახლოს ხარ, რამდენიმე ნაბიჯიც და ჩაეხუტები და როდესაც ეს ხდება, ბედნიერს ყველა დარდი გავიწყდება, რაც ოდესმე განგიცდია და ბედნიერებისგან იცინი, რადგან ფიქრობ, რომ სამოთხეში ხარ. ის ამბობს "ლილი" ზუსტად ისე, შენ რომ გიყვარდა და მხოლოდ ის რომ ამბობდა. შემდეგ მეგობრების სიცილი მიწაზე გაბრუნებს, ღადაობენ, იცინიან, გიჟობენ, მთელს თბილისს აცნობენ, რომ არანორმალურთა შორის, ყველაზე არანორმალურები არიან და შენ, შენს საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდულს არ შეგიძლია არ დაეთანხმო აზრს, რომ შენი მეგობრები სიცოცხლეს გირჩევნია და მათ არასდროს დატოვებ. - გაუაზრებლად გამეღიმა და უნებურად ცრემლებიც წამომივიდა. - ახლა თვალები გაახილე და შემომხედე...
-ჰო. - ვუთხარი და თვალები დავახამხამე.
-შენ ხომ თქვი რომ მათ არ დატოვებდი.
-იცი კიდევ ვინ თქვა არ დაგტოვებო? - ისევ უნებურად ავუწიე ხმას. - ბოდიში ჯორჯ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რაც გამახსენე. მაგრამ არ ვარ ადამიანი, რომელიც ყოველ წამს ტირის, ამიტომ ნუ მაიძულებ გავხდე. ჩემი ცხოვრებაა, ჩემი გადაწყვეტილება, მესმის რომ გგონია არასწორი ვარ, მაგრამ მე არჩევანი უკვე გავაკეთე, რამდენადაც არ უნდა მტკენდეს ეს...
-და შენი მეგობრები? - თქვა გასვლისას.
-ერთი უკვე დაკარგეს, - ჩამეცინა. - იცოდნენ, მეორეც მალე მიყვებოდა. - ისე ჩავიდუდღუნე სავარაუდოდ ვერც გაიგო.
არც ჩამიცვამს, მთელი დღე აივნის წინ, სავარძელზე, პიჟამოში გამოწყობილი ვიჯექი, მოტირალ პარიზს გავყურებდი, ვეწეოდი და ჩემშიც წვიმდა ის, რასაც პარიზი ან სულაც თბილისი, ვერასდროს გაიგებდა.
მოგონებები დაუკითხავად დამირბოდნენ თვალებთან.
დაუკითხავად მტკიოდა გული.
დაუკითხავად შემოდიოდა ჩემში ის რაც დიდი ხნის წინ გავუშვი და ამის შესაჩერებლად არაფერს ვეკეთებდი,
გაწეწილი, გაუბედურებული ვიჯექი და ვეწეოდი.
რა დებილურია ცხოვრება,
ვგიჟდები.
რა მაგარი ვიყავი 1 კვირის წინ, სულ არაფერი მაინტერესებდა.
როგორ შეიძლება იდილია არ დაგიმსხვრიონ,
როგორ შეიძლება შენი ბედნიერება გაცადონ...
ერთ დღეს თბილისშიც ძალიან მაგრად წვიმდა.
მაისის წვიმა იყო, სველდებოდი მაგრამ თან თბებოდი მაგრამ რაღაცნაირად არ მსიამოვნებდა, თან იმ დღეს მე და დედამ საშინლად ვიჩხუბეთ, უნდოდა პარიზში წავყოლოდი იმ დროს, მის ახალ ქმართან რაზეც უდიდეს უარს ვაცხადებდი, მეგობრებს არ დავტოვებ-თქო. ჰო და ამინდივით საშინელ ხასიათზე ვიყავი და სულ არ ვუსმენდი მოცინარი ბავშვების უმრავლესობას, რომელიც ქუჩაში ხითხითით მიდიოდნენ და ელენიკოს იცავდნენ, როგორ გაგიბედა ვიღაცამ, რაღაცა და გეგმავდნენ, როდის "დავუპადიეზდოთო". თავიდან მეგონა ვერ ამჩნევდნენ ხასიათზე რომ არ ვიყავი, მაგრამ მერე სანდრომ რომ გადაუჩურჩულა მას, მიხედე, რა დღეშიაო და ის რომ მომიახლოვდა ჩვეული ფართო ღიმილით, აღმოჩნდა რომ კაი ხნის შემჩნეული ვყავდი.
-რა გჭირს, ამინდი მოქმედებს? - გაიცინა.
-ყველაფერი მოქმედებს. - თავი ჩავხარე.
-შეხედე. - თითი გაიშვირა ერთ-ერთ კუთხეში შეყუჟული მოხუცისკენ, რომელიც ძალიან ცდილობდა წვიმას დამალვოდა. გული მომეწურა. - შენ ამ ადამიანზე საშინელი პრობლემა არ გაქვს. ყველაფერს გადავწყვიტავთ, ყველაფერს გავუძლებთ. ერთად გავუძლებთ, ხო? პარიზი კი არა, თუ უნდა ნიუ-იორკში წავიდნენ, არსად არ გიშვებ! - ყურში ჩამჩურჩულა, თმაზე მაგრად მაკოცა და მომეხუტა. ისე გავთბი, უნებურად გავიბადრე.
შემდეგ სანდრომ რომ თქვა, დედა, რაღა მომკლავს, ამან გაიცინაო, შუა ქუჩაში ცეკვა დაიწყო. სხვებიც აყვნენ მე კი სიცილისა და სიცხვილისგან გავლურჯდი. ბოლოს რომ დავიღალე, მაცადეთ, განახოთ რა არის ცეკვა-თქო და როგორც პროფესიონალმა მოცეკვავემ, ისეთები ჩავუტარე, როგორც ყოველთვის პირდაღებულები მომაჩერდნენ.
ძალიან მიყვარდნენ. ყველაფერი მიყვარდა მათში, ის რაღაცეებიც, რაც არ მომწონდა. ძალიან ცოტა ხანში ძალიან დავახლოვდით, თითქმის მათ გამზარდეს. მათ გარეშე არაფერი ვიქნებოდი და მაინც... ისინი იქ არიან, მე კი აქ და გული საშინლად მტკივა, რომ არ შეიძლება ისტორიის თავიდან დაწერა, მართლა ისეთ მაგარ რამეებს დავწერდი, კუთხეში მჯდომი მათხოვრის ჩათვლით ყველას გავახარებდი. ჩემი წილი ბედნიერება კი საკმაოდ მცირე იქნებოდა, ფრანგული აქეცენტით დაძახებული ლილი, ოღონდ მხოლოდ მისი, ღიმილი, ის ფართო ღიმილი, თვალებს რომ უციმციმებდა და რომელიც ისე მაბედნიერებდა, მეგონა ცხოვრებაში ვეღარასდროს მოვიწყებდი.
ღმერთო, არ მესმის, ასეთი რა ვქენი.
მჯერა, რაღაც ვქენი, მაგრამ მაინც, რა...
-ანა, ჭამა არ გინდა? - მიწაზე დამაბრუნა დედაჩემის ხმამ.
-არა რა.
-დასუსტდები და მოკვდები, ლილი.
-მაინც არა რა.
-ლილიან!
-სხვა სახელი არ მაქვს, ეხლა მეორე წრეზე წახვალ? - დავცინე.
-მე და ჯორჯი სერიოზულ წვეულებაზე მივდივართ, არ იქ წამოხვალ არა?
-დღეს არა, რა.
-კაი ჩამოდი, ყავა მაინც გაიკეთე.
-ოოოო, მარია... - თავი მომაბეზრა და წამოვდექი. ხალათი არც მომიცვამს, პინგვინაბიანი პიჟამოთი ჩავედი დაბლა.
მისაღებში ვიღაც რომ დავინახე და რომ მივხვდი, უკან უნდა დავბრუნებულიყავი, გავაცნობიერე რომ ეს ვიღაც უკვე მიყურებდა და დამალვას აზრი არ ჰქონდა.
-Salut Lili! - მეგონა მეხი დამეცა. უხერხულად ავწიე ხელი და თან ვცადე თავზე ბუჩქივით დამდგარი თმა გამესწორებინა.
-Salut.... - ამოვიკვნესე. - მეგონა გავიარეთ რომ ლილის არ დამიძახებდი. -გავღრიჭე და კარს ნახევრად ამოვეფარე.
-უკვე დაგინახე დამალვას რაღა აზრი აქვს. - თქვა სიცილით და გავსწორდი.
-ლილი, ჩვენი სტუმარი გაიცანი? - ოთახში ღიმილით შემოვიდა დედა.
-დედა იმედი მაქვს დაგავიწყდა რომ გეხსენებინა, სტუმარი გვყავსო. - ძალით გავუღიმე.
-თავიდან სულ ამომივარდა! - მოჩვენებითი გაკვირვებით მითხრა. - მაგრამ ახლა რომ ხედავ, აი, რა კარგია ყავის გაკეთება რომ მოგინდა! - თქვა და ხარხარით გავიდა სამზარეულოში.
-ჰო, ძალიან გამიხარდა ასეთ ფორმაში რომ გნახე, მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგტოვო. - ირონიულად გავუღიმე და სამზარეულოში გავედი.
-ლილი, დარჩი, სანამ ჯორჯი გაემზადება მარტო ხომ არ დატოვებ სტუმარს!
-ჰო და მაშინ კულტურულად უნდა გეთქვა, ჩაიცვი, ლილი, სტუმარი გყავსო. - თვალები გადავატრიალე.
-ჰომ იცი რა ასაკში ვარ, მიდი, გამოიცვალე და ჩამოდი უცებ. - გაიღრიჭა.
თვალი ავარიდე და ზემოთ ავედი.
ჯინსი და მაისური გადავიცვი, თმა კი ჩამოვივარცხნე და "სტუმრის" გვერდით, სავარძელში ჩავესვი.
-აბა, აგიყვანა ჯორჯმა სამსახურში? - ვკითხე ის რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.
-ჰო, ძალიან გამიმართლა.
-არ აგიყვანდა პროფესიონალი რომ არ იყო. - წარბი ავწიე და ხელით პულტს დავწვდი. ტელევიზორში "შიმშილის თამაშები" გადიოდა. გავიბადრე.
-შენც გიყვარს? - თვალები გაუფართოვდა ბიჭს.
-ანუ შენც? - გამეცინა.
-ვგიჟდები. ქეთნისი და პიტა თუ გეილი და ქეთნისი? - მკითხა გამომცდელად.
-რათქმაუნდა ქეთნისი და პიტა. ვერ ვიტან გეილს.
-რატომ? მე მომწონს, მაგრამ მეც პიტა მირჩევნია. - გაეღიმა.
-წიგნები წაკითხული გაქვს? - თვალები გამიფართოვდა ბედნიერებისგან როცა თავი დამიქნია. სამივეო.
-აუ, რა მაგარია! - აღმომხდა გაკვირვებულს. - ყავა გინდა? - ვკითხე და სამზარეულოსკენ წავედი. უნებურად ძალიან გავმხიარულდი.
-ჰო, შეიძლება წამოვიდე? - იკითხა. თავი დავუქნიე და ერთად დავიწყეთ ყავის გაკეთება.
-ფინიკი არ გიყვარდა? ძალიან დებილურად მოკლეს.
-ჰო, ძალიან უემოციოდ. თითქოს თავიდან მოშორება უნდოდა მწერალს. ფილმში არ მინახავს, მაგრამ წიგნში საშინელება იყო.
-არც მე არ მინახავს ეგ ფილმი. არც მინდა, მგონია რომ მორჩეს ნერვები მომეშლება. - გამეცინა.
-ზუსტად, მეც! ძალიან მიყვარს და რომ ვიცი, რაღაცას რაც ძალიან მიყვარს ვეღარ დაველოდები, ნერვები მომეშლება.
-ჰო... - გამეღიმა.
სანამ ყავა გავაკეთე და მისაღებში, მაგიდაზე დავდგი, მთელი წიგნი განვიხილეთ. მასაც ზუსტად ის პერსონაჟები და მომენტები მოსწონდა, რომელიც მე. ძალიან გავერთე და ჯორჯი რომ ჩამოვიდა და უთხრა, უნდა წავიდეთო, მასაც, ისევე როგორც მე უნებურად შეგვეტყო გულდაწყვეტა.
-რა იყო, გინდა დარჩეს? - მკითხა მე.
-ფილმს უყურებს! - კითხვა მარტივად ავირიდე და გავიღრიჭე.
-საოცრება, ლილი იცინის! - აღნიშნა დედაჩემმა. - დარჩეს ეს ბიჭი. თუ წინააღმდეგი არ ხარ, რა თქმა უნდა.
-არა, რას ამბობთ. - გაეღიმა მას. წამოდგა და ჯორჯს ხელი ჩამოართვა, დედაჩემი კი გადაკოცნა. მათ ბედნიერი საღამოს გატარება უსურვა და ისევ გვერდით დამიჯდა.
მე მხოლოდ "კარგად"-თქო, მივაძახე და ისევ ეკრანს მივუბრუნდი.
ფილმის დამთავრებამდე ხმა არ ამოგვიღია, რომ დასრულდა, გაოცებულს აღმოხდა:
-ეს გოგო თავიდანვე რევოლუციის ნიშანი იყო, იმ წამიდან, კაჭკაჭჯაფარა რომ აჩუქეს. - თავი ღიმილით დავუქნიე.
-ახლა რა ვქნათ? - იკითხა დუმილის შემდეგ.
-რაღაცას გაჩვენებ. - ვუთხარი და ჩემს ოთახში ავედი. უკან გამომყვა. სავარძელში ჩავესვენე და პარიზს გავხედე. ისევ წვიმდა.
-ულამაზესია... - თქვა ღიმილით.
მე სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარა გამოვაღე. სუსხი წამში მომეპარა და გამყინა... აივანზე დადგა და მას მხრებით მიეყრდნო.
-მთელი დღე აქ ვზივარ და ვუყურებ... პირველიდან სამ საათამდე ძალიან მაგრად წვიმდა, მაშინ რაღაცეები გამახსენდა და ცუდად გავხდი. ოთხიდან ხუთამდე ოდნავ დაიკლო, მეც მომეშვა გულზე "არაფერი", ახლა ისევ წვიმს. მე ისევ ცუდად ვარ. - ირონიულად გამეცინა. - წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გელაპარაკები. რატომ არ ხარ ახლა იმ წვეულებაზე. რატომ არ ვარ მარტო. ისიც მიკვირს, რატომ არ ვტირი მაშინ, როცა ყველაფერი გავიხსენე, რაზეც შეიძლება ადამიანს აკეტიროს. - ღრმა ნაპასი დავარტყი და სიგარეტის ბოლის ფონზე გავხედე მის გამუქებულ ფიგურას. იღიმოდა.
-კარგი რა, არავინ არაფერი არ იცის. არც მე არ ვიცი არაფერი, იმიდან რასაც ვაკეთებ. თითქოს რაღაცაა, ზემოთ. - თითი ცისკენ აიშვირა. - გიბრძანებს უსიტყვოდ დაემშვიდობო და რაღაც გააკეთო, რაც სავარაუდოდ არ მოგწონს.
-ვინც მიახლოვდება მალე კვდება. - გამეცინა. - არ ღირს ახლოს მოსვლა.
-არც მაგას გვეკითხებიან, ლილი. - ყბები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. სახელის ექომ მთელს სხეულში დამიარა. - არაფერს გვეკითხებიან...
ლანა დელ რეი, სიბნელე, პარიზის ჩამქრალი ეიფელი, თამბაქოს სუნი და ხმა, რომელიც ამბობს "ლილი... ლილი... ლილი... ლილი..."
- ვგიჟდები.
სადღაც სხვაგან ვარ.
ყველა სიტუაცია მეჩვენება რომელშიც ვარ.
რეალური არ ვარ.
მას შემდეგ რაც თვიმთფრინავში ჩავჯექი და პარიზში წამოვედი, გავუფერულდი.
-დედამიწა ერთი დიდი საგიჟეთია, ყველა პაციენტები ვართ.
-ალბათ, მაგრამ მე სერიოზულად ვარ გიჟი. შეუძლებელია არ გაგიჟდე.
-შეუძლებელია ხალხს უყურო ფხიზელმა. - გამეღიმა.
-შეუძლებელია ისუნთქო ისე რომ ცხოვრება ერთხელ მაინც არ გალანძღო.
-იმისთვის ვიბადებით, რომ ოდესმე მოვკვდეთ. დაბადებიდან უბედურები ვართ. - მეცინება...
ის იღიმის.
ეიფელი ინთება.
სინათლე წვიმის წვეთებს ფანტავს, მის ფიგურას უფრო ამუქებს.
ყურში "მისი" ნათქვამი ჩამესმის: "ერთად ყველაფერს გავუძლებთ."
-იცი დედამიწაზე ყველაზე ნაკლებად რა არის? - ვკითხულობ.
-სიყვარული. - რიტორიკულ შეკითხვას თავად პასუხობს და გაკვირვებული წაბრს ვწერ.
-მართალი ხარ. რეალური მხოლოდ სიძულვილია...
-მაგრამ მთავარი სხვა რამაა.
-რა? - ვეკითხები და თავს მაღლა ვწევ.
-იმედის ნაპერწკალი, რომელიც გაიძულებს, იფიქრო, რომ ყველაფერი რეალურია, სიყვარულიც, სითბოც, შენც, მაშინაც კი, როცა არ არის. არ მეთანხმები, ლილი?!
როგორ მინდოდა არ დავთანხმებოდი.
როგორ მინდოდა არასწორი ყოფილიყო.
ერთ-ერთ ისეთ სიტუაციაში ვიყავი,
სიტყვებით რომ კლავენ.
სიჩუმეში ლანა დელ რეი რომ ისმის, ოთახს ეიფელის შუქი გინათებს, წვიმს და ყურში ჰარმონიულად, ექოდ ჩაგესმის:
Lili...
Lili...
Lili...
***
***
ორი კვირის შემდეგ უნივერსიტეტიდან დამირეკეს, სწავლა დაიწყო, ლილი, ნუ გვაგიჟებო. არ ვაგრძელებ სწავლას მეთქი, ვაჯახე და გავუთიშე. მერე დავფიქრდი, რამდენი ვიბრძოლი ჩასარიცხად და ახლა როგორ მივაგდე-თქო, მაგრამ ყველაფერი იმდენად არ მაინტერესებდა, უკვე მეცინებოდა კიდეც.
ეიფელთან ახლოს, ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი, ფანჯარასთან. ნელ-ნელა ვწრუპავდი მარტინის და ხედს გავყურებდი.
უკვე ისე შევეჩვიე ამ ხედის ყურებას, მგონია სხვა ვერაფერს შევეგუები.
უდრეკი, ლამაზი ეიფელი, შინდისფერი ცის ფონზე...
-Bonjour Madmuaselle! - გავიგონე მისი ხმა და გამეცინა.
-Salut Monsieur! Comons? - წარბაწევით გავხედე.
-რავიცი, მოდელი სჭირდება ჯორჯს და ვერ პოულობს. - თქვა და წინა სკამი დაიკავა.
-მოდელებით გატენილი შენობა აქვს, რას ვერ პოულობს. - გამეცინა.
-მე არავინ მომწონს. - ჩაეცინა.
-ოჰ, ასეთი წუნიანი ხარ? - დავცინე.
-და შენ? დილა მარტინით?
-მეგონა ჩემი და სასმლის ურთიერთობა გავარკვიეთ. - გამეღიმა.
-შენ რომ გიყურებ სულ დალევა მინდა. - ამბობს და ისეთ კისკისს ვტეხ, ძლივს ვჩერდები.
-ღმერთო, ასე კარგა ხანია არ მიცინია. რა იყო, ასე საშინლად გამოვიყურები, რომ გინდა დალიო და სხვა ვინმედ მოგეჩვენო?
-პირიქით... მოდელობაზე არ გიფიქრია? - მკითხა და თან მარტინი შეუკვეთა.
-მოდელობა დებილებისთვისაა. მე დებილი არ ვარ.
-იდეალური მოდელი იქნებოდი! - თქვა დანანებით.
-მშვენიერი მოცეკვავე ვარ.
-მოცეკვავე ხარ? - პირი დააღო.
-ასე გაგიკვირდა? - წარბები შევკარი.
-ჰო. - გაეღიმა. - არ გავხარ მოცეკვავეს.
-არც შენ გავხარ ფოტოგრაფს. ქართველ ფოტოგრაფს. - წარბი ავწიე და მის ზედმეტად ღია ცისფერ თვალებს კიდევ ერთხელ მივაშტერდი.
იმდენად კრიალა იყო, მინდოდა ხელით შევხებოდი.
-რა მოხდა? - იკითხა წარბშეკრულმა. გამეცინა.
-ასეთი ღია ცისფერი? კარგი თვალები გაქვს.
შეკვეთა მოუტანეს, ჭიქა მომიჭახუნა.
-რას გაუმარჯოს? - მკითხა.
ჩავფიქრდი და პირველი რაც მომაფიქრდა, ის ვუთხარი.
-არაფერს.
-რა?
-არაფერს გაუმარჯოს, არაფერი რომ არა ყველაფერი არავის მოუნდებოდა. - ვთქვი მრავალმნიშვნელოვნად და ჩამეცინა მის გამომეტყველებაზე. ტუჩებიც კარგი ფორმის ჰქონდა, ოდნავ თხელი, ვარდისფერ შერეული წითელი.
მის გარეგნობაზე ამდენი ფიქრი მესამე ჭიქა მარტინის დავაბრალე და მეოთხეც გადავკარი.
შემდეგ გამახსენდა, რაღაც რომ არ ვიცოდი და ვკითხე:
-რა მაგარია, არა? ჩემზე იმაზე მეტი იცი, ვიდრე ნებისმიერმა ადამიანმა დედამიწაზე და მე შენი სახელის აზრზეც არ ვარ.
-ძალიან მაგარია! - გაეცინა. - მართლა. მაგრამ... - ხელი გამომიწოდა.
-დათა დვალი.
-ლილი. სასიამოვნოა. - ხელი შევაგებე და ოდნავ მოვუჭირე.
სასმლის სათვალავი ამერია.
ოდნავ მომეკიდა.
ტვინში ისევ შემოცურდნენ სულელური აზრები,
ეიფელი ისევ აკაშკაშდა ცის სიცისფრეზე და ეს სიცისფრე მის თვალებს იდეალურად მიესადაგა.
არა, მისი უფრო ღია იყო.
ისეთი ღია ფერის, ყველაფერს ირეკლავდა...
მეათე და მეთხუთმეტე ჭიქებს შორის ვიყავით, რომ დაიწყო ცამ გამუქება და რომ მივხვდით ჩვენ, საკმარისზე მეტი დავლიეთ. ერთმანეთზე დაყრდნობილებმა, სიცილით დავტოვეთ კაფე.
-გაგრძელება გინდა? - მკითხა გამომწვევად.
-რა კითხვაა! - შევიცხადე.
ლიქიორი ვიყიდეთ და ერთ-ერთი შენობის თავზე ავიპარეთ.
-როგორ მაგრად იცვლება ცაზე ფერები! - ვთქვი კისკისით.
-მართლაც...
-შენს თვალებში ირეკლება, მართლა, ძალიან თეთრია და ყველაფერს ირეკლავს.
-ალბათ...
-რატომ ხარ ასეთი სიტყვაძუნწი. - სიცილით გამოვადე მხარი მხაზრზე. - რამე გაწყენინე?
-პირიქით. - გაეცინა.
კარგა ხანი სიჩუმეში ვსვამდით, შემდეგ იკითხა:
-რაღაც რომ გკითხო შეიძლება?
-ახლა იმაზეც გიპასუხებ, რასაც ცხოვრებაში არ გეტყოდი. - გამეცინა. - ბოროტად არ ისარგებლო, კარგი ბიჭი ჩანხარ. - ჩავიხითხითე და შემდეგ გაღრეჭილმა გავხედე.
-უნდა ვისარგებლო... - თქვა სერიოზულად. - არ მინდა მაგრამ... რატომ არ მოგწონს, ლილის რომ გეძახი?
ლილიმ ყველაფერი ჩართო.
ყველა გამქრალი ტკივილი გააცოცხლა.
წამოვვარდი.
-ჯერ ეგეთი მთვრალიც არ ვარ. - ვუთხარი ირონიულად და სწრაფი ნაბიჯით მოვშორდი.
ფეხით წავედი სახლამდე.
გზაში იმდენმა ფიქრმა შემიბყრო, რამის ავფეთქდი.
ნეტავ დამესვენა... რა მოხდებოდა, რომ დამესვენა.
ცოტა დიდხანს რომ გავთიშულიყავი.
უცებ იმდენად მომენატრა თბილისი, რამის აეროპორტში გავიქეცი და ბილეთი ვიყიდე.
გვიანი საღამო იყო, ანასთან და მარიამთან ერთად მოვდიოდი სალომესგან. რაღაცაზე უაზროდ ვიცინოდით, ლიანდაგებთან მჯდარი ბიჭების ხმებს თითქოს ბანს ვაძლევდით.
შემდეგ ანამ მითხრა, ნახე, ლილი, ვიღაც გეძახისო და მარჯვნივ გამახედა, ვიღაც მაღალი ბიჭი იდგა და გაბადრული მიყურებდა. წარბები შევკარი და გზა გავაგრძელე.
-ლილი! - გავიგონე ძახილი და უნებურად ძალიან მომეწონა ჟღერადება, რომელიც სახელის თქმის დროს გაისმა. ასე ჩემს სახელს ვერავინ ამბობდა. ინტერესის გამო მივიხედე. ისევ ის იყო, ისევ იღიმოდა. რამდენიმე წამს გავჩერდი, შემდეგ მივბრუნდი და წამოვედი.
ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, ისევ რომ გავიგე ხმა:
-კარგი, რა! დამელოდე! - ამბობდა სიცილით.
გავიფიქრე, ეს ვის გადავეყარე-თქო და გავჩერდი.
-წავიდეთ, ლილი? - იკითხა ანამ. თავი დავუქნიე, დაგეწევით-თქო და ჩემკენ მომავალს გავხედე.
ხელი გადამხვია და სანამ გავაპროტესტებდი, მკითხა:
-წავედით?
-სად წავედით? - ვკითხე წარბშეკრულმა და ხელი მოვიშორე.
-სახლამდე უნდა მიგაცილო, მერე მეორე დღეს კორპუსთან დაგხვდე და გაგიღიმო, შეიძლება ყვავილიც მეჭიროს ხელში, მაგრამ იქამდე გზაში უნდა გკითხო, რომელი ყვავილი გიყვარს. შეიძლება შემდეგ ნომრებიც გავცვალოთ, დილით მოგწერ, როგორ ხარ-თქო, შენ პასუხს არ გამცემ, მაგრამ ბევრჯერ რომ მოგწერ, მოგბეზრდება და მიპასუხებ, კარგადო, ძალიან მოკლედ. მერე შენ მნახავ შენს მეგობრებთან ერთად და მიხვდები რომ შენი საუკეთესო მეგობრები, ჩემი საუკეთესო მეგობრებიც არიან. მერე ჩემზე რაღაცეებს გააკრკვევ, ამ დროს მე შენზე ყველაფერი მეცოდინება და ასე... 2 წლის შემდეგ ძალიან მაგრად გეყვარები, ამაზე მუშაობას დღეიდან ვიწყებთ. აბა, ლილი, არ წავედით? უკვე გვიანია, მომავალი სიდედრი ხომ არ უნდა გავაბრაზო.
დღესაც ზუსტად მაშინდელივით მახსოვს, როგორ გამომაშტერა.
როგორ დამაღებინა პირი და როგორ დამაწყებინა ხარხარი,
ძალიან სერიოზული სახე მიიღო, თავი დამნაშავედ აქეთ მაგრძნობინა.
საშინლად ცუდად გამხადა, როცა მიმახვედრა, არ ვხუმრობო.
შემდეგ კიდევ მკითხა, არ წავედითო? გოგონებს უკვე ვეღარ ვარჩევდი, ოდნავი დისტანცია დავიკავე და გავყევი.
მიკვირდა, ღმერთო, რას ვაკეთებ, როგორ უბერავს-თქო, მაგრამ იმდენად მეცინებოდა, სიცილის შეკავებას უფრო ვცდილობდი ვიდრე კითხვების დასმას.
გზაში მართლა მკითხა, რომელი ყვავილი გიყვარსო, ყვავილები არ მიყვარს, ჩაგეშალა გეგმა-თქო, შევუთვალე.
-ნუ გეშინია, ყველას უყვარს შოკოლადი, ეგ მაინც გეყვარება. - მითხრა კმაყოფილმა.
-არც ეგ. - დავცინე ხმამაღლა.
-გგონია გამომიჭირე? - წარბები შეკრა. - არანაირად! რამეს მოვიფიქრებ. - მითხრა და მანამ გადამკოცნა, სანამ თავის გაწევას მოვასწრებდი, შემდეგ დამიყვირა, კარგადო და მანამ არ გაქრა, სანამ სახლამდე არ მივედი და შემდეგ ფანჯრიდან არ გავხედე.
მეორე დილით კორპუსთან ლიქიორით ხელში დამხვდა.
იმდენი ვიცინე, ცუდად გავხდი, რამის ვყვიროდი, ვინ გითხრა, ვინ-თქო. საკუთარი წყაროები მაქვსო, შემომითვალა და თვალისმომჭრელად გაიღიმა.
როგორ მომენატრა...
მონატრება ბოლომდე ვერ ასახავს იმას რასაც ვგრძნობ,
იმასაც რასაც ვიგრძნობდი ისევ რომ იყოს.
ისევ რომ იდგეს კორპუსის წინ ლიქიორით,
რომ მართლაც გახდეს მარია მისი სიდედრი,
რომ 2 წელიწადში ისევ თავიდან შემიყვარდეს და მან ისევ ამ დღიდან დაიწყოს ამაზე მუშაობა.
როგორი საშინელი გრძნობაა რაღაცის სურვილი, რაც არ გექნება.
არ არა, ვერ.
ადრე რომ გქონდა,
შენი გეგონა,
სულ შენთან იყო,
მისით სუნთქავდი,
მერე ადგა და გაქრა,
იდიოტების გარშემო,
იდიოტებისთვის,
იდიოტად,
იმისთვის რომ ამ იდიოტური ჰაერით ისუნთქო,
რომელიც შენი ქვეყნისაც კი არაა.
სიცილით, მთვრალი მივაბიჯებ პარიზის არეულ ქუჩებში და უკვე ვნანობ,
დათას გვერდით რომ არ დავრჩი, ცათამბრჯენზე...
***
პარიზში ისევ წვიმს.
ისევ მუქი ფერი ადევს ცას და ისევ უნებურად ხდები უბედური.
რა მარტივია ბედნიერებიდან უბედურებაზე გადასვლა.
გადართვა.
თითქოს ვიღაცას რაღაც პულტი აქვს და ამ ორ არხს შორის თამაშობს.
დავიღალე.
არ ვიცი რამდენჯერ ვთქვი,
რამდენჯერ ვიტყვი მერეც ან
რამდენად ვარ დაღლილი მაგრამ იმდენად დავიღალე, ვერ ავღწერ.
ეს დაღლაც ძალიან მრავალმნიშვნელოვანია.
ბევრ რამეს მოიცავს, თან სულ ერთდროულად და ყველა მათგანისგან ხარ დაღლილი. თითოეულისგან, გრძლად გაწელილისგან.
ნუ წვიმს რა...
ხომ ამბობდა, ჩემი მსმელი პარტნიორი, რომ ვიცოდეთ, რატომ ვაკეთებთ რამეს, ალბათ აღარ გავაკეთებთო.
ვინმემ იცის რას აკეთებს?
ძალიან რომ დავიღალე ფიქრით, ჯორჯს ვუთხარი, დათას ნომერი მომწერე-თქო.
ორ წუთში მომწერა და სამ წუთში უკვე მესიჯს ვწერდი.
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,
რომ სცოდნოდა, რა მკითხა, არ მკითხავდა,
მაგრამ არ იცოდა, იმისთვის რა დამებრალებინა,
ის რომ არ ვუთხარი, ის, რასაც ჩემს თავს ძლივს ვეუბნები?
არ ვიცი...
<<Salut Monsieur. ადამიანებმა რომ იცოდნენ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, არ გააკეთებდნენ. შენ მითხარი, იმედია გახსოვს და იმედია, მიხვდი.>>
<<მთვრალები ვიყავით, არაუშავს.>> - მომწერა უცებ.
გავიფიქრე, ფხიზელიც იგივეს გიპასუხებდი-თქო, მაგრამ აღარ მივწერე.
<<ლაპარაკი გინდა, ხო?>> - ისევ თვითონ მომწერა.
ძალიან გამეცინა. გააჩნია, თუ გცალია-თქო, მივწერე.
ისევ იმ შენობის თავზე ვიქნები, 15 წუთშიო.
გავგიჟდებოდი, ხომ წვიმს-თქო, მაგრამ პირიქით, გამეღიმა და მივწერე, კარგი, გელოდები-თქო.
უცებ ჩავიცვი და უქოლგოდ გავიძურწე სახლიდან. დედამ რომ მკითხა, სად მიდიხარო, ისე ვუთხარო, მეგობართან მეთქი, თითქოს ბევრი მეგობარი მყავდა და არ მივაქციე ყურადღება მის რეპლიკას, მეგობრები არ გყავსო.
სანამ მივედი, თითქმის სულ დასველდი. ზემოთ უფრო ასხავდა წვიმა, მე კი მომწონდა, მსიამოვნებდა... ძირს იჯდა, ფეხები შენობიდან გადაყოფილი ჰქონდა, ასე მეგონა გადახტომას აპირებდა. გვერდით დავუდექი და 25 სართულს გავხედე რომელიც მე, მას და მიწას გვაშორებდა და დავიწყე დროის თვლა, რომელიც საჭირო იქნებოდა ჩემი სხეულის მიწაზე დასაცემად.
-ვიცოდი რომ ქოლგას არ წამოიღებდი. - თქვა სუსტი ღიმილით.
-კარგად ხარ? - წარბები შევკარი.
-დაჯექი რა. ასე მგონია უნდა გადახტე. - კითხვა გამიტარა და ხელი მსუბუქად დაარტყა ბეტონს.
-რა მაგარი იქნებოდა არა? - გამეცინა. - აი ფეხი რომ გამისრიალდეს და უნებურად რომ გადავვარდე.
-სუიციდი? ახალია.
-კარგა ხანია მოძველდა. - თვალები გადავატრიალე და სიგარეტს მოვუკიდე.
-გიცდია?
-რამდენჯერაც გინდა. - გავიცინე.
-და იცინი?
-შენ არ გიცდია? - ჩაფიქრდა. - რამდენად იდეალური შეიძლება იყოს ადამიანი? - ვიკითხე.
-არ არსებობს იდეალური ადამიანი.
-როგორ არა, ჩემს დაბლა ზის. - წარბი ავწიე და გვერდით მივუჯექი.
-ვერ მივხვდი, რას გულისხმობ.
-იდეალური აზროვნება და იდეალური ქცევები გაქვს. შეცდომა დაგიშვია?
-უამრავი.
-მაინც იდეალური ხარ.
-საიდან იცი?
-კარგად ვერკვევი ადამიანებში.
-ამჯერად შეცდი.
-არასდროს ვცდები.
-კარგი რა. შენს თავზე რას ფიქრობ? კრიტიკის კვადრატში ხარ თუ კუბში?
-მე არაფერი ვარ.
-რა? - ისე იკითხა, თითქოს ვერ გაიგო.
-არაფერი. - დავიყვირე და გამეცინა.
-სულ მაოცებ.
-რატომ?
-კარგი მსახიობი იქნებოდი.
-რატომ?
-სხვანაირი ჩანხარ.
-შენ საერთოდ არ ჩანხარ...
-გამოჩენა საშიშია, დაგინახავენ.
-მე მომბაძე! - დავუყვირე რათა ხმა მიმეწვდინა. წვიმა უფრო გაძლიერდა.
-არავინ გავხდე?
-იდეალურობას ეგ ჯობია. მაგრამ იქნებ ასეთია ადამიანი, რომელიც არ ჩანს. რომ გამოჩნდე, სხვანაირი იქნები.
-სხვანაირი, არანაირი... როდემდე არ უნდა იყო ის, ვინც ხარ?
-სანამ ვინმე არ გაიძულებს.
-საკუთარი თავისთვის იძულება შეუძლებელია?
-შესაძლებელია, მაგრამ სხვა რომ გაიძულებს, უფრო კარგია. - გამეღიმა.
-გამოგიცდია?
-კი... - ჩავფიქრდი.
-ალბათ კარგად არ გაიძულეს, ისევ არ ხარ შენ.
-შენ ვერ იტყვი მაგას. - გამეცინა.
-რატომ?
-შენთან ყველაზე დიდი "მე" ვარ, რომელიც ბოლო 11 თვე და 29 დღეა ვინმესთან ვყოფილვარ.
-ჯორჯთან და დედაშენთან?
-ისინი მიცნობდნენ 11 თვის და 29 დღის წინ და იციან რატომ ვარ ასეთი.
ჩავფიქრდი.
გავილუმპე.
სიგარეტი ვერც დავამთავრე, ისე ჩაიწვა.
-Lili...
უცებ ძალიან მეუცხოვა და შევხტი. მერე მივხვდი რატომაც დამიძახა.
-არ მკითხო.
-რა?
-არ ვარ მზად რომ გიპასუხო.
-ოდესმე იქნები?
-ოდესმე... - გამეცინა. - კარგი სიტყვაა, მომწონს.
შემდეგ ძალიან დიდი სიცილი ამიტყდა და წამოვდექი.
-რა მოხდა? - იკითხა წაბშეკრულმა.
-ისეთი სისულელეები ვიბლუყუნე ცუდად ვარ. - სული რომ მოვითქვი მხოლოდ შემდეგ ვუპასუხე. - მე რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც შემცვლიდა, ზუსტად მაგიტომ ვარ ახლა მარტო. - დავიყვირე. - ყველაზე მარტო. ზედმეტად მარტო. ძალიან მარტო. არ შემიძლია. - ისევ გამეცინა. - რა მაგარია არა საკუთარ თავს უთხრა, ძლიერი ხარ, ლილიან, ამასაც გაუძლებ, "იმას" გაუძელი, ამას ვერ გაუძლებ? მაგრამ იცი რა ხდება ხვალ? იცი რა ხდება ხვალ...
-რა ხდება, ლილი...
-1 წელი გადის, რაც წავიდა. ადგა და მოშორდა. თავი დააღწია ყველაფერს, რასაც ლილი ერქვა, ზუსტად ისეთი, შენ რომ ამბობ. - წვიმამ შეწყვეტა დაიწყო... - ვერც კი ვამბობ, გარდაიცვალა-თქო, იმიტომ რომ ვგრძნობ რომ სადღაც არის მაგრამ ვერ ვწვდები. სადღაც აქაა, ვგრძნობ, არ ვიცი როგორ, მაგრამ გეფიცები და... ძალიან მაგარი ცხოვრება მქონდა. ისეთი, ყველა რომ ნატრობს. საუკეთესო სამეგობრო წრე, იდეალური შეყვარებული, თბილისში ვიყავი და ყველა კუთხე მიყვარდა ქალაქის, რომლის ყველა ადგილთან მქონდა მოგონება. მერე ყველაფერი აირია... - წვიმამ უფრო უკლო სვლას... - იცი რა ზუსტად მახსოვს? სულ თვალწინ მიდგას. ახლაც მესმის ყვირილი სადარბაზოდან: "სწრაფად ლილი, სწრაფად, სანდრო კვდება, ლილი. სანდროს გიკლავენ..." ხომ არ გარეკეთ, სანდრო სახლშია-თქო, ვთქვი და აფორიაქებულმა უსწრაფესად ჩავირბინე კიბეები. ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაარტყა დანა სამჯერ, ერთმა ბანდიტმა. ორჯერ მუცელში, ბოლოს გულშიც. ისე გავშეშდი, მეგონა მეჩვენებოდა, რა სისულელეა, შანსი არაა-თქო. ვყვიროდი. მაგრამ, მერე სანდროს გაეღიმა, მკვლელი სირბილით გავარდა უბნიდან. ყაყანი ატყდა, სასწრაფოში დარეკეთ, სასწრაფოშიო. არსაიდან დაეხვივნენ თავს ჩემები და მესმოდა გინება, ტირილი, ყვირილი... გაშეშებული ვერაფერს ვაკეთებდი სანამ ერთ-ერთმა არ დამიყვირა, გეძახის, დებილო გოგო, მიდიო. მერე გავმოძრავდი, ფეხები მომეკვეთა სანამ იქ მივედი, სანამ მისი თავი კალთაში ჩავიდე. მოვკვდი სანამ გავუღიმე და ვნახე, რომ გაეღიმა. "სასწრაფო მოვა, სან, ნუ გეშინია, კარგად იქნები." - ვეუბნებოდი და იმდენად ვერ ვიაზრებდი ვერცერთ სიტყვას, რასაც ვამბობდი, რომ თავადაც ყველაფრის მჯეროდა. მჯეროდა რომ სასწრაფო მოვიდოდა, მერე მას წაიყვანდნენ და მეორე დღეს ისევ დამხვდებოდა სადარბაზოსთან ლიქიორით და ლილის ძახილით. "გეფიცები, მალე მოვა. კარგად იქნები, ცოტაც მოითმინე, კარგი, სანდრო? ჩემი ხათრით, ძალიან ცოტა..." - ისევ გაეღიმა. მე ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ცრემლები და როგორ მოვუჭირე ხელები სახეზე. ძლივს გააღო პირი და მითხრა: "წავედი, ლილი." - ზუსტად ისე, როგორც შენ ამბობ. ზუსტად იგივე აქცენტით, ანალოგიური ხმით, ანალოგიურ ტონზე. იმდენად ერთნაირად ამბობთ, შენს ყოველ ნათქვამ "ლილი"-ზე, მე ნაწილებად ვიშლები და მიწევს საკუთარი თავი ავაწყო, სანამ ისევ დამშლი, რადგან ის ლილი, რომელსაც შენ ამბობ, მან მე ბოლოჯერ მანამ მითხრა, სანამ... სანამ წავიდოდა. მე არაფერი მახსოვს, მომიყვნენ იმდენი იწივლე, რომ გეუნებოდნენ, სხეული უნდა გადავასვენოთო, არაო, ყვიროდი და არავის აძლევდი უფლებად შეგხებოდნენო. ბოლოს ტირილში გაითიშე, ძალით აგაგლიჯეს სანდროსო. სულ ყველაზე საშინელია, რაღაც ძალიან რომ გიყვარს. რაღაცით რომ ცოცხლობ, აი, სუნთქავ და გიხარია ყოველი წამი, როცა იაზრებ, რომ ისიც სუნთქავს და შენც. ისიც ერთ ცას უყურებს ღამით და შენც. ისიც ერთ სიმღერას უსმენს, რასაც შენ... მისი გულიც ცემს და შენიც და უეცრად ეს ყველაფერი მიდის. იმდენად შორს იწევს, შეუძლებელი ხდება და ცხოვრება ახალ მისიას გაძლევს! უნდა გაუძლო. უნდა გაუძლო, ამას, იმას, უი ჰო, იმასაც. თუ რამეს მოიფიქრებენ, იმასაც, აუცილებლად. აი, ვთქვი, ყველა ტკივილი შემოვუშვი, დაისვენე? - ახლა მას დავუყვირე. - კარგად ხარ? ყველაფერი იცი! 2 თვე ოთახიდან არ გავსულვარ, 2 თვის ყოველ ღამეს ვცადე თვითმკვლელობა, იმდენი ხერხია, გაგიჟდები, ხელს სულ მიშლიდნენ. მერე წამოვედი. დავიწყე საკუთარი თავის შემზადება, ახალი ქალაქი ლილი, სანდროს არ ენდომებოდა რომ ეს... სანდროს არ ენდომებოდა რომ ის... სანდროს არ ენდომებოდა რომ... მაგრამ იცი რა არ ენდომებოდა სანდროს? რომ ახლა მის გარეშე მესუნთქა მაგრამ მე მაინც ვსუნთქვა და ის მაინც მკვდარია. - ბოლო სიტყვამ გამტეხა.
დამამსხვრია.
1 წლის წინ გარდაიცვალა და მხოლოდ ახლა ვთქვი სიტყვა,
რომელსაც ამდენ ხანს გავურბოდი და რომელსაც რომ ვიტყოდი,
უკან ვეღარ წავიღებდი.
რადგან ამის შემდეგ, კი არ ვიფიქრებდი რომ სანდრო წავიდა, ან სანდრომ დამტოვა,
ყველა მოგონება შეიცვლებოდა და დარჩებოდა რომ სანრომ კი არ დამტოვა,
სანდრო მოკვდა.
კარგად არ მახსოვს რა მოხდა,
ტირილი დავიწყე და ჩამეხუტა.
არავის ვაძლევდი ჩახუტების უფლებას "იმის" შემდეგ და მას რომ მივეცი, საკუთარი თავის გამიკვირდა.
საკუთარი თავის ბოლო დროს ყველაფრის გამო მიკვირდა.
დღის ბოლოს,
მაინც ვიპოვე ადამიანი, რომელიც მოისმენდა.
რომელმაც გაიგო,
რომელმაც მოითმინა ჩემი არსების ყველა ფერი და
უფლება ჰქონდა, გაეგო მთელი ის საშინელი სიშავის არსი, რომელმაც დამამახინჯა არა მხოლოდ მე, არამედ ნახევარი თბილისი და მთელი ჩემი სამეგობრო.
მკაფიოდ მახსოვს, ჩაჩურჩულებული: "Pardon, Lili..."
მერე სიჩუმე...
წვიმა შეჩერდა.
მზე გამოვიდა.
ტირილი შევწყვიტე.
თვალდახუჭულს თვალწინ წამომიდგა სანდროს მომღიმარი ფიგურა, ლიქიორით ხელში და წამით თავი დამნაშავედ ვიგრძენი რომ დათას ვეხუტებოდი მაგრამ მისგან განსხვავებით, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ფაქტი,
ის მაინც რეალურია,
და დათა მაინც აქაა,
სანდრო კი-აღარ.
***
უცნაურად ვარ.
თითქოს ფერები სხვანაირად ჩანან.
ყველაფერი ახალია.
სადღაც ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები სად.
მინდა სულ სხვაგან ვიყო.
გაქცევა მინდა...
გამიშვით.
საკუთარ თავი არ მაძლევს უფლებას კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა გონებაში,
წავიდე წინ,
უფრო წინ,
შორს, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია.
საიდანაც დაბრუნება არ მენდომება,
სადაც ყოფნა სამუდამოდ გაგრძელდება,
სანამ ის რაც მოხდა თავიდან არ მოხდება.
მიდი, ლილი, გთხოვ, გაიქეცი...
ძალა მოიკრიბე და...
მივრბივარ.
-
რამდენი სურათია...
რამდენი მოგონება.
რა საშინელი გრძნობაა, როცა ძველ დროს იხსენებ, საკუთარ თავთან აღიარებ რომ ეს დრო საუკეთესო იყო შენს ცხოვრებაში და თან იაზრებ რომ ის აღარასდროს დაბრუნება.
გული გეკუმშება, თვალები ცრემლებით გავსება.
რომ ვიტირო, დაბრუნდება?
არავინ.
არცერთი.
არც დრო,
არც ადამიანები,
მთავარი თუ არა, კარგი რამ მაინც მაქვს,
გახსენება შემიძლია...
***
ხელში 2 წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე გადაღებული სურათი მიჭირავს.
იმდენად ბედნიერი სახეებით ვიყურებით მეც, სანდროც, ელენეც, ანაც, ნიკაც, ლუკაც და სხვებიც, თვალზე ცრემლი მადგება. როგორი კარგი იყო ერთად რომ ვიყავით, მეგონა ვერასდროს ვერავინ დაგვამარცხებდა. ვერასდროს ვერავინ დაგვშლიდა...
საშინლად არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე.
არასდროს მიყვარდა, აღნიშვნაც არ მომწონდა და ზოგადად, მერჩივნა მთელი დღე დამეძინა ვიდრე სადმე მეგულავა და ჩემი დაბადება აღმენიშნა.
ჩემი ეს აკვიატებული სურვილი, მარტოს, ძილში გამეტარებინა დაბადების დღე, ყველამ იცოდა და თან არავის მოსწონდა. ჰო და ყოველ წელს ცდილობდნენ რაღაც ისეთი ექნათ, რაც გამახარებდა და თან აზრზს შემაცვლევინებდა.
იმ წელს 18-ის ვხდებოდი. თითქოს რაღაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ ჰქონდა და 12 არც იყო, რომ დავიძინე.
ცოტახანში ოთახში ვიღაც შემომივარდა ყვირილით და წამოვხტი, ხომ არ გარეკე-თქო. ტირილით მიყურებდა ელენე და თან რაღაცას უსწრაფესად ამბობდა.
-რა გჭირს გოგო, დაწყნარდი! - დავუყვირე და მხრებში ხელი ჩავავლე.
-სანდრო... ლილი სანდროა ცუდად.
-რას ნიშნავს სანდროა ცუდად! - კბილებში გამოვცარი.
-წამოდი დროზე, ლუკას სახლშია. - ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. მინდოდა მომჩვენებოდა.
რამდენიმე წუთს ვიყვირე, შემდეგ ცოტა ვიტირე და ისე უცებ გავვარდი სახლიდან, თმა ჩიტის ბუდეს მიგავდა.
ახლაც კი რომ მახსენდება ჩემი თავი, ისეთი შეუჩერებელი სიცილი მიტყდება, თავს ძალას ძლივს ვატან, გავჩერდე.
ლუკასთან სანამ მივედი უკვე ვღრიალებდი, უნდა ვაღიარო, შესანიშნავი სამსახიობო ნიჭი ჰქონდა ელენეს.
სახლის კარი კანკალით გავაღე და ჩემი სახის დანახვაზე უდიდესი ხარხარი რომ მომესმა, შემდეგ კი აშკარად მშვენივრად მყოფი სანდრო რომ დავინახე ისე მომეშალა ნერვები, 1 საათი ვყვიროდი, როგორ გამიბედეთ-თქო.
საშინლად ორიგინალურად მომილოცა მან.
სასმელი ოდნავ გვქონდა მოკიდებული, გაღებულ ფანჯარასთან ვიდექი და ვიყინებოდი. მაშინაც საშინლად მომწონდა ღია ფანჯარას მიღმა ყურება.
რომ მომიახლოვდა, შევხტი მაგრამ მისმა თბილმა შეხებამ დამამშვიდა და გამეღიმა.
ხელზე რაღაც ისე გამიკეთა, მანამ ვერ მივხვდი, სანამ არ დავხედე და იმ დროს ის საუბარი უკვე ჰქონდა დაწყებული, რომელიც მე შემდეგ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრჯერ გავიხსენე და ზუსტად, ზუსტად, ზუსტად იმდენჯერვე ამეტირა.
-პატარა ხარ, ბეჭედი რომ გაგიკეთო ცულით გამომეკიდებიან. - გაეცინა. - შენ ხო იცი, ლილი, ხო იცი ყველაფერი, რასაც ვერ ვამბობ, რასაც ალბათ ვერასდროს ვიტყვი, რაც არ უნდა ვთქვა, შენ ხომ იცი?
-ვიცი, ვიცი. - ვუპასუხე გაუაზრებლად.
-ჰო და ეგ ყველაფერი წარმოიდგინე. - თმაზე ხელი გადამისვა. - წარმოიდგინე და თან დარწმუნდი რომ ყველაზე პატარა რაღაცაც კი, რომელიც ჩემზე და შენზე, ჩვენზე ან შენზე და ჩემზე, ცალ-ცალკე გიფიქრია, სიმართლეა და ძალიან გთხოვ, გაიღიმე, იმიტომ რომ ვაპირებ ეს უშნო ძაფი, მთელი სიცოცხლე ხელით გატარებინო. - გაეცინა. - იმის ნიშნად, რომ ჯერ პატარა ხარ ბეჭდისთვის, მე კი შეიძლება ვერ მოვიცადო, სანამ გაიზრდები. - თავი დავუქნიე, ისე ემოციურად იმოქმედა ჩემზე მისმა სიტყვებმა, თვალებში ცრემლი ჩამიდგა, რომ დაინახა გამიღიმა, ჯერ თავზე მაკოცა ძალიან მაგრად, შემდეგ შუბლზე და ხელები მომხვია.
იმდენაც ცუდად გავხდი, ავტირდი.
მაშინაც,
შემდეგ ძილის წინაც, რომ გავიხსენე,
შემდეგ დღესაც ჩამიდგა თვალებში ცრემლი,
მაშინაც, როცა გარდაიცვალა და მის ხელზეც შევნიშნე ჩემის ანალოგიური ძაფი,
ახლაც,
მერეც,
სულ ამეტირება როცა ეს გამახსენდება ალბათ რადგან შეუძლებელი იყო რამე უფრო მეტი ეთქვა იმისთვის, რომ ოდნავ უფრო მუქად გადაეწერა ჩვენი ისტორია და ზოგიერთი სიტყვისთვის მკრთალი ხაზი გაესვა, გამოსაკვეთად.
ძალიან მაგარი დრო გავატარე იმ დაბადების დღეს და შემდეგ ყველა დაბადების დღეს მინდოდა, იგივე მომხდარიყო,
მოხდა მაშინ, როცა 19-ის გავხდი,
ახლა 20-ის ვხდები და იმდენად ვარ დარწმუნებული რომ ვეღარაფერი გამაოცებს, გული მეკუმშება.
არაუშავს, ამასაც გავუძლებ.
ეს დღეც და იქნებ მორჩეს....
იქნებ...
ღიმილით დავხედე ლურჯ ძაფს, რომელიც მიუხედავად მისი სიწვრილისა და ძიველისა უცვლელად მეკეთა მაჯაზე და წამით ვიგრძენი რომ ჩემთან იყო, არასდროს წავიდოდა და უეცრად ამივარდა სიცილი.
გავხედე პარიზის ქუჩას,
მზე ღრუბლებს მიღმა მიმალულუყო და ჩადიოდა.
წამის მეასედით წარმოვიდგინე როგორი სიტუაცია იქნებოდა თბილისში,
წარმოვიდგინე სასაფლაო, გაღიმებული ბიჭის სურათით,
წარმოვიდგინე ელენე, ანა, სალომე, მარიამი, ლუკა, ნიკა, ლაშა, საბა და თორნიკე.
წარმოვიდგინე მათი ცრემლმორეული თვალები,
ტკივილით გაჯერებული სულები და სადღაც ჩემი და დათას მალული სიძულვილიც,
რადგან ჯერ ის წავიდა,
შემდეგ მე,
მაგრამ ორივე გავქრით.
ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, კარები გამიღეო.
გაკვირვება ვერ მოვასწარი, მისაღებიდან ზარის ხმა რომ მომესმა.
უცებ ჩავედი და კარს მიღმა მომღიმარი დათა რომ დავინახე, წარბები შევკარი.
-რა მოხდა? - საშინლად არ მინდოდა მასთან საუბარი. თავს უხერხულად ვგრძნობდი მას შემდეგ, რაც ვუთხარი.
-გაგიმარჯოს. - გამიკვირდა "ლილი" რომ არ დააყოლა.
ოდნავ გავიწიე და შემოვუშვი.
-რა ხდება? - ვიკითხე ისევ.
-ვიცი რომ ლაპარაკი გინდა.
-ჰო? საიდან მოიტანე? - ძალიან მიშლიდა ნერვებს.
-ნუ მატყუებ, ვიცი.
-არა, მგონი შენ გინდა რომ მომისმინო.
-შენ ხომ თქვი, შენთან ყველაზე ნამდვილი ვარო, წარმომიდგენია როგორ ხარ ახლა, მართლა.
-იქნებ წუწუნით დავიღალე? - ვთქვი და ჩემი ოთახისკენ წავედი.
-იქნებ არ ვთვლი რომ წუწუნებ?
გამეღიმა.
-რატომ ხარ ასეთი? - ვკითხე და აივანზე გავედი.
-როგორი?
-მასეთი. შენნაირი ხარ. მაგრამ რაღაცნაირად, ზედმეტად მეტი. მეტი ვიდრე საჭიროა, მეტი ვიდრე ვინმეა, იმდენად მეტი ხარ, მგონი საკუთარ თავს იმცირებ, რომ ვიღაცისთვის გაიზარდო.
ოდნავ გაეღიმა.
-Je ne sais pas, Personne ne sait.
-და რომ იცოდე, შეიცვლებოდი?
-შენთვის არა.
-რატომ? - ისევ გამეღიმა.
-იმიტომ რომ შენ ძალიან ცოტა ხარ, ყველასთვის, საკუთარი თავის ჩათვლით.
შემდეგ რაღაც ძალიან დამაკლდა და ვკითხე:
-რატომ აღარ მეძახი სახელს?
-მეხვეწებოდი არ დამიძახოო, არ გეძახი და გიკვირს? - გაეცინა.
-უცნაურია, სიცარიელეს ვგრძნობ.
-დღეს არა, ხვალ დაგიძახებ, თუ გინდა.
-რატომ? - თვალები ცრემლებით ამევსო.
რატომ იყო ასეთი?
რატომ ვადარდებდი ასე?
ასე რატომ ზრუნავდა სრულიად უცნობზე?
რატომ მითმენდა?
რატომ მიძლებდა?
რატომ იყო ზედმეტად ასეთი?
-დღეს მხოლოდ ერთი ადამიანის ლილი უნდა გახსოვდეს. - ჩემი სახელი სრულიად უაქცენტოდ თქვა. შევატყე, ძალიან გაუჭირდა. - მე არ ვარ ეგ.
შემდეგ უნებურად დავაღე პირი,
ისევ უნებურად წამოვიდნენ სიტყვები.
-წეღან წარმოვიდგინე სიტუაცია მის საფლავზე, რომელიც ამ წამებში ხდება და თავად ვიგრძენი სიძულვილი, რომელსაც ჩემი მეგობრები ჩემს მიმართ გრძნობენ. - გამეცინა. რაფაზე მიყრილ სურათებს ხელი ერთიანად დავავლე და ჰაერში ვისროლე. - ვიცი, ცდილობენ გამიგონ, მაგრამ ვერ იგებენ რატომ გავაკეთე ასეთი რამ, რატომ წავედი. ახლა იმდენად ვძულვარ, უკვე მეც მძულს ჩემი თავი ნელ-ნელა, რადგან მე თავი დავაღწიე იმ შავ ხვრელს, რომელშიც ისინი ისევ არიან. იმის ნებისყოფაც არ მყოფნის, რომ დავრეკო. არადა ყველა მათი ემოცია, მკლავს. წარმოვიდგენ სასაფლაოს, რომელზეც 2 თვე რამის ვიცხოვრე და მესმის იმედგაცრუებული სანდროს ხმა, რომელსაც აინტერესებს რატომ არ ვარ თბილისში მისი ერთი წლის თავზე. აუ, იცი როგორ დავიღალე? ჩემს ადგილას რამდენჯერ ექნებოდა თავი მოკლული ვთქვათ... - აივნიდან გადავიხედე და ოდნავ მოშორებით მდგარ გოგოზე ვანიშნე. -იმას? ჩემს თავს მე ვერ ვუგებ, მიკვირს, სხვამ რატომ უნდა გამიგოს. ახლა სანდრო ბრაზდება, შეიძლება მის სიყვარულშიც იპარება ბზარები და სიძულვილად იქცევა, მე კი ვერ ვამტყუნებ რადგან მთელი კანი მეწვის, ისე ცდილობს რაღაც შიგნიდან გამოღწევას და თბილსში წასვლას.
-არ სძულხარ, გპირდები. - მითხრა დუმილის შემდეგ.
-რა?
-არ სძულხარ. - შემდეგ დაიხარა და ის სურათი აიღო, როდესაც ხელზე ძაფს მიკეთებდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, უნებურად მეღიმებოდა. - იცი როგორ გიყურებს?
-როგორ?
-იმისაც ეშინია, ხელი რომ მოგკიდოს რამე არ გატკინოს. სხვანაირად გიყურებს, გოგოები ვერ იგებენ, მე მესმის. ვერასდროს შესძულდები.
გამეღიმა.
-მადლობა. - გავიბადრე და ტელეფონი ავიღე.
-დამეხმარები? შენი დახმარების გარეშე ვერ დავრეკავ.
-დაგეხმარები. - გაიცინა და თმაზე მოფერება დამიწყო, სანამ მე ვრეკავდი.
იმდენად ვნერვიულობდი, მეგონა გული გამისკდებოდა.
მეგონა ავფეთქდებოდი და ჩემს ნაწილებს მთელს დედამიწას მოვფენდი.
-გისმენთ. - გავიგონე ლუკას ბოხი ხმა. სუნთქვა შევწყვიტე.
-გისმენთ! - ხმა გამკაცრდა. მისი ღიმილი შევნიშნე და მივხვდი რომ ხმა უნდა ამომეღო.
-ლუკა... - დავიწყე.
-ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი ლილი! - თქვა და ვიგრძენი როგორ უხაროდა. - ვიცოდი რომ ისევ ის იყავი, ვიცოდი რომ ისევ გიყვარდა, იმიტომ დარეკე, რომ ისევ გადარდებს. ისევ ის ხარ, ლილი, ისევ ის ხარ. - ცრემლები ღაპაღუპით ჩამომივიდა.
-ბოდიში რა... არ შემეძლო. არ შემიძლია, ახლაც არ შემიძლია.
-სანდროს სულს გეფიცები, თუ არ მესმოდეს.
შემდეგ ძალიან ცოტა ვილაპარაკეთ,
ბევრი ვიტირე,
მისი ხელი მოძრაობას არ წყვეტდა და ჩემს კულულებში უგზოუკვლოდ დაბორიალობდა.
შემდეგ ტელეფონი გავთიშე, ეიფელის შუქმა გაანათა მისი მომღიმარი სახე. წამოდგა და აივანს მიეყუდა.
იმდენად უცნაური გრძნობა დამეუფლა, უნებურად წამოვდექი და მაგრად ჩავეხუტე.
-ხომ გესმის, რომ მესმის, დათა? - პირველად დავუძახე სახელი.
-მესმის... - თქვა ღიმილით და ხელები მჭიდროდ მომხვია.
შემდეგ მივხვდი, რა იყო ის.
სიმშვიდე იყო.
სიმშვიდე, რომელიც მისი მეტობით, სხვებს ეუფლებოდათ,
რომელსაც თვითონ იკლებდა და ცოტავდებოდა,
უდიდესი, იმედი მქონდა, რომ არ გაქრებოდა,
რადგან კიდევ ერთ გაქრობას,
კიდევ ერთ ისტორიას,
კიდევ ერთ ქალაქს,
ვეღარ გავუძლებდი.
ვგრძნობდი სანდროს, სადღაც ზურგს უკან და დათას ხელს, რომელიც ისევ მოძრაობდა ჩემს თმაზე
და ძალიან დიდი ხნის მანძილზე, პირველად ვიყავი კარგად.
***
რატომ ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ?
რას ვიზამდით, რომ გაგვეაზრებინა ჩვენი ქცევები?
რა მოხდებოდა თუ..?
იქნებ...?
ჯორჯის ოფისში ვარ. შეხვედრაზეა, მე იმ ოთახში ვარ, სადაც მოდელები ემზადებიან. იმდენნი არიან, იმსიგრძე ფეხებით, ისეთ ტანზე, უნებურად მეცინება, ამდენი გამხდარი ერთად როგორ შეკრეს-თქო, მიუხედავად იმისა რომ თავადაც არ ვუჩივი სიმსუქნეს.
-არა, არასწორად დადიხარ! - მიწაზე მაბრუნებს ჯორჯის თანაშემწის ხმა. - ლილი, მოდი რა, ანახე რა არის სიარული! - მეცინება და თავს ვაქნევ, ხელს როგორ შეგიშლით თქო.
-ეს რატომ არაა მოდელი? - კითხულობს ვიღაც ფრანგულად, გონია ვერ გავიგებ ოდნავ მეცინება. კარები იღება იქიდან საკმაოდ ნაცნობი სახე შემოდის, კითხვა გაიგო და ღიმილით პასუხობს:
-მეც მაინტერესებდა, მოდელობა სულელებისთვისააო.
-როგორ მარტივად ჩამიშვი, წარბიც არ შეგიხრია! - ვთქვი ფრანგულად, რომელიც გოგონებმა რომ გაიგონეს, გაწითლდნენ. რა იცოდნენ, 3 წლიდან ფრანგულს რომ მასწავლიან.
-კარგი, დამნაშავე ვარ. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მოცეკვევეა და ამიტომ არაა მოდელი. - სიტუაციის გამოსწრება სცადა დათამ და თან მის ღიმილზე გოგონების ნახევარი ადგილზევე მოკლა.
-დათა, მოდელები მოვლენ მალე, რომელიმე უნდა აარჩიო ფოტოსესიისთვის, დრო იწურება, ჯორჯი გაბრაზდება. - გადაულაპარაკა პოლმა.
-ვიცი რომ არცერთი არ მომეწონება, რა აზრი აქვს, წინასწარ გაუშვი.
-საერთოდ არ ცდილობ რომ შენი სამუშაო შეასრულო, არა?! - გაბრაზდა მამაკაცი და ხელები გადაიჯვარედინა. - დავალება მოგცეს, შეასრულე! შესანიშნავად იცი რომ ყველა არ მოგქცემდა არჩევანის საშუალებას, დაგიყენებდნენ რომელიმე გრძელფეხება ქერას და გადაუღებდი ფოტოებს წუწუნის გარეშე, ახლა კი ჯობია საქმეს მიხედო და ვინმე ისეთი იპოვო, რომელიც შენს კრიტიკულ გემოვნებაში ჯდება. გითხარი, ჯორჯი იშვიათად ბრაზდება, მაგრამ როცა ბრაზდება, ეს კარგად არ მთავრდება. - დათამ ოთახს მოავლო თვალი, მზერა ჩემზე რამდენიმე წამს გააჩერა და შემდეგ ისევ პოლს მიხედა.
-ვიპოვი, ცოტა მეტი დრო მჭირდება.
-2 დღეში თუ არავინ იქნება, მე თვითონ ავარჩევ მოდელს.
-მაგრამ ხომ იცი რომ... - თავის მართლება დაიწყო ბიჭმა.
-ვიცი, მაგრამ შენც უნდა იცოდე, რომ ნიუ-იორკში არ ხარ, ყველა კარგად არ მოგექცევა.
პოლი მოდელებს მიუბრუნდა და ვიღაც ჟღალთმიანი პოდიუმზე აუშვა. დათა გვერდით დამიჯდა და თავი ხელებს დააყრდნო.
-რა გჭირს? მოდელს როგორ ვერ პოულობ. - დავცინე.
-ნუ მიმატებ რა. ნაპოვნი მყავს, არასდროს დათანხმდება.
-ჰო და სცადე სხვა იპოვო. - გავიღიმე.
-არ არის ასეთი მარტივი. წარმოიდგინე, ცეკვის მეწყვილე რომ არ მოგწონდეს, მასთან ერთად იცეკვებ?
-მეწყვილე 2 კვირა მყავდა, მეტი ვერ გამიძლო და წავიდა. შესაბამისად, არა, არ ვიცეკვებდი. - გავუღიმე.
-გესმის რატომ ვერ გადავუღებ სურათებს იმას, ვინც არ მომწონს?
-ჰო. უბრალოდ სხვანირად მეგონა. ყველა ისე არ უდგება პროფესიას, როგორც საყვარელ საქმეს, როგორც იმას, რაც იმიტომ კი არ უნდა გააკეთოს, რომ სხვას მოეწონოს, იმისთვის რომ თვითონაც მოსწონდეს.
-ლილი, რას ცეკვავ? - მკითხა კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ.
გამეცინა.
-შენი აზრით? - გამეღიმა.
-მითხარი რა...
-არა, გამოიცანი! - გავიცინე.
-აუ, რა წესია ახლა, მითხარი შენ!
-აუ, რატომ? საინტერესო იქნება! ისიც ვერ წარმოგედგინა, რომ შეიძლებოდა მეცეკვა, მითუმეტეს ვერ მიხვდები, რას ვცეკვავ! - წარბები შეკრა და ჩაფიქრდა.
-ნამიოკს არ მეტყვი?
-ამ წამს გითხარი, დებილო, დაფიქრდი. - გამეცინა. - ოღონდ არავის არ კითხო.
-დავგუგლავ! - გაიღრიჭა.
-ჩემი გვარი არ იცი! - თვალი ჩავუკარი.
-ჯორჯს ვკითხავ!
-გავაფრთხილებ და არ გეტყვის!
-მაინც გავიგებ!
-გაგება არაა საჭირო, მიხვდი რა. გთხოვ, არ კითხო არავის. - გამეცინა.
-ეგრე როგორ მიხვდე? - სახე დაბრიცა. უნებურად გავიფიქრე რომ ძალიან საყვარელი იყო.
-ჭკვიანი ჩანხარ. - წარბი ავწიე და წელში გავსწორდი. - მაინც ვერ მიხვდები, მაგრამ არაუშავს, იფიქრე. - ისევ დავცინე და ტელეფონს დავხედე, ჯორჯი იგვიანებდა.
-1 ბოთლ ლიქიორს შემოგაპარებ და თვითონ მეტყვი.
-რამდენიც არ უნდა დამალევინო, მაინც არ გეტყვი.
-აბა რა ვქნა?
-რა ვიცი, ფიქრი არ გაწყენდა.
-უნდა გამათენებინო, ხო? ნუ იცინი, არც შენ დაგაძინებ. - ისეთი სიცილი ამიტყდა, მოვიკრუნჩხე.
-არაა პრობლემა, ახლა რომელ ცათაბრჯენზე?
-არა, იმდენს ილაპარაკებ სულ ავირევი. - ახლა მას აუტყდა სიცილი. - მესიჯებს მოგწერ, თუ დაიძინებ მოვალ და ცივ წყალს გადაგასხავ, იცოდე!
ისევ ვიცინოდი, ჯორჯი რომ შემოვიდა.
-ღმერთო ჩემო, ლილი იცინის! - შეყვირა ხმამაღლა. უარესად ავხარხარდი.
-აუ, მეც მასწავლე! - თვალები გაუფართოვდა და ჩვენსკენ წამოვიდა. - შენ! - თქვა და თითი დათასკენ გაიშვირა. - მომწონხარ! მაგრამ 2 დღეში ფოტოსესიას თუ არ დამიგეგმავ, აღარ მომეწონები.
-ოჰ, ვნახოთ! - გავიცინე.
-აგენტი შემომიგზავნე? - წარბაწევით გახედა.
-არა, არაფერი უთქვამს. გაფრთხილებ, რამე რომ გკითხოს ცეკვასთან დაკავშირებით, არაფერი უთხა, თორემ ხმას არ გაგცემ გეფიცები! - გავაფრთხილე და წამოვდექი. - წავედით?
-წავედით. - გასწორდა და ხელი გამომიწოდა.
-კარგად! - გავუცინე. - იცოდე არ იმაიმუნო, შენით მიხვდი!
-გპირდები, არ დაგაძინებ! - თითი დამიქნია გამაფრთხილებლად.
-ვნახოთ, ვნახოთ. - წარბები ავათამაშე და სიცილით გამოვიხურე კარი.
-დამეგობრდით, არა? - მკითხა ჯორჯმა შენობიდან რომ გამოვედით.
-ჰო, რავი. კარგი ვინმეა. - გამეცინა.
-რამდენი ხანია მეგობარი არ გყოლია? 1 წელია? მიხარია რომ დაახლოვდით.
-სხვანაირია. ყველაფერს სხვანაირად უდგება. თავის პროფესიასაც, იმიტომ არ გეუბნები რომ თვითონ მითხრა რამე, მართლა სხვანაირად გრძნობს ყველაფერს რასაც აკეთებს, ყველა ფოტოს, რომელსაც იღებს. იმდენი დრო მიეცი, რამდენიც სჭირდება რა, გაანადგურებ ერთი არასწორი გადაწყვეტილებით.
-სხვანაირად ლაპარაკობ მასზე. - წარბები შევკარი.
-როგორ?
-რაღაცნაირად, სხვანაირად.
-ეგ რას ნიშნავს?
-შენ უნდა მითხრა, ლილი. რას ნიშნავს?
ჩავფიქრდი...
-არ ვიცი. - ესღა აღმომხდა ბოლოს.
შემდეგ მანქანაში ჩავსხედით, დედაჩემისთვის დაბადების დღის საჩუქარი ავარჩიეთ და უკვე ბნელდებოდა სახლში რომ მივედით.
წინასწარ მოვიმარაგე დიდი ჭიქით ყავა, სავარძელში ჩავესვენე და აივანზე გადავაჯვარედინე ფეხები. მესიჯი რომ მომივიდა, მეორე სიგარეტს ვწვავდი.
<<მართლა არ იძინებ?>>
<<გეფიცები. :D>> - მივწერე უცებ.
<<მოვკვდი ფიქრით.>>
<<დილამდე თუ ვერ მიხვდი, გეტყვი.>>
<<მოდი დავნინძლავდეთ, გინდა?>>
<<მინდა. რაზე?>>
<<თუ წავაგებ 3 სურვილი გექნება ჩემთან. და მეც 1 შენთან, იმიტომ რომ სავარაუდოდ წავაგებ. და თუ მოვიგებ პირიქით. გაწყობს?>>
<<ბოლომდე წაგებული არავინ რჩება! რა ვიცი, იქნებ გაგამწარო იმ 1 სურვილით. :დ>>
<<დარწმუნებული ხარ რომ წავაგებ, ხომ?>>
<<დარწმუნებული ვიქნებოდი, ასეთი რომ არ იყო.>>
<<როგორი?>>
<<შენ იცი, როგორიც.>> - გამეღიმა.
<<მართლა არ დაიძინებ?>>
<<არა, გპირდები.>>
<<მართლა?>>
<<კი :D>>
<<მადლობა ♥" - გულზე გამეცინა.
<<შენ იფიქრე და მე სურვილებს ავარჩევ :D>>
<<ძალიან სერიოზულადაც ნუ დაფიქრდები, იქნებ წააგო. ;)>>
<<ნუ მშხამავ. :D მიდი, მიდი, იფიქრე.>>
<<არ მაცდი!>>
<<უკაცრავად :D>>
გაბრაზებულის სმაილები მომწერა და გამეცინა.
შემდეგ ჩავფიქრდი.
არაფერს ამბობდა თავის თავზე, არადა კარგად მესმოდა რომ ჩემს ნათქვამ ყველა სიტყვას გრძნობდა, პირველ რიგში ყველაფერს მივაყოლებდი. დანარჩენი ორი სურვილთ კი უბრალოდ ვიმაიმუნებდი, ცოტა ხომ უნდა გამეცინა.
უცებ რაღაც მომაწვა, ჩემი ძველი სურათები მოვნახე და შემდეგ სარკეში, ძველი და ახალი "მე"-ს შედარება დავიწყე.
ის სურათი მეჭირა, რომელიც სანდროს გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე გადავიღე, მხრებს ოდნავ გადაცდენილი თმა, ბედნიერებითა და სინათლით სავსე თვალები და უმიზეზოდ გაბადრული ტუჩები მქონდა.
ახლა?
იმდენად გრძელი და იმდენად ხვეული თმა მქონდა, უკვე ნერვებსაც მიშლიდა. თვალები, რომელსაც საკმაოდ კარგად ვარგებდი ბედნეირების ნიღაბს, ხანდახან მაინც მტეხდნენ და ტუჩები აღარ იბადრებოდნენ ბედნიერებისგან. საკმაოდ გამხდარი ვიყავი, უმაკიაჟოს შესანიშნავად მეტყობოდა თვალებს ქვეშ ნაცრისფერი ზოლები, მაგრამ ძალიან არ მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი. მახინჯი არასდროს ვყოფილვარ, მერე რა, თუ ყოველთვის მზეთუნახავი არ ვიქნებოდი.
რამდენად დიდი სისულელეა გარგენობა როცა გავს შანსი ადამიანი შიგნიდან შეიცნო.
სულის სილამაზეს რომ ხედავ ყველა ლამაზი ცხვირი, გრძელი ფეხები თუ სქელი ტუჩები კარგავს შინაარსს,
ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება...
უკვე 4 იყო, ძალიან რომ მეძინებოდა, მაგრამ მაინც არ ვიტეხდი იხტიბარს და ველოდებოდი ან მის მესიჯს ან-გათენებას.
რამდენიმე მესიჯი მივწერე, პასუხი არ გაუცია.
5-ს 2 წუთი აკლდა ცამ ფერის ცვლა რომ დაიწყო და 5 წუთში უკვე გამოჩნდა მზის მკრთალი სხივები. ის-ის იყო ტელეფონი უნდა ამეღო და დამერეკა, რომ თავად დამირეკა.
დარწმუნებულმა, რომ გავიმარჯვე, პასუხი აინტერესებდა და მაგიტომ რეკავდა, სიამაყით ავიღე ტელეფონი და ღამენათევი "გისმენთ" შევაგებე.
-ბალერინა, ლილი, ბალერინა ხარ. - ჩემი სახელი ძველი აქცენტით, ისევ საოცრად თქვა და ამას დააყოლა სიტყვა "ბალერინა" მთელი თავისი სიმძრაფრით და ძალიან, ძალიან რთული იყო, არ გამეღიმა, რადგან მართალი ვიყავი, რომ ვთქვი, ისეთია, მიხვდება-თქო.
-არ ვიცი, მეწყინოს რომ 3 სურვილი ამახიე თუ გამიხარდეს, რომ მართალი ვიყავი.
-რაზე? - იკითხა ღიმილით.
-ზედმეტად "რაღაცნაირი" შენ იცი როგორიც ხარ, რომ არ მიმხვდარიყავი.
-რაღაცეებს დავაკვირდი. და ძალიან ცდები, თუ გგონია რომ ბალერინას არ გავხარ. შეიძლება გარეგნულად ვერავინ წარმოიდგენს, მაგრამ თუ ადამიანი 10 წუთს მოგისმენს, მიხვდება, ჩამოყალიბებული ხელოვანი ხარ, ზუსტად ისეთი, როგორებიც ბალერინები არიან. - გავიბადრე.
-როგორ მიხვდი?
-მაღალი და ძალიან გამხდარი ხარ, რაც შეიძლება სხვა ცეკვებშიც იყოს მთავარი, მაგრამ თუ სხვა ნიშნებსაც შევადარებთ, მნიშვნელოვანია. განსხვავებული სიარულის მანერა გაქვს, ნაბიჯს თითქმის არ ადგამ, თითქოს ბალიშებზე დადიხარ და შენს "მე"-სთან, ყველაზე ახლოს ეგ დგას.
-ყოჩაღ, ათიანი. - გავიცინე. - პირველი სურვილი?
-იცეკვებ?
გამეღიმა.
-ძალიან გაინტერესებს?
-ვერც კი წარმოიდგენ, ისე.
-მაშინ, ვიცეკვებ. - გავიღიმე და ქუთუთოები ერთმანეთს მაგად დავაჭირე.
ისევ ზედმეტად ვიგრძენი მისგან წამოსული, სითბოთი სავსე სიმშვიდე..
***
უცნაურად გამეღვიძა.
დიდი საათი მიჩვენებდა რომ შუადღის 2 საათი იყო, კრემისფერი ფარდიდან მოჩანდა მზიანიანი გარემო და მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგ ხასიათზე უნდა ვყოფილიყავი, ვნერვიულობდი.
პირველი რაც გავაკეთე შხაპის მიღება და შემდეგ ტელეფონის შემოწმება იყო, არაფერი ჰქონდა მოწერილი.
შემდეგ დაბლა ჩავედი და გაკვირვებული "გამარობა" ვუთხარი ჯორჯს, რომელიც სამზარეულოში ღიმილით ფუსფუსებდა და თან რაღაცას იღიმოდა, იქვე გვერდით დედა ედგა და მწვანილებს ჭრიდა. უნებურად გამეღიმა, ძალიან უყვარდარ ერთმანეთი.
რამდენჯერაც არ უნდა მეთქვა, რომ დედაჩემს ჰქონდა უამრავი უარყოფითი თვისება, რომლის ნახევარზე მეტი მეც გადმომაყოლა, ყოველ ჯერზე ვაღიარებდი რომ ერთი ძალიან დიდი და ძალიან კარგი ჰქონდა - როცა ადამიანი გულით უყვარდა, ზედ გადაყვებოდა და მისი ყოველი შეხედვისას, ვხედავდი რომ გიჟდებოდა ჯორჯზე, ჯორჯის ყოველი გამოხედვისას კი ვხედავდი რომ ეს ერთადერთი ქალი იყო მის ცხოვრებაში და შეუძლებელი იყო, მიუხედავად ყველაფრისა, არ გაგეღიმა.
-გამარჯობა, გშია? - გამიღიმა დედამ.
-არა, ყავას დავლევ. - წარბშეკრულს გამეღიმა და ჩაიდნისკენ წავედი. - ჯორჯ, არ მუშაობ?
-შაბათია დღეს, ლილიან. - დამცინა და ხორცის ჭრა გააგრძელა.
-აუ რა კარგად ხართ. - გამეღიმა.
-რა? - გაკვირვებით გამომხედა დედამ.
-რა და ძალიან მაგრად ხართ, 15 წელი გიყურებდი მამაჩემთან ერთად და ესეთი სიტუაცია არასდროს მახსოვს. მოკლედ, ჩემი საყვარელი წყვილი ხართ, ოფიციალურად. - გავიცინე და ყავა დავისხი.
-რა კარგ ხასიათზე ხარ, რა გჭირს?
-რა ვი, არაფერი. - მხრები ავიჩეჩე და დივანზე გავიშოტე.
-რა ქნა დათამ? შენ მოიგე, არა? - მკითხა ჯორჯმა.
-მიხვდა. - წავიტირე. - არა, ვიცოდი რომ მიხვდებოდა, მაგრამ ცოტა გამიკვირდა.
-დათა ის ბიჭია? ფოტოგრაფი? - იკითხა მარიამ.
-ჰო ეგაა. - ვთქვი და ტელეფონს ჩავხედე. მესიჯი მომწერა:
<<სად იცეკვებ?>>
-რაღაც ძაან დახლოვდით, არა? - იკითხა წარბაწევით.
-ახლა დედა-შვილური უნდა დაიწყო? - გამეცინა. - კარგი მეგობრები ვართ. - ვთქვი და თან მივწერე, რომელიმე შენობის თავზე თუ დამაყენე, ცხოვრებაში არ გიცეკვებ-თქო.
-მიხარია, მართლა. წინაზეც არ ვგიჟდებოდი შენს მეგობრებზე?
-ჰო, ჭკუა გეკეტებოდა. - ვუთხარი ირონიულად და ახალი მესიჯი გავხსენი.
<<ჯორჯის უფორმო შენობასთან მოდი მაშინ, სადღაც წაგიყვან.>>
<<კარგი, ნახევარ საათში მანდ ვარ.>>
<<იცოდე პუანტები წამოიღე!>>
<<წამოვიღებ, წამოვიღებ... :D>>
-საით? - მკითხა დედამ რომ წამოვდექი.
-დათა უნდა ვნახო.
-მოიყვანე, არ გინდა? - ამბობს ჯორჯი.
-არა, თვითონ უნდა წამიყვანოს სადღაც.
-არ იცელქო!
-დედა! - წამოვიყვირე. - კარგად მიცნობ, კარგად იცი ვინც მიყვარდა, კარგად იცი როგორც მიყვარდა, მოდი ნუ მომიშლი ამ შესანიშნავ ხასიათს და მაცადე, ცოტახანს მეც გამიხარდეს რაღაც! - ძალით გავუღიმე და ოთახში ავედი.
შავი შარვალი, უბრალო ზედა კედები ამოვიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და კარადა პუანტების მოსაძებნად გავაღე...
რომ დავიანახე, გული ამჩქარდა. თვალწინ უამრავმა მოგონებამ გამირბინა. იმდენ ხანს ვვარჯიშობდი, ბოლოს საძინებლამდე წასვლაც არ შემეძლო და ადგილზევე მეძნებოდა მაგრამ როცა ხალხის ოვაციებს, უდიდეს შექებას, აპლოდისმენტებს ვისმენდი, ყველა დაღლილობა მავიწყდებოდა.
ყველაფერი მავიწყდებოდა თითის წვერზე დადგომისას, წელში გამართვისას, ტრიალისას.
სუნთქვა მიადვილდებოდა, რომელიმე სახის ნირვანაში გადავიდოდი, დავფრინავდი.
ის, რასაც ვაკეთებდი იმდენად მიყვარდა, არადროს მბეზრდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა მასწავლებელი რეპეტიციას დილის 8-ზე დამინიშნავდა თუ 7-ზე, მზად ვიყავი სიხარულით წავსულიყავი და ფეხების დამტვრევამდე მეცეკვა, იმიტომ რომ თავს საშინლად, საშინლად კარგად ვგრძნობდი ფეხის წვერებზე დამდგარი, ტრიალისას...

კრემისფერ, აბრეშუმის პუანტებს ხელი დავავლე და ჩანთაში ფრთხილად ჩავდე, შემდეგ ტელეფონი ავიღე, კარგად-თქო მივაძახე "შეფ მზარეულებს" და გეზი ჯორჯის ოფისისკენ ავიღე.

სექტემბრისთვის ზედმეტად თბილი ამინდი იყო, ნელი სიო უბერავდა და თმას ოდნავ მირხევდა, საშინელ სიმშვიდეს ვგრძნობდი და პარალელურად საშინლად მანერვიულებდა ფაქტი, რომ თითქმის 1 წელი იყო, არ მეცეკვა.

შენობასთან ღიმილით იდგა, ჩემსავით თავისუფლად ეცვა და ყურსასმენებიც ეკეთა. ისე მივუახლოვდი, ვერ გაიგო. ყურსასმენი რომ გამოვაძრე ისე შეხტა, სიცილი ამიტყდა.
-კარგი, რა იყო, გგონია მართლა ვერ დაგინახე? - მკითხა ირონიულად.
-ოჰ, უკაცრავად, დამავიწყდა რომ თვალები შუბლზეც გაქვს კეფაზეც და... აღარ მახსოვს, მასწავლებლები ამბობდნენ ხოლმე მსგავს ფრაზას. - გაეცინა და ხელი გამომიწოდა. - წავედით?
-წავედით. - ვუთხარი და ხელი-ხელში გავუყარე.
-მკითხე რა, სად მივდივართო. - გაიღრიჭა.
-რად მინდა პასუხი ხომ ვიცი. - თვალები გადავატრიალე.
-აბა რა არის?
-მეტყვი დამაცადე და გაიგებო.
-ყოჩაღ, ლილიან, ათიანი! - მითხრა სიცილით და ქუჩაზე გადაუხვია.
-გიყვარს ცეკვა?
-გიყვარს სუნთქვა? - ვუპასუხე ყველაზე ბანალურად მაგრამ თან ყველაზე რეალურად.
-ვერ გავიგე!
-რა კითხვას მისვამ აბა, შენი აზრით ცეკვა რომ არ მიყვარდეს ბალერინა ვიქნებოდი?
-ბევრ ადამიანს არ უყვარს ის რასაც აკეთებს.
-შენ ხომ მიცნობ. - გავუღიმე.
-ჰო.
-ჰო და არ გაპატიებ მაგ კითხვას! - ვუთხარი და ძალით გაბრაზებულის სახე მივიღე.
-კარგი რა, მაპატიე. - საწყალი სახე მიიღო და ქვედა ტუჩი გადმოწია. იმდენად საყვარელი იყო პირი დავაღე.
-რა იყო ჩუპა-ჩუპსი დაინახე?
-უნდა მეთქვა საყვარელი ხარ-თქო, მაგრამ არ ხარ ღირსი. - ხელები გადავიჯვარედინე.
-ოჰ, არ მესმის რატომ უნდა დამალო ის რასაც ფიქრობ! გგონია რომ საყვარელი ვარ? მითხარი, გამიხარდება. - გაეცინა. - მე ვფიქრობ რომ ულამაზესი ხარ, გიმალავ? არა!
-როგორი დასკვნები გაქვს. - გამეცინა.
-რა გინდა, მართალი ვარ. შენზე. რომ დადიხარ მეშინია არ მოგიტაცონ, ისე გიყურებენ. - სიცილი ამიტყდა, პირზე ხელი ავიფარე.
-კარგი რა, მე რაღა უნდა ვთქვა! გუშინ რომ გაიცინე, ყველა გოგო მოკვდა იმ ოთახში.
-შენი ჩათვლით? - წარბები აათამაშა.
-არა მე უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავე შენს სიცილზე. - ვუთხარი ირონიულად და თავი გავაქნიე. - ნუ რა თაობა მოდის, საიდან ამდენი ამბიცია.
-ნუ იწყებ თბილისელი "ძერსკი" გოგოსავით საუბარს, თორე სახლში დაგაბრუნებ. - წარბები შეკრა.
-ჰო და არ იტყვი სად მივდივართ? - ვიკითხე და დიდ ოპერას გავხედე.
-მენდობი? - მკითხა დაეჭვებით.
-მგონი. - გავიცინე.
-გადაწყვიტე მალე, კი თუ არა.
-გენდობი, კარგი!
-შესანიშნავია. - გაიღიმა და ჯიბიდან შარფი ამოიღო და თვალებზე ამაკრა.
-რას აკეთებ? - წარბები შევკარი, თუმცა ეს ვერ დაინახა.
-შენით თქვი გენდობიო!
-ისეთი ხმით მკითხე, ნამუსზე ამაგდე, რამის! - გავაპროტესტე.
-კარგი რა, არ მოგკლავ. - გაეცინა და ხელი ჩამჭიდა, შემდეგ კი სადღაც წამათრია.
დაახლოებით სამი წუთი ვიარეთ, შემდეგ სავარაუდოდ რაიმე კარებთან მივედით, იქ მან ვიღაცას მადლობა გადაუხადა გაფართხილა, კიბეზე ადიხარ, ფრთხილადო. ორივე ხელი მომხვია და სულ ძალით ამატარა საკმაოდ მაღალი კიბე.
-აუ დათა მოგკლავ, ვერ ვიტან გაურკვევლობას.
-ცოტაც მოითმინე რა, ძალიან გთხოვ. - მითხრა და ხმაში ღიმილი შეეპარა, დავნებდი...
1 წუთსა და დაახლოევით 25 წამში, მითხრა მოვედითო, შემდეგ კი შარფის შეხსვნა დაიწყო.
-მოემზადე! - გაეცინა და მომხსნა. თვალები ნელა გავახილე.
პირველად სცენა დავინახე.
ძალიან, ძალიან დიდი,
ულამაზესი სცენა.
შემდეგ მოჩუქურთმებული, ათასნაირი ორნამენტით მოხატული კედლები,
შემდეგ აუტიროიის ულამაზესად მოწყობილი სკამები.
წამში გავიაზრე რომ უზარმაზარ ოთახში ვიმყოფებოდი და რომ მივხვდი, რაც იყო ეს ოთახი, პირდაღებულმა ძლივს ამოვთქვი ორი სიტყვა:
-გიჟი ხარ.
-დედამიწა ერთი დიდი საგიჟეთია, ნორმალური არავინაა. - მითხრა ღიმილით და სცენაზე ამიძღვა.
-ღმერთო...
იმდენად დავიტვირთე ემოციებისგან, მეგონა ცოტაც და ვიტირებდი.
სცენის სურნელი, თავისებური გარემო, რომელიც მხოლოდ აქ იცის...
-ოპერაში როგორ შემომიყვანე? - ვუთხარი ხმადაბლა. იმდენად ცუდად ვიყავი, ხმასაც კი ვერ ვუწევდი
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია აქ ხარ. - გაეცინა. - წამოდი, რაღაც უნდა განახო. - ხელი გაუაზრებლად ჩავკიდე და კულისებისკენ გავყევი, რომლიდანაც რომელიღაც კარში შევიდა და თავიდან დამემართა გულის შეტევა.
-არ ხარ რეალური! - შევუთვალე და კიბის მოაჯირს ხელები მაგრად ჩავჭიდე, რომ არ დავებრმავებინე კოსტუმებისა და
საბალეტო კაბების თვალუწვდენელ, უდიდეს კოლექციას.
თავი სამოთხეში მეგონა, ძალიან, ძალიან თეთრი კაბებიდან ფერები მუქდებოდა, კრემისფერში გადადიოდა, შემდეგ ძალიან მკრთალ ყვითელში, ოქროსპერში, მუქ სტაფილოსფერში, ღია წითელში, შინდისფეში, შემდეგ ოდნავ ღიავდებოდა, ვარფისფერი, ოდნავ ღია, კიდევ უფრო... იასამნსფერის უამრავი ტონი, ღია ცისფრიდან მუქამდე, შემდეგ ლურჯამდე, სალათისფრიდან მწვანემდე, შემდეგ შავამდე. ორნამენტებაინ, უორნამენტებო, თვლებიან და უთვლებო შავამდე.



უამრავი ნიღაბი, პუანტები, დახვეწილობის უმაღლესი საფეხური და სამოთხე დედამიწაზე...
გავგიჟდი.
-შეიძლება? - ვკითხე და კიბისკენ წავედი. თავი ღიმილით დამიქნია. ამაზე მეტი არაფერი მინდოდა. კისკისით ჩავირბინე კიბეები და მოწიწებით გადავუსვი პირველივე შემხვედრ კაბას ხელი.
-არარელურია ყველაფერი! - აღმომხდა უნებურად.
-რომელიც გინდა ის ჩაიცვი, რამდენიც გინდა. - მითხრა ღიმილით. მოაჯირს ხელებით იყო დაყრდნობილი და ზემოდან დამყურებდა.
-მაგიჟებ! - ვუთხარი გულწრფელად და სამოთხეში ტრიალი გავაგრძელე.
კაბებს ვისინჯავდი, აქეთ-იქით სიცილით დავხტოდი.
არ მახსოვს, ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი.
ზუსტად ისე გამოვიყურებოდი, როგორც 3 წლის ბავშვი, საქანელებზე ყოფნისას.
კარგა ხანი, სანამ მე ვერთობოდი, ხმას არ იღებდა, ღიმილით მიყურებდა, ბოლოს, ულამაზესი, ოქროსფერი კაბა რომ მქონდა მკერდზე მიდებული, მითხრა:
-ჩაცვი და იცეკვე რა, ძალიან გთხოვ. - აღარაფერი მითქვამს ისე გავედი მისგან ოდნავ მიმალულ ადგილას და თან დავუბარე, მიბრუნდი-თქო.
მოკლე კაბა, რომელიც ზედმეტად წვრილი წელისთვის იყო შეკერილი, ურპობლემოდ ჩავიცვი და ჩანთისკენ რომ დავიხარე, პუანტების ასაღებად, საშინლად მომინდა გავქცეულიყავი და ჩავხუტებოდი, იმიტომ რომ არარეალურად კარგი იყო, არარეალურად, არანორმალურად გიჟი, ყველაზე "მეტი" ადამიანი დედამიწაზე. მინდოდა მეყვირა, რომ იდეალური იყო.
პუანტები კანკალით ჩავიცვი და სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. თვალებზე ცრემლი დამადგა, ავკანკალდი. გავაცნობიერე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ყველაფერი და საშინლად ავნერვიულდი.
-დათა ადი და ამოვალ, კარგი? - ვკითხე და შევეცადე ხმაში კანკალი არ გამრეოდა თუმცა არ გამომივიდა...
-მესმის რომ ნერვიულობ და გეფიცები, თუ მზად არ ხარ, არ გაიძულებ, რომ იცეკვო.
გამეღიმა.
-ადი და ამოვალ 2 წუთში. - შემდეგ გავიგონე როგორ მიხურა კარები.
მთელი შემართება მოვიმარაგე და საკუტარ სილუეტს, სარკეში შევუძახე:
-ბალერინა ხარ, ბალერინა,
ასი პროცენტით ბალერინა,
ისეთივე თითებდამტვრეული ბალერინა, როგორიც ნებისმიერი სხვა,
ისეთივე გამხდარი, ისეთივე დაუღლელი ბალერინა, როგორიც სხვები,
გარეგნულად კი არა სულითაც კი ბალერინა ხარ, ლილი.
შემდეგ კიბეები ნელა ავიარე და სცენაზე გავედი.
საიდანღაც გაისმა მუსიკის ხმა, წელში გავიმართე, თითის წვერებზე დავდექი და ნელი ნაბიჯით გავსრიალდი სცენაზე.
დაუვიწყარი შეგრძნებაა,
მომაჯადოვებელი.
ყველაფერს გწოვს რაც გაქვს,
ყველაფერს გავიწყებს,
ყველაფრისგან გცლის.
ერთი და იგივე ცეკვას ყველა სხვადასხვანაირად ცეკვავს. ცეკვა, რომელიც ემოციებს გაცლის, მათზე თავად ყვება.
ძალიან ვინანე ერთი წელი,
რომელიც გავლიე,
რომელიც უაზროდ რომ არ გამელია, უდიდეს წარმატებას მივაღწევდი,
რომლის უაზროდ გაფლანგვით ერთადერთი რამ დავივიწყე, რაც მთელი გულით და სულით მიყვარდა,
ერთადერთი რამ, რაშიც იდეალურად კარგი ვიყავი.
ვასრულებდი "გედების ტბის" ერთ-ერთ პარტიას და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა, ასე კარგად კი მგონი ცხოვრებაში არ მეცეკვა.
დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, როცა ვცეკვავდი მოყევი ყველაფერი, რომელიც მისთვის აქამდე არ მეთქვა, ყველაფერი, რაც არ იცოდა, ყველაფერი რაც არ უნდა სცოდნოდა.
გულიდან ძალიან დიდი ლოდი მომშორდა, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ისევ მომდიოდნენ, მაგრამ ვიღიმოდი, ჩემი საუკეთესო ღიმილით ვიღიმოდი, ყველაზე გულწრფელი ღიმილით...
რომ მოვრჩი, წამით ძალა დავკარგე და წავბორძიკდი მაგრამ მისი სახე რომ დავინახე, გავშეშდი.
ისეთი ღიმილით, თავაწეული მიყურებდა, მეგონა თავს ამაყად გრძნობდა. მისი ზედმეტად ღია ცისფერი თვალები განათების ფონზე თეთრები ჩანდნენ და მათში ემოცია პიკს აღზევდა, თითქოს ცეკვამ ზუსტად ის ქნა, რაც უნდა ექნა, ჩემი ნაწილი მასში გადაყარა.
ტაშის კვრას რომ მორჩა მითხრა:
-ისე იცეკვე, როგორც დაფრინავს ბეღურა, რომელსაც როგორც იქნა, ფრთები გაუნთავისუფლეს. არასწორი ვყოფილვარ, ადამიანებმა რომ იცოდნენ რას აკეთებენ, აღარ გააკეთებენ, ალბათ მაგრამ გთხოვ, რომ გაიაზრებ რომ ცეკვავ, ეს არ შეწყვიტო, არ გაბედო, არ შეწყვიტო... - გავიბადრე. სცენიდან ჩამოვხტი, თითის წვერებზე ავიწიე, მის მხრებს რომ მიწვდენოდი და ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ხელები მანაც მჭიდროდ მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-მადლობა რომ მიშველე. მადლობა, ღმერთო, ყველა არსებული მადლობა რაც დედამიწაზეა, ის მადლობებიც, რაც ზეცაშია. უბრალოდ... ენით აღუწერელი და... - მისმა სიცილმა შემაჩერა. - უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა.
-საოცარი ხარ.
-შენც. - გავუღიმე და მოვშორდი.
რომ გამოვიცვალე, ხელი-ხელში გაყრილებმა დავუყევით "შამზ-ელიზეს."
ულამაზესი შენობების თვალიერებით ისე გავერთე, თითქმის დამავიწყდა.
-ემოციიდან კარგა ხანს ვერ გამოვალ. - თქვა მან.
-ძალიან დიდი მადლობა. - გამეღიმა.
-რამდენი ხანია ცეკვავ?
გონებაში წლების თვლა დავიწყე და გამოვუცხადე:
-თხუთმეტი.
-რა? - თვალები გაუფართოვდა. - რამდენი წლის ხარ?
-ცხრამეტის. - გამეცინა.
-4 წლიდან ცეკვავ? - პირი დააღო.
-კი. - გავიცინე. - ბელერინების ოჯახში ვცხოვრობ, ბებიაჩემი, ჩემი დიდი ბებია, დიდი-დიდი ბებია, მარტო დედა არ გაჰყვა ჩვენს გზას, ბებიაჩემმა მაიძულა მეცეკვა. - გამეღიმა. - ისეთი პატარა ვიყავი, მასწავლებლები უფრო მეთამაშებოდნენ, ვიდრე მასწავლიდნენ, რომ გავიზარდე ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიე. ჯერ საქართველოს ჩემპიონი, მერე რუსეთის, საფრანგეთში მეორე ადგილი, ინგლისში პირველი, ბოლოს ნიუ-იორკშიც.
-ვგიჟდები ნიუ-იორკზე.
-მეც! - წამოვიყვირე.
-ყველაზე ლამაზია, აი ულამაზესია პარიზი, მაგრამ რაღაცნაირი სხვა სიტუაციაა ნიუ-იოორკი.
-ზუსტად. ჩემი ოცნების ქალაქი იყო სულ, რომ ჩავედი ისე მიხაროდა, კონცერტების მერე, კიდევ 2 კვირა დავრჩი. ყოველთვის ყველაზე მაგარ ქალაქად დარჩება.
-გეთანხმები. - გაეღიმა.
-შენც კონკურსზე იყავი? - ვკითხე.
-კი, პირველი ადგილი. - წარბები აათამაშა.
-ჯორჯმა თქვა, ძალიან მაგარი ფოტოგრაფიაო.
-მე კი დავრწმუნდი რომ ძალიან მაგარი ბალერინა ხარ.
-ვერ გადარჩები, მაინც მანახებ შენს ფოტოებს.
-ჰო, ოდესმე. - გაეღიმა.
-შემდეგი სურვილი რა გაქვს? - ვკითხე ინტერესით.
-ჯერ თხოვნა მაქვს, ოღონდ მერე გეტყვი, ახლა არაა საჭირო.
-კარგი. - გავუღიმე.
-გეძინება? - ვკითხე მოულოდნელად.
-არა, რა იყო?
-რა და დროა ჩემი 1 სურვილი გამოვიყენო. აშკარად კარგი იქნება, ცოტა შენც რომ ალაპარაკდე. - წარბები ავწიე და გავუღიმე.
ტრიუმფალური თაღის ქვეშ გავიარეთ და დავინახე როგორ ეცვალა სახე. მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდი, ჩემი საუბრით თავს არ ვაბეზრებდი, არ მინდოდა, სულ მხოლოდ მე მელაპარაკა.
მინდოდა მეტი გამეგო,
მეტი იდეალურზე,
მეტი რეალურზე,
მეტი ადამიანზე, რომელმაც ჩემში ყველაზე საყვარელი გააღვიძა,
ადამიანზე, რომელმაც მიხსნა,
თან პირველად არა.
ულამაზესად ნათდებოდნენ ლამპიონები მოლურჯო ცაზე და უნებურად მეღიმებოდა მის შემყურეს, რადგან ძალიან გამიმართლა,
რომ ვიპოვე.
***
პარიზის ყოველი კუთხიდან განათებულ ქუჩებში სეირნობა...
ნელი სიმღერა.
უაღესად რომანტიული გარემო, რომელიც იმიტომ კი არაა წარმოქმენილი, რომ გვერდით ვინმე საჭირო გიდგას,
უბრალოდ იმით, რომ პარიზში ხარ,
სიყვარულის ქალაქში ხარ და ის კი არ გიყვარს, ვინც საჭიროა.
სიყვარული გიყვარს,
სიყვარული გიყვარს ყველაფრის მიმართ ერთდროულად,
სიყვარული ყველაფერზე,
ყველაფრისთვის,
ყველაფრის გამო,
ყველაფერში.
ვამჩნევ მისი სახის უეცარ ცვლილებებს და მესმის, კარგად მესმის როგორ არ უნდა რამის თქმა, მაგრამ თან ვხვდები, რომ კარგად ხვდება, იმის შემდეგ რაც მე ვუთხარი, მისგან სიმართლეს ვიმსახურებ.
ვიმსახურებ რომ ვიცოდე, რადგან მან ჩემი ისტორია დაიმსახურა, რომელიც საკუთარივით შეიცნო, რომელიც ისტორიის ნაწილი გახდა, ისტორია კი თავად გახდა მისი.
თავს ოდნავ აქნევს, მის "თეთრ" თვალებში ლამპიონების შუქები თამაშობენ და საუბარს იწყებს...
-1 წლის წინ ძალიან მაგრად მიყვარდა, აი ისე, ზღაპრებში რომ იციან. იმდენად მიყვარდა, როგორც არ უყვარდებათ დღეს. მზად ვიყავი ყველაფერი მიმეცა, თავი მომეკლა მხოლოდ იმისთვის რომ გაეღიმა. ყველაფერზე წავიდოდი იმისთვის რომ ის კარგად ყოფილიყო. მოკლედ ხომ მიხვდი, ალბათ ისე მიყვარდა, როგორც შენ უყვარდი იმ ბიჭს. მაგრამ ჩემი შეყვარებული არ აღმოჩნდა შენნაირი, სიკვდილის შემდეგ ამდენ ხანს არ მიერთგულებდა. ლონდონში ვიყავით კონურსზე და საღამოს სასტუმროს ნომერში რომ შევედი, ლოგინში ვიპოვე საუკეთესო მეგობართან ერთად. - ირონიულად გაეღიმა. - ვიცოდი როგორ უნდოდა ლონდონში ჩასვლა და თან წავიყვანე და ისეთი სცენა დამახვედრა, გავგიჟდი. თავიდან ისეთი რეაქცია არ მქონია, კისერზე მეკიდებოდა და იმ რაღაც ფრაზას იმეორებდა, ყველა რომ ამბობს. "ეს ის არ არის, რაც შენ გგონია დათა." სისულელე. ჰო და ისე მოხდა რომ სამყარო თავზე დამემსხვრა, რადიკალურად სხვა ადამიანი გავხდი, სიყვარული რა იყო სრულიად დავივიწყე. ერთდროულად დავკარგე ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი და... მოკლედ ამ ამბიდან დაახლოებით 1 კვირაში, თბილისში რომ ჩამოვედი, ბავშვობის მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ გიორგიმ (იმან, ვისაც "ფაქტზე" წავასწარი) თავი მოიკლა, რადგან ჩემს გარეშე ყოფნა ვერ გადაიტანა. - გაეცინა და ღრმად ჩაისუნთქა. - იცი როგორი მეგობარი იყო ჩემი? აი, სულ რომ ერთად ვიყავით, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც გვერდიგვერდ ვიდექით. წარმოუდგენლად მიყვარდა, მეც მქონდა სამეგობრო. ძალიან დიდი არა, მაგრამ ძალიან ძვირფასი. გიორგი სულ გვერდით მყავდა. მაშინაც "იმას" რომ შევხვდი, მერე იმან მომაფიქრებინა როგორ დამეპატიჟებინა პაემანზე, ისე მგულშემატკვირობდა, ჩემზე ძალიან იმას უხაროდა, რომ მან მითხრა, მეც მიყვარხარო. იმდენად სულსა და გულში მყავდა, წლების შემდეგ ალბათ იმასაც ვაპირებდი, რაც გამიკეთა მაგრამ თავი მოიკლა. წარმოგიდგენია? თავი იმის გამო მოიკლა, რაც თვითონ ქნა და მე დამიტოვა წერილი სადაც მითხრა, მხოლოდ შენთვის, ძმაო. მხოლოდ შენთვის, ძმაო. სულ ჩამესმის ეგ სიტყვები ყურებში და ვერც კი წარმოიდგენ რა დღეში ვვარდები. არა, წარმოიდგენ. - გაეცინა. - ალბათ ეგრე ხარ, "მისი" ბოლო სიტყვები რომ ჩაგესმის ყურში. რომ მითხრა თვითმკვლელობა ბევრჯერ ვცადეო, პირველად არ მომეწონა რაღაც შენში. მეც ვცდიდი, ალბათ, ჩემს საუკეთესო მეგობარს თავი ჩემს გამო რომ არ მოეკლა. ვიცი რომ გესმის, ლილი, ვიცი რომ გესმის. შენს სახელს ვეღარ გეძახი, გესმის? - თვალებში ცრემლები ჩაუდგა. - იმიტომ რომ ყველანაირად ვგრძნობ შენს ტკივილს, რომელიც ჩემთვის იმდენად ნაცნობია, ვერც კი წარმოიდგენ. ან უკვე წარმოიდგენ... ახლა ვხვდები, რომ ძალიან ბევრი რაღაცის წარმოდგენა შეგიძლია. ყველაზე უარესი გითხრა? მერე 'იმან" შერიგება მთხოვა. ცოტა დამაკლდა, მოვკლავდი. დროზე გაათრიეს, სანამ დავარტყამდი. ადამიანები მიდიან და მოდიან, ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც უნდათ. მაგრამ ლილი, გეფიცები, არასდროს მინახავს შენი შეყვარებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც-ერთ შემთხვევაში არ მოკვდებოდა და მარტო არ დაგტოვებდა, არჩევანი რომ ჰქონოდა. ჩემს შემთხვევაში, მრავალნაირი არჩევანი არსებობდა, მათ კი არცერთი გააკეთეს.
ხელი მაგრად მოვკიდე და გვერდიდან მივეხუტე.
მთლიანად ვიგრძენი ის რაც მითხრა,
ყველა ნერვით,
ყველა უჯრედით.
ვიცოდი, რომ რაღაც ჰქონდა გადატანილი,
ასეთებს, რაღაცნაირად გამოგვარჩევ სხვებისგან,
ისიც ასეთი იყო,
ჩემნაირი,
ჩემნაირად მარტოსული,
მარტოდ დატოვებული.
მიტოვებული.
-არ უნდა... არ უნდა მომეყოლებინა, ბოდიში.
-არა. - თავი გააქნია. - იმსახურებდი. - გაეღიმა.
-ვიცი რა რთულიცაა.
-ჰო... მერე წამოვედი. ნიუ-იორკში ვცხოვრობდი ცოტახანს მაგრამ დაახლოებით 8 თვის წინ აქ ჩამოვედი.
-მეც რვა თვის წინ ჩამოვედი. - გამეცინა.
-სად ცხოვრობდი? - მკითხა. - თბილისში.
-აღმაშენებელზე. შენ?
-ვაკეში. - გაეცინა.
-აუ ვაკელი ხარ? - სიცილი ავტეხე. - არ გეტყობა. ვაკეში დავდიოდი ბალეტზე.
-მართლა? სად?
-ვაკის პარკთან იყო ახლოს.
-მე ტაბიძეზე ვცხოვრობდი. - გაეცინა. - ღმერთმა იცის რამდენჯერ მყავხარ ნანახი.
-აბა! თან ფეხით სიარული მიყვარდა გვიანობამდე და, წაგაწყდებოდი სადმე.
-ალბათ. - გაეცინა.
-მაგრამ რომ მენახე სახეზე, დამამახსოვრდებოდი.
-რატომ?
-ეფექტური გარეგნობა გაქვს. - გავიცინე.
-როგორი? - სიცილი აუტყდა.
-ეფექტური, აი პირველივე შეხედვაზე რომ უყვარდებათ, ისეთი ხარ. - წარბები აწია.
-ნუ მაწითლებ. - გაიცინა. - გინდა ნაყინი? - თავი დავუქნიე.
შემდეგ ჯიხურში შევიდა და ორი იმხელა ნაყინით გამოვიდა, სიცილი ამიტყდა.
-ვინ დაატერორე?
-გამყიდველი. - გაიღრიჭა და გამომიწოდა.
-კიდევ მომიყევი რა, რამე. რატომ გახდი ფოტოგრაფი?
-უმ... - ჩაფიგრდა და თან ნაყინს უკბინა. - აუ, არ ვიცი. უბრალოდ ვიცოდი რომ ფოტოგრაფი უნდა გავმხდარიყავი და გავხდი. - გაეცინა. - შენ რატომ გახდი ბალერინა?
-არავის უკითხავს. - გამეცინა. - უბრალოდ სულ ცეკვას ვუყურებდი, სულ ბალეტებზე დავდიოდი, ბებიაჩემმა გამზარდა ფაქტიურად და ის არის პრიმა-ბალერინა, ჰო და უნებურად, ვიცოდი რომ ბალერინა უნდა გავხმდარიყავი და გავხდი.
-რთულია არა? ძალიან ლამაზია, მაგრამ რთულია.
-უბრალოდ რთული? - პირი დავაღე. - საშინელებაა. საშინელი ტანჯვაა, ამას ვგულისხმობ. ძალიან თუ არ გიყვარს, ძალიან ძლიერი თუ არ ხარ, ძლიერი და მიზანდასახული, არაფერი გამოგივა. ჯერ ის რომ ძალიან დიდი კრიტერიუმებით არჩევენ მომავალ ბალერინებს, ფეხები ტანზე ბევრად გრძელი უნდა იყოს, აი ძალიან ბევრად. - გამეცინა. - მერე გარკვეული დიეტით ჭამ. აი ძალიან ცოტას. - გამეცინა. - პურზე და წყალზე ვიყავი, ნიუ-იორკში რომ უნდა გავსულიყავით. და ფიზიკური ტკივილია ყველაზე საშნელი. პუანტები ჩვეულებვრივ ფეხსაცმელზე 2 ზომით პატარაა, ეს პირველი ტანჯვა, მერე მეორე ის რომ თითები სულ დამტვრეული მქონდა. - გამეცინა. - ზოგი ფეხებს იჭიმავდა, უფრო გრძელები რომ გამოსჩენოდა, უდიდესი ტკივილია, მართლა. მაგრამ ამ ყველაფერს ფარავს შეგრძენება, როცა ცეკვავ, ტკივილს სულ ვერ გრძნობ. - გამეღიმა. - აი, საოცარია, როცა ამდენი ტანჯვა გიფასდება და უეცრად აპლოდისმენტების ხმა გესმის და... აი ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, ყველაფერს ჯობია. - გამეღიმა.
-აუ მაგარი გოგო ხარ ძალიან. - ჩაეღიმა.
-რატო? - წარბშეკრულს გამეცინა.
-ამბობ რომ გტკივა და თან მაინც გიჟდები.
-მარტო ბალეტი რომ მტკიოდეს და მაინც ვგიჟდებოდე, რა მიჭირს. - გამეცინა.
-ჰო და უფრო მაგარი გოგო ხარ. - გაეცინა.
-შენც არაგიშავს. - გავიღრიჭე. - აუ მომიყევი რა, კიდე. - ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე.
-რა გითხრა? - გაეცინა. - ბიოგრაფია გინდა? ახლავე! დათა დვალი, დავიბადე 1993 წლის 1 აგვისტოს. არ მყავს არც დები და არც ძმები. კიდევ? დანარჩენი სისულელეა.
-მაინც სიტყვაძუნწი ხარ. - გავებუტე.
-არ მიყვარს საუბარი, მოსმენა მირჩევნია.
-ნუ მინამიოკებ, მეც კი არ ვიცი რა მოგიყვე. - გავიცინე.
-ყველაზე ძალიან რა გინდა?
-გაქრობა.
-სერიოზულად.
-ასი პროცენტით დარწმუნებული ვამბობ რომ მინდა გავქრე.
-რატომ?
-თუ გავქრები ფიზიკურად ვეღარ ვიარსებებ დედამიწაზე, როგორც მატერია და სამყაროებს შორის გადასვლა შემეძლება.
-შემდეგ რას იზამ?
-შენ იცი რასაც. - გავუღიმე.
-ოდესმე მოგიწევს რომ გაუშვა.
-უკვე გავუშვი, ის არ მიშვებს.
-ეგ როგორ?
-ვგრძნობ რომ სადღაც არის და არ შემიძლია მივწვდე. გავგიჟდები.
-გაგიშვებს ისიც, ოდესმე.
-მომწონს ეგ სიტყვა. - გავიცინე.
-მახსოვს... - ჩაილაპრაკა და გაჩუმდა.
ძალიან ბევრი ვისეირნეთ.
იმდენად ბევრი, ფეხები ამტკივდა და მასზე ნახევრად დაყრდნობილი დავდიოდი.
ის რაღაც სიმღერას ღიღინებდა, რომელიც მე ძალიან მეცნობოდა,
მე კი მოგონებებში დავქროდი და ვცდილობდი იქ დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი.
მაგიურია პარიზი,
გარწმუნებს რომ სასწაულები ხდება.
-It's you, it's you, it's all for you Everything I do... - გავიგონე საყვარელი სიტყვები და გამეღიმა.
-I tell you all the time... - გავაგრძელე.
-Heaven is a place on earth with you. - ვთქვით ორხმაში. გაგვრცინა.
-Tell me all the things you wanna do... - კარგი ხმა ჰქონდა, სითბოთი სავსე. არ ვიცი როგორ შეიძლება ხმა ასეთი იყოს, მაგრამ მისი იყო.
-I heard you like a bad girls, honey, is that true?
-Oh nooo! - შეჰყვირა. სიცილი ამიტყდა. - ვგიჟდები კარგ გოგოებზე.
-სულ არ გამკვირვებია დელ რეი. - გამეღიმა.
-ზუსტად ვიცოდი რომ გეცოდინებოდა. - გაეცინა.
ძალიან მალე უნებურად აღმოვჩნით ჩემი სახლის წინ.
დამშვიდობება იმდენად არ მინდოდა, ფეხს ვითრევდი მეც და ისიც.
-შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად დებილია ის გოგო. - ვთქვი დანენებით.
-და რამდენს კარგავს ის ბიჭი, რომ ვერ გხედავს... - თავი ჩახარა.
-აბა, რას იტყვი, იმ ამბის მოსმენის შემდეგ, ისევ იდეალური გეჩვენები? - მკითხა.
-არ დაიჯერებ. - ვთქვი სიცილით.
-მაინც სცადე...
-უფრო დავრწმუნდი შენს იდეალურობაში, გეფიცები. - გამეღიმა. ლოყაზე ვაკოცე და სანამ სახლში შევიდოდი, ვუთხარი:
-საუკეთესო დღე მაჩუქე, 1 წლის განმავლობაში.
-შენც, ზუსტად ერთის. - გაეღიმა.
-მადლობა. - გავიღრიჭე და სანამ კარებს მივხურავდი, დავინახე როგორ უყურებდა ჩემი ოთახის ფანჯრებს.
არ ვიცი როგორაა ისეთი როგორიც არის,
მაგრამ იმდენად უსაზღვროდ მიხარია ის, რომ არსებობს,
ის რომ შემხდა,
ის რომ ყველაფერი ის გააკეთა, რაც გააკეთა,
რომ მზად ვარ ვიყვირო,
საოცარი ხარ-თქო.
იმიტომ არა, რომ სრულიად უბრალოდ შემაპარა პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
არც იმიტომ, რომ ბალეტის ცეკვა გამახსენა,
არც იმიტომ, რომ მხოლოდ ის ისმენს ჩემს სულელურ მონოლოგებს.
იმიტომ რომ, ისაა.
უბრალოდ ის.
ალბათ ისეთი არა, როგორიც სხვები არიან.
როგორიც სხვები აქამდე იყვნენ,
მაგრამ მაინც იმდენად სხვანაირია,
იმდენად იდეალური,
რაღაცნაირია,
აივანზე მდჯდომმა, ლიქიორით გაბრუებლმა, ლანას სიმღერის ფონზე, ეიფელის გამყურეს რომ უნდა უყურო და გაგეღიმოს.
***
რამდენიმე დღის შემდეგ, მისაღებში ვიჯექი და რაღაც ფილმს ვუყურებდი. უაზროდ ვიცინოდი იმაზე, რაც საერთოდ არ მეჩვენებოდა სასაცილოდ და თან საშინლად ტკბილ ყავას ვწრუპავდი, რომელიც დედაჩემმა იმიტომ გამიკეთა, რომ თურმე ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი ვარ და სადმე გულიც წამივა.
ტელეფონის ხმა რომ გავიგე, უნებურად შევხტი. შემდეგ "ფეისბუქზე" ვინმე ელენე გოგოლაძის მოწერილი მესიჯი გავხსენი და რომ მივხვდი, სახელი ზედმეტად უცნაურად მეცნო და მეტიც, მესიჯმაც მიჩვენა, რომ კარგად ვიცნობდი, გავშეშდი.
თვალები რამდენჯერმე დავხამხამე, "ხომ რეალურია"-ს ნიშნად და მესიჯი წავიკითხე:
<<ვიცი რომ რაღაცეები ხდებოდა. კარგად არ იყავი და რაღაც. ლუკამ გვითხრა რომ დარეკე და ძალიან რომ გთხოვო, დამირეკავ მეც?>>
-რა მოხდა ლილი, ფერი სულ წაგივიდა. - მკითხა დედაჩემმა ანერვიულებულის ხმით.
-ისე ნუ კითხულობ რა თითქოს ძალიან გაინტერესებს. - თვალები გადავატრიალე და ისევ მესიჯს მივაშტერდი.
-რა მოხდა ვინ გწერს?
-ელენეა. დამირეკეო.
-მერე რა ჯობია მაგას, ლილი! - სახე გაუნათდა.
-რა ჯობია? - წარბი ავწიე. - სულ არაფერი. გამაძლებინე ეხლა ეგენი.
-გაგაძლებინო? - იკითხა ირონიულად. - შენი მეგობრები არიან, ქალბატონო. შენები.
-არ არიან, იყვნენ.
-დარწმუნებული ვარ სულ არ გაინტერესებს ჩემი აზრი. მაგრამ მომისმინე, 1 წლის მერე რომ გითხრეს, დარეკეო, უნდა დარეკო. ბოლო-ბოლო რამის სახლში შემომისახლე ეგენი, სულ ერთად არ იყავით?
-არ გესმის დედა, არ შემიძლია.
-შეგიძლია! - ხმა აიმაღლა. - შეგეძლო, მთელი დღე იმათთან ყოფილიყავი, რეალობა დაგევიწყებინა, ყველა ადამიანი დაგევწყებინა მაგათ გარდა, ხოდა ახლა ისიც შეგიძლია რომ ადგე და დარეკო! - ყველაფერი ყვირილით დაასრულა.
თავი ჩავხარე, ნელა ავითრიე ტანი და ოთახში ავედი.
საკმაოდ დიდი ზომის ოთახს უამრავჯერ შემოვუარე. შემდეგ უსწრაფესად გავხსენი სკაიპი და ისე დავრეკე, აზრზე ვერ მოვედი.
კამერა გავთიშე.
არ მინდოდა რომ ვენახე.
-ლილი? - იკითხა ელენეს ხმამ.
ცუდად გავხდი, გამეღიმა.
-ელე? - ვიკითხე და მისი გამოსახულების თვალიერება დავიწყე.
სრულიად შეცვლილი იყო.
გამუქებული ჰქონდა ღია ფერის ქერა თმა, ჰქონდა სრულიად სხვანაირი მაკიაჟი, მხოლოდ თვალები ჰქონდა იგივე.
გაბადრული უყურებდა ეკრანს.
-ვაიმე, როგორ მომენატრე! - აღმომხდა და გამეცინა მის რეაქციაზე.
-ჩართე რა, კამერა. - მთხოვა.
გავჩუმდი.
ძალიან არ მინდოდა გამოვჩენილიყავი.
-ლილი, იმას მაინც ვიმსახურებთ შენგან რომ კამერა ჩართო! - ხმა გაუმკაცრდა. წარბი ავწიე და ჩავრთე.
-ვერ გავიგე რა იგულისხმე. - ვუთხარი და აწეწილი თმა გავისწორე.
-გიკვირს? - წარბები აწია. - გიკვირს რა ვიგულისხმე ხო? - ცოტაც და ყვირილს დაიწყებდა.
-კი, ელენე. მიკვირს. - ძალიან ვცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-მას შემდეგ რაც თავი დაადე და მოშორდი ყველაფერს კამერის ჩართვაც არ გინდოდა. მას შემდეგ, რაც ისე მიგვატოვე უკან ერთხელაც არ მოგიხედავს, გიკვირს რომ გადანაშაულებ? იმაზე დებილი ყოფილხარ ვიდრე ჩანდი!
მექონა ცივი წყალი გადამასხეს. ცინიკური ღიმილი ავიკარი და ვუთხარი:
-იაზრებ რას მეუბნები, საერთოდ?
-აუ კი, იცი რა მაგრად?! მთელი წელია მაგაზე ვფიქრობ. - მუშტები შევკარი. - გგონია ჩვენთვის მარტივი იყო? რადგან სანდრო მოკვდა შენც უნდა მიყოლოდი? რა გაგვიკეთე აზრზე ხარ?
სანდროს ხსენებამ გამაგიჟა.
-აუ მე მეგონა რომ მიცნობდი, რა ვიცი შევცდი ალბათ. - თავი გავაქნიე. - და ჩემთვის მარტივი იყო? რა იყო სანდრო შენი, ელენე?! მეგობარი?! გამარჯობა-გაგიმარჯოს, შორიდან? რამდენჯერ გყავს გალანძღული ზურგს უკან? ისინი კიდე, ეხლა კამერის მიღმა რომ სხედხართ, ძალიან მაგარი ტიპები გქონიათ თავები, ელენეს რო შეტენეთ მთელი ლანძღვის სერია ხო? ლუკას გარდა არცერთი თქვენგანი არ იმსახურებდა იმას, რომ სანდროს საუკეთესო მეგობარი რქმოდა. აი არცერთი, არასდროს! - წამოვიყვირე. - ვერასდროს ვერ მიხვდებით იმას, რასაც მე ვგრძნობდი. იმას, რასაც ახლაც ვგრძნობ. იცით რატო? ალბათ გული ძალიან გეტკინათ, რომ სანდრო წავიდა, სანდრო აღარაა, სანდრო მოკვდა. - მეორედ ვთქვი სიტყვა, რომელმაც შიგნეულობა მთლიანად ჩამწვა. - აუ მაგრად დავიღალე ამ ახსნა- განმარტებებით. ყველასთვის სხვა და სხვა რაღაცაა სიყვარული, ჩემთვის კიდე სიყვარული ყოველთვის სანდრო იყო მთელი საკუთარი შემადგენლობით, ყველა თვისებით. სამყარო მოიცავდა სანდროს, სანდროს, სანდროს და კიდევ სანდროს და როცა ის წავიდა, აღარაფერი დამრჩა. გინდოდათ დავრჩენილიყავი და იმის გზას გავყოლოდი? - წარბი ავწიე. - ჰო და თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ რომ სანდროს გვერდით მე ვწევარ, შეიძლება გულზე მოგეშვათ. - დავიყვირე. ტელეფონის ხმა გავიგონე და ისე გამაღიზიანა, სადღაც ვისროლე. - მოგენატრეთ ხო? - გამეცინა. - მეც, მაგრად. სანამ გავიგებდი როგორ ცვლის ერთი, უბრალო წელი. - ცინიკურად გავუღიმე და სკაიპი გავთიშე.
საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი.
იმედგაცრუება ყველასგან,
ადამიანებისგან, რომლებიც მჭირდებოდნენ, რომ იმედი ისევ მქონოდა.
სარკეში მოვკარი თვალი საკუთარ შეშლილ გამოსახულებას და წამით თვითონ შემეშინდა ყველაფრის, რისი გაკეთებაც შემეძლო.
-არ ტირიხარ! - გამოვუცადე საკუთარ თავს და ტელეფონისკენ დავიხარე, რომელზეც ისევ მოვიდა მესიჯი.
<<ლიიიილი.>>
<<ლილიაააააააააან.>>
ძალიან არ მქონდა ნერვები მაგრამ მაინც მივწერე, რა მოხდა-თქო.
<<დალევ?>>
<<ლაპარაკი გინდა?>>
<<არა, უბრალოდ.>>
<<ცუდად ვარ ძალიან და ვიქნები რა.>>
<<მალე გახდი კარგად <3 >>
გულზე ისევ გამეღიმა და იგივე სმაილით ვუპასუხე და შემდეგ საწოლში მოვიკუნტე.
თავი ძალიან უსუსურად ვიგრძენი, მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავს დიდი ხნის წინ ჩავაგონე, იყავი ძლიერი, ნუ გრძნობ და ნუ დარდობ-თქო.
სანდროს და ჩემს სურათს მოვკარი თვალი კომოდზე და უცებ ვტაცე ხელი.
ლონდონში, კონცერტის დამთავრების შემდეგ სცენაზე ამოვიდა ლიქიორით ხელში და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
"ყველაზე მაგარი ხარო"- ჩამჩურჩულა და თავზე მაკოცა.
-მერე რა, რომ არ ესმით. - გავუღიმე ფოტოს რომელიც შემდეგ გულზე მივიკარი და საბანში გავეხვიე.
მალე ჩამეძინა...
მერე რა, რომ არ ესმოდათ.
მერე რა...
***
- რატომ ვფიქრობ რომ ვერასდროს გადავიტან.
ვერასდროს გადავცურავ მოწყენილობით სავსე ზღვას,
რატომ მგონია რომ ფინიშამდე ვერასდროს მივალ?
- მიხვალ. მიყევი, უბრალოდ მიყევი მინიშნებებს.
- ვეღარ ვკითხულობ. აღარ მესმის.
- ოდესმე გაიგებ.
- ოდესმე...
- მოგწონს ეგ სიტყვა. - ჩემს ნაცვლად თქვა. გამეღიმა.
- ვერასდროს მენდომება მარტოობა იმდენად, რამდენადაც ვიოცნებებ ვიღაცასთან ერთად ყოფნაზე. - ვთქვი და სახე ქარს შევუშვირე. თმა სულ ამეწეწა.
- ვგიჟდები ოცნებაზე. - ამბობს ღიმილით და თან ჩემს თმას ნელ-ნელა იღებს და მუჭაში იქცევს.
- რაზე ოცნებობ ხოლმე?
- ნიუ-იორკის 541 მეტრიან შენობაზე ყოფნასა და ცის ყურებაზე.
- აუ მეც მინდა ეგ. - გამეცინა. - მაგრამ ხომ შეგიძლია? ძალიან მარტივად.
- მერე ვეღარაფერზე ვერ ვიოცნებებ. - გაიღრიჭა. - რა მოხდა დღეს?
- ოდესმე გეტყვი.
- ოდესმე? - ჩაეღიმა.
- ჰო. - გავიცინე.
რომ გავიღვიძე ძალიან უაზროდ ვიგრძენი თავი და დავურეკე.
ისე გაუხარდა, ჩემზე ადრე მივიდა ცათაბრჯენზე.
- იპოვე მოდელი? - ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ.
- ჰო მაგაზე მინდოდა საუბარი... რაღაც უნდა გთხოვო. ოღონდ არ მიიღო ეს იმ სურვილად, უარს მივიღებ. - გაეცინა.
- გისმენ. - ვთქვი და უკეთ წამოვჯექი.
დაიბნა, სახე ჯერ აქედათ გაატრიალა, მერე-იქით. თითების ნერვიულად კაკუნი დაიწყო ასფალტზე და ბოლოს ძლივს დააღო პირი:
- 300-ზე მეტი მოდელია ოფისში, დაახლოებით 200 გოგო ვნახე ისე და... მართლები არიან, პოლი და ჯორჯი, ძალიან კრიტიკული გემოვნება მაქვს. - ოდნავ გაეღიმა. - მგონი უფრო იმიტომ, რომ პირველად რომ გნახე, დავალება 1 საათის მოცემული მქონდა და სხვაზე არც მიფიქრია. პრინციპში, "ვერ" ვიფიქრე, რადგან ასი პროცენტით ჯდები იმ გოგოთა ძალიან პატარა სიაში, რომელსაც იმდენად მინდა სურათები გადავუღო... მოკლედ, ლილი. შენ ხარ ჩემი რჩეული და ყველანაირად მესმის რომ ეს არ გინდა. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა გავიგე რომ თემაც შემიძლია თვითონ შევარჩიო და...
-და? - ვიკითხე შოკირებულმა.
-შენ შეგიძლია იცეკვო, მე კი ამ დროს სურათები გადაგიღო? - ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. - მესმის რომ შენთვის ეს მიუღებელია, ყველანაირად მიუღებელია. უბრალოდ უნდა მეცადა. - გაეცინა. - არა ხო? არ უნდა მეცადა? კარგი... რა აზრი აქვს. საერთოდ არ უნდა მეთქვა. გასაგებია შენი აზრი მოდელების იდიოტობაზე, 100%-ით გეთანხმები და...
-ოუ, ოუ, ოუ. - დავიძახე რომ გამეჩერებინა. - შეანელე. - გამეცინა. - უბრალოდ ცეკვა მომიწევს?
-კი... მაგრამ..?
-თანახმა ვარ. - ვთქვი ღიმილით.
-რა? - წამოიყვირა. - მოიცადე, რა თქვი? - წარბები შეკრა.
-თანახმა ვარ ვიყო მოდელი, 2 საათით. - გამეცინა.
-არაა... - ისეთი სახე მიიღო, ხარხარი ამიტყდა. - სერიოზულად?
-გეფიცები. - ვუთხარი სიცილით.
-მართლა მართლა? - მკითხა და თვალები გაუფართოვდა. იმდენად არ სჯეროდა და იმდენად უხაროდა... უსაყვარლესი იყო.
-მართლა მართლა. - გავუცინე და თავი დავუქნიე.
-აუ... - წამოხტა. ხელში ამიტაცა და ხტუნაობა დაიწყო.
-გაჩერდი, გაჩერდი. - დავიწყე კისკისი. - აუ, ეს ვინ ხარ, არ ვიყავი სიცილის ხასიათზე. დამსვი დათა !
-ყველაზე მაგარი გოგო ხარ ! აი ყველაზე მაგარი! საუკეთესო! - თმაზე მაკოცა ძალიან მაგრად, მაგრამ არ დავუსვივარ.
-ყველაზე მაგარ გოგოს გაგხდი ეხლა თუ... დამსვი ! - წამოვიყვირე.
-მე შენ უფრო მძიმე მეგონე, რა გჭირს რას ჭამ?
-კარაქიან პურს დილით, შუადღეს და ღამით. დამსვი!
-ისეთი მსუბუქი ხარ, რომ მოინდომო ვინმეზე იცხოვრებ. პარაზიტივით. - ისეთი სიცილი აგვიტყდა, რამის გავუვარდი.
-რომ დამაგდო დაკარგავ მოდელს, მეგობარს, გოგო მეგობარს, საყვარელ გოგო მეგობარს, 'ოღონდ რამე მომაყოლე" მეგობარს და... ხო ნუ მეტს არავის მაგრამ, არ დამაგდო მაინც. - უხერხულად გავუცინე და კისერზე მოვეჭიდე.
-მაგარი გოგო რომ ხარ, გითხარი? -მკითხა და თვალებში ჩამხედა.
-კი, სამჯერ. - გამეცინა.
-კარგი თმა რომ გაქვს, ეგეც გითხარი?
-არა არ გითქვამს მაგრამ შემიძლია გაჩუქო, ისედაც ძალიან გრძელია.
-არ შეიჭრა რა. - სახე მოებრიცა.
-რატომ?
-მაგარი თმა გაქვს, არ შეიჭრა.
-ჰო კარგი. - თავი გავაქნიე. - მიდი გააგრძელე, მაქებდი. - გამეცინა.
-ჰო და... - როგორც იქნა დამსვა. - როცა გინდა, რომელ საათზეც გინდა, სადაც გინდა იქ გადაგიღებ. - გაიღრიჭა.
-კარგი რა. რომ არ მინდოდეს გეტყოდი არა-თქო. მინდა. იმსახურებ.
-რას ვიმსახურებ?
-იმას რომ სურათები გადამიღო. - გავიღრიჭე.
-დიდი მადლობა. - გაიბადრა და ხელი გადამხვია. - რატომ ვიმსახურებ?
-ნუ მალაპარაკებ ამდენს, თორე ბოლოს სიყვარულს აგიხსნი და დაგნიშნავ. - გამეცინა.
-მიდი რა, გთხოვ.
-იდეალური რომ ხარ, ხომ გითხარი? იდალური მეგობარი ხარ. აი იდეალური. - გამეცინა. - და დედამიწელის არაფერი გცხია, იმდენად კარგი ხარ. ამიტომ, უბრალოდ ჩემთვის ფოტოების გადაღებას კი არა, ყველაფერს იმსახურებ. - გავუღიმე.
-ყველაფერს? - წარბები შეკრა.
-კი, ყველაფერს ამ სიტყვის მთელი მოცულობით.
შემდეგ გაეცინა.
მე ისევ ამრია ცაზე ფერების ყურებამ.
ისევ დამავიწყდა რეალობა,
რეალობა რომელიც სულ გტკენს, თუ უფლებას მისცემ შემოვიდეს.
ადამიანს თუ იპოვი,
რომელსაც რეალობის ტკივილგამაყუჩებლად აქცევ,
ცოტა ხანს გაგეყინება ტვინი ნეგატივის მიმართ და უბრალოდ,
გაიღიმებ.
***
ყველაფრის მიუხედავად ყველაზე მაგარი გრძნობაა, ვიღაცას რომ აინტერესებ.
დილას რომ იღვძებ და ხედავ, რომ ვიღაცას ღამის 3 საათზე გაახსენდი.
ვიღაც შენზე ფიქრობდა,
აი ძალიან მაგარია.
მიუხედავად ყველაფრისა, რაც შენს გარშემო ხდება კარგ ხასიათზე დგები.
უეცრად ხდები კარგად,
უაზროდ,
უმიზეზოდ...
ცოტა ხანში მომწერა, 1 საათში იყავი "უფორმო" შენობასთანო.
შხაპი მივიღე, ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი, სადაც ჯორჯი საუზმობდა.
-გამარჯობა. - ვთქვი და ყავის დასასხმელად გავიწიე.
-გაგიმარჯოს. იცი, დათამ მოდელი იპოვა... - მახარა ახალი ამბავი.
-არ იცი ვინაა?
-შენ იცი?
-კი. - გამეცინა. - სამსახურში მიდიხარ?
-კი. რა იყო?
-წამოგყვები რა. დათა უნდა ვნახო. - ვუთხარი და წამოვდექი.
-ძალიან უცნაურად დაახლოვდით. - წარბაწევით გამომხედა და მანქანისკენ წავიდა.
-თუ გქონია ისეთი შეგრძენება, როცა ადამიანთან რომ ხარ, ყველანაირი კომპლექსი გეხსენება და ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც ხარ, მაშინ მიხვდები რატომ დავახლოვდით უცნაურად. - გამეცინა.
-ეგრე ვარ ლილი მე, დედაშენთან.
-მე დათასთან! - გავიღრიჭე. - დათა ძალიან მაგარი მეგობარია!
-მეგობარზე მეტი არა?
-არა! - გავაპროტესტე და ხასიათი მომეშალა.
დათა შენობასთან მელოდებოდა.
ხელი დავუქნიე და მივუახლოვდი.
-აბა, ვინაა მოდელი? -ჰკითხა ჯორჯმა.
-ლილია! - გამოაცხადა სიცილით.
მის სახეზე ბევრი ვიცინეთ.
შემდეგ კარგა ხანს ვუყვებოდით, როგორ გავბედე მოდელობა და შემდეგ მე და დათა წავედით ოპერაში, რათე მე-მეცკვა, მას კი-სურათები გადაეღო.
თავს ძალიან ლაღად და მშვიდად ვგრძნობდი,
დრო ძალიან კარგად,
სასიამოვნოდ,
მხიარულად გავატარეთ.
შემდეგ ისევ ოფისში დავბრუნდით.
მის კაბინეტში ვიჯექი და თვალებს ვადევნებდი უამრავი სურათის უალმაზეს კოლექციას, რომელთა უმეტესობაზეც ნიუ-იორკი იყო აღბეჭდილი და გული საშინლად მტკიოდა, რადგან არ შემეძლო ის ვყოფილიყავი.
მახსოვს, ერთხელ სანდრომ მითხრა რაღაც, პარიზზე.
-ერთ დღეს წაგიყვან და ეიფელზე გთხოვ ცოლობას. - იმდენი ვიცინე გადავყირავდი. მას-გაეღიმა.
-სერიოზულად? - ვკითხე წარბაწევით.
-შენს თავს ვფიცავარ! - გამიღიმა და მოვკვდი. ისევ გავაცნობიერე როგორი კარგი იყო და რამდენად იყო ჩემში შემოჭრილი.
-მერე მე რას გიპასუხებდი? - ვკითხე.
-რაზე?
-ცოლობის თხოვნახე, რას გიპასუხებდი?
-სავარაუდოდ იტყოდი არა, პატარა ვარო.
-არა, ცდები. - თავი გავაქნიე.
-მართლა? - მოულოდნელობისგან გაუფართოვდა თვალები.
-კი. - გავიცინე. - ხანდახან ვფიქრობ და... რა მნიშვნელობა აქვს სად ვართ. წამოდი მთაწმინდაზე და წარმოიდგინე იეფელზე ვდგავართ.
-კარგი რა, სად ეიფელი და სად მთაწმინდა. - გაეცინა.
-ორივეგან მე და შენ თუ ვიქნებით? - გავუღიმე და თმა გავუსწორე.
-მაშინ ყველაფერი დაკარგავს მნიშვნელობას.
-მიხვდი? - გამეცინა.
-მივხვდი, მაგრამ იმას ვერ ვხვდები. როგორ ხარ ასეთი იდეალური.
-არ ვარ იდეალური! - წარბები შევკარი.
-რომელი იდეალური გინახავს, რომ თქვას, იდეალური ვარო?
-არცერთი იმიტომ რომ არ არსებობენ იდეალური ადამიანები.
-აი ნახავ, ერთ დღესაც დარწმუნდები, რომ არსებობენ. - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
მართალი აღმოჩნდა,
დავრწმუნდი,
2 წლის შემდეგ, მაგრამ დავრწმუნდი რომ არსებობენ.
აი ახლა, კომპიუტერთან ზის და რაღაცაზე ეღიმება.
ისევ მიჩნდება კითხვა "რატომ არის ასეთი კარგი?" და ისევ ვერ ვპოულობ პასუხს.
ლეპტოპს ჩემსკენ აბრუნებს და სურათებზე აღტაცებული მიყვება. მის თითოეულ სიტყვაში ჩანს, როგორ უყვარს ის რასაც აკეთებს. ჩემი და მისი საქმეების შერწყმა კი იმდენად ლამაზია, მინდა სურათებს ვუყურო... ვუყურო... ვუყურო და არ მომბეზრდეს.
არამგონია ოდესმე მომბეზრდეს.
სულ ვამბობდი, როცა რაღაც გულით გიყვარს, ვერ გბეზრდება-თქო.
ახლაც ასე ვფიქრობ,
არამგონია ოდესმე გადავიფიქრო.
არც მინდა რომ გადავიფქრო.
სამყარო ძალიან პატარაა,
აი ძალიან თუ მოინდომებ, ხელის გულზე დაგეტევა შვიდი მილიარდი ადამიანი,
იმდენად მარტივია ყველაფრის დამთავრება,
ყველაფრიდან გაქრობა,
ადგომა და წასვლა...
მაგრამ მთავარი ის კი არაა, თუ რამდენ რამეს გაექეცი,
მთავარი ისაა რამდენ შიშს დაუდექი პირისპირ,
რამდენჯერ მოიპოვე გამარჯვება ბოროტზე.
რამდენჯერ გაგიხარდა სხვისი ბედნიერება.
რამდენჯერ დაეხმარე არა მხოლოდ სხვებს,
საკუთარ თავსაც.
ყველაფერი ისე მალე მოდის და მიდის...
ისე იცვლება სამყარო.
ურთიერთობები...
სხვა რამეზე ფიქრს, მგონი იმ აწმყოზე ფიქრი ჯობია, რომელიც მალე წავა..
აი უკვე მიდის...
თითქმის სულ წავიდა და წამში წარსულად იქცა.
-ლილი! - გავიგონე დათას ხმა და რეალობას დავბრუნდი.
-ჰო. - გავუღიმე.
-ხვალ დაბეჭდავენ ფოტოებს. - გაიღრიჭა. - წავიდეთ?
-წავიდეთ...
ვთქვი და მის გამოწვდილ ხელს-ხელი შევაგებე, შემდეგ რომელიღაც ბარში დავხედით, დასალევად.
-Aller! გაგვიმარჯოს! - თქვა და ერთდროულად გადავკარით ორმაგი ვისკი.
შემდეგ გაუმარჯოს ბალეტს,
ფოტოგრაფიას,
ბალერინებს და ფოტოგრაფებს,
დათას თვალებს და ჩემს თმას.
ნიუ-იორკს,
ლანა დელ რეის სიმღერებს და კიდევ ძალიან ბევრს, ძალიან დებილურ რამეს.
გავითიშე.
მთლიანად მოვწყდი სამყაროს.
ყველა უჯრედით.
სადღაც სხვაგან წავედი,
სხვა სამყაროში.
ბოლო რაც მახსოვს ისაა, რომ გაშტერებული ვუყურებდი თვალებში. ვგრძნობდი ალჯოჰოლის ზემოქმედებას ჩემზე და ვცდილობდი მას მთლიანად არ დავყოლოდი, თორმ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რომელიც ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ საბოლოოდ არასასურველ შედეგებს გამოიღებდა.
ვფიქრობდი ყველაფერზე. ყველაფერი განვიხილეთ გლობალური დათბობით დაწყებული დედამიწაზე ცხოვრების მნიშვნელობით დამთვარებული. იმდენად სასიამოვნო მოსაუბრე იყო, კიდევ რამდენიმე დღე რომ ვმსხდარიყავით იმ ბარში და რამეზე გვესაუბრა, არ მოვიწყენდი.
არც ერთი წუთით...
ბოლოს ძალიან რომ დავთვერით, ერთმანეთზე დაყრდნობილები გამოვედით შენობიდან.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. აი ისეთი, დასარღვევად რომ გენანება. დილის 5 საათზე უაზროდ დავდიოდით ქალაქში და თითქოს გათენებას ველოდებოდით, რმაე რომ გვეთქვა.
მზემ რამდენიმე მკრთალი სხივი გადმოისროლა და ცის მუქმა ლურჯმაც დაიწყო ოდნავ გაღიავება.
ოქროსფერნარევი, უკვე მკრთალი ლურჯის ფონზე, მან როგორღაც მოახერხა სიტყვების მოკრება, ხელებით სახე დამიჭირა და ნაღვლიანი, აცრემლებული ცისფერი თვალებით მითხრა:
-მივდივარ ლილი. მეშინია, რომ ვერ გავძლებ. მეშინია, რომ დავიმსხვრევი. რაღაცას ცუდად გავაკეთებ, ყველაფერს გავანადგურებ. უნდა წავიდე, ლილი, გესმის? შენ ხომ ყოველთვის გესმის ყველაფერი, უთქმელად.
მე გამეღიმა.
ძალიან გამიჭირდა მაგრამ გავიღიმე.
ალბათ თვალებზე მეც დამეტყო ყველაფერი უთქმელი.
ის რომ სუნთქვა შემეკვრა,
ის რომ გავითიშე,
ის რომ თითქოს რაღაც ძალიან ჩამწყდა გულში.
რაღაც დამაკლდა...
-მესმის. - ვუთხარი საკუთარ ნათქვამში დარწმუნებულმა და მის ხელებს ზემოდან ჩემები დავადე.
ძალიან ნელა დაიხარა და თავზე მაგრად მაკოცა.
პირველი ცრემლი გადმომივარდა და ისევ გავიღიმე.
-დაბრუნდები? - ვკითხე ის რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა. კითხვა, რომლის პასუხიც ან მომკლავდა, ან გამაცოცხლებდა. კითხვა რომელიც..
-აუცილებლად. - გავიცინე.
-მპირდები? - ვკითხა კანკალით.
-გპირდები. - მითხრა და მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ კი წავიდა...
მეორედ დამტოვა ადამიანმა, რომელიც მთელი არსებით მჭირდებოდა.
ადამიანმა, რომლის გარეშეც საკუთარ თავს ვერ წარმოვიდგენდი.
ადამიანმა, რომელიც მიყვარდა მთელი არსებული საშუალებით,
მაგრამ წინასგან განსხვავებით ახლა გულს რაღაც მიწიწკნიდა.
მახსოვს, დათას და ჩემს საყვარელ წიგნში, ერთი ფრაზა იყო: "იმედი ერთადერთი რამაა რაც შიშზე ძლიერია."
ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ახლა მის მნიშვნელობას ასი პროცენტით ვიაზრებ და მეღიმება,
რადგან დათა და სანდრო წავიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სანდროს დაბრუნების შანსი არ არსებობს,
მაინც მგონია, რომ იმედი, რომელიც გულში ალაპლაპებული სანთელივითაა, დაამარცხებს შიშს, იმისას, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება, ისევ მოვკვდები ნახევრად.
მიუხედავად ყველაფრისა,
იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება.
დაბრუნდება...
***
პარიზის ცა ისევ ისეთია.
მოვარდისფრო ლურჯი.
ხანდახან იასამნისფერსაც გამოურევს.
ისეთია, ხელში ჭიქა ლიქიორით, აივანზე ფეხებშემოდებულმა რომ უნდა უყურო და გაგეღიმოს.
არ უნდა მოგბეზრდეს.
როცა გიყვარს, არ გბეზრდება.
პარიზი არ მიყვარს, მაგრამ ვერ მბეზრდება.
ვერასდროს მომბეზრდება ცა, რომელიც ყოველი მზის ამოსვლისას სხვადასხვაფერისაა.
სხვადასხვა ტონით ადევს ვარდისფერ ნარევი წითელი ლურჯისა და იასანმნისფრის ფონზე. სადღაც ახლოს არის ოქროსფერიც.
სამოთხეა დედამიწაზე, პარიზის ცა, სამოთხე დედამიწაზე!
დღეები დღეებს უეცრად მიყვება.
მზის ამოსვლა უცებ ენაცვლება მზის ჩასვლას და საბოლოოდ სათვალავი მერევა.
ვეღარ ვითვლი დროს, მას შემდეგ რაც წავიდა.
ვეღარ ვითვლი ცრემლს, რომელსაც ყოველთვის ვმალავ, როცა ჯორჯი შემოდის ოთახში.
ვეღარ ვმალავ აღელვებას, როცა ის დათას მიხსენებს.
ვეღარც მონატრებას, რომელიც საკუთარ თავს სულ ცოტა ხნის წინ გავუმხილე.
რა ვქნა, რომ არ შემიძლია ღიმილის შეკავება ჩვენს სურათებზე.
როცა ის მთვრალია, მე კიდევ უფრო მთვრალი. ან-პირიქით და ერთმანეთხე ხელებგადახვეულები, ისეთები ვიღრიჭებით რაც ხდება და არ ხდება დედამიწაზე, ყველაფერი "გვკიდია".
რატომ ხდება ასე?
რატომ ვაფასებთ მხოლოდ მაშინ, როცა ვკარგავთ?
ყველაფერს მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა აღარ შეგვიძლია მივწვდეთ და ვუთხრათ ის, რასაც მხოლოდ ამ წამს მივხვდით?
ცხოვრებაზე დიდი სერიული მკვლელი, მასზე ბოროტი არავინ არსებობს.
ნეტავ ვინმემ დაიჭიროს და ციხეში გამოკეტოს.
ნეტავ...
***
დღეები დღეებს იმდენას სწრაფად მიჰყვა, ერთხელ გავახილე თვალი და ნოემბერი ახალი დაწყებული იყო, მეორე წამს კი დეკემბერი მიდიოდა დასასრულისკენ.
ციოდა, საშინლად ციოდა პარიზში.
ფანჯარასაც ძლივს ვაღებდი, ისე ყინავდა.
-ლილი, იცი, დათა ჩამოდის. - მახარა ახალია ამბავი ჯორჯმა ვახშამზე.
რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ძალიან დიდი მუშტი ჩამაზილეს, მაგრამ არაფერი მტკენია.
აღარაფერი მიჭამია, მადა უცებ გამიქრა. "კარგია"-თქო, ვუთხარი და ოთახში უსწრაფესად ავედი.
საწოლში მოვიკუნტე, სანდროს სურათს გავხედე და უეცრად რაღაც ისე არ ვიგრძენი, როგორც უნდა ყოფილიყო.
ყველაფერი გაციებას დავაბრალე და თვალები დავხუჭე.
ძილის კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა, უაზროდ დაიწყო...
***
-ლილი, ჯორჯთან წადი რა, მეც მოვალ და მერე სადმე გავიდეთ, სავახშმოდ. - დამირეკა დედაჩემმა. იმდენად მეზარებოდა სულ ლანძღვა-ლანძღვით ჩავიცვი და ასევე გავეშურე ჯორჯისკენ.
ძალიან მიშლიდა ნერვებს ზამთარი,
რომელიც მახსოვს,
აქამდე მიყვარდა.
ჯორჯის კაბინეტამდე რომ მივედი, კარი დაუკაკუნებლად შევაღე, 9 საათი იყო, მეგონა მის გარდა არავინ იქნებოდა, მაგრამ შევცდი.
მწარედ.
ან პირიქით, ზედმეტად კარგად,
რადგან ღია ცისფერი, ანთებული თვალებით მომჩერებოდა დათა, რომელსაც ხელში ჩემი ფოტოები ეჭირა. უკან კი ჯორჯი იდგა, გაოცებული სახით, თუმცა მისი სახისთვის დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, იმდენად გავერთე მისი თვალების ყურებით.
-ლილი! - დაიძახა ძველებურად. ისე, მხოლოდ მან და "იმან" რომ იცოდნენ. ისე, რომ მაფეთქებდა, ყველა ძალას რომ მწოვდა, ნაწილებად რომ მჭრიდა. ვერც კი შევნიშნე როგორ წამოვიდა ჩემკენ და როგორ ჩამეხუტა.
არ ვიცი ძალიან ბევრი ემოციისგან თუ იმისგან, ემოციას საერთოდ რომ ვერ ვგრძნობდი, გავშეშდი და ხელებიც ვერ მოვხვიე.
-როგორ ხარ? - მკითხა გაღიმებულმა.
ლამაზი ღიმილი ჰქონდა, სიცოცხლით სავსე. რაღაცნაირ ძალას გაძლევდა.
მხრები ავიჩეჩე და მოვალეობის მოხდის მიზნით ვკითხე, შენ-თქო? რავი, არამიშავსო-თქვა და ისევ ჯორჯს მიუბრუნდა.
-დათა, სავახშმოდ მივდივართ, არ გინდა წამოხვიდე? მერე შენ და ლილი ილაპარაკებთ, გაისეირნებთ... - თქვა ღიმილით.
თვალები გამიფართოვდა, უცნაური სისუსტე ვიგრძენი და წავბორძიკდი.
-ჯორჯ, ცუდად ვარ. მე სახლში წავალ, კარგი? - თავის დაღწევა ვცადე. დავინახე წყენა დათას სახეზეც..
-რა გჭირს?
-სიცხე მაქვს მგონი...
-მეც საქმე მაქვს, ჯორჯ, სხვა დროს იყოს. - გაიღიმა დათამ. - ამეებს დაგიტოვებ. - თქვა და ჩემი სურათები მაგიდაზე დააწყო.
-შეიძლება? - ვთქვი და ერთ-ერთისკენ გავიწიე.
-"ბოსს" ჰკითხე. - ოდნავ გამიღიმა და შემდეგ კარისკენ წავიდა. - სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა.
-ჩვენთვისაც! - გაეღიმა ჯორჯს. - ძალიან კარგია რომ დავბრუნდი, ყველას დაგვაკლდი.
-მეც დამაკლდით. - უთხრა მას მაგრამ მე შემომხედა.
ისე ავწითლდი, თავი ჩავხარე.
-რა გჭირს ლილი? რატომ გაწითლდი? - მკითხა.
გონებაში 3ჯერ მოვკალი.
-სიცხის ბრალია. - ძალით გავუღიმე. - არ მივდივართ, ჯორჯ?
-ჰო, ჰო წავედით. კარგად დათა! - დაემშვიდობა.
-ნახვამდის. - ბოლოჯერ შევავლე თვალი სანამ გაუჩინარდა და რომ წავიდა, ამოვისუნთქე.
-რა მოხდა ლილი? - მკითხა წარბაწევით.
-რა უნდა ხდებოდეს?
-როგორც მახსოვს კარგი მეგობრები იყავით...
-ხო, მეც ეგრე მახსოვდა. - ჩავიდუდღუნე და თავი ჩავხარე.
უცნაურად სხვანაირად იყო ყველაფერი.
სიტუაცია მთლიანად შეიცვალა.
ან მე შევიცვალე ძალიან.
ალბათ უფრო მე...
ღამით კოშმარი-კოშმარზე მესიზმრებოდა.
რამდენჯერმე ვნახე სანდროს სიკვდილის სხვადასხვა ვარიანტები და გონებაში დათას სახე ზუსტად იმდენჯერვე დამიდგა.
ტირილით და ყვირილით სამჯერ გამეღვიძა..
შემდეგ კი სხვა სიზმარი ვნახე.
სანდროს საფლავზე ვდგავარ, გვერდით თვითონ მიდგას. უცნაურად იღიმის.
-აქ რა გვინდა? - ვკითხულობ და ხელს ვკიდებ.
-დროა, ლილი.
-რის დრო? - წარბებს ვკრავ.
-რომ წავიდე. - ისევ იღიმის.
-არა რა... - ვევედრები. - არ შემიძლია.
-შეგიძლია. დაგეხმარებიან, უნდა წავიდე. უკეთესია.
-ვერ იქნება უკეთესი. - უკვე ცრემლები მდის. - იყავი რა... ძალიან გთხოვ, იყავი.
-ჩემი გჯერა, ლილი? - მეკითხება და ისევ თვალისმომჭრელად იღიმის.
-კი. - ვამბობ უნებურად.
-ჰო და დამიჯერე, უნდა გაგანთავისუფლო. გელოდებიან..
-სად მელ... ვინ მელოდება? - ისე უაზროდ ლაპარაკობს, არაფერი მესმის.
-შენ იცი, ვინც. - მიღიმის, მეხუტება და შემდეგ უეცრად მშორდება.
-იყავი, გთხოვ, იყავი ბედნიერი. ჩვენი წარსულის ხათრით. - ყვირის შორიდან, მე კი მის საფლავზე ჩაკეცილი ვღრიალებ.
თვალებს რომ ვახელ, უკვე ვეღარ ვგრძნობ მისით სავსე სიცარიელეს, რომელიც 1 წელი თან მდევდა.
ხელი გამიშვა,
წავიდა...
ნაღვლიანს მეღიმება და ტელეფონს ვუყურებ,
დათა მწერს, პასუხის დაბრუნების თავი არ მაქვს, ტელეფონს ვთიშავ და ისევ ვიძინებ.
არ მჯერა, რომ ის რაც ხდება რეალურია,
არ ვიცი, მტკივა თუ მიხარია.
არაფრის აზრზე არ ვარ,
გაურკვევლობა ჭკუიდან მშლის...
***
იმდენად უძლური ვარ...
უძლური სამყაროსთან შედარებით, რომელიც არსებობას მიმოკლებს.
მალე სრულიად ჩამძირავს...
მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მებრძოლი ვიყავი,
ვცდილობ ვიცოცხლო, ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, მაგრამ ჩემზე ძლიერია.
დავიღალე, ყველაფრით დავიღალე.
დასვენება მინდა.
გრძნობების მრავალგვარი კორიანტელი ჩემში უგზოუკვლოდ ბობოქრობს და მთლიანად მამღვრევს.
ყველა თვისებას მიცვლის,
მაახლებს.
ფერებს აძლევს ჩემს წაშლილ გამოსახულებას,
მაიძულებს გამოვჩნდე,
მაიძულებს წავიდე...
მეშინია, მაგრამ მაიძულებს და სხვა გზა არ მაქვს,
უნდა წავიდე...
***
მისი მესიჯი რომ მომივიდა, შუაღამეს 10 წუთი აკლდა.
<<იცი? ცათამბრჯენზე თოვს.>>
ძალიან ვცდილობდი, არაფერი მექნა.
დიდი ხანია ვცდილობ არაფერი ვიგრძნო, მაგრამ აღარ შემიძლია.
სანდრომ დამტოვა,
მთლიანად დამტოვა, მისი პატარა ნაწილიც კი არ დამიტოვა,
სრულიად მარტოს არ შემიძლია,
ვერასდროს შევწყვეტ თავის წარმოდგენას ვიღაცის გარეშე, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ, მარტო თუ ვიქნები ვეღარავინ მომიშორებს. ვეღარავინ დამტოვებს..
უსწრაფესად ჩავიცვი, დავიბარე, მალე მოვალ-თქო და არ შევიმჩნიე ჯორჯის ღიმილი, რომელმაც მშვენივრად იცოდა, სად მივდიოდი.
მალე მივედი ჩვენს შენობასთან, ავირბიე 25 სართული და შევჩერდი.
მე ერთ ნაწილში ვიდექი,
ის მეორეში.
მე მას ვუყურებდი,
ის ცას.
ხელებგაშლილი ცდილობდა ფანტელების დაჭერას, რომელებიც ამ სიმაღლეზე უფრო დიდები ჩანდნენ.
რომლებიც მის შავ ქურთუკზე ილექებოდნენ...
ძალიან მომინდა მისი თვალების დანახვა ასეთ სიტუაციაში და ნელ-ნელა გადავდგი ნაბიჯები წინ...
პულსი გამინადგურდა.
იმდენად სწრაფად სცემდა გული, დათვლას ვეღარ ვასწრებდი, ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერდი, თავს ვაიძულებდი, რომ წასულიყო, ცოტა იყო დარჩენილი, ცოტა ოცნებამდე, ზღაპრამდე... ცოტა იყო დარჩენილი იმამდე.
-რატომ, ლილი? -მკითხა სრულიად სხვანაირი ხმით,თუმცა არ შემობრუნებულა.
-რას...
-იცი, ლილი, იცი. - მითხრა და მივხვდი, რომ იღიმოდა.
ყველაფერი დავივიწყე.
ყველა ფერი გახდა მეორე ხარისხოვანი,
ყველაფერი გავთიშე გულის გარდა და ხმა ამოვიღე:
-ადამიანები არ აკონტროლებენ იმას, რასაც გრძნობენ. მზე არასდროს მოიხდის ბოდიშს, იმისთვის რომ ანათებს. არც წვიმა შეწყვეტს წამოსვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მისი ხმა არ მოსწონს. შენ ყოველთვის ამბობდი, ადამიანებმა რომ იცოდნენ, რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, აღარ გააკეთებენო, მაგრამ ცდები. ცდები იმიტომ, რომ ყველაფერს გეფიცები, ვიცი რასაც ვაკეთებ, რასაც ვგრძნობ და არანაირად, არანაირად არ მინდა ეს შეწყდეს. ძალიან მეშინია ყველაფრის. ყველაფრის, რაც ცაში, მიწაზე, პარიზსა თუ თბილისში ხდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ ოდესღაც იმედი შიშს დაამარცხებს და შევძლებ გიგრძნო, გააზრებით, საკუთარ თავში დარწმუნებულმა და არ შემეშინდეს, რომ გაქრები. - ვთქვი და გაუაზრებლად წამომივიდა ცრემლები. უაზროდ გამეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რაც ახლა ვთქვი, სრულიად მართალია, მაინც ვგრძნობ, რომ რაღაც გავაფუჭე, სადღაც, რაღაცას ხელი შევუშალე, მაგრამ აღარ მაინტერესებს, რადგან ის ბრუნება, იღიმის და გაუაზრებლად მეხუტება.
ვგრძნობ მის ხელებს, რომლებიც ჩემს თმაში დარბიან და მის ტუჩებს, რომლებიც ყელზე მეკრობიან. სუნთქვა მეკვრის და ყველაფერი კარგავს აზრზს...
-J'adore, Lili!
-(გაღმერთებ, ლილი)!
მესმის და სახეს უნებურად ვბადრავ. უფრო მაგრად ვუჭერ ხელებს.
ასე მგონია დავიმსხვრევი ემოციებისგან, რომელთაც ერთდროულად განვიცდი.
იმისგან, რაც არასდროს მინდოდა განმეცადა და იმისგან, რაც საოცარია.
საოცარია ყველაფერი, თითოეული რამ რასაც ვგრძნობ რადგან ყველა მათგანი მიმტკიცებს რომ რეალური ვარ, რომ ცოცხალი ვარ, რომ უნდა გადავიტანო.
ვიღაც უნდა გავუშვა,
ვიღაცას დავეწიო,
ნაბიჯი ნაბიჯს ავუწყო, წელში გავიმართო და რეალობას მამაცურად შევეგებო რადგან სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს,
სხვა გზა არავის არ აქვს.
რეალობა არსად წავა, საკითხავი ისაა შენ წახვალ თუ არა მის პირისპირ.
მე კი მივდივარ,
ღიმილით, სახეზე შემხმარი ცრემლებით და არ მეშინია,
რადგან ვიცი რომ არც პირველად ვტირი და არც ბოლოჯერ ვიტირებ,
რადგან ესაა კანონი,
ასე ხდება.
ყოველთვის ხდებოდა,
ყოველთვის მოხდება.
პარიზში ისევ გათენდება,
ისევ დაედება ცას ოქროსფერნარევი ფირუზისფერი და ყველანი ისევ იძულებულები გავხდებით გავიღიმოთ მაშინაც, როცა ეს არ გვინდა.
ვგრძნობ, როგორ უჭირავს მას ჩემი ხელი და აღარაფერი მაინტერესებს,
ყურში ისევ ჩამესმის ჩემი სახელი და ვიღიმი რადგან ვგრძნობ,
რომ მე მარტო აღარ ვარ.
***
-აღარ მიდიხარ? გაგასწრებთ თვითმფრინავი! - დამიყვირა დედამ ქვედა სართულიდან. თითქოს საკუთარი თავი არ მყოფნიდა! ტანსაცმლის ნახევარიც არ მქონდა ჩალაგებული, დრო კი არ გადიოდა, ჩემს ბედზე-მიფრინავდა.
-ამოდი და დამეხმარე! - ვუთხარი და ერთი ჩემოდანი ძლივს შევკარი.
მარია ბუზღუნით ამოვიდა და წარბაწევით მომაჩერდა.
-დედა, ახლა რაღა გინდა? - თვალები გამიფართოვდა.
-დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ? - თვალები გადავატრიალე და შავი ზედა გადავიცვი.
-სულ იმას არ მიყვიროდი, წადი, წადიო. ახლა მივდივარ და მოგენატრები?
-კი, მაგრამ დარწმუნებული ხარ? როგორ მოვისვენო, როცა ვიცი რომ არ გინდოდა წასვლა?
-გადავიფიქრე. - ვუთხარი გაფართოებული თვალებით და ახლა ფეხსაცმელს დავწვდი.
-რატომ, ლილი? - ჩამაცივდა. ნერვები უკვე აღარ მაქვს.
-დედა, მომისმინე. - ვამბობ და ხელს ვწევ იმის ნიშნად, რომ ბუზღუნი შეწყვიტოს. - სულ რაღაც საათნახევარში მოგშორდები, არ მინდა რომ ეს საათნახევარი შენზე გაბრაზებულმა გავატარო, ისედაც მთელი ცხოვრებაა გეჩხუბები, შეგიძლია გაჩერდე?
-ჯერ მითხარი, მართლა გინდა დაბრუნება?
-კი.
-დათას გამო?
-არა. იმიტომ რომ მინდა. იმიტომ რომ მასაც უნდა და ვითვალისწინებ იმას, რაც მას უნდა! - ვთქვი და ძლივს შევკარი ფეხსაცმლის ელვა.
-ანუ დარწმუნებული ხარ, ხო? - ისე მომეშალა ნერვები, ჯორჯს დავუყვირე, გამაცალე ეს აქედან-თქო.
სიცილით ამოვიდა და ძლივს გაიყვანა მარია, სანამ მე საბოლოოდ ჩავბარგდი და საკუთარი თავი წესიერად შევათვალიერე სარკეში.
მიუხედავად იმისა, რომ იმას ვაკეთებდი, რაზეც უარი კარგა ხნის წინ ვთქვი, დარმწუნებული ვიყავი, რომ სწორი იყო.
კარგი იყო პარიზი,
ყოველთვის კარგი იყო,
ყოველთვის კარგი იქნება მაგრამ ვერასდროს გახდება სიგარეტშერეული სუსხით სავსე ქალაქი. ვერასდროს იქნება იმდენად ცარიელი და თან იმდენად სავსე, რამდენადაც თბილისი. ვერასდროს გახდება სახლი..
-დათა მოვიდა! - დამიყვირა დედაჩემმა ქვემოდან და გამეღიმა.
რამდენი ხანი გავიდა და მაინც მეუცნაურება ყველაფერი, რაც ხდება. მისი ღიმილი, მისი ზარები. ჩემი დამოკიდებულება. ყველაფერი ახალი და უცხოა.
ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მშვიდად ვარ, კარგად... საერთოდ არ ვნერვიულობ. თითქოს ყოველთვის, ყველაზე ჰარმონიული ადამიანი ვიყავი დედამიწაზე.
ჩემს აზრებზე მეცინება და უნებურად ვიხედები კარისკენ, სადაც მხრით მიყუდებული დგას და ღიმილით მომჩერებია.
-მზად ხარ?
-შენი აზრით ეს... - თითი არეულ ოთახს მოვავლე. - მზად ყოფნას გავს?
-სავარაუდოდ არა. - გაეცინა და ერთ-ერთ ჩემოდანს დასწვდა. - წავედით?
-ერთი წუთით... - ვთქვი და საწოლის გვერდიდან სანდროს სურათი ავიღე.
-არ შემიძლია რომ... არ შემიძლია რომ ყველაფერი გადავყარო, გესმის? - უცებ საშინლად დავნაღვლიანდი, სანდროს გაღიმებული გამოსახულების დანახვისას კი ოდნავ მეც გამეღიმა და სურათი ერთ-ერთ ჩემოდანში ჩავდე.
-მესმის. - გამიღიმა და ოდნავ მიმიხუტა.
ამდენი დრო გავიდა და ისევ არ მესმის, როგორ არის ამდენად კარგი..
-მგონი მზად ვარ. - გავიცინე და ქურთუკი მოვიცვი.
ჩემოდნებს ის იღებს და ნელ-ნელა აგორებს დაბლა მანამ, სანამ მე მეშინია, რომ დამშვიდობებისას ავტირდები.
-არ იტირო! - იცინის ჯორჯი და ხელს მხვევს. - ძალიან ხშირად ჩამოგაკითხავთ. და შენც ვერ გაძლებ პარიზის ლიქიორის გარეშე, არა? - წარბებს ათამაშებს.
-ახლა სპეციალურად არ გამომიგზავნი, რომ ჩემით ჩამოვიდე, ჰო? - ვამბობ სიცილით და ვეხუტები. - ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდი ჯორჯ, ბოლო წელმა დამარწმუნა რომ საუკეთესო ხარ. მადლობა.
-ჩემთვის ის შვილი ხარ, რომელიც არასდროს მყოლია და არასდროს მეყოლება. - მიღიმის და თავზე მკოცნის.
იმდენად ცუდად ვარ, ასე მგონია მართლა ვიტირებ.
-რომ არ ვიცოდე, ვისთან ერთად გგზავნი, არ გაგიშვებდი. - მზერას ავლებს დათას და ისევ მეხუტება, შემდეგ კი მშორდება.
დედაჩემს სიცილთ ვუახლოვდები და ვეხუტები.
-მერე რა, რომ სულ ვჩხუბობთ. - ამბობს და თვალებში ცრემლი უდგება. - ასე მგონია გათხოვებ! - ხმას უწევს. - არ იცელქოთ იცოდეთ! - საჩვენებელ თითს გვიქნევს მეც და დათასაც.
ორივე სიცილს ვტეხთ, ლოყაზე ვკოცნი და ყურში ვეუნბები:
-რამდენი ცუდი თვისებაც გაქვს, ყველა მათგანი უცვლელადაა გადმოსული ჩემში. ამის გამო მაინც ღირს, ერთმანეთი ავიტანოთ. მიყვარხარ, ძალიან. - მას ეცინება და შუბლზე მკოცნის, შემდეგ კი კარებს აღებს.
-ნუ გგონიათ რომ თავი დაგვაღწიეთ! - ამბობს ჯორჯი. - ყოველ წამს დაგირეკავთ!
-დათა, შვილო, მიხედე იცოდე. - ამბობს მარია და ცრემლს იწმინდავს, სიცილით ვჯდები მანქანაში და შემდეგ შორიდან ვადევნებ თვალს სახლს, რომელმაც 2 წელი გამიძლო და მეღიმება. მიუხედვად ყველაფრისა, ძალიან მომენატრება...
-რა იყო? - დათას ხმა მიწაზე მაბრუნებს.
-უცნაურია ყველაფერი უბრალოდ. - თავს ვაქნევ და გზას ვუყურებ, რომელიც ვიცი, მალე გაქრება...
***
სხვანაირია თბილისი.
არც ერთ ქალაქს არ ჰგავს.
არ აქვს ცათამრჯებენები და ეიფელი, არც ფირუზისფერი ცა და შანელის სუნით სავსე ჰაერი, მაგრამ თავისებურად იმდენად კარგია, რაც არ უნდა მაგარ ადგილას იყო, მაინც გენატრება.
ფეხით დავუყევით აღმაშენებელს და იმდენად ნაცნობია ყველაფერი, თითოეულ კუთხეზე მახსენდება რაღაც, ძალიან კარგად გავერთე.
-კიდევ ერთი რაღაც... - ვუთხარი. - სადღაც უნდა წავიდე, აი ძალიან მჭირდება რომ წავიდე.
-წავიდეთ. - მითხრა და ხელი გადამხვია.
უცნაურად მალე აღმოვჩნდი საფლავზე.
მისი გამოსახულების წინ დავიხარე და მის მომღიმარ სახეს-ქვაზე, ხელი გადავუსვი.
-მოვედი, ნახე. - გამეცინა. - მაინც ვერ გავძელი სხვაგან. გამომქაჩეს აქეთკენ, ისევ. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის იქნები ჩემი არსების ნაწილი, რომელიც ცუდისგან კარგისკენ გამწევს, ისე რომ ვერც მივხვდები, შენ რომ ხარ. - თვალები ცრემლებით ამევსო. - ვიცი, დრო უკან რომ დაბრუნებულიყო, ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა. ყველაფერი შეიცვლებოდა მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არაფერი არ უნდა შეიცვალოს. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, ისაა, რომ სადაც ხარ, კარგად ხარ და გპირდები, რომ მე აქ, ყველანაირად შევეცდები, შენი ხათრით, კარგად ვიყო. - ცრემლი გადმომივარდა. გამოსახულებას კიდევ ერთხელ გადავუსვი ხელი და ფრთხილად ვაკოცე, შემდეგ კი ხელიდან ლურჯი, თხელი ძაფი მოვიხსენი, ხელებით პატარა ორმო გავთხარე და შიგნით ჩავდე. შემდეგ თითქოს რაღაცისგან განთავისუფლებული წამოვდექი და დათას ჩავეხუტე.
-მადლობა. - ვუთხარი და თავი მკერდზე მივადე.
-ძალიან დაგღალე მაგრამ კიდევ ერთ ადგილას უნდა წავიდე და მერე მოვრჩი. - გავიცინე. თავი დამიქნია...
ვაკეში წავედით.
მე მაღლა ავედი, ის კი ქვემოთ დარჩა. მალე დავბრუნდები თქო, დავუბარე და სადარბაზოში შევედი.
რაც არ უნდა ბევრი დრო გავიდეს, მაინც თვალდახუჭული მივაგნებ მის სახლს. ალბათ იმიტომ, რომ იქ უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე საკუთარ სახლში.
ლიფტი როგორც ყოველთვის გაფუჭებული იყო, სირბილით ავიარე რვა სართული და კარის წინ რომ დავდექი, ხელის კანკალით დავრეკე ზარი.
-ლილი? - გავიგონე ცოტა ხანში ძალიან ნაცნობი ხმა და ლუკას სილუეტიც გავარჩიე.
-არ არსებობს! - დაიძახა დაიძახა და გაშეშებული სახით წამოვიდა ჩემენ.. - მეჩვენები?
-არ გეჩვენები. - ოდნავ გავიღიმე და სახლში შევედი.
შემდეგ გავიგონე სხვების ხმებიც. ნიკა, საბა, ანა, სალომე...
არც კი მჯეროდა, რომ რეალობაში ვიყავი.
-ანუ ახლა შენ მართლა აქ ხარ? ანუ, სერიოზულად... და... ვაიმე! - წამოხტა სალომე. ყველა ფეხზე წამოდგა, მაგრამ თითქოს ვერცერთმა ვერ გაბედა ჩემთან მოახლოება.
სიცილი ამიტყდა.
-რა იყო, რატო გაშეშდით? - ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი.
-იმედია არ ელოდებით ბოდიშს იმისთვის, რომ წავედი. - წარბები ავწიე.
-ლილი, არ გესმის... - დაიწყო ელენემ.
-კი, ელენე, შენზე ბეეევრად მეტი მესმის. - გამეცინა. - გავიაროთ? ისევ გავატაროთ? დავბრუნდი, ნახეთ?! სანდროს რომ ვენახეთ ახლა, ისე გაბრაზდებოდა ცალ-ცალკე გაგვლანძღავდა ყველას.
ხმა არავის ამოუღია.
-კარგით, რა იყო. ასე ძალიან გაგიტყდათ რომ წავედი? - ვთქვი სიცილით. - არადა მგონი მიცნობდით. გეყოფათ, აბა რომელი გაბედავს ჩემკენ წამოსვლას? - წარბი ავწიე. - რომელი მაპატიებს იმას, რომ საკუთარ თავზე ოდნავ მეტი ვიფიქრე ვიდრე თქვენზე? რომელი მაპატიებთ, რომ ზედმეტად მიყვარდა სანდრო? - ფეხზე წამოვდექი.
-ლილი, არ გესმის... - დაიწყო ელენემ.
-აუ ისევ შენ? - სიცილი ამიტყდა. - მე არა, თქვენ არ გესმით. ვერასდროს გაიგებთ. მაგას ეხლა კი არა, მაშინ მივხვდი, რომ დამირეკე ელენე. შეიძლება ძალიან მაგრად ვიყავით, მთელ დროს ერთად ვატარებდით, მაგრამ ჯამში ერთმანეთი მხოლოდ მე და სანდრომ ვიცოდით. ადრე გული მეტკინება რომ ასეთი მეგობრები ასეთ სიტუაციაში დავკარგე, მაგრამ არაუშავს, ისეთებს გავუძელი. - წარბი ავწიე.
-ლილი უსმენ საკუთარ თავს, შენი ხმა გესმის, რას ამბობ, აზრზე ხარ? - ხმა ამოიღო საბამაც. - გგონია მარტივი იყო ჩვენთვის სანდროს სიკვდილი? შენი წასვლა, მარტივი იყო?
-დარწმუნებული ვარ მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ მე ის მიკვირს, თავს დამნაშავედ მე რომ მაგრძნობინებთ, არა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგი, მართალი იყო. - გავიღიმე. - გავატაროთ, აღარ მაინტერესებს. იმიტომ მოვედი, რომ მინდოდა გცოდნოდათ. ძალიან კარგად ვარ. - გავიბადრე. - ვგრძნობ რომ სადაც არის, სანდროც კარგად არის და უხარია ჩემი ამბავი. შეყვარებული მყავს, ცხოვრება მაქვს. როგორც იქნა, ცხოვრება მაქვს! თქვენზე ვწუხვარ, ვერასდროს მიხვდებით რა არის, როცა საკუთარ თავს გირჩევნია და კვდება, შენ კი უნდა გაუძლო ყველაფერს, ყველა ადგილს, ყველა კუთხეს, სადაც ერთად იყავით და ამის შემდეგ, აუცილებელია გადარჩე. შეუძლებელია, გადარჩე, როცა სიტყვა "მიყვარხარს" სრული მნიშვნელობით ამბობ და გულისხმობ, რომ კი არ მოგწონს, ან შეეჩვიე, ან უბრალოდ კარგი ტიპია და მაგარი იქნება, ჩემი შეყვარებული რომ ერქვას, - თვალი გოგონებს გადავავლე. - ამ სიტყვით გულისხმობ, რომ გიყვარს. მთელი მნიშვნელობით და მთელი არსებით. - გავიღიმე და კარებისგენ წავედი. - კარგად, იმდენად გაბოროტებული არ ვარ, ის გადაიტანეთ თქო, რომ გითხრათ, რასაც მე გავუძელი. სამაგიეროდ ბედნიერებას გისურვებთ, ისეთს, როგორსაც თითოეული იმსახურებთ. - ვთქვი და სახლის კარი ხმაურით გამოვიხურე.
საშინელი კმაყოფილებით დავეშვი კიბეებზე.
ფრთებიდან ბოლო ჯაჭვიც მომეხსნა და მიუხედავად არასებულის დანაკლისისა, გამეღიმა.
დათას ხელი მოვკიდე და ვუთხარი:
-მორჩა, დავამთავრე, წავედით. - გავუღიმე. ეტყობოდა, ძალიან დაღლილი იყო. მთელი დღე აქეთ-იქით დავატარებდი.
-რა მოხდა, ლილი? - მკითხა და თბილად გამომხედა.
-ხომ იცი, არ მიყვარს რაღაცის დაუმთავრებლად დატოვება. ამაზეც მოგიყვები, ოდესმე. - გამეცინა.
-ეგ სიტყვა უკვე ნერვებს მიშლის! - თქვა და თვალები გაუფართოვდა. გამეცინა, ვერასდროს შევეჩვევი მისი თვალების უნიკალურობას.
-მე კი მაინც მიყვარს. - ვუთხარი წარბაწევით.
გზატკეცილს ხელჩაკიდებულები დავუყევით, სახლისკენ.
ყველაფერი ძალიან რთული იქნება, მაგრამ არანაირი სირთულე არ მიანტერესებს, რადგან ადამიანი, რომელიც გვერდით მყავს, არანორმალურად კარგია.
მისი სიკარგე ყველაფერს კარგად გახდის.
ყველაზე რთულ სიტუაციებშიც,
ყველაზე საშინელ დროშიც.
რეალობა არ გაძლევს შანსს იყო ბედნიერი რაღაცის დაკარგვის გარეშე.
რაღაცას ვადა გასდის, რაღაც სრულდება, მაგრამ ყველა დასასრულს მოსდევს რაღაცის დასაწყისი და სწორედ დასაწყისის იმედით ღირს ნაბიჯის გადადგმა,
წინ წასვლა,
მანამ, სანამ ვინმე არ გადაწყვეტს,
რომ საბოლოოდ დასრულდი.


დასასრული



№1  offline წევრი NniNna

ადრეც დაგიკომენტარე და არ შემიძლია ეხლაც როარ გითხრა რამე..იმდენად "მომხვდა" ყველაფერი..ამ თავისაც და წინა ნაწილისაცც რო ვერ ავხსნი..!!ისევ ისე ამეტირა და ისევ ისე მოვიშხამე როგორც ადრე..როცა პირველად წავიკითხე!!არ გეტყვი როგორი ხარ..იცი შენც..და მიხვდები ალბათ რისი თქმაც მინდა :) :) ძალიან მყვარებიხარ და ეხლა მივხვდი :) :) ♡♡♡♥♥♥♥ <○

 


№2  offline ახალბედა მწერალი once upon

NniNna
ადრეც დაგიკომენტარე და არ შემიძლია ეხლაც როარ გითხრა რამე..იმდენად "მომხვდა" ყველაფერი..ამ თავისაც და წინა ნაწილისაცც რო ვერ ავხსნი..!!ისევ ისე ამეტირა და ისევ ისე მოვიშხამე როგორც ადრე..როცა პირველად წავიკითხე!!არ გეტყვი როგორი ხარ..იცი შენც..და მიხვდები ალბათ რისი თქმაც მინდა :) :) ძალიან მყვარებიხარ და ეხლა მივხვდი :) :) ♡♡♡♥♥♥♥ <○

ძალიან დიდი მადლობა sob heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest ანა

ესეიგი სულ შემთხვევით არ ვიცოდი და ჯერ სანდრო წავიკითხე და მერე ლილი და მივხვდი სწორი ვქენი თითქოს იმის მერე აქ უფრო მესმოდა ლილისი და უფრო ვიცნობდი და ვგრძნობდი. არ ვიცი რა ვთქვა , რა გითხრა ისეთი იყო რასაც სანდრო და ლილი იდეალურს ეძახდნენ . იდეალური ხარ ძალიან მაგარი სიტყვები ზედმეტია აქ . ეს რა გააკეთე ვგიჟდები ყველაფერზე ისეთი მაგარია , უკვე სახელ ლილიზე ვჭედავ . მოკლედ იდეალუუურიიიი ხაარ .❤❤

 


№4  offline წევრი idm.4

მეც მინდა ასეთი დათა ცხოვრებაში..არაადამიანურად კარგი რომ იქნება ♡♡♡

მეც მინდა ასეთი დათა ცხოვრებაში..არაადამიანურად კარგი რომ იქნება ♡♡♡

 


№5 სტუმარი Guest ელენე

ძალიან მაგარი ხარ. ყოჩაღ არ გიფიქრია წიგნის დაბეჭდვაზე? ნებისმიერი გამომცემლობა დაგთანხმდება. ძაან მაგარი გოგო ხარ რა. ხულში ჩამწვდომია ის სიტყვები რაც ახა შენ ამ თავში გიწერია. "სანდრო"ზე ხო საერთოდ გავგიჟდი. საუკეთესო მოთხრობაა რაც კი ამ საიტზე წამიკითხია.

 


№6 სტუმარი Guest baby girl

მაგარიააა <3 ემოციური მაგრამ გამორჩეული ყოჩაღ kissing_heart kissing_heart

მაგარიაა ძაან კარგი იყო ემოციური და გამორჩეული :D heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent