შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!... (თავი 30)


7-05-2016, 01:53
ავტორი aleqsandra
ნანახია 5 501

ბოლთასსცემდა სატუმროს ჰოლში ნაკაშიძე, თან სირცხვილით ვერავის ვერ ურეკავდა, „რა ვთქვა ქორწინების პირველივე დღეს გამექცა ცოლიო?!“ მობილურს ნევიულად ათამაშებდა ხელში და გამუდმებით რეკავდა გედენიძესთან. დამლაგებელი მივიდა ალექსთან.
-ბატონო ალექსანდრე, ეს თქვენს ოთახში ვიპოვე, და მაშინვე ჩამოგიტანეთ რეკვას არ წყვეტსს, ოთახიც კი არ დამილაგებია.
-ოთახში არავინ შევიდეს და არფერს შეეხოს, ტელეფონისთვის კი მაადლობა. ოთახისკენ წავიდა, ლიფტში ფიქრობდა, სად შეიძ₾ება წასულიყო ნინო,მაგრამ არაფერი ახსენდებოდა... სიგარეტს აბოლებდა და ცდილობდა რაიმე ხელჩასაჭიდი სიტყვა გაეხსენებინა წუხანდელი მათი ღამიდან, მაგრამ ვერაფერს იხსენებდა, სიამოვნების და ბედნიერების გარდა. არ უნდოდა დაეშვა ის აზრადაც კი , რომ შესაძლებელი იყო მიეტოვებინა ის ასე, უთქმელად... ამ ფიქრებში იყო, როდესაც კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა.
-ხომ გითხარით არ შეეხოთ ოთახს, არ დაალაგოთთქოო?! ალექსი იმდენად გაღიზიანებული იყო ხმის ტემბრსაც ვერ აკონტროლებდა.
-მერე და ვინ გითხრა, რომ დალაგებას ვაპირებ?! პიირიქით მინდა უფრო ავრიო! დენდარტყმულივით შემოტრიალდა ნაკაშიძე ვერანდიდან და წამში გაავებული ავაზასავით ქალთან გაჩნდა.
-სად იყავი? ნორმალური ხარ შენ დილიდანვე დამაფეთე! კინაღამ გული გამიჩერდა ოთახში რომ არ დამხვდი იცი შენ?! გაავებული იყო მამაკაცი, ქალის მკლავებისთვის ძლიერ ჩაეჭიდა ხელი და აჯანჯღარებდა.
-გეგონა მიგატოვე?! ღიმილი ვერ შეიკავა ნაკაშიძის ქმედებაზე გედენიძემ.
-რა სისულელეა! აგდებულად ამოილაპარაკაა ალექსმა. და შენ კიდევ იცინი?! არ ცხრებოდა მამაკაცი,მაგრამ ვინაიდან ქალმა გამოიჭრაა, ხელი უშვა და ოდნავ მოშორდა მის სხეულს....
-მიდი აღიარე ნაკაშიძე, რომ შეგეშინდა, მიდი! არ ეშვებოდა გედენიძე, სახეზე დაუსვა ცივი ხელები. ამ გოგოს მუდამ ცივი ჰქონდა ხელები, ბერძნები ამბობენ, ვისაც მუდამ ცივი ხელები აქვს ყველაზე თბილი გული აქვსოო, ალბად ასე იყო ნინუცას შემთხვევაშიც.
-კარგა ხანს ჭოჭმანობდა, ალექსანდრე,მაგრამ ბოლოს მაინც აღიარა.
ხო შემეშინდა, შემეშინდა რომ ჩემიდან წახვედი, მეშინია ყოველი იმ წამის როდესაც ჩემს გვერდით არ იქნები, იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ვეღარ შეგეხები,შენს სურნელს ვერ ვიგრძნობ, შენს საოცარ თმებს ვეღარ მოვიქცევ მუჭში და ვერ დავყნოსავ, კვლავ ხარბად...არ შემიძ₾ია ამ ყოველივეს აზრად დაშვებაც კი, თანაც წუხანდელის მერე...ბედნიერება ჩემში შენით იწყება და შენითვე მთავრდება, საოცარი ქალი ხარ,ქალი რომლის პირველი მამაკაცი ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი და ეს სურვილი ამიხდა, ამის შემდეგ შენ ვეღაროსდროს გახდები სხვისი. ვეღარასდროს! ვნება მორეული საუბრობდა ნაკაშიძე,თან ქალის სახე ხელებში მოექცია და უსასრულობის ნიშნებს ხატავდა მის ღაწვებზე,თითებით.
-ვერ გავხდები კი არა, არ გავხდები! მაგრად მოიზიდა მამაკაცი და ტუჩებზე დააკვდა გედენიძე, რომელიც ისევ ის ჟინმორეული ქალი გახდა, რომელიც იმ ღამით ნაკაშიძემ არ მიიკარა და არ გაიხადა მისი. სადაავეები, ქალმა ხელში აიღო, პერანგი კინაღამ შემოახია, კაცს სხეულზე, მერე შარვალს წაატანა ხელი,როდესაც მამაკაცი შიშველი დაინახა, კმაყოფილმა აათვალიერა და მერე თავად გადაიძრო მაისური და შარვლისგანაც გაინთავისულფლა თავი, ხოლო სხვა ქსოვილებისგან გათავისუფლება მისი სხეულის ნაკაშიძეს მიანდო. ზემოდან იყო მოქცეული ნინო და მთელს სხეულს უკოცნიდა, მამაკაცს, თითქოს მოთმინების ფიალა აევსოოო და ერთი ხელის კვრით მოიქცია ქალი მისი სხეულის ქვეშ, ლოთივით ეტაკა ტუჩებზე და მანამ არ შეუშვა კბილები მათ სანამ სისხლის გემო არ იგრძნო,მერე კმაყოფილმა ჩაიცინა და სხეულის სხვა ნაწილებზე გადაინაცვლა. ოთახში მხოლოდ ბედნიერების კვნესა და შეძახილები ისმოდა, შეძახილები, რომლებიც დასტური იყო იმ დიდი სიყვარულის, რომელიც მალე მარადისობაში გადაინაცვლებდა.
****************************** ****************************
-ყოველთვის მეშინოდა ჭექა-ქუხილის,მაგრამ თან ამავდროულად ძაალიან მიყვარს წვიმა. ნინუცას ალექსის მკერდზე ედო თავი,ბედნიერებისგან გათანგულს და გარეთ იყურებოდა, ოთახში უკვე ბნელოდა, ელვის ნათება, ანათებდა ოთახს. ძლიერ დაიქუხა, სამყაროო გააყრუაა, ქუხილის ხმამ და ამავდროულად ელვის ნათებამ თვალი მოჭრა მნახველს. ნინუცა აკივლდა და შიშველი მკერდით მიეკრა მამაკაცის მკერდს, თავი მის კისერში ჩაყო და კანკალს მოჰყვა. პანიკურად ეშინოდა.
-ჩუუუ...კარგი დამშვიდი! ხელებს ხვევდა,მამაკაცი ქალს და შეგრძნება იმის რომ მათი შიშველი მკერდები ერთმანეთს ეხებოდა და ბუსუსებს აყრიდა.
შენთან ვარ,ნუ გეშინია ნინ.... სითბო ჩაღვენთილი ხმით ელაპარაკებოდა ნაკაშიძე გედენიძეს და მის თმებში თითების ხლართვას არ წყვეტდა.
-უთხარი რააა, გაჩერდეს! კისრიდან თავ ამოუღებლად, ამოიბურტყუნა გედენიძემ. ამაზე კი სიცილი აუტყდა ნაკაშიძეს.
-აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა!მოიცაა, რა ვუთხრა რააა?!
-ნუ დამცინი! კვლავ არ აუწევია თავი, გედენიძეს.
-მოიცა ჩემო სიცოცხლებ ახლავე ვეტყვი! ერთი-ორჯერ ჩაახველა, თითქოს ხმა მწყობრში მოიყვანა.
ბატონო თუ ქალბატონო ჭექა-ქუხილო, გთხოვთ შეწყვიტოთ ქუხილი,თორემ სადაცაა ჩემმა ცოლმა გამსრისოს! სულს ვერ ითქვამდა სიცილისგან ალექსი, ნინუცა,მოშორდა წამში მის სხეულს,საწოლის ცარიელს მხარეს გადაწვა, ზურგი აქცია მამაკაცს და თავი ბალიში ჩარგო.
-ეეე, ტო რა იყო მებუტები?! რა გინდა რაც მითხარი ხომ ვუთხარი ჭექა-ქუხილს, ჰაა?! ნაკაშიძე სიცილს ვერ იკავებდა, ცოლს მიეხუტა და მხარზე აკოცა, ქალმა მხარი აუქცია.
-აუ, ჩემი რა სერიოზული და ამავდროულად ბავშვური ხარ! ვგიჟდები შენს ,ამ კონტრასტზე! მოხვანხვალე ქალი დაიჭირა თავიი წამოაწევინა და სახე ხელებში მოიქცია.
ადრე რომ ვინმეს ეთქვა გედენიძე, შენი ცოლი და ის ქალი გახდება, ვინც მთელი არსებით შეგიყვარდებაო, მაგრად გადავიხარხარებდი, რადგან შენ ჩემს თვალში ერთი ჯიუტი,ამაყი და დაუმორჩილებელი გოგო იყავი. მაგრამ მიყვარხარ, მთელი არსებით მიყვარხარ, ყველაფერზე და ყველაზე ძლიერ მიყვარხარ,ასე იქნება მუდამ, მარადიულად მეყვარები, რაც არ უნდა გააკეთო ჩემი შენდამი სიყვარულს ვერაფერი შეცვლის, შეიძლება გული საშინლად მატკინო, რაიმე ქმედება ვერ გაპატიო, შენგან შორს გავიქცე, მაგრამ გახსოვდეს რომ სულ მეყვარები და შენთვის, ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლესაც დავთმობ! ჩემი პირადი საოცრება ხარ გედენიძევ! ახლა მე მინდა, რომ შენ გიყვარდე, მზის ამოსვლიდან, მთვარის ჩასვლამდე! ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა, მის სხეულზე დამხობილ მამაკაცს ნინუცა.
-რა გატირებს ტო?! შეშფოთებულმა, კითხა ნაკაშიძემ.
-არაფერი. სლუკუნებდა ნინუცა.
-უკვე ვბრაზდები, რა გატირებს გოგო? წარბები შეჭმუხნა და დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში.
-ეს სიხარულის ცრემლებია! ბედნიერების ზენიტია, ეს ყოველივე ჩემში, განა კი რა უნდა იყოს იმმაზე დიდი ბედნიერება, რომ ასე უყვარხარ კაცს, რომლის ერთი გამოხედვა საკმარისია ჩემთვის, რომ გავბედნიერდე, შენი ერთი ჩახუტება ჩემთვის საკმარისია, რომ დავმშვიდდე, შენს გვერდით სიკვდილისაც კი არ მეშინია, ვიცი რომ მარტო არც იქ დამტოვებ!
მიყვარხარ ალექს, მიყვარხარ! და ეს სიყვარული ვიცი მომკლავს, უშენობას ვერ ავიტან, უშენოდ მოვკვდები, ვერ ვიცოცხლებ, სუნთქვას ვერ შევძლებ, შენ რომ არ გამიბრაზდე, რომ არ მაკოცო, რომ არ ჩამეხუტო წამით ვერ გავძლებ! არ მეგონა ოდესმე თუ ვინმეს ამდენს ვეტყოდი, არ მეგონა ვინმესთან თუ ვაღიარებდი სიყვარულს, მაგრამ ვაღიარებ, ვაღიარებ, რომ მიყვარხარ, ეს სიტყვა ცოტა იშვიათად ისმის ჩემი ბაგეებიდან, მაგრამ თვალები მუდამ მყიდიდნენ და ახლა გულის ფეთქვაც დაემტა ამ ყოველივეს, ყოველი გულის ფეთქვა შენ გეკუთვნის, და შენიაა, ამ სამყაროზე მეტი ხარ ჩემთვის, მიყვარხარ, არასდროს არ მიმატოვო, გთხოვ, თუ ოდესმე შენი გრძნობა ჩემდამი შეიცვალა მითხარი, სხვისგან არ მინდა ეს გავიგო, ღალატს ვერ ავიტან, მითხარი და მე წავალ შენგან და მერე ღალატიც თამამად შეგეძლება! ერთი რამ დაიმახსოვრე, ყველაფერს გაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერს ვპატიობ, შენ გაპატიებ, ტყუილის და ღალატის გარდა ყველაფერს, ღალატს და ტყუილს ვერ ავიტან,ისევე როგორც უშენობას! მიყვარხარ და სულ მეყვარები ვირო ნაკაშიძე! ტუჩებზე ვაკოცე და ვიგრძენი, იმ წამს რომ ჩვენი გულის ფეთქვა შეერთდა.
-ხომ ვამბობ ჩემი პირადი საოცრება ხართქოოო! ჩემთვის დაიბადე, მარტო ჩემთვის და მე შენ, რომ გიპოვე, ეს მახარებს, შენ ჩემი რეალური მეორე ნაწილი ხარ! კოცნით გული ვიჯერეთ და მის მკერდზე ახლა მე ვხატავდი თითებით უსასრულობის ნიშანს, როდესაც მკითხა.
-დილას სად იყავი? გამახსენდა ის ფაქტი, სადაც ვიყავი და გამაჟრჟოლა.
-გახსოვს, რომ გითხარი, საქორწინო მოგზაურობა არ მინდათქოო?!
-მერე ეგ რა შუაშია, ამ დილის ამბავთან?
-მომინდა, თანაც ძლიერ....მინდა შენთან ერთად შორს წავიდე, ბილეთები ვიყიდე, განცხადება დავწერე შენს მაგივრად კომპანიაში,მოკლედ იტალიაში მივდივართ, მერე იქიდან სხვაგანაც წავიდეთ და სიყვარულის ერთი თვე მოვიწყო.
-მხოლოდ, ერთი თვეე?! ეჭვნარევმა მკითხა.
-არა მთელი დარჩენილი ცხოვრება! ვუთხარი და მოვუღაჭუნე, ეგრე არ უნდაო და მოჰყვა ჩემს წამებას, მუხლუხოსავით ვბრუნავდი საწოლში.
************************** ***************************************
რომი, მათთვის ყოველთვის ასოცირდებოდა რაღაც ახლთან,ვენეცია კი ეს ჯადოსნური ქალაქიაა, მისმა სილამაზემ აქამდეც ბევრჯერ დაამუნჯა მნახველნი და ახლა იგივე მოხდა. ნამდვილი რომაული არდადეგები მოიწყვეს ნინუცამ და ალექსმა, არანაირი შური, ბოროტება, ტკივილი, ცრემლი აღარ იყო ,მათ ირგვლივ, მხოლოდ ბედნიერების იისფერი ნისლს ხედავდნენ და ბრუვდებოდნენ მისით. იტალიიდან, საფრანგეთში წავიდნენ,მერე საბერძნეთში, კუნძულები, რომლებიც ნანახი ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ თითქმის ყველა ნახეს, მერე რატომღაც ბერლინიც მოუნდა ნინუცას, ქალაქი რომელზეც გიჟდებოდა, ცივი იყო მასსავით, გარეგნულად,საოცრად გავდა, სიყვარულის ხიდზე ბედნიერების ბოქლომიც შეაბეს, ამას როდესაც ამბობდა ნინუცა, რომ ბერლინი ჰგავდა, ალექსი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და უმტკიცებდა, რომ მას გაზაფხულის ლონდონი ჰგავდა, მისი დაჟინებით უკვე ლონდონში წავიდნენ, ლონდონში ყოველთვის შემოდგომით უწევდა წასვლა ნინუცას, ამიტომ არ იცოდა, როგორი იყო გაზაფხულის ლონდონი.... ბევრი დაუკარგავს იმას ვისაც არ უნახვას ლონდონი გაზაფხულზე, როდესაც მინდრვები მწვანეაა, ხეები კი ვარდისფრად და თეთრად ღვივის, ჩიტები ახლა ბუდეებს იკეთებენ და იგრძნობა, რომ რაღაც ახალი იწყება, თუნდაც ახალი ცხოვრების ეპიზოდი ანდაც საერთოდ ახალი ცხოვრება. ვერ მივაწერ ლონდონს იმას, რომ ნინუცას და ალექსის ცხოვრებაშიც რაღაც ახალი დაიწყებოდა, უფრო სწორად კი ახალი ცხოვრება მოვიდოდა, მაგრამ მიჯობს, ლონდონს დაბრალდეს ეს ვიდრე დაუნდობელ და მუხთალ ბედს!....
***********************************************
ერთი თვის მაგივრად კარგი სამი თვე გამოგვივიდა სიყვარულის და ბედნიერების, ალექსის დაბადებისდღე მოდიოდა უკვე, თანაც ჩემი პატარა გიორგი,დედა,ძმა,მიშა ძია ყველა მენატრებოდა უზომოდ და მეტ ხანს ვეღარ გავჩერდებოდი მათგან შორს, თან გიიორგი ტიროდა, ყოველ სატელეფონო საუბარზე და ერთს მეუბნებოდა: „მეგონა შენ იქნებოდი ჩემი დედა, შენ კი მიმატოვე“ ბოლოს აღარც მელაპარაკებოდა, რაც გულს მიკლავდა, არც აეროპორტში დამხვდა ბავშვი.... ნაცნობების ნახვამ ისე გამახარაა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ზოგადად ამ ბოლო ხანებში სულ მეტირებოდა, საოცრად ჩვილი გული გამიხდა, მიკვირდა ჩემი თავის, თავად მე, ალექსი კი სიცილით იგუდებოდა ჩემს ამ ქმედებებზე და მეუბნებოდა, რომ „ყველაზე ლამაზი ჩიტი დავიჭრეთ მგონიო“! მე კი ვერ ვხვდებოდი რა ჩიტს უმიზნებდა ის.
ბავშვი და დედა, როდესაც ვნახე მივხვდი, რომ ყველა დანაკლისი რასაც ჩემი გული განიცდიდა ერთად შეივსოოო.... გიო ჩვენს სახლში წავიყვანე, ერთი დიდი ალიაქოთი დაგვხვდა ჩვეული სახლში, დადას და სხვა დანარჩენების დანახვაზე კვლავ ამიცრემლიანდა თვალები.
-რძალო, როგორ მოგვენატრა შენი ბუზღუნი! დადა გადამეხვია, გიორგი ხელიდან არ მშორდებოდა და ისიც შუაში მოყვა.
-დადა რაღაც ვერ გცნობ, შენ იმან თავის ჭკუაზე გადაგიყვანა ხომ? ნინიაზე ვანიშნე და უეცრად გაშრა.
-ეე, ამან საიდან იცის ტოო? გაოცებული მიყურებდა დადა და საერთოდ ყველა. შენ უთხარი გოგო? ნინიას შეხედა, მან იმ წამსვე გააპროტესტა.
- კარგი ნუ იკამათებთ, რამდენი ხანია გეუბნებით, რომ ვანგა ვარ და არ გჯერათ!
-დაუჯერეთ ხალხო, ხომ მიყურებთ მომაჯადოვა, და მაგიტომ ვარ ესე ლეკვივით რომ დავზდევ უკან! ალექსმა ბავშვი გამომართვა და მასთან ერთად გულზე მიმიკრა.
-საშინელი ადამიანი ხარ ნაკაშიძევ! ვუთხარი და მძლავრად ვუჩქმიტე, მგელივით აყმუვლდა.
************************************* *****************************
-შეიძლება დედა დაგიძახო?! მოულოდნელად მკითხა გიომ, როდესაც ვაძინებდი,ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი.
-აარ, არ....არ ვიცი, პატარავ,, შენ როგორც გინდა, მე დედას დამიძახებ თუ არა, მაინც შენი დედა ვიქნები სულ, ალექსი კი ნიკო ძიასთან ერთად მამობას გაგიწევს.
-ესეიგი ერთი დედა და ორი მამა მყავს ცოცხალი ხომ?! გული ჩამწვა მისმა სიტყვებმა.
-ასე გამოდი, მაგრამ მარიამ ბებო, ნუ გავიწყდება ისიც შენი დედაა...
-არა ის ბებოაა, ბებო რომელიც ძაალიან მიყვარს და არასდროს მყოლია აქამდე... შენ დედაჩემი ხარ, ალექსი მამა იქნება, ნიკო კი ძია იყოს კაი?
-როგორც შენ გინდა ძვირფასო! არ ვიცოდი ამდენი ტვინი და აზრები საიდან გააჩნდა ამ ერთი ციცქნა ბავშვს.
-დედას თუ დაგიძახებ მე ჩემი დედა კი არ დამავიწყდება, უბრალოდ მიყვარს ეს სიტყვა და მინდა დაგიძახო... დიდი რომ გავიზრდები ნურავის ვეტყვით, რომ შენ ჩემი ისეთი დედაა არ ხარ და ალექსიც არაა ისეთი მამა, კაი?!
-რატომ გიო? რატომ არ გინდა რომ გაიგონ, მე და ალექსი, რომ შენი ნამდვილი მშობლები დედ-მამა არ ვართ? შეშფოთება ვერ დავმალე.
-დამცინებენ, უპატრონო ხარო.... ისე საწყლად მითხრა,მაგრამ საოცრად გავმწარდი.
-ეგ ვინმემ გითხრა შენ გიო?
-იცი, რატომ ვტიროდი, რომ მალე ჩამოსულიყავი?! უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
იმიტომ რომ ყველას მინდა სკოლაში ვაჩვენო, რომ მეც მყავს დედ-მამა...არ ვარ ობოლი, არაა! ტირილი აუტყდა და სულს ვერ ითქვამდა! გული ორად გამეპო,მის ამ სიტყვებზე. ალექსმა შემოყო თავი ამ დროს ოთახში.
-რა ხდება, რატომ ტირის გიო? სახეზე მოეფერა და ცრემლები მოწმინდა. გაჩერებულიყო ვანიშნე.
-ნინო დედა, ხომ წამყვები ხვალ სკოლაში, ხომ წამყვებით ჰაა?! სლუკუნებდა ბავში და მეხუტებოდა.
„ნინო დედას“ დაძახებაზე, ალექსმა უცნაურად შემომხედა.
-რათქმაუნდა ჩემო პატარა, წამოგყვებით ალექსიც წამოვა.... შენ არ იტირო და ახლა დავიძნოთ კაი?! არ მინდა ოდესმე ტიროდე, შენ ჩემი ის ნანატრი შვილი ხარ, რომელიც შეიძლება საკუთრად არასდროს მეყოლოს, ამაზე ალექსანდრეს სახე შეეშალა. ამ ტირილში ჩაეძინა ბავშვს, საბანი შევუსწორე და წამოვდექი, როდესაც მკლავში მეცა და ოთახიდან გამათრია, ჩვენს ოთახში შემიყვანა.
-რას აკეთებ გაგიჟდი? ვუკივლე და მკლავზე ხელი გავაშვებიე.
-არასდროს არ თქვა რომ ჩვენი შვილი არ გვეყოლება, არ თქვა გაიგეე?! მე შენგან ბევრი შვილი მინდა, ბევრი გაიგე! მიღრიალაა.
-ალექს რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, შეიძ₾ება.....
-არ შეიძ₾ება არაა, შეუშვი ეს მაგ უტვინო თავში.... სიტყვა გამაწყვეტია და გულზე მიმიკრა.
-მინდა ვუყურო როგორ გაიბერები და იბაჯბაჯებ ეზოში, მინდა ჩემი შვილი დავიჭრო ხელში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ ნინ! მივხვდი როგორ ტკიოდა, ალექს ის მდგომარეობა, რომ შესაძლოა შვილი არ მყოლოდა ჩემს მიერ გადალახული დავადებისგამო. კარგახანს ვიდექით ასე ჩახუტებულები, ბოლოს მომშორდა და მკითხა უკვე დამშიდებულმა.
-რატომ ტიროდა გიო? რატომ გთხოვა, ხვალ სკოლაში წაყოლა?
-სკოლაში უთქვამთ თურმე, უპატრონო ხარო, დედ-მამა არ გყავსო! ამიტომ მეხვეწებოდა თურმე, მალე ჩამოდიო. დედამ კი მითხრა რამდენიმე დღის წინ, რომ სკოლაში არ უნდა წასვლაო,მაგრამ ამას რას წარმოვიდგენდი.
-ეს როგორ გაბედეს?! მისი მასწავლებლის ნომერი გამიგე ახლავე, მაგათ ვასწავლი ვინაა უპატრონო... ნაკაშიძე არ ცხრებოდა.
-კარგი დამშიდდი,ხელებით საზეხე ფერება დავუწყე.
იცი რა მითხრა, დედას დაგიძახებო, ალექსს კი მამასო და არასდროს არ თქვათ, რომ თქვენი შვილი არ ვარო, პირობა მივეცი რომ ასე მოვიქცევი და მსგავსი პირობა ახლა შენგან მინდა მივიღო.... მწამს, რომ მამობას სანიმუშოს გაუწევ, მოდი საკმარისია, ვინც იცის ის რომ ჩემიძმისშვილია გიო, ახლა ასე გავაცნოთ საზოგადოებას, რომ ის ჩემი და შენი შვილია, რამდენიმე წლის წინ ვიყავით ერთად და მე ვითომ გავაჩინე, გთხოვ, ბავშვს ნუ ვატკენთ ჩვენც გულს. თუ მამა არ გინდა, რომ დაგიძახოს სანამ შენი შვილი გეყოლება, ნუ ღელავ გაგიგებ, ვთხოვ რომ შენ არ დაგიძახოს, მაგრამ საზოგადოებაში ამას ნუ ვიტყვით კაი?! მირჩევნია მე შევრცხვე და ბავშვმა გაიხაროს.
-რა სისულელეს ამბობ ხვდები შენ?! რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ გიომ მე მამა დამიძახოს?! ეს ხომ ყველაზე მაგარი რამაა..... ბავშვს ესე იგი ვუყვარვარ და ჩემი იმედი აქვს, იმედი იმის რომ მე მას მუდამ დავიცავ და გვერდში ვედგები. პირობას გაძლევ რომ გიო სულ ჩემი შვილი იქნება.
-ანუ ხვალ დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად წავა გიო სკოლაში და დაუმტკიცებს ყველას, რომ დედ-მამა მასაც ჰყავს?! გავიღიმე შვებით.
-რათქმაუნდა და თან არა ერთხელ. შუბლი შუბლზე მომადო.
-მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ ნინუც!
******************************* *********************************
დაბლა ჩასულებს მარტო დადა და თემო დაგვხვდნენ მისაღებში, დანარჩენები უკვე დაბინავებულიყვნენ.
შევატყვეთ ორივემ რომ რაღაცის თქმა უნდოდათ,მაგრამ ვერც ახერხებდნენ. ბოლოს დადამ დაიწყო სიმართლის ღაღადი.
-დამალვას აზრი არ ააქვს ძმაო. ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი დადამ.
-რა ხდება ახლა იტყვით თუ კიდევ დიდხანს იბლუყუნებთ? ალექსი მშვიდად იყო.
-მოკლედ, ძმაო აქციების ფასი გაიყინა და რაღაც საშინელება ხდება, მერე სესხი ავიღეთ, როგორც გვითხარი, მაგრამ იმაში არ დაგიჯერეთ, რომ თაბაგარის ბანკიდან ავიღეთ ფული,ახლა საქმე ისე მოეწყო ამ აქციების ფასის გამო რომ ყველაფერს დაკარგავთ. მოკლედ თუ რამე არ მოვიფიქრეთ სასწრაფოდ წასულია ჩვენი საქმე ამ საქმეს თუ მალე არ მოვაგვარებთ, ამდენი შრომა-წვალება ფუჭად ჩაივლის.
-კაროჩე ფსკერზე ვართ რა ძმაო! ახლა თემომ დასვა დიაგნოზი.
-ფუ ამის დედას შე*****ი ხომ ვამბობდი, თაბაგარის ბანკიდან ფული არ უნდა ავიღოთთქო, აი რა საქმე ააწყო, და ის საბუთები ააფრიალა ჰაერში, რომლებიც დადამ მოიტანა და ალექს მისცა გასაცნობათ წამის წინ.
-კაი, რაღაცა იქნება, რამეს მოვიფიქრებთ. ამშვიდებდა დადა.
-ზურამ იცის ამის შესახებ ან დედაჩემმა,ან ვაფშე ვინმემ ჩემიანმა?
-არა ძმაო ზურა ძიასთვის და ნანა დეიდასთვის არაფერი გვითქვამს და სხვამაც არავინ იცის. ვისკს წრუპავდა ალექსი და ვერ ხვდებოდა ამ შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებია, ასე როდის აეწყო მისი საქმე ნეტავ, ყველაფერი თავზე ენგრევაა და სასოწარკვეთასაც ვერ ეცემა. მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში, რომ ჰოლდინგი არ უნდა დაეკარგა.
კარგა ხანს დაყვეს ასე, სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო, მისაღებში. ეს სიჩუმე კი გედენიძის ხმამ დაარღვია.
-მოკლედ, არ ვიცი ჩემი გეგმა რამდენად მოგეწონებათ, მაგრამ არც მგონია სხვა გზა გქონდეთ. კომპანია სხვა ვინმეს სახელზე უნდა გაფორმდეს, საბუთები ისე მოეწყობა, რომ იმ ადამიანმა კომპანია შეისყიდა, რეალურად კი აჩუქებ, ვინაიდან ბევრი ფული არ დაიხარჯოს. ბანკიდან ფული შენი ჰოლდინგის სახელითაა ალექს აღებული, დღესდღეობით ჰოლდინგს არავინ იყიდის აქციების ფასის გამო, ის სხვას თუ აჩუქებ, მას თაბაგარის ბანკი ვერაფერს მოთხოვს რეალურად იმაზე მეტს ვიდრე აღებულია სესხი, ამით თაბაგარს იმ მახეში გააბამ რომელიც თავად დაგიგო.
-და ვის მივყიდო ან ვაჩუქო ჰოლდინგი ნინო? ახლა ხუმრობის ხასიათზე ვარ მე... ალექსმა კვლავ გამოცალა ერთი ჭიქა ვისკი.
-ვის და მე.... მე ხომ მიშას კომპანიის მმართველი ვარ, მე საბუთებს ისე მოვაწყობ რომ ვითომ ვიყიდე, რეალურად კი მაჩუქებ.... ამით გაყინული აქციები განაღდება, ფასი მწყობრში ჩადგება, თაბაგარს თავის ფულს მივცემთ, ცოტა დრო გავა და მერე ისევ დაგიბრუნებ ჰოლდინგს! ამაზე კარგი გეგმა სხვას თუ გაქვთ თქვით, მე ამით შემიძლია დაგეხმარო. მხრები ავიჩეჩე და სამზარევლოში გავედი.
-ძმაო, ნინჩო მართალია,სხვა თუ არაფერი ენდობი და იცი, რომ არსდროს გიღალატებს. ჰოლდინგის და კომპანიის მართვაში კი მიეხმარები, შენი და მისი რამ გაჰყო. თაბაგარს კი ჩავახედებთ. ნაკაშიძე წამოდგა და სამზარევლოსკენ გასწია.
-მართალი ხარ, სხვა გზა არაა.... შენი კომპანიის იურისტსს ახლავე დაურეკე და სთხოვე საბუთების მოგვარებას შეუდგეს, და საერთოდ აქ მოვიდეს.
-იცი რომელი საათია ნაკაშიძე? ჩაის ურევდა და თან ელაპარაკებოდა.
-მერე რაა, შენ მაგ კომპანიის მმართველი ხარ, მიშასაც დაურეკე, იურისტსაც, მე ჩემს იურისტს მოვიყვან და ეს საქმე კარგად გავაკეთოთ,თანაც სწრაფად.
-ხვალამდე დაიცადე, ამაღამ იმაზე ცუდი აღარაფერი მოხდება ვიდრე ხდება. დილა გათენდება თუ არა იურისტს დავურეკავ ის საბუთებს შეაგროვებს, ჩვენ სანამ სკოლაში წავალთ შენი იურისტიც ჩემთან დაგვხვდება, ხელს მოვაწერთ საბუთებს და ეს საქმე მოგვარდება, მაგრამ მინდა ეს საქმე ჩუმად მოხდეს,არ მინდა ვინმე გაიგოს, თაბაგარი სირცხვილით ვერ იტყვის და ეს გვაწყობს.
-მართალი ხარ მამაჩემმა რომ ეს გაიგოს ზურა უეჭველი დამბრიდავს, ან თვითონ დარტყამს გული და დაიბრიდება. ხვნეშოდა ნერვებით ნაკაშიძე.
-ნუ ღელავ ზურა ამას ვერასდროს ვერ გაიგებს, ხოლო თუ გაიგებს უკვე ეს საქმე ჩავლილი იქნება და აღარ ინერვიულებს. მეტ სასმელს ნუღარ სვავ და ნუ განიცდი იმას რაზე არ ღირს ფიქრიც კი... ლოყაზე აკოცა მაგრად და მიეფერა.
-მიყვარხარ! მამაკაცმა უკვე ტუჩებში აკოცა და გულში ჩაიკრა.
-ჰიჰოოო-ჰა-ჰოოო! გვრიტებო ხელს ხომ არ გიშლით! თემო მაიმუნივით ჭყეტდა თვალებს და იტლატებოდა.
-შენ კიდევ ამის დედა ვა****რე სულ ნუ ღადაობ და იკრიჭები! დაუღრინა ალექსმა.
-აბა შენსავით ვიღრინოოო! არც თემო დარჩა ვალში. მათ ხორხოცზე დადაც შემოვიდა სამზარევლოში. რამე რომ არ მემოქმედა ვხვდებოდი, ალექსი თემოზე იყრიდა მთელ ჯავრს და ალექს ვეცი მკლავში.
-გეყოთ ორივეს ეხლა.... ალექს, შენ გითხარი რომ ნუღარ დალევთქოოო, ხომ გითხარი?! ხო დაა აჰა ჩემი ჩაი დალიე, შენ კიდევ თემო წადი ზემოთ და სტუმრების რომელიმე ოთახში შეძვერი დაიძინე გვიანია, უკვე. დადა შენც მიყევი უკან. ბისტრა,ბისტრა. გავეცი განკარგულებები.
-ეეეუ, ბიჭო რას მოვესწარი,სტუმარების ოთახში დაიძინეოოო! აი, რძალი რატომაა კარგი. ისევ არ წყვეტდა სიცილს თემო.
-რა საცოდავია შენი ოჯახი, შენს მეტი გვარის გამგრძელებელი რომ არ ჰყავს და შენც რომ გამოშტერებული ხარ! ალექსი იცინოდა და მხარზე მეკონწიალებოდა,თან.
-და შენც თუ გამოშტერებული არ ხარ ჩემთან რატომ ძმაკაცობ?! ალექსი მისკენ დაიძრა და თემო გაიქცა..კიბიდან კი გადმოსძახა, თავი სამშვიდობოს რომ იგრძნო.... აბა ჰე, გვრიტებო ბევრი არ იცელქოთ!... დადა შენ კიდევ დროზე ამოდი საწოლს მარტო ვერ გავათბობ, ერთად გავთბოთ და თან ბევრი ბევრი ვიგიჟოთ ჩიტო! სიცილით სულ ძლივს ვითქვამდი, დადას სახეზე.
-ეს არასდროს გაიზრდება შენს ძმობას ვფიცავარ! ამოილუღლუღა და ოთახისკენ გასწია.
********************************** ***************************
გიორგის სკოლაში ჩვენმა გამოჩენა სიტვაციაა გამოაკეთა, ბოდიში მოუხადეს მათ ვინც აწყენია გიოს, ცოტა დამრიგებლობითი ხასიათის საუბარიც გავმართეთ მე და ალექსმა, ბავშვები გასუსულები გვისმენდნენ, ამის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი რომ ბავშვი სიხარულით წავიდოდა სკოლაში. მასწავლებელმაც ბევრი ბოდიში გვიხადა არაფერი ვიცოდიო.
კომპანიის და ჰოლდინგის ყველა საბუთი,მწყობრში იყო ამიტომ, ორ დღეში უზარმაზარი ჰოლდინგის მმართველიც გავხდი, თაბაგარს მისი ფული დაბუბრუნე და მახეშიც გავაბით...
ალექსს ხშირად ვაბრაზებდი იმით, რომ ჩემი მუშა ხელი იყო, მასაც მეტიი რა უნდოდა და იღრინებოდა სულ.
********************************** ****************************
აპრილი იწურებოდა უკვე, ალექსის დაბადების დღე ისე მალე მოგვადგა კარს ვერ გავიგეთ, რადგან სულ ვმუშაობდით და ვმუშაობდით.
მინდოდა რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი მეჩუქებია მისთვის, მოვიძიე ის ერთერთი მასწავლეებელი რომელიც გვასწავლიდა, ჩვენ...ფოტოები და ვიდეობი გამოვართვი,მერე ჩვენი პირველი შეხვედრა უნივერსიტეტთან, უნივერსიტეტის კამერებიდან ამოვიღე, მერე კომპანიიაში ჩვენი უთანხმოებები და ურთიერთობა,მერე ქორწილი,საქორწინო სამთვიანი მოგზაურობა და დღევანდელობა, ყველა ფოტო და ვიდეო ავკრიბე და ერთ დიდ ფილმად ვაქციე წანაწერებით. რატომღაც ამ დღეს მთელი ტანი რაღაც ცუდს მიგრძNობდა, გული მეწურებოდა და მინდოდა ეს დღე, რაც შეიძ₾ება მალე და მშვიდობით დასრულებულიყო. რესტორანი დავჯავშნეთ და ყველა ჩვენი კომპანიონი,ახლობელი,მეგობარი თუ ნაცნობი დავპატიჟეთ, ზუსტად ისეთი დაბადებისდღე მოვაწყვე, როგორიც ნაკაშიძეების ერთადერთ ვაჟს და ჩემს სიყვარულს შეეფერებოდა.
საღამო მოახლოვდა, მაკიაჟს ვიკეთებდი, თმა უკვე გაკეთებული მქონდა... კარი ალექსმა შემოაღო, წითელი ბაფთიანი ყუთი ეკავა ხელში. უკნიდან მომეკრო და ჩემი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა....
-მმმმმ, როგორ მიყვარს ეს სურნელი! ეს სურნელი რომ ვერ შევისუნთქო ისეთი დღე არ წარმომიდგენია. ყელთან ახლოს მაკოცა და უფრო მაგრად შემომხვია მკლავები.
იცი რა მინდა?! უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
რაც არ უნდა მოხდეს, შავი ფერი არ ატარო, შავი ყოველთვის ბინძურ ფერად მიმაჩNდა, შენ კიდევ ამ ფერის სატარებლად ზედმეტად სუფთა ხარ.
-ანუ შენ ბინძური ხარ?! შენ ხომ ხშირად ატარებ შავი ფერის სამოსს?! თვალები ავაფახურე და სარკეში თვალს არ ვაცილებდი, მის ანარეკლს.
-მე ბინძური ვარ, მე ჩემმა შეცდომებმა დამაბინძურეს, ნარკომანი, ქურდი, ყაჩაღი, მკვლელი, ადამიანების ცოცხლად მკვლელი ვიყავი, რაც არ უნდა ვეცადო წარსულს ვერ ჩამოვირეცხ სხეულიდან, აი შენ კი ეს შეგიძლია, იმიტომ ამდაგვარი სამარცხვინო ქმედებები არ გიმძიმებს სინდისს. ცხვირი კვლავ ჩემს ყელში ჩაყო...
-ამ ყველაფერს რატომ მეუბნები ალექს? დაღონებულმა ვკითხე.
-არ ვიცი ახლა,რატომ გეუბნები,მაგრამ უბრალოდ მინდა დაიმახსოვრო, რომ რაც არ უნდა მოხდეს არ დაბინძურდე,იმდენად რომ შავი სამოსის მეტი ვერაფერი მოუძებნო შენს სხეულს შესამოსად. მპირდები?
-გპირდები....ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე.,თითქოს შვებით ამოისუნთქაო და ხელები შემიშვა.
ყუთი გამომიწოდა.
-მიდი გახსენი, ვიცი რაღაც შერჩეული გექნება ჩასაცმელად, მაგრამ მინდა ესეც ნახო, მინდა ეს გეცვას, რატომღაც მომინდა ეს ისეთ მნიშვნელოვან დღეს გეცვას, როგორიიც ეს დღეა, ხომ იცი როგორ მიყვარს ჩემი დაბადების დღე?! ყუთი გავხსენი და ვერსაჩეს, ზურმუხტისფერი კაბა დამხვდა შიგნით, კაბა გავშალე და მისმა ბრწყინვალებამ თვალი მომჭრა..... ზურმუხტისფერი იყო, დღეს ჩემი თვალებიც, კაბას ჩრდილებში ჭაობისფერი დაკრავდა საოცარი ფერთაგამა იყო, მისმა ფერმა დამატყვევა და მომაჯადოვა. კოჭამდე კაბა იყო, ცალ ფეხზე კი მთლიანად შეხსნილი, გულზე ჭაობისფერი ორნამენტებით გაფორმებული, მხრებზე ორი სალტა ჰქონდა, ზურგი კი მოშიშვლებული, წელში გამოყვანილი იყო, აი ისე ვერსაჩესებურად.
მაშინვე გავიხადე ხალათი და გადაცმას შევუდექი, რატომღაც ეს კაბა იმდენად მომეწონა, რომ მოწონება ვერ დავმალე და ბავშვურად ავჟიტირდი. ხარბი მზერა შემავლო, ნაკაშიძემ და დიდი ნერწყვი გადაყლაპა, კინაღამ დაიხრჩო.
-wow!....ნაკაშიძის ღაწვებს ერთი ფრაზა აღმოხდა.
-როდის ან სად იყიდე ეს კაბა, საოცარიაა, მისმა ბრწინვალება ოთახიც კი გაანათა.
-ლონდონში ყოფნისას ვიყიდე, როგორც კი დავინახე მაშინვე მომეწონა და მივხვდი რომ ეს კაბა შენთვის იყო შეკერილი.... შემომატრიალა მისკენ სარკისწინ მოტრიალე და ხელზე ხელი მომკიდა.
გჯერა რომ თითეულ ადამიანს თავისი ფერი აქვს? მხრები ავიჩეჩე.
დამიჯერე რომ აქვთ, შენ ორი ფერი გაქვს, სამის ნაცვლად და იცი რომელია ეს ორი ფერი?
უარყოფის ნიშნად ახლა თავი გადავაქნიე.
მწვანე და თეთრი... საოცრად გიხდება ეს ორი ფერი, შენია ეს ფერები.
-შეცდი მესამე ფერიც მაქვს.... ვუთხარი და გავუღიმე.
-მართლა არ ვიცოდი... გამიმხელ რომელი?
-ზღვისფერი....
-მართალი ხარ, ამ ფერივით ბობოქარი ხარ და საერთოდ ზღვას გევხარ, მასსავით მღელვარე, ლამაზი, და ხშირად დაუნდობელი ხარ.
-მაგრამ, მიყვარხარ!
-მე უფრო მიყვარხარ! მაგრად შემოვხვიეთ ერთმანეთს მკლავები და ერთმანეთის სითბოში გავიტრუნეთ.
**************************************** *******************************
ყველა სტუმარს უკვე მოეყარა თავი, ყველა გვილოცავდა ამ დღეს, ალექსი და მე სტუმრებს ვიღებდით.... ზურას და ნანას, ანუ ჩემს დედამთილ-მამამთილს ცოტა დააგვიანდათ და ნანა დაქოქილი მოვიდა.
-დედი დამაგვიანდა, მაპატიეე ჩემო ერთადერთო... ქოთქოთებდა ნანა... გილოცავ ჩემო ვაჟკაცოოო!
-კარგი დედა, რამოხდა ასეთი რომ ასე ღელავ?! ალექსი დამტუქსველი ტონით ესაუბრებოდა დედას. ზურა ჩემსკენ გამოიწია და გულში თბილად ჩამიკრა.
-მაადლობა ამ დღისთვის და ჩემი შვილის ბედნიერბისგან მოციმციმე თვალებისთვის ნინუცა, შენ საუკეთესო რძალი, შვილი, ცოლი, დედა და და ხარ!
-ძაალიან დიდი მაადლობა ბატონო ზურა.
-რამდენჯერ გთხოვე თუ მამას ვერ მეძახი, მხოლოდ ზურა დამიძახეთქოო...
-ეგრე არ შემიძლია თქვენ ჩემზე ზედმეტად უფროსი ხართ... ზურამ გამიცინა და კვლავ გულში ჩამიკრა.
-ახლა ვიეჭვიანებ ზურა, რძალს უფრო მეტს ეხუტები ვიდრე იუბილარ ვაჟს, რა წესია ეგ?! პატარა ბავშვივით გაიჭიმა ალექსანდრე.
-ის წესია, რომ შენ ისევ უზრდელი პატარა ონავარი ბიჭი ხარ..... მე შენი ზურა ვარ?! შენი პირიდან სიტყვა მამა, მენატრება უკვე.... ზურა რა წესია ეგ?! აბა ერთი დედაშენს დაუძახე ნანა და აწევს ქვეყანას. ჩემი ბრალია ჩემი.... ზურა ვხვდებოდი ნანას გასაბრაზებლად საუბრობდა ასე მაგრამ ალექსი ვერ მიხვდა.
-ზურა რა უტაქტო გახდი ამ ბოლო დროს! უთხრა ჩემმა დედამთილმა და მოგვშორდა განაწყენებული.
-კარგი რა ზურა, მე შენ გაახალგაზრდავებ, შენ ჩემი ძმა ხარ! ხელი დაკრა მხარზე მამას.
-აჰა, ელაპარაკე ახლა ამას ნინუც! არ გეცოდები შენ მაინც შვილო ხომ ხედავ რა დღეში ვარ?! ამასთან ლაპარაკს წავალ ცოლს მაინც შემოვირიგებ, მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-რა უნდა ზურას, შენს ძვირფასს მამამთილს მეტყვი?ალექსი ახლა მე მომიბრუნდა.
-შენი გაზრდა და დაჭკვიანება. ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
-ყველა უცნურია დღეს! ღიმილიანმა გააყოლა ცოლს თვალი და ფუჟერით შამპანური აიღო ხელში.
************************************ *****************************
ჩემი საჩუქრის დროც დადგა. სცენისკენ წავედი და მიკროფონი ხელში მოვიმარჯვე.
-პირველ რიგში ყველას კიდევ ერთჯერ მოგესალმებით, მააადლობას გიხდით მობრძანებისთის, თითული თქვენგანი ჩვენთვის უძვირფასესია, გმადლობთ კიდევ ერთჯერ!
ყველას სახე გაკვირვებული მიყურებს, მინდა ჩემი სცენაზე ყოფნის მიზეზი გაგიმხილოთ. ეს ის საჩუქარია რომელიც მე ჩემს ალექს გავუკეთე ძველი მეგობრების დახმარებით....
ალექსანდრე ნაკაშიძე, რომ გავიცანი ზედმეტად პატარა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის, აქედან იწყება ჩევენი სიყვარული და უსასრულობაში ეშვება.
18 წლისანი ვერ გავერკვიეთ რა ხდებოდა ჩვენს თავს. მერე გავიდა 3 წელი, სამი წელი რომელიც ორივეს ერთნაირად გვტკიოდა და ამას ერქვა უერთმანეთობის ტკივილი.... მერე ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით ისევ შევხვდით ერთმანეთს, მერე იყო გაუთავებელი კამათი, ერთად მუშაობა, მერე სიყვარულში ერთმანეთს არა მაგრამ საკუთრ თავებს გამოვუტყდით ცალ-ცალკე. ყველა გრძნობის დამალვა შემიძლია, მაგრამ ეს გრძნობა ვერ დავმალე, ვინც ხვებოდა რომ მე ის მიყვარდა, ნაწილი მეუბნებოდა სხვა ნაწილი კი სხვას. საბოოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ არასდროს ვინანებ იმ ფაქტს, რომ ალექსანდრე ნაკაშიძე მთელი არსებით შევიყვარე, ის ჩემი ქმარია და ჩემი შვილის,გიოს მაამა... ჩემი ცხოვრების მეგზური და ადამიანი რომელიც ვიცი არასდროს მატკენს, მის გვერდით თავად სიკვდილსაც უშიშრად გავუსწორებ თვალს! გილოცავ ჩემო ერთადერთო სიყვარულო,მინდა ერთად დავესწროთ,მრავალს! მიყვარხარ ნაკაშიძე! ტაშის ხმამ გააპო სივრცე. ალექსანდრე,საოცრად თბლი მზერით მიმზერდა.
ახლა კი ყველას გთხოვთ მონიტორს შეხედოთ. ყველა დაიბნა.
ბოლო ფოტოც გამოჩნდა ეკრანზე,დღვანდელი, კაბის ჩაცმის შემდეგ გადაღებული წარწერით. „მეყვარები, მზის ამოსვლიდან მთვარის ჩასვლამდე“...ალექსი სცენაზე ამოვიდა და ჰაერში დამატრიალა.
-„ჩემი პირადი საოცრება ხარ“, „მზის ამოსვლიდან მთვარის ჩასვლამდე მიყვარხარ“ ნინ! ყველაზე კარგი საჩუქარი იყო რაც კი მიმიღია აქამდე. საუკეთსო ხარ ჩემში! უთხრა და მაგრად აკოცა ტუჩებში.
***************************** ********************************
-არ მინდა წახვიდე,რაღაც გული ცუდს მიგრძNობს... ვეკვროდი ალექს უკნიდან და წასვლის საშუალებას არ ვაძლევდი.
-უარესად ნუ მანერვიულებ ნინ, ისედაც არ მინდა იქ წასვლა.არც მე მაქვს კარგი წინათგრძნობა.
-მერე ნუ წახვალ, დღეს მაინც უკვე გვიანია, ნასვამი ხარ, ნახევრად მძინარე, დადას სთხოვე, ნახოს ამ შუაღამეს რა მოხდა ასეთი მშენებლობაზე.
-დადაც ცოდოა,ნინიასთან ერთადაა, მე წავალ,ვნახავ რა მოხდა და მალე დავბრუნდებიი.
კიბეზე ჩასული ორჯერ მობრუნდა ნაკაშიძე....
გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს,მუუდამ მეყვარები,მუდამ მუდამ! სიტყვა მიყვარხარის თქმა შენთვის არ მომბეზრდება! ჩემი ახდენილი ოცნება,ხარ! მითხრა კიდევ უამრავი,რამ, გულში ჩამიხუტა ისე თითქოს სამარადისოდ მემშვიდობებოდა,მერე ტუჩებზე მაკოცა,მთელი ყელი და მკერდი დამიკოცნა. ბოლოს ჩემი სურნელი ღრმად ჩაიყნოსა, ისევ მაკოცა მაგრად და წავიდა.
*************************************** **************************************
-დადა აქ რა გინდა? შეშფოთება ვერ დავმალე,კარის გაღებისთანავე, კითხვები დავაყარე ბიჭს. განადგურებული სახე ჰქონდა,ნატირებიც, თალები დასიებული ჰქონდა და დასისხლიანებული.
-კარგია რომ არ დაწოლილხარ...
-რა მოხდა დადა ჩქარა მითხარი სადაცაა გული გამისკდეს. დადაამთვალები დახუჭა ერთი-ორჯერ ჩაისუნთქ ამოისუნთქა და დაიწყო.
-ნინუც, ცუდი ამბავია.....ზურა დაიღუპა.... მითხრა და უეცრად სადღაციდან ლარნაკი გადმოვარდა,ნამსხვრევებად იქცა.
-რას ამბობ? ვინ ზურაა?! სახე შემეშალა უეცრად.
-ალექსის მაამა! მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
-არ არსებობს, გაგიჟდი...კაცი რამდენიმე საათის წინ ვნახე კარგად იყოო.... ალექსი სადაა თვითონ? ვიკითხე ეჭვნარევად, გულმა ამ ამბის მიუხედავდ მაინც არ შეწყვიტა შფოთვა და ფორიაქი.
-იქაა, სახლში, მე გამომიშვა შენთან...
-ნიას, გავაღვიძებ გიოსთან დავტოვებ,ჩავიცმევ და წავიდეთ....
ფართხა ფურთხით ამოვიცვი კაბა, რომ ვიცმევდი ალექსის ნათქვამი გამახსენდა ფერებზე,პირობასთან ერთად და რატომღაც თეთრი ზედა და შავი კაბა ჩავიცვი.
დადა და მე მივდიოდით და გული უფრო და უფრო მტკივდებოდა.
-დადა ჩვენს ორანჟერიასთან გამიჩერე,სადღეღამისოა, ყვავილებს ავიღებ...უმალ დამთანხმდა დადა, რომელსაც ცრემლები ახჩობდა.
-გული რომელ ყვავილსაც გეტყვი ის იყიდე გთხოვ! მომაძახა.
მეყვავილეს ჯერ ვარდები ვთხოვე,მაგრამ უეცრად გულმა მითხრა რომ ვარდები არ უნდა მეყიდა, ორქედეები უნდა ამეღო....ავიღე კიდეც, ჩემი და ალექსის საყვარელი ყვავილი.
სახლთან უამრავი ხალხი იდგა, მანქანა,მანქანაზე, ყველას ცრემლიანი სახე ჰქონდა, ჩემს დანახვაზე უფრო შეწუხდნენ....
შევედი სახლში და მისაღებში სუდარა გადაფარებული მიცვალებული იწვა, ჩემი დედამთილი და საერთოდ ნათესავები გათიშულები იყვნენ, ალექს ვეძებდი თვალებით,მაგრამ ვერ დავინახე... მივიწევდი მიცვალებულისკენ და უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. ოთახის სიღრმეში ზურას მოვკარი თვალი,მეგონა მელანდებოდა...ახლოს მივედი მიცვალებულთან და ჩემმა დედამთილმა სუდარა გადახადა მიცვალებულს, აშკარად ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ის არ შეიძლებოდა ზურა ყოფილიყო,მაგრამ სახე იმდენად დაშავებული ჰქონდა ვერ ამოიცნოდი ვინ იყო....არ მინდოდა ის დამეჯერებინა რასაც ვეჭვობდი, უეცრად მისი ხელი დავინახე, სამაჯური და ბეჭედი, რომლებზეც ჩემი და ალექსის სახელები იყო ამოტვიფრული...ამის მერე აღარაფერი,მახსოვს, სიბნელის გარდა.
**************************************** **********************************
მძაფრამა სუნმა მომიყვანა გონს, სიზმარი მეგონა ყველაფერი ფეხზე წამოვხტი, ნინო და ნინია, მოვიშორე წინიდან და სუდარას ხელი დავავლე,გადავხადე მთლიანად მიცვალებულს და ხელზე, ვეცი,ალექსის ბეჭედი და სამაჯური იყო არ ვცდებოდი.
აი მაშინ ავკივლდი ბოლო ხმით....
-არააააა! არაააა! არაააააააააააააააააა! ვკიოდი მოთქმით ცრემლები სახეს მისველებდა უმოწყალოდ...
ალექსს! ალექსს! ეს წარმოუდგენელია,ეს შეუძლებელია, შენ ხომ დამპირდი, რომ არასდროს არ დამტოვებდი,ხომ დამპირდი?! მოვთქვამდი მთელი ხმით....იქვე დადებულ ვარდებს დავავლე ხელი და გლეჯვა დავუწყე,ხელებიდან სისხლი მდიოდა...
-არ მჯერა, არაა! შენ არ მოკვდებოდი შენ მე პირობა მომეცი,შენ მე არ მიმატოვებდი! არაა! სკამებს და რაც კი ხელში მომყვებოდა აქეთ-იქით ვისროდი...გიჟს ვგავდი,ბოლოს დაღლილი მუხლებზე დავეცი მიცვალებულის წინ და მისი ხელი ხელში მოვიქციე.
-ასე რატომ გამიმეტე?! ხომ იცი რომ უშენოდ მოვკვდები,უშენობას ვერ ავიტან, ვერ ვიცოცხლებ, უშენოდ ნაბიჯს ვერ გადავდგამ! შენით იწყებოდა ყოველი დილა და ღამდებოდა,სანამ დავქორწინდებოდით მანამდეც და დაქორწინების შემდეგაც! როგორ გავძლო უშენოდ ჩემო სიყვარულო?!
რა თბილი ხელები გქონდა ყოველთვის და ახლა როგორ გაგყინვიაა,ალექს!!!
ჩემი სურნელი, ჩემი სითბო,თმები, ჩემი გული, თავად მე როგორ გიყვარდი,სულ მეუბნებოდი ერთ წამს ვერ გავძლებ შენ სურნელი რომ ვერ ვიგრძნოო,ახლა როგორ გაჩერდები უჩემოდ?! ამოვისლუკუნე და მოთქმა კვლავ განვაგრძე.
სულ იმას მიმეორებდი, რომ უჩემოდ ვერ იარსებებდი, მეუბნებოდი რომ ჩემგამო სიკვდილსაც აჯობებდი, ყველაფრისგან დამიცავდი,ახლა? ახლა ვინ დამიცავს, ვინ ჩამეხუტება, როცა შემცივდება, როცა ვიტირებ ვინ მომწმენდს,ცრემლს, ვინ მეტყვის რომ ვუყვარვარ მზის ამოსვლიდან მთვარის ჩასვლამდეე,ვინ ალექსს,ვინ?! მიცვალებულს ნჯღრევა დავუწყე.
ყველაფერი მასწავლე, სიჯიუტე დამათმობიე, მასწავლე როგორ უნდა გამომეხატა გრძნობები, როგორ მეთქვა მიყვარხარ, როგორ მეკოცნა ისიც კი მასწავლე, მაგრამ უშენობა არ გისწავლებიაა, არ გისწავლებია ალექს არა!არა,არა, არა!!!! ვღმუოდი მთელი არსებით, მთელის სხეული მტკიოდა.
უშენობა მომკლავს, უშენოდ არ მინდა არცერთი დღე,არ მინდა გათენდეს, არ მინდაა არაა! მორჩა ჩემი ბედნიერება მორჩა დასრულდა, მაგრამ სიყვარული არ დასრულებულა, შენ ჩემი მარადიული სიყვარული ხარ ბოლო ამოსუნთქვამდე და ბოლოს ამსუნთვის შემდეგაც მეყვარები! მარადიული ამბობენ არაფერიაო,მაგრამ მე მეყვარები სულ! შენ ჩემი ცხოვრების ის ნაწილი იყავი რომელსაც არ ვნანობდი, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში შენი შეყვარება იყო!
ახლა რა ვქნა,გიოს რა ვუყოოო, მეორე დედ-მამაც რომ დაკარგა! არ შემიძლია მე ამას ვერ შევძლებ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, უშენოდ ვერ ვისუნთქებ ვერააა! რატომ გამწირე ღმერთო ასეე,მე თუ არა გიორგი მაინც რატომ არ შეიცოდე.... რაღა დამრჩა ყველა წამართვი, მამა, ძმა,მეგობრები, ნათესავები, კაცი რომელიც ყველაფერს მერჩია, კიდევ რა დარჩა ისეთი ჩემში რომ წამართვა!
გთხოვ ალექსი დამიბრუნე, გთხოვ,რაც გინდა ის წაიღე ჩემგან ოღონდ ალექსი დამიბრუნე, ოღონდ ის არ წაიყვანო და რაც გინდა ის წამართვი, თუნდ მე მომკალი, ოღონდ უმისობა არ განვიცადო და ყველაფრისთვის მზად ვარ!
შენ მაინც შეისმინე ჩემი ვედრება, ალექს დამიბრუნდი! სანამ ხმა არ ჩამეხლიჩა და ჩამიწყდა იქამდე ვტიროდი, უკვე ირიჟრაჟა კიდეც,ხალხიც წავიდნენ მხოლოდ,ნანა, ზურა, დადა მისი ბიჭები,ჩემი გოგოები, ნინო,ნიკო,დედა და მიშა ძია იყვნენ დარჩენილები....ბოლოს დადა გაფთრებული მეცა...
-ადექი ნინო, არ შეიძლება ასე, რამე დაგემართება ამდენი ტირილი არ შეიძლება..... მოკვდები გოგო,ამდენი ტირილით...
-მე ისედაც მკვდარი ვარ, რისთვის უნდა ვიცოცხლო კიდევ! ვხაოდი და ისე ვამბობდი ტკივილს.
-შენ გიო გყავს მისთვის უნდა იცოცხლო და კიდევ იმისთვის, რომ ალექსს მიაკითხო იმ ცივი მიწის ქვეშმყოფიც კი უნდა გაათბო.... მას ასეთი ნინო არ უყვარდა მას ძლიერი ნინუცა უყვარდა! გთხოვ დაწყნარდი,თორემ რამე დაგემართება.
-უნდა დაემართოს დადა! ზურას ხმამ გააპო სივრცე და ყველას მზერა მისკენ მიიმართა.
უნდა მოკვდეს,ისევე როგორც ჩემი შვილი, ოღნოდ ტანჯვით, ღმერთს უნდა ევედროს ყოველ წამს სიკვდილს!
ასეთი ზურა არასდროს მინახავას, ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა,მეც და სხვა დანარჩენიც.
-ზურა ძია რას ამბობთ?თემო მიიჭრა ზურასთან.
-სიმართლეს! მან ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, ყველაფერი ფარსი იყო,დღევანდელი ფარსიც რომელიც ხალხისთვის დადგა და ახლანდელი მოთქმაც, უბრალოდ ვუცდიდი სადამდე შეძლებდა ამას! შენ რა ადამიანი ხარ, საკუთარი შვილივით მიგიღე, მთელი გვარი გადავიკიდეთ და შენ და შენს ოჯახს გიცავდით, ვინ იცის ჩემმა შვილმა რამდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, და იცი რატომ იმიტომ რომ სულელი იყო,ყველა ჩვენგანივით, უყვარდი, მთელი არსებით უყვარდი! შენთვის თავსაც კი წირავდა დაუფიქრებლად, შენ კიდევ ქონებისგამო მოკალი, რა გაკლდა რა?! ზურა ნინოსკენ წავიდა და გარტყმას უპირებდა როდესაც დადამ ხელი დაუჭირა.
-არ გაბედოთ ნინოსთვის გარტყმა ზურა ძია...
-მას უჭერ მხარს დადა?! ადამიანს რომელმაც შენი ძმა მოკლა, მან გადაუჭრა მანქანაზე მუხრუჭები, მისგამოაა, ჩემი ერთადერთი ვაჟი რომ მკვდარია დღეს, მისგამოაა, ნინო გედენიძე მკვლელია!
მისი სიტყვები გაორებულს მესმოდაა.... ძლივს აბლუკუნდი გაოგნებული.
-მე არავინ არ მომიკლავს, მითუმეტეს ალექსი, ბატონო ზურა რას ამბობთ?! რა ქონება, რა მუხრუჭები?!
-ამაზრზენი და ამორალური ქალი ხარ! მეზიზღები,ამას არასოდეს გაპატიებ!
-ზურა ძია გეყოფათ, ნინუცა მკვლელი არაა,რას კადრულობთ,მას ალექსი თავის თავზე მეტად უყვარდა! ვერ უყურებთ რა დღეშია გოგო?! რაღაც გაუგებრობაა, დასკვნებს წინასწარ ნუ გააკეთებთ, გთხოვთ!
-მტკიცებულებები მაქვს დადა! საოცარი მსახიობია! მას არავინ არ უყვარს, შურიიძიაა და ჩემი შილი ამიტომ მოკლა,თან სიმდიდრეც მოუნდა!
-ტყუილიაა,ტყუილიიი! ხმა ჩახლეჩილი ავკივლდი,ყველა დამუნჯებული იყო!
-არ გიჩივლებ, ციხის კედლებს იმისგამო არ გახეხიებ მხოლოდ, რომ ჩემ შვილს ყველაფერზე და ყველაზე მეტად უყვარდი, ბოლო სიტყვებიც კი ვიცი რა იქნებოდა?! „ნინო,მიყვარხარო“ ! ხვდები რა დონეზე უყვარდი,ხვდები?! ზურა მთელი ხმით მიყვიროდა.
არ გიჩივლებ,მაგრამ ერთს გეტყვი ამის მერე შენ ჩვენს სიახლოვეს არ დაგინახო, არ დაგინახო ჩემი შვილის საფლავს ან რაიმეს მიკარებული, ის ქონება რაც მიისაკუთრე დამიბრუნე და გზაზე არსად გადამეყარო, ამ ქვეყნიდან წადი თორემ, ალექსს ვფიცავარ, ჩემს მკვდარ შვილს, მოგკლავ ნინო,ისე მოგკლავ ხელი არ ამიკანკალდება! ცოდვას ნუ ჩამადენიებ, ჩემს შვილს უმადლოდე შენ სიცოცხლეს და თავისუფლებას, მძულხარ და გწყევლი, ბედნიერება და სიხარული არ გეღირსოს, ისე გამწარებულიყაბი, ღმერთს თავად თხოვდე სიკვდილს,მაგრამ არ გკლავდეს! მაინტერესებდა რამდენხანს იმსახიობებდი და გაცალე დატირება, თან ხალხშიც თავი არ მოგჭერი,ახლა კი აქედან გაეთრიე და აქ ამ ქვეყანაში არ დაგინახოს ჩემმათვალებმა! ზურამ ბოლო სიტყვები თქვა და ზურგი მაქცია.
მეგონა სიზმარში ვიყავი კოშმარულ სიზმარში!
ალექს, გთხოვ გაახილე თვალები, გემუდარები ყველას უთხარი სიმართლე! ყველა ინანებთ ამას,მაგრამ გვიანი იქნება!
არ მიმატოვო გთხოვ, ალექსს! უშენოდ მოვკვდები უშენობა და ეს ტყუილი მომკლავს, ვინ მოკლა ჩემი ქმარი ვინ?! ვკოხავდი და იატაკს ვკაწრავდი.
-აქედან გაიყვანეთ ეგ გოგო და ცოდვას ნუ ჩამადენიებთ! ზურას ხმა კვლავ გაისმა. ყველა დანარჩეი დუმდნენ....
დადამ და თემომ ხელი მომკიდეს,რათა გავეყვანე,ამაზე უფრო ავკივლდი. მიცვალებულისკენ გავიწიე და შეუმჩნევლად ბეჭედი და სამაჯური წავაძვრე ხელზე,ალექსს.
-მე ეს არ ჩამიდენიაა,არააა! ალექს,ჩემო ალექს ჩვენიი სიყვარული იმხელაა,რომ მარადისობაში დაიდებს ბინას! მიყვარხარ და მარადიულად მეყვარები,ვერ გავძლებ ისე, რომ შენ არ ჩამეხუტო, ვერაა, ვერ გავძლებ! არ მიმატოვო,გემუდარები,არაა,არ მიმატოვოოოო! უკვე კარში გავყავდი ბიჭებს, ბოლოჯერ რომ დავიკივლე და გავითიშე თან.
მე შენი გავხდი,მაგრამ შენ მაინც არ გახდი ჩემი,არაა!
მეყვარები მზის ამოსვლიდან მთვარის ჩასვლამდე,კიდევ ერთჯერ გპირდები ალექს!.....

***
არ ვიცი რა გამომივიდა,ძაალიან მძიმე იყო ემოციურად ეს თავი ჩემთვის დასაწერად.... ეს იყო ის რეალობა რასაც ვერ შევცვლით...ამბობენ მარადიული არაფერიაო,მაგრამ ვნახავთ რომ მათი სიყვარული მარადიულიი თუ არაა, საუკუნოვანია!
ვიცი ბევრს გული გეტკინათ, ბოდიში ჩემო შოკოლადებო, ძაალიან დიდი ბოდიში.
ხშირად ასეც ხდება,ადამიანი ტანჯვის ბედით რომ დაიბადება ამას ვერაფერი შეცვლის,ამბობენ ადამიანები საკუთარ ბედს თავად ჭედენო,მაგრამ ნინუცას და ალექს როგორც სხვა მრავალს არ გამოუჭედიათ თავის ბედი.... მჯერა რომ ბედი ზეცაში იწერება,უფლის მიერ და ვინც ამ ქვეყანაში ვერ ნახავს ბედნიერებას იქ ნახავს, სამოთხეში,იმქვეყნიურ ცხოვრებაში....
ჩემთვის პირადად ეს ქალი ნინუცას პროტოტიპი, რომელსაც ვიცნობდი, მეიდიალება, რადგან ტიტანიაა, მიხაარია რომ კიდევ რამდენიმე ქალს ვიცნობ ასეთ ძლიერს!...
უსამართლობებიც ბევრია ამ ქვეყნად, ყველაზე საშინელი კი ისააა საკუთარი ნაწილის, საყვარელი ადამიანის მკვლელობა რომ გეწერება და გერტყმება მარკა დაუკითხავად,გამოუძიებლად, „მკვლელის“... თუმცა ასეც ხდება....
ესაა ისტორია დიდი ტკივილის და სიყვარულის,ესრელური ცხოვრებაა,ძნელია დასაჯერებლად,მაგრამ მეც რომ არ მენახა ეს პირადად ვერც მე დავიჯერებდი. მიხარიხართ ყველას დიდი მაადლობა გვერდში დგომისთვის,და კიდევ ერთჯერ დიდი ბოდიში რომ ასე გატკინეთ...შეცდომებისთვის ბოდიში ვერ გადავხედე, გული საშინლად დამძიმებული მაქვს,კვლავ გამახსენდა ყველაფერი თავიდან......
მიყვარხართ შოკოლადებო და რა ვთქვა მეტი არ ვიცი,ალბად მე არა, მაგრამ გული გელით.... <3
ხშირად ასეც ხდებააა, თუმცა დრო გადის და რაღაც ლაგდება,ვინაიდან ღმერთი ბოლომდე არავის წირავს,რაღაც ახალი იწყება ყველაში და ყველაფერში, თუმცა ასეც ხდება......

პ.ს. პირველი ნაწილის დასასრული.
1-2 კვირიან ტაიმ-აუტს ავიღებ და მერე კვლავ განვაგრძობ წერას,ტკბილებოო!
გული არ გაიტეხოთ, რადგან დარწმუნებული ვარ დასასრული საბოლოო ჯამში ამ ისტორიის ძაალიან მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი Mariami

Au kargi ra,ra iyo axla es?? Ra karg xasiatze viyavi da guli damimdzima am tavma..

 


№2  offline წევრი Peoplefallformysmile

აუ კარგი რაა ><

 


№3  offline წევრი NARA

Jobda ar wamekitxa es tavi guli chamikla raaa:'(:'(

 


№4 სტუმარი lizazu

მე მაინც მგონია რომ რადგან სახეზე ვერ იცნო და მხოლოდ ბეჭდით გადაწყვიტეს რომ ალექსი იყო ცოცხალი იქნება. მაინც არ მინდა დავიჯერო რომ მათი სიყვარული ასე დასრულდა. იმედს ვიტოვებ რომ მეორე ნაწილში ჩემი ეჭვი გამართლდება.

 


№5  offline წევრი მარიამიიიი

ოღონდ არააა რაა გთხოვვ არ მოკლაა ალექსიიი :(

 


№6  offline წევრი kora

ბოდიში, მაგრამ ეს ის ერთადერთი ისტორიაა ამ საიტზე, რომლის წაკითხვაც ვინანე! ვნანობ ყოველ იმ დროს, რომელიც წინა 29 თავის წაკითხვას დავუთმე, ვნანობ ყოველ იმ ემოციას და მოლოდინს, რომლითაც ვუცდიდი ყოველ ახალ თავს. ეს იყო ყველაზე საშინელი რამ რაც კი წამიკითხავს. ამდენი ტკივილის მერე ასეთ დასასრულს არ ველოდი...
პ.ს. მაპატიე, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რა საჭიროა ისტორიის მეორე ნაწილი და რა ბედნიერ დასასრულზე შეიძლება იყოს საუბარი ამ ყველაფრის მერე, მართლა ვერ ვხვდები...
პ.ს.ს. ნუ მიწყენ პირდაპირობას
--------------------
kira.G

 


№7 სტუმარი Mariami

Chemi azrit gagrdzelebas mxolod mashin eqneba azri tu yvelafris miuxedavad nakashidze cocxali agmochndeba. Chemtvis ninucas orsulobac ki ar shecvlis arafers.ar minda es gogo am bichis gareshe da ra gavaketo??

 


№8 სტუმარი avadmyofi

თქვენ სიცხე ხომ არგაქვთ რა იყო ეს უაზრობა გახადე ეს მაგარი მოთხრობა თუ რაც არის... ეს სასიყვარულო საიტია და არა ფარსი და ტკივილის საიტი გამოასწორე ეს ისტორია როგორღაც და ან კლინიკური სიკვდილით ეძინოს ან რამე მოიფიქრე უაზრობაა მაგარი შენ ამით მკითხველს დაკარგავ გააცოცხლე ალექსი

 


№9  offline წევრი kora

Mariami
Chemi azrit gagrdzelebas mxolod mashin eqneba azri tu yvelafris miuxedavad nakashidze cocxali agmochndeba. Chemtvis ninucas orsulobac ki ar shecvlis arafers.ar minda es gogo am bichis gareshe da ra gavaketo??

გეთანხმები, შეიძლება სრულიად ბანალურად ჟღერს და ზღაპრის სიუჯეტს დაემსგავსოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი მოეორე ნაწილს თუ კი ეს ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა ამ ყველაფერს ცოცხალი, მითუფრო მისი სახის ამოცნობა შეუძლებელი იყოო. ეს ყველაფერი იმ გოგოს მოწყობილი მგონია, რომელმაც ქორწილის დღეს საძაგლობები უთხრა ნინუცას. ნინუცას ორსულობას ალექსის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელი იქნება...
--------------------
kira.G

 


№10 სტუმარი Teo...

Dzalian emociuri tavi iyo .neta ar wamekitxa saertod. Imedia martla gamoasworeb am istorias.

 


№11 სტუმარი lanu

Arc ki vici ra vtkva.martlac umdzimesi tavi iyo cremlebad davigvare.dzn ara udzlieresad damwyda guli alekze.amas ar imsaxurebda arc erti.dzalian vwuxvar da guli shemtkiva oriveze.dzlivs nagirsi bedbierebac ki daiperpla.mokled veli gagrdzelebas dzn ar daigviano gtxov.mainteresebs gagrdzeleba rogori ekneba.geli moutmenlad.shen ki shesanishnavi xar rom yvelaperi ase kargad gakvs gadmocemuli.mokled veli axal tavs

 


№12 სტუმარი Uhuu

Ar vici ra davceroo am gogos da aleqs bednierebaa egirsebaat? Aleqsii ar unda momkvdarikoo,magram roogrc tavad agnishnaav reauliri istoriaa da verafers shecvlii

 


№13  offline მოდერი zia-maria

მე კი არ მჯერავს ალექსის სიკვდილის.თამთამ შეპირდა ქორწილის დღეს არ გაგახარებო და აუსრულა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ალექსი დაბრუნდება და სიმართლე გაირკვევა.ნინუცას წინაშე კი ძალიან ბევრი დადგება თავდახრილი.ის ძლიერია,ძალიან ბევრი გადაიტანა და არც ამ ტკივილის გადატანა გაუჭირდება.გელოდებით საყვარელო.

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

kora
Mariami
Chemi azrit gagrdzelebas mxolod mashin eqneba azri tu yvelafris miuxedavad nakashidze cocxali agmochndeba. Chemtvis ninucas orsulobac ki ar shecvlis arafers.ar minda es gogo am bichis gareshe da ra gavaketo??

გეთანხმები, შეიძლება სრულიად ბანალურად ჟღერს და ზღაპრის სიუჯეტს დაემსგავსოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი მოეორე ნაწილს თუ კი ეს ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა ამ ყველაფერს ცოცხალი, მითუფრო მისი სახის ამოცნობა შეუძლებელი იყოო. ეს ყველაფერი იმ გოგოს მოწყობილი მგონია, რომელმაც ქორწილის დღეს საძაგლობები უთხრა ნინუცას. ნინუცას ორსულობას ალექსის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელი იქნება...

სრულიად გეთანხმებიი ვერ დავიჯერებ რომ ეს სიმარტლეაა ვიცი რომ ზგაპას გავს ძალიან მაგრამ ახლა ნაკაშიძე უნდა გაცოცხლდეს თორე ყველაერს აზრი დაეკარგება რომც არ იყოს ეს სინამდვილეეე ამდენი ადამიანი კიტხულობს და ეს ჩვენი ხათრით მაინც უნდა ქნას მე ასე ვპიქრობ no სხვაგვარად აზრი დაეკარგება ყველაფერს

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე ასეთ რამეს მართლა არ ველოდიი :X რას ერჩოდიი.. მოკლედ თუ გააგრძელებ იმედია ცოცხალი იქნება თორე ისე აზრი არ აქვს.. აუუ ისედაც საშინელ ხასიაძე ვიყავი და მთლად მოვიშხამეე :(( რას გვერჩოდიი :X

 


№16  offline წევრი Shorena Quqchishvili

ანუ არ დამთავრებულა ჯერ ხო? კარგია თორემ რაღაც არ მომწონდა დამნაშავე რომ არ გამოჩნდა. ველოდები მომდევნო თავს მოუთმენლად
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№17  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Vaimeee aleqsi ar unda mokvdees!!!!ragaca unda moifiqroo tore gavgijdebi

Tamtas xeli urevia am ambavshi da aleqsi cocxalia albat

 


№18  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი თავი იყო საშინლად ემოციური და დიდი ტკივილით სავსე.
ისე რადროს დასვენებაა ორი კვირა რა გაძლებს ისედაც სულ აგვიანებ. არგინდა რა ამდენი ხალხი გელოდებით .

 


№19 სტუმარი Mako

Magari iyo da male daicye meore nacili ra gtxov

 


№20 სტუმარი Tamtaa

Dzaan gtxiv axali nawili dade raaa ramdeni xaniaa vicdiii❤❤❤

 


№21 სტუმარი tamtaaa

gaagrdzeleraaaa

 


№22  offline წევრი TAKO23

კია მომწონ ძააააან

 


№23 სტუმარი Pachana

Amasobashi damaviwydeba wina tavebi da daisvenebt .. :D

Male dade raa .. movkvdi ukve imdenjel vnaxulob iqneb dadotqoo. <3

 


№24 სტუმარი etiko

imdebi emocia maq sityvit amis gadmocema sheudzlebelia... ubralod ninuca dzalian codvaa amdeni rame gamoiara da kide eseti sasshineli ram tu moxdeboda ver vipoqrebdi ..... da darwmunebuli var rom aleqsi cocxalia da es yvelaperi im gogos dadgmuli scenaa ... imazec ki ar vpiqrob rom is mkvdaria guli mivrdxnobs cocxali roa da male gamochndes ai ninucaa. codva da didi xani nu datanjav tan iqneb orsuladacaa ... da bolos simartlus garkvevisac becri adamiani mouxdis bodishi ninucad mat shoris aleqsandres mamac male dade axali tavi ise nu ozam kinagam ro damaviwye tavi

 


№25 სტუმარი mtvaro svani

vaime cudad var.kargi ra rato mokali aleqsi mteli cxovreba itanjeboda nino da ra iyo geclia ra.rogor matkine guli ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent