შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები (სრულიად)


7-05-2016, 14:54
ავტორი new yorker
ნანახია 22 775

საიტიდან წაშლილი ისტორიებიდან ერთ-ერთი.
------

* * *
-საბა, ტო?
-გუშინ, ღამით, იმ ახვარმა ქინქლაძემ.

* * *

ჭავჭავაძის გამზირზე სულ ნარევი საზოგადოება იყო
პროფესორები...
ექიმები...
ლექტორები...
მათი შვილები...
ზოგჯერ შვიშვილებიც კი...
სკვერები სულ სავსე იყო, ვერასდროს ვერ შეძლებდი სადმე განმარტოვებას და უბრალოდ ცოტა ხნით დასვენებას.
ისინი ყველაზე ხმაურიანები და გამორჩეულები იყვნენ.
ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და არც დაცალკავებულან.
სხვებსაც უნდოდათ მათიანობა, მაგრამ რაც იყვნენ ისიც საკმარისი იყო...

* * *
უნივერსიტეტში სულ აკითხავდა, მაგრამ კონკრეტულად მას არა. დადიოდა და ყველას ნახულობდა. 1-2 წლით უფროსი თუ იქნებოდა სხვებზე. სხვებმა რომ ჩააბარეს, ის უკვე ამთავრებდა. სულ დადიოდა. შავი რეინჯ-როვერით მოგრიალდებოდა და ძმაკაცებს წიხლით ტენიდა მანქანაში, მერე აიკლებდნენ მთელ ქუჩას და მალევე ქრებოდნენ. საღამოობით ყველა ერთად იკრიბებოდნენ რომელიმეს სახლში და თუ ყოველ დღე არ სვამდნენ და არ ლოთაობდნენ, საუბრობდნენ მაინც...

* * *
გვანცა-,,თემა“ ,,საქმე“.
ბიჭები რომ იტყოდნენ საქმეზე გავდივართ ან რაღაც მსგავსი, ყველამ ვიცოდით რომ გვანცასთან ადიოდნენ.
გვანცა რომ არ ყოლოდათ???
სხვა ეყოლებოდათ.
ალბათ მაკა, ან დეა, ან მაგდა, ან რავიცი.

* * *
არ მინდოდა ლონდონიდან ჩამოსვლა, მაგრამ მომიწია. მაგისტრატურას იმ წელს ვამთავრებდი და გამოცდები მქონდა, მაგრამ სულ რომ მაგისტრატურა გამბათილებოდა უნდა ჩამოვსულიყავი.
სახლი ძველებური იყო.
მხოლოდ ახალი ავეჯი და შპალერები შემატებოდა ჩემ ოთახს.
-დედა რა უქენი ჩემ ოთახს?
-მინდოდა...
-ხომ იცი არ მიყვარს ეს გადახალისებები. ყოველ 3 თვეში შეიძლება ყველაფერი არიო და დარიო?
-მეგონა გაგიხარდებოდა...
-მშვენივრად იცი რანაირი ხასიათიც მაქვს.
ოთახიდან აქვითინებული გავარდა და მისაღებში დივანზე დაჯდა. მივხვდი რომ არ უნდა მეყვირა, სულ რაღაც ნახევარი საათის ჩამოსული ვიყავი. მას ხომ მართლა ჩემი გახარება უნდოდა, მე კიდე რა ვქენი...
-ბოდიში რა დე
-ჩემი ბრალია ჩემი,
-კაი რაა, ბოდიში.
თანაც, მშობლები ჩემ სანახავად ჩამოვიდნენ თბილისში. იმ დღესვე მიფრინავდნენ მოსკოვში. მე კიდე ნერვებს ვუშლიდი.
მალე ნატა მოვიდა.
-ნატა, რა მაგრად ხარ. მოგიხდა უჩემობა.
-ოჰ, ქალბატონო, ვის რა ეუბნები, ისედაც რა ლამაზი იყავი და ეხლა...
ორივეს გაგვეცინა.
ნატა დეიდაჩემია. ჩემზე სულ რაღაც 4 წლითაა უფროსი, მაგრამ არ გვეტყობა. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ.
-როდის მიფრინავ მარიამ? -კითხა ნატამ დედაჩემს და ჩემ ოთახში დივანზე გაიპლაკა.
-3 საათში.
-ტიროდი? რა დღეში გაქვს თვალები.
-ჩამოსული არ არის ამანერვიულა უკვე შენმა დის შვილმა.
-მოიცა მარიამ, სამი საათის შემდეგ ტყავს გავაძრობ. იცის ხო აქ რო ვრჩები?
-ჩემი იდეა იყო ეგ, რო იცოდე დეიდა ნატო!
-მილიონჯერ გითხარი ნუ მეძახი ნატოს-თქო. -ბალიში მესროლა.
-ხედავ დედა ვისთან მტოვებ?
-ვაი ვაი, ერთმანეთზე უარესები ხართ.
დედასაც გაეცინა.
მერე მამაჩემი მოვიდა.
3 საათი ოჯახურ იდილიაში გავატარეთ და მერე ისინი წავიდნენ, მე და ნატა დავრჩით სახლში და მანაც ამდენი ხნის ნათმენი კითხვები ერთდროულად მომაყარა.
-ამ მიზეზისთვის ჩამოსვლას ნატუ, საერთოდ არ ჩამოვსულიყავი მერჩივნა.
-ხოო, მეც გავიგე ეგ ამბავი... პროსტა სახეზე ვერ გავიხსენე რომელია.
-როგორ ვერა გოგო, კაი ტიპი იყო, საბა ბორცვაძე. სახელი გვარით მაინც არ გეცნობა?
-არა.
კომოდიდან ალბომი ამოვიღე და ნატასთან ერთად იმ სურათის მოძებნა დავიწყე სადაც საბა იქნებოდა. ერთ სურათზე მოვკარი თვალი.
მე, საბა, თამთა, ქეთა, კიკნა და ანდრო ვიყავით.
ფერი მეცვალა, ნატამაც შემამჩნია.
მეგონა ამდენი ხნის შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა მასში.
არ ვიცი რატომ ან საიდან.
ალბათ მეგონა რომ სურათი გახუნდებოდა და ანდრო ისეთი აღარ იქნებოდა, მაგრამ რაც თვალი გადაეჩვია მის სახეს, ღიმილს და ხმას, ახლა უფრო დახვეწილი და უფრო სიმპათიური მეჩვენა.
მუქი levi’s ჯინსი ეცვა, ეს ხომ მისი სტილი იყო. მოკლესახელოებიანი ზედა, როგორც ყოველთვის. რაც არ უნდა სიცივე ყოფილიყო, მაინც თხლად ეცვა. ხელში სიგარეტის კოლოფი, ზუსტად მახსოვს parlament-ს ეწეოდა. ისიც მახსოვს Gucci ესხა.
საიდან მახსოვს?
ჰ-ჰ.
ნატამ ალბომი გამომართვა და წყნარად მკითხა
-ეს იყო საბა? -ანდრო არ შეიმჩნია, არადა მახსოვს რომ ვუთხარი... ჩემზე მეტად განიცადა...
-კი ეგ იყო. არ ვიცი იქ როგორ მივალ...
-უთხარი შენებს რო ჩამოხვედი?
-არა.
-არ აპირებ?
-როგორ არა უბრალოდ ჯერ დავლაგდე და საღამოს შევეხმიანები ყველას.
-ლიზ, რა მოხდა?
-არ ვიცი, მერე აგიხსნიო ასე მითხრა არეშიძემ.
-ეგ რომელია?
-ქეთა...

* * *
უნივერსიტეთან ვისხედით ანდრო რო თავისი რეინჯ-როვერით მოვიდა და რედ-ბულის მთლიანი შეკვრები მოიტანა. მერე თვალი მოავლო ყველას და ვიღაც რომ ვერ დაინახა იკითხა
-კიკნა სად არი?
-საქმეზეა.
ეს ის საქმეა-გვანცა.
-ფუ მაგის...
გაეცინა ანდროს და ბიჭებთან ერთად სკვერში მაგიდაზე ჩამოჯდა. გოგოები აქეთ ვიყავით.
ცოტა ხანი ვისხედით, მერე ავდექით და ნაზღაიძესთან წავედით. მანქანაში ისეთი ამბავი იყო ვის ვის თავზე ედო ფეხი ვერ გაარკვევდით.
-აუ კიდე კაი დაბურული მაქვს მინები, თორე რას იფიქრებენ.
-დაძარი მანქანა, ანდრო თორე თუ მოგივარდი...
-ამას უყურეთ რაა, რაო საბა ვბლატაობთ? მომივარდი აბა.
საბა მართლა ეცადა, მაგრამ იმდენი კაცი ეწვა თავზე ვერ მოახერხა. გოგოები თამთას მანქანით წავედით. ჩვენ უფრო თავისუფლად ვისხედით. ნუ მე ყოველშემთხვევაში არავინ არ მაწუხებდა, წინ ვიჯექი.
ნაზღაიძეს დიდი სახლი ქონდა ამიტომ ძირითადად მასთან ავდიოდით. უადგილობა მხოლოდ მასთან არ გვაწუხებდა. პრინციპში თავიდანვე ნაზღაიძესთან ავდიოდით ამიტომ სხვების სახლი არც მოგვისინჯავს.
ლიფტით რიგ-რიგობით ავდიოდით. ბოლოს მე და ანდრო დავრჩით.
შესვლისთანავე ყველა ღილაკს დააწვა და მე გამომხედა.
-ვიკატავებთ.
-გიჟი ხარ?
,,სტოპის“ ღილაკს გადავწვდი მაგრამ ხელი არ წამაკარებინა.
-ვიკატაოთ რაა.
-კაი რაა, თავ-ბრუ მეხვევა ლიფტში.
-მერე შენც დაეხვიე.
გაგვეცინა.
დაახლოებით 10 წუთი ველოდებოდით როდის დაამთავრებდა ლიფტი ყველა სართულზე გამოძახებას, საბოლოოდ ნაზღაიძის სართულზე რომ ავედით, ლიფტიდან ბარბაცით გამოვედი. ანდრო კვდებოდა სიცილით და თან ხელს მაშველებდა რომ მართლა არ გავგორებულიყავი.
-რა არი სასაცილო ანდრო?
-აუ არ გინდა კიდე ვიკატაოთ?
კარზე ზარი ძლივს დავრეკე და გათიშული ნაზღაიძე რომ დავინახე და მისი საწყალი თვალები მივხვდი რომ ჩვენმა მისვლამ მისი საყვარელი ძილი დააფრთხო.
-აუ ბოდიში ბექუნ რაა, გეძინა ხო?
-თან შენ არ იცი როგორ
-წავალთ თუ გინდა. -ანდრო ისევ ლიფტის ღილაკს მიაწვა
-სად მიდიხარ ძაან მაინტერესებს. -მე შიგნით შევედი, მერე ანდროც შემოვიდა და მალე სახლში იმდენი აღმოვჩნდით რომ პირველად ვიგრძენი თავი არაკომფორტულად ამ სახლში.
-სად იყავით? -მკითხა პატარა ბავშვივით აცეცებული თვალებით მაგდამ.
-ლიფტში.
-ამდენი ხანი?
-შტერი, ყველა ღილაკს მიაწვა და დავკატაობდით ზემოთ-ქვემოთ.
რაღაცაზე ვლაპარაკობდით კარში რო ანდრომ შემოყო თავი და თვალებმოჭუტულმა თქვა
-ვიცი რო ჩემზე ჭორაობდით, მაგრამ ცოტა ხანი შეისვენეთ და ყავა მოგვიდუღეთ რაა.
მე და ქეთა ავდექით და სამზარეულოში გავედით. გოგოები იქით იყვნენ.
-ლიზ, დღეს იცი რა წავიკითხე ბლოგზე?
-უეჭველი ისევ ჩვენ სასტავზე რამე ხო?
-ხო გოგო, არა მგონია ჭავჭავაძელებისთვის ამდენი ბრილიანტის მოვლა ადვილი იყოსო.
-რატომო ვითომ?
-გოგო ხო იცი ჯავახიშვილის სტუდენტები რო გვეტენებიან?!
-არაა
-არა?! ჰააჰ, რა მაგარი უნდა მოგიყვე, ერთი გოგოა რაა მანდ, თამუნა თუ ვიღაც და რაღაცებს მებოდიალება, უეჭველი რო მიხვდები რაა რას ცდილობს ეგეთი პონტია.
-აუ რა, ყველამ საკუთარ სამეგობროს მიხედოს, ხო იციან რო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
-ყველა არ მოდის ბავშვობიდან ლიზ.
-ნუ ძირითადები ხო მაინც?!
-ისე შენ და ანდრო... რას შვრებით?
-გაიგებ მაგისას რამეს?
-ხო ისე ძაან ,,დასტოინი“ ტიპი კია.
-არადა ვაფშე არ ეტყობა.
-მმ, დღეს რა მაგარ ვიდზეაა... არ გეწყინოს ლიზ, მაგრამ შენი თაყვანისმცემლებიდან ერთადერთია ვიზეც დაფიქრდები გოგო ჯობია თუ ბიჭიო. -გაიცინა ქეთამ და წვენი მოსვა.
-ყავა ადუღდება და ფრთხილად იყავი. -ვეცადე თემა შემეცვალა და გვერდი ამევლო ამ საკითხისთვის...

* * *
საბა და თამთა ისეთ პონტში იყვნენ.
ვერ აგიხსნით რა.
ხელი არ ქონდათ მოწერილი თორე ისე ერთად ცხოვრობდნენ. რაღაცნაირი ტიპები იყვნენ, ერთნაირები.
საბა ისეთი ჭკუამხიარული და გულუბრყვილო იყო რო ხანდახან ეჭვიანობისგან ტიროდა კიდეც და ამაზე მთელი სასტავი ეღადავებოდა.
(ვახო კილასონია)
აუ ეგ წყვილი, მაგრად მევასებოდა...
მაგრამ ჩვენში დარჩეს და მაგათ ლიზა და ანდრო ჯობდნენ. იმათი ხო გაიასნებული იყო და მორჩა.
ესენი... ესენი რას შვრებოდნენ ვერ გაიგებდი, ერთ დღეს რომ ეთქვა რომელიმეს შეყვარებული მყავსო არც ერთს არ გაუკვირდებოდა და ვაფშე პიკი ის არი რო ისევ ისე გააგრძელებდნენ ურთიერთობას.
ლიზა, ტო?
ლიზა მაგარი გოგო იყო. აი ისეთი რაა, ულამაზესი, უჭკვიანესი, უგრძესი. იმიტომაც ევასებოდა ანდროს, მარა ბაზარი არ არი ანდროს უფრო თავისებურად ევასებოდა და იმიტომაც იყო სხვანარიად.
აბა ანდრო? ჩემი?
აუ ეგ როჟა იყო? ვაფშე ძაან ძაან ძმა. მახსოვს ერთხელ რეინჯ-როვერი ყავდა და მერე...
(ენა დაება)
აუ არ უნდა გამეხსენებინა...
კაროჩე...
ისეთ პონტში რა...
მოკლედ მერე ლექსუსი იყიდა და ეგ იყო რა...
ბოდიში ანდრუშ, არ უნდა გამეხსენებინა.
აი ეგრე ჩაწერეთ მაგ თქვენ წიგნში თუ სტატიაში თუ როგორც არის.
წამომცდა ანდრუშ. ან ვაფშე ამოჭერით. აუ ხო რაა, ამოჭერით. (იღიმის.)
საბაზე ვლაპარაკობდი ხო? (და მერე გააგრძელა დაუსრულებლად)
(კიკნა)

საბა მაგარი კაცი იყო.
ენა ქონდა?! ჩემ მტერს.
გულიანი, ერთგული, აი ჯიგარიო რო იტყვიან, ისეთი.
ძმაკაცობა იცოდა ძაან მაგარი, რა უნდა გეთხოვა პროსტა რო ეგ არ დაგხმარებოდა.
არ ვიცი რა ვთქვა, მაგრად გვიყვარდა ყველას.
ვიცი რო იქაც მაგრად იცხოვრებს.
(დავითი ,,ბერი“ იაკობაძე)

საბა მაგრად მიყვარდა.
ყველასთან მაგრად ვიყავი მაგრამ რამდენიმესთან განსაკუთრებით.
საბა ძმასავით მყავდა.
მახსოვს პირველად როგორ მთხოვა, უნივერსიტეტში პრობლემები მაქვს და ვუთხარი ჩემ ძმას მოვიყვან და გამომყევიო. (ნესტოები ებერება და თვალებს ფანჯრებისკენ ატრიალებს)
მაგარი კაცი იყო....
მაგას თამთა უყვარდა? ზოგს საკუთარი ცოლი არ უყვარს ეგრე, პრინციპში ცოლი იყო თამთა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად იყვნენ რა.
(ჩვენ ვუსმევთ კითხვებს)
აუ ვაფშე რეებს მეკითხებით, ტო
ძმის კუბოს ხელი უნდა მოვკიდო და კურიოზი გავიხსენო?
შემეშვით, მეტირება ვიყო.
(ბექა ნაზღაიძე.)

აუ ეხლა (იღიმის) საბამ რო იცოდეს რეებს გვეკითხებით გაცოცხლდება და ყველას გაგინებთ.
მის მშობლებთან არ მიხვიდეთ თუ არ გინდათ რო წიხლებით შეგდგნენ.
ა ხო, საბაზე მოვყვე?
რა წიგნია ვაფშე, რატო მეკითხებით.
რამე სირობა რო იყოს, ტირაჟს დაგიბლოკავთ საბას გეფიცებით.
საბა?!
საბა ისეთი ბიჭი იყო ახლა რო ხშირად მის სულს დავიფიცებთ.
(ვატო ამაღლობელი)
-საბაზე გვეტყვით რამეს?
-თქვენ შიგ ხო არ გაქვთ? ბექა გაიყვანე ესენი აქედან!
(ანდრო მაღლაკელიძე)
საბა ყველას გვიყვარდა. (სალომე ნაგერვაძე)
ვერ ვხვდები რა უნდა გიპასუხოთ (ქეთა არეშიძე)
მოდით, ჩემით დაასრულეთ და თამთასთან არ მიხვიდეთ (მაგდა მაისურაძე)
გაწიე ეგ დიგტოფონი თორე ნერვები მომეშლება და გავაფრენ. (ნათია მაისურაძე)
ჩაასვენებინეთ ბიჭი მშვიდად საფლავში, შეეშვით (ჭირისუფალი)
საბა ყველაფერი იყო. (თამთა სიხარულიძე)
გაგიმართლათ რომ მშვიდად გიპასუხათ,
რავიცი, როგორ შეიძლება ილაპარაკო ადამიანზე...
მე არ შემიძლია. (ლიზა დევდარიანი)


* * *
მეორე კურსზე ვიყავით, თავი ყველაზე დიდები გვეგონა. ისე შემოგველია ხელში სკოლა და ახლა უკვე ნელ-ნელა უნივერსიტეტიც რომ ხანდახან მომხდარ ამბებსაც ვეღარ ვიხსენებდით.
* * *
-ლიზ, მოდიხარ ნაზღაიძესთან?
-რაღაც ვერ ვარ კარგად.
-ეე, გაუტყდება, დაბადების დღე აქვს.
-ვაიმე, სულ დამავიწყდა.
-გამოგივლი და ჩამო მალე.
-არ ამაწრიალო
-თუ მალე იზამ არა.
გაგვეცინა. ყურმილი დავუკიდე და ვეცადე სწრაფად ჩამეცვა, თავის ტკივილის წამალი დავლიე და ქვემოთ ჩავედი. ანდრო უკვე მოსული იყო. მანქანაში ჩავჯექი და გადავკოცნე.
-რას შვრები?
-საჭეს ვმართავ და ვეწევი, შენ?
-გიყურებ. -ამაზე ისე გამომხედა, გავწითლდი, არადა არ ვიცოდით ხოლმე ასე.
-კარგ ხასიათზე ხარ...
-ნატა გადმოვიდა ჩემთან, ჩემები წავიდნენ.
-ანუ?
-ხო ხო...
-პრობლემა აღარ შეგექმნება?
-ნუ ეხლა 24 საათიან გრაფიკს ნუ გამიმწესებ.
-ეგ მე ვიცი.
ნაზღაიძესთან ისეთი ამბავი იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. მე გოგოებთან ერთად შევედი ოთახში, ბიჭები ისეთ დღეში იყვნენ ნასვამებიც აღარ ერქვათ. გალეშილები ეყარნენ ძირს და კიდევ ისხამდნენ პირში. კუჭში უადგილობის გამო კი ყველაფერი ტანსაცმელზე ეღვრებოდათ და ტანსაცმელიც ადვილად ისრუტავდა ყოველ წვეთს.
-ლიიზ, რა ლამაზი ხარ!
-მადლობა მაგდ, შენც.
-აუ ეხლა ვხვდები იმ ბლოგზე რატო წერენ ჩვენზე ისეთ რაღაცებს. მართლა მეშინია ეხლა რო ვიღაცამ არ... -უნდა დაესრულებინა ქეთას ოთახში ანდრო რო შემოვიდა.
-გოგოებო, სახლებში უნდა დაგტოვოთ.
-რატო?
ანდრომ კბილებით ტუჩზე იკვნიტა, მაგრამ მაინც ვერ მოიფიქრა სწრაფად ტყუილი, ამიტომ აღიარა და თვალის ჩაკვრით გვითხრა
-მოსაწევი გაიჩითა...
გოგოები მაშინვე წამოდგნენ, მეც ავდექი და ქვემოთ ჩავედით, ანდრო საჭესთან დაჯდა. ზოგი თამთამ წაიყვანა, ზოგიც ანდრომ. ბოლოს მე მტოვებდა და სახლთან რომ მივედით, სანამ გადავიდოდი მომიბრუნდა
-აუ, ცუდად იყავი და ძალით წამოგიყვანე და ნახევარ საათში უკან გაბრუნებ, ძაან ცუდი ბიჭი ვარ ხო?
გამეღიმა.
-არა, არ ხარ ძაან ცუდი ბიჭი. არ გამოშტერდე რაა.
ქვემოდან ამომხედა, მერე შუბლზე მაკოცა და მანქანიდან რომ გადმოვედი, წავიდა.
მერე ნატას მოვუყევი ყველაფერი, ისიც მისმენდა და შიგადაშიგ იღიმოდა.
-მე რო დედაშენი ვყოფილიყავი...
-აუ არც მინდა წარმოდგენა, ყველაზე მაგარი დედა-შვილი ვიქნებოდით ვაფშე.
-აუ არადა მარიამიც ჩემნაირი იყო ჩემ ასაკში.
-ხოდა იმიტომაცაა ეხლა ესეთი უხასიათო და თან დედაჩემი.
-კიდე კაი დეიდაშენი ვარ.
-აუ ნატ, იცი რა საყვარელია?! მაგრამ ხანდახან ძაან მაბრაზებს. -საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე.
-კარგად ხარ ლიზ? პირველად მესმის ანდროზე ასეთი სიტყვები შენგან.
-ხო ეტყობა, არ ვარ კარგად.
გაგვეცინა.
მე ჩამეძინა, ეტყობა გამაყუჩებელმა ძალიან მომთენთა.
ზარმა გამაღვიძა.
ნაზღაიძე იყო.
-ხო ბექა
-აუ შენ რა თაგვი მყავხარ რაა, ისე მოხვედი და ისე წახვედი რო დაბადების დღე არ მომილოცე.
-ისე იყავი ნასვამი რო აღარც გახსოვს ხედავ?!
-არ ვიყავი ეგეთი ნასვამი.
-არა მე ვწურავდი მაისურს და ისე ვისხამდი არაყს პირში.
-მართლა ეგრე ვშვრებოდი? კიკნა დამემართა უეჭველი.
-ხო ხოო
-შენ კიდე წევხარ?
მაჯის საათს დავხედე, დილიც 7იყო საათი.
-კიდე? 7ია ჯერ საათი.
-ადე ვირბინოთ.
-გიჟი ხარ? მეძინება.
-მიდი მიდი, იპოდრომზე ვიქნებით ყველა. გამოდი.
-კი აბა რას ვიზამ.
-15 წთში დაგირეკავ ისევ და გაგაღვიძებ.
მობილური გათიშა და დაპირებისამებრ 15წთში ისევ დარეკა.
მოვატყუე მალე მოვალ-თქო.
მერე ნახევარ საათში რომ დამირეკა ვუთხარი ვსო 15 წუთში მანდ ვარ-მეთქი. მერე ეტყობა დავავავიწყდი და ისევ ნახევარ საათში დამირეკა. მერე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი და რა იპოდრომი, ეგრევე ლექციაზე შევედი.
ლექციები რომ დამთავრდა და სკვერთან მივედი ბექა მწარე პირობის დადებით დამემუქრა და ერთხელ კიდე თუ გაიმეორებ მსგავს რამეს თემიდან მოგკვეთთო დამპირდა. მერე გათიშულ გოგოებს რომ შევხედე, მივხვდი სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
-იცი რამდენი გვარბენინა? -ქეთას თამთას მუხლებზე ედო თავი და ძლივს ახელდა თვალებს.
-გაგვთიშა. -არც დანარჩენები იყვნენ უკეთეს დღეში.
ბიჭებიც დაღლილები იყვნენ. მე მეცინებოდა, ასეთებს რომ ვხედავდი.
სახლში რომ მივედი ნატა სალათს აკეთებდა.
დივანზე წამოვწექი და ფლეიერი გავიჩხირე ყურებში.
-ქალბატონო! -ისე დაიყვირა ნატამ მაინც გავიგონე
-რა იყო ნატა?
-გეგეშიძე გუკა იყო მოსული? -ამ სახელის ხსენებაზე წამოვხტი და ნატასთან ახლოს მივედი.
-მერე?
-ლეკვი მოგიყვანა, შემოსასვლელშია ყუთში.
თვალები შუბლზე ამივიდა. შემოსასვლელში მართლა იყო ყუთი და შიგნით მართლა იყო ძაღლი.
პატარა...
თეთრი...
ფუმფულა...
კოკესპანიელი...
ამოვიყვანე და მივიხუტე...
-რაო რა გითხრა?
-არაფერი, ისე ნერვიულობდა ვერაფერი ვერ მითხრა, ყუთი შემომაჩეჩა და წავიდა.
-ჩემთვის არაფერი არ უთქვამს მაგას. არასდროს არ შეუმჩნევია...
მობილური ავიღე და გადავრეკე.
-გამარჯობა გუკა...ხო მე ვარ... იცი?.. ეს ძაღლი... უი მართლა?.. ვაიმე... კარგი... ბოდიში...
გამეცინა. ყურმილი გავუთიშე და ნატას მივუტრიალდი
-შენია ეს ლეკვი.
ნატას ხელიდან ჩანგალი გაუვარდა და გაწითლდა
-ჩემი?
-ხო ხო შენი, შენი თაყვანისმცემელი ყოფილა და არა ჩემი.
ნატა ანერვიულდა და ლეკვი ხელებიდან გამომგლიჯა, მე ისევ წამოვწექი და მალე ჩამეძინა კიდეც... საღამო იყო ნატამ რომ გამაღვიძა გასკდა შენი ტელეფონი იმდენი ხანი რეკავსო, ძლივს ამოვიღე ხმა
-ხო ანდრუშ
-გეძინა?
-კი
-ჩამო რა გნახავ ცოტა ხანი
-აუ ხვალ იყოს რაა
-ეხლა რაა
-აუ მეძინება
-ლიზა!!
-კაი კაი დამაცადე.
ძლივს ავიზლაზნე, წყალი შევისხი სახეზე რომ გამოვფხიზლებულიყავი და ქვემოთ ჩავედი. ანდროს ჩავეხუტე და კინაღამ დამეძინა
-კიდე გეძინება გოგო?
-აუ ძაან დაღლილი ვარ...
-რას მიკეთებდი?
ხმა არ ამომიღია, მართლა გავითიშე, მერე ისევ მან გამომაფხიზლა.
-წამო წავიდეთ რაა!
-გეხვეწები დღეს არა რა
-რატო?
-ხო ხედავ მძინავს
-არც ბექასთან არ გავიდეთ?
-არა რა.
-მარტო გამიშვებ?
თავი ავიღე და თვალებში შევხედე, გაეღიმა და შუბლზე მაკოცა
-კაი ადი დაიძინე.
-დამირეკე მერე.
ძლივს ავედი სახლში, ისევ დავწექი და დავიძინე.
მთელი ღამე გადაბმულად მეძინა, ღამის 5 საათზე ზარმა რომ გამომაფხიზლა
-ლიზ
-ხო ანდრო
-გამომხედე რა აივნიდან.
-ეზოში ხარ?
-კი.
ავდექი და აივნიდან გავიხედე. იდგა მანქანის სახურავზე და მიყურებდა. გამეღიმა. ქვემოთ ჩავედი და ცოტა ხანი ვილაპარაკეთ... მერე მითხრა ხვალ მთაწმინდაზე ავიდეთ ვატოს სახლშიო და წავიდა...

* * *
მშობლები წასვლიდან ყოველ 1 საათში მირეკავდნენ. ჯერ მე მიკლებდნენ, მერე ნატას, მერე ცოტა რითმულად რეკავდნენ, დღეში ორჯერ დედა, ორჯერ მამა.
უნივერსიტეტში მივდიოდი. მაგვიანდებოდა მოსახვევში რო ანდრო წამომეწია მანქანით
-ჩაჯექი ლიზ!
-ძაან გამიხარდა ეხლა შენი დანახვა.
რაღაც არ ჩანდა ხასიათზე და მართალიც აღმოვჩნდი. როგორც კი მანქანაშ ჩავჯექი სიგარეტს მოუკიდა და თითები საჭეზე ნერვიულად აათამაშა, მერე ერთხელ გამომხედა და ისევ გაატრიალა თავი
-მოხდა რამე ანდრო?
-არა არაფერი.
-სად მიდიხარ ესე ადრე?
-ბიჭებთან ერთად გავდივარ სადღაც
-სად?
-სადღაც.
უნივერსიტეთან რომ მივედით, ერთხელ მაკოცა და მითხრა მე თვითონ შეგეხმიანებიო. ასე ხშირად იცოდა, მაგრამ არც ერთი ბიჭი რომ არ გამოჩენილა ჩემიანი უნივერსიტეტში ამაზე ცოტა ავნერვიულდი. გოგოებთან ერთად ჩემთან მივდიოდი ანდრო რო მირეკავდა
-ხო ანდრუშ
-ლიზა, შენ ხარ?
-დიახ, ვინ ბრძანდებით?
-8 ბიჭი მოიყვანეს დაჭრილი და ნაცემი იაშვილში, იცნობთ ამ ნომრის პატრონს.
ხმა ვერ ამოვიღე, ყურმილი დავკიდე და თამთას ვუთხარი იაშვილში წადი-მეთქი. საავადმყოფოში ისე შევცვივდით ყველა ჩვენ გვიყურებდა. საბედნიეროდ სერიოზული არაფერი ჭირდათ ამიტომ პალატაში შეგვიშვეს და მაშინვე ანდროსთან მივვარდი
-ანდრო!
-შენ აქ საიდან ლიზ?! -არ ესიამოვნა ჩემი ნახვა. -ე ნუ ტირი რა, გეხვეწები არ იტირო. აუ ლიზ, კაი რა, ეგეთი მახინჯი ვარ? უარესადაც ვყოფილვარ არ იტირო.
-ვის ეჩხუბეთ?..
-ჯავახიშვილელებს დავახურეთ თავზე ტაშტები.
სიმწრისგან გამეცინა.
-ნორმალურები ხაართ?
-არ გვეტყობა? ეგეთი ბანძები კი არ ვართ, ისინი ტრავამტოლოგიურში არიან გაფენილები. არა ბექუშ?
-ბაზარი არ არი, ეგრე იყო, პროსტა იმ ნაბი*ვარმა ნეკნი ჩამილეწა.
-ზატო მე ფეხი მოვტეხე.
მერე ისეთები მოყვნენ პირი ღია დამრჩა, თან იცინოდნენ, ნეტა რა იყო სასაცილო.
-პოლიცია მოვიდა?
-ნახე ბექუშ რა მკითხა? ძაღლებიო?
-არ გცხვენია ლიზ? ძაღლებს ოღონდ ძვალი მიეცი და... -მერე ისევ ისტერიული სიცილი აუტყდათ, მერე ექიმმა ძალით გაგვიყვანა, არ შეიძლება ამდენი ხანი აქ ყოფნაო. მაინც არ წავსულვართ სახლში. იქ ვიყავით და ველოდებოდით, მაგრამ აშკარა იყო გამოწერას ჯერ არ აპირებდნენ. მერე ანდროს ბიძა მოვიდა დიმა.
თავიდან გაცოფებული იყო, მაგრამ პალატიდან რომ გამოვიდა ისიც კვდებოდა სიცილით და ძაან ცუდია გვერდით რო არ ვუწევარო.
მივხვდი რომ არ იყვნენ დალაგებულები. მთელი ჯიშით და მოდგმით. მერე ბიჭების დაჟინებით დიმამ სახლში წაგვიყვანა, გოგოები ჩემთან დარჩნენ.
თამთა ნერვიულობდა.
პირველად ვათევ საბას გარეშე 1 წლის განმავლობაში ღამესო.
რაღაცები გავიხსენეთ და ბევრი ვიცინეთ.
მეორე დღესაც საავადმყოფოში იწვნენ.
-არ მიხდება ხო ლიზ ბინტები?
-აუ საშინლად.
-არაუშავს, მომხსნიან მალე.
მთელი საღამო გოგოები ისევ ერთად ვიყავით. გვიან ნაზღაიძემ დამირეკა
-გამოჩერჩეტდი აივანზე.
ყველა ერთად გავედით და სიცილი აგვიტყდა. ჩვენი ბიჭები დაბინტულები იდგნენ ყინვაში შორტებით მანქანაზე მიყუდებულები სიგარეტს ეწეოდნენ.
-აუ შეხედე რას გვანან რაა.
მათაც ეცინებოდათ. ასეთი სასაცილოები არასდროს არ ყოფილან. ნატაც გამოვიდა. სურათები გადაუღო და თვითონაც ბევრი იცინა.
-გამოიქეცით ბიჭებო?
-პირობითით გამოგვიშვეს. -ნაზღაიძე სიცილისგან იჭაჭებოდა და თან გვერდებზე ხელს იკიდებდა რომ უარესად არ გამხდარიყო.

* * *
-აუ ლიზ ეს სურათი გახსოვს?
-აბა რომელი? -სურათზე დაბინტული ბიჭები იყვნენ... ანდრო ჩაკეცილი იცინოდა, ნაზღაიძე ოთხად იყო მოკეცილი. საბას ცალი ხელი გიფსში ქონდა. ვატოს თავი ქონდა შეხვეული. ბერს მუხლი, კიკნას შუბლზე ედო ნაკერები. ვახოს კიდე ხელები შეხვეული და მარჯვენა იდაყვი გადატყავებული.
თვალები ამეცრემლა, დღემდე არ ვიცოდი რატომ იყვნენ ისეთ დღეში ბიჭები, რატომ ეჩხუბეს ჯავახიშვილელებს და რაზე ჭორაობდა მთელი თვე თბილისი.
-გახსოვს რა სასაცილოები იყვნენ? ანდრო... -მერე გაჩერდა და ალბომის თვალიერება განაგრძო...

* * *
მთაწმინდაზე ვიყავით ვატოს სახლში... გოგოები აივანზე ვიყავით და სიგარეტს ვეწეოდით. ანდრომ მანიშნა ცოტა ხნით გამოდიო და მეც გავედი.
ხელი გადამხვია და ეზოში ჩავედით.
-ლაშამ დამირეკა!..
-მერე?
-ჩამოდი ცოტა ხნითო.
-მიდიხარ?
-არ ვიცი...
-50 50ზეა?
-არა.
-ანუ მიდიხარ, მალე ჩამოხვალ?
-რო ვეღარ ჩამოვიდე?
-გინდა რომ მეწყინოს ხო?
მიმიხუტა.
-მართლა რომ ვეღარ ჩამოვიდე?
-ჩამოხვალ.
-რა იცი?
-ჩვენ გარეშე ვერ გაძლებ.
-თქვენ გარეშე? შენ გაძლებ ჩემ გარეშე?
ხმა არ ამომიღია.
-გაძლებ?
-არ წახვიდე
-მაშინ მალე ჩამოვალ.
-რამდენ ხანში?
-2 კვირაში.
-ეგ მალეა?
-1 კვირაში.
-კარგი.
შუბლზე მაკოცა, ისევ ჩამეხუტა და სახლში შევედით. 1 კვირა დიდი შუალედი არ იყო, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა ის 7 დღე როცა მის სისულელეებს ვერ ვუყურებდი.
მესამე დღეს გავაცილეთ დიმა და ანდრო კიევში ბავშვებმა. იქედან ეგრევე ნაზღაიძესთან წავედით. გვიან კიკნამ მიმიყვანა სახლში მანქანიდან გადავდიოდი სადარბაზოდან რო ბახტაძე გამოვარდა.
ჩემი კურსელი იყო.
კიკნა წასვლას აპირებდა მაგრამ ძრავა გამორთო და მინა ჩამოწია.
-გამარჯობა გეგა.
გადამკოცნა და უცებ კიკნას გახედა, მეც შევბრუნდი და კიკნას თვალი ჩავუკარი, კიკნა მანქანიდან გადმოვიდა და სიგარეტს მოუკიდა. ახლოს არ მოსულა.
-რას შვრები ლიზა?
-არაფერს, სახლში ავდივარ.
-ეხლა ვიყავი ნიასთან, შენი მეზობელი როა, ჩვენი კურსელი. კვირას ეზაძეს აქვს დაბადების დღე, ზურას და დაპატიჟებულები ხართ, შენც, ნიაც, მაგდაც, ნათიაც, ქეთაც, სალომეც და თამთაც. ეტყვი ხო?
-კი ვეტყვი.
-უეჭველი მოხვალთ ხო?
-სავარაუდოდ კი.
-იცოდეთ უეჭველი, ეწყინება ზურას. ადგილს მერე გეტყვით ზუსტად.
-კაი ვეცდები.
დამემშვიდობა და კიკნა რო ჩემკენ მოდიოდა მხარი გაკრასავით მაგრამ კიკნამ არ შეიმჩნია.
ალბათ მე რო იქ ვიყავი მაგიტო.
-რა უნდოდა?
-ჩვენი კურსელი როა ეზაძე, მაგის დაბადების დღე ყოფილა კვირას და გოგოები დაგვპატიჟა.
-ყველა?
-ხო.
-და მიდიხართ?
-კურსელია არ წავიდეთ?
გამეცინა, მაგრამ კიკნას არც კი გაღიმებია.
დამემშვიდობა და წავიდა.
სახლში რომ ავედი ცოტა ხანში უცხო ნომერმა დამირეკა, მივხვდი რო ანდრო იყო და გული ამიჩქარდა.
-ხო ანდრო
-ჩავფრინდი.
-კარგად იფრინე?
-იფფ, მშვენიერი ჰაერი იყო აეროპორტში.
-მშვენიერი ჰაერი იქნება...
-ეხლა უეჭველი გაწითლდებოდი...
მართლა გავწითლდი.
ცოტა ხანი მელაპარაკა და მერე ყურმილი დამიკიდა.
იმ დღეს პარასკევი იყო.
მეორე პარასკევამდე ანდროს ვერ ვნახავდი. ჩემთვის კარგი გამოცდა იქნებოდა.

მეორე დღეს გოგოები რო ვნახე, ვუთხარი ასე გუშინ ბახტაძე მოვიდა და დაგვპატიჟეს მეთქი და გაუხარდათ რამდენი ხანია კაი სიტუაციაში არ ვყოფილვართო. საბამ მაშინვე გაინაღდა წამოსვლა და ბიჭებიც ცოტა დამშვიდნენ. მაინც არ მოეწონათ სხვებთან ერთად რომ ვაპირებდით წასვლას.

კვირას დილით ნაზღაიძესთან გავედით, ანდროს ელაპარაკებოდნენ სკაიპში. არ ვიცოდი.
კიკნას გავძახე საღამოს შენ ხო მომაკითხავ-მეთქი და კი აბა რას ვიზამ, როგორც კი სახლში მოგინდება ეგრევე დამირეკეო.
მერე როგორც ჩანს ანდრომ კითხა სად მიდიანო,
ბიჭებმაც უთხრეს კურსელის დაბადების დღეზეო.
გოგოები ვლაპარაკობდით, მობილურზე რომ ანდრომ დამირეკა.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ხო ჭკვიანად იქნები?
გამეღიმა.
-კი, აუცილებლად.
-აუ არ მანერვიულო რაა.
-არ განერვიულებ, ჭკვიანად ვიქნები.
-მე რო მანდ ვიყო ბაზარი არ არი მაგრამ, ბევრი არ დალიო და ეცადე არ მოწიო იმათთან კაი?
ისევ გამეღიმა
-თორე?
-თორე აღარ ჩამოვალ აქედან.
-ჩამოხვალ, ვიცი.
-ნუ მაბრაზებ.
-კაი, კაი არც დავლევ და არც მოვწევ, არც შევჭამ და ვაფშე ძაან მუდოდ ვიჯდები, კაი?
უკვე მეცინებოდა
-კაი რა ლიზ, მე რო განერვიულო კაი იქნება?
-კაი არ ინერვიულო, კიკნა მიმიყვანს და მომაკითხავს.
-მარტო შენზე არა, ყველაზე ვნერვიულობ.
-უფრო უფრო?
-გკოცნი, ჭკვიანად.
ყურმილი დაკიდა. კაი ხანი გაღიმებული ვიყავი.
-რაო დევდარიანი, მოგიხაზა მაღლაკელიძემ?
-არეშიძე!!! მოგეხაზება თუ გადავრეკე ეხლა ეზაძესთან.
ეზაძეს პირველი კურსიდან მოწონდა არეშიძე, მაგრამ ქეთა სულ თავს იკავებდა.
მივხვდი ანდრომ რატომ ინერვიულა. ვითომ არც მე და არც ის არაფერს არ ვიმჩნევდით,მაგრამ ყველამ კარგად იცოდა ბახტაძე რო გიჟდებოდა ჩემზე. კიკნასაც იმიტო აელეწა სახე. ანდროც იმიტო განერვიულდა.
მე მეკიდა.
ვიცოდი ჩემი თავდაჭერილობის ამბავი.
რა ამაცანცარებდა ამხელა გოგოს.

მშვიდად მიმიყვანა კიკნამ რესტორანში და მთხოვა ნუ დამაჩეხინებ მთელ შენ კურსს ჭკვიანად იყავიო. მანქანიდან გადავედი და კიბესთან ბახტაძე შემეფეთა, მივულოცე და ხელკავი გამაკეთებინა. არ მინდოდა მაგრამ ქაჯივით ხომ არ მოვიქცეოდი.
ვიცოდი კიკნა როგორ სახეს მიიღებდა მანქანაში და გამეცინა. შევედით თუ არა საბას გვერდით დავჯექი და ვთხოვე რამდენიმე ცეკვა მე მეცეკვე-მეთქი. თამთამ მიჩურჩულა ისედაც მაგას აპირებდა, შენ სანამ გათვალე ამათ უკვე გაშიფრული ქონდათო.
ისეც იყო. ბახტაძე არ გამკარებია.
ეზაძემ იმდენი ქნა არეშიძე საბოლოოდ აყვირა ახლა ისე ნუ იზამ რო აქედან გავიქცეო.

ძალიან რომ დავიღალე კიკნას მივწერე მომაკითხე-თქო და 5 წუთი არ იყო გასული იქვე გაჩნდა. ეზაძეს დავემშვიდობე და გარეთ გავდიოდი ბახტაძე რო გამომეკიდა
-გაგაცილებ.
-მადლობა მომაკითხეს.
-ანდრო ხო არ არი აქეთ, მე გაგიყვან
-შენ რა იცი ანდრო სად არის? კიკნამ მომაკითხა
-კიკნა ვინ არი?
-ჩემი მეგობარი და ანდროს ძმაკაცი.
ცალი წარბის აწევით შევხედე და კიბეზე დავეშვი.
ჩამომყვა.
-გეგა, არ მინდა პრობლემები, მომაკითხეს.
თითი მანქანისკენ გავიშვირე.
-კაი ბოდიში.
გადამკოცნა და უკან შებრუნდა.
მანქანაში ჩავჯექი თუ არა კიკნამ გამიღიმა
-კარგი გოგო ხარ!
-მოგახსენა საბამ უკვე?
-ეგრევე. არეშიძე აადუღეს ხო?
ამასობაში სანამ მანქანას დაძრავდა კიკნა რესტორნიდან დავინახეთ როგორ გამორბოდა არეშიძე. მალევე ჩაჯდა მანქანაში და სიბრაზისგან გაწითლებულმა ლანძღვა დაიწყო
-ის ბოთლი თავზე რო არ გადავამტვრიე მეტი მეკუთვნის.
-რა ქნა? -სერიოზული სახით მიტრიალდა კიკნა
-მიკროფონში დაიწყო სიყვარულის ახსნა, გამაცოფა.
-მივხედავთ!
-მიგხედავ მე შენ, ეგღა მაკლია თქვენი ჩხუბის გამო პრობლემები შემექმნას კურსზე.
გამეცინა, კიკნაც ამყვა და მერე ქეთასაც გაეცინა.
სამივეს ისტერიული სიცილი აგვიტყდა.
კიკნამ ბიჭებს დაურეკა ბარში გავიდეთო და მალე ჩვენ საყვარელ ბარში მივედით.
ცოტა დავლიეთ, ჩვენებურად გავერთეთ და სხვა სასტავი რომ მოვიდა იქედანაც წამოვედით. მე და ქეთა ჩემთან ავედით და ნატას გვერდით ლოგინზე გათიშულები დავწექით.

* * *
დიდი ხანი ვყოყმანობდი მაგრამ საბოლოოდ მაინც გავბედე მობილურის აღება. ნომრები მოვძებნე და პირველი არეშიძესთან დავრეკე რომლის ნომერიც თურმე ქსელშიც აღარ არსებობს, ასე იყო შემდეგი 3 ნომერიც და მერე ნაზღაიძის ნომერი მოვძებნე, მისი ნომრის ძებნაში ანდროსიც მომხვდა თვალში მაგრამ არ შევიმჩნიე და ბექასთან დავრეკე. ზარი რომ გავიდა გამიხარდა, ავნერვიულდი და ისეთი ჩამწყდარი და გახლეჩილი ხმა რომ გავიგე გული დამეწვა
-გისმენთ!
-ბექა... როგორ ხარ?
-ვინ ხარ? -ხმა ვერ ამოვიღე. ცოტა ხანი ჩუმად ვიყავი -რომელი ხარ?
-მე ვარ...
-ვინ შენ?
-ლიზა...
ძლივს ვუთხარი და გულზე რაღაც ჩამომეკიდა. მეტკინა. პულსი საგრძნობლად ამიჩქარდა...
მივხვდი რომ ისიც ანერვიულდა.
-ლიზა, ტო?!
-ხო მე ვარ.
-თბილისში ხარ გოგო??
-კი, დღეს ჩამოვედი.
-შენც გაიგე არა? -ხმის კანკალით მითხრა და მივხვდი რომ ატირდა, ასეთი ხმა ნაზღაიძეს არასდროს ქონია. კარგა ხანი არ გამეგონა მისი ხმა მაგრამ არც დამვიწყებია... ემოციები მეც მომერია და მომენტალურად ავტირდი.
-ხო... -ნატა ჩამეხუტა და თავზე მომეფერა
-ლიზი, ქინქლაძემ ტოო, იმ ახვარმა ლიზ, მოვკლავთ ხო იცი, მიწიდან ამოვთხრით.
-სად ხართ?
-საბასთან...
ყველაზე საშინლად მომხვდა ყურში ეს სახელი, მას მიმატებული კუთვნილება და საერთოდ ის ხმაც რომელმაც ეს სიტყვა თქვა...
-მოხვალ?
-არეშიძეს უთხარი მოვიდეს, მოვალ საღამოს.
-ვეტყვი.
მობილური ყურიდან მოვიშორე და ნატას შემოვეხვიე
-რა ვქენი ნატა? რა გავაკეთე? რატო წავედი?
მამშვიდებდა მაგრამ მე არ ვმშვიდდებოდი
-ისიც იქ არის, ხომ ვიცი რომ ისიც იქ არის, ვითომ დავივიწყე და არ ვიფიქრე ეს 3 წელიწადი, მაგრამ ხო იცი... შენ მაინც ხო იცი არა...
რა ჯანდაბად წავედი? რატო დავუჯერე მარიამს? ეგ დედაა ეხლა? რა გამიკეთა?
ვტიროდი და თავს ვეღარ ვიკავებდი... ყველაფერი რაც ენაზე მომადგებოდა ვამბობდი და გაცხარებული ვტიროდი...
კარის ხმამ გამაჩუმა
არეშიძე იყო...
ისე ჩამეხუტა და ატირდა, მეგონა საიქიოდან დავბრუნდი-მეთქი...
3 წლის განმავლობაში პირველად ვინანე წასვლა...

* * *
მესამე კურსზე ვიყავით ანდრო რო მაგისტრატურას უკრაინაში გადიოდა და მხოლოდ ხანგრძლივ არდადეგებზე ჩამოდიოდა. ისე მიჭირდა მის გარეშე ყოფნა, მაგრამ იმასაც ვერ ვეგუებოდი რომ მას არ უჭირდა. სულ მინდოდა ბოლომდე დაცლილიყო ჩემთან და ყველაფერი ეთქვა, მაგრამ არასდროს არაფერს მეუბნებოდა, ალბათ ამიტომაც ვიყავი სხვანაირად მასთან.
საახალწლო არდადეგებზე ჩამოვიდა. ისე მყავდა მონატრებული რომ ჩავეხუტე ვეღარ გამომგლიჯეს
-ლიზ, რა ლამაზი ხარ!
-პირიქით, უფრო გავხდი და დავმახინჯდი.
-სულ რო ძვლები იყო მაინც ყველაზე ლამაზი ხარ.
-აღარ წახვიდე რაა?
-რატო, გინდა გაუნათლებელი ქმარი გყავდეს?
გაეცინა, ეს პირველი სიტყვა იყო რომელსაც შეიძლებოდა სერიოზულ ეჭვში ჩავეგდე, მაგრამ ისე გაახალტურა, ვერაფერი ვერ ვიეჭვე. ხელები მაგრად მოვუჭირე და კისერში ვაკოცე.
-კისერში რომ მკოცნი მერე არ მავიწყდები.
-სხვა დროს გავიწყდები?
-ისე რა.
-რას ნიშნავს ისე რა?
გაეცინა
-ხო იცი უკრაინა... ქერები...
გავბრაზდი...
-ხოდა გყავდეს ეგ ბოზები.
მოვშორდი და მეც მივეყუდე მანქანას.
-აუ შეხედეთ რა ბოთეა. მოდი გოგო აქ! -ხელი გადამხვია თავზე მაკოცა -იცი რა საყვარელი ხარ რო ბრაზდები და ეჭვიანობ?
-ფუტები რო ამდის ალბათ მაგიტო.
-სად აბა? მე ვერ ვხედავ.
სულ ასე იყო, გამაბრაზებდა და მერე ისე შემომირიგებდა ვერც კი ვხვდებოდი.
რაღაცაზე ვიკამათეთ საახალწლოდ და ნატა დავუფიცე შანსი არ არი შენთან ერთად ახალ წელს არ შევხვდები-მეთქი.
ბაზარი არ არიო.
ისიც გაბრაზდა.
გვანცაზე ვიჩხუბეთ.
როგორც ყოველთვის ყველანი ნაზღაიძესთან ვიყავით და ეს ვაჟბატონი საქმეზე იყო თურმე წაბრძანებული. მერე ამ საქმეზე ჩაძინებია. მე რომ დავურეკე ყურმილი საქმემ აიღო და ძაან ისე გამცა პასუხი. გამოველაპარაკე და ისეთები მითხრა, მიუხედავად იმისა რომ ეგ გვანცა თუ ვიღაც შემცოდებოდა და შემბრალებოდა მისი სტატუსის გამო, მაინც გავბრაზდი, ეჭვიანობისგან... მერე გაღვიძებია და საქმემ რომ უთხრა ლიზამ დაგირეკაო მაშინვე გამოვარდნილა. ბექასთან სიცილ-ხარხარით შემოვიდა და ვითომ არც შეიმჩნია, ყველა გადაკოცნა, მე რომ დამინახა გაბრაზებული ვიჯექი სამზარეულოში გადი და გამოვალო. გავედი და სანამ შემოვიდოდა ცოფებს ვყრიდი, წინ და უკან დავდიოდი და ჩემთვის ვბურტყუნებდი
-რას შვრები რეპეტიციას გადიხარ?
ჩასახუტებლად წამოვიდა მაგრამ გვერდით გავიწიე
-არ მინდა შენი ჩახუტება ,,ბინძურო“
გაბრაზდა, ვიყვირეთ, ვიჩხუბეთ, ძლივს იკავებდა სიმშვიდეს, მერე ბექა შემოვიდა, ქეთაც, მაგრამ ჩემი და ანდროს თხოვნით ორივე გავიდნენ.
-ლიზა არ გინდა რაა, ხო იცი ვინც არი და რაც არი ეგ გოგო.
-მერე უცნობთან რო იარო არაა?! ვიცი რო ნაშაა, ვიცი რო სერიოზულად არ უყურებ და თუ შეხედავ იცი რო შენზე ბანძი და არაკაცი ტიპი თბილისში მეორე არ ივლის, მაგრამ გახსოვს კილასონიას როგორ გაუბაზრა? მეორე დღეს მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობდა.
-მაგიტომაც დაეხა... -უნდოდა უტაქტოდ ეთქვა მაგრამ თავი შეიკავა. -ლიზა არ მინდა რომ ამ საახალწლოდ ვიჩხუბოთ და არ გინდა რაა. მოდი ჩამეხუტე.
ისევ წამოვიდა, ისე ვიყავი გაბრაზებული ვერ ვცხრებოდი ალბათ იმ ქალბატონი ძუკნას ტონმა გამაღიზიანა.
-არ ჩამეხუტო.
-აუ არა და არც რაა, რა გამიტრაკე საქმე, გითხარი ხო?!
-ვაფშე წავედი რა.
კარისკენ წავედი და ისე გავარდი გაბრაზებული ყველას ცხვირ წინ მივუჯახე კარი. ლიფტს არ დავლოდებივარ, ფეხით ჩავირბინე და კიკნას ხმა გავიგე
-დამელოდე ლიზ
-აუ ადი რა, ტაქსით წავალ. ნერვები მაქვს მოშლილი.
-დამელოდე
-გინდა რო შენც გეჩხუბო? შემეშვი.
-გაჩე კიკნა, მე ჩავდივარ.
წამოეწია ანდრო და კიკნაც გაჩერდა, მე უკვე სადარბაზოდან გასული ვიყავი და ჭავჭავაძის გამზირზე შუა ღამით მარტო მივდიოდი. მაგრად ციოდა მახსოვს.
მანქანით წამომეწია
-ლიზა კაი რაა
-მე ხო გიტრაკებ საქმეს? ხოდა ეხლა წადი და იმ გვანცასთან ერთად შეხვდი ახალ წელს
-რა?!
-რაც გაიგონე.
-მე გავიგონე რო ახალ წელს შენთან ერთად არ ვხვდები.
-დიახაც.
-შანსი არ არი პროსტა. ახალ წელს არ მოვიყვან იცოდე. ჩაჯექი
-არა, ფეხით მივალ, ნერვებს დავიმშვიდებ.
მთელი გზა უკან მომყვებოდა მანქანით, ხანდახან წინ გამისწრებდა და მელოდებოდა, შიგადაშიგ მელაპარაკებოდა და აი მაშინ დავუფიცე ახალ წელს შენთან ერთად არ შევხვდები მეთქი და კინაღამ იქვე მომკლა.
-ვაფშე არ დადგეს ახალი წელი მაშინ
მითხრა და სადარბაზოში რო შევედი ისე გიჟივით გავარდა ეზოდან, მეგონა...
ტყუილად მეგონა...
მალე არეშიძეს დავურეკე და ანდრო თუ მოვიდა თქო და კი ბიჭებთან ერთად სვამსო...
ესეც მისი ხასიათი...
არეული...
თავისებური...
ფიცი არ გამიტეხია, ახალ წლამდე ხმაც კი არ გამიცია, არც ის მეუბნებოდა რამეს. ნაზღაიძესთან რომ ავდიოდით, ზედაც არ მიყურებდა.
უბრალო ახალი წელი იყო, სახლში შევხვდი ნატასთან და მის მეგობრებთან ერთად. მერე ანდრომ დამირეკა, გილოცავ მოუსვლელ ახალ წელსო. იმ ახალი წლის 1 წუთი გავიდა უკვე და ჩამოდი ეხლა ქვემოთ გელოდები 4 დღეა არ ჩაგხუტებივარ სუნთქვა მეკვრება ისე ვარო.
ქვემოთ ფორთხვით ჩავედი. ისე ჩავეხუტე, ლამის ძვლები ჩავუმტვრიე.
-რო არ მაბრაზებდე, ყველაზე მაგარი ბიჭი იქნებოდი.
-შენ რო არ ეჭვიანობდე ყველაზე მაგარი გოგო.
-ასეთი არ ვარ კარგი?
მეწყინა მე.
-ბატი ხარ ბატი!
თმა ამიჩეჩა და მანქანაში ჩამსვა...
ნაზღაიძის სახლი ისე მოერთოთ გოგოებს სულ არ გავდა იმ სახლს რომელშიც ყოველ დღე მივდიოდი...
მშვენივრად ვერთობოდი ნატას ზარი რომ არა
-მარიამი და დავითი ჩამოვიდნენ, ეცადე მალე მოხვიდე.
გამაცია...
ცოტა ხანი კიდე ვიყავი და მერე თამთას გავაყვანინე თავი...
მშობლები ისე გადამეხვივნენ ნამდვილი პანაშვიდი იყო. ცრემლები, ვაიმეები, შვილოები, მოგვენატრეები.
მათთან ერთადაც აღვნიშნე ახალი წელი და ოთახში წამოვწექი. დილას რომ ავდექი მაშნვე არეშიძემ დამირეკა
-თეთრი ციდან ფიფქი ცვივა გვირილების ხელაო
-რა გინდა არეშიძე რაა?
-თოვს გოგო.
-მეღადავები?
ლამის გადმოვარდი საწოლიდან ფანჯარაში რომ გამეხედა. მართლა თოვდა. პირველად ჩემ ცხოვრებაში ახალ წელს თბილისში თოვდა. მახსოვს ერთ წელს მოსკოვში რომ შევხვდი მაშინ თოვდა, მაშინ მეათე კლასში ვიყავი...
-რა მაგარია ქეთ, მართლა თოვს.
-არ გავიდეთ ვაკის პარკში.
-აბა რაა.
მაშინვე ჩავიცვი თბილად და ნატას რომელიც გათბობასთან იჯდა ვუთხარი გავდივარ-მეთქი.
ქვემოთ ჩავედი და ჭავჭავაძეზე რომ გავედი რეინჯ როვერი წამომეწია.
-დაბრძანდი
კარი გამიღო
გადამკოცნა და მისი თბილი ხელის გული უკვე გაყინულ ცხვირზე მომადო
-გცივა შენ
-თოვს ანდრო
-ვხედავ
გაიცინა და მაკოცა.
საღამომდე კარგად ვიყავი. ბევრი ვიბოდიალეთ. გავერთეთ, მერე მარიამმა დამირეკა და სახლში მივედი.
ვიღაც უცხო გოგო დამხვდა.
-ლიზ, ეს ჩემი დაქალის შვილია ანა, შენი თანატოლია.
-სასიამოვნოა ანა.
ხელი ჩამოვართვი და ქურთუკი გავიხადე. სუფრასთან დავსხედით და ვიგრძენი რომ დაძაბულები იყვნენ.
-ლიზა -დაიწყო მამაჩემმა -ეხლა არ გაბრაზდე რასაც გეტყვი
-რატო უნდა გაბრაზდეს პირიქით გაუხარდება -გამომიტანა მაშინვე განაჩენი მარიამმა
-ვნახოთ...
-რა ხდება?
-გვინდა რომ სასწავლებლად ლონდონში გაგიშვათ.
თვალები გამიბრწყინდა.
-რა მაგარიააა.
-ხომ ვთქვი -გაუხრდა მარიამსაც.
-შენ და ანა წახვალთ. ერთად იცხოვრებთ, არ გაგიჭირდებათ პირველი პერიოდი, მერე შეეჩვევით, მეგობრებსაც გაიჩენთ, კარგად დამკვიდრდებით.
მამაჩემის დროსთან თამაში არ მომეწონა. წვენი გადაცდა და დამახველა
-რამდენი ხნით მამა?
ნატა სუფრიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. მივხვდი რომ პასუხს თავი აარიდა.
-მინიმუმ 3 წლით.
მეორე ყლუპი ყელში გამეჩხირა.
-3 წელი ვერ გავძლებ მამა
-ხალხი ოცნებობს ლიზა ლონდონში წასვლაზე, შენ კიდე უზრუნველად გიწევს წასვლა და გაძლებაზე წუწუნებ
-მარიამ ცოტა ტაქტიანად, ბავშვია ჯერ მაინც ლიზა.
-დედა, ყველაფერს ისე ნუ უყურებ როგორც ხედავ. შენ ნახევარი სიცოცხლე მოსკოვში ცხოვრობ და არ იცნობ ჩემ ცხოვრებას კარგად.
-რა შუაშია ლიზა ეგ, წახვალ ისწავლი და ისევ ჩამოხვალ
-მინიმუმ 3 წელი მარტო სწავლაა? ვერ გავძლებ მეგობრების გარეშე იქ.
-ო, რა სისულელეებს მეუბნები შვილო, იქ რა ნაკლები დაგხვდება.
-მარიამ, მშვიდად. არ არის ადვილი მისთვის.
ცრემლები გუგებზე მაწვებოდა
-დედა 2 კვირით რომ მიგყავდი მოსკოვში ხომ გახსოვს რა მემართებოდა, ახლა რა გინდა რომ 3 წლით მარტო წავიდე, უცნობთან ერთად? ბოდიში ანა შეურაცყოფას არ გაყენებ უბრალოდ არ გიცნობ.
-მთავარი პრობლემა მეგობრებია ლიზა?
-მარიამ ტაქტიანად...
-აბა მეტი რა უნდა იყოს?
-ანდროზე....
-ანდრო რა შუაშია... და ეგეც რომ იყოს, რა სისულელეებს მეუბნები... ვერ გავძლებ მე თბილისის და მეგობრების და თუ ასე ძალიან გინდა რომ მოისმინო ანდროს გარეშე.
-ანდროს ისედაც იშვიათად ნახულობ, უკრაინაში სწავლობს.
-მერე რა, ასე საერთოდ ვერ ვნახავ
-გაგიგებს, სულ ხომ არ მიდიხარ.
-6 თვით, შეიძლება, 3ით ვერა. თან როგორც მივხვდი მარიამ შენი მთავარი პრობლემა ანდრო ყოფილა.
-არაფერი მაქვს მაგ ბიჭის საწინააღმდეგო.
-აბა რატომ იჭირ ვენებს წასვლაზე?
-მინდა რომ ერთადერთ შვილს საუკეთესო განათლება ქონდეს.
-6 თვით მხოლოდ.
-კარგი იყოს 6 თვე და გპირდები თუ მერე უარს განაცხადებ და დაბრუნება მოგინდება აუცილებლად დაბრუნდები...
-მეეჭვება მოუნდეს... -დაამატა მარიამმა.
-დარწმუნებული ვარ მომინდება მარიამ... მადლობა მამა რომ გამიგე.
მამას გადავეხვიე და მეც სამზარეულოში გავედი, კარი მივკეტე და ნატას ჩუმად ვუთხარი
-სულ გააფრინა მარიამმა? რეებს მეუბნება, რა სამი წელი?
-ვუთხარი არ დაგთანხმდება თქო მაგრამ დაიჩემა მინდა რო წავიდესო...

* * *
ცრემლებს ვერც მე, ვერც არეშიძე და ვერც ნატა ვერ ვიკავებდით. ნატა ჩვენი შემხედვარე იღვრებოდა, მე არეშიძის. როგორი სხვანაირი იყო მისი ბავშური ძველებური სახეც. კარგა ხანი ვიდექით შემოსასვლელში. ვერ მომშორდა. ბოლოს ისევ მე მოვიშორე და ისევ მაგრად ჩავეხუტე
-შენ დაქალი ხარ? შენ ადამიანი ხარ? შენ ქართველი ხარ????
არეშიძე ტირილს უმატებდა და თან ცდილობდა ძლიერი ჩახუტებით ჯავრი ეყარა ლიზაზე
-არ ვარ არა, არაფერი არ ვარ. მაპატიე რა..
რომ დავმშვიდდით და დავსხედით არეშიძე ხმას ვერ იღებდა
-შევიცვალე არა? -ძლივს ვიკითხე
-პირველი წელი მეგონა რომ არაფერი იცვლებოდა, მერე ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ დღეში 5ის მაგივრად ერთჯერ ძლივს მირეკავდი, მერე ანი გეძახდა და არ გეცალა, მერე ჩვენი სურათი შენი და ანის სურათით შეიცვალა, მერე შენ საერთოდ აღარ რეკავდი და ჩვენ გირეკავდით, მერე საერთოდ ნომერი ისე შეცვალე რომ ჩვენ არაფერი გვითხარი, ინტერნეტშიც ონლაინში რო იყავი არ გვწერდი. ყველას გვეშლებოდა ნერვები და საბოლოოდ შეგეშვით.
გავუცხოვდით რა, ხო მიხვდი. მერე ისე იყო რო ნატას თუ დავაბარებდით მოკითხვას. რას შვრებაო რო მოგიკითხავდით რავიცი ძალიან შეეგუვნენ ეგ და ანა ლონდონს და აღარ უნდა ჩამოსვლაო... მერე ბიჭებიც აღარ გწერდნენ და შენც საერთოდ აღარ გვკითხულობდი. ჩვენც დაგანებეთ თავი და ხო ხედავ ახლა ისე ვარ ნერვებ მოშლილი, გამწარებული და გაბრაზებული რო ამ ყველაფერს პირდაპირ გეუბნები.
-ჩემო გოგო -ვეღარ მოვითმინე, ჩავეხუტე და შუბლზე ვაკოცე. -დამნაშავე ვარ, მაგრამ ხომ იცი რატომაც გავუცხოვდი, რატომაც შევიცვალე.
ისევ ეტირებოდა არეშიძეს
-რატო წახვედი რა, ყველას მაგრად დაგვაკლდი.
ძაან დავიშალეთ იმ ამბის მერე.
-აღარ მიხსენო რა ეგ ამბავი, არ მინდა გახსენება.
-ჰო, შენ არ გინდა და ჩვენ იცი რო სასტავი აღარ ვართ და ჩვენზე რო მთელი თბილისი აღარ ლაპარაკობს? დავიშალეთ ლიზა. სულ დავიშალეთ. კიკნა ავსტრიაში წავიდა ნაზღაიძესთან ერთად. დები, მაგდა და ნათია მშობლებთან გადავიდნენ ვაშინგტონში. სულ ცოტანი დავრჩით და ისიც ისე რო კვირაში ერთხელ თუ ვნახულობდით ერთმანეთს.
-ხო იცი ეგ რისი ბრალიცაა.
-კი ვიცი მაგრამ მინდა ეხლა მე მაგის გახსენება? გახსოვს რა მაგრები ვიყავით? მთელ თბილისს შურდა ჩვენი. ნაღდ თბილისელებს გვეძახდნენ. ჭავჭავაძეზე რო გამოვჩნდებოდით ყველა გვცნობდა. არავის არ ეგონა ჩვენ თუ დავიშლებოდით, ამას წინათ კიკნამ დამირეკა და სალაპარაკო ვეღარ გამოვძებნეთ და იცი რა მითხრა ,,კაი გავედი აბა მეჩქარებაო“ ხო გახსოვს ასეთებზე რეებს ვამბობდით. ერთმანეთი ბეზრდებათ და ვეღარ ხვდებიან რა უნდა თქვანო
-გეხვეწები ნუ მიყვები რაა
-ეხლა კიდე, საბას ამბავი და ყველამ ისე მოვიყარეთ თავი რო... შენ არ იცი იქ რა ხდება...
ანდრო არ უხსენებია, მინდოდა მისით წამოეკრა თემა მაგრამ არ ეხებოდა და ნელ-ნელა მოთმინების ფიალაც მესვებოდა, მერე ისევ გააგრძელა.
-ბიჭები ისე არიან გამწარებულები ქინქლაძეს უეჭველი მიწიდან ამოთხრიან.
ვეღარ გავძელი, ვხვდებოდი რო ნერვები ნელ-ნელა მაწყდებოდა და მალე კაპილარებიც დამიწყდებოდა
-ქეთა ანდრო?!
ვთქვი და მივხვდი რომ ცრემლებიც წამომცვივდა და ქეთამაც და ნატამაც გაკვირვებულებმა გამომხედეს.
-იმის მერე აღარ გამოჩენილა. უკრაინაში რო წავიდა აღარც ჩამოსულა. მხოლოდ ბიჭებს ეხმიანებოდა. თავიდან ჩვენც გვირეკავდა, მაგრამ სულ შენკენ რომ მოგვყავდა თემა ვერ ძლებდა და ბოლოს აღარც გვირეკავდა. მერე 1 თვეში ყველა დავიშალეთ. ვერ ხედავ რა დღეში ვარ. დავბერდი.
ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
-ჩამოვიდა?
-კიკნამ როგორც კი დაურეკა. ისე არ ველოდით ამ ამბავს. ბომბასავით გასკდა.
-იქ არის?
-აბა სად იქნება...
-მეშინია...

* * *
ბედობაზე მთაწმინდაზე ავედით. ყველამ შემამჩნია რომ ვერ ვიყავი ,,ხოდზე“ მაგრამ თავიდან არაფერს იმჩნევდნენ, ბიჭები ერთობოდნენ და თოვლით თოვლის ბაბუს აკეთებდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს თოვლს ტენიდნენ პირში. მერე ბუხართან რომ დავსხედით და ყველა რომ გაჩუმდა ბექამ მკითხა
-რა გჭირს გოგო შენ? მშობლები ჩამოვიდნენ და გეშინია თუ რა არი?
გაიცინა.
პასუხი არ გამიცია
-მართლა რა გჭირს?
-მართლა გაინტერესებს?
-არა ვითომ. რა გჭირს?
-ლონდონში მივდივარ.
-მერე უხასიათოდ რატო ხარ გოგო, ძაან მაგარია...
ნაზღაიძეს ბედნიერი ღიმილი შეეყინა რომ ვუთხარი 3 წლით გეგმავენ მშობლები ჩემ გაშვებას-მეთქი. კიკნამ ბუხართან რომ იჯდა წარბშეკრულმა გამომხედა, დავინახე ანდრომ როგორ აიღო სიგარეტის კოლოფი და შუბლი როგორ მოისრისა, ტუჩზე იკვნიტა და შუბლზე ძარღვი დაებერა. ჩემ თავს ვეხვეწებოდი ,,გეხვეწები ანდრო არ აფეთქდე-მეთქი.“
გოგოებს ცუდი რეაქცია ქონდათ.
დავამშვიდე ვუთხარი მე 6 თვეზე შევუთანხმდი და დამთანხმდნენ მეთქი მაგრამ მაინც არ მოეწონათ.
-ვიცი მე მშობლების ამბავი. თუ თავიდან 3 გითხრა, ესე იგი 3 წლით მიდიხარ.
-ეგრე თუა, მინიმუმ 3 წლითო...
თვალები ანდროსკენ გავაპარე და დავინახე როგორი ღრმა ნაფაზი ჩაარტყა.
-მერე მიდიხარ? -ისე მკითხა ანდრომ არც გამოუხედავს.
-შენი აზრით?
-გკიდია ვის როგორ მოენატრები ხო? -ამას არავინ არ ელოდა, ყველამ ანდროს გახედა, ანდრო მეორე ღერს იდებდა უკვე პირში და სანთებელათი უკიდებდა. არავინ არ შეუმჩნევია. ასე ფართოდ არასდროს არ მელაპარაკებოდა. პასუხი რომ არ გავეცი, შუბლზე ძარღვი უფრო დაებერა -გკიდია ხო?
-არ ...
-ლონდონში ხო? 3 წლით?
-3 წლით არა მგონია
-არა გგონია? არ იცი ხო შენი მშობლების ამბავი. მერე ვიღაც ტიპს გაგაცნობენ, ჩამოგითრევენ იქ და გეტყვიან, ლიზ დე, კაი ბიჭია ეს. მამამისი პრეზიდენტია, დედამისი ელჩი, ბიძამისი ბანკირი.
-ანდრო რა გჭირს?
-მე რო ვეღარ მნახავ ეგეც გკიდია ხო?
-ანდრო შენც ვერ გნახულობ მთელი წელი, 6 თვე რა მნიშნელობა აქვს აქ ვიქნები თუ ლონდონში.
-მშვენივრად იცი რომ ეგ 6 თვე 3 წელიწადია.
მეორე ღერიც ჩაამთავრა და მესამეს იღებდა ხელი რო კოლოფზე დაკრა კიკნამ და გააგდებინა
-სიგარეტით არ გვარდება პრობლემა.
ყველანი გავიდნენ ეზოში. მე და ანდრო დავრჩით.
-გინდოდა რომ მელაპარაკა არა?
-რაზე უნდა გელაპარაკა?
-იმაზე რო გავგიჟდები იქ რო წახვიდე, ვითო არ იცი რა დამემართება.
-შენც გინდა რომ მეც ვილაპარაკო ხო?
-მინდა
-შენ იცი მე რა მემართება იმ საჯანდაბე კიევში რომ დადიხარ?
ნელ-ნელა ცოფები ყელში მაწვებოდა, ანდროს გაეღიმა
-შენ მართლა ეჭვიანობ გოგო? სამაგიეროს მიხდი ლონდონში წასვლით?
-ვბრაზდები, მაგრამ სამაგიეროს არ გიხდი, უბრალოდ 6 თვიან კურსს გავივლი და ჩამოვალ.
-ლიზა ვიცი მე მშობლების ამბავი, ვეღარ ჩამოხვალ.
-რომც ვერც ჩამოვიდე შეიცვლება რამე?
-ყველაფერი...
ამეტირა.
-გავგიჟდები ლიზა
-რატომ არ მთხოვ რომ დავრჩე
-ეგ გინდა. მაგისთვის დგამ სპექტაკლს? გინდა რომ მუხლებზე დაჩოქილმა გთხოვო არ წახვიდე-მეთქი?
-არა, ეგ არ მინდა. ბიძგი მჭირდება
-ჩემი ასეთი სახე არ გყოფნის, ჩემი ნერვიულობა არ არის საკმარისი?
-ჩამეხუტე, ასე არ მყოფნი.
ისე მაგრად მომიჭირა ხელები მხრებზე მეგონა ჩამემტვრეოდა
-დარჩი გთხოვ
-ვეცდები.
ვიცოდი რომ უაზრო იმედი მივეცი ანდროს, მაგრამ იმ სიტყვების შემდეგ, იმ აღიარების შემდეგ რაც მან მითხრა, მეტი ვერ შევძელი. ვერ შევძელი წინააღმდეგობა გამეწია.


მეთორმეტე კლასში ვიყავი ანდროსგან პირველად რო ყურადღება გადამეტებულად ვიგრძენი და ეს იმაში გამოიხატა რაომ ბანკეტზე თვითონ მიმიყვანა. ბახტაძე რომელიც მეთორმეტე კლასში ჩემ კლასში მხოლოდ იმიტომ გადმოვიდა რომ ბანკეტზე ჩემთან ერთად წამოსულიყო კბილებაკაწკაწებული დარჩა. ისე გაბრაზდა ლამის სისხლიანი პერანგით მოვიდა ბანკეტზე. ეგ უნდოდა ანდროსაც, თბილისურად რომ ვთქვათ ,,თავისი გაინაღდა“
მეც მესიამოვნა. არ იყო ანდრო ცუდი ბიჭი.
ქეთაც სულ მეუბნებოდა, თქვენ შორის ძნელია რომელიმეს გამოყოფაო, შენ ხო მაგარი ხარო, მაგრამ ანდროც ძაან მაგარიაო.
არ მწყინდა, იმიტომ რომ ამ ძაან მაგარ ბიჭს მე მოვწონდი.
მერე სასტავში რო იყო, სულ ვნახულობდი, რაღაც თავისუფალი და ლაღი ტიპი იყო, მეც მომეწონა და იმის მერე ისე გაურკვევლად ვართ, არც ის დგამს ზედმეტ ნაბიჯს, არც მე, მაგრამ ისე ნამდვილად არ ვართ როგორც მე და კიკნა და ანდრო და ქეთა. ანუ ცოტა წინ ვართ.
ვერავინ ვერ დაარქმევს ჩვენ ურთიერთობას სახელს.
ამიტომაც გამიჭირდა ასეთი მოულოდნელი აღიარების შემდეგ მეთქვა რომ ისიც სულ ერთი იყო და არ მაინტერესებდა რას იფიქრებდა, როგორ გაუჭირდებოდა...
იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი მე უარესს გადავიტანდი...


ბედობაც მშვიდად დამთავრდა, ყველა დაიმედებული იყო რომ მშობლებს წინააღმდეგობას გავუწევდი... მეც მეგონა რომ გადავაფიქრებინებდი და მშვენივრად ვიყავი...
ანდრომ კიევში წასვლა გადაავადა.
სასწაულად ავცანცარდი, ავიკვიატე მართვა მასწავლე-მეთქი, იმდენი ხანი მეძახა მერე-მერეო, ბოლოს გავბრაზდი და გავჯიუტდი დღესვე მეთქი. მანაც წინააღმდეგობა ვეღარ გამიწია და თავის მანქანაზე დამსვა. საკმაოდ კარგად ავითვისე. მარტივად გავატარე. მერე ცოტა რომ დავამუღამე, ყველა მე დამყავდა სახლში და ანდრო სულ დამცინოდა საჭესთან რომ ვჯდებოდი
-ლიზ, ხელი მომკიდე აბა
-ანდრო, ვერ დავიჭერ საჭეს.
მერე ატეხავდა ამაზე სიცილს და მთელი გზა იცინოდა.
-ლიზ ცუდად რო გავხდე, მე მომხედავ თუ საჭეს ?
-ნუ ხარ სულელი ანდრო, ნუ მიშლი ნერვებს
-გენატრები ხოლმე უკრაინაში რო ვარ?
-ანდრო, მერე მელაპარაკე ყურადღება მეფანტება.
და იცინოდა ასე დაუსრულებლად...
იმ დღეს ის ჯინსები და მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვა ნატამ რომ ალბომში სურათი მაჩვენა სადაც მე, საბა, თამთა, ქეთა და ანდრო ვიყავით.
ის parlamentი ეჭირა რომელსაც სულ ეწეოდა. ის gucci ესხა რომელიც ასე კარგად მახსოვს.
ყველაზე გემოვნებიანი იყო. განსხვავებული. თავისებური. ყველაფერი სხვანაირი იცოდა. მეგობრობა, ძმაკაცობა, სიყვარულიც, მონატრებაც.
თამთას მანქანას საბურავები ქონდა დაშვებული. არადა ისე წვიმდა ფეხით ვერ წავიდოდნენ. მე ავიკვიატე მოვსინჯავ ასეთ ამინდშიც როგორ შემიძლია მართვა მეთქი, ცოტა იფრთხილეს თავი მაგრამ ისე გავხედე ვერ შემეწინააღმდეგენ.
გვერდით ანდრო მომიჯდა, მაინც მთხოვდა მოდი დღეს არ გინდა საშინელი ამინდიაო, მაგრამ ისე გავჯიუტდი ვერც ანდრომ ვეღარ მითხრა ვერაფერი.
ჭავჭავაძეზე რომ გავედით ნელა მივდიოდი, მერე წამომიარა, გაზს ფეხი მივაჭირე და სიჩქარეს მოვუმატე. ანდრო მაინც მაფრთხილებდა არ ღირსო, მეც ვუთხარი კაი რა გაშინებს ხო იცი რო კარგად ვმართავ მეთქი.
არ ვიცი რა დამემართა, ან საჭეს ხელები რატომ გავუშვი, ანდროს მოშველებულმა ხელმაც აღარ მიშველა, მახსოვს თვალი მოპირდაპირე მხარეს მომავალი მანქანის ფარებმა მომჭრა, მერე მოვსრიალდით და პირდაპირ შევსაკდით...
მახსოვს როგორ შემიცვალა სასწრაფოდ ადგილი ანდრომ და როგორ შემიკრა ღვედი სანამ იმ მანქანიდან გადმოცვივდებოდნენ.
-შენ ნორმალური ხაარ?! ორსული მიზის, იმას რო რამე დაუშავდეს, იცი რას გიზამ? გივი! პოლიცია გამოიძახე. კიკნა და საბაც გადაცვივდნენ მანქანიდან, მე გოგოებმა გადმომიყვანეს. მალე პოლიცია მოვიდა, სასწრაფოც. მახსოვს როგორ დამაწვინეს სასწრაფოს მანქანაში, ანდროს და პოლიციელის ხმაც მესმოდა
-დიახ მე ვიჯექი! არ ვიცი რა დამემართა... დამიცურდა მანქანა... ალბათ საბურავების ბრალი იყო... დიახ დიახ... მე ვიჯექი რა თქმა უნდა...
მეგონა ვლაპარაკობდი და ანდროს ვეძახდი მაგრამ აღმოჩნდა რომ სინამდვილეში არ ვლაპარაკობდი.
ყველაფერი აირდაირია.
საბედნიეროდ ორსული გადარჩა, მაგრამ თამთას თავი გაუტყდა.
ყველა ასე თუ ისე დაშავდა...
ყველაფერი რომ თავის ადგილას ჩადგა, უკვე საავადმყოფოში ვიწექი, ჩემ გვერდით თამთა იწვა. მახსოვს როგორ არ გამცა პასუხი ჩემ კითხვაზე ,,როგორ ხარ?“ მეგონა ნაწყენი იყო, მაგრამ მერე გავიგე რომ თურმე ძლიერი გამაყუჩებლის გამო ვერ იღებდა ხმას. ხელ მიმტვრეული კიკნა რომ შემოვიდა და ჩემ გამხნევებას ეცადა, მივხვდი რომ ცდილობდნენ თავი დამნაშავედ არ მეგრძნო. მერე ანდროც შემოვიდა, ისიც მამხნევებდა, ყველა გადარჩა არ ინერვიულოო.
ხმას ვერ ვიღებდი. ჩემები გადაირივნენ. ჯერ ანდრო გალანძღეს როგორ დაამტვრიე ჩემი შვილიო და მერე რომ ვუთხარი საჭესთან მე ვიჯექი მეთქი ისევ ანდროს მიუბრუნდნენ როგორ გაბედე საჭესთან ისეთ ამინდში მისი დასმაო.
ერთი ამბავი იყო. გამიმართლა რომ ამაზე ანდროს რეაქცია არ ქონდა.
თამთა რომ აზრზე მოვიდა და ლაპარაკი დაიწყო, მე მაინც მერიდებოდა, თავი ყველაზე ცუდი ადამიანი მეგონა. ასეც იყო.
როგორც კი გამწერეს, მშობლებს წასვლაზე დაველაპარაკე და მეგობრებთან შეხვედრის სიხშირესაც საგრძნობლად ვუკელი.
ნატა სულ ჩემთან იყო
-ლიზ, რა მტკიცედ იყავი არ წავალ, დავრჩებიო
-არ გესმის ნატა?! ნახე რა ვქენი? კინაღამ მთელი თბილისი ჭირისუფლად გავხადე.
ეტყობა ღმერთს ვუყვარვარ თორე იცი როგორ გადავრჩი. შენ რა გგონია ადვილია ამის შემდეგ მათთან ჩვეულებრივად იყო, სულ ჩემ დანახვაზე ის ახსენდებოდეთ?
-ანდრო?! ანდროს რას ეტყვი?
-რა უნდა ვუთხრა, გგონია ის სხვანაირადაა? არ მაგრძნობინებს მაგრამ ხომ ვიცი, მასაც როგორ ვეცოდები ასე რო ვარ...
1 კვირა ისე გავიდა, რომ თითქმის არ ვნახულობდი არავის. ისინიც გაგებით ეკიდებოდნენ ჩემ მდგომარეობას და არ მაძალებდნენ.
მე კი ამ ყველაფერს იმას მივაწერდი რომ ჩემი ეშინოდათ....

მერე ლონდონში წავედი, უბრალო ზარით შევატყობინე ყველას რომ წავედი...
არც არავინ მინახავს... არც არავის დავმშვიდობებივარ...
წავედი და თბილისელებსაც ახალი სალაპარაკო თემა დავუტოვე...

* * *
მახსოვს ჯავახიშვილელი ქინქლაძე ძაან ეკიდებოდა თამთას...
მიუხედავად იმისა რომ საბა და თამთა ისე სერიოზულად იყვნენ მაინც არ ანებებდა თავს და სულ იმუქრებოდა, მაინც აგეხევა ვითომ ცოლიო.
საბა თავს იკავებდა, რამდენჯერმე უბრალო ჩხუბით შემოიფარგლა რომლითაც სახეზე 3 და მუცელზე 6 ნაკერი დაედო.
თამთა ამბობდა, გიჟია ეგ ბიჭი და გიჟებთან ჩხუბი არ ღირსო.
საბა თამთას ელოდებოდა უნივერსიტეთან ეს ქინქლაძე რო დაინახა, თამთამ გვერდი აუარა და საბა გადაკოცნა.
-რა უნდოდა იმას?
-არ მომისმენია?
-ჩემი გოგო!
შუბლზე აკოცა და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა ქინქლაძეს.
თამთა არეშიძესთან დატოვა და თვითონ კიკნას დაურეკა.
კიკნასაც მეტი არ უნდოდა, ისიც ხშირად ამჩნევდა ქინქლაძის აქტიურობას და სულ ეშლებოდა მაგაზე ნერვები.
საბას მიაკითხა და საღამოს ქინქლაძეს სკვერთან დაადგნენ.
-კიდე რამდენი ხანი უნდა აქიცინო შე ძაღლო ეგ ?
საბა სიგარეტს ეწეოდა.
-შენ როდის უნდა შეუშვა მაგ ცარიელ ტვინში რო აგეხევა ეგ გოგო?
-შენთვის არ უსწავლებიათ რო უფროსებს თქვენობით უნდა ელაპარაკოო?
საბა თავზე წამოადგა ქინქლაძეს, ქინქლაძეც გაიჭიმა და ერთი ისეთი ხია სახეში, საბა შეირყა. კიკნამაც არ დააკლო.
სკვერი აშკარად ახმაურდა.
ქინქლაძე ძლიერი იყო.
კიკნას რომ მუშტი მოარტყა ეგრევე გააგორა.
მერე ჩუმად ჯიბიდან დანაც ამოიღო და ჯერ ერთ მუცელში, მერე ოდნავ ზემოთ, მერე გულთან და საბოლოოდ გულში დაარჭო საბას. საშინლად დაიღრიალა საბამ. ქინქლაძე მაშინვე გაქრა. კიკნას არ ეგონა ისე სერიოზულად საქმე და იმ დამპალს გაეკიდა, მაგრამ უკან რომ საბას ფეხის ხმა ვეღარ გაიგონა, გაქვავდა. უკან ძალიან ნელა მიტრიალდა... ჯერ ბლანტი სისხლი დაინახა, მთვარე რომ ენათებოდა... მერე საბას გვერდით გადაგდებული თავი... მერე დაჩეხილი მუცელი,
1...2...3...
გული...
ისევ სისხლი და სიმწრისგან იქვე ჩაიკეცა...
მერე იყო სირენის ხმა...
კიკნას გინება...
მაგ ახვარს სიკვდილს სანატრელს გავუხდიო...
ძმაკაცი ხელებში მოუკვდა...
თამთას სიყვარულის გამო....
ეგ რომ თამთამ გაიგოს...
ეგ იფიქრა და საბას შუბლზე აკოცა...
მერე რაღაც გადააფარეს და მანქანაში ჩასვეს...
მერე კიკნა დამუნჯდა, ხმა ვერ ამოაღებინეს...
ქინქლაძეო, მხოლოდ ეგ თქვა...
საბა მორგში წაიყვანეს...
კიკნა სუნთქავდა...
მხოლოდ სუნთქავდა...
ყველამ გაიგო...
ყველამ...
მერე ყველა ჩამოვიდა...
კიკნა კიდე ვერ იყო გონზე...
ნაზღაიძემ მაგის კუბოს მე ვიკისრებ მაგ ახვრისო.
რთული გახდა საკითხი ვინ დაურეკავდა ანდროს.
კიკნამ დარეკა.
-ბიჭო ანდრო
-ხო კიკნა
-ბიჭო საბა... -აეტირა...
-საბა, ტო?
-გუშინ, ღამით, იმ ახვარმა ქინქლაძემ...
ანდრო ცოცხალ მკვდარი ჩამოვიდა.
ისე იყო ვეღარც იკავებდა თავს...
მერე დები ჩამოვიდნენ...
ლიზამაც გაიგო...
ლიზას ყველაზე მეტად გაუჭირდა ამის გაანალიზება, ისიც ჩამოვიდა...
ხო როგორც დაპირდნენ...
6 თვე 3 წელი გაუხდა...
უფრო მისი გადაწყვეტილება იყო...
მერე ის ანა...
შეცვლილი სურათები...
განელებული ურთიერთობები...
მოკლედ ლიზაც ჩამოვიდა...

მერე მოსკოვიდან მშობლებიც ჩამოვიდნენ მის სანახავად...
ნატაც გადმოვიდა...
მერე ქეთასთან ნაზღაიძესთან დარეკა და თხოვა ქეთა მოვიდესო.
ბევრი იტირეს...
ილაპარაკეს და იმაზე გაჩერდნენ
-მეშინია....
-ეგ არ არი გასამართლებელი, აუცილებლად უნდა მიხვიდე... ხომ იცი თამთა გაგიჟდება იქ რომ არ მიხვიდე, ნუ დაუმატებ... ყველას ენატრები
-ანდროს ვერ ვნახავ...
-ანდროს გეშინია?
-ხო... მეშინია რომ არ შემომხედავს... არ მომესალმება...
-არ ვიცი რას იზამს, ისიც შეცვლილია, მაგრამ უნდა წამოხვიდე.
ჩავიცვი, ძლივს შევემზადე ფსიქოლოგიურად და იქ წავედი. ჭავჭავაძის გამზირი აღარ იყო ისეთი მხიარული.
ჩვენ აღარ ვიყავით იქ...
ნამდვილი თბილისელები...
მენატრებოდა აქაურობა და ვგრძნობდი აქაურობასაც ვენატრებოდი...
ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ფეხები საგალობელი რომ გავიგე... ძალა არ მეყო...
წრე ვერ დავარტყი, თამთას ჩავეხუტე და მისი განწირული ტირილი რომ გავიგე მივხვდი როგორ ვაკლდი. მივხვდი რომ რაღაც შევუვსე დაცარიელებულ გულში.
-ლიზა!!!! საბას შეხედე სად წევს ლიზა!!!!
ვერ გავჩერდი, მეც ავღრიალდი, არეშიძემ გამიყვანა, გეყოფათ, კიდე ეგ უნდა იმ საწყალსო, ოთახში შემიყვანა და წყალი ძალით დამალევინა. ოთახში ნაზღაიძე შემოვიდა. ჯერ კარგა ხანს მიყურა და მერე ისე ჩამენასკვა ახლა უკვე მეორედ ამ 3 წლის განმავლობაში ვინანე რომ წავედი... მერე იყო კიკნა... ბერი...ვახო... ვატო... სალომე... მაგდა...ნათია...
საბა არ იყო...
საშინელი შეგრძნება იყო.
ის რომ საბა მე არ მეხვეოდა, საშინელება იყო.
ანდროც არ იყო.
ჩემმა გამოჩენამ ცოტა ყურადღება გადაატანინათ მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ.
მერე კიკნა ადგა და გავიდა... ქეთამ თვალებით მანიშნა არ ინერვიულოო...
კიკნა ისევ შემოვიდა...
ცოტა ხანში ვიღაცამ მობილურზე დაურეკა
-ხო... ოთახში ვართ შემო... ბიჭო შემოდი...
გული ამიჩქარდა, ყველამ რომ მე გამომხედა მივხვდი ანდროს ელაპარაკებოდა, ავნერვიულდი, ქეთამ მხარზე ხელი მაგრად მომიჭირა.
უცბად კარი გაიღო და ბოლომდე მოტრიალებულიც არ იყო კიკნას რო შეუბღვირა
-გამოეთრიე ნათესავები მოვიდ
მერე მე დამინახა... გამწვანდა... ფერები გადაუვიდა... კიკნა უთქმელად წამოდგა და გავიდა...
არ მომესალმა... მერე ბიჭებიც გავიდნენ... მე გათეთრებული ვიჯექი და ველოდებოდი როდის იტყოდნენ რაიმეს
-არ მომესალმა...
-ნუ გიკვირს რა ლიზ, ხო იცი რა რთულია მისთვის... -გაამართლა არეშიძემ...

* * *
აეროპორტში მისვლამდე მაინც ვერ მოვითმინე და ქეთას დავურეკე...
ნუ მეღადავებიო, არ დამიჯერა.
მერე კაი ხანი ვარწმუნებდი და საბოლოოდ სანამ ჩემი აკანკალებული ხმა არ გაიგონა არ დამიჯერა. დამელოდეო მითხრა მაგრამ არ დავლოდებივარ. ყურმილი რომ დავუკიდე ყველა ემოცია ერთდროულად მომაწვა და ანდროსთანაც დავრეკე
-ანდრუშ...
-ხო ლიზ
-ბოდიში რაა
-აუ კაი რაა, კიდე იმაზე ლაპარაკობ?! დამთავრდა ეგ ამბავი, ყველა ჯანმრთელადაა, არავის არაფერი არ დაშავებია...
-შენ კარგი ბიჭი ხარ -მეტირებოდა -ბოდიში.
-ლიზ კარგი რაა. მორჩა ეგ ბაზარი, დაივიწყე.
-ლონდონში მივდივარ... -არაფერი უთქვამს, მივხვდი როგორ დაებერა ნესტოები.
-არა რა, გეხვეწები..
-არა ანდრუშ უნდა წავიდე.
-ლიზა არ ღირს ამის გამო აქედან წასვლა
-კი არ ღირს უნდა წავიდე, გავწამდები აქ რო დავრჩე
-სად ხარ?
-აეროპორტში მივდივარ უკვე
-რაა?! -აშკარად აუწია ტონს.
-მაპატიე... ვიცი რო მაპატიებ.
-ლიზ არ დამკარგო.
-ვერ გავძლებ ანდრო.
-არ წახვიდე...
ყურმილი უკვე მოშორებული მქონდა ყურიდან ეს ბოლო ორი სიტყვა რომ გავიგონე. ჩემი ჩემოდანი ანას ჩემოდნის გვერდით ჩავდე მანქანაში და ჩავსხედით თუ არა ნატას ისე გადავეხვიე მეგონა დასახვრეტად მივყავდი...
ნატაც მეჩიჩინებოდა მართლა არ ღირს წასვლაო, მაგრამ ახლა უკან რომ დამეხია მშობლები აღარ დამტოვებდნენ. გამაწამებდნენ და სიცოცხლეს მომიწამლავდნენ.
ისეთ ბედნიერი ჩანდა ანა...
ცქმუტავდა და ვერ ისვენებდა...
არეშიძის ზარი მაშინ დამეწია, ჩემოდანს რო რენტგენზე ვდებდი, ავიღე
-კარი ჩამოვიღე სად ხარ?
-აეროპორტში...
-ხო მათრიე ეხლა იქეთ-აქეთ, კაი დამელოდე მოვალ.
-15წთში ფრენაა, რო ჩავალ დაგირეკავ სკაიპით.
-სკაიპით დამირეკავ? ხო არ გაგიჟდი გოგო, ფეხი არ გაადგა...
-გკოცნი ქეთ.
ყურმილი რომ დავკიდე სავარაუდოდ მივხვდი რა სისწრაფით ჩავარდა არეშიძე ქვემოთ. იქეთ ატირებული ნატა, გვერდით კმაყოფილი მშობლები, აქეთ ბედნიერი ანა. მე?
მე-მეგონა რომ სწორად მოვიქეცი და ამით ყველას სიმშვიდე მოვუპოვე....

* * *
გამწარებული ჩარბოდა ლიზას წინასწარმეტყველებისამებრ არეშიძე კიბეებზე... ჭავჭავაძეზე ანერვიულებული გავარდა, ლექსუსი რომ შეეფეთა. იქიდან ნაზღაიძე და კიკნა გადმოცვივდნენ. ანდროც გადმოვიდა. შედარებით ნელა...
ოთხივე გაშეშებული ვიდექით და ველოდებოდით ვინ დაარღვევდა პირველად დუმილს. ანდრომ ნერვები ვეღარ მოთოკა და შეიგინა.
,,მაინც წავიდა ამის დედას შევეცი, დამიკიდა და გაიქცაო“
კიკნა დარეკვას ცდილობდა მაგრამ აღარ გამოდიოდა, ასე იდგნენ დაახლოებით ნახევარი საათი. მერე მანქანა გაჩერდა და იქედან ნატა გადმოვიდა და ატირებული ქეთას ჩაეხუტა... ქეთამაც განიცადა და მასაც აეტირა.
ნაზღაიძე მიხვდა რომ წასული იყო მათი საქმე...
ანდროს მარიამის და დავითის დანახვაზე ნერვებმა უმტყუნა და არაფერი რომ არ ექნა მანქანაში ჩაჯდა.
უკვე ლექსუსი ყავდა...
აი ის ლექსუსი კიკნამ რომ თქვა ,,მერე ლექსუსი იყიდა და ეგ იყო რაო“
კიკნაც ჩაჯდა.
ნაზღაიძეც.
ქეთა უბრალოდ მიესალმა ლიზას მშობლებს და ნატას დაემშვიდობა, მერე თვითონაც მანქანაში ჩაჯდა.
-ჩემთან ავიდეთ -ნაზღაიძე არ იყო კარგ ხასიათზე.
ანდრომ ფრთხილად მოატრიალა მანქანა და გეზი ნაზღაიძისკენ აიღო.

უკლებლივ ყველა მოვიდა...
ლიზას ამბავი მაგრად გაუტყდათ. არ ელოდნენ.
-ნუ იასნა იმ ავარიის გამო -დაასკვნა საბამ და სიგარეტს მოუკიდა
-უეჭველი ჩვენ დავგრუზეთ -გამოექომაგა საბას სიტყვებს თამთაც.
-აუ ნახე რა ქნა რაა?! -ვერ წყნარდებოდა კიკნა -უნდოდა რო სასტავი დავეგრუზეთ და ლონდონში მოხია.
-იმას ვერ ითმენს რო შეიძლებოდა ვიღაც დაღუპულიყო მისი მიზეზით...
-აუ ხო დაგვინახა რო ცოცხლები ვართ რაა. -კიკნა მოწყენილი ჩანდა.
-ჩვენი ბრალია, არასწორად მოვიქეცით -თამთაც დასერიოზულდა
-რა შეგვეშალა -სიგარეტს მოუკიდა ანდრომ -ყველაფერი ვქენი, რაც არ მითქვამს ვუთხარი, შევეხვეწე, მართალი რო ვყოფილიყავი კიევში აღარ წავედი...
-მერე ხო იცი ლიზა რანაირიცაა, ეგ გაუტყდა?! ვერ იტანს აშკარად რო იცოდებენ და ცდილობენ არაფერი აგრძნობინონ. დედისერთაა და ბავშვობიდან ისედაც მიჩვეულია რომ ყველაფერი სხვას ბრალდება, მხოლოდ ჩვენთან იყო ბუნებრივად და ჩვენგანაც რო აფერისტობა შეამჩნია, მიხვდა რო ვერ გაუძლებდა...
-აუ თამთ, ის დღე გახსოვს?! -დაწყო საბამ, -მე რო დაგამტვრიეთ, შენ ანდრო, ბერი და ნაზღაიძე?
მაგის გამო რო გავქცეულიყავი და დამეტოვებინეთ, ხო მაგრად გაგიტყდებოდათ? არადა ის ავარია უფრო საშიში იყო.
-მახსოვს -დაემოწმა ბერი.
ამ ავარიის გამო იყო საბა რომ აღარასდროს ჯდებოდა საჭესთან, სულ თამთა იჯდა.
-ლიზას დამოკიდებულების შეცვლა შეეშინდა. ეგონა რომ მისი დანახვისას სულ ის გაგახსენდებოდათ. -დაამატა არეშიძემ
-ბიჭო, მე რო მიყურებთ სუ ის დღე გახსენდებათ? სასტავში ეგრე არ მოსულა ქეთა ხო იცი არა?
-ვიცი...
-რა ქათამია როგორ გაიქცა... -გაეღიმა კიკნას.
-ეხლა რა ვქნათ? ჩავაკითხოთ -საკითხი მძიმედ დასვა ნაზღაიძემ.
-მე თითს არ გავაქანებ -ბოლო ნაპასის დარტყმის დროს თქვა ანდრომ.
-რატო, ტო? -გაუკვირდა კიკნას.
-ბოლომდე ვთხოვე. დამიკიდა და წავიდა. მეც დავიკიდებ და წავალ.
-შეგიძლია მერე?
-ვიზამ რამეს, ლაშასთან გავგაზავ...
მერე აღარ უნერვიულია.
ხომ იცით სხვანაირია... თავისებური...

* * *
ლონდონი იმაზე მეტად იყო დაბურული ვიდრე წარმომედგინა, კარტის გამოცვლა რომ მომიწია, მივხვდი ნელ-ნელა როგორ იცვლებოდა ჩემ ირგვლივ ყველაფერი.
სახლში რომ ნატას გაკეთებული ჩემი საყვარელი სალათი არ დამხვდა.
დედაჩემის შეცვლილი ინტერიერი ოთახში.
არეშიძის ზარები...
ნაზღაიძის გასაღები ჯიბეში.
ანდროს ხმა.
ჭავჭავაძელები.
ანძის მაგივრად ბიგ-ბენი.
უნივერსიტეტის მაგივრად კოლეჯი.
გოგოების ლაპარაკის ნაცვლად ანას უაზრო ტიკტიკი.
ძლივს გატანილი მთელი დღე იმის ლოდინში რომ ჩემებთან დამერეკა.
ყველაზე მეტად ნატას ხმა მგრუზავდა.
ნაღვლიანი სახე და ცრემლები.
არეშიძეს წამოცდა ანდრო წავიდაო...
მივხვდი რომ წავიდა...
წავიდა და სულ წავიდა...
მისი წასვლა იმას უდრიდა რომ აღარაფრის იმედი არ უნდა მქონოდა...
თამთა დამპირდა ნელ-ნელა დავიკარგებით და სანამ გვიან არ არის ჩამოდიო...
არ ჩავედი...
საბას წამოცდა თქვენ იმდენს იზამთ სანამ მე ან რომელიმე არ დავიბრიდებით აქ ფეხის ჩამომდგმელები არ ხართო...
მერე გავიდა დრო...
მე ვეღარ ვრეკავდი...
კიკნა მემუქრებოდა სანამ საბოლოოდ გაგვიცივდებოდა ურთიერთობა ჩამოვალ და მაგ ანას თმით ვითრევ რა ყოველ 5 წუთში გეძახის დაგასვენოს ცოტაო.
ნაზღაიძეც ცოფებს ყრიდა, გვენატრები და ჩამოეთრიეო...
6 თვე რომ გავიდა...
მე რომ არ დავბრუნდი...
სულ გადაესვა ყველაფერს ხაზი...
ნატა მირეკავდა ხოლმე და ახლა უკვე ნატასგან ვგებულობდი ბავშვების ამბებს...
მერე აღარ ვურეკავდი...
აღარც ვწერდი...
ანას შევეჩვიე...
,,დავმეგობდით“
მაგრამ ის არ იყო ჭავჭავაძელი.
ის არასდროს ყოფილა ნაზღაიძესთან
მას არასდროს უთქვამს ანდროც ძაან მაგარი ბიჭიაო
არასდროს მოუწევია დაგრუზულს ჩემთან ერთად
არ უტირია
არ უცინია
ის არ იყო ნაღდი თბილისელი
ჩვენნაირი...

* * *
ანდრო კიევში იყო...
არ უჭირდა ლიზას გარეშე, იმიტომ რომ მიჩვეული იყო ასეთ მდგომარეობას, მაგრამ განსხვავება ის იყო რომ ხანგრძლივ არდადეგებზე აღარ ბრუნდებოდა... მარტო ბიჭებთან ქონდა აქტიური კონტაქტი
ლიზას თუ ახსნებდნენ
ყურმილს თიშავდა...

* * *
გოგოებს გამოცდები გვქონდა და თითებს ვიჭამდით ისე ვნერვიულობდით. პირველი ქეთა შევიდა...
მაღალი ქულით რომ გამოვიდა მაგრად მოგვეშვა...
მაშინ შევნიშნეთ რომ კიკნა რაღაც ზედმეტად აქტიურობდა ქეთას წარმატებაზე...
არ შევიმჩნიეთ...
მერე კიდევ რაღაც იყო მაგრამ ისიც გადავყლაპეთ და არ გავამუქედ.
მე და ანდრო აივანზე ვისხედით ნაზღაიძის სახლში და ფეხები მოაჯირზე გვქონდა შემოლაგებული.
სიგარეტს ვეწეოდით...
სულ არ ვეწეოდი...
ხანდახან...
-ანდრუშ
-ჰო... -თავი უკან გადააგდო და ბოლი ისე გამოუშვა
-კიკნას ვერაფერს ამჩნევ? -ჩაახველა
-შენც შეამჩნიე?
-მოწონს ხო?
-რა ვიცი...
-არ ტეხავს? -მაგრად მოვქაჩე და ახლა მარცხენა გადავიდე მარჯვენა ფეხზე.
მერე ანდრომ გამომხედა, სახეზე შემაბოლა და თვალებმოჭუტულმა მითხრა
-მე რო დამევასო ტეხავს?
ეს მეორე იყო...
ანდრო ტყუილად არ მეტყოდა...
უხერხულად თავი არ მიგრძვნია...
სანამ ამას მეტყოდა მანამდეც სხვანაირად ვიყავით...
ახალი ღერი ამოიღო
-ბევრს ეწევი
-მერე რა... შენც ხო ეწევი ხოლმე...
-მე ხანდახან... ისე რა სისულელეა, სიგარეტს ყიდიან და თან აწერენ კლავსო. რა მაფიაა?
სიგარეტი გამოიღო და ხელი მუხლზე დაიდო, ცოტა ხნის შემდეგ ისევ თავგადაგდებულმა გამოუშვა და ამიხსნა
-კვაზიმოდოს რო ესმერალდა შეუყვარდა, შენი აზრით უნდოდა უშანსოდ ყვარებოდა? პროსტა ნარკოტიკივით მიეჯაჭვა და ვეღარ გადაეჩვია
-სიყვარული შეჩვევაა?
-ვისთვის როგორ...
-შეიძლება ვიღაც მაგრად მოგწონდეს, მაგრამ სიყვარულით არ გიყვარდეს?
-არა. ეგრე არ შეიძლება. ეგ მაზოხიზმია. ეგი იგივეა, ლუკმას მთელი ცხოვრება ღეჭავდე და არ ყლაპავდე.
მაშინ მივხვდი რო ,,ძაან მოვწონდი.“ გამიხარდა...
სიგარეტი ხელიდან გამოვართვი, ერთი ნაპასი მეც დავარტყი და მერე აივნიდან ვისროლე. მერე გამომხედა, ეგ ბოლო იყოო.
-შენ ხო კვაზიმოდო არ ხარ?
თმა ამიჩეჩა და შუბლზე მაკოცა.
კაი გოგო ხარო მითხრა და მერე შიგნით შევედით.
კიკნა უკვე დამწვარი იყო.
მერე მე და კიკნა რო სამზარეულოში მარტო დავრჩით თემა წამოვუკარი
-არეშიძე მოგწონს?
გაშრა.
-სერიოზულად არა ლიზ, მომიარა რაღაც.
-ეგ მოვლები დაგღუპავს.
ეტყობა ეზაძეზე იეჭვიანა და მაგიტომ იყო აჟიტირებული
-გადამივლის, ვიცი...

მერე გადაურა...
მართლა გადაუარა...

* * *
-ჩემთვისაც რთულია, მაგრამ ხომ შეეძლო გამარჯობა მაინც ეთქვა. თქვენც გაბრაზებულები იყავით მაგრამ ცუდად არ შემხვედრიხართ...
ვერ ვწყნარდებოდი... მერე ვიღაც ქალი შემოვიდა...
-გამარჯობათ... იცით მე... ახალგაზრდა თბილისელებზე ვწერ.
-მერე?
-მერე მინდა რამდენიმე კითხვით შემოვიფარგლო...
-იცით მგონი აჯობებს...
-ძალიან გთხოვთ.
ტირაჟი 1 კვირაში უნდა გამოვცე, არ დამღუპოთ...
მერე იყო ის უაზრო კითხვები რომელზეც ძალიან არეულად ვუპასუხეთ.
ან რა უნდა გვეთქვა...
ბიჭები არ ჩანდნენ...
მერე მამაოს მოსაყვანად წასვლა გვთოვა კიკნამ.
ჩვენ სხვა საქმეებზე ვართ გასაქცევებიო.
მე და არეშიძე ავდექით და წავედით.
ეზოში შავი ლექსუსი დავინახე.
გამაცია...
ანდრო იჯდა და სიგარეტს უკიდებდა.
სწრაფად ჩავხტი ქეთას მანქანაში და ღვედი შევიკარი...
მამაოსაც ძალიან ეწყინა...
ჩვენთან ერთად წამოვიდა...

* * *
ჭავჭავაძეზე ვიყავით გამოფენილები.
სრულად არ ვიყავით, ძირითადად გოგოები...
მოსახვევიდან გვანცა რომ გამოჩნდა.
მე თავიდან ვერ ვიცანი.
თამთამ იცნო.
- მოდის.
ყველა მას უყურებდა.
მე თვალები ჩამიწითლდა.
ჩვენთან ახლოს რომ მოვიდა, გაიცინა და გაჩერდა
-ვაა, ჩემი ბიჭების გოგოები.
-რა გიხარია შე მთელი თბილისის ნათრევო. -გაიჯგიმა არეშიძე.
-მმ, მესმის მხოლოდ მეგობრობით რატომ შემოიფარგლებიან თქვენთან.
-ეგ ბინძური ენა უსისინე შენ კლიენტებს -ვერ მოვითმინე მე. გოგოებს გაეცინათ.
-უი იცი ანდრომ რამაგარი ლიფი მაჩუქა? -ისედაც ღრმად ჩაჭრილი დეკოლტე სულ ოდნავ ჩამოწია და წითელი ლიფი გამოუჩნდა. -მოგწონს ლიზ?
-წადი შენი... -კედელს მივეყრდენი...
-ხო აბა, შენ ხო არ დაგელოდები?!
ნერვები მაწყდებოდა... გავბრაზდი... არეშიძეს ვუთხარი წავიდეთ-მეთქი. ბიჭები მოვიდნენ, ყველას გვეტყობოდა სახეზე რომ არ ვიყავით კარგად.
-ქალებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით თუ რა ქენით? -აშკარად კარგ ხასიათზე იყო კიკნა.
-შეგიერთებ ცხვირ-პირს -არ ჩამორჩა ქეთა.
-მოგკლავ პროსტა! -გავიწიე ანდროსკენ.
-რა ხდება, ეე? -დაიღალა ნაზღაიძე
-გვანცა იყო აქ. დაგვგესლა -თავჩაღუნულმა თქვა მაგდამ
-აუ ეგ მოცლილი იყო? დასვენების დღეა თუ რა ხდება? -იცინოდა კიკნა.
-რა არი სასაცილო? -ვერ მოისვენა ქეთამ.
-წითელი ფერი გიყვარს ანდრუშ? -ღიმილით ვკითხე ანდროს.
-რა იყო?
-რავიცი კი გიჩუქნია იმ სთვის წითელი ლიფი?! -ანდროს გაეცინა, ნაზღაიძე აიჭრა
-ეე, ეგრე თქვა, ტო? ფუ რა ბანძი გოგოა, ეგ მე ვაჩუქე. იცი რა ძვირი მივეცი?..
-ეგღა მაკლია ბოზებს ლიფები ვაჩუქო -სიცილით თქვა ანდრომ, ცოტა მომეშვა.
-აუ ასწავლეთ მაგ გოგოს ენის ტრიალი რაა. -მშვიდად თქვა თამთამ.
-მოეხაზება მაგას გოგოებო, თქვენ არ ინევიულოთ. -დაგვამშვიდა ვითო მისი ჭკუით ყველა კიკნამ და მანქანის კარები გააღო.
მერე ისევ ნაზღაიძესთან ავედით.
ანდრომ მიმიყვანა სახლში.
დამემშვიდობა და წავიდა...

* * *
მამაოსთან ერთად ავედით საბას სახლში.
განუკითხაობა იყო.
საშინელება.
საბას დედა სახეს იხოკავდა და იმ ბიჭის განაჩენს ითხოვდა...
ის კიდე ვინ იცის სად დაგულაობდა...
როგორ გაექცა...
კიკნა ძლივს იკავებდა თავს...
ხალხის დინება არ წყდებოდა...
საღამოს ნელ-ნელა შემცირდნენ.
არეშიძესთან წავედი. შუქი არ იყო.
სიგარეტს ვეწეოდით და ვტიროდით.
საშინელება იყო.
უკან მოუხედავად გაქრა ის 3 წელი.
-იმაზე მეტი დააშავე ვიდრე გგონია ლიზ
-ქეთა ნუღარ მეუბნები...
-ვერ დაინახე ანდრო რა დღეში იყო... მთელი სასტავი დაგვშალე
-ქეთა გეყოფა რა!
-აი მაშინ ხო არ გისაყვედურეთ და გაიქეცი, ეხლა ყველაფერი უნდა გითხრა რო ბოლომდე დავიცალო და შენც თავისუფლათ იყო. შენ რო არ წასულიყავი, 1 თვეში ყველაფერი გადაგორდებოდა და მერე...
მერე შენ და ანდრო იქორწინებდით...
ახლა შვილიც გეყოლებოდათ...
ამეტირა.
-ქეთა!
-რა არ იქნებოდა ეგრე? -არეშიძესაც აეტირა -ვითო არ იცი ხო შენზე რო გიჟდებოდა ანდრო. ეგრე რო არ ყოფილიყო სასტავში დარჩებოდა შენი წასვლის მერე. ეგეც გაიქცა. ყველა წავიდა. შენ იყავი ყველაფრის თავი
-ქეთ, გთხოვ რა.
ცრემლები კისერში მეღვრებოდა, სიგარეტსაც ვეღარ ვეწეოდი. თავ-ბრუ საშინლად მეხვეოდა.
-ეგრე იყო ლიზ, ეგრე. აუ!
სავარძლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა
-ერთხელ იცი საბამ რა თქვა? -ხმით აეტირა -მაშინ ბევრი ვიცინეთ და დავეთანხმეთ კიდეც. მანდამაინც მე ან ვინმე უნდა დაიბრიდოს რო ყველა ჩამოვიდესო. ეგრეც არი. იქვე გაფილტრა.
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. კარზე ზარი იყო.
თამთა მოიყვანეს გოგოებმა.
რომ ჩამეხუტა აღარ მომშორებია.
მიყვირა, მეჩხუბა, არ უნდა წასულიყავიო. ხო იცოდი რო მაგ ავარიას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, რატო წახვედიო. სულ დაგვაცალკავეო...
უარესად გავხდი... ვეღარ მოვითმინე. წამოვედი. ოღონდ ისე რომ ყველას დავემშვიდობე.
ჭავჭავაძეც ჩაბნელებული იყო.
ბახტაძე შემხვდა.
ისე გაუკვირდა ჩემი დანახვა ლამის გული წაუვიდა.
ცოლი მოუყვანია.
სწრაფად წავედი ჩემი კორპუსისკენ, საპირისპირო მხარეს მხოლოდ ორი შუქი შევნიშნე, სწრაფად რომ მოდიოდა. მე რომ მომენათა სინათლე სწრაფად დაამუხრუჭა და ცხვირწინ გამიჩერა. მანქანაში ანთებულ სინათლეში მშვენივრად ვხედავდი ანდროს ჩასისხლიანებულ თვალებს.
ნერვიულად ათამაშებულ თითებს.
სიგარეტს.
ზურგით მივტრიალდი და მანქანას დავეყრდენი. ძრავა გამორთო.
თვითონაც გადმოვიდა.
სიგარეტი გამოვართვი და მოკიდება ვცადე მაგრამ ნერვიულობისგან ხელიდან გამივარდა.
თვითონ აიღო და თვითონვე მომიკიდა.
ხმას არ იღებდა. ისიც უბრალოდ მიეყრდნო მანქანას და სიგარეტი რამდენჯერმე მაგრად მოქაჩა.
-ყველაფერი შევცვალე...
არაფერი უთქვამს
-ანდრო მაპატიე
ბოლი გამოუშვა.
-მე არ მეკიდა...
უბრალოდ...
ამეტირა. ხელები ავიფარე, არ მეშველა. ზედაც არ მიყურებდა.
-არეშიძესთან მიდიოდი... მე იქ უნდა ვყოფილიყავი... ისევ არ მომესალმებოდი ხო?
ისევ უპასუხოდ დამტოვა.
მისმა სიჩუმემ მიმახვედრა რომ ნელ-ნელა ვქრებოდი მისი ცნობიერებიდან, რომ ტყუილად ვლაპარაკობდი.
ტყუილად ვიდექი იქ და ტყუილად ველოდი პასუხს.
სიგარეტი იქვე დავაგდე. ფეხით გასრისა.
ქურთუკი შევიკარი და წამოვედი...
უკან არ გამომყოლია. ისევ მანქანაში ჩაჯდა და იგივე სიჩქარით წავიდა, როგორც მოდიოდა...
უკან არ მიმიხედია...
ნატა ისევ ალბომს ათვალიერებდა....
-ნახე რა ვნახე ლიზ.
ალბომი გამომიშვირა და სურათი მაჩვენა.
მე და ანდრო ვიყავით. საშინელებათა ოთახში.
გამეცინა...


* * *
-აუ შევიდეთ რაა -დავიჩემე, მაგრამ არავინ ამომიდგა მხარში, ბოლოს ვთქვი მარტო შევალ მეთქი და ანდრომ კაი მეც შემოვალო.
მართლა შემეშინდა. ანდრო იქაც სიგარეტს ეწეოდა. არც ობობის ქსელების შეშინებია რომელიც ხანდახან განათებით გამოჩნდებოდა. არც ტალახის რომელშიც ფეხებს ვატყაპუნებდით. მე სულ ვკიოდი ის იცინოდა.
გული ლამის გამისკდა ზემოდან რო ჩონჩხის ხელი ჩამოვარდა.
ანდრომ ხელი მოკიდა და ჩამოგლიჯა.
მერე რომ გავედით, უფროსებმა ყვირილი დაიწყეს, გაგვიფუჭეთო. ანდრო იძახდა, ჩვენი რა ბრალია თუ უხარისხო ჩონჩხი იყოო.
საბოლოოდ მაინც დაუტოვეს თანხა, ჩონჩხის აღსადგენად და წამოვედით. ქეთამ სურათები გადაგვიღო თურმე ეკრანზე რომელიც გარეთ იყო დამონტაჟებული და სადაც ყველაფერი ჩანდა რაც შიგნით მე მემართებოდა. მერე ანდრო ისევ მიუვარდა იმ საშინელებათა ოთახის პატრონებს და ეს რა არის, იქნებ მე სულაც არ მინდა ვიღაცამ ნახოს როგორ ვიფსამ შიშისგანო, დავახურინებ ამ ოთახსო, იმ კაცმა თხოვა იმ ფულსაც დაგიბრუნებთ ოღონდ ეგ არ ქნათ, ანდრო უფრო გათამამდა და კაცი ლამის ტირილამდე მიიყვანა.
რა თქმა უნდა ხუმრობდა...
თავისებურად...

* * *
-ნატ, არ მომესალმა იცი?
-აცალე ცოტა ხანი, აღიქვას ყველაფერი და მერე დაგელაპარაკება.
-მარტო მისალმებაზე არაა, ჩემ დანახვაზე თვალები არ გაბრწყინებია
-ლიზა რანაირად გაუბრწყინდებოდა მითხარი რაა?!
-არ ვიცი ნატა, მაგრამ მე სხვა რეაქციას ველოდი.
-გეგონა რომ გამოიქცეოდა და გეტყოდა შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და დამიბრუნდიო? დაეშვი მიწაზე ლიზ, არ არი ანდრო პატარა ბავშვი...
-აუ არ ვიცი რაა...
ისევ ამეტირა, ნატა მეხუტებოდა და თან ცდილობდა ჩემ დამშვიდებას მაგრამ არაფერი გამოდიოდა.
მერე დავწექი და ემოციებისგან დაღლილს ჩამეძინა...

მერე იქ ვეღარ მივედი, გამიჭირდა...
გოგოები გამოვიდნენ ცოტა ხნით ჩემთან...
რამდენჯერმე ლაითად მკითხეს ლონდონზე მაგრამ კონკრეტულად არ მიპასუხია. ნატა გავიდა. მითხრა ჩემი დაქალი ცუდადააო და სახლში მარტოაო.
ცოტა კი შემეეჭვა მისი დაქალის ცუდად ყოფნა გვიან რომ გაახსენდა მაგრამ არაფერი მითქვამს. გადამკოცნა. არ ინერვიულოო დამაბარა და წავიდა...
არეშიძე მოწყენილი იყო.
ყველა ეგრე ვიყავით.
ჩახუტებულები ვისხედით დივანზე.
ყურში მიჩურჩულა
-ანდრო მოვიდა ჩვენთან გუშინ.
-ვიცი, გზაში შემხვდა.
-მეც ეგ ვიფიქრე. ხმა არ ამოუღია ისე იჯდა მთელი ღამე.
-არც მე არ გამცა ხმა.
-ქინქლაძე დაბრუნებულა.
დამაჟრჟოლა.
-თამთა ისეთ დღეშია ლამის გაგიჟდეს.
-დააპატიმრეს?
-არ ვიცი. ალბათ კი.
ვიღაცამ დაურეკა
-ხო კიკნა. უი მართლა??? ღირსია ეგ არაკაცი...
აეტირა.
-ლიზასთან ვართ... არა მარტოა... ამოხვალთ? კაი.
-ამოვალთო.
-ანდროც?
-არ ვიცი...
კიკნა და ნაზღაიძე ამოვიდნენ, დანარჩენები დაკითხვაზე ყავთო.
კიკნაც გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა.
-ბაზარი არ არი, ვაღიაროთ საბა იქედანაც მაგრად გვეხმარება.
გამაჟრჟოლა
-ვერ ვიჯერე კიკნა.
-თამთა უყვარდა და მისთვისვე დაიბრიდა.


* * *
მე და ანდრო მივდიოდით ნაზღაიძესთან, გზაში რო საბა შეგვხვდა.
-თამთა სადაა ბიჭო, მარტო რატო მოდიხარ?
-ვიკამათეთ.
-რატო?
-დედამისმა დაურეკა ჩამოდი გვენატრებიო.
-მერე რა გაჩხუბებთ.
-არ მინდა რო წავიდეს.
-აუ კარგი რა საბა რაა
-ბიჭო ვერ გავძლებ მის გარეშე
-არაუშავს დიდი დიდი 1 თვით წავიდეს
-გიჟი ხარ? რა ამბავია ერთი თვე.
საბა მოწყენილი იყო, ანდრომ გამომხედა და მითხრა გაითვალისწინეო.
მერე ეს გათვალისწინება პირველად რომ კიევში მიდიოდა მაშინ გამახსენდა. საბას და თამთას კამათზე მაშინ გამეცინა მაგრამ მე რომ იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდი მივხვდი რომ სასაცილო სულაც არ იყო.
-არ გამაბრაზო თორე, ასე მოწყენილი ივლი მთელი ცხოვრება.
ასე ვემუქრებოდი ხოლმე ანდროს იმ დღეს...

* * *
ქინქლაძე დააპატიმრეს და უვადო მიუსაჯეს. მერე მე წამიყვანა კიკნამ დაკითხვაზე. შიგნით რომ შევედი ანდრო იჯდა. მეც მის გვერდით გამამწესეს და გავიდნენ.
-ელიზაბედ დევდარიანი, არა? -ჩამოპწიალებული ღაბაბი აათამაშა კაცმა
-დიახ.
-შეიძლება სიგარეტი მოვწიო ? -მოულოდნელად იკითხა ანდრომ.
-კი.
-ელიზაბედ, საბას კარგად იცნობდით?
-დიახ.
-ლონდონიდან ეხლა დაბრუნდით არა?
-დიახ.
-რატომ წახვედით?
-სასწავლებლად.
ანდრომ ჩაახველა.
-ისე მოულოდნელად?
-თქვენ რა იცით რომ მოულოდნელად
-როგორც გავიგე შენ და ანდრო ერთად იყავით... -გავშრი, თავი ჩავღუნე
-ის კითხვები დაუსვით რაც მნიშვნელოვანია. -ჩაერია ანდრო.
-აქ კითხვებს მე ვსვამ.
-მაშინ მე გავალ.
-ბრძანდებოდეთ.
სკამიდან წამომდგარი ანდრო უკან დაჯდა.
-საბა კარგი ბიჭი იყო... ტყუილად არავის ეჩხუბებოდა...
-ეგ ვიცი...
-საიდან?
-ჩემი ნათლული იყო...
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ანდროს რეაქციაც არ ქონია.
კიდევ რამდენიმე კითხვა დამისვა და გამომიშვა...

ჩასასვენებელთან ვიდექით...
ყველანი ერთად.
ჭავჭავაძელები...
პირველად გვეცვა ყველას ერთად შავები...
ქეთასთვის მქონდა ხელი ჩაბღაუჯებული და რაც უფრო ქვემოთ იწევდა საბას სხეული უფრო ვუჭერდი. თამთამ არც მიწა და არც ყვავილი არ ჩააგდებინა არავის.
ის არ მომკვდარაო...
ცოტა აურია...
ქელეხი არ ყოფილა.
ნაზღაიძესთან წავედით და დავლიეთ.
ცოტა რომ დავთვერით კიკნამ წამოაყრანტალა
-3 წელი გავიდა, ტოო, ისევ ერთად ვართ.
-საბა გვაკლია -ნაზღაიძეს ცრემლები წამოუვიდა.
-წასულების იყოს, ქინქლაძის თამადობით, მაგის დედას შევეცი. -დაამატა კიკნამ.
ნესტოები დაებერა. ანდრო თან სვამდა თან ეწეოდა.
სათადარიგოდ ორი კოლოფი ქონდა...
marlboros ეწეოდა...
leeის ჯინსი ეცვა...
მაგრამ მაინც გუჩი ესხა...
უკვე ლექსუსი ყავდა...
მაინც მოკლესახელოებიანი ზედა ეცვა...
-კვაზიმოდოსი იყოს, ნარკოტიკივით რომ ყავდა ესმერალდა და ვერ ეშვებოდა. მერე იმ სირების იყოს, სიგარეტს რომ ყიდიან და ზედ აწერენ კლავსო.
-იყოს.
-იყოს.
-იყოს...
ერთად დალიეს.
მერე მე გამომხედა.
-გამარჯობა
თვალები აემღვრა და ახალი ღერი ამოიღო.
ანამ დამირეკა
-როდის მოდიხარ ლიზ, მენატრები. გამოცდები დაიწყება მალე.
-გამოცდები?
-ხო გამოცდები, თან ვერ ვძლებ უშენოდ.
-ბოდიში ან, საერთოდ არ უნდა წამოვსულიყავი ლონდონში.
მერე გავიდა დრო...
ჩემი და ქეთას სურათი ისევ დაბრუნდა...
მე თბილისში დავრჩი.
ჭავჭავაძე ისევ ახმაურდა.
თბილისი ისევ ლაპარაკობდა ჩვენზე.
წიგნიც დაიბეჭდა ,,ახალგაზრდა თბილისელები.“
ისევ ისე ვიყავით გაურკვევლად.
ანდროს ზარმა გამაღვიძა
-ხო ანდრუშ
-გვანცა გათხოვდა, ტოო.



№1 სტუმარი ემი

რახან შენ გამოჩნდი love ....

შენს მოლოდინში ყველა შენი ისტორია დავიზეპირე winked

 


№2  offline წევრი wripawripa123456

ვგიჟდები შენს ისტორიებზე.
მინდა შენც ასეთი სიყვარული გამოსცადო.
ელენიკო, ძალიან მაგარი გოგო ხარ!
ვერ ვიტან კომენტარების წერას, ყველა ემოციას ჩემში ვიტოვებ ხოლმე, მაგრამ ისეთი გოგო ხარ მაიძულებ ყველაფერი რასაც ვგრძნობ შენი ისტორიების წერისას გადმოვცე.
გიჟური, შეუდარებელი და საოცარი ისტორიების ნაკრები გაქვს.
მიხარია, როდესაც შენს ნიკს ვხედავ და ვიცი, რომ ის რასაც წავიკითხავ რაღაც ახალს გააღვიძებს ჩემში.
საუკეთესო ხარ და მიყვარხარ!

 


№3 სტუმარი Ana

Auugaaagrdzele ra andros da lizis istoria gtxoov

 


№4  offline წევრი eka3

dabrundi rogorc iqna xo

 


№5  offline მოდერი Amalthea

ვგიჟდები ამ ისტორიაზე.
ზოგადად შენი ყველა ისტორია კარგია, მაგრამ ეს რაღაც სხვაა.(რომ ვერ დაახასიათებ ისეთი)
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№6  offline წევრი მოლურჯო

იქნებ ის ისტორია დაამთავრო
ამას აუცილებლად წავიკითხავ
--------------------
მარიამი

 


№7  offline წევრი mani156

ვაიმე სათაური რო დავინახე მეცნობათქო, მერე new yorkerი რო წავიკითხე ისე გამიხარდა ლამის ცეკვა დავიწყე :დდდ ვგიჟდებიი ამ ისტორიაზე ^^

 


№8  offline წევრი Pepper

ვგიჟდები მე შენზე
და შენს ისტორიებზე
არ მქონდა წაკითხული ეს და ძალიან მომეწონა <3
სასწაულად მიხარია შენი ნიკის დანახვა ხოლმე <3
სხვა ისტორიები დაგვიდე რომელიც აღარ დევს საიტზე და წაშლილია <3

 


№9  offline წევრი -სოფია

მართლა ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, მიუხედავად იმისა, გიცნობ თუ არა.უბრალოდ ამის დამწერი ჩვეულებრივი ვერ იქნება. :) სიტყვებიც ზედმეტია. <3

 


№10  offline ადმინი ano23

მიყვარს, მიყვარს, მიყვარს love როგორ გამახარე ,ისევ რომ დადე

 


№11 სტუმარი tat

Kai gogo xar shen kai

 


№12 სტუმარი )))

auuu ra kargii iko,magram dzaan dammwyda guli sabaze(( gaagrdzele ra andros da lozas istoriass ❤ gtxov velodebiii

 


№13 სტუმარი vera™

საოცარი ხარ შენ და მაგარია ეს ისტორია ძალიან, სრულად კი აწერია, მაგრამ კარგი იქნება თუ უსევ გააგრძელებ.... ძალიან ემოციურია

 


№14 სტუმარი Koki

ვაიმე რამდენი ხანი ვეძებე.. <3 უმაგრესი ისტორიაა

 


№15  offline წევრი dzadzamia25

ძაან მაგარია,იმედია გააგრძელებ <3

 


№16 სტუმარი ბუბუკა

ანუ დამთავრდა???

 


№17 სტუმარი tako

sheni bednierebac dadeee raaa ((( <3 amaze vgijdebi meee

 


№18 სტუმარი ეფემია

როგორ დასრულდა ვერ მივხვდი,რა შუაში იყო ეს გვანცა?სხვა ყველაფერი ძალიან კარგი იყო

 


№19  offline წევრი im a crazy girl

Au amati istoria gaagdEle ra lizasi da androsi grxov ai sitkvebit aguwereli isotiaa ravici ragitxra arvici gavgijdi mikvarxar shenc da sheni istoriebic

 


№20  offline წევრი Mogwai.

არ ვიცი რა უნდა გითხრა.
აი რაღაც ისე წერ..
მე რომ მიყვარს და კიდე ბევრს *-*
ძალიან ისეთია,დღევანდელობას რომ შეეფერება.
ველ,საუკეთესო ხარ! love

 


№21  offline მოდერი -ნინაკა

უბრალოდ, ამ ისტორიაზე ვგიჟდები!❤

 


№22 სტუმარი პუჰ

დასრულდა ? რაღაც დამაკლდა :(((

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ზედმეტად ნაცნობი, ზედმეტად თბილისური, ზემეტად... love love love

 


№24  offline წევრი მარიამი.

შენს ისტორიებზე ვგიჟდები,ელენიკო!
სწორედ ისეთი წერის სტილი გაქვს, მე რომ მიყვარს.
დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ისტორიებს, და თან მეღიმება.
ვგრძნობ,რომ რაღაცნაირად მეც ამ პერსონაჟების მონაწილე ვარ..
ყველა ვართ! love

 


№25  offline წევრი ევანჯელისტა.

ეს ისტორია რომ წავიკითხე, მეგონა რაღაც შეიცვალა ჩემში..
ისეთი კარგი წასაკითხია, თბილი, ტკბილი..
რომ გულში სითბოს ერთიანად ჩაგიღვრის.
მეც მომინდა ასეთი შეყვარებულობანა და ამბები.. love
ყოჩაღ! love

 


№26  offline წევრი მთვარეულა ❤

ერთადერთი ისტორიაა რომელმაც ჩემი ატირება შეძლო.
ზეა.
სხვანაირია რაა. სხვაა...
ცუდად ვარ, მაგრამ მაინც კარგად. თითქმის მთელი ისტორიის კითხვისას ვტიროდი, მერე გავჩერდი. თვითგვემას მივეცი თითქოს, შუა კითხვისას თვალი გამიშტერდა და ასე ვიყავი მთელი 5 წუთი, თვალდაუხამხამებლად.
მართლა ზეა.
მართლა.
თითქოს ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. არ შემიძლია.
ეს ისტორია, ალბათ სულ მემახსოვრება.
სევდიანი იყო, მაგრამ ოსტატურად ურევდი იუმორსაც. ბოლოში განსაკუთრებით. ამდენი მატირე და ბოლოს მაინც გამეღიმა. ამას ეძახიან ალბათ ნიჭს, როდესაც მწერალს შეუძლია გაგაღიმოს მაშინ როცა ცრემლები მოგდის.

შენი პირველი ისტორიაა, რომელსაც ვკითხულობ. ყველას წაკითხვის სურვილი გამიჩნდა. აუცილებლად წავიკითხავ.

ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი მწერალი ხარ. ძალიან ვნანობ აქამდე რომ არ მქონდა ეს ისტორია წაკითხული.

ძალიან მიყვარს უკვე ეს ისტორია love

დიდი მადლობა, რომ დაწერე love

 


№27  offline წევრი nawka

მართალია გვიანია კომენტარის დაწერისთვის მაგრამ არ შემეძლო არ დამეკომენტარებინა...რაღაც საოცრება იყო...აი ბრავო რა ძალიან მაგარი გოგო ხარ და ანდროს და ლიზის ისტორიას ცალკე თუ დაწერ აი საერთოოდდ მაგარი გოგო იქნებიიი

 


№28 სტუმარი Niin

Am istoriaas gaagrdzeleb xom gaagrdzeleb? Rofis dadeb axal tavs?? Saocrad wer

 


№29  offline წევრი idm.4

Dzaan magari gogo xar♡♡ es istoria gamorcheulad miyvars ♡ kargi weris stili gaqvs da ai sityvebis iseti tanwyobit wer,rom mkitxveli titoeul wvrilmans grdznobs ♡♡♡ ar mwyindeba am istoriis kitxva ♡♡ warmatebebi ♡♡♡ yvelaze magari gogo xar mtels saitze ♡♡

 


№30  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

პირდაპირ გეტყვი,
ეს ისტორია რომ არა, არ იქნებოდა ელენიკოც.
ვგიჟდები ისე მიყვარს.
მიყვარხარ შენ, ჩვენი თბილისი და თბილისელებიც..
ეს არის ზუსტად შენეული,
ცალი თვალით შემახედა შენზე ნეტა, როცა შეყვარებული იქნები.
ხომ წარმოგიდგენია, რეებს გააკეთებ!
ყოჩაღ, მართლა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent