შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნებები(2)


1-02-2016, 17:57
ავტორი tamana
ნანახია 2 247

ანაბელი კარებზე კაკუნმა გააღვიძა და კარებში მამამისი შემოვიდა.
_ანა-ცდილობდა ის გამოებხიზლებინა_ანუკა
_ჰმმ.
_ადექი მამიკო უნდა წავიდეთ თორემ დაგაგვიანდება.
_კაი ჰოო.ვდგები.
_მიდი შვილო მე ქვემოთ დაგელოდები.
_თამინას დავურეკავ მაშინ
_მიდი.
ანაბელი გაემზადა,თავის ჩემოდანს ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდა,თან ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და თამინას დაურეკა.
_თხუთმეტ წუთში მოვალთ.
_მე მზად ვარ.დავემშვიდობე ჩემებს და გამოვალ.
_კარგი წამოვალთ მალე.

***
_გამარჯობათ-მიესალმა მანქანაში მჯდომ ანაბელს და ნიკას თამინა.
_გაგიმარჯოს შვილო-უპასუხა ნიკამ.
_აბა რას ვაკეთებთ დღეს?-თამინასკენ შემობრუნდა ანაბელი და წარბები აათამაშა.
_ჯერ უნივერსიტეტში წავალთ მერე სახლში და ვსო-თვალი ჩაუკრა თამინამ.
_მაგ ზღაპრებს ნუ მასმენინებთ.თქვენ როდესაც ერთად ხართ სახლში ვერ ჩერდებით,ასე რომ არ არის საჭირო ჩემი მოტყვილება.
გოგონებს გაეცინათ და მთელი გზა თბილისამდე ათას თემაზე საუბრობდნენ.
_ჩამოვედით თბილისო შენი დედოფლები-თქვა ანაბელმა.
_მართალია ლამაზი ხარ,მაგრამ დედოფლობას ნუ იბრალებ-დასცინა თამინამ.
_არაფერსაც არ ვიბრალებ.ყვეაზე ლამაზ გოგონებად გვაღიარეს უნივერსიტეტში.
_ხო მაგრამ დედოფლები არავის არ უწოდებია ჩვენთვის.
_ოოჰ,ხომ უნდა ჩააშხამო კარგი მომენტები.
_აბა რა,ეს ჩემი ცხოვრების მიზანია.
_კარგი მამიკო წადი შენ ,ჩვენ უნივერსიტეტში შევალთ.
_მაშინ მოდით ჩაგეხუტოთ,ვერ გნახავთ კარგ ხანს.აბა ჭკუით იყავით.
_არ ინერვიულოთ ნიკა ბიძია,მე მივხედავ თქვენს შვილს.
_ვინ ვის მიხედავს ეგ კიდევ საკითხავია.
_ეჰ,როგორ მომენატრება ეგ თქვენი მწარე ენები.
გოგონები დაემშვიდობენ ნიკას და უნივერსიტეტში შევიდნენ,გამოცდები ჩააბარეს და პასუხები ორი დღის შემდეგ გაიგეს.რათქმაუნდა ორივემ კარგად ჩააბარეს ამდენი შრომის შემდეგ.ანაბელის კურსელებმა და თამინას კურსელებმა გადაწყვიტეს უნივერსიტეტის დამთავრება და გოგონების გამგზავრება ერთად აღენიშნატ.გოგონებმა ბევრი იხალისეს.მეორე დღეს კი ისინი უკვე თვითმფრინავში ისხდნენ და ნიუ-იორკში მიფრინავდნენ.მათ იცოდნენ,რომ იქ თავიდან გაუჭირდებოდათ,მაგრამ ამაყობდნენ,რომ მათი ოცნება სულ მალე ახდებოდა.
ნიუ-იორკი ოცნებების ქალაქია.აქ ყველაფერია ,რაზეც შეიძლება იოცნებოს ადამიანმა,რომელსაც სურს წარმატების მიღწევა.
ანაბელმა და თამინამ მალევე მოძებნეს საცხოვრებელი ბინა და სახლი დაგროვებული ფულით მოაწყვეს.
გოგონები რამოდენიმე თვე სამსახურს ეძებდნენ.თამინა მიიღეს ერთ-ერთ კომპანიაში ადვოკატის თანაშემწედ.ანაბელი კი ხშირად დადიოდა შეძლებული ადამიანების მიერ მოწყობილ წვეულებეზე.მან ბევრი ბიზნესმენი გაიცნო და ერთ-ერთმა მიიწვია სამუშაოდ თავის კომპანიაში ასისტენტად.
რამოდენიმე თვეში თამინა დააწინაურეს და ადვოკატად დანიშნეს.ის ძალიან მომთხოვნადი გახდა და დასვენებას ფაქტობრივად ვერ ახერხებდა.ერთი წელი ისე სწრაფად გავიდა,რომ ვერც კი შეამჩნიეს.ამ დროის მანძილზე ერთი დღეც ვერ გამონახეს გასართობათ.



№1  offline წევრი Tamuna Gabrichidze

კარგია ძალიაბ

 


№2  offline წევრი cancara

კარგია გაგრძელე

 


№3  offline წევრი tamana

Tamuna Gabrichidze
კარგია ძალიაბ

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent