წითელი ზღვა -2-
[თავი 2] ასე იყო თუ ისე, თედო ქურასბედიანი გამოიცვალა. თავი ანება თამთიკეთი ''გართობას'', მაგრამ თამთიკეს არა. დილაობით, ლიქოკელი სკოლის ეზოში რომ შედიოდა, მალულად აპარებდა თვალს ზევით და ფანჯარასთან მდგარ თედოს ხედავდა. მომენტალურად აეწვებოდა ხოლმე ყურის ძირები და ლოყებიც უხურდებოდა.ძალიან უნდოდა ეს რეაქცია უკურეაქციით შეეცვალა, მაგრამ თითქოს ასე იყო დადგენილი და თედოს დანახვით გამოწვეული გრძნობებისთვის საერთოდ ხაზის გადასმა ან რამით შეცვლა თამთიკემ აგერ უკვე ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლო.იმ საბედისწერო დღის შემდეგ ქურასბედიანს ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის, შეხებაზე და მის გაქილიკებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ერთი პერიოდი იმასაც კი ფიქრობდა, მგონი მომენატრა ის დრო, ვიღაცის ყურადღების ცენტრში რომ ვიყავიო. ხო, ყურადღებას მართლა დახამებული იყო... ბებიას აქეთ სჭირდებოდა თავზე ტრიალი. მართალია მასზე დიდი სიამოვნებით ზრუნავდა, მაგრამ მთელი გულით სურდა, რომ კიდევ ყოფილიყო ვინმე, ვინც თამთიკეზეც სიამოვნებით იზრუნებდა. თედოს კი აპატია ის ამბავი, მაგრამ... ერთი თვე იყო, რაც გრძელი გზით მიდიოდა სკოლაში, რათა თვალი წამითაც არ მოეკრა ზღვისთვის... ზღვისთვის, რომელმაც დამშეულივით გადაყლაპა და ტალღებში შთანთქა... მასწავლებლის წამოწყება იყო ის, რომ ყოველ პარასკევს ბავშვებს კრებები ჩაეტარებინათ. უკვე მეთერთმეტე კლასში ხართ და შეძლებთ იმის დანახვას, რასაც ზოგჯერ პედაგოგები ვერ ვხედავთო. ასევე ყოველ კრებაზე კრების ხელმძღვანელი გააკეთებდა ცხრილს, რომელშიც ჩაწერდა სამ მოსწავლეს, ამ კვირაში ყოფაქცევით, სწავლით და ღონისძიებებში მონაწილეობით წარმოჩენილს და სამს კიდევ სწავლაში ჩამორჩენილებს, კლასის ამრევებს და ვიგინდარებს. პირველ კვირას ხელმძღვანელად მასწავლებელმა თამთიკე დანიშნა. გოგონას უნდოდა უარი ეთქვა, მაგრამ ვერ გაბედა და წუხილი გულში ჩაიკლა. ისედაც არ ჰქონდა მთლად კარგი ურთიერთობა კლასელებთან და მათი გამორჩევით ხომ ყველას თუ არა, რამდენიმეს მაინც გადაიმტერებდა. დადგა პარასკევიც. თამთიკე თავჩაქინდრული გავიდა დაფასთან და მაგიდაზე დადებული ფორმატი გადაშალა. მასწავლებელმა მაგნიტი გაუწოდა და მისი დახმარებით მიამაგრა ცხრილი დაფაზე. ხან ერთ თემას გადაწვდა, ხან მეორეს. ეცადა, რაც შეიძლება გაეწელა დრო, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია სამი ''კარგი'' და სამი ''ცუდი'' მოსწავლის დასახელება. –ამ კვირაში თავი კარგი სწავლით, ყოფაქცევით გამოიჩინეს ნია ყოჩოველმა, ნათია ჟღენტმა და თეონა შროშანაძემ. ამ სამში მე შემიძლია გამოვარჩიო ნათია ჟღენტი, რადგან მან დედამიწის დღეს გამართულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა, რაც მისი შემეცნებითი განათლების მაღალ დონეზე მიგვითითებს. ცუდი ყოფაქცევით და სწავლის დაბალი დონით კი გამოირჩეოდნენ...–აქ ერთხანს შეჩერდა და შეშინებულმა გახედა მასწავლებელს. ქალმა თავი გამამხნევებლად დაუქნია და თამთიკემაც განაგრძო.–გურამ ფურცელაძემ, ბექა ქამუშაძემ და თიკო კოჭაძემ. გურამ ფურცელაძემ უკვე მეორე ფანჯარა ჩატეხა. ბექა პირველკლასელების წვალებაში გამოიჭირეს და ისიც დაინახეს, რომ საპირფარეშოში სიგარეტს ეწეოდა. თიკო კოჭაძეს ქცევას ვერავინ დაუწუნებს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მას სწავლა ძალიან უჭირს, დანებდა და წიგნს ერთხელაც კი აღარ შლის. მას კლასელები უნდა დავეხმაროთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შეძლებს. უკანა რიგებიდან დაინახა, როგორ გაუღიმა თიკომ. ცოტა დამშვიდდა და ფორმატი დაკეცა. –სულ ეს იყო. გმადლობთ ყურადღებისთვის.–უხერხულად აიწურა დაფასთან და ბექას ავად დაბრიალებულ თვალებს მარცხნივ შეტრიალებით გაექცა. ბოტასის თასმები შეიკრა და წამოიმართა. სული შეეხუთა, მოღუშული ბექა რომ დაინახა. ის არასდროს დადიოდა გრძელი გზით, ახლა კი... –გისმენ, ბექა!–იმას მიხვედრა არ სჭირდებოდა, თუ რატომ გაჩნდა ქამუშაძე იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. დამალვას და რაღაცების მიკიბვ–მოკიბვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თამთიკემ სიმამაცე მოიკრიბა და მტკიცედ დადგა. –მისმენ? ხო, რა თქმა უნდა. მე ხომ საკმარისად გისმინე იქ... კრებაზე.–ხელები გაშალა ბიჭმა და ბოროტულად ჩაიცინა. –მე ტყუილი არაფერი მითქვამს. შენ პირველკლასელებს... –და არამარტო პირველკლასელებს! უფრო სწორად მათ მხოლოდ ვაწვალებ, მაგრამ მგონი შენ საკმარისად დიდი ხარ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.–ხელი ჰკრა აცახცახებულ გოგონას და კუთხეში მიიმწყვდია. –თავი დამანებე!–ამოიკვნესა თამთიკემ და გვერდით გაცოცდა.–იმას ნუ გააკეთებ, რასაც შემდგომ ინანებ. ჩემი სიტყვები რა ბედენაა... მე უბრალოდ ვთქვი, რომ... –ამ გზაზე ძალიან იშვითია, ვინმემ რომ ჩამოიაროს. სჯობს ფართხალს და ისტერიკებს თავი ანებო და დამშვიდდე.–ნიკაპზე შემოაჭდო ძლიერი თითები ბიჭმა და თავი ააწევინა. –არა, არა, უნდა წავიდე! უნდა... უნდა წა...–ლუღლუღებდა თამთიკე, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა. –გაუშვი!–მჭექარე ხმამ ადგილს მიყინა ბექა. თამთიკემ თავისუფლება იგრძნო თუ არა, ძალაგამოცლილი ჩაიკეცა და იმის დანახვაც ვერ მოასწრო, თუ ვინ გამოესარჩლა. ქუთუთოების აწევას ლამობდა, მაგრამ თითქოს ყველა უნარი ერთიანად წაერთმიათ მისთვის... ციებიანივით კანკალებდა და აქეთ–იქით ყირაობდა. გარშემო ყველაფერი რომ ჩაჩუმდა, საბოლოოდ მოდუნდა და გაითიშა... –ვაიმე, შენ მოგიკვდეს ბებია, შვილოოო... რამ ჩაგაგდო ასეთ დღეში, რაამ?–ჩაესმა ბებიის განწირული წივილი და გაფითრებული წამოვარდა ზეზე. ''რატომ ვიწექი, რომ?''–დაეჭვდა უცებ და გაშლილ ლოგინს გადახედა. –შვილო, თამთიკე! შვილო, გონს მოხვედი!–ცრემლები გახარებულმა მოიწმინდა თინა ბებომ და შვილიშვილს ხელები შემოხვია. –თამთიკე... საკუთარი სახელის გაგონებაზე დამძიმებული თავი ძლივს გაატრიალა გვერდით და თედო დაინახა.... ძარღვებდაბერილი, ანერვიულებული... სახეზე შიშის კვალი ჯერ კიდევ შემორჩენოდა... ''ხმა ჩახლეჩვია...''–ახლაღა შენიშნა გოგონამ და თვალწინ გადაურბინა იმან, თუ როგორ მიიმწყვდია ბექამ კუთხეში... რა სისულელეები ელაპარაკა... როგორ შეანჯღრია და... როგორ გამოჩნდა თედო. ხო, ის თედოს ხმა იყო... თედო ქურასბედიანის! მან იხსნა თამთიკე, მაგრამ მერე რა მოხდა? დაკვირვებულმა მზერამ ახალი აღმოჩენაც გააკეთა... თედოს წარბთან სისხლი შერჩენოდა... ქვედა ტუჩიც გახეთქოდა. ''იჩხუბეს!''–გონებაში შემოკრულმა ზარებმა ამცნო თამთიკეს. –შენ...–აღმოხდა ლიქოკელს, მაგრამ თედომ თავი გააქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბებიამ რაღაც არ იცოდა... –ბებო, მე კარგად ვარ. შეგიძლია ჩაი მომიდუღო? ცოტა მცივა...–ნათქვამის დასამტკიცებლად მკლავებზე ხელები ჩამოისვა გოგონამ. –ახლავე, ბე... ახლავე მოგიდუღებ, ჩემო გოგო.–დაფაცურდა ქალი და საზარეულოსკენ გასწია. –გმადლობ, თედო. და მაპატიე... ჩემს გამო დაშავდი.–გავიდა თუ არა ოთახიდან თინა, სითბოჩამდგარი თვალები მიაპყრო ქურასბედიანს. –აქ არც სამადლობელია რამე, თამთიკე, და არც მოსაბოდიშებელი. იმ ნა*ირალამ კი ის მიიღო, რასაც იმსახურებდა.–კბილებში გამოცრა თედომ და ცხვირის ნესტოები დაეჭიმა.] თამთიკე შეკრთა. კვლავ იგივე კადრებმა გადაურბინა წარმოსახვაში. საბანი ყელამდე აიტანა და ცრემლები გადმოსცვივდა. –ნუ ტირი, თამთიკე... ნუ!–ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა ბიჭმა და გაღიმება სცადა.–შენ ის ვეღარ მოგეკარება! ვერასდროს! შენც რომ მოინდომო, მაინც ვერა... იცი, რატომ? მე არ მოგაკარებ! ხომ ხედავ... რომ მოვინდომე, საკუთარ თავსაც კი ავუკრძალე შენი გაბრაზება... თედოს სიტყვებზე გოგონას უფრო აუჩუყდა გული. სლუკუნი დაიწყო და ხველებაც აუტყდა. –მორჩი, თორემ ცრემლების ზღვას დააყენებ!–საწოლის გვერდით ჩაიმუხლა ქურასბედიანმა.–თუმცა შენ ისედაც ზღვას გავხარ, თამთიკე! –მე ზღვა არ მიყვარს...–განაწყენებულმა ხელის გულით მოიშორა ცრემლები.–შეუძლებელია ზღვას ვგავდე! –გავხარ და თანაც როგორ...–ჩაეცინა ბიჭს. ფეხზე წამოდგა, შუბლზე სულ ოდნავ შეახო ბაგეები თამთიკეს და უკუსვლით გავიდა სახლიდან. ^^^ მეორე თავი თქვენ, ჩემო უტკბილესებო! ჩემი სიხარული უნდა გენახათ მაშინ, გუშინდელ ნახელავს არაფერი აკლდაო, რომ გავიგე... იმედია დღესაც თანაბრად შევურიე ყველაფერი და კმაყოფილნიც დარჩებით. აბა, მეორე თავი უფრო გემრიელია თუ პირველი? ველი შეფასებებს. უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.