შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბელა (თავი 1)


7-05-2016, 17:12
ავტორი musho
ნანახია 1 698

საღამო ხანი იყო,ქუჩაში გამაყრუებელი ჭექა-ქუხილის და ქარის ხმა ისმოდა.
სადაცაა იწვიმებდა. ხალხი, აჩქარებული ნაბიჯით მიისწრაფოდნენ სახლებში.
მხოლოდ, ბელა მიდიოდა ნელი ნაბიჯით. იმდენად შორს იყო ფიქრებით, რომ ვერც კი გაიგო
როგორ წამოვიდა წვიმა. წვიმას ნელ-ნელა კი ბელას ცრემლებიც შეერია.
მთელი თავისი განვლილი ცხოვრების კადრებმა გაურბინა თვალწინ. ახლაც ახსოვს ,
როგორი ბედნიერი ცხოვრება ქონდა 5 წლის წინ.ყავდა მოსიყვარულე ოჯახი თბილი დედა
და გამგებიანი მამა. მაგრამ იმ საშინელ დღეს 25 მარტს თავის დაბადებისდღეს
ავტოკატასტროფაში დაკარგა თავისი უზრუნველი ბავშვობა და ბედნიერება...13 წლის იყო
როცა მშობლები დაეღუპნენ. მის შემდეგ კი ბელას მოვლა დეიდამისმა და ბიძამისმა
გადაწყვიტა.
მათ ბელას ტოლი გოგონა ჰყავდათ მია.
მია ბელასგან განსხვავებით უფრო გახსნილი და მხიარული იყო. მაგრამ ორივეს მთელი
კონცენტრაცია სწავლაზე ჰქონდათ გადატანილი. სკოლა წარმატებით დაამთავრეს და
სასწავლებელშიც მოხვდნენ. მიას სწავლის ნახევარი დაუფინანსდა. ბელას კი ოთხმოცი
პროცენტი, მაგრამ ერიდებოდა მათ კისერზე დაწოლა. ამიტომ გადწყვიტა სწავლაზე
ცოტახნით უარი ეთქვა და ცალკე ნაქირავებში გადასულიყო. თან მუშაობა დაეწყო.
თავიდან უარზე იყვნენ ბელას გაშვებაზე მაგრამ ბოლოს მაინც დაითანხმა ისინი.
რამოდენიმე ადგილას ნახა ვაკანსია, მაგრამ არ გაუმართლა. ბოლო ვაკანსიაღა, იყო .ბელას
ყველანაირი იმედი ჰქონდა დაკარგული, რომ აიყვანდნენ ...მითითებული ნომერი აკრიფა და დაელოდა ზარის გასვლას...ერთი ზარი... ორი ...სამი..და უცებ გაისმა ქალის მკაცრი ხმა.
-გისმენთ!
-უკაცრავად,მე ვაკანსიის თაობაზე ვრეკავ-ამოილუღლუღა დაბნეულმა.
-ხვალ ცხრა საათზე მოდი მითითებულ მისამართზე და იქ გაგესაუბრები -უთხრა ბელას და
სიტყვის თქმაც კი არ დააცადა ისე დაკიდა ყურმილი.ბელა გაკვირვებული დარჩა ქალის საქციელით.
მეორედღეს ზუსტად ცხრა საათზე მივიდა მითითებულ მისამართზე.სამსახურში აიყვანეს და
პირობებზეც შეთანხმდნენ.იმდღესვე იზრუნა სახლის ქირაობაზე და ერთ კვირაში უკვე გადაბარგდა.
დღეს კი 25მარტია თავისი დაბადებისდღე 13წლამდე ბედნიერი დღესასწაული...
უცებ გამოერკვა ფიქრებიდან და რეალურ სამყაროში დაბრუნდა. მიხვდა რომ სულ სველი იყო
და სიცივისგან კანკალებდა.
ტაქსი გააჩერა და უცებ ჩაჯდა ...სახლში როგორც კი მივიდა გამოიცვალა, თბილი პიჟამოები ჩაიცვა ჩაი მოიდუღა და ფანჯრიდან დაიწყო ყურება.
ჩაი როგორცკი დალია დასაძინებლად წავიდა, რადგან ხვალ სამსახურში, იყო წასასვლელი...მალევე ჩაეძინა.
დილით მზის სხივებმა გააღვიძა. საათს რომ დახედა ჯერ ადრე იყო.ისევ სცადა ძილის
შებრუნება,მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომ დაყენებული მაღვიძარა გამორთო და ფეხზე
ადგა.უბრალო ვარდისფერი სარაფანა გადაიცვა, ფეხზე კი ბალეტკები მოირგო.სამზარეულოში
გავიდა, ყავა დალია და წასასვლელად მოემზადა.გზაში გადაწყვიტა მიასთვის დაერეკა,
მაგრამ გაახსენდა რომ უნივერსიტეტში იქნებოდა ...ეჰ როგორ უნდოდა თავადაც გამხდარიყო
სტუდენტი, მაგრამ რასვიზავთ შეეგუა ბედს, რომ სანამ საკუთარ ფულს არ მოაგროვებდა
სტუდენტი ვერ გახდებოდა.
ამ ფიქრებში, იყო როდესაც სახლს მიუხლოვდა.ზარი დარეკა და დაელოდა,
როდის გაუღებდნენ კარს.
უცებ ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.კითხვა დაიწყო. რათქმაუნდა სხვა ვინ იქნებოდა ,
თუ არა ტექნიკის სახლი ოქეი.
გაეცინა, ტელეფონი თავის ჩანთაში დააბრუნა და თავი, რომ აწია შეცბა.
დაინახა კარში მდგარი წელ ზემოთ შიშველი ბიჭი, რომელიც ირონიული ღიმილით
უყურებდა.ისევ მისმა სიტყვებმა გამოაფხიზლა, თორე კიდე დიდ ხანს მოუწევდა,
ბიჭის პრესით ტკბობა,
-აბა,შემოხვალ თუ კიდევ დიდხანს მიყურებ?-უთხრა ბიჭმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
ბელა ბიჭის სიტყვებმა საშინლად გაამწარა.
--უკაცრავად-თქვა და გვერდი სასწრაფოდ აუარა, რომ მისი აწითლებული ლოყები არ შეემჩნია .
თან თავისთვის ბურტყუნებდა
-უტაქტო,გაუზრდელი-სულ ბურტყუნით აკეთებდა საქმეს.ცოტახანში ქალბატონი ლელა
შემოვიდა (თავისი უფროსი) უკან კი ის ბიჭი შემოჰყვა.
-ბელა,გაიცანი ეს ჩემი შვილია დემეტრე.გუშინ ჩამოვიდა ამერიკიდან.
დღეიდან, მისი ოთახის მოვლაც შენ გევალება.
-დიახ გასაგებია ქალბატონო ლელა -უთხრა და თავისი საქმე განაგრძო.
დალაგებას რომ მორჩა სადილის კეთებას შეუდგა. იგრედიენტებს ჭრიდა,
როდესაც უკნიდან ვიღაცამ ხელები შემოხვია.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Saintereso chans kargi iqneba mal male tu dadeb xolme

 


№2  offline წევრი musho

ანი ანი
Saintereso chans kargi iqneba mal male tu dadeb xolme

მიხარია თუ მოგწონს <3 აუცილებლად დავდებ მალ-მალე. <3

 


№3 სტუმარი vera™

საინტერესოა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent