შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არის ქალბატონო სერჟანტო !! (თავი 5)


7-05-2016, 22:20
ავტორი tsn
ნანახია 1 916

.......


დილით მარიამს შედარებით ადრე გაეღვიძა.. საბასთან ძალიან ახლოს იწვა.. მართალია არც მის მკერდზე სდებია თავი და არც მისი ხელები უგრძვნია წელზე, მაგრამ ისევ მისთვის ამოუცნობი გრძნობები მოეძალა.. ხელები სახეზე მოისვა, საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ადგა.. პირველ რიგში სავარჯიშოდ გავიდა. ვარჯიშის შემდეგ შხაპი მიიღო და ყავაც კი მოამზადა.. აპირებდა საბა გაეღვიძებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაიღვიძა უკვე..
- დილამშვიდობისა - დაბოხებული ხმით მიესალმა მარიამს და სკამზე მოთავსდა..
- დილამშვიდობისა - დაუბრუნა გოგონამ პასუხად და მისთვის მომზადებული ყავა მიაწოდა..
- ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა საბამ ჩაფიქრებულ მარიამს..
- არც ერთ კადრში არ ჩანდა მათი სახე.. თითქოს იცოდნენ, საით უნდა გარხედათ, რომ არ გამოჩენილიყვნენ.. - უპასუხა ისევ ფიქრებში წასულმა მარიამმა.. - თუმცა არის რაღაც დეტალები, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია.. ხმა, ერთ-ერთის საათი და ქამარი.. ხმა აშე თუ ისე ნაცნობი მეჩვენა.. რაც შეეხება საათს და ქამარს, საათი საკმაოდ ძვირფასი ჩანს.. თუ სწორად ამოვიცანი, დემანდონიტის ქვებით იყო გაფორმებული, რაც ძვირი სიამოვნებაა.. ხოლო ქამარის თავი უცნაური, ნამგლის ფორმის..- იხსენებდა დეტალებს მარიამი..
- ეგ ყველაფერი კადრებზე დაკვირვებით დაასკვენი? იქნებ შეგეშალა..
- არ ვიცი საბა, არა მგონია.. საათმა იქვე მიიქცია ჩემი ყურადღება.. ქამარს კი ყურადღება ერთ-ერთ კადრში მივაქციე, იმედი მქონდა, რამე ხელჩასაჭიდს ვიპოვიდი.
- მოგვიანებით.. მოდი ახლა უნივერსიტეტში წავიდეთ.. იქნებ ვიპოვოთ ის საათი და მისი პატრონი..
მსუბუქად ისაუზმეს და უნივერსიტეტში წავიდნენ.. შესულები არ იყვნენ, როდესაც მარიამს ლუკამ დაუძახა.. ლუკას ხელში რაღაც ფაილები ეჭირა და მარიამს უახლოვდებოდა..
- შენი მეგობარი მოდის - უცნაურად თქვა საბამ..
- ეჭვი მამამისზე მაქვს, თუ საჭიროა დავუახლოვდები კიდეც - უთხრა მარიამმა წარბშეუხრელად და ლუკასკენ წავიდა.. გულში საოცრად გაუხარდა ასეთი რეაქცია.. თითქოს იეჭვიანა საბამ..
- როგორ ხარ? - ჰკითხა ლუკას და გაუღიმა..
- გმადლობ მარიამ.. შენ როგორ ხარ?..
- კარგად.. გმადლობ'.
- აი ესენი შენ - ფაილების დასტა გააწოდა..
- ეს რა არის? - გაუკვირდა გოგონას..
- არ ვიცი, როგორ გაიგებ.. დაღუპული ბავშვებით დაინტერესდი და მე რაც შემიძლია ისაა, რომ მათი ჯანმრთელობის მონაცემები გაჩვენო.. მხოლოდ მინდა, რომ.დღესვე დამიბრუნო, ჩუმად ავიღე..
- შენ რა მოიპარე?..
- არა, რა თქმა უნდა, ცოტა ხნით ვითხოვე.. უბრალოდ აქ მხოლოდ მათი გარდაცვალებამშე მდომარეობაა. ვერსად ვნახე ის ჩანაწერები, სადაც მათი სიკვდილის მიზეზი მაინცაა ახსნილი. - მარიამისთვის უცნობი იყო, რატომ აკეთებდა ამას ლუკა, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ეს დახმარება იყო..
- გმადლობ.. გადავხედავ - უთხრა გოგონამ - და აუცილებლად დაგიბრუნებ- დაამატა და დაემშვიდობა.. მარიამმა ფაილების ქსერო ასლწბი გადაიღო.და ლუკას დედანი ქაღალდები დაუბრუნა..

.......

არავინ იცოდა, რატომ აკეთებდა ამას ლუკა, მაგრამ თავად ძალიანაც კარგად იცოდა ამის მიზეზი.. უკვე დაიღალა, რომ ვიღაც მის მეგობრებს ნელ-ნელა ართმევს.. ათივე დაღუპულს იცნობდა, ათივე ძალიან უყვარდა.. ათივეს მეგობარი იყო.. ვერ იჯერებდა ექიმების ნათქვამ ''უცნობი ვირუსით დაიმფიცირდნენს''.. სწორედ მან შეატყობინა სამხედრო ძალებს ამ სიტუაციის შესახებ, რადგანაც იცოდა, რომ ისინი მაინც დაინტერრშდებოდნენ.. მარიამზეც მალევე გაიგო სიმართლე და ახლა ყველანაირად დახმარებას ცდილობს.. მართალია ბევრი ვერაფეღი გააკეთა, მაგრამ გზა მაინც უჩვენა, როგორ ემოქმედა..
.......

საღამოს მარიამი, გიგი, საბა და სტივი ''შტაბში'' ისხდნენ.და საბუთებს უკვე მეასედ კითხულობდნენ..
- ყველა აბსოლიტურად ჯანმრთელი იყო.. - ჩაილაპარაკა მარიამმა..
- ჩემი დის გარდაცვალების თარიღი ძალიან ახლოსაა ამ ცნობის გაცემის თარიღთან.. გამოდის, რომ გვითხრეს, ლიზა ჯანმრთელი იყო, მაგრამ ორ დღრში სასიკვდილო ვირუსით დაიღუპა - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა საბამ..
- თუ დავაკვირდებით, ყველა გარდაცვლილის ჯანმრთელობის ცნობა ერთნაირია.. ისეთივე დეტალური, როგორიც ჩვენი, ჯარისკაცების.. თანაც გარდაცვალებამდე ორი-სამი დღით ადრე აღებული.. - თქვა გიგიმ..
- სადაც არსებობს ეგ საბუთი.. არსებობს ისიც, სადაც გარდაცვლილთა მდგომარეობაა აღწერილი - თქვა სტივმა..
- ამას მოვახერხებთ?- იკითხა საბამ..
- მარიამი რისთვისაა - გაიღიმა გიგიმ.. მარიამი მთავარ კომპიუტერთან მივიდა.. ქსელურად საავადმყოფოს კომპიუტერულ სისტემას დაუკავშირდა და ფარულად ჩაერთო.. ერთი საათი მაინც წაიღო სისტემის გატეხვამ.. საბოლოოდ კი კმაყოფილი მარიამი საჭირო ქაღალდებს უკვე პრინტერზე ბეჭდავდა..
- დიაგნოზები თითქმის ერთანაირია... ფილტვის კოლაფსი.. მაგრამ ეს რამ გამოიწვია, ისინი ხომ სრულიად ჯანმრთელები იყვნენ? - გაუკვირდა მარიამს.. - ძალიან გავს ეს სიმფტომები პნევმონიასაც, მაგრამ ეს ხელოვნურადაა შექმნილი და ვირუსია, თუ ბაქტერია, უფრო აგრესიულია.. ეს ცოტა საეჭვოა.. შეუძლებელიც კი არის ფილტვების ანთებით ორ-სამ დღეში ლეტალური შედეგი დადგეს.. - მშვიდად საუბრობდა მარიამი..
- '''სხეულის დათვალიერებისას აღმოჩენილია სილურჯე მკლავზე''- ამოიკითხა გიგიმ ერთ-ერთ ბლანკზე.. - ეს შეიძკება ძალადობის ნიშნადაც ჩაითვალოს..
- ღმერთო, როგორი ჩახლართულია ეს ყველაფერი.. - აღმოცდა მარიამს.. შემდეგ თითქოს გონება გაუნათდა.. - კი მაგრამ, ამ ინფორმაჩიას ასე საიდუმლოდ ვინ ინახავს.. ეს ხომ ჩვეულებრივი საბუთია, რომელიც ოჯახის წევრებმა მაინც უნდა ნახონ..
- დამიჯერე მარიამ, ამას მეც პირველად ვხედავ.. - თქვა საბამ და მუშტი ძლიერად შეკრა..
ცოტა ხანს ასე ისაუბრეს და დაასკვნეს, რომ ის, ვინც ამ საბუთებს ასე საიდუმლოდ ინახავს, აუცილებლად არის კავშირში ამ საქმესთან.. ამიტომ ახლა ამ გზით წავიდოდა გამოძიება..
მარიამმა გადაწყვიტა, რომ ''შტაბში'' გადაბარგებულიყო.. იქ ხ ყველანაირი პირობა ჰქონდა, თანაც არავინ აღაღ შეუშლიდა ხელს.. ასეც მოიქცა, ''ოჯახის წევრებს'' დაემშვიდობა და ნივთები აწ უკვე თავის ბინაში გადაიტანა..
ღამე კარე კაკუნმა გააღვიძა.. ისევ წვიმდა გართ, ისევ საშინლად ციოდა და ქარიც ქროდა.. მარიამმა კარი გააღო და ხელში საბა შერჩა.. შეატყო, რომ კარგად არ იყო, გზა დაუთმო და სულ მთლად სველი საბა ოთახში შეიყვანა.. ადრე რომ ასე ნოსდგომოდა კარზე ვინმე, იარაღით გაეკიდებოდა.. ახლა კი საბას ტკივილი თავადვე სტკიოდა.. უსიტყვოდ შეუშვა მარიამმა სააბაზანოში და მშრალი ტანსაცმელიც მიუტანა.. დივანზე იჯდა და ნახევრად მძინარი ელოდა, როდის გამოვიდოდა სააბაზანოდან საბა.. ცოტა ხანს ისევ ელოდა.. შემდეგ კარის ხმაც გაისმა და საბაც გამოჩნდა, ცოტათი მაინც დაებრუნებინა ადამიანის იერი..
- დღეს საშინელი მეოთხე თვეც გავიდა - ჩაილაპარაკა საბამ და მარიამს მუხლებზე თავი დაადო.. მხოლოდ მასთან გრძნობდა თავს ასე კარგად.. მხოლოდასთან აძლევდა თავს სისუსტის უფლებას.. ახლაც ყველაზე მეტად ის სჭირდებოდა და მოაკითხა კიდეც.. მარიამმა კი ფრთხილად შეაცურა ხელი მის თმაში და კიდევ დიდ ხანს დააცოცებდა ხელებს იქ..
...

დილით ორივეს დივანზე გაეღვიძა, თანაც ერთ დროულად.. სავარჯიშოდ შევიდნენ.. მარიამი კიდევ ერთხელ მოიხიბლა საბას ათლეტური აღნაგონით.. საბასაც ძალიან მოსწონდა მარიამის ფიგურა, მისი წითელი თმა, რომელიც ახლა მაღლა შეეკრა, მისი თვალები.. მის მიმართ განსხვავებულ სიახლოვეს გრძნობდა.. აინტერესებდა, მარიამიც იმავეს გრძნობდა თუ არა.. ამას იშვიათად, მაგრამ მაინც ამჩნევდა.. სხვა დროს გაიცინებდა, რომ ეთქვათ 3-4 დღის გაცნობილი გოგო აგირევს თავგზას და აგაფორიაქებსო, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო....

........

გიგი მარიამის ''შტაბიდან'' პირდაპირ სახლში წავიდა.. ეს დღეები რატომღაც სულ ეჩქარებოდა შინ... მიზეზი კი ერთი იყო, სახელად ნუცა... როცა ამ სახლში დაბინავდა გიგი, მაშინ ნუცა სტუმრად იყო წასული და ისე მოხდა, რომ მისი ოთახი დაიკავა.. მეორე დღეს კი როდესაც ვიღაც გიგის საძინებწლში შეიპარა და გიგი შეანჯღრია, დაფეთებულმა ბიჭმა ეგრევე საწოლზე დააგდო ის და ოარაღსაც დასწვდებოდა, რომ არა გაოცებული ლურჯი თვალები და შიშისგან დამუნჯებული ულამაზესი გოგონა.. შემდეგ იყო ჩხუბი, არა ჩემი ოთახია, არა ჩემი და ა.შ.. მოსწონდა გიგის გოგონა და ხშირად აწვალებდა მას.. ასე მის ყურადღებასაც იქცევდა.. მაგრამ ასე არ უნდოდა გაგრძელწბა, რადგან ისეთი საყვარელი იყო ნიცა, რომ თუ შემთხვევით აწყენინებდა, მთელ დღეს თავადაც ცუდ ხასიათზე დგებოდა..
- სულ ნერვებს ღატომ მიშლი გიგი - ჰკითხა ერთ დღეს გოგონამ..
- იმიტომ, რომ როცა ბრაზობ, ძალიან საყვარელი ხარ - გულახდილად გასცა ნუცას პასუხი.. ამის შემდეგ აღარ ჩხუბობენ, მეტიც, ურთიერთობა დაულაგდათ და ახლა მეგობრებზე ცოტა მეტი არიან..
......

.....

საბა უეცრად მიუახლოვდა მარიამს.. უკნიდან მიეკრო და ხელები მუცელზე მოხვია..
- ეგ ვარჯიში აი ასე უნდა - ჩასჩირჩულა გოგონას და მისი ტანიც აიყოლია.. მარიამს სუნთქვა ეკვროდა.. ვერ გაეგო, ასე როგორ აგიჟებდა ეს ბიჭი, თუნდაც ამ ერთი უბრალო შეხებით.. უეცრად შებრუნდა მისკენ.. მათი სახეები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ისე, რომ ორივე გრძნოდა მის წინ მდგომის სუნთქვას... საბამ თავი დასწია და ფრხილად შეეხო გოგონას ტუჩებს.. ამ ჯერად არც მარიამი იყო უარზე.. ორივე ნაზად და ფრთხილად კოცნიდა ერთმანეთს.. ცვდებოდნენ, რომ იყო ამ კოცნაში რაღაც გრძნობა, რაღაც ძლიერი გრძნობა.. საბას მარიამისთვის მჭიდროდ მოეჭიდა ხელი და არ უშვებდა.. ცოტა ხანს გაგრძელდა ასე.. მაგრამ ხმის ამოღება არცერთს არ დასცალდა.. კარზე ზარი დარეკეს.. ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა გიგი..
- ვაუ - ჩასჩურჩულა მარიამს საბას დანახვისას გიგიმ..
- მოკეტე , თორემ დაისჯები.. - ირონიულად გაუღიმა მარიამმა..
- არის ქალბატონო სერჟანტო - ჩესტი აიღო გიგიმ.. - ხო, აი რისთვის მოვედიი.. - სიტყვა გაწელა მან.. - გავარკვიე, ვინ ინახავდა საბუთებს საიდუმლოდ.. გაოცდებით.. ლუკა დევდარიანის ბიძა, რომელიც მისსავე ძმის, ანუ ლუკას მამის, ბ. დავითის კლინიკაში მუშაობს.. ანუ მართალი იყავი ჩემო მარიამ.....
- ჯანდაბა.. და ეს ლუკამ არ იცის.. ლუკას ყველა მეგობარი დაიღუპა.. ეს ყველაფერი მყარი მტკიცებულება ვერაა, მაგრამ თუ მართლა ისინი არიან, ეს ხომ სისასტიკეა..- მკაცრად თქვა მარიამაა'.
- სპონტანურად არ იმოქმედო - ხმა ამოიღო საბამ.. - ყველაფერი კარგად დავგეგმოთ..- დაამატა თან..
- ვიცი, ყველაფერს მივხედავ.. რაც მთავარია, მსხვერპლი აღარ იქნება.. - ჩაილაპარაკა გოგონამ
- მაინც რას ვაპირებთ? - იკითხა გიგიმ..
- რას და შემდეგი მსხვერპლი ან მე ვიქნები, ან აღარავინ.. - ისევ უდრეკი იყო მარიამი.. ბიჭები კი პირდაღებულნი შესცქეროდნენ.. ორივეს მხოლოდ ის უელავდა თავში, რომ მარიამი სატყუარას როლში აპირებდა ყოფნას.. ეს კი მაინც და მაინც არ მოსწონდათ....

......



ესეც შემდეგი თავი.. ვიცი პატარაა, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ალბათ შემდეგი თავი დასასრული იქნება.. შეცდომებისსთვის ბოდიში



№1  offline წევრი nasia

მომეწონა და ველი შემდეგ თავს wink არ დააგვიანო ხოლმე რა love

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Velodebi moutmenlaaaad male dade ra gtxoov

 


№3  offline წევრი kora

ის რაც ყველაზე მეტად მომწონს შენს ისტორიებში - ზედმეტად არ წელავ მოვლენებს ❤️ ყოჩაღ, ძალიან მაგარი გოგო ხარ, საინტერესო თავი იყო, მომწონს მარიამი და საბა
--------------------
kira.G

 


№4 სტუმარი Tako

Ohh rogor daidzaba situacia.… dzalian magari iyo♥ moutmenlad velodebi shemdeg tavs

 


№5  offline მოდერი tsn

გმადლობთ ყველას.. მიხარია, რომ მოგეწონათ.. არ დავაგვიანებ და დღესაც აუცილებლად ავტვირთავ შემდეგ თავს ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent