შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (9 თავი)


7-05-2016, 23:10
ავტორი zia-maria
ნანახია 4 136

---დემეტრეეეე… როდის დაბრუნდი. -ილოს ხმა გაოცებულიც იყო და შეშინებულიც.
---როგორ ხარ ილარიონ, კარგად გამოიყურები, აფეთებ გოგოებს?-ილია უცებ დაიბნა მაგრამ თავი მოთოკა.
---კარგად ვარ. შენ როგორ ხარ, როდის დაბრუნდი?
---ბესოს ამბავი გავიგე. გზაზე გადასვლისას ვიღაც ნაბიჭ.....ი დატაკებია და მიუტოვებია. ვიპოვი და პასუხს მოვთხოვ!- ავად გამოსცრა კბილებს შორის დემეტრემ
---და არის ვინმე ისეთიი ვინც დაინახა? გყავს მოწმე? -გაპარული ხმით შეეკითხა, გაუბედავად ილომ.
---ვიპოვი, ილარიონ ვიპოვი. დემეტრე დემეტრაძეს ვერავინი დაემალება, მიწიდან ამოვთხრი!
---აი თქვენი შეკვეთაც- ნათია შემოვიდა კაბინეტში და გაიგონა როგორ თქვა ,,დემეტრე დემეტრაძე''.ოოო ,,ნუთუ ესაა ის უჩინარი“?, ამდენი ხანი რომ ესმოდა მისი სახელი? არ შეიმჩნია არაფერი, მაგრამ შიგ გული აფართხალდა თითქოს მთავარი ძარღვი და სასიამოვნოდ ჩაეღიმა.
---გემრიელად მიირთვით- თქვა და თბილად გაუღიმა უცნობს.
---თქვენ ნათია ხართ ხომ?- კითხა უცნობმა ანუ დემეტრემ.
---დიახ მე გახლავართ- გაუკვირდა ნათიას.
---თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს.- გამომცდელად შეხედა დემეტრემ, როგორი ძნელია გყავდეს ასე ახლოს და ასე შორს იგრძნო მისი არსებობა, ასე იყო დემეტრესთვის ახლა ნათიას მდგომარეობა, მის წინ იდგა, ზამთარში გარეთ ობლად დარჩენილი ბეღურასავით, სურვილი ჰქონდა ხელი მოეხვია, გულში ჩაეკრა და აღარასოდეს არ გაეშვა. მაგრამ ფიქრი ერთია და ქმედება მეორე, მის წიინ იდგა და საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდა, მხოლოდ უყურებდა.
---თუ შემიძლია და ვიცი კითხვის პასუხი, რატომაც არა?- ნათია აშკარად დააბნია დემეტრეს მზერამ.
---მე, ნუკრი და ბესო მეგობრები ვართ, მინდა მადლობა მოგიხადოთ ბესოს გადარჩენისთვის, იმ ღამით თქვენ რომ არა, ბესო დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა, შეგიძლია გაიხსენო ის ღამე? თუ გახსოვს ან მარკა მანქანის, ან ფერი, ან საერთოდ რაიმეს თუ მეტყვი ამ ბურუსით მოცულ საქმეზე, ჩემს სასარგებლოდ რომ დამნაშავეს მოძებნაში დამეხმაროს.
---სიმართლე გითხრათ, ეს ისე მოულოდნელად მოხდა. მე ძირს დავარდნილი ადამიანისაკენ გავიქეცი. არ მიმიქცევია ყურადღება მანქანისთვის. თან იქ ბნელოდა და ვერც შევხედე ფერს და მითუმეტეს მძღოლს.- დიდი ხანია ნათიას უკვე მზად ჰქონდა პასუხი, იცოდა ადრე თუ გვიან ისევ ვიღაც იკითხავდა და ურცხვი ტყუილი მზად ჰქონდა.
---კარგი ნათია, მე კი ვფიქრობ, რომ იმაზე მეტი იცი რაც მე მაინტერესებს, -ჯიქურ ჩაშტერდა თვალებშ დემეტრე, იქ უნდოდა პასუხების პოვნა, მაგრამ მის თვალთა ხედვაში ჩაიმალა, მალე მოვიდა გონს და ისევ მკაცრი ბარიტონით განაგრძო- არა უშავს, გავიგებ ყველაფერს, ეს არ დარჩება გაუგებელი და მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე, დემეტრე დემეტრაძე უკანონოდ არაფერს არ აკეთებს, არასდროს. მადლობა კიდევ ერთხელ ბესოს გადარჩენისთვის!
---სამადლობელი არაფერია ყველა ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას, როგორც მე, ასე რომ მიხარია ბესო რომ კარგადაა, მე დაგტოვებთ ქვემოთ ბევრი ხალხია, ნახვამდის და შეგერგოთ- ნათიამ გარეთ გამოსულმა ერთი ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ეს ესაა მანიაკს გამოექცა და დააღწია თავი სამშვიდობოს. ქვემოთ დაბრუნდა და შემოეხვია ყველა. ათასი კითხვები დააყარენ აქეთ-იქედან.
--ნათია, ვინაა ის სიმპატუიური, ან რა ქვია? რამდენი წლისაა?
---სად ცხოვრობს?
---აქ რა უნდა?
---ილარიოს საიდან იცნობს?
---სიმართლე გითხრათ არც გამიცვნია,- ღიმილით დაიწყო ნათიამ, როგორ უნდა ხმამაღლა ეკისკისა მაგრამ თავს იკავებდა- გავიგე რომ დემეტრე დემეტრაძე ვარო. მეტი არაფერი არ ვიცი- ნათიას პასუხმა არავინ დააკმაყოფილა და ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა.
დემეტრე, თვალ დაუხამხამებლად უყურებდა, ნათიას ყველა სახის მიმიკას, მის უზადო კანსა და სახის ნაკვთებს. კარი გაიხურა თუ არა გოგომ, სახე გაასწორა და ილიას წინ სკამზე მოკალათდა.
----სხვა ილარიონ? მითხრეს შენი ნახვა უნდაო და მოვედი, თან გნახე და თან მაინტერესებს რა საქმე გქონდა? დიდი ხანია არ მინახიხარ.- მიუბრუნდა ილოს დემეტრე.
---იცი ეხლა რა გამახსენდა? გახსოვს 14-15 წლის ბიჭები თავს რომ ვიწონებდით და მარტო წავედით სვანეთში? ის დრო მინდა დაბრუნდეს დემეტრე. მე იმ დროს ბედნიერი და ლაღი ბავშვი ვიყავი- წარსულის მოგონებამ ილოს ნამდვილი მშვიდი სახე დაუბრუნა და თვალები გაუნათდა.
---მახსოვს, მესტიაში რესტორანი ,,ლილე''. მიყვარდა ეს ადგილი. ეს რესტორანი ჩემი დის სახელობის იყო რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა- სევდიანად გაიხსენა დემეტრემ მაშინდელი დრო.
---მშვენიერი ადგილი იყო, შიგ მთების სიღრმეში ჩამჯდარი და გარშემო სიმწვანე, იქვე ახლოს მდინარე ენგური ღრიალებდა. მენატრება ის ადგილი, იქ თავს მშვიდად ვგრძნობდი. ის ჩემი ლილესავით განსხვავებული ადგილი იყო, როგორც ის. -სევდიანად დაასრულა თხრობა დემეტრემ.
---შენ როგორ ხარ დემეტრე? სულ წასული ხარ, ბიზნესში როგორ ხარ, გაქვს რაიმე სიახლეები?
---კარგად ვარ უფლის წყალობით, საქმეებსაც არ ვემდური, კარგად მიმდის ერთგული მეგობრების წყალობით, შენ? შენ როგორ ხარ!
--მეც კარგად ვარ. შენთან საქმიანი შემოთავაზება მაქვს პირდაპირ გეტყვი, შენთან პატრნიორობა მინდა, როგორც ძველი მეგობრები, მინდა შენი სახით ძლიერი საყრდენი მყავდეს, თუ შენი სურვილიც იქნება რა თქმა უნდა- ილოს სიკვდილად უღირდა ამ სიტყვების თქმა მაგრამ მაინც, მაინც უნდა ეთქვა.
--მე მარტო ვარ ილო, პარტნიორს არ ვეძებ, მყავს სანდო ხალხი და მყოფნის ის ვინც მყავს, პატრნიორობის გარდა თუ რამეში დახმარება გინდოდეს დაგეხმარები ეკონომიურად, მაგრამ მაპატიე კაპიტალს ვერსად ვერ ჩაგადებინებ!
--კარგი, ბოდიში რომ შეგაწუხე, არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი შეუვალი დემეტრე ხარ!
--ილო ჩვენ მეგობრობა დიდი ხნის წინ შევწყვიტეთ. გახსოვს, როდის? სკოლა რომ დავამთავრეთ იქედან. 10 წელია გასული მას შემდეგ, დაწერე ციფრი ამ ფურცელზე რამდენი გჭირდება და ხვალ შენს ანგარიშზე იქნება ის თანხა, - ილოს ფურცელი და კალამი დაუდო წინ- რასაც აქ მიმითითებ, ჩვენი მეგობრობა კი აღარ აღსდგება, ვეცდები ყოველთვის გვერდი არ აგიარო!
--მე თუ ძლიერი ადამიანი არ მეყოლება გვერდით ჩავიძირები დემეტრე. ჩაძირვის პირზე ვარ მისული. მშობლებს როგორ შევხედო თვალებში, ერთი კომპანია მანდეთ და ის ვერ ვამუშავეთქო? ესე ვერ მოვექცევი მათ!
--თანხას ხომ გაძლევ რამოდენიმე წლით. 2-3 წელი და ისევ აამუშავებ. ნელა ნელა ვალსაც დააააბრუ..! - დემეტრემ ვერ დაასრულა წინადადება რომ მისმა ტელეფონმა დარეკა. დახედა და უსიამოვნოდ უპასუხა.
---გისმენთ, ჩქარა მითხარი რა გინდა.
---
---შეხვედრაზე ვარ.
---
---მე თავად დაგირეკავ! -უთხრა და გათიშა. ჯიბეში იდებდა ტელეფონს რომ ისევ ახმაურდა.-
-არ შემაწუხო სანამ მე არ დაგირეკავ. შეხვედრაზე ვართქო! - ტელეფონი გათიშა, ჯიბეში ჩაიდო, და ილოს მიუბრუნდა-ილო მე უნდა წავიდე, შენ კი იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე!- დემეტრე წასასვლელად მოემზადა რომ კარები გაიღო და იაგო შემოვიდა. რომელიც სახტად დარჩა დემეტრეს შეხედვაზე.
--რაო იაგო არ მელოდი? არ გეჩვენები აქ ვარ,- დემეტრეს ბავშვობის მეგობარს ღიმილიანი სახით უყურებდა, რომელიც კართან იდგა და ადგილიდან არ იძვროდა- შენს წინ ცოცხალი და საღსალამათი!
--ვააა დიტო?- ბავშობის სახელით მიმართა იაგომ მეგობარს.- როდის ჩამოხვედი, დიდი ხანი აპირებ აქ დარჩენას? რა ქარმა გადმოგაგდო?- უცებ მიაყარა კითხვები იაგომ
--არა იაგო, ერთი ან ორი წელი ისევ მომიწევს წასვლა და მერე აქ ვარ სულ. მაგრამ სანამ წავალ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს გასარკვებვი, ამისთვის ჩამოვედი.. თითქმის გარკვეულია მაგრამ რაღაცას ველოდები!
--გამიხარდა შენი ნახვა!- გულწრფელად უთხრა იაგომ და მოეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
--მჯერა შენი იაგო, შენში ეჭვი არასდროს შემპარვია. მაგრამ არის ხალხი, რომლებსაც ჩემი დანახვაც არ უნდათ, იცი რა მაინტერესებს? თუ ჩემთან აქვთ საქმე გასარკვევი, არადა ვიცი არავინის წინაშე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, ბესო რა შუაშია ჩემს ბიზნესთან. საერთოდ სად ჩემი ბიზნესი და სად ბესო? ეს ისე გამოდის რომ ვთქვათ სად ერეკლეს ხმალი და სად ჩემი ---????- იაგოს გაეცინა და უთხრა დემეტრეს!
--სიმართლე გითხრა ამით მეც გაოცებული დავრჩი!
----არა უშავს იაგო, წამოარტყამს კიდე ფეხს. ,,rana ili pozna uznaiom''- უთხრა და თვალი ჩაუკრა.- მე წავედი ალბად წასვლამდე კიდე შევხვდებით ერთმანეთს დემეტრე დაემშვიდობა მათ და გამოვიდა. მაგრამ ფეხი შეიჩერა ჯერ კარებთან. მისი თვალები სხვას ეძებდნენ, ეძებდა მას, ვინც ცხოვრების სიმშვიდე მოჰპარა.
წასასვლელად მოემზადა რომ მოულოდნელად ილოს ხმა შემოესმა.
---ნათიას კითხა იმ ღამის ავარიის შესახებ იაგო!
--და რას ფიქრობ? გგონია დემეტრემ არ იცის ამ ყველაფრის უკან შენ რომ დგეხარ?
---მოვძებნი გამოსავალს ისე რომ არ შემეხება!
---რას აპირებ, მე გაფრთხილებ შეცდომას, შეცდომაზე ნუ უშვებ, დემეტრე შენ ნუ გგონია ნურც ჯაბა და ნურც საბა, შენ ყველაში გინდა შენი ძალაუფლება ჩადო, მაგრამ შენ დემეტრეს ვერ დააჩოქებ შეიგნე ეს. აი, ის კი დაგაჩოქებს ისე რომ წამოდგომა გაგიჭირდეს.
---უნდა დავქორწინდე მეტი გამოსავალი არ არის!
---შენ? შენ უნდა დაქორწინდე? ნუ გამაცინე ილო!- სიცილი დაიწყო იაგომ
---არ ვიცინი იაგო, არ ვარ არც ხუმრობის ხასიათზე და არც სიცილის, პარტნიორობა ვთხოვე და უარი მითხრა!
---შენ სულ გამოტვინდი ხო? იცი რამდენი გაქვს დემეტრეს ვალი? 200,000 $-ია შეგახსენებ თუ დაგავიწყდა და შუაში მე ვარ არ დაგავიწყდეს, შენ როგორ უნდა გაანადგურო ის, არ მოინდომოს თორე აქდანაც კისრისტეხვით გაგაგდებს მაგრამ დემეტრე არაა ის კაცი შენს მოხუც მშობლებს ლუკმა გამოაძროს პირიდან!
---ვიცი ერთი სუსტი წერტილი მისი და იმით გავანადგურებ!- არ ცხრებოდა ილო.
---ვსო, ეს უკვე მეტის მეტია.- უცებ იყვირა იაგომ-მე შენგან მივდივარ და ერთ დღეს როცა მართლა განადგურებული იქნები, მერე არ მთხოვო დახმარება. შენთვის სახელი იაგო გოგუაძე აღარ არსებობს. მე მივდივარ შენი ბიზნესიდანაც და მეგობრობიდანაც. ეგებ ერთ დღეს გაგინათდეს გონება და შემობრუნდე კაცობისკენ. მაგრამ შენ ადამიანობასთან ერთად კაცობაც დაკარგული გაქვს! -დემეტრე გაშეშებული ისმენდა ამ ყველაფერს და უცებ მოწყდა ადგილს და შურდულივით გავარდა გასასვლელისკენ ისე რომ სიჩქარე ვერ მოზომა და ძირს ვიღაცასთან ერთად რბილად დაეცა. მისმა ნაზმა ხმამ მოიყვანა აზრზე.
---ვაი დედა!- ცრემლით სავსე თვალებით ახედა მის ზემოდან მოქცეულს და ჩაიძირა ორივე ერთმანეთის თვალთა სიღრმეში.
---მაპატიე ეს უნებურად მოხდა!
---ვიცი და ეხლა გთხოვ მომეხმარე ადგომაში! -დემეტრე წამოდგა.თუმცა არც უნდოდა ადგომა, უნდოდა მთელი მისი ცხოვრება ასე ახლოს ყოლოდა ეს სიფრიფანა, ნაზი და დაუცველი სხეული, მის მკლავებში მომწყვდეული ყველაფრის უფლებასთან ერთად. წამოდგა, წამოაყენა. ისევ ბოდიში მოუხადა და დატოვა მისთვის სიტუაციიდან გამომდინარე საზიზღარი ადგილი!
---ნათი როგორ ხარ!- მივიდა ადა ნათიასთან.
---ვაიმე მგონი ხერხემალი გადამიტეხა. ამხელა ვეფხვი რომ დაგეცემა ზემოდან, როგორ უნდა იყო ადა!-გახედა ტკივილისგან შუბლშეკრულმა.
---თუ არა არ გინდოდა ახლა შენ ამ სიმპატიური მხეციდან სიამოვნება შეგეგრძნო .რა საოცრებაა ვერ შეხედე?- მოულოდნელად გაისმა ჯაბას ხმა.
----ყველგან შენ როგორ ეკვეხები და შენ როგორ უნდა გაიგო ყველაზე ადრე ყველაფერი, სესილია ხარ რა სუფთა ზედგამოჭრილია ეს სახელი შენთვის!
---შეხედეთ ილოს კაბინეტიდან იაგოც გამორბის, რა ხდება ნეტავ? -იკითხა საბამ.
---რაღაც კარგი რომ არ ხდება კი ვიცი!-თქვა ნათიამ ჩუმად, მაგრამ საბამ მაინც გაიგონა და წარბაწეულმა გახედა ნათიას, თუმცა თქმით აღარ უთქვამს არაფერი.
დემეტრე გარეთ გამოვიდა თუ არა ნუკრის და ბესოს დაურეკა რომ მასთან მისულიყვნენ სასწრაფოდ, სახლში მისულს ისედაც ნერვებ მოშლილს უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა, რომელიც ძალიან არ მოეწონა.
---შენ აქ რა გინდა, ან სახლში ვინ შემოგიშვა, კარი ვინ გაგიღო?!
---დამლაგებელი იყო და მე გავუშვი, აღარაა საჭირო ასეთი ასაკოვანი დამლაგებელი, დედაჩემი მოვა ხანდახან და ის დაალაგებს სახლს!
---მოიცა, მოიცა, შენ ჩემი მოხუცი რომელიც მთელი მისი წლები ჩემზე ზრუნვას შეალია, ასე უბრალოდ ადექი, გაუღე კარები და გაუშვი სახლიდან? -დემეტრეს ცოტაღა აკლდა რომ ახლა მის წინ მდგომისთვის ხელი არ დაევლო და ადგილზე არ მოეკლა.
--დემეტრე ხო გავუშვი, ასეთი მოხუცები აწინ მიხედვას საჭიროებს და ვეღარ ალაგებენ კარგად, დავალებითაც ვერ დაავალებ რამეს ასაკით უფროსია ძალიან და იმიტომ.!
---და შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა უფლება რომ ჩემს სახლში რამე დაგეგმო? როცა გინდა გაუშვა ვინმე აქედან, თან ჩემს დაუკითხავად და შენ ვინც გინდა ის შემოათრიო! --დაიგვირგვინა დემეტრეს ხმამ.- გეკითხები ვინ მოგცა უფლება ამ სახლში შემოსვლის, ჩემთან შეუთანხმებლად!
---დემეტრე, ჩვენ სადაცაა დავქორწინდებით!- ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ.
დემეტრემ თვალები დაჭყიდა და სიბრაზისაგან ერთიანად აწითლდდა სახეზე.
---მოიცადე, გაჩუმდი. ეხლა რაც თქვი მართლა თქვი თუ მომესმა? რამეს დაგპირდი და ისეთ ასაკში ვარ რომ, მე აღარაფერი არ მახსოვს თუ ამნეზია დამეწყო?- ისე ძალიან უჭერდა მუჭებს დემეტრე რომ ხელები გათეთრებოდა, ძარღვები დაბერვოდა.
---მე მგონი არ უნდა მჭირდებოდეს ასეთ უაზრო თემებზე შეთანხმება, არ მითქვამს შენთვის მალე უკვე მამა გახდები. მუცლით შენს შვილს ვატარებ და პატივისცემას ვიმსახურებ!
---რააა? შენ გინდა სულ შემშალო ჭკუიდან ხო?- ახლა მართლა წამოენთო დემეტრე- ამ წუთში ექიმთან წამოდი!- ხელი მოკიდა და პასუხს არც დაელოდა სულ სირბილით ჩამოატარა მესამე სართულიდან კიბეებზე და მანქანაში ჩასვა. მერე ტელეფონზე გადარეკა და უთხრა.
---გასაღები იცი სადაცაა, შემოდით სახლში და დამელოდეთ, ხო გაუარეთ იზო დეიდას და წამოიყვანეთ ნებით თუ არა ძალით, აქ რომ მოვა მე თავად ავუხსნი ყველაფერს.- დიდი სიჩქარით მიდიოდა ისეთი ანერვიულებული იყო ვერ ზომავდა სიჩქარის სიდიდეს.
---მე იაშვილში მყავს ჩემი ექიმი!- მოესმა გოგოს ანერვიულებული ხმა.
---მე შენი ექიმი სულ ფეხებზე ირინა. შენ ეხლა წამოხვალ იქ, სადაც მე წაგიყვან. ხმა ზედმეტი არ გამაგონო. ექიმის ვიზიტის შემდეგ თუ რამე გექნება სათქმელი გისმენ. ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ბავშვი ნამდვილად ჩემია. რომლის გამო სიცოცხლესაც კი გავწირავ და თუ არა ხმის ამოუღებლად წახვალ ჩემი ცხოვრებიდან, ისე რომ უკან აღარ მოიხედავ!- საავადმყოფოში მივიდნენ და სოფო ექიმი იკითხა.
--ჩაწერილი ხართ?- კითხა ექთანმა მიმღებიდან
---არა, მოულოდნელი ვიზიტია!
---ვერ მიგიღებთ რადგან ბევრი ხალხი ყავს!- დემეტრეს ქცევა აშინებდა ექთანს
----დაუძახე და მერე გავარკვევთ მიგვიღებს თუ არა! -მკაცრად უთხრა დემეტრემ, ისე იყო თავს ძლივს აკონტროლებდა. ექთანი წამში გაუჩინარდა მისი ადგილიდან.
---დემეტრეეეე. ვაიმე როგორ გამახარე. აქ რამ შეგაწუხა.- ლამაზი გოგონა გამოჩნდა დერეფანში, სახეზე სანდომიანი ღიმილით- დაქორწინდი და არ გამაგებინე? უნამუსო ადამიანი ხარ!
---მერე აგისხსნი სოფო, ეს ქალბატონი უნდა გასინჯო და ზუსტად რამდენი კვირის, თვის თუ დღის ორსულია უნდა მითხრა, ტყუილის გარეშე. ზუსტად მისხალ-მისხალ მაინტერესებს ყველაფერი.
---კარგი მობრძანდით აქ დამელოდეთ , ორ წუთში შემოვალ! -სოფო გარეთ დარჩა და ტელეფონზე გადარეკა რომელსაც უცებ მიაყარა სათქმელი.
---დემეტრე მხოლოდ ერთი სიტყვა მითხარი, ბოლოს რომ მომისმენ.როგორც გავიგე ეს ქალი ორსულია და გეუბნება რომ ბავშვი შენია და შენ დარწმუნებული არ ხარ ხო? და გინდა გაგება რამდენი ხნის ორსულია, რომ შეადარო იმ დღეებს იყავით თუ არა ერთად?
---დიახ, სწორედ გაიგეთ! -უპასუხა დემეტრემ მოკლედ
---კარგი, მეც ახლავეს შემოვალ! -აღარ ალოდინა დიდი ხანი და კაბინეტში შევიდა.
---. აბა როგორ გრძნობ თავს? მოდი პირდაპირ ეხოზე გავიდეთ!-სოფო ექიმი დაკვირვებულად აკვირდებოდა ორსულობის მიმდინარეობას და ოთახში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით ისეთი სიწყნარე იყო ირგვლივ. სოფოს ხმამ გამოარკვია დემეტრე ფიქრებიდან.
---გილოცავთ თქვენ 3 თვის ფეხმძიმე ხართ. სქესი ჯერ არ ჩანს მაგრამ შემდეგ ვიზიტზე აუცილებლად გეტყვით.- დემეტრეს სიბრაზისაგან სახე დაეჭიმა. კუნთებმა ტკივილი დაუწყო დაჭიმულობისაგან მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობდა. მაინც მოთოკა თავი.
---მადლობა სოფო. მეორე ვიზიტზე აუცილებლად მის მეუღლესთან ერთად მოვა და ერთად გაიგებენ ბავშვის სქესის. წავედით!- სოფოს თბილად გაუღიმა შემდეგ ქალს გადახედა გაავებულმა და პირველი გავიდა კაბინეტიდან.
სახლისაკენ გზას დაადგა. ისე მივიდნენ ბინამდე არცერთს არ ამოუღია ხმა. სახლში მისულებს იქვე დახვდა ნუკრიც, ბესოც და მოხუცი იზოც.
---მოხვედით, აქ ხართ?- მიმართა დემეტრემ ბიჭებს- იაგოს დაურეკეთ და მოვიდეს ეხლავეს.- შემდეგ კი ერთ ადგილას გახევებულ ქალს მიუბრუნდა- შენ კი ეხლა ამ სათნო მოხუცს ბოდიშს მოუხდი და შემდეგ შენი არაფერი არ მომხვდეს თვალში. წაიღე ყველაფერი რაცაა შენი და წადი, ისე რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე! ვერ გავიგე სიტყვა ბოდიში როგორ თქვი? შენ ეს მოხუცი გააგდე ჩემი სახლიდან, სადაც არანაირი უფლებას არ იმსახურებ. ეხლა კი შენ წახვალ ამ სახლიდან. კარები იცი სადაცაა!
---არაა საჭირო შვილო დემეტრე ბოდიში, შეცდა ბავშვი, მერე რა მოხდა!
---თავს ნუ იმცირებ, იმის წინაშე ვინც შენი ფრჩხილის ფასითაც კი არ ფასობს. არა, ეს არაა შეცდომა ჩემო ტკბილო მოხუცო. ეს ყველაფერი გათვალისწინებული ქონდა და დაგეგმილი. ამიტომ ეხლა ის წავა იქ სადაც მისი შვილის მამა ცხოვრობს. რა გეგონა დემეტრე დემეტრაძე ისეთი დებილად აღიქვი რომ ვერ მიხვდება შენს ოინებს და იცხოვრებდი შენს გემოზე? მე კი თვალებს ამიხვევდი სხვისი შვილით რომელსაც ჩემად ასაღებდი? ასე იოლად მომატყუებდი გეგონა? წადი, ირინა წადი. ჩემს გვერდით შენი ადგილი აღარაა, ამოდენა ტყუილის შემდეგ. უბრალოდ, უხმოდ ადექი და წადი. ჩვენ ერთმანეთი ამოვწურეთ, ამიტომ ეხლა შენი წასვლა ყველაზე სწორი ნაბიჯია. მე შენ არასდროს, არაფერს არ დაგპირებივარ. შენ უბრალოდ ის ქალი იყავი, ვისთანაც ჩემს მოძალებულ ვნებებს ვაცხრობდი. ეხლა უკვე ვნებასაც ვერ ვღძრავ შენს მიმართ, იმდენად ურყოფითი ხარ უკვე ჩემში. იზო დეიდა მებაღესაც დაურეკე და მეჯინებესაც. ყველა დაბრუნდეს და აუხსენი ყველას რა მოხდა. ეს სახლი სანამ იარსებებს და ამ სახლში ჩემი სახელი, ვინც არ უნდა შემოვიდეს არავის არ მივცემ უფლებას ჩემს შეუთანხმებლად ის ხალხი გაანთავისუფლოს რომლებიც წლებია ერთგულად დგანან ჩემს გვერდით. კაბინეტში წამოდით! -უთხრა იქვე მდგარ გაკვირვებულ ბიჭებს რომლებსაც დემეტრე ასე გაცეცხლებული დიდი ხანია არ უნახავთ.
--რა მოხდა დემეტრე? ასეთი მკაცრი რატომ ხარ ირინას მიმართ?- კაბინეტში შელაგდნენ ყველა და სავარძლებზე მოთავსდნენ
--ნუკრი მე შეიძლება შემიყვარდეს ქალი, ქალს რომელსაც ერთი შვილი ან მეტიც ყავდეს. მე თუ ქალი მიყვარს, ის მიყვარს მისი ყველაფრიანად და არა ის ქალი გავაჩერო ჩემს გვერდით, რომელიც პერიოდულად მოდის რაღაც საათები და მერე მიმტკიცებს შენგან ორსულად ვარ და მალე მამა გახდებიო. გადავამოწმე და სხვისგან ელოდება ბავშვს, ამას კი არ ვაპატიებ! - საუბარი დაამთავრენ და კარები იაგომ შემოაღო.
---მოდი, მოდი იაგო. რაო ილომ დემეტრე უნდა გავამწაროო? საინტერესოა რით მამწარებს? რა ქონდა ამდენი ვალი, ბარიგობაზე დაიჭირეს თუ რად ვერ ეყო 200,000$.
---შენ საიდან იცი რა თქვა ილომ!-გაუკვირდა იაგოს.
---მე რომ გამოვედი, ცოტა ხანი კარებთან ვიყავი და ყველაფერი გავიგონე. შენ ილარიონიდან არ წამოხვალ იაგო. შენ იქ მჭირდები. ნათიას უნდა მიხედო, მის გვერდით უნდა იყო, თვალი ადევნო და დაიცვა ჩემს აქ არ ყოფნაში!
---დიტო ნათიას საიდან იცნობ?
---ნათია პატარა გოგონა იყო როცა მამას მივყვებოდი ბავშვთა სახლში. დიდი დემეტრე დემეტრაძე ყველამ იცოდა იქ და ყველას უყვარდა მისი იქ გამოჩენა. შეუძლებელია მას მამა არ ახსოვდეს. მეც იმიტომ დამარქვა მისი სახელი და გვარი ყოველთვის ყოფილიყო ჩვენს სახლში. პირობა დამადებინა როცა დავქორწინდები ჩემს შვილსაც დემეტრე დავარქვა. ამას შევასრულებ როცა დრო მოვა ამისი!
---დიტო ნათია აღარაა დაუცველი მას ძმა ყავს, ნიკოლოზ გაბუნია მისი მკვიდრი ძმაა, უფრო მეტიც მისი ტყუპის ცალია.
---რას ამბობ ნუკრი.გესმის ეს რას ნიშნავს? გამოდის რომ ნათიამ ბავშვთა სახლში ტყუილად გაატარა მთელი მისი ბავშვობა, მამამ ისიც იცოდა ვისი შვილი იყო და უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა მას, ნათიას მამა ჰამლეტ ბურჯანაძე, მამას მეგობარი იყო, ის და მისი მეუღლე ავარიით დაიღუპა. მე დღემდე მიკვირს როგორ ან რატომ მოხვდა ნათია იქ ამას გავარკვევ აუცილებლად, ის არც ბიზმესმენი იყო და არც მაღალი თანამდებობის პირი მაგრამ არც ისე ღარიბი ოჯახი ჰქონდა, ნათიას ბავშვთა სახლში გაეტარებინა მისი ცხოვრების საუკეთრესო წლები. გეფიცები თუ ვინმეს აქვს ნათიას ქონება მითვისებული, ვისი ხელიც იქნება ამ საქმეში გარეული ყველას კანონის წინაშე დავაყენებ და ნათიას მისას დავუბრუნებ. ამიტომ ჯერ არ ღირს ჩემი გამოჩენა. მის თვალზე დადენილ ცრემლს არ ვაპატიებ არავის! -დემეტრეს სიტყვები ავის მომასწავებლად გაისმა ოთახში- იმას ვისაც მოთმენა შეუძლია, ყოველთვის საუკეთესო ხდება ბოლოს.
ცხოვრება რომ ავიტანოთ ორ რამეს უნდა შევეგუოთ, ჭრილობებს, რომელსაც დრო გაყენებს და უსამართლობას, რომელსაც ადამიანები გაყენებენ, ამ ორთად ერთან კი მესამეც გვინდა, მოთმინება. ნელა-ნელა მიდიოდა დღეები ხუმრობაში და ერთმანეთის სიყვარულში. კვირეებს-კვირეები ცვლიდა და თვეებით ივსებოდა მთლიანობაში. გაზაფხულის ნამიანი დილა ზაფხულის უჩვეულო ცხელი დღეებით შეიცვალა და გაუსაძლისი ხდებოდა სუნთქვა. ხალხი მიეძალა კაფეტერიას გულის გასაგრილებლად. დილით ნათიამ წყალი გადაივლო და დენდარტმულივით ჩამოჯდა საწოლზე, უცებ მოვიდა გონს და თავზე პირსახოცშემოხვეული სამზარეულოში გავიდა და დალი ბებოს დაუჯდა წინ, რომელიც კარტოფილს თლიდა და გაკვირვებულმა შეხედა შვილიშვილს.
---მოხდა რამე? გინდა რამე მითხრა?- სათვალეს ზემოდან გადმოხედა მოხუცმა.
---ბე მახსოვს რომ ,თუ არ ვცდები იქ ბავშვთა სახლში, ერთი ძალიან კარგი კაცი დადიოდა.ძალიან ლამაზი და ბავშვებს გვეხმარებოდა. მახსოვს როცა ის მოდიოდა, ის გველი ქალი ელენე მხოლოდ მაშინ, იმ კაცის შესახედად მექცეოდა კარგად. ისიც მახსოვს მას დემეტრე ერქვა. ბე, გვარი გახსოვს? შვილიც დაყვებოდა ხანდახან, ძალიან ლამაზი ბიჭი იყო.
---მახსოვს ბე, როგორ არ მახსოვს. ,,დემეტრე დემეტრაძეს'' ამბობ ხო?
---ეს შვილია ბე, მამასაც დემეტრე ჰქვია?
--ხო ბებო, მათ დიდ დემეტრეს და პატარა დემეტრეს ეძახდა ყველა, დიდებული ადამიანი იყო. შენ საიდან გაგახსენდა ეხლა ესენი ბებო?- ღიმილით კითხა ნათიას.
---გუშინ იყო კაფეტერიაში! -და მოუყვა ბებოს ყველაფერი. იცინოდნენ სამზარეულოში ნიკა რომ შემოვიდა.
---რამ გაგახალისათ ასე მეც გამამხიარულეთ!- ნათიამ თავიდან მოუყვა ყველაფერი.
---ოოოხ ჩემს დაიკოს ვიღაცა მოეწონა?- ღიმილით უთხრა ნიკამ- მოწონება კი არა სწავლას მიხედე და წიგნს მოკიდე ხელი შენ!
---რა კარგად გეხერხება ადამიანის ხასიათის გაფუჭება ნიკა,- გაიბუსა ნათია, ეს მხიარულება კარზე ზარმა შეაწყვეტინათ.
---ელოდებით ვინმეს? თუ გიჟთა სამყაროს წარმომადგენელი მოვიდა რომელიმე, გეფიცები ბებო კარებს არ გავაღებ იცოდეთ- თქვა ნათიამ და ნარნარით წავიდა კარების გასაღებად, რომელსაც სიცილით გააყოლა ნიკამ თვალი. კარების გაღება და წინ საოცარი სურათის გადაშლა ერთი იყო. კარების წინ უზარმაზარი თაიგული იდო, რომელსაც ლამაზი ბარათი ამშვენებდა ზემოდან.
---,,თვალწარმტაცი სილამაზის მქონეს, ლამაზად მინდა მივესალმო სისხამ დილით და იმ დღის ინციდეტისთვის, დაგვიანებით ბოდიში მოგიხადო. მინდა ყველა ის ლამაზი ოცნება აგისრულდეს, რომელზეც ყოველ ღამით ძილის წინ ფიქრობ“ პ.ტ.,,დემეტრე''.
---ნათ ვინ არის?- გამოსძახა ნიკამ რომ დააგვიანდა შესვლა სახლში.
---ნიკ მოდი რა შემომატანინე!
---რა შემოგატანინო ნათია, რას ვერ წიკულობ, სანტა-კლაუსი ხომ არ მოსუ.... - კართან მისულ ნიკას სათქმელი პირზე შეაშრა- ვაუ, ვაააუ ეს ხუმრობა აღარააა, ვინ არის?
---გეფიცები მეც არ ვიცნობ ნიკა,აი ბარათი წაიკითხე! -უცებ გაუწოდა ბარათი ნიკას წასაკითხად. ნიკას გაეცინა ნათიას გულუბრყვილობაზე და გულში ჩაიკრა აცრემლიანებული და შეშინებული.
---რა გეგონა. გეგონა გიყვირებდი და საყვედურს გეტყოდი? პირიქით მიხარია რომ ჩემს დას თაყვანისმცემელი ყავს, ეს შენი გადასაწყვეტია. მათხოვარი რომ იყოს ან ჩემი მოსისხლე მტერი, მე წინ არ დაგიდგები. შენ იცი უკეთესად შენი გული ვისთან გთხოვს დარჩენას, გაცნობას კი მოვინდომებ რომ ვიცოდე ჩემი დაიკოს გული ვინ მომპარა!
---რას შვრებით, სად ხართ? ვინ მოვიდა ასეთი, რომ სახლში აღარ შემოდიხართ ბებო?- ბავშვებს რომ დააგვიანდა დალი ბებომ ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო და გარეთ გამოვიდა და რას ხედავს, მის წინ უზარმაზარი კალათი დგას, ულამაზესი თაიგულით.
---ეს ვისგანაა იცით? რა ლამაზია ღმერთო, ჩემო ჯერ ეს არ მაქვს გათვითცნობიერებული რომ გიპოვნე და ჩემი ხარ, ეხლა იმაზე უნდა ვიფიქრო, როდის გამიფრინდები?- ნიკამ სიხარულით აიკრა დაბნეული გოგონა.
---ასეა, ბებოს ბჟღარტები რომ დაფრთიანდებიან მერე მიფრინავენ თავიანთი ბუდეების ასაშენებლად- სიცილით თქვა ნიკამ და ორივე გულში ჩაიკრა. იდგა სახლის წინ ლამაზ თაიგულთან ერთად, სამი ადამიანი, რომელიც ერთი სულის, ერთი სხეულის ნაწილი იყვნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ.
---თქვენ ჩემი ცხოვრების ულამაზესი ვარსკვლავი ხართ, ბედნიერი ვარ რომ თქვენ ორი მყავხართ, სახლში შევიდეთ ისაუზმეთ და ისე წადით! -უთხრა ორივეს ბებომ
--ნათიუშ, კვირას სიურპრიზი მაქვს შენთვის.- ნიკაც თვალები უციმციმებდა და ისე უყურებდა ნათიას.
---რა? რა სურპრიზია?- მოუთმენლობა დაეტყო.
---თუ გითხარი სიურპრიზი აღარ იქნება. ასე რომ მოთმინება გმართებს კვირამდე.-ენა გამოუყო ნიკამ და ასე გააჯავრა.
---რა გაძლებს ეხლა კვირამდე. -ჩაილაპარაკა ნათიამ დ სახლში შევიდა მოსამზადებლად.
ნიკა უნივერსიტეტში წავიდა თან უხაროდა სადაცაა დაითხოვდნენ, ნათია კი კაფეტერიაში დატოვა. მისვლისთანავე რომ უთხრეს ილო გიბარებსო.
--რა უნდა იცით?
--არ უთქვამს, თქვა რომ მოვა ჩემთან შემოვიდესო!
---კარგი წავალ ერთი რა უნდა,-უკმყოფილოდ ჩაილაპარაკა გოგონამ, შემდეგ კი საბას მიუბრუნდა- გააკეთე მისი ექსპრესო და თან წავუღებ!
---აჰა მზადაა და წაუღე!- წავიდა ნათია და ძალიან აინტერესებდა რა საქმე ქონდა ილიას მასთან.
--შეიძლება? მითხრეს რომ მეძახდით!-კარზე ფრთხილად დააკაკუნა ნათიამ
---შემოდი და დაჯექი შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს!
---გისმენთ, ბ. ილო, ეს კი თქვენი ყოველდღიურობა- ღიმილით მიართვა მისი ნეტარი ექსპრესო.
---ოოო, ეს კარგია რომ გაგახსენდა და ხელს გამოაყოლე, დაჯექი ნათია, ეს საუბარი რაც ეხლა მე შენ უნდა გითხრა, ჩვენს შორის უნდა დარჩეს, მე შენ გაგანდობ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან საიდუმლოს. ეს თვით ჩემმა უახლოესმა მეგობარმაც არ იცის. მინდა გითხრა აქამდე როგორ მოვედი.- ნათია მის წინ სავარძელზე მოკალათდა, არც თუ ისე დიდი ხანია ილოს იცნობს, მაგრამ დაეფიცება რომ ასე სახე წაშლილი და გაცეცილი ილო ჯერ არ ენახა. ტკივილიანი და განადგურებული. თითქოს რამე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანესო.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Kaia male dade

 


№2 სტუმარი Hipo

Eqsperso ra jandabaa ....fuck

Esspreso da ara "EQS PRESO "

 


№3 სტუმარი Nino

Zalian kargi iyo

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

არ დააგვიანო მალე დადე.

 


№5  offline წევრი tskvito

მზია დეიდა თქვენ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ...♡♡♡
ჩვენ ფეისბუქ მეგობრებიც ვართ და ხშირად ვნახულობ თქვენს პოსტებს და ფოტოებს, ასაკის და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც იცლით წერისთვის და ტკბილი კომენტარებისთვის რაც მახარებს.
თქვენ ძალიან პოზიტიური და დადებითი ადამიანი ხართ, მე კომენტარების სახით დაწერილი თქვენი ძალიან სასაცილო ისტორიებო მაქვს წაკითხული , ენიმალს (მაგდას) უყვებოდით. მაშინ ძალიან გამახალისეთ და გამამხიარულეთ...
გისურვებთ მალე დაბრუნებას სამშობლოში♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent