salvation/ხსნა (თავი 8)
ყურთან ახლოს დაბალ ხმაზე მითხრა -ჩემი წასვლის დროა.-და შეეცადა ჩემს ფეხზე წამოყენებას თვითონ რომ ამდგარიყო. -ძალიან გვიანია.-შეშინებულმა შევხედე. -არაფერია, ასე მირჩევნია. -როგორც გინდა. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. კიბეზე ჩადიოდა რომ ამომძახა -ხვალ დაგიბრუნებ ამ მაისურს. -არაა პრობლება.-არაფერი უთქვამს მხოლოდ ხელი ამიწია და გაუჩინარდა. დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე ვერაფრით. ჰარმონიულობის შეგრძნება ჩემში მაღალი დოზით იყო, მაგრამ რაღაც არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ თავი ბოლომდე კარგად მეგრძნო. ლეპტოპი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელი ჩავრთე. ნიუს ფიდს ჩამოვყე და ვნახე რომ ერთ-ერთ მეგობარი ფილმს უყურებდა "you aren't you" ლინკზე გადავედი და მოკლე აღწერამ ძალიან დამაინტერესა. მეც დავიწყე ყურება პარალელურად ფბ-ზე ვიყავი. ონლაინში გეგას მოვკარი თვალი თუ არა არც დავფიქრებულვარ მაშინვე გავხსენი მისი პროფილი და "ანფრენდ"-ს დავაკლიკე. მერე კი მთელი ყურადღებით გადავერთე ფილმზე. თითქმის ორი საათი "ვიჯექი" და ვუყურებდი ჩაწითლებული თვალებით. კარგი ფილმი იყო. ერთი ფრაზა კი განსაკუთრებულად მომეწონა "ის აირჩიე, ვინც შენში შენ დაგინახავს", მაგრამ ვხვდებოდი რომ არჩევანი არა გეგასა და ალექსანდრეს შორის უნდა გამეკეთებინა არამედ ალექსანდრესა და არაფერს შორს. გეგა უშანსო იყო. დახურული თემა იყო რომელიც, არასოდეს, არასოდეს დაექვემდებარებოდა განხილვას. ამაში 100%-ით ვიყავი დარწმუნებული. ალექსანდრე?! ალექსანდრესთან ისე კარგად ვიყავი აღარ მინდოდა მასთან უხეშობა ან რამე მსგავსი. არ ვიცი ეს რამდენად სწორია, მაგრამ ვხვდებოდი რომ ალექსანდრეს დაკარგვა არ იქნებოდა სწორი საქციელი. მიუხედავად ამისა, მაშინებდა ის რომ არ ვიცოდი ალექსანდრეს ვუყვარდი თუ არა. პრინციპში ეს არც იყო საჭირო, მაგრამ "კოცნაა"?! ეს არ ვიცი რა იყო, მართლა. ერთი შეხება, რომელშიც ყველაფერი ვიგრძენი. ფილმი დამთავრდა და მაინც ვერ დავიძინე ისევ ფბ-ზე შევედი. ვაჟბატონიც შემოსული იყო -გოგო, დაიძინეე-წამებში მომივიდა შეტყობინება. -არ მეძინება. -რატომ? -არ ვიცი. -მე რომ ვიყო დაგაძინებდი. -რატომ წახვედი მერე? -ეე, ეგრე არ გამოვიდოდა, ტო მძინარე შემაშინებდი. -გველო. -სსსსსსსსს..-აღარაფერი მიმიწერია. ღიმილით გადავბრუნდი გვერდზე და ჩამეძინა. კარზე ზარის გაბმულმა წკრიალმა გამაღვიძა. ქეთი ვერ იქნებოდა, რადგან გასაღები ჰქონდა თან კვირა დღე იყო და ასე ადრე არა მგონია დაბრუნებულიყო. ხალათი მოვიცვი და ზლაზვნით გავედი. თორნიკე შემრჩა ხელში. -რომ გათენებულიყო და მერე მოსულიყავი რა იქნებოდა?!-შევუბღვირე და შემოვუშვი. -და ხო ყრუ არ ვარ. ერთხელ როცა დარეკავ ზარს გამოვალ და გაგიღებ. -თათია, ამოისუნთქე არ გაიგუდო.-მითხრა და დივანზე გაწვა. -რა ხდება ამ დილა უთენია არ იტყვი? -ფული მჭირდება.-კატის თვალებით შემომხედა თანხმობის მოლოდინში. -ფული რისთვის გინდა? -გოგოს უნდა შევხვდე. -გიორგის რატომ არ სთხოვე? არა, განა რამე უბრალოდ საეჭვოდ მეჩვენება. -რამდენიმე დღის წინ მომცა, მაგრამ ის სხვა გოგოსთვის იყო ეს სხვისთვის მინდა. -შენ რა ატეხილი ხარ ხვდები?! -ჰორმონები არ მასვენებს თათ.-არაბუნებრივად წარმოსთქვა ჩემი სახელის შემოკლებული ფორმა და ხელი გამომიშალა. -რამდენი გინდა? -რაც უფრო მეტი იქნება უკეთესია. თვით კეთილშობილებავ. -თეტრალურზე რომ არ ჩააბარო, მაგრად დაგერხევა პირადად ჩემგან.-ვუთხარი და ოთახში გავედი ფულის გამოსატანად. თორნიკე გავაცილე თან სუპერმარკეტში შევიარე და რაღაცეები ვიყიდე. გადავწყვიტე კულინარიაში მეც მეცადა ბედი, რაც არასდროს არ გამომდიოდა. ალბათ იმიტომ რომ პრაქტიკა მაკლდა. რა თქმა უნდა არც ახლა არ გამომივიდა რაღაც საოცრება, მაგრამ არც გადასაყრელი იყო. მორჩენილი ვიყავი ყველაფერს ქეთი რომ მოვიდა. ნორმალურად შემოსული არ იყო რომ გამომძახა -ყავისთვის წყალი დადგი. გამოვიცვლი და შემოვალ.-სიცილით თავი გავაქნიე და მადუღარაში წყალი ჩავასხი. ფინჯნები გავამზადე და ქეთიც შემოვიდა ყურებამდე გაკრეჭილი. -ჭკუით იყავი თორე აგახევენ შენ ბიჭს. -როგორ ამახევენ როცა ჩემი არაა და მითუმეტეს ერთადაც არ ვართ. -ოჰ, ოჰ გაჩერდი ახლა. -ბებერი ქალივით ნუ ქოთქოთებ ძალიან გთხოვ რა.-სიცილით ვუთხარი და ყავის ფინჯანი დავუდგი. -ის გოგო, რომ იყო, წითელ თმიანი მაგას მოეწონა და თქვენზე მკითხა ერთად არიანო და კი-მეთქი. მოწყენილმა ტუჩების არა ამქვეყნიური მოძრაობით მითხრა აუ ძაან ცუდია იმედია დაშორდებიანო. არა, კი მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ მაგას რა უნდა ვუთხრა?! -ქეთიი! ტყუილები არ გვინდა. რამე რომ იყოს ხომ იცი შენ მაინც არ დაგიმალავდი. სულ რომ არაფერი ჯერ ორი თვეც არაა რაც გეგას დავშორდი. -აქ გეგა რა შუაშია? თუ გიყვარს ეგ სხვა თემაა, მაგრამ როცა არ გიყვარს დროს რა მნიშვნელობა აქვს?! სხვასთან ურთიერთობის უფლება არ გაქვს თუ?! -არანაირი, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ ვინმესთან რომანის გაბმას. -თათია!-მითხრა და ისეთი მზერით შემომხრდა ყველაფერს რომ გაიგებდა ადამიანი. მოსაღამოვებული იყო ესემსი რომ მომივიდა ალექსანდრესგან -სამუშაო რომ გვაქვს ხომ არ დაგავიწყდა? -არა, მოხვალ ჩემთან? -შენ ამოდი, რა. -ერთ საათში მაშინ. -კარგი. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი მთლად ერთ საათში ვერ ვიყავი ალექსანდრესთან, მაგრამ არც ძალიან დამიგვიანია. -გამიგია, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო გონებას ხსნის.-ეშმაკურად გამომხედა და კარადიდან 2 ღვინის ჭიქა გამოიღო. -მეც, მაგრამ მანქანით ვარ. -ტაქსით გაგიშვებ და ხვალ მე მოგიყვან შენ მანქანას სამსახურში. -აუ, არ ღირს, რა. -ეე, დაიკიდე, რა. -კარგი, ჯანდაბას.-ვუთხარი და ჭიქა გამოვართვი. -ჩვენ გაგვიმარჯოს. -ცალ-ცალკე.-თვალი ჩავუკარი და ერთი ყლუპი მოვსვი. -ამჯერად იყოს ეგრე. -ერთი ჭიქა იყო გონებისთვის ახლა დავასრულოთ ის პროექტი.-ვუთხარი და გვერდით დავდგი ჭიქა. -და მერე დასრულება აღვნიშნოთ. -ვნახოთ. დაახლოებით ორ საათში ყველაფერი მზად გვქონდა და ბედნიერმა ღრმად ამოვისუნთქე. -მაგრად მომშივდა. -ამოვიტანოთ რამე თუ გინდა, ან სადმე დავსხდეთ. -მაცივარში იქნება რამე შანსი არაა..-მითხრა და სამზარეულოში გავიდა. მეც უკან გავყე. -ესე იგი გაყინული ლორი, რამდენიმე პომიდორი და მწვანილი გვაქვს ოხრად. -ვნახავ ინტერნეტში რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. -მეკაიფები?! ჩემით გავაკეთებ ყველაფერს.-ისეთი სერიოზული ხმით მითხრა მთელი სახე ამეწვა სირცხვილისგან. ლორი შესაწველად ტაფაზე დააწყო და პომიდორის დაჭრა დაიწყო. -მე დავჭრი. -მეშინია ხელი არ გაიჭრა მიდი ლორს მიხედე. არა იყო ხელს დაიწვავ იქ. -სიცილით მითხრა და დანა მომაწოდა -ნუ დამცინი.-ვითომ გაბრაზებულმა შევხედე -არ იტირო, რა.. თხუთმეტ წუთში უკვე მზად იყო ჩვენი სალათი. ჩანგლით ერთი ლუკმა გავსინჯე და აღტაცება ვერ დავმალე. -ძალიან გემრიელია.-ის დარჩენილი ღვინოც დავლიეთ. ალექსანდრეს არაფერი ეტყობოდა რომ დალეული ჰქონდა, მაგრამ მე ვგრძნობდი რომ აშკარად მომეკიდა. თავი მის კალთაში მედო, მერე ქეთის ნათქვამი გამახსენდა და რატომღაც მომინდა რომ მეთქვა -თაყვანისმცემელი რომ გამოგიჩნდა იცი? -ვიცოდი რომ შეგიყვარდებოდი. -მე არა. იქ მოეწონე ერთ გოგოს. იცი ვის?-ეს ისე ვკითხე სინამდვილეში არ ვაპირებდი ვინაობის გამხელას. -იცი?! არ მაინტერესებს. -იცი?! მგონია რომ იტყუები. -რატომ? -ყველას აინტერესებს ის თუ ვის მოსწონს, უყვარს და ა.შ -ალბათ ყველაში თავისუფალ ადამიანებს გულისხმობ. -მერე შენ თავისუფალი არ ხარ? -შენ ფიქრობ რომ თავისუფალი ვარ?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -ბაზარი არაა.-მითხრა და თავი დივნის საზურგეზე გადაწია. -უნდა წავიდე. რომელი საათია? -პირველის შვიდი წუთია. დარჩი გთხოვ. -ამისთვის დამალევინე ღვინო ხომ? -არა, უბრალოდ შენთან ერთად მინდოდა საღამოს გატარება. -საღამოში ღამე არ შედის.-ვუთხარი და აწეწილი თმის დაწყნარებას თითებით შევეცადე. -დივანზე დავწვები. -მართლა? -ხო. -მანამ პლედი და ბალიში არ გამოიტანა საძინებლიდან, რატომღაც არ მეგონა რომ მართლა დივანზე დაწვებოდა. -ახლა შეგიძლია შეხვიდე. -ღიმილით მითხრა და ოთახში შემატარა. ალექსანდრეს სუნი ასდიოდა ყველაფერს და ვხვდებოდი როგორ ვიჟღინთებოდი მისით. ნახევრად მძინარე, მობილურზე ზარმა გამომაღვიძა. -ხო, ქეთ.. -ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? უბრალოდ მაინტერესებდა ასე რატომ დაიგვიანე. -არაა.. ჩემებთან დავრჩი დღეს ლალიმ დამირეკა და.. -აჰ, ოქეი.-მითხრა და გათიშა. დაბალ ხმაზე ვლაპარაკობდი ახალკაცს რომ არ გაეგო ჩემი ტყუილი. ქეთის კიდევ სიმართლეს ვერ ვეტყოდი, რადგან არაფრისაგან ყველაფერს შექმნიდა. დილით რომ გამეღვიძა სამსახურში წასვლის დრო იყო უკვე. სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი. ლოგინი გავასწორე და ოთახიდან გავედი. დივანზე ოთხად მოკეცილს ეძინა ალექსანდრეს. მხარზე ფრთხილად შევეხე რომ არ შემეშინებინა. -ალეე.. -ხოო..-ნამძინარევი ხმით მითხრა და გადმობრუნდა.. -გაიღვიძე დავაგვიანებთ სამსახურში. უფრო სწორად დააგვიანებ და პროექტი ჩაგვივარდება. -მაკოცე, რა..-ნელა დავიხარე და ვაკოცე. -ეგრე არა. -ისე სხვა დროს.-სიცილით ვუთხარი და სააბაზანოში შევედი. ორივე ცალ-ცალკე წავედით ჩვენი მანქანებით, მაგრამ მაინც ერთდროულად მივედით. დამპირდა გზაში არ მოგასვენებო, მაგრამ ისეთი საცობი იყო თვითონ უფრო ჩანდა შეწუხებული. მივედით თუ არა მაშინვე ნანას კაბინეტში შევედით. -მობრძანდით.. ალექსანდრე, თათია გამარჯობა. მზად ხართ დღევანდელი შეხვედრისთვის? -კი, კი ყველაფერი მზად გვაქვს ქალბატონო ნანა. -ძალიან კარგი. 2-ზე დავიწყებთ. აბა თქვენ იცით.-გაგვამხნევა ნანამ და კაბინეტი დავტოვეთ. რა თქმა უნდა დაიგვიანეს და სამზე მოგვიხდა დაწყება. აი "ისეთი" ხალხი იყო მარტო დაგვიანება კი არა ყველაფერი რომ ეპატიება. შესაბამისად უკმქყოფილებაც ვერავინ გამოვთქვით საჯაროდ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს ერთი ჭირიც მოვიშორეთ. წასასვლელად მზად ვიყავი უკვე ალექსანდრე რომ შემოვიდა კაბინეტში ეშმაკური ღიმილით. -ქალბატონო, მახსოვს დილით რაღაცას რომ დამპირდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.