შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც ერთი ნაბიჯი უკან! სრულად


7-05-2016, 23:31
ავტორი ლოლიტა
ნანახია 5 979

- დეფორმირებულია , - განაჩენივით გაისმა ხმა ...

***

ამ დღის შემდეგ თვრამეტი წელი გავიდა . მთელი ჩემი ბავშვობა ძალიან უცნაური იყო .
თითქმის არასდროს მაცვია უმკლაო მაიკა , სახლშიც კი . სულ აჩაჩული და ისეთი მაისურებით დავდივარ რომელშიც სულ არ მეტყობა რა მჭირს.
მე ერთი ჩვეულებრივი დეფორმირებული ბავშვი ვარ . დეფორმირებული , შეუხედავი , - ჩემ დასახასათებლად უამრავ სიტყვას ვიყენებ ხოლმე . ვერ ვიტან როცა ჩემს თავს დეფორმირებულს ვუწოდებ ,მაგრამ სხვა რა გზაა ? მარცხენა ხელი მარჯვენაზე ბევრად მოკლეა . ძალიან მოკლე თითები მაქვს , განა ხუთი . მხოლოდ სამი თითი ... მუდამ მახსოვდა რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი . დაცინვას და დამცირებას ყოველთვის საკუთარ ტყავზე ვგრძნობდი . ბაღიდან მოყოლებული ყოველთვის მახსენენებდნენ , რომ ამ პლანეტაზე ჩემნაირებისთვის ადგილი არ არის , რომ მე ზედმეტად უცხო ვარ ... მქონდა პერიოდი როცა მინდოდა , რომ მეც მათნაირი გავმხდარიყავი ,მაგრამ ახლა ვიცი რომ მათნაირ ადამიანობას სჯობს ისევ ასეთი დეფორმირებული გოგო ვიყო. ახლა მთელი არსებით ვიცი რომ ეს არც თუ ისე დიდი პრობლემაა , უბრალოდ რაც ცუდად მხდის ეს ხალხის მზერაა ...
მძულს როცა ვინმეს თვალებში შეცოდებას დავინახავ . ვერ ვიტან როცა დიდხანს მაშტერდებიან და მერე თავს გააქნევენ და - " ვაი შვილოს " იტყვიან . მაგ დროს საკუთარ თავზე უკონტროლო ვხდები . არსებობენ ადამიანები , რომლებიც ჩემზე უარეს დღეში არიან , რომელთაც ძალიან დიდი ტკივილი აწევთ მხრებზე . მე ვცდილობ ამ ცხოვრებაში რამე მშვენიერი დავინახო . ყოველთვის მოიძებნება ბედნიერი და არც თუ ისე ბედნიერი ადამიანი. არ არსებობს არავინ ვინც ერთმანეთს ჰგავს ... ყველას სხვადასხვა სიმძიმე აწევთ მხრებზე . ძნელი დასანახია ამ ადამიანებს შორის ზღვარის დანახვა .
დიდი სისულელე იქნება რომ ვთქვა ''მე არ ვარ დეფორმირებული'' . არის ფაქტები რასაც ვერაფერს უზამ და ერთადერთი გამოსავალი რაც გრჩება ეს - შეგუებაა. ყველას შეუძლია გააკეთოს ის რაც შეუძლებად მიაჩნდა ვინმეს . ყრუ ბეთჰოვენმა ისეთი მუსიკა დაწერა ისეთს ამ ქყვეყნად ალბათ ვერავინ რომ ვერ დაწერს . და რა უფლება მაქვს ამის შემდეგ ვთქვა რომ ჩემი სიცოცხლე ერთი დიდი სირცხვილია?
მყავს ისეთი ოჯახი , რომელზეც ზოგი ოცნებობს . ყველანაირ სიტუაციაში გვერდით მიდგანან. მათთვის მე უმნიშვნელოვანესი ადამიანი ვარ . ჩემ გამო უამრავ რამეზე შეუძლიათ უარი თქვან. დედას თამარი ჰქვია ,მაგრამ მე ყოველთვის თამროს ვეძახი . იგი ჩემთვის სულ სხვაა , შეუცვლელია ... მისი ღიმილი ამ ქვეყნად ყველაფერს მავიწყებს . მამას პავლე ჰქვია , ხშირად იცინის ხოლმე რისთვის გამიმეტეს რა სახელი დამარქვესო . მე მომწონს სახელი პავლე , ალბათ იმიტომ რომ მამას ჰქვია . ჩემს უფროს დას მარიამი ჰქვია . ოო... მარიამი ... ის სულ სხვა განზომილებაა. ჩემზე მხოლოდ ხუთი წლით დიდია , მასზე ახლოს არავისთან ვარ . საათობით შემიძლია მასთან ერთად ოთახში გამოვიკეტო და საერთოდ ყველაფერზე ვილაპარაკო . მასთან ერთად არ მახსოვს რა მჭირს ...
ბავშვობაში ყოველთვის დედასავით მექცეოდა . ახლა ჩემი საუკეთესო და ერთადერთი მეგობარია რომელიც გამაჩნია . მან შემაჩვია სიმღერების მოსმენას , ყოველთვის ამბობდა როცა ცუდად ხარ მუსიკას უსმინე და დამშვიდდებიო . ასეც იყო , ყოველთვის ვმშვიდდებოდი . მან შემაყვარა წიგნების კითხვა , დღემდე ყოველ წაკითხულ წიგნს განვიხილავთ ერთმანეთთან. მარიამის შეყვარებულს და უკვე საქმროს ირაკლი ჰქვია . მასზე ისე ვეჭვიანობ , ყოველთვის იმას ვეუბნები ჩემს დას თუ წამართმევ არ ვიცი რას გიზამთქო . მერე ისიც სულ იმას გაიძახის ბარემ ერთად როცა გადავალთ შენც ჩვენთან გადმოდი და მე ცალკე ოთახში გამიშვით და თქვენ ერთად დაიძინეთო ... ირაკლი მართლა კარგი ბიჭია , ვხედავ რომ არ ვეცოდები და ეს ძალიან მახარებს . იგი ისე მიყურებს როგორც მის პატარა დაიკოს . ჩემზე ათი წლით უფროსია . საკმაოდ მხიარული და მეგობრულია .
მე არასდროს მყოლია შეყვარებული . ზედმეტად დაკომპლექსებული ვარ ამისთვის ...

***

ზაფხულის ერთი ცხელი დღეა . ირგვლივ ყველაფერი ატალახებულია . ბალახები რომელიც კოჭებამდე მწვდება ძალიან სველია . ჩემს დასვრილ '' all star-ებს'' იმდენად ასვლებეს შიშველი ფეხები მთლიანად მისველდება წყლით . ტრიალ მინდორზე , გრძელმკლავიანი თეთრი მუხლებამდე კაბით და სველი კედებით გავრბივარ აუღელვებლად . ღრმად ვისუნთქავ ჰაერს . მერე ისევ წვიმას იწყებს , ორივე ხელზე ზემოთ ვწევ და ცეკვავს ვიწყებ . სრულიად გიჟურ ხაისათზე ვარ . ცოტახანში საშინლად დაღლილი მთელი ძალით ვენარცხები ბალახს , იმდენად მესვრება ტალახით ყველაფერი ადამიანის გარდა ყველაფერს ვემსგავსები .
სახლში დაქანცული ვბრუნდები , კიდევ კარგი გზაში არავინ შემხვედრია თორე ნამდვილად ვიცი ვინმეს აშკარად შევაშინებდი . მიყვარს ეს სოფელი , მიყვარს ეს საოცარი ბუნება და ადგილი... სირბილით გულამომჯდარი შევვარდი სახლში.
- ბეე , მოვედი , - მთელი ხმით დავიყვირე . ტალახში ამოგლაგნილი კედები იქვე მივყარე და მეორე სართულზე ავირბინე . ახლა დაძინებაზე მეტად არაფერი მინდა მაგრამ ღორივით ამოგლაგნილს რა დამაძინებს . კიდევ კარგი თბილი წყალი წელს მაინც რომ გააკეთეს თორემ რა მეშველებოდა . პირსახოცები კარადიდან გადმოვყარე და სააბაზანოში გავიქეცი . ცხელი წყლის ქვეშ ძალიან დიდხანს ვიდექი . ძლივს ჩამოვიბანე გამხმარი ტალახი ტანზე და სახეზე . კარგად ვიმშრალებდი თითოეულ წერტილს . სარკეში განზრახ არასდროს ვიხედები ... უბრალოდ არ მინდა...
მკლავიანი ფართო მაიკა გადავიცვი და სპორტული შარვალი ამოვიცვი . ფეხშიშველი ჩავბლაყუნდი სამზარეულოში . ბებო ჩემს საყვარელ ''აჯაფსანდალს'' აკეთებდა . ახლოს მივედი და ყელში ვაკოცე . შემომხედა და გამიღიმა . ღიმილზე ყოველთვის ეჩხვლიტებოდა ლოყები და თვალები ეჭუტებოდა . იმდენად საყვარელი ხდებოდა ამ მომენტში ხშირად მინდებოდა ძალიან დიდხანს მეკოცნა მისი დანაოჭებული და ჩემთვის ძალიან ძვირფასი სახე .
- ბებო , რა კარგი სუნია ნეტავ იცოდე , - მთელი ძალით ჩავისუნთქე სურნელი და ლამის ქვაბში ჩავვარდი . ჩემს ქცევაზე ბებოს ჩაეღიმა.
- როდის გაიზრდები იოანა?
- რა ვიცი ბე , აბა რა ვიცი მე , - ბებოს ნათელა ჰქვია ; ბებო ჩემთვის მეორე დედაა . ყოველთვის ცდილობს გამანებივროს და მასიამოვნოს . ერთადერთი ადამიანია ვისგანაც არ მწყინს რომ ჩემზე გული შეტკივა . მხოლოდ მას ვპატიობ თვალებში ჩამდგარ მარილიან სითხეს . სოფელში არავინ მოიძებნება ისეთი ვისაც მასზე ცუდი წამოცდება . შანსი არაა ვინმე იპოვოთ ვისაც ნათელა ბებო არ უყვარს .
დილაობით ძალიან ადრე დგება , ყოველთვის ასწრებს სოფლის საქმეების კეთებას . მერე თავის მტრედებს პურს უნამცეცებს და ისინიც გულმოდგინეთ ესევიან საკვებს . იმ მომენტში ბებოს არც კი ვუახლოვდები რადგან ეგრევე იფანტებიან , ჩემს დაყრილ პურზე არასდროს მოსულან ...
ბებოს ყველა უყვარს ამ ქვეყნად . ძალიან განსხვავდება სხვებისგან . ჩემა სოფელში იმდენი მოხუცია , მათგან სულ წყევლა ისმის . აი , ბებოს კი არასდროს არავინ დაუწყევლია ... თუ ბებოზე ლაპარაკს ვიწყებ მერე ვერასდროს ვჩერდები ...

***

ივლისის შუა რიცხვებში დავბრუნდი თბილისში . არ ვიცოდი მთელი ზაფხული რა მეკეთებინა . ეს მგონი პირველი წელია როცა ხალხთან მინდა კონტაქტი . მინდა მეც მათსავით გავერთო ... მახსოვს ჩემი და როგორ მეუბნებოდა სანამ სკოლას დავასრულებდი წადი სადმე დასავნებლადო . ბანაკში წასვლა მირჩია ,მაგრამ მაშინ სასტიკ უარზე ვიყავი ... ახლა კი ვფიქრობ და მგონი ღირს კიდეც წასვლა .
დაბრუნდა თუ არა სახლში მარიამი ეს აზრი მაშინვე ვუთხარი , ძალიან გაეხარდა ჩემი სიტყვები .
- ყოჩაღ . ჩემი მაგარი გოგო ხარ !
- ოჰ , კაი ერთი , - გამეცინა .
- დღესვე დავიწყებ ბანაკის ძებნას ...

***
- იოანა , მოდი ერთი წუთი , - დამიყვირა მარიამმა .
- რა იყო ?
- აუ , იცი ბანაკები, თუ კი რამე იყო, ყველა შევსებულია და ახალ ბავშვებს აღარ ამატებენ ...
- ცხოვრებაში ერთხელ ხალხთან ყოფნა მომინდა და აქაც მაგრად გამიმართლა , - სიმწრით ამოვილაპარაკე .
- მოითმინე , - გაეღიმა ჩემს ქცევაზე , - რაღაც ვიპოვე რა . ირაკლიმ მირჩია , თურმე თვითონაც ხშირად დადიოდა იქ . ანუ, რა ხდება , ყოველ ზაფხულს ეწყობა ტური . ამას რომელიღაც სანდო ორგანიზაცია აკეთებს , რიცხავ ფულს ანგარიშზე და ორი კვირა მიდიხარ ყაზბეგში . მოინახულებ ანანურს , მჟავე წ....ბს , გერგეტის სამებას , გველეთის ჩანჩქერს და დარიალის ხეობას. კიდევ სხვადასხვა სოფლებშია გასვლები . ფასში შედის სამჯერადი კვება , მგზავრობა და სასტუმრო . ერთი სიტყვით როგორც გავიგე ძაან მაგარი ტურია , თან წასვლა ხუთ დღეშია და ჩვეულებრივად წახვალ თუ გინდა .
- გადაწყვეტილი ამბავია !


***

ყაზბეგი რაღაც გასაოცრად ლამაზია . ვფიქრობდი სად ვიყავი აქამდე . ყველაფრის დათვალიერება მინდოდა ამ ორ კვირაში . აქ ცაც სხვანაირია ...
ჯერ მხოლოდ ერთი გოგონა გავიცანი , ლიზა ჰქვია . საკმაოდ მხიარული და მეგობრულია . ბევრნი ვართ წამოსულები . მალევე დაგვაბინავეს სასტუმროში სადაც ჩვენს გარდა არავინ იქნებოდა ორი კვირა . ჩემს ოთახში ასე ოც წლამდე ასაკის გოგონა დააბინავეს . სახელი არც მიკითხავს . რაღაც ძალიან უცნაურად მიყურებდა . მაშინვე არ მომეწონა.
საშინლად დაღლილი ვიყავი , მალევე ჩავწექი დასაძინებლად ,მაგრამ იმხელა ხმით ლაპარაკობდა ტელეფონზე ვერაფრით მოვისვენე .
- აუ კაი , ღადაობ ? - ისეთი წრიპინა ხმით ლაპარაკობდა ნერვები დაწყვეტაზე მქონდა , მერე იმხელა ხმაზე გადაიხარხარა ეგ უკვე პიკი იყო .
- ადამიანო , ძალიან დაღლილი ვარ იქნებ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდე და დაძინების საშუალება მომცე ! - ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა .
- ოჰ , უყურე ამას , - ისევ ისეთი წვრილი და ამაზრზენი ხმით ჩაილაპარაკა . მთელი ღამე არ მომასვენა მისმა სიცილმა ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა .

დილით გაღვიძებულს თავი საშინლად მისკდებოდა . სააბაზანოში შევედი წყლის გადასავლებლად . ისევ გრძელმკლავიანი ზედა ჩავიცვი . იმდენად დიდი მქონდა თითები საერთოდ არ მიჩანდა , თხელი შავი შარვალი და ბოტასები ამოვიცვი . თმები არ გამიშრია ისე ჩავედი სამზარეულოში . ჯერ არავინ იყო ფეხზე ამდგარი . ყავა ძლივს ვიპოვე ...
გარეთ მშვიდად მოვკალათდი საქანელაზე ყავით ხელში . ცოტა ხანში ნელ-ნელა ახმაურდა სასტუმრო . ტურის უფროსები გარეთ გამოვიდნენ , მივესალმე ყველას . ორი უფროსი იყო , ერთს თემური ერქვა მეორეს ნინო . ძალიან კარგი ადამიანები ჩანდნენ .
- შემახსენე საყვარელო შენი სახელი , - თბილად მიღიმოდა ნინო .
- იოანა , იოანა მქვია !
- რა უცხო და ლამაზი სახელია , - თბილად გამიღიმეს თემურმა და ნინომ.
- დიდი მადლობა .
- ადი ახლა მოემზადე , ცხრა საათისთვის გერგეტის სამებაზე ავდივართ .

***
- '' გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. კომპექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ. ტაძრის აგების თარიღი უცნობია, არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობეში გერგეტის სამების ტაძარი საშუალო ზომისაა.მას გრანდიოზულობას ანიჭებს მხოლოდ ადგილმდებარეობა და საერთო იერი.ადგილზე კი არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას,მომცროდ გამოიყურება.
ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული.ტაძარს ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან.პირველი შესასვლელი სიგანით შესამჩნევად სჭარბობს მეორეს.
ეკლესიაში შესულს თუ თვალი შეჩვეული აქვს ამ ტიპის ნაგებობისათვის,მაშინვე იგრძნობს ქვედა ტანისა და გუმბათის იმ შეუსაბამობას,რომელიც იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს .ინტერიერის სხვა მხარეები კი,ასე არ სჭრის თვალს '' , - გიდი საუბრობდა , ყველა სულგანაბული უსმენდა მას . ზოგიც იმიტომ რომ ძალიან სიმპატიური მამაკაცი იყო . გოგონები გვერდიდან არ შორდებოდნენ . მე კი უბრალოდ ყაზბეგს თვალი ვერ მოწყვიტე . გიდსაც ეტყობოდა ეს საქმე ძალიან , რომ უყვარდა . როცა საუბარი დაასრულა გოგონები ერთმანეთს ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა , ყველა კითხვას უსვამდა მას .

სასტუმროში დაბრუნებამდე იგივე გრძელდებოდა . იმდენ კითხვას უსვამდეგ ჩვენ გიდს გაგის სახეზე ეტყობოდა ცოტაც და გააფრენდა .მათი შემყურე ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. ერთ მომენტში მისი მზერა ვიგრძენი.უცნაურად მიყურებდა .დაღილები ზოგი სად დავჯექით ზოგი სად . ცოტა ხანს გავჩერდი ხალხთან ერთად , მერე სამზარეულოში შევედი ყავისთვის . იქაც ბევრი ადამიანი დამხვდა . ყავის ადუღება დავიწყე.
- გოგონი ,შეგიძლია მეც გამიკეთო ? - წინ დამიდგა ჩემი სიმაღლის გოგო . ძალიან ლამაზი იყო.
- კი , რა თქმა უნდა , - ერთი ხელით ყოველთვის მიჭირს რამის კეთება ,მაგრამ მეორეს ვერ ვიყენებ . ამიტომ ყვეალფერს საკმაოდ დიდხანს ვუნდები .
- მადლობა , რა გქვია? , - თბილად გამიღიმა.
- იოანა , შენ?
- მე თიკა , სასიამოვნოა . ისა , მეორე ხელს რატომ არ იყენებ ? - მარცხენა ხელზე მიყურებდა . რაღაც ჩამწყდა შიგნით ... არ მინდოდა ცვლიება შეემჩნია .
- ნაღრძობი მაქვს , - ძლივს ამოვიბუტბუტე.
- უი , რა ცუდია , - ისე შეიცხადა ეს ამბავი , ალბათ სიმართლე რომ იცოდეს... ზოგჯერ ძალიან მტკივა გული , იმდენად რომ მაგიჟებს ეს გრძნობა . მარამ ყოველთვის ვცდილობ ძლიერი ვიყო , ვიმეორებ , რომ რაც მჭირს არაფერია ... ნეტავ ვის ვაჯერებ...
- მზადაა , დაგისხავ ახლავე , - ხელები ამიკანკალდა , გამიჭირდა იმდენად ცხელი იყო დასხმა .
- მადლლობა იოანა , ძალიან კარგი გოგო ხარ !
- პირიქით , რისი მადლობა , - გავუღიმე და ჩემს ოთახში ავედი . ლოგინზე წამოვწექი , ფეხები საშინლად მტკიოდა დაღლილობისგან .
ახლაც ჩემი დის ხმა ჩამესმის ყურებში '' არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადადგა , გესმის? სულ წინ იარე ! არაფერი გჭირს შენ სამარცხვინო ! " მეც სულ ვცდილობ ასე მოვიქცე .
ტანსაცმელი დასვრილი მქონდა , კარები გადავკეტე და გამოცვლა დავიწყე , არ მინდა ოთახში გამოცვლის პროცესში ჩემმა თანამცხოვრებმა შემომისწროს , ისედაც არ მოვწონვარ და ჩემი ხელის დანახვაზე კიდევ უფრო ამითვალწუნებს .
''პუმას'' შავი სპორტულები ჩავიცვი და შავი ამავე ფირმის ბოტასები ამოვიცვი . ოთხი საათისთვის ისე ქვემოთ ჩავედი , სუფრა უკვე გაშლილი იყო . საკმაოდ დიდი იყო სამზარეულო , რამდენიმე მაგიდა გაშლილიყო . მთლად შეუვსებელი მაგიდაზე დავჯექი , არავის დავლოდებივარ ისე გადმოვიღე ხაჭაპური . გემრიელად ჩავკბიჩე , თურმე როგორ მომშიებია . ჩემს გვერდით თიკა დაჯდა თავის მეგობრებთან ერთად , მათ შორის გაგიც იყო .
მშვიდად მივირთმევდი საჭმელს , ყველას მოკლე მკლავიანები ეცვა , რაც ცოტა დისკომფორტს მიქმნიდა .
- იოანა , არ გცხელა? - მის კითხვაზე შევხტი.
- არა , გაციებული ვარ , - კიდევ ერთი ტყუილი. მგონი არ ღირდა ჩემი წამოსვლა...
- ამ შუა ზაფხულში რამ გაგაცია , - ირონიულად ჩაილაპარაკა გაგიმ . მეუცხოვა მისი ასეთი ტონი ... მართალია სულ რაღაც ორი დღეა მას ვხედავ მაგრამ არასდროს შემიმჩნევია ვინმესთან ასე ელაპარაკოს .
- რა შენი საქმეა? - ძალიან ვბრაზობდი მასზე .
- ოჰ , ალქაჯი , - ჩუმად ჩაილაპარაკა .
- გავიგონე , - ხმამაღლა ვუთხარი , ერთი სული მქონდა როდის ავდგებოდი მაგიდიდან ,მაგრამ ეს ჩემს სისუსტეს ნიშნავდა.
- კარგით რა იყოთ? - საუბარში თიკა ჩაერთო , - ჰო მართლა , ბიჭები გაიცანი , - ეს კაკოა ,- ჩემს წინ მჯდარ ბიჭზე მიმითითა . სახეზე უცნაური მზერა დასთამაშებდა , - ეს საშაა , - კაკოს გვერდით მჯდარ პუტკუნა ბიჭზე მიმითითა .
- ეს სალომეა , - გოგონამ მშვიდად გამიღიმა და თავი დამიკრა . ეს კი გაგი , ჩვენი ტურის უფროსების შვილი , - გაგის გავხედე ისევ ის ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე . ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი , ლამის პირი ღია დამრჩა . სულაც არ ჰგავდა თემურს და ნინოს . მათგან რადიკალურად განსხვავდებოდა .
- საერთოდ არ ჰგავხარ მათ , - ენას ვერაფრით ვაჩერებდი .
- ჰო , შენთვის არ უსწავლიათ რომ ბევრი არ უნდა ილაპარაკო ?
- არა, არავინ მასწავლიდა , - მშვიდად გავუღიმე .
- ჰო და, ენას კბილს თუ არ დააჭერ მერე ისწავლი ჭკუას .
- ვინ ხარ შენ საერთოდ ჭკუა რომ მასწავლო ? - ვცდილობდი გაბრაზება არ დამტყობოდა . გაგის მართლა ეტყობოდა რომ შეეძლო ჩემთვის ჭკუა ესწავლა .
- თიკა , გაიყვანე ეს აქედან , - ისე ლაპარაკობდა თითქოს ნივთი ვიყავი . სანამ თიკა რამეს მეტყოდა სწრაფი ნაბიჯით დავტოვე . ცოფებს ვყრიდი ისე ვბრაზობდი . მეც არ ვიცი რა მჭირდა , საშინლად მაღიზიანებდა გაგი . არადა არასდროს ვყოფილვარ არავის მიმართ აგრესიული . მერე ისევ განმარტოებით დავჯექი . ყურსასმენები გავიკეთე და მარიამს დავურეკე .
- ჰეი , ლამაზო , - გაიცინა , - როგორ ხარ?
- არ ღირდა მასთან შემჩნევა რომ ვერ ვიყავი კარგად , - რავიცი , კარგად ვარ , თქვენ როგორ ხართ?
- მთელი დღეა დედა იმაზე წუწუნებს რაც იაოანა წავიდა სახლი გამოყრუვდაო , - გადაიკისკისა , - ისე რა მინდა , მართალს ამბობს . გამოყრუებულები ვართ შენს გარეშე, მენატრები .
- მეც მენატრებით , - მართლა ძალიან მენატრებოდნენ , უბრალოდ ახლა სახლში დაბრუნება არ ღირდა .
- იცი , ირაკლიმ შეიძლება ცოტახნით ჩავიდე იაოანასთანო .
- ეე, რა მაგარი იქნება , - გამეხარდა ძალიან , ერთი ადამიანი მაინც მეყოლებოდა გვერდით ვისთანაც ტყუილი არ დამჭირდებოდა .
- ბებოს ველაპარაკე ახლა , შენზე მითხრა სულ დამივწყაო .
- რა სისულელეა , დავურეკავ ცოტახანში , - ვხედავდი თიკა როგორ მიახლოვდებოდა , გვერდით მომიჯდა , - მარიამ არ მცალია . საღამოს დაგირეკავ , ყველა მომიკითხე .
- მიდი , სიყვარულო ...

- გოგო , არ ვიცი რა დაემართა გაგის . ასე უხეში თითქმის არასდროსაა , - სახეზე ეტყობოდა როგორ რცხვენოდა ახლა ჩემთან საუბარი არადა რა იყო სამარცხვინო .
- კარგი , ეგ არაფერი . მადლობა , რომ მოხვედი , - თბილად გავუღიმე .
- რისი მადლობა , ძალიან საყვარელი გოგო ხარ , - გაკვირვებულმა შევხედე . არასდროს უთქვამს ჩემთვის უცნობ ადამიანს ეს . ძალიან გამეხარდა მისი სიტყვები , თვალები ცრემლებით ამევსო .
- დიდი მადლობა თიკა , ძალიან კარგი ადამიანი ხარ !
- მომიყევი რამე შენზე .
- ისეთი არაფერია მოსაყოლი . თვრამეტი წლის ვარ , სკოლა ახლახანს დავამთავრე . მყავს და და და ძალიან თბილი ოჯახი . მეგობრების სიმრავლით არასდროს გამოვირჩეოდი . მიყვარს სიმღერა , ჩემი ჰობია . ხანდახან ჩანახატებსაც ვწერ.
- ჰმ , რა საინტერესო გოგო ხარ , - თბილად გამიღიმა , - მე 19 წლის ვარ . ვცხოვრობ ჩემს დაქალთან ერთად სულ რაღაც ერთი წელია . მანამდე ქუთაისში ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად . ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე . ჩემი ჰობია - ჭამა , - ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- ჰო , ჭამა მეც მიყვარს , განსაკუთრებით ბურგერების და ტკბილეულობების .
- არა და სულ არაფერი გეტყობა . ნუ ,მართალია ყოველთვის შენზე რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელში გხედავ ,მაგრამ კარგად გეტყობა რომ ძალიან გამხდარი ხარ .
- ნუ , ძალიან არა ... ორმოცდაათი კილო ვარ .
- მაგდენი ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს , - მთელი ხმით იცინოდა .
- სულაც არ ხარ დიდი .
- ოჰ , მადლობა გოგონი .
- ხელი სად იტკინე? - ისევ რაღაც ჩამწყდა ...
- წავიქეცი .
- ცოტახანში ბავშვები ვიკრიბებით კოცონზე , წამოხვალ?
- არ ვიცი , არა მგონია .
- წამოდი , გაერთობი . ზოგი მღერის , ზოგი ცეკვავს . ერთი სიტყვით ძალიან მაგარია .
ბოლოს იმდენი გააკეთა თიკამ დამიყოლია და ერთად წავედით ''კოცონზე" . ძალიან ბევრ ბავშვი იყო . წრეზე ისხდნენ , შუაში კი ცეცხლი ენთო .
- რა გავაკეთოთ ? - ვიღაცამ მთელი ხმით დაიყვირა.
- სიმღერა ვინც იცის ჯერ იმათმა იმღეროს , მერე რამეს მოვიფიქრებთ კიდევ , - კლავ სრულიად უცხო ბიჭმა ჩაილაპარაკა .

- კარგი , მე დავიწყებ , - ჩემმა თანამცხოვრებმა თქვა . ბიონსეს " pretty hurts" დაიწყო . არა ,ნამდვილად მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ცუდი ხმა აქვს . უბრალოდ რაღაც უკეთებს სიმღერას . თანაც ისეთ მიმიკებს კერავს უეჭველი შეაშინებს ვინმეს . ჩემს გვერდით მჯდომმა თიკამ ხმამაღლა ჩაიფხუკუნა. ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა .
- მოიცა, ახლა ამას ჰგონია რამეს მღერის?
- გაჩერდი ,მოუსმინე .
ერთ სიმღერას მეორე გადააბა , მეორე სიმღერა კიდევ უფრო არ მომეწონა . სიმღერა როცა დაასრულად ყველამ ერთხმად ამოისუნთქა . მერე ხან ვინ იმღერა ხან ვინ , გაგის გიტარა ჰქონდა და თუ ვინმე თხოვდა დაუკარი ისიც უკრავდა.
- მეტი არავინ მღერით? -გაგის გვერდით მჯდომმა საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა ჩაილაპარაკა.
- კი , როგორ არა , - გაიცინა თიკამ .
- შენ როდის აქედან მღერი?
- მე არა ,აი ეს ქალბატონი , - ჩემსკენ მიუთითა მას , გაოცებული მივაშტერდი ხან ერთს სახეზე ხან მეორეს , - ნუ მიყურებ მასე , ხომ მითხარი ვმღერიო . ჰო და იმღერე .
არა , ვერ ვიმღერებდი ... არასდროს მიმღერია ჩემი ოჯახის გარდა ვინმესთან . მე სულაც არ მაქვს გამორჩეული ხმა ,უბრალოდ მიყვარს სიმღერა ... ვაი თუ ცუდად ვიმღერე . მერე გაგის დაცინვას რა აიტანს . არა , არ გამოვა ...
- ჰე , გელოდებით , - უხეშად ჩაილაპარაკა გაგიმ.
- მიდი რა , გთხოვ , - ყურში ჩამჩურჩულა თიკამ . ყველა მომლოდინე თვალებით შემომცქეროდა , დიდი სირცხვილი ალბათ ის უფრო იქნებოდა რომ არ მემღერა .
- კარგი ხო .
''რამდენს დავდივარ, რამდენს ვერ ვხვდები?!
ვგრძნობ რომ დავფრინავ, თან ფსკერს ვეხები,
რამდენ სათქმელს, რამდენ ფიქრებს, როგორ იტევს გული?
რამდენ სათქმელს, ამდენ ფიქრებს, როგორ იტევს გული?
ისევ დავდივარ, ისევ ვერ ვხვდები,
როგორ დავფრინავ, ფსკერს თუ ვეხები?
როგორ დავფრინავ, ფსკერს თუ ვეხები?
რამდენ სათქმელს, რამდენ ფიქრებს, როგორ იტევს გული?
რამდენ სათქმელს, ამდენ ფიქრებს, როგორ იტევს გული?
ამდენს როგორ იტევს გული, ამდენს როგორ იტევს გული,
ამდენს როგორ იტევს გული, როგორ იტევს გული?
ამდენს როგორ იტევს გული? '' (მგზავრები) - არ ვიცი ეს სიმღერა რამ გამახსენა . იმდენად შევედი იმოციებში ხმაც ამითრთოლდა , მთელი გრძნობებით ვმღეროდი . ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შეხორცებული იარა თავიდან გამეხსნა . სხეულიდან უსასრულო ტკივილი გამოდიოდა და მუსიკაში შთაინთქმებოდა. გული საშინლად მტკიოდა , იმაზე მეტად მტკიოდა აქ ყოფნა ვიდრე სკოლაში ბავშვების დაცინვა . ვერავის ვუმხელდი რა მჭირდა , სული მეხუთებოდა ტყუილებში. თვალებში ცრემლი ჩამიდგა , ცოტაც და მწარედ ავტირდებოდი . მერე თავი მაღლა ავწიე , დავინახე გაოცებული სახეები . რამდენიმე გოგოს სახეზე ცრემლებიც ეტყობოდა . გაგი უცნაურად მიყურებდა , აღარსად იყო ''მისტერ ირონიულობა'' . თვალებში მასაც ტკივილი ჩადგომოდა .
თიკას გავხედე , - თიკა წავედი მე . სწრაფი ნაბიჯით გავიქეცი ... იმდენი ვირბინე სანამ სასტუმროს კარგად არ გავცდი . იქვე ხესთან მოზრდილი ქვები იყო . ჩამოვჯექი და მწარედ ავტირდი . არასდროს დამიკარგავს თავზე კონტროლო , ვერ ვხვდებოდი ახლა რა მჭირდა . სულ სხვა ემოციას იწვევდა ყაზბეგი . ვიტყუები...
ყაზბეგი და გაგი .
მისი ირონიული ღიმილი მიდგება თვალწინ ... ნაბიჯების ხმა გავიგონე , ისეთი სიბნელე იყო ვერაფერს ვხედავდი .
- ჰეი , ვინ ხარ? - არავინ არ მცემდა პასუხს , - ჰეი , - ხმა ამიკანკალდა . კიდევ უფრო ძლიერად ავტირდი . ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი , მერე ხელზე შეხება . ვერაფერს ვამჩნევდი , მთელი სხეული მიკანკალება .
- დამშვიდდი , - ხმა ძალიან ნაცნობი იყო , - გაგი ვარ , - მერე სინათლე მომანათა . ცოტახანს სინათლის გარდა ვერაფერს ვამჩნევდი , მერე გაგის საშინლად დაღლილი სახე დავინახე , სულ სხვანაირი იყო ახლა , - რა გჭირს ? დამშვიდდი , სახეზე თითები ჩამომისვა . შევკრთი ... ჩამეხუტა , არც კი შევწინააღმდეგებივარ , ცრემლებით ტანსაცმელი დავუსველე . საერთოდ არაფერს ვამბობდით , უბრალოდ უმოძრაოდ ვიდექით . ვინმე მჭირდებოდა , ისეთი ვისთანაც იმას ვიტყოდი რაც გულს ასე მიჭამდა .
- დავიღალე , - ხმა საშინლად დამბოხებოდა .
- მომიყევი .
ვერც კი ვხვდები რამ მიმიყვანა იქამდე , რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის ჩემი ტკივილი გამენდო ... მითუმეტეს იმისთვის ვინც მთელი გულით მეჯავრებოდა. ვუყვებოდი როგორი იყო ჩემი ბავშვობა , თუ რისი გადატანა მიწევდა დღემდე . ვეუბნებოდი , რომ ვერ ვიტანდი როცა დამცინოდნენ . ვუხსნიდი რატომ წამოვედი აქ , გაოგნებული მიყურებდა . ერთადერთი რაც მახარებდა ის იყო რომ მის თვალებში არსად ჩანდა რომ ვეცოდებოდი.
- ყველაზე მეტად იცი რას ვერ ვიტან , როცა ვამჩნევ რომ ვინმეს ვეცოდები , ეგ აუტანელია .მათ თვალებში შეცოდების ამოკითხვას მირჩევნია მოვკდე ,გესმის ? მირჩევნია მოვკვდე , - მთელი ხმით ვბღაოდი , - აქ სული მეხუთება . ყოველ სიტყვაზე ტყუილი მაკერია . ახლა არ ვიცი რატომ ვდგავართ მე და შენ და ამას რატომ გიყვები ,მაგრამ მჭირდებოდა ძალიან. ბოდიშს გიხდი...
- რისთვის მიხდი ბოდიშს?
- რა ვიცი , - ამოვიბლუყუნე , - არამგონია სასიამოვნო მოსასმენი ყოფილყო.
- ჰო , რა თქმა უნდა . სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო ,მაგრამ მაგის გამო ბოდიშს არ უნდა მიხდიდე . არაფერი გჭირს სამარცხვინო - არც დასამალი. ნეტავ თუ არ გცხელა ამ პაპანაქება სიცხეში მაგხელა მოსაცმელებში , - გაიცინა , ისე თქვა შანსი არ იყო ვინმეს არ გაღიმებოდა .
- კი , სულ მცხელა ,მაგრამ ასე მირჩევნია.
- კარგი რა , - ხმა დაბოხებოდა , - თუ ფიქრობ რომ ისე ყურადღებას მიიქცევ ცდები . ნუ კი, შეიძლება ვინმემ შემოგხედოს ,მაგრამ ასეთ სიცხეში ზამთრის ტანსაცმელებით , რომ მოძრაობ ეგ უფრო იქცევს ყურადღებას.

***
გაგი.

მალევე დავტოვე მისი ოთახი , არ შემეძლო კიდევ დიდხანს თითქმის სრულიად შიშველი ქალისთვის მეყურებინა . წყალი გადავივლე , თბილად ჩავიცვი და სამზარეულოში ცხელი წვნიანის გასაკეთებლად ჩავედი. ეს ლინდას უსაყვარლესი საჭმელი იყო , სწორედ მან მასწავლა მისი კეთება. წლებია ის მე აღარაფერს მიკეთებს . ყოველთვის ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის . განსაკუთრებით სასაფლაოზე ასვლა მიჭირს . მენატრება ,ამ გრძნობას ჭკუიდან გადავყავარ. საშინელებაა როცა ვერ ეხები , ვერ ეფერები , ვერ ისმენ მის ხმაზე . ისე უკვალოდ ქრება თითქოს არც არასდროს ყოფილა .
ლინდა ჩემი ნათელი წერტილი იყო . მეზიზღება ის დღეები რაც ერთად გადავიტანეთ სანამ სიმსივნე ბოლოს მოუღებდა . დაქორწინებას ვაპირებდით , მაშინ ცხრამეტი წლისები ვიყავით . ცხოვრებას ჯერ კიდევ ფერადი ფერებით ვხედავდით . ყველაფერი გავაკეთე მის გადასარჩენად , ვერაფრით დავეხმარე . ვუყურებდი და ვერც კი ვხვდებოდი რა გამეკეთებინა ... დღითიდღე უფრო და უფრო სუსტდებოდა . მინდოდა სანამ ამ ქვეყნიდან წავიდოდა მანამდე აგვესრულებინა ჩვენი ოცნება . გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ჯვარი დავიწერეთ . მხოლოდ ერთი კვირა გავატარეთ სახლში , მერე იმდენად ცუდად გახდა საავადმყოფოში გადაყვანა მომიწია . მასთან ერთად მეც ვიყინებოდი .
მერე ვგრძნობდი რომ სულ ცოტა დრო დარჩა . ჩემს ხელში ამოუშვა უკანასკნელი სუნთქვა . ქოშინებდა , მთელი ძალით ცდილობდა თვალები არ დაეხუჭა .
- გი... , - ხელზე ვიგრძენი როგორ შემეხო მისი თითები , მერე სახე გაუშტერდა და უკანასკნელად ჩაისუნთქა . მეგონა ჩემი ყვირილი და თხოვნა დამიბრუნებდა ,მაგრამ ის ჯიუტად თვალებს არ ახელდა .
მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე ყველაფერი როცა ხელზე ვიღაცის შეხება ვიგრძნენი.
- ძმაო, ვწუხვარ ,მაგრამ, - მანიშნა რომ დრო იყო მისი წაყვანის . მაშინ კი ჩემს თავს ვეღარაფერი მოვუხერხე . მთელი სხეულით მის სარეცელთან დავენარცხე . ხელებზე თითები დავადე ,მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა . შეხებაზე ქვემოთ ჩამოეყარა ხელები,თითქოს იქ უბრალოდ ხორცი იდო... ახლაც ვერ ავღწერ რა ვიგრძენი მაშინ . თვალებიდან ჯერ კიდევ არ ამომდის ის დრო . მერე თმებზე შევახე ხელები , ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყინულზე უფრო ცივ რამეს ვეხებოდი . სახე საშინლად გალურჯებოდა ,მაგრამ მაინც ისევ ისეთი ლამაზი იყო . ვევედრებოდი , რომ არ წასულიყო ,მაგრამ ის აღარასდროს მობრუნდებოდა უკან , არადა ყოველთვის იმას ამბობდა სულ წინ უნდა იაროო . მეც ვერ მოვაბრუნე უკან . მთელი ხმით ვბღაოდი . წლები დამჭირდა იმ დღის მერე ნორმალურ ადამიანად ვქცეულიყავი . სულ ისეთ ადგილებში დავდიოდი სადაც ოდნავ მაინც შემეძლებოდა ხასიათი გამომესწორებინა . სწორედ ამიტომ წამოვედი ამ ორ წელში ზედიზედ ყაზბეგში . რაღაც საზიზღარმა სუნმა გამომაფხიზლა. სულ მთლად ჩაშლილიყო ყველაფერი.
- ფუ ამის ... - ყველაფრის გადასხმა მომიწია . ''პაკეტის სუპი'' გამოვიღე მაცივრიდან , თეფშზე დავფშვენი და მდუღარე წყალი მოვასხი , სპეციალური სუნელებით ჩავაყარე .
- ესეც შენი წვნიანი ,- გაბრაზებულმა ამოვიფრუტუნე . ჩაიც დავუსხი და ყველაფერი ''სინზე'' დავაწყვე . მეც ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვზრუნავდი იოანაზე . ნელი ნაბიჯებით ავედი მის ოთახში . კარი ფრთხილად გავაღე , საბანში იმდენად გაფუთნულიყო საერთოდ აღარ ჩანდა.
- ოდნავ წამოიწიე , - ჩემს ნათქვამზე შეხტა, მის ქცევაზე ოდნავ გამეღიმა . თავი რომ ამოყო წითური თმები კიდევ უფრო აბურძგვნოდა , არასდროს მომწონდა ჭორფლები ,მაგრამ მის აწითლებულ სახეს ვაღიარებ უხდებოდა.
- ძალიან მცივა , - ხმა ძალიან ხრიწიანი ჰქონდა . მივუახლოვდი , ძალიან ცხელი იყო . ტემპერატურა გავუზომე , 39 ჰქონდა . წამალი დავალევინე . თვალებს ძლივს ახელდა .
- ახლა ეს წვნიანი აუცილებელია ჭამო .
- საერთოდ არ შემიძლია ახლა რამის ჭამა.
- გეუბნები , უნდა ჭამო!
- მართლა არ შემიძლია, ძალაც არ მაქვს , - საწოლზე ჩამოვჯექი .
- წამოიწიე ოდნავ , - წვნიანი ჩემი ხელით ვაჭამე . მერე ისე საბანში ჩაიფუთნა , - დაიძინე ახლა , გავალ მე აღარ შეგაწუხებ.
- მადლობა.

საღამოს სანამ დავიძინებდი ოთახში შევაკითხე , ისევ ეძინა ,მაგრამ ისე ცხელი აღარ ყოფილა. სიტუაცია მოკლედ ავუხსენი ჩემს მშობლებს . ხვალ ისევ გადიან , მე იაოანასთან ვრჩები მოსავლელად. არ ვიცი ამ გოგოს მიმართ რა მჭირს , უბრალოდ არ შემიძლია მარტო დავტოვო როცა ასე ცუდადაა . მინდა რომ დავეხმარო და მასზე ვიზრუნო. არ ვიცი რატომ ჰგონია რომ რამე ისეთი სჭირს რითაც ადამიანებიდან მხოლოდ უარყოფითს მუხტს იგრძნობს .
ისე, საოცრად ლამაზი გოგონაა ...

***
იოანა.

მთელი სამი დღე გვერდიდან არ მომშორებია გაგი . ყველაფერში მეხმარებოდა , როცა ბავშვები და ტურის უფროსები გადიოდნენ არც მაშინ დავუტოვებივარ . ჩემი მშობლებისთვის არაფერი შემიტყობინებია , არ მინდოდა ენერვიულათ . ბებოს რამდენჯერმე ველაპარაკე , ყველაფერი მოვუყევი იმის გარდა რომ სიცხიანი საწოლში ვიწექი . დავპირდი სანამ უნივერსტეტი დამეწყებოდა აუცილებლად დავრჩებოდი მასთან ერთი კვირაზე მეტი. მეოთხე დღეს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.
- მართლა კარგად ვარ , რით ვერ დაგაჯერე , - გაბრაზებულმა ამოვიფრუტუნე.
- ეს დღეც იწექი და ხვალიდან ჩვენთან ერთად იქნები.
- კარგი რა , რაღა დაგვრჩა ისედაც რამდენიმე დღეში ტური სრულდება.
- ეს ერთი დღე არაფერ გიწყვეტს , ან რომ ადგე საწოლიდან რა უნდა აკეთო?
- ამ... ბავშვებს შევუერთდები.
- ჭკვიანო , - გაიცინა , - ისინი დილით ადრე გავიდნენ .
- არაუშავს , რამეს მოვიფიქრებ.
- უკეთესი იდეა შემოგთავაზო?
- რა იცი მე რას გეუბნები , კარგი . მიდი აბა.
- წიგნები გიყვარს?
- კი , ძალიან .
- მმ . კარგი , მოდი წიგნებზე ვისაუბროთ . '' მე ვარ მალალა '' წაკითხული გაქვს?
- არა , რა ხდება წიგნში?
- ზოგადად მსგავსი წიგნების კითხვა იმიტომ დავიწყე რომ ყველაფერი რეალურად აღმექვა . ზოგჯერ მგონია იქ პარალელური სამყაროა . 14 წლის გოგონას ისტორიაა , რომელსაც ტერორისტმა თავში ტყვია ესროლა , მაგრამ ის მაინც გადარჩა. ეს გოგო განათლებისთვის იბრძოდა . წიგნში მამა მნიშვნელოვანი ფიგურაა . მამის მხარდაჭერით სულ უფრო და უფრო თამამ განცხადებებს აკეთებდა , რადგან მამა ყოველთვის ეუბნებოდა რომ ის ბავშვი იყო და ყველაფრის უფლება ჰქონდა . ფაქტობრივად მამამისმა გახადა ასეთი არაჩვეულებრივი.
ეს ავტობიოგრაფიული შინაარსი მქონე ''დღიურია'' . აღწერილია პაკისტანის უახლესი წარსული და აწმყო . აღწერილია ბავშვური თავგადასავლები . მალალა წერს პოლიტიკაზე, ოჯახზე, საკუთარ თავზე ,სკოლაზე, წუხილზე, სიხარულზე . ყველაფერზე წერს... საზოგადოებაზეც, სადაც გოგოს დაბადება ტრაგედიად ითვლება და მხოლოდ ბიჭებს მიიჩნევენ შვილებად. ისეთი წიგნია აუცილებლად უნდა წაიკითხო .
- ძალიან დამაინტერესა , აუცილებლად წავიკითხავ თბილისში , რომ დავბრუნდებით . დარწმუნებული ვარ იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდება ვიდრე შენ მიყვები.
- ასეცაა .
- მე პალესტინელ გოგოზე მაქვს წაკითხული , თუ არ ვცდები '' ცოცხლად დამწვარი'' ჰქვია . იქაც ტრაგედიად მიიჩნევენ გოგონების დაბადებას . მონებივით ეპყრობიან. გსმენია ამ წიგნზე?
- კი, როგორ არა . წაკითხულიც მაქვს . ძალიან ძლიერი ქალია სუადი .
- ჰო, ძალიან . მე მეზიზღება სუადის მამა , ძმა . ყველა მეზიზღება ვინც ამ გოგოს ცუდად ექცეოდა . ვერ ვიტან სადაც ისეთ კაცებს რომლებიც ქალებზე ბატონობენ . მაგ წიგნს რომ ვკითხულობდი ლამის პალესტინაში ჩავედი და სათითაოდ დავხოცე ეგ კაცები .
ჩემს ბოლო წინადადებაზე გაგის ჯერ ჩაეღიმა , შემდეგ ხმამაღლა გაეცინა.
- შენ ადამიანს კი არა ცხოველს ვერ მოკლავ .
- აუჰ , ცუდ განწყობაზე დავდექი . მოდი რამე მხიარული გავაკეთოთ.
- გინდა ფილმს ვუყუროთ .
- მმ ... კარგი .
- ჟანრი? - მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს მოკიდა ხელი და საწოლზე ჩემ გვერდით მომიწვა ლეპტოპთან ერთად . ძალიან თავისუფალი გავხდი გაგისთან აღარაფრის მრცხვენია მასთან, თან ძალიან მშვიდად ვარ.
- რა ვიცი... რამე სასიამოვნო მინდა იყოს .
- ჰო , რამდენიმე წუთიც და ავარჩევ.

საბოლოოდ '' ხელშეუხებელნი'' ავარჩიეთ. ემოციებით გადატვირთული ფილმი გვიჩვენებს როგორ დაიწყო ფილიპსა და დრის ურთიერთობა . დრისსი ახალი გამოსული არის ციხიდან სამუშაოს ეძებს . ფილიპის მომვლელობას ის არ აპირებდა, გასაუბრებაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა რომ ასე იყო საჭირო. ფილიპმა კი მასში დაინახა ის, რაც სხვებს ნამდვილად აკლდათ- ადამიანობა, უშუალობა და პირდაპირობა. სწორედ ამას ეძებდა ის ადამიანებში და საბედნიეროდ იპოვა კიდეც. ამის შემდეგ რადიკალურად იცვლება არისტოკრატის ცხოვრება


ფილმი როგორც კი დასრულდა ლეპტოპი გვერდზე გადადო გაგიმ და საწოლზ უფრო კომფორტულად დაწვა . ხმას არ ვიღებდით , სიმშვიდით ვტკბებოდით რამდენიმე წუთი.
- მოგეწონა ? - ბოლოს სიჩუმე მაინც მე დავარღვიე.
- ძალიან . უცნაური ემოციები და შეგრძნებები გამოიწვია ,თან სევდა და თან ბედნიერება . '' soundtrack'' და ფილმის შინაარსი ერთმანეთთან აბსოლუტურ კონტრასტშია და სწორედ ეს ქმნის ფილმის განსაკუთრებულ ფერს!
-ჰმ , კარგად ჩამოაყალიბე. გეთანხმები , ღირდა ყურება.
- ნამდვილად .
- აუ , მშია . შენ ხომ მეუბნები რომ ჩემი ადგომა არ შეიძლება? - ეშმაკურად გავუცინე.
- ჰო ეგრე ვამბობ.
- ჰო და ახლა ჩაცუნცულდი სამზარეულოში და რამე გემრიელობა ამოიტანე .
- ოხ , შენ ვინ ხარ . გაგიმართლა მეც რომ მშია , თორემ არსად წამსვლელი მე არ ვიყავი.


ტოსტებით დაბრუნდა საძინებელში.
- მმ , საოცარი სურნელი შემოიტანე.
- ტოსტების დამსახურებაა , - ხმამაღლა გაგვეცინა.

მშვიდად მივირთვით , ძალიან გემრიელობა გამოდგა . ჩემზე ბევრად გემრიელ რაღაცებს აკეთებს გაგი.
- ვინ გასწავლა ასეთი გემრიელობების კეთება? - ხუმრობით ვკითხე .
- არ იცნობ , - უცნაურად დახარა თვალები.
- რა ჰქვია? - გამეღიმა მისი შემხედვარე.
- ლინდა...
- შენი ვინ არის? - არ ვანებებდი თავს. მინდოდა გამეგო რომ მისთვის არაფერი იყო . არც კი ვიცოდი ასე რატომ ვფიქრობდი.
- ყველაფერი , - თვალები სულ სხვანაირად უციმციმებდა .
- როგორ ვხვდები მეგობარზე მეტია ,ხომ ასეა?
- კი ,ასეა .
- სად გაიცანი?
- სკოლაში , კლასელები ვიყავით. თავიდან ვმეგობრობდით სანამ არ მივხვდით , რომ ერთმანეთი გვიყვარდა . მეცხრე კლასიდან ერთად ვიყავით.
- იყავით? - თუ უყვარდა რატომ დაშორდა ნეტავ...
- ჰო , ვიყავით . ერთ თვეზე მეტი არ ყოფილ ჩემი ცოლი .
- მოიცა ვერ გავიგე . ცოლად მოიყვანე ლინდა?
- ხო , - ასეთი მოკლე პასუხები არასდროს უთქვამს ჩემთვის.
- ვერ ვიტან ასე უაზროდ რომ შორდებიან ერთმანეთს , თუ კარგად არ იყავით დარწმუნებული რომ ერთმანეთი გიყვარდათ რატომ გადადგით ეგ ნაბიჯი , - სახეზე ფერები ეცვლებოდა , მე კი საუბარს არ ვწყვეტდი , - ან ერთი თვე რაა . რასაც ვერ ვიტან რა .
- შენ ვინ მოგცა უფლება მაგ თემაზე რომ გესაუბრა? ვინ ხარ ასეთი ლინდაზე რომ საუბრობ , - ასეთი გამწრებული არასდროს მენახა , ოთახში დადიოდა , ხან რას ურტყავდა ხელებს ხან რას . გაოცებული ვუყურებდი , ვერც კი ვხვდებოდი რა ჭირდა.
- ანუ გიყვარს . მაშ რატომ დაშორდით?
ის კი იმხელა ხმაზე აღრიალდა ლამის დამაყრუა , - თვითონ დაგშორდა? - ბოლოს საწოლთან ჩამოჯდა , მუხლებზე თავი ჩამოიდო , აქეთ იქით ქანაობდა. თმებზე მთელი ძალით იჭერდა თითებს . კარგახნის შემდეგ ამომხედა , თვალები აცრემლებული ჰქონდა. დიდხანს მიყურა რაღაცნაირი ჩემთვის გაურკვეველი მზერით და საოცრად ტკივილიანი თვალებით .
- აღარაა გესმის? დამტოვა , - ასეთი ტკივილიანი ხმა ცხოვრებაში არასდროს გამიგია.
- ეგ შე... - სიტყვაც არ დამასრულებინა იმხელაზე მიღრიალა.
- გაჩუმდი გესმის? მასზე საუბრის უფლებას არავის არ მივცემ და მითუმეტეს ცუდად არ მოვახსენებინებ! შენ ვინ ხარ მასზე ასეთი აგდებული ტონით რომ ისაუბრო ? არ იმსახურებს ის მაგ ტონს , არა , - ისევ ქანაობა დაიწყო . რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა , თითქოს ცდილობდა დამშვიდებულიყო .
- გარდაიცვალა , - ისეთი ხმა ჰქონდა შანსი არ იყო ვინმეს არ ეტირა , - ვცდილობდით სიკვდილი დაგვემარცხებინა ,მაგრამ ვერაფრით ვაჯობეთ . არაფერმა უშველა , დღითიდღე ხელებში მაკვდებოდა მე კი ვერ ვშველოდი . წამით არ ვშორდებოდი , არ მინდოდა მარტოობა ეგრძნო . როგორც კი იძინებდა ოთახს ვტოვებდი და მთელი ღამე ქუჩაში დავდიოდი , არავის ესმოდა ჩემი ღრიალი . თითქოს იმ წამებში შინაგანად ვიცლებოდი . მინდოდა ის ძალა მეპოვა ჩემში რაც არ მქონდა. მინდოდა ყველაზე ძლიერი ვყოფილიყავი მისთვის , არ ვიცი რამდენად გამომდიოდა . ყველაზე მეტად მტკიოდა მის თვალებში ცრემლების, ტკივილს და შიშს დანახვა . თვითონაც ყველაფერს ცდილობდა ჩემთვის . ცოლად როცა მოვიყვანე მაშინ ორივემ კარგად ვიცოდით რა იქნებოდა მომავალში ,მაგრამ მინდოდა ჩვენი ოცნება აგვეხდინა , თან მინდოდა კიდევ უფრო დიდხანს ვყოფილიყავი მასთან . დღემდე ვერ ვხვდები როგორ შევძელი იმ დღების გადატანა რაც მისმა სიკვდილმა გამოიწვია . არა , არ გეგონოს ახლა არ მტკივა , უბრალოდ ტკივილთან ერთად ცხოვრება ვისწავლე. ყველგან მას ვხედავ , სულ მინდება მისი წკრიალა ხმა მესმოდეს ,მაგრამ აღარსადაა. წლებია გასული მაგრამ ვერ ვშველი ამ ტკივილს.დღემდე ვინახავ ჩემ სახლში მიხ ტანსაცმელებს, არც კი გამირეცხია წლებია , არ მინდა მერე სუნი გაუქრეს . მე თვითონაც ხშირ არ ვეხები ამ მიზეზის გამო . რამდენიმე ვიდეო შემომრჩა მასთან ერთად . დაძინებისას ჩავრთავ ხოლმე და მის ხმასთან ერთად ვიძინებ. სიკვდილის წინ სულ იმას მეუბნებოდა ჩემსავით უკან უკან არ იაროო ,მაგრამ რთულია ნაბიჯს არ ასცდე . ნეტავ ამხელა ტკივილი არ იყოს ... - სუნთქვაშეკრული ვუსმენდი , დამამუნჯმა მისმა მონაყოლმა. ყელში მომაწვა ყველანაირი გრძნობა ერთად , ისე დავმძიმდი თავი ას კილოგრამიანი მეგონა . ცრემლები მომაწვა ,მაგრამ არ მინდოდა ამ წამს ავტირებულყავი , ის ძლიერ ადამიანს , ძლიერ მეგობარს იმსახურებდა და არ ერთ მტირალა ჩურჩუტ ბავშვს . აქამდე თურმე ვერც კი წარმომედგინა ვინ იყო, ჩემ თვალში კიდევ უფრო ამაღლდა . ასეთი ძლიერი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია . ყოველ დღე უფრო და უფრო მაკვირვებდა . თურმე რამხელა ტკივილს ინახავს , მის ადგილზე რთულია არ გაგიჟდე . მე განა რა მჭირს ისეთი მთელი ცხოვრება ამის რომ მრცხვენია ? ნეტავ არავინ განიცადოს ის ტკივილი რასაც გაგი განიცდის . წამებში ჩემთვის მისაბაძ ადამიანად იქცა . ვეღარ მოვითმინე, ფეხზე წამოვარდი და ძლიერად მოვეხვიე , ძალიან მძიმედ სუნთქავდა , თითქოს სუნთქვაში რაღაც უშლიდა ხელს . თვალები ისევ აწითლებოდა . სიტყვის ამოღებას ვერაფრით ვბედავდი , ძალიან ვმრცხვენოდა მის თვალებში ჩახედვა. სირბილით დავტოვე ჩემი საძინებელი და სამზარეულოში წყლის ამოსატანად ჩავედი . ოთახში დაბრუნებულს ისევ იგივე მდგომარეობაში დამხვდა .
წამებში გამოცალა წყალი . სახე და სუნთქვა ოდნავ დაუმშვიდდა . ძლივს ამოვილუღლუღე მაპატიე , კედელთან დავჯექი , მუხლებზე დავიწყე ფიქრი , ვერც გავიაზრე ისე დავიწყე გაგისნაირად მოძრაობა , აქეთ-იქეთ ვქანაობდი . თითქოს დამშვიდებას ვცდილობდი .
კარგახნის მერე გავიაზრე ოთახი რომ დატოვა .

***

დილით ადრე გამეღვიძა , გუშინ ძლივს მოვისვენე . გაგიმ ცხრა საათისთვის შემოყო ოთახში თვალი , მისეული ღიმილით მიღიმოდა . ისე იქცეოდა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო , კიდევ უფრო მაოცებდა . მეც ვერაფერს ვეუბნებოდი სირცხვილით და კიდევ რაღაც სხვა გრძნობით . არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა , უბრალოდ რაც ვიცოდი ის იყო რომ მინდოდა გული მეტჯერ ღარ ტკენოდა დ ძალიან ბედნიერი ყოფილიყო.
- აღარ ჩამოხვალ ქვემოთ ? დღეს ბოლო დღეა , თან ძალიან გემრიელი ტკბილეულები გააკეთა ჩვენმა მზარეულმა , - საყვარლად ჩატეხა ტუჩის კუთხე , მინდოდა მეც მხიარულა მეპასუხა , იმედია გამომივიდა კიდეც.
- კარგი , წავიდეთ , იცოდე შენზე მეტი ტკბილეული მე უნდა შემხვდეს .
- მოსულა , - ერთად ჩავედით ქვემოთ . ჩემს დანახვაზე ნაცნობი სახეები ფეხზე წამოდგნენ და სათითაოდ დაიწყეს რაღაცების კითხვა . როგორც კი ყველას ''მოვბეზრდი'' გაგის მეგობრებს შევუერთდი , რომლებსაც ასე თუ ისე ვიცნობდი . ჩემს დანახვაზე რაღაც უცნაურად ჩაეღიმა მას
- ხალხო , - მხიარულად ჩაილაპარაკა საშამ , - დღეს ბოლო დღეა ყველას მოგვეხსენება , ცოტა რომ დათბება წუწაობა უნდა დავიწყოთ , - მის აღტაცებულ ხმზე ყველას ჩაეღიმა ,- მერე ოთხი საათისთვის იწყება ქვემოთა სოფელში კონცერტი და იქ მივდივართ . იქიდან როცა დავბრუნდებით სახლში განვაგრძობთ ამას , ჩვენ პონტში გავერთობით .
- უჰ , კარგია , სასმელი გვექნება? - მხიარულად ჩაილაპარაკა თიკამ.
- კი გვექნება , - არანაკლებ მხიარული ხმა ჰქონდა გაგის.
- იცით ბავშვებო მე ვერ ვიწუწავებ , არ მინდა კიდევ სიცხემ ამიწიოს.
- ჰო , რა თქმა უნდა .


აივნიდან ვუყურებდი როგორ ერთობოდნენ ბავშვები , მთელ ხმაზე ჰქონდათ სიმღერები ჩართული . აქეთ- იქეთ დახტოდნენ , ყველა სულ მთლად გაწუწული იყო ,მაგრამ ერთმანეთს თავს არ ანებებდნენ . სასიამოვნო გარემო ჰქონდათ შექმნილი . სანამ წყალი არ გამოეცალათ მანამდე არ მოისვენეს .
შემოსასვლელი აატალახეს შემოსვლისთანავე , არადა ვისაც რა ეცვა ფეხზე გარეთ დატოვეს . ერთი საათის შემდეგ ოთახებიდან გამოვიდნენ , ყველას ძალიან გვშიოდა . მზარეული კი არსად ჩანდა .
- ჩვენ რომ ახლა რამის კეთება დავიწყოთ კონცერტზე დაგვაგვიანდება , ბოდიშს გიხდით მომსახურების გამო , - განაცხადა ქალბატონმა ნინომ , - ამიტომ ახლავე წავიდეთ , სანამა კონცერთი დაიწყება კაფეებში დავსხდეთ და იქ მივირთვათ საჭმელი , ფულს ჩვენ ავანაზღაურებთ.
წასასვლელად მოვემზადეთ , მე ისე გაგის და თიკას სამეგობროსთან ერთად მივუყვებოდი გზას . არც თუ ისე შორი იყო სოფლებს შორის დაშორება .
ძალიან გემრიელად ვჭამე , არც თუ ისე მალე დავტოვეთ კაფე.
კონცერტი ღია ცის ქვეშ იმართებოდა , ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები ურავდნენ და ცეკვავდნენ . იყო სიმღერები სადაც ლამის ყველას ჩაგვეძინა .
- მოისყიდა ამან ვიღაც ალბათ , - ყურში ჩამჩურჩულა გაგიმ .
- ჰო , აშკარად , თორე ხმა აქვს ისეთი...
- მალე დასრულდება , - ისევ ყურში მიჩურჩულა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე იყო ყველა , სიცილ-სიცილით ავედით სასტუმროში . ჩემს ოთახში ავედი , ჩემი თანამცხოვრები კვლავ არ დამხვედრია . მინდოდა დღეს ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი . შავი გამოყვანილი შარვალი , თეთრი მოკლე პერანგი ჩავიცვი და ღია დაქლექილი ჯინსის მოსაცმელი მოვიცვი . საერთოდ არ მიჩანდა ხელები იმდენად დიდი მქონდა ,მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე მივხვდი მიხდებოდა . თმები ძლივსძლიობით შევიკარი კოსად. ქვემოთ ჩასული ყველა უცნაურად მიყურებდა .
- ვა , რა ტანზე ხარ გოგონი , - ყურში მიჩურჩულა თიკამ .
- ოჰ , - გამეცინა . გაგის ჩემს დანახვაზე უცნაურად ჩაეღიმა . თავი დამიკრა ,მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს .
გარეთ შევიკრიბეთ ბავშვები , ძალიან ბევრნი ვიყავით . ბაღში შუქები აენთოთ , მთელ ხმაზე იყო ჩართული რიანას Bitch Better Have My Money . სიმღერას ტანი ავაყოლე და მეც ავყევი სიმღერას , თიკაც შემომიერთა.
- შენ რა ქალი ყოფილხარ , - გაიცინა და ლუდი მოსვა , - დალევ?
- არა , ლიმონათების მეტი არაფერი დამილევია .
- ჰაჰ , ჩემი ბავშვი , - ორივეს გაგვეცინა , - წამო იქით მაგრად ერთობიან . ბავშვებისკენ მიმითითა , რომლებსაც წრე გაეკეთებინათ და ცეკვავდნენ . ძალიან ვერთობოდით , თიკას დაჟინებული სურვილით მეც გავსინჯე ლუდი , არ ყოფილა ისეთი ცუდი როგორიც მეგონა. თან ვცეკვავდი და თან ვსვავდი , აშკარად მომეკიდა სასმელი . მეტად თამამი გავხდი.
საღამოს სასტუმროსგან ოდნავ მოშორებულ ადგილას კოცონი დავანთეთ . წრეზე დავჯექით , მონაცვლეობით დგებოდა თითოეული ადამიანი , ან უნდა ეცეკვათ , ან ლექსი წაეკითხათ ანდაც ემღერათ . თუ ამას არ გააკეთებდნენ ყინულივით ცივი წყალი გადაესხმებოდათ . რამდენიმეს მოუწია გაყინული წყლის გადასხმა . მე და გაგი გვერდიგვერდ ვისხედით .
- გაგი , შენი ჯერია , - აღტაცებით ჩაილაპარაკა ჩემმა თანამცხოვრებმა , თან თვალი მისი ჭკუით სექსუალურად ჩაუკრა . ჩუმად ავფხუკუნდი ამაზე .
- კარგი.
- რომელს ირჩევ? - ჩაეკითხა როგორც გავიგე დათო.
- ლექსს წავიკითხავ , ''რა გითხრა?..უშენოდ როგორ მოვიწყინე?
ამას ისედაც იგრძნობდი ვიცი...
აბა რა გითხრა,უშენოდ როგორ გათენდა?
როგორ არ ჰყვავის უშენოდ ნუში?
რომ ნაცრისფერი ისევ გამეფდა და მარტოობა მიყვავის სულში?
იქნებ ის გითხრა, მუზა რომ მეწვია და ჩამჩურჩულებს ამ რითმებს სევდიანს?
რა გითხრა,შენ ყველა სიტყვა იცი რაც მითქვამს,
შენ ყველა რითმა იცი რაც გამირითმავს,
რა გითხრა,როცა ყველა გრძნობა იცი მე რაც მიგვრძნია
და ისიც იცი,რაც დავმალე და არ მითქვია...
რა გითხრა,როცა სიჩუმე სიტყვებზე მეტია,
როცა ჩურჩული ყვირილზე მეტია,
როცა არ თქმული სიტყვები ჩემს გულში კვდებიან...
რა უნდა გითხრა,სანამ ვიტყვი შენ უკვე იცი,
შენ ჩამჩურჩულებ რითმებს სევდიანს... " - ყველა დაადუმა მისმა წაკითხულმა ლექსმა , თვალებში ცრემლები ჩამიდგა . ამ წამს ერთადერთ გრძნობას ვგრძნობდი , ვიცოდი რომ უნდა გამებედნიერებინა გაგი .
კარგახნის მერე ჩაილაპარაკა სალომემ - ვისი ლექსია?
- აზრზე არ ვარ , ფეისბუქზე ვიპოვე ადრე და მაშინ დამამახსოვრდა .
- უი , ცუდია , არადა ძალიან მომეწონა , - აღტაცებით ჩაილაპარაკა საშამ .
- ახლა იოანას ჯერია , - ჩაილაპარაკა გაგიმ
- ჰმ , არ მაცადო , - გავუცინე , - მე ვიმღერებ .
- ძალიან მომწონს შენი ხმა , - რომელიღაც ბიჭმა ჩაილაპარაკა .
- მადლობა .
ისეთი სიმღერები ვიმღერე კარგ ხასიათზე რომ დააყენებდა ყველას . ღამის ორ საათამდე არ დავშლილვართ .
სანამ ოთახში ავიდოდი გაგის ვთხოვე აივანზე გამოსულიყო.
- სოფელში მივდივარ ხვალ.
- ჰო , ვიცი , - გამიღიმა .
- ჰო და, ვიფიქრე შენც წამოხვიდოდი ჩემთან ერთად .
- ვა , - გაიცინა , - ყოჩაღ შენ.
- ვერ მივხვდი , - დაბნეულმა ავხედე .
- აქამდე გამარჯობასაც ძლივს მეუბნებოდი , ახლა უკვე სოფელში მეპატიჟები.
- ეგ მანამდე სანამ გაგიცნობდი , - ამოვიბუზღუნე , - არ გინდა ნუ გინდა. ღამემშვიდობისა , - საძინებელში ასვლა დავაპირე ხელში რომ ჩამავლო ხელი.
- კარგი , ნუ ბრაზობ , ვიხუმრე . წამოვალ აბა რას ვიზამ , - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა , სანამ რამეს ვეტყოდი აივანი დატოვა . ოთახში ავედი თუ არა მაშინვე ჩამეძინა.

დილით მოვწესრიგდი და სამზარეულოში ბავშვებთან ერთად ვისაუზმე. მე და გაგი ყველას დავემშვიდობეთ და გაგის მანქანით სოფელში წავედით .


***
- ბეე , - მთელი ხმით დავიყვირე და ეზოში მოფუსფუსე ბებიას ისე ჩავეხუტე ლამის ორივე წავიქეცით. ლოყები დავუკოცნე , ისევ ის საოცარი სურნელი ასდიოდა ბავშვობიდან რომ მიყვარდა . ისე თბილად მიღიმოდა მთელ დედამიწას რომ გაათბობდა. გაგის უცნაურად გახედა.
- ბე , ეს ჩემი მეგობარია გაგი , - გაგიმ გაუღიმა და ხელზე ეამბორა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ნათელა .
- ჩემთვისაც შვილო , ოღონდ ქალბატონო ჩამოაშორე ,- გაიცინა , გაგი მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა " რა მაგარი ქალია " .
- წამოდით ბავშვებო , მოშიებულები იქნებით , - სამზარეულოში ხტუნვა ხტუნვით შევედი . მინდოდა ბებოს დავხამარებოდი თუნდაც სალათის გაკეთებაში მაგრამ ცალი ხელით ვერაფერს ვაკეთებდი . ეს ფაქტი ძალიან მტკენდა. ბებო ყოველთვის ხვდებოდა ჩემს გრძნობებს და ცდილობდა არაფერი შეემჩნია , - თქვენ დაისვენეთ , უცებ გავშლი სუფრას. ვერაფრით მოვისვენე , სუფრის გაშლა არ მიჭირს , მაგრამ დალაგებით თითქმის ვერასდროს ვალაგებ . შეძლების და გვარად დავეხმარე ბებოს . ჩემი საყვარელი საჭმელები ეწყო სუფრაზე , მოშიებულმა იმდენი ვჭამე სანამ ლამის ცუდად არ გავხდი.
- მადა გაგეხსნა? - გაიცინა გაგიმ.
- შვილო , ეს ჩემთან სულ ამდენს ჭამს , - ბებოც აყვა სიცილში.
- შემარგეთ რა , - ამოვიბუზღუნე .
- ჭამე , მაინც არაფერი გეტყობა .
- თუნდაც მეტყობოდეს ,შენ რა , - ენა გამოვუყავი,
- არაფერი საერთოდ.
- ერთმანეთი სად გაიცანითი ? - საუბარი ბებო ჩაერთო.
- ყაზბეგში , მე ტურის უფროსების შვილი ვარ . ჩემი ნაცნობების მეგობარი იყო და მათ გაგვაცნეს ერთმანეთი , ისე თუ გაინტერესებთ თავიდან საერთოდ არ მომეწონა , - გაეცინა.
- ოჰ , თორე მე დამეხატე გულზე , - მეც ავყევი სიცილში.
სუფრის ალაგებაში გაგიც დაგვემხარა , ბებოს სთხოვა ოთახი ეჩვენებინა სადაც დაისვენებდა. ბებო მალევე დაბრუნდა უკან .სამზარეულოში შევედით , თავისთვის ხსნადი ყავა ხოლო ჩემთვის რძიანი ყავა მოამზადა . იცის რაც მიყვარს.
- კარგი ბიჭი ჩანს , - ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა.
- კი , ნამდვილად ასეა .
- ახლო ურთიერთობა გაქვთ?
- მმ , კი. ძალიან ვენდობი და ვაფასებ .
- ვხვდები მაგას . გამიკვირდა სიმართლე გითხრა შენს გვერდით ვინმეს დანახვა , მითუმეტეს ასეთი ყმაწვილის . ყოველთვის ჩაკეტილი იყავი უცხოებთან , მგონი გვეშველა , - ისევ ჩემთვის საყვარელი სიცილი გამიცინა.
- ჰო , ასეც იქნებოდა , მაგრამ გაგის სულ სხვანაირია . ყველაფერზე შემიძლია ველაპარაკო . ვიცი რომ მუდამ გამიგებს , მას სულ არ აინტერესებს დეფორმირებული რომ ვარ , მისთვის ჩვეულებრივი ადამიანი ვარ .ვამჩნევ რომ ძალიან მაფასებს. ბებო ძალიან მინდა გავაბედნიერო , - თვალებში ცრემლები ჩამიდგა , ბებოს არასდროს არაფერს ვუმალავდი , მინდოდა მისთვის ყველაფერი მეამბო , - ბე ის საოცარია , - აღტაცებით ვსაუბრობდი , - არც კი მეგონა მისნაირები თუ არსებობდნენ დღევანდელობაში . ვერც კი წარმოიდგენ რა გადაიტანა და მაინც ასე ძლიერად დგას ფეხზე .
- მომიყევი , - სახეზე მისი ბუთქუნა თითები შემეხო.
- ამასწინად ძალიან გავაბრაზე , გავიგე რომ ადრე ერთი გოგო ჰყოლია მე ამაზე დავცინე , ასე უცებ რატომ შორდებიან ერთმანეთს ეს ხალხი ვერ ვგებულობთქო . ძალიან ცუდად ველაპარაკებოდი . ჩემ ნათქვამზე ძალიან გაბრაზდა , თან ვამჩნევდი რომ გული საშინლად ვატკინე ,მაგრამ ენას არ ვაჩერებდი. მერე მომიყვა... ის უბედურება რაც არასდროს დამავიწყდება . ბე თურმე ბავშვობიდან ერთი გოგო ჰყვარებია , ლინდა ერქვა . კლასელები იყვნენ , თხუთმეტი წლიდან ერთმანეთი უყვარდათ და შეყვარებულები იყვნენ . გადიოდა დრო და ერთმანეთს არ შორდებოდნენ . მათი ოცნება ერთად ცხოვრება იყო ცოლ-ქმრის სტატუსით . ცხრამეტი წლის იყო ბე გაგი ,როცა გაიგო ლინდა კვდებოდა . ყველაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად ,მაგრამ ვერ უშველა, ვერაფრით დაეხმარა. უყურება ხელებში როგორ აკვდებოდა და ვერაფერს აკეთებდა , როგორ გაუძლო ბებო , - მთელი ხმით ავტირდი , - სანამ გარდაიცვლებოდა ლინდა , მანამდე ცოლად მოიყვანა , ოცნება აუსრულა და ამით ბედნიერი გახადა. ბებო თავი ტკივილზე მიყვებოდა . მეუბნებოდა როგორ უჭირდა ლინდასთან ძლიერი ყოფილიყო , თურმე როცა მისი მეუღლე იძინებდა მაშინ გარეთ გადიოდა და სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა . არც კი მესმის როგორ გადაიტანა ეს ყველაფერი .
ბებო ჩემთან ერთად ტიროდა , ძალიან დავამძიმე ჩემი მონაყოლით ,მაგრამ ისე არ შემეძლო არ მეთქვა . კარგახანს ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის ჩუმად ვისხედით...
- მინდა რომ გავაბედნიერო , მინდა რომ ისე აღარ ტკიოდეს..

***

დღეები ერთმანეთს მიყვებოდა, ძალიან ვერთობოდით მე და გაგი . თითქმის ყველა ჩემი საყვარელი ადგილი ვანახე სოფელში. ბებოს ძალიან დაუახლოვდა . ბოლო დღე იყო ჩვენი სოფელში გაჩერების , როცა გამახსენდა რომ ჩემ საყვარელ ტბაზე არ წამიყვანია.
- ეი, გაგი , - ჰამაკში წამოწოლილიყო, არ გაუგონია, კიდევ უფრო ხმამაღლა დავუძახე, - გაგი !
- ბატონო , - თავი წამოყო.
-წამოდი ტბაზე წავიდეთ.
- შორსაა?
- არც ისე.
- კარგი წავიდეთ.
ოცი წუთი მოგვიწია ფეხით სიარული . მსგავსი სილამაზე ვეჭვობ არსადაა. კლდიდან თუხთუხით მიიჩქარის წყალი ტბაში მისახვედრად. ტბის გვერდით უამრავი მწვანე ხე იყო და დიდი უზარმაზარი მწვანე მდელო. იმ ადგილას სადაც გაგი მივიყვანე მუდამ ჩრდილია, მხოლოდ კლიდან მომავალ წყალს ანათებს მზე ,ეს კიდევ უფრო ლამაზს ხდის ამ ადგილს.
- მოგწონს?
- იმედია ხუმრობ, როგორ შეიძლება ვინმეს ეს ადგილი არ მოეწონოს , - აღტაცებით საუბრობდა.
- ხშირად მოვდივარ აქ როცა ბებოსთან ჩამოვდივარ, ახლა რამ დამავიწყა ვერ ვხვდები.
- ვიცურაოთ?
- შენ თუ გინდა იცურავე, მე არ გამომდის, - მოწყენილმა ვუთხარი,
- მერე რა , დაგეხმარები, - გამიღიმა.
- არა , მართლა არ მინდა შენ ჩადი , - მაისური გადაიძრო, კედები გაიხადა და შორტით შევარდა ტბაში. ისეთი საოცარი იყო თვალი ვერ მოვწყვიტე. მშვიდად ცურაობდა. ტბიდან ამომძახა :
- რა სიამოვნებას კარგავ.
- დამანებე თავი , - გავუცინე და იქვე მდელოზე წამოვწექი. ყურსასმენები გავიკეთე , "LOUDspeakers -დამდევ" ჩავრთე, ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქოვერია. თვალები დავხუჭე და ერთადერთი რასაც ვგრძნობდი სიმშვიდე იყო . თვალის გახელა მაშინ ვიკადრე ცივი წვეთები რომ დამეცა . გაგი იდგა მთლიანად გალუმპული და მიღიმოდა.
- აქ ჩრდილი , წამოდი ცოტა იქით , - ისეთ ადგილზე მიმითითა სადაც მზე ანათებდა, - გავშრები .
- კარგი , წამოდი , - ფრთხილად წამოვდექი და მას გავყევი .ჩემს წინ მოხდენილად მიდიოდა . ხორბლისფერ კანზე წინწკლებად ეყარა წყლის წვეთები. უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მდელოზე წამოვწექით გვერდიგვერდ.
- მოდი , - ხელი გაშალა , - თავი დამადე,- მეც დავყევი მის სურვილს .რაღაც საოცარი სურნელი ასდიოდა. თავი ასე მშვიდად არასდროს მიგრძვნია როგორც ახლა ვგრძნობდი მის მკლავებში. ვერც კი ვხვდები რა მემართება. უცნაური გრძნობები დამჩემდა ამ ბოლო დროს.
- რა კარგია ასე .
- ნუ ხო ,მაგრამ კარგი შენ ხარ, - გამეღიმა . ამ ბოლო დროს ძალიან თამამი გავხდი.
-ოჰო , - გაეცინა.
- მოიცა, დამცინი?
-არა რა თქმა უნდა.
- აუ, გაგი , - ხმაში სევდა შემერია.
- რა იყო? - გაოცებულმა მკითხა.
- თბილისში რომ დავბრუნდებით აღარ ვიმეგობრებთ?
- რა სულელი ხარ, - გაიცინა და თმები ამიბურდა, სახეზე ძალიან დიდხანს მაკვირდებოდა . თან ძალიან უცნაური მზერით. ლავიწის ძვალზე ძალიან ფრთხილად მაკოცა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. თავი მის მკერდზე დავდე და თვალები დავხუჭე. ის კი ძალიან ნაზად მეფერებოდა თმებზე.

***

თბილისში დაბრუნებულს სახლში მარიამის გარდა ყველა დამხვდა . დედამ იმდენხანს მეხუტებოდა სანამ დაღლილობა არ ვიგრძენი.
- ცოტახანი მეც მიმიშვი , - გაიცინა მამამ , დედაც მის ნებას დაჰყვა . მამა ისე ძლიერად ჩამეხუტა ძვლების ტკაცანი ვიგრძენი.
- ჩემი ცანცარა გოგო , როგორ მომენატრე მამი , - ჩუმად მელაპარაკებოდა და თავზე ნაზად მისმევდა თითებს.
- ოჰ , რა იყოთ ? - გავუცინე , - ვეღარ ვსუნთქავ ისე ცხელა და თქვენ კიდე ხელებს არ მიშვებდა . ლოყაზე ვაკოცე ორივეს.
- ოჰ, მატრაკვეცა , - გამიღიმა დედამ , - არ გშია დე?
- დედა , განა მშია , უბრალოდ შენი გაკეთებული საჭმელები მომენატრა , - მხიარულად შევძახე და სამზარეულოში სირბილით წავედი.
- არასდროს გაიზრდება მგონი , - მამაჩემის ხმა გავიგე .
- არასდროს მამაჩემო , - გადავიკისკისე .
დედამ ჩემი საყვარელი საჭმელები დააწყო სუფრაზე, კარტოფილი , კიტრი და პომიდორის სალათი , ოლივიე და ვაშლის პეროგი .
- უჰ , რა სურნელია , - ნამცხვარს მოვკიდე ხელი , უკვე უნდა ამეღო დედამ თითებზე ხელი რომ დამარტყა . თან იცინოდა.
- ოჰ , კარგი რა . ვიცი რომ ჯერ ნამცხვარს თუ შევჭამ მერე მაგათ ვეღარ შევჭამ , - ისევ გავუცინე .



როგორც კი სახლში დაბრუნდა მარიამი , ხელი ჩამკიდა და საძინებელში გამიყვანა . ყველაფერი დეტალურად მომაყოლა . ცვალები ეშმაკურად უციმციმებდა .
- რა იყო შენ? - გამეცინა მისი შემყურე.
- გაგის აშკარად მოსწონხარ, - არასდროს მიფიქრია ამაზე. არა , არა, სისულელეა . მე როგორ მოვეწონები.
- სისულელეა , - მოწყენილმა ამოვილაპარაკე , ვგრძნობდი რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი . მომწონდა მისი გამოხედვა , მომწონდა ის თვალები რომელიც სულ სხვანაირი , თბილი მზერით მიმზერდნენ .
- მაგასაც ვნახავთ .

***
უაზრობად მეჩვენებოდა ის დღეები რასაც გაგის გარეშე ვატარებდი . საშინლად მწყინდა ერთხელაც რომ არ მოვუკითხივარ მას შემდეგ რაც სოფლიდან დავბრუნდით . ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც მაკლდა. კიდევ მინდოდა მისი სასიამოვნო ხმისთვის ძალიან დიდხანს მესმინა. ყოველ წამს იმაზე მეფიქრებოდა მის სურნელს როდის ვიგრძნობდი. მრცხვენოდა ჩემი გრძნობების , იმდენად მრცხვენოდა მარიამთანაც ვერ ვაღიარებდი . ისე შეგრძნება მქონდა თითქოს მის სამყაროში შესვლის უფლება არ მქონდა. მინდოდა მეთქვა როგორ ძლიერ მინდოდა მასთან ერთად თუნდაც ერთი წუთი ვყოფილიყავი ,მაგრამ არ მქონდა ... ამის უფლება არ მქონდა. მას ჯერ კიდევ თან დაყვებოდა ლინდას აჩრდილი... აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა , მონატრებას ჭკუიდან გადავყავდი ...

***
გაგი.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც იოანა არ მინახავს. გონებიდან არ ამომდიოდა ის, სულ მის თვალებს, საოცარ სურნელს და სითბოს ვგრძნობდი. მახსენდებოდა მისი ღიმილი ;მახსენდებოდა მისი ცრემლებიც რომელიც კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა. ახლაც ნათლად ვგრძნობდი იმ შეგრძნებებს რაც მასთან სიახლოვე იწვევდა ჩემში და საშინლად მრცხვენოდა .
მრცხვენოდა არა მარტო საკუთარი თავის არამედ ლინდასიც . რაც იოანას დავუახლოვდი იმის შემდეგ იმდენს აღარ ვფიქრობ ლინდაზე. მთელი ჩემი გონება იოანათია მოცული. მასთან ყოფნის სურვილი მჭამდა , მინდოდა ეს გრძნობა მომეშორებინა,მაგრამ პირიქით ხდებოდა უფრო და უფრო მინდებოდა მასთან ყოფნა. ვერც წარმომედგინა ლინდას სიკვდილის შემდეგ ასე თუ გამიჭირდებოდა . მთელი ცხოვრება ერთი სიტყვა მეკერა პირზე "ერთხელ თუ შემიყვარდა მეორედ არავინ არ შემიყვარდებათქო ", ლინდასაც სულ ამას ვეუბნებოდი , ვპირდებოდი რომ მის გარდა ცხოვრებაში არავინ მეყოლებოდა. არ მინდოდა სხვა მყვარებოდა, ყოველ წამს იმას ვიმეორებდი რომ სიყვარული მეორედ არ მოვიდოდა , რომ მე ჯერ კიდევ პირველის სიყვარული არ გამნელებია. ალბათ იაოანა ამოჩემებული მყავდა ...

***
იოანა.
უკვე ერთი კვირა გავიდა, ისევ ისე ვარ .
კიდევ არ დაურეკავს, ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. მე ვერ მივდიოდი , ვერც ვურეკვადი . რომ დამერეკა განა რა მეთქვა? არ შემეძლო მასთან ისევ ისე ჩვეულებრივი ურთიერთობა გამეგრძელებინა , ან როგორ შევძლებდი როცა ასე მიყვარდა. რომ არა ლინდას აჩრდილი მე დღეს ასე არ ვიქნებოდი , ყველას და ყველაფერს შევებრძოლებოდი მის გამო , მაგრამ ერთი ვერ გამიგია მიცვალებულს როგორ ვებრძოლო.
ასე ვნებდებოდი ...
ძალიან დამაგვიანდა ... მასთან მისვლა დამაგვიანდა. ადრე რომ გამეცნო ლინდამდე არც კი დავფიქრდებოდი ისე გავაკეთებდი მისთვის ყველაფერს თუნდაც ყველანაირ სისულელეს ,მაგრამ ახლა ? ახლა ვხდები რომ არაფერს აქვს აზრი. ვიბრძოლებდი, არაფერი შემაშინებდა ,არც იმედგაცრუება ,მაგრამ ერთადერთი რაც მაშინებს მის თვალებში დანახული ლინდას სიყვარულია . ისევ მას ხედავს როცა თვალებს ხუჭავს , მე კი ალბათ ერთი ზაფხულის ''უცნაურ მეგობრად'' დავამახსოვრდები .

***
გაგი.

ზუსტად ორი კვირა გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. მხოლოდ ორ რამეში ვიყავი დარწმუნებული .ერთი ის რომ ვიცოდი ჩემთვის განსაკუთრებული იყო იაოანა და მეორე მე ბედნიერების უფლება არ მქონდა. ჯერ კიდევ ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს ლინდას სიკვდილს . იქნებ თავის დროზე უფრო ძლიერი რომ ვყოფილიყავი ახლა ისევ ცოცხალი ყოფილიყო. ვერაფრით ვუშვებდი რომ მისი წასვლის შემდეგ მე სხვასთან ერთად მეგრძნო ბედნიერება. ვერაფერს ვუშვებოდი სინდისის ქეჯნას. რამდენჯერმე მივედი მის კორპუსთან ,მაგრამ სახლში ასვლა ვერ გავბედე , არ მინდოდა მისთვისაც მეტკინა იმიტომ რომ ვგრძნობდი არანაკლებ დღეში იყო .
საღამოს დაძინებას ვაპირებდი უცხო ნომერი რომ დაფიქსირდა ტელეფონზე.
- გისმენთ .
- გამარჯობა , მე მარიამი ვარ , - გოგონას აღელვებული ხმა მომესმა.
- დიახ , ვინ გნებავთ?
- გაგი ,თქვენ ხართ?
- კი , კი მე ვარ, - არ ვიცი რატომ მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა.
- მე იაოანს და ვარ , მანქანა დაეჯახა, - ამ სიტყვებზე მეგონა ყველაფერი დასრულდა , ახლა კი მივხვდი ... ღმერთო ჩემო მე ის შემიყვარდა... სისხლმა თითქოს დუღილი დაიწყო. ვერ დავუშვებდი რომ ისიც დამეკარგა, ცხოვრებაში ამას არასდროს ვაპატიებდი თავს. ერთი წუთიც არ დამჭირდა ჩასაცმელად, მაშინვე იმ მისამართით წავედი რაც მარიამმა მომწერა. საავადმყოფოში ძალიან სწრაფად მივედი . შიგნით უნდა შევსულიყავი უცხო გოგონამ რომ დამიძახა.შიგნით ისე შევედი ყურადღება არ მიმქცევია , რაც შეიძლება სწრაფად მინდოდა მივსულიყავი მასთან.
- გაგი , - ჩემს წინ იოანასნაირი გოგონა იდგა, ოღონდ ბევრად ქალური .
- ბატონო, - უცნაურად ავხედე, -მარიამი ხარ?
- აჰამ , - გაეცინა . ვერ გავიგე ასეთ სიტუაციაში რა აღიმებდა, - იცი ბოდიში უნდა მოგიხადო იმის გამო რომ მოგატყუე ,მაგრამ შენი საქციელით მივხვდი რომ ღირდა. სინამდვილეში იაოანა ავარიაში არ მოყოლია ,მაგრამ მასთან მალე თუ არ მიხვალ ავარია აღარ დაჭირდება , - გაეღიმა - უფლებას არ მოგცემ ხელებში ჩამიკლა ჩემი და წამოდი მასთან !

***

არავის არაფერი უკითხავს სახლში შესულ ,მარიამმა რომელიღაც ოთახის კარი გამიღო და მარტო დამტოვა.
ფრთხილად შევედი ოთახში, პირველად რაც ვიგრძენი იაონას საოცარი სურნელი იყო . გვირილების სუნში და შოკოლადში შეზავებული თითქოს . ისეთი სიმშვიდე იგრძნობოდა იქიდან გამოსვლა აღარ მინდოდა. საწოლში მოკუნტულიყო და ტიროდა . ფრთხილად მივუახლოვდი , არ მინდოდა შემეშინებინა . საწოლზე ჩამოვჯექი , თავიდან ყურადღება არ მომაქცია , სახეზე ვაკვირდებოდი , თვალები დახუჭული ჰქონდა . ისეთი საყვარელი იყო ნესტოები რომ გააფართოვა ჩამეღიმა .
- მოჩვენებები დამეწყო მარიამ უკვე, გაგის სუნი მცემს, - გული საშინლად მეტკინა.თურმე რამხელა ტკივილს ვაყენებდი მას.
- არ გეჩვენება , - თვალები წამებში დაჭყიტა , ცოტახანს გაშტერებული მიყურებდა , მერე ხან თვალს ხუჭავდა ხან ახელდა.
- მოიცა... მართლა შენ ხარ?
- ხო , მე ვარ , - სახეზე ფრთხილად შევახე ხელები . თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდ ა, ფრთხილად მაკოცა იმ თითებზე რომლითაც ვეხებოდი . ისეთი ნაზი იყო ამ წამს .
- არ მეჩვენები , მართლა შენ ხარ , - საწოლიდან წამოიწია უცებ და მთელი სხეულით მომეკრო ,პირველად რაც ვიგრძენი სიმშვიდე იყო მისგან გამოწვეული. კარგა ხანს არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის . მერე თითქოს რაღაცამ უპრწკინა ისე მომშორდა.
- ვიცი რომ ცუდად ვიქცევი... ვიცი რომ მე ვერასდროს დაგავიწყებ მას, სიყვარულის დავიწყება შეუძლებელია. მაგრამ შენ თუ უფლებას მომცემ მე იმდენს ვიზამ შენი აწმყო და მომავალი გავხდები. არასდროს ვიქნები წინააღმდეგი მისი მოგონებების თუ მეცოდინება რომ მხოლოდ მოგონებად დარჩება. შენ თუ თანახმა იქნები ჩემთან ყოფნაზე მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის , აღარ ვიცი რა გავაკეთო , მართლა აღარ ვიცი - მთელი ხმით ასლუკუნდა, კიდევ უფრო ძლიერად ამეკრო , ჩემს ყელში მისი პატარა ცხვირი ჩარგო . მერე ისე ნაზად მაკოცა ყელში დამაჟრჟოლა.
- ვცადოთ გესმის , ვცადოთ , - ყელში ძალიან ნაზად ვაკოცე. ჩემს ნათქვამზე მხრები აუკანკალდა , თვალებში უამრავი რამ იკითხებოდა. მერე საწოლში ჩავაწვინე და გვერდით მივუწექი , მშვიდად ვუსმევდი თავზე ხელს და ვუმღეროდი მის საყვარელ სიმღერას. ცოტახანში თვალები მიელულა. ამ სიტყვების მეტი '' ვცადოთ გესმის , ვცადოთ '' ვერაფერი ვუთხარი, არ შემეძლო ჩემს გრძნობებზე ისე მელაპარაკა მასთან სანამ ლინდას არ დაველაპარაკებოდი . ბინა დავტოვე თუ არა მაშინვე სასაფლაოზე ავედი, დილამდე ვერაფრით მოვითმენდი .
ძლივს მივათრევდი ფეხებს , ძალიან მიჭირდა მასთან მისვლა . ერთადერთი მიზეზით მივედი ...უნდა მეთქვა , ყველაფერი უნდა მომეყოლა. არ ვიცოდი როგორ მომეყოლა მეორე სიყვარული რომ აღმოვაჩინე, ვგრძნობდი რომ ჩემი მონაყოლი არ ატკენდა . მას ყოველთვის ახარებდა როცა ბედნიერი ვიყავი.
ახლაც არაფერი შეცვლილიყო ისევ ისე მტკენდა მისი საფლავის ყურება როგორც ადრე. მისი საყვარელი ყვავილები ''გულზე'' დავადე. ყველაფერი მოვუყევი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამოვისუნთქე.
არასდროს დამავიწყდებოდა ლინდა , ის პირველი იყო . პირველი იყო ყველაფერში. მაგრამ ახლა ის დრო დადგა რომ უნდა მეღიარებინა ახლა მეორე მყავდა. მეორე რომლისთვისაც ყველაფერს დავთმობდი , სიცოცხლესაც კი . მივხვდი რომ ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში . არ ვიცი რატომ მქონდა ასეთი შეგრძნება ,მაგრამ მეჩვენებოდა თითქოს ლინდა იდგა და მისი საოცარი ღიმილით მიღიმოდა...




ამ წამს დავასრულე წერა. შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. არ გადამიკითხავს , ძალიან გამიჭირდა ამ ისტორიის დაწერა. ნამდვილად არ ვიცი რა გამოვიდა ,მაგრამ ძალიან მინდა კარგი გამოსულიყო . შეფასება თქვენზეა , ძალიან არ გამაკრიტიკოთ



№1  offline წევრი kora

მთელი ისტორიის კითხვის მანძილზე უცნაური ემოცია არ მანებებდა თავს, ცრემლებიც მომგვარა ამის წაკითხვმ. ორივეს ტკივილი მომწვდა, მაგრამ ერთადერთი გრძნობა, რაც გულამდე არ მიმიშვია ეს - სიბრალულია. ადამიანის ტკივილი უნდა გაითავისო, უნდა აგრძნობინო, რომ შენც მასთან ერთად გტკივა მისი ცუდად ყოფნა, ეს სიბრალულში არ უნდა ავურიოთ. სიბრალული, ისედაც სევდით და ტკივილით სავსე ადამიანს უფრო კლავს. უფრო მეტიც, ისინი ვინც იოანასნაირ ადამიანებს დასცინიან, უფრო არიან შესაცოდნი, რადგან მათ ფიზიკურზე უარესი - სული აქვთ დეფორმირებული!
ძალიან მაგარი ისტორიაა, ყოჩაღ!
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი ბუბუკა

ლამაზი ზღაპარი...მართლაც ძალიან ლამაზად და კარგად წერ

 


№3  offline წევრი ლოლიტა

დიდი მადლობა love

 


№4  offline წევრი tako05

ვაიმეე მე უკვე როგორ მიყვარხარ არ იცი love კარგად მესმის მე იოანასი! ძალიან ემოციური იყო ჩემთვის იმდენად რომ ახლაც ემოციებში ვარ wink მორჩა ეს ისტორია არის ჩემი wink აქამდე ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერა მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო love

 


№5 სტუმარი Guest mari ami

dzaan magari iyo yochag :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent