უცნობი (თავი 12)
ანა საკუთარ თავს არ უტყდებოდა რომ საბას მიმართ გულგრილი არ იყო. როგორც კი საბა ღილაკს თითზე დააჭერდა მაშინვე მივარდებოდა ანა, საბა მის რეაქციებზე კი ხალისობდა. ბოლოს და ბოლოს საბა გამოწერეს. ყველამ გადაწყვიტეს რომ ბარში აღენიშნათ და ჩვენი გამომძიებელიც მოიწვიეს. ანასტასია და მარიამი ერთად მოდიოდნენ, ეკა და თინა, ასევე ნანუკა და ანა, ნიკა, გიორგი, საბა და ლუკა, ასევე ჩვენი გამომძიებელი და მისიუახლოესი მეგობარი. ანასტასიამ როგორც კი ბარში ფეხი შეაბიჯა, ნაცნობ თვალებს გადააწყდა და მასში ჩაიძირა, ასეთ მდგორეობაშიც იყო მარიამი. ვინ იყვნენ მათ წინ? თქვენ თვითონაც მიხვდებოდით ჩემო მკითხველო. ანასტასიას უცნობი და მარიამის პირველი კოცნის მომპარველი ადამიანი დემეტრე. ანასტასიამ მარიამს თვალით ანიშნა და მარიამიც მიხვდა რასაც ეუბნებოდა. მოკლედ ამ დაქალებს საკუთარი ენა აქვთ. ყველამ გაიცნო ერთმანეთი.ანასტასიამ როგორც კი გაიგო თავისი უცნობის სახელი ტანში ჟრუანტელი დაურა. ალექსანდრე.. მისი საყვარელი სახელი იყო. ჩვენს გამომძიებელს კი უბრალოდ ჩაეღიმა საეჭვოდ რასაც ტასუნა ვერ მიმხვდარა, მაგრამ გავიგებთ მაგასაც. ჩვენი უცნობი წამითაც არ აშორებდა თვალს ანასტასიას. დემეტრე კი ირონიული ღიმილით აჯილდოვებდა ჩვენს მარიამს, რომელსაც უკვე ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა. ამ ეკას და ნიკას არაფერი ეშველებათ სანამ მე არ ვუშველე რა. საქმე ყველაზე კარგად საბას და ანას აქვთ მგონი. ერთმანეთს უჟუჟუნებდენ თვალებს ეს მაიმუნი ბავშვები. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ყველა ძალიან კარგად ერთობოდა უკვე დიდი ოჯახივით იყო. ნიკა მორიგ ამბავს ჰყვებოდა როდესაც ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი და ჭიქა ხელში გაუშეშდა. ნერწყვი ძლივს გადააგორა ხახაში და ერთიანად დაურა. ანასტასიამ გადახედა და ლამაზი ქალბატონი დაინახა რომელსაც სახე დამჭკნარი ჰქონდა, თმას ჭაღარა შერეოდა, ძალიან ღრმა თვალების მქონე იყო, რაც მთავარია მას ჰგავდა, საკუთარ ანარეკლს უყურებდა თითქოს სიბერეში. მიხვდა ვინც იყო, ქალის თვალებში ერთგვარი გაოცება, ტკვილი და სიხარულიც დაინახა. ფეხზე ადგა, იცოდა რომ ეხლა რასაც გააკეთებდა არ ინანებდა, დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, ქალს მიუახლოვდა და ძალიან ჩაეხუტა. იგრძნო დედის სითბო, იგრძნო ნამდვილი დედა, ის იყო ქალი რომელმაც სიცოცხლე აჩუქა და 9თვით მუცელში ატარა. ანასტასია დარწმუნებული იყორომ თამარი ბოროტების მსხვერპლი იყო. ნიკა მათ უყურებდა და ცრემლებს იკავებდა, მათთან მივიდა და უხმოდ დატოვეს იქაურობა. ეხლა მათ ლაპარაკი სჭირდებოდათ და სიმართლე უნდა გარკვეულიყო. ისეთი ამაღელვებელი მომენტი იყო, ყველამ იგრნო როგორ მდგომარეობაში იყვნენ ანასტასია და ნიკა. გოგოებმა და ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და დაიშალნენ. ყველანი ფიქრებით ეხლა ანასტასიასთან და ნიკასთან იყო. ნუ ყველაზე მეტად დამერწმუნებით ალბათ რომ ეკა ღელავდა. მისი საყვარელი მამაკაცის მდგორეობა ანაღვლებდა. ტანჯავდა ეკას აზრით ეს ცალმხრივი სიყვარული. ბალიშში ჩაიმალა და ტირილი დაიწყო. ანასტასიასთან სახლში რომ ყოფილიყავით თქვენც იგრძნობდით უთქმელად მკითხველო თუ რამხელა ტკვილი იგრძნობდა თითოეულ ადამიანში. ნანაც მათთან იყო, თამარი როდესაც დაინახა, შეჰკივლა და აცრემლებული გადაეხვია. ოთხივე დასხდნენ და მთელი ღამე წინ დიდი და რთული საუბარი უწევდათ. ცხოვრება კინოს გავს, ჩვენ ადამიანები პერსონაჟები ვართ, როლი შეიძლება ერთი გვქონდეს მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ამ როლს როგორ შევასრულებთ. ხანდახან ისეთიაუტანელია, ჰგონია რომ ვერ გადაიტან მაგრამ აღმოჩნდება რომ თურმე შეგძლებია. მთავარი არ არის მოიგო, მთავარია როგორ ითამაშებ და როგორ წაიყვან შენს ცხოვრებას. ნიკამ დედასთან დაიჩოქა და პატიება სთხოვა ყველა იმ სიტყვისთვის რაც უთხრა, რომ არ დაუჯერა თავის დედას და ასეთი რამ იფიქრა მასზე. თამარს ტკვილისგან და სიხარულისგან ცრემლებს ვერ იკავებდა. ანასტასია და ნიკა ორივე გვერდით დაისვა და უთხრა რომ მისთვის ყველაზე ძვირფასები იყვნენ და ღმერთის მადლობელი იყო რომ ამდენიწლის მერე მისცა საშუალება ეგრძნო დედა-შვილური ურთიერთობა. ყველაფერი გაირკვა რომ ექთანმა ლანამ განზრახ გააკეთა, სიგიჟემდე იყო შეყვარებული ნიკოლოზზე. ნიკოლოზმა გაიგო რომ მან გააშვილა გოგონა და ჩივილს აპირებდა, ლანამ კი მოკლა და დანაშაული თამარს შეაწმინდა. როდესაც ადამიანი გიყვარს და ასეთ სიბოროტეს ჩადიხარ, მზად ხარ რომ ყველა მოიშორო გზაზე ვინც კი გადაღებობა, სიყვარული კიარა ავადმყოფობაა. სიყვარულს ტკვილი არ უნდა მოჰქონდეს, ის გაბედნიერებს, უკეთესობისკენ გცვლის, გინდა უფრო კარგი იყო. სიყვარული წმინდა და მარადიულია. ნიკას უნდოდა ლანასთან წასულიყო და საკუთარი ხელით მოეკლა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. იგი რამოდენიმე კვირის წინ იყო მისული თამართან ,როცა ციხიდან გამოუშვეს და მისგან პატიება ითხოვა, ის უკვე რამოდინიმე თვეა სიმსივნეს ებრძვის და სულ რაღაც ცოტა დრო დარჩა სიკვდილამდე. მაინც რა არის სიკვდილი? როცა იცი რომ მოკვდები, ბოროტ ადამიანშიც კი იღვიძებს სინანულის განცდა, ხვდება რომ ბევრი დააშავა და სტკივა. ყველაზე მეტად იმას სტკივა ვინც დამნაშავეა და არა მსხვერპლს. როცა დანაშაულს ჩადიხარ ყველაზე მეტად საკუთარ თავს აზიანებ მსხვერპლზე ორჯერ მეტად. ნიკა და ანასტასია დედის გვერდით ეძინათ. თამარზე ბედნიერი ქალი და დედა არ იყო იმ წამს, ამდენი ტანჯვის მერე პირველად იგრძნო უდიდესი ბედნიერება. დედას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის რაც არ უნდა იყოს, როგორი დედაც არ უნდა იყოს, ის მაინც ის ქალია რომელმაც შენ მუცლიც გატარა და სიცოცხლე გაჩუქა. ანას თვალწინ ედგა საბა, რომელიც მძიმედ სუნთქავდა, გრძნობდა როგორ უხურდა სხეული, ნელნელა მიიწეოდა საბა ანას სახეზე დაა მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა როცა მათი ბაგეები ერთმანეთს შეეწებოდნენ და სიზმრის სამყაროდან გამოვიდა ანა. -აუ რაააა, კინაღამ ვაკოცე(ანა) -ვის აკოცე ანა კინაღამ? ხმის გაგონებისთანავე გოგონა ლამის იატაკზე გაიშხლართა, ჭარხალივით გაწითლდა, ოღონდ ესეც სიზმარი იყოსო ლოცულობდა, მიწა გასკდეს და ჩამიტანოსო ნატრობდა მაგრამ ვაი რომ სიზმარი არ იყო და რეალობა იყო. -რა შენი საქმეა და საერთოდაც აქ რა ჯანდაბას აკეთებ საბა? -რავი მომენატრე არ ელოდა ანა მის ასეთ პასუხს, ბროწეულს ჰგავდა, დათუნიას პიჟამოებით იდგა საბას თვალწინ და ეს არც ახსოვდა, რა დროს ამაზე ფიქრი იყო. ნელნელა უახლობდებოდა საბა ანას როგორც სიზმარში იყო. საბამ სახე ძალიან ახლოს გააჩერა, ლოყასთან მიიწია და ჩასჩურჩულა: -წარმატებები დღეს და სველი კოცნა კისერში დაუტოვა. იგრძნო როგორ დაეხორკლა ანას კანი, გაეცალა და ასე დამუნჯებული დატოვა. ანასტასიამ გოგოებს დაურეკა და მოკლედ მოახსენა რომ ყველაფერი კარგად იყო, ნიკა გვერდით ეჯდა და დაიკოს უსმენდა, როცა ანასტასიამ ტელეფონი დადო გახედა და რაა იყოო ჰკითხა -რამე უნდა მთხოვო?(ანასტასია) -კიიი ,ეკაზე მინდოდა მეკითხა რაღაც ოღონდ არ დამიწყო რატო მეკითხები და ეგეთი ბაზარი(ნიკა) -გისმენ(ანასტასია) -რა უყვარს ყველაზე მეტად?(ნიკა) -შენ(ანასტასია) ნიკა დაიბნა, სახე აელეწა, არ ელოდა ანასტასიას პასუხს და გამომეტყველება შეეცვალა იცოდა რომ ანასტასია ეხუმრებოდა თავის ჭკუით, ანასტასია თავს იკავებდა და ძმის რეაქციებზე გულში ხარხარობდა რას გამომაპარებ შენო ფიქრობდა -გოგო რა უყვარსთქო ვინ არ მითქვამს(ნიკა) -გეყოფა აღიარე რომ კვდები ეხლა ისე გინდა აკოცო და ჩაეხუტო და შენი გოგო იყოს და საერთოდაც რომ გიყვაააარს(ანასტასია) -რა სისულელეა მე და სიყვარული ტასიკ? პროსტა ვაღიარებ მომწონს მაგრამ ვიცი შენი დაქალია და პატივს ვცემ, დამაინტერესა უბრალოდ, ეკა ძალია განსხვავებული გოგოა და ეს მიზიდავს და მკლავს( ნიკა) -ეჰ ეჰ მოხვალ ჩემთან აჭიჭკიკებული რო გიყვარს და ვნახოთ მერე( ანასტასია) -ოოოო(ნიკა) თამარს მათ საუბარს მოჰკრა ყური და გაღიმებული უსმენდა, ოთახში შემოვოდა და ორივეს უსმენდა, ნიკა წავიდა საქმეებზე, თამარმა უთხრა ანასტასიას ყველაფერი გავიგეო და შენ არავინ მოგწონსო? ანასტასიამ გაიღიმა უცნად თავისი უცნობი წარმოუდგა თვალწინდა თავის დედიკოს ყველაფერი მოუყვა. ანასტასია ამბობდა რომ შეუძლებელია ადამიანი ასე შეგიყვარდეს ეს უბრალოდ გატაცებაა და მეტი არაფერი. თამარმა ურჩია დინებას მიჰყოლოდა და ტასოც დაეთანხმა. გავიგებთ მომავალში ტასო მართალი აღმოჩნდება თუ არა ვინ იცის. თითოეულ ჩემს მკითხველს გიხდით მადლობას .. სიყვარულით ნინა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.