გოგონა ვარდისფერი შარფით 2
- ვინაა ? რა უნდა ? შარფი მას აქვს ? მივწერო ? რა ბოროტია ასეთი კითხვები დაფრინავდნენ თავში ... გაზაფხულია შარფი მჭირდება... თორემ ზაფხულშიც არ მოვიხსნი ბოლოს დავწყნარდი და მივწერე : - „ შარფი შენ გაქვს ? „ - „კი“ - „დამიბრუნებ ?“ -„ვიპოვე და ჩემია „ -„ მე დავკარგე „ - „ არა ფანჯრიდან გადმოაგდე, ძალადობას ანხორციელებ საკუთარ შარფებზე ? „ - „ შენ რა არი შარფების დაცვის სამინისტროდან ხარ ?“ - „ არა მე ლამაზი გოგო მიყვარს „ - „ მე ჩემი შარფის დაბრუნება მინდა „ - „ დრო მოვა და დაიბრუნებ : ) „ - „ ნერვებს მიშლი “ - „ გაბრაზებულიც ლამაზი ხარ ..“ - „ დაუნდობელიც „ - „ გინდა ვითამაშოთ ? „ - „ სათამაშო დრო არ მაქვს „ - „ არც მე მაგრამ, შენთან საინტერესო იქნება „ - „ მე არ მგონია შენთან თამაში საინტერესო „ - „ მაგაში ცდები „ - „ ჰაჰ...“ - „ ჰაჰ - ამას ყველაზე მეტად ვერ ვიტან „ - „ ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ „ - „ აი უკვე მეთამაშები „ - „ ვჰაიმე შარფს მომცემ ? „ - „ რა კაი სუნი აქვს შენს შარფს „ - „ ეჭვიც არ მეპარება „ - „ ეხლა ჩემს სუნამოს დავასხავ „ - „ მაგას ვერ იზამ „ - „ ვითამაშოთ, თორემ მართლა დავასხავ „ - „ აბა რა თამაში ამიხსენი... „ - „ მოვიფიქრებ და მოგწერ კარგი ? „ ისე გავბრაზდი არაფერი მიმიწერია აშკარად აკლია მთელი საღამო ვფიქრობდი რა თამაში მოუნდებოდა იმ დამპალს ერთი ვიცოდი, რომ იმ შარფის გამო ყველაფერზე წავიდოდი, შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა მასე იყო 12 საათი ხდებოდა და ამ დროს კვლავ მოდის შეტყობინება : “ ის რაც შენ ყველაზე მეტად გინდა, კორპუსის წინ დევს სკამზე, თუ გინდა ფანჯრიდან შეამოწმე „ ეგრევე გადავიხედე და რაღაც იდო მართლა, მოვარდისფრო შესაფუთ ქაღალდს წააგავდა და დავფიქრდი ჩავსულიყავი თუ არა... ჟაკეტი მოვიცვი და წასვლელად მოვემზადე... - დე დაბლა ჩავდივარ შოკოლადს ვიყიდი რა... - მარი ნახე რომელი საათია, გააფრინე ? - დე გთხოვ წავალ მალე ამოვალ - მიდი და არ მანერვიულო დროზე ამოდი ! - კაიი კიბეებზე მივფრინავდი, შარფი მენატრებოდაა.. შარფი რომელსაც ჩემი ოცნების სუნი ჰქონდა... სკამთან მივედი და ..... რამის გავაფრინე ან არც გავაფრინე უზარმაზარი ვარდების თაიგული დამხვდა... ვადისფერ შესაფუთ ქაღალდში გახვეული და წარწერით „ გილოცავ ! თამაშის პირველი ტური წარმატებით დაძლიე...“ ვარდები ხელში მეჭირა და თან გარშემო ვიყურებოდი... რომ გითხრათ არ მომეწონა მეთქი მოგატყუებთ მაგრამ შარფი, რომ არ დამხვდა მეწყინა... იმედია თამაშის ფინალში დავიბრუნებ ჩემს ოცნებას ვარდებთან ერთად გაჩნდა ახალი პრობლემა სახლში, როგორ შემეტანა მაგრამ, კარგი იდეა მომივიდა ... სალოს დავაბრალე ყველაფერი... - დეე ნახე გიომ სალოს რამაგარი ვარდები აჩუქა... - რა ლამაზიაა .. შენ რად გინდა ? - სალომ სახლში ვერ შეიტანა მამამისის გაუტყდა და... მე გამომატანა - ოოხ ეგ სულელი, ამისთანა თაიგული გოგოს რომ აჩუქოს ბიჭმა, ნმადვილი საბუთია ... - რისი საბუთი დე ? - ალბათ ძაან უყვარს - ჰოო... ძალიან უყვარს... ამ სიტყვებმა ჩამაფიქრა... ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე სახიფათო გრძნობებისთვის... სიყვარულთან თამაში ხომ ძალიან იშვიათად მთავრდება კარგად მეორე დღეს სალო დილით ამოვიდა ჩემთან, მე კიდე მეძინა... როგორც კი მაგის ხმა გავიგე სირბილით გავვარდი სამზარეულოში... ზუსტად მაგ დროს დედაჩემი ელაპარაკებოდა გიოს საჩუქარზე... სალო გაოცებული იდგა მე რითი აღარ ვანიშნე, რომ დათანხმებულიყო და საბოლოოდ გამომივიდა... - მარ ესეიგი უყვვარხარ ? - არ ვიცი სალო საერთოდ ვინაა ისიც არ ვიცი, ასე როგორ შეიძლება ? - მართალი ხარ იქნებ ბომჟია ? - ეეე გაჩე სალო ნუღარ მიმატებ რა... - ხოო მაპატიე - რატომ ვფიქრობ იმაზე ? - მგონი გიყვარდება - სალოო დამამშვიდე კი ნუ მთრგუნავ - სიმართლეს გეუბნები გოგო - ეეეჰ ... - გიომ მოგიკითხა და დღეს საღამოს სასეირნოდ ხო წამოხვალ ? - ჩემგანაც მოიკითხე სად მიდიხართ ? - რავი გავიაროთ სადმე... წამო გთხოვ რა.. - კაი წამოვალ - მოკლედ 6 საათისთვის მზად იყავი ... გამოგივლი და წავიდეთ გიოც გზაში შეგვხვდება - კაი სალ მიდი მალევე მოსაღამოვდა... სალო ულამაზესად გამოპრანჭული მომადგა სახლში მე განსაკუთრებულად არ ჩამიცვია... ყელზე აშკარად შარფი მეკლდა, ამას სალოც კი მიხვდა... დაბლა ჩავედით... მას არაფერი ქონდა მოწერილი მთელი დღის განმავლობაში და ცოტა არ იყოს მენატრებოდა... გიოც მალევე შემოგვხვდა გზაზე.. ჩავჯექით მანქანაში... სალო წინ დაჯდა მე უკან დავჯექი თან ფიქრებს ვებრძვოდი... - მარი რა არის შენსკენ ახალი ? - არაფერი ისეთი გიო... - გუშინ ვარდისფერი შარფი გადავუგდე ფანჯრიდან და... - ვერ ამოიტანეთ მერე ? - ჩავედი, მაგრამ არ დამხვდა... - ხოო ვერ ნახა, მაგრამ ვიცით ვისაც აქვს... - და ვის აქვს ? - ვიღაც ბიჭი წერს ტელეზე და იმას აქვს თურმე... - გაჩე სალო... რა მოსაყოლი ეგაა ? - არა მოყევი... შენი უბნელია ეგ ვიღაც ? რა ქვია ? - არაფერი ვიცით გიო... თორე მე დ მარი აქამდე ვცემდით ;დ - ჩემო ლამაზო შენ ვისი მცემელი ხარ ? - შენ არ მიცნობ მე ? - კი გიცნობ მარა დაუნდობელი არ ხარ ... - გააჩნია ვისთან ვარ.. - რაღაც უნდა გითხრა სალ .. - რა გიო ? - მიყვარხარ შტერო - მე არა... - არაა ? - არა ... - კაი გასაგებია - მიყვარხარ ! ასე ეკამათებოდნენ ერთმანეთს ჩემი ბარტყები მე ხელს არ ვუშლიდი, თან არ მქონდა განწყობა... შეტყობინება მომივიდა და ძნელი გამოსაცნობი არ იყო ვისგან იქნებოდა „ იცი მეორე ტურს ვერ ვიფიქრებ... მგონი თამაშის შეწყვეტა მოგვიწევს“ გამაცოფა ამ მონაწერმა “ კარგი გასაგებია, შარფს ისე დამიბრუნებ ესეიგი ? „ “ შარფი ისე შევიყვარე, რომ ვეღარ განვშორდები „ “ რატომ გინდა, რომ მოთმინება დავკარგო ?“ “რა იცი, რომ ეგ მინდა ?“ “ ძნელი მისახვედრი არაა ! „ “ კარგი ვაღიარებ მასე იყო, მაგრამ ეხლა აღარაა „ “ ეხლა როგორაა ?“ “ შემიყვარდი „ “რაა ? „ “ აქამდე ვერ მიხვდი ამას ? „ “ ძალიან ძნელი დასაჯერებელია“ “ ხოო.. ეხლა ფიქრობ, რა ვიცი ვინააოი იქნებ მახინჯიაო, ან სულაც გიჯიო “ “ რა მიხვედრილი ხარ...“ “ ჰოდა დაგამშვიდებ.. ლამაზი ვარ და სრულ ჭკუაზეც „ “ რა პატარა წარმოდგენა გაქ საკუთარ თავზე, პირდაპირ გამაოცე“ - მააააარ გოგო გეძახით სად დაიკარგე ? - მაპატიე სალ ვერ გავიგე -გადმო გარეთ ამ კაფეში ვჯდებით, გიოს ორი ძმაკაციც მოვა... - ვინ ორი ძმაკაცი ? - არ ვიცი ეხლა მითხრა ... მანქანაში კარგად ვიყავი მოკალათებული, თან მას ვწერდი და... მაინც გადავედი დავსხედით ჩვენ სამნი და ელოდებოდით იმ ვიღაც ორს... აშკარად აგვიანებდნენ, მე და სალომ 2 ნაჭერი ნამცხვარი შევჭამეთ სიბრაზით... და სანამ მოვიდოდნე მანამდე შევიძულეთ :დდ და აი მოვიდა ორი ბიჭი, ერთ ერთმა ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო.... ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ შემთხვევით შევამჩნიე, რომ ჩემი შარფი ეკეთა ყელზე გავაფრინე გავშტერდი... სალოს ვანიშნე და სალოც გაშრა გაოცებით... გიოსთან ლაპარაკობდნენ და ალბათ ახლოს რო მოსულიყო ყელში ვწვდებოდი და გამოვტაცებდი ჩემს ვარდისფერ ოცნებას ... და აი ახლოსაც მოვიდნენ... - გაიცანით გოგოებო , ირაკლი და ნიკა... - სასიამოვნოა... - ჰოო ჩემთვისაც თავი შევიკავე არაფერი ვთქვი... უბრალოდ ყელსახვევს მივჩერებოდი და ნიკაც აშლარად ხვდებოდა ჩემს გაოცებულ ყურადღებას ... მაგიდასთან ვისხედით და ხმას არ ვიღებდი... აი ჩვენი ვარდისფერ შარფიანი ბიჭის სახელიც გავიგე, ბატონი ნიკა თან ვეჭვობდი ის იყო თუ არა... მაგრამ მონაწერმა მესიჯმა ჩემი ჰიპოთეზა განამტკიცა „ ნახე რა ორიგინალურად გაგიცანი... „ გბრაზებული ვიყავი მაგრამ მგონი სასიამოვნოდ გაბრაზებული ... “ ორიგინალურობით, რომ გამოირჩევი უკვე ვიცი“ ყველა ლაპარაკობდა, ჩვენ ორნი კი მოუხედავად იმისა, რომ პირისპირ ვიჯექით ერთმანეთს ვემესიჯებოდით... მანგრამ მე არ მეყო ნერვები და მივწერე : “ აღარ დაგახარჯებ ანგარიშს ! „ “ რატომ გითავდება ? „ “ არა... უბრალოდ სისულელეა...“ “ არა ზუსტად ვიცი ანგარიში გენანება ! „ ამოვიხვნეშე ამის წაკითხვისას... მან კვლავ ტელეფონს დახედა და ჩაიღიმა... ზუსტად 3 წუთში მომივიდა შეტყობინება... “ თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხა 100 ლარი“ აი აქ ჩემმა გაოცებამ პიკს მიაღწია !!! მაკვირდებოდა სახეზე, ამის წაკითხვისას... ალბათ ეგონა ძალიან გაოცებულ სახეს მივიღებდი.. მაგრამ ჯინაზე !! წარბიც არ შემიხრია... და მივწერე ... “ არ ღირდა ამის გაკეთება „ “ არ იცი ჩემი ფიქრები და ჩუ „ “ მავალდებულებ, რომ მოგწერო ? „ “არა ისედაც მომწერდი, უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ ეს იყო თამაშის მეორე ტური“ “ და მესამე ტურიც იქნება ? „ “ თუ ამ 100 ლარს ჩემთან ლაპარაკში დახარჯავ 3 დღის განმავლობაში, მესამე ტურიც იქნება და შარფიც დაგიბრუნდება „ “ ჰაჰაჰა „ სალომ ფეხი მომარტყა გეყოო წერა :დ მეც ტელეფონი მაგიდაზე დავდე, იმის ნიშნად, რომ აღარ ვაპირებდი იქ მასთან წერას მანაც იგივე გააკეთა... მისმა მზერამ ისე შემაწუხა, რომ 15 წუთში საპირფარეშოში გავედი... სარკის წინ ვიდექი და ვცდილობდი საკუთარი ფიქრების ანარეკლი მაინც გამეგო... მაგრამ დავიბენი... მისმა საქციელმა დამაბნია !... უკან დავბრუნდი და.... მისი ინტრიგანი მზერა კვლავ ჩემსკენ მობრუნდა... ერთმანეთს ალაგ-ალაგ თუ ჩავერთვებოდით ლაპარაკში , მაგრამ მალევე ვჩერდებოდით... დრო მალე გავიდა... მე ნიკასკენ ვაპარებდი თვალს ნიკა ისედაც მე მიყურებდა... სალო ყოველ წამში შემოგვხედავდა და ჩაიხითხითებდა... გიოს სახეზე ღიმილი ეკერა და... მე ვიბნეოდი... ვიბნეოდი... ვიბნეოდი, როგორც გაწყვეტილი მარგალიტის მძივი. . . შეიძლება სასიხარულო იყო, შეიძლება არც თუ ისე სასიხარულო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გარემოება მე გაურკვეველ გზაზე მაყენებდა და ამ ყველაფერს 100 ლარი ემატებოდა, რომელიც ჩემი ტელეფონის ანგარიშზე იყო ... ის დღეც იწურებოდა... ნიკას და ირაკლის დავემშვიდობეთ მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ .. ჩვენ სამნიც ასევე მოვიქეცით და სახლისაკენ წავედით... ძალიან დაღლილი ვიყავი, ფიზიკურადა და სულიერად ხო საერთოს ... მოულოდნელად გამოჩნდა, ის ვისაც მგონი ძალიან ვუყვარდი... სულელი არ ვიქნები თუ ეს დავკარგე ? მაგრამ მზად არ ვიყავი მგონი.... ან ვიყავი და მეშინოდა... ჩემს გონებაში გაფანტულ ფიქრებს ერთად ვაგროვებდი და, ნიკაზე ფიქრების გარშემო ვალაგებდი... - გძინავს ? - არა ნიკა არ მძინავს ... - მეც შენზე ვფიქრობდი.. - ვიცი... - იცი ? დავიღალე თამაშით - მეც... - კიდე რაღაც იცი ? - რა ? - დაფიქრდი აბა ? - არაფერი მომდის აზრად - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! და მინდა იცოდე... - კი მაგრამ არ ვიცნობთ ერთმანეთს და შეუძლებელია ... - მე 2 წელია შენზე ფიქრებს ვერ ვიმორჩილებ... - მე კი შენი არსებობის შესახებ 5 დღეა რაც გავიგე... - გასაგებია ... - რა არის გასაგები ? - ანუ არანაირი ინტერესი არ გაქვს ჩემდამი ? - ძნელი კითხვაა... - ვიცი... - რო არ გიპასუხო ? - დუმილი თანხმობის ნიშანია - კარგი მაშინ ვდუმვარ ! - ანუ ? ... - აჰაა - არ გეძინება ? - არა.. შენ ? - მე დიდი ხანია არარ მეძინება... - რატომ ? - ფიქრით ვისვენებ ხოლმე ... - რაზე ფიქრით ? - რაზე არა ვისზე ... - და ვისზე ? .... - შენზე !... - გასაგებია... - შენი შარფის სუნი, გემრიელია... - ეგ ჩემი ოცნების სუნია.... ვარდისფერი კი ოცნების ფერი... - გინდა ვარდისფერი საჩუქარი გაგიკეთო ? - არა არ მინდა ! - რატომ ? - არ მიყვარს ძვირფასი საჩუქრები... - ვინ თქვა, რომ ძვირფასია ? - ტელეფონზე 100 ლარი ჩამირიცხე.... - მერწმუნე ეგ 100 ლარი საკუთარ თავს უფრო ვაჩუქე ვიდრე შენ... - ცინიკოსი ხარ ? - არა მეოცნებე და სიყვარულით მთვრალი... - : )... - შარფი, რომ არ დაგიბრუნო გეწყინება ? - კი... - მე კი ის მეწყინება, რომ ორივე დაგკარგოთ - მერედა ვინ თქვა, რომ დაგვკარგავ ? - არ ვიცი.... - : )... - ისე ასეთი წარმოგედგინე ? - არა ... საერთოდ არ წარმომედგინე.... - არ მჯერა - არც მე - გავამართლე მოლოდინი ? - არა - სამწუხაროა - ჰოო რას ვიზამთ ? - არაფერს დრო მაქვს კიდევ ... - დრო მიფრინავს იცი ? - კი დაუნდობლად მიფრინავს ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.