მინდა მიყვარდე 2 თავი
* * * მგონი პირველი შემთხვევა იყო რო კოშმარის მაგივრად ჩემს ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა გამაღვიძა.ბედნიერმა ვიცვალე გვერდი და ძილის შებრუნება ვცადე თუმცა დაბლიდან ლილიანას ხმა შემომესმა.აშკარად ვიღაცას ეკამათრბოდა,სწრაფად წამოვხტი ფეხზე,ხელში რაც მომხვდა გადავიცვი და დაბლა დავეშვი. -მშვიდობა გაქვთ ხალხო?ოთახში შესვლის თანავე ვიკითხე. -შენ დაქალს კითხე.მომახალა გამწარებულმა მათემ -აღარ მინდა შენი ცოლობა.ამოიტირა ლილიმ და გარეთ გავარდა.გაკვირვებული მივუბრუნდი გამწარებულ ბიჭს. -რა უქენი წუხელ ამისთანა? -ოხ ნაი კაი რა. -გამაგებინებ რა ხდება თუ ვიდგე ესე? -ჯვრისწერის საკითხზე ვერ ვთანხმდებით.მე აქ მინდა ლილიანას თბილისში. -ნუ გადამრიეთ ხალხო .გამისკდა გული,მაგ საქმეს მე მოგიგვარებ როგორც ყოველთვის.მხარი გავკარი მათეს და გარეთ გავედი. * * * -რატომღაც ძალიან მიშლის ნერვებს ეს გოგო.ჩაილაპარაკა დადამ -მაინც რას გიშავებს? -არ ვიცი რაღაცნაირია. -უცნაური?კითხვა შეუბრუნა მათემ -ხო უცნაურიც, სულ კაი ხასიათზეა ვერ გავიგე მოწოდებით ცანცარაა? -ჩვენ ბოდიში შენნაირი უჟმური რომ არ არის.გახსოვს მაინც ბოლოს როდის გაიცინე?გაღიზიანდა ლაშა -გეყო თუ კაცი ხარ რა.დიდი ხასიათებით არც ადრე გამოვირჩეოდი და ეხლა მითუმეტეს.ნერვები დაწყვეტაზე მაქვს. -არ გცოდნია ხალხის ცნობა დადა,ამოიოხრა მათემ -რატო ვითომ? -კარგად რომ დააკვირდე შეამჩნევ რამხელა ტკივილს მალავს ეგ გაცინება. -არ ვიცი და არც მაინტერესებს ქარაფშუტა გოგოს სასიყვარულო ამბები.კარგით რა ისე ევლებით თავზე გეგონება ომი გამოევლოს.არაა ეგრე ძმაო.ფეხზე წამოხტა დადა,თვითონაც ვერ ხსნიდა რატომ ღიზიანდებოდა ასე. -შენ რა გეტაკა?ვერ გავიგე რას ერჩი მაგ გოგოს?დაგიშავა რამე? -მოკლედ რა ვატყობ ეს 2 კვირა ბევრის ატანა მომიწევს.ამოიოხრა დადამ და ოთახიდან გავიდა. * * * ლილიანა ჰამაკში იწვა და ტიროდა.გული მომეწურა ბოლოს ასეთ მდგომარეობაში ჩემს გამო ვნახე.სწრაფად მივუჯექი გვერძე და მკლავები მოვხვიე. -ლილ რა გემართება? -ჯერ არ დაგვიწყია თანაცხოვრება და უკვე მის ჭკუაზე უნდა რო მატაროს. -აბა რას ბოდავ ეხლა?დაგავიწყდა რო ეს ის მათეა ასე რომ გიჟდები მასზე?რა ამბავი ატეხე ამ უმნიშვნელო საკითხზე? -შენი აზრით უმნიშვნელოა? -აბა კარგად მისმინე.მიმოიხედე ირგვლივ ნახე რა სილამაზეა.რომელი სულელი იტყვის უარს აქ ჯვრის დაწერაზე? -ხო მაგრამ ნაი. -არავითარი მაგრამ ლილ.ძალით ნუ იქმნი პრობლემებს გთხოვ.ცხოვრება ისედავ რთულია ამიტომ უაზრობის გულისთვის ერთმანეთს გულს ნუ ატკენთ.ნეტა შემეძლოს მეც მივცე თავს უფლება მიყვარდეს.ამოვიოხრე და თვალზე მომდგარი ცრენლი უკან გავაბრუნე -აი ნახავ გამოჩნდება ვინმე ვინც გაჯობებს და მაგ შიშებისგან გაგანთავისუფლება. -დრო ყველაფერს დაალაგებს ლილ.ან დაგავიწყებს,ან გააყუჩებს.ჩემ შემთხვევაში არცერთი არ მოხდა. -რატო იხვევ გულში ყველაფერს?ნუთუ არ შეგიძლია უბრალოდ იტირო და დაიცალო ემოციებისგან.ეგ არ არის სისუსტის ნიშანი. -კარგი მოვრჩეთ.სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და ლილიანას ადგომაში მივეხმარე. -წამო შევიდეთ თორე მათე უკვე ეკლებზე ზის. როგორც კი ოთახში შევედით ექვსი წყვილი თვალი მოგვაჩერდა.სავარძელში მჯდომ მათეს თვალი ჩავუკარი და დაქალს ვუბიძგე. -თქვენ რა ტირილ ფართი გქონდათ?გამიცინა ლაშამ -სამაგიეროდ მოგვარდა საქმე და ჯვარს აქ იწერთ.ტაში შემოვკარი და გამეცინა -ოჰ თავის გამოჩენაც გვყვარებია.დაისისინა დადამ -გააჩერეთ ვინმემ.ეს ინდივიდი.არც მე დავაკელი -რა მიწოდე?ფეხზე წამოდგა ბიჭი -რაც გაიგე.საერთოდ ვერ გავიგე რას მერჩი ან რა არ გასვენებს. -შენ რას უნდა გერჩოდე ერთი საცოდავი ძალად ჭკვიანი გოგო ხარ.რომელიც სულ ყურადღ3ბის ცენტრში ყოფნას ცდილობს. -და ეს ყველაფერი ორი დღის დაკვირვების შედეგია ბატონო ტიტე?შევატყე სახე შეეცვალა და გულში გამარჯვება ვიზეიმე.არანაკლები გაკვირვებული სახეები ჰქონდათ ბიჭებს -საიდან იცი ჩემი სახელი? -ხო რავიცი ისე ძალად ჭკვიანი გოგოსთვის უჩვეულოა ხო?მე შენ არ გერჩი და შემეშვი საერთოდ. -ვერც იფიქრებ რო რამე დამიშავო.შენ ჯერი კიდე არ იცი მე ვინ ვარ და როცა მესაუბრები ტონს დაუწიე. -მუხლისჩოქებზეც ხო არ დავდგე?ტონს ავუწიე.მემგონი საკმარისია ხო?მიდი გელოდები ამოანთხიე ბარემ.ეგ შხამი და შენც დაისვენებ და ჩვენც დაგვასვენებ -მისმინე ლაწირაკო?წამოიწია ჩემკენ -ტონს დაუწიე.ვერც გავიაზრე ისე დავწვდი მაგიდაზე დადგმულ ჭიქას და მასში დარჩენილი წყალი დადას სახეში შევასხი.იქნებ გაგრილდე და ცოტა დაწყნარდე.მივაყარე გამწარებულმა და გასავლელისკენ გავიწიე.თუმცა კარებამდეც ვერ მივაღწიე სწრაფად ამიტაცა ხელში და გარეთ გავარდა.უაზროდ ვიქნევდი ხელ-ფეხს და ვკიოდი.როცა გეზი აუზისკენ აიღო უფრო მეტად ავფართხალდი -არ ჩამაგდო გადაირიე?თუმცა დადა სულაც არ მისმენდა იმდენად მძიმედ სუნთქავდა მივხვდი რომ.კარგი არაფერი მელოდა.აუზსაც რომ აუარა გვერდი საერთოდ დავიბენი,როგორც კი მხედველობამ საღორე და მის წინ არსებული ფუნა ნარევი ტალახი დალანდა აი მანდ მინი ინფაქტი მივიღე კინაღამ. -არა შენ ამას არ გააკეთებ.ვიკივლე თუმცა არ გაჭრა და დადამ პირდაპირ შუა ტალახში მისროლა.დაცემისას ხელი.ვიტკინე თუმცა საერთოდ არ მანაღვლებდა იმ წუთას. -აქ არის შენი ადგილი.კბილებში გამოცრა და სახლისკენ გატრიალდა.გაოგნებული და დამცირებული ვიჯექი ნეხვის გროვაში და ვცდილობდი არ მეტირა. -დაწყნარდი არ მისცე იმის უფლება რო აგატიროს.არაუშავს ამ ერთხელ გაჯობა არაფერია.თავს შემოვუძახე და ტალახიდან წამოვდექი.ვგრძნობდი როგორ მიჭირდა სუნთქვა და გულის არეში ტკივილი მატულობდა."უნდა დაწყნარდე"დაველოდე სანამ სუნთქვა არ დამირეგულირდა,გაოცებულებს გვერდი ავუარე და ოთახისკენ დავიძარი.დიდხანს მესმოდა ბიჭების კამათი,თუმცა მხოლოს ჭუჭყის მოშორებაზე ვფიქრობდი. * * * -სულ გაგიჟდი შენ?იყვირა მათემ -ამის შემდეგ ეცოდინება ვის როგორ უნდა ელაპარაკოს. -საერთოდ არ ხარ ჭკუაზე მგონი.წყალი.მოსვა ლაშამ შენ საქციელს ეხლა რა ერქვა?ესე მაგარ კაცობას უმტკიცებ? -ზედმეტი მოგდის შენ -არაფერიც მოდი მორჩი რა.ყოველთვის ვაჟკაცი იყავი ზომაზე მეტადაც კი.ვერ დამაჯერებ რომ ციხემ ეგ თვისება გაგიქრო მე არ მინდა და არც შევეგუები ესეთ დადას -მე ესეთი ვარ მათე. -არ ხარ არა.იფიქრე იმაზე რომ.ჩვრნ ამდენი წელი გელოდეთ.ეხლა გამოხვედი მაგრამ.იმხელა კედელია აღმართული ჩვრნს შორია რომ თუ არ დაგვეხმარები ვერ დავანგრევთ.გთხოვ დაიბრუნე ადამიანის სახე ჩვენ ის დადა გვჭირდება,ჩვენი ძმა.მხარზე ხელი დაკრა მათემ.და ლილიანას თვალით ანიშნა გასულიყვნენ ოთახიდან. * * * უკვე საკმაოდ შებინდებული იყო დაბლა რომ ჩავედი,სრულიად დამშვიდებული და გასუფთავებული.თუმცა გაჩნდა ერთი პრობლემა როგორც ჩანს სიჩქარეში წამლების ნახევარი თბილისში დავტოვე.მის გარეშე კი ძილი არ მეწერა ეგეც რომ არა შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება დამწყებოდა.ყველას გავუღიმე და ლილიანას მაგიდის გაშლაში მივეხმარე -როგორ ხარ ნაი?მომეხვია დაქალი -ეგეთები გადამიტანია?კარგად ვარ შენ ნუ ღელავ. ვახშამმა სრულ სიჩუმეში და სიმშვიდეში ჩაიარა. -ეხლა მოდი დავლიოთ.გაიცინა მათემ -დავლიოთ.ავყევი მხიარულად -შენთვის შეიძლება?წარბი ამიწია ლილიანამ -გეყოთ ეხლა თორე ზოგიერთებს ეგონებათ რო ამასაც ყურადღების მიქცევის მიზნით ვაკეთებ.თუ დალევაა დალევა იყოს. სასმელმა თავისი ქნა და საკმაოდ შევთვერით ყველანი. -იცი რას წავშლიდი ჩემი ცხოვრებიდან?ხმა ამოიღო მათემ.ყველა წუთს რაც შენს გარეშე გავატარე.ხელი მოხვია ლილის და ჩაიხუტა -ვიტირებ ეხლა.გაიცინა ლაშამ და არაყი გადაკრა. უცებ საშინლად მომინდა პირველად ცხოვრებაში ჩემს ტკივილზე მესაუბრა. -მე ჩემი ცხოვრებიდან 2007 წლის 20 დეკემბერს წავშლიდი.ხმა ამიკანკალდა და არყის ჭიქას დავწვდი. -არ გინდა ნაი.ხელი მომიჭირა ლილიანამ -კარგად ვარ ლი.ხო გახსოვს რას მეუბნებოდა ჩემი ფსიქიატრი.მანამდე ვერ განთავისუფკდები სანამ ყველაფერს არ ამოთქვამო.ხოდა მგონი დროა გავნთავისუფლდე. -აცადე დაიცალოს.თვალი ჩამიკრა მათემ. -მაშინ 18 წლის ვიყავი,ლილისთან ერთად მთელი დღე ექსკურსიის ამბებს ვაგვარებდი.თვალები დავხუჭე და ვეცადე ღრმად მესუნთქა.ძალიანაც რომ.მდომებოდა ვეღარ გავჩერდებოდი.იმ დაწყევლილ დღეა საკმაოდ გვიან გამოვედი მისგან,მშვიდად მივაბიჯებდი ქუჩაში მანამდე სანამ ჩემს ფეხებთან მანქანა არ გაჩერდა და შიგნით არ შემტენეს. -ნაი იქნებ არ გინდა.კიდევ ერთხელ სცადა ჩემი გაჩუმება ლილიმ -კარგად ვარ.გავუცინე და თვალი მოვავლე ოთახს ყველა დაძაბული მიყურებდა. როგორც კი გავიაზრე რა დამემართა,მაშინვე კივილი ავტეხე ვიბრძოდი ბოლომდე თავის გადასარჩენად.სადღაც უღრან ტყეში მიმათრიეს ,განუწყვეტლივ მიმეორებდნენ რომ ვიღაც კობას ვუყვარდი და მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი.ყველაზე საშინელი თურმე წინ მელოდა. უკვე აღარ ვიყავი დარწმუნებული შევძლებდი თუ არა ყველაფრის მოყოლას.ცრემლები წყვილად დაეშვა ჩემს სახეზე და ეს იყო პირველი შემთხვევა როცა არ მიცდია მათი დამალვა. -ნაინე დამშვიდდი გთხოვ.წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა ლაშამ. -ოთახში ამათრიეს,დღემდე მახსოვს როგორ მიფათურებდა ხელებს,როგორ ვეხვეწებოდი.ბოლოს ალბათ გავაბრაზე ან მობეზრდა ჩემთან ჭიდილი ხელი დამავლო და ბნელ პადვალში ჩამაგდო.ისეთ ადგილას სადაც შუქი არსაიდან აღწევდა და ვირთხებით სავსე იყო.მესმოდა როგორ სვავდნენ, ცეკვავდნენ მე კიდე სიბნელეში შიშისგან ვკანკალებდი.არ ვიცი არ მახსოვს როდის დავიზიანე ხელები ან როდის შემერყა ფსიქიკა.იცი იმათმა რა გააკეთეს? ცრემლიანი თვალებით გავხედე დადას. -დავავიწყდი და იქ დამტოვეს.კარები გარედან ჩამიკეტეს და წავიდნენ. ვიგრძენი როგორ შეწყვიტა ყველამ სუნთქვა და დამეფიცება რო პირველად დავინახე დადას თვალებში რაღაც ადამიანური. -მერე?ძლივს ამოიხავლა ლაშამ -მერე?მერე დამეწყო ისტერიკა განუწყვეტლივ ვყვიროდი.მხოლოდ 2 დღის მერე გავახსენდი ეგრეთ წოდებულ კობას და ამომაკითხა.საშინელ მდგომასრეობაში ვიყავი რადგან თვითონ დარეკა სასწრაფოში.მას მერე 10 წელი გავიდა და დღემდე ვებრძვი ასთმას და ღამის კოშმარებს.აი ეს არის ტკივილი ბატონო დადა მე თქვენგან განსხვავებით საკუთარი ტკივილის დამალვას სხვისი დამცირებით არ ვდილობ.მეუბნები ვერ გიტანთ ადვოკატებსო.მე უფრო მეტი მიზეზი მაქვს ყველა ნაციხარი მძულდეს. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და აივანზე გავედი,სასწაული სიმსუბუქე ვიგრძენი და შვებით ამოვისუნთქე. ის იყო უკან შებრუნებას ვაპირებდი რომ ვიღაცის ძლიერმა ხელებმა ადგილზე გამაშეშა. -მგონი აზრს მაცვლევინებ ადვოკატებზე.სწრაფად წამოიწია ჩემკენ და ლოყაზე მაკოცა -ამდენ რამეს გადაურჩი და ეხლა თავს ნუ გაიგუდავ.ისევ ირონიულად ჩაიცინა და ისევ ისე გაქრა როგორც გამოჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.