შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი" (6 - მაინც გავიქცევი ! )


10-05-2016, 15:45
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 393

დილით ისევ წვიმდა,საოცარი იყო ასეთი თავგამოდებული წვეთების ყურება დიდი მონდომებით, რომ ეხეთქებოდნენ ფანჯრის მინებს , სახლში ჯერ კიდევ ბუხრის სუნი ტრიალებდა, ის წამი იყო ნოემ ფარდულიდან რამოდენიმე შეშის ნაჭერი შემოიტანა,რომ ბაჩანამაც გამოიხურა საძინებლის კარი . საწვიმარი მოიხსნა მესხიშვილმა და ყურადღებით ჩაეკითხა როგორ არისო , ბაჩანას თვალებმა კი მიახვედრეს არაფერი შეცვლილაო.
-რა უნდა ვქნათ თუ სიცხე არ დაუწევს ?
- არ ვიცი ! არ უნდა დავაგვიანოთ ,თუ საჭირო გახდება მაშინვე უნდა წავიყვანოთ.
- ჭრილობა ? ...
-სიცხე იმიტომ აქვს რომ ორგანიზმი იბრძვის , ჭრილობის ირგვლივ სიწითლე აქვს მაგრამ ჩირქგროვა ვერ შევნიშნე.
ნოემ ნათელას მიხედა,რომელიც ეკითხებოდა სუპერმარკეტში ვინ წამიყვანს სახლში პროდუქტები გამოილიაო.ამჯერადაც თავართქილაძემ აიღო საკუთარ თავზე გადაწყვეტილების მიღება , სთხოვა გიამ წაგიყვანოს ახლა ჩვენ ორს ვერაფერს დაგვავალებო.იმ დროის განმავლობაში კი რაც ნათელა ოთახებს შორის დადიოდა და თავისთვის დაქოთქოთებდა თავად სავარძელში მოთავსებული,ცეცხლის ნაპერწკლებს თავს უშტერებდა და თავში აზრების დალაგებას ცდილობდა , საკუთარ თავს ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ხშირად ხედავდა მაგრამ იყო ამ სიტუაციის რაღაც იმანენტური რაც იტაცებდა და უფრო აჯავრებდა ვიდრე სხვა დროს.თითქოს თავად მოიჭრეს სავალი გზები,თავის დროზე რომ გაემჟღავნებინათ მისი პოვნის ამბავი მადლობასაც ეტყოდნენ,ახლა კი სულ მინიმუმ გატაცებაში დასდებდნენ ბრალს.ეს ჰგავდა საკუთარი თავის დაღუპვის კლასიკურ მაგალითს.მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო კიდევ გასაგებია,აიტანდა საყვედურებს და არაპროფესიონალიზმის ბრალდებებს,მაგრამ რაღაც აკავებდა,ეს იყო შიშისა და მოლოდინის თანაშერწყმა,რომელიც შიგნით ქმნიდა შედეგს,საბოლოო პროდუქტად კი ანთებიანი გოგო რჩებოდა,მუცელში დიდი ჭრილობით.
თავი გაიქნია და თვალები წამით დახუჭა,არასასურველი ფიქრების მოსაშორებლად შეუძახა თავს გამაგრდიო და გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაეხედა ავადმყოფისთვის.
ავადმყოფის ოთახის კარი შეაღო და ისე დაიძრა საწოლისკენ თითქოს თითოეული ნაბიჯის გასავლელი მანძილი,სიმძიმე და ხმა აქვ გაზომილიო.საწოლთან მდგარ სავარძელში ჩაჯდა,თვალი გაუშტერა რძისფერ სახის კანს და თითქოს დაკვირვების ობიქტმა იგრძნო გვერდით ვიღაცის ყოფნაო,თვალები ძლივ-ძლივობით გაახილა.შეეცადა რაღაც წარმოეთქვა,ტუჩები ააცმაცუნა და საკუთარი უმწეობის შეგრძნებამ ფარ-ხმალი დააყრევინა.ამჯერად თავად თავართქილაძემ მოირგო გამგები ადამიანის ნიღაბი და დამაჯერებლად ალაპარაკდა.
-მაშ ასე ანა ბებურიშვილო , ვიცი ახლა რა ძვრებსაც განიცდი , გაგიკვირდება და ეს აქ მყოფთ ყველას ჩვენებურად გამოვლილი გვაქვს.შენ არ ხარ არც პირველი და არც უკანასკნელი,მინდა დაგეხმარო და რასაც მოვიმოქმედებ მხოლოდ შენს სასიკეთოდ იქნება მიმართული.ახლა შენ საკუთარ თავს გმირად მიიჩნევ რომელმაც შური უნდა იძიოს,მოვა დრო და მიხვდები რომ შეცდომაა ამის ასეთი მძლავრი სურვილი,ბოლოს მხოლოდ შენ და საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი დარჩებით...-ანამ საწყლად დააკვესა ნახევრად მიძინებული თვალები,ამან ატმოსფერო დაძაბა...-ახლა დაჭრილი ხარ,ყველაზე დიდი ტკივილი გადაიტანე,მე შენ ფაქტიურად მოგკალი,ჩემი ბრალია რომ იმის გაძლებამ მოგიწია რისი თავიდან აცილებაც მარტივად იყო შესაძლებელი.მე გენდე ! შენ თქვი მომკლავენო და შემებრალე,ჯერ ხომსულ მთლად ბავშვი ხარ?! აზროვნების დრო არ დამიტოვე,ვერ მოგლავენ რადგან სპეციალურ თავშესაფარში გაგაგზავნიან.ძალიან მინდა ჩვენ თავად გუზრუნველყოთ დაცვით და უსაფრთხოებით,მაგრამ ეს სახელმწიფოს საქმეა...და იცი რა ?...-ამჯერად ხელოვნური ტონი გაქრა და ნამდვილი ბრაზი წამოვიდა წინა პლანზე,თავართქილაძე აღშფოთდა მაგრამ მიზეზის დანახვა მეც კი გამიჭირდა...-ნუ იჩქარებ იმის გაანალიზებას რაც თავს გადაგხდა,ეს თავისთავად მოხდება,ნელ-ნელა და ნაკლებ მტკივნეულად.სამაგიეროდ უეცრად გააზრება ბევრ ტკივილს და უცნაურ,საშინელ შეგრძნებებს მოგიტანს.ალბათ ნახევარზე მეტი არც გესმის რასაც გელაპარაკები,არაფერია...დაისვენე კარგი ? ... -თავი ისე გააქნია თითქოს საკუთარ თავს კიცხავს ამდენი სისულელე საიდან მოვიტანეო,ან რა აბსურდია ამის პატარა გოგოსთან გარჩევაო.
ოთახის კარი გამოიხურა და მისდა გასაკვირად გახევებულ ნოეს შეასწრო თვალი,რომელიც მის სახეს დიდი მონდომებით აკვირდებოდა.
-მაშ მაინც შენს აზრზე ხარ ? უნდა წავიყვანოთ ?
-ვცადე საკუთარი თავი დამერწმუნებინა შენი სურვილის სისწორეში,მაგრამ ვერ მოვახერხე . ნოე გაიგე , ამ გოგოს რაიმე რომ დაემართოს სინდისის ქენჯნა მოგიღებს ბოლოს ...
-ის არც პირველია და არც უკანასკნელი ...
-აქამდე ვინმეზე ასე ძალიან გინერვიულია,ვინმეს გადარჩენა ასე მოგნდომებია ? მე ყველაფერს ვხედავ ძმაო და ჯობს თავადაც ჩაუკვირდე.მიხედავენ ... მაშინვე როგორც კი ოდნავი უკეთესობა დაეტყობა წავიყვანთ და ყველაფერს თავად მოვყვები,დეტალებში...-აშკარა ხაზგასმით წარმოთქვა,კიბეებს აუყვა და დერეფნის სიბნელეში ჩაიკარგა.
მესხიშვილს სახეზე სისხლი მოაწვა,ოთახის კარი ოდნავ შეაღო და საწოლზე მიწოლილ ლანდს თვალი შეავლო,ამოიხვნეშა და ჩაიჩურჩულა - "ვეცადე პატარავ...ვეცადე",მერე კარი მოიხურა და თვალი ავეჯს გაუშტერა.
დღეები გადიოდა და ზამთარი მაინც უსაშველოდ იწელებოდა,ეს რათქმაუნდა გაკვირვების ობიექტს არ წარმოადგენდა მაგრამ უსიამოვნო კი იყო.ბებურიშვილს გამოკეთება დაეტყო,ყოველშემთხვევაში ჭრილობა აღარ აწუხებდა,სიცხე აღარ ჰქონდა და ცოტას დადიოდა კიდეც.ახლა უკვე აღარ უწევდა წოლა , თავისუფლად დააბიჯებდა სახლის კუთხეებში და ყველა კუთხე-კუნჭულს თავისი შიშჩამდგარი თვალებით დაკვირვებით ათვალიერებდა.ხანდახან ბუხარის წინ მდგარ სავარძელშ ჩაესვენებოდა,ერთს ამოიხვნეშებდა და გაითიშებოდა,ერთ წერტილს თვლას თუ გაუშტერებდა შეეძლო მთელი დღე ასე მჯდარიყო.თავიდან ყველაფერი უშიშრად მიდიოდა,თეაც გულდამშვიდებით უცვლიდა სახვევებს,მაგრამ ბიჭებმა მალე იწყეს დილით გაუჩინარება და შუაღამით,ხანდახარ კი საერთოდ არ მოსვლა.გამოიკვა,უფრო სწორედ თეას წამოცდა რომ სამსახური ჰქონდათ ასეთი.ამას დიდად არ შეუწუხებია ანა,რადგან ირგვლივ არავის იმჩნევდა და თან სულ რამდენიმე დღე იყო რც ფეხზე წამოდგა,საგანგაშოს ან საინტერესოს ვერაფერს ამჩნევდა.
დღეები გადიოდა ... ყველაფერი მდორედ მიდიოდა და შეუმჩნეველს ხდიდა ნაღველს სულ ცოტა ხნის წინ რომ ჩაუდგა ბავშვს თვალებში . ეს აღარ იყო პატარას ოცნბებების ნათელი შუქით გაბრწყინებული გუგები,ამჯერად იქედან ნამდვილი , უკუნეთი სიბნელე მოდიოდა და ამას არაერთხელ შეუშინებია შუახნის ქალბატონი.გიაც გაურკვევლობაში იყო , ანი რომ დაინტერესებულიყო ალბათ მარივადვე გაიგებდა რას აკეთებდა ეს ბიჭი აქ,მაგრამ არ ურდა და ამ საიდუმლოსაც ფარდა ფარავდა.ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდებოდა,რომ არა ერთხელაც საღამოს,არც თუ ისე გვიან დაბრუნებული ბაჩანას წინადადება - "ანა დროა შენი თავი მათ ჩავაბაროთ ვინც უკეთ დაგიცავს " . აქ თითქოს მოცოცხლდა ახალგაზრდა და თვალი თვალში გაუყარა,საზღვრები შეავიწროვა და შეეცადა გამომცდელად დაკვირვებოდა,არ სურდა ამის მოსმენა და თავს იკატუნებდა,ვითომ მომესმაო.
-ვიცი რთულია,ალბათ ზიზღსაც იგრძნობ მაგრამ უნდა გაგვიგო.ვენ ყველაფერი გავაკეთეთ,ისიც კი რაც არ უნდა გაგვეკეთებინა.საკუთარ თავს დავპირდი რომროგორც კი გამოჯანმრთლედებოდი სახელმწიფოს მივადობდი შენ თავს,ამ პირობას ვერ დავარღვევ ....
-იმ შემთხვევაშიც კი თუ იცი რომ მომკლავენ ? ან კიდევ უარესი ? ...
-დავა არ ღირს ... გითხარი იმიტომ რომ მოემზადო , ყველაფერი მოვიმოქმედე , ყველაფერი გავამხილე,დაწვრილებით.ხვალ დილით ადრე წაგიყვან და ამით ყველაფერი დასრულდება.საკმარისია რის გადატანაც მოგიხდა,ახლა ...
ბებურიშვილი აკვირდებდა და ამ ხედვამ თავართქილაძე გააღიზიანა,არ მოსოწნდა გოგო რომ ასეთ სახეს იღებდა,ამ დროს ირგვლივ ყველას მიმართ ზიზღს გამოხატავდა.ამ ზიზღის ძალა თავადაც იცოდა და სურდა ამოეძირკვა.შეეცადა მის მკლავს ჩახვეოდა და ეს გაუბედურებული ადამიანი წამით მაინც საკუთარი მკერდისთვის აეკრა იმის დასამკიცებლად რომ მარტო არ იყო. რაღაც დანაშაულისმაგვარი იგრძნო როცა დაწვდილი ხელი უხეშად მოიშორა და სწრაფად წამოდგა,იმდენად სწრაფად რომ თავბრუ დაეხვა,ეს შეამჩნიეს და სურდათ ხელი მიეშველებინა,მაგრამ მან განწირულივით დაიკივლა - "არ მომეკაროთ ... " , მერე კი როცა თვალები დახუჭა და ამით წონასწორობის აღდგენას შეეცადა გაიღიმ და საკუთარი ოთახისკენ წასული კიდევ ერთხელ შემობრუნდა,ახლა უკვე ცინიკურ ღიმილაფარებული - "დღეიდან ჩემზე სახელმწიფო იზრუნებს,საჭირო არაა .. " . საძინებელში შევიდა და კარი მიიჯახუნა
მსხიშვილმა გადახედა ბაჩანას და ქორივით თვაბი დააბრიალა იმის ნიშნად რაც მოიმოქმედე არასწორიაო.მერე წამოდგა და თვად კიბეებს აუყვა.მარტო დარჩენილმა ამოიხვნეშა და გონებაში სიტყვები გაუკრთა - " ერთხელ უკვე გავაფუჭე ყველაფერი,ამჯერადაც იგივეს აღარ ვიზამ " .
მეორე დილით ყველაფერი ნორმის ფარგლებში დალაგდა,ანა დაემშვიდობა თეას და გიას,ორივეს მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა რომ გამაგრდებოდა.სამაგიეროდ მანქანაში ხმა არ ამოუღია , ნოეს უნდოდა გამოლაპარაკებოდა მაგრამ ვერაფრით მოახერხა.მას შემდეგ რაც განყოფილებაში მიიყვანეს და იქ ვიღაც ქერათმიანმა ქალმა ხელი დაავლო ნუ გეშინიაო ,ამ უკანასკნელის გარდა აღარაფერი შერჩენია გრძნობად.ბრაზი ახრჩობდა,მაგრამ მას შემდეგ რაც განშრების დრო დადგა და უთხრეს ახლა წაგიყვანენო,გაანალიზა მართლა ვშორდები ამ ორსო და სასოწარკვეთილმა გადახედა,ბაჩანამ მზერა დაახვედრა და ჰოლში გასულებმა კიდევ ერთხელ უთხრეს მშვიდობით.აა ვერ დამშვიდდა,ამჯერად შიში იმხელა იყო მთელი ორგანიზმი მოიცვა.თავართქილაძემაც იგრძნო და როცა მიხვდა არ გატყდება არაფერს აღიარებსო,თავად მოსთხოვა ხელის გაწვდენის და მტკიცე ნათქვამით - "აქ მოდი !" ჩახუტება. გულზე აიკრა და თითით შეეხო იმ რძისფერ სახის კანს რამდენიმე დღის წინ რომ დაჰყურებდა,გულში მწარედ გაკრა ტკივილმა.შეეცადა ამჯერად მხოლოდ ანაზე ყოფილიყო კონცენტრირებული,რომელიც აცახცახებული სხეულით აკვროდა და ტუჩი ისე უთრთოდა თავართქილაძეც გრძნობდა,ყბა უცახცახებდა და ამით ადვილად დაასკვნიდით სადაცაა ატირდებაო.
-ყველაფერი კარგად იქნება .... დამიჯერე ყველა ბარიერს გადალახავ და ის ტკივილი ახლა რომ დაუმარცხებელი გგონია მალე მიიძინებს,არ გაქრება მაგრამ მინელდება.
-მე აღარავინ მყავს... შეიძლება ეს როდისმე დამავიწყდეს ?
-იქ სადაც მიყავხარ კარგი ექიმები ჰყავთ,ისინი დაგეხმარებიან ... ყველაფერი გაამხილე ანი ყველაფერი ! ძლიერი გოგო ხარ ... !
გულიდან მოიშრა და ამჯერად მის თვალებს ჩაუკვირდა,იქ მკვდარი იმედების გროვა ბრჭყვიალებდა და სადაც იყო თვალის საზღვრებს გადმოსცდებოდა.თავართქილაძემ თავი ოდნავ დახარა და ახუებული ტუჩებით მის დანამულ თვალებს ჩაეკონა.მარილიანი ცრემლის შეგრძნებამ ტკივილი გაუღრმავა.ბებურიშვილს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და ამის შეგრძნებაზე ბაჩანამ ხელი უშვა მის აცახცახებულ სხეულს . გაუღიმა და უჩურჩულა- "გელოდებიან,დროა წახვიდეო" .
უყურებდნენ როგორ მიდიოდა,ნაბიჯებს დგამდა მაგრამ ისე თითქოს მთელი ქვეყნიერების ცოდვები მის ზურგზე კიდიაო.მესხიშვილს გაეღიმა და თავისი რიხიანი,ახლა სიამაყე გარეული ხმით წამოიძახა.
-ყველაფერს გადაურჩება,ყველაფერს გაუძლებს ...
-სანამ შურისძიების წყურვილი კლავს არაფერი ემუქება . მერე კი არ ვიცი ...
დიალოგი დასრულდა,სახლში დაბრუნებულმა რაღაც დაისკალისეს მაგრამ ამაზე საფიქრელად დიდი დრო არ დარჩენოდათ.ბებურიშვილი საიმედო ხელში აღმოჩნდა , ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ყველაფერს გააკეთებდნენ მისთვის .
დღეები გადიოდა,ანაზე კი არაფერი ისმოდა ... ყველაფერი ისევ ჭაობისკენ მიდიოდა.

* * *
-...და როცა ბაჩანას ვეკითხებოდი ისეთ სახეს იებდა გეგონებოდა ბაყაყი გადააყლაპესო ... - ოთახში იფეთქა სიცილის ხმამ,მაგრამ ვერ მოახერხა ტელეფონის ზარის ხმის ჩახშობა.
ნოე სიცილით დაწვდა ანთებულ მობილურს და უპასუხა,იქედან ნაცნობი მაგრამ ამჯერად ერთგვარად შეშფოთებული ქალის ხმა გაისმა :- "Noe i'm sorry,we're serching for Ann is she with you ? we're nervous,please tell me is she with you? "
-what that means ? Ann isn't with you ? what happened ? where is girl ? ... - მესხიშვილის შეყვირებამ ყველა დაადუმა,თავად მან ბაჩანას გახედა და შეეცადა ეგრძნობინებინა კარგი ამბები არ არისო.
-there happened big,bad thing.she run ! oh my god ... she isn't with you guys yeah ?
- You know what it exactly means ? they are searching her , they will kill her ... i stop talking to you . it's on you !
ერთიანად ბრაზ ატანილი ნოე არც თუ კარგი შესახედი გახლდათ,გოგონები გასუსულები უსმენდნენ რას იტყოდა და ცნობისმოყვარეობისგან ლამის ჭკუიდან გადასულიყვნენ.მათი იმედები გაცრუვდა რადგან ახალგაზრდამ მხოლოდ მეგობარი მიიხმო და სთხოვა კაბინეტში ვილაპარაკოთო.ოთახში შესულს ბაჩანა ეძგერა ამოთქვი რა მოხდა ენა ხომ არ გადაგიყლაპავსო.
-არაა ბაჩან ! ჯიჯიმ თქვა გაიქცაო ...
-რას ნიშნავს გაიქცა ? როგორ გაექცათ ? რატომ ? ... -აღაჟღაჟებულმა თავართქილაძემ ვერ მოზომა და იღრიალა.
-რაღაც მოხდაო,წესიერად არ ამიხსნა , ვერ პოულობენ , შენ ხვდები ისინი ვერ პოულობენ ? ისინი თუ ვერ პოულობენ სხვამ ვინღამ უნდა იპოვოს ?
-დამშვიდდი , დავფიქრდეთ სად წავიდოდა , ყველაზე ლოგიკურ აზრამდე მივიდეთ .
-მშობლების სახლში ? ...-ბაჩანა რამდენიმე წამს დაუფიქრდა მაგრამ მერე თავის გაქნევით ანიშნა ასე არ გარისკავდაო ,იფიქრა იქნებ წყნეთის აგარაკზე წავიდესო,მაგრამ ესეც ნაკლებსავარაუდო იყო,მას ალბათ დაკარგული ჰქონდა იმედი რომ ვინმე დახმარების ხელს გაუწევდა. თავადაც შეეცადა თავი მის ადგილზე წარმოედგინა და სწორ პასუხამდე ამით მისულიყო ნაკლებ სავარაუდოა ფული ჰქონოდა,ასე რომ შორსაც ვერ წავიდოდა.იქნებ ...
-წავიდეთ ...
-საით ? ...-პასუხი არ ყოფილა მაგრამ მესხიშვილი მაინც მიჰყვა უკან.სტუმრებს ბოდიში მოუხადეს და განუცხადეს სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა,თქვენ დარჩით რამდენ ხანსაც გინდათო.შიშიც არ ჰქონიათ,ადამიანები რომლებთანაც წლებია მეგობრობ დიდ ნდობას იმსახურებენ,ხშირ შემთხვევაში...

პ.ს მოდით პერსონაჟები უფრო უკეთ დავინახოთ , რომელი პერსონაჟი მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ ? ...



№1 სტუმარი Svoight

მომწონს ... დღეში ასჯერ ვააფდეითებ გვერდს იმის იმედით რომ ახალი თავი ვნახო...
ჯერჯერობით მიჭირს ცალ-ცალკე მსჯელობა პერსონაჟებზე...
ნოეც და ბაჩანაც თანაბრად მომწონს ..
მალე დადე რა ახალი თავი
კარგი
გოგო ხარ....

 


№2 სტუმარი nia

Momcons gansxvavebuli istoriaa.. Magram bevri kitxvis nishania? Vis unda anas mkvlelob? Noe da bachanac ra specialobis xalxia ver gavige.. Imedia shemdeg taushi met konkretitas sheitan. Carmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent