შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების შარავანდედი -2-


11-05-2016, 18:36
ავტორი sopiko
ნანახია 2 334

[თავი 2]
-რა ქალიშვილი პატარძალივით იპრანჭები, ბიჭო, გამოადგი ფეხი.-მიუბრუნდა ოთო ბეთას და ბეჭზე ხელი წამოჰკრა.
-ეს მართლა ვეღარ ტრიალებს ძველებურ წრეზე... ისევ იმ შერეკილზე ფიქრობ, ეეე?-ეს გიგიშას მიერ ისეთი ტონით იყო ნათქვამი, რომ ყველა მიხვდებოდა, ''ამ გახსენებაზე'' წამოსროლილი კითხვა რომ ერქვა.
-შენ იხუმრე, იხუმრე და მგონი მაგიტომ გაგვინაპირდა ჩვენი უფლისწული! რაო, თ. მ. თბილისში ათასამდე აღმოჩნდა და მისი პოვნა ვერ შეძელი?-გამოაჯავრა ისედაც უგუნებოდ მყოფ ძმაკაცს და გიგიშას თვალი ჩაუკრა.
-გულში ჩაუვარდა გოგო, რომლის გოგოობის შესახებ იქიდან გაიგო, რომ მე და ჩემი საყვარელი მამაკაციო, იმ ფურცელზე ასე ეწერა. იქნებ გადახრები აქვს, ჰა?-ბეთას მაზოლიდან ფეხს არ წევდა ბურჭულაძეც.
-ნახე, რომ არც გვეკამათება! შეყვარებული ხარ, ძმა? ისე, გაითვალისწინე, რაც ჩვენ გირჩიეთ... ურიგო არ იქნება.-''სასხვათაშორისოდ'' დააყოლა ოთომ და ნერვებზე მოთამაშეთა დუეტიც დადუმდა.
ტყეში უკვე ღრმად შესულიყო სამეული. გიგიშა ბიოლოგი იყო და ხის მერქნებს ხელებს უტყაპუნებდა. ზოგჯერ რაღაცას აღტაცებით წამოიძახებდა კიდეც. ოთო როგორც ყოველთვის უხუნჯობდა. სრულიად უმიზეზოდ ხარხარს იწყებდა და მერე მეგობრების კითხვაზე.... ჰმ, მეგობრის... ბეთას სადღა ეცალა ბავშვობის ძმაკაცისთვის... ხო, მეგობრების კითხვაზეო, ვიძახდით, ანეგდოტი გამახსენდაო, ამით ნიღბავდა თავის ''სიგიჟეს'' და რაღაც უაზროდ შეკოწიწებულ ანეგდოტებს ყვებოდა.
-თ. მ...-ჩაფიქრებულმა წამოიძახა ბეთამ და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა. ორი წყვილი თვალი უკვე მას მისჩერებოდა.-რა სახელები იწყება თ-ზე?
-თემური.-გაკრეჭილმა უპასუხა გიგიშამ.-ეგ ადვილი კითხვაა, რამე სხვა თ ქვი...
-აზარტში შეხვედი, ბურჭულაძე? კარგი, შემდეგი კითხვა, თუ ბეთა პატივს დამდებს...-ოთოს ირონია ორივე ძმაკაცის მიმართ იყო მიმართული.-თემური გოგოს სახელია თუ ბიჭის?'
ბეთას ჩაეცინა. მიხვდა, საითაც უმიზნებდა ძმაკაცი. თვითონ კი, გამოშტერებულმა ლამის სიმართლედ მიიღო გიგიშას ნაპასუხები.
-ბიჭის. ეგ რა სულელური კითხვაა!-ეს კითხვაც არ მოეწონა ბურჭულაძეს.
-კარგი, მესამე! ვის ეძებს ბეთა?
-ვიღაც გოგოს, ინიციალებით თ.მ.-ს.-ათოსანი მოწაფესავით მიაყარა ერთმანეთს სიტყვები გიგიშამ.
-ხოდა, შე გამოტვინებულო, თემური რომელი გოგოს სახელია?-თავში მსუბუქად წამოარტყა ოთომ ხელი და ხმამაღლა ახარხარდა.-შენ კი, ტარიელ, მე გიპასუხებ. თამარი, თამრიკო, თალალა, თებეა, თეა, თებრო, თინა... კიდევ გინდა?
-ძალიან ბევრია...-ამოიხვნეშა ჯანდიერმა.
-ბევრი რომაა, მაგიტომ გელაპარაკები ამდენს სწორედ. გავიგეთ, რომ იმ ოცნების ავტორი ქართველია. ისიც ვიცით, რომ გოგოა... სხვა? იქნებ უკვე მოკვდა? იქნებ სხვა ქვეყანაში გადაბარგდა? იქნებ გათხოვდა?
-არ გათხოვდებოდა... ოცნება უჩემოდ არ აუსრულდებოდა.-მტკიცედ თქვა მამაკაცმა.-იცი, მაინც რამდენი ვეძებე? რამდენი რამ ვცადე? ჯერ ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სასტუმროებში, უნივერსიტეტებში მივედი და იმ ადამიანების სახელების და გვარების ამობეჭდვა ვთხოვე, სახელი რომ თ-ზე ეწყებოდეთ და გვარი მ-ზე. მერე მთელი ღამეები ამ სიების კითხვაში გავათენე. ბოლოს ვიფიქრე, იქნებ პატარაა, სკოლებსაც მოვივლი_მეთქი, მაგრამ თბილისში არ ცხოვრობს! ამაში უკვე დავრწმუნდი. მისი ოცნება მე ვარ, ოთო გოგრიჭიძევ! ამას ვგრძნობ! შინაგანი ხმა მკარნახობს...
-მაშინ მაგ შინაგან ხმას ისიც კითხე, ოდესმე იპოვი თუ არა იმ გოგოს?-მკრეხელურად წარმოთქვა ოთომ.
-მაგის კითხვა არ მჭირდება. ვიცი, რომ ვიპოვი.-კვლავ ფოლადივით მტკიცე იყო ბეთას ხმა.
-კარგი, გენაცვალე! შენ რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებე... ნუ გვბურღავ შენი თაფლისფერი ვარსკვლავებით!-ეს ისე წამოროშა, თორემ ხომ იცოდა, რომ ყველა შემთხვევაში დაეხმარებოდა საყვარელ ძმაკაცს, რაც არ უნდა უცნაური მიზანი ჰქონოდა მას.

-რა დაგრჩენია იქ, რა? რისთვის მხეთქავ გულზე, რისთვიიის?-დასჭყიოდა ზინა ძმიშვილს და თან მალიმალ ჩქმეტდა გვერდებში.
-მაპატიე, მამიდა... უბრალოდ არ მეგონა, ასე ადრე თუ გაიღვიძებდი.-ჩაილუღლუღა გოგონამ, მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. არასდროს ტიროდა მაშინ, როცა იცოდა, რომ დამნაშავე იყო.
-ამას დამიხედეთ! მე რას გეკითხები და შენ რას მპასუხობ! შენი ბოდიში არაფერში მჭირდები! მითხარი, ვისთან ერთად ხეტიალობ აღმა-დაღმა? მითხარი_მეთქი!-შეანჯღრია თათუ და მანაც ძლივს შეიკავა თავი, ტახტიდან რომ არ გადმოვარდნილიყო.
-არავისთან, მამიდა.-გულწრფელად მიუგო თათუმ, მაგრამ ზინამ რატომღაც ჩათვალა, რომ '' ეს თავხედი გოგო'' ატყუებდა. ფეხზე წამოაგდო ძმიშვილი და ხელისკვრით ჩაიყვანა სარდაფში ჩასასვლელ კიბეებზე.
თათუს ჯერ ვერაფერი გაეაზრებინა, ბნელ და ნესტიან სარდაფში რომ აღმოჩნდა. კედელი, რომელსაც შეშინებულმა მიადო ხელი, საშინლად ცივი და სველი იყო. სინათლის ერთადერთი წყარო მალე გაქრებოდა, თათუს კი ყველაზე მეტად სიბნელის და დახუთული სივრცის შიში ჰქონდა.
-არა, მამიდა, გთხოვ... მართლა არ გატყუებ! მართლა! თუ გინდა აღარასდროს გავალ სახლიდან... სულ შენ დაგეხმარები... სულ...-ცრემლმორეული ევედრა მამიდას, მაგრამ მას საერთოდ არ შებრალებია ატირებული გოგონა. კარი ფეხით მიხურა, უმოწყალო მზერით გადაატრიალა საკეტში გასაღები და რკინის ნივთი წინსაფარის ჯიბეში ჩაიდო.

-მე დავიღალე უკვე... აღარ მორჩი შენ შენი ვარაუდების დამტკიცებას და ცდებისთვის პროდუქტების შეგროვებას?-ქოშინით შეჩერდა ოთო და თვალები დაქანცულმა გადაატრიალა.
-რამ დაგღალა, ბიჭო? ხარ თიანეთში... სუნთქავ ტყის ჰაერს... მთა არაა, ზემოთ-ზემოთ რომ მიდიოდე და რით ხარ უკმაყოფილო?-შეედავა გიგიშა და მზეს ახედა.-მზეც გვიღიმის! შენ კი ბენტერა ხარ, ბენტერა...
-ბეთა, შენ მაინც არ დაიღალე?-გიგიშაზე უკვე ხელი ჩაქნეული ჰქონდა, ამიტომ ბეთასთან სცადა ბედი.
-ჰა? მე მკითხე რამე?-გამოცოცხლდა ბეთა და არემარეს თვალი მოავლო.
-არა, ამ მომღიმარ მზეს!-გაბრაზებულმა გოგრიჭიძემ იფიქრა, ეს მაინც ექნება გაგონილიო.
-რა მომღიმარი? თქვენ რა... გააფრინეთ?-გაკვირვებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია ჯანდიერის გონებაში.
-ჩვენ არა, მაგრამ შენ კი დაფრინავ თ.მ.-თან ერთად. მგონი შენ მარტო ყოფნა მოგიხდება ყველაფერზე მეტად... წავიდეთ, გიგიშა! ''კაკ რას'' მეც დაღლილი ვარ და...-უცებ მიიღო გადაწყვეტილება და გიგიშაც ჩაითრია. ამ უკანასკნელმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ბეთას თანხმობის შემდეგ ორივე საპირისპირო მხარისკენ გაემართა.
-მარტო ყოფნა არ მინდა, თ. მ.... მიპოვე, შენთან ერთად ყოფნა მწადია!-წაიდუდუნა მამაკაცმა და გზა განაგრძო.

თათუს მუხლებზე ხელები შემოეხვია, თავიც ზედ დაედო და ჩუმად ტიროდა. მუდამ სხვისი ცოდვების გამო ისჯებოდა... მუდამ! მამა, ვახტანგი რომ ღალატობდა დედას, ელზას ეს მთელმა სოფელმა იცოდა. ხან ქვრივის სახლიდან გამოხტებოდა ხოლმე დილაობით და სამუშაოდ წასული გლეხების სასაცილო ხდებოდა, ხანაც შინაბერებიც ვერ უძლებდნენ მისი გაფშეკილი ულვაშების და ეშმაკურად აციმციმებული თვალების ცდუნებას და სახლში ''ჩაიზე მიმდგარ'' მამაკაცს შიგნით იპატიჟებდნენ. ყოველ ღამით სცემდა დედა თათუს... მოღალატე ქმრის ქამარს იღებდა და სცემდა... შენ სანამ გაჩნდებოდი, ლამაზი ვიყავი და ქმრს მოვწონდიო... შენ გამო გამიგანიერდა თეძოებიო... შენ გამოა, მამაშენი რომ აღარ მოდის სახლშიო... ბოლო ხმაზე ღრიალებდა თათუ, მაგრამ მისი მშველელი არავინ იყო. მამაც კი არ აქცევდა ყურადღებას შვილის გადატყავებულ მხრებს და გაწითლებულ სახეს.
დედამ დიდხანს ვერ გაუძლო ამ ყველაფერს... სოფელში ჩამოსულ უცხოელს გაყვა ცოლად... ეგეც სათქმელია ცოლად თუ საყვარლად, მაგრამ თავმოყვარეობაშელახულმა ვახტანგმა და მისმა დამ მაშინვე მონათლეს კახ*ად.
იყო კიდეც, მაგრამ მამასაც არანაკლები დანაშაული ჰქონდა ჩადენილი...
ვახტანგი ერთხელ ვიღაც ქალთან ერთად იპოვეს საწოლში... მკვდარი იყო.
თორმეტი წლის თათუს აღზრდა ზინა მამიდამ ითავა... ახლა, როცა გოგონა წამოიზარდა, ყველაფრისთვის სჯიდა... დედის არაპატიოსნების გამო.... მამის სიკვდილის გამო და საკუთარი არსებობის გამოც კი!

^^^
მეორე თავი იმედია ცოტა გაგარკვევთ რაღაც-რაღაცებში, მესამე კი ჯაჭვს გახსნის და დაიწყება ახალი ხანაც ჩვენი გმირების ცხოვრებაში...
მახარებთ!!!
ველი თქვენს შეფასებებს ახალგანვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline მოდერი -ნინაკა

ძალიან, ძალიან მომწონს.. ❤❤
მაგარი გოგო ხარ შენ!

 


№2 სტუმარი Black

Sopachkaa:O kargi iyo dzalian,momewona..veli shemdegs mm..<3

 


№3  offline წევრი teddy))

Gogo mecodeba, dzneli cxovreba akvs... Bichs ra kargi megobrebi yavs, iseti rom ar mogawyenen gadmomigde romelime :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent