შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების პატარძალი [5]


29-01-2016, 15:41
ავტორი Nude
ნანახია 2 672

ნაწილი 5.
გაოგნებული უყურებდა მის წინ მდგომ გიგიშას და ვერ გაეგო რა უთქვა ეთქვა ყველა გრძნობა ერთიანად მოაწვა. არ უნდოდა ეტირა, მაგრამ ვერ შეიკავა ცრემლები, როგორც ყოველთვის. ბედნიერმა და ჯერ კიდევ გაბრუებულმა ახალი ამბით, მოჰხვია ხელები კისერზე, თავი შიგ ჩარგო და რამდენჯერმე ნაზი კოცნა დაუტოვა.

– კარგი რა, ანა! – დაიწუწუნა ღიმილით, მაგრამ მაინც ოდნავ მკაცრი ხმით. – შეწყვიტე ტირილი!

– დამაცადე, შე ხისთავიანო! – დაუტია, თუმცა მაინც შეწყვიტა ბედნიერებისგან გამოწვეული ტირილი და ცრემლები საჩვენებელი თითიც შეიმშრალა.

წარბაწეულმა დახედა ქალს, რომელიც მთელი ძალით ეხვეოდა. თავი კმაყოფილმა გადააქნია აქეთ–იქით, შუბლზე აკოცა და მოხერხებულად დააწვინა ლოგინზე, თვითონ კი გვერდით მიუწვა და ისე ჩაიხუტა, რომ სადაც იყო სუნთქვას ვეღარ შეძლებდა ანანო.

– მოიცადე, შენ აქ უნდა დაიძინო? ჩემთან ერთად? – გაკვირვებულმა ჰკითხა და ძლივს ამოძვრა გიგიშას მკავებიდან.

– ჰო. რა იყო? – მხრები ისე აიჩეჩა თითქოს არაფერი მომხდარიყო.

– არაფერი, მაგრამ ასე ვერ დავიძინებ. – უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.

– რას ჰქვია ვერ დაიძინებ? – წარბი ასწია მაღლა და გამომცდელად დაღედაა მის ქვეშ მოქცეულ ქალს.

– კარგი, არაფერი.

– დავიძინოთ!

* * *
როგორც ყოველ დილას, ჩვეულებისამებრ, ახლაც ძალიან ადრე გაეღვიძა მათეს. ტანსაცმელების კარადასთან მივიდა. ძალიან ფრთხილად მოძრაობდა რომ თამარი არ გაეღვიძებინა, მაგრამ ტანისამოსის ნახევარი ვერ იპოვა, რაც იპოვა კი იმაში შესცივდებოდა. მოწყენილი წავიდა ლოგინისკენ და თბილ ლოგინში შეძვრა მოცოცქნული არსება.

– მათე, გღვიძავს ხო? – ღიმილით ჰკითხა მოუსვენარ ძმას. მათემ სიცილით დაუქნია თავი. – ახტი ახლა, ჩავიცვათ, მოვწესრიგდეთ, ვისაუზმოთ და გარეთ გავიდეთ სათამაშოთ. მე ხომ დაგპირდი რომ ბურთით ვითამაშებდით ყოველ დილით. – ღიმილით მისცხო პატარა საჯდომზე ხელი, ჩამოურაკრაკა თავისი სათქმელი და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები. – ჩემი გემრიელი და მზრუნველი ბიჭი! როგორ ცდილობდი რომ არ გაგეღვიძებინე.

– ჰო, მაგრამ მაინც გაგაღვიძე. არადა გუშინ გვიან დაწექი დასაძინებლად. – ჩაშავებულ უპეებზე გადაუსვა საჩვენებელი თითი.

– იიიი, შენ რა იცი, მე, როდის დავწექი?

– ვიგრძენი! – ჩაიცინა ბავშვა და უკვე დის მიერ მოწესრიგებული გავიდა საძინებელი ოთახიდან.

ლოგინი გაასწორა, სხვა არაფერი იყო არეული, სიცილით გადააქნია თავი და უკან აედევნა გაწრიპულ ძმას. ყველას ეძინა, რა თქმა უნდა. აბა, რვის ნახევარზე, რომელი იქნებოდა ფხიზლად. სამზარეულოს სკამზე შემოხტა მათე და მომლოდინე მზერით შეხედა დას.

– ყიყლიყო და ჩაი გინდა?

– მინდა. – აღტაცებულმა შეხედა და ფეხები გადააჯვარედინა ჰაერში.

სულ მალე, დანაყრებულები გაემართნენ ეზოსაკენ, ბურთიც წაიყოლეს და თამაშს მოჰყვნენ. ძალიან გაერთო ორივე, თანაც დილას რომ ენერგიულად დაიწყებ, მერე მთელი დარჩენილი დღე კარგ და ენერგიულ ხასიათზე იქნები. ბურთი ჭიშკართან გადაუგორდა მათეს და იქით მიირბინა, თუმცა ბურთი არ დახვდა. იქვე ახლოს ყველა ბუჩქი და ხე დაიარა, მაგრამ ვერსად ვერაფერი იპოვა.

– ჰაა, მათე, რას აკეთებ ამდენ ხანს. იცოდე, აღარ გეთამაშები და შევალ სახლში. – ბუზღუნით გააფრთხილა ლოდინისგან დაღლილმა და ძმისკენ წავიდა, რომელიც დაბნეული აფახუნებდა გრძელ წამწამებს. – რა მოხდა?

– ბურთი გაქრა.

– რას ნიშნავს გაქრა?

– აქ აღარ არის. ყველაფერი დავათვალიერე, მაგრამ არსად არ არის საერთოდ.

– შეუძლებელია. კარგად მოვძებნოთ, აქ იქნება, აბა, ხომ არ აორთქლდებოდა. – სიცილით მოუთათუნა ძმას მხარზე ხელი.

სიცილი სახეზე შეახმა, როცა დანიელი დაინახა, რომელიც მომაკვდინებლად უღიმოდა, ისე, როგორც თამარის უყვარს და გიჟდება. ცალ ხელში ხელში ფეხბურთის ბურთი ეჭირა, ცალში კი ბარგი. გვერდს თორნიკე უმშვენებდა. გაოცებულმა დაახამხამა რამდენჯერმე თვალები, მაგრამ როცა მართლა დარწმუნდა რომ არ ეჩვენებოდა, გაურკვეველი ბგერები ამოუშვა.

– ამას, ხომ არ ეძებთ? – ეშმაკურად ჰკითხა და–ძმას და ბურთი ხელში აათამაშა.

მისი ხმა... არ აინტერესებდა ის რომ თავისი ძმა და თორნიკე უყურებდნენ. რაც უცბად მოუნდა, ის გააკეთა. ამაში სასირცხვილო და გრეხი არაფერი არ არის. კისკისით გაიცა მისკენ და უცბად მასზე შემომჯდარი აღმოჩნდა. ფეხები მამაკაცის წელზე მოათავსა, მკლავები კისერზე და მთელი ძალით ჩაეხუტა.

– ჩემი ფერია! – ღიმილით მოხვია წელზე ხელები დანიელმა და რამდენჯერმე დაატრიალა. – როგორ მოგნატრებივარ, პატარავ! – ეშმაკური ტონი გაუხდა წამში.

ეგონა, ეტყოდა მომენატრეო, ან რაიმე მსგავს, მაგრამ არაფერი უთქვამს. ეწყინა, ხო, ძალიან ეწყინა. არ ელოდა მისგან ალბათ ასეთ უემოციოობას. არა, თამარა აჭარბებს, თორემ არ უემოციურობა? მთელი ძალით ეხუტებოდა დანიელი და მეტი ემოციურობა, რაღა არის? უბრალოდ რაღაც უფრო მეტს ელოდა სიტყვების სახით, მაგრამ ასე არ მოხდა.

ოდნავ ნაწყენი ჩამოხტა მისი სხეულიდან, წამით თვალებში შეხედა, შემდეგ კი თორნიკეს ჩაეხუტა. დანიელი ბავშვისკენ წავიდა, რომელიც ყურებამდე იკრიჭებოდა. დაიხარა და ხელში აიტაცა.

– მომენატრე, ეშმაკუნა! – ხითხითით აკოცა ყელში და ძირს დასვა. ბურთი მიაწოდა, თვითონ კი ბარგი დაიჭირა ისევ.

კიდევ უფრო ეწყინა თამარს. მათეს უთხრა, რომ მოენატრა თამარს კი არა, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭიროო, – გაიფიქრა გოგონამ. ყველაზე მეტად დანიელმა იცის, თუ როგორი მორცხვია თამარი და ხომ ხვდებით რამხელა ძალისხმევა დასჭირდა იმის გასაკეთებლად, რაც რამდენიმე წუთის წინ გააკთა, თუმცა მაინც არ ნანობს. თავისი სურვილი ხომ მაინც დაიკმაყოფილა. ირონიულად ჩაიცინა საკუთარ ფიქრებზე, მათე ხელში აიყვანა, ტუსტუსით წავიდა სახლისაკენ და ბიჭებს შეუძღვა შიგნით.

– ბიჭებო, გუშინ გავიგე, როგორ შევიდა ღამე გიგიშა ანანოს ოთახში. დაადგათ მაგათ საშველი, ჰოდა, თქვენ გიგიშას ყოფილ საძინებელში შედით. ეგენი ერთად დაიძინებენ. – თან ახალი ამბავი აცნობა, თან დააბინავა.

– ძლივს. – ხელები სიცილით აღაპყრო ჰაერში თორნიკემ. – ჩემი სიცოცხლე სად არის? – გაბადრულმა იკითხა და ხელები სიამოვნებისაგან ერთმანეთს გაუხახუნა.

– ლუკასთან სძინავს მაგას. დააცადე და ჩამოვლენ ალბათ მალე. ჯერ მხოლოდ ათი საათია. – წამოდით, ოთახს გაჩვენებთ. – მათე დივანზე დასვა, მულტფილმების არხზე გადაურთო ტელევიზორი, თვითონ კი გიგიშას ყოფილი ოთახისაკენ წავიდა.

იქიდან პირდაპირ სამზარეულოში შევიდა. საუზმე მოამზადა ყველასთვის და ძმას მიუწვა გვერდით.

– როგორ მეძინება, წრიპაა. – დაიჩურჩულა ძილ–ბურანში მყოფმა და მისი ჩამოტანილი პლედი, უფრო მჭიდროდ მიიფარა სხეულზე, თან მათესაც გადააფარა.

არ ახსოვს, როდის ჩაეძინა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მალე, მას შემდეგ რაც ძმას მიუწვა. თვალები რომ გაახილა ყველას ეღვიძა უკვე. თავი დანიელის მუხლებში ედო, მამაკაცი კი ნაზად ეფერებოდა თმებზე, თუმცა საუბარში იყო გართული და ვერ შეამჩნია, რომ თამარს გაეღვიძა. გაოცებისაგან თვალები ლამის შუბლზე აუვიდა, როცა გაანალიზა, რომ დანიელის კალთაში ედო თავი. მათეს გოგონას ტელეფონი ეჭირა ხელში და სავარაუდოდ, როგორც ყოველთვის, თამაშებს თამაშობდა. ანანო გიგიშას კალთაში იჯდა და ემოციურად უყვებოდა გუშინდელ ამბებს ყველას. ლილე და ნიკოლოზი გვერდი–გვერდ ისხდნენ. მამაკაცი გოგონას მუცელს გაბადრული ეფერებოდა. და–ძმა შალიკაშვილები სიცილისაგან ისე იღრიცებოდნენ, წამით შეეშინდა თამარის, არ გადატყდნენ წელშიო. თორნიკე და კეკე ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ბიჭი რაღაცას ეჩურჩულებოდა გოგონას, კეკეც გატრუნული ისმენდა და დროდადრო სასაცილო მიმიკებს იღებდა. ლუკას კი მათე ჰყავდა კალთაში ჩასმული და მასთან ერთად თამაშობდა. მეორე მხარეს გადატრიალდა, თუმცა დანიელის კალთიდან თავი არ წარმოუწევია. კომფორტულად მოეწყო და ყველას დააკვირდა, რომელიც მას თვალმოუშორებლად უყურებდნენ.

– რა-ა? – გაკვირვებულმა ჰკითხა და მოხითხითე დანიელს ახედა. – რა გაცინებს? – კოპები გაბრაზებულმა შეკრა. – მე დამცინი ხო?

– არა, ჩემო ლამაზო. მე, შენ, როგორ დაგცინებ! – მტკიცედ ჩაილაპარაკა, თუმცა მაინც ვერ შეიკავა ღიმილი.

– დამპალი ხარ რა! – დაუღრინა და სასწრაფო წესით დაჯდა დივანზე.

– კარგი, ნუ ბრაზდები. – ხელი მოჰხვია დანიელმა მკლავზე და მის სკეულზე მიიკრა. – თქვენ კი დაგადგათ საშველი, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? – სიცილით გადახედა ანანოს და გიგიშას, შემდეგ კი თამარის დახედა.

– თქვენც გეშველებათ. – ღიმილით ჩაუკრა თვალი ჯერ არ შემდგარ წყვილს ზურამ და მომღიმარ თამარს დააკვირდა. – თან მგონი წინააღმდეგიც არ არის თამარი, ხო?

– თამარი, დიდი ხანია, რაც წინააღმდეგი არ არის. – თვალი ჩაუკრა ზურას დანიელმა და გოგონას მტევანი, მის დიდ ტორში მოიქცია.

– აჰა, ესე იგი, ვგუგუნებთ ქორწილში? – გადაიხარხარა გიგიშამ.

– თუ თანხმობას გამომიცხადებს, თქვენი საყვარელი დაქალი... – ღიმილით გამოაცხადა და შავი ბარხატის კოლოფი ჩაუდო ხელში თამარს.

– ოოო, ღმერთო ჩემო! – წამოიყვირა ლილემ და ფეხზე წამოხტა ყველასთან ერთად.

– აბა, თამარ ქალო, გახდები ჩემი ცოლი? – ღიმილით ჰკითხა საყვარელ ქალს, თან ფეხზე წამოდგა.

– ჰა-ა?! – დაიჩურჩულა გაოგნებულმა გოგონამ და მის ხელში მოქცეულ ბეჭედს დააკვირდა.

უცბად ამოუტივტივდა ყველა ის დღე, რომელიც ერთად გაატარეს. გაოგნება, გაოცება, ბედნიერებამ გადაფარა, უსაზღვრო ბედნიერებამ. ფეხზე წამოხტა გაუაზრებლად და ბენდიერების ზენიტში ასული, შეახტა კისკისით დანიელს.

– ჩემი ბედნიერება, ჩემი სიცოცხლე! – ეჩურჩულებოდა მამაკაცი და უფრო მეტად აბრუებდა გოგონას.

საერთოდ არ ფიქრობენ არცერთი და არც სხვები, რომ დაჩქარებულია ეს ყოველივე. ვფიქრობ’თ, საკმარისი დრო გავიდა ერთმანეთის შესაყვარებლად. სიყვარულს – არ სჭირდება დრო! ძირს ჩამოსვა თამარა დანიელმა, ბეჭედი არათითზე გაუკეთა, ნაზად აკოცა თითებზე და ისე მოულოდნელად დაეტაკა ტუჩებზე, ვერ მოასწრო თამარამ გააზრება.

– გილოცავთ! – გადაეხვია გიგიშა ორივეს და არა–მარტო გიგიშა.

* * *
დედამისს დაურეკა და ახარა ახალი ამბავი. გაგიჟდა ქალი სიხარულისგან. დედამისმა და მამამისმა ისედაც იცოდნენ დანიელის შესახებ. ჯერ გოგონასგან გაიგეს, შემდეგ კი თამარის მამა ელაპარაკა გიგიშას და რაც კაცს აინტერესებდა, ყველაფერი გაიგო. ყველა კმაყოფილი იყო ამ ამბით. დანიელი და თამარი დაფრინავდნენ ბედნიერებისაგან.

– აუ, მგონი ჩვენ დღეს მივდივართ თბილისში და გავიდეთ მდინარეზე რაა. – სთხოვა გოგონებს თამარიმ.

– წავიდეთ, ჰო, თან ძალიან ცხელა. – ამოიწუწუნა ორსულმა ლილემ.

– სად მიდიხართ? – მისაღებში შემოვიდა ნიკოლოზი და ლილეს მუცელზე მოეფერა.

– მდინარეზე გვინდა წასვლა ძალიან. თანაც თამარი და დანიელი დღეს მიდიან თბილისში. – გასცა შეყვარებულმა პასუხი ნიკოლოზს და მის ხელს თავისი დაადო.

– კარგი იდეაა, მართლა. – სიცილით შემოვიდა ოთახში გაოფლილი დანიელი, თამარის ბაგეებზე სწრაფად აკოცა და თავისი საძინებლისაკენ გაეშურა, შხაპი უნდა მივიღოო. – თამარ, მიდი, ჩემ თავს გაფიცებ, ბარგი ჩამილაგე რაა. ოთხი დღეა მხოლოდ, რაც ჩამოვედი და თითქმის ყველაფერი ამოლაგებული მაქვს. – სიცილით სთხოვა საცოლეს და ფეხზე წამომდგარი როცა დაინახა, კმაყოფილებისაგან ჩაიღიმა.

თამარიმ, ჩაულაგა თბილისში გასამგზავრებელი ბარგი, თვითონ უკვე ჩალაგებული ჰქონდა. კი იწუწუნა მათემ, წამოსვლა არ მინდაო, მაგრამ აქ არავინ აღარ იყო მისი მიმხედავი, ამიტომ მიუხედავად ბავშვის სურვილისა, ისიც დაბრუნდება დღეს საღამოს სახლში. საცურაო კოსტუმი არცერთს გოგონას არ ჩაუცვამს. მოკლე შორტები და ტოპები მოირგეს ტანზე.

– მათე, იცოდე, რომ არ დამიჯერო, შენ თავს ვფიცავარ, მოგაბრუნებ სახლში, არ გამიჭირდება. თანაც ხომ იცი, დიდად არ მიყვარს წყალი და ცურაობა. – გააფრთხილა ძმა თამარიმ გზაში.

ბევრი იცურავეს მართლაც. მათე ზედმიწევნით ასრულებდა დის მითითებებს და ღრმა წყალში არ შედიოდა არაფრის დიდებით. დანიელმა, წამოდი, ჩემთან ერთად იცურავეო, მაგრამ არ გაჰყვა გოგონა, – შენ ისეთი დამპალი ხარ, რაღაცას ,,გამიჩალიჩებო.’’ მართალიც არის, რას ვერჩით!

საღამოს დაბრუნდნენ სახლში, ივახშმეს და გააცილეს წყვილი მათესთან ერთად. მთელი გზა ვერ ისვენებდა თამარი. მაინც ეუხერხულებოდა მშობლების, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდათ მის მშობლებს. მათეს ნახევარი მანილის გავლის შემდეგ ჩაეძინა. პლედი მიაფარა თამარიმ ძმას და ისევ განაგრძო ნერვიულად თითების წვალება.

– გეყოფა. – თითებზე დაადო ხელი დანიელმა. – რა არის აქ სანერვიულო, თამარ? – ჰკითხა ღიმილით საცოლეს. – მე ვხვდები პირველად შენს მშობლებს და მე არ ვნერვიულობ, შენ რა გემართება?

– არ ვიცი, მართლა. საშინლად ვნერვიულობ. – მოგუდული ხმით თქვა და ოფლით დაცვარულ შუბლზე, ნაზად გადაიტარა თითები.


– კარგი ახლა რა! – სიცილით გადახედა თამარს. – არაფერი არ მოხდება. მალე ქორწილიც გვექნება და...

– და?

– და! – კმაყოფილმა, ღიმილით გააწკლაპუნა ტუჩები. უცბად გადაიწია გოგონასკენ და კიდევ ერთი ვნებიანი კოცნა აჩუქა. – ახლა დამშვიდდები და იფიქრებ იმაზე, თუ რა კარგი ქმარი ვიქნები! – ამაყად გაიჯგიმა დანიელი.

– იქნები, რომ?! – ცინიკურად ჩაიცინა თამარამ და ოდნავ მოეშვა.

– ვიქნები! – თავდაჯერებული ღიმილი შეაგება საცოლეს და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.



№1  offline წევრი anuka^_^

არაჩვეულებრივია უბრალოდ პატარაა
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№2  offline მოდერი sopiko

აი, ისე ტკბილად დასრულდა, დამენანა ეს თავი... wink შენ ხარ ძალიან, ძალიან ნიჭიერი გოგო და ასე ნიჭიერად მართავ ამ მოთხრობის სადავეებს! ცუღლუტი თამარა და ასევე ცუღლუტი დანიელი love აბა, ველი შემდეგ თავს და არ დაიგვიანო იცოდე!

 


№3 სტუმარი Black

Mshvenialuriawink

Mshvenialuriawinkvgijdebi chem gamuraze me!

 


№4  offline წევრი kaxelii

ძალიან კარგია საყვარელო მალე დადე და ისევ ესეთი თბილი თავი არ დააგვიანო გთხოვ love

 


№5 სტუმარი irma jojua

Auff rakai iyooo . ❤ Kai xar . Nuagvianeb Ra gtxovv

 


№6  offline მოდერი Nude

ვაიმე, რა საყვარლები ხართ ^^^ უღრმესი, უდიდესი მადლობა! love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent