ქმრის ვალი გავისტუმრე (13 თავი)
,შვენიერი, თბილი საღამო გამოვიდა, ყველა ძალიან გახარებული იყვნენ, კარგადაც შეზარხოშთდნენ. ---ეხლა კი ბონდო ძიას დაურეკეთ უთხარი მოვიდეს.- დემეტრემ ბოლო სასმისი დაცალა და ნიკას მიაპყრო მზერა. --ბონდო ძია რად გინდა, მე არ დამილევია და მე გაგიყვან სახლში. თუ არადა აქაც მოთავსდები ბოლო-ბოლო მალე სიძე გახდები ამ ოჯახის!- საბამ ღიმილით გადახედა დემეტრეს. --რას ამბობს ნიკა!- დალი ბებო გაუბრაზდა ნიკას. მან ხომ არაფერი არ იცოდა. ---მართალია ბებო, ნათიას ფიქტიური ქორწინება დამთავრდა, ეხლა კი მალე დიდი ბებო გახდები და კალთაში ჩაგიგორებთ სულ რაღაც სამ თვეში შვილთაშვილებს. ტყუპებია ბიჭი და ორი გოგო!- დიდი სითბო და სიყვარულით საუბრობდა ნიკა პატარებზე. ---რა ხდება ჩემს თავს ნათია ფეხმძიმედაა?- გაურკვევლობაშ იყო ბებო- სად არის ახლა? ყურადღებას ვინ აქცევს? მასაც დედამისივით??- ცრემლით აევსო თვალები --არა ბებო შენი ტკივილი გულში არც კი გაიფიქრო, მე ნათიას არასოდეს არ მოვერქცევი ისე, როგორც თქვენს შვილს მოექცენ. ამაზე არ ინერვიულო, ძალიან გთხოვ. ბონდო ძია კი იმისთვის მინდა ნიკა მან იცის სადაცაა ნათია. რადგან თავად წაიყვანა თეთრწყაროში. ---ამას რომ ვერ დაემალები ვერსად!- გაეცინა ხმამაღლა საბას. ---აი მოვიდა ბონდო ძიაც და ნიკამ კარები გაუღო სტუმარს. --საღამო მშვიდობის. ხომ მშვიდობაა ხალხო! ---კი, კი მშვიდობაა კაი სუპი მაქვს ქათმის ბონდო, მოდი დაჯექი აქ. არ ვიცოდი დღეს ასეთი სტუმრები თუ მეყოლებოდა თორემ უფრო კარგად მოვემზადებოდი! ---ოოო რომ არ მოგატყუო კი შევჭამ დალი. ძალიან დავიღალე დღეს. ---ბონდო ძია მე მიმასწავლე როგორ მივიდე ნათიამდე და სხვას ესენი მოგიყვებიან ამ თავყრილობის ამბავს. უარი არ გაგივა ვიცი ნათია თეთრწყაროშია და კარდაკარ რომ დავიარო ხომ იცი მაინც ვიპოვნი.- გაეცინა მოხუცს და მიასწავლა გზაც და სახლის გასაღებიც მისცა. დაემშვიდობა ყველას და გაუდგა გზას სადაც უკვე მისთვის ოთხი გული ფეთქავდა. გამთენიისას მივიდა ადგილზე. ჩუმად გააღო სახლის კარები და ფეხაკრებით შევიდა. ფრთხილად მიდიოდა რომ სიბნელეში ვიღაცის მკვრივ სხეულს დაეტაკა. ორი ერთმანეთისთვის უცნობი პიროვნება ერთმანეთს სიბნელეში ზვერავდა. ---რომ არ დაერეკა ბონდო ძიას და არ ეთქვა, შენი მოსვლის შესახებ გეფიცები ეხლა აი ამ დანით დაგაგდებდი ძირს!- უთხრა გოდერძიმ. ---მეც ვიცი რომ აქ ნათიასთან ერთად ცხოვრობთ. სად არის, მისი ოთახი?-ჩუმად ჩურჩულებდნენ. მიიყვანა საძინებლის კარებამდე და წარმატებები უსურვა. ---გაუფრთხილდი ის საოცარი ადამიანია! ---მადლობა ვიცი და უბედნიერესი ადამიანი ვარ!- დემეტრე შევიდა საძინებელში. მთვარის მკრთალ შუქზე, ულამაზესი ჩანდა ფეხმძიმე ქალი საწოლში. რომელიც მშვიდად სუნთქავდა. ფრთხიოლად, ძალიან ფრთხილად დაიხარა და ჯერ მისი სუნი შეისუნთქა, ფილტვები შეივსო ნაზი თმის სურნელით. ნელა-ნელა მიუწვა და ჩაიხუტა გულში მძინარე ქალი. მალე, წამებში იგრძნო ნათიამ, მისი საყვარელი სუნი რა ახლოს იყო. აწრიალდა, ვერ ისვენებდა, ბავშვებმაც დაიღვიძეს და ძლიერად მოარტყეს ფეხი შიგნიდან. იგრძნეს პატარებმა, რომ მათი მამა იყო, მათ ახლოს და სიხარულისგან ხტუნავდნენ და აღარ ჩერდებოდნენ. ---რა დაგემართათ, მომასვენეთ რა გთხოვთ!- ამოიკრუსუნა და მუცელს მოეფერა მძინარემ!- რატომ გამაღვიძეთ ეხლა მომშივდა, რა ვჭამო სადაცაა გათენდება! დემეტრე უყურებდა და იღიმოდა. მოლოდინში იყო როდის შეამჩნევდა ნათია მას და თან ეშინოდა არ შეშინებოდა. ცდილობდა არც ესუნთქა, ნათიამ წამოჯდომა დაიწყო , საწოლთან დადგმული სანათი გაანათა და მოულოდნელად ხელი გაუშეშდა რადგან მის პირდაპირ მდგარ სარკეში დაინახა მის უკან დემეტრე. მიუბრუნდა ხელი ხელზე მოკიდა და წყნარად უთხრა; ---დემეტრეეე ნამდვილი ხარ? და არ მეჩვენები? ---არა გამოძერწილი ვარ. ოღონდ მამაჩემმა გამომძერწა, ისე როგორც მე ეგ პატარები გამოვძერწე! ---დაიცადე და ვინ გითხრა, რომ აქ ვარ? ---როგორ გგონია ვინ მეტყოდა , აქ ასე თავისუფლად თუ შემოვედი? ---გამყიდველები!- გულმოსულმა ამოილაპარაკა.- ეხლა მშია და მერე მოგხედავ!-უთხრა და ასადგომად მოემზადა. ---მითხარი რა გინდა და მე მოგიტან!- უთხრა დემეტრემ. ნათიამ იფიქრა ,,ეხლა ჩემი დრო მოვიდაო'' და თვალებ მოჭუტულმა გახედა. მიხვდა დემეტრე რომ მისი საქმე კარგად არ იყო და გაეცინა. ---მარწყვის ნაყინი მინდა. ბანანი მინდა, მოხარშული მალაკო მინდა და იოგურტი მინდა! ---და ამდენს შეჭამ?- თვალებ გაფართოებულმა შეეკითხა დემეტრემ. ---ჩვენ ოთხნი ვართ და რატომაც არა, ვერ მოვერევით თუ რა?- თვალები შეანათა ნათიამ, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და - ვფიქრობ არ გვეყოფა და კიდევ იცი რა მინდაა? შოკოლადი თან. ---კარგი წავალ მოვიტან! ---ასე მოგიხდება!- ჩაილაპარაკა ნათიამ და ისევ შეწვა საწოლში. ძნელია საყვარელი ადამიანი ასე ახლოს გყავდეს და ასე შორს იყო მისგან. ეს უკვე მეორედ როდესაც დემეტრე, ნათიასთან მისვლას არ ჩქარობდა. ერთ საათში დაბრუნდა დემეტრე დატვირთული ცელოფნებით. უკვე გათენებული იყო.გოდერძიმ და ლიზამ მოეხმარა სახლში შემოატანინეს ყველაფერი. სამზარეულოში მთქნარებით ნათია შევიდა და ამრეზით გახედა მაგიდაზე დახვავებულ პროდუქტს. ---მიდი ჭამე, მოგიტანე რაც გინდოდა.- ღიმილით უთხრა დემეტრემ ---ესენი არ მინდა ეხლა გადამინდა. მჟავე კიტრი მინდა და ლავაში პური, კარაქი და თაფლი!- თქვა და ენით მოიტლიკა ტუჩები. ყველამ დემეტრეს გახედა. ისიც უხმოდ ადგა და გარეთ გავიდა. ბედად ახლოს იყო პურის საცხობი და სულ ცხელ-ცხელი ლავაშები იყიდა დემეტრემ. სწრაფად მიურბენინა სახლში. კარაქი თაფლი და მჟაავე გოდერძიმ გამოიტანა, ნათიას სიხარულისგან გაიბერა, ისე გაუხარდა შუაზე გადახია ერთი ლავაში. შ იგ გულში კარაქი წაუსვა და მერე თაფლი გადაასხა და გემრიელად ჩაკბიჩა. თვალები დახუჭა და სიამოვნებას მიეცა .დემეტრე იდგა და უყურებდა, თან იცინოდა. --კიტრი, კიტრი მომიტანე? უი აქაა და ისე გემრიელად ჩაახრამუნა კიტრი. უცხოს რომ შეეხედა სამი დღის მშიერი ეგონებოდა. ---ნათ დღეს რა გავაკეთოთ საჭმელი. რას გთხოვს პატარები?- შეეკითხა ლიზი. ---ქაბაბი!- უცებ წამოიძახა.- ტომატის საწებელში ხახვში და მწვანილებში. ბევრი ქინძით!- და ისევ ენით მოილოკა ტუჩები. დემეტრეს ტანში აჟრიალებდა ნათია ასე რომ აკეთებდა, მაგრამ მარტოები არ იყვნენ და თვალებით ეფერებოდა. ---ეს ასე არის ყოველ დღე?- ჩუმად კითხა გოდერძის. ---არა, არ ვიცი რა ეტაკა .ვეხვეწებით ხოლმე ჭამეთქო!- დემეტრე დასაჯა არ ელაპარაკებოდა, არ უყურებდა, არ იმჩნევდა. პასუხებს არ სცემდა მის შეკითხვებს. დემეტრეც უმორჩილესად ითმენდა ყველაფერს. ---ნათია ხომ არ ვილაპატაკოთ?-კითხა საღამოს, როცა მარტონი დარჩნენ. ---რააა?ასე რატო მიყურებ! -უთხრა გულმოსულად. ---გიყურებ და მიხარია რომ ამდენი თვის შემდეგ, ისევ ისეთი ხარ. ისეთივე მიამიტი და უბრალო! ---მე ეს ვიყავი, ეს ვარ და ეს დავრჩები ბოლომდე!- მერე დაუთბა მზერა და უთხრა.---შენ როგორ ხარ! -ჩუმად თქვა მაგრამ დემეტრემ მაინც გაიგონა და სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. ---მშვენიერო, ეხლა ვერ გეტყვი რატომ წავედი მაშინ, ასე უცებ და გაუფრთხილებლად. მაგრამ გეფიცები, ისევ შენს გამო ვიყავი წასული. მალე გაიგებ ოღონდ ნუ დამაძალებ ეხლა გითხრა. ეს დიდი სიურპრიზია!- უყურა ნათიამ, უყურა და მერე უთხრა; ---ვიცი დემეტრე. გენდობი და ეს ნდობა შენდამი, შენს თვალებში ამოვიკითხე, რადგან აქ ხარ, მოგვძებნე და ჩამოდი. ალბად რაიმე მნიშვნელოვანი იყო, ეხლა თუ გინდა რომ გაპატიოთ მჟავე პომინდორი გვინდა მკუხე. არ მინდა წახვიდე , მაგრამ მინდა და რა ვქნა!- წაუტირა ბოლოში. ---კაი რა ნუ ტირი. არ დაიძინო და მოგიტან. მითხარი კიდე რა გინდა.- გული მოულბა დემეტრეს ----ბულკი მინდა კიდევ, ბუბლიკები რომაა ისინი! ---ვაიმე სად გაახსენდა ხუთ კაპიკიანი ბულკები. ოც კაპიკიანები რომ იყოს არ გინდა?- სიცილით შეეკითხა დემეტრემ ---არა ხუთკაპიკიანი და ექვსი ცალი. ორი ერთს, ორი მეორეს და ორიც მესამეს. რა ვქნა ღორები არიან, ვერ ძღებიან. ---კარგი დაწექი და მოვალ.- წავიდა დემეტრე. ვერსად ვერ იშოვა და ბოლოს მაიას დაურეკა. ---მაკიკო გეძინა? --არა დემეტრე რა ხდება? ასე მაშვინ მეძახდი ხოლმე რაღაც რომ გინდა. მითხარი რა გინდა! ---დეეე ადრე რომ ხუთკაპიკიანი ბულკები იყიდებოდა, სად ვიშოვი იმგენს? --- რააა? -გაეცინა მაიას. მიხვდა ეს ნათიას სურვილი რომ იყო. ---მოდი სახლში გამოვაცხობ შენს მოსვლამდე და წაუღე.- უცებ დატრიალდა ყველაფერი ინგრედიენტი ჰქონდა, დემეტრეს მოსვლამდე ცომი მოამზადა და ღუმელშიც შედგა. ---უკვე გარბენინებს? რაო კიდე რა უნდა. ---მჟავე პამინდორი მკუხეო!- დემეტრეს თვალებში დიდ სიყვარულს კითხულობდა, უდიდესი სითბო და სიყვარული იყო მის თვალებში. --- შენ გგვანან.- ღიმილით უთხრა მაიამ- მეც სულ მჟავეს ვჭამდი. მე მაქვს გაკეთებული და გაგატან! ---დე იცი რა საყვარელია? წუხელ რომ მივედი და მუცელზე ხელი დავადე, იქედან აფართხალდნენ, ვითომ გაიგეს მე რომ ვიყავი? ---ისინი ყველაფერს გრძნობენ შვილო. მამის სითბო იგრძნო ბავშვებმა და აფართხალდნენ,- სამზარეულოს მიაშურა მაიკომ- აი, მზადაა!- ლამაზად.გადაუხვია და გაატანა. მიდის დემეტრე და მიუხარია. ტელეფონზე დაურეკა, მეხუმრებით შუა ღამისას თეთრ წყაროსა და თბილის შორის მგზავრობას? მაგრამ საყვარელი ადამიანის გამო რას არ ჩაიდენ. ---ალო!-ნაზად უთხრა უკვე ძილისკენ წასულმა ნათიამ. ---მშვენიერო, არ დაიძინო რა გთხოვ, ცხელი ბულკები მომაქვს! ---მართლა?- უცებ გამოფხიზლდდა. ---მართლა ხო და თუ გინდა კიდე რამე ბარემ მითხარი! ---არა ესენი მომიტანე, დღეს საკმარისია!- წამოცდა უნებურად. ---აჰააა, ასე ხომ? - ღიმილი გაეპარა დემეტრეს- ესე იგი ჯავრს იყრი ჩემზე ხო? კააარგიიიი! ---მალე მოხვალ?- წაუკრუსუნა ბოლოში. ---მოვედი უკვე- და საძინებლის კარიც შეაღო. აი ყველას შეჭამ. თბილიში ჩავედი და დედამთილმა გამოგიცხო! - აციმციმებული თვალებით უთხრა. --- რააა? რატო შეაწუხე ამ შუსაღამეს- !შერცხვა ნათიას მაიკოსი. ---რა შეწუხებაა. ეს პატარა მაიმუნები მისი შვილიშვილები არ არიან? უუუფ გემრიელად დანაყრდდა და დაწვა.მოემზადა დემეტრე დასაწოლად და უცებ ნათიამ შეაჩერა. ---მე არ მომეკარო, თითიც არ დამაკარო!- თითის აწევით გააფრთხილა დემეტრე. დემეტრემ ორივე ხელები მაღლა აწია და საწყლად უთხრა; ---არც ცოტა ადგილს არ დამითმობ შენს გვერდით? ---ჩემს გვერდით იყავი მაგრამ მე არ მომეკარო!- შეუვალი იყო ნათია. ---კარგი რა მშვენიერო, როდის გადაგივლის სიბრაზე ჰა? სითბოს თუ არ გაიმეტებ ჩემთვის, გულს მაინც ნუ ვატკენთ ერთმანეთს ! ---ეს მანამდე უნდა გეფიქრა სანამ წახვიდოდი! ---რატომ არ გესმის ნათია. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნები. ეს არ დაგავიწყდეს, მე არასროს მოვატყუებ იმას, ვინც ბოლომდე მენდობა, მაგრამ მე არ დავუწყებ სიმართლის მტკიცებას იმას, ვისაც ჩემი არ სჯერა. უახლოეს დღეებში გაიგებ სიმართლეს და მერე შენს თვალზე ცრემლი არ დავინახო, იმიტომ რომ ვიცი მერე შენს თავს გაუბრაზდები, მოდი ეხლა ჩემთან, ნუ გადმობრუნდები, მე მოგეხუტები და ისე დავიძინოთ!- მიუჩოჩდა ახლოს, შემოხვია მისი ძლიერი ხელები და აიკრა ზურგით. კისერში სველი კოცნა დაუტოვა. თმების სურნელით ფილტვები შეივსო და ძილს მისცა თავი. ნათიას არ დაეძინა. ეგონა დემეტრეს ეძინა.ნაზად მოეფერა მასზედ სუროსავით შემოხვეულ ძლიერ მკლავებს, ზედ ნაზი კოცნა დაუტოვა .თან კი მისთვის ბუტბუტებდა. ---ფული და სილამაზე წარმავალია, კეთილი გული და სუფთა სინდისი არასოდეს იკარგება, მაგრამ ადამიანი ნავი არ არის, ნაპირს მიაბა და მიატოვო. მე არ ვიცი რა მიზეზი გქონდა და ის კი ვიცი უმიზეზოდ არ გაუჩინარდებოდი, მთავარია რომ ეხლა აქ ხარ, ჩემთან, ჩვენთან, ჩვენს გვერდით!- ამ ჩურჩულში ჩაეძინა. დემეტრეს არცერთი სიტყვა არ გამოპარვია. მიხვდა რომ ატკინა გული, მაგრამ გაუხარდა რომ სჯერა მისი და ენდობა.. გამთენიისას როცა გრძნობ ზაფხულის უჩვეულო სიგრილეს, ახლად ნაწვიმარ მიწის სუნს და ჩიტების ხმას, ყველაზე სასიამოვნო დილაა. უფლება გაქვს ღრმად ჩაისუნთქო სოფლის სუფთა ჰაერი.სულ სხვანაირი სიტკბო და სითბო აქვს ამ უჩვეულო დილას. ძილში სასიამოვნო სურნელი იგრძნო და სიამოვნებისაგან გაეღიმა. მიხვდა ეს დილა ყველა სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებული იყო, ყველა სხვა დღეებთან. თვალი გაახილა და მის წინ სათუთად და ლამაზად შეკრული, მინდვრის ლამაზი თაიგული დახვდა. გააბრუა უჩვეულო სურნელმა, საათს შეხედა ჯერ მხოლოდ 9 საათი იყო. ვეღარ დაიძინა და აივანზე გაგვანგვალდა. მართლაც რომ საოცაერი დილა იყო. მშვიდი, ლამაზი. არე მარე მოათვალიერა, სამზარეულოდან ხმაური შემოესმა და ხალათით გაემართა იქ სადაც ეგულებოდა ის ადამიანი, რომელიც მის თავზე მეტადაც კი უყვარდა. არ შემცდარა ნათია, სამზარეულოში საუზმე გამზადებული დახვდა. უცებ გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე მოხვდა დემეტრეს კალთაში. ---ჩემი ტკბილი ხარ, ჩაის როგორ დალევ ლიმონით თუ ისე, ჩვეულებრივად! ---ლომონი არ მინდა მჟავეა და დაიჭყანა. ჩვეულებრივი დამისხი! ---უკვე მომენატრა შენი სურნელი მშვენიერო. ---მე კი შენ მომენატრე, საწოლში რომ არ დამხვდი, ვიფიქრე ისევ წავიდათქო, მაგრამ მომეწონა თაიგული. მადლობა ძალიან ლამაზი დილა იყო ჩემთვის! ---ჩემი ჩურჩუტი გოგო ხარ შენ, დილით ადრე გამეღვიძა და ერთი საათი გიყურებდი. არ მომეკაროო თვალების ბრიალით შემაშინე წუხელ, მაგრამ თავად იყავი ტკიპასავეთ ჩემზე მოკრული! ---მერე გეწყინა? ---მერე ის რომ მძინარე უფრო ლამაზი ხარ! ---მამშვიდებ, ასე მშვიდადს ძალიან დიდი ხანია არ მძინებია. დემე მინდა შენი გული გამანდო. რა გაწუხებს, მე და შენ პირველ რიგში საუკეთესო მეგობრები ვართ, მინდა რომ ერთმანეთს ვენდობოდეთ! ---გეტყვი, გეტყვი. მალე აუცილებლად გეტყვი. თუმცა ეხლა არა, რადგან ეს ჩაი გაცივდება თუ არ დალევ.- ნათიამ გემრიელად მიირთვა, უჩვეულო დღის უჩვეულოდ სასიამოვნო საუზმე. მათი სიმყუდროვე დემეტრეს ტელეფონის ხმამ დაარღვია. დახედა და ჩაეცინა!- მშვიდად ადგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ---ხო გისმენ ნუკრი, როგორ ხარ! ---დემეტრე მე კი არა შენ როგორ ხარ? რა ქენი სკამი მოგხვდა თავში თუ პოლისჯოხი გვერდებში?- იცინოდა ნუკრი! ---არც ერთი და არც მეორე მასხარა, კარგად ვარ შენს ჯინაზე.- სიცილითვე უპასუხა დემეტრემ. სიახლეები ხომ არ გაქვს რაიმე!. --- კი არის და მაგისთვის დაგირღვიეთ სიმყუდროვე გმირო მამიკო! ---რაო რა ხდება მორჩი ღადავს და თქვი! --- შენ ხომ არ გაახარებ ადამიანს და არ გააცინებ. შალიკომ ყველა საბუთი მწყობრში მაქვს და დემეტრეს ვერ ვუკავშირდები და გადაეცი რომ ველოდებიო! ---ბრავოოოო. აი მესმის საქმის მიმართ ერთგულება. ნიკა რას შვრება იმ საქმისას, ისევ ძალაშია შაბათი დღე ხომ? ---კი მე მგონი. რომ შეეცვალათ ხომ გაგვაგებინებდნენ! ---კარგი მე ერთი ჩამოსვლა ხვალაც ჩამოვალ და ადვოკატს ვნახავ, მერე შაბათს თქვენს გვერდით ვართ ჩვენც. მხოლოდ........! ---ვიცი აღარ გააგრძელო. დუმილი ოქროა და არცერთი სიტყვა არავისთან. არის სერ!- სიცილით უთხრა ნუკრიმ- გაბერილი შემოირიგე? ---მგონი კი და ჩუმად არ გაიგონოს. ყურები მაინც აქეთა აქვს, ერთი სული აქვს გაიგოს ვის ველაპარაკები და რაზე ვსაუბრობთ! ---აბა დროებით ჩამიკოცნე ოთხივე და ველოდებით ყველა. ---გადავცემ აუცილებლად და საქმეებს მიხედე გესმის? აბა დროებით! ---შენ მხოლოდ ბრძანებებისთვის ხარ დაბადებული. მოეთრიე აქ და იმუშავე. გაბერილი მოვიკითხე მე თორე შენ რა მოსაკითხი ხარ. შენი უჟმური ხასიათი კი არ მომნატრებია! ---შორს ხარ და დიდ გულზე ხარ ხო? გნახავ ხვალ ახლოს!- გაუთიშა სიცილით და მერე ნათიას მიუბრუნდა -გოდერძი და ლიზი სად არიან! ---არ ვიცი სადღაც მივდივართო! დემეტრე მიუახლოვდა ნათიას და ბუმბულივით აიტაცა ხელში. შიშისაგან ძირს არ დავარდეო, ხელები კისერზე შემოხვია და თავი მკერდზე მიადო. კიდევ ერთხელ იგრძნო დემეტრეს სიძლიერე. კოცნით და ალერსით საძინებელში გაიყვანა და ნაზად დააწვინა საწოლზე. ---არ შეიძლება დემე!- ამოიკრუსუნა ნათიამ. ---ვიცი მაგრამ მოფერებას წინ არაფერი არ უდგას. მომენატრე მშენიერო, ძალიან მომენატრე! უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს ვერ იგრძნობ მეორე ადამიანს ისე თუ სხეულს, სხეულის მეორე გამოძახილი არ გესმის. ეს ორნი ზუსტად ხვდებიან ერთმანეთის უსიტყვო საუბარს. დემეტრე გვერდით მიუწვა ნათიას, ეფერებოდა მუცელზე, პატარებს რაღაცეებს ეჩურჩულებოდა, მერე დედიკოს კოცნიდა, შუბლზე, ყელზე, სახეზე, თავზე და არ ეხებოდა ტუჩებს. ---ნათ შაბათისთვის კაბა გინდა. ---და სად მივდივართ? ---ეს სიურპრიზია და ეხლა დავიძინოთ. ხვალ თბილიში უნდა წავიდე დილას. მნიშვნელოვან საბუთებს უნდა მოვაწერო ხელი და თუ მოვასწარი დავბრუნდები. არ მოიწყინო ხო? უთხრა და ცხვირზე ნაზად უკბინა. დემეტრე დილით ადრე წავიდა თბილიში. მოაგვარა ყველაფერი. ნიკას და საბას ესაუბრა, რაღაც დეტალები განიხილეს და გახარებული დაბრუნდა უკან. ნათია აღარ ელოდა უკვე დემეტრეს და ნელი ნაბიჯით წავიდა თავის საძინებლისკენ რომ კარი შემოაღო დემეტრემ. ---ვერ ვიჯერებ. ვფიქრობდი ამაღამ არ წამოვიდეს უკვე გვიანიათქო და შენ მოხვედი და ჩემი გულიც გაათბე. ეხლა ძალიან მშვიდად ვარ!- ცრემლნარევი ხმით უთხრა ნათიამ. ---ჩუუუ ნუ ტირი საყვარელო, როგორ იფიქრე მარტო დაგტოვებდი ამ საღამოს. დამთავრდა სიმარტოვე, მშვენიერო, ვარდების ყიდვა მინდოდა და გადავიფიქრე და იცი რატომ?- დემეტრემ უფრო ახლოს მიიზიდა და წელზე ხელი შეუცურა. ---მერე აღარ იყო თუ ძალიან მძიმე იყო?- ეშმაკურად გაიღიმა. ---ცოცხალი ვარდები მალე ჭკნება. ესეც ვარდია და გულით მოძღვნილი, მაგრამ ის არასოდეს არ დაჭკნება და გექნება მარად სანამ ჩემი შენდამი სიყვარული ჩვენში სიმბოლოდ იცოცხლებს! -უთხრა დემეტრემ და ლამაზი კოლოფი გაუწოდა და თან ანიშნა შენ თავად გახსენიო. ნათიამ გაოცებულმა დახედა კოლოფს და გახსნა, რომელსაც დიდი ხანი დასჩერებოდა ზემოდან. ასეთი საჩუქარი მისთვის არა მარტო არ უჩუქებიათ, მან არც კი იცოდა რომ ასეთი საოცრება არსებობდა. ეხლა კი ის ამ საოცრების მფლობელია. პატარა და ლამაზ ყუთში საოცარი ოქროს ბეჭედი იყო, მაგრამ არ იყო ის უბრალო ბეჭედი. იყო ,,ოქროს ვარდი'' ბეჭდად, იშვიათი ქმნილება, მდიდრული, თვალში რომ მოხვდებოდა ყველას.. ---სიურპრიზები იწყება!- უთხრა დემეტრემ. ნათიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა და დიდი სიყვარულით თქვა ---მინდა ყოველთვის ისე გენატრებოდე, როგორც მე მენატრები ტკივილამდე! ---ეს ესეცაა ჩემო სიცოცხლე მე ეს თვეები მხოლოდ შენზე ვფიქრობდი. ჩვენ დღეიდან, სულ, სულ ერთად ვიქნებით. მე უშენოდ ვერ ვიარსებნებ!- ნელა-ნელა, მაგრამ დღეები მაინც გაფრინდა. ---დემეტრე ხვალ ხომ შაბათია მე კაბაც კი არ მაქვს! --მე ვიზრუნე შენს კაბაზეც და ფეხსაცმელზეც. ხვალ ნახავ! ---ხვალ? იქნებ არ მომრეწონოს? ---მოგეწონება, ეჭვი გეპარება ჩემს გემოვნებაში? ---არა მაგრამ მაინც.........!- ერთი სული ქონდა ორივეს ხვალინდელი დღე როდის დადგებოდა. ძალიან გაიწელა ეს დღე. თითქოს ნათიას ჯიბრზე აღარ დაადგა საშველი დაღამებას. ვერც სახლში ჩერდებოდა, რა უნდოდა თავადაც არ იცოდა. ამ წრიალში და წამება-წვალებაში გათენდა როგორც იქნა ნანატრი შაბათი დღე. დიდი სიურპრიზის დღე ნათიასთვის. სააბაზანოდან გამოსულს საწოლზე დიდი ლამაზი ყუთი დახვდა წითელი ბანტით შეკრული. გახსნა და ულამაზესი წითელი კაბა იყო. ძალიან მოეეწონა კაბა, ფეხსაცმელი შავი და ოდნავ ქუსლით, ასევე შავი ჩანთა. ისე მოეწონა ყველაფერი, მომზადების პროცესი სულ ღიღინით ამოწურა და დემეტრეს წინაშე წარსდგა ულამაზესი ქალი. დემეტრემ ჯერ მდუმარედ უყურა და ნელი და მძიმე ნაბიჯით დაიძრა ნათიასკენ. უყურა, უყურა და უთხრა; --უმშვენიერესი არსება, რომელსაც ქალი ქვია. ეს ქალი ეხლა ჩემს წინაშე დგას და ჩემი საკუთრებაა. შენ სინამდვილედ ქცეული, ჩემი ულამაზესი ცოცხალი სიზმარი ხარ. წავედით? ---წავედით მაგრამ სული დამელევა იქ მისვლამდე, სანამ გავიგებ სად მიგყავარ! ---დაიცა სანამ რამეს შემეკითხები, მანამ მე გერტყვი.ჯერ ვერაფერს გაიგებ, მაგრამ გპირდები ეს დღევანდელი დღე შენს ცხოვრებაში ძალიან ბევრს შეცვლის. ამას მე გპირდები . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.