ქმრის ვალი გავისტუმრე (12 თავი)
--დაიცა რა თქვი ეხლა შენ ბავშვებიო? - ფეხზე წამოფრინდა ნუკრი- რა ტყუპებია? -ვაუუუ, ტყუპები ტო- ნუკრი ისე იყო სიხარულისაგან აღფრთოვანებული თავს ვერ იკავებდა და ბავშვივით დახტოდა. ---ტყუპებია, ბიჭი და ორი გოგო. ჰე თქვი ვინაა ბავშვის მამა! ---დემეტრეა შენი ძმობილი. ეს თავადაც არ იცის. წამოდი ერთად ვუთხრათ! ---რააა?- ახლა სოფო ვერ მალავდა გაოცებას- ამ სიამოვნებას როგორ გამოვტოვებ.წავედით! საავადმყოფოდან ნათია და საბა ერთად გამოვიდნენ. ნათია მის მუცელს ეფერებოდა, რომ უცებ სვლა შეანელა და წინ გაუშტერდა მზერა. მათ წინ გაკრეჭილი ნიკა და ჯაბა იდგა. ---რა გეგონა როდემდე დამემალებოდი. ვიცოდი, ვიცოდი რომ თქვენ ორი ეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ასე როგორ მომექეცი ნათია. რატომ წახვედი რა გეგონა მე ვერაფერს ვერ გავიგებდი? მე ყველაფერი ვიცი. ასე როგორ გამიმეტე და თავი გაწირე სხვისთვის. ჩემზე არასდროს არ გიფიქრია? არ გიფიქრია მე როგორ გადავიტანდი შენს წასვლას ჩემგან? იცი ბებო რა დღეშია? ასე როგორ ამოგვირეცხე გულიდან? რატომ მომაკელი ეს სიამოვნება ჩემს დიშვილს მოვეფერო. რაც მოუნდება თუნდაც ღამის საათებში ქუჩაში მარბენინოს, მხოლოდ მას შევუსრულო სურვილები, იწუწუნოს და გავახარო. ---ნიკა, ჯერ ერთი დიშვილი არა, დიშვილები. ტყუპებია ჩვენსავით.- ნათიამ შვლის თვალებით შეხედა ნიკას- მეორე ის რომ მაპატიე მეგონა ასე უკეთესს ვაკეთებდი. მაგრამ ეხლა ვხვდები რამოდენა ტკივილი მოგაყენე! ---მართლა ჩვენს მსგავსად ტყუპებია?- ნელ-ნელა მიიწევდა ნიკა ნათიასკენ, ნელა ამცირებდა მანძილს, მერე მოფერება მოუნდა და ორივე ხელები მუცელზე დაადო, იქიდან კი ფეხი მოარტყეს. შეეშინდა და ცივად გამოწია ხელი. გააჟრიალა ტანში თითქოს დენმა დაარტყა. ---ეს რა იყო ? ნუთუ ეს ის იარის? მომარტყა, ფეხი მომარტყა!-სიხარულით წამოიძახა. ---მოგესალმა. ხელი მოგარტყა. მიხვდა ეს ჩემი ბიძა არისო! ---მართლა? ვაიმე რა მაგარია, უკვე მცნობს! ----ხო შენზე დაკვირვებას აწარმოებენ უკვე!- წაკბინა ჯაბამ. ყველას გაეცინა. ---ნიკუშ გიყვარვარ?- მოულოდნელად კითხა ნათიამ. ---ამას რატომ მეკითხები? მე შენზე ჯავრით არავარ და ეს როგორ მკითხე გოგო!- ნიკას გაოცებისაგან და სიბრაზისგან თვალები გაუწითლდა. ---კი მესმის. თუ გიყვარვარ მე დავბრუნდები და იცი როდის? შენს ნიშნობაზე. ---რაა? ვინ გითხრა რომ ვინიშნები ჯერ? --არავინ, მე გეუბნები. რა გგონია ვერ ვხვდებოდი ადას როგორ უჟუჟუნებ თვალებს? ---დაიცა რა? შენ და ადა ერთად ხართ? გაუკვირდა საბას და ჯაბას. ----ხო უნდა გაგიგდოს ეხლა კაცმა წინ წიხლით, ასე როგორ მალავდით რომ ვერავინ ვერ შეგამჩნიათ! -არ ცხრებოდა ჯაბა. ---სიყვარულსა მალვა უნდა კარგო!- უთხრა ნიკამ და თვალი ჩაუკრა. ---როდის მიხვდი რა კუდიანი ხარ!- გაეცინა ნიკას. ---როცა პირველად ვნახე ,მაშვინ შეგატყვეთ. ზარს ველოდები და დავბრუნდები. ეს მხოლოდ ჩვენ ოთხმა ვიცით. ეს სიურპრიზია ყველასთვის. თვით ადაასთვისაც კი.. მოეხვია ყველას აკოცა და იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა. რომელიც დილიდან ელოდებოდა სამი ადამიანი კი სახტად დატოვა. ---როგორ არის პატარა შვილო ხომ ყველაფერი კარგადაა. ---პატარა არა ბონდო ძია. პატარები. ბიჭი და ორი გოგოა!-სიხარულით ამცნო ახალი ამბავი. ---ვახ შენ კი გენაცვალე დაილოცა უფალო შენი დიდება. მშვიდობა მოგვეცი და ეს ანგელოზები ჯამრთელები მოუვლინე მის მშობლებს. ნუ გეშინია ნახე ყველაფერი რა კარგად იქნება. არ ინერვიულო და ბავშვებს არ ავნო. შენი ნერვიულობა მათაც წყენს ეს გაითვალისწინე ბიძიკო! ბედნიერება არ არის ლოდინი, არ არის პრიზი, არ არის ტანსაცმელი, არ არის კოსმეტიკა. ბედნიერება ესაა რაც ეხლა დემეტრეს სახლში მოხდება. მიჰქროდა სოფო და ნუკრი ბედნიერი სახეებით, სასიხარულო ამბით! ---სოფო ოდესმე გიფიქრია შენ რომ იქნები ისე გაბერილი რამხელა ბედნიერებას მომანიჭებ? ---უკვე დროა მეც ვიფიქრო ჩემს ბედნიერებაზე ნუკრი. იმ ბედნიერებაზე დედობა რომ ჰქვია!- ნუკრიმ მოწყვეტილად გააჩერა მანქანა და სოფოს მიაშტერდა. ---სერიოზულად ამბობ მაგას? ---სრულიად დარწმუნებული და ყველა დეტალის გათვლით!- ღიმილით მიუგო სოფომ.- ---გითხარი რომ მიყვარხარ?-გადიხარა სოფოსკენ ნუკრი და ნაზად ჩასჩურჩულა ყურში. -ფიქრი ხარ ჩემი სოფიო! ---ჩემი სევდა ხარ ნუკრი! ---დარდი ხარ ჩემს თვალებში წაკითხული სოფიო. ---მენატრები, - უცებ დასერიოზულდა ნუკრი-სოფო მენატრები! საღამოს სახლში გტოვებ, ხანდახან თითქმის ვერც კი გხედავ, მხოლოდ ტელეფონით გეხმიანები, ხანდახან მაგასაც კი ვერ ვახერხებ, ვსო უკვე ქორწილზე ვფიქრობ. -სოფო კისკისებდა და ეს კისკისი უფრო ახელებდა ნუკრის.---დაიცა ამ ბედოვლათს მივხედოთ ჯერ! უკანიდან უსიგნალებდნენ და უყვიროდნენ. სარკეში გახედა ნუკრიმ მანქანებოს კოლონას და უხ თქვენი.............. და გაფრინდა დემეტრესკენ. დემეტრე იჯდა ხელში ტელევიზორის პულტი ეჭირა და ჩამქვრალ ტელევიზორს უაზროდ მისჩერებოდა. რამდენჯერ დააპირა მაიამ რაღაცის თქმა, იმდენი გადაიფიქრა და დაელოდა როდის მოსწყდებოდა მისი შვილი ფიქრებს. უკვირდა მაიას დემეტრე არასდროს არ ენახა ასეთი ფიქრებით დაგრუზული. დედის გული ყველაფერს ხვდება. ხვდებოდა რომ დემეტრეს რაღაც აწუხებდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ნუთუ შეყვარებულია? ---ისევ გაწვიმდა. ბუნებაც განიცდის ჩვენს განშორებას და ჩემს მსგავსად ტირის. შენგან სიშორე გამაგიჟებს, დამამუნჯებს, სად ხარ ამ უთქმელობით მოგიკვდები!- დემეტრეს გონება მხოლოდ ერთ ადამიანს დატრიალებდა თვაზე, მხოლოდ მასზე ფიქრობდა და უსაზღვროდ ენატრებოდა. ---დემეტრე რა მოგივიდა შვილო. უკვე ორი საათია ესე ზიხარ და ფიქრობ. მითხარი რა გჭირს!- გვერდით ჩამოუჯდა მაია შვილს. ---დედა ცუდად ვარ!- ახედა დედას, გვერდით დაიჯინა და თავი კალთაში ჩაუდო. --თუ არ მითხარი რა გიშველო, ან როგორ გიშველო! ---მიყვარს და ვერ ვეგუები ასე შორს ყოფნას! ---ასე შორს თუა წადი და მოიყვანე სახლში შვილო! ---არა დე, არ ვიცი სადაა. წავიდა ჩემგან, შორს წავიდა, მაგრამ ვერ მივაგენი სად. საზღვარი არ გადაუკვეთია, სადღაც აქვეა მაგრამ სად ვერ ვპოულობ! ---კი მაგრამ ასეთი რა გააკეთე რომ წავიდა შენგან! ---ჰამლეტ ბურჯანაძე გახსოვს? მისი შვილია. ---როგორ არ მახსოვს პატარა ლამაზი გოგო ყავდათ. სულ ბაფთებით დადიოდა და ფუშფუშა კაბით, როგორ დაკუნკულებდა-გაეღიმა მაიას. ---ხო მაგრამ არც ისე კარგი ადამიანი ყოფილა ეს ჩვენი ჰამლეტი ძია. გახსოვს ნათია ყველას აყვანილი რომ ეგონა? თურმე მისი საკუთარი შვილი ყოფილა, მას ძმა ყავს ტყუპის ცალი ნიკოლოზი, ნიკა და ნათია არ გაზრდილან ერთად, ნათია მამამისმა საავადმყოფოდან მოპარა ნიკას დედას და მის ცოლს მიუყვანა, იქ კი ექიმებს ფული გადაუხადა და მოკვდაო ათქმევინა ბავშვზე, და-ძმამ ეხლა იპოვეს ერთმანეთი. ამ ბავშვების დედა კი გარდაიცვალა ისე რომ ბავშვების შეხედვაც ვერ მოასწრო. აი ასეთი ყოფილა ეს კაცი, რომ ყველას სიკეთის სათნოება ეგონა. ორსული გოგო მიატოვა და მერე შვილიც მოპარა. ნიკა ბებომ გაზარდა კარგი ბიჭია სწავლობს უნივერსიტეტში, ნათიას კი შემდეგ ბავშვობა წაართვეს და ბავშვთა სახლში გამოკეტეს, ყველაფრის გარეშე დატოვეს.- მაია უსმენდა შვილს და მიხვდა რომ დემეტრე ნათიაზე უღონოდ იყო შეყვარებული. ---მიკვირს აქ რას უზიხარ. ადექი მოძებნე. ვაი და ისიც ორსულადაა შენგან და წავიდა, რადგან იფიქრა რომ არ მივიღებდით ორსულს? ---რას ამბობ დედა. ეს საიდან მოიტანე. რა აზრები მოგდის ხოლმე თავში. არა ნათია ასე არ მომექცეოდა. ---ახლავეს ადგები თვითგვემას მოეშვები, გახვალ ამ კარში და მანამ არ დაბრუნდები სანამ ხელი-ხელ ჩაკიდებული ამ კარში არ შემოხვალთ გესმის?- დედას გავდა დემეტრე მრისხანებით და შეუპოვრობით. დედა შვილს საუბარი კარზე ზარმა შეაწყვეტინა. ---ელოდები ვინმეს?- კითხა მაიამ. ---არა მე არავისთან არ მაქვს შეხვედრა, მაგრამ ნახე ვინაა ჩამოიღო კარები!- გავიდა მაია და სახლში სოფო და ნუკრი შემოვიდნენ გახარებული სახეებით. --სად არის მაიკო ის ცალტვინა?- სიცილით თითქმის ყვიროდა ნუკრი ---შიგნითაა გლოვობს! ---ხო გითხარი დღეს უნდა დავისვენოთქო!-გადახედა ნუკრის აღრენილმა. ---გითხარი არ შეგაწუხებ დღეს თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ მოხდათქო და ისეთი ამბის თქმას ტელეფონით ვერ გავბედე. შემეშინდა გული არ შეუწუხდესთქო! ---თქვი რა ხდენბა ნუ ამომხადე სული რომ მაიმუნობ!- შეუღრინა დემეტრემ. ---ამას დახედე და ნახე თუ გაარჩევ რამეს. შენ კაპლი მოიმზადე ჩასჩურჩულა სოფოს. ---ეს რაა. ან წაღმა როგორაა ან უკუღმა!- ხელში ატრიალებდა ფოტოს დემეტრე და თხა და გიგოსავით დასჩერებოდა ზემოდან. ---მაჩვენე! -მაიამ გამოართვა ფოტო. დააკვირდა და მერე პირზე ხელი მიიდო. თვალები აუცრემლიანდა. ---ეს, ეს ხომ ეხოს ფოტოა. სოფო მითხარი რომ ეს ჩემი შვილიშვილია. დემეტრე ეს ხომ შენი შვილის ფოტოა! -მაია ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ხან დემეტრეს ეფერებოდა. ---შვილიშვილის კი არა მაიკო, შვილიშვილების. ტყუპებია ბიჭი და ორი გოგო! სიცილით უთხრა სოფომ. ---სოფო ეს სიმართლეა?- კითხა დემეტრემ, რომელიც გაშტერებული და ურეაქციოდ იჯდა ყველას წინ. ---ეეე შენ ასეთი ძლიერი დემეტრე დემეტრაძე, ამ სამმა პატარა ბჟღარტმა შეგაშინა?- შეანჯღრია ნუკრიმ დემეტრე. ----სამმა? ტყუპებია? ღმერთო სადაა, მე ხომ მთელი საქართველო შემოვიარე მის ძებნაში. სად არის?- დემეტრე უცებ წამოდგა ხან საძნებლის კარს მიადგა, ხან სამზარეულოს, ხან აივანს, ვერ გაეგო რას აკეთებდა, მანამ სანამ ნუკრის ხარხარი არ შემოესმა. ---ყველაფერს მისი დრო აქვს. სულ რაღაც სამ თვეში მამიკო გახდები. იცი რა ლამაზია, როგორ უხდება ორსულობა? აი ნახე მისი ფოტო! და ნუკრიმ ტელეფონზე გადაუგზავნა ჩუმად გადაღებული ფოტო. ---ეს ხომ საბა, ნიკა და ჯაბაა? და ამათმა იცოდნენ სად იყო? მე ხომ მიყურებდა საბა როგორ ვიტანჯებოდი? არ ვიცი რას ვუზამ, ნიკა? ნიკამ როგორ არ მითხრა! ---უნდა გითხრა რომ ჯაბამ და ნიკამ დღეს გაიგეს ნათიას ორსულობის ამბავი. სულ მალე ნიკას ნიშნობაა და ნათია თავად დაბრუნდება. შენ კი მანამდე ბავშვების ოთახი მოაწყვე, ოჯახურ უღელში ებმები ყმაწვილო. აბა გაგვახარე და ჩვენც გაგახარებთ ქორწილი ერთად გადავიხადოთ.- ღიმილით გადახედა სოფოს- ჩვენც გადავწყვიტეთ დავქორწინდეთ.- ომახიანად დაასრულა გამოსვლა ნუკრიმ. ---ვაუ რა მაგარია. ეს კარგი იდეაა. ორი ქორწილი ერთად. შემდეგ ფოტოს დახედა და დიდი სიყვარულით თქვა;---ჩემი გაბერილი. მართლა როგორ უხდება. მაგრამ ათი დღე როგორ მოვითმინო რომ არ ვნახო. ---ნიკას ნიშნობაზე სიურპრიზს უკეთებს სამეგობროს და უფრო დიდი სიურპრიზი იქნება თუ შენც მასთან ერთად მოხვალ დემეტრე! ---დედააა აბა შენ იცი ყველაფერს შენ განდობ- მრე სოფოს მიუბრუნდა- და შენ მიეხმარები, რომ იღიმები მალულად, შენი სამსახური სულარ მაინტერესებს ეხლა, თორე ბავშვის მონათვლა კი არა შორიდანაც არ შეგახედებ იცოდე! -უთხრა სიცილით სოფოს რომელმაც კივილით შემოირბინა მთელი სახლი. ---მე მანათლინებ? ჩემი ნათლულიიიი!- პატარა ბავშვს დამსგავსებოდა სოფო. ---ხო შენ კარგი და ჭკვიანური რა უნდა დაანათლო მაგრამ რა ვუყო ამ ლამაზ წლებს, გვერდს ვერ ავუვლი სოფო ვერანაირად.. ტანსაცმელებს, სათამაშოებს, საწოლებს. აი ეს კარტა აიღე არ გამაგონო შევაჭრება. ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც შენს გულს უნდა და როგორც გინდა, როგორც გესიამოვნება მე შენს გემოვნებას ვენდობი. ასეთი სიმპატიური გამაჩინე და შენი გემოვნება როგორ დავიწუნო მაიკო, ეს არ მოხდება. მე წავალ და იცი დრო როდის მოვალ(თ)---მოვიდა ფერზედაც და ხასიათზედაც და აღადავდა.მოხვალთ,ერთად მოხვალთ.დალოცა შვილი მაიამ და გაუშვა. არასოდეს არაფერს დაელოდო. შენ თავად მიდი იმ ყველაფერთან, რაც გინდა რომ გქონდეს. ხოდა მოვდივარ ნათ, შენთან და ჩვენს პატარებთან მოვდივარ. შენ ეხლა გჭირდება ჩემი გვერდით დგომა. მაგრამ გეფიცები რომ გაგახარებ. უცებ მოწყდა ადგილს, გასაღებსა და საფულებს ხელი დასტაცა და უცებ გაქრა სახლიდან. კი არ მიდიოდა, მიჰქროდა. საბასთან მივიდა და ბართან დაჯდა. სევდიანი სახე მიიღო და საბას აკვირდებოდა თუ ეტყოდა რამეს. არ იყო ბევრი ხალხი და მაინც თავად გადადგა პირველი ნაბიჯი მიხვდა საბა წვალობდა თქმას და თავად გაუადვილა სათქმელი. ---საბა გელოდები ჩემს განაპირა მაგიდასთან.- ის ადგილი ამოჩემებული ქონდა. იქედან უთვალთვალებდა ხოლმე ნათიას და იქედან სწავლობდა მის ყველა დეტალს --მიირთვი გემრიელად დემეტრე!-მისი ესპრესო მიუტანა საბამ. ---საბა არ ფიქრობ რომ დროა უნდა ვილაპარაკოთ?- დემეტრე ღიილის დაფარვას ცდილობდა. ---ვიცი და დიდი ხანია მინდა შენთან საუბარი. მაგრამ არ ვიცი რა და როგორ მეთქვა, ისეთ გაცეცხლებულს გიყურებდი ხოლმე!- თავი ჩახარა საბამ და ანიშნა დამნაშავე ვარო. ---მერე გეკითხა, რატომ ვიყავი ისეთი გაცეცხლებული. --რა კითხვა უნდოდა დემეტრე ამას, ნათიას გამო იყავი, ყველგან დაეძებდი და მე ამ დროს ჩუმად ვიყავი. ---არა სცდები. ნათიას გამო იმ პერიოდში არ გავბრაზებულვარ იცი რატომ? მან ისე ჩათვალა საჭიროდ და წავიდა, მე ყოველთვის მჯეროდა რომ ადრე თუ გვიან ვნახავდი ან ვიპოვიდი. ---აბა რა ხდება. თუ ნათიას გამო არ იყავი გაბრაზებული ხდება ისეთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ? ---,მალე გაიგებთ ყველაფერს და თან ჩემი გაუჩინარების მიზეზსაც თავად მიხვდებით შემდეგ! ---კარგი დემეტრე მე არ ჩაგეძიები, შენ თავად იცი რასაც აკეთებ, ვიცი ნათიას არ დააზარალებ, მითუმეტეს ეხლა! ---თამამად მითხარი საბა მე ყველაფერი ვიცი. სოფო ექიმი ჩემი სკოლის ამხანაგი და მეგობარია და ნუკრის საცოლე, ასე რომ ნუკრიმ დაგინახათ იქ და ეს ფოტოც მან გადაგიღოთ ჩუმად. პაპარაცების ხელში ისე ჩავარდით თავადაც ვერ მიხვდით!- სიცილით უთხრა, -საბა, ნიკა უნდა ვნახო აუცილებელი საქმე მაქვს. ---ხო მშვიდობაა? შეეშინდა საბას. ---კი, კი შენც გაიგებ. თქვენი გვერდით დგომა მჭირდება და ერთად გადავწყვიტოთ რა, როგორ აჯობებს. დაურეკე და მოვიდეს. ოღონდ აქ არა მანქანაში დაგელოდები!- დემეტრე მშვიდად ადგა და უხმაუროდ დატოვა კაფე. ---კარგი დემეტრე ახლავეს დავურეკავ!- მოძებნა ნიკას ნომერი და ---ნიკა სასწრაფოდ მოდი ბარში, დემეტრეა მოსული. ყველაფერი იცის დღევანდელი და ფოტოებიც აქვს, ერთი სიტყვით რაღაც სასწრაფო აქვს სათქმელი და თქვენი დახმარება მჭირდება ნათიას ეხებაო!- ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. საბა ბართან მივიდა, დაიბარა მივდივარო, აღარ მოვალო და გავიდა დემეტრეს მანქანაში ჩაჯდა. --მოვა დავრეკე, უკვე გზაშია. --კარგი დაველოდოთ! ძალიან მშვიდად იყო დემეტრე. ---დემეტრე მეჩვენება თუ ძალიან მშვიდად ხარ! ---კი საბა, ძალიან მშვიდად ვარ. იმიტომ რომ ვიცი ნათია საიმედო ხელშია. მალე მეც წავალ იქ. -მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა. საბას გაეცინა იცოდა, მაგრამ ეხლა უფრო დარწმუნდა. დემეტრეს რომ ყოველ კუთხეში საიმედო ხალხი ყავს. სისულელეა მისგან გაქცევა და დამალვა. მალე ნიკაც მოვიდა და პირდაპირ დემეტრეს მანქანისკენ წამოვიდა. მისალმებისთანავე მიაჩერდა რაც იმას ნიშნავდა თუ რა ხდებოდა. გახედა ნიკას და შეეკითხა; ---აქ ვისაუბროთ თუ ჩემთან ავიდეთ, დავჯდეთ და ვისაუბროთ როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერება. ---არა მაშინ ჩემთან წავიდეთ, ბებო მარტოა და ინერვიულებს!-.წავიდნენ დალი ბებომ მაგიდა გააწყო. ძალიან გაუხარდა დემეტრეს ნახვა. მას ხომ წლებია იცნობს ბავშვთა სახლიდან. დემეტრემ მოხუცი გვერდით მოისვა და ხელი გადახვია. --არ ინერვიულო ეხლა რასაც გეტყვით. მე ყველაფერს ნათიას გამო ვაკეთებ, არავის არ შევარჩენ ნათიას წილს ერთ ლარსაც კი!- გაუკვირდათ სამივეს და სმენად ქცეულები უსმენდნენ დემეტრეს, რომელმაც ყველაფერი მოუყვა მათ და თან დასძინა ბოლოს .--აი ეს იყო ჩემი გაუჩინარების მიზეზი ნიკა. მინდოდა შენ გცოდნოდა და მინდა იცოდეთ, რომ მე ნათიას ვაღმერთებ!- შოკში იყო ყველა ---უნდა დავიჭიროთ, -არ ცხრებოდა დალი ბებო. -ის ნათიას აწამებდა, ატირებდა, მუხლის ჩოქვით ახეხინებდა ტუალეტებს. ეს ვინ ყოფილა, არა დემეტრე ეს უნდა გავაკეთო ხვალვე შევიტან საჩივარს! ---ვფიქრობ რომ ბებო მართალია. დაე კანონიერი გზით დაუბრუნონ მისი ქონება ნათიას .---რა თქმა უნდა ეს კანონიერი გზით მოხდება ყველაფერი ნიკა. მე არასდროს უკანონოდ არაფერი არ გამიკეთებია. ისინი დაისჯებიან აუცილებლად არა მარტო ქონების მითვისებაში ნათიას მშობლები მათი მოკლულია. უბრალოდ მინდოდა რომ თქვენ ეს გცოდნოდათ. მშობლები, რომელიც ნიკას არასოდეს ყოლია, ადამიანები რომლებიც გვერდით დაუდგებოდნენ და გაჭირვებიდან ამოსასვლელ უმოკლეს გზას დანახებდნენ, სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას არ მოაკლებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.