შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების შარავანდედი -3-


12-05-2016, 10:15
ავტორი sopiko
ნანახია 2 373

[თავი 3]
-ჰეჰ, დღიური?!-პირველ ფურცელზე ლამაზად გაფორმებული სიტყვა ამოიკითხა ბეთამ და სუნთქვა შეეკრა, ნაცნობი ინიციალები რომ მოხვდა თვალში.
''თ.მ. 2000. ძვირფას დაიკოს, ლენას.''-ეწერა ფურცლის ბოლოს.
-ვიპოვე!-გაოცებულს, გაბედნიერებულს, აღფრთოვანებულს აღმოხდა მამაკაცს და ლამის ფერხულით შემოუარა მთელ ტყეს.-ისაა! გული მიგრძნობს, ისაა... ვიცი, ვიცი!
დღიური იღლიაში ამოიდო და გაკრეჭილი დაადგა იმ გზას, რომელზეც ცოტა ხნის წინ მისი მეგობრები მიაბიჯებდნენ.

-გამოეთრიე გარეთ! გესმის შენ?-თავაწეულმა შესძახა ძმიშვილს ზინამ და შიგნით შეხედვაც არ იკადრა.
-მოკვდი თუ რას ჩაგივარდა ენა?-შემდეგ დაყვირებაზე უკვე მოთმინებადაკარგული შევარდა სარდაფში და კუთხეში მოკუნტული თათუ დაინახა.
-ისე უნდა გცემოს ადამიანმა, წელში ვეღარ გასწორდე!-დაქოქილი იყო მისი მისამართით და ახლა აღარ ჩუმდებოდა. მკლავში ხელი სტაცა გოგონას და შეაჯანჯღარა.
-წამოდექი, გათენდა, მძინარე მზეთუნახავო!-თავში წამოარტყა ქალმა და თათუს სხეული მოწყვეტით გადაქანდა გვერდით.
-რა დაგემართა, ჰა? ერთმა დასჯამ ჩაგკლა ასე, შე გველის წიწილო? მიშველეთ, მეზობლებო, მიშველეთ!

ბეთამ გვერდი იცვალა და ბალიშის ერთი მხარე ხელში მოკუჭა. დილის ექვსი საათი იყო და დაძინება აღარ უნდოდა... მთელი ღამე კოშმარებს ხედავდა და ყოველი კოშმარი გუშინ ნაპოვნ დღიურს უკავშირდებოდა. ჯერ ნახა, ვითომ ეს დღიური დაკარგა და ამასთან ერთად ყველანაირი შანსი მოსპო იმისა, რომ თ.მ. ენახა. მერე მის წარმოსახვაში ყველაფერი ისე მოეწყო, რომ სოფელში არც ერთი თ.მ. არ აღმოჩნდა. ასე იყო თუ ისე, კარგი ვერაფერი უწინასწარმეტყველა სიზმრების მბრძანებელმა. ამანაც აბა, ვნახოთ, ვინ აჯობებსო და ამ დრომდე თვალი აღარ მოუხუჭავს. განუწყვეტლივ ტრიალებდა საწოლში ისე, თითქოს ჩვიდმეტი წლის ბიჭი იყო და პირველად მიდიოდა პაემანზე. იმ ოცნების წაკითხვის შემდეგ მუდამ ბავშვად გრძნობდა თავს. ჯერ არ გაუცნია და უკვე რამდენიმე წელი მოაკლო იდუმალმა გოგონამ და მერე რა იქნება?
ოჰ, მერე...
იმ დღის მერე მართლაც რომ სულ ამაზე ფიქრობს... ნეტავ, როგორია? გაუმართლდება თუ არა იმედები? ეს აფორიაქებული გული მხოლოდ მირაჟი ხომ არ არის? შეხვედრის მერე რამე შეიცვლება? გრძნობები უფრო გამძაფრდება, თუ მათ ქარი გაფანტავს აქეთ-იქით? თავი სტკიოდა ამდენი კითხვებისგან, მაგრამ პასუხებს ისე როგორ გაცემდა, თ.მ. რომ არ ენახა... ერთხელ მაინც უნდა შეესწრო თვალი! ეთქვა, რომ სულ რამდენიმე წამში ის ბეთას ოცნება გახდა! ოცნება იყო, აბა, რა! დილით მის ნახვაზე ოცნებობდა და ღამით მის ნახვაზე ოცნებობდა... ჭამისას მის ნახვაზე ოცნებობდა და ძილშიც კი მასზე ოცნებობდა... ოცნებას შარავანდედი ნახევრად ჰქონდა შესხმული, ნახევარი თ.მ.-ს ნახვაზე იყო დამოკიდებული! და ნეტავ, ვინ იყო ეს თ.მ.? მდააჰ, ისევ თავიდან დაიწყო...
-ბეთა, ათია უკვე და არ გავიდეთ?-შემოესმა გარედან გიგიშას ხმა და რიცხვი ათის გაგონებაზე ლამის საწოლიდან გადმოვარდა...
საათი ჩამორჩა? ელემენტები დაჯდა? ისრები გაფუჭდა?
მაჯის საათს დახედა და გაოცებულმა ნივთი ისევ კომოდზე დააბრუნა...
ახლა ათია... მაშინ ექვსი...
სულ ორ წუთში ოთხი საათი როგორ გავიდა?
''რა არის ყველაზე სწრაფი?''-ამოუტივტივდა გონებაში გამოცანა, რომელიც გუშინ ლიკას პირზე ეკერა და რომნელსაც ყველა შემხვედრს ეკითხებოდა.
''ოცნება! ნეტავ, თ.მ. რა პასუხს გასცემდა ლიკას ამ ამოცანაზე?...''-გაიფიქრა და საწოლის საზურგეს ჩაფიქრებული მიეყუდა.

ბეთამ ზღურბლს გადააბიჯა და ხის მორზე ჩამომსხდარ ბიჭებს მიუახლოვდა.
-გვიკადრე?-ზედაც არ შეუხედია, ისე ჰკითხა ოთომ.-რა ქენი, გადახარშე გუშინ ნაპოვნი დღიურის ამბავი?
-რა გადავხარშე, ბიჭო! ეს ღამე ძლივს გადავაგორე. დღესვე დავიწყებ თ.მ.-ს ძებნას... ჯერ ამ სოფელში და მერე კი სხვა სოფლებში. როგორ ვერ ხვდები, ეს ხომ სასწაულია! თიანეთში ჩამოვედი და ეს დღიურიც თიანეთში ვიპოვე! ზუსტად ვიცი, რომ ერთხელ მაინც თუ არ ვნახე, მთელი ცხოვრება უბედური ვიქნები... უნდა ვნახო! გული ამას მკარნახობს!-თვითონაც ვერ მიხვდა, ისე დაიწყო ფილოსოფოსობა.
-რა სისულელეებს ბჟუტურობ, ხვდები? რა ბედი? რა უბედურება? რა დღიური?-საფეთქელზე საჩვენებელი თითი დაიტრიალა გოგრიჭიძემ.-შეიძლება ის ქალი თუ გოგო გათხოვილიც იყო, მაგრამ არა ბედნიერი! ამაზე გიფიქრია?
-არა, ოთო! იმიტომ, რომ მე ყველა შემთხვევაში უნდა ვნახო ის... ასე ვერ ვიცხოვრებ! მორჩა და გათავდა! ამ თემაზე ნუღარ შემეკამათებით!
-კარგი, ბატონო! ისე იყოს, როგორც შენ გინდა, მაგრამ ამ სოფლის და საერთოდ სოფლების ჩამოვლაში ჩვენი დახმარების იმედი არ გქონდეს!-სიჯიუტე გამოიჩინა ოთომაც. გიგიშამ მხრები აიჩეჩა, ვითომ თქვენი საქმე თქვენ თვითონ მოაგვარეთო.
არც ბეთა აპირებდა ვირიდან ჩამოსვლას. ხელები ჯიბეებში ჩაიყო და დასახული მიზნისთვის მისაღწევად გასწია.

-ორსულად ხომ არაა ეს სასიკვდილე?-ლოყა ჩამოიხოკა ზინამ და საწოლზე მეზობელი ვანიას მიერ დაწვენილ თათუს გადახედა.
გოგონას მკვდრის ფერი ედო. დახუჭული თვალები განაცრისფრებოდა და გონზე მოსვლას არ აპირებდა. ექიმმა ჯერ მის ხელის გულებს დახედა, მერე გასინჯა და სპეციალური ჩანთიდან ნიშადური ამოიღო. კიდევ ერთხელ დააწვეთა სახეზე წყლის წვეთები და მისდაგასაკვირად გულწასულს სახის ნაკვთები შეენძრა.
-გონს მოდის!-გახარებულმა წამოიძახა ექიმმა და არც უფიქრია, რომ პაციენტის მამიდის კითხვაზე ეპასუხა.
-ორსულადაა?-გაუმეორა ქალმა.
-დამაცადეთ, ქალბატონო! საქმის გაკეთებაში ხელს მიშლით. კარგი იქნება, თუ ოთახიდან ცოტა ხნით გახვალთ.-პროფესიული სიმკაცრით მიმართა მას ექიმმა და გოგონას ხელები გაუხურა.
ზინამ ტუჩი აიბზუა და გაცხარებული გავიდა ოთახიდან, რათა მეზობლებისთვის მოეყოლა, თუ როგორი ცუდი ექიმის იმედი ჰქონდა სოფელს.
თათუმ თვალები ძლივსძლივობით გაახილა და შეეცადა ამოეცნო იმ მამაკაცის ვინაობა, რომელიც თავზე ედგა.
-თავს როგორ გრძნობ?-მზრუნველად ჰკითხა კაცმა.
-ცოტა თავი მტკივა და ცოტა... მცივა.-ლაპარაკი უჭირდა გოგონას.
-შენი სახელი და გვარი ხომ გახსოვს?-გადაამოწმა ყოველი შემთხვევისთვის.
-რა თქმა უნდა... თათუ მინდაძე.
-ხოდა მართლაც ყველაფერი ჩინებულად ყოფილა. ახლა თვალები დახუჭე და დაიძ...
წინადადება ვეღარ დაასრულა. მისაღებში შემოსასვლელი ფარდა გაფრიალდა და ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოიჭრა.
-მე თათუ მინდაძეს ვეძებ!-შემოსვლისთანავე განაცხადა უცნობმა და თბილი მზერით შეათვალიერა გაკვირვებული, ღონემიხდილი თათუ...

^^^
არ ვაპირებდი დადებას, მაგრამ ქალაქგარეთ მივდივარ და ძალიან დიდი ხნით მომიწევდა დაგვიანება...
კვირამდე შემდეგი თავი არ იქნება და არც კვირას არ იქნება, თუ არ მოგწონთ ეს ისტორია და თანაც ისე, რომ იმასაც არ მიწერთ, ცუდიაო...
არა, მართლა არ გამიგოთ ცუდად. მე უკვე მიწერია ყველა თავი, მაგრამ დადებას შევწყვეტ...
ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მე ვალდებული ვარ ის დავდო საიტზე, რაც თქვენ მოგწონთ!



№1  offline წევრი cisa

ყველაზე ნიჭიერი ხაარ შენ♥♥♥

საერთოდ აღარ დადეებ ? სხვისი არ ვიცი მაგრამმე მომწონსდა ველოდებიი ♥♥ როცაშეძლება გაგრძელე აუცილებლად

 


№2 სტუმარი stumari77

გააგრძელე და აუცილებლად დადე, თუ შეწყვეტ , ისევ შენთვის იქნება ცუდ ვერ გავიგებ, სანამდე წვდება შენი ფანტაზია.

ამჯერად. საერთოდ კარგად წერ, მჯერა ესეც კარგი იქნება

 


№3 სტუმარი Nino

Unda dado dalian kargia da velodebi rodis ganvitardeba movlenebi

 


№4  offline მოდერი -ნინაკა

ჰმმ.. ამ ისტორისს შეწყვეტა არ გაიფიქრო მეორედ.
მალე დაბრუნდი ❤❤

 


№5 სტუმარი teo...

არც იფიქრო ამ ისტორიის გაწყვეტა.გული დამარტყამს.იცოდე გელოდები სოფი.. request

 


№6  offline წევრი teddy))

Es sad gacherdi?! Gamawiknina es mamidaa :D ra kargi tavia male dade

 


№7  offline მოდერი sopiko

cisa
ყველაზე ნიჭიერი ხაარ შენ♥♥♥

საერთოდ აღარ დადეებ ? სხვისი არ ვიცი მაგრამმე მომწონსდა ველოდებიი ♥♥ როცაშეძლება გაგრძელე აუცილებლად

teddy))
Es sad gacherdi?! Gamawiknina es mamidaa :D ra kargi tavia male dade

-ნინაკა
ჰმმ.. ამ ისტორისს შეწყვეტა არ გაიფიქრო მეორედ.
მალე დაბრუნდი ❤❤

stumari77
გააგრძელე და აუცილებლად დადე, თუ შეწყვეტ , ისევ შენთვის იქნება ცუდ ვერ გავიგებ, სანამდე წვდება შენი ფანტაზია.

ამჯერად. საერთოდ კარგად წერ, მჯერა ესეც კარგი იქნება

Nino
Unda dado dalian kargia da velodebi rodis ganvitardeba movlenebi

დიდი მადლობა ყველას!
ისტორიას ვაგრძელებ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent