წარსულის გადმონაშთი (სრულად)
არსებობს, მოგონებები, ფიქრები, გულის გამოძახილები, რომესლაც დროის მანძილზე ვერ ივიწყებ, წერტილს ვერ სვამ, ვერ იმეტებ დასავიწყებლად. ყველა "დიახ" - არა"- დ იქცა, ყველა დაპირება- ტყუილად, ყველა იმედი ეჭვად, ყველა ლამაზი დღე - ძველ მოგონებად, ყველა ღიმილი - ცრემლად, ყველა ბედნიერება - სევდად, მხოლოდ იმიტომ რომ , ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები რომ ყველაფერი დაკარგე, ყველა იმედი გაფრინდა. ,,მზის ამოსვლა ყოველთვის მის ღიმილს მაგონებდა , წვიმა - ცრემლებს , იმ დღეს დავშორდით , მაგრამ არ უწვიმია, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ , ვიცი რომ,კიდევ ვახსოვარ , და ჩემს დანახვაზე ეღიმება, გული რამდენიმე დარტყმას ტოვებს, მას სახე ეფაკლებ, იბნევა, და ჩუმად როგორც ადრე ახლაც ჩუმად ვამბობ " ჩემი პატარა". მანამდე რა იყო? ბევრი ღიმილი, ბევრი ბედნიერება, ბევრი ყიჟინი, ბევრი ბევრი უსასრულო სიხარული და ჩემი უთქმელი, სევდა და სიყვარული. მისი ყოველი ღიმილი უფრო სასურველს და ძვირფასს ხდიდა, ჩემი მისდამი სიყვარული დღითი დღე ძლიერდებოდა. -ჩემი ბედნიერება ხართ- მითხრა მან ერთხელ, როდესაც ჩემს დისშვილთან ერთად პარკში ვსეირნობდი, აი, მაშინ მეგონა, რომ სწორედ მაშინ ვიყავი ისეთი ძლიერი, რომ შევძლებდი ჩემი სიყვარულის დაცვას. შევძლებდი ბრძოლას იმ განსაცდელის წინააღმდეგ, რაც სიყვარულს მოსდევს ხოლმე, ,,სიყვარულს არა, აკრძალულ სიყვარულს“ ყველაფერი აკრძალული ხომ ასე ტკბილი და სასიამოვნოა? მეგონა მთებსაც კი დავძრავდი, სამყაროს აღვუდგებოდი წინ, მეგონა.... მე მხოლოდ მეგონა... მე ვერ დავიცავი, ვერ გავუფრთხილდი, ვერ შევეგუე, საკმარისად ძლიერი არ აღმოვჩნდი... და მემისგან ძალიან, ძალიან შორს აღმოვჩნდი, თან ისე რომ მას ჩემი გრძნობების შესახებ, სიტყვებიც კი ვერ გავანდე. ხანდახან მგონია რომ საკუთარ თავსაც კი არ შემიძლია ძალა დავატანო, ფიქრები უკუვაგდო და ისევ დავბრუნდე, იქ, სადაც უკვე თითქმის აღარ მელოდებიან. სადაც დამივიწყეს კიდეც. -მარიამ, ეს შენ ხარ? , მაპატიე ვერ დაგინახე- მეტროს ჩასასვლელ კართან სიმპატიურ მამაკაცი და ქალბატონი დაეჯახნენ ერთმანეთს. -თავად დიდი გიორგი, კარგად შენ როგორ ხარ?- თბილად ცაეხუტნენ ერთმანეთს. მხოლოდ ახლა მიხვდნენ, შუა გზაში, კართან გხიდრულები, როგორ ძლივს უვლიდნენ მგზავრები გვერდს. რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს, რომ უცობთა უკმყოფილება არ გამოეწვიათ. -ისევ მშვენივრად გამოიყურები- მამაკაცის თვალებში რაღაც ამოუცნობი, სევდა ნარევი სიხარულ-სიყვარული მეფობდა. -შენც- ღიმილით უპასუხა ქალმა. -ისევ ის ღიმილი გაქვს, ისევ ბავშური გამოხედვა. -ჰოო,- ისევ ძველი სიკეკლუცე შერჩენოდა ქალს. -თან ძალიან თბილი, ძველებურად ფაქიზი და ნაზი. ქუჩაში ერთმანეთს, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი და ნაზი ქალბატონი შეხვდნენ ერთმანეთს, ძველი მოგონებები წამოიშალა ისევ, ისევ ძველებურად ათასჯერ აძგერებული გული, თბილი გამოხედვა და გაყინული ხელები. უბრალო მიმოკითხვა და დანისლული თვალები, ათამაშებული ჭინკები და მოთამაშე თვალის გუგები. -რა მოხდა მაშინ?- ქალს სახე დაუსევდიანდა და ბიჭს თვალებში ჩახედა, ყოველგვარი შესავლის გარეშე კითხა ქალმა და თვალებში სევდა გაუკრთა. -არ ჯობია სადმე დავსხდეთ- ბიჭმა გახედა გოგონას, ახლა მასთან ამდენი წლის შემდეგ ისევ პატარა ბიჭად გრძნობდა თავს. თან ქუჩა მოათვალიერა. -გიორგი, ისევ მეპატიჟები?-ისევ ის ღიმილი -მარი, ისევ ბავშვი ხარ, ისევ ის ბავშვური ღიმილი დაგთამაშებს სახეზე. -კარგი, დავსხდეთ სადმე.- ღიმილით დასთანხმდა ქალი. ერთ მშვიდ კაფეში დასხდნენ, ისევ ჩაი შეუკვეთეს, როგორც ადრე წლების წინ. -შენს თვალებში ბედნიერებას ვხედავ, მიხარია მარიამ. -ჰო, ძნელად მაგრამ მაინც ვიპოვე ის რისთვისაც ყველაფერს ვწირავდი, მერე კი ვიპოვე ის ვინც სამყაროს ყველა ფერი ერთად მაპოვნინა.- გაიღიმა და ტელეფონის ეკრანს დახედა. -შეიძლება ვნახო?- ხელი გაუწოდა, ქალბატონმა კი რამდენიმე სურათი აჩვენა -მიხარა ბედნიერს რომ გხედავ. -ჰო, მე ეს დავიმსახურე. შენს ცხოვრებაში რა ხდება? -ჩემს? მე.. მე... მამა გარდამეცვალა, დასაფლავებისთვის ჩამოვედი, დედა ჩემს დასთან გადავიდა, სოფელში მიდის ზაფხულობით მაინც. მალე ბაბუ გავხდები, ჩემს დას მალე პატარა შვილიშვილი შეეძინება. მარიანა კი დედიკო გახდება.- მარი ხედავდა როგორი სიყვარულით საუბრობდა მისთვის ძვირფას ოჯახზე. -ჩემი ლამაზ თვალება მარიეტა?-თვალები გაუნათდა ქალს. -ჰო, იცი? ჩემი ყველაზე გამორჩეული არსებაა, მან ჩვენი ყველა საიდუმლო იცის, ეს ჩემზე უკეთ შენ იცი. ორი ბავშვი მყავდა მაშინ, ორი საყვარელი არსება, ყველაზე ბედნიერი ალბათ მაშინ ვიყავი, იმ ორ ნაზ არსებას რომ ერთად მოჩხუბარს რომ ვხედავდი, -ღიმილით დაამატა მოგონებების გახსენებისას-,, არა ნაყინს, არა შოკოლადსო.“ მერე დიეტაზე რომ დგებოდნენ, ბიძას არ მოეწონება ჩვენი გასუქებაო.- მამაკაცის თვალში სევდა გაკრთა. -გიო მითხარი რა მოხდა იმ ღამით?- ისევ მისი ბაგედან წარმოთქმული გიო- რატომ შეიცვალა შენსა და ნიკას შორის ურთიერთობა? დიდი ხნის მანძლზე ვცდილობდი ბევრი საიდუმლო გამერკვია, მაგრამ ჯერ ვერაფერი გავიგე, მერე შევეშვი, მაგრამ არ დამავიწყდა, არც დამავიწყდება. -ვიცი როგორც ადრე, ახლაც უნდა მქონდეს შენი იმედი, ვიცი როგორც ძველად მაშინ, როცა ჯერ კიდევ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ყველა ტკივილს ჩემთან ერთად უძლებდი და რაც არ უნდა მომხდარიყო, ნიკასთან რომ არ იმჩნევდი- ისევ სევდა ნარევი, ღიმილი გაკრთა მის სახეზე. ნდობა, ის ისევ ძველი სანდო და თბილი სახე. -ხო როგორ არა, რამდენი ტყუილი მითქვამს ორივეს გამო- ჩვეულად გადაიკისკისა. -ისევ ის ბავშვური ღიმილი, კისკისი და უშუალობა- სიხალისე შეემატა მამაკაცსაც- დამავიწყდა როგორია მოწყდე რეალობასა და ყოველდღიური პრობლემებისგან გაიქცე სადგაც შორს მოისვენო და ეს ყველაფერი მხოლოდ შენთან. -ხდება რაიმე შენს ცხოვრებაში?- თბილად კითხა ქალმა და ფინჯანს გრძელი თლილი თითები შემოხვია ისე თითქოს მამაკაცის სიტყვები არც გაეგოს. -რომ არ ხდება იმიტომ დავიღალე ასე ძალიან, მღლის ყოველდღიური რუტინული ცხოვრება, არაფრის გარეშე. ვიღლები ყველაფრისგან, არაფერი არ მჭირდება. არც ფული, არც ქონება, უბრალოდ ძალიან მშვიდი ცხორება მინდა საყვარელ ადამიანთან ერთად და ბევრი შვილი. -შემდეგ თავი ჩახარა და დანანებით სევდიანი ხმით უთხრა- იმ ღამით დამთავრდა ყველაფერი, მე და ნიკას შორის გაურკვევლობა რომ მოხდა. -რა მოხდა იმ ღამით? ამდენი წლის შემდეგაც არ გინდათ მითხრათ? არ გინდათ ბოლო რომ მოეღოს ამ გაურკვევლობას? -ნიკას სიტყვა მივეცი რომ ამაზე არავინ არაფერს გაიგებდა, მითუმეტეს შენ და ჩვენი სამეგობრო. დღეს კი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს როგორც ვხედავ არც ერთი მხრისთვის. არა აქვს მნიშვნელობა როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ხალხი, რას იტყვიან ძველი მეგობრები. -ჰოდა მითუმეტეს მითხარი.- მოუსვენრობა დაეტყო ქალს. -გახსოვს ანა? ჩემი ანა, წიწაკას რომ ეძახდა შენი ძმა? -კი როგორ არა, მაგას რა დამავიწყებს, იმ აურ-ზაურს, რომელსაც ეგ ორნი ჩემს სახლში იწვევდნენ. -ჩემთანაც არ დაგავიწყდეს. -ჰო, კარგად მახსოვს, შენი სახლიც კი დამალაგებინეს მაგ ორმა დებილმა.- სიყვარულით გაუნათდა თვალები. -მოკლედ, აღმოჩნდა რომ ანა ძალიან მოეწონა ნიკას, ჩვენ არც ერთმა არ ვიცოდით ანას შესახებ, იმდენად ცოტა დროს ვატარებდი მასთან რომ 17 წლის გოგონას პირადი ცხოვრება შეუმჩნეველი დამრჩა. ვიცი ცუდად გამოვიდა ჩემგან, ჩემი ბრალია ყველაფერი მაგრამ, მაინც ყოვეთვის მაგრამ... მაშინ ანა გამოცდებისთვის ემზადებოდა, ისეთი უშუალო იყო ისიც კი ვერ ვიფიქრე რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ თითისტოლა გოგოს ბიჭისკენ გაეხედა. ხომ გახსოვს მაშინ დარმაიდულ ცხოვრებას ვეწეოდი, არაფერი არ მადარდებდა, ყველაფერი თავისით მოდიოდა, მამაჩემი არააფერს მაკლებდა, დედა ჩემი ყველაფერია დღემდე, იცი რომ არც ვმუშაობდი, სწავლა დავამთავრე, უნიში არ ჩავაბარე და დავყიალობდი. იმ ღამით, უფრო სწორად საღამოს, ჩემმა კლასელმა მასთან სოფელში დამპატიჟა რთველზე, მაგას დავაკლდებოდი, ანა დავტოვე ჩემებთან, ნიკაც არ გამიფრთხილებია. დედას დავურეკე ისიც გზიდან რომ არ ენერვიულა. იქ ჩვეული სუფრა გაიშალა, ლამის ჩავიხოცეთ სასმელში. მხოლოდ ის მახსოვს მეორე დღეს გაგიჟებული ნიკა რომ მადგა თავზე და გამწარებული მიყვიროდა რაღაცას, ერთი საათის შეწოლილი ვიყავი საწოლში. მხოლოდ ის მახსოვს რომ მითხრა ანა მოიტაცესო. -ვიცითქო- დაუდევრად მივუგდე და ძილი განვაგრძე. -რა მოხდა მაშინ? ანა ვინ მოიტაცა? ნიკა სად გაქრა მეორე დღეს?- ქალს სევდა ჩაუდგა თვალებში. -ანას ყოლია შეყვარებული მისი სკოლელი, ის ვერ აბარებდა უნივერსიტეტში, ანას გამოშვება არ უნდოდა, სხვას გაიცნობ და მე დაგავიწყდებიო. ანას ცივილურად აუხსნია ყველაფერი მაგრამ არ გაუგია, მერე დაჩემებია, დაუშინებია რომ ყველაფერსს მეტყოდა, მაგრამ არ დააცადეს ჩემამდე მოსვლა. სწორედ იმ ღამით მოიტაცეს მე რომ წავედი სოფელში. -ნიკა? ნიკას რა დაემართა? -ნიკა და მისი ორი ძმაკაცი წავიდნენ ანასთან, ვერ იპოვეს იმ ღამით, დილით კი ,,სიძის“ ძმაკაცები იპოვეს, შემთხვევით გადაეყარნენ, შვიდი სამის წიინააღმდეგ, იმ დღეს ბიჭები მაგრად დაშავდნენ, მაგიტომ გაითამაშეს ვითომ ავარია. ნიკას ორი ნეკნი ქონდა გატეხილი ვახოს მსუბუქი შერყევა, იმ შერყეულს კიდევ შერყევა უნდოდა? -გაეღიმა და განაგრძო თხრობა- თოკას კი ფეხი ქონდა მოტეხილი და ლავიწის ძვალი ჩამტვრეული. გიორგიმ თხრობა შეწყვითა და ფინჯანს ჩააშტერდა, თითქოს იქ ეძებდა რაღაც მინიშნებებს, მოგონებებს და პასუხებს. -მერე რა მოხდა- ქალის ხმამ დაუბრუნა რეალობას. -მერეეე?- გაწელა სიტყვა და ისევ მოგონებებშ გადაერთო. -გიო მითხარი რა მოხდა შემდეგ?- ქალის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან, ხელზე შეხება იგრძნო და როგორც მაშინ ახლაც საოცარი სითბო ჩაეღვარა სხეულში და სკამზე გაქვავდა თითქოს. -მერე დაინგრა ყველაფერი- თავი ჩახარა და საკუთარ ხელებს დააცქერდა. -თუ გინდა აღარ განაგრძო, -ისევ თბილი ხმა ჩაესმა მოგონებებშ გართულს.- თუ გიდა სხვა დროს, აქამდე მოვითმინე, არაფერი ვიცოდი, ახლაც როგორმე გავუძლებ რომ არ ვიცოდე. -არა, მოდი დავამთავროთ ეს ყველაფერი დღეს, ბოლო მოეღოს ამ გაუგებრობას, ამ საიდუმლოს, ჩემს არაკაცობას, მიუხვედრელობას, ეგოიზმს, ამპარტავნობას- სიბრაზე აწვებოდა და ვერც კი გაიაზრა ისე მტკივნეულად მოუჭირა ქალის თითებს მისი ხელები. ქალს ჩუმი კვნესა ამოხდა და შესამჩნევად აამოძრავა თითები- მაპატიე მარუს რა- უცებ გაუშვა ხელი და ნაზად ეამბორა. -ისევ ისე მეამბოხე ხასიათი გაქვს- შესამჩნევად გაუღიმა, მამაკაცს კი ამ ღიმილმა შვება მოგვარა, ისევ ის იგრძნო ნანატრი სიმყუდროვე. -მე და ნიკამ ვიჩხუბეთ, მისი გამოჯამრთელების შემდეგ, ლამის ერთმანეთს ხელით შევეხეთ, ძალიან გამიჭრდა ნიკას გარეშე, ის ჩემი ნამდვილი მეგობარი იყო და არის, შენც ხედავდი, ჩვენ რა ვიყავით ერთმანეთისთვის. მისი დამსახურება დღეს რომ კაცი მქვია. ანას მშობლებმა მიაგნეს მაგრამ მაინც დარჩა, მიყვარს და მაინც ერთად უნდა ვიყოთ საბოლოოდ და მომავალი მასთან მინდაო, დღეს კი ბედნიერი ქალი და დედაა. -ძალიან მიხარია, ყოჩაღ ანის, დაიცვა მისი სიყვარული.- ბედნიერებით შესძახა ქალმა. -რატომ მახვედრებ ყოველ სიტყვაში ჩემს არასწორ საქციელს და დაუფიქრებლობას?- წყენით შეხედა ქალს. -არა გიორგი, ეგ აზრადაც არ მომსვლია- იწყინა ქალმა- მე მხოლოდ ანას სიყვარულმა მომიყვანა აღფრთოვანებაში. -ჰო, მეც მიხარია რომ ბედნიერია და მისი გადაწყვეტილება წამითაც კი არ უნანია, ლაშა გიჟდება მასზე, თან მითუმეტეს დღემდე ამბობს რომ ანამ მის გამო დაკარგა სწავლისთვის განკუთილი ორი წელი. - სითბო ჩაეღვარა მამაკაცს თვლებში.- მიხარია, რომ მისი გადაწყვეტილება მაინც გამოდგა სწორი. -ჰო ზოგჯერ ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ, მერე კი მთელი ცხოვრება ამ შეცდომებს ვიმკით. -მე ძალიან მტკივა წარსული მარუს, იმდენად მტკივა, ხანდახან მგონია რომ საცაა ძალა წამერთმევა და თავს დავკარგავ. - მარიამის წინ ახლა ეს ბრგე მამაკაცი კი არ იდგა, არამედ გულ გატეხილი თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა და მომავლის იმედი დაკარგა, გონია რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა. -რატომ დაკარგეთ ერთმანეთი?- ისევ სევდიანი გამოხედვა -ზოგჯერ ცხოვრება შანს გაძლევს, მაგრამ ზოგჯერ არ ვუფრთხილდებით ამ შანს, არაფრად ვაგდებთ. მერე, მერე ყველაფერი სახეს იცვლის, ყველაფერი უფერულდება და ჩვენც ჭაობში დაუფიქრებლად ვეშვებით. ქალი მის წინ მონუსხული იჯდა და უსმენდა, იმ ცანცარა ბიჭისგან რომელიც წლების წინ მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ან ცოტა მეტი, სრულიად შეცვლილიყო და წარსულის შეცდომებს მისი დაღი დაესვა. ქალი ხმას ვერ იღებდა და ფიქრებით წარსულში გადაინაცვლა, მაშინ როდესაც მასსა და ნიკას შორის პირველი უთანხმოება მოხდა. ძმა, რომელიც ღიმილის განსახიერება იყო ახლა გამძინვარებულ მხეცს დამსგავსებოდა. წარსული ფეხდაფეხ დაგდევს, თავს არ განებებს, ვერ გეწევა, შენ ჯიუტად აგრძელებ მოძრაობას, შესვენებისას კი წამიერი შესვენების დროს უცებ მის კლანჩებში გაქცეს და თავს გახსენებს ძველებურად. შეიძლება, ბევრი რამე დათმო ცხოვრებაში, მაგრამ ის ამად უნდა ღირდეს, ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა ადამიანობა არ უნდა დაკარგონ, არც ზედმეტად დაიფასონ და დაიმდაბლონ თავი, რადგან არ იცი თუ ვისთვის რამდენს ნიშნავ, არასდროს არავინ უნდა აამაღლო, იმ სიმაღლეზე, რომ მერე თავადაც ვერ შესძლო შეწვდე. არასოდეს არ უნდა ელოდე ადამიანისგან იმას, რაც მას არ ახასიათებსს, მერე იმედგაცრუებულმა არ ეძებო შენი იმედები და არა თვით ადამიანები, რომლებიც არც არასდროს გყოლია. რაც მთავარია ილაპარაკე სიმართლე თუნდაც ეს მტკივნეული იყოს, დააფასე ის ადამიანები, ვინც უბრალოდ შენს გვერდით არიან, ვის გამოც ყველაზე ხშირად იღიმი, უბრალოდ მათი დანახვაც კი გაბედნიერებს. -მე ვთქვი, რომ მას არ შეხვდები, არ მიწერ, არ მოგწერს, არც გნახავს, ამაზე პირადად მე ვიზრუნებ. -ბევჯერ გითხარი რომ, არაფერი არ ხდება და ნუ მაიძულებ ეს ასე არ იყოს. ოთახში ლამაზი გოგონა და ბიჭი იდგნენ ერთმანეთის პირდაპირ, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. ორივე მაღალი, ჩამოსხმული, უნაკლო სხეულით, გოგონას თეთრი სახე, მოციმციმე ყავისფერი თვალები, შავი გრძელი ხვეული თმა. ბიჭს კი, შავგვრემანი სახხე, დაბალზე შეჭრილი შავი თმა და შავი უკუნით ღამესავით შავი თვალები, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ. -მარიამ, მე გითხარი, რომ თავს მისგან შორს დაიჭერ- კატეგორიული იყო მისი ხმა. -ნიკა, მე კი გითხარი, რაც არ ხდება როგორ მოვახდინოთქო. -მარიამ, ნუ მატყუებ! -ნიკა შენ იცი , რომ მე შენთან ტყუილი არ მჭირდება და ნუ მაიძულებ ეს გავაკეთო. -აქ რა ხდება?- ოთახში ორმოციოდე წლის ლამაზი ქალბატონი შემოვიდა, ბიჭს საოცრად გავდა, ,,ალბათ დედაა“ - თქვენი ყვირილი მეზობლებს ესმით. -არაფერი დედა, უბრალოდ რაღაცაზე ვკამათობთ- გაუღიმა ვაჟმა მშვიდად. -ხე დე, არაფერია უბრალოდ ისევ რაღაცას ვუმტკიცებთ ერთმანეთს, ისევ მისი ხუშტურები- გოგონას მშვენიერი სახე ღიმილმა დაფარა, სახე გაუნათდა და გაუბრწყინდა. -ისე იკამათეთ, რომ თქვენი ხმა გარეთ არ გამოვიდეს ოთახიდან და მითუმეტეს გარეთ ეზოში- ქალმა ორივეს მკაცრად გადახედა და ოთახიდან გავიდა. -ნიკა იცი რა მიკვირს?-დაიწყო მშვიდად გოგონამ- არაფერი, ხდება, საერთოდ არაფერი, მაგრამ მიკვირს ასე რომ ამბობ, შენი ძმაკაცია, მეგობარი, შენი ახლობელი, თითქმის ძმა, რატომ არ შეიძლება, რომ რამე მოხდეს?- დედას გასვლის შემდეგ თითქმის ჩურჩულით განაგრძო გოგონამ. -იმიტომ რომ რაც შენ ჩამოთვლე, ყველა იმ სტატუსის გათვალისსწინებით, ერთმანეთი რომ შეგიყვარდეთ მე ორივეს დაგკარგავთ, ჩვენ ერთად ისე აღარ ვიქნებით როგორც ახლა ვართ. -რას ნიშნავს დამკარგავ, ან მას დაკარგავ- გოგონას სახეზე ტკივილი და გაოცება გამოეხატა. -არა, თავიდან არ მოგიშორებთ, - ბიჭიც მოიღუშა- უბრალოდ მარტო დავრჩები. -ნიკა ხვდები მაინც რას ამბობ? -მარუს- მთელი სითბო და სიყვარული ჩადო ამ ერთ სიტყვაში- მინდა ბედნიერები იყოთ, ოღონდ ცალ-ცალკე და არა ერთად. მე მას ვიცნობ, მასზე უკეთ შენ, შენ ჩემი საამაყო არსება ხარ, ჩემი თბილი და ჩემი საყრდენი, არ დავუშვებ შენს თვალებში იმედგაცრუება ვნახო, ამას ვერ ვაპატიებ მას. -ნიკა კიდევ გიმეორებ არაფერი ხდება, ა-რა-ფე-რი. -იმედი მაქვს მარუსი იმედი. -ის, ისეთივე მეგობარია როგორც დანარჩენები, ოღონდ ცოტა განსხვავებული, უფრო ახლო მეგობარი, მე მას ვენდობი ნიკა. -ამდენი წლის შემდეგ დავინახე, როგორ შემოგხედა, როგორ გაუბრწყინდა თვალები და როგორ ჩაუქრა. -ბიჭმა რამდენიმე დღის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა. -დღემდე არ მესმის, ზოგადად ვამბობ- რატომ არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება ძმის ძმაკაცი შეგიყვარდეს, ან პირიქით, ძმის ძმაკაცს შეუყვარდე? -იმიტომ, რომ არ შეიძლება- ბიჭმა გაიმკაცრა ხმა. -კარგი მოვრჩეთ ამაზე- გოგონამ გაუღიმა და ოთახიდან გასვლა დააპირა, კართან ძმის სიტყვები რომ დაეწია. -მარიამო, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, ორივე მინდა ბედნიერები იყოთ, მაგრამ ცალ-ცალკე. არის რაღაც, რასაც ვერ გეტყვი, ვერ ვამბობ. ეს მისი გადასაწყვეტია, იტყვის თუ არა, გაგენდობა თუ არა, მაგრამ მე მას შენთვის არ ავირჩევდი, მე ის მიყვარს, მის გმო სიკვდილზეც კი წავალ, მაგრამ შენ ყველაფერი ხარ ჩემი, ჩემი მთელი სამყარო და მიყვარხარ. -ხომ იცი, რომ არ მიყვარს, მითუმეტეს არც მას ნიკუშ- თბილად გაუღიმა გოგომ- ამიტომ, ნუ დაიტანჯავ თავს და ეჭვები ნუ მოგიღებს ბოლოს- შემდეგ კი თხოვნით მიმართა- როდესაც ერთად დაგვინახავ, ნუ იფიქრებ მას რომ ჩვენს შორის რამე ხდება, ხომ იცი? უკვე ოცის ვარ და ბებერი ძმის რჩევები, არ მჭირდება. -ბებერი არ ვარ, სამი წლით ვარ შენზე უფროს მხოლოდ და ნუ მეუბნები რომ ბებერი ვარ- ბრაზი მოერია ბიჭს. -ნიკუშ, ხანდახან მგონია რომ ქალებზე მეტად გეშინია ასაკის მომატების- აკისკისდა გოგონა- ნამდვილი მიზეზი რომ არ ვიცოდე და ორ წელიწადში არ გაიძულებდნენ ცოლის მოყვანას. -ნუ მახსენებ- დაიდუნა ბიჭმა. -ისე, დიდი ხანია ამის თქმას ვაპრებ, მაგრამ არასდროს არ მაცდი- მაცდურად გაუღიმა გოგონამ- სხვათშორის შეყვარებული ვარ და ზედმეტად არ დაიტანჯო ზედმეტი ფიქრებისგან თავი- კარები გააღო და გასაქცევად მოემზადა მარი. -სახელი და ტელეფონის ნომერი სწრაფად მარიამ- გაქცეულს ღიმილ გაპარული ძმის ხმა დაეწია, აშკარად ბედნერი იყო. -საღამოს სახლში გაგაცნობ- მარიამი უკვე შემოსასვლეიი კარისკენ გარბოდა სიტყვა ესროლა შეუჩერებლად. -ოპა, ჩვენი დაიკო შეყვარებული ყოფილა- მისაღების კართან მაღალი სიმპატიური ბიჭი იდგა. -გიო, საიდან შემოხვედი?- კითხა ნიკამ, მოსული და-ძმამ გადაკოცნა და ჩვეულად მოიკითხა. -ფანჯრიდან ძმა- ნიკამ ჯერ ფანჯრამდე მანძლი გაზომა, მერე მოპირდაპირე კორპუსსა და ფანჯარას შორს სიდიდე. მის წინ ორნი ბოლო ხმაზე რომ ახარხარდა ვერაფერს მიხვდა ბლოს კი ორივეს მოკვლის სურვილი გაუჩნდა- ნუ იცინით. -რაო ნიკუშ? გეგონა სპაიდერმენბა იკისრა გიომ?-ისევ აკისკიდა მარი და მეგობარიც აიყოლია. -გაჩუმდით ორივე- ვითომ გაბრაზდა ნიკა, გოგონას თვლი გაუსწორა და - ჯობია ის ტიპი გამაცნო, სანამ ჩემი ხერხებით გამიცვნია- ნიკამ გიოს ჩამქრალი თვალები დაინახა კიდევ უფრო მეტად სევდიანი და ცრემლიანი... მიხვდა, მისი ეჭვი ცალმხრივი, მაგრამ მაინც მართალ იყო. გული ეტკინა, სადღაც გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ ჯობდა ახლა ეგრძნო ტკივილი და იმედ გაცრუება, ვიდრე მერე, წლებს შემდეგ, ან თუნდაც დაენახა მარიამოს თვალში ოდნავი იმედ- გაცრუებაც კი. ობოლი ცრემლი. დრო უნდობელია, არაფერს არ ინდობს, არც სიყვარულს, არც მოგონებებს, არც ემოციებს, რაც უფრო მეტად ეპოტინები, მიტ უფრო მეტად შორს მიიწევს და თავს გავიწყებს. თავად გიშვებს და გაძლევს უფლებას აღარ გახსოვდეს. -გახსოვს, მაშინ, წლებს წინ, შენ და ნიკა რომ კამათობდით,-რეალობაში დააბრუნა მამაკაცის ხმამ მარიამი- მე მეორე ოთახში ვიყავი და თქვენი ყველა სიტყვა მესმოდა, იმ დღეს შეიცვალა ყველაფერი, იმ დღეს ჩამომენგრა, რაც კი რა გამაჩნდა საყრდენად, სხვებს დავცინოდი, ქალის უარმა და მისმა ხელ-ნაკრავმა სიყვარულმა როგორ შეიძლება, სამყაროს არსებობა დაგავიწყოსთქო.- თვალები დაენისლა, ჩაუქრა მამაკაცს და დამნაშავის იერით ჩახარა თავი, ვეღარ უყურებდა ქალის გაოცებულ სახეს. -შენ იქ იყავი და ყველაფერი გაიგონე? -ხო, იქ ვიყავი, ნიკამ ნახა ჩემი რეაქცია და ალბათ გახსოვს იმ დღის შემდეგ ზუსტად ერთ კვირაში მე წავედი. -კი, ეგ ყველაზე მეტად მახსოვს- სევდიანი იყო ქალი -ჰო, ყველას დავემშვიდობე. -ყველას ჩემს გარდა- უთხრა ქალმა და ჯიქურ შეხედა თვალებში. -იმიტომ, რომ შენ ყველა არ ხარ ჩემთვის და მითუმეტეს არ იყავი. -ვერ გავუძლებდი, ვერ შევძლებდი, მენახე და აქ დამტოვებინე. -ის ხომ შეძელი, წასულიყავი.- არ ცხრებოდა ქალი. -მარიამ- ოდავი ნაწყენი ხმა მოესმა თვდახრილს -მაპატიე გიორგი, ვიცი უფლება არ მაქვს და არც მქონდა. -შეიძლება არ გაქვს, მაგრამ ეს ორივემ ვიცით რომ გქონდა. რამდენჯერ მინანია, ჩემი არასწორი საქციელი, ყოფილა ის მომენტი, რომ ვიღაცისთვი გული მიტკენინებინა, და რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვერც კი მიმხვდარვარ, ჩემს საქციელს, მაგრამ დრომ ყველაფერი მაიძულა, მაიძულა საღი აზრის მნიშვნეობა დამებრუნებინა ჩემში. ამ ყველაფრი შემდეგ ი ვგრძნობდი, როგორ თანდათან, ყველა პრობლემა და ემოცია ყელში როგორ მებჯინებოდა და დიდ სინანულს ვგრძნობდი. წლების შემდეგ ისევ შეხვედრა სასურველთან, მის წინ ჯდომა, მისი სახით ტკბობა და ძველი იარების ისევ ხელ თავიდან გახსნა. დიდხანს ისაუბრეს, ბევრი რამ გაიხსენეს, იცინეს, ზოგჯერ ცრემლიც კი მოერიათ თითქოს, დრომ ყველაფერი დაავიწყათ. არაა, სტატუსი შეუცვალათ, ახლა ერთ დროოს საუკეთესო მეგორები, უბრალო ნაცნობებივით ზიან, მხოლოდ წარსულს ეხებიან, არც ერთი სიტყვა არც, აწმყოსა და არც მომავალზე. -ძალიან გამიხარდა მარიამო შენი ნახვა- კაფიდან გამოვიდნენ ქუჩაში. -მეც ძალიან გამიხარდა. -მინდა ბედნიერი ქალი იყო. -მე კი მინდა, რომ ნახო იპოვო ის ვინც თავს დაგაკარგვიინებს, სამყაროს არს შეგიცვლის და გაჩუქებს ყველაფერს, რაც მთავარია ბედნიერს გაგხდის.- ქალმა ღიმილით უთხრა. და დამშვიდობების ნიშნად ხელი გაუწოდა. -ოხ, მარიამო- მამაკაცმა როგორც ძველად გულში ჩაიკრა, ძალიან მაგრად შემოხვია ხელები- იბედნიერე მარიამო- უთხრა და ღიმილის კუთხეში კოცნა დაუტოვა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ქუჩაში გამოსული, წარსულის ფიქრები ისევ აეშალა, მარიამის სხეულს თვალი გააყოლა, დაინახა შორიდან როგორ დაუქნია ხელი და ტაქსში ჩაჯდა. ისევ გააყოლა თვალი. ეგოიზმა შემოუტია, მაგამ საკუთარი თავის გარდა არც არავინ დაუდანაშაულებია. წლების წინანდელ ყოველდღიურ გზას გაუყვა ახლა, რომელიც ძალიან ძალიან დიდი ხანია, ახსოვდა მაგრამ არც ერთხელ არ დადგომია მას. ახლა ფეხით გაუყვა, ყოველ ნაბიჯზე ახალი მოგონება ახსენებდა თავს, ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, ბოლოს კი სევდა ეძალებოდა, როგორც ადრე ახლაც უცებ აირბინა კიბის საფეხურები, თთქმის ყველაფერი უცვლელი, მაგრამ მაინც გახუნებული ეჩვენა, ისევ იმდენივე საფეხურების რაოდენობა. კარზე ზარი მასპინძელსაც არ გაკვირვებია, მისაღებს მაგიდაზე მხოლოდ სასმელი, ორი ბოკალი და ხილით სავსე ვაზა იდო. -გიო ცოლი არ გინდა? ვინმე არ გყვარს- მასპნძელიც კარგად შემთვრალიყო და კითხვას ძლივს სვამდა. ისევ გადაუშვა ყელში მწველი სასმელი. -არა, ჯერ არავინ მინდა, მე მხოლოდ ერთი მიყვარდა და მიყვარს- გიომ პირველად გაუსწორა ჯიქურ მასპინძელს ასე თვალები,- მე შენი და მიყვარს დღემდე ნიკა. ნიკამ იცოდა? როგორ არა, მაგრამ ხმამაღლა ნათქვამმა გული გაუჩერა, სასმელის ჭიქა ხელში შეაცივდა, იცოდა, გრძნობდა რომ შეცდომა დაუშვა, ორივეს წინაშე. მაშინ ხომ ორივე დაკარგა ამ უნდობლობით, და და საუკეთსო მეგობარი. -გახსოვს გიო, ერთხელ მითხარი, ერთი გოგო მიყვარსო, ,,გაგიჟდი? როგორ ეარშიყები?? მას ხომ შეყვარებული ყავს.. ,,მერე რა ფეხბურთშიც არის მცველი მარა ეგ იმას არ ნიშნავს რომ გოლს ვერ გაიტან.“ -მახსოვს, დღემდე მახსოვს. - მე კარი მეკარის გარეშე დავტოვე, შენ იმის ნაცვლად რომ გოლი გაგეტანა, მოედნიდან წახვედი. - ნიკამ თავი ჩახარა -ხო, მაშინ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მივიღე. -მგონია კი, მაგრამ ზოგჯერ მგონია რომ არა. -მაგას დღეს არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს- თქვა და ჭიქაში ჩარჩენილი სასმელი ერთ ყლუპად გადაკრა. -გიო, მე თქვენ ბედნიერება წაგართვით- ნიკამ ისევ შეივსო ჭიქა -დღეს ვნახე, ბედნიერია- არ დაუმალავს -ჰო, ვიცი და მიხარია, მაგრამ ძალიან დიდხანს ეძებდა.- ისევ გამოცალა ჭიქა ნიკამ, ისეევ შეივსო- გიო, ყოველთვის მეგონა რომ ვიცავდი, ყოველთვის მეგონა რომ ტკივილს ვერავინ მიაყენებდა მე თუ გადავეფარებოდი, მაგრამ შევცდი, მან მითხრა რომ ცხოვრება არ ვაცადე. -შენ ხომ კარგი გინდოდა მისთვის ნიკა- გიომაც გამოცალა სასმისი და ისევ შეივსო -მართალია გიო, რაც მითხრა შენ ძმობას გეფიცები, მხოლოდ მისით ვდავარ ახლა, ასე მყარად, მხოლოდ ის მაძლებინებს და მისი პატარა ორი ანგელოზი -შენ რატომ არ გყავს ნიკა ოჯახი, რატომ მივატოვეთ ძმებმა საკუთარი სახლი, რატომ მივეცით უფლება ერთმანეთს ასე შორს წავსულიყავით ერთმანეთისგან. -უფროსი ძმები, პატარა დებს არ ვაცლით ცხოვრებას, სიყვარულს, ბედნიერებას, ჩვენ... ჩვენ კი ეგოიზმა გაგვყარა... ჩემმა ეგოიზმმა.. დღეს შენი ასეთი ყოფაც ჩემი ბრალია, ჩემი ცხოვრება ხომ სულ ბოლომდე, მაგრამ შენს ბედნიერებას, უთქმელ და დავიწყებულ ბედნიერებას ვერ ვპატიობ თავს, მე როგორ ვიყო ბედნიერი როცა შენ ...-აღარ დაამთავრა საუბარი ისე გამოცალა სასმისი და სავარძელს მიეყრდნო. -არ ინერვიულო, დღიდან ყველაფერს შევცვლით, ათი წელი არაფერია, ჯერ ხომ 35 ის არ ვართ? ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ერთად ისევ ძმები. -იცი, მარიამი რამდენ ხანს გეძებდა? იცი რამდენი ხანი არ მელაპარაკებოდა? იცი რამდენი ხანი იყო ჩუმად? დიდი დიდი ხანი, მან უშენობა ვერ მაპატია. დღეს კი ის უკვე დედაა. -მერე რა ნიკა, მთავარია მე და შენ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ- გაუღიმა გიორგიმ- მე მისთვის წარსულის გადმონაშთი, მეგობარი მოგონება ვარ, ჩვენ კი დღეიდან დავიწყებთ ყველაფერს. -მაინც ისევ ისეთი ხარ- ნიკამაც შეძო გაღიმება. -ხო, აბა რა, აქ ბებრებივით ჩამოვჯექით, იმის მიუხედავად რომ ბაბუ ვხვდები და ლამის ქალივით მატირო, რა იყო შე ჩე.ა, ადე წამო ბარი დავტესტოთ. ბედნიერებაა, გყავდეს ისეთი ადამიანი გვერდით, რომელსაც მთელი ცხოვრება ისე დაელოდები თითქოს გუშინ გავიდა სახლიდან და დღეს ისევ ღიმილიანმა შემოაღო სახლის კარი. სწორედ ასე გამოვიდა ნიკასა და გიორგის მეგობრობა, იმ განვლილმა ათმა წელმაც კი ვერ შეძლო, ძმური სიყვარულის განელება და გაქრობა. ვფიქრობ უფრო ძლიერი გახადა. -დე, სად ხარ აქამდე- სახლში მისულ მარიამს პატარა მშვენიერი არსება შეეგება წინ- რას დამპირდი დაგავიწყდა? -არა ჩემო საყვარელო მამა სად არის? -აქ ვარ ძვირფასო, მისაღებიდან სიმპატიური მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც პატარა ვაჟკაცი მოესვა მხრებზე. -დეედიკო, ნახე მამამ ახალი ცხენი მიყიდა- პატარა ვაჟკაცი მამიკოს მხრებზე მოკალათებულიყო. -როგორ იქცეოდნენ- თვალებში შესციცინებდა წყვილი ერთმანეთს -ძალიან კარგად- ერთხმად იყვირეს პატარებმა -დაიმსახურეს პარკში წაყვანა- დაეხმარათ მამიკო. -კარგი მაშინ მოვემზადოთ და წავიდეთ- ღიმილით გაეშურა ბავშვების ოთახისკენ -ცოტა დაიგვიანე და ლამის შემჭამეს- ღიმილით დაეწია მეუღლე -ძველი მეგობარი ვნახე, ჩაი დავლიეთ, წლები გავიხსენეთ და გამოვიქეცი- ოთახში შესულმა ღიმილით მიიდო ხელი სახეზე. -ვფიქრობ ცოტაც ხომ არ დავაგვიანოთ პარკში წასვლა- წელზე ძლიერი ხელების შეხება იგრძნო -ეგ ღამით- ღიმილით უთხრა და ანიშნა ყელში მაკოცეო. ცხოვრება ხომ მოგონებათა დიდი ალბომია,რომელსაც ფურცლავ უჩვეულო სითბოთი სავსე და ჩერდები იქ, სადაც ყველაზე ბედნიერი იყავი.. ეს შეუძლებელია» — თქვა მიზეზმა . «ეს უაზრობაა!» — აღნიშნა გამოცდილებამ . «ეს უსარგებლოა !» — უარყოფდა სიამაყე . «სცადე » — წასჩურჩულა ოცნებამ ..... საღამო მშვიდობისა ჩემო საყვარლებო, იმდენი ხანია რამე არ დამიწერია, მინდოდა რამე, უბრალო დამეწერა, უბრალოდ მინდოდა, ისევ თქვენს ემოციებში ჩავძირულიყავი. ისევ მომინდა თავის დაკარგვა და თქვეენი შეფასებები მომენატრა... თქვენი მონატრებული ტეროოო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.