შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (4)


12-05-2016, 20:42
ავტორი Natta
ნანახია 3 691

ლენა გიჟივით ჩაეხუტა ალექსანდრეს.

- ალექსანდრე, ალექსანდრე როგორ ხარ? ( ლენა )

ასეთი შეშინებული ლენა ალექსანდრეს არასდროს ენახა, ამიტომ ძალიან დაიბნა.

- რა მოხდა? რომ იცოდე როგორ შემეშინდა. ( ლენა )
- კარგი ტო დამშვიდდი, ხომ ხედავ კარგადაა.

ალექსანდრემ გაკვირვებულმა შემომხედა.

- შენ აქ რაღა გინდა? ( ალექსანდრე )
- შენთან ლაპარაკის შემდეგ დადას დავურეკე და ვთხოვე აქ მოვეყვანე, საერთოდაც ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? იტყვი თუ არა რა მოხდა? ( ლანა )

მოულოდნელად ოთახიდან ნიტა გამოვიდა.

- დარარამ, სიუპრიზი. ( ნიტა )

ლენა ნიტას დანახვაზე ერთ ადგილას გაშეშდა შემდეგკი გიჟივით ჩაეხუტა.

- ნიტა ჩემი ნიტა, თავი სიზმარში მგონია, შენ აქ საიდან გაჩნდი? ( ლენა )
- დღეს ჩამოვფრინდი. ( ნიტა )
- ბოდიში რა ლენა, უბრალოდ ნიტას უნდოდა სიუპრიზის გაკეთება და ვეღარ გავუტეხე. ( ალექსადნრე )

ნიტას ალექსანდრეს ნათქვამზე გაეღიმა.

- მე მინდოდა ხო. ( ნიტა )
- იდიოტები ხართ იდიოტები, სხვა რამ მაინც მოგეფიქრათ, რომ იცოდეთ როგორ შემეშინდა. ( ლენა )
- ოოჰ არ დაიწყო ახლა შენებურები. ( ნიტა )
- კარებში როდემდე ვიდგეთ? შემოდით. ( ალექსადნრე )

გოგოები მისაღებში შევიდნენ, მეკი წასვლა დავაპირე.

- დადა შენ სადღა მიდიხარ? შემოდი. ( ალექსანდრე )
- არ მცალია ბიჭო, საქმეები მაქვს. ( დადა )
- საქმეები დაიცდის ცოტახანს, მოდი და მერე ერთად გავიდეთ. ( ალექსანდრე )

ალექსანდრეს აღარ შევეიწააღმდეგე და უკან მივყევი, გოგოები სამზარეულოში იყვნენ და რაღაცაზე დაბალიხმით ლაპარაკობდნენ.

- რაზე ლაპარაკობთ? ( ალექსანდრე )
- ალბათ ჩვენს დაბრედვას გეგმავენ.
- ათიანში გაარტყი. ( ნიტა )
- უეჭველი? ( დადა )
- რატომაც არა. ( ლენა )
- სიკვდილის წინ მოსულა უკანასკნელი თხოვნები? ( დადა )
- თხოვნას გააჩნია. ( ნიტა )
- ჰაჰა ეგ რა პონტია, მკლავთ და საბოლოო თხოვნაზე მითანხმდებით? ( დადა )
- მგონი მე არ მიხსენებია „შეთანხმება“ ( ნიტა )
- ასე უკეთესია, მაშინ დაელოდე ჩემს ბოლო თხოვნას. ( დადა )

ალექსანდრე და ლენა ჩვენს ასეთ დიალოგზე ბევრს იცინოდნენ.

- ამათ ისევ დაიწყეს. ( ალექსანდრე )
- ბავშვებო სანამ სიკვდილამდე მიხვალთ, მოდით სადმე წავიდეთ. ( ლენა )
- მშვენიერი აზრია. ( დადა )
- ერთი პრობლემაა, ნიტა დაღლილია. ( ალექსანდრე )
- შენ ჩემს მაგივრად რატომ ლაპარაკობ? ჩავიცმევ და წავიდეთ. ( ნიტა )
- კარგი ქვევით დაგელოდებით. ( ალექსანდრე )

რამდენიმე წუთში ნიტაც მოწესრიგდა და ქვემოთ ჩამოვიდა, ძალიან ლამაზი იყო - შავი ზედმეტად მოკლე კაბა ეცვა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

- ეს გოგო უფრო და უფრო ლამაზდება. ( ალექსანდრე )
- ნიტა შეუდარებელი ხარ. ( ლენა )
- კარგი საკმარისია ჩემი ქება, წავიდეთ. ( ნიტა )
- ჩემი მანქანით? ( ალექსანდრე )
- ბიჭო ერთი ეს მითხარი, შენი მანქანა და შენნაირი მძღოლი რა საჭიროა როდესაც მე აქ ვარ?
- ჰაჰა, დადა შენ არ იცვლები. ( ლენა )

ალექსანდრეს ჩემი ასეთი სიტყვები არასდროს არ სწყინდა, იქიდან გამომდინარე რომ ძმაკაცები ვიყავით და ასეთი „უაზრო“ ლაპარაკი ერთმანეთთან მოსული იყო და კიდევ - ჩემი ღადაობის „სტრუქტურა“ შესწავლილი ჰქონდა.
მანქანა დიდი სისრაფით დავძარი ერთერთი კლუბისკენ.

- სად მივდივარ? ( ლენა )
- კლუბში. ( ალექსანდრე )
- მშვენიერია. ( ლენა )

ნიტა ხმას არ იღებდა და თავდახრილი იჯდა, მეკი ეს არ მომეწონა.

- ბოდიშით პირნცეა მეჯლისზე, რომ არ მიმყავხართ.
- რაზე? ( ნიტა )
- რა რაზე ტო.
- მეჯლისი რას ნიშნავს? ( ნიტა )
- ეს მეღადავება.

ცოტა „გავბრაზდი“ ამიტომ პასუხს აღარ დაველოდე, გზას გავხედე და სიჩქარეს უფრო მოვუმატე.

- ჰაჰა არა არ გეღადავები, ძალიან პატარა ვიყავი საქართველოდან, რომ წავედი, ქართულად ლაპარაკი ისევ შემიძლია, მაგრამ არის ზოგიერთი სიტყვა რომელიც აღარ მახსოვს. ( ნიტა )
- კარგი.
- რა კარგი? ( ნიტა )
- ეგ იმას ნიშნავდა რომ შენთან საუბარი დავასრულე. ( დადა )

ჩემს ასეთ პასუხზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ უნდოდა ეს არ შეემჩნია და ტელეფონში უაზროდ დაიწყო რაღაცის ძებნა.



№1 სტუმარი ani

კაია მალე დადე რა

 


№2  offline წევრი Natta

ყველაზე დიდი მადლობა შენ smile ვეცდები, რომ დღეს დავამატო შემდეგი თავი. love

 


№3  offline წევრი ketia

ველი გაგრძელებას :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent