შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost star


13-05-2016, 11:41
ავტორი inaccessible
ნანახია 1 558

არ თქვა რომ იცი!!…იცი სიყვარულის მნიშვნელობა სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი მას. სანამ არ შეგეშინდება რადგან ის სხვებზე მნიშვნელოვანი გახდება შენთვის,სანამ არ მიხვდები,რომ ის არის ყველაფერი რაზეც ფიქრობ,ყველაფერი რაც გჭირდება და ყველაფერი რაც გინდა.ჩვენი ისტორია არ გავდა სხვისას ეს იყო რაღაც უფრო მეტი ვიდრე მუცელში პეპლების ფარფატი, ეს იყო მის დანახვაზე აჩქარებული გულის ცემაზე მეტი მასზე ფიქრებში გატარებული უძილო ღამეებზე მეტი…. ეს იყო სიცოცხლის წყურვილზე მეტი!!
მეტრო ჩემი საყვარელი ტრანსპორტია ალბათ იმიტომ, რომ აქ ყველაზე ადვილია ადამიანებზე დაკვირვება,იმაზე სასიამოვნო არაფერია როცა შენს საყვარელ მუსიკას უსმენ და ამ დამპალი რეალობისგან სადღაც შორს, ძალიან შორს მოგზაურობ. მეტროში უამრავი ხალხი ირევა მათი ერთი მოქმედება,გამოხედვა ან თუნდაც უმნიშვნელო რეპლიკა მაშინვე მიმახვედრებს რანნი არიან.ამით ყოველთვის ვიწონებდი თავს თუ რა მარტივად შემეძლო ადამიანებში მათი პიროვნების ერთი შეხედვით ამოკითხვა მათ თვალებში თუ ჩავიხედები ხომ საერთოდ წამებში მოვყვები სრულიად უცნობი პიროვნების ისტორიას, გადაჭარბებული არ გეგონოთ ჩემი ნათქვამი, მართლა ასეა!! მაშინ კი შევცდი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმ საბედისწერო დღეს, როდესაც მას პირველად შევხვდი, პირველად და უკანასკნელად შევცდი. რათქმაუნდა ეს მეტროში მოხდა სხვაგან არც შეიძლება ყოფილიყო, კარგად მახსოვს ის დღე ცივი ქარი ქროდა და მაშინაც, როგორც ყოველთვის სადღაც მაგვიანდებოდა სახლიდან უცებ გამოვარდნილს ისედაც მოუწესრიგებელი თმა ქარს უარესად აეწეწა ჯერ კიდევ ახალი გაღვიძებულის სახე მქონდა, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მამთქნარებდა მიჭირდა ჩემ ერთგულ მეგობართან ძილთან გამომშვიდობება!! მატარებელის მოსვლას ველოდებოდი თმებსა და კაბას ვისწორებდი თან გამოცდის საკითხებს ვიმეორებდი სადაც 10 წუთში უნდა ვყოფილიყავი, უზარმაზარ შავ ჩანთაში რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვატარებდი, რომ დედამ მაჩუქა გამწარებული ტელეფონს ვეძებდი საკუთარ თავზე და ბედზე განრისხებული საშინელ ხასიათზე ვიყავი თანაც ტელეფონიც ვერ ვიპოვე ,,ჯანდაბა ეტყობა სახლში დამრჩა’’ ამ ფიქრებში გართულმა შევამჩნიე ვიღაც უცნობის ჩემსკენ მომართული დაჟინებული მზერა თავიდან ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ როდესასც მან ჩემი ყურება არც მატარებელში ჯდომისას შეწყვიტა ძალიან უკმეხად და ყველას გასაგონად მივაძახე:
-რაიყო რას მომაშტერდი,მასხარას ვგევარ?!
მას ჩემი ყურება არ შეუწყვეტია რამაც უფრო გამაცოფა უბრალოდ გამიღიმა და მატარებლიდან ჩავიდა მაშინ ვერ შევამჩნიე რა საოცარი ღიმილი ჰქონდა ვერ მივხვდი,რომ ეს სწორედ ის ღიმილი იყო ცხოვრებას თავდაყირა, რომ დამიყენებდა. მხოლოდ საშინელ სიბრაზეს ვგრძნობდი რაა აღარ ვუწოდე!სულელი, იდიოტი, ჩერჩეტი, ხელმოცარული, ვის ვის არ უნახავს თმა აწეწილი, მოუწესრიგებელი გოგო მაგრამ ასე მიშტერება გაგონილა?!.არ ვიცი ეს რისი ბრალია ადრე მიუხედავად იმისა რომ ლაღი,უდარდელი ცხოვრება არასოდეს მქონია ყველაფერს კარგი მხირადნ ვუყურებდი ვცდილობდი ყველგან პოზიტივი შემექმნა და ეს გამომდიოდა კიდეც ამით არამარტო ჩემს ირგვლივ მყოფნი არამედ მეც ბედნიერი ვიყავი, ახლა კი სარკეში ჩახედვისას ვიღაც უცნობ დეპრესიულ, თავის თავში ჩაკეტილ გოგოს ანარეკლს ვუყურებ და ღიმილი?!…ღიმილი რომელიც აქამდე მუდამ ჩემი თანამგზავრი იყო სადღაც გაქრა.ელენე ჩემი საუკეთესო მეგობარია ერთად ავიდგით ფეხი, ერთად წავედით ბაღში და სკოლაში, ერთად ვუშვებდით შეცდომებს და მის გამოსწორებასაც ერთად ვცდილობდით მაგრამ ახლა?! ყველაფერი გაქრაა…მას წვრილმანებშიც კი ვეღარ ვუგებ ,,არავის ესმის ჩემი,, ამ სიტყვებმა თითქოს მნიშვნელობა, საკუთარი ფუნქცია დაკარგეს ჩემთვის, რადგან არ ვიცი უკვე მერამდენჯერ მიწევს ამის თქმა თუმცა სამწუხაროდ მართლაც ასეა ,,არავის ესმის ჩემი ან არ უნდათ, რომ ესმოდეთ“. ამ ყველაფრისგან დაღლილს მხოლოდ ჩემს საყვარელ ადგილას ყოფნა მშველის მეტროს გარდა არის კიდევ ერთი ასეთი, საიდანაც მთელი თბილისი ჩანს როგორ მიყვარს საღამოობით აქედან მზის ჩასვლის ყურება ჰორიზონტზე მზის შუქი ბრჭყვიალა ოქროსფერ თაღად ირკალება,რაღაც წამით ირგვლივ ყველფერი თეთრად ნათდება …მერე კი შუქი ნელ-ნელა ქრება,მზე სადღაც მთებში იძირება და ცაზე მოვარდისფრო-მოწითალო-მოყვითალო ნაკვალევს ტოვებს თუმცა,მალევე ეს ფერებიც წყვდიადში იკარგება და თბილისის თავზე ღამის შავი ფარდა ეშვება.დეკემბრის შუა რიცხვები იყო, უკვე ბნელოდა ცივი ქარი ქროდა და ბარდნიდა კიდეც არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ასე გვიან თანაც ამ სიცივეში აქ ამოსვლა მაგრამ მარტო ყოფნა მჭირდებოდა,თუმცა თითქოს სამყაროც ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულიყო ამ უკაცრიელ ადგილას არასოდეს არავინ, რომ შემიმჩნევია რაც ყოველთვის მაკვირვებდა მაგრამ სიამოვნებასაც მგვრიდა, რადგან ეს სილამაზე მხოლოდ ჩემი იყო, მე მეკუთნოდა და სხვას არავის!!.სკამზე რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემი ცრემლებისა და ღიმილის მოზიარე იყო ახლა სხვის სილუეტს ვხედავდი, თავიდან შემეშინდა და წასვლა დავაპირე მაგრამ მერე ისე რომ ვერც კი მივხვდი, როგორ უცნობის გვერდით ჩემს საყვარელ სკამზე აღმოვჩნდი. ის დიდი დაკვირვებით და სიფრთხილით ხატავდა რაღაცას სიცივისგან აბუზული იჯდა და თავი პალტოში ჰქონდა ჩარგული ვეცადე მისი სახე დამენახა მაგრამ უშედეგოდ. ასე ჩუმად ვიჯექით ალბათ 10 -15 წუთი მერე დიალოგის დაწყება საკუთარ თავზე ავიღე არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს?? ახლა ყველაზე მეტად ხომ სიჩუმე და ფიქრი მჭირდებოდა.გდავწყვიტე უცნობისათვის აზრი პირველად სწორედ ამ ადგილის შესახებ მეკითხა:
-რა ლამაზია აქაურობაა არაა?! ჩემს კითხვაზე პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღე. ძალიან გამიკვირდა ნუთუ ისეთი თავხედია რომ კითხვაზე პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა?! მაგრამ მერე ვიფიქრე იქნებ საერთოდაც ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი ის ისეთი გართულიი იყო ხატვით… მისკენ გადავიხარე, რომ ხელახლა დასმული ჩემი შეკითხვა უკეთ გაეგო და უეცრად თვალები მისი თვალებისკენ გამექცა, ის ისეთი დარდიანი ჩანდა..ეს თვალები,ისეთი არაჩვეულებრივი იყო…საიდანღაც მეცნობოდნენ მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან… თითქოს ვერც კი მამჩნევდა,აჩრდილივით ვიყავი მისთვის და როცა პირი გავაღე რომ შეკითხვა განმმეორებინა მან ხატვას თავი დაანება თავი ასწია შემომხედა და მხოლოდ ახლა შემამჩნია, ახლა მიხვდა ჩემს არსებობას მის გვერდით. თავიდან შეშინებული და დაბნეული მიყურებდა მერე ჩემსკენ შემოტრიალდა თითქოს ცდილობდა ჩემთვის კარგად ჩაეხედა თვალებში რომ რაღაც ამოეკითხა, დაბნეულობისგან არ ვიცოდი რა მეთქვა ასე ვიჯექით ერთ ხანს ახლა მხოლოდ ის მაფიქრებდა ვის მახსენებდა ასე საშინლად ის მე მიყურებდა,მე კი მას ვუყურებდი, მერე კი რაღაც სასწაული ღიმილით გამიღიმა… მე ის ვიცანი ბიჭი მეტროდან ,შუბლი შემეჭმუხნა და ისევ იმ სიბრაზემ გაიღვიძა ჩემში, გამახსენდა როგორ უტეხად მომაშტერდა მეტროში. ის მორჩა ჩემს ყურებას მაგრამ ღიმილი არ გაქრობია სახიდან, შეტრიალდა და ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო მერე ოთხად გადაკეცა და გვერდზე ფანქართან ერთად დამიდო თავიდან არ ვაპირებდი აღებას მაგრამ ბოლოს ცდუნებამ მძლია ფურცელი გავხსენი და წავიკითხე:
“ მე ვიცი ვინც ხარ,ლამაზთვალებავ!!’’
მას მე ვახსოვარ!! თანაც ლამაზთვალებას მეძახის აქამდე ჩემთვის ასე არავის დაუძახია ისიც კი არ უთქვამთ,რომ ლამაზი თვალები მაქვს სწორედ ამის გამო დამავიწყდა მის მიმართ ასეთი აგრესის და სიძულვილის გრძნობა. „ლამაზთვალებავ’’ ეს სიტყვა გამუდმებით ყურში ჩამესმის და აუხსნელი,ენით გადმოუცემელი გრძნობა მეუფლება, თითქოს ძვლებმა იწყეს მოძრაობა ვგრძნობ როგორ მოძრაობს სისხლი ვენიდან ვენაში,გულმა ისე სწრაფად იწყო ცემა მეშინია არ ამომივარდეს.ფანქარს ვიღებ დაკუჭულ ფურცელს მუხლებზე ვიდებ და ხელისკანკალით საპასუხო წერილს ვწერ ვგრძნობ როგორ მიყურებს თან იღიმება მისი ღიმილი…მისი ღიმილი მიპყრობს და მატყვევებს.არ ვიცი რატომ მაგრამ გადავწყვიტე მოვიტყუო:
“ არამგონია ალბათ ვინმეში გეშლბით ,მე თქვენ პირველად გხედავთ’’
მან ისე წაიკითხა წერილი და პასუხის წერა დაიწყო რომ ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს ‘’მეშლები?! შეიძლება შენ ფიქრობ, რომ პირველად მხედავ მაგრამ მე კარგად გიცნობ!! შენს თავს რა დამავიწყებს ლამაზთვალებავ’’
‘’მიცნობ?? თუ საიდუმლო არ არის იქნებ მითხრათ როდის მოასწარით ჩემი გაცნობა ,,უცნობო,,??’’
‘’მეტროში..ალბათ გაგიკვირდება მაგრამ მე და შენ თითქმის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ერთიდაიგივე მიმართულებით ვმგზავრობთ პირველივე დანახვაზევე მიიქციე ჩემი ყურადღება, ლამაზთვალებავ რათქმაუნდა არც მიფიქრია თუ კიდევ გნახავდი მაგრამ შენ ისევ გამოჩნდი იმის მერე ყოველთვის ვცდილობ ერთ ბაქანში მოვხვდეთ. შენ ყოველთვის ნაწნავს ატარებ ალბათ იმიტომ რომ შენი შავი,გრძელი გაშლილი თმა ყოველდღიური ვარცხნილობისთვის მოუხერხებელია,გიყვარს მუსიკის მოსმენა,სკამზე ჯდომას ფეხზე დგომას ამჯობინებ,თუ მუსიკას არ უსმენ აუცილებლად წიგნს კითხულობ ბოლოს ‘’ყვავილები ელჯერონისთვის’’წაიკითხე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ვფიქრობ ძალიაან უნდა მოგწონებოდა….კიდევ რაა?? ხოო რათქმაუნდა შენი უზარმაზარი შავი ჩანთა რომელიც ყოველთვის ხელს გიშლის მგზავრობაში, ნეტავ განახა შენი სახე იმ დროს როცა გინდა ეს ჩანთა მოისროლო და დღემდე ვერ ვხვდები რატომ არ აკეთებ ამას?? მოკლედ მანიაკად არ ჩამთვალო მაგრამ შენ ხარ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიყვარს ასე ძალიან მეტრო მე შენ ყოველთვის გიყურებ ლამაზთვალებავ!!’’
წერილი ისევ გვერდზე დამიდო და ისე რომ მისკენ გახედვა ვერც კი მოვასწარი უბრალოდ ადგა და წავიდა… სახლში დაღლილი მივედი იმის თავიც არ მქონდა გამეცნობიერებინა რა მოხდა,დავწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა…დილით რომ გავიღვიძე უკვე 12 საათი იქნებოდა,რომ გავიხსენე გუშინ რა მოხდა უბრალოდ კარგი სიზმარი მეგონა, თავს ვარწმუნებდი შეუძლებელია ბიჭს რომელსაც ასეთი სასწაული ღიმილი ქონდა და არამარტო ღიმილი ჩემთვის თუნდაც შემოეხედოს მითუმეტეს ‘’ლამაზთვალებავ’’ დაეძახოს მე ხომ ერთი გამხდარი,დახეულ ჯინსებიანი,პირსინგიანი გოგო ვარ გრძელი შავი თმით რომლიც ყოველთვის აბურდულია საკუთარ თავში განსაკუთრებით თვალები არ მომწონს დიდი ცისფერი თვალები,რომლებიც ყოველთვის ახერხებენ ჩემს გაცემას ამიტომ ძალიანაც რომ მინდოდეს ტყუილი არ გამომდის!!. ისეთი ბედნიერი ვიყავი თანდათან, რომ ვაცნობიერებდი ეს სიზმარი არ ყოფილა!!…რამოდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ვეძებდი მას მეტროში,ყოველდღე ავდიოდი იმ ადგილას საათობით ვიჯექი სკამზე იმ იმედით,რომ როდესმე გამოჩნდებოდა არ ვიცი რატომ ვაკეთებდი ამას იქნებ უბრალოდ მინდოდა ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დაეძახა ჩემთვის ვინმეს ,,ლამაზთვალებავ’’ მართალია ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს ვწერდით ერთი სიტყვაც კი არ დაგვცდენია პირიდან ეს ერთი შეხედვით უჩვეულოა მაგრამ რაღაც მხრივ კარგიც ლაპარაკისას შეიძლება ისე დავბნეულიყავი ხმა ვერ ამომეღო, დარწმუნებულ ვარ ადგილზე გავშეშდებოდი.ახლა კი სევდა და იმედგაცრუება მიპყრობს იქნებ ის ჩემს ნახვას გაურბის მიხვდა, რომ ისეთი სულაც არ ვარ როგორიც ვეგონე.ღამის 1 საათი იყო ჩემს ლოგინზე ვიჯექი და რაღაც უაზრო წიგნს ვკითხულობდი,მხოლოდ ვკითხულობდი ფიქრებში კი სულ სხვაგან ვიყავი… ავდექი და გადავწყვიტე, რომ საცეკვაოდ წავსულიყავი ცეკვა ეს ყველაფერია ჩემთვის!! ცეკვისას ვერავის და ვერაფერს ვხედავ, ვერ ვგრძნობ… მხოლოდ მე და მუსიკა ვინაცვლებთ სხვა სამყაროში, მხოლოდ ჩვენ ორნი. ერთი კარგი კლუბი ვიცი სადაც ყოველთვის კარგ მუსიკას უკრავენ დიჯეიც არაჩვეულებრივია ადრე ხშირად დავდიოდი მეგობრებთან ერთად როცა ყველაფერს მარტივად ვუყურებდი ახლა კი მარტო ვარ, მინდოდა ელენესთვის დამერეკა მაგრამ გადავიფიქრე,ახლა ხომ მარტოობა ძალიან შემომეჩვია.კლუბში ჩემი საყვარელი მუსიკა უკრავს Milky Chance-Stolen Dance,ღმერთო რა სასიამოვნოა ამ რიტმების შეგრძნობა,განმეორება,აყოლაა ეს რაღაც საოცარია, ზღაპრულია ყველაფერი მავიწყდება,ყველა პრობლემა ახლა მხოლოდ უდარდელი ლინა რჩება დარბაზის შუაგულში მუსიკას აყოლილი უეცრად მხარზე შემდეგ კი წელზე ვიღაცის ნაზ შეხებას ვგრძნობ,ვგრძნობ როგორ ყვება ჩემს მოძრაობებს მთელს ტანში ჯრუანტელი მივლის სხეული მიკრთის მერე მეძაბება მისი ცივი,ნაზი მაგრამ მამკაცური ხელები ისეთი სასიამოვნია ჩემს ცეკვისკან გახურებულ ტანზე მაგრამ უცებ გონს მოვდივარ მისკენ ერთდროულად შეშინებული და გაბრაზებული ვტრიალდები პირს ვაღებ რაღაც რომ ვუთხრა მაგრამ ადგილზე ვშეშდები ჩემს წინ როგორც, ყოველთვის მომღიმარ, უცნობს ვხედავ მეტროდან პირველად თავში რაც მომდის სწორედ იმას ვეკითხები:
-შენ რა მითვალთვალებ!??
ის ჩემთან უფრო ახლოს მოდის და მანიშნებს რომ არ ესმის მუსიკა საკმაოდ ხმამაღალზეა მისი ყურისკენ ვიხრები რომ უკეთ გაიგოს ჩემი ნათქვამი მაგრამ ის მაჩერებს უკან მხრის ჯინსის შარვლიდან ფურცელსა და პასტას იღებს ვიღაც უცნობ ბიჭს აჩერებს ატრიალებს მის ზურგზე რაღაცას წერს მერე უშვებს,მადლობის ნიშნად უღიმის და წერილს მე მაწვდის
‘’სალამი ლამაზთვალებავ’’



№1 სტუმარი Hipo

Gtxxov.gtxxov gaagrzele raa dzalian magariaa :( imedia imedebs ar gamicrueb da malle dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent