ქმრის ვალი გავისტუმრე (14 თავი)
---ეხლა აქ ამ ქაღალდს მოაწერე ხელი. მენდობი?- ფურცლები გაუწოდა ნათიას. ---გენდობი დემეტრე!- უთხრა დაუფიქრებლად. არც დაუხედია რას აწერდა ხელს. დემეტრემ ჯერ ნათიას დაუკოცნა ტუჩები მერე კი მუცელს აკოცა... გაუდგნენ გზას თბილისისკენ სადაც ძალიან დიდი სიურპრიზი და მოულოდნელი სიხარული ელოდა. კაფეტერია სადაც ნათია და ყველა ერთად მუშაობდა, ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი.. დღეს განსაკუთრებული სილამაზე იფრქვეოდა ირგვლივ.ყველანი ერთად იყვნენ. ერთმანეთის სამეგობრო სიცილ-კისკისი ისმოდა გარეთ. განსაკუთრებულ სილამაზეს ნიკა და ადა აფრქვევდა. ნიკას ნერვიულობა ეტყობოდა სახეზე. დალი ბებო შემოსასვლელ კარებს მისჩერებოდა და აი როგორც იქნა გამოჩნდნენ და დემეტრეს ხელით მოყავდა ნათია თვალებ ახვეული.. თითქოს სუნით იგრძნო ნაცნობი ადგილი და ახლობლების სიახლოვე. დალი ბებო იდგა და ცრემლიანი თვალებით მიჩერებოდა წინ ლამაზად გამობერილ მუცელზე. წითელი კაბა ეცვა რომელიც სრულად ადგა ტანზე და მხრებს ასეთივე წითელი თხელი მანდილი უფარავდა.. დემეტრემ მაიაც შეამჩნია დალი ბებოს გვერდძე, რომელიც ძალიან გაახარა დედის იქ ყოფნამ. ცრემლიც შენიშნა დედის თვალზე მაგრამ, ეს ხომ სიხარულის და სიამაყის ცრემლი არის. შორიდან მოეფერა თვალებით დედას, რომელმაც მხოლოდ მან გაიგო შვილის ეს შეუმჩნეველი სითბო. დღეს მხოლოდ სიხარულის ცრემლები დანამავს თვალებს, სულ მალე ახალგაზრდა ბებო შვილიშვილებს დაიჭერდა ხელში. ,,ოხ როგორი კარგი შვილი ყავხარ დედას და როგორ ვამაყობ დე შენით''.- გულში სასიამოვნოდ ჩაილაპარაკა მაიამ და სიამაყით გადახედა ხალხს, თითქოს ყველას გასაგონად ეთქვეს ეს სიტყვები. თვალებზე სახვევი მოხსნა და ნათია ჯერ გაირინდა. მერე თვალი მოავლო ყველას და ნიკას რომ შეხედა, ხელები გაშალა და მისკენ წავიდა. ნიკა გზაში შეეგება, შეეშინდა არ წაიქცესო და ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა და ასე იყვნენ დიდი ხანი დარბაზის შუა გულში, ირგვლივ მყოფნი კი დიდი სიყვარულით და სითბოთი უყურებდა მათ უჩვეულო სიყვარულს. ---ბებო ნახე. შენზე ძალიან ნერვიულობს!- ჩაჩურჩულა ჩუმად. დასვა ძირს და ნელა უბიძგა ბებოსკენ. დალი ბებო ისე დაიბნა, იმდენად გავდა ნათია დედას რომ ცუდად გახდა. ფერი დაეკარგა, მაგრამ მაინც მედგრად იდგა. გულში ჩაიკრა შვილიშვილი და აღარ უნდოდა გაშვება. ---ასე რატომ მომექეცი, თვეებია უკვე შენზე ჯავრით აღარავარ!- მაინც უსაყვედურა მონატრებულ შვილიშილს. ---აწი აღარსად აღარ წავალ ბე. აწი სულ აქ ვიქნები! ---შემახედე ჩემი პატარები, რა ლამაზი ხარ ბებო! -დემეტრე მიუახლოვდა და დედასთან მიიყვანა. ---ნათია, გაიცანი ეს დედაჩემია! -დემეტრეს გვერდით ულამაზესი, სანდომიანი ქალბატონი იდგა. ნათია დაიბნა. მაია მიუხვდა და ისევ მან მოეფერა. ---მოდი შვილო. შენი თავი მარტო არასოდეს არ დასაჯო. აქ დასაჯელი თუ ვინმეა ეს ყმაწვილია პირველ რიგში, მაგრამ უნდა გითხრა საკმაოდ დაისაჯა, სანამ გიპოვნიდა. ბედნიერები იყავით შვილო, გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ, თქვენი სიხარულით და სიყვარულით!- გულში ჩაიკრა მაიამ დამორცხვებული ნათია. ---ნათიუშ, მე შენს მოსვლას ველოდი. მე შენი სიტყვა შევასრულე. ადას სიყვარულში გამოვუტყდი და ეხლა კი რაც მოხდება არავინმა არ იცის! ---მართლა? ხოდა რას უყურებ, რაღაც ხმაურია და დააწყნარე ხალხი შენი ნიჭიერებით ნიკუშ!- ნიკამ კიდევ ერთხელ მაგრად მოეხვია, გემრიელად ჩაკოცნა და დაიძრა შემაღლებული ადგილისაკენ. საიდანაც ყურადღება ითხოვა. -----ყურადღებას გთხოვთ ყველას. პირველ რიგში მოგესალმებით. დღეს, დღევანდელი დღე განსაკუთრებული დღე არის ჩემს ცხოვრებაში და ეს განსაკუთრებული დღე, ჩემთვის განსაკუთრებულ ადამიანს უნდა მივუძღვნა. ადამიანს რომელიც ძალიან მიყვარს უკვე წლებია და ჩემთვის ყველაფერია. მე დღეს მას ვუძღვნი ჩემს ხელს, ჩემს გულს და მთლიანად ჩემს თავს ვჩუქნი.- შემდეგ კი აწითლებულ ადას მიაპყრო ანთებული თვალები- ადა მე შენთან შეხვედრამდე არ ვიცოდი რა იყო სიყვარული. შენ ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ. გიყვარს პირველობა და მბრძანებლობა.- ხალხი გაისუსა. ნათიამ თვალები დააჭყიტა და დემეტრეს გადაუჩურჩულა. ---დემეტრეე მოვკლავ ახლა ამას აქვე, ეს რას ამბობს! უჩურჩულა დემეტრეს. ---აცადე, დაელოდე და მოუსმინე. ნუ ნერვიულობ. - ღიმილით მოხვია წელზე ხელი, ადას ცრემლები მოეძალა, ცოტაც და აღრიალდებოდა. მაგრამ ისევ ნიკას ხმა გუგუნებდა დარბაზში. --მაგრამ რა ვქნა, რომ ყველა ამ შენი უარყოფითი თვისებების მიღმა მე დავინახე შენი თბილი თვალები და კეთილი გული, კეთილშობილებაც და იუმორიც, შენ ჩემთვის განსხვავებული და განსაკუყთრებული ქალი ხარ, მე მინდა სიკვდილის მოსვლამდე იყო ჩემს გვერდით და მინდა გერქვას ჩემი ცოლი, ჩემი ყველა შვილის დედა, საყვარელო ცოლად გამომყვები?- ეხლა ყველა ადასკენ მიბრუნდა. ის ვერ ინძრეოდა ადილიდან. ძალა მოიკრიბა და ნიკასკენ წავიდა. ---ჯერ სათქმელს ვიტყვი და აი სასჯელს მერე მოვიფიქრებ ამ საშინელი წინასიტყვაობისათვის. ისე გახედა ნიკას, ადგილზე გააქვავა. ---მე ყოველთვის ვცდილობდი კარგად მოვქცეულიყავი, ყველას ირგვლივ. როცა შენ გაგიცანი ნიკა მე ვფიქრობდი შენ იყავი ერთი თავზე ხელაღებული ბაბნიკი და ვცდილობდი რაც შეიძლებოდა შორს დავმდგარიყავი შენთან. მაგრამ ყოველდღიურად, დღითი დღე მე ვხედავდი შენში, რაღაც ახალს და გამოუცნობს, მე მომწონს როგორი სითბოთი უღიმი ბებოს და როგორ გიხარია ნათიას არსებობა, შენ სამეგობროში როცა ხარ, სულ სხვა ნიკა ხარ, მე მომწონს კი არა, უფრო მეტი მე მიყვარს ეს შენი უჩვეულო თვისებები. მე შენ მიყვარხსრ ნიკა! ---ეს რას ნიშნავს კის?- შეეკითხა ნიკა და პასუხს დაელოდა გულისფანცქალით. ---იმის მიუხედავად რომ მიყვარხარ, მაინც ვფიქრობ რომ.... ---რომ..- ნიკას თვალები ჩაუწითლდა, რა პასუხს არ ელოდა, როგორც მაგრამ ასეთს? ---ჯერ პატარები ვართ, ცხოვრება წინ გვაქვს...- ადა აჭიანურებდა სათქმელს, ყველა მას უყურებდა, ნიკა.. ნიკა უკვე ... მას ტკიოდა... მაგრამ ადას თვალებში მოთამაშე ვარსკვლავები იმედს აძლევდნენ. ---ვიცი, მეც შენც, ორივე პატარები ვართ, მაგრამ პასუხი..- ნიკა ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, მაქსიმალურად ცდილობდა თავი ხელში აეყვანა. ---კი, კი, კიიი. თანახმა ვაააარ! -იყვირა ადამ. ნიკამ ბეჭედი გაუკეთა და მისი გემრიელი ტუჩების დაგემოვნების უფლებაც მოიპოვა. --მალე ქორწილია, ჩვენ ვქორწინდებიიით!- იყვირა ნიკამ. ახმაურდა დარბაზი და შეიქნა მილოცვები რომ ეს მხიარულება დემეტრეს სასიამოვნო ხმის ბარიტონმა გადალახა. ---ძვირფასო სტუმრებო. დღევანდელი დღე დიდი სიურპრიზების დღეა. დღევანდელი დღე ორი ადამიანის ბედნიერებას კი არა ექვსი ადამიანის ბედნიერებას ეხება. დღე რომელიც ყველას მეხსიერებაში დარჩება ლამაზ მოგონებად .კიდევ ერთხელ მინდა ნიკას და ადას მიულოცო და უსაზღვრო ბედნიერება გისურვოთ ძვირფასებო, ჩვენც მუდამ თქვენს გვერდით ნიკა!- და თვალი ჩაუკრა.- ასევე ჩემს ძმას და დაიკოს ნუკრის და სოფოს ვულოცავ ბედნიერებას და თქვენი მიზნების, სურვილების ასრულებას გისურვებთ. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ სიმაღლეზე ,,ქალის ეტალონი'',,,ქალი ლეგენდად'' ჩემი უსაყვარლესი ადამიანი იდგა დღემდე, ქალი რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში და მასწავლის კიდევ, ქალი რომელიც ჩემი სიმდიდრეცაა და ჩემი უზარმაზარი სიამაყე. მაპატიე დე, მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა უნდა ჩამოგწიო, რადგან იქ დავაყენო ქალი, რომელიც ჩემი შვილების დედა გახდება სულ მალე, მამაკაცებო გეკითხებით, რა ჩადო უფალმა ქალის შექმნაში? ისევ მე გიპასუხებთ. ფურ-ირემის თრთოლვა, გედის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე, მტრედის უწყინარობა, ცხენის ტანადობა, ვარდის სურნელება, წყაროს სისპეტაკე, არწივის სიძლიერე და ამ ყველაფერს დამატა, გველის შხამი, ვეფხვის სისასტიკე, კურდღლის შიში და ამ მასალისგან შექმნა მშვენიერი არსება ქალი. ღმერთმა მამაკაცს გადაულოცა და უთხრა; ,,გაუფრთხილდი, განმეორება არ იქნებაო''. მე არ მინდა განმეორება ნათია, რადგან ამ თვისებებით შემკობილიც რომ არ იყოს ზოგადად ქალი, მე შენს გარდა ჩემს გვერდით არავინ არც მინდადა და ვერავინ ვერ წარმომიდგენია, მინდა რომ ჩვენს გზებს სამუდამო სიყვარული კვეთავდეს და მინდა ერთად ვიყოთ დღეიდან, სიკვდილის მოსვლამდე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გამაბედნიერებ და იქნები მუდამ ჩემს გვერდით?- აცრემლებულ ნათიას თვალებში უყურებდა და სახე უფრო მეტად უნათდებოდა- ნუ ტირითქო გეტყოდი, მაგრამ შენ ცრემლიც გიხდება. მხოლოდ ბედნიერების ცრემლი საყვარელო! ---ზოგჯერ ძნელია გადმოსცე სიტყვები თუ რას გრძნობ და ან როგორ გრძნობ. ეხლა ჩემი გული, ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელი ქარბორბალასავეთ შემოიჭერი და ჩემი გულის იმ ნაწილში შეიტანე შუქი, რომელიც მანამდე უმწეოდ ,,ნაიარევი'' და ბნელი იყო. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო მე შენ მიყვარხარ დემეტრე. და ამ სამ სიტყვაში მთელი ჩემი ცხოვრებაა ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ, უსასრულოდ. ყველაზე დიდი ნაკლი ჩემში უშენობაა, შენ ჩემი, ჩვენი ბედნიერება ხარ. მიყვარხარ ჩემებურად და არაფლის მსგავსად! ---ცხოვრებაში ორი დღეა მნიშვნელოვანი; როცა იბადები და როცა იმას პოულობ ვისთვისაც დაიბადე. მე შენ გიპოვნე მშვენიერო, საზღვარი ნათელსა და ბნელს შორის შენ ხარ, მე შენით ვარ ავად და მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ წამალი ჩემი ამ ავადმყოფობისა! -დემეტრე ნათიასთან მივიდა დაიხარა, ჯერ მუცელზე მოეფერა, აკოცა. თითქოს გაიგო ბავშვებმა მშობლების სიხარული და მამას გუშემატკივრობენო, რამაც დემეტრე ძალიან გაახარა. ---დე ფეხი მომარტყა!- უთხრა მაიას ---ფრთხილად თვალი არ წამოგიგდოს!- უცებ უკბინა ბესომ. ---რა უჟმური ხარ. შენ თუ არ გიხარია სხვას მაინც შეარგე სიხარული უგრძნობო!- შეუღრინა დემეტრემ ბესოს. ბესომ თვალები აუჟუჟუნა დემეტრეს და უთხრა ---ჩემი სითბო ხარ, მე მინდა ყოველ ღამეს შენს სურნელს ვსუნთქავდე! ---წადი მოშორდი აქაურობას ბესარიონ!-ბესო არ ჩერდებოდა. ---მე უშენოდ თოვლის ფიფქივით დავდნები, გავქრებიიი და აღარ გეყოლებიიი! ---სოფო, მოაშორე ეს უგრძნობი არსება აქედან!- ნუკრი და სოფო ჩუმად იცინოდნენ, არადა როგორ უნდოდა ერთი გემრიელად გადახარხარება. ნათიას აღარ შეეძლო უკვე მუცელი ატკივდა სიცილისგან. ---გამოიხედე ჩემსკენ, რატომ არ გჯერა ჩემი სიყვარულის? მე ხომ შენი სიყვარულით ვანათეეეებ!- დემეტრე წამოდგა გაბრაზებულმა და ბესოსკენ წავიდა რომ ამ დროს დარბაზში მოულოდნელი ხმა გაისმა. --სიურპრიზი ჯერ არ დამთავრებულა.- დარბაზის ჟრიამული კიდევ ერთი ადამიანის ხმამ გადაფარა. ეს ადამიანი იყო ბ.ნოდარ მახარაძე (ილოს მამა) თავის მეუღლესთან ქ ლიასთან ერთად, -დიახ კარგად გაიგონეთ, სიურპრიზები არ დამთავრებულა ჯერ, ეხლა ჩემი სიტყვის დრო მოვიდა. თითქმისს სამი წელი ჩემს სახლში ცხოვრობდა ერთი უკელთიშობილესი გოგონა, რომელიც ძალიან შეგვიყვარდა და მივიღეთ როგორც ჩვენი საკუთარი შვილი, მაგრამ სამწუხაროდ სიხარული და ბედნიერება ჩემს ოჯახში დიდხანს არ გაგრძელებულა. ნათია შვილო აი, აქ შენივე ხელმოწერით ეს ქაღალდი განთავისუფლებს იმ მოვალეობებისაგან, რამაც გაიძულა შენ ის მცირედი დრო ჩემს ოჯახში გეცხოვრა. თავისუფალი ხარ და მინდა ბედნიერი გნახო, შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. არა იძულებით, არამედ სიყვარულით. ეს მეორე ქაღალდი კი იმის დამადასტურებელია, რომ ამ ყველაფრის უფროსი და ბატონ-პატრონი შენ ხარ. ეს მიიღე ჩვენგან საჩუქრად და მოხარული ვიქნები თუ ხანდახან ისურვებ ჩვენს ნახვას. ადამიანში ყველაზე დიდი ნიჭი მოთმინება და თავშეკავებაა. იშვიათად არის ასეთი ადამიანები რომ შენნაირი მოთმენა შეეძლოს, როგორც შენ და დემეტრე გაუფრთხილდი ამ იშვიათ არსებას ნუ დაკარგავ თორე, გაგიჭირდება ასეთი ქალის პოვნა. რადგან ნათიასნაირები ხშირად არ იბადებიან.- დაასრულა სიტყვა ბ.ნოდარმა და ნათიასკენ დაიძრა. მიუახლოვდა, სითბოთი სავსე ღიმილით მუცელზე მოეფერა და შემდეგ ფრთხილად და თბილად ჩაიკრა გულში. ყურში კი უჩურჩულა. ---შენ ყოველთვის ის გოგო ხარ ჩემი, რომელიც არასდროს არ მყოლია! ---მადლობა ბ. ნოდარ, უღრმესი მადლობა- თბილად მოუხადა ორივეს მადლობა.ხვდებოდა რა ტკივილიც ქონდათ გულში და როგორ ტკიოდათ ილოს გარდასახვა. შემდეგ ქ.ლიაც მივიდა ახლოს. ---გამოგვიარე ნათია შვილო, შენი მოსვლა ჩვენ ორივეს ყოველთვის გაგვახარებს. შენს მეტი ჩვენ არავინ არ გვყავს. შენს გვერდით ვართ. მადლობა ყველაფრისთვის!- უხმოდ ადგნენ და დატოვეს დარბაზი. დარბაზში მყოფნი კი დარჩნენ დადუმებულები. ნათია დაიღალა, დაღალა ხმაურმა და უჩურჩულა. ---დემე, დავიღალე. ---დაიღალე? გინდა წავიდეთ? ---ხო მაგრამ, სირცხვილია!- დემეტრემ მაიას ანიშნა მივდივართო. ნიკას და საბას რაღაც ანიშნა და ნათიას პასუხს არც დალოდებია ხელში აყვანილი გაიყვანა დარბაზიდან. სახლში მისულს კიდევ სიურპრიზი ელოდა ნათიას. ეს ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო სიურპრიზია მისთვის. უკვე დაბნელებული იყო სახლში რომ მივიდნენ, რათქმა უნდა მაიასთან. ---ნათ აქ იცხოვრებთ ბავშვების წამოზრდამდე. წინააღმდეგი ხომ არ იქნები საყვარელო?- კითხა მაიამ. --არა, რას ბრძანებთ ეს ძალიან კარგია. თქვენთან ახლოს ყოფნა ჩემთვის უფრო კარგია, ან რა საჭიროა სხვაგან ცხოვრება აქ ვიცხოვროთ ერთად ყველამ თუ ეს თქვენი სურვილიც იქნება რა თქმა უნდა! ---ძალიან გამახარებთ, მეც მარტო აღარ ვიქნები!- გაუხარდა მაიკოს და კმაყოფილი დარჩა ნათიას შემოთავაზებით.- მაშ წავედით მაღლა. დემეტრემ ერთ-ერთ საძინებელში შეიყვანა , რომელიც ნახევარი ცისფერ და ვარდისფერ ფერებში იყო გაკეთებული. ---რადგან ჯერ პატარები არიან. სანამ გაიზრდებიან ვიფიქრე ასე უფრო კარგია, ამ პირველ ეტაპზე ერთად დაიძინებენ. ---ძალიან მოეწონა ყველაფერი, ძალიან საყვარელი და ლამაზი საწოლებია. ---წამოდი ეხლა დაისვენე, დღეს გადაიღალე! ნათიას გული შეუქანდა, ახლა დემეტრეს ოთახში იყო, მის საძნებელში, ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, დემეტრემ ფრთხილად დააწვინა და გვერდით მიუწვა. ---ესენიც დაიღალენ არ ინძრევიან, რაღაც წყნარად არიან!- მუცელზე ეფერებოდა დემეტრე. ---მიხვდნენ რომ დედიკო დაიღალა და დაგასვენეს. -მალე ჩაეძინა, დაღლილობამ თავისი ქნა. დემეტრემ წამოდგა თბილად აკოცა შუბლზე და დედასთან გავიდა. --დე გეძინება? ჩაი დავლიოთ რა. როგორც ადრე ბავშობაში. ---დემეტრე ბავშობაში გინდა დაბრუნება? -ღიმილით უთხრა მაგრამ შემდეგ დაასერიოზულა.- ხვალისთვის რას შვრები შვილო! --ხვალ ყველანი მოვლენ და იმ გაიძვერა შალიკოსაც მოიყვანენ, ყველაზე მძიმე დღეა ნათიასთვის ხვალ დე, და ძალიან მეშინია. ამ დღემდე არ მიფიქწრია ამაზე ეხლა კი ვფიქრობ. ---ყველაფერი კარგად იქნება ხვალ თუ არა ზეგ მაინც გაიგებს და მოსახდენი ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. ჯობია ეხლა გაიგოს, ნუ დაუმალავ, შენს დაბადების დღეზე რას შვრები, ოქროს დაბადების დღე გაქვს არ უნდა აღნიშნო? ---ეხლა მაგის თავი არ მაქვს, თან ნათიას უკვე სიარულიც უჭირს და სად უნდა იაროს გაწვალდება და ცოდვაა! ---აქ გავაკეთოთ სახლში ვიწრო წრეში. ---კარგი ხო დამიყოლიე, გნებდები, ოღონდ უბრალო საოჯახო ვახშამი. -თითი დაუქნია დედას და თვალი გააყოლა მაიას თვალს, გაიხედა და დაინახა ნათია მათკენ როგორ მოგვანგვალობდა. ---რატო ადექი, გინდოდა რამე?- უცებ წამოდგა დემეტრე და მიუახლოვდა. ---იცი დღეს ვერაფერი ვერ შევჭამე და მშია. აი არ მასვენებენ!- დემეტრეს ხელი აიღო და მუცელზე დაიდო. იგრძნო დემეტრემ როგორ მოარტყეს შიგნიდან ფეხი თუ ხელი. -აი ხომ გითხარი დაიღალნენ და ძინავთთქო. შიმშილმა გააღვიძა გოჭები. რას ინებებ, რა გესიამოვნება? --მე ვიცი რაც უნდათ. ჩაი და ხუთკაპიკიანი ბულკები!- სიცილით თქვა მაიკომ. ---ბულკს შევჭამ მარტო. დანაყრდებიან და მშვიდად დაიძინებენ. ადრე ადგა დილას დემეტრე და ფიქრობდა როგორ დაეწყოთ საუბარი ნათიასთვის. როგორ ეთქვათ ის რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანიც იყო, სასიხარულოც და სევდიანი მოსასმენიც. ყველანი შეიკრიბენ და მსჯელობდნენ. მშვიდდ მიირთვა ნათიამ, დემეტრემ საძინებლიდან მიაცილა, სანამ არ ჩაეძინა ეფერებოდა, მის მშვიდ ძილს დარაჯობდა სანამ თავადაც არ დაეძინა. დილით გაღვიძებულ ნათიას, დემეტრე საწოლში არ დახვდა, ფრთხილად ადგა, მოწესრიგდა და მისაღებს მიაშურა, იქ კი ყველანი ერთად შეკრებილები დახვდათ. ---დილა მშიდობისა, ყველა აქ ყოფილხართ.- თქვა ნათიამ სიხარულით, -რაღაც მინდა რომ გითხრათ, იმედია ნიკუშა და დემეტრე არ გამიბრაზდებით.- ფრთხილად ჩამოჯდა დემეტრეს გვერდით ---გისმენ აბა რა უნდა გვითხრა. ---ძალიან გთხოვთ საბა და ჯაბა, პირადად თქვენ ორივეს გეხებათ და ხვიჩასაც რა თქმა უნდა. გუშინდელი, ის საჩუქარი რომელიც მე გადმომცეს ილოს მშობლებმა მინდა თქვენი იყოს, თქვენ უხელმძღვანელეთ. მე მაინც ვერ შევძლებ გარკვეული დრო იქ მუშაობას, ამიტომ თქვენ განდობთ ყველაფერს! ---ეს რა კარგი აზრი მოგიფიქრებია ნათი,- უთხრა დემეტემ. -ეს ხომ ამათი ოცნებაა, გვერდით ფართი მიუმატოთ და გავადიდოთ მაგარი კაფე-ბარი გამოვა. ---ჯერ აქ რისთვინაც ვართ ის მოვაგვაროთ და მერე მივხედოთ მაგ საქმეს!-თქვა საბამ. ---ხო მართალი ხარ.ნათიუშ, შენთან ძალიან სერიოზულ თემაზე გვაქვს სალაპარაკო და ძალიან გთხოვ, ჯერ სანამ არ მოისმენ და არ გაანალიზებ რას გეტყვი, პასუხის გაცემას ნუ იჩქარებ კარგი და გახსოვდეს, შენ მარტო არ ხარ, ახლა საკუთარ თავზე მეტად პატარების ჯამრთელობას უნდა გაუფრთხილდე? ---კარგი მაგრამ ხომ მშვიდობაა? ბონდო ძიას რამე დაემართა? ---ბონდო ძია აქაა და ცოცხალია შვილო! -მაიამ შემოუძღვა მისაღებში ამ უსაყვარლეს მოხუცსს. --მშვიდობაა. ეს დღევანდელი დღე უშუალოდ შენია, შენ გეხება. მაგრამ სანამ უფრო ძირითადზე გადავიდოდეთ და გეტყოდე, მინდა გითხრა რომ გვარი ბურჯანაძე შენი საკუთარი გვარია .შენ და ნიკა ერთი დედის და მამის შვილები ხართ. ესაა რომ სხვადასხვა გარემოში გაიზარდეთ და რატომ მოხდა ეს ასე, ამას შენი პირადი ადვოკატი მოგიყვება, რომელმაც გააყალბა ყველა შენი საბუთი და უფლება ჩამოგართვა იმ ქონებაზე, რომელიც მამამ და გამზრდელმა დედამ დაგიტოვა პირადად შენ, მზად ხარ მოისმინო ეს ყველაფერი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.