შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (15 თავი)


14-05-2016, 01:32
ავტორი zia-maria
ნანახია 4 812

--რა თქმა უნდა მზად ვარ დემეტრე!- არც დაფიქრებულა ისე უპასუხა.
---ბ.შალვამ დაიწყო მოყოლა და ყველაფერი მოუყვა რაც ამ საქმის გარშემო არსებობდა ინფორმაცია მის ხელთ.- ნათია ნიკას გვერდით იჯდა და მისი ხელი ქონდა ხელში და დრო და დრო მაგრად უჭერდა. რაც ნიკასთვის გასაგები იყო, რომ რაღაც ფაქტები არ მოწონდა ნათიას, დაასრულა ადვოკატმა საუბარი და სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა ნათიას მიაჩერდა, ნათია ხმას არ იღებდა, გაუჭირდა საუბრის დაწყება, თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა და არ აძლევს სიტყვის თქმის უფლებას, მაგრამ ძალა მოიკრიბა და თვალი გაუსწორა ადვოკატს.
---შეიძლება შეგეკითხო?
---კი მკითხე, გულახდილად გიპასუხებ!-დარცხვენილმა უთხრა; როგორ გესმის სიტყვა ინიციატივა, აი ამბობ ეს იდეა სხვისი ინიციატივა იყოო, ეხლა მე გეკითხები და მიპასუხე, რა განსხვავებაა ინიციატივასა და ქმედებას შორის?- დემეტრე ნელ-ნელა ბრაზდებოდა- არ გაქვთ პასუხი, ვერ მიპასუხებთ ბ.შალვა. რადგან სხვა თუ იყო იდეის ინიციატორი თქვენ ხართ უშუალოდ შემსრულებელი ამ ბინძური საქმის, თქვენ კანონის დამცველმა, რომელიც სასჯელს მოითხოვს. არცერთ ჩვენგანს არ აქვს უფლება. ღმერთის მიერ ბოძებული ცხოვრება წაართვას. ვინ ხართ თქვენ რომ უფლის ნებას წინ უდგებით და სხვის ქონებაზე ხელს ითბობთ? თქვენ უნდა დაგეცავით და სინამდვილეში დაობლებით გაუბედურებული კი არ შეინახეთ და შეიფარეთ. უსისხლოდ, უგულოდ გააგდეთ გარეთ და იქაც მონად გყავდათ, რომ არა ეს ხალხი, მე ვერასდროს გავიგებდი ვინ ვიყავი და ჩემი დედა რომელიღაც ბარდელის კლიენტი მეგონებოდა რომელმაც გამაჩინა უსიყვარულოდ მიმაგდო. ვისთვის ვინ ან რას წარმოვადგენდი, რატომ შემიფარა უცხო ხალხმა. იმიტომ რომ ამათ გული აქვთ. ადგა მიუახლოვდა და მტკიცედ უთხრა. მტრედის სიკეთე არ არის სათნოება, მტრედი არაფლითაა მგელზე უფრო სათნო. სათნოება ძალისხმევასთან ერთად იწყება. თქვენ იურისტი ადამიანი რომელიც იცავს კლიენტის ინტერესებს და ემსახურება სამართალეს თქვენვე ჩაიდინეთ დანაშაული.ყოველი მაღალჩინოსანი უნდა ემსახუროს ხალხს მთელი თავისი ძალღონით. მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს რამდენად გონივრულად არის ხალხის მიმართ მისი შრომა. უნდა უხაროდეს მისი წარმატებული მიღწევები. თქვენ რა გიხარიათ ის რამდენი ოჯახი გყავთ ატირებული და გამწარებული თუ ის უფრო კარგია რამდენი ოჯახი არის თქვენი მადლობელი, თქვენი დაუღალავი შრომით მოპოვებული სამართლიანობით. მაგრამ არა, როცა შეგეძლო უსუსური ბავშვი დაგეცვათ და სიმართლისთვის ფარდა აგეხადათ, თქვენც დაგძლიათ სიხარბემ და იმ სახლში ცხოვრობთ დღემდე, სადაც ჩემი ცხოვრების ულამაზესი მხოლოდ სამი წელი გავატარე. მე ვის რა დაგიშავეთ, მე ნუ გამცემ პასუხს უფლის წინაშე წარსდექი და მას გაეცი პასუხი. ილოცე რომ მან გაპატიოს თქვენი სიხარბე. თქვენ სიბინძურით წაბილწეთ ის კედლები, სადაც ჩემი გამზრდელები ცხოვრობდნენ, დაუყონებლივ მოვითხოვ სახლიდან გახვიდეთ. ამ წუთიდან თქვენ აღარ გაქვთ იმ სახლში შესვლის უფლება. ეხლა კი მიბრძანდით, თავისუფალი ბრძანდებით. დემეტრე დაურეკე ვინმეს გასაღები გამოცვალონ და ყველაფრის გარეშე გამოაძევონ სახლიდან ისე როგორც მე გამომიყვანეს მხოლოდ იმით რაც ტანზე მეცვა.
---შენ არ ინერვიულო უკვე იქ არიან, შენს სიტყვას ველოდით მხოლოდ.- წყლის ჭიქა მიაწოდა- დალიე წყალი და დამშვიდდი, ნიკა მივიდა ახლოს და გულში ჩაიკრა უგულო ხალხის მიერ ნატანჯი დაიკო. შემოეხვია და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.
---მეამაყები ნათი, მეამაყები რომ ჩემი დაიკო ხარ!
---მე არა მარტო შენ ნიკა, ყველა მეამაყებით და ბედნიერი ვარ რომ გიპოვნეთ!
---აი ეს იყო საყვარელო ჩემი გაუჩინარების მიზეზი, ხომ გითხარი მალე გაიგებთქო!
--ეხლა მხოლოდ ერთი რაღაც მინდა. წამიყვანთ?
---სად, სად გინდა წასვლა.- უთხრა ნიკამ რადგან პირადად ნიკას შეეკითხა.
--- ბე შენც, შენც დემეტრე, შენც ნიკა.- ყველა ოთახში მყოფს გადახედა ნათიამ- იქ უნდა წავიდე თქვენთან ერთად სადაც 16 წელი ცხარე ცრემლები მადინეს..იმ ქალს უნდა ჩავხედო თვალებში და მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ ,,რატომ''. წამიყვანეთ გთხოვთ თორე გავიპარები და კარგად არ დამთავრდება!- ნიკამ ჯერ დემეტრეს გადახედა და მერე ბებოს.
სრული უფლება ქონდა ნათიას პასუხი მოეთხოვა იმ ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება მუხლებზე აყენებდა და ხშირად მშიერიც აძინებდა.
---წავედით !- უთხრა ნიკამ გზა ხელით აჩვენა თქვენს შემდეგ ჩვენო.
---ნათია ეს მოიფარე შვილო სექტემბერია და მაინც თავისებური სიგრილეა გარეთ. -მაიკომ ჟაკეტი მიუტანა და ჩააცვა.
---ჩვენ მალე მოვალთ! -დედას დაუბარა დემეტრემ, მიდიოდა მანქანა და თან მიჰყავდა ნათია მის ფიქრებთან ერთად, გაახსენდა იქ გატარებული თვითეული მომენტი, წუთი და ცრემლებმა თავისით იწყეს დენა, დემეტრემ შეხედა სარკეში ნათიას ცრემლებს და მანქანა გააჩერა.
---ტკივილს რომელსაც დღეს გრძნობ, ხვალ სიძლიერედ გადაგექცევა, ნათია თუ ასე იტირებ, უკან დავბრუნდები მალე, მათ ხათრით მანდ რომ გყავს ძალა მოიკრიბე და შენი სიამაყე ეხლა გჭირდება. ამაყად წარსდექი იმ ვეშაპის წინაშე, შენ დღეს მას დაჩოქილს ნახავ და დამცირებულს შენს წინაშე, გესმის?
---მესმის, გპირდები არ ვიტირებ, ეს სიხარულის და ბედნიერების ცრემლებია, თქვენ ხართ ყველანი ჩემი ბედნიერება,- გახედა ნიკას და ბებოს და დემეტრეს თვალებით მოეფერა.
---კარგი და გახსოვდეს რომ ბავშვებზე უნდა იფიქრო. და ჩვენზეც.!- ნათიამ უხმოდ მისცა პირობა ეს დემეტრემ მის თვალებში ამოიკითხა.
სიჩუმემ დაისადგურა და ამ სიჩუმეში სევდიანი მუსიკის ჰანგები ისმოდა მხოლოდ, ვერც გაიგო ისე მივიდნენ ერთ კოხტა და ლამაზ შენობასთან, ნიკა მოეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში და ჰაერის ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ გაუდგა გზას ამაყად, თავაწეული მთავარი შესასვლელისკენ. თითქოს მშვიდად იყო მაგრამ ერთი შეხედვით ეტყობოდა რომ სიბრაზეს ყელში იჭერდა, მორიდებულად დააკაკუნა დირექტორის კარებზე, საიდანაც მამაკაცის ბოხი ხმა გაიგონა და სწრაფად შევიდა.
---ნათია?- გაოცებული წამოდგა მამაკაცი და წავიდა გოგონასკენ. რამ შეგაწუხა შვილო, ღმერთო როგორ გალამაზებულხარ, - შემდეგ მის გამობურცულ მუცელს შეხედე, მის გვერდით ამაყად მდგარ დემეტრესა და ნიკას- გილოცავ, მალე დედაც გახდები, ულამაზესი დედა იქნები!
---გამარჯობათ!- ოთახში ნიკა და დემეტრე შემოვიდნენ.
---დემეტრეე რა სიურპრიზია, როგორ გამახარე.- ახლა დემეტრეს მიუბრუნდა და მამა- შვილურად მოიკითხა.
---დალი? მობრძანდით, როგორ მიხარია დალი შენი ნახვა. რაც შენ წადი გემრიელი კერძი აღარ მიჭამია აქ, ნათია შვილო შენც ძალიან კარგი ხელი გაქვს.
---ბ.ტარიელ ეს ნიკაა ჩემი შვილიშვილი და ნათიას ტყუპის ცალი, დემეტრე კი ნა..!
---მე ნათიას მეუღლე ვარ ბ.ტარიელ.- დალი ბებოს სიტყვა ჩამოართვა დემეტრემ და ნათიას ხელი მოხვია.
---მოიცა ხალხო. ნათიამ 16 წელი გაატარა აქ და არ ყავდა არავინ, ეს როგორ დალი? რა ხდება ამისხენით!- ყველანი
---ამას თქვენი ერთი აქ მოსამსახურე აგისხნით.ქ.ელენი.
---დაუჯერებელია, ახლავეს დავუძახებ.- მდივანმა დაუძახა ქ.ელენის, არ გასულა დიდი ხანი და დირექტორის კაბინეტში მაღალი და არც თუ ისე ულამაზო ქალი შემოვიდა.
---მეძახდით ბ.ტარიელ?- იკითხა და მერე მოავლო თვალი ოთახში მყოფებს. სახეზე ფერმა გადაუარა, როცა ნათია და დალი ბებო დაინახა. თითქოს ენა გადაყლაპა. ერთიანად აკანკალდა. სასიამოვნოდ გააჟრიალა ნათიას ამ უსირცხვილო ქალის ამ მდგომარეობაში ნახვისთვის.
---დიახ გეძახდით. ამ ხალხს უნდა თქვენი ნახვა და რაღაც ახსნას ითხოვენ კერძოდ ნათია.-
--სხვას მე ვეტყვი ბ.ტარიელ და გაჭირვებით წამოდგა დემეტრეს დახმარებით. ახლოს მივიდა, ---გახსოვს როგორ ქარში და ყინვაში, ცუდ ამინდში გამაგდე გარეთ? გახსოვს წასვლისას რა გითხარი იმ დღეს? ოდესმე აქ მოსულს თუ მნახავ, იცოდე პასუხის მოსასმენად მოვალ, რატომ გამიმწარე მთელი ბავშვობის 16 წელითქო, ხოდა აი დავბრუნდი, გეკითხები და პასუხს ველი, რატომ მომპარე საუკეთესო წლები? მე რაში ვიყავი დამნაშავე? რატომ მაზღვევინე სისხლის ცრემლებით უფროსების შეცდომა? რა გინდოდა ჩემთან? მთელი დაგროვილი ზიზღი 16 წელი რომ ვერ ამოწურე და შხამივით ანმთხევდი ჩემზე? -თანდათან უწევდა ხმას და ცდილობდა არ ეტირა. მაგრამ ხმა მაინც უკანკალებდა --რატომ ხარ ასეთი ბოღმიანი და ეგოისტი, ამ ყველაფერთან ერთად შურიანი და ხარბი. პატარა გოგოს ქონებას დახარბდი.იმის მაგივრად რომ ხელი მოგეკიდა და შენს შვილებთან ერთად, ერთი ულუფა საჭმელი ჩემთვინაც დაგედგა, შეგენანა.ჩემი ყველაფერი მიითვისე და მე აქ გამომკეტე. მაწამებდი, სისხლს მწოვდი და ჩემი მამის დატოვებულ ქონებას შენს შვილებს აჭმევდი. აგარაკებს არ აკლებდი, საზღვარგარეთ საუკეთესო სკოლაში გააგზავნე რა დაგიშავე, რაშია ჩემი დანაშაული, იმაში რომ გავჩნდი? იმაში რომ მამასთან ვიზრდებოდი? ნუთუ სინდისი საერთოდ არ გაწუხებდა? სახლში თბილად რომ გყავდა შენი შვილები მე თხელი მაიკით ვკანკალებდი. არასდროს არ დაფირებულხარ რომ შესაძლებელი გამხდარიყო წარსული უკან დაგბრუნებოდა და შენთვის სახეში შემოერტყა მათრახი? დედები ასეთი უგულოები არ არიან, შენ დედა არ ხარ. არ შეიძლება შენისთანა ქალს დედა ქვიოდეს და ცოცხლობდეს და ჩემი დედა კი მიწაში იწვეს და ლპებოდეს!- ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და მთელ ხმაზე იკივლა. ვეღარ გაუძლო ამდენ თავშეკავებას. ტიროდა დალი ბებოც, ნიკაც და დემეტრესაც აწითლებული ქონდა თვალები.
---მაპატიე- ელენი, მუხლებზე დაეცა ნათიას ფეხებთან და ხმით მოთქვამდა.- ეშმაკმა დამაბრმავა, გთხოვ მაპატიე.
---16 წელი, მთელი 16 წელი ჩემდამი ზიზღში გაატარე. დალი ბებო რომ მეფერებოდა ემუქრებოდი და ეჩხუბებოდი. მშიერი მაწვენდი, იპარავდა პურის ნაჭრებს და ისე მოქონდა ჩემთან ბებოს რომ ცარიელი პური მაინც მეჭამა!
---და ამ ყველაფერს, შენ აქ ამ შენობაში აკეთებდი? იცოდი ნათია ვინ იყო, საიდან იყო და მაინც ასე ცუდად ექცეოდი?- ტარიელის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
---მაზლის შვილი ვარ მისი ბ.ტარიელ. მისი შვილების ტოლი. მაგრამ მე ასე უბედოდ და უფლის ანაბარად დავრჩი შუა გზაზე. იცით, რომ ზოგჯერ სულიერი ტკივილი უფრო მწარეა ფიზიკურზე? შენ იცი საერთოდ ტკივილი რა არის? სამართალი აღსდგა და მე დღეს ოჯახი მყავს. ძმა მყავს, ბებო მყავს და მყავს უსაყვარლესი ადამიანი გვერდით რომელიც ვიცი სიტყვის უთქმელად გაწირავს ჩემს გამო თავს და ყოველთვის დამიცავს, მე მადლობელი ვარ რომ მე დღეს სრულყოფილი ადამიანი ვარ სუფთა წარსულით და თავს არ დავხრი არასოდეს დაბლა. შენ ვინ ხარ, შენ ვინ დაგიცანვს, შენი წარსული როგორია უსუსური ბავშვებზე ძალადობა და მათი ცემა ტყეპა?!- დემეტრეს ესიამოვნა ნათიას სიტყვები და კიდევ უფრო ამათლდა მის თვალში.
---შენ, შენ თურმე ღმერთო ჩემო. ჩემმა თვალებმა აქ აღარ დაგინახოს. უმაღლეს სასჯელს იმსახურებ. აქ უგულო ადამიანების ადგილი არ არის. ამ ბავშვებს მშობლის სითბო აკლია და შენ კიდევ სიცოცხლეს უმწარებდი? ამათმა რომ არა მე გიჩივლებ. ვინ იცის კიდევ რამდენი ბავშვი გყავს ასე გამწარებული. რა ადამიანი ხარ, ასეთი უგულო ვინ გშობა, ვინ გაგზარდა. იქ წახვალ სადაც შენისთანების ადგილია !-ნათიას უკვე აღარ შეეძლო ფეხზე დგომა და თვალთ დაუბნელდა. ნელა ნელა მოეშვა. თითქოს ზღვაში იყო და ძირს ფსკერისკენ მიდიოდა. ალბად თავს დაარტყამდა ძირს დემეტრეს მკლავებს რომ არ დაეჭირათ.
---ნათ, ნათია! გამოფხიზლდი, მშვიდად ეჭირა დემეტრეს ნათიას თავი, ის რომ არა, ნათია მთელი ძალით ძირს გაიშოტებოდა და ღმერთის წყალობით მოასწრო მისი დახმარება, დაჭერა- წყალი ჩქარა -იღრიალა დემეტრემ.

.........
საღამო მშვიდობისა, როგორ გამახარეთ დღეს, დღის ტოპ სიახლე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, კიდევ უფრო მეტ სტიმულსა და უფრო მეტ მუშაობას, ეს იმის ნიშანია რომ ერთ ადგილას არ უნდა გავჩერდე და უფრო უკეთესი გავხდე.
ფოტოზე კი ნიკა და მშვენიერი ადაა.. დასასრულს ვუახლოვდებით ძვირფასებო...



№1 სტუმარი ani

კარგი ყო ძალიან <3
ადა და ნიკა ძალიან მომეწონა უხდებიან ერთმანეთს <3

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Ufff raa kargii iyooo
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი nini

კარგი იყო მომეწონა feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent