შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... --სრულად--


14-05-2016, 13:31
ავტორი tsn
ნანახია 7 793

......


ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს ჩალაგებულ ბარგს და საწოლზე წამოვწექი.. ძილი არა და არ მომეკარა.. ასე ვიცი, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანისთვის ვემზადები ყოველთვის მოუსვენრად ვარ.. უკვე რამდენი ხანია წასვლას ვფიქრობ, მაგრამ სისრულეში ვერ მომყავს ეს იდეა.. ხვალ კი წავალ იქ, საიდანაც ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.. დავბრუნდები იქ, სადაც აღარავინ მელის, იმ ადამიანებთან, რომელთაც მომკლეს.. დიახ, მე მომკლეს, წამართვეს იდენტობა, ცხოვრების ხალისი, ბედნიერება.. ყველაფერი, რაც მაცოცხლებდა..
თუ ჩემს ცხოვრებას თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რომ ბედნიერად ცოტა ხანს თუ მიცხოვრია.. მე ბავშვთა სახლში გავიზარდე.. ჩემზე ჯერ კიდევ მაშინ თქვეს ''მშობლებმა'' უარი, როცა ჩვილი ვიყავი.. მას მერე ბავშვთა სახლში ზრუნავდნენ ჩემზე.. ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დავდიოდი და საკმაოდ კარგადაც ვსწავლობდი.. მეათე კლასში რომ უნდა გადავსულიყავი ერთ-ერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ცნობილ კერძო სკოლაში დაფინანსება მოვიპოვე.. იქ ყველა ამრეზით მიყურებდა, მე ხომ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, ისინი კი დიდ და მდიდრულ სახლებში... მაშინ ეს მიმაჩნდა ბედნიერებად.. დიდი სახლი და მოსიყვარულე მშობლები.. კლასში ერთ გოგოს დავუმეგობრდი.. ერთ დღეს კი მან თავისი სხვა მეგობრებიც გამაცნო.. ერთ-ერთი იყო ნიკა, ჩემზე ერთი წლით უფროსი, სიმპატიური რუს-ქართველა ბიჭი.. გაცნობის დღიდან მოგვეწონა ერთმანეთი.. მოწონება კი ნელ-ნელა სერიოზულმა გრძნობამ - სიყვარულმა შეცვალა.. ნიკას ოჯახმა ჩათვალა, რომ მე ფულზე მონადირე გოგო ვიყავი.. მისმა დედამ ფულიც კი შემომთავაზა, სანაცვლოდ უნდა მიმეტოვებინა.. მაშინ ცხოვრებაში პირველად მოვექეცი უფროს ადამიანს უხეშად და ფული სახეში შევაყარე.. მე და ნიკამ ამ დაბრკოლებების მიუხედავად ურთიერთობის გაგრძელება შევძელით.. ცხრამეტი წლის ვიყავი, როდესაც მთხოვა ცოლად გამომყევიო და რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდით.. ნიკას ოჯახი ისევ წინააღმდეგი იყო, თუმცა ჩვენ მაინც ვიქორწინეთ, პატარა სახლი ვიყიდეთ და სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყეთ.. ნიკას მამა არ ჰყავდა, სანამ გავიცნობდი მანამ დაეღუპა, ბიზნესს დედამისი ხელმძღვანელობდა მანამ, სანამ ნიკას 18 წელი არ შეუსრულდა.. მისი ოჯახიდან ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ ბაბუა სწყალობდა, მასაც საკუთარი საქმე ჰქონდა და სამოცი წლის მამაკაცის კვალობაზე საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და თავის ბიზნესს მართავდა.. ერთ დღეს კი ყველაფერი აირია.. რომ ამბობდნენ აფერისტია ბედნიერებაო, არ მეჯერა, მაგრამ ასე მოხდა.. უცებ ყველაფერი გაქრა.. თანაცხოვრების ერთი წლის თავზე ბაბუა დაიღუპა.. გაირკვა, რომ ტაია სულაც არ იყო ნიკას დედა.. ის უბრალოდ მამამისის მეორე ცოლი იყო, ლევანი კი მისი ნახრვარძმა.. როგორც აღმოჩნდა (ეს მოგვიანებით გავიგე) ბაბუამ თავის მემკვიდრედ ნიკა დაასახელა.. ცოტა ხანს მშვიდობა ჩამოვარდა.. გვეგონა, რომ ბაბუას სიკვდილმა დაგვაახლოვა.. ფეხმძიმედ ვიყავი და მე და ნიკა სიხარულის ზენიტში ვიყავით.. იმ დაწყევლილ დღეს კი მთელი სამყარო თავზე დამექცა.. შემატყობინეს, რომ ჩემი ქმარი ავარიაში მოყვა და ხრამში გადავარდა, რომ ის დაიღუპა.. ეს დღე, 23 სექტემბერი ჯოჯოხეთური იყო ჩემთვის.. უფრო სწორად ჯოჯოხეთის დასაწყისი.. ნერვიულობის გამო მუცელი საშინლად ამტკივდა, საავადმყოფოში გადამიყვანეს... როცა პალატაში შემიყვანეს შევნიშნე, როგორ შემოვიდა პალატაში ექიმის თეთრ ხალათსა და პიბადეში გამოწყობილი ტაია.. ხელში ნემსი ეჭირა.. სწორედ მაშინ მითხრა, როგორც მოვიშორეთ ნიკა და ბაბუამისი, ისე მოგიშორებთ შენც და შენს შვილსაცო.. ვიუვირე,თუმცა წამლის შეშვება მოასწრო, მე კი გავითიშე.. არც კი ვიცი გონს რამდენ ხანში მოვედი.. პირველ რიგში ბავშვი მოვიკითხე და მითხრეს, რომ ის აღარ იყო.. იმ დღეს მართლა მოვკვდი.. მე აღარაფერი აღარ მქონდა, აღარავინ მყავდა.. მე ვიყავი ცოლი, რომელსაც ქმარი მოუკლეს, დედა, რომელმაც საკუთარი შვილის ხელდი.აყვანაც კი ვერ შეძლო, მე უბრალოდ აღარავინ ვიყავი.. მე ვსუნთქავდი, მაგრამ ყოველი ამოსუნთქვა მტკიოდა, ვცოცხლობდი, მაგრამ მკვდარი უფრო ვიყავი.. ჩემს თავში ჩავიკეტე, აღარავისთან შევდიოდი კონტაქტში.. მეორე საღამოსვე გავიქეცი საავადმყოფოდან.. ხიდზე დავდექი.და ვტიროდი, როდესაც ვიღაცამ ხელი ჩამჭიდა და შემანჯღრია.. ეს სტივი იყო, სტივ ნორტონი.. თავისთან წამიყვანა და მითხრა, რომ შემეძლო დარჩენა.. ჩემთვის სულ ერთი იყო, მაგრამ მაინც დავრჩი.. საინტერესო ადამიანი იყო სტივი, აღარ გამიშვა.. მალევე ამალაპარაკა და ყველაფერი გაიგო, რაც გადამხდა.. მითხრა, რომ დამეხმარებოდა და პოლიციაში მივსულიყავი, მაგრამ ეს არ მინდოდა, რადგან ეს მე ვერც ნიკას დამიბრუნებდა და ვერც ჩემს გოგოს, იმ წამს იმაზე მეტი მინდოდა, ვიდრე მათი ციხეში ჩასმა, იმ წამს შურისძიება მინდოდა მხოლოდ(თუმცა დროთა განმავლობაში ეს გრძნობაც გაქრა).. მაშინ სტივმა მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა.. მეც დასაკარგი აღარაფერი მქონდა, აქ ყველა კუთხე მათ თავს მახსენებდა, ამიტომ წავედი.. სტივს დავუახლოვდი.. მაშინ კი, როდესაც საემიგრაციო სამსახურში პრობლემა შემექმნა, მომიწია სტივთან ფიქტიური ქორწინება გამეფორმებინა.. მე შევიცვალე, არა მხოლოდ შინაგანად, არამედ ფიზიკურადაც.. შევიცვალე სახელი და გვარი.. ახლა აღარ ვიყავი ბელა დადიანი, მე ანაბელ ნორტონი გავხდი.. მალე გავიგე, რომ სტივს ბოლო სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ეს თავადაც კარგად იცოდა.. მითხრა, რომ ყოველთვის არასწორად ცხოვრობდა, ახლა კი დრო იყო რაღაც კარგი გაეკეთებინა და ამიტომაც დამეხმარა.. დამეხმარა სრულიად უანგაროდ.. მეტიც, როცა დაიღუპა, მთელი თავისი ქონება ჩემს სახელზე დატოვა.. მე თითქოს რკინის გავხდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი, სიძულვილსაც კი.. სტივის კომპანია ჩავიბარე და ცხვირით ჩავეფალი ამ საქმეში.. მეგონა რაც მეტს ვიმუშავებდი ნაკლებს ვიფიქრებდი წარსულზე, მაგრამ უშედეგოდ.. უკვე თითქმის ხუთი წელი გავიდა, მე კი წარსულს ვერ ვშორდები.. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ უნდა დავბრუნდე.. შურისძიებას არ ვაპირებ.. ან იქნებ ვაპირებ კიდეც.. თუ კი ფულზე დახარბებულ ადამიანენს ფულს წაართმევ, ალბათ ეს არის კიდეც შურისძიება.. ფული.. არასოდეს ვყოფილვარ ფულის ხარბი.. მე მხოლოდ სიყვარულს ვითხოვდი.. ახლა კი უბრალოდ უნდა დავიბრუნო ის, რაც დავკარგე.. მართალია დაკარგულ სიცოცხლეს ვერ დაიბრუნებ, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებ ყველაფერს, რაც მათგან დარჩა..

ადრიანად ავდექი, ტაქსი გამოვიძახე და აეროპორტში წავედი.. რამდენიმე საათში იქ დავბრუნდები, საიდანაც სიმხდალის გამო წამოვედი.. დავბრუნდები, როგორც ანაბელ ნორტონი..
ჩემს სავარძელში მოვთავსდი და ხელები ყელისკენ უნებურად წავიღე.. ეს უკვე ჩვევად მექცა.. ყელზე წვრილ ჯაჭვზე ჩამობმულ საქორწინო.ბეჭდებს ვატარებ.. ბეჭედზე შიგნიდან წერია: if you were a library book, I will never bring you back''.. ეს სულელური ფრაზა ბავშვობიდან გვქონდა ამოჩემებული და ნიკამ ბეჭდებზეც დაატანინა..
ნეტავ როგორ შემხვდებიან.. შეიძლება ვერც მიცნონ, მე ხომ ასე შევიცვალე.. ჯიბიდან ჩემი და ნიკას ფოტო ამოვიღე და დავხედე.. ფოტოზე ასე ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მუცელიც მეტყობოდა.. ნიკას მუცელი გამოებერა, მე ხელს ვადებდი და დავცინოდი,.. ღმერთო როგორ მენატრება ის დრო.. სიმშვიდე, რომელიც მუდამ თან მდევდა.. მენატრება ნიკა, მისი სითბო.. ამდენი ხნის შემდეგაც კი ვერ დავივიწყე.. ჰმ.. ფოტოზე სულ სხვანაირი ვარ.. ქერა გრძელი თმით, ფრიალა სარაფნით.. ახლა კი სულ სხვა ვარ.. აღარც ისეთი გრძელი თმა მაქვს, თანაც მელირებული.. ხანდახან ვერც მე ვცნობ სურათზე ჩემს თავს..
უკვე დაგეგმილი მაქვს ყველაფერი.. მათ უკვე იციან, რომ ვინმე ანაბელ ნორტონი ხელშეკრულების დასადებად და მათ ფირმასთან სათანამშრომლოდ რამდენიმე თვიანი ვიზიტით მიდის.. როგორც ვვარაუდობდი, მათი ფირმა გაკოტრების პირასაა.. მე კი ერთადეღთი ვარ, ვინც მათი ''დახმარება'' განიზრახა.. ვთქვი, რომ შურისძიებას არ ვაპირებდი, ასეც იქნება, უბრალოდ კანონიერად დავიბრუნებ იმას, რაც ჩემს ქმარს ეკუთვნოდა..


......
თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა.. ნაბიჯი გადავდგი თუ არა ღრმად ჩავისუნთქე ჩემი მიწა-წყლის ჰაერი.. ყველაფრის მიუხედავად მაინც მომენატრა აქაურობა.. უცებ კი გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, აეროპორტში უამრავი ჟურნალისტი დავინახე, ჩამწერებით, კამერებით და მიკროფონებით.. საშინლად გავბრაზდი.. ჩემი ჩამოსვლა არ გამისაჯაროებია, ამის შესახებ მე ვიცოდი და ასევე კომპანიის მფლობელებმა, იდეაში დედამთილმა და მაზლმა.. ჟურნალისტები ყველა მხრიდან მომვარდნენ, ყველა სხვადასხვა კითხვას მისვამდა.. მაგრამ ჩემს ყურთასმენას მხოლოდ ერთი მოხვდა განსაკუთრებით ''ძალიან გავხართ ბელა დადიანს, რა ურთიერთობა გქონდათ მასთან'' .. შევყოვნდი, არეული გრძნობები დავალაგე და მშვიდად ვუპასუხე( საუბარი ინგლისურ ენაზე მიდის, მათ არ იციან, თუ ქართული ენა ვიცი)
- მე, ანაბელ ნორტონი არ ვიცნობ ვინმე ბელა დადიანს და ვერ ვხვდები, თუნდაც ასე იყოს, რა კავშირი აქვს ამას ჩემს ვიზიტთან.. ჩემი პირადი სივრცე, ნაცნობობა და ა.შ არ საჭიროებს მედეაში განხილვას.. თუ საქმესთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ, მხოლოდ ხვალ, ოთხ საათზე.. ახლა კი თქვენის ნებართვით - გვერდი ავუარე მათ და ჩემთვის წინასწარ ნაყიდ მანქანაში ნივთები ჩავაწყე და ის ის იყო ჩაჯდომას ვაპირებდი ჩემს წინ ქალბატონი ტაია და ლევანი დავინახე.. ამ შანსს ვერ გამოვტოვებდი, მათი სახეები უნდა მენახა.. რაც შემეძლო მშვიდად გავიღიმე.. მათ შეშფოთებულ სახეებს როცა წავაწყდი ყალბი ღიმილი ნამდვილად გადამექცა.. ეს ნიშნავს,.რომ მათ ვახსოვარ კიდევ..
- თქვენ ხართ ანაბელ ნორტონი? - მკითხა ლევანმა, რა თქმა უნდა ინგლისურად..
- დიახ, თქვენ რა ვერ ხედავთ.. თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ დაგუგლოთ ''ანაბელ ნორტონი'' იქნებ მაშინ მაინც მიცნოთ..
- უკაცრავად, ჩვენ.. - ჩაერია ტაია - გვაინტერესებდა, წამოხვალთ კომპანიაში.. ჩვენ დავგეგმეთ, რომ..
- მე არ მაინტერესებს თქვენ რა გეგმები გაქვთ.. როგორც ხედავთ ამ წამს ჩამოვედი, ვიღაცამ კი ჟურნალისტთა ჯარი დამახვედრა აქ.. მეც მაქვს ჩემი გეგმები და კომპანიაში ხვალ მოვალ.. - პასუხს არ დავლოდებივარ ისე ჩავჯექი მანქანაში და დავიძარი.. ძალიან მინდოდა ჩემს ძველ სახლში მისვლა, მაგრამ ასე არ შეიძლება, არავინ უნდა იცოდეს, რომ ბელა ვარ, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.. სასტუმროში მივედი და დავბინავდი.. აფორიაქებული ვიყავი, ვიცოდი, რომ წინ უამრავი სირთულე იყო.. პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა შემემცირებინა მსგავსება ძველ ბელასთან.. მაკიაჟი, ტანსაცმელი ამ ყველაფერს შემაძლებინებდა, მაგრამ იყო რაღაც-რაღაცები, რასაც ვერ შევცვლიდი.. ეს იყო სეზონური ალერგია და ჩემი ტატუ მაჯაზე.. ბენდენა ავიღე, რაღაცნაირად დავკეცე და მაჯაზე შემოვიხვიე.. ნახატი მთლიანად დაიმალა, ვეღარავინ შენიშნავდა მას.. ასე, რომ ეს აღარ მადარდებდა.. ალერგიას კი როგორმე გავუმკლავდებოდი..
ვღელავდი შემდეგ დღეზე, არ უნდა მიმეცა უფლება ზედმეტი გაებედათ ჩემთვის.. და არც საკუთარი თავისთვის მიმეცა სისუსტის გამოვლენის ნება.. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო.. იმდენად მინდა სამართლიანობა აღვადგინო, რომ მზად ვარ ყველანაირ რისკზე წავიდე..
ნომერში ვეღარ მოვისვენე, გადავწყვიტე სუფთა ჰაერზე გავსულიყავი.. ფეხით მივდიოდი და ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი.. ყველაფერი შეცვლილი მეჩვენებოდა.. ძალიან მინდოდა, რომ სასაფლაოზე გავსულიყავი, მაგრამ თავს ვიკავებდი.. ახლა არა- ვუმეორებდი ჩემს თავს.. არ ვაპირებდი საქმის დიდ ხანს გაწელვას.. ყველაფერი წინასწარ მქონდა გათვლილი და ორი-სამი თვეც საკმარისი იყო, საკმარისზე მეტიც კი... გეგმა მარტივი იყი, კომპანიაში შევიდოდი, როგორც აქციების ახალი მფლობელი, მის სახელს, პრესტიჟს და ავტორიტეტს აღვადგენდი და პარალელურად ტაიას და ლევანს გავამწარებდი, თან მათ საქმეებსაც გამოვააშკარავებდი და რაიმე მტკიცებულებას მაინც ვიპოვიდი.. ყოველ დღე იმის ფიქრში იქნებიან ლევანი და ტაია, ვარ თუ არა ბელა და ამას ვერასოდეს დაამტკიცებენ.. ისინიც ისევე შიშით იცხოვრებენ, როგორც მე მომიწია მეცხოვრა.. ნიკასაც ენდომებოდა სამართლიანობის აღდგენა, დარწმუნებული ვარ იმავეს იზამდა, მაგრამ ის ალბათ სამართლიანობას საკუთარი ხელით აღადგენდა, მე კი კანონის ძალით.. მე ხომ ყოველთვის ძალიან ლოიალური ვიყავი.. გულის სიღრმეში კი ეს თვისება ისევ შემომრჩა..

ანაბელის ჩამოსვლის გამო ლევანი და ტაია საშინლად ღელავდნენ.. მაგრამ აღელვება მაშინ გენახათ, როდესაც ანაბელი დაინახეს.. ორივეს გულში ეჭვი და შიში გაკრთა.. შიში იმის, რომ ანაბელი შეიძლება ბელა ყოფილიყო.. ბელა, რომელიც საკუთარი ხელით მოკლეს, ან ვინ იცის მოკლეს კი? მათ ხომ გვამის ნახვის საშუალება არ მისცეს.. მაგრამ ტაიამ ხომ თავისი ხელით შეუშვა მის ორგანიზმში ძლიერ მოქმედი საწამლავი.. შემდეგ დაინახეს, თუ როგორ მკაცრად ესაუბრა ჟურნალისტებს და გაიფიქრეს <<არა, ბელა ასეთი არ იყო, ეს ნამდვილი რკინის ქალბატონია>>.. როცა მივიდნენ და გაესაუბრნენ გულდაწყვეტილნი დარჩნენ, რადგანაც კომპანიაში საზეიმო დახვედრას უწყობდნენ, ანაბელმა კი მათ იდეას წამში გადაუსვა ხაზი.. არ მოეწონა ტაიას ანაბელი, მაგრამ რას იზამ, აფერისტობა სისხლში აქვს და ფულის გამო ეშმაკს მიეყიდება..
- რაღაც არ მომწონს მე ეს ანაბელი - ჩაიქირქილა ლევანმა და მანქანა დაძრა..
- ფული გვაშოვნინოს და ამ ტალახიდან ამოგვიყვანოს.. შენს მოწონებას დავეძებ?..- ჩაიქოთქოთა ტაიამაც
- ძალიან ჰგავს - თქვა ლევანმა დიდი ხნის დუმილის შემდეგ..
- ვის? - არ შეიმჩნია ტაიამ
- იცი ვისაც და მე მაინც ნუ მომატყუებ.. ბელას ჰგავს, ბელას - უკვე ხმას აუწია ლევანმა..
- ჩემთან ხმას ნუ უწევ - არანაკლებ მკაცრად უთხრა ტაიამ - შენ კარგად იცი, რაც გამიკეთებია, მხოლოდ შენს სასიკეთოდ.. ვერ დაინახე როგორ საუბრობს, როგორი მანერები აქვს.. ნამდვილი ლედია და არა ის მათხოვარი..
- ფრთხილად უნდა ვიყოთ.. ხვალ შევთავაზოთ, რომ ჩვენთან გადმოვიდეს.. ბელა არის, თუ ანაბელა, ამას აუცილებლად გავიგებთ..
- მართალი ხარ, მაგრამ ის ზრდასრული ქალია და ვერ გავაკონტროლრბთ სად წავა და რას იზამს..
- კი, მაგრამ არის ვიღაც, ვინც მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებს..
- გინდა რომ უთვალთვალო?
- კი, რა იყო.. რამე ახალია თუ აქამდე არ დაგვჭირვებია? - ჩაიღიმა ლევანმა..
- კარგი ლევან.. მასე ვქნათ - გაიღიმა ქალმაც...

....
აფორიაქებული ბელა ადგილს ვერ პოულობდა.. ბევრი ადგილი მოიარა, მაგრამ სიმშვიდე მაინც ვერ იპოვა.. მერე კი გადაწყვიტა, რომ ქაშუეთში წასულიყო.. ყოველთვის უყვარდათ მას და ნიკას ქაშუეთის ტაძარში მისვლა.. გაახსენდა, როგორ გეგმავდნენ მათი პატარების ამ ტაძარში მონათვლას.. ცოტა ხანი იყო იქ და შემდეგ სასტუმროს გზას ხელახლა გაუყვა.. როგორ უნდოდა მის სახლში მისულიყო, მაგრამ არ შეეძლო.. ჯერ არ შეეძლო.. იმიტომ კი არა, რომ სიმართლის გამჟღავნების ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ თუ კი ამას გაიგებდნენ, ის ვეღარაფერს შეძლებდა, რადგანაც ტაია კონტრაქტს აღარ გაუფორმებდა..
დილაადრიან ადგა ბელა.. პირდაპირ სააბაზანოში შევარდა და დილის პროცედურები ჩაიტარა.. საგანგებოდ ემზადებოდა ამ დღისთვის.. ვიწრო, მაღალწელიანი შავი შარვალი ჩაიცვა, ლამაზი თეთრი საროჩკა შარვალში ჩაიტანა, მაღლებზე დადგა, საყვარელი სუნამო იპკურა.. სულ ყველა ნივთი ძვირად ღირებული ჰქონდა ბელას, მაგრამ ქმრის ნაჩუქარი სუნამო მაინც ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის.. უამრავ მსგავსი სურნელის სუნამოს ყიდულობდა, მაგრამ მას განსაკუთრებით უფრთხილდებოდა, ისე, რომ უკვე მეექვსე წელია ძლებს.. ყველაფერს მორჩა, ჩანთა აიღო, ფაილები შეამოწმა და გავიდა.. რთული დღე ელოდა წინ.. ხალხი უნდა გაეცნო და თან პრესის წარმომადგენლებს შეხვედროდა და პასუხები გაეცა.. აუცილებლად სჭირდებოდა თანაშემწე.. გადაწყვიტა, რომ მეორე დღიდან თანაშემწის მოძებნას შეუდგებოდა.. კრიტერიუმები მკაცრად ჩამოაყალიბა გონებაში, უნდა იყოს განათლებული (საქმის შესაბამისად) და რაც მთავარია მშვიდი, რათა ნერვები არ მოუშალოს..
კომპანიაში მივიდა, მანქანა პარკირების ადგილზე გააჩერა და გადავიდა.. თვალი მოავლო უზარმაზარ ჰოლდინგს.. გაახსენდა, რამდენჯერ დასდგომია ნიკას თავს და მასაც შეცვედრა ჩაუშლია, რომ ბელასთან ესაუბრა.. მკაცრი გამომეტყველება მიიღო და კომპანიაში შეაბიჯა.. ყველა უცნაურად უყურებდა, ბელასთვის ეს გასაგებიც იყო, ზოგს ბელა ეგონა, ზოგი კი სულ მთლად ახალი იყო და მისი სიმკაცრე აშინებდა.. ყველას მიესალმა და ლევანს სთხოვა კაბინეტამდე გაეცილებინა.. ლევანმაც მოჩვენებითი ჯენტლმენობა გამოიჩინა და ქალბატონი კაბინეტამდე მიაცილა..
- ანაბელ - დაუძახა შესვლისას - ვწუხვარ გუშინდელი შემთხვევის გამო.. იმედი მაქვს, არ განაწყენდით..
- რას ბრძანებთ ლევან- არც ბელამ დაიშურა აფერისტობა.. - ყველაფერი რიგზეა..
- სასიამოვნოა.. - გაუღიმა ლევანმა.. - იცით, მე და დედამ ვიფიქრეთ, რომ ალბათ სასტუმროში ყოფნა რთულია, ამიტომ ჩვენთან გეპატიჟებით..
- დავფიქრდები ლევან.. გმადლობთ - ცხვირწინ მოუჯახუნა კარი და ოთახში შევიდა.. არც თუ უგემოვნოდ იყო მოწყობილი, მაგრამ მათ ჯინაზე ხელახლა გაარემონტებდა.. ეს იდეაც ბლოკნოტში ჩაინიშნა და მუშაობას შეუდგა.. ცოტა ხანში კაბინეტიდან გავიდა, ლევანის კაბინეტთან შეჩერდა და უცებ თავისი სახელიც გაიგო..
- ნუ ღელავ დედა, უკვე შევთავაზე.. ვფიქრობ, რომ დათანხმდება..
- საშიში ქალია.. აუცილებლად.უნდა დავითანხმოთ.. - ბელას გაეღიმა და კარზე დააკაკუნა.. მალევე შევიდა და ლევანს ხელმოსაწერი საბუთები გადასცა.. მალე პრესკონფერენციის დროც მოვიდა.. ბელა იდგა და მშვიდად, სრულიად გააზრებულად პასუხობდა მათ შეკითხვებს.. ამან საათნახევარს გასტანა.. გადაქანცული ჩაეშვა ბელა სავარძელში, კადრების განყოფილებაში დარეკა და უთხრა
- თანაშემწე მჭირდება და იზრუნეთ ამ საკითხზე.. რამდენინე დღეში უკვე უნდა იყოს, გასაუბრებაზე კი ჩემთან გამოუშვით.. - პასუხს არ დაელოდა, ისე გათიშა.. ჩანთა აიღო და სასტუმროში წავიდა.. პირველ რიგში საშხაპეში შევიდა და გადაივლო.. იდგა წყლის ქვეშ და ვერ გაეგო დათანხმებულიყო თუ არა მათთან გადასვლას.. ბოლოს გადაწყვიტა, რომ მეგობარი ახლოს უნდა ჰყავდეს, მტრები კი უფრო ახლოს.. თითქმის ამოლაგებული ნივთები ჩაალაგა და მათ მისამართს დაადგა..
კარზე ზარი დარეკა და დაელოდა.. უცნობმა გოგონამ გაუღო კარი და შიპატიჟა..
- თქვენ დამპატიჟეთ, აი მეც მოვედი - ყალბად გაუღიმა ბელამ და მხრები აიჩეჩა.. მას სასწრაფოდ მიუჩინეს ადგილი.. ბელა გადაღლილი შევიდა ოთახში, საჭირო ნივთები ამოალაგა და დაიძინა..
დილით ჩვეულ დრის ადგა და მოემზადა.. სამსახურში ადრევე მივიდა და გასაუბრება დაიწყო.. უამრავ ადამიანს შეხვდა, მაგრამ არავინ მოსწონდა.. ფიქრობდა, ერთი შეხედვით შევატყობ, ვინ მჭირდრბა თანაშემწედო.. უკვე აღარაფრის იმედი ჰქონდა, საქაღალდე აიღო და საბუთებს ჩახედა.. უცებ მასთან დარეკეს
- გასაუბრებაზე არიან..
- შემოუშვით - უხალისოდ თქვა ბელამ და არც კი შებრუნდა.. სავარძელში იჯდა და ზურგი ექცია კარისთვის.. კარის ხმა გაიგო, საბუთებიანად შებრუნდა, ისე, რომ თავიც არ აუწევია..
- გისმენთ - უღიმღამოდ უთხრა..
- გიორგი გაბრიჭიძე გახლავართ, გასაუბრებაზე მოვედი - გაისმა ასევე მკაცრი, ბოხი ბარიტონი.. როგორ საშინლად ეცნობოდა ბელას ეს ხმა, მაგრამ თავი გაიქნია და ბიჭს შეხედა.. თვალები გაუშტერდა.. საოცრად სიმპატიურ, ახალგაზრდა კაცს ხედავდა, მაგრამ ის უფრო აოცებდა, რომ ის ძალიან ჰგავდა ნიკას.. არა, ვერ იტყოდა ძალიან ჰგავსო.. სულ სხვანაირი ტიპაჟი იდგა მის წინ, მაგრამ რაღაცით მაინც ნიკას ამსგავსევდა.. თავი გააქნია, დაიბნა, ყველა წინადადება ერთმანეთში აერია.. რატომ ემართებოდა ასე? რატომ ხედავდა ყველა მამაკაცში ნიკას.. ის ხომ აღარ იყო.. ნიკას ხომ არ ენდომებოდა ბელა ასეთ მდგომარეობაში ენახა.. ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით გაესაუბრა და გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იყო ვინც სჭირდებოდა და შემდეგი დღისთვის დაიბარა.... ოფისში დიდ ხანს ვეღარ გაძლო.. საშინლად იყო აღელვებული.. უამრავი ქუჩა ფეხით შემოიარა, შემდეგ კი ''სახლში'' დაბრუნდა და ისე ავიდა ოთახში, რომ არავისთვის უთქვამს..
საკეტი გახსნა (კარს კეტავს ყოველთვის), დაღლილი დაეშვა საწოლზე და ამოიხვნეშა.. მალე საბაზანოში შევიდა..
- პარანოიად მექეცი ნიკა, ისე მომენატრე.. ყველა მამაკაცში შენ გეძებ.. მაგრამ არ ვიცი, რატომ ჰქონდა შენნაირი თვალები.. ან იქნებ სულაც არ იყო შენნაირი.. იქნებ ისევ მომელანდე.. - ჩურჩულებდა ბელა და ცრემლები სცვიოდა..
ასე იყო.. არასოდეს ავიწყდებოდა ბელას ნიკა.. ალბათ ვერც ვერასოდეს შეძლებდა.. რამდენი მამაკაცი სთხოვდა შეხვედრას, ურთიეერთობას, მაგრამ არა და ვერა.. ნიკას ვერ პოულობდა.. ეძებდა, ყველა მამაკაცში ნიკას ეძებდა და მსგავსს ვერ პოულობდა.. ეგ კი არა სტივის დაღუპვის შემდეგ მეგობარიც კი აღარ ჰყოლია.. იცოდა, რომ ასე არ შეიძლებოდა, რომ თავს ისჯიდა და იუბედურებდა, რომ ეს ნიკას არ მოეწონებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა შეწინააღმდეგებას.. არავინ არ იცოდა, რამხელა გრძნობებს მალავდა, ეს ერთი შეხედვით რკინის ადამიანი.. არავინ იცოდა, თუ რამხელა უბედურება გადაეტანა..
ჩაფიქრდა.. რას ეტყოდა ნიკა ახლა? იცოდა, როგორ არ იცოდა რასაც ეტყოდა.. ''ჩემო ქალბატონო, გული გეყინებაო''.. იქნებ ასეც იყო, მაგრამ განა ვინ იყო დედამიწაზე ისეთი, რომ მისი გაყინული გული გაელღვო, მას ხომ ნიკა აღარ ჰყავდა.. ახლა კი სულ მოულოდნელად გიორგი გამოჩნდა.. არც იცის რატომ, მაგრამ მასში თითქოს ნიკა დაინახა.. მისი თვალები, ნიკასაც ასეთი თვალები ჰქონდა.. მუქი, მურჯი თვალები.. არც ის იცის, რატომ დაინახა გიორგის თვალებში სევდა და რატომ ჩარჩა გონებაში მისი სევდისფერი თვალები...
აღარაფრის თავი ჰქონდა, მაგრამ სავახმშოდ მაინც ჩავიდა, რადგანაც უკვე მეათედ დაუკაკუნეს კარზე...


....
--ბელა--

დაღლილი ვიყავი, თუმცა სავახშმოდ ჩასვლა გადავწყვიტე.. მაგიდასთან ისე დავიკავე ტაიას ადგილი, რომ არც შევიმჩნიე.. ტაიაც ''სხვა რა გზა მაქვს'' გამომეტყველებით სხვა ადგილზე დაჯდა, ლევანიც მის გვერდით მოთავსდა..
- ყველაფერი კარგად გამოიყურება, იმედია გემრიელიცაა - ვუთხარი მათ..
- უბრალოდ გასინჯე - ჩაისისინა ლევანმა.. მეც მხრები ავიჩეჩე და სასურველი კერძი თეფშზე გადავიღე.. როდესაც მოვრჩი, სამზარეულოში გავედი და გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის გემრიელი ყავა მომემზადებინა... ფეხისწვერებზე ავიწიე, რათა ზევითა თაროზე არსებულ ყავის ყუთს მივწვდომილიყავი.. ის ის იყო ავიღებდი, რომ უკნიდან ლევანის შეხება ვიგრძენი, მან ჩემმაგიერ აიღო ყუთი და მაგიდაზე დადგა.. მისმა საქციელმა გამაღიზიანა, მაგრამ თავი მოვთოკე და გავიღიმე
- გმადლობ - მივუგე გულგრილად და ყავის მომზადებას შევუდექი.. ის კი იდგა და მიყურებდა.. ყავის დალევა ჩემს ოთახში გადავწყვიტე და ასეც მოვოქეცი.. გვიანი იყო, მეც დაღლილი ვიყავი და დაძინება გადავწყვიტე.. მოკლე საღამური ჩავიცვი და დაწოლას ვაპირებდი, როდესაც კარზე დამიკაკუნეს.. ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე.. კართან ლევანი იყო, კედელს ცალი მხრით მიყრდნობოდა და ასე ვთქვათ, დიაგონალზე იდგა..
- ანაბელ, მობილური დაგრჩა.. - გაიღიმა ამაზრენად..
- შენც დამიბრუნე - ვუთხარი და ხელი გავუწოდე.. მან კი ტელეფონი ჯერ ხელთან მომიტანა, მერე კი მაღლა ასწია
- შენთან ბავშვურ თამაშს არ ვაპირებ, თუ მასე ძალიან მოგწონს დაიტოვე - ვუთხარი და კარს ვკეტავდი, როდესაც შემაჩერა, ტელეფონი გამომიწოდა და ცალი ხელი ჩემი თმისკენ წაიღო.. მე კი მისი ხელი ჰაერშივე შევაჩერე..
- ჩემთან თამაშს არ გირჩევ ლევან, რადგან აუცილებლად დაგამარცხებ - ვუთხარი ნაგლად და კარი ცხვირწინ დავურეკე..
- ამაზრზენი - ჩავილაპარაკე ჩემთვის.. ადრეც ასე იცოდა იერიშზე გადასვლა.. ვერც კი დავითვლი, რამდენჯერ უცემია ნიკას ამის გამო.. განა რამე იყო, უბრალოდ ნიკასი შურდა და ყველაფერი უნდოდა, რაც მას ეკუთვნოდა, მათ შორის ქალიც.. გაღიზიანებულმა როდის როდის ჩავიძინე.. გვიან ღამით კი ისევ გამეღვიძა.. ვიწრიალე, მაგრამ ვერ ვიძინებდი, ამიტომაც ავდექი.. ჩემს ჯერ კიდევ ამოულაგებელ ჩანთას მივწვდი და თაბახის ფურცელი, ასევე შავი უხეში ფანქარი ამოვიღე.. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და უცნობი თან ნაცნობი კონტურების გავლება დავოწყე.. სურათზე ბოლო შტრიხი შევიტანე და თვალები დავხუჭე, მინდოდა თვალებს რომ გავახელდი, სურათი მთლიანობაში აღმექვა.. ასეც მოხდა.. და იცით? სურათიდან გიორგის სახე მიმზერდა..
- ასე რატომ გგავს - ავხედე ზეცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავს, იდეაში კი ნიკას.. - არა.. ასე არ შეიძლება- შემოვუძახე თავს და თავი აქეთ იქით გავაქნიე, თუმცა ფიქრები ვერ გავფანტე.. ფაქტი ერთი იყო, გიორგის ისეთივე თვალები ჰქონდა, როგორც ნიკას.. ნიკას ნახატიც ამოვიღე და გიორგისას გვერდით მივუდე.. შეიძლება ორი ადამიანი ასე ჰგავდეს ერთმანეთს და თან ასე განსხვავდებოდეს?.. იქნებ მე ვხედავ მარტო ამ მსგავსებას და ისიც იმიტომ, რომ შინაგანად მინდა ასე იყოს.. უცებ ისიც კი ვიფიქრე, რომ ნიკა და გიორგი ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგრამ არა.. მსგავსება არც ასეთი დიდია.. თანაც ნიკა რომ ყოფილიყო, შეხვედრის დღესვე მეტყოდა ყველაფერს.. აქამდე ამაზე რატომ არ დავფიქრდი.. იქნებ ისიც ისევე ''გარდაიცვალა'', როგორც მე.. ან იქნებ უბრალოდ... იქნებ.. იქნებ... იქნებ... ათასი ''იქნებ'' მომივიდა თაავში, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვფიქრობდი.. მხოლოდ ერთი რამ გადავწყვიტე ურყევად, გიორგი, თუ ნიკა.. ამას აუცილებლად გავარკვევდი.. ისევ წამოვწექი და როდის დამეძინა ვერ მივხვდი.. როდესაც გამეღვიძა, მივხვდი, რომ მაგვიანდებოდა და სწრაფად მოვემზადეე. მანქანაში ჩავჯექი და დავიძარი..
სულ ცოტა ხანს ვიარე და ისე გადმოირბინა გზაზე პატარა გოგონამ, გააზრებაც ვერ შევძელი.. სწრაფად დავამუხრუჭე და საჭე სხვა მხარეს ავიღე.. ბავშვს მილიმეტრებით ავცდი.. გოგონა შეშინებული იდგა და თვალებზე ხელი აეფარებინა.. სწრაფად გადავედი და გოგონას მაგრად მივეხუტე
- მაპატიე საყვარელო.. - ვეჩურჩულებოდი მას.. მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილის დაკარგვის ტკივილი განვიცადე, ვერავის გავიმეტებდი ამისთვის.. გოგონას არც ისე სუფთად ეცვა, თმა გასწეწვოდა და დიდ თაფლისფერ ყვალებს აბრიალებდა.. - შეგაშინე - ვკითხე თავად შეშინებულმა, მან კი თავი დამიქნია - მაპატიე, კარგი? - ვუთხარი და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი.. მანაც ენის ჩლიფინით მითხრა კარგიო.. ვკითხე საიდან მოდიოდა და გული ჩამწყდა, როდესაც იმავე თავშესაფრის სახელი მითხრა, რომელშიც მე გავიზარდე.. გოგონა ჩავისვი მანქანაში და წავიყვანე.. შორიდან შევნიშნე, როგორ მოდიოდა ჩემი საყვარელი აღმზრდელი ლილი.. გაოცებული მიყურებდა, თვალებს ვერ უჯერებდა.. თვალზე ცრემლი მომადგა.. მსოფლიოს მოვატყუებდი, მაგრამ მას ვერა..
- ბელა შვილო - გაოცებულმა თქვა ლილიმ..
- დიახ ლილიკო - ვუთხარი და ჩასახუტებლად გაშლილ ხელებში ჩავუვარდი.. კისერშიის ცრემლებს ვგრძნობდი.. საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი.. თითქოს შიგნით ძველი ბელა გაცოცხლდა..
- ეს როგორ შვილო, თვალებს ვერ ვუჯერებ - ამბობდა ქალი და მკოცნიდა..
- მოგვიანებით აგიხსნი ლილი.. უბრალოდ ახლა აი ამ პატარას ლამის დავეჯახე - ვაჩვენე ბავშვი
- ნინა შვილო, ისევ გაიპარე, როგორ გვანერვიულე - გაუჯავრდა ქალი - თან როგორ დასვრილხარ...
- მე დედა უნდა ვიპოვო - ცრემლები წამოუვიდა პატარას.. ჩემი თავი გამახსენდა მის ასაკში.. საფიქრალი არ იყო, წამებში მივიღე გადაწყვეტილება..
- იქნებ იპოვე უკვე დედა - მის წინ ჩავიმუხლე და სახეზე მივეფერე...- გინდა, რომ მე ვიყო შენი დედიკო
- მათლა? - აჩლიფინდა პატარა.. მეც თავი დავუქნიე, ის კი სიხარულისგან კისერზე დამეკიდა..
- ლილი მინდა ნინა ვიშვილო.. თუ შეიძლება, ყველა საჭირო საბური მოამზადე.. მხოლოდ და მხოლოდ ანაბელ ნორტონის სახელზე
- მაგაზე დიდ სიკეთეს ვერ იზამ შვილო..
- კარგი ლილი, ახლა მეჩქარება, საღამოს მოვალ და ვისაუბროთ.. - ლილის დავემშვოდობე, ნინას ავუხსენი, რომ მალე დავბრუნდებოდი და სამსახურში წავედი.. დავიგვიანე, თუმცა არ მანაღვლებდა, უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი.. ოფისში შევედი თუ არა ყველას მზერა ჩემკენ მოიმართა.. მშვიდად გავუყევი გზას და კაბიმეტი უნდა შემეღო, ზურგიდან ლევანის ხმა რომ გავიგე
- დაგაგვიანდა ანაბელ - საშინლად გამაღიზიანა მისმა ტონმა..
- რა იყო ლევან, ხომ არ გინდა ანგარიში ჩაგაბარო, სად, როდის და რატომ მივდივარ, ან რატომ ვიგვიანებ ჩემს ოფისში სადღაც ნახევარი საათით
- არა, არაწორად გაიგე..
- არ მაინტერესებს, არ შემაწუხო.. - შევედი და კარი მივიჯახუნე... კაბინეტში შესულს თვალები შუბლზე ამივიდა.. ინტერიერი შეეცვალათ, თანაც გემოვნებით.. ისე, როგორც მინდოდა, ისე, როგორც შტატებში მქონდა მოწყობილი..
- მოგწონთ? - მომესმა გიორგის ბარიტონი.. ემოციები დავმალე და შევუბრუნდი..
- ეს შენ გააკეთე?
- დიახ
- დაგავალა ვინმემ?
- არა.. უბრალოდ აი ეს ქაღალდი ვიპოვე.. - გამონიწოდა ქაღალდი, რომელზეც გუშინ დავწერე • გავაკეთო რემონტი კაბინეტში.. - და ვიფიქრე..
- მოკლედ, სხვა დროს იმას ნუ იზამ, რასაც მე არ დაგავალებ.. მაგიდასთან მისული კიდევ ერთხელ გავოცდი, ჩემი საყვარელი ყავა და შოკოლადი
- ესენი საიდან - ვიკითხე ისევ მკაცრად
- თქვენთვის მოვიტანე..
- შენ საიდან იცოდი, რომ ესენი მიყვარს?
- რამდენიმე თვის წინ, პაპარაცებმა საყვარელი ყავით და შოკოლადით დაგაფიქსირეს და იქიდან - მხიარულად თქვა მან..
- გასაგებია, კიდევ გიმეორებ, არაფერს გააკეთებ ჩემი მითითების გარეშე, თორემ თავად დაწერ განცხადებას წასვლზე..
- დიახ..
- შეგიძლია შენს ადგილზე დაბრუნდე - ვუთხარი და საქაღალდეებში ქექვა დავიწყე.. ის კი გაუნძრევლად იდგა
- რა ხდება? - ვკითხე თითქოს გულგრილად
- ჩემი ადგილი არ მაქვს..
- გასაგებია - ლევანთან დავრეკე.. - ლევან, თავისუფალი კაბინეტი მჭირდება თანაშემწისთვის.. ჩემი კაბინეტის გვერდით, ან პირდაპირ, იზრუნე ამაზე
- ამას დრო დასჭირდება, მანამდე შენს კაბინეტში იყოს
- ამას მე თავად გადავწყვეტ - ვუთხარი და გავთიშე.. შემდეგ ბრძანება გავეცი და მისთვის მაგიდა შემოვატანინე..
ვცდილობდი გიორგიზე ნაკლებად მეფიქრა და საქმეში ცხვირით ჩავეფალი.. უცებ მობილურზე ლილის ზარი შემოვიდა, საპირფარეშოში გავედი და ვესაუბრე.. გავთიშე და შევბრუნდი, როდესაც გიორგი დავინახე
- ქართული გცოდნიათ მის - გაიღიმა მან
- მისის - შევუსწორე - თანაც ეს შენ არ გეხება
- კი მაგრამ ამაზე არავინ იცის
- ჩემთვის არავის უკითხავს, ვიცი თუ არა ქართული, მესაუბრებიან ინგლისურად? ვესაუბრები მეც - ავიჩეჩე მხრები და გამოვეცალე.. სამუშაო დღეს მოვრჩი თუ არა ბავშვთა სახლში მივედი...

ლევანთან..
- ძალიან კარგი, გაგიმართლა, რომ აგიყვანა.. ახლა მისი ნდობა უნდა მოიპოვო - გველივით სისინებდა ლევანი
- რა თქმა უნდა - კვერი დაუკრა გიორგიმ..
- იცოდე, თუ საქმეს არ შეასრულებ, ჩემი ხელით გაგითხრი სამარეს..
- ნუ მემუქრები ლევან, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა..
- იმედია, მაგაში შენი თავი დაარწმუნე, მისი ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე, ისიც კი, რა ჰაერით სუნთქავს
- გასაგებია შეიძლება საქმეს ჩემთან პირველად იჭერ, მაგრამ იცოდე, , ეს ჩემი სამუშაოა და დაკონკრეტება არ მჭირდება - თქვა გიორგიმ და გავიდა, კარში კი ტაია შემოეტია
- ამ ბიჭს არ ვენდობი - უთხრა ქალმა
- არც მე, ამიტომაც დავიქირავე მეორეც - გაიღიმა ბოროტულად და კაბინეტი დატოვა..

......
ბელა ბავშვთა სახლში მივიდა, მას ნინა და ლილი შეეგებნენ.. უჩვეულო სიხარულს გრძნობდა ბელა..
- უნდა ვისაუბროთ - უთხრა ლილიმ და გოგონა გვერდით მოისვა, ხელები ჩასჭიდა და გაუღიმა. ბელამაც მთელი თავისი ისტორია მოუყვა.. მთელი ეს დრო ცრემლი არ შეშრობიათ ორივეს..
- ღმერთი დიდია შვილო, ის ყველას დასჯის - გაამხნევა ლილიმ..
- ვიცი ლილიკო, ვიცი, მაგრამ მას ვერ დაველოდები - ჩაილაპარაკა ბელამ..
- შვილად აყვანის საქმეზე რა ხდება? - ჰკითხა ქალს
- ხო, შვილო.. შენ თუ აქ დარჩენას აპირებ მოგიწევს სახლი იყიდო, რადგან ეს აუცილებელია..
- მაგას ახლავე მოვაგვარებ ლილი - უთხრა და გიორგისთან დარეკა..
- გიორგი, სასწრაფოდ მომიძებნე სახლი, რომელიმე მყუდრო უბანში.. ისე, რომ ხვალვე ჩემს სახელზე იყოს.. - დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და ხალხს მიუბრუნდა.. ლილის შეპირდა, რომ ყოველთვიურად დაეხმარებოდა მატერიალურად.. შემდეგ დაემშვიდობა და წავიდა.. ''სახლში'' წასვლა არ უნდოდა, ამოტომ ქაშუეთში ავიდა.. ცოტა ხანს საყვარელ ადგილზე იყო და სახლში ემოციებით დახუნძლული დაბრუბდა.. ის ბედნიერი იყო.. ახლა მის ცხოვრებას აზრი ექნებოდა.. მერე რა, რომ ის ბიოლოგიური დედა არ იქნებოდა.. ის ნინას ყველაფერს მისცემდა.. სიყვარულს, კარგ განათლებას, ლამაზ მომავალს, წარმოიდგინა, როგორ დავარცხნიდა თმას, როგორ მიიყვანდა სკოლაში და როგორ ივლიდა მშობელთა კრებაზე.. იმ საღამოს აღარაფრის თავი ჰქონდა, გადაწყვიტა დაესვენა და მერე ემუშავა ისევ ცოტა

.........
..ბელა..

სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი, ახლა აღარაფრის თავი მქონდა, ჩემთვის ყავა მოვამზადე, საყვარელი შოკოლადი ავიღე და ოთახში ავედი.. ძალიან დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ლეპტოპში ჩემს სამუშაოს მივადექი.. სხვადასხვა ბანკებში მეილები უნდა გადამეგზავნა, მინდოდა მათი ნდობა ხელახლა მომეპოვებინა.. თან რამდენიმე აუცილებელი ცხრილიც უნდა შემექმნა.. ისე შევყევი მუშაობას დროის შეგრძნება სულ დავკარგე.. უცებ მობილურმა დარეკა და საქმეს ცოტა ხნით მოვწყდი.. გიორგი იყო..
- მისის ანაბელ, თქვენი ბრძანება შესრულებულია, სახლის მისამართს ახლავე მოგწერთ.. ხო, კიდევ... სახლის ძველი მეპატრონე თქვენთან შეხვედრას ითხოვს
- გასაგებია გიორგი და გმადლობ.. - ვუთხარი და სწრაფად დავკიდე ყურმილი.. ცოტა ხანს ისევ ვიმუშავე, შემდეგ გიორგის გამოგზავნილი შეტყობინება გავხსენი.. თვალებს ვერ დავუჯრე.. ნაცნობი მისამართი იყო, ჩემი და ნიკას სახლის მოპირდაპირედ მდგარი სახლი.. ემოციებმა ამიტანა, ამ სახლის გახსენებამ კიდევ ერთხელ გამახსენა წარსული.. ლეპტოპი უემოციოდ დავხურე და წამოვწექი.. არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი ჭერს, სრულიად უემოციოდ.. შემდეგ ნინა გამახსენდა და გამეღიმა.. ნეტავ იცოდეთ, როგორი საყვარელია.. ჯერ სამი წლის თუ იქნება.. ლამაზი ქერა თმა და დიდი ბრიალა თაფლისფერი თვალები აქვს.. რაც უფრო დიდ ხანს ვფიქრობდი ნინაზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მისი შვილად აყვანა ყველაზე სწორი საქციელია.. ნინას გამო მზად ვარ შევიცვალო,... ისე ჩამეძინა ვერც გავიგე.. დილით რომ ავდექი თავს სუსტად ვგრძნობდი.. თავი საშინლად მტკიოდა და ღებინების შეგრძნება არ მშორდებოდა.. ყოველთვის ასე ვარ, როდესაც კარგად გამოძინებას ვერ ვახერხებ.. სულ ამ მდგომარეობაში ვვარდები.. საწოლიდან ადგომის თავიც არ მქონდა.. ცოტა ხანში კარზე ლევანმაც მომიკაკუნა, მეც ავუხსენი, რომ ცუდად ვარ... ვიცოდი, რომ ახლა მხოლოდ ძილი თუ მიშველიდა.. ტკივილგამაყუჩებელი მაინც დავლიე და ვცადე დამეძინა.. მალევე გამეღვიძა.. თავს ისე საშინლად აღარ ვგრძნობდი, ამიტომ სამსახურში წასასვლელად მოვემზადე.. ამ დროს გიორგის ზარიც გაისმა, მითხრა, რომ სახლის ძველ პატრონს აუცილებლად უნდა შევხვედროდი.. ოთახიდან გავედი, რატომღაც არავინ შემხვედრია გზად.. ვიცოდი, რომ შეიძლება ცუდად ისევ გავმხდარიყავი, ამიტომ ტაქსით წასვლა ვამჯობინე.. სახლს ვუახლოვდებოდი და გულისცემა მიასმაგდებოდა.. შევძელი და თვალი ავარიდე ჩემს ძველ სახლს.. საჭირო მისამართზე მივედი და ზარი დავრეკე.. კარი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალმა გამიღო.. თბილად მიმიღო და ყავაზეც დამპატიჟა.. უამრავი რამ ამიხსნა, რატომ გადადიოდა, თანხა რაში სჭირდებოდა.. სახლზეც მიამბობდა თუ როდის გაარემონტა, რა რამდენი დაუჯდა და ა.შ.. სიმართლე გითხრათ კარგი დაქოქილი ქალი იყო და საუბარში გამაბრუა.. ძლივს დავიხსენი თავი და წამოვედი.. ამ ქალთან ყველანაირი ანგარიში გასწორებული მქონდა, სახლი უკვე ჩემი იყო..
გავედი თუ არა ისევ იმ სახლს მოვკარი თვალი.. თითქოს ფანჯარაში რაღაც სილუეტს გაკრთა.. იქნებ კიდეც ცხოვრობს ვინმე, ამაზე არასოდეს მიფიქრია.. ამ სახლის გახსენებისას, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ იქ უამრავი სითბო და სიყვარული მაქვს დატოვებული.. არასოდეს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ჩემს სახლში ვინმე სხვას ეცხოვრა.. ღრმად ჩავისუნთქე და მტკიცე ნაბიჯებით მივუახლოვდი.. სახლის გარშემო არსებულ ღობეს მივუახლოვდი.. ისევ ისეთი ფერის იყო, თითქოს ამ წლებს არაფერი დაეკლო საღებავისთვის.. გამახსენდა, როგორ ვღებათ მე და ნიკა.. კარზე დაკაკუნება მინდოდა, მაგრამ ხელი შევახე თუ არა გაიღო.. გაუბედავად შევდგი ფეხი და დახუჭული თვალები გავახილე.. ყველაფერი ისევ ისე იყო.. თითქოს არასოდეს წავსულვართ.. ნეტავ ვინ უვლიდა აქაურობას, დავიჯერო ტაია, ან ლევანი? რაღაც არა მგონია.. უცნაური სიჩუმე გამეფებულიყო.. ბაგეზე სევდიანი ღიმილი გამიკრთა.. ჩემს სახლში ვიყავი, ჩემს საყვარელ სურნელს ვსუნთქავდი, რომელიც წლებს ვერ გაეფანტა.. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.. ყველა ნივთს ხელით ვეხებოდი და გულში ათასი გრძნობა მერეოდა ერთმანეთში.. ვიცოდი, რომ აქ მოსვლა ემოციური იქნებოდა, მაგრამ ასეც არ წარმომედგინა.. თურმე როგორ მჭირდებოდა აქ მოსვლა.. ჩემსა და ნიკას ოთახში ავედი.. ისევ ძველებირად იყო ყველაფერი, საწოლს დიდი და ლამაზი გადასაფარებელი ეფარა.. დიდი ორსაწოლიანის ორივე გვერდზე პატარა კამოდები იდგა, რომელთაც ჩემი ხელით მოქარგული ლამაზი ტილოები ეფარათ.. კედელზე კი უამრავი ფოტო, სადაც მხოლოდ მე და ნიკა ვიყავით.. საწოლის ერთ ერთ მხარეს გარდეროვი იდგა, რომელიც სარკეებით იყო დაფარული.. ნელა მივუახლოვდი გარდეროვს, გავაღე და ნიკას ერთ ერთი მაისური ავიღე.. ისევ მისი სურნელი ასდიოდა.. გამიასმაგდა მისი მონატრება.. როგორ მინდოდა ახლა ჩემს გვერდზე მდგარიყო, მაგრამ არა.. ცხოვრება არასოდეს დადის ჩვენს სურვილებზე.. იქნებ ეს ბედისწერაა? ვფიქრობდი ჩემთვის.. მაგრამ მე ხომ არასოდეს მჯეროდა ბედისწერის.. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ღმერთს რაღაც ნიშნულამდე მიყავხარ, შემდეგ კი თავად უნდა იმოქმედო..
საწოლზე ჩამოვჯექი და ნიკას ფოტო ავიღე.. ვუყურებდი მის ღიმილიან სახეს და ზუსტად მახსოვდა ის წამი, როდესაც ეს ფოტო გადავუღე.. მისი თვალები სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებდა.. იქვე, გვერდზე ჩვენი ქორწილის ფოტო იდო, ნიკას ხელში ვყავდი აყვანილი და მაბზრიალებდა.. ჩვენ ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა.. ბუნებაში, დიდ, ყვავილებიან მდელოზე.. ირგვლივ უამრავი თეთრი და ვარდისფერი გვირილა იყო, ასევე სხვადასხვა ყვავილებიც.... თავზე სწორედაც რომ გვირილების გვირგვინი მედგა, ხელში კი ფერადი, მინდვრის ყვავილების თაიგული.. წელამდე თმა ლამაზად მქონდა გაშლილი .. ჩვენ ასე მოგვწონდა.. ეს იყო ჩვენთვის ბედნიერება.. ცრემლები ვეღარ შევიკავე.. ან რა გასაკვირი იყო, მე ხომ აღარაფერი მქონდა.. აღარც ნიკა მყავდა და ვეღარც სიხარულს ვგრძნობდი.. ცრემლი მოვიწმინდე და ოთახიდან ისევ მისაღებში გავედი.. წასვლას ვაპირებდი, როდესაც რაღაც ხმაური გავიგე, ფანჯრისკენ მივბრუნდი, მინდოდა გამეხედა, მაგრამ ვერაფერი მოვასწარი, რადგან უეცრად მჭახე სუნი ვიგრძენი და ამ სამყაროს გამოვეთიშე...

ლევანთან...

ლევანმა გადაწყვიტა, რომ ანაბელის ადგილსამყოფელი გაეგო, ამიტომ გიორგისთან დარეკა, მანაც საჭირო მისამართი უკარნახა.. ლევანს თან გაუკვურდა, თანაც არა, როდესაც გიორგიმ ნიკასა და ბელას სახლის მისამართი უკარნახა.. მას უბრძანა დალოდებოდა და სასწრაფოდ წავიდა, რა თქმა უნდა ტაიაც გაიყოლა.. ძალიან ჩქარობდნენ, მაგრამ მაინც იგვიანებდნენ.. როგორც იქნა მივიდნენ საჭირო მისამართზე.. გიორგი რა თქმა უნდა დახვდა მათ, მაგრამ ლევანის ბრძანებით გარეთ დარჩა... კარი ღია იყო, მაგრამ, თითქოს სახლში არავინ იყო.. უცებ კი ბელას სიმღერის ხმა გაისმა და ერთი ოთახის ფარდაზე ჩრდილი გამოჩნდა.. საშინლად დაფრთხნენ ლევანი და ტაია, ფარდას ეცნენ და იქით გავიდნენ, მაგრამ არავინ იყო... ისევ გაისმა ხმა, ამ ჯერად ბელას სიცილი ისმოდა, სილუეტიც ისევ ჩანდა ფარდაზე.. სწრაფად გავიდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერი დაინახეს.. შებრუნდნენ და ფარდაზე სისხლისფერი ასოებით დაწერილი ფრაზა დახვდათ ''თქვენი დროც დადგა'' ისევ სილუეტი მეორე მხარე, ფარდა სწრაფად გადაწიეს და გოგონა დაინახეს.. გრძელი კოჭამდე კაბით, ზურგით იდგა და ისევ ღიღინებდა.. სწრაფად მივარდა ლევანი და მოაბრუნა, ხელში კი ადამიანის ტანთან მიმსგავსებული კონსტრუქცია დახვდა, სახის ნაცვლად კი გაბოროტებულად მომზირალი ჯამბაზის თავი, რომელიც, როგორც ჩანს პლეიერის როლს ასრულებდა.. ტაიას და ლევანს სახეზე ფერი აღარ ედოთ.. ტაიას ხელი მარცხენა მკერდთან ედო და ცდილობდა შიშისგან გამოწვეული გულის ტკივილი მოეშორებინა.. ლევანმა ნერვები ვეღარ მოთოკა და ჯამბაზის ''თავი'' ძირს დააგდო და ფეხებით სულ ზედ გადაუარა.. თუმცა ხმა არ წყდებოდა.. სახლში ისევ ბელას ღიღინი ისმოდა, უცებ კი ეს ხმა ბოროტმა ხარხარმა შეცვალა.. ტაიამ ფანჯრიდან მიმავალი ვიღაც თუ რაღაც შეამჩნია და ბელა ეგონა.. ენა ძლივს ამოიდგა და ლევანს უთხრა..
- ამის დ.შ - დაიყვირა ლევანმა - უეჭველი ანაბელია, სწრაფად წავიდეთ სახლში.. -უთხრა ტაიას, ხელი ჩაავლო და მანქანაში ჩატენა.. ორივეს ძალიან ეშინოდა.. თუ ანაბელი არა, მაშინ სხვა ვინ?.. თუ ბელა ცოცხალი იყო ეს მათი დასასრული იქნებოდა.. სწრაფად შევარდნენ სახლში, მათ კი მოსამსახურე შეეჯახათ
- ნელა კრეტინო - იყვირა ტაიამ - ანაბელი სადაა
- თავის ოთახშია - ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ .
- დღეს სულ სახლშია - იკითხა ამჯერად ლევანმა
- დიახ, არსად გასულა.. ოთახიდანაც კი არ გამოსულა.. - ლევანი და ტაია კი ანაბელის ოთახისკენ დაიძრნენ..

......

ნელ-ნელა ფხიზლდებოდა ბელა, მაგრამ გარესამყაროს ვერ აღიქვამდა ნორმალურად, თითქოს ყველაფრს ბინდი გადაკვროდა.. ხელზე შეხება იგრძნო, ვიღაც ბენდენას ხსნიდა ხელიდან, მაგრამ ყველა კინთი ისე ჰქონდა მოდუნებული, რომ ვერ მოძრაობდა, ვერ არჩევდა უცნობი რას უკეთებდა მის ხელს.... ცდილობდა დაენახა , მაგრამ მის სახეს ვერ არჩევდა, ვერაფერსაც ვეღარ არჩევდა.. მხოლოდ სილუეტი დაინახა, რომელიც, რატომღაც ფანჯარიდან გაიპარა.. ისევ მიეძინა.. რამდენ ხანს დაჰყო ასე არ იცოდა.. მაგრამ ყველაზე მეტად ის გაუკვირდა, რომ საკუთარ ოთახში გამოფხიზლდა.. თავისივე საწოლში იწვა, ხელზეც ჩვეულებრივ ჰქონდა ბენდენა.. უკვირდა საოცრად.. თავბრუს ხვევას გრძნობდა.. ბარბაცით ადგა და სააბაზანოში შევიდა.. წყალი სახეზე შეისხა და შემდეგ შეიმშრალა.. თავზე ხელები მოიჭირა, ისევ საშინლად ტკიოდა..
- რა მემართება, აქ როგორ მოვხვდი.. მემგონი ჭკუიდან ვიშლები - ბუტბუტებდა და აქეთ-იქით დადიოდა.. ყველაფერი იმ ადგილამდე ახსოვს, როდესაც ხმაური გაიგონა.. გონებაში ყველა მოვლენა დააკავშირა, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო.. ის გაიტაცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში მიეყვანათ?.. ვიღაც ეთამაშება, მაგრამ ვინ?.. ვერაფერი გაეგო.. უცებ ისევ ღებინების გრძნობა მოეძალა.. ჩანთაში წამლებს დაუწყო ქექვა და საჭირო მედიკამენტიც ამოიღო.. ოთახში წყალი არ ჰქონდა, ამიტომ სამზარეულოში წასვლა გადაწყვიტა.. კარი გამოაღო და გაფითრებულ დედა-შვილს შეეფეთა..
- ანაბელ, შენ აქ ხარ?.. მთელი დღეა ოთახში ხარ?- იკითხა ლევანმა..
- ლევან, დაკითხვის და ანგარიშის ჩაბარების თავი ნამდვილად არ მაქვს, სხვა დროს ვისაუბროთ - თქვა და ლამის ჩაიკეცა, ისევ ლევანმა უშველა.. ბელამ თავი უცებ გაითავისუფლა და ბარბაცით გაუყვა გზას, წყალი აიღო და წამალიც დალია..

......
- დედა ვერ ნახე რა მდგომარეობაშია? ეს როგორ იქნებოდა - უთხრა ლევანმა ტაიას და კაბინეტის კარი დაკეტა..
- ცუდათაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვას ვერ შეასრულებინებდა - ჩაიქირქილა ტაიამ..
- ეს ყველაფერი უცნაურია.. - თავი გაიქნია ლევანმა
- უცნაური? უცნაური კი არა საშიში.. ხვდები რა დღეში ვართ? თუ ბელა ცოცხალია, ეს ძვირად დაგვიჯდება.. მან ყველაფერი იცის, ის ყველაფრის მოწმეა.. - ღელავდა ტაია
- როგორმე უნდა გავიგოთ ანაბელი ნამდვილად ანაბელ ნორტონია, თუ ბელაა..- თავზე ხელებს ისვამდა არანაკლებ აღელვებული ლევანი
- ჯანდაბას, როგორ მერე როგორ? ასეთი ადვილი რომ იყოს აქამდე ვერ მოვახერხებდი?.. - იყვირა ტაიამ..- მას ჩვენი ციხეში ჩასმა შეუძლია
- მე ციხეში ჩაჯდომას არ ვაპირებ, ეს ბინძური თამაში თავად დაიწყე და თავადვე დაამთავრე.. - კბილებში გამოცრა ლევანმა..
- შენ დავიწყე - გამოაჯავრა ტაიამ - სხვისთვის?.. დაფიქრდი და გაიხსენე რაიმე, რაც ბელას ამოგვაცნობინებს..
- იქნებ მისი გვამის ხელახალი ექსპერტიზა მოვითხოვოთ? - თქვა ლევანმა
- და ყველამ გაიგოს, რომ მას ნარკოტიკის უზარმაზარი დოზა გავუკეთე? - მკაცრად იკითხა ქალმა..
- მაშინ რაა? რა?.. - წამოიძახა ლევანმა.. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა..
- ტატუ - უცებ წამოიყვირა ლევანმა..
- ტატუს მოშორება ნებისმიერ სალონში ხდება ლევან, მეტისმეტად პრიმიტიული აზრია
- კი, მაგრამ შრამის გარეშე?..
- იქნებ და არ დარჩენოდა შრამი?
- დედა ეს ერთადერთი ვარიანტი მომივიდა თავში და ძალიან გთხოვ ნერვებს ნუღარ დამაწყვეტ
- ნუღარ დააწყვეტ ბიჭს ნერვებს.. ჩემსას კითხულიბ რამეს - უსაყვედურა ქალმა..
- დედაა - უყვირა უცებ ლევანმა..- ახლა რაც ხდება ყველაფერი შენი ბრალია იცოდე, შენს კისერზე სამი ადამიანის სიცოცხლეა.. წყობიდან არ გამომიყვანო გესმის ? - შფოთავდა ლევანი..
- ჩემი? მხოლოდ ჩემი? შენ ჩემი თანამზრახველი იყავი, არ დაივიწყო ეს.. - მაგიდაზე ხელი დააბრახუნა ქალმა და დემონსტრაციულად გავიდა კაბინეტიდან.. ცოტა ხანში მასთან ლევანი მივიდა და უთხრა, რომ დროა რაიმე მოიფიქრონ, რათა ანაბელზე სიმართლე გაიგონ..

ბელასთან..

ბელამ წამლის დალევის შემდეგ შვება იგრძნო, ღებინების გრძნობა გაუქრა, თავის ტკივილმაც გაუარა და ახლა შეეძლო საქმეებისთვისაც მიეხედა.. ჯერ ლეპტოპში იმუშავა, შემდეგ გადაიღალა და გასეირნება გადაწყვიტა, უნდა გასულიყო, როდესაც კარში გიორგის შეეფეთა
- ეს რა ჩვევა გაქვთ ყველას, ნეტავ დიდი რქები მქონდეს - ჩაილაპარაკა ბელამ..
- როგორ ხართ? - ჰკითხა გიორგიმ
- კარგად ვარ, გმადლობ.. რა ხდება?..
- აი ამ საბუთების გადმოგზავნა დამავიწყდა და მოგიტანეთ - სახლის საბუთები მიაწოდა..
- აჰ, გმადლობ.. - გაეღიმა ბელას, რადგან ეს მისთვის ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.. უნდა გასულიყვნენ, როდესაც ტაიამ ''შემთხვევით '' გაიარა და 'მშემთხვევით გამოყოლილი'' ტორტის ნაჭერი მაჯაზე არსებულ ბენდენაზე მოუსვა..
- ჯანდაბა, - იყვირა ბელამ
- ღმერთო ჩემო, ეს როგორ მომივიდა.. ახლავე მოიხსენი შვილო.. მოიხსენი მიდი - უთხრა და ბენდენას ხელი წაატანა .. ბელას ფერები გადაუვიდა, ახლა ისიც გაახსენდა, რომ ვიღაც უცნობმა უკვე ნახა მისი მაჯა და კაცმა არ იცის რა ჩაიდინა.. შეეშინდა, მაგრამ ამ დროს გიორგის თვალებს გადააწყდა, არ იცის რატომ, მაგრამ მაშინვე მოდუნდა და საშუალება მისცა მოეხსნა.. ყველაზე მეტად კი იმან გააოცა, რომ ხელზე არაფერი ეტყობოდა, საერთოდ არაფერი.. ვერ მიხვდა რაში იყო საქმე.. ეს რომ პარფიუმერული ჩარევა ყოფილიყო აუცილებლად გაარჩევდა, ის ძალიან თეთრია და ყველაფერი ეტყობა.. თვალები გაუფართოვდა და პირი ლამის ღია დარჩა.. უცებ ამოისუნთქა..
- გაგირეცხავ და დაგიბრუნებ - ნირწამხდარმა უთხრა ტაიამ
- შეგიძლიათ დაიტოვოთ - გაუღიმა ბელამ და კარში გაეტია.. გიორგის დაემშვიდობა და თავის გზას დაადგა.. როგორ მოხდა ეს? უკვირდა მას, უცებ ხელი მოისვა ტატუს ადგილზე და სირბილე იგრძნო
- ხელოვნური კანი - გაუკვირდა მას.. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვიღაც მას დაეხმარა.. იქნებ იმიტომ წამოიყვანა, რომ იქ ტაია და ლევანი მივიდნენ, მაგრამ როგორ, საიდან გაიგებდნენ.. ფაქტი ერთია, ვიღაც ცდილობს დაეხმაროს.. კაცმა არ იცის რატომ და რის სანაცვლოდ, მაგრამ ასეა.. შემდეგ გიორგიზე დაფიქრდა.. რატომღაც უკვე ენდობოდა მას.. იმიტომ უფრო გაბედა ხელიდან სახვევის მოხსნა, რომ მის თვალებში რაღაც დაინახა, რაღაც ''არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეას'' მსგავსი.. ცოტა არ იყოს გულზე მოეშვა, ახლა მაინც გაანებებდნენ თავს..

ლევანთან

- ხელზე საერთოდ არაფერი არ აქვს - ბუზღუნებდა ტაია
- ე.ი სანერვიულოც აღარაა, ანაბელი ანაბელია და არა ბელა..
- - ლევან, ეს ყველაფერს არ ნიშნავს..
- ვიცი, მაგრამ ახლა ერთი რამ მაინც ვიცი, გიორგის ნდობა შემიძლია..
- რას ამბობ, მან სად მიგვიყვანა ვერ ნახე?
- მან ბელა შენიშნა, გაყვა და ყველაფერი გვითხრა, შენი აზრით ეგ მისამართი დაესიზმრა?
- კარგი ლევან შვილო, როგორც გინდა.. - ლევანი ოთახიდან გავიდა, მეორე ''მზვერავს'' დაურეკა და უთხრა, რომ აღარ სჭირდებოდა მისი დახმარება და შესაბამის თანხას საღამოსვე დაურიცხავდა ანგარიშზე..
და მაშინ, როდესაც ორი გველი ადამიანი თავის ძველ ცოდვებზე ვიშვიშებდა, ამ დროს, გახარებული ბელა ქუჩებს მიუყვებოდა და თან იმაზე ფიქრობდა, ვინ იყო უცნობი, რომელიც ასე ეხმარებოდა.. ბოლოს ნაცნობ ქუჩაზე შეუხვია და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა..
.....


........
ბავშვთა სახლში ტკბილეულით და სხვადასხვა სასუსნავებით დატვირთული მივიდა.. როგორც უწინ, ახლაც პირველი ნინა შეეგება, ბელამ გაუღიმა, ხელში აიტაცა და ჩაკოცნა..
- ბუშტო, არ მოგრნატრეე? - ჰკითხა პატარას და დასვა
- კი ბელუშ, ჯალიან - დაიჩლიფინა და საყვარლად გაუღიმა გოგონამ..
- წამოდი, ბავშვებთან წავიდეთ, ნახე რამდენი რაღაც მოგიტანეთ - უთხრა ბელამ და სხვა ბავშვებთანაც წავიდა.. სასუსნავები ყველას დაურიგა და შემდეგ ლილისთან გავიდა.. ცოტა ხანს ესაუბრა და გაიგო, რომ ხვალ საღამოს გოგონას აუცილებლად წაიყვანდა.. აი ასე, გავლენიანი ქალი გახდა ბელა, ის, რასაც სხვები წლობით ცდილობდნენ, მან რამდენიმე დღეში შეძლო.. კიდევ ცოტა ხანი დაჰყო, შემდეგ გადაწყვიტა ოფისში შეევლო და რამდენიმე საჭირო დოკუმენტი ენახა.. ასეც მოიქცა, ოფისში მივიდა და პირდაპირ კაბინეტისკენ გაემართა.. მაგიდასთან იდგა და მთელი გულისყურით საბუთებს ეძებდა, როდესაც გიორგის ხმა გაიგონა და ცოტა არ იყოს, მოულოდნელობისგან შეკეთა
- გამარჯობა...
- გიორგი - ხელი გულზე მიიდო - შემაშინე, აქ აღარ გელოდი...
- მაპატიე, არ ვიცოდი თუ მშიშარა იყავი - გაუღიმა ბიჭმა..
- დიდი ხანია შენობით მიმართვაზე გადავედით? - იკითხა ბელამ..
- არ შეიძლება? - ხელები გადააჯვარედინა გიორგიმ და კედელს ცალი მხრით მიეყრდნო
- მე შენი უფროსი ვარ და როგორც მახსოვს, არ მომიცია უფლება რომ მეტლიკინო..
- კარგი რა, ანუ გეტლიკინები? თანაც სამუშაო საათები დასრულდა უკვე. - გაიცინა გიორგიმ და ახლა სკამზე ჩამოჯდა.. სულაც არ აღიზიანებდა ბელას გიორგის ნათქვამი, თანაც მასთან უაზრო კინკლაობა ძალიან მოსწონდა, მისკენ ზურგით იდგა და გიორგიმ დანახვა ვერ შეძლო, თორემ მას გაეღიმა კიდეც..
- ხო რა თითქმის.. ამიტოომ- სიტყვები გაწელა ბელამ - ამიტომაც დაისჯები, შენი სამუშაო საათები დღეიდან მოიმატებს, ერთი, არა ორი საათით... - თითებით აჩვენა ბელამ
- კარგი რა.. ისედაც რვა საათამდე ვრჩები ხოლმე.. - დაიწუწუნა გიომ
- ახლა ათამდე იმუშავებ - ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო ბელა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ სიტუაცია ახალისებდა..
- შენ მაინც ხუთ საათამდე ჩერდები, ვერც მიხვდები, თუ ადრე წავალ...
- ვნახოთ - წარბები აზიდა ბელამ, ხელები მასსავით გადააჯვარედინა და სავარძელში ჩაჯდა და გასცა ბრძანება - ყავა მომიტანე თანაშემწევ
- ღამე ყავის დალევა სასტიკადაა აკრძალული - უპასუხა გიორგიმ
- თავად გადავწყვეტ, რა მეკრძალება და რა არა - უთხრა ბელამ და საბუთებში ჩაიხედა..
- დესპოტი - ჩაილაპარაკა გიორგიმ და კარი მიიჯახუნა
- გავიგონე - უყვირა ბელამ
- მართლა? შეგიძლიათ ხელფასი დამიქვითოთ ტლიკინის გამო - თავი შეყო გიორგიმ კაბინეტში, ბელამ კი საიდღაც ნაპოვნი საშლელი ესროლა, მაგრამ ააცილა.. ცოტა ხანში გიორგი კაბინეტში შევიდა და მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა დადგა..
- კარზე რატომ არ დააკაკუნე - თვალი თვალში გაუყარა ბელამ
- უუჰ - ამოთქვა გიორგიმ, ფინჯნები აიღო და გავიდა.. წამებში დააკაკუნა და შევიდა.. - ასე უკეთესია? - იკითხა მან..
- რა თქმა უნდა - გაუღიმა ბელამ და თავის ყავას დასწვდა.. - გიორგი, რაღაც საბუთებს ვერა და ვერ ვპოულობ, შეგიძლია დამეხმარო?..
- როგორც მიბრძანებთ - რევერანსი გააკეთა ბიჭმა და საბუთების მოძებნას შეუდგა... - მთელს კაბინეტში ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს..
- შეიძლება ლევანის კაბინეტშია, ვნახავ ახლავე - თქვა ბელამ და გავიდა.. უცებვე შევიდა, მის მაგიდასთან მივიდა და ძებნა დაუწყო.. უეცრად რაღაც იპოვა.. ის დოკუმენტი არა, რასაც ეძებდა, არამედ რაღაც სხვა.. ეს ბანკის ანგარიშების ნომრები იყო.. ერთერთი ანგარიშიდან მეორეზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქაღალდი.. ლევანის კომპიუტერი ჩართო, თუმცა ვინდოუსმა პაროლი მოითხოვა.. ბელამ თავი გააქნია და აკრიფა ლევანი123, ჰოი საოცრებავ, ჩაირთო
- როგორი ბანალური ხარ ლევან - ჩაილაპარაკა ხმამაღლა.. შემდეგ გუგლიში მისი ისტორიები შეამოწმა და იმ გვერდზე გადავიდა, სადაც ბოლოს ლევანი იმყოფებოდა.. არ გაჰკვირვებია, ეს იყო ლევანის ვებ გვერდი.. სადაც ყველანაირი ინფორმაცია იყო მის ანგარიშზე.. მიხვდა, რომ ქაღალდზე არსებული მიმღების ანგარიშის ნომერი ლევანისას ემთხვეოდა.. აი გადამგზავნის კი სავარაუდოდ კომპანიას.. მაგრამ არა.. კარგად შეამოწმა და ეს დედა-შვილის საერთო ანგარიში იყო..
- ვაუ, ასეთი რა მოხდა, რომ შვილი დედას ფულს პარავს.. ჰმ.. აი ასე - ბელამ ინფორმაცია პრინტერზე გაუშვა.. - ოპერაცია ''დაყავი და იბატონე'' დაიწყო - ჩაილაპარაკა და უკვე დაბეჭდილ ქაღალდებს ხელი ჩაავლო.. ამ დროს გიორგიც შემოვიდა..
- ვიპოვე უკვე, აღარაა ძებნა საჭირო - უთხრა ბიჭმა ბელას..
- გასაგებია - უპასუხა მანაც და კომპიუტერი გათიშა..
ცოტა ხანში ბელა და გიორგი ისევ მათ კაბინეტში ისხდნენ და საბუთებს ჩასჩერებოდნენ.. ბელა ძალიან იყო გადაღლილი.. დაძაბული დღის მერე ისეთ დღეში იყო, აზროვნებაც კი უჭირდა.. გიორგი რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა.. უკან შესულს კი ბელა მძინარე დახვდა.. ხელი მაგიდაზე დაედო და თავი ჩამოედო.. ის ახლოს მივიდა, ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუტანა და მისი ყელისკენ წაიღო თითები.. ის ის იყო ბეჭდებს უნდა მოსწვდომოდა, რომ ბელაა გამოფხიზლდა და ხელი დაუკავა
- მეორედ აღარ გაბედო - უხეშად უთხრა და ადგა.. გიორგიმ ხელი ჩასჭიდა და არ გაუშვა
- მაპატიე, არ მინდოდა.. უბრალოდ ცუდად გედო თავი და აი ლოყაზე ბეჭდები გეტყობა - პატარა სარკე აჩვენა და დაანახა რასაც ეუბნებოდა.. ბელამ უბრალოდ ხელი ჩამოისვა ლოყაზე, თავისი ნივთები აიღო და ოთახი დატოვა..
- შეგიძლია წახვიდე - კარში მგდარმა მხოლოდ ეს უთხრა გიორგის და სახლისკენ წავიდა...
უკვე ბნელოდა, საღამოს ცხრა საათი მაინც იქნებოდა.. ბელა აბნეული მიუყვებოდა გზას.. თავში ათასი ფიქრი ერეოდა.. არ იცოდა რას გრძნობდა.. უფრო სწორად ფიქრობდა, რომ გიორგი ნიკასთან კავშირში იყო.. უბრალოდ თავს უფლებას არ აძლებდა დაეჯერებინა ის, რაც , ფაქტობრივად, ზღაპარი უფრო იყო.. ზუსტად იცოდა, სად რა დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა ნიკას, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა საშუალებას, გიორგის მივარდნოდა და ბრძანება გაეცა, ''მაიკა გაიხადე, უნდა დაგათვალიეროო''.. ამას ვერ იზამდა..

სახლში მივიდა და ნივთები ჩაალაგა, რომ ხვალიდან ახალ სახლში ეცხოვრა ნინასთან ერთად.. უკვე დაგეგმა მთლიანი დღე, იცოდა სად წაიყვანდა პატარას და როგორ გაართობდა.. ცოტა არ იყოს გაუკვირდა, როდესაც ლევანი და ტაია ვერ დაინახა.. უცებ საბანკო ტრანზაქციების ქვითარი და ამობეჭდილი მასალა გაახსენდა.. ღიღინით ჩაუარა ტაიას ოთახს და კარის ქვემოდან შეუცურა.. თვითონ მიიმალა სადღაც კუთხეში და თვალთვალი დაიწყო.. როცა ტაიამ კარი გააღო, სათვალე გაისწორა და ქვითარს დააკვირდა.. თვალები შუბლზე აუვიდა.. გაბრაზებული დაიძრა და ლევანთან შევიდა.. ბელაც მიჰყვა და ყური მიუგდო
- დიდი ხანია? - ეუბნებოდა მკაცრად ტაია
- რა გინდა რა, ძილი მაინც მაცალე მშვიდი - აწუწუნდა ლევანი - ან რისთვისაა დიდი ხანი?
- დიდი ხანია, რაც ჩვენი ანგარიშებიდან ფულს იპარავ?
- დედაა - იყვირა ლევანმა. ალბათ იფიქრა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა- შენ იძახი ამას? ჯერ ბაბუას პარავდი ჩუმად ფულს, მერე მამას.. ჩვენი ანგარიშიდანაც კი მოხსენი თანხა..
- ლევან, რის უფლებას აძლევ თავს.. - იყვირა ქალმა'' - რაც გავაკეთე, მხოლოდ შენს გამო, შენ კი არაფრის დანახვა არ გაქვს.. ცხოვრება გასწავლე..
- ხო, შენ მე დამნაშავე გამხადე.. სწორედ შენ მასწავლე ასეთი დონის მაქინაციები, ასე რომ მსგავსი პრეტენზიით ნუღარ გამოხვალ გესმის? - იყვირა ლევანმაც.. ბელას გეგმა მუშაობდა.. დამნაშავე დედა-შვილი, რომელთაც ყველა დანაშაული ერთად და გააზრებულად ჩაიდინეს, გაქცევას სხვადასხვა გზით ცდილობენ.. ახლა მიხვდა, რომ სწორიც კი იყო ქვითარი ტაიას რომ მიუტანა.. იმის ალბათობა, რომ შეცდომას დაუშვებდნენ, ახლა უფრო დიდი იყო, ბელა კი ამას გამოიყენებდა და რაიმე მტკიცებულებას იპოვიდა, შეიძლება სრულიად ახალი დანაშაულის მტკიცებულებასაც კი... ახლა მთავარია, რომ ყურადღებით ყოფილიყო.. დიალოგის დასრულებას არც დაელოდა, ისე შევარდა თავის ოთახში და კმაყოფილი საწოლზე დაეშვა.. ესეც ასე, დედა-შვილა შორის უთანხმოება წარმოშვა, ეს კი აწყობდა.. ახლა გარკვეული გეგმა უნდა შეემუშავებინა, რათა დაედგინა, ვინ იყო გიორგი სინამდვილეში.. დიდ ხანს იფიქრა და მეტი ვერაფერი მოიფიქრა, გარდა სისხლის ანალიზის.. ნიკას სისხლის ჯგუფი იცოდა, გიორგისას გაიგებდა და შეადარებდა.. ნიკას მეორე უაეყოფითი სისხლი ჰქონდა, ახლა გიორგის შეამოწმებდა.. ამ აზრში დარწმუნებულმა კი მშვიდად დაიძინა..

ლევანთან

- დედა მომასვენე გესმის?
- არა, ლევან.. იმედები გამიცრუე.. ანუ გაქცევას გეგმავ არა? იცოდე, ამას არ დავუშვებ.. თუ პასუხის გებაა, ერთად ვაგებთ პასუხს.. ახლა ასე კი არ უნდა ვჩუბობდეთ, გეგმას უნდა ვადგენდეთ, როგორ ვიპოვოთ ის, ვინც ის მასკარადი მოგვიწყო - ბალიში ისროლა და ოთახიც დატოვა..
- მე აღარ წავალ მორიგ დანაშაულზე - მიაძახა ლევანმა და სცადა დაეძინა.. მაგრამ ის, რასაც ტაია მასკარადს უწოდებდა, საშინლად აფრთხობდა.. ყველას გასწირავდა, მაგრამ ციხეში არ წავიდოდა..

......
დილით ლევანს და ტაიას ბელამ განუცხადა, რომ სამსახურში დაგვბიანდებოდა და ისიც მოახსენა, რომ გადადიოდა.. ისინი ერთი შეხედვით მშვიდად შეხვდნენ ყოველივეს, ისაუზმეს და სამსახურში წავიდნენ.. ოფისში რომ შევიდნენ ტაია რაღაცის თქმას აპირებდა
- ლევან მე...
- ახლა არ გინდა დედა - გააჩუმა ლევანმა და კაბინეტში შევიდა.. სრული სიმშვიდე იყო.. ნახევარ საათში ბელაც გამოჩნდა..
....
ტაიამ ლევანთან საუბრის დასრულება გადაწყვიტა და მასთან შევიდა..
- ლევან, მე ვიფიქრე და უმჯობესია, ეს კომპანია გავყიდოთ და აქედან წავიდეთ, მანამ, სანამ ვინმე დაგვიჭერს..
- ძლიივს დედა, მეგონა მიჯაჭვული იყავი ამ ყოველივეს.. - ამოთქვა ლევანმა.. - ყველაფერი დროულად ვქნათ და რაც შეიძლება მალე გავქრეთ..
ტაია ლევანის კაბინეტიდან გავიდა, თავისი კაბინეტის კარი შეაღო და შევიდა.. უცებ უცნაურად დატრიალდა საკეტი, ტაია ჩაიკეტა.. წამებში ჩაბნელდა იქაურობა.. ამ ჯერად ტაიას ბავშვის ტირილს ხმას ასმენინებდა ვიღაც.. სრულიად შეიშალა ქალი, კივილი დაიწყო, ყურებზე ხელი მოიჭირა და ჩაიმუხლა, ძირს სისველე იგრძნო, ხელებზე დაიხედა და მკრთალ სონათლეზე შავ ფერში გადამსვლელი წითელი შენიშნა, ერთი ხმამაღალი დაიწივლა და წამებში დაკარგა გონება..
ხმაურზე ბელა, ლევანი, გიორგი და კიდევ ზოგიერთი თანამშრომელი შევარდნენ.. ქალი გონს მოსულიყო, ისევ მაგიდასთან იჯდა და პანიკაში იყო..
- შენ, შენი ბრალია.. ყველაფერი შენი ბრალია - ეცა ანაბელს და მხრებში ჩააფრინდა.. ანაბელი არ ელოდა, მაგრამ არ დაიბნა, ხელები ცივად მოიშორა და დაუყვირა
- საკმარისია ტაია, გონს მოდით.. რას ბოდავთ თავადაც არ იცით..
- შენ, შენ ჩართე ეს ხმები, ეს უბედურებები.. ეს საღებავი ჩემს ხელებზე - გიჟივით საიბრობდა ტაია..
- ლევან, დედაშენს პარანოია სჭირს.. რა საღებავი, ნახეთ - ხელებს შეახედა ბელამ, თეთრი ხელები ჰქონდა..
- გიჟი არ ვარ - იკივლა ქალმა - ზუსტად ვიცი, რომ ეს შენი ჩადენილია
- გითხარით, რომ საკმარისა, კიდევ ერთი სიტყვა და პოლიციაში დავრეკავ.. არ ვაპირებ ცრუ ბრალდებების ატანას, თანაც ხელქვეითების თანდასწრებით - არ დაუთმო ბელამ და გასვლა დააპირა
- ლევან, დედაშენს ფსიქოლიგის კონსულტაცი არ აწყენდა - უთხრა ლევანს და გავიდა, მას გაყვა გიორგიც.. ლევანი ტაიას მივარდა და წამოაყენა.. ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ ვერ გამოსდიოდა, ბოლოს მანქანაში ჩასვა და სახლში წაიყვანა...
...
ბელა კაბინეტში შეშფოთებული შევარდა.. არა, შეშფოთებული კი არა, გაცოფებული.. ტაიამ ისე დაადანაშაულა, ვითომც არაფერი.. ისე გაბრაზდა, ახლა გააცნობიერა, რომ მობილური მის კაბინეტში დარჩა და გაბრუბდა, თუმცა კარში შემომავალ გიორგის შეეჯახა და რომ არა მისი ძლიერი ხელები, იატაკზე მოადენდა ზღართანს... ბელას ძალიან უნდოდა, რომ მოჰხვეოდა, მაგრამ თავს იკავებდა.. თუმცა მის სურნელს მაინც გრძნობდა.. მას ნიკას სურნელი ჰქონდა.. არა, ზუსტად იცის, რომ ეს სურნელი ნიკასია.. უცებ მოშორდა საკუთარ აზრებში ახლართული და გარეთ გადიოდა, როცა გიორგიმ ხელით დაიჭირა,
- თუ მობილურზე მიდიხარ, აი მოგიტანე..
- მე.. გმადლობ - მხოლოდ ეს თქვა, მობილური გამოართვა და გავიდა.. მიდიოდა სწრაფი ნაბიჯებით და ტირილის სურვილი კლავდა.. ცდილობდა, რომ ცრემლები კომპანიაში მაინც დაემალა.. ზუსტად იცოდა, რომ ოფისის ქვეშ სარდაფი იყო.. იქ ძალიან მყუდრო გარემო იყო.. მას და ნიკას გარემონტებულიც კი ჰქონდათ.. კარი შეგლიჯა ლამის და ჩამოჯდა.. თვლიდა, რომ ჭკუიდან იშლებოდა.. არა, სწრაფად უნდა ემოქმედა და გაეგო გიორგის სისხლის ჯგუფი.. ცოტა ხანს სარდაფში იყო და უხმოდ მჯდომი ყველაფერს აანალიზებდა, ცალკე ის აფიქრებდა ვინ იჯო ის იდუმალი აესება, ვინც ტაიას ამ დღეში აგდებდა.. ერთი იცოდა, თუ გიორგი ნიკა იყო, მაშინ ყველაფერი მისი გეგმა იქნებოდა და თუ ნიკა არ იყო, მაშინ არანაირი მოსაზრება აღარ ჰქონდა''.. თავში ათასი რამ უტრიალებდა.. ცოტა ხანში აზრები დაალაგა და ოფისში ავიდა..
შევიდა თუ არა კაბინეტში სადღაც თაროზე აძვრა, ერთ ერთი ფაილი ისე დადო რომ უეჭველი ჩამოვარდებოდა, მერე ჩამოძვრა და გიორგის დაუძახა..
- თუ შეიძლება ის საქაღალდე მომაწოდე - გიორგიც აწვდა და ეცადა ჩამოეღო.. ბელას გეგმამ გაჭრა, ფაილი ჩამოვარდა და კუთხით მოხვდა გიორგოს შუბლში, დიდი არაფერი, ჩამოკაწრა,.მაგრამ მთავარი ისაა, რომ სისხლი წამოოვიდა...
- სისხლი მოგდის - იყვირა ბელამ.. - ჩამოდი სწრაფად, აქ დაჯექი - ეუბნებოდა და თან სავარძელი ძალით სვამდა.. პატარა ბამბა აიღო, სისხლი მოწმინდა და შეუმვნევლად დამალა.. გიორგის ნაკაწრი დაამუშავა და მოშორდა..
- მე აუცილებლად უნდა წავიდე.. დღეს ნინას წამოვიყავნ და გადავალთ.. შენც თავისუფალი ხარ...
ბელა პირველ როგში საავადმყოფოში მოვიდა და სისხლის ჯგუფის გაგება მოინდომა.. თუმცა ამას საათ-ნახევარი მაინც დასჭირდებოდა, მას კი დრო არ ჰქონდა.. ამიტომ ექიმს შეუთანხმდა, რომ მას დაერეკა და პასუხები ეთქვა, თავად კი ნინასთან წავიდა... მაგრამ საინტერესო მომენტი მაინც ის იყო, რომ გიორგი, სრულიად ''შემთხვევით'' იმავე კლინიკაში შევიდა, საიდანაც წამების წინ ბელა გამოვიდა.. .

-ბელა-

საავადმყოფოში ლიდინის დრო არ მქონდა, ამიტომ ექიმს შევუთანხმდი, რომ დაერეკა და პასუხი ეცნობებინა.. პირდაპირ ნინასთან წავედი.. ლილი არ დამხვდა.. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, მისი ნახვაც ძალიან მინდოდა.. მის გარდა არავინაა ისეთი, ვისაც დაველაპარაკები.. ნინა მანქანაში ჩავსვი და წავიყვანე.. არ ვიცი რატომ, მაგრამ კლინიკიდან არ რეკავდნენ და ეს ნერვებს მიშლიდა.. გადავწყვიტე, რომ ნინა ჯერ სადმე გასართობ პარკში წამეყვანა.. ასეც მოვიქეცით... ცელქია ძალიან ნინა და ადგილზე ვერ ისვენებს..
- ერთობით? - მომესმა ზურგიდან გიორგის ხმა..
- შენ? რა არის დამყვები? - ვკითხე ირონიულად
- სულაც არა.. ჩემი ძმის შვილი წამოვიყვანე, დღეს უცნაური დღეა.. არც მითხოვია ისე გამანთავისუფლა უფროსმა..
....
ბელას უბრალოდ გაეღიმა და გაქცეულ ნინას გაეკიდა.. ცოტა ხანში გიორგი და ბელა ორ ბავშვთან ერთად დასეირნობდნენ და ათას სისულელეზე საუბობდნენ... ცოტა ხანში ბელას ტელეფონის ხმაც გაისმა
- ქალბატონო ანაბელ, კლინიკიდან გიკავშირდებით - ამბობს ხმა ტელეფონიდან
- დიახ დიახ, გაარკვიეთ რაც გთხოვეთ?
- ანაბელ, რაღაც პრობლემები შეიქმნა და ალბათ ერთი კვირა მაინც გვინდა, რომ ყველაფერი მოვაგვაროთ, მანამ კი პასუხები ვერ იქნება ცნობილი.. ძალიან ვწუხვართ.. შეგუძლიათ სხვა კლინიკებს მიმართოთ.. - ანაბელმა ცივად გათიშა მობილური..
- ჯანდაბა - გაიფიქრა გულში - უამრავი კლინიკაა და მე მაინც ყველაზე იდიოტური ადგილი ავირჩიე..
- რაზე ფიქრობ?.. - უცებ გიორგის ხმამ მოიყვანა გონს..
- აარაფერია - სიტყვა გაეწელა ბელას.. უცებ თავი მოთოკა და ნინას გაეკიდა სათამაშოდ.. დიდ ხანს დარბოდა ნინა და დასდევდა ბელა.. არც გიორგი იყო ისე, მეგობრის ბავშვს ჭკუიდან გადაყავდა.. თან თვალს ადევნებდა, როგორ თამაშობდნენ ბელა და ნინა, სახეზე კი უცნაური ღიმილი ეხატა.. თითქოს სადღაც მირაჟში გადაშვებულიყო.. ხანდახან ბელაც მიხედავდა ხოლმე გიორგის და ფიქრობდა, რომ არ იყო სისხლის ანალიზი საჭირო, იმდენი საერთო იყო მათ შორის..
ამის შემდეგ ბელამ ნინა სავაჭრო ცენტრში წაიყვანა და უამრავი საჭირო ნივთი უყიდა.. საშინლად დაღლილები დაბრუნდნენ სახლში.. მისულები არ იყვნენ, როდესაც კარზე ზარი გაისმა..
- გადმოსვლას გილოცავთ - კარში გიორგი, ორი ახალგაზრდა ბიჭი და ერთი ასე 24 წლამდე გოგონა იდგნენ, თან პატარა ბავშვიც ახლდათ - მოგესალმებით ჩვენს სამეზობლოში - დასჭექა გიორგიმ..
- მობრძანდით - დაბნეულად თქვა ბელამ და კარი ფართოდ გააღო.. რა გამოდის, გიორგიმ თავის სამეზობლოში აყიდინა სახლი?.. უცებ ნინა გამოვარდა ოთახიდან
- ვაჩაა, შტუმლებიი - ტაში შემოკრა გოგონამ და ბელას ფეხზე მოეჭიდა, ბელამაც ხელში აიყვანა და სტუმრებს მისაღებში შეუძღვა.. გიორგიმ ხალხი გააცნო..
- ეს არის ილო ჩოხელი, ეს კი მაკაა მისი მეუღლე.. დათუნას უკვე იცნობ, ეს მათი პატარაა... ხო აი ეს აყლაყი კი სანდროა, სანდრო გიორგობიანი.. ეს კი ანაბელ ნორტონია , ჩემი უფროსი - ანიშნა ბელაზე და დაამატა - ქართულიც იცის, ასე რომ, ნუ მოიმტვრევთ ენას ინგლისურით.. ბელამ მაგიდა სწრაფად გააწყო, უკვე მოესწო ვახშმის შეკვეთა.. ცოტა ხანს დარჩნენ სტუმრები და მალევე წავიდნენ.. ბელამ მაგიდა მიალაგა და ნინაც დააწვინა.. საბედნიეროდ ყველაფერი უკვე მოწესრიგებული იყო, რადგან წინასწარ დაიქირავა პერსონალი, რომელიც მათ ნივთებს დაალაგებდა.. ნინას მალევე მიეძინა, ბელამ ბავშვი კომფორტულად მოათავსა და ფრთხილად გაიპარა მისი ოთახიდან.. ცოტა ხანს დივანზე ჩამოჯდა.. ისევ ნერვები ეშლებოდა, როგორღაც შეძლო და გიორგის სისხლი აიღო, მაგრამ ტყუილად.. შემდეგ დაფიქრდა და, რომ არა ეს ფაქტი, მშვენიერი დღე იყო.. რატომღაც ძალიან მოსწონდა გიორგის გვერდით, თუნდაც კინკლაობაში გატარებული დრო.. გაახსენდა, როგორ თამაშობდა პატარასთან და გაეღიმა.. სწორედ ასე წარმოედგინა ნიკაც.. ყოველთვის უყვარდა ნიკას ბავშვები.. რაც უფრო მეტად ფიქრდებოდა, მეტად ხვდებოდა, რომ აუცილებლად მიხვდებოდა რომ ნიკა იყო, თუ დააკვირდებოდა, რა თქმა უნდა.. მაგრამ ბელამ დაკვირვებას პირდაპირ სისხლის ანალიზი არჩია.. გრძნობდა, როცა გიორგისთან იყო, ნიკას სიახლოვეს გრძნობდა.. მის სურნელს გრძნობდა, მის თვალებს ხედავდა.. ტაიას და ლევანის ამბავშიც კი მის დამხმარე ხელს გრძნობდა.. ისე მიეძინა, რომ ვერც კი გაიგო.. მხოლოდ რამდენიმე წუთში რაღაც ხმაურმა გამოაფხიზლა, თითქოს ფანჯრიდან რაღაც სილუეტსაც მოკრა თვალი, მაგრამ როცა ახლოს მივიდა, ვერავინ დაინახა, მხრები აიჩეჩა და თავის ოთახში შევიდა, ლოყა ეწვოდა და მასზე სისველეს გრძნობდა, რატომღაც საერთოდ არ ღელავდა.. შინაგანად გრძნობდა კიდეც, ვინც იქნებოდა ..

......
კარი ფრთხილად შეაღო და უხმაუროდ შეიპარა ოთახში.. მაშინვე თვალში მოხვდა დივანზე ჩაძინებული ქალბატონი.. ცოტა ხანს იდგა და უყურებდა, როგორ უშფოთველად ეძინა და სახეზე თბილი ღიმილი ეფინებოდა.. ვეღარ მოითმინა, ახლოს მივიდა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა..
- ამას შენით უნდა მიხვდე, უნდა იგრძნო ანაბელ.. - უთხრა და ლოყაზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.. იცოდა, რომ ახლა თუ არ წავიდოდა, უფრო გაუჭირდებოდა შემდეგ მისი დატოვება.. კარი გამოკეტა და წავიდა.. უკვე გვიანი ღამე იყო.. ნელა გაუყვა გზას და ქაშუეთის ეკლესიის ეზოში შევიდა.. ამ ადგილს ძალიან იყო მიჩვეული.. ყველაზე მეტად უყვარდა აქ ყოფნა, რატომღაც ძალიან მშვიდდებოდა.. თვალები მაგრად დახუჭა და წამოსულუ ცრემლის შეკავება სცადა.. რა სჭირდა? რატომ დაემართა ეს ყველაფერი მაინც და მაინც მას.. მთელი ცხოვრება სიყვარულის მეტი ხომ არაფერი ნდომებია, მაგრამ ფულზე დახარბებულმა ადამიანებმა ესეც წაართვეს.. ავარიის დღეც გაიხსენა, მისი შემდგომი უარესი დღეებიც.. თავზე ხელები მოიჭირა და ამოიხვნეშა.. წლების წინ სწორედ რომ ბელას წყალობით ''გადარჩა''. ყოველთვის პრჭყალებში სვამს ამ სიტყვას, რადგან ის, რაც მას შეემთხვა, სულაც არ იყო გადარჩენა.. ავარიის დროს მანქანაში სამნი იმყოფებოდნენ, თავიდან ის იჯდა საჭეზე, მაგრამ შემდგომში ფეხის ძლიერი ტკივილი იგრძნო, წასვლის წინ ბელა მაღალძირიანი ფეხსაცმლით შედგა და სტკიოდა.. ეს უკანა მგზავრმა შეამჩნია და მძღოლის ადგილზე გადაჯდა.. ამ დროს არცერთმა იცოდა, რომ სამუხრუჭე ზეთი იღვრებოდა.. როცა ეს გაიგეს უკვე გვიანი იყო, დიდ ხრამში იჩეხებოდნენ.. ყველამ გახსნა კარი და გადახტა, მაგრამ ისინი მანქანასთან ძალიან ახლოს დაეცნენ და როდესაც მანქანა აფეთქდა ახლოს იყვნენ, შესაბამისად დაიწვნენ.. ნიკა შოეიახლოს დაეცა, თუმცა ცეცხლმა მისი დაწვა მაინც მოახერხა.. სახე საშინლად დაეწვა, ასევე ცალი მხარიც.. ვერ იგრძნო, როგორ იპოვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.. ჯიბის ნაგლეჯში, რომელიც ცეცხლს შემთხვევით გადაურჩა, ვინმე გიორგი გაბრიჭიძის სავიზიტო ბარათი ედო, ამიტომაც იფიქრეს, რომ ის თავად იყო.. ასე გახდა ნიკა ვიბლიანი გიორგი გაბრიჭიძე.. იმის გამო, რომ დამწვრობა რთული იყო, ექიმები ხელოვნურად აგდებდნენ კომაში.. კანი აღდგენას ვერ ახერხებდა, ამიტომ ხელოვნური ჩარევა გადაწყვიტეს და პლასტიკური ქირურგიის შედეგად შეძლეს, რომ ისევ ადამიანს დამსგავსებოდა.. მასანამდე არ გაუღვიძია, მანამ ეს ოპერაცია არ ჩატარდა.. როცა გამოფხიზლდა, აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო საქართველოში.. მეტიც მას საერთოდ არაფერი ახსოვდა.. საკუთარი სახელიც კი არ იცოდა.. უთხრეს, რომ მას გიორგი ერქვა, მაგრამ დანარჩენი თავად უნდა გაეხსენებინა.. ხშირად იდგა სარკის წინ, უყურებდა თავის ანარეკლს და ვერ ცნობდა, ვერაფერს იხსენებდა.. როცა ცდილობდა რაიმე გაეხსენებინა, თავი ლამის გასკდომოდა.. თითქმის ორი წელი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და წარსულის გახსენებას ცდილობდა.. იქვე გაიცნო ილო და სანდრო, სწორედ ისინი, ვინც მომაკვდავი ნახა და საავადმყოფოში გადაიყვანა.. ნელ-ნელა მოვლენების და ფაქტების გახსენება დაიწყო.. ბელაც ახსოვდა, ყოველთვის თვალწინ ედგა მისი სახე.. როცა გაიხსენა, რომ ის ნიკა ვიბლიანი იყო და საქართველოში ცოლ-შვილი ჰყავდა,.პიღველივე რეისით გადაფრინდა.. იქ კი საშინელი ამბავი უთხრეს.. თუმცა წამით არ გაუვლია გულში, რომ ბელა ნამდვილად დაიღუპა.. საშინლად განიცადა ის, რომ პატარა აღარ იყო, თუმცა რატომღაც იმას მაინც გრხნობდა, რომ სადღაც მისი მეორე ნაწილი ცოცხალი დააბიჯებდა.. ჯერ კიდევ ქონდა მეხსიერების ჩავარდნები, მაგრამ ბელა ზუსტად ახსოვდა.. ზუსტად ახსოვდა ემოცია, რომელიც მას მოჰქონდა.. ყველგან ეძებდა, მაგრამ არც უფიქრია, რომ საზღვრებს გარეთ წავიდოდა.. ილო პოლიციელია, მოახერხა და ნიკასაც იქვე დააწყებინა მუშაობა.. ისევ ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ, ხვდებოდა, რომ თავად ბელას არ უნდოდა ვინმეს ეპოვა.. იმასაც ხვდებოდა, ვის გამო იყო ამ დღეში, მაგრამ მისი ნომერ პირველი ამოცანა, იმ დროისთვის საყვარელი ქალის პოვნა იყო.. სამი წლის უშედეგოდ ძებნის შემდეგ, შემთხვევით მოკრა თვალი აეროპორტში მყოფ ბელას.. მაგრამ როდესაც მან განცხადება გააკეთა, მიხვდა, რა დამართვნია მის საყვარელ ადამიანს ამ წლების მანძილზე.. იმ წამს ყველაზე მეტად ეტკინა.. მსოფლიოში ყველაზე თბილი არსება მონსტრად ქცეულიყო.. ახლა გაუსმაგდა შურისძიების სურვილი,. ბოღმა ყელში აწვებოდა, შეეძლო საკუთარი ხელებით გაეგლიჯა ყველა, ვინც ბელა ტკივილისთვის გასწირა, მაგრამ პირველ რიგში, ძველი ბელა უნდა დაებრუნებინა, ისევ უნდა ესწავლებინა მისთვის ღიმილი და სითბოს გაცემა.. როდესაც მეგობრებმა უთხრეს, რომ შესაძლოა ეს უბრალოდ მსგავსება ყოფილიყო, მან თქვა, რომ თუნდაც ამ მსგავსების გამო, დაიცავდა ტირანი დედა-შვილისგან.. ამიტომაც მივიდა ოფისში.. იმავე წამს იცნო, რომ ნამდვილად ბელა იდგა მის წინ.. ისიც იგრძნო, რომ ბელამ თითქოს ძველ ნიკას მიამსგავსა, მაგრამ მიამსგავსა მხოლოდ.. რა სასტიკი ეჩვენებოდა იმ წამს სამყარო.. წინ ედგა ქალი, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარდა და ამდენ ხანს ეძებდა.. იმდენად ენატრენოდა, რომ სიტყვებითაც კი არ ითქმის, მაგრამ ვერ ეხუტებოდა, რადგან ამ წამს სხვა იყო.. შეცვლილი იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანადაც.. იმ დღეს ყური მოკრა, რომ ლევანი ვინმეს ეძებდა, რომ ბელასთვის ეთვალთვალა'. გადაწყვიტა, რომ როგორმე თავად ყოფილიყო ეს ვიღაც და მოახერხა კიდეც.. თუმცა ლევანს კარგად იცნობდა, ის არ ენდობოდა, ამიტომ მისი ნდობა უნდა მოეპოვებინა და მოიპოვა... თანაც ლევანი და ტაია შეიტყუა კიდეც ძველ სახლში, იქ კი მინი ჯოჯოხეთი მოუწყო, რა თქმა უნდა მეგობრების დახმარებით, რადგანაც ამ დროს ლევანთან უნდა ყოფილიყო.. ილომ წაიყვანა ბელა სახლში და მის ხელზეც მან უშავა.. სანდრომ კი პარიკი მოირგო და გადარეული დედა-შვილი სახლიდან გაიტყუა.. ისი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ ტაია და ლევანი ჭკუიდან გადაეყვანა, რასაც ახერხებდა.. ამავდროულად კი ბელასთან იყო.. უნდოდა მისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ ვერ მოახერხა, შინაგანად ისე ღელავდა ამაზე.. იქნებ აღარც კი უყვარდა ბელას? მაგრამ მასთან გატარებული ყოველი წუთი სხვა რამეს ამტკიცებდა.. თუმცა ერთი რამ მაინც ქონდა გადაწყვეტილი, ბელა თავად უნდა დარწმუნებულიყო, რომ მიუხედავად ფიზიკური სხვაობისა, ისევ ძველი ნიკა იყო.. ამიტომაც მივიდა კლინიკაში და ექიმს ცრუ ინფორმაციისთვის ფული გადაუხადა.. თუმცა ბოლომდე ვერ გაიმეტა ბელა.. ვერ დაუშვებდა, რომ ბელას მეორედაც დაეკარგა ნიკა და ამჯერად მხოლოდ ნიკას სისულელის გამო..
შემდეგ კი თავის მეგობრებს ბელაც გააცნო.. დაბნეული იყო ნიკა, არ იცოდა, რამდენ ხანს შეძლებდა ამ თამაშს, თუმცა ახლა, როდესაც იცოდა, რომ ბელა კარგადაა, მშვიდად იყო.. უხაროდა ის ფაქტი, რომ ბელამ ნინა იშვილა.. სულ ცოტა ხანიც და ისევ ეყოლებოდა ოჯახი გვერდით.. ისევ ბედნიერად იცხოვრებდა.. ადგა და ამჯერად ლევანის სახლისკენ გაემართა.. ჯერ კიდევ ჰქონდა მასთან საქმე..

ლევანთან...

შუაღამისას ლევანი საშინელმა ხმამ გააღვიძა, შეშინებული წამოხტა და დაინახა, რომ ფანჯარას ქარი აწვალებდა.. მივიდა და დაკეტა, თუმცა მოულოდნელად სხვა ფანჯარა გაიღო და ყვავილების ქოთანი ძირს დაეცა, ისიც შეშინებული შებრუნდა.. უეცრად საშინელი ქარი აქროლდა მის ოთახში.. შუქი აანთო და სადღაც ჩრდილიც კი შენიშნა.. ჩრდილს სააბაზანოში მიყავდა.. შევიდა და გული ლამის წაუვიდა.. აბაზანა სავსე იყო წითელი ფერის სითხით.. გაგიჟდა, მივარდა და წყალს გასასვლელი გაუხსნა.. ხელზე დაიხედა და წითელი ჰქონდა, ონკანს მივარდა, მაგრამ როდესაც სარკეს შეხედა, დაინახა წითლად დაწერილი სიტყვები ''პასუხისგების დროა'' .. ისე იყო წითელი სითხე სარკეზე, რომ მისი სახეზე რქებს ხატავდა.. ტილო აიღო და მისი მოშორება დაიწყო, თუმცა ვერ აცილებდა.. შეშინებულმა ტილო ისროლა და ოთახიდან გავარდა.. დედამისი გააღვიძა, რომ ეს ეჩვენებინა, თუმცა საოცარი ის იყო, რომ როდესაც ოთახში შეიყვანა, არაფერი დახვდათ ისეთი, რაც ლევანის ნათქვამს ამტკიცებდა..
- ნუ ცდილობ ფსიქოლიგიურად დამატერორო - იყვირა ტაიამ..
- ჩემი არ გჯერა? - ლამის კანკალებდა ლევანი..
- ლევან აქ არაფერია, თავადაც ხედავ.. ისედაც შეშფოთებულები ვართ, ალბათ დაგესიზმრა - ცდილობდა სიმშვიდე ეპოვა,.მაგრამ ტაიაც ღელავდა..
- სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან დედა, თორემ ცუდად დავამთავრებთ..
- აუცილებლად, მაგაზე არ იდარდო.. - თქვა ტაიამ და გავიდა.. ლევანმა დიდ ხანს ვერ მოისვენა და სხვა ოთახში გავიდა..

....
ნიკამ მათი გეგმის შესახებ გაიგო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მათთვის დაეწრო და მიზნისთვის მიეღწია.. მეგობრებთან ერთად დიდ ხანს იმსჯელა და გადწყვიტა, რომ საბოლოო ნაბიჯს იმ წვეულებაზე გადადგამდა, რომელსაც ბელასთან დადებული კონტრაქტის აღსანიშნავად გამართავდა.. ეს კი ძალიან მალე იქნებოდა.. იცოდა, რომ ეს უკანონოც იყო, მაგრამ მათ, ვინც შენი წესებით არ გეთამაშებიან, თავისივე ხერხებით უნდა გაუმკლავდე.. სწორედ ამას აპირებდა ნიკაც.. პირველ როგში უთანხმოებას ჩამოაგდებდა დედა-შვილს შორის, შემდეგ კი ცალ-ცალკე მოუვლიდა მათ.. იმდენს მაინც მოახერხებდა, რომ ტაიას,.ქალს, რომელმაც საკუთარი ხელებით შვილი მოუკლა, ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოხდიდა სულს.. შეიძლება ვინმეს ნიკა ზედმეტად მკაცრი მოსჩვენებოდა, მაგრამ სინდვილეში ის იყო ადამიანი, რომელიც ცოცხლად დამარხეს, კაცი, რომელსაც ცოლი დაუტანჯეს და ფიტულად უქციეს, მამა, რომელსაც ჯერ არდაბადებული შვილი მოუკლეს.. იყო ის სასტიკი? დიახ იყო.. თუმცა სიყვარული ისევ შეეძლო, ბელა ისევ ცხოვრებაზე მრტად უყვარდა.. ყველაფერს გააკეთებდა, რომ მას ამ უცხო სხეულში, ყველანაირი სისხლის თუ დნმ-ს გარეშე ამოეცნო ნიკა...

.....

.......

დილა ყველასთვის ჩვეულებრივად არ დაწყებულა.. ლევანმა თითქმის მთელი ღამე გაათენა, არც ტაია იყო კარგ დღეში.. ორივეს ერთი ფიქრი აწუხებდა, ვინ უწყობდა მათ ამ ყოველივეს და როგორ დაეჯერებინათ და აეხსნათ ყველაფერი ხალხისთვის..
ბელასთვის ეს დღე ნინათი დაიწყო.. ეს რაღაც არაჩვეულებრივი და ახალი იყო მის ცხოვრებაში.. ასაუზმა, გაასუფთავა, გამოაწყო და ახალ ბაღში წაიყვანა.. ეს საბავშვო ბაღიც გიორგის შერჩეული იყო და ენდო ბელა, აღმოჩნდა, რომ პატარა დათუნაც იქვე დადიოდა და ამიტომაც ბელას პროტესტი არ გამოუხატავს..
მშვიდად მივიდა სამსახურში და კაბინეტში შევიდა.. ცოტა ხანში გიორგიც მივიდა..
- შენ რაიმე საქმის კურსში ხარ? - ჰკითხა უცებ გიორგიმ..
- არა, რა საქმე - საბუთებიდან თავი არ ამოუწებია ბელას ისე დაუბრუნა კითხვა..
- წეღან შემთხვევით მოვკარი ყური, რომ ტაია და ლევანი აქციების გაყიდვას აპირებენ- სასხვათაშორისოდ უთხრა ბელას..
- რაა? რატომ? - გულწრფელად გაუკვირდა ბელას
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი.. შემთხვევით მოვკარი ყური უბრალოდ - იცრუა ბიჭმა...
- გასაგებია - აიჩეჩა მხრები ბელამ და საქაღალდეების ქექვა განაგრძო..

- გიორგი, შეგიძლია ადრე წახვიდე, დღეს აღარაფერი საქმე აღარ გვაქვს, მეც ნინას გამოსაყვანად მივდივარ..
- მაშინ, მეც წამოვალ.. დღეს ილიას და მაკას არ სცალიათ, დათუნა უნდა მყავდეს მთელი დღე და კარგი იქნება, თუ ბავშვები ერთმანეთს შეეჩვევიან..
- კარგი - უყოყმანოდ დათანხმდა ბელა.. ცოტა ხანში ორივე საბავშვო ბაღის წინ იდგა და ბავშვებს ელოდა.. რა თქმა უნდა გიორგისთვის(ნიკასთვის) ბავშვი საბაბი იყო და უბრალოდ, ბელასთან სიახლოვე სჭირდებოდა.. მის გარეშე ძალიან უჭირდა, იმდენად, რომ უკვე აღარც კი შეეძლო ეს ორმაგი თამაში გაეგრძელებინა.. ბელას გარეშე სუნთქვა უჭირდა, ყვავილს ჰგავდა, რომელიც ფესვების გარეშე დარჩა.. ამოტომ გადაწყვიტა, რომ დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად გაატარებს და აუცილებლად მიახვედრებს მის ვინაობას..
ბავშვები ჩუმად ნაყინზე ატეხა, ბელამაც ვეღარ იუარა და ახლომდებარე სანაყინეც მოინახულეს.. ბავშვებმა ერთმანეთა გაუგეს და საყვარლად თამაშობდნენ... ცოტა ხანს ისხდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ.. ბელაც ხშირად აპარებდა თვალს გიორგისკენ, გაეღიმა, როდეააც იგივე ნაყინი შეუკვეთა, რომელსაც ნიკა უკვეთდა ხოლმე.. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა, მით უფრო მეტად ამჩნევდა მასში ნიკას... ფიქრებში წავიდა და ხელით ისევ ბეჭდების წვალება დაიწყო..
- ალბათ ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი - იკითხა გიორგიმ(ნიკამ)..
- მე, რა - ფიქრებში წასულმა კითხვა ვერ გაიგო...
- ის ვიგულისხმე, რომ ალბათ სტივს ძალიან უყვარდი, თანაც მთელი ქონება დაგიტოვა - მთელი საწუხარი ამოთქვა მამაკაცმა..
- სიმართლე რომ გითხრა, მე და სტივი ფიქტიურ ქორწინებაში ვიყავით.. მის ქონებას რაც შეეხება, ეს დროებითია.. - გულწრფელი იყო ბელა..
- ვერ გავიგე - გაუკვირდა გიოს
- დაივიწყე - ამოილაპარაკა ბელამ..
- არ გინდა ბავშვები სკვერში გავასეირნოთ? - მაცდურათ შესთავაზა ბელას..
- რა თქმა უნდა - უჩვეულოდ დამთმობი გახდა ბელაც.. მთელი დღე ერთად გაატარეს, თავს ორივე ძალიან კარგად გრძნობდა..
- ეს შენ.. - გაუღიმა გიორგიმ ბელას და ხელში ვარდისფერი გვირილა მიაწოდა.. ეს ბელას საყვარელი ყვავილია.. მანაც გაუღიმა და გამოართვა..
- გმადლობ - ჩამწყდარი ხმით უთხრა და თვალები შეანათა.. ამ დროს ბავშვებმა ხმაური ატეხეს და მათი ყურადღებაც გაიფანტა.. გიორგი გავარდა და ბავშვებს გაეკიდა.. უყურებდა ბელა და მის მიმართ საოცარ სითბოს გრძნობდა... საღამო ხანს სახლში დაბრუნდნენ.. გიორგიმ ჯერ დათუნა მიუყვანა მშობლებს, შემდეგ ბელა და ნინაც მიაცილა..
- დედიკო, ჩენც ჩაექუტე, ლოგოლც დათუჩა ჩამექუტა მეე - აუტყდა ნინა.. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნინამ დედა დაუძახა, ჩაიმუხლა, ჯერ მას აკოცა, შემდეგ კი გიორგისთან მივიდა..
- უნდა გადაგეხვიო, ბავშვს სურს ასე..
- რადგანაც ბავშვს სურს - გაუღიმა მამაკაცმა და თბილად მოჰყვია ხელი.. ეს საოცარი ჩახუტება იყო, ჩახუტება, რომლისგანაც თავის დახსნა არ გინდა.. როდესაც ეს ყველაფერზე მეტია.. ორივეს ნინა შომეკრა ფეხებზე და კისკისი ატეხა..
- მიკაქალ მამა - ასე მიმართა ნინამ გიორგის და ბელას ღიმილი სახეზე შეეყინა.. როგორ უნდა აეხსნა ბავშვისთვის, რომ ის მამამისი არ იყო.. რაღაცის თქმა დააპი
რა, როდესაც გიორგი(ნიკა) ჩაიმუხლა და ბავშვს მაგრად მოეხვია
- მეც მიყვარხარ პრინცესა - ლოყაზე აკოცა და სახლის კარი გაუღო.. ბელას ესიამოვნა, რომ გიორგიმ ბავშვს გული არ დასწყვიტა..
- გმადლობ, რომ ნინას რაიმე ისეთი არ უთხარი.. - გაუღიმა ბელამ
- რას ამბობ, ნინა ჯერ სულ პატარაა, არ ვაპირებ გული დავწყვიტო..
- გმადლობ - კიდევ ერთხელ უთხრა ბელამ, მიუახლოვდა ლოყაზე აკოცა და უცებ შევიდა სახლში..
- მე შენ მეორედ შემიყვარდი - ნაკოცნ ადგილზე ხელი ჩამოისვა ნიკამ, გაიღიმა და გზას გაუყვა.. გრძნობდა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მალე ისევ შეძლებდა იმ ჰაერით ესუნთქა, რითაც ადრე სუნთქავდა..
ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ბელა პირველად დაინახა.. მაშინ არ იცოდა, რამხელა პრობლემები ელოდათ ცხოვრებაში.. იქნებ არც კი შეეყვარებინა ბელასთვის თავი, რადგანაც ამან მხოლოდ ტკივილის მოტანა შეძლო, ეს ფიქრი უცებ უკუაგდო.. ყველაზე დიდ სიყვარულს, დიდი ტკივილიც სდევს თან.. იქნებ ეს მათი სიყვარულის გამოცდა იყო? მაგრამ ვერ გაეგო, რატომ აბარებდნენ ასეთ რთულ გამოცდას.. რატომ გადიოდა მათი სიყვარულის გზა მხოლოდ ტკივილზე.. თვითონ ხომ იცოდა, რომ მთელი გული ბელას სიყვარულით ჰქონდა სავსე.. ხომ იცოდა, რომ იმ წამებისთვის ცოცხლობდა, რომელსაც მასთან ატარებდა.. როგორ არ სჭირდებოდა ეს ''გამოცდა''.. უჭირდა, ძალიან უჭირდა მის გვერდით ყოფნა და ამ დარდით გასიებული ცრემლების ჩუმად ყლაპვა.. ახლა ისიც კი იფიქრა, რომ შეიძლება ბელას მასში ნიკა ამოეცნო, მაგრამ შეძლებდა კი ეცხოვრა გიორგისთან? მას ხომ სხვა სახე ჰქონდა.. არა, ბელა ისეთი არ იყო, რომ ამის გამო საყვარელ ადამიანზე უარი ეთქვა.. გაახსენდა, როგორ აწვალებს ხოლმე ბეჭდებს, რომლის ძირზე სიტყვა სიტყვით იცის რაც წერია.. განა თავად არ აქვს ქორწინების ბეჭედი? დიახ აქვს.. ისიც ეფერება მას ღამ-ღამობით, როდესაც ეს მონატრება ტკივილზე მეტია.. როგორ აღარ შეეძლო ეს თამაში.. არ შეეძლო მასთან ასე ახლოს და თან ასე შორს ყოფნა, ეს შინაგანად ანადგურებდა.. მხოლოდ ის იმედი აცოცხლებდა, რომ მალე ყველაფერს დაიბრუნებდა... მათ კი ვინც ამ ტანჯვისთვის გაიმეტა, სამაგალითოდ დასჯიდა.. ბელა რომ არა, საკუთარი ხელებით დაახრჩობდა ორივეს, მაგრამ რადგანაც ბელა ცოცხალი იყო, არასოდეს დაისვრიდა ხელებს სისხლში, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ბელას ეს არ მოეწონებოდა.. ხშირად ფიქრობს, რატომაა ბელა ასეთი ლოიალური?.. მაგრამ პასუხი არ ჰქონდა.. ბელასთვის კი ამ კითხვაზე ერთი პასუხი იყო, ის ნიკას უყვარდა ასეთი თბილი და გულმოწყალე და არა მონსტრი.. სწორედ რომ მისი სუფთა გულის გამო შეიყვარა ნიკამ, ამიტომაც გულს ბოროტებას ვერ მიაკარებდა, ნიკას გამო გული ისევ ისეთი ექნებოდა.. მისი სიმკაცრე, მონსტის იმიჯი, ეს მხოლოდ ზედაპირული იყო, სინამდვილეში კი ისევ ისეთი თბილი იყო...

მთელი ღამე შფოთავდა ბელა.. ჯერ ნიკა ახსენდებოდა, შემდეგ გიორგი და მათ შორის განსხვავება რატომღაც მაქსიმალურად მცირდებოდა.. კლინიკაში დარეკა და სთხოვა, რომ პასუხები რომც ყოფილიყო, აღარ სჭირდებოდა, რადგან აცნობიერებდა იმას, რომ ნიკასთვის დნმ-ც რომ შეეცვალათ, მისი სული მაინც უნდა ამოეცნო.. მხოლოდ ის აფიქრებდა, რატომ არაფერს ეუბნებოდა?.. იქნებ მისი საქციელი და ეს დუმილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ხმამაღლა საუბარი.. გულზე ხელი მიიდო, ამდენი ხნოს შემდეგ ისევ იგრძნო გაოაგებული გულისცემა.. შემდეგ მის ნაჩუქარ გვირილას დააკვირდა, ყვავილის ფოთლებს მიეფერა და გაიფიქრა
- თუ კი დაბრუნება გიწერია, თავად დაგიბრუნებს ღმერთი, მან დაგაბრუნა - სახეზე ლამაზი ღიმილი ეხატა.. კიდევ ათას რაღაცაზე ფიქრობდა, გადაწყვიტა, რომ თუ ტაია და ლევანი კომპანიას გაყიდდნენ, აუცილებლად თავად იყიდიდა.. რაც შეეხება, გიორგის, თუ ნიკას, ამასაც ცოტა ხანში მოუვლიდა..

.....

ნიკა ვერანაირად დაუშვებდა იმას, რომ დამნაშავეები თავისუფლად გაეშვა.. ის ახლა პოლიციელი იყო, რომელსაც გარკვეული საქმე ებარა და მტკიცებულებებს ეძებდა.. ნუ საქმის გამოძიებისას კი ჩადიოდა პაწაწინა დანაშაულებს, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ამ ორმა ტირანმა დააშავა, ეს არაფერი იყო.. ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ თუ ვინმე ცუდად მოექცეოდა, ღმერთი მას აუცილებლად დასჯიდა,.მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ვერ დაელოდებოდა, როდის დასჯიდა ღმერთი, ამიტომ თავად მოქმედებდა.. ახლაც '.მზაკვრული'' იდეა მოუვიდა თავში.. ლევანის სახლში შეიპარა და ჯერ ერთს, შემდეგ კი მეორეს, ყურში შეუმჩნეველი გადამცემები ჩაუმაგრა.. ისინი ვერ დაინახავდნენ გადამცემს, ვერც იგრძნობდნენ, სამაგიეროდ გაიგებდნენ იმ ხმებს, რომელსაც ნიკა მოისურვებდა, თანაც ნიკაც შეძლება ჩაეწერა მათი საუბარი, რაც მტკიცებულებად გამოდგებოდა.. საქმეს მალე მორჩა და უკან დაბრუნდა.. ისევ შეიპარა ბელასთან და დიდხანს უყურა მძინარეს.. შემდეგ ფრთხილად შეეხო მის ბაგეებს და ძლივს ძლივობით მოახერხა მისგან წამოსვლა..
- მიყვარხარ ბელა, სიცოცხლეზე მეტად.. უბრალოდ დაიჯერე ის, რასაც გული გკარნახობს - უთხრა ჩურჩულით და ოთახიდან გავიდა.. ბელამ მისი მისვლა ვერ გაიგო, სამწუხაროდ ვერც მისი სიტყვები, მაგრამ ნიკა მაინც ბედნიერი იყო.. ამბობენ, თუ გინდა გაიგო შენთვის ადამიანი რამდენად ძვირფასია, თვალები უნდა დახუჭო და წარმოიდგინო, რომ ის აღარ არისო, ნიკას კი წამოდგენილი კი არა გადატანილი ჰქონდა ეს ყოველივე.. ყოველთვის სჯეროდა, რომ ბელა ცოცხალი იყო, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, რომ ის ნიკასთან აღარ იყო.. ახლა კი მის სიახლოვეს გრძნობდა, ისევ შეეძლო შეხებოდა, მისი სურნელი ეგრძნო, მისი საუბარი მოესმინა.. ეგონა, რომ ამ უზარმაარ გრძნობას ის ვერ მიუხვდებოდა, ვისაც არ დაუკარგავს, ვინც წლობით დაკაეგვის შემდეგ არ ჩაჰხუტებია საყვარელ ადამიანს.. ძლივძლივობით შეძლო დაძინება.. დილით ისევ ადრე გაეღვიძა, ივარჯიშა და სამსაცურში წავიდა.. ამ ჯერად ბელაზე ადრე მივიდა.. დრო ჰქონდა, გარეთ გავიდა და მისთვის, ამ ჯერად, თეთრი გვირილების ბუკეტი იყიდა..

...

ბელამ ნინა ბაღში გააცილა და შემდეგ თავის დროზე მივიდა სამსახურში.. არ გაკვირვებია, როცა მაგიდაე გვირილები დაინახა.. გიორგი არ ჩანდა, თუმცა პატარა ბარათი იდო, ზედ კი წარწერა იყო ''გუშინ ძალიან მოგეწონა გვირილა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღესაც მინდა შენი ბედნიერი ღიმილის დანახვა''.. ბელას გაეღიმა, ბარათი ამოაბრუნა და დააწერა მხოლოდ ''გმადლობ''.. ბარათი გიორგის მაგიდაზე დატოვა და თაიასთან შევიდა..
- გავიგე, რომ აქციების გაყიდვა გინდათ.. მზად ვარ ვიყიდო, ნებისმიერ ფასად..
- რაში გჭირდება ეს კომპანია, ლამისაა გავკოტრდეთ..
- ეს თქვენი საქმე არაა - უხეშად მიუგო ბელამ.. - კი ან არა, ვადა ერთი კვირა გაქვთ.. თანაც, როგორც გავიგე, ზუსტად ერთ კვირაში, კორპორატიული წვეულება გაიმართება, თუ თანახმა იქნებით, იმ წვეულებაზე ყველაფერს განვაცხადებთ - პასუხი არ დააცალა, ადგა და გავიდა.. კაბინეტში რომ შევიდა, მაგიდაზე ისევ დახვდა ბარათი..
- ''გავისეირნოთ?'' - ეკითხებოდა გიორგი.. ბელამ კალამი აიღო და პასუხის დაწერას აპირებდა, როდესაც გიომ კალამი ხელიდან გამოართვა, თვალებში ჩახედა და ჰკითხა
- აბა.. - წარბები აათამაშა თან..
- გავისეირნოთ, სამსახურის მერე ოღონდ.. ნინასთან ერთად...
ნიკა ბედნიერად გრძნობდა თავს, რადგან ბელა უფლებას აძლევდა, არა მხოლოდ მის, არედ ნინას გვერდითაც ყოფილიყო.. გადაწყვიტა, რომ ზღვის სანაპიროზე გაეუვანა ორივე, ამინდიც მშვენიერი იყო და ბელას ზღვა ძალიან უყვარდა..

.......
ტაია და ლევანი უკვე გიჟებს ჰგავდნენ, რადგან ხშირად ჩაესმოდათ ხმები... მეტიც, ტაიას ამდენი ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, ნამდვილად მოლანდებები დაეწყო და ეს ლევანმაც შეამჩნია.. არ ტყდებოდნენ, მაგრამ მათი ჩაწითლებული თვალები, შეშფოთებული გამოხედვა, უძილო სახე და ხასიათიც კი, მათსავე მარცხს გამოხატავდა.. რა იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.. წინ ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი ელოდათ...

.....


....
სამუშაო საათები მალე გავიდა.. ნიკამ ბელას ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გააქანა..
- კარგი რა, არ გვეჩქარება - გაუღიმა ბელამ..
- გვეჩქარება, ნინას გამოყვანის დროც მალე მოვა, თანაც გასეირნებაზე დამთანხმდი.. - ღიმილით უთხრა და მანქანის კარი გაუღო...
- სად უნდა გავისეირნოთ? ოღონდ არ თქვა ისევ სკვერშიო რა - დაიღრიჯა ბელა..
- ზღვის ნაპირზე.. ნუ მართალია აქ მხოლოდ ხელოვნური ზღვა გვაქვს, მაგრამ გამოდგება არა?.. - ეშმაკურად ჰკითხა და ისევ გაეღიმა..
- გამოდგება - გაეღიმა ბელასაც...
ცოტა ხანში ნინას ბაღთან იყვნენ და გოგონას ელოდებოდნენ... პატარაც მალევე გამოჩნდა, მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ.. ბელას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მიმართულება შეიცვალეს?
- გიორგი, სხვა გზაზე ვართ - გაკვირვებულმა შეხედა და სცადა გაბრაზებული სახე მიეღო..
- მასეა, მაგრამ ნინას ჯერ ზღვა არ უნახავს, არ მინდა ბავშვმა ზღვად რაღაც ხელოვნური წყალსაცავი აღიქვას, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბათუმში მივდივართ.. თან ორი დღით ვრჩებით კიდეც..
- ულაა - დაიყვირა ნინამ..
- და ეგ როდის გადაწყვიტე, ჩემთვის არ უნდა გეთქვა? - გაბრაზდა ბელა...
- ცოტა ხნის წინ და თანაც, უკვე გითხარი - მხიარულად უთხრა ნიკამ და გზა გააგრძელა..
- კი, მაგრამ არცერთი საჭირო ნივთი თან არ გვაქვს - ჩაილაპარაკა ბელამ..
- გვაქვს, ამაზე ვიზრუნე - გაუღიმა ბიჭმა და გზას გახედა..
- რას ნიშნავს იზრუნე? შენ რა ჩემს სახლში შეიპარე? - თვალები შუბლზე აუვიდა ქალს..
- ხო რა, თითქმის - ისევ გაუღიმა ნიკამ, მაგრამ ბელა არც იღიმოდა და აღარც რაიმეს იძახდა.. სინამდვილეში, რატომღაც ეს ამბავი ბელას არ აღიზიანებდა, ადრე რომ ეთქვათ, შენს ოთახში ვინმე შეიპარება, შენს ნივთებს გაქექავს და შენ არაფერს მოიმოქმედებო, ალბათ არც დაიჯერებდა, მაგრამ აი ფაქტი..
- კარგი რა, მოეშვი გთხოოვ.. კი არ შეგჭამთ - ისევ მიუბრინდა ნიკა ბელას..
- ამას მეუბნება კაცი, რომელიც ჩემს ოთახში შეიპარა და ჩემივე მანქანით ფაქტობრივად შვილთან ერთად გამიტაცა - ხელები გადააჯვარედინა ბელამ..
- ღმერთო, რატომ არ მომძვრება ეს ყურები, ამდენი სისულელე რომ ვეღარ გავიგო - წამით მოაშორა ხელები საჭეს და მაღლა ასწია.. ბელას ამაზე გაეღიმა.. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო უკვე..
ბათუმში საღამო ხანს ჩავიდნენ, ნინას თითქმის მთელი გზა ეძინა.. ნიკამ ფრთხილად აიყვანა ბავშვი ხელში და გადაიყვანა.. მას უკვე დასარჩენ ადგილზეც ეზრუნა.. პატარა ერთსართულიანი სახლი, ლამაზი ეზოთი მათ განკარგულებაში იყო.. ბელა სასიამოვნოდ გაოცებული იყო ამ ყველაფრით.. თავს ძალიან კარგად გრძნობდა და რაც მთავარია, ბედნიერი იყო..
- არ გინდა გავისეირნოთ? - იკითხა ნიკამ, როცა ნინა დააწვინა..
- კი მაგრამ, ბავშვი? მარტო ვერ დავტოვებ - იუარა ბელამ..
- არც დარჩება მარტო, ვიზრუნებ, რომ მარტო არ იყოს.. - დაარწმუნა მან, იყოყმანა ბელამ, მაგრამ საბოლოოდ სასეირნოთ გაყვა..
სასიამოვნო საღამო იყო.. გრილოდა და ოდნავ სიოც უბერავდა.. ცაზე სავსე მთვარე და უამრავი ვარსკვლავი კიაფობდა... ბელას და ნიკას ყოველთვის უყვარდათ ასეთ ამინდში სეირნობა, თანაც ზღვის პირას.. სადღაც სანაპიროსთან ახლოს სახლიც კი აქვთ, თუმცა ალბათ საუკუნეა აღარავინ მისულა იქ..
- რაზე ფიქრობ? - ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამოიყვანა
- არაფერზე - იცრუა ბელამ - უბრალოდ საუკუნე აქ არ ვყოფილვარ - უცებ გასცა თავი..
- არ მეგონა თუ აქაც იქნებოდი ნამყოფი, უფრო საინტერესო ადგილს შევარჩევდი..
- რატომ არ გეგონა? - გაიკვირვა ბელამ
- რა ვიცი, ისე.. - აიჩეჩა ნიკამ მხრები..
ცოტა ხანს ორივე გაჩუმდა.. არცერთი საუბრობდა, უბრალოდ ნაპირზე სეირნობდნენ, თუმცა ეს სიჩუმე ძალიან ბევრს ამბობდა..
- არ გინდა სადმე წავიდეთ, სადაც მშვიდი გარემო იქნება, წყნარი მუსიკა და ა.შ..
- კარგი, რატომაც არა - დაუფიქრებლად დათანხმდა ბელა.. ამდენი ხნის მერე თავს უფლებას აძლევდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, რომ ცხოვრება თავიდან შეეგრძნო...
ცოტა ხანში მართლაც ისხდნენ მშვიდ გარემოში, წყნარ მუსიკებს უსმენდნენ და საუბეობდნენ.. ნიკამ ტკბილი ღვინოც შეუკვეთა, ბელამ თავიდან იუარა, მაგრამ მაინც გასინჯა.. ერთი ჭიქის მერე უკვე იგრძნო გაბრუება და მეორესთვის უკვე თავად გაუწოდა ჭიქა.. ისიც რომ დაცალა, ნიკამ საცეკვაოდ გაიწვია.. ახლა დააკვირდა ბელა, არც თუ ბევრი ხალხი იყო.. რამდენიმე წყვილი თუ იდგა და ცეკვავდა... ნიკა მასთან ახლოს მივიდა, ხელი წელზე მოხვია და გულზე მიიკრა.. ლამაზად ააყოლეს ტანი სასიამოვნო მელოდიას.. ამ წამს ზუსტად იცოდა ბელამ, რომ მის წინ გიორგი კი არა ნიკა იდგა... სხვანაირად არ შეიძლებოდა.. შეუძლებლად მიაჩნდა, რომ ვიღაც სხვას ასეთი ემოცია მოეტანა მისთვის.. ისევ ასე აეჩქარებინა გული და სამყაროსგან გაეთიშა.. თამამად ეჭიდებოდა მამაკაცს მხრებზე და თავი მკერდზე მიედო.. ახლა ისე ძალიან უნდოდა, რომ ხელები მოეჭიდა და მაგრად მოხვეოდა, მაგრამ ეს ოხერი გაურკვევლობა კლავდა.. თავადაც ვერ გაეგო საკუთარი თავის, თან სჯეროდა, რომ ის ნიკა იყო, თან მაინც ცდილობდა რაიმე დამატკიცებელი საბუთი ეპოვა.. იქნებ უფრო იმიტომ, რომ მორიგი იმედგაცრუება აეცილებინა თავიდან.. ზუსტად იცოდა, რომ ნიკას მეორედ დაკარგვას მართლა ვეღარ გაუძლებდა...

......
ნიკაში ამ წამს მილიონი გრძნობა ერთად ირეოდა.. ამდენი წლის შემდე პირველად ცეკვავდა, დაეფიცება, რომ ამდენი ხანი არავისთან უცეკვია.. სასმელი მთლად ვერ აბრუებდა, მაგრამ აი ბელაზე რა ეთქმოდა.. ყოველთვის ახერხებდა, რომ სხვა სამყაროში გადაესროლა.. ძალიან მოუნდა, რომ ეკოცნა მისთვის, არ იცოდა ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ სხვანაირადაც არ შეეძლო.. ფრთხილად დაიხარა და ბელას ბაგეები მოძებნა, გათამამდა, როდესაც ბელაც აყვა.. საოცარი გრძნობები მოეძალა.. გაეღიმა, შუბლი შუბლზე მიადო და ცეკვა ასე განაგრძეს..
ბელა უკვე ძლივს იდგა ფეხზე, ახლა განსაკუთრებით იგრძნო სასმლის მოკიდება და გიორგის კისერზე ჩამოეკიდა, რომ შემთხვევით არ დაცემულიყო..
- წავიდეთ რა - ჩაიჩურჩულა ბელამ'
- წავიდეთ - გაიღიმა ნიკამაც და სახლში წაიყვანა.. პირველ რიგში ტკბილად მძინარე ნინას დახედეს.. (ბელამ დაიჟინა).. შემდეგ ნიკამ ბელა ოთახში შწიყვანა და დააწვინა.. გამოსვლას აპირებდა, როცა ბელამ ხელი ჩასჭიდა და სთხოვა არ წასულიყო.. მანაც, რა თქმა უნდა, დარჩენა ამჯობინა.. უეცრად ბელამ სააბაზანოში შესვლა მოინდომა, ადგა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეიკავა, ნიკა მიეშველა, თორემ ძირს დაეცემოდა.. ისევ ძალიან ახლოს მოხვდნენ ერთმანეთთან და ისევ სძლია ნიკას სირვილმა.. კიდევ ერთხელ წაეტანა საყვარელი ქალის ტუჩებს და კიდევ ერთხელ იგრძნო, როგორ აჰყვა ბელა ამ ამბორს.. ჯერ თბილად და ნაზად კოცნიდა, შემდეგ ღრმად და ვნებიანად.. ორივე გრძნობდა, რომ ამ კოცნას რაღაც უფრო სერიოზული უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ეს გრძნობა ორივეზე ძლიერი იყო და ორივეს მართავდა.. ნელ-ნელა გადავიდა ნიკა ყელზე და სხეულის სხვა ნაწილებზე.. ბელასგან წინააღმდეგობა არ მოდიოდა, ამიტომ მეტად თამამი იყო.. მათ შორის იყო ვნება, სურვილი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გასცემდნენ, სიყვარულთან, რომელმაც წლებს გაუძლო, სიკვდილიც კი დაამარცხა..

.....
დილით ბელას ნიკას მხარზე გაეღვიძა.. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვდა ყველაფერი.. არა, არ ნანობდა, მაგრამ თავი მაინც უცნაურად იგრძნო.. ნიკას ხელები მაგრად მოეჭიდა მისთვის.. თვალი შეავლო, თუ როგორ საყვარლად ეძინა მას და სახეზე ხელი ჩამოუსვა.. შემდეგ მზერა მის მხარზე გადაიტანა, ვერ მიხვდა, რატომ ჰქონდა ამხელა შრამი მხარზე, მიხვდა, რომ ეს დამწვრობის შედეგი იყო.. თავი საშინლად იგრძნო.. როგორ ბრაზდებოდა ახლა საკუთარ თავზე.. გიორგისთან იყო და ნიკაზე ფიქრობდა, მეტიც, სჯეროდა, რომ ერთი და იგივე პიროვნება იყო ორივე.. მაგრამ სადღაც იმასაც ხომ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ეს სულაც არ ყოფილიყო ნიკა, რა გამოვიშოდა მაშინ? ის რომ ადამიანის გრძნობებით ითამაშებდა.. აქამდე ამაზე არ უფიქრია.. სწრაფად ადგა და სააბაზანოში შევარდა.. ისე გაერთო ბანაობაში და ფიქრში, რომ ვერ გაიგო, როგორ შევიდა მასთან გიორგი.. მხოლოდ მაშინ შეკრთა, როდესაც ზურგზე მისი ხელები იგრძნო.. თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოუგორდა..
- რატომ გამეპარე? - ჩასჩურჩულა ნიკამ.. ბელას კი გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მანამ საკუთარ თავში არ გაერკვევოდა მასთან ახლოს აღარ მივიდოდა.. უცებ მოშორდა მას, პირსახოხი შემოიხვია და მშვიდად უთხრა
- იბანავე და მერე ნინა სანაპიროზე გავიყვანოთ... - ნიკა იმაზე კარგად იცნობდა ბელას, ვიდრე წარმოედგინა.. ზუსტად იცოდა რა ხდებოდა ახლა ბელას თავში და გულში, ამოტომაც არ სწყენია, პირიქით, ახლა იმაშიც დარწმუნდა, რომ ბელამ იცის მის შესახებ, უბრალოდ ამდენი ხნის მერე ამის დაჯერება უჭირს..

......

ისევ მისეირნობდნენ ნაპირზე, ამ ჯერად სამნი.. ნინა შუაში იდგა და ორივესთვის ხელი ჩაეჭიდა.. წინა ღამრს არცერთი არ იმჩნევდა, თუმცა ორივე ფიქრობდა ამაზე... ნიკა პატარას ზღვის შესახებ უამბობდა.. ცოტა ხანს ისევ ისეირნეს ასე და თბილისში დაბრუნებაც გადაწყვიტეს.. ბელას არ უნდოდა, რომ ნინას ბაღი გაეცდინა, თანაც ახლა თავის თავში გარკვევა სჭირდებოდა..
......

სახლში დროულად დაბრუნდნენ, ნიკამ ორივე სახლში დატოვა და წავიდა, იცოდა, რომ ახლა ბელას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მარტო დარჩენა, თანაც ახლა ლევანზე და ტაიაზე უნდა ეფიქრა.. ისე მოაწყობდა ყველაფერს, რომ თავადვე აღიარებდნენ სიმართლეს.. ცოტა ხანში ილომ დაურეკა, აცნობა, რომ ლევანი და ტაია გაქცევაზე საუბრობდნენ და კომპანიის ბელასთვის მიყიდვას აპირებდნენ.. ნიკამ თავი მშვიდად იგრძნო, როგორც ჩანს ბელამ მაინც მიაღწია თავის საწადელს და კომპანიას დაიბრუნებს, მართალია ნიკას მეშვეობით, თუმცა მაინც.. ახლა ნიკას დროც მოვიდა, არა მას მხოლოდ შურისძიება კი არა, სამართლიანობის აღდგენაც სურს..
.. ...

იმ ხუთმა დღემაც ჩაიარა, რაც წვეულებამდე იყო დარჩენილი.. ბელამ უკვე იცოდა, რომ მალე კომპანიას დაიბრუნებდა და ეს ძალიან ახარებდა.. ამ დღეების მანძილზე ნიკა მისგან თავს შორს იჭერდა, მაგრამ მაინც სტუმრობდა ყოველ ღამე და სახეზე ეფერებოდა, ეს უკვე ტრადიციად ჰქონდა...
ლევანის და ტაიას მდგომარეობა სულ მთლად უარესდებოდა, ხან რა ხმა მოეებოდათ, ხანაც რა.. ლევანი კიდე ხო, ძლიერი ფსიქიკა ჰქონდა უძლებდა, აი ტაია კი მართლა იშლებოდა ჭკუიდან.. ნიკამ წვეულებაზე ხალხს დროზე ადრე მოსვლა ურჩია და ასეც მოიქცნენ.. ტაია და ლევანიც იყვნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ემჩნეოდათ, რომ ჩქარობდნენ.. როდესაც დედა-შვილმა ოთახში ფეხი შედგა, სინათლე ჩაქრა და შემდეგ წვალება დაიწყო.. ისევ გამოჩდნენ რაღაც უფორმო სილუეტები (ხალხი იფიქრებდა, რომ ეს მხოლოდ შოუა) .. მათ ყურსასმენებში ხმები გაუშვეს, ბავშვის ტირილი, ბელას სიმღერა, ყველაფერი, რაც კი აქამდე გამოუყენებიათ.. ლევანი ჯერ კიდევ უძლებდა.. აი ტაია კი ვერა, იკივლა და მუხლებზე დავარდა, ყურებზე ხელი მიიჭირა და დაიწყო
- არა, არა, გაჩუმდი.. არაა . - მხოლოდ ამას ბუტბუტებდა. ამ დროს ბელაც შევიდა ოთახში.. ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რომელიც მის ფიგურას იდეალურად გამოკვეთდა, კაბა გულზე დახურული იყო, ზურგზე კი წელამდე ერთ წვრილ ზოლად ამოღებული...
ტაიამ მისი დანახვისას უფრო იკივლა და მივარდა..
- შეენ, შენი ბრალია.. ამ ყველაფერს შენ აკეთებ.. ნუთუ არ გეშინია.. მე შენი ქმარი მოვკალი, მე შენც მოგკალი.. აქ რატომ ხარ.. რატომ არ მიდიხარ.. უბრალოდ გაქრი, თორემ ისევ მოგკლავ - აყვირდა გიჟივით.. შემდეგ ბელას ხელიდან სამაჯე მოხსნა და გაშეშდა, როდესაც მისი ტატუ დაინახა.. - ეს, ეს შეუძლებელია.. მე მოგკალი.. შენ მკვდარი ხარ - უკან იხევდა ტაია..- ეს ეს - ჩაიკეცა ისევ და ბუტბუტებდა.. ამ დროს სინათლე აინთო, ყველა გაოცებული იყურებოდა.. ნიკას მეგობრები გამოჩნდნენ და ტაიას ხელბორკილი დაადეს.. ლევანმა არეულობით ისარგებლა, ბელას ხელი ჩაავლო.და გაათრია.. ეს, რა თქმა უნდა, ნიკამ დაინახა და გაეკიდა..
ლევანი მანქანასთან არ იყო მისული, ბელას ხელი საშინლად სტკიოდა და ვერ თავისუფლდებოდა.. ის ის იყო მანქანაში ჩატენიდა, როდესაც ლევანი მხრით დაითრიეს და მუშტი უთავაზეს.. ეს ნიკა იყო.. საშინლად სცემდა ლევანს და არ ჩერდებოდა.. ბოლოს ბელას შეშინენული სახე დაინახა და მაშინღა შეჩერდა.. ლევანსაც დაადეს ხელ-ბორკილი და წაიყვანეს.. ბელამ გაიგო, რომ გიორგი პოლიციელი იყო.. ძალიანაც უჭირდა მისი გაშვება, მაგრამ მან თავად სთხოვა.. სინამდვილეში უნდოდა ცოტა ხნით გაუჩინარება, რათა ბელა ყველაფერში გარკვეულიყო.. ასეც მოიქცა.. სხვაგან სად წავიდოდა, თუ არა სანაპიროს სახლში, ბათუმში...
......

ერთი კვირა გავიდა გიორგის გაუჩინარებიდან.. ბელას საშინლად ენატრებოდა ის.. რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო იაზრებდა იმას, რომ ის ნიკა იყო.. არეული დადიოდა ბელა.. ნიკას მაგიდა ისევ ოთახში ედგა.. იქ ისევ იყო მისი ნივთები.. ერთ დღესაც ძალიან რომ იგრძნო მისი მონატრება, მაგიდას მიუახლოვდა და მის ნივთებს ეფერებოდა.. რაღაცას მიეჯახა და ძირს ბლოკნოტი დავარდა.. ბელამ გადაშალა და გაოცდა, ეს გიორგის დღიური იყო.. აქამდე არ შეუნიშნავს, რომ ის დღიურს ავსებდა.. არცერთ გვერდზე არ იყო მითითებული თარიღი, მაგრამ ეს ბელას არ ადარდებდა.. ნაწერი იცნო, მიხვდა, რომ ნიკას ეკუთვნოდა... ბელა მიყვებოდა გვერდებს და მაინც, იყო ისეთი მინაწერები, რომლებიც განსაკუთრებით ხვდებოდა თვალში...
'' არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ შენი სახე.. ეს მუდამაა ჩემს მეხსიერებაში.. მე არაფერი მახსოვს შენი სახის გარდა.. მე ჩემი სახეც არ მახსოვს, მაგრამ შენ.. შენ მაინც ხარ.. ასე მგონია, რომ მხოლოდ შენი გახსენების გამო უნდა ვიბრძოლო''
'' დღეს პიველად ჩავიხედე სარკეში მას მერე, რაც ყველაფერი გამახსენდა.. მე მე აღარ ვარ.. იქნებ უმჯობესი იყო, რომ არაფერი მცოდნოდა წარსულზე?..''
'' პირველად ვისმენ სიჩუმეში, როგორ ტირიან წვიმის წვეთები ფანჯრის მინებზე.. სახლში სხვა არაფერი ისმის.. შენს გარეშე აქ არანაირი ფერი აღარაა, ნუთუ ვერ გიპოვი? ნუთუ სამუდამოდ წახვედი''
'' ალბათ ოდესმე ამას თუ წაიკითხავ ყველაზე ეგოისტი ადამიანი გეგონები, რადგანაც მხოლოდ ჩემს გრძნობებზე ვწერ.. ვეღარ ვუძლებ.. სად ხარ?.. ვიცი, რომ ისევ არსებობ, ნეტავ შენ თუ მგრძნობ''
'' ამდენი ხნის მერე, ძლივს.. დანახვისთანავე გიცანი.. როგორი შეცვლილი ხარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე შენ დაგიბრუნებ''
'' მე შენ თავიდან შემიყვარდი''
'' აღარ შემიძლია.. ეს უთქმელი სიტყვები, ძლივს შეკავებული ცრემლები მახრჩობს.. როდის დაიჯერებ.. გულს როდის მიენდობი.. დრო გადის.. შენ ხომ ყოველთვის ამბობდი, დრო მდინარეს გავს, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდისო, არ მინდა შენს გარეშე ერთი წუთიც კი გავიდეს.. არ მინდა.... მე ისევ არაფერს ვიტყვი, ისევ ჩავყლაპავ სიტყვებს, მე წავალ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი მოხვალ.. ვიცი ყველაფერს გააცნობიერებ.. მოდი და დამიბრუნე ყველაფერი, რაც დრომ წაგვართვა, დავიბრუნოთ ჩვენი სიყვარული...'' - ეს ბოლო მინაწერი განსაკუთრებით მოხვდა თვალში.. კითხულობდა ამ ყოველივეს და ცრემლად იღვრებოდა.. როგორ ეგოისტად თვლიდა თავს ბელა.. იცოდა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, რომ თავისდროზე უნდა ესაუბრა ნიკასთან ამაზე.. ზუსტად იცოდა, სად უნდა მოეძებნა.. სახლში მივიდა, ნივთები აიღო და ნინასთან ლილი დატოვა..
ჯოჯოხეთურად გაეწელა მთელი გზა.. უკვე ღამე იყო, კიბეები.როდესაც აირბინა ბელამ, ოთახები მოირბინა, მაგრამ ნიკა არ დახვდა.. არ დაიბნა და პირდაპირ სანაპიროსკენ წავიდა.. არც შემცდარა.. ნიკა იჯდა და ზღვას გასცქეროდა.. საშინლად დაბნეული და არეული იყო.. ნიკამ გაიგონა მისი ფეხის ხმა, წამოდგა და ბელასკენ წავიდა..
- შენ, შენ ვინ ხარ - დასვა ყველაზე სულელური კითხვა.. პრინციპში ის, რაც პირველად მოუვიდა თავში..
- შენ იცი ვინც ვარ, - გაისმა ნიკას ხმა, ის ბელასთან ახლოს მივიდა და ხელები მხრებზე მოსჭიდა.. - პირველივე წამიდან იცუ, ვინც ვარ.. დამიძახე, გთხოვ.. ჩემი სახელი დამიძახე.. გთხოვ - ეჩურჩულებოდა და უფრო ახლოს მიდიოდა მასთან.. - გთხოვ, დამიძახე ჩემი სახელი, დამიბრუნე ის ყველაფერი, რაც წამართვეს, ყველაფერი, რაც ორივეს წაგვართვეს.. შენ იცი ვინც ვარ - ჩაეხუტა და ხელები მაგრად მოუჭირა.. - ნიკაც ვეღარ იკავებდა ცრემლებს..
- ნიკა.. ნიკა.. ნიკა.. - თან ტიროდა, თან კი მის სახელს ჩურჩულებდა.. გული ამოვარდნას ჰქონდა.. ეხუტებოდა მამაკაცს მკერდზე და მის არეულ გულისცემას გრძნობდა.. ხელებს ძლიერად სჭერდა.. ვეღარც ერთი იკავებდა ცრემლებს.. ეს ჩახუტება.. რამდენი წელი ელოდენოდნენ ამ წამს.. რამდენი ცრემლი დაუღვრიათ, თუ ჩუმად ჩაუყლაპიათ.. თუმცა ახლა ყველაფერი დამთავრდა.. ყველა ტკივილი ერთმა ჩახუტებამ მოაშორა ორივეს.. საკმაოდ დიდ ხანს იდგნენ ასე, ჩახუტებულები და ერთმანეთის პულსს ითვლიდნენ..
......

მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგის მხრივ იცვლებოდა.. ილომ და სანდრომ მოახერხეს და ნიკა და ბელა ''გააცოცხლეს''.. შესაბამისად მათი ქორწონებაც კანონიერად ითვლებოდა.. ტაია მართლაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა.. თავიდან ჩვეულებრივ ციხეში ჩასვეს, მაგრამ ისე აერია ფსიქიკა, რომ სხვა პატიმრებისთვის საშიში გახდა, ამიტომაც მოუწიათ სულიერად დაავადებულთა ციხეში გადაეყვანათ.. ლევანის არაფერი ელანდებოდა, თუმცა საშინელ დღეში აგდებდნენ ციხეში.. ისე, რომ თვითმკვლელობამდე მივიდა, თუმცა არ გამოუვიდა და კვლავ უწევდა ''ჯოჯოხეთის'' ატანა..
......

- კარგი რა ბელა, რაღა დროს შენი თოვლის ბაბუაა- დასცინოდა ნიკა ბელას, მაგრამ გოგო მაინც არ ეშვებოდა და ბუხართან დაკიდებული წინდებისკენ მიათრევდა..
- ლა მაგალიაა, თოვლიშ ბაბუ ბევლ შაჩუქალშ მომიტანდა - გაჰკიოდა ნინაც..
- ბავშვები - ჩაილაპარაკა ბედნიერად ნიკამ.. ნინამ და ბელამ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს თავაანთი წინდები და საჩუქრებიც იპოვეს..
- ახლა შეენც - ყელზე ჩამოეკიდა ბელა..
- მიდი ლაა მაა - შესციცინა ნინამაც..
ნიკამ ჩამოხსნა წინდა და საჩუქრის ძებნა დაიწყო.. იპოვა კიდეც, დახედა და თვალზე ცრემლი მოადგა..
- ეს ხომ...- თქვა ხმა ჩამწყდარმა, მაგრამ ბელამ სიტყვა არ დაამთავრებინა
- ხო.. მალე მამიკო გახდები - უთხრა და ნიკას რეაქციას დააკვირდა.. ცოტა ხანს გაშეშებული იდგა ნიკა, შემდეგ უეცრად აიტაცა ხელში ბელა და დააბზრიალ.. შემდეგ გაახსენდა, რომ ახლა ფრთხილად უნდა ყოფილიყო და დივანზე ჩამოსვა.. ნინაც უზომოდ გახარებული იყო.. მე დაიკო მონდაო- განაცხადა, ჩემნაირი კიკინები ექნება და თოჯინებს ვათხოვებ ხოლმეო..
საღამოს, როცა ნინას უკვე ეძინა, ბელა აივანზე იჯდა და სუფთა ჰაერს სინთქავდა.. უკნიდან მიუახლოვდა ნიკა და პლედი მიაფარა, შემდეგ ისე დაჯდა, რომ ბელა მას ეყრდნობოდა.. ასე იყვნენ ცოტა ხანს.. სიმშვიდეში და დუმილითაც კი ბედნიერები იყვნენ..
- ჩვენ ეს შევძელით - ჩასჩურჩულა ბელას ყურში
- რა?.. - დაიბნა ბელა..
- ჩვენ ყველაფერი დაავიბრუნეთ, ჩვენი გამოცდა ჩავაბარეთ - ჩასჩურჩულა და კისერში აკოცა..
- რა თქმა უნდა სიხარულო.. ასეა.. თუ კი დავრუნება გიწერია, ღმერთი დაგიბრუნებს თავად.. მან დაგაბრუნა ჩემთან, მე კი შენთან.. - ბელა შებრუნდა და ტკბილად აკოცა ბაგეზე საყვარელ მეუღლეს..

........



ჩემი საყვარელი ისტორიაა.. რატომღაც გამორჩეულად მიყვარს. ამიტომაც ავტვირთე სრულად.. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ..



№1  offline წევრი Thief Queen

Wow <3 es ubralod saocreba iyo, pirvelive wamidna vxvdebodi rom giorgi nika iyo, da vfiqrobdi rodis gamoashkaravdebatqo magram amis gami ar msurda kargi momentebi gamkmetovebina da es gadavjviwye <3 bela shemecoda ubralod ramdeni gadaotana, martla bevrs gaudzlo <3 da mainc gamagrda <3 nina sayvatrli bavshvia <3 es isyoria ubralod gansakutrrbulia <3 aseti rma jer ar wamikitxavs sauketeso nashromia <3 mixaria rom gagvacanj <3

 


№2  offline მოდერი tsn

Thief Queen
Wow <3 es ubralod saocreba iyo, pirvelive wamidna vxvdebodi rom giorgi nika iyo, da vfiqrobdi rodis gamoashkaravdebatqo magram amis gami ar msurda kargi momentebi gamkmetovebina da es gadavjviwye <3 bela shemecoda ubralod ramdeni gadaotana, martla bevrs gaudzlo <3 da mainc gamagrda <3 nina sayvatrli bavshvia <3 es isyoria ubralod gansakutrrbulia <3 aseti rma jer ar wamikitxavs sauketeso nashromia <3 mixaria rom gagvacanj <3

ძალიან ძAლიან დიდი მადლობა love request

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

მართლაც ძალიან საყვარელი თბილი და ტკბილი ისტორიაა <3

 


№4  offline მოდერი tsn

qetiqetiA3
მართლაც ძალიან საყვარელი თბილი და ტკბილი ისტორიაა <3

გმადლობ, მიხარია, რომ მასე ფიქრობ ♥

 


№5  offline წევრი nuki-nuka

ძალიან კარგი იყო თუმცა უჯეტესი იქნებოდა მათი ტკბილი ცხოვრება ცოტა რომ გაგევრცო.
საბოლოო ჯამში მომეწონა და ყოჩაღ...
love

 


№6  offline მოდერი tsn

nuki-nuka
ძალიან კარგი იყო თუმცა უჯეტესი იქნებოდა მათი ტკბილი ცხოვრება ცოტა რომ გაგევრცო.
საბოლოო ჯამში მომეწონა და ყოჩაღ...
love

მიხარია, რომ მოგეწონა.. ♥♥

 


№7  offline მოდერი zia-maria

საოცარი ისტორიაა.არ შემეძლო უცრემლოდ წამეკითხა.ბევრი წამების შემდეგ სიმართლეც გაირკვა და დამნაშავემ კი თავისი მიიღო.ბრავო.

 


№8  offline მოდერი tsn

zia-maria
საოცარი ისტორიაა.არ შემეძლო უცრემლოდ წამეკითხა.ბევრი წამების შემდეგ სიმართლეც გაირკვა და დამნაშავემ კი თავისი მიიღო.ბრავო.

გმადლობ ♥ მიხარია, რომ მოგეწონა feel love

 


№9 სტუმარი Teo..

Dzalian momewona .madloba yvela I'm emociebistvis rac ganvicade.warmatebebi.

 


№10  offline მოდერი tsn

Teo..
Dzalian momewona .madloba yvela I'm emociebistvis rac ganvicade.warmatebebi.

გმადლობ შენ, თბილი კომენტარისტვის request love

 


№11 სტუმარი Tako

Woowww.dzalin magari xar

 


№12  offline მოდერი tsn

Tako
Woowww.dzalin magari xar

გმადლობ love bully

 


№13 სტუმარი ბუბუკა

ძალიან კარგი გადმოცემის უნარი გაქვს, ყოჩაღ...მაგრამ ისტორია ასე მეგონა რომელიღაც სერიალიდანაა გადმოღებული, არ მიწყინო რა:)

 


№14  offline მოდერი tsn

ბუბუკა
ძალიან კარგი გადმოცემის უნარი გაქვს, ყოჩაღ...მაგრამ ისტორია ასე მეგონა რომელიღაც სერიალიდანაა გადმოღებული, არ მიწყინო რა:)


სიმართლე გითხრა არცერთი სერიალიდან ამიღია შინაარსი.. მე თავად მოვიფიქრე და დავწერე.. ამაში ძალიან დიდი ემოცია ჩავდე, სწორედ ამიტომ მიყვარს გამორჩევით.. მე არცერთი სერიალისთვის მიყურებია მსგავსი შინაარსით ასე რომ ყოფილიყო მივითითებდი კიდეც..

 


№15  offline წევრი TAKO23

[b][/b][i][/i]

 


№16  offline წევრი Devil Queen

ძალია მაგარი და განსხვავებული სიყვარულის ისტორია

 


№17  offline მოდერი tsn

Devil Queen
ძალია მაგარი და განსხვავებული სიყვარულის ისტორია

მიხარია, თუ მოგეწონა.. ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent