შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაღიმება კარგი რამ არის,უჟმურო (3)


14-05-2016, 21:31
ავტორი nataliaa
ნანახია 3 344

ზურგით იყო ჩემგან,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,მის საქციელზ ცოტახანს ვიხალისე.
გვერდით დავუჯექი ხმის ამოუუღებლად.
წარბშეკრული იჯდა,როგორც ყოველთვის.
ძალიან მეცინებოდა,ჩვევაში ჰქონდა უკვე გამჯდარი,მუდამ მოღრუბლულად ყოფნა.
ხმას არ ვიღებდით არცერთი,მერე თითქოს გამოერკვა,ხელი გადამხვია და საფეთქელთან მაკოცა,ძალიან შემრცცხვა.გავწითლდი.უხერხულობა მომგვარა მისმა ქცევამ,ამას თითონაც მიხვდა
-ნატალი,ვფიქრობ ,რომ გავისეირნოთ უკეთესი იქნება.თან ეცინებოდა.
ხმას ვერ ვიღებდი უბრალოდ წამოვდექი.
-მგონი პოზიციები გავცვალეთ,ხმას როდიდან არ იღებ?
-ვსო დავბრუნდი :) მომიყევი შენზე
-ოპა,მოსაყოლი ისეთი არაფერია.ალექსანდრე ახვლედიანი , 27წლის,დავათავრე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი,სამსართალზე ვსწავლობდი.21წლიდან დავიწყე მუშაობა და სამსახურმა გამხადა ისეთი უჟმური,როგორც შენ გგონია და აღმიქვამ.
-შენ რა იცი ,რას გეძახი?
-მოდი ამაზე არ ვისაუბროთ,შენზე იმდენი რამ ვიცი,წარმოდგენაც არ გაქვს
-მაინც რა იცი?
-ვიცი რომ 6აგვისტოს ხარ დაბადებული,ხარ 20წლის.სწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში.ისიც ვიცი ,რომ ისტორიის ლექტორთან პრობლემები გქონდა.გყავს ბევრი მეგობარი,მათ შორის არის ჩემი თანამშრომელი,რომელსაც რამდენიმე თვის წინ შენიშვნის ბარათი გავუგზავნე,მუდმივად ყურადღებას ითხოვ ყველასგან.ვიცი ასევე ისიც ,რომ შეყვარებული არასდროს გყოლია.
ბოლო სიტყვების წარმოთქმისას შემომხედა,მაცდურად იღიმოდა.მის თვალებში ჭინკები დარბოდნენ.
ძალიან შემრცხვა.თავი დავხარე,მეც მეღიმებოდა,მაგრამ ვერ ვუყურებდი.
ხელზე ხელი მომკიდა,შემომხედა,ისე ,როგორც აქამდე არ შემოუხედავს.
-ნუ გრცხვენია ნატალი.ერთი რაღაცის თქმა შემიძლია დარწმუნებით.ჩემს გვერდზე შენ გარდა ვერცერთი გოოგ ვერ წარმომიდგენია.როგორც არ უნდა გავწელოთ დრო,ორივემ ხომ ვიცით რომ რაღაც საოცარ ძალას მივყავართ ერთმანეთთან.შეიძლება ეს ზედმეტად ნაჩქარევი ნათქვამია,მაგრამ უთქმელობამ თვეები დამტანჯა.ისე გაქრი აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი.მეგონა შვებულება გქონდა ,მაგრამ 1თვე ,რომ არ გამოჩნდი,მივხვდი,რომ დარხეული მქონდა.ეჭვი არ მეპარებოდა,რომ ჩემზე ბევრად უკეთესს იპოვიდი ,რისი ღირსიც უდაოდ ხარ,მაგრამ მე გამიჭირდებოდა შენნაირის პოვნა. ვერ წარმოვიდგენდი ,ისე,როგორ უნდა შემეხედა სხვისთვის ,როგორც შენ გიყურებდი.უბრალოდ დინებას მივყვეთ და დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
ამ სიტყვების მოსმენისას გაქვავებული ვიყავი,ვცდილობდი გამეაზრებინა ის სიტყვები,რასაც ალექსანდრე მეუბნებოდა,მაგრამ "ჩემ გვერდზე შენ გარდა ვერცერთი გოგო ვერ წარმომიდგენია"ამ სიტყვების გარდა არაფერი მესმოდა.
ერთადერთი ,იმ მომენტში,რაც მინდოდა ის იყო,რომ ჩავხუტებოდა.
ჩემი კომპლექსები ჯანდაბაში მოვისროლე და რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავეხუტე.
ჰაერის უკმარისობას ვგრძნობდი,ყველა ემოცია ერთმანეთში ირეოდა,მისგან მოშორება არ მინდოდა,მზად ვიყავი მთელი ცხოვრება,ესე ვყოფილიყავი.
ბოლოს არ ვიცი რა დამემართა,ამას დღემდე ვერ ვხსნი,მაგრამ ისტერიკული ტირილი ამიტყდა.
დაბნეულად გამოხედა ალექსანდრემ,ჩემი ცრემლების დანახვაზე.
-ნატალი,რამე ისე ვერ არის?
-არა უბრალოდ,არ ვიცი,რატომ მეტირება.
გაიღიმა.
-შენც იგივე სინდრომით ხარ დაავადებული,რითაც მე.სიყვარული ნატალი სი-ყვა-რუ-ლი.
და ისევ ჩვეულად საფეთქელთან მაკოცა.
მთელი ღამე ვსეირნობდით,ზღვაზე შევხვდით მზის ამოსვლას.
მასთან ყოფნის დროს ,დრო ძალიან სწრაფად გადიოდა,ყველაფერი თითქოს სხვანაირად იყო.
არ მეგონა ერთ ადამიანს ,ამდენი ემოციის გამოწვევა თუ შეეძლო.
იმ დღიდან დაიწყო,ყველაზე ტკბილი,შეყვარებულობის პერიოდი.
ჩავედით თბილისში.
ბატონი ალექსანდრე პოსტს დაუბრუნდა.
არ ვიცოდი მეთქვა თუ არა ვინმესთვის ,რომ ერთად ვიყავით.ალექსანდრესთვისაც კითხვა მომერიდა.გადავწყვიტე,რატომღაც,რომ ალექსანდრეს პრობლემები შეექმნებოდა ამით,ამიტომ გაჩუმება გადავწყვიტე.
გოგოების სანახავად გავედი,ისე რომ მისთვის არაფერი მითქვამს.როგორც კი დაინახესე გოგოებმა ალექსანდრე გაფანტვა დაიწყეს ისევ.
-გოგოებო,გპირდებით შენიშვნას არავინ მოგცემთ ,ეგეთი უჟმურიც არ არის ,დიდხანს ვერ დავრჩები ,ასე რომ მელაპარაკეთ.
-შენ არ იცი ის როგორია ნატალი.შენ წახვედი და თავს უშველე,ჩვენ კი დავრჩით მის კლანჭებში.ეგ რომ შვებულებაში იყო მაშინ გვქონდა ბედნიერი დღეები.
-ჩემთვისაც ბედნიერი დღეები იყო.
-რა? შენთვის რატომ?
-არაფერი გოგოებო.თამთას გადავხედე,რომელსაც ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული.
უცებ უკნიდან ჩამეხუტა ვიღაც.ვინ იქნებოდა სხვა,თუ არა ალექსანდრე.მის სუნს მილიონ ადამიანში გამოვარკვევდი.
ახვლედიანის ამ ქცევამ ,ბედნიერება მომგვარა,მივხვდი ,რომ ჩვენი უერთიერთობის დამალვას არ აპირებდა,თუნდაც სამსახურში.
-რატომ არ მითხარი,ჩემო სიცოცხლე,მოსვლას რომ აპირებდი?
-უნივერსიტეტიდან გამოვედი პირდაპირ,ტან დაგელოდები და ერთად გავიდეთ.
არ შეიძლება ,არ აღვნიშნო გოგოების რეაქცია.პირი ჰქონდა ყველას დაღებული.გაშეშებულები იდგნენ.
უცებ ალექსანდრე,ისევ ის ბოროტი,წარბშეკრული უფროსი გახდა.
-გოგოებო ,ვიმედოვნებ ,ასე შეკრებილად აღარ გნახავთ მეორედ,თორემ შედეგი თქვენც იცით.
-კარგი რა ალექსანდრე,დიდი ხანია არ მინახავს გოგოები.
-სამსახურის გარეთ,ხელს არაფერი გიშლით.ისე წარბშეკრულმა მითხრა,მიდოდა მიმეხრჩო.
-წამოდი,საქმე მაქვს ,ნატალი.გოგოეო მაპატიეთ
-რა ხდება?მშვიდობაა?
-გამომყევი.
დირექტორთან(მაკა) და მენეჯერთან(თაია) მიმიყვანა.
-ვიცი,რომ იცნობთ,მაგრამ მინდა გაგაცნოთ,როგორც ჩემი შეყვარებული და როგორც ჩემი მომავალი.
-ძალიან სასიამოვნოა,მე ყოველთვი მომწონდა ეს გოგო,ჩვენთან ,როცა იყო.
გულწრფელ ღიმილს არ ინანებდა მაკა ჩვენთვის,არც თაია შემხვდა ცუდად.უბრალოდ ეტყობოდათ დაბნეულობა ,ალბათ,რომელიც მოულოდნელობისგან იყო გამოწვეული.
ცოტა უხერხულობას მეც ვგრძნობდი,ალექსანდრეს ხელი ჰქონდა გადახვეული და ათასი თვალი გვიყურებდა.
ნახევარ საათში სამუშაო საათები ამოეწურა ალექსანდრე და ერთად გავედით.ინდოდა კიდევ მასთან.მაგრამ ვიცოდი დაღლილი იყო,ამიტომ არაფერი მითქვამს.
-აბა სად მივდივართ ნატალი?
-სახლში.არა?
-რავი მე შენთან მინდა და სახლში არ ვაპირებ წასვლას.
-მმმ.კარგი,მაშინ ძალიან დიდი ხანია მინდა მთაწმინდაზე ასვლა და მანდ წავიდეთ.ეშმაკის ბორბალზე მინდა
-ნატალი,ცოტა არ იყოს ,სასაცილოდ მეჩვენება 27წლის ბიჭი ეშმაკის ბორბალზე.
-ალექსანდრე
-კარგიკარგი.
ეშმაკის ბორბალზე იმდენად მეშინოდა ,ალექსანდრეზე ვიყავი აკრული,უბრალოდ წიკი მქონდა ,მანდ დავმჯდარიყავი.მას ნერვი არ უტოკავდა,მე კი ლამის გული გასკდომოდა.
ძალიან ბედნიერები ვიყავით,უბრალოდ ,როგორც არ უნდა მოვინდომო აღწერა , ვერ შევძლებ ის ბედნიერება და იმხელა სიყვარული გადმოგცეთ.
1წელი ისე გავიდა ,ვერც კი გავიგეთ.
სიმართლე გითხრათ არ ვჩხუბობდით ,როგორც ეს სხვა წყვილებს ჩვევიათ.
ზედმეტად ვუგებდით და გვესმოდა ერთმანეთის.ალბათ,ჰარმონიისთვის ერთმანეთის პატივისცემასთან ერთად ზუსტად ზემოთხსენებული ფაქტორია მთავარი.



თქვენი შთაბეჭდილებები მჭირდება.სავარაუდოდ ორი თავიც და მორჩება.
მახარებთ თქვენი კომენტარებით წინა თავებზე.
ცოტახანში გაიგებთ რატომ ვერ ვხდებდი დიდ თავებს.
დღეს როგორც მოვასწარი ისე დავდე.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი isterichka123

ძალიან კარგია ასე გაგრძელე

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ისე კარგად წავიდა ყველაფერი დარწმუნებული ვარ სასიამოვნო დასასრული არ გველის წინ (არ მიწყინოთ რა უბრალოდ მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა)

 


№3  offline წევრი nataliaa

isterichka123
ძალიან კარგია ასე გაგრძელე

მადლობა ძვირფასო <3

ანი ანი
ისე კარგად წავიდა ყველაფერი დარწმუნებული ვარ სასიამოვნო დასასრული არ გველის წინ (არ მიწყინოთ რა უბრალოდ მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა)

მმმ .. მე არაფერს ვიტყვი.ხვალ ვეცდები დავდო ბოლომდე ,ვნახოთ,ვნახოთ რა იქნება <3

 


აი პროსტა არ ვიცი რა! <3 ბუნებოთ რომანტიკოსი ვარ და ძალიან მომეწონა! <3 თან თუ ეს ნამდვილი ისტორიაა მითუმეტეს <3 ძალიან კარგია მართლა <3 მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივი ადამიანი გიპოვია <3 <3

 


№5  offline წევრი nataliaa

გიჟი რომანტიკოსი
აი პროსტა არ ვიცი რა! <3 ბუნებოთ რომანტიკოსი ვარ და ძალიან მომეწონა! <3 თან თუ ეს ნამდვილი ისტორიაა მითუმეტეს <3 ძალიან კარგია მართლა <3 მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივი ადამიანი გიპოვია <3 <3

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო.კი ნამდვილი ისტორია არის,როგორც ვთქვი არცერთი სიტყვა არ მაქვს დამატებული. <3 დიდი მადლობა შენ,რომ კითხულობ.და თითოეულს თქვენგანს <3

 


nataliaa
გიჟი რომანტიკოსი
აი პროსტა არ ვიცი რა! <3 ბუნებოთ რომანტიკოსი ვარ და ძალიან მომეწონა! <3 თან თუ ეს ნამდვილი ისტორიაა მითუმეტეს <3 ძალიან კარგია მართლა <3 მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივი ადამიანი გიპოვია <3 <3

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო.კი ნამდვილი ისტორია არის,როგორც ვთქვი არცერთი სიტყვა არ მაქვს დამატებული. <3 დიდი მადლობა შენ,რომ კითხულობ.და თითოეულს თქვენგანს <3

წრმატებები <3 ამ იტრორიაშიც და ცხოვრებაშიც <3 <3

 


№7 სტუმარი nino

eseigi istoriis mtavari gmiri sinamdvileshi shenwar da es bichi sheni sheyvarebuli kargad vergavige?! Tu asea awla rower is movlenebi uaxloesia?! :D sayvarlebi yofilxart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent