მთვრალი კოცნები -3-
თავი -3- თავში მილიონი აზრი მერეოდა, სული მეხუთებოდა და ვგრძნობდი თანდათან როგორ იმატებდა გულის ცემა. _ჩვენთვისაც!_თქვა თამომ და შეუმჩნევლად მომადო იდაყვი, უნდოდა ცოტა გონს მოვსულიყავი. _დიახ, ჩვენთვისაც!_ძლივს ამოვილუღლუღე. _ბევრი რამ მსმენია თქვენს შესახებ, ქალბატონო ბელა!_მითხრა უნცროსმა დიდებულიძემ და ნაცრისფერ თვალებში თეთრი ვარსკვლავები აუციმციმდნენ. _იმედია მხლოდ კარგი!_როგორც იქნა მოვეგე გონს და ჩემში თავადი ბელა წერეთელი გავაღვიძე. _რა საკვირველია!_თვალი ჩამიკრა მან და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა._მიხარია რომ პირადად გაგიცანით!_დაამატა და მარჯვენა ხელი გამომიწოდა. _მეც გამიხარდა თქვენი გაცნობა, ბატონო სანდრო!_ხელი ჩამოვართვი. სულ ცოტაც და მუხლებში მოვიკვეთებოდი, მაგრამ საბედნიეროდ სანდრო და მისი მეგობარი (ლაშიკო, ანუ ლაშა) მალევე გაგვშორდნენ. შინაგანად ერთიანად ვთრთოდი, თუმცა გარეგნულ სიმშვიდეს მაქსიმალურად ვინარჩუნებდი. საღამომ უინტერესოდ ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით სანდროს რამდენჯერმე ჩემკენ მომართულ ირონიულ მზერასა და ტუჩის მარცხენა კუთხეში შეპარულ ღიმილს. _არ წავიდეთ?_მავედრებელი, შავი თვალები მომაპყრო თამომ. _წავიდეთ!_გადაწყვეტით ვუთხარი და ეზო შევათვალიერე, მირიანს უნდა დავმშვიდობებოდი. _რაღაც გავიწყდება ქალბატონო!_ცალი წარბი აქაჩა ლობჟანიძის ქალმა. _რა?_ვიკითხე გაკვირვებულმა. _მანქანის გასაღები!_მითხრა და თვალებით სანდროსკენ მანიშნა, რომელიც გოგოების გარემოცვაში იდგა და მთელი ემოციებით რაღაცას ყვებოდა. _შენ გამოართვი…_შიშნარევი ტონით ვუთხარი თამოს. _ჰაჰაჰა_იმხელაზე გადაიხარხარა, ყველამ ჩვენ შემოგვხედა. თავი გავაქნიე, თვალები გადავატრიალე და უნცროსი დიდებულიძისაკენ გავემართე. რა უიღბლო უნდა ვყოფილიყავი, რომ ასეთი რამ შემთხვეოდა?! ვაღიარებ, ზოგჯერ ცოტა ზედმეტი მომდიოდა, მაგრამ არც ასეთ სასჯელს ვიმსახურებდი ბედისწერისაგან. სანდრო დიდებულიძე კი, დამერწმუნეთ ყველაზე დიდი სასჯელი იყო ბუნებისაგან! ვუახლოვდებოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და გოგოების წრეში შევაჭერი. სანდრომ საუბარი შეწყვიტა, ჯერ კარგად შემათვალიერა, შემდეგ კი ხელები ერთმანეთში გადახლართა და თვალებში კითხვის ნიშნები გამოესახა. _საქმე მაქვს!_ მკაცრად, თუმცა არა მომთხოვნად ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი. _მოდი აბა გამოვიცნობ!_უკან ამედევნა სანდროც._გინდა რომ მანქანა ჭიშკართან მოვაყენო?_გადამიდგა წინ._მე უკეთესი შემოთავაზება მაქვს, მე წაგიყვან სახლში!_შარვლის ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოაცურა და ცხვირთან მომიტანა._და საერთოდ, მე გავხვდები შენი პირადი მძღოლი!_აღტაცებით მითხრა და თვალი ჩამიკრა. _მორჩით სისულელეებს სადნრო და დაივიწყეთ რაც აქამდე მოხდა!_შევეცადე გასაღები გამომერთმია, მაგრამ ამაოდ. სანდრომ გულიანად გაიცინა და ხელი მოხერხებულად გასწია. _როგორც წესი, თქვენობიდან გადადიან შენობითზე და არა პირიქით, არა, ქალბატონო ბელა?!_წარბები შეყარა და ისეთი ინტერესით დამაკვირდა, თითქოს მართლაც აინტერესებდა პასუხი. _მისმინე ლაწირაკო!_ხელები წელზე შემოვიდე და ამჯერად საბოლოოდ ამოვუშვი ჩემში დაგროვილი სიბრაზე._დარწმუნებული ვარ, მამაშენისთვის მე უფრო ბევრს წარმოვადგენ ვიდრე შენ, წარუმატებელი შვილი! ასე რომ ნუ ეცდები ჩემს მანიპულაციას, გასაღები დამიბრუნე და დაივიწყე რომ საერთოდ ვვარსებობ!_ხელი გავუწოდე და ვანიშნე გასაღები მოეცა. _კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვები!_მკაცრად მითხრა და ხელში გასაღები ჩამიდო._ყოველ მათქგანს ინანებ!_დაამატა და მაშინვე ზურგი მაქცია. გამარჯვებული მზერით გავემართე თამოსაკან რომელიც ამ ხნის განმავლობაში კარგად გვაკვირდებოდა. _რა უთხარი?!_როგორც კი მივუახლოვდი მაშინვე იკითხა მან. _ის, რასაც არასოდეს ვინანებ! *** 21 წლის ვიყავი, როდესაც ერეკლე მოსიძე, მამაჩემის მეგობრის შვილი გავიცანი. ჩემზე სულ სამი წლით უფროსი იყო. უზომოდ შარმიანი, ჭკვიანი და მამაკაცური იყო ერეკლე. იმის გაფიქრებისასაც კი მცრიდა სხეულში, რომ სადმე შემთხვევით შემხვდებოდა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და საბოლოოდ 23 წლის ასაკში ცოლადაც მომიყვანა. სამწუხაროა, როდესაც გგონია ადამიანს იცნობ, იცი რა უხარია, რა სწყინს, რომელია მისი საყვრელი საჭმელი, საყვარელი მუსიკა, საყვარელი ფერიც კი, და უცებ, ზუსტად ერთ წამში იაზრებ რომ ეს ყველაფერი არ კმარა… ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც მივხვდი რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ზედმეტად მოსაწყენი იყო, გადავწყვიტე ოჯახში სიხალისე შემომეტანა და შევთავაზე შვილი გაგვეჩინა. პასუხად, რა თქმა უნდა უარი მივიღე. მიზეზი კი ის იყო, რომ ჯერ ეკონომიკურად ამას ვერ შევძლებდით. მას შემდეგ, კიდევ ერთი წელი გავიდა. მაგრამ, არა და არ დაგვიდა ეს ეკონომიკურად აყვავების ხანა. ჰო და, ავდექი, მისი ბარგი ჩავალაგე და გარეთ გავდგი. ადვოკატს დავურეკე და განქორწინების ფურცლების მომზადება შევუკვეთე. პროცესი ნახევარი წელი გაიწელა, და მიუხედავად ერეკლეს მცდელობისა შევრიგებულიყავით, საბოლოოდ ქონება ორად გავყავით და საკმაოდ მშვიდობიანადაც დავშორდით. მერე მირეკავდა ხოლმე, ჩემს ამბებს კითხულობდა. აღარც მას მოეყვანა ცოლი და არც მყოლია მის შემდეგ ვინმე. ზოგჯერ ისიც კი მეგონა, ალბათ ერეკლე იყო ჩემი ბედი და დიდი შეცდომა დავუშვი-მეთქი, მაგრამ მისკენ გული მაინც არ მიმიწევდა, აღარ მიყვარდა… პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის დასაფარად გადავწყვიტე კარიერიერისთვის დამეთმო მთელი ჩემი ენერგია. 29 წლის ასაკში კი იმდენს მივაღწიე რომ საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამშენებლო კომპანიის ვიცე დირექტორი გავხდი, დირექტორობის 100% პერსპექტივით. *** ჩვეულებრისამებრ დილის შვიდ საათზე დარეკა მაღვიძარამ, მაგრამ თამოს გადამკიდე უკვე სამზარეულოში ვიჯექი და ყავას მივირთმევდი. რა არ აძინებდა მაინც? _ნინიმ დარეკა!_სხვათაშორის მითხრა ლობჟანიძემ და თავისთვისაც მოიმზადა ყავა. _რაო მერე? _არაფერი…_სიგარეტს გაუკიდა თამომ._უხასიათოდ იყო, არ მომწონს აქო! _აბა აქ ურჩევნია?!_სიცილით ვიკითხე._წავედი მე, მოვემზადო!_ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსაკენ გავემართე. ნინი 5 წელი იყო რაც გიორგის ხვდებოდა. გიორგი ამერიკაში ცხოვრობდა, ნინის მამის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო და მათი შეხვედრაც ასე მოხდა. ამ ხნის მანძილზე ვერაფრით დაითანხმეს ნინი შტატებში საცხოვრებლად გადასვლაზე. ხან რას იმიზეზებდა და ხან რას. გიორგი კი, პირიქით, საქართველოში ცხოვრების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჰო და, იყვნენ ასე გაუგებარ სიტუაციაში. თამომ, ჯერ მე დამტოვა სამსახურში, შემდეგ კი თავის საქმეებზე გაემართა. შენობაში შესვლისთანავე ჩემი კაბინეტისაკენ გავემართე და გზად ჩემს მდივანს ყავის მოდუღება ვთხოვე. ჰო, ყავა ჩემს ერთ-ერთ სისუსტეს წარმოადგენდა, მასზე ძლიერად ვიყავი დამოკიდებული. _ყავა მოგიტანე ბელა!_კარი შემოაღო ყველაზე ჭორიკანა მდივანმა ლიკამ._მაგრამ ის გიბარებთ!_წერბები ზემოთ აქაჩა მან. _აქ არის?!_გამიკვირდა. _ჰო და ყრის უკვე ცოფებს! ვიღაცას ეჩხუბება კაბინეტში… _კარგი ჰო, ამოვბეჭდავ მასალას, ეგ ენდომება!_ლიკას ხელით ვანიშნე გასულიყო და ლეპტოპი გავშალე. სტრესი არც სამსახურში მაკლდა და არც პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჯობია ამაში ფული მაინც აიღო კაცმა. ამობეჭდილ ფურცლებს ხელი დავავლე და დიდებულიძის კაბინეტისაკენ გავემართე. ის იყო დერეფანში გავედი, მირიანის კაბინეტი გაიღო და იქედან სანდრო გამოვარდა. _დაბრუნდი სანდრო!_უყვიროდა მამამისი._დაბრუნდი მე შენ გეუბნები! _ოჰ!_შემამაჩია უნცროსმა დიდებულიძემ._როგორ გიკითხოთ, ქალბატონო ბელა?! _ხომ მშვიდობაა?_თვალებით მირიანის კაინეტისაკენ ვანიშნე. _ეგ სულ ეგრე ღრიალებს!_სიცილით მიპასუხა და თვალი ჩამიკრა._ხომ არ დაგველია ერთად, ამ საღამოს?!_მოულოდნელად მკითხა და ძალიან ახლოს მოვიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა. თითქოს მისი მეშინოდა, მაგრამ ამავდროულად მიზიდავდა. მაგრამ, როგორ შეიძლებოდა ჩმეზე გაცილებით უნცროსი, ჩამოუყალიბებელი, წარუმატებელი ბიჭი მომწონებოდა?! _მეგონა ჩემზე გაბრაზებული იყავი…_სიცილითვე ვუპასუხე. _წყენას მალევე ვივიწყებ ხოლმე!_კიდევ ერთი ნაბიჯიც გადმოდგა და მხარზე ხელი შემახო._7_ზე ამთავრებ ხომ? _ის ფაქტი რომ მფლობელის შვილი ხარ, არაფერს ცვლის!_ირონიულად მივუგე, მისი ხელი მოვიშორე და გვერდი ავუარე. _დროებით ბელაჩკა!_მომაძახა ისე რომ მისმა ხმამ მგონი მირიანის კაბინეტამდეც მიახწია. _კარგად!_ვუპასუხე ისე რომ მისკენ არც გამიხედავს. წყენას მალე ვივიწყებ-ო? ჰა ჰა! ეგ ზღაპრები მისნაირ ლაწირაკებს მოუყვე სჯობს! მე ეგრე იოლად ვერ მომატყუებდა. ვიცი, გულში ისევ სამაგიეროს გადახდას გეგმავდა, თუმცა მან არ იცოდა რამდენად საშიშია ჩემნაირ ქალთან თამაში! _მიდი ბელა, მოდი!_აშკარად ეტყობოდა დიდებულიძეს მღელვარება. _ყველაფერი კარგადაა?!_მზრუნველი ხმით ვუთხარი და მაგიდასთან, მის საპირისპირო მხარეს მდგარ სკამზე მოვთავსდი. _არვიცი, არვიცი…_მირიანმა უჯრიდან კონიაკის პატარა ბოთლი ამოიღო და ჭიქაში ჩაისხა. ჩემთვის არც შემოუთავაზებია… რა უნამუსობაა! სანდროს ნახვის შემდეგ ეს ნამდვილად მჭირდებოდა. _მასალები მოგიტანეთ!_სიტუაციის განსამუხტად ვთქვი და ფურცლები მაგიდაზე დავაწყვე. _ამაზე მერე!_ხელით გვერძე გაწია მან._რაღაც მინდა გთხოვო. _გისმენთ! _ბელა, დიდიხანი არაა რაც აქ მუშაობ, მაგრამ უკვე დაიმსახურე ჩემი ნდობა!_ოფიციალური ტონით დაიწყო მან._ძალიან მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო და გადავწყვიტე ეს ხელფასის გაზრდით გავაკეთო! _ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მირიან, მაგრამ სჯობს პირდაპირ მითხრათ რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება?!_ღიმილნარევი მზერთ დავაკვირდი მას. ის არ მიეკუთვნებოდა იმ ბიზნესმენთა რიცხვს, რომელსაც ბიზნესი სიკეთესა და სინდისზე აქვს დაფუძვნებული. მითუმეტეს, იმათ რიცხვს ვინც ასე უბრალოდ ადგებოდა და გადაიხდიდა იმაზე მეტს, ვიდრე ითხოვდნენ. _ჭკვიანი ქალი ხარ ბელა!_კონიაკიანი ჭიქა ხელში დაიკავა და ფეხზე წამოდგა._ბევრი არაფერი, უბრალოდ ერთ, არასამსახურეობრივ საქმეში მჭირდება შენი დახმაარება. _საქმის დეტალების გარეშე ვერ გეტყვით თანხმობას… _ვიცი, ვიცი!_გაეღმა და ზურგი მაქცია, ფანჯრიდან რაღაცას აკვირდებოდა. ან უბრალოდ, ასე უფრო უილდებოდა ჩემთან საუბარი…_საქმე სანდროს ეხება… ის უარს ამბობს ყველაფერზე, რასაც ვთავაზობთ. _თუ სწორად მივხვდი, მას არ უნდა თქვენ უზრუნველყოთ ფულით. _სწორად მიხვდი!_თავი გააქნია მან._მე კი არ მინდა, ჩემი შვილი მუშა იყოს! _ეს მისი ცხვორებაა…_ხელები ერთმანეთში გადავხლართე და სკამზე უფრო კომფორტულად მოვკალათდი._საკმაოდ დიდია იმისთვის რომ იცოდეს რა უნდა. _ვხვდები ბელა, ვხვდები. მაგრამ მე უკვე თვალს ვეღარ ვუსწორებ ჩემს მეგობრებს, რომელთა შვილებიც წარმატებული ბიზნესმენები, ადვოკატები, ექიმები არიან! _ბატონო მირიან, ვერ ვხვდები მე რა შუაში ვარ?! _უნდა დამეხმარო გონს მოვიყვანო! _რა შემიძლია გავაკეთო? ან კონრეტულად რა მიზანი გაქვთ?_უფრო და უფრო უცნაურად მეჩვენებოდა ეს შემოთავაზება. რატომ მაინც და მაინც მე? ალბათ აქაც ჩემი ბედისწერის ხელი ერია… _მინდა რომ კომპანიაში დაიწყოს მუშაობა, უბრალო თანაშემწედ მაინც._თქვა და ამჯერად ჩემსკენ შემოტრიალდა._კიდევ უფრო კარგი იქნება თუ არქიტექტურას შეიწავლის და მომცემს უფლებას კურსების ფული გადავუხადო. ბელა, მე უკვე ყველაფერი ვცადე… _რატომ გგონიათ რომ მე შევძლებ მის დარწმუნებას?! _შემ საუკეთესო ვარიანტი ხარ! წარმატებული ქალბატონი, რომელმაც ყველაფერს თავისით მიახწია! მის თვალში იდიალი ხარ ბელა! მას ზუსტად ის უნდა რაც შენ გაქვს… მას დამოუკიდებლობა უნდა! მაგრამ იმას ვერ ხვდება რომ ჩემი დახმარებით არავინ სღუდავს. _გასაგებია!_ფეხზე წამოვდექი მე._შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ! _ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი შენში! _შეიძლება ეს ერთ ან ორ დღეში არ გამომივიდეს, მოთმინება იქნება საჭირო! _მე მზად ვარ!_გადაჭრით მითხრა მან და თვალებში სიხარული გამოუკრთა. _საქმეს დავუბრუნდები!_გავუღიმე და კაბინეტიდან გამოვედი. რთულ საქმეს შევეჭიდე. მაგრამ მაშინ რა ვიცოდი ვინ იყიო სანდრო დიდებულიძე და რამდენად საზიანო იქნებოდა ჩემთვის ეს “გარიგება”?! მთელი დილა ვცდილობდი საქმეებზე ორიენტირებას, თუმცა ამაოდ. ჩემი ფიქრები მირიანისა და მისი შვილისკენ მიჰქროდნენ. გეგმა უნდა შემედგინა! თავში კი ერთი იდეაც არ მომდიოდა. ლამის იყო მაგიდასთან ჩამომეძინა რომ ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. უცხო ნომერი იყო. _გისმენთ!_ტელეფონს დავავლე ხელი. _როგორ ხარ ბელა?_მომესმა საკმაოდ ნაცნობი ხმა. _ერეკლე? _ჰო, მე ვარ! _ნომერი გამოცვალე? _ჰო… როგორ ხარ? _არამიშავს, ახლა სამსახურში ვარ! რაიმე მოხდა?_ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ნაკლები მესაუბრა მასთან. არ მინდოდა მოგონებები შემომწოლოდა. _ჰო… დღეს საღამოს გეცლება? _არ ვიცი! რიმე სერიოზულია? _არც ისე… ერთი გოგო გავიცანი…_ძალიან ჩუმად საუბრობდა, თითქოს არც უნდოდა ამის თქმა, მაგრამ ვიღაც აძალებსო. _კარგია!_მოჩვენებითი სიხარულით ვუთხარი. _მინდა რომ შენ გაგაცნო! _მე?_გამეცინა. _შენი აზრი მაინტერესებს… ვიცი რომ შენ ყველაზე კარგს მირჩევ ბელა! _დაგიკავშირდები სამსახურს რომ მოვრჩები… _დროებით მაშინ! _დროებით ერეკლე!_დავასრულე საუბარი და ტელეფონი გავთიშე. ესღა მაკლდა! მემგონი ცხოვრება დამცინოდა! ან ჩემს გამოცდას ცდილობდა, აინტერესებდა რამდენად მყარი ნერვები მქონდა… მიუხედავად ყვეაფრისა, მაინც ვეჭვიანობდი ერეკლეზე. ბოლოს და ბოლოს ჩემი ქმარი იყო. თანაც საკმაოდ ცივილურად დავშორდით, ყოველგვარი ჩხუბისა და აჟიოტაჟის გარეშე. ბევჯერ ეცადა შევრიგებულიყავით და ყოველთვის უარზე ვიყავი. და, მაშინ როდესაც “ვიღაც გოგო გაიცნო”, გული დამწყდა… მაგრამ ღირსეულად უნდა შევხვედროდი ამ ფაქტს, ისე როგორც ყველაზე წარმატებულ, ჭკვიანსა და გაწონასწორებულ თავადის ქალ, ბელა წერეთელს შეეფერებოდა. უეცრად თავში არაჩვეულებრივი იდეა დამებადა. ხაზის ტელეფონით ლიკას დავუკავშირდი. _დიახ ქალბატონო ბელა!_ოფიციალური ტონით მიპასუხა მან. _ლიკა, სასწრაფოდ სანდრო დიდებულიძის ნომერი გაიგე, დაურეკე და უთხარი რომ 9 საათზე სახლში გამომიაროს… ჩემი მისამართიც ჩააწერინე! _სანდროს?_ლიკაში “ჭორიკანას” ფუნქცია ჩეირთო. _ჰო ლიკა, სანდრო!_მკაცრად ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე. წინ სახალისო საღამო მელოდა! ___ თუ აღარ მოგწონთ, არ გავაგრძელებ... არ მინდა უარყოფითი შთაბეჭდილება დავტოვო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.