შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოქტეილი 4


15-05-2016, 20:13
ავტორი teddy))
ნანახია 2 401

***
-მოდი ვითამაშოთ! ახლა რომ გოგო და ბიჭი შემოვიდა, გამოვიცნოთ რას შეუკვეთავენ! მე თუ გავიმარჯვე ხვალ მეგობრის დაბადების დღეზე წამომყვები!-მეუბნება დემე დახლთან მდგომს.
-და მე თუ გავიმარჯვე?-ვიღიმი მე.
-შენ თუ გაიმარჯვე დაბადების დღეზე წამომყვები!-მზრებს იჩეჩავს ის.
-მე თუ გავიმარჯვე დაბადების დღეზე არ წამოგყვები!-ჭიქას თაროზე ვდებ. მეგობრის დაბადების დღეზე მაინც და მაინც მე რატომ მივყავარ?! ცოტა მაღელვებს მისი წინადადება!
-პირველი შენ თქვი!-მეუბნება დემე.
-ორი ჭიქა ცივი ყავა!-ჩაფიქრებული ვამბობ მე.
-კარგი!-ეცინება მას.-ერთი ,,მოჰიტო“ და ერთი ფორთოხლის წვენი!-თავდაჯერებული ამბობს დემე.
-წავალ და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს!-დემეს ხელით ვანიშნებ, რომ წაგებული აქვს და მაგიდისკენ მივემართები:
-გამარჯობა!-ვესალმები წყვილს. გოგონას ბზინვარე თმა მაღლა აეწია და ზედ ყვავილი მიემაგრა. ბიჭი მის თმაზე ხელებს ათამაშებს და ღიმილი დასთამაშებს.
-გამარჯობა!-მიღიმის გოგონა.
-რას ინებებთ?-ვეკითხები მათ მომლოდინეთ.
-ერთი ფორთოხლის წვენი და ,,მოჰიტო“!-ამბობს ბიჭი.
-და ცივი ყავა?-ვეკითხები ხმადაბლა. განა რა მოხდა, უბრალოდ არ ვიცი რას მივაწერო დემეს ნათქვამი ,,მაშინ დაბადების დღეზე წამომყვები“! კარგი რა, უბრალოდ ადამიანმა დაბადების დღეზე წამოსვლა გთხოვა, ეს შეიძლება ნებისმიერისთვის ეთხოვა! უაზრო ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ.
-უკაცრავად?-მეკითხება გოგონა.
-არა, არაფერი!-ვუღიმი და უკან ვბრუნდები.
-აბა, რა შეუკვეთეს?-იცინის დემე.
-შენ საიდან იცოდი?-ვეკითხები დაბნეული.
-და რა იცი რომ ვიცოდი?-კითხვას მიბრუნებს დემე. წამით მისი გამოხედვა მაბნევს და აღებული ჭიქა ხელიდან მივარდება.
-ფრთხილად უნდა იყო!-მეუბნება დემე და კარებთან მდგომი დამლაგებელი ჩვენკენ მოდის.
-შეყვარებული ხო არა ხარ გოგო, რას დაგივარდა ეს ჭიქა?!-ჩემი მისამართით ამბობს დამლაგებელი და შუშის ნამსხვრევებს ერთ ადგილას აგროვებს.
-მე? არა!-თითქოს ჩემ სიტყვებში ვეჭვობ. დემე ლანგარზე ,,მოჰიტოს“ და ფორთოხლის წვენს დგამს და ხელში მაწოდებს.
-თქვენი სასმელი!-წყვილთან მისული მაგიდაზე ვდგამ ჭიქებს და უკან ვბრუნდები.
-თათუ!-ჩემკენ მოდის მარიტა.-რომელი კაბა ჯობს?-მობილურში მაჩვენებს სურათებს.
-ორივე ლამაზია, მაგრამ უფრო აი ეს!-თითს ვიშვერ წითელი მოკლე კაბისკენ.
-დემე, ალუბლის წვენი დამალევინე რა!-მარიტა თხოვს დემეს.
-არა არ დაგალევინებ!-იცინის და ჭიქებში ალუბლის წვენს ასხამს და მე და მარიტას გვიწოდებს.
-გმადლობ!-ვუღიმი მას.
-თქვენ ერთმანეთი მოგწონთ ხო?-გვეკითხება მარიტა და ხან მე მიყურებს თვალებში, ხან დემეს. თვალებს ვხრი და თითებს ერთმანეთში უაზროდ ვათამაშებ.
-თუ ქორწილი დავგეგმეთ, პირველი შენ გაგაგებინებთ!-სიცილით ეუბნება დემე მარიტას.

***
საღამოს მარიტას სამუშაო საათები სრულდება და სახლში მიდის. ხალხმა იმატა და მეც უფრო მეტი მუშაობა მიწევს. შემიყვარდა ეს საქმე! თბილი გარემოა და თანამშრომლების შესანიშნავები არიან! არ გიყურებენ, როგორც ახალს და თბილად გიღებენ ისე თითქოს რამდენიმე წელია მათთან მუშაობო.
-ბარის დაკეტვის დროა, წავიდეთ უკვე!-ჩანთას ვიღებ ხელში და დემეს ვეძახი.
-მოდი ცოტახანიც დავრჩეთ!-ამბობს დემე.
-რატომ?-ვეკითხები მას.
-იმიტომ რომ სპეციალურად შენთვის მოვამზადე, კოქტეილი!-შუაგულში მგომ მაგიდაზე ორ ჭიქა კოქტეილს დებს.
-სპეციალურად ჩემთვის?-თვალები მიბრწყინავს მე. ძალიან მსიამოვნებს მისი ყურადღება, მაგრამ არამგონია, როგორც მარიტამ თქვა ეს მოწონება იყოს ან დამლაგებლის თქმით შეყვარებული ვიყო!
-ხო, კოქტეილო!-ჩემთან ახლოს მოდის და სკამს მიწევს. ხმადაბლა სიმღერას რთავს და ისიც ჯდება. მისი ნათქვამი ,,კოქტეილო“ ყურში სხვანაირად მხვდება, ოღონდ არა ცუდათ! იმდენად სასიამოვნოდ რომ სხეულში ჭიანჭველების დავლას ვგრძნობ.
-რახან სპეციალურად ჩემთვის მოამზადე, დიდი მადლობა!-მობილურს ჩანთაში ვდებ. წამით უხერხულ სიჩუმე ვარდება და ისევ დემე არღვევს სიჩუმეს:
-მიდი, გასინჯე!-მანიშნებს კოქტეილზე.
-უგემრიელესია, ეტყობა დემეს გაკეთებული რომ არის!-ვსინჯავ კოქტეილს მე.
-შექებამ არ მაწყინოს!-იცინის დემე.
-ცუდათ არ იმოქმედებს ვიცი!-ვეუბნები მას.
-იცი? კიდევ რა იცი?-მომაჯადოებელი ღიმილით მაჯილდოვებს ის.
-კიდევ რა ვიცი?-ვფიქრდები მე.-ვიცი რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ!-თმას გვერდზე ვიყრი.
-იქნებ არ ვარ კარგი ბიჭი და აქაც მოტყუებით დაგტოვე, რომ მოგიტაცო!-სიცილით ამბობს დემე.
-უნდა მეშინოდეს?-ჭიქას მაგიდაზე ვდგამ.
-არ გაინტერესებს მე რა ვიცი შენზე?-მეკითხება დემე.
-კი, თანაც ძალიან!-ინტერესიან თვალებს ვაპყრობ მას.
-მე ვიცი, წეღან რატომაც დაიბენი და შემდეგ ჭიქა დაგივარდა!-დაბეჯითებით ამბობს ის.
-რატომ?-ისევ თითების წვალება დავიწყე.
-იმიტომ რომ...-ჩერდება და ჩემკენ იხრება. ბაგეებზე ნაზად მეხება და თმაზე ხელს მკიდებს. მეც ჩემს ბაგეებს ვაგებებ და ტანში წერტილების დავლას ვგრძნობ. თითქოს გონება მუშაობას წყვეტს და გულს აძლევს ნებართვას მან განაგოს ეს წუთები. დემე უკან იხევს და სკამს ეყუდება. ერთხანს ხმას ვერ ვიღებ და ისევ ვერ გამოვსულავრ წეღანდელი ბედნიერებით აღსავსე წუთებიდან.
-უკვე გვაინია, მე წავალ!-ფეხზე ვდგები და უკან დემე მომყვება. გარეთ გასული ტაქს ვაჩერებ და კარებს ვაღებ.
-თათუ!-მესმის დემეს ხმა. უკან ვიხედები და მძღოლის ხმა მაჩერებს ნაბიჯის გადადგმისკენ:
-დაბრძანდით გოგონა!-ავტომობილში ვჯდები და ფანჯრიდან დემეს ვუყურებ, რომელიც ღამის სიშავეში, არც თუ ისე კარგად ჩანს. თავს სავარძელს ვაყუდებ და გონებაში წეღანდელ წუთებს ვიხსენებ. მეღიმება და დემეს სახე მიდგას წინ და მისი სიტყვა ჩამესმის: ,,კოქტეილო“!
კოქტეილი 4

----------------------------------------------------

ძალაინ დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის! უღრმესი მადლობა!



№1  offline წევრი isterichka123

ვუიმე რა საყვარლები არიან გაგრდზელე

 


№2  offline წევრი mimimimo

ცუდათ - არა, ცუდად.

ნუ აგვიანებ, რა! wassat

ეს კოცნა რა დამაბნეველი იყო...
მეც კი ავწითლდი. wink

კარგია, გააგრძელე.

წარმატებები! love

 


№3  offline წევრი teddy))

isterichka123
ვუიმე რა საყვარლები არიან გაგრდზელე

ugrmesi madloba! Chemi siyvarulebi arian eseni :D <3 :*

mimimimo
ცუდათ - არა, ცუდად.

ნუ აგვიანებ, რა! wassat

ეს კოცნა რა დამაბნეველი იყო...
მეც კი ავწითლდი. wink

კარგია, გააგრძელე.

წარმატებები! love

shevecdebi agar davagviano! Ugrmesi madloba! Shen unda genaxe rogor vwerdi :D chemi tkbilebi <3 :D :*

 


№4  offline წევრი kora

მმმ, მეც კი დამიარეს სხეულში ჭიანჭველებმა დემეს საქციელების წარმოდგენაზე. რამდენი ისტორია წამიკითხავს და რამდენი პერსონაჟი შემყვარებია, მაგრამ, აი ახლა ვხვდები, რომ ჩემი გული დაიპყრო ამ ბიჭის პირდაპირობამ. ჭკუაზე არ ვარ ისე ვარ შეყვარებული დემეზე, მოკლედ დღეიდან ჩემი წარმოსახვითი სიყვარულია ეს ბიჭი wink ვაიჰ, ეს არ გამიგონ, თორე რეალურ სიყვარულს დავკარგავ და დავრჩები წარმოსახვითის ამარა wink
ჰოდა, კიდე იმის თქმა მინდოდა შენთვის, რომ ეს ორი დღე თითქოს ჩემს განწყობას რაღაც აკლდა და თურმე შენი მიზეზით - ნუ დაიგვიანებ sad მართლა ძალიან დამაკლდა გუშინ ამ გემრიელობის წაუკითხაობა sad love
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი Black

Batumis amindma momatyua da gavcivdi..mezareba komentaris wera magram sheni xatrit vwer:Dmagari iyo dzalian:D;)

 


№6  offline წევრი teddy))

kora
მმმ, მეც კი დამიარეს სხეულში ჭიანჭველებმა დემეს საქციელების წარმოდგენაზე. რამდენი ისტორია წამიკითხავს და რამდენი პერსონაჟი შემყვარებია, მაგრამ, აი ახლა ვხვდები, რომ ჩემი გული დაიპყრო ამ ბიჭის პირდაპირობამ. ჭკუაზე არ ვარ ისე ვარ შეყვარებული დემეზე, მოკლედ დღეიდან ჩემი წარმოსახვითი სიყვარულია ეს ბიჭი wink ვაიჰ, ეს არ გამიგონ, თორე რეალურ სიყვარულს დავკარგავ და დავრჩები წარმოსახვითის ამარა wink
ჰოდა, კიდე იმის თქმა მინდოდა შენთვის, რომ ეს ორი დღე თითქოს ჩემს განწყობას რაღაც აკლდა და თურმე შენი მიზეზით - ნუ დაიგვიანებ sad მართლა ძალიან დამაკლდა გუშინ ამ გემრიელობის წაუკითხაობა sad love

chemo syavarelo rogor gamaxare! Miyvaxar! Gogo raia deme da warmosaxvaa ar gagibrazdes da me da deme smenaze ar dagvayenos :D :D :D vecdebi agar daavagviano <3 ugrmesi madloba!

Black
Batumis amindma momatyua da gavcivdi..mezareba komentaris wera magram sheni xatrit vwer:Dmagari iyo dzalian:D;)

male gamojamrtelebas gisurveb! :* am xatrma gamaxara :D ugrmesi madloba! <3

 


№7 სტუმარი Black

Dges shedarebit kargad var,ubralod erti problema iyo..dilit gamegvidza:Dmadloba piriqit :* :D ;)

 


№8  offline წევრი teddy))

Black
Dges shedarebit kargad var,ubralod erti problema iyo..dilit gamegvidza:Dmadloba piriqit :* :D ;)

:D <3 <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Oohooo zalian magaria love

 


№10  offline წევრი teddy))

terooo
Oohooo zalian magaria love

უღრმესი მადლობა, საყვარელო! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent