კოქტეილი 3
*** დღეს სამსახურში დასვენება მაქვს, ამიტომ სანაპიროზე გადავწყვიტე წასვლა. მაღაზიაში შევდივარ და მოხუცებულ ქალს გაზიან სასმელს ვთხოვ: -რა ღირს?-ვეკითხები გამყიდველს. -ერთი ლარი, შვილო!-მპასუხობს და ხურდას ვაძლევ. გარეთ გამოვდივარ და თავს მაღლა ვწევ. სახეზე სასიამოვნოდ მელამუნებიან მზის სხივები. ადგილზე მისული ჩანთას და სათვალეს ქვებზე ვდებ და ზღვაში შევდივარ. არაფერი ჯობს ზაფხულს, მცხუნვარე მზეს და ზღვას. სანაპიროდან ხმა მესმის: -სიმინდი, სიმინდი!-ამ სიტყვების გაგონებისას გამახსენდა, ბებო, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე, მეორე დღეს ზღვაზე მივყავდი და სანაპიროს სიმინდს მყიდულობდა. ზღვიდან ამოვდივარ და გასარუჯად ვწვები. მზის სხივები სხეულზე დამთამაშებენ და სველ კანს მიშრობენ. -თათუ!-მეძახის ვიღაც. გვერდზე ვიხედები და ჩემკენ დემე მოიწევს: -დემე, როგორ ხარ?-ვდგები ფეხზე. -კარგად, შენ როგორ ხარ?-მეკითხება ის. -კარგად! კარგია, სამსახურის შემდეგ, ზღვაზე გამოსვლა!-ვიცინი მე. -მაგას რა სჯობს!-აწკრიალებულ მობილურს თიშავს. -დემე, ჩვენ წავალთ!-ეძახის ქერა თმიანი ბიჭი. -მიდით!-ხელს უქნევს მათ. -მოდი ახლა, სხვამ გვემსახუროს და ბარში წავიდეთ!-იცინის დემე. -დაე, გვემსახურონ ჩვენ!-ვთანხმდები და ტანზე თეთრ სარაფანს ვიცვამ. *** სანაპიროსთან ახლოს მდებარე ბარში შევდივართ და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მივდივართ. -რას ინებებთ?-ჩვენთან მოდის გარუჯული გოგონა. -კოქტეილს! შენ?-მეუბნება დემე. -მეც კოქტეილს დავლევ! ვნახოთ დემეს კოქტეილს თუ აჯობებს!-ვიღიმი და თმას გვერდზე ვიწევ. -მე თვით სპეციალისტი ვარ!-თავს იქებს სიცილით. -თქვენი კოქტეილი!-მაგიდაზე ორ ჭიქა კოქტეილს დგამს. -რა კარგი ამინდია!-ფანჯარაში ვიყურები. -აქეთ აპირებ დარჩენას თუ სამსახურის შემდეგ, ისევ თბილისში მიდიხარ?-მეკითხება დემე და კოქტეილის ჭიქას მაგიდაზე დგამს. -ალბათ წავალ, მაგრამ თუ მომეწონა აქ დავრჩები!-ვამბობ მე. -მოგეწონება, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი!-იძახის ის. -ორი წუთი!-მობილურის სიმღერა მესმის და მწვანე ღილაკს ვაჭერ: -ხო, ნუცა! -კარგი ამბავი მაქვს!-იძახის აღფრთოვანებით. -რა ამბავი?-მომლოდინეთ ვიძახი. -რამდენიმე დღეში შენთან გავჩნდები!-კისკისებს ის. -რა? როგორ გამახარე!-სიხარულით ვამბობ მე. -კარგი, წავედი და საღამოს შეგეხმიანები!-მემშვიდობება და მობილურს თიშავს. -სასიხარულო ამბავი შეგატყობინეს?-იღიმის დემე. -ჩემი მეგობარი, რამდენიმე დღეში ბათუმში იქნება!-გაბრწყინებული თვალებით ვამბობ მე. -კარგია!-იძახის დემე. ერთმანეთს შევყურებდით და ხმას არ ვიღებდით. თითქოს თვალებით ვსაუბრობდით და ჩემმა ცისფერმა და მისმა მწვანე თვალებმა კარგად გაუგეს ერთმანეთსო.-მოდი, გავისეირნოთ!-მთავაზობს ის. -რა ვიცი!-მხრებს ვიჩეჩ მე. -გვერდი დამიმშვენეთ!-სიცილით იძახის და ფეხზე მაყენებს. ბარიდან გამოვდივართ და წინ მივდივართ. ხელში მობილურს ვათამაშებ და რამდენიმე წამში ძირს ჩნდება. ვიხრები, რომ მობილური ავიღო, მაგრამ დემე მასწრებს და ის მაწოდებს. -გმადლობ!-თავს დაბლა ვხრი. -დღეს უნდა გავერთოთ!-იცინის დემე და პარკში შევყავარ, სადაც კარუსელებზე ბავშვები კატაობენ.-პირველი რეისი მანქანები!-აცხადებს ის და კარუსელისკენ მივყავარ. ის მწვანე მანქანაში ჯდება, მე კი ლურჯში. -გიჟი ხარ!-მეცინება მე. -შევებრძოლოთ!-იძახის და სიმღერაც ირთვება. წინ მივდივარ და მანქანას ვეჯახები, სადაც ბავშვები სხედან. უკან მიმყავს და დემეს ვუსწრებ. -მოიცადეთ, ქალბატონო!-ყვირის დემე და უკან ვიხედები. ჩემი უკან გახედვით სარგებლობს და მე მისწრებს. მანქანები ჩერდება და ჩვენც გადმოვდივართ: -მოვიგე!-იძახის ის. -მოიგე? კარგი! ახლა იქ წავიდეთ!-სიცილით პირდაპირ ვიშვერ ხელს, სადაც ქილები აწყვია. ხელში თოფს ვიღებ და ქილას ვუმიზნებ. პირველს ვაქცევ, მეორეს ვერა, მესამეს კი და საბოლოოდ სათამაშო ბაჭიას ვიგებ. -ახლა ჩემი ჯერია!-ტაშის დაკვრას ამთავრებს დემე. თოფს იღებს და ქილებს უმიზნებს. ყველა ქილას აგდებს ის: -ვერ მაჯობებთ!-იღიმის ის. ქუდიანი კაცი დიდ სათამაშო დათუნიას აძლევს მას. -ეს შენ, ასეთი კეთილი ბიჭი ვარ!იცინის და სათამაშოს მჩუქნის. -გმადლობ!-სათვალეს თმებზე ვიწევ. სიცილის ოთახში შევდივართ და სარკეებში ვიხედებით. ორივე ხმამაღლა ვიცინით,ჩვენს გამოსახულებებზე. -ამ სარკეში ძალიან სიმპათიური ვარ!-იძახის დემე სარკეზე, სადაც თვალები დაპატარავებული აქვს, ხოლო ცხვირი და ნიკაპი გაზრდილი. *** სახლამდე მაცილებს დემე: -კარგი დრო გავატარე, გმადლობ!-ვუღიმი მას. -კარგად გავერთეთ!-აღნიშნავს ის. -კარგი, ხვალამდე!-ვემშვიდობები და ჩემს ოთახში ავდივარ. საწოლზე ვწვები და გონებაში მხოლოდ დემე მიტრიალებს. გვერდზე ვბრუნდები და თვალებს ვხუჭავ, გაღიმებული. ------------------------------------------------------- ეს თავი უფრო მომეწონა, თქვენ რას იტყვით? დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.