შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა I თავი


16-05-2016, 00:01
ავტორი კატოო
ნანახია 3 746

ზამთრის სუსხიანი და ცივი საღამო იყო.
ქუჩებში, როგორც ყოველთვის წელიწადის ამ დროს, სიმარტოვე და სიცივე დანავარდობდა.
უსიამოვნოდ უსიცოცხლო და ცხვირაწითლებული სახეები მიიჩქაროდნენ სამსახურში, უნივერსიტეტებში, მეგობრებთან ,ან სულაც სახლში, ზოგს არც არსად ეჩქარებოდა და ნელა მიიზლაზნებოდა. ამ უსოცოცხლო სურათს ბავშვების გულიანმა სიცილმა თითქოს სიცოცხლე შესძინაო, მაგრამ ისიც რამდენიმე წუთით, რადგან ხმა ნელ-ნელა მიწყდა.
ქუჩის განაპირა სახლიდან სასიამოვნოდ ამოედინებოდა გამჭირვალე კვამლი. ბუხრის წინ რამდენიმე მეგობარი შეკრებილიყო, ერთიც სიცივისგან აწითლებულ ხელებს უფიცხებდა გასათბობათ და ახლო-ახლო იწეოდა
_ნინი, ცოტა უკან დაიხიე თორე გათბობის მაგივრად შემებრაწები_ გაუღიმა თეკომ და ლანგარი მაგიდაზე დადო.
_შენ ჯობია ჩაი მომაწოდო, თორემ გავიყინე.. დღეს საშინლად ცივა არა? _ ნაჩქარევად აიღო ჩაის ცხელი ფინჯანი ნინიმ და ახლა ხელების გათბობა ასე სცადა
_ხო, ძალიან ცივა... ნატუკამ რაო, მალე მოვალო?_ საუბრის თემა შეცვალა თეკომ
_ხო მოვალო, მოვა ალაბთ მალეყინულის გოგო.
წინადადება დამთავრებული არ ქონდა ნინის რომ კარებზე ზარის ხმა გაისმა და აკანკალებული ნატუკაც შურდულივით შევარდა სახლში
_გავიყინე და გამათბეთ_ ბუხართან გაიქცა ეგრევე
_გოგო მოგვესალმე მაინც ან გაიხადე ეგ პალტო და ქუდიც მოიხადე_გაუღიმა თეკომ
_ როგორ ხართ გოგოებო?_გაუღიმა ნატუკამ _ხომ იცით როგორი მცივანა ვარ, მაცადეთ _და პალტოს გახდა დაიწყო
_ვიცით, ვიცით და ისიც ვიცი რა გაგათბობთ_ეშმაკურად ჩაუღიმა ნინიმ
_რა?_ მეამიტურად იკითხა ნატუკან და ქუდი მოიცადა
_სიყვარული_ერთხმად აღმოხდა თეკოს და ნინის და მერე სიცილი წასკდათ
_მერე და ხომ მიყვარხართ, გამათბეთ_საუბრის გადატანა სცადა ნატუკამ
_ხო ყინულის დედოფალი ხარ, შენი გული ვერავინ მოინადირა..დროა გოგო უკვე, კოკას რას უწუნებ? _გაგულისებით გახედა ნინიმ
_ არ მომწონს ეგ შენი კოკა _ გაბრაზებულმა გაკრა წინ ჩამოურილ თმას ხელი _ შენი შეყვარებულის ძმაკაცი რომ არის მაგიტო ნუ ამომიყვანე კისერში. ჩემი მეგობარი ხარ თუ იმ კოკასი? და საერთოდ ახლა თუ დაიწყებთ მაგაზე ლაპარაკს მე წავალ
_წუკნალა მოსულა, ნუ მიბრაზებთ ჩემი მომავალი შვილის ნათლიას _ოთახიდან გამოვიდა გიგა და ნატუკა გადაკოცნა
_აი ვინ არის ნამდვილი მეგობარი_ნიშნისმოგებით გადახედა თეკოს და ნატუკას
_გვინდა შენც გიყვარდეს ვინმე _ ემოციურად წარმოთქვა თეკომ და მუცელზე ხელი დაისვა
_მე თქვენ მიყვარხართ და ყველაზე მეტად იცი ვინ მიყვარს? _თვალები გაუბრწყინდა ნატუკას
_ვინ? იკითხა ნინიმ
_ ეს პატარა არსება_ხელი მოუთათუნა მუცელზე თეკოს_ ჰა, დამალევინებთ ყავას? თორე გამეყინა გული და უფრო ცივი გავხდები
_ოღონდ შენ არ გაიყინო და.. _ფეხზე წამოხტა ნინი და ყავის მომზადებას შეუდგა
"მეზიზღება საუბრები ჩემს სიყვარულზე, ნუთუ ვერ ხვდებიან რომ არ მსიამოვნებს"_ გაიფიქა ნატუკან და ჩამოჯდა, ამ დროს ნინომაც ცხელი ყავა მოურბენინა, ცენტრში დადგა და ხმამაღლა წარმოთქვა
_დიტომ ცოლობა მთხოვა!
_რა?როდის_თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა ფეხმძიმე თეკოს
_ახლა ამბობ მერე მაგას_ გაუღიმა ნატუკამ
_ დღეს_ ბედნიერი თვალებით გადახედა ნინიმ თეკოს და ნატუკას
_გილოცავ_ ჩაეხუტა ნატუკა მეგობართ და თეკოც შეუერთდა
_მალე შენთვისაც მოგველოცოს გოგონი _ ერთხმად აღმოხდა თეკოს და ნინის
_ისევ იწყებთ? მე სასიამოვნო ინფორმაცია მაქონდა მაგრამ არ გეტყვით რადგან გამაბრაზეთ_გაიბუსა ნატუკა
_ხო კარგი კარგი ნუ გვეტყვი ჩაეხუტნენ გაბუტულ ნატუკას
_ ისევ გამიბრაზეთ ხო გოგო?_ ქურთუკი გაიხადა გიგამ, რომელიც მაღაზიაში იყო ჩასული
_ხო ისევ გამაბრაზეს_გაიღიმა ნატუკამ
_ შენ ამათ არ უსმინო _ღიმილითვე უპასუხა გიგიმ და უკან მიიხედა, რომ ვერავინ დაინახა, გასძახა_ ალექსანდრე, ხომ არ გადაიფიქრე მოსვლა?
ამ დროს ალექსანდრეც გამოჩნდა,ხელში მინდვრის ყვავილები ეკავა და სასიამოვნოდ იღიმებოდა
_ ეს არის ჩემი ძმაკაცი, უნივერსიტეტი ერთად დავამთავრეთ,რეზიდენტურა გერმანიაში დაამთავრა და ახლა დაუბრუნდა დედასამშობლოს, როგორც ჩემი კოლოლეგა.ალექსანდრე ეს ჩემი მეუღლეა თეკომ ამაყად წარმოთქვა გიგიმ
_ეს თაიგული თქვენ_ყვავილები გაუწოდა ალექსანდრემ თეკოს
_იმდენი ხანია ყვავილები არავის უჩუქნია ჩემთვის _კბილი გაკრა გიგის და ალექსანდრეს გამოწვდილი ხელი შეაგება
_აი ეს თეკოს მეგობრები არიან_განაგრძო გიგიმ
_ნინი_სიტყვა შეაშველა გოგომ
_სასიამოვნოა_გაუღიმა ალექსანდრემ
_ჩემთვისაც- ნინი
_და ჩვენი ბუტია ნატუკა, იცოდე ძალიან წუნკალია_ჩუმად გადაულაპარაკა ალექსანდრეს
_გიცნობთ შორიდან, თქვენზე ბევრი მსმენია_ გაუღიმა ალექსანდრემ და ხელი გაუწოდა
_მე კიდევ თქვენზე არაფერი მსმენია_ ნაძალადევად გაუღიმა ნატუკამ და ხელი გაუწოდა
_სხვათაშორის ნატუკაც ჩვენს კლინიკაში მუშობს, დიაგნოსტიკაში _ საუბარში ჩაერთო გიგი
_ძალიან კარგი_სახე გაებადრა ალექსანდრეს
_ნატუკა არაფერი დაგვიგეგმავს, ეგრე ნუ მიყურებ. არ ვიცოდი თუ დღეს მოვიდოდა _ გადაუჩურჩულა თეკომ
_ამაზე მერე დაგელაპარაკებით _ხმადაბლა უპასუხა თეკოს და გიგის გადახედა გაბრაზებით, გიგის თვალებმაც იგივე უპასუხეს.
_დასხედით _ სიტუაციიდან გამოერკვა თეო_ მე ყვავილებს ლარნაკში ჩავდებ და მოვა, თან რაღაცებს მოვიტან
_მოგეხმარები_წამოდგა გიგი
_მეც მოგეხმარები_უკან გაყვა ნატუკა
_იცოდე მოგკლავ_დაუბრვირა ნატუკამ
_არ ვიცოდი დღეს თუ მოდიოდა თეკოს გეფიცები, და ყველაფერი ისე არაა როგორც შენ ფიქრობ_დაასწრო გიომ
_ ოოოოფ _ ტუჩები გამობუსა გოგომ
_დამიჯერე სიმართლეს გეუბნები_ გიგი
_ხო კარგი, კარგი_ წადი ახლა მეგობარი მარტო არ დატოვო, ჩემზე გექნებათ სალაპარაკო _ ნატუკა
_ხო იცი გიგის როგორ უყვარხარ, ყველა მეგობართან ლაპარაკოს შენზე რომ კარგი გოგო ხარ და ალბათ ამასთანაც ეგ თქვა_ საუბარსი ჩაერთო თეკო
_მართლა? _ გაიეშხა თეკომ
_ხო მართლა, შენ ხომ ჩემი მომავალი ნათესავი ხარ _უპასიხა გიგიმ და ცოლს მიუბრუნა _ აბა ცოლო, რაში დაგეხმარო?
_არაფერში სიხარულო_სიყვარულით მიუგო თეკომ

მალე გოგოებმა მოკრძალებული სუფრა გაშლეს. მონატრებულმა მეგობრებმა კი ძველი დრო გაიხენეს.
_თოვს_ გახარებულმა წამოიძახა თეკომ
_მართლა? _ ფანჯარასთან წამში გაჩნდა ნატუკა
_ რა ლამაზია ნატუკა_გადაულაპარაკა გიგის ალექსანდრემ ისე რომ გოგოსთვის თავლი არ მოუშორებია
_იცოდე ჩემი დაა, არც გაიფიქრო, თან ყინულის დედოფალს ეძახიან _ უჩურჩულა გიგიმ
_ უბრალოდ ავღნიშნე რომ ლამაზია_გაუღიმა ალექსანდრემ
_ძალიან კარგი

_ უკვე გვიანია, არ წავიდეთ? _ გადახედა ნინის ნატუკამ
_ კი წავიდეთ, მაგრამ მე დღეს ჩემს დასთან ვრჩები, მარტოა და მთხოვა დარჩიო, ხო იცი აქვე ცხოვრობს _ ნიინი
_კარგი მაშინ მე წავედი
_ტაქს გამოგიძახებ _ ტელეფონი მოიმარჯვა გიგიმ
_აუ, არ მინდა..ფეხით გავივლი ცოტას, მიყვარს თოვლში სიარული, თან როცა თოვს
_მარტო როგორ გაგიშვა_ ფეხზე წამოდგა გიგი
_მე გავაცილებ თუ ნებას დამრთავთ _ წამოიმართა ალექსი
_არ არის საჭირო _ ნაძალადევას გაუღიმა ნატუკამ
_კარგი_არ ესიამოვნა ალექსანდრეს და დაჯდა ისევ
_მარტო წავალ და ეს თემა დახურულია_ მტკიცედ წარმოთქვა ატუკამ და პალტო მოიხურა, მეგობრებს დაემშვიდობა. სახლიდან გასულს ცივი ჰაერი ესიამოვნა.

"რა ლამაზად თოვს"_ გაიფიქრა ნატუკამ_" ხო თოვლია და სიცივე. უი, კაშნე დამრჩა თეკოსთან ქუდი კი ცავდე ჩანთაში და კაშნი არა..არა, ახლა მეზარება მიბრუნება, არადა როგორ ცივა, გავიყინე , მაგრამ მაინც სასიამოვნოა თოვაში სიარული. ისე მე კიდე გაყინვა მინდა?! მე ხომ ყინულის დედოფალი ვარ" _ამ სიყყვებზე ჩაეღიმა ნატუკას, სწორედ ამ დროს უკნიდან მომავალმა მანქანმა სვლა შეანელა
_დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა სახლამდე მიგაცილო?
_ უკან დამყვები? _ გაოცდა ნატუკა
_ უკან არავის დავყვები_ გაბრაზებით უპასუხა ალექსანდრემ
...
_ გაცივდები, ძალიან ცივა და თან მოყინულია და იმედია არ გინდა ტრამვატოლოგიურში ამოყო თავი, გარდა ამისა ცხვირი სულ გაყინული გაქვს, ხოდა ბოლოჯერ გეკითხები მიგიყვანო სახლამდე?
_მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ არ მინდა _ ნატუკა
_ როგორც გინდა... ჰო, მართლა უფრო გაიყინები _ გადაიხარხარა ალექსანდრემ
_იცი რა? მართალი ხარ, წამიყვანე მაგრამ სახლში არა, წამიყვან?
_ დაჯექი და მოვიფიქებ _გაუღიმა ალექსიმ _ოღონდ სწრაფად, თორე გაიყინე
_ აბა სად მივდივართ?_გადახედა გოგოს ალექსანდრემ_ღვედი შეიკარი
_მე ნაყინი მინდა
_პაემანია? _ისე კითხრა არც კი შეუხედავს გოგოსთვის
_შენთან პაემანი?_ ცინიკურად ჩაეღიმა ნატუკას_ სად შენ, სად მე?
_ხოდა თუ სად შენ და სად მე, ჩაბრძანდი ჩემი მანქანიდან _ცინიკურადვე უპასუხა ალექსანდრე
_მაგას სერიოზულად მეუბნები?_ გაბრაზდა ნატუკა
_დიახ, სერიოზულად _ მშვიდად უპასუხა ალექსანდრემ და მანქანის კარი გააღო
_კარგი, ამას არასდროს დაგივიწყებ, იდიოტო!_მანქანის კარი მიუჯახუნა ნატუკამ
_არც მე _ გაბრაზებულმა მიუგო ალექსადნრემ_ ხომ არ დაგავიწყდა ვის კლინიკაში მუშაობ,მე შენ განახებ როგორ უნდა მითხრა მე სად შენ და სად მე!
ალექსანდრე ამაღლობელი ბავშვობიდან განებივრებული ბიჭი იყო. ყოველთვის იმას ღებულობდა რაც უნდოდა და როცა უნდოდა. მისთვის არ არსებობდა სიტყვა შეუძლებელი, უნდოდა და იღებდა კიდეც. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, დედა ბავშვობაში დაეღუპა და მამამ გაზარდა, ანებივრებდა და გულს არაფერში წყვეტდა. ცოლი უზომოდ უყვარდა და დაოჯახებაზე არც უფიქრია, თან არ უნდოდა ალექსანდრესთვის დედინაცვალი მოეყვანა,რადგან რთული ბავშვი იყო. მართალია მამამ არაფერი დააკლო, მაგრამ დედის სიყვარული დააკლდა და ყოველთვის გრძნობდა ამას ალექსანდრე. ბავშვობაში შურით შესცქეროდა ხოლმე მოალერსე დედებს და მერე ძილის წინ წარმოიდგენდა თავის დედას, თუ როგორ ეფერებოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, დიდი ცელქი და ონავარი იყო.რომ გაიზარდა მამის პროფესია აირჩია და ღირსეულად მიიღო კიდევ ექიმის წოდება.
რაც შეეხება სიყვარულს, ჯერ არ ჩქარობდა არც არავის შეყვარებას და მითუმეტეს დაუჯახებას, უფრო თავისუფალი სტილის ცხოვრება მოსწონდა და ცხოვრობდა კიდეც. მისთვის უარი არასდროს არავის უთქვამს, ან კი ეტყყოდა ვინმე უარს ასეთ სიმპათიურ და წარმატებულს ექიმს?! ნატუკას აგდებულმა საუბარმა ძალიან გააბრაზა, განსაკუთრებით ერთმა ფრაზამ "სად შენ, სად მე". იმდენად გაბრაზდა რომ მიზნად დაისახა რადაც არ უნდა დაჯდომოდა მას სამაგიეროდ გადაუხდიდა. რომც არ გადაეხადა, მას თავმოყვარეობა შეულახა და უბრალოდ ამის შერჩენა არ შეეძლო, ან შეეძლო კიდეც, მაგრამ იმდენად დააბრმავა ბინძურმა ვნებებმა რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო და ყველაზე ბინზური გზა აირჩია.



უსიამოვნი ინციდენტის შენდეგ დაახლოებით 3 თვე გავიდა...
ყველაფერი ჩვეული რიტმით მიდიოდა.
თეკო და გიგი უკვე დღეებს ითვლიდნენ ბავშვის მოლოდინში, ნინიც საქორწილოდ ემზადებოდა, ნატუკა კი ისევ ყინულის დედოფალი იყო, თითქოს გაზაფხულმაც ვერ გაალღო მისი გული. ლექსადნრეს ყოველთვის გაურბოდა, არ სიამოვნებდა მასთან მისალმებაც კი, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. პირად ურთიერთობას სამსახურეობრივ ერთიერთობაში ვერ აურვდა,ეს არაპროფესიონალიზმად მიაჩნდა.

_თქვენ აქ რა გინდათ? _ გაუკვირდა როცა მისი კაბინეტის კართან ალექსანდრე დახვდა
_კარი გააღე! _ მკაცრი ტონით უპასუხა ალექსანდრემ, რომელიც უკვე კლინიკის მმართველიც იყო. გოგო
მ კარი გააღო
_ახლა შენი უჯრები გააღე!_ ალექსადნრე
_კი მაგრამ რა ხდება? _ იკითხა ნატუკამ
_სწრაფად!_დაიბღვირა ნატუკამ
_აი ის უჯრაც ჩაკეტილი რომ გაქვს!_ალექსადნრე
გოგონამ უჯრის გასაღები ჩანთიდან ამოიღო და გახსნა
_ეს რა არის?! _ კითხა ალექსადნრემ და მორფინის ამპულები ხელში შეათვალიერა
_რაა? _დაიბნა გოგონა
_გეკითხები!!!
_არ ვიცი ესენი აქ საიდან გაჩნდა, მართლა არ ვიცი _ცრემლები წასკდა ნატუკას
_მე შემიძლია გიჩივლო და ამისთვის დაგაპატიმრებენ _ მშვიდად უთხრა ალექსადნრემ
_მე არ ამიღია,არ ვიცი აქ საიდან გაჩნდა. გთხოვ, დამიჯერე _ნატუკა
_ფაქტი სახეზეა_ კარი გაიხურა ალექსადნრემ და მზაკვრულად ჩაიღიმა
_ბატონო ალექსადნრე_ უკან დაედევნა გოგონა
_არ მცალია! საღამოს ჩემს კაბინეტში შემოდი, განცხადებით ხელში _სიტყვა მიგდო ალექსადნრემ და გზა განაგრძო
გოგონას ვერ გაეგო რა ხდებოდა. მას ხელი არ მოუწვდებოდა არანაირ წამლებზე, მითუმეტეს მორფინზე. ვერ ხვდებოდა როგორ აღმოჩნდა მის უჯრაში ეს წამალი და საერთოდ რა ხდებოდა.
საღამოს ნატუკა განცხადებით ხელში შევიდა ალექსანდრეს კაბინეტში.
_მე არაფერ შუაში ვარ!არ ვიცი რა მოხდა, ან ეგენი ჩემს უჯრაში როგორ აღმოჩნდა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ!_ ამაყად მიუგო გოგომ და განცხადება მგიდაზე დადო
ალექსანდრემ განცხადება მშვიდად აიღო, გადაიკითხა, დახია და თან ნატუკას მიუბრუნდა:
_ვიფიქრე გავუშვებ სამსახურიდანთქო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, დამნაშვე უნდა დაისაჯოს_ ტელეფონის ყურმილს დაწვდა და თან განაგზრძო_ ალბათ იცი, ეს სისხლის სამართლის დანაშაული და კანონით ისჯება,თავისუფლების აღკვეთით
_კი მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ-სიტყვა გააწყვეტინა ნატუკამ
_შენც უჯრაში ვიპოვნე!ხოდა ჩემო ნატუკა შეგვიძლია ეს ამბავი დავივიწყოთ,ერთი პირობით_ყურმილი დადო ალექსანდრემ
_რა პირობით?
_თუ ჩემთან დაწვები_თვალი თავლში გაუყარა ალექსადნრემ
_როგორ ბედავ, ნაგავო!_ სილა გააწნა ნატუკამ
_ეგ აღარ გაბედო! _ ალექსადნრე
_შენ მოაწყვე ეგ ხო?_გაცეცხლდა ნატუკა
_აბა, დავრეკო პოლიციაში თუ დათანხმდები ჩემს წინადადებას_ალექსადრე
_არც იოცნებო!_ნატუკა
_კარგი მორფინის ქურდო_ნომერბის აკრეფას შეუდგა ალექსადნრე
_ვერ დამიმტკიცებ!_ნატუკა
_დაგიმტკიცებ. მე ალექსანდრე ამაღლობეი ვარ არ დაგავიწყდეს და შენ უბრალოდ ნატუკა_თვალი ჩაუკრა ალექსადნრემ
_გთხოვ ეს არ გააკეთო, ამას ვერ გადაიტანს მამაჩემი_ნატუკა
_გავაკეთებ!_მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი ალექსადნრემ
_არაკაცი ხარ!_ნატუკა
_ციხეში მოხვდები_გაუღიმა ალექსადნრემ
"ალო, გისმნეთ" _გაისმა ხმა
_საჩივრის შე...._მშვიდად ლაპარაკობდა ალექსანდრე, მაგრამ გოგონა ხელებში ეცა და ტელეფონი გაუთიშა
_კარგი, თანახმა ვარ_ზიზღით უპასუხა ნატუკამ
_ძალიან კარგი_გაუღიმა ალექსანდრემ_დღეს 9ზე მზად იყავი, გამოგივლი



№1  offline წევრი ჭირვეული

ძალიან, ძალიან მომეწონა!!! მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას. იმედია, პუნქტუალური და მოწესრიგებული ავტორი შეემატა საიტს შენი სახით. წარმატებები!

 


№2 სტუმარი m

gaagrdzelera !!!!! Velodebi moutmenlad

 


№3  offline წევრი კატოო

დიდი მადლობა შეფასებისთვის...
ადრეც ვწერდი აქ ისტორიებს, სამწუხაროდ ძველი პროფილი ვეღარ აღვადგინე და ვერც ჩემი ორი საყვარელი მოთხრობა ვიპოვნე :(((
გაგარძელება დაემატება დღეს, იგივე დროს.
კიდევ ერთხელ მადლობა

 


№4  offline წევრი isterichka123

ვაუიმე რა დეგენერატიე ეს ბიჩი არუნდა დათანხმებოდა მაინც ნატუკა

 


№5 სტუმარი Manana

Au ra kaia erti sui maqvs gagrdzeleba wavikitxo .ox es akeqsandre

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent