შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (3)


16-05-2016, 14:21
ავტორი ანკა
ნანახია 8 974

მომდევნო დღეს ალექსანდრე არ გამოჩენილა. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ბაჩოს ცანცარისა, ის მაინც სხვანაირად დამაკლდა. არავის მოუშლია ნერვები, მხოლოდ ბიჭებთან ერთად ვიცინოდით და ვერთობოდით მე და ლილე.
„ნეტავ სადაა ხისთავიანი, მთელი დღე რომ არ ჩანს...“ - ამ ფიქრმა იმ დღეს ასჯერ მაინც გამიელვა თავში. მეთვითონ გამიკვირდა, რომ მისი ჩვენთან ერთად ყოფნა მოვინდომე, ის ხომ რაღაცით მაინც მომიშლიდა ნერვებს და შემდეგ ვიჩხუბებდით.
ალექსანდრეს დანაკლისს მთელი დღე არ ვიმჩნევდი, ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ სულაც არ მაინტერესებდა სად იყო და რას აკეთებდა. ასე თუ ისე ამ ხერხმა გაჭრა და ბავშვებმა ვერაფერი შემამჩნიეს, თუმცა გულს მაინც მიღრღნიდა ის ფაქტი, რომ ალექსანდრე აქ რაღაც მიზეზის გამო არ იყო. ცუდზე ნამდვილად არ ვფიქრობდი, რადგან ამ შემთხვევაში ბიჭები მარტოს არ დატოვებდნენ. უბრალოდ ინტერესი მკლავდა.


-დეა - ჩუმად დამიძახა ლილემ და თავით მანიშნა აქ მოდიო.
-რა იყო? - ვკითხე ინტერესით და ბიჭებს გადავხედე, რათა დავრწმუნებულიყავი რომ არ გვისმენდნენ და თავიანთ დისკუსიაში იყვნენ ჩართულები.
-ის ბიჭი მთელი დღეა გიყურებს - კისკისით მანიშნა ბარმენზე - არ გაიხედო! მიხვდება რომ მასზე ვლაპარაკობთ... - გამაფრთხილა იმწამსვე დაფეთებულმა.
-ჰო ჰო ვიცი რომ არ უნდა გავიხედო - გამეცინა მის ასეთ რეაქციაზე.
-საკმაოდ სიმპატიურია - წარბები სასაცილოდ ამითამაშა და გაიკრიჭა.
-იყოს მერე მე რა ვქნა - უდარდელად ავიჩეჩე მხრები - თუ რამე უნდა თვითონ მოვიდეს აქ - დავამატე მალევე.
-ასე მგონია რომ დღეს ვერ გაერთე - მითხრა ოდნავ ჩაფიქრებულმა.
-რაზე ჭორაობთ გოგოებო?! - ჩვენს შუაში მხიარულად ჩახტა ბაჩო.
-არაფერზე... აუ ძაან დაგვცხა და ნაყინებს მოგვიტანთ? - ვთხოვე ბაჩოს ლეკვის თვალებით. ბაჩო მაინც სხვანაირი იყო ამ ოთხეულიდან... ყველაზე გულღია და მხიარული, უწყინარ ტიპს ჰგავდა. ვერც კი წარმოიდგენთ იმას, რომ შეიძლება ბაჩო ვინმეს გადაემტეროს, ან პირიქით...
-ახლავე ლამაზთვალებებოო - ყოჩაღად მიპასუხა და ორივე ძმაკაცი ფეხზე წამოაგდო.
-ოოო... ნაყინს შენით ვერ მოიტან? - ჰკითხა ერეკლემ უკმაყოფილო ტონით.
-ეე წამო შე*ემა რა! - აბუზღუნდა მაშინვე.
-გვეზარება - შეეპასუხა ისევ ძმაკაცს.
-მაგრად გამიტყდება ახლა რო არ წამოხვიდეთ - ჩაილაპარაკა ბაჩომ სერიოზული ტონით.
-კაი ჯანდაბას... - დუდღუნით ადგა ერეკლე და თოკამაც იგივე გაიმეორა.
-რა მაგრად გაუშვი სამივე ძმაკაცი - აკისკისდა ლილე.
-ვიცოდი რო ბაჩო ორივეს გაიყოლებდა - ვუპასუხე თვითკმაყოფილი სიცილით.
-ახლა კიდევ მითხარი რა გჭირს დღეს - თვალები დამიბრიალა წამში დასერიოზულებულმა.
-არაფერი... რა უნდა მჭირდეს - მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებული თვალები ავუფახულე.
-ყველაფერზე თითქოს უგულოდ იცინი დღეს. ასე მგონია ნახევრად ოცნებებში დაფრინავ - მითხრა დუჩებდაბუშტულმა.
-ოჰ კარგი რა... რა ოცნებებში - უტიფრად ამოვიფრუტუნე და გავიცინე - შენ ის მითხარი თოკასთან რა ხდება - ეშმაკურად ავუჟუჟუნე თვალები.
-რავიი... - მაშინვე მოლბა ქალბატონი და დებილივით გაიკრიჭა.
-რავი კიარა რაღაც ხდება ხო - გამეცინა მხიარულად.
-ჰო... - მიპასუხა მორცხვად - აუ ძაან საყვარელია - დაამატა და კინაღამ იქვე ჩამადნა.
-სიძე კაია, მომწონს - ენა გამოვუყავი და გვერდზე გავხტი სანამ რამეს გამომიქანებდა.
-მე ის ბარმენიც მომწონს სასიძოდ - შემეპასუხა ვითომ გასაბრაზებლად, მე კიდევ ამის გაგებისას ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
-ის ბარმენი? კარგი რა - განვაგრძე მხიარულად კისკისი.
-რატომ? რას უწუნებ...ნახე რა პრესი აქვს - მითხრა გაკვირვებულმა, რადგან ჩემს ასეთ რეაქციას საერთოდ არ მოელოდა.
-არამგონია ისეთი ხასიათები ჰქონდეს მე როგორიც მომწონს - ვუპასუხე გულაცრუებულმა.
-და რაიცი ასე წინასწარ, შუბლზე აწერია? - შემეპასუხა გაკაპასებული. - მიდი და გამოელაპარაკე!..
-ოჰჰ... გუშინწინ სხვა მოგწონდა სასიძოდ და ახლა ეს შემირჩიე? - მხიარულ ხასიათზე მყოფმა ისევ სიცილი განვაგრძე.
-ალექსანდრე?! ალექსანდრე ბევრად ჯობია ამას მაგრამ ცოცხლად ჭამთ ერთმანეთს და ერთად რა გაგაძლებინებთ - გაეცინა ლილეს.
-უიმეე.... ეგ არ მიგულისხმია - დაფეთებულმა უარვყავი დაქალის მოსაზრება.
-აუ ისე ნეტავ იცოდე ბიკინიში რომ გხედავს რა თვალებით გიყურებს და მგონი არამარტო ბიკინიში... - ჩაიცინა ეშმაკურად.
-ყველა ეგრე მიყურებს - უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-ნუ ხოო... მაგრამ ალექსანდრე მაინც სხვანაირად - თვალი ჩამიკრა და ჩვენკენ მომავალ ბიჭებს გაუღიმა.
-ესეც თქვენი ნაყინებიი... - დაგვირიგა ბაჩომ.
-ბიჭებმა ლუდი ვიყიდეთ, ხომ ვიმსახურებთ? - გაიცინა თოკამ.
-დღეს რამე გეგმა გვაქვს? - იკითხა ლილემ ინტერესით.
-ჩემს ოთახში ავიდეთ და კინოს ვუყუროთ - თქვა თოკამ.
-ბატიბუტი ჩემზეა - თქვა ერეკლემ.
-გამაგრილებელი სასმელი ჩემზე იყოს - დაამატა ბაჩომ.
-ჰმმ... მე და დეა საყურებლად ამოვალთ - თქვა და მხიარულად დაიმანჭა.
-ანუ შევთანხმდით ხო? - იკითხა თოკამ კმაყოფილი გამომეტყველებით.
-კიი და რომელ საათზე ვართ დაბარებულები? - დავინტერესდი მე.
-ღამის 12 საათზე, საშინელებას ვუყუროთ - შემოგვთავაზა ერეკლემ.
-მე რომ მეშინია? - ლეკვის თვალები დაგვილაგა ლილემ.
-აუ მეც - ვაღიარე სახედამანჭულმა.
-ხოდა მაგას აქვს მუღამი - გაეცინა ბაჩოს. - თუ ძაან შეგეშინდებათ სხვას ჩავრთავთ პირობას ვდებ - ხელები ჰაერში აწია და ორივეს მუდარით შემოგვხედა.
-კარგი მოვალთ - თბილად გავუცინე და თან უგემრიელესი ნაყინის ჭამა გავაგრძელე.

საღამოს, როცა მზე ცოტა გადავიდა და შედარებით ნაკლები სიცხე იყო მე და ლილე საშოპინგოდ გავედით. ბიჭებმა გვითხრეს მანქანით გაგიყვანთო, თუმცა ჩვენ ქუჩებში ფეხით ბოდიალი გვინდოდა. ორივეს გვიყვარს უცხო ქვეყნის ყოველი კუთხე-კუნჭულის დათვალიერება. ძალიან კარგი მაღაზიები ვიპოვნეთ და იმდენი რამ ვიყიდეთ ხელით ძლივს დაგვქონდა. ტურისტულმა რუკამ ორივე გადაგვარჩინა - შინ ზედმეტი ბოდიალის და წრეზე სიარულის გარეშე დავბრუნდით.
პუფში კომფორტულად ჩამჯდარმა, ფეხების ატკივების შემდეგღა მივხვდი, რომ დაღლილი ვიყავი. თუმცა, მაინც უზომოდ კმაყოფილი. მიყვარს შოპინგი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სადმე უცხო ქვეყანაში ხარ.
-იმ მაღაზიაში კიდევ უნდა წავიდეთ, რა მაგარი რაღაცეები ქონდათ - თქვა აღტაცებულმა ლილემ.
-ხოო, მართლა ძალიან მაგარი იყო - გავუღმე არანაკლებ კმაყოფილმა.
-როგორც კი დროს გამოვნახავთ ისევ მივაკითხოთ... იქნებ ბიჭებთან ერთად წავიდეთ? მაგრად გავერთბით - შემომთავაზა აჟიტირებულმა.
-ხოო, თან ფეხითაც აღარ ვიბოდიალებთ... აღარ გვინდა ქალაქის თვალიერება - გამეცინა და პარკებიდან ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე.
-როგორ ფიქრობ, ბიჭებთან საღამურებით უნდა მივიდეთ? - მკითხა გაურკვევლობაში მყოფმა.
-ჰმმ... აუ არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე და მეც ჩავფიქრდი - ალბათ - ვუპასუხე ბოლოს.
-ბოლო-ბოლო შუაღამეა და გამოპრანჭულები ხომ არ მივალთ, არა? - შეეცადა გაემყარებინა ჩემი მოსაზრება.
საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საღამურებით მისვლა ჯობდა. ნეტა ბიჭები რა ფორმაში დაგვხვდებოდნენ? ან ალექსანდრე თუ იქნებოდა იქ... ალბათ იქნებოდა არა?! მინდოდა იქ ყოფილიყო. თუნდაც აფეთქებამდე მოეშალა ჩემთვის ნერვები რატომღაც მინდოდა იქ დამხვედროდა.

საბედნიეროდ ბიჭები შორტებით დაგვხვდნენ, მაისურები არ ეცვათ და ნავარჯიშებ პრესს „ამარიაჟებდნენ“. ინტერესით მოვავლე ოთახს თვალი და ალექსანდრე რომ არ დამხვდა ჩემდაუნებურად ამოვიოხრე.
-რამე ხდება დეა? - მკითხა ერეკლემ და გამიღიმა.
-არაფერი - გავიკვირვე და საწოლის ირგვლივ დაყრილ ბალიშებს მოვავლე თვალი. - ოჰოო... სერიოზულად მომზადებულხართ - შევაქე ისინი.
-ყველაფერი მზადაა, კინო ჩართეთ და მე სასმელებს მოვიტან - თქვა ბაჩომ და ოთახიდან გავარდა. მე და ლილე ერთად დავსხედით, მას გვერდით თოკა მიუჯდა, თოკას კი ერეკლე.
-ჩვენი პირობა გვახსოვს არ ინერვიულოთ - გაგვიცინა თოკამ - როცა მოგინდება გამოვრთავთ - თქვა და ლილეს თვალი ჩაუკრა, რაზეც მან მორიდებულად ჩაიცინა.
-სასმელებიც აქაა! - ოთახის კარი მუდამ პოზიტიურმა ბაჩომ შემოაღო. ბიჭებს ლუდები დაურიგა, მე და ლილეს ატმის წვენები და ჩემს გვერდზე დაიკავა ადგილი.

კინო დაიწყო და მე სიცარიელეს ვგრძნობდი. ლილე იმდენად იყო მთელს სიუჟეტში ჩართული, რომ ყოველ 5 წუთში კიოდა და თოკას ეხუტებოდა. აი მე კი აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა. საკუთარ თავთან დისკუსიით ვიყავი გართული. პასუხს ვეძებდი იმ კითხვაზე, თუ რატომ მინდოდა ალექსანდრე მენახა. ნერვების მოშლის მეტს მაინც არაფერს არ გააკეთებდა, მაგრამ ისიც მინდოდა, რომ ნერვები მოეშალა... უემოციო სახით ვიჯექი, თუმცა იმ სიბნელეში ვერავინ ამჩნევდა ამას. მალევე მომერია ძილი და თავი ბაჩოს ჩამოვადე მხარზე.
-გეძინება ცუნცულ? - თბილად გამიცინა და თმები ამიჩეჩა.
-აუ ჰოო - ამოვიბურტყუნე უღონოდ.
-ეგრე ვერ დაიძინებ... მოიცა.. ასე ჯობია.. - გულში ჩამიკრა, ხელები მომხვია და ისე კომფორტულად მომაწყო კინაღამ წამში გავითიშე.
ხშირად მომდის ხოლმე ისე, რომ თუ მიძინებულს გამაღვიძებენ შეიძლება მთელი ღამე ვეღარ დავიძინო. ბაჩოზე მიხუტებულს თითქოს ძილის სურვილი გამიქრაო და ისევ ალექსანდრეზე დავიწყე ფიქრი. ხვალაც თუ არ გამოჩნდებოდა ბიჭებს ვკითხავდი. ბოლო-ბოლო თავის გასამართლებლად იმას მაინც ვიტყოდი გუშინაც არ გამოჩენილათქო. მოიცა, მოიცაა... თავი გასამართლებლად? ჰმმ, საინტერესო რამე წამომცდა. მეც არ ვიცი რატომ მინდა ამ სამეულს ის ხისთავიანიც დაემატოს, თუმცა ფაქტია რომ მინდა.
გამოფხიზლებულმა კინოს ბოლო ნაწილსაც ვუყურე და როდესაც სიუჟეტში ასე თუ ისე გავერკვიე მოულოდნელ მომენტში რამდენჯერმეც წამოვიკივლე კიდეც. ამან გამახალისა... ჩემს თავზე მეცინებოდა და კივილის შემდეგ კისკისს ვაგრძელებდი. ლილე კი თითქოს ჩემს გამოფხიზლებას ელოდებოდაო, მხოლოდ შემდეგღა ჩაეძინა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კინოს გამორთვა არც მე და არც ლილეს არ მოგვდომებია. მაინც არის საშინელებათა ჟანრის ფილმებში ისეთი, რაც განდომებს, რომ ყურება განაგრძო. ნახო - იქნებ შეძლო და არ შეგეშინდეს. ან თუ არ გეშინია - იპოვო ისეთი კინო, რომელიც შენს შეშინებას შეძლებს. ყველას თავისებური „მუღამი“ აქვს საშინელებათა კინოს ყურებისას და ჩვენც ისე ჩაგვითრია ამ ფილმმა რომ ბოლომდე ვუყურეთ.
-თქვენი ოთახი რომელია? ლილეს წამოვიყვან, სძინავს... - თქვა თოკამ და მის ასაყვანად დაიხარა.
-შენთან დაიტოვე - თვალი ჩავუკარი და ეშმაკური სიცილი დავიწყე. ამის გაგებისას ბიჭებმა ხარხარი დაიწყეს და თოკასაც გაეღიმა.
-ხვალ ამიწიკვინდება ღადაობ? - მიპასუხა ფხუკუნით.
-ბიჭო ნახე რა შანსი გეძლევა - აროხროხდა ერეკლე.
-იმენა და ხარ დეა - ხელი გადამხვია ბაჩომ.
-აწიკვინდება აბა რას იზავს, მკლავებში კი არ ჩაგიგორდება - გამეცინა მეც.
-და რო გამებუტოს? - ყოყმანით თქვა თოკამ.
-შეირიგებ და ეგაა - ვუპასუხე უდარდელად.
-ჯიგარი ხარ - გამიცინა მანაც და ლილე თავის საწოლზე დააწვინა.
-კაი, წავედი ახლა მე და იცოდე ზედმეტი არ მოგივიდეს! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და გავიცინე.
-არა ტოო, რამე ცუდი არ იფიქრო - მითხრა და გადამეხვია. ბიჭები გადავკოცნე და ჩემი ოთახისკენ წავედი. მარცხნივ შევტრიალდი, რომ მოსახვევში გზა გამეგრძელებინა, თუმცა უეცრად ვიღაცას დავეჯახე და შიშისგან ვიკივლე. აშკარად საშინელებათა ფილმი მოქმედებდა...
-ბოდიში, რამე ხომ არ გატკინე? - მკითხა ვიღაც ბიჭმა, ჩემზე ნახევარი თავით მაღალმა.
-არა არ მტკენია არაფერი - გავუღიმე და თვალებში შევხედე. ქერა ბიჭი თაფლისფერი თვალებიდან მიყურებდა.
-შენ დეა გქვია ხო? - მკითხა ინტერესით.
-კი, საიდან იცი? - გაკვირვებულმა დავაკვესე თვალები.
-მეგობრები გეძახდნენ ეგრე და გავიგე - მითხრა და მხრები აიჩეჩა. ახლაღა მივხვდი რომ ეს ბიჭი ბარმენი იყო.
-აა... ახლა უნდა წავიდე, ბოდიში... - ვუპასუხე ნაჩქარევად და ერთი-ორი ნაბიჯი გადავდგი.
-დროებით - მიპასუხა და გამატარა.

ოთახში შევედი და ჩემს ფაფუკ საწოლზე დავემხე. მაშინვე ლილე და თოკა გამახსენდნენ. ალბათ ხვალ მთელს სასტუმროში კონცერთი იქნებოდა... მაგრად გავერთობოდი. თვალდახუჭულმა ხელების ფათურით მოვძებნე ბალიში, თავი დავადე და დავიძინე.

დილით ვიღაცის გაბრაზებულმა ტონმა გამაღვიძა.
-დეა!!! გაიღვიძეე! - თავზე ლილე დამჩხაოდა. უკმაყოფილოდ მოვჭუტე თვალები, შემდეგ კი ხელით მოვისრისე და მისი გაცოფებული სახის დანახვაზე სიცილი ამივარდა. მაშინღა გამახსენდა გუშინ რა „განსაცდელში“ დავტოვე.
-რაგინდა გოგო... - ვუპასუხე ბურდღუნით.
-ხომ ვერ მეტყვი დღეს თოკას ოთახში რატომ გავიღვიძე?! - მკითხა გაღიზიანებულმა.
-ისე ამბობ თოკას ოთახში რატომ გავიღვიძეო რომ გეგონება სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანეს - ვუპასუხე სიცილით.
-გული გამისკდა კინაღამ ჩემზე ჩახუტებული რომ დავინახე - საწყლად ამოიკნავლა და ისევ ვერ შევძელი სიცილის შეკავება.
-რომ გაიღვიძე რა ქენი მერე? - ვკითხე ინტერესით.
-რა ვქენი და მაგრად ვეჩხუბე იმ ვაჟბატონს! - თქვა და ხელები გადააჯვარეიდნა. ოპაა!.. ეს უკვე აღარ მომეწონა...
-რატომ ეჩხუბე კაი რა! - სააბაზანოსკენ მიმავალი წამში უკან მოვტრიალდი.
-აბა მკლავებში ხომ არ ჩავუგორდებოდი - შეიცხადა აღშფოთებულმა.
-იმან რაო - დავიწყე სიტუაციის გამოკვლევა, რადგან ახლა ყველა სიტყვა სიფრთხილით უნდა მეთქვა.
-რაო და ჯანდაბაო! იდიოტია - ამოიფრუტუნა გაღიზიანებულმა.
-აჰაჰ მოიცა ჩავიცვავ, ქვემოთ ჩავიდეთ, ყავა დავლიოთ და მომიყევი - გამეცინა და სააბაზანოს კარი მივიხურე.

ცივი ყავით ხელში გამოვედით აუზთან და ბარის მაგიდასთან მოვკალათდით. დილით აქ ყოველთვის ჩრდილი იყო, რადგან სასტუმრო ეფარებოდა.
-თოკამ მითხრა მეც არ ვიცი აქ რაგინდა, მეც მეძინაო - თქვა გაბრაზებულმა.
-რა? - პირი დავაღე და იმის გაანალიზება დავიწყე თოკას რა ჰქონდა ჩაფიქრებული.
-ლილეე, ნუ მიბრაზდები რა... - მაშინვე თოკა მოგვადგა.
-ჩვენი ბრალია რომ დაგვეზარა მძინარე შენს ოთახში გაგვეყვანე და თოკასთან ერთად დაგტოვეთ იმ ოთახში - აწუწუნდა ერეკლე და ბაჩოსაც გადახედა. მასაც დამნაშავის გამომეტყველება ჰქონდა აკრული სახეზე. მე კიდევ გამოშტერებული და პირდაღებული ვუყურებდი მათ დადგმულ სცენას.
-არ მჯერა! - მიახალა გაბრაზებულმა და ზურგი აქცია. მოტრიალდა თუ არა ლილე, სამივემ ხელების ჰაერში ფრიალით დამიწყო ხვეწნა მიდი აგვყევი და გადაგვარჩნეო და მეც გაოცებისგან გაფანტულ ფიქრებს თავი მოვუყარე.
-სიმართლეს გეუბნებიან. შენ და თოკას ჩაგეძინათ. ერეკლეს, ბაჩოს და მეც ძალიან გვეძინებოდა, მაგრამ მაინც გამოყავდი ჩვენს ოთახში. უბრალოდ მერე მე ვუთხარი ცოდოები ხართ და არაუშავს აქ რომ დაიძინოს არაფერი მოუვათქო - დავიწყე ტყუილის ტყუილზე მიყოლება და ბიჭებსაც ლილეს ზურგს უკან კმაყოფილი ღიმილი გამოესახათ სახეზე, თუმცა მაშინვე დამნაშავე სახეები მიიღეს, როდესაც ლილე მათკენ შებრუნდა. სიცილს ძლივს ვიკავებდი ამ მომენტზე, უბრალოდ ზედმეტად ბავშვური იყო და ტუჩებს მთელი ძალით ვკუმავდი რომ არ გამღიმებოდა.
-შენც დაგეძინა?! - ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ჰოო, ამდენი ხანია მაგას გიმეორებ - უპასუხა თოკამ და ვითომ შვებით ამოისუნთქა. ოხ რა მაიმუნი ბიჭები არიან რაა!..
ლილეს მაშინვე შევატყვე როგორ დაეჭიმა ტუჩის კუთხეები... ეღიმებოდა, თუმცა ბიჭებს აწვალებდა. ამას ის სამი ვერ მიხვდებოდა, თუმცა საუკეთესო მეგობარს რას გამოაპარებდა! ორმაგ თამაშს ვთამაშობდი და ეს ძალიან სახალისო იყო.
-ჩემზე გადაკვანძული რომ იყავი ეგ რაღა იყო?! - ჰკითხა უფრო ხმამაღალი ტონით და ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა თოკას და ლილეს გარდა.
-შე*ემა რას გადაეკვანძე ჰაა? - ხარხარებდა ბაჩო, ერეკლე კი სიცილისგან ცრემლების იწმენდდა.
-მერავიცი ძილში რა ვქენი ამის დ...! - თქვა თოკამ, თუმცა არ დაამთავრა და ბარის მაგიდას ხელი მისცხო.
-კარგი ხოო... აღარ ვარ შენზე გაბრაზებული - უპასუხა ლილემ და მაშინვე გაეღიმა.
-რას მახვეწნინე ამდენი გოგოო - გახარებულმა თოკამ ლილე გულში ჩაიკრა და ხელით თმები აუჩეჩა.
-ჰეი, დილამშვიდობისა - ამ დროს კი ზურგს უკან ნაცნობი ხმა გავიგე. უკან მივბრუნდი და ბარმენი დავინახე. აქამდე აქ არ იყო... ალბათ ახლა მოვიდა.
-დილამშვიდობის - ოდნავ გავუღიმე და თვალი ბავშვებისკენ გავაპარე... სამივე მტრული მზერით უყურებდა ბარმენს, ლილე კი ეშმაკურად აციმციმებდა თვალებს.
-რამეს ხომ არ დალევ? - მკითხა და თან თვალი მგონი ჩემი მკერდისკენ გააპარა. ალბათ მომეჩვენა... იმედია...
-მეც დავლევ რა - თქვა უეცრად ლილემ და ყველამ მასზე გადავიტანეთ მზერა. არადა უარის თქმას ვაპირებდი. ოხხ ლილეე!..
-რა პრობლემაა, მე გიმასპინძლდებით - უპასუხა გახარებულმა.
-მერე იყოს, ახლა უნდა წავიდეთ - მკაცრად გამოსცრა კბილებს შორის ერეკლემ, ხელი მომკიდა და გვერდზე გამიყვანა, თოკამ ლილეს დაავლო ხელი და ბაჩოც გამოგვყვა.
-რა ხდება?! - ვიკითხე გაკვირვებულმა, რადგან ასეთ რეაქციას საერთოდ არ მოველოდი.
-ისეთი არაფერი, დაიკიდე... - მიპასუხა ბაჩომ. მასაც კი ოდნავ სერიოზული ტონი ჰქონდა.
-მითხარით რა... რამე უთანხმოება გაქვთ მასთან? - ვკითხე ინტერესით.
-არა - თქვა თოკამ მოკლედ.
-უბრალოდ ზედმეტად არ ეკონტაქტო კაი? - თქვა ერეკლემ.
-ვერაფერი ვერ გავიგე - ვუპასუხე ბურტყუნით.
-ახლა უნდა წავიდეთ და მაგ ბარმენზე მერე ვილაპარაკოთ - თქვა ბაჩომ, ორივე გადაგვკოცნა და ბიჭებთან ერთად გაქრა.
-რა მოუვიდათ! - ლილეც ჩემზე არანაკლებ იყო გაოცებული.
-აზრზე არ ვარ...

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (3)

.......
როგორ მახარებთ ვერ წარმოიდგენთ!!!!!!

ძალიან დიდი მადლობა, რომ აკომენტარებთ და ასე ტკბილად მანებივრებთ. ვგიჟდები ყველა თქვენგანზე!

იმედია ისიამოვნეთ...



№1 სტუმარი nini

Dzaan magaria male Dade da warmatebebinmiyvxar es ra intriga chagdee miyvarxar me shen da Dade male

 


№2  offline მოდერი ^paradise^

saad gamiqre qmaariii ? <3 vaime nichierooo :* dzaan magra wer :* velodebii shemdeg tavs <3 mixaria ro ar agvianeb :***

 


№3  offline მოდერი ანკა

nini
Dzaan magaria male Dade da warmatebebinmiyvxar es ra intriga chagdee miyvarxar me shen da Dade male

Aucileblaad ❤❤❤ didi madloba sayvarelo ❤
^paradise^
saad gamiqre qmaariii ? <3 vaime nichierooo :* dzaan magra wer :* velodebii shemdeg tavs <3 mixaria ro ar agvianeb :***

Rogorc gavaqre ise gavachen male :DDD ogond ojaxuri skandalebi arminda :dd miyvarxar ❤❤❤❤❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

უ რა მაგარია ვგიჟდები რა საყვარელი გოგოები არიან ბიჭებიც რათქმაუნდა love love

 


№5  offline მოდერი ანკა

aanamaria
უ რა მაგარია ვგიჟდები რა საყვარელი გოგოები არიან ბიჭებიც რათქმაუნდა love love

Madlobaa❤❤❤❤mixaria rom mogwons❤

 


№6  offline წევრი megikochiashvili

ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787

 


№7  offline წევრი nuki-nuka

მომწონს მაგრამ არ მყოფნის love მალე დადე და თავები გაზარდე

 


№8  offline მოდერი ანკა

nuki-nuka
მომწონს მაგრამ არ მყოფნის love მალე დადე და თავები გაზარდე

Shevecdebi aucileblad❤❤❤❤❤madlobaa❤

 


№9 სტუმარი ani

კი ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყოოო მალე დადე რა

 


№10  offline წევრი Thief Queen

Dzlian momwonsafrma patara tavebia chemtvis :'( auuu aleqsandre sad gaqra menatreba ukve msii personaji, masxara :D tavi shemyvara ra ukve :dddd lile usayvarlesi arseb :dd bichebi xo mtlad :d es barmebi momwons ragac 3:)

 


№11  offline მოდერი ანკა

ani
კი ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყოოო მალე დადე რა

Xval davdeb aucileblaad❤❤❤❤❤❤madloba❤
Thief Queen
Dzlian momwonsafrma patara tavebia chemtvis :'( auuu aleqsandre sad gaqra menatreba ukve msii personaji, masxara :D tavi shemyvara ra ukve :dddd lile usayvarlesi arseb :dd bichebi xo mtlad :d es barmebi momwons ragac 3:)

Dzalian mixaria rom mogwonss❤❤shevecdebi tavebis zoma gavzardo❤❤❤❤❤

 


№12  offline წევრი BLACK TBILISI

მომეწონაა love შემდეგს ველოდები

 


№13  offline მოდერი ანკა

BLACK TBILISI
მომეწონაა love შემდეგს ველოდები

Didi madlobaa❤❤❤❤❤

 


№14  offline წევრი BLACK TBILISI

ანკა
BLACK TBILISI
მომეწონაა love შემდეგს ველოდები

Didi madlobaa❤❤❤❤❤

ოღონდ დიდი თავები უფრო არც ეხლაა პატარა მაგრამ არ მყოფნის მეტი მეტი wink love ალექსანდრე სად დაკარგეე?

 


№15  offline მოდერი ანკა

BLACK TBILISI
ანკა
BLACK TBILISI
მომეწონაა love შემდეგს ველოდები

Didi madlobaa❤❤❤❤❤

ოღონდ დიდი თავები უფრო არც ეხლაა პატარა მაგრამ არ მყოფნის მეტი მეტი wink love ალექსანდრე სად დაკარგეე?

Metis daweras ver vaxerxeb :(( tu shevdzleb davdeb aucileblad ❤❤❤

 


№16  offline წევრი qetiqetiA3

სად წავიდა ალექსანდრე?მთელი თავის დროს ველოდებოდი ალექსანდრეს გამოცენას და არ მინდოდა დამთავრებულიყო ,მაგრამ დამთავრდა და არც ალექსანდრე გამოჩნდა :D :D :D :D :D მაგრამ არაუშავს იმედი მაქვს მომავალში გამოჩნდება,ძალიან კარგი გოგო ხარ...ყოჩაღ მომწონს ეს ისტორია ძალიან <3

 


№17  offline წევრი isterichka123

ვაუ მაგარი იყო ასე გაგრძელე

 


№18  offline წევრი მარუსია

ვაიმე ჩემო საყვარელოო რა კარგი და ტკბილი ისტორიაა
ძალიან მომწონს<3
ველოდები შემდეგ თავს

 


№19  offline წევრი BLACK TBILISI

ანკა
BLACK TBILISI
ანკა
BLACK TBILISI
მომეწონაა love შემდეგს ველოდები

Didi madlobaa❤❤❤❤❤

ოღონდ დიდი თავები უფრო არც ეხლაა პატარა მაგრამ არ მყოფნის მეტი მეტი wink love ალექსანდრე სად დაკარგეე?

Metis daweras ver vaxerxeb :(( tu shevdzleb davdeb aucileblad ❤❤❤

აჰაჰაჰა მალე გათენდეს მოუთმენლად ველოდები love

 


№20  offline მოდერი niako crazy

ვაიმე, ვაიმე, ვაიმე. მაინც სად დაგვეკარგე ამდენი ხანი? ეს რა იყო? შენი ნიკი რო დავინახე სიხარულისგან მგონი ცეკვა დავიწყე, დღეს ვნახე ეს ისტორია და სამივე თავი მსუყედ ჩავიკითე. საოცრება იყო, რაღაც სასწაული. შენ არ იცი როგორ მომეწონა. შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და ყველა სიგიჟემდე მომწონს მაგრამ ეს სასწაულია, ასე მგონია ათასჯერ უფრო დახვეწილიათქო. ვაიმე იმედია იმედს არ გამიცრუებ და იცი ალექსანდრეს ნომერი, რო დავურეკო wink ხო პირველ პირში წერ მაგრამ ისე ჩამითრია თითოეულმა გმირმა რო რავიცი. თოკა და ლილე ისეთი საყვარლები არიან love ერეკლე ხო მომწონს და აი ბაჩოა სასწაული. winked როგორ მომწონს დეას ხასიათები, ძალიან შემიყვარდა ეს გოგო. ჰომ, ტკბილი ლუკმა ბოლოსო, ჩემი ალექსანდრე. ვაიმე ამ ბიჭმა გამაგიჟა, ხასიათები აქვს სასწაული, გასაგიჟებელი. თან ხო ძალიან ცანცარა არ არის და ცოტა სერიოზულია, თან ამავდროულად მხიარული და აი არ ვიცი მოკლედ რა ვთქვა. ეს ბარმენი რაღაც ცუდად დაიარება აქ და მგონი მურმანის ეკალის ფუნქცია აქვს შეთავსებული belay ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს ყველა გმირი(იმ ვიღაც ბარმენის გარდა, მაგრამ ჯანდაბას, მაგასაც ექნება რაღაც კაი თვისება იმედია) და საერთოდ ეს ისტორია. დიდ თავებს დებ, რაც ძლიან მახარებს, მაგრამ რავქნა ასეთი გაუმაძღარი რომ ვარ. მოკლედ მე ამ ისტორიის ფანი ვარ და ველოდები შემდეგს love

 


№21  offline წევრი kora

საოცრება ხარ შენ, მოუთმენლად ვუცდიდი ახალ თავს, ალექსანდრე დამაკლდა ძალიან დ იმედია შემდეგ თავში გამოჩნდება sad love
--------------------
kira.G

 


№22  offline მოდერი ანკა

qetiqetiA3
სად წავიდა ალექსანდრე?მთელი თავის დროს ველოდებოდი ალექსანდრეს გამოცენას და არ მინდოდა დამთავრებულიყო ,მაგრამ დამთავრდა და არც ალექსანდრე გამოჩნდა :D :D :D :D :D მაგრამ არაუშავს იმედი მაქვს მომავალში გამოჩნდება,ძალიან კარგი გოგო ხარ...ყოჩაღ მომწონს ეს ისტორია ძალიან <3

Dzalian didi madlobaaa❤❤❤❤
isterichka123
ვაუ მაგარი იყო ასე გაგრძელე

Madloba sayvareloo❤❤❤
kora
საოცრება ხარ შენ, მოუთმენლად ვუცდიდი ახალ თავს, ალექსანდრე დამაკლდა ძალიან დ იმედია შემდეგ თავში გამოჩნდება sad love

Madloba tkbiloo❤❤❤dzalian miyvarxar❤ aleqsandre gamochndeba aba sad wava :ddd

"Niako crazy"
Chemi tkbilii shokoladiii marywvii karameliii ❤❤❤❤rogor gamaxare ver warmoidgenn❤❤❤vgijdebi shenze da dzalian gamaxare, ai sityvebic ki ar myofnis imis satqmelad rogorc shen gamaxare❤❤dzalian dzalian dzaaalian didi madlobaa❤❤❤❤❤

მარუსია
ვაიმე ჩემო საყვარელოო რა კარგი და ტკბილი ისტორიაა
ძალიან მომწონს<3
ველოდები შემდეგ თავს

Ar galodinebtt❤❤❤❤xval aucileblad davdeb shemdegss❤❤ madlobaa❤❤❤❤❤

 


№23  offline მოდერი bibo

არ დამიწერია კომენტარი კარგა ხანიააა და დადამ დადამ დავბრუნდი მეცცც ხო შენთვის დამიწერია თუ არა ადრე კომი არ ვიციი რა გულმა და რა ხელმა მოითმინა ეს უხ wink wink ტკბილო და თბილო საქალბატონევ ძალიამ მომწონს რომმელია იუუძალიანესობა არისსს ჩემო ვაშლატამის რტოვ და ალუბლის პიროვ tongue tongue ამოდღვლეფილო ლობიოვ და მარწყვის მუსოვვვვ love დოხრუკულო კარტიოშკავ და იმეწრილო ყველო მჭადირთურთ love love ტორტოვ უდიდესო კრემითურთ სნიკერსო თხილითურთ bully bully bully bully აუ ალექსანდრეზე ვგიჯდები და შენზე ვჭედავ კალოჩე მე crying crying აუ ეს ბაჩუკი რა საკვალელია და ჩასაყლაპიაა ცომი ფუნთუშა.აბა ბისკვიწ წარმატებები ჩიტუსიიიიი გელი გელი მგელი ტკბილოოო

 


№24  offline მოდერი ანკა

bibo
არ დამიწერია კომენტარი კარგა ხანიააა და დადამ დადამ დავბრუნდი მეცცც ხო შენთვის დამიწერია თუ არა ადრე კომი არ ვიციი რა გულმა და რა ხელმა მოითმინა ეს უხ wink wink ტკბილო და თბილო საქალბატონევ ძალიამ მომწონს რომმელია იუუძალიანესობა არისსს ჩემო ვაშლატამის რტოვ და ალუბლის პიროვ tongue tongue ამოდღვლეფილო ლობიოვ და მარწყვის მუსოვვვვ love დოხრუკულო კარტიოშკავ და იმეწრილო ყველო მჭადირთურთ love love ტორტოვ უდიდესო კრემითურთ სნიკერსო თხილითურთ bully bully bully bully აუ ალექსანდრეზე ვგიჯდები და შენზე ვჭედავ კალოჩე მე crying crying აუ ეს ბაჩუკი რა საკვალელია და ჩასაყლაპიაა ცომი ფუნთუშა.აბა ბისკვიწ წარმატებები ჩიტუსიიიიი გელი გელი მგელი ტკბილოოო

Kii dagiweria chemo shaqarooo ❤❤❤❤❤❤ rogor momenatre da rogor gamaxare ver warmoidgen ❤❤ dzalian didi madlobaa ❤❤❤ miyvarxar shen da sheni chasaylapi komentarebii ❤❤❤

 


№25  offline წევრი mimimimo

ძაან - არა, ძალიან.
რაღაცეები - არა, რაღაცები.
ჩავიცვავ - არა, ჩავიცვამ.
ეხლა - არა, ახლა.

როგორ მომეწონა ეს თავი, მაგრამ ალექსანდრე დამაკლდა.
ნაცნობი ხმა, რომ მოესმა ბოლო წუთამდე ალექსანდრე მეგონა. no

იმედია შემდეგ თავში დამანახებ. lol

წარმატებები! love

 


№26  offline მოდერი ანკა

mimimimo
ძაან - არა, ძალიან.
რაღაცეები - არა, რაღაცები.
ჩავიცვავ - არა, ჩავიცვამ.
ეხლა - არა, ახლა.

როგორ მომეწონა ეს თავი, მაგრამ ალექსანდრე დამაკლდა.
ნაცნობი ხმა, რომ მოესმა ბოლო წუთამდე ალექსანდრე მეგონა. no

იმედია შემდეგ თავში დამანახებ. lol

წარმატებები! love

Madlobaa ❤❤❤❤❤ aleqsandre xval dagvibrundeba ❤

 


№27  offline წევრი mimimimo

ანკა
mimimimo
ძაან - არა, ძალიან.
რაღაცეები - არა, რაღაცები.
ჩავიცვავ - არა, ჩავიცვამ.
ეხლა - არა, ახლა.

როგორ მომეწონა ეს თავი, მაგრამ ალექსანდრე დამაკლდა.
ნაცნობი ხმა, რომ მოესმა ბოლო წუთამდე ალექსანდრე მეგონა. no

იმედია შემდეგ თავში დამანახებ. lol

წარმატებები! love

Madlobaa ❤❤❤❤❤ aleqsandre xval dagvibrundeba ❤

იმედია, თორემ მეც მომენატრა... wink feel

 


№28  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magariaa :))) sad daikarga chveni bichi? imedia shemdeg tavshi gamochndeba

 


№29  offline მოდერი ანკა

uchveulo
magariaa :))) sad daikarga chveni bichi? imedia shemdeg tavshi gamochndeba

Kiii^^ ❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent