შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (დასასრული)


16-05-2016, 21:25
ავტორი zia-maria
ნანახია 5 454

---ჩქარა საავადმყოფოში!- იყვირა ბებომ.
დემეტრემ უცებ აიტაცა ხელში ნათიას სხეული და მანქანისაკენ სირბილით წავიდა. მთელი ბავშვთა სახლი შეძრა დემეტრეს საშინელმა ღრიალმა და გარეთ გამოეფინა ყველა. უკან მისდევდა ფერდაკარგული დალი ბებო. უცებ ნიკა მიუტრიალდა და ხმამაღლა უთხრა იქვე გაშეშებულ ელენის ყველას გასაგონად.
---ნათიას რომ რამე დაემაროს ან მის პატარებს, გეფიცები ვერსად ვერ დამემალები, ვერსად და ჩემივე ხელებით მოგიღებ ბოლოს, ყველა იმ წამებისთვის უკანასკნელ წვეთ სისხლს გამოგწოვ, ეს კარგად დაიმახსოვრე და რომ შენს სისხლით ხელი არ გავისვარო ილოცე რომ კარგად იყოს ოთხივე.
დემეტრეს ყავდა გულში ჩახუტებული ნათია. ნიკა კი ისე მიჰქროდა თვალს ვერ მოაწვდენდა ადამიანი. თან თვალები ცრემლებით ქონდა სავსე და მის სახეზე იკვლევდნენ გზას მარილიანი, მლაშე ცრემლის წვეთები.. ნათიას კანკალი დაეწყო, მოხრჩობის შეგრძნება ქონდა.
---რა გემართება ნათი, არ გაითიშო გთხოვ, აი მოვედით- ხმამაღლა ეხვეწებოდა დემეტრე. ნიკა კი კიარ გადავიდა მანქანიდან, გადაფრინდა და ყვირილით შევარდა საავადმყოფოში.
---საკაცე ჩქარა, საკაცე მიშველეთ, გადამირჩინეთ!- სწრაფად შემოეხვია მანქანას ექიმების მთელი ბრიგადა, დემეტრეს სასოწარკვეთი სახე, ნიკას მთელი ძალით დაჭიმული ხელები, დალი ბებოს სევდიანი სახე, ცრემლმორეული დარდით დაღარული სახე.
---ნათია საავადმყოფოშია, ცუდადაა, ჩქარა მოდით მიშველეთ!-ღრიალებდა ნიკა ტელეფონში. ცოტა ხანში გაივსო მათი სამეგობრო და საახლობლოთი საავადმყოფო. ყველა ნერვიულობდა და ექიმის გამოსვლას ელოდა. ერთი საათი ისე გაიწელა თითქოს მთელი საუკუნე იდგნენ და ელოდნენ.
---ექიმი მოდის.- იყვირა ადამ და დემეტრემ დაინახა ფერდაკარგული სოფო. ყველა სმენად გადაიქცა.
---გილოცავ დემეტრე ყველაფერი რიგზეა.- მივიდა და მოეხვია მეგობარს და თავადაც კანკალებდა.- შემეშინდა დემეტრე, ძალიან შემეშინდა.- სოფო დემეტრეს მკლავებში კანკალებდა, შესაძლო საფრთხე კლავდა და ანადგურებდა, არ დაუშვებდა მეგობრის დაკარგვას, იცოდა, პატარებს ან ნათიას რომ რაიმე მოსვლოდათ, მის წინ ამაყად ვეღარ დადგებოდა, ვეღარ იქნებო ძლიერი და ყოვლის შემძლე.
--სოფო ყველაფერი მითხარი რა სჭირდა, ისე რატო კანკალებდა, თითქმის ხტოდა!
---ტკივილი გულ მკერდის არეში რამაც გამოიწვია შოკური მდგომარეობა და კანკალი დააწყებინა. კანკალმა გამოიწვია პანიკური შეტევა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბრუჟების შეგრძნება ეს ყველაფერი ნერვიულიობის ნიადაგზე დაემართა. ძალიან დიდი სტრესი მიიღო, რამაც გამოიწვია თითქმის ნაყოფის დაკარგვაც. ჯერ კიდევ შოკშია და დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული. მას ეხლა სიმშვიდე სჭირდება. არ შეიძლება ორსული ქალისთვის ამდენი ნერვიულობა. მალე გადაიყვანენ პალატაში და შეგეძლებათ რომ ნახოთ.- შმდეგ იქ მყოფებს, ყველას მოავლო თვალი, ბოდიშივით გამოუვიდა- ერთს აქვს დარჩენის უფლება, სხვებს ბოდიშს გიხდით. დაწყნარდით ეხლა რაც იყო-იყო დამთავრდა კარგად არიან ოთხივე!
ყველამ ამოისუნთქა და ყველას დაუბრუნდა სახეზე ფერი.
---კარგზე ვიფიქროთ დემეტრე ბებო. ცუდი დავივიწყოთ. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება.- მოეფერა დალი ბებო დემეტრეს.
---ეხლა ძლიერი უნდა იყო. ნათიას ეხლა შენ ესეთი შეშინებული და დასუსტებული არ სჭირდები. ეხლა დასუსტება კი არა ძლიერი უნდა იყო და რწმენა არ დაკარგო. ის ძლიერია, შეძლებს, კარგად იქნება და ჯამრთელ ბავშვებს გვაჩუქებს! -მაია აწყნარებდა შვილს. გული უკვდებოდა დემეტრეს ასეთ დღეში რომ ხედავდა. ნუკრიმ კაბინეტში შეაკითხა სოფოს და შეხედა ქალი როგორ ცახცახებდა.
---დაწყნარდი საყვარელო ცუდი უკან დარჩა.
---მართლა შემეშინდა ნუკრი. მხოლოდ დემეტრეს ჩასისხლიანებული და ცრემლიანი თვალები მიდგა წინ და ნიკას განწირული ყვირილის ხმა, როგორ ბღაოდა მიშველეთ, გადამირჩინეთო. ღმერთო ეს ხმა არასდროს არ დამავიწყდება!- მაგიდას დაეყრდნო ხელებით, მოწყვეტით ჩავარდა სავარძელში და თავი ხელებს დააყრდნო.
---როგორ ვამაყობ შენით, შენ ვერც კი წარმოიდგენ სოფიო, უშენოდ ჩემთვის ყველაფერიც არაფერია!- ფრთხილად მიუახლოვდა სოფოს, ფრთხილად გადაუსვა მხრებზე ხელი და ვერც კი გაითავისა როგორ აღმოჩნდა ქალი მის კალთაში, ძლიერად შემოაჭდო ხელები და მთელი ძალით აიკრა სხეულზე.
---ძალიან შემეშინდა, თან ისეთი დასუსტებული აქვს სხეული, საერთოდ ვერ ებრძვის სხეული, საერთოდ აღარ უნდა შეეწინააღმდეგოს ანტებს.
---დამშვიდდი, -ნუკრიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და თალებში მიყურეო ანიშნა- შენ ეს შეძელი, შენ ყველაფერს სწორად აკეთებ, ჩვენ ყველა ვიზრუნებთ მასზე, უბრალოდ შენ გვითხარი როგორ გავაკეთოდ, როგორ აჯობებს.
---დემეტრეს დაკარგვას ვერ გავუძლებდი- თვალები დახუჭა, ნათიასა და ბავშვებს რომ რამე მოსვლოდათ, - ჩუმად ჩურჩულებდა სოფო და ცოტა აკლდა ატირებამდე.
---ჩემო, პირველად გხედავ ასეთს, დამშვიდდი ხომ- უცებ ქალის ტუჩბს დაეძგერა, ცხელი ხელები იგრძნო ხერხემალზე და წამში დაავიწყდა ყველა პრობლება და ტკივილი.
---ნუკრი, ხომ იცი, რომ დემეტრე იმ ძმასავითაა, რომელიც არასოდეს არ მყოლია- როდესაც ტუჩებს მოწყდნენ, შესამჩნევად დამშვიდებულიყო ექიმი- სხვა დროს, ამდენს არ ვინერვიულებდი, ცივი გონებით ვიმოქმედებდი, ცხოვრებაში პირველად შემეშნდა სიკვდილის, ამაზე უარესი, უფრო გართულებები იყო, მაგრამ ეს ხომ ნათიაა, დემეტრეს მთელი სამყარო. ძალიან შემეშინდა.
---მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა- და ისევ მკლავებშ მოიქცია და მთელი ძალიათ ჩაეხუტაა.
საყვარელი ადამიანი, სწორედ ის არის, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობი, ენდობი, გვერდით დაგიდგება, მთელი ცხოვრება მასთან იქნები მის გვერდით და შეგეძლება იყო სუსტი, დაუცველი არსებაც კი.
დემეტრე ნათიას საწოლთან იჯდა და ეჩურჩულებოდა ჩუმად და თან ხელზე ეფერებოდა და ნაზად კოცნიდა.
---ჩემი ბრალია, იქ რომ არ წამეყვანე ეს არ მოხდებოდა. მე რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავი, შენ ეხლა აქ არ იქნებოდი! იცი ეხლა რას მივხვდი?ადამიანი რა ასაკშიც არ უნდა იყოს, მუდმივად შეყვარებული უნდა დარჩეს. უბრალოდ ეს ადამიანს ჭირდება. მშვენიერო მე შენ მჭირდები, რომ შენთან ერთად ვიცხოვრო და არა იმისთვის, რომ უშენოდ ვიცოცხლო უბრალოდ ცხოვრებისთვის, არსებობისთვის მჭირდები ჩემო. მითხარი რომ კარგად ხარ, შენებურად გამიღიმე, მხოლოდ მე რომ მეკუთნის, მხოლოდ მე რომ ვხედავ იმ სიყვარულს, რომელსაც შენს გულში დაუდევს ბინა. მაპატიეთ რა-დემეტრე თავს იდანაშაულებდა.
---რაც არ უნდა ძლიერი, სიყვარული უნდა იყოს შენს გულში, არავითარ შემთხვევაში შენი თავი არ დაიდანაშაულო მომხდარში.- ნათია მშიდად, ოდნავ შეცვლილი ხმით, თვალ გაუხელლად, ჩურჩულებდა, დემეტრე შეკრთა- ჩვენ კარგად ვართ. აი გრძნობ?- და მუცელზე დაიდო დემეტრეს შემოჭდობილი ხელი- გაინძრენ და ისევ ამაწიოკებენ ეხლა ჭამისთვის. ესენი ბავშვები კი არა დევები იქნებიან დემეტრე.
---მშვენიერო, როგორ შემაშინე საყვარელო. მართლა გაინძრენ?-თვალები გაუბრწყინდა დემეტრეს და გემრიელად დაუკოცნა სახე.- წავალ გარეთ იმათაც ვეტყვი რომ გაიღვიძე ციოდოები არიან.
---არა, ტელეფონზე დაურეკე ნიკას რა შემოვიდეს გთხოვ!
---დარეკვა რად მინდა, აქაა არც წასულა!- თითქოსდა გაუკვირდა ნათიას.
---შენ დაურეკე და უთხარი შემოვიდეს. მინდა მისი სახე დავინახო. ოღონდ შენ არ წახვიდე რაა.
---კარგი,- ღიმილით უთხრა დემეტრემ, ცალი ხელი გაინთავისუფლა, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო მაგრად ჩაბღუჯა ცალი ხელით, ნათიას თლილი თითები- მაგრამ რამ გაგაეგოისტა ნათია, ისედაც ნერვიულობს კაცი!- მსუბუქად უსაყვედურა და ნიკას დაურეკა.
--ნიკა შემოდი შიგნით რა!- დამთავრებული არ ქონდა სიტყვა რომ ნიკამ კარები შემოგლიჯა, მისი შეშლილი სახის დანახვისას, ნათიას ცრემლი მოეძალა და ნიკაპი აუკანკალდა. ხელები გაშალა და თხოვა მასთან მისულიყო. ნიკა მივიდა ჯერ ფრთხილად, მერე კი ძლიერად ჩაიხუტა გულში, ისე რომ ერთიანად შეიგრძნო მისი გულის ფეთქვა.
---ნათი, ნახევარი სიცოცხლე დავტოვე მე დღეს აქ, დღეიდან, ამ წამიდან, რაც არ უნდა მოხდეს, დამპირდი რომ ფრთხილად იქნები კარგი?
---კარგად ვარ, უკვე კარგად. შენ რომ ჩაგეხუტე შევივსე იმით რაც მაკლდა. ჩვენი გულის ფეთქვა გაერთიანდა. ეხლა არ იყვიროთ მაგრამ აქედან როდის გამწერენ?- ნიკას ხელები შეუშვა და ორივეს გადახედა სერიოზული, მაგრამ მოხამხამე თვალებით.
---აქ იქნები, მანამ სანამ საჭიროა და შენი ჯამრთელობა მოითხოვს!- მკაცრად უთხრა ორივემ ერთად.
ყველას გაუხარდა ნათიას და ბავშვების კარგად ყოფნა სამი დღე დაჰყო საავადმყოფოში და ძლივს აჩერებდა დაწოლილს.
---დაგაბა თუ რა გიყო. გაჩერდი ერთი დღეც და ხვალ წავალთ!
---დავიღალე დემეტრე უკვე მომბეზრდა ამდენი წოლა!
---არ შეიძლება შენ გესმის? -როგორც იქნა წავიდნენ სახლში და წოლითი რეჟიმი ქონდა. ნათიას მოწყენილი სახე და დემეტრე ფეხზეა
---რა იყო, რა გჭის, წაგიყვანო?
---დემეტრე ნუ დამღალე რა გთხოვ. ნუ ეფეთები ყველაფერზე. სადაცაა ალბად სუნთქვასაც დამიშლი. წავალ დავწვები აქ მაინც არ მაჩერებ ნორმალურად. -ჩაიდუდღუნა და წავიდა. დემეტრემ თავი გააქნია და ღიმილით გაყვა უკან ნელა გადიოდა დღეები. მნიშვნელოვანი საბუთები სახლში მოქონდათ დემეტრესთვის ხელის მოსაწერად. მოახლოვდა დემეტრეს დაბადების დღეც და სახლში ფუსფუსობდნენ ქალები. ყველაფერი გაამზადეს და მაგიდა გააწყვეს.
საღამოს ყველანი ერთად შეიკრიბნენ, დაიწყო მილოცვები რომ უცებ ნათიამ ნიკას შეხედა და ხელზე ხელი მოუჭირა, ნიკამ გაკვირვებულმა გადახედა და თავადაც გაფითრდდა.
---დემეტრე წყალი ჩქარა. ნათია ცუდად ხარ?
--ნიკუშ ცუდად ვარ -და გაითიშა. ყველა წამოიშალა და დაინახეს ნათიას ფეხებთან სისხლის გუბე იდგა.
---ჩქარა საავადმყოფოში დემეტრეეეე!- იყვირა დალი ბებომ. მას წარსული დაუბრუნდა უკან და შიშმა შეიპყრო, ნათიას დაკარგვის შიშმა. დემეტრემ გაიყვანა გარეთ და ყველა მიყვა უკან.
---ღმერთო შენ გვიშველე. როგორ დაიტანჯა ეს გოგო!- ტირილით თქვა მაიამ. დემეტრემ სოფოს დაურეკა გზიდან.
---სოფო ნათია ცუდადაა დამხვდი მანდ!
----ინერვიულა რამე? აქ ვარ მოდი გელოდებით!
---არა, არაფერი უცებ გაითიშა!
საავადმყოფოში შესვლისთანავე საოპერაციოში შეიყვანეს, ნათია ისევ ნერვიულობა, ისევ ტკივილი გულის არეში დემეტრეს.
---დედის და ნაყოფის უშუალოდ გადიდებული საფრთხე.- მოესმა დემეტრეს სოფოს ხმა. გაშტერდა, ბოლოს იგრძნო რომ ვიღაცა ანჟღრევდა და სახეში ხელის გარტყმამ მოიყვანა გონს. პირველი ნაყოფი ჯდომითაა, დემეტრე სასწრაფოდ საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს. მშობიარობისთვის ძალა არ ეყოფა და შეიძლება დავკარგოთ ოთხივე!
---სოფო გააკეთე რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, ამ დროს. ოღონდ გადაარჩინე ოთხივე. დამპირდი რომ გადაარჩენ, გესმის სოფო ოთხივე!
---შენ ნერვები დაიმშვიდე დემე ძალიან გთხოვ. გადავარჩენ თუ არა და მეც არ ვიცოცხლებ თავს. შენ ვერ შეგხედავ ნათიას გარეშე, მხოლოდ სტიმული მომეცი რომ აქ კარგად იქნები კარგი?
---კარგი გენდობი და არ დამაღალატო სოფიკო!- ბავშვობის სახელი, რომელსაც დემეტრე ეძახდა მხოლოდ, რომელსაც მხოლოდ დემეს ქონდა დაძახების ულბა, მხოლოდ მას შეეძლო ასე მიემართა, მხოლოდ მას და არავინ სხვას. წამით ორივეს სახეზე ღიმილმა გაკვეთა, მხოლოდ წამით, დემეტრეს ტუჩები სოფოს შუბლზე და
---ჩემი სამყარო შენს ხელშია, ხუთივე მჭირდებით აქ- დემეტრე ისევ ის ძველი დემეტრე გახდა, ძლიერი და შეუვალი- მე აქ გელოდებით.
ნიკა სალოცავში შევიდა. მუხლებზე დაეცა და ღმერთს ნათიას და პატარების გადარჩენას სთხოვდა. ლოცულობდა მხურვალედ და ცრემლებით
1 საათი და 40 წუთი დასჭირდა ოპერაციას. მთელი ეს დრო უსასრულოდ გაიწელა რომ სიჩუმე ბავშვის ძლიერმა ხმამ დაარღვია. გაჰკვეთა ჰაერი და დემეტრეს შიგ გულში მოხვდა ეს სასიამოვნო ხმა. სულ მალე მეორეც ატირდა. მიხვდნენ რომ ბავშვები კარგად არიან. ეხლა ნათიას ჯავრი ქონდათ და სოფოს გამოსვლას ელოდნენ. როგორც იქნა დაადგა საშველი და გამოვიდა ძალიან დაღლილი და ძალა გამოცლილი.
---მე უნდა მოგილოცო პირველი. დაგპირდი და შევასრულე. გილოცავ დემე ძლიერი შვილები გყავს. -მოეხვია ერთმანეთ მეგობრები და ერთად სიხარულის ცრემლებით ატირდნენ
---როგორაა სოფო, ნათია როგორაა!
---ყველაფერი კარგადაა შენი ვაჟკაცი 2,800-ია. მეორე 2-200-ია. მესამე წონით პატარაა, ცოტა სუსტია , თუმცა ორგანიზმი მასაც ძლიერი აქვს, არ ჩამოუვარდება უფროს და-ძმას წონით კი 1,100-ია. წონა ბავშვების იმაზე დიდია, ტყუპებს რომ უნდა ქონდეთ. ყველაფერი კარგად დამთავრდა.
---სოფო ბებო რამ გამოიწვია ეს ნაადრევი მშობიარობა?-დაინტერესდა დალი ბებო.
---ნაადრევი საკეისროს გაკეთება გამოიწვია მრავლობითი მიომური კვანძები საშვილოსნოს ყელის არეში, სისხლის მომარაგების დარღვევით. საბედნიეროდ მედიცინის დროულად ჩარევით მშვიდობაა. ხო ისა სისხლი აქვს ბევრი დაკარგული და დაგვჭირდება, მესამე ჯგუფის რეზუს უარყოფითი დემეტრე უნდა ვიშოვოთ. ეს იშვიათი სისხლია!- ყველამ გადარეკა ნაცნობებში და აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი და წავიდნენ მოსაყვანად. მანამდე კი ნიკა შევიდა და თავის სისხლი გადაუსხა დაიკოს. ყველაფერი კარგად დასრულდა. საოპერაციოს კარები გაიღო და მედდამ ბავშვები გამოიყვანა სპეციალური ბავშვთა ოთახში გადასაყვანად.დემეტრემ შეხედა ბავშვებს.ბიჭი შავგვრემანი და და ლამაზი ნაკვთებით დედას გავდა. ბესომ შეხედა თუ არა მაშინვე თქვა
---ღმერთო ჩემო რაა გენი ხედავთ ხალხო?- კარგმა ამბავმა ყველას შვება მისცა-- ეს დედას გავს, მაგრამ მამას მსგავსად, მასაც უჟმური ხასიათი ექნება. ნახეთ აქედანვე გვებღვირება- და სიცილით გახედა დემეტრეს.
--გოგოები კი ნახე რა ნაზებია, მაგრამ ერთი ნახეთ მამას როგორ გავს ესეც უხასიათო და უჟმური იქნება. ხედავთ წარბები როგორი შეკრული აქვს? აი ეს კი ჩემი ნათლულია ეს ჩემი ღიმილააააა!
---იცი რატომ?- გახედა დემეტრემ.
---რატომ?- გულუბრყვილოდ შეეკითხა ბესო.
---იმიტომ რომ ესმის, იდიოტი ბესო ძია აქედანვე, იდიოტობებს რომ ამბობს!- სიცილით უთხრა დემეტრემაც.
---გაიზრდებიან და ნახე სისხლს გავაშრობინებ შენთვის, ნახე რაები ვასწავლო ხოლმე! -დაემუქრა ბესო.
---დემეტრე სახელები მოფიქრებული გაქვთ?- კითხა მაიამ
---კი დედა ამას რა მოფიქრება უნდა. სახელებს ნათიასთან ერთად გაიგებთ ყველა. იმედია არ მიწყენ დე!
---ვამაყობ შენით შვილო.- მაიამ მოეფერა შვილს და უთხრა;
---30 სექტემბერს შენს ოქროს დაბადების დღეზე 30 წლის გახდი და სამი ოქროს წიწილი შეიძინე. დაბადების დღეს გილოცავ შვილო, ამაზე მეტი კარგი საჩუქარი რა უნდა ინატრო მშობელმა!
---ვაიმეეე- ატყდა ყიჟინა და მილოცვები, გაიხსნა შამპანიურები და წავიდა დალევაააა. ყველა სვამს ბოლომდეეე. სამგობროში პირველი პატარები გაჩნდნენ. უბედნიერესი იყო ნიკა, ძალიან აანერვიულა ამ სამმა წერტილმა, მაგრამ ღირდა ამად. ნათია პალატაში გადაიყვანეს სამი საათი დასჭირდა რომ დაბრუნებულიყო ისევ დედამიწაზე. გაეხარდა რომ დემეტრემ პირველმა ნახა შვილები. ნათიას ბედნიერების ცრემლები სცვიოდა. პალატაში იყო ყველა როცა მედდამ სამი ულამაზესი თოჯინა შემოიყვანა.
---ამათ ხელი როგორ უნდა მოკიდო ნათი?- გაეხუმრა ხვიჩა.
--- ნახე რა პატარებია ტო!- უკვირდა ჯაბას
---ჯაბა აბა შენხელები ხომ არ დაიბადებოდნენ!- გამოაჯავრა ნოემ
---დაუკვირდით ეხლა, ამ ბოლო დღეებში რამდენი გვანერვიულეს ამ სამმა წერტილებმა? და რომ გაიზრდებიან მერე მეტყვის საბა ძია ნუ მიტრა....ბო, ვიცი რასაც ვაკეთებო და ეს პრინცესები სარკეს მიეწებებიან და გვეტყვიან, ჩემი პირადი ცხოვრება ჩემია და ნუ ჩაერევითო, და აი მართლა გავჭედავ და სამივეს ვცემ, მერე დემეტრე ძმობას გეფიცები. ყველას გაეცინა საბას ნათქვამზე.
---ბედნიერი ვარ, თქვენ მაბედნიერებთ. დაბადების დღეს გილოცავთ მამიკო!- დიდი სიყვარულით მიულოცა ნათიამ დემეტრეს.
---ნათ იცი რა სახელები შევარჩიე? და თუ წინააღმდეგი არ იქნნები დემეტრე, მარიამი და ლილე!- ნიკამ და დალი ბებომ მარიამი რომ გაიგონეს, უდიდესი პატივისცემა იგრძვნეს ამ ადამიანის მიმართ. მაიამ ლილე რომ გაიგონა ცრემლი შეუმჩნევლად გადააგორა ყელში არ შეიმჩნია წარსულის ტკივილი, მაგრამ გულში უზომოდ გაუხარდა რომ მის სახლში ისევ გაჩნდ ლილე დემეტრაძე და ისიც დემეტრეს ასული
--რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? ორი დემეტრე მეყოლება დიდი და პატარა. აი ისე როგორც შენ და მამაშენი იყავით!
---გახსოვს?- თვალები გაუფართოვდა დემეტრეს.
---როგორ არ მახსოვს, ან რატომ არ უნდა მახსოვდეს!- თითქოს იწყინაო ნათიამ.
როცა ბედნიერი ხარ, როცა ყველა და ყველაფერი გაბედნიერებს, როცა გარე ფაქტორებიც კი ვერ გაყენებენ ზიანს, როცა სამყარო მხოლოდ შენი გგონია, დრო სწრაფად გადის.
გამოწერეს ახალშობილები საავადმყოფოდან. ოჯახში ჰარმონიამ დაიდო ბინა. დემეტრეს ბეჭებზე მძიმე ტვირთი დაედო 24 საათიანი რუტინული შრომით არის დაკავებული. ნათია და დემეტრე არა მარტო კარგი მეუღლეები არიან, აგრეთვე კარგი მშობლებიც და ერთმანეთის მეგობრებიც. თანაბრად იზიარებენ ერთმანეთის სიხარულსაც და ტკივილსაც. ეს ორი ადამიანი ყოველ დღე ერთმანეთს თვალებში უყურებენ და ერთმანეთის სიყვარული უფრო და უფრო იზრდებოდა მათში. ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, ნათიამ მიიღო ის რაც კანონით ეკუთნოდა. დამნაშავემ კი მრავალ წლიანი თავისუფლების აღკვეთა. ნათიას ბიძაშვილების სწავლა დემეტრემ მის თავზე აიღო. რადგან არ უნდოდა ბიჭები გაბოროტებულიყვნენ და გზა გაემრუდათ მშობლების შეცდომის გამო. ნიკა მამის დატოვებულ მცირე ღვინის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში და ნოე მისი მარჯვენა ხელი იყო. საბამ, ჯაბამ და ხვიჩამ გააფართოვეს ფართი და ძალიან კარგი ღამის კლუბი მოაწყვეს. მათო ოცნება ასრულდა ნათიას დახმარებით.
---შენ რომ არა მე ამას ვერასოდეს ვერ გავიგებდი, რა არის იყო ბედნიერი, გყავდეს ძვირფასი ადამიანები, გიყვარდეს და უყვარდე სრულიად უანგაროდ- ერთ საღამოს უთხრა ნათიამ დემეტრეს
---შენ რომ ასე ბედნიერი ხარ, მეც უზომოდ ბედნიერი ვარ მშვენიერო!
---გამიმართლა შენი სახით, ღირსეული ადამიანი რომ შემხვდა. მეც ვეცდები ღირსეულთან, ღირსეული ვიყო. მართალია ,,ქმრის ვალი გადავიხადე'' საკმაოდ მაგრამ, მგონი ღირდა!- ბოლო სიტყვები სიცილით უთხრა.- შენ ფასდაუდებელი განძი ხარ ჩემთვის. მიყვარხარ დიმიტრი!
---ეს რა იყო ეხლა, რა კარგად დაიწყე და ბოლოში ამჟავებული დესერტით გააფუჭე. მეც მიყვარხარ ნათელა. ყოველი დილის გათენება მიხარია. -ხელი მოხვია გულზე დაადებინა თავი. ერთი ხელი წელზე ედო და მეორეთი ეფერებოდა მის დახორკლილ კანს.- სულ რაღაც 20 წუთი მინდა შენით რომ შევივსო და მერე მთელი დღე პოზიტიურია ჩემთვის. მიხარია საღამოს შინ დაბრუნება, რადგან სახლში მოწესრიგებული, ულამაზესი მეუღლე მხვდება და ჩემი სამი ერთნაირი მარგალიტი. ამიტომ ,,ქმრის ვალს''ვალად არ ვთვლი. მე შენ გიპოვნე და მუდამ ჩემი ხარ. ჩემში სითბოდ იღვრები, ჩემში იმედად ისახები, ჩემში ჩემი მეორე მე იქნები ყოველთვის.



№1  offline წევრი kora

თბილი და ემოციური ისტორიაა love ამ სამ პატარა წერტილზე ვგიჟდები love
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი zia-maria

kora
თბილი და ემოციური ისტორიაა love ამ სამ პატარა წერტილზე ვგიჟდები love

მადლობა კორა.

 


№3 სტუმარი Mariami

Dasasruli dzalian kargi iyo,iseve rogorc mteli istoria.

 


№4  offline მოდერი zia-maria

Mariami
Dasasruli dzalian kargi iyo,iseve rogorc mteli istoria.

მადლობა გაიხარეთ.

 


№5 სტუმარი etiko

vaime ra sayvareli xar am istoriaze vgijdebii sami patarabwertili ... sauketeso colqmaria demetre da natia ❤️❤️ dzaan magari istoria iyo

 


№6  offline მოდერი zia-maria

etiko
vaime ra sayvareli xar am istoriaze vgijdebii sami patarabwertili ... sauketeso colqmaria demetre da natia ❤️❤️ dzaan magari istoria iyo

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებითვის.გაიხარე საყვარელო.

 


№7 სტუმარი sabumari

Dzaan magaria martla

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

მომეწონა კარგი იყო.

 


№9  offline წევრი juliana77

ძალიან კარგი იყო.ყოჩაღ.

კაი იყოოოო.მომეწონა ძალიან

 


№10 სტუმარი Ana

Dzaliiiaaan magari iyo, magari ki ara uDzianesad magari ❤️❤️❤️❤️????

 


№11  offline მოდერი zia-maria

Ana
Dzaliiiaaan magari iyo, magari ki ara uDzianesad magari ❤️❤️❤️❤️????

heart_eyes მადლობა საყვარელო,გაიხარე. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent