შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა II თავი


17-05-2016, 00:00
ავტორი კატოო
ნანახია 3 484

_9საათზე მზად იყავი ნატუკა, გამოგივლი _ არც კი შეუხედავს ისე მიუგდო სიტყვა ალექსანდრემ, რომელსაც თვალები უცნაურად უელავდა
_არა! არა! ამას ვერ მაიძულებ, უსამართლობაა ! _ მტკიცედ წარმოთქვა ნატუკამ
_იძულება არა, მოდი ამას საქმიანი წინადადება დავარქვათ_ ცინიკურად უპასუხა ალექსანდრემ
_ მაშანტაჟებ და თან ისე რომ მე არაფერი დამიშავებია_ კბილებში გამოსცრა ნატუკამ
_ შენი ლაყბობისთვის არ მცალია, საქმე მაქვს. პაციენტები მელოდებიან. თუ თანახმა ხარ გამოგივლი და თუ არა მაშინ სხვები გამოგივლიან, იცი ვისაც ვგულისხმობ...ხოდა მიპასუხე კი თუ არა? _ კარები გამოაღო ალექსანდრემ და თვალით ანიშნა გადიო
ნატა ოთახის გასასვლელისკენ დაიძრა, ის ის იყო უნდა გასულიყო რომ შემობრუნდა და ალექსანდრეს უთხრა
_შენ არ გამომივლი, მომწერე სად მოვიდე და მოვალ. იცოდე განანებ ამას!_ სიბრაზისგან მომწვანო-მოთაფლისფრო თვალები უელავდა ნატუკას
ალექსანდრემ კარი მშვიდად მიხურა. კმაყოფილმა თვალი ოთახს მოავლი, მერე ხელები ერთმანეთს შემოკრა და ბედნიერი ჩაესვენა სავარძელში.
_ჯერ მე განანებ იმ სიტყვებს_ ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და სასტუმროს ნომერში ადგილი დაჯავშნა


9საათი იყო დაწყებული. ნატუკა სარკის წინ იდგა და თავის სილუეტს აცრემლებული თვალებით შეჰყურებდა.
"როგორ მინდა მძინავდეს და ეს სიზმარი იყოს" _ცრემლი ჩამოუგორდა ნატუკას. სწორედ ამ დროს ალექსანდრემ მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა თუ სად უნდა მისულიყო.
ზანტი მოძრაობით კარადა გამოხსნა და პირველი რაც ხელში მოხვდა ის გამოიღო. შავი სადა კაბა ჩაიცვა,პალტო მოიცვა და ტაქსი გამოიძახა. კარებისკენ მიმავალს ფეხები უკან რჩებოდა.
"იქნებ გადავაფიქრებინო"_გაიფიქრა და სახლიდან გავიდა.

ალექსანდრე ზუსტად 9საათზე მივიდა დანიშნულების ადგილას და პატარა ბიჭივით ცქმუტავდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და სულ საათს შეჰყურებდა:" მოვა!მოვა! არ გადაიფიქრებს! "_საკუთარ თავს უმეორებდა ამ სიტყვებს, როცა ფოიეში შემომავალი ნატუკა დაინახა
_მოხვედი_ გაიღიმა ალექსანდრემ
ნატუკას ხმა არც კი გაიცია, არც შეუხედავს მისთვის ისე შევიდა ლიფტში.
_მეგონა გადაიფიქრებდი, მეგონა შენში ადამიანური გრძნობები იმძლავრებდა_ თვალებში ჩახედა ნატუკამ ალექსანდრეს, როცა ოთახში შევიდნენ
_სწორედ რომ ადამიანური გრძნობები მძლავრობს ჩემში. რა არის იმაში ცუდი რომ მინდიხარ?
_ორმხრივი უნდა იყოს ეგ გრძნობა და სხვას არაფერი არ უნდა აიძულო_ ნატუკა
_არავის არაფერს ვაიძულებ, ეს შეთანხმებაა! მე ყოველთვის იმას ვიღებ რაც მინდა. ახლა შენ მინდიხარ და შენც ჩემს წინაშე ხარ_ თავისკენ მიიზიდა ნატუკა და თვალებში ჩახედა
_შეცდომას უშვებ_გაიმეორა ნატუკამ და ბიჭისგან გათავისუფლება სცადა
_ახლა უკვე ვერსად წახვალ ნატუკა! სიმართლე გითხრა მეგონა არ მოხვიდოდი _სიტყვები დაამთავრა თუ არა ბიჭმა, მაშინვე გოგოს ბაგებს დაეწაფა. გაშმაგებული კოცნიდა
_რა ტკბილი ხარ, შენც მაკოცე_ ყურში ჩასჩურჩულა ნატუკას და ახლა უფრო ვნებიანად აკოცა
_მე არ გაკოცებ!_ ზიზღით წაიჩურჩულა გოგომ და თვალები ცრემლებით აევსო.
ალექსანდრეს არც კი გაუგონია ნატუკას სიტყვები ისე იყო ვნებას აყოლილი და გაშმაგებული. ერთი ხელის მოსმით შემოძარცვა ტანსაცმელი და სხეულის ყოველი კუთხე-კუნჭული დაუკოცნა
_გაჩერდი! _სასოწარკვეთილმა დაიკივლა გოგონამ და ბიჭს ხელი კრა
_გაჩერდი! დარეკე პოლიციაში!_მტკიცედ გაიმეორა გოგონამ და საწოლიდან წამოხტა
_რაა?_გაოცდა ალექსანდრე
_მე დავრეკავ პოლიციაში.მირჩევნია ციხეში ამოვლპე ვიდრე შენი შეხება კიდევ ერთხელ ვიგრძნო! მე მივდივარ,რაც გინდა ის ქენი! _კაბას გადაიცვა და ოთახიდან შურდულივით გავარდა.
გარეთ საშინლად წვიმდა.ნატუკამ ისე გაიარა წვიმაში რამდენიმე მეტრი რომ წვიმა ვერც კი იგრძნო. აღელვებული და აფორიქებული მხოლოდ ახლა დაფიქრდა, რომ თუ მამა მას ციხის კედლებში ნახავდა გამომწყვდეულს ამას ვეღარ გადაიტანდა.
ნატუკას ბედნიერი ბავშვბა ქონდა. შესანიშნავი მშობლები ჰყავდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. 22 წლის იყო როცა მშობლები ავარიაში მოყვნენ.ნატუკას დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამა მართალია გადარჩა, მაგრამ თავზე დატეხილმა უბედურებამ გული დაუავადა. დარჩა მხოლოდ ნატუკა, თავისი 12წლის ძმა და მამა, რომელმაც ეს ამბავი ძლივს გადაიტანა. ნატუკა ყოველთვის სიცოცხლით სავსე იყო, ყოველთვის პოულობდა საკუთარ თავში იმის ძალას რომ ფეხზე წამომდგარიყო და წინ ამაყად გაევლი. იმ მძიმე პერიოდშიც იპოვნა საკუთარ თავში ძალა და წინ სიარული დაიწყო. ეკონომიურად არ უჭირდათ. ორი სახლი რეგიონში ქონდათ, ერთიც თბილისში. ორი სახლიდან ერთი გაყიდეს და ერთი გააქირავეს. შემოსავალი ქონდათ, მერე ნატუკამ სამსახურიც დაიწყო და ის-ის იყო გოგონამ იფიქრა ყველაფერი კარგად მიდისო რომ უცებ ალექსანდრე გამოჩნდა და ყველაფერი თავდაყირა დაააყენა.
"ბებია ამას ვერ გადაიტანს"_გაიფიქრა გოგონამ და უკან მობრუნდა.
ოთახის კარგი შეაღო თუ არა, სწორედ ამ დროს ალექსანდრეს ხმა გაიგონა.
_რატომ დაბრუნდი? ციხეში ამოლპობა გადაიფიქრე?
გოგონა თავიდან ფეხებამდე სველი, აკანკალებული იდგა კართან და დაბნეული იყურებოდა.
_გადავიფიქრე_მოკლედ მოუჭრა ნატუკამ და ჩანთას ხელი გაუშვა
_ასევ ვიცოდი_გაეღიმა ალექსანდრეს_ ახლა კი მომიახლოვდი
გოგონა ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცს
_თმა დაგსველებია_თმაზე ხელი დაუსვა ალექსანდრემ და თან დააყოლა_ტუჩებიც..უი, სულ კანკალებ. ეს ესველია, გაიხადე_ პალტოს ღილები შეუხნა მამაკაცმა, მერე სააბაზანოში შევიდა და პირსახოცი მიაწოდა თმა გაიმშრალეო.
_არ მინდა_ აღმოხდა ნატუკას_უნდა მიჩივლო?
_არ ვიცი,ვნახოთ დღეს რამდენად მომეწონები_ გაიღიმა ალექსანდრემ და ხარბად შეათვალიერა გოგონა.იმდენად ლამაზი იყო თვალს ვერ წყვეტდა. საშუალო სიმაღლის, გამხდარი ტანის იყო ნატუკა.სველი თმები მხრებზე ჩამოშლოდა და წყალის წვეთები იატაკს აველებდა.იმედანად მიმზიდველად გამოიყურებოდა, ვერცერთი მამაკაცი ვერ გაუძლებდა ცდუნებას. ალექსანდრეც იწვოდა, ისე უნდოდა გოგოს დაუფლებოდა, მაგრამ დროს განგებ აჭიანურებდა. მოსწონდა, როგორ იტაანჯებოდა ნატუკა და ერთობდა ამით.
ალესანდრემ ჭიქაში სასმელი დაისხა, ცოტა მოწრუპა და ახლო გოგონას მეორე მხრიდან მოუარა, ისე რომ ირონიული მზერა არ მოუწყვეტია მისთვის.
_გთხოვ, დაასრულე ეს უბედურება_შეევედრა ნატუკა_ მეტს ნუღარ მამცირებ
მამაკაცმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ ჩაიღიმა და უხეშად აკოცა. კაბის შესაკრავი შეხნა, მაგრამ სადღაც გაიჭედა და ცოცხალი თავაით აღარ ჩადიოდა ქვემოთ. ალექსანდრემ მოკიდა კაბას ხელები, მთელი ძალით გაქაჩა და ერთ წამში უკვე სამოსი ძირს ეგდო. მერე თვითონაც გაიხადა, გოგონას ხელი კრა და ნატუკაც შებარბაცდა და საწოლზე დაეცა. სიცივისგან აკანკალებული გოგო, ახლა შიშისგან კანკალებდა
_ისე კანკალებ, თითქოს პირველი ვიყო შენთვის_ დამცინავად ჰკითხა ალექსანდრემ და კისერში უკბინა
_ვაი_დაიყვირა გოგო.
მამაკაცმა არ შეიმჩნია და კბენანარევი კოცნა განაგრძო...



_არ მეგონა შენთვის პირველი თუ ვიყავი, რატომ არ მითხარი _ სხვათაშორის იკითხა ალექსანდრემ და ისევ ნატუკას ტუჩებს დაეწაფა
_მხეცისთვის რა აზრი ქონდა მაგას?_თავი გვერდზე გაწია გოგომ
_ 27 წლის გოგო ხარ და შენთვის პირველი ვარ, ნუთუ არავის გასჩენია შენთან ამის სურვილი _დამცინავად წარმოთქვა ბიჭმა და გულაღმა გადაწვა
_ არ მინდოდა ისეთ ადაიანთან ურთიერთობა ვინც არ მიყვარდა, გარდა ამისა მამაკაცობის მათ მე ვერაფერს ვატყობდი...ხოდა ამდენ რჩევაში არაკაცი შემრჩა ხელში_ დანანებით ჩაილაპარაკა ნატუკამ და სასწრაფოს წამოდგა საწოლიდან
_მოიცადე სად მიდიხარ?_ გაუკვირდა ალექსანდრეს_მე არ მითქვამს წადითქო
ამ სიტყვებზე გოგონამ გაბრაზებით გახედა. სასწრაფოდ დაავლო ტანსაცმელს ხელი, ჩაიცვა და კარი გაიჯახუნა
ალექსანდრე კმაყოფილი სახით საწოლზე გადაწვა, თვალები ჭერს მიაბჯინა. ვერა და ვერ დაიძინა.

სახლში მისული ნატუკა პირდაპირ სააბაზანოში შევარდა და წყლის ჭავლით ცდილობდა იმ ყველაფრის ჩამორეცხვას. ალბათ 2 საათი იდგა დუშის ქვეშ და ამ ორი საათის განმავლობაში მთელი ძალით იხეხავდა ტანს.
ღამე ტირილში გაატარა და იმაზე ფიქრში, თუ როგორ სძულდა საკუთარი თავი და რამდენად ამაზრზენი იყო ალექსანდრე. გათენდა თუ არა ჩაიცვა და სამსახურში წავიდა. ფოიეში გიგი შეხვდა, არც კი მიესალმა ისე შევარდა ოთახში
_ნატუკა, გამებუტე გოგო?_გაუღიმა გიგიმ და ოთახში შევიდა
_მე? შენ?არა, რატო?_დაიბნა ნატუკა და ნაძალადევად გაუღიმა
_არც კი მომესალმე_გიგი
_ბოდიში, ვერ დაგინახე ალბათ_ისევ გაუღიმა ნატუკამ
_ხომ კარგად ხარ?_გიგი
_კიკი კარგად ვარ, უბრალოდ გუშინ ვერ დავიძინე და გაბრუებული ვარ _თავის გამართლება სცადა ნატუკამ
_კარგი, ლანჩზე გნახავ, ახლა საქმე მაქვს_გაუღიმა გიგიმ და კარებისკენ გაემართა_ხო, მართლა თეკოს მოენატრე
_შემოგივლით ამ დღეებში_ ისევ გაუღიმა ნატუკამ და ოთახიდან გავიდა თუ არა გიგი ეგრევე სკამზე დაეშვა. ფურცელი და კალამი მოიმარჯვა, ნაჩქარევად რაღაც დაწერა და წამში გაჩნდა ალექსანდრეს კაბინეტთან, არც კი დააკაკუნა ისე შეაღო
_დაუკაკუნებლადაც შემოდიხარ უკვე?_გაუღიმა ალექსანდრემ
გოგონამ არაფერი უპასუხა,თვალი აარიდა. მხოლოდ ფურცელი დაახეთქა მაგიდაზე და უკან გაბრუნდა.
_ეს რა არის?_ ალექსანდრე
_წაიკითხე და გაიგებ_ თავის შემოუბრუნებლად უპასუხა ნატუკამ და კარი გაიჯახუნა. ისევ თავის ოთახში შებრუნდა და საკუთარი ნივთების შეგროვებას შეუდგა

_მე სამსახურიდან არ გამითავისუფლებიხარ_ ფეხდაფეხ შემოყვა ალექსანდრე
_ჩემი ნებით მივდივარ_ნატუკა
_მე არ გათავისუფლებ_ მტკიცედ უპასუხა ალექსანდრემ
_შენი ნებართვა არ მჭირდება! _ხმაში გაბრაზება დაეტყო ნატუკას
_კარგი წადი, მაგრამ იცოდე უკან დაბრუნდები_ალექსანდრე
_რატომ ვითომ? _ნატუკა
_არსად არ მიგიღებენ _კმაყოფილმა წარმოთქვა ბიჭმა
_მაგას არ იზავ_გაავდა ნატა
_ვიზავ_მშვიდად უპასუხა ალექსანდრემ_მხოლოდ მაშინ წახვალ როცა მე გეტყვი, მე არ მინდა რომ წახვიდე!
_კი მაგრამ რა გინდა ჩემგან? _სასოწარკვეთა დაეტყო ხმაში ნატუკას
_უბრალოდ არ წახვიდე სანამ შენს ადგილზე შემცვლელს არ ვიპოვნით_ გაუღიმა ალექსანდრემ
_არ შემიძლიაი აქ ყოფნა და იმ ჰაერით სუნთქვა, რომელსაც შენ სუნთქავ _ნატუკა
_თვალებში არ შეგეჩხირები _მშვიდად უპასუხა ალექსანდრემ. კარი გაიხურა თუ არა, მაშინვე ნატუკას თანამშრობელი შემოვიდა
_ესენი სასწრაფოდ უნდა გააკეთო_სისხლით სავსე ტუბები გაუწოდა გოგონას
_იცით, მე_ენა დაუბა გოგონას, უნდოდა ეთქვა აქ აღარ ვმუშაობო, მაგრამ, სინჯარები გამოართვა და საქმეს შეუდგა.


_როგორ ხარ გიგი? _ოთახის კარი შეაღო ალექსანდრემ
გოგო ამ დროს თეკოს ელაპრაკებოდა, თვალით ანიშნა მეგობარს დაჯექიო
_კარგი წამოვიღებ... ნუ გეშინია, ეგ არ არის სამშობიარო ტკივილები...თეკო, ნატუკას რა ჭირს? ...არ ვიცი, ნამტირალევი ჩანდა და მე ვეღარ ჩავეძიე, იქნებ შენ კითხო..კარგი ჩემო სიყვარულო...მალე მოვალ ხო_ მობილური გათიშა გიგიმ და ალექსანდრეს გაუბა ახლა ბაასი
_ წინასამშობიარო სტრესშია_თეკოზე ჩაილაპარაკა და ახლა ალექსანდრეს კითხა_ აბა რას შვები? როგორ ჩაიარა დღემ?
_ დამღლელად...შემოგირე ცოტას გავერთობითქო_ გაიღიმა ალექსანდრემ
_გასართობად გვცალია ექიმებს? _ გაეხუმრა გიგი
_მისმინე ნატუკას არავინ ყვარებია?_უცებ იკითხა ალექსანდრემ
_აი თურმე რატომ გაგახსენდი_გაეღიმა გიგის_ როგორც ვიცი არა.უკარება გოგოა, მაგრამ ძალიან საყვარელი. ალბათ ეშინია გული არავინ ატკინოს და გაურბის ყველას. შენ რაღაც ძალიან დაინტერესდი ნატუკათი_ ეჭვნარევად გახედა გიგიმ
_ხო უღმერთოდ ლამაზია._ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
_იცოდე გული არ ატკინო_ ტონი შეიცვალა გიგიმ
"უკვე ვატკინე"-გაიფიქრა ალექსანდრემ
_მოგწონს? _თვალი თვალში გაუყარა გიგიმ
_მე არასდროს მოვეწონები_დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ



№1  offline წევრი eka3

ra shteri bichia da ra kai avtorixar xoarici vabodeb shenze superixar

 


№2  offline წევრი ჭირვეული

სუპერ გოგო ხარ!! არც კი ვიცი, როგორ უნდა დალაგდეს აქ სიტუაცია.. ყოველ დღე მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს!!!

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაუ მაგარია გაგრძელე

 


№4  offline წევრი kiko

რაც არ უნდა იყოს მე'ვ'ასება ალექსანდრე. ძალიან მაგარია და ძალიან ძალიან მომწონს

 


№5 სტუმარი მალე დადე რა

მალე დადე რა

love

 


№6  offline წევრი კატოო

მადლობა თბილი შეფასებისთვის..სტიმულს მმატებთ <3

 


№7  offline წევრი eka3

კატოო
მადლობა თბილი შეფასებისთვის..სტიმულს მმატებთ <3

ra motxrobebs werdi da rogor iyavi?

 


№8  offline წევრი კატოო

eka3
კატოო
მადლობა თბილი შეფასებისთვის..სტიმულს მმატებთ <3

ra motxrobebs werdi da rogor iyavi?

"KaTooO"-ამ ნიკით ვიყავი, რაც შეეხება მოთხრობას "ყელსაბამი" ; " მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები" და კიდევ სხვები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent