ახდენილი ოცნებები(4)
ისინი საცეკვაო მოედანზე გავიდნენ და ალექსანდრემ ანას წელზე ხელი დაადო და ცეკვა დაიწყეს. _საიდან ბრძანდებით?- ჰკითხა მამაკაცმა ანაბელს. _საქართველოდან, არამგონია გსმენოდეთ ეს ქვეყანა. _კი როგორ არა, ერთხელ ვარ ნამყოფი. _მართლა? ბიზნესი? _კი ბიზნესი, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან თბილი ხალხი დამხვდა. _ეგ კი, ყველაზე კეთილი ადამიანები ვართ ქართველები- ჩაიცინა ანაბელმა. ალექსანდრემ ანაბელი დაატრიალა და შემდეგ უფრო ჩაიხუტა ის. _აქ მარტო ცხოვრობთ? -არა ბავშვობის მეგობართან ერთად. _კარგი, ხვალ თუ შეძლებთ ორ საათზე ჩემს კომპანიაში მობრძანდით, გასაუბრებაზე. პატივს დამდებთ თქვენი მოსვლით-ალექსანდრემ თავი დახარა ანაბელის ტუჩებისკენ, ლოყა მის ლოყასთან ოდნავ მოშორებით გააჩერა და ყურში ჩასჩურჩულა_ნახვამდის. მამაკაცი უკან გაბრუნდა და მისგან შორს წავიდა. ანაბელი მთელ დარაზში თვალით ეძებდა ალექსანდრეს, მაგრამ ის და მისი მეწყვილე, რომელთან ერთადაც მოვიდა აღარსად ჩანდნენ. ანამ მოიწყინა იმ ფიქრით რომ ის ახლა სხვასთან ერთად იყო, თუმცა ვერ მიხვდა რატომ დარდობდა, მან რეი მოძებნა _მისტერ რეი სახლში წასვლა მინდა. _კარგი შვილო, ხომ კარგად ხარ? _კი კი არ ინერვიულოთ. _ალექსანდრემ რა გითხრა? _ხვალ მთხოვა მის კომპანიაში გასაუბრებაზე მისვლა. _ძალიან კარგი, ვიცოდი რომ მოეწონებოდი-გაუღიმა მოხუცმა _კარგით წავალ ახლა, ნახვამდის. *** _უკვე მოდი? ჯერ ხომ ათი საათია-გაუკვირდა თამინას _ვეღარ გავჩერდი და წამოვედი. _მართლა შენი შეჭმა მოუნდათ?-გაეცინა მას _არა. _რა გჭირს? რამე ცუდი მოხდა? _ერთი მამაკაცი გავიცანი, რომ დავინახე რატომღაც ავღელდი, ის რეიმ გამაცნო და შემდეგ ვიცეკვეთ. მისი შეხებისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა. _ოჰ ანა, შენ არასოდეს შეიცვლები-გაიღიმა თამინამ. _უნდა გენახა როგორია, ის აპოლონზე ბევრად უკეთესია. _ვაა რაარის ესეთი-ჩაეცინა მას_მერე? _მერე ცეკვის დროს მთხოვა ხვალ მოდი გასაუბრებაზე, გამახარებო, თავი ზღაპარში მეგონა-თქვა ანამ და არტისტულად დაეშვა სავარძელში. _მგონი შეიგყვარდა. _მე თუ მასთან დავიწყებ მუშაობას, უფროსის და თანამშრომლის ურთიერთობა არ შეიძლება. _ოო, ეგ პრობლემაა. _უფ არაუშავს, წავალ დავიძინებ ახლა. დილით ადრე ადგა, მოემზადა და წავიდე "მატტანი" ჰოლდინგში. კომპანია უზარმაზარი იყო. ანაბელი შიგნით შევიდა და მომუშავე პერსონალმა ოცდამეხუთე საერთულზე ალექსანდრეს კაბინეტში აუშვეს. კაბინეტში რომ შევიდა მამაკაცი სავარძელში ზურგშექცევით იჯდა. _მისტერ მატტანი- დაუძახა ანაბელმა _ანაბელ? _დიახ, მე ვარ. _კარგია რომ მოხვედით. ანაბელს გაუკვირდა, მისკენ რომ არ შემობრუნდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაინახავდა მას. _დაბრძანდით. ანაბელი ალექსანდრეს მაგიდის წინ დაჯდა და მხოლოდ მის პროფილს ხედავდა. _რამდენი წლის ხართ ანა? _ოდასამის, მალე ოცდაოთხის გავხდები. _კარი ასაკია-თქვა ალექსანდრემ და ანამ ვერ გაიგო ამით რისი თქმა უნდოდა. _თავხედობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ამხელა წარმატებას, რომ მიაღწიეთ რამდენი წლის ხართ? _ეგ ყველაფერი გამართლებაზეა დამოკიდებული, უბრალოდ უნდა იყო საჭირო დროს საჭირო ადგილას, მაგრამ რათქმაუნდა ამას დაუღალავი შრომაც სჭირდება. შემდეგ რამოდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა და ანაბელს გაუკვირდა რომ მამაკაცმა პასუ არგასცა, მაგრამ ამ დროს თითქოს მისი აზრები წაიკითხა. _მე ოცდაათის ვარ, ანაბელ-თან შემობრუნდა ანასკენ_ხვალიდან შეგიძლია სამსახურს შეუდგე. _სამსახურს? _დიახ, ჩემი პირადი ასისტენტი იქნები. _კარგით გასაგებია. _ჯერ ვნახავ როგორ მუშაუბ და თუ მომეწონები უკეთეს თანამდებობას შემოგთავაზებ. _მადლობა. _ახლა შეგიძლია წახვიდე. _კარგით. _ხვალ ათზე გელოდები. _ხვალამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.