შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (4)


17-05-2016, 14:21
ავტორი ანკა
ნანახია 8 720

-რა მოუვიდათ! - ლილეც ჩემზე არანაკლებ იყო გაოცებული.
-აზრზე არ ვარ...
-წამო ოთახში ავიდეთ რა... რაღაცა მომატყუეთ დილით ვიცი - უდარდელად გამიცინა და ოთახში ავედით.


რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე ვუთხარი როგორც იყო, მაგრამ დავაფიცე რომ არაფერს შეიმჩნევდა. გაუხარდა კიდეც რომ რაც ვუთხარით ტყუილი იყო, რადგან დარწმუნდა რომ თოკას მართლა მოსწონდა. ამასაც ხომ ჭკუა ეკეტებოდა თოკაზე და მეტი რა უნდოდა! ბედნიერი პატარა ბავშვივით დახტოდა ოთახში წინ და უკან.
-იცოდე არ შეიმჩნიო! - უკანასკნელად გავაფრთხილე და თითი დავუქნიე.
-არ ინერვიულო. ისე მოვიქცევი თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც დილით მითხრეს - გაიცინა და თვალი ჩამიკრა.
-ხომ არ იცი ალექსანდრე სადაა? ეს 2 დღეა არ გამოჩენილა საერთოდ...- ვთქვი ჩაფიქრებულმა.
-ისე ეგ მეც ვერ გავიგე... თოკამ სერფინგი ახსენა, მაგრამ წესიერად ვერ გავიგე რა ხდება - მიპასუხე მხრების ჩეჩვით.
-სერფინგი რა შუაშია?! - გამიკვირდა და სახე დავმანჭე.
-რა იყო ალექსანდრე მოგწონს? მოგენატრა? მასთან გინდა? - დამაყარა კითხვები და ახარხარდა.
-ნუ ხარ დამპალი! - ბალიში გავუქანე მეორე საწოლიდან და მეც გამეცინა.
-ვიცი რომ მოგწონს რა იყო - თვალი ჩამიკრა და მხიარულად აკისკისდა.
-არ შეიძლება ვიკითხო სადაა ადამიანი როცა 2 დღეა არ გამოჩენილა?! - თავი ვიმართლე.
-კიბატონო ეგ შეგიძლია იკითხო, მაგრამ მასზე ჩაფიქრებული რომ დადიხარ ეგ უკვე სხვა რამის ნიშანია - ენა გამომიყო და სასაცილოდ დამეჭყანა.
-შენ ხო ვერაფერს გამოგაპარებს კაცი რაა - ვაღიარე და მეც გამეცინა.
ჰო.. ალექსანდრე მგონი მართლა მომწონდა. რა ვქნა - ის ხისთავიანი იდიოტი ზედმეტად სიმპატიური იყო, რომ მისთვის გულგრილად მეყურებინა. ჩემზე ერთი თავით მაღალი, სპორტული ტანით და რაღაცნაირი ყავისფერი თვალებით. ხანდახან რომ ნერვებს მიშლის, ხანდახან - მაშინებს და ხანდახან - მატყვევებს. ნებისმიერ წამს შეუძლია ჩემი ემოციები აკონტროლოს და ალბათ ყველაზე მეტად ეს მიშლის ნერვებს. მაგრამ ამასთანავე ეს მიზიდავს, რადგან არანაირი ინტერესი არმაქვს ისეთი ბიჭების მიმართ, რომლებიც ჩემზე რაიმე ზეგავლენას ვერ ახდენენ.

-ლილე მოვიფიქრე... - საწოლიდან ფეხზე წამოვიჭერი და დაქალს გამარჯვებული მზერა მივაპყარი.
-რა? - მკითხა მოულოდნელობისგან ცოტა დაბნეულმა.
-სერფინგი იმიტომ ხომ არ ახსენა თოკამ, რომ ეთქვა სერფინგში ვარჯიშობსო?
-მე რავიცი... გუშინ ვკითხე პროსტა, სხვათაშორის... შენ იქ არ იყავი.
-სანაპიროზე წავალ, მგონი იქ იქნება - ვუთხარი და მობილური შორტის ჯიბეში ჩავიდე.
-ოჰჰ! სატრფოსკენ მიილტვი ქალბატონო? - აკისკისდა ეშმაკურად.
-მე მივილტვი მაინც და შენ კიდევ ძილიც მოასწარი - ენა გამოვუყავი და მანამ გამოვვარდი ოთახიდან, სანამ ჯანმრთელი ვიყავი.

სულ სიცილით ჩავიარე კიბეები და აჩქარებული ნაბიჯით გამოვედი სასტუმროდან.
-ჰეიი, დეა გცალია ერთწამს? - ზურგს უკან ნაცნობი ხმა მომესმა და ბარის მაგიდისკენ გავიხედე.
-კი, რაიყო? - ვკითხე ოდნავ მოუთმენლად. მხოლოდ იმწამსღა მივხვდი, რომ ამ ბიჭის სახელი არ ვიცოდი.
-რომ გეცლება იქნებ მერე რამე დავლიოთ ერთად - გამიღიმა და თაფლისფერი თვალებით მზერა გამისწორა.
-თუ მოვახერხე აუცილებლად - ნაძალადევად გავუღიმე და თვალი ისევ გასასვლელისკენ გავაპარე.
-გატყობ გეჩქარება, საღამომდე - ლოყაზე მაკოცა და წავიდა. რამდენიმე წამი ერთ ადგილზე ვიდექი გაშეშებული. „ჩემი დაკერვა უნდა?!..“ - გამიელვა თავში, თუმცა ზედმეტად აღარ შევწუხებულვარ ამ ფიქრებით, პირდაპირ პლაჟისკენ გავემართე.

„ღმერთო ჩემოო.. რა სიგიჟეა, ამას რატომ ვაკეთებ...“ - გავიფიქრე და ჩემს სულელურ საქციელზე გამეცინა.
„ხისთავიანი მომწონს?!“ - დავსვი მორიგი შეკითხვა და სანაპიროს გასწვრივ დავიწყე სეირნობა.
„თუ აქ არ დამხვდა, მაშინ აუცილებლად ვკითხავ ბიჭებს რა ხდება“ - მტკიცედ გადავწყვიტე და მაშინვე თვალი მოვკარი ვიღაცას ტალღებში. კარგად ვერ გავარჩიე მისი სახე, რადგან შორს იყო და ტალღებშიც იმალებოდა დრო და დრო, თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ალექსანდრე იყო. უზარმაზარ ტალღებზე სერფინგის დაფით მოხერხებულად და ოსტატურად დასრიალებდა. ასეთი სანახაობა აქამდე არ მენახა... ტელევიზორშიც კი არ ვუყურებ ხოლმე სერფინგს, თუმცა რეალობაში ნახვამ ნამდვილად დამაინტერესა და გამიტაცა.
შემდეგ მამაკაცის სახეც დავინახე და ჩემი ეჭვებიც გამართლდა - დაფაზე ალექსანდრე იდგა. ყავისფერი თმები დასველებოდა და აბურძგნული ჰქონდა. ნამდვილად სასაცილო შესახედავი იყო, თუმცა მისი ტანი რომ გენახათ სიცილი კი არა, ენა გადაგეყლაპებოდათ. ტალღებს ველური თვალებით უყურებდა და კონცენტრირებას ცდილობდა. ჰმმ... თითქოს პროფესიონალის დონეზე დაცურავდა. თვალები მოვჭუტე და დაკვირვება განვაგრძე. ნამდვილად შეუდარებელი იყო. ბაჩოს და ერეკლეს ტალღებზე სრიალი ნანახი მქონდა და თითქოს არც ალექსანდრე განსხვავდებოდა დიდად მათგან, თუმცა მაინც რაღაც სხვანაირად მომეჩვენა.
იმხელა ტალღების დახეთქების გამო სანაპირომდე წყლის წვეთები აღწევდა და მაგრილებდა. სახეგაბადრული და გაშტერებული ვუყურებდი ალექსანდრეს და ვერც კი ვხვდებოდი რატომ არ ვეძახდი... ალბათ ხელი რომ არ შემეშალა?
შემდეგ მან გამოიხედა და სახეზე გაკვირვება გამოესახა, დაფაზე წაბარბაცდა და კინაღამ გადავარდა. ამის დანახვისას შიშისგან შევკივლე, თუმცა საბედნიეროდ მაინც მოახერხა წონასწორობა დაეცვა. თვალებგაფართოებული მიყურებდა და მზერას არ მაშორებდა, მალევე გამოყვა ერთ-ერთ ტალღას და სანაპიროდან დაფით ხელში გამოვიდა.
-აქ არ გელოდი - მითხრა სუნთქვა-აჩქარებულმა.
-არც მე - უტიფრად მოვიტყუე და თვალები ალექსანდრეს თმებისკენ გამექცა, წყალი რომ წვეთავდა და ხან პრესზე, ხანაც ქვიშაზე რომ ეცემოდა.
-ხო?! აბა აქ რა გინდოდა?- მკითხა ეშმაკურად აციმციმებული თვალებით და მომიახლოვდა. მისი გამაგრილებელი სურნელი ვიგრძენი, თუმცა ისეთი გახურებული იყო მისგან სითბოც კი მოდიოდა. ან მე მეჩვენებოდა... გული ამიჩქარდა და ავხურდი.
-სასეირნოდ გამოვედი - მხრები ავიჩეჩე და სანაპიროზე სიარული დავიწყე. ისიც ამყვა და გვერდზე ამომიდგა.
-მარტო?
-ხო...
-დიდიხანია მითვალთვალებ? - გაეცინა და მზერა გამისწორა.
-მეტი საქმე არ მაქვს გითვალთვალო! - შევუბღვირე და წარბები შევკარი.
-მალე შეჯიბრებაა... - ჩაილაპარაკა თავისთვის და გაკვირვებულმა წარბები ჰაერში ავზიდე.
-რა შეჯიბრება?
-სერფინგის...
-მაგიტომ არ გვკადრულობ ეს ორი დღე?! - ირონიულად ვუპასუხე და წარბი ავზიდე.
-ეს ორი დღეა გაუჩერებლად ვვარჯიშობ. მთელი მსოფლიოს სერფერები ჩამოსულები არიან მონაწილეობის მისაღებად - ამიხსნა მოკლედ.
-შენ პროფესიონალი სერფერი ხარ?! - გაოცებისგან პირი დავაღე.
-თვალები არ გადმოგივარდეს - ენა გადმომიყო და ახარხარდა.
-იდიოტო - მაშინვე შევეპასუხე გაღიზიანებული.
-ბავშვობიდან მინდოდა ამ სპორტს გავყოლოდი. ამ შეჯიბრში გამარჯვება კი ჩემი ოცნებაა... ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა სერფინგში. 5 წელიწადში ერთხელ იმართება - ისე დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ ჩემდაუნებურად მისდამი პატივისცემა ვიგრძენი. ეტყობოდა, რომ ამ შეჯიბრში გამარჯვება უნდოდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ დასახული მიზნისთვის მიეღწია.
-წინა შეჯიბრში მიიღე მონაწილეობა? 5 წლის წინ რომელიც იყო... - ვკითხე ინტერესით.
-კი, მაგრამ სხვამ გაიმარჯვა. არ გამიმართლა... მაინცდამაინც მაშინ დამჭირდა აქედან საქართველოში დაბრუნება რაღაც საქმეების გამო და ისე ვერ ვივარჯიშე როგორც მინდოდა. ყველა სერფერს რამდენიმე ცდა აქვს, რათა საუკეთესო შედეგი აჩვენოს, თუმცა მეორედ რომ დავდექი დაფაზე წონასწორობა ვეღარ გავაკონტროლე და გადმოვვარდი. მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, პალატაში გავიღვიძე... - ჩაილაპარაკა დანანებით.
-ვწუხვარ... სამაგიეროდ ამჯერად ყველაფერი გამოგივა - გავამხნევე და გავუღიმე.
ერთ ადგილზე გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა. რაღაც უელავდა ყავისფერ თვალებში, რაღაც მიზიდავდა მისკენ, თან მაშინებდა და თან მაფორიაქებდა.
-მომენატრე... - მითხრა ბოხი ხმით და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ძალიან შემრცხვა, არც ვიცოდი რა მეპასუხა... ალექსანდრესგან ძალიან მეუცხოვა ამ სიტყვის გაგება. მარცხენა ხელით თმაზე წამეთამაშა და ტუჩები გაილოკა. ჩემდაუნებურად გამექცა მზერა მისკენ და გული ამიჩქარდა.
-ასეთი დიდი ტალღები დიდიხანია არ მინახავს... სავარაუდოდ შეჯიბრის დღეს უფრო დიდი იქნება - სიჩუმე ისევ მისმა ბოხმა ხმამ დაარღვია და მეც მომენტით ვისარგებლე სეირნობა რომ გამეგრძელებინა.
-არ გეშინია? - ვკითხე ჩემთვისაც გაურკვეველი ემოციით. არ ვიცი ამას თანაგრძნობა შეიძლება ეწოდოს თუ მასზე ღელვა. ტვინი გაცილებით გვიან მიხვდა ენის წამოროშილს და არც გამკვირვებია ალექსანდრეს ჩაცინება რომ გავიგე.
-რისი უნდა მეშინოდეს? - მკითხა აშკარად დაინტერესებულმა.
-რავი... იმხელა ტალღების, თუნდაც... - მხრები ავიჩეჩე დაგულუბრყვილოდ მივაჩერდი.
-თუ ტალღების გეშინია მაშინ ვერც ვერასდროს შეძლებ მათზე სრიალს - მოკლედ მომიჭრა თავდაჯერებული ტონით.
-ჰმმ... მაშინ, შეჯიბრზე გამოსვლის არ გეშინია? - დავსვი მორიგი შეკითხვა.
-შეჯიბრზე გამოსვლის არა, მაგრამ აი შედეგი კი ნამდვილად მაღელვებს... სერფინგი ისეთი სპორტია რომ მხოლოდ პროფესიონალიზმი არ გიშველის, ცოტა იღბალიც საჭიროა - თითქოს ცოტა ანერვიულებულმა ჩაიცინა და ისევ თვალებში ჩამაცქერდა.
-აღარ გვინდა სერფინგზე ლაპარაკი, შენზე მომიყევი რამე - წამში გაებადრა სახე და თეთრი კბილები გამოაჩინა.
-პროფესიით მოდელი ვარ. ლილეც მოდელია... მშობლებს რაც შეეხებათ, სულ მოგზაურობენ, ასე რომ არც კი ვიცი საცხოვრებელ ადგილად რომელი ქალაქი შეიძლება მივიჩნიო - უდარდელად გავიცინე და წამიერად შევამჩნიე როგორ შევარდისფრდა ცა... როგორც ჩანს მზე ჩადიოდა.
-მოდელი ხარ? - ისევ მკითხა ცოტა გაკვირვებულმა.
-ხო, რა იყო?
-არაფერი, მალე აღარ იქნები... - ენა გამომიყო და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
-ვითომ რატომ?! - დოინჯი შემოვირტყი და თამამად გავეჯგიმე წინ.
-იმდენს ჭამ გასუქდები და გამოგაგდებენ მაგ სამოდელო სააგენტოდან - მითხრა და ახარხარდა.
-ხოო? მე კიდევ მასე არ ვფიქრობ - ვუპასუხე ნიშნისმოგებით, თითქოს მისმა რეპლიკამ ჩემი გაღიზიანება ვერ მოახერხაო.
-და რატომ? - მკითხა და ინტერესიანი თვალები მომანათა.
-სააგენტოს მფლობელს ძალიან მოვწონვარ - წარბები მაცდურად ავუთამაშე და ავკისკისდი.
-რას ნიშნავს ძალიან მოსწონხარ?! - გაბრწყინებული თვალები მაშინვე მოექუფრა და ხმა დასერიოზულებისგან კიდევ უფრო დაუბოხდა. ამ წამიერმა ცვლილებამ მაშინვე ხმა ჩამაგდებინა... მკაცრი ალექსანდრეს დანახვამ ძალიან ამაღელვა.
-მოვწონვარ რა... - ამოვიბურტყუნე ჩუმად და სიარულს ავუჩქარე, თუმცა მან ხელი მაჯაზე მომკიდა და მისკენ მიმაბრუნა. მხეცის თვალებით მიყურებდა, სიბრაზით და ვნებით ანთებული მზერით.
-იმ ბარმენივით? - გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებს შორის.
-რა? ბარმენი რა შუაშია? ან შენ საიდან იცი? - დაბნეულმა ერთმანეთს მივაყარე კითხვები.
-მიპასუხე რომ გეკითხები! - დაიგრგვინა უფრო გაცეცხლებულმა. წამით ისიც კი გავიფიქრე ჩემი მაჯა არ შემოეფშვნასთქო, თუმცა საბედნიეროდ თავს იმდენად მაინც აკონტროლებდა, რომ ზედმეტად ძლიერად არ დაეჭირა ხელი. მაგრამ ვერც განთავისუფლებას მოვახერხებდი.
-საიდან უნდა ვიცოდე იმ ბარმენს ჩემგან რა უნდა - დამფრთხალი ხმით გულუბრყვილოდ ვუპასუხე და თვალები ავუფახულე. სახე იმდენად ახლოს ჰქონდა მოწეული, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი და მთელს ტანში ეკლები მაყრიდა. საოცრად გულაჩქარებულს ალბათ მახეში გამომწყვდეული მსხვერპლის სახე მქონდა, მხეცს რომ გამოჭერილი ჰყავს და გაქცევის შანსი არ აქვს. ზედმეტი განძრევით ცხვირს ცხვირზე მივადებდი ალბათ. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი თვალებში და ალექსანდრეს რეაქციას გულისფანცქალით ველოდი.
საბედნიეროდ, ჩემმა პასუხმა ოდნავ დაამშვიდა. თვალები დახუჭა და მეორე ხელი სახეზე მოისვა, შემდეგ კი ხელი გამიშვა და სიარული განაგრძო.
-სასტუმროში დაგვაგვიანდება... - მიპასუხა მოკლედ და მეც პატარა ბავშვივით ავედევნე უკან.

სასტუმროს ეზოში შესულებს ალექსანდრეს ბოლო სიტყვის შემდეგ ხმა არ გვქონდა ამოღებული. ჩუმად, ზედმეტი სიტყვების გარეშე დავბრუნდით შინ.
-ოთახში უნდა ახვიდე? - მკითხა თითქოს უემოციოდ და ეშხიანი თვალებით მზერა გამისწორა.
-ხო - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ლიფტისკენ გავემართეთ.
-ჰეიი დეა! ერთწამს დამელოდე!.. - ზურგს უკან ნაცნობი ხმა გავიგე. აშკარა იყო ამ ვიღაცის დანახვამ ალექსანდრე ნამდვილად არ გაახარა. ყავისფერ თვალებში მაშინვე სიბრაზე ჩაუდგა და წარბები კუშტად შეეკრა. გაკვირვებული მივტრიალდი და ბარმენის დანახვისას სახეზე მკრთალი ღიმილი ავიკარი.
-ახლა მოვდიოდი შენთან - გადამკოცნა და თბილად გამიღიმა.
-რამე ხდება? - ვკითხე ინტერესით. ამ დროს ალექსანდრე ზურგიდან მომიახლოვდა და ცალი ხელი წელზე მომხვია. ისეთი სისუსტე ვიგრძენი ფეხებში, გამიკვირდა როგორ არ წავიქეცი. გული ამიჩქარდა და ცხელმა ტალღამ სულ მთლიანად ამახურა. ჩემი თბილი მზერა მაშინვე დაბნეული თვალების ხამხამმა შეცვალა და თითები აღელვებისგან ერთმანეთში გადავხლართე. ალექსანდრეს ეს ჟესტი ბარმენს აშკარად არ მოეწონა, მასაც გაუმკაცრდა სახის გამომეტყველება და სავარაუდოდ ჩემს ზურგს უკან მდგომს გაუსწორა მტრული მზერა.
-გცალია გარეთ რომ გამოხვიდე? - მკითხა მასზე თვალის მოუშორებლად.
-დალევა გინდა? - ყურთან ალექსანდრეს ბოხმა ბარიტონმა დაიბუბუნა და სულ მთლად დამაბნია. თითქოს ორ მხეცს შუაში ჩაგდებული უსუსური არსება ვიყავი და წუთი-წუთზე გამგლეჯდნენ. შიგნიდან ახურებულმა ძლივს მოვახერხე რომ მისი ხელი წელიდან მომეშორებინა და წარბაწეულმა გავხედე.
-წამოვალ!.. - ვუპასუხე ბარმენს, თუმცა ისევ ალექსანდრეს ვუყურებდი დაკვირვებული მზერით. გაურკვევლობაში ვიყავი... ვერ მიხვდი რას ნიშნავდა ხასიათის ასეთი ცვლილება.
-საუკეთესო კოქტეილი უნდა გაგასინჯო - მიპასუხა ბარმენმა კმაყოფილი ტონით, ალექსანდრეს გამარჯვებული მზერა სტყორცნა, ხელი მომკიდა და ეზოსკენ გაემართა.
-ახლა მივხვდი, რომ მეც მინდა რამე გამაგრილებელი სასმელი - კბილებს შორის ავისმომასწავებლად გამოსცრა ალექსანდრემ, ბარმენს ჩემზე ხელი გააშვებინა და თვითონ გამიძღვა წინ.
თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს. მგონი მალე ორივე აფეთქდებოდა, თუმცა ჩემთვის უცნობი მიზეზით. გასაგებია რომ ბარმენს მოვწონდი, მაგრამ ალექსანდრეს? ის ხომ ჩემი ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებდა?!...
გარეთ გასულები ბარის მაგიდისკენ წავედით. საბედნიეროდ ლილე და ბიჭებიც იქ იყვნენ. ალექსანდრეს ხელებიდან დავუსხლტი და მაშინვე საუკეთესო დაქალისკენ წავედი აჩქარებული ნაბიჯებით.
-ლილეე! მეგონა ოთახში იყავი! - ვუთხარი გახარებულმა და ჩავეხუტე. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა ლილეს და ბიჭების ბარის მაგიდასთან დანახვა. დაძაბული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს ვერც იპოვნიდით.
-ჩამოვედი, მომბეზრდა იქ უაზროდ ყოფნა - მიპასუხა ღიმილით და თვითონაც გადამეხვია. - ამ ორს აქ რა უნდა და მითმუმეტეს შენთან ერთად!.. - ყურში მიჩურჩულა გაოცებულმა. რა თქმა უნდა... ეს სცენა ხომ ორივემ გავითამაშეთ. დილით ნანახი დაქალი ასე როგორ მომენატრებოდა? უბრალოდ საჭირო იყო მოკლედ ამეხსნა სიტუაციის ვითარება და თან ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ.
-მიშველე, მგონი ერთმანეთს მოკლავენ... - ვუჩურჩულე მეც და გვერდით დავუჯექი. ეს გადალაპარაკება წამებში მოხდა და საბედნიეროდ, ვერავინ შეამჩნია. ბარმენის დანახვაზე ბიჭებსაც უკმაყოფილება გამოესახათ სახეზე, თუმცა ალექსანდრეს როგორ შევადარებდი.. ცეცხლის ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
-ხო მართლა, მე უილიამი მქვია, უილი დამიძახე - მე და ლილეს კოქტეილი დაგვიდო და გამიღიმა.
-კარგი, მადლობა უილ - ორივემ მადლობა გადავუხადეთ და ცივი სასმელით ოდნავ გავგრილდით.
-ბიჭებო, თქვენ რას დალევთ? - ჰკითხა უემოციოდ. აშკარად მოვალეობის მოხდის მიზნით მოიქცა ასე, ბოლო-ბოლო მომსახურე პერსონალი იყო...
-არაფერს - მკვახედ მიახალა ალექსანდრემ.-დეა, მალე დალიე და ოთახში ადი - მითხრა მკაცრად.
-რა?! - გაოცებისგან და მოულოდნელობისგან პირი დავაღე. - ალექსანდრე ხომ კარგად ხარ? - ვკითხე გაოგნებულმა. ნელ-ნელა მოთმინების ფიალა მევსებოდა.
-დეა გელოდები... მალე მორჩითქო - გამოსცრა კბილებს შორის.
უილი აშკარად დამფრთხალი იყო განრისხებული ალექსანდრეს ნახვით - ხმას არ იღებდა. მეც კი შემეშინა იმწამს მისი, თუმცა გაბრაზება სხვა გრძნობებს ფარავდა. რა უფლება ჰქონდა სხვის წინაშე ასე დავემცირებინე!
-ხოდა მელოდე რამდენი ხანიც გინდა... მე არსად მეჩქარება!.. - ირონიულად ჩავიცინე და გული ამიჩქარდა. ზედმეტად სახიფათო თამაშს ვთამაშობდი, როგორც ამას ჩემი წინათგრძნობა მკარნახობდა.
-რა პრობლემაა - ტუჩის კუთხე არანაკლებ ირონიულად ჩახეტა, სკამზე ჩამოჯდა და მშვიდი, მომლოდინე მზერით დამიწყო დაკვირვება.
-ალექსანდრე, სად იყავი დაკარგული ეს დღეები? -სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საუბარში ლილე ჩაერთო.
-ვვარჯიშობდი - მოკლედ მოუჭრა ჩემზე მზერის მოუშორებლად.
ერთი სკამის გამოტოვებით ვისხედით, ჩვენს შორის ლილე იჯდა. მეც ჯიუტად ვუყურებდი თვალებში და ისე ვაგრძელებდი კოქტეილის საწრუპით სმას.
-რამე სპორტით ხარ დაკავებული? - შუაში თავი ბარმენმა შემოყო და ალექსანდრეს გახედა.
-რამე დამისხი, მეც დავლევ.. - უპასუხა უილს. მან მუშტი დაჭიმა, ხმაურიანად ამოისუნთქა და კოქტეილის გაკეთებას შეუდგა. მალულად ლილეს ფეხი ფეხზე გავკარი და მზერა გავუსწორე. საბედნიეროდ ზედმეტი მინიშნებების გარეშე მიმიხვდა სათქმელს და ფეხზე წამოდგა.
-დეა წავიდეთ ოთახში რა, თავი მტკივა - თქვა და საწყალი თვალებით შემომხედა.
-ცუდად ხარ? - მაშინვე შეწუხებული თოკა შეეპასუხა.
-არა, არაფერია.. წამალს დავლევ და გამივლის - დაამშვიდა მამაკაცი და ისევ მე მომიბრუნდა.
-კარგი, წამო... - ვუპასუხე და ფეხზე ავდექი.
-ხვალამდეე!.. - ყველას ღიმილით დაემშვიდობა ლილე.
-კარგად - მეც მოკლედ შემოვიფარგლე, სასტუმროში შევედით და ლიფტის მიმართულებით დავიძარით.
-ეს რა იყო! - აღმოხდა გაოგნებულ ლილეს.
-ნამდვილი კატასტროფა! ჩემი გადამრჩენელი ხარ...

............
ძალიანნნ დიდი მადლობა ბავშვებო ასეთი სითბოსთვის, ვერ წარმოიდგენთ ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს!

მიყვარხართ ყველა ტკბილებო და საყვარლებო!!!

იმედია ისიამოვნეთ...

პ.ს. ერთ-ერთ თქვენგანს ლილეს სურათი უნდოდა და მეც მოგიძებნეთ

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (4)



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ ძააან მაგარიაა .. ალექსანდრე რა საყვარელია :D აბა შენ იციი გელიიი

 


№2  offline მოდერი ანკა

uchveulo
აუუ ძააან მაგარიაა .. ალექსანდრე რა საყვარელია :D აბა შენ იციი გელიიი

Madloba sayvareloo❤❤❤❤shemdegi tavic male ikneba❤❤❤

 


№3  offline წევრი Nini))

აუუ მალე <3 ძაან მაგარიაა *__*

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann magariaaa gaagrdzelree
--------------------
G.ke

 


№5  offline მოდერი ანკა

Nini))
აუუ მალე <3 ძაან მაგარიაა *__*

Madlobaa mixaria rom mogwonss❤❤❤❤❤❤
gvanciii kereselidze
Dzaliann magariaaa gaagrdzelree

❤❤madloba sayvareloo❤

 


№6  offline წევრი si-xa

ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რაა არ მყოფნის.

 


№7  offline მოდერი ანკა

si-xa
ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რაა არ მყოფნის.

Metis daweras ver vaxerxeb :((( bodishi.. ❤❤❤ madloba rom akomentareb❤

 


№8  offline წევრი სპენსერი

არ მყოფნიხარ :დდ ესეიგი პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას,ეს მომწონს ძალიან <3 მალედადე და ტავები გაზარდერა belay

 


№9  offline მოდერი ანკა

სპენსერი
არ მყოფნიხარ :დდ ესეიგი პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას,ეს მომწონს ძალიან <3 მალედადე და ტავები გაზარდერა belay

Madlobaa❤❤❤❤mixaria rom mogwonss❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რა საყვარლები არიან მმმმმმმმმ love winked ნეტა რა უნდა ალექსანდრეს ნეტა რა wink wink ველი შემდეგს

 


№11  offline მოდერი ანკა

aanamaria
აუ რა საყვარლები არიან მმმმმმმმმ love winked ნეტა რა უნდა ალექსანდრეს ნეტა რა wink wink ველი შემდეგს

Ahahha madloba sayvareloo❤❤❤❤❤

 


№12  offline წევრი kora

ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება ამ უგემრეილეს და ზაფხულივით ცხელზე ცხელ ისტორიაზე love ალექსანდრემ გრძნობები ამირია, ჯერ ხო ამ სახელზე მაბოდებს და მერეც ეს ბიჭი ისეთი შოკია დამშოკა love ძალიიიან აი ძალიან მინდა იმ შეჯიბრში გაიმარჯვოს smile
საოცრება ხარ შენ ანკა, უდაოდ ნიჭიერი და საოცარი ფანტაზიის ნიჭის მქონე love მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას love smile
--------------------
kira.G

 


№13  offline წევრი isterichka123

კარგია მალე დადე

 


№14  offline მოდერი ანკა

kora
ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება ამ უგემრეილეს და ზაფხულივით ცხელზე ცხელ ისტორიაზე love ალექსანდრემ გრძნობები ამირია, ჯერ ხო ამ სახელზე მაბოდებს და მერეც ეს ბიჭი ისეთი შოკია დამშოკა love ძალიიიან აი ძალიან მინდა იმ შეჯიბრში გაიმარჯვოს smile
საოცრება ხარ შენ ანკა, უდაოდ ნიჭიერი და საოცარი ფანტაზიის ნიჭის მქონე love მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას love smile

Dzalian didi madlobaa ❤❤❤ piradad ar gicnob magram sheni komentarebit tavi shemayvare ❤❤❤❤❤❤

isterichka123
კარგია მალე დადე

Madlobaa❤❤❤xval davdeb aucileblad ❤

 


№15 სტუმარი salo

მომეწონა ძალიან ...

 


№16  offline მოდერი niako crazy

vaime anka agar vici ra vtqva, saocari gogo xar, saswauli. mteli dge sulmoutqmelad velodebodi am istorias da imedebi ar gamimartlda. imaze bevrad, bevrad magari iyo vidre movelodi. yovel tavshi ixvewebi. vaime ise momwons es istoria da gmirebi. dagvibrunda chveni aleqsandre vashaaa. uf rogor momwons es bichi. yvelaze metad is momwons rom sheuzleba iechvaina magram ar daiwyo sxvebivit ragac dadzalebebi, yvirili da chxubi. chamoyalibebuli adamiania romelic akontrolebs tavs da sxvebs ar amcirebs. xo chveni dea ra kargiaaa. super gogoa. zedmeti ragaceebis gareshe. lilec sayvarelia da uazrod ar brazdeba yvelaferze. xo exla uiliami. momkali da ar momwons es bichi, ragacnairad "tylarwia"mgonia . ho kidev vfiqrob rom am bichs maindamainc ar unda mowondes es dea. da ragacnaitad ufro aleqsandres da serfings vukavshire. magram maincdamainc ver vendobi ne chems winatgrdznobas da jobia shemdeg tavebs davelodo. ho martla liles foto ro dade dzalian momewona da tu am uiliamis fotosac dadeb dzalian gamixardeba. warmatebebi da sulmoutqmelad veli shemdeg tavs.

 


№17  offline მოდერი ანკა

salo
მომეწონა ძალიან ...

Madlobaa❤❤❤
niako crazy
vaime anka agar vici ra vtqva, saocari gogo xar, saswauli. mteli dge sulmoutqmelad velodebodi am istorias da imedebi ar gamimartlda. imaze bevrad, bevrad magari iyo vidre movelodi. yovel tavshi ixvewebi. vaime ise momwons es istoria da gmirebi. dagvibrunda chveni aleqsandre vashaaa. uf rogor momwons es bichi. yvelaze metad is momwons rom sheuzleba iechvaina magram ar daiwyo sxvebivit ragac dadzalebebi, yvirili da chxubi. chamoyalibebuli adamiania romelic akontrolebs tavs da sxvebs ar amcirebs. xo chveni dea ra kargiaaa. super gogoa. zedmeti ragaceebis gareshe. lilec sayvarelia da uazrod ar brazdeba yvelaferze. xo exla uiliami. momkali da ar momwons es bichi, ragacnairad "tylarwia"mgonia . ho kidev vfiqrob rom am bichs maindamainc ar unda mowondes es dea. da ragacnaitad ufro aleqsandres da serfings vukavshire. magram maincdamainc ver vendobi ne chems winatgrdznobas da jobia shemdeg tavebs davelodo. ho martla liles foto ro dade dzalian momewona da tu am uiliamis fotosac dadeb dzalian gamixardeba. warmatebebi da sulmoutqmelad veli shemdeg tavs.

Rogor uzomod maxareb ver warmoigeen❤❤❤❤ tavi shemayvare dzaliann❤❤tkbilo da sayvarelooo vgijdebi shenze❤❤❤❤❤❤

 


№18  offline წევრი BLACK TBILISI

ძალიან მაგარია:) <3 <3

 


№19  offline მოდერი ანკა

BLACK TBILISI
ძალიან მაგარია:) <3 <3

Dzalian didi madlobaa❤❤❤❤❤❤

 


№20  offline წევრი Thief Queen

Lile ulamazesia <3 dlzian magari motxrobaa, ai arvici r avqtva momwons aleqsandres echvinoba magrma zemxtebshi ar gaduavides :D sayvalrbei airna es ori ertad :3 but Team barman :Ddd

 


№21  offline მოდერი ანკა

Thief Queen
Lile ulamazesia <3 dlzian magari motxrobaa, ai arvici r avqtva momwons aleqsandres echvinoba magrma zemxtebshi ar gaduavides :D sayvalrbei airna es ori ertad :3 but Team barman :Ddd

Barmens gulshematkivari gamouchnda :D ❤❤❤❤ mixaria rom mogwons da madloba rom akomentarebb❤❤

 


№22  offline მოდერი bibo

ვახ ჩემი გულის კუნწული და გულის ნადებო რა მაგრობა იყოოო ვახმეეე ემოცისგან დავხტოდი დავქროდი უგზოუკლოდ მერანივითა ^_^ ^_ ^აი შენზე რო ვგიჟდები და რო ვჭედავ ისე არ ვიცი კალოჩე რაა უხ რატო ხარ მარწყვის ტორტო ასეთი კარგიიიი ჩემო ალუბლის წვენოოო და ანანასის მურაბავ crying crying აი ამ ალექსანდრეზე ვაფრენ რამფრა ველურული და მამაკაცურია აღვირახსნილი ველურული ასკილია ეგი ბიჭიიი იმედია მოიგებს და მასახელებს მე wink wink ჩემი ფუნთუშა ჩომიი ამოდღვლეფილო ლობიოვ და დახრუკულო კარტიოშკავ ბევრობა კამათი და ხახვითურთ request request ატმის ყლორტოვ და მანგოს ყვავილოოოო lol lol ალუცჩის კურკავ და კივის ბუსუსოოოო ჩემო ტბილო და ნუგბარო პირს მიკოკლოზინებ კალოჩე მე შენზე ჩემო გულის ვარდოოოოო.აუ 12 ის მერე დადე რა გიაჩოს ბროშკას გაფიჩებ ჩემი სიყვარულის სიწმნდის დედაზრის დედაბუნების სიწმინდეს გაფიცებ დადე რააა ჩიტო და ბისკვიწუნა love love

 


№23  offline მოდერი ანკა

bibo
ვახ ჩემი გულის კუნწული და გულის ნადებო რა მაგრობა იყოოო ვახმეეე ემოცისგან დავხტოდი დავქროდი უგზოუკლოდ მერანივითა ^_^ ^_ ^აი შენზე რო ვგიჟდები და რო ვჭედავ ისე არ ვიცი კალოჩე რაა უხ რატო ხარ მარწყვის ტორტო ასეთი კარგიიიი ჩემო ალუბლის წვენოოო და ანანასის მურაბავ crying crying აი ამ ალექსანდრეზე ვაფრენ რამფრა ველურული და მამაკაცურია აღვირახსნილი ველურული ასკილია ეგი ბიჭიიი იმედია მოიგებს და მასახელებს მე wink wink ჩემი ფუნთუშა ჩომიი ამოდღვლეფილო ლობიოვ და დახრუკულო კარტიოშკავ ბევრობა კამათი და ხახვითურთ request request ატმის ყლორტოვ და მანგოს ყვავილოოოო lol lol ალუცჩის კურკავ და კივის ბუსუსოოოო ჩემო ტბილო და ნუგბარო პირს მიკოკლოზინებ კალოჩე მე შენზე ჩემო გულის ვარდოოოოო.აუ 12 ის მერე დადე რა გიაჩოს ბროშკას გაფიჩებ ჩემი სიყვარულის სიწმნდის დედაზრის დედაბუნების სიწმინდეს გაფიცებ დადე რააა ჩიტო და ბისკვიწუნა love love

Dzaalian didi madlobaa utbileso da utkbesoo admiano❤❤❤❤❤ ragac saswauli xar ❤❤ miyvarxar dzalian dzalian ❤❤❤ geficebi davdebdi dawerili rom mqondes shemdegi.. yoveldge tito tavs vwer da vdeb :(( bodishi ra ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent