შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა III თავი


18-05-2016, 00:00
ავტორი კატოო
ნანახია 3 520

_მისმინე ნატუკას არავინ ყვარებია?_უცებ იკითხა ალექსანდრემ
_აი თურმე რატომ გაგახსენდი_გაეღიმა გიგის_ როგორც ვიცი არა.უკარება გოგოა, მაგრამ ძალიან საყვარელი. ალბათ ეშინია გული არავინ ატკინოს და გაურბის ყველას. შენ რაღაც ძალიან დაინტერესდი ნატუკათი_ ეჭვნარევად გახედა გიგიმ
_ხო უღმერთოდ ლამაზია._ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
_იცოდე გული არ ატკინო_ ტონი შეიცვალა გიგიმ
"უკვე ვატკინე"-გაიფიქრა ალექსანდრემ
_მოგწონს? _თვალი თვალში გაუყარა გიგიმ
_მე არასდროს მოვეწონები_დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
_რას გულისხმობ?_ ვერ გაიგო გიგიმ
_არაფერს..კარგი წავედი _გაუღიმა ალექსანდრემ და ოთახი დატოვა.
ფოიეში ნატუკა შეხვდა.თავჩაღუნულმა ჩაუარა გვერდი მამაკაცმა, გოგომ ამრეზით გახედა. მართალია ალექსანდრეს არ შეუხედავს ნატუკასთვის, მაგრამ იგრძნო მისი მზერა.
ძალიან მძიმე აღმოჩნდა ნატუკასთვის ის პერიოდი, მაგრამ ალექსანდრე ყოველთვის თავს არიდებდა და ამით ცოტა შვებას გრძნობდა. 2 კვირა კი არ გავიდა ნატუკასთვის, არამედ გაძაღლდა. მისი შემცვლელიც კი არსად ჩანდა.
კარგი ის მოხდა რომ გიგის და თეკოს პატარა დემეტრე შეეძინათ.
_ვაიმე რა საყვარელია_თვალები გაუბრწინდა ნატუკას ბავშვის დანახვაზე
_იცი ნატ, ყველაზე მაგარი გრძნობაა ამ პატარა არსების ხმას პირველად რომ გაიგებ, ხელში რომ აიყვან და გულში ჩაიკრავ_მთელი სიყვარული ჩააქსოვა ამ სიტყვებში თეკომ
_წარმომიდგენია რა სასწაულია_ ბედნიერად ჩაილაპარაკა ნინიმ და თვალები ჭერს აღაპრო
_წამოდით, ახლა ცოტა ვილაპარაკოთ ...თან რაღაცეები მაინტერესებს _ ჩაიღიმა თეკომ და გოგონებს მისაღები ოთახისკენ გაუძღვა
_აუ , გიგი რა საყვარელი პატარა გყავს. ისე შენ გგავს, მაპატიე თეკო _გახედა ნინიმ თეკოს და გადაიკისკისა
_მეც დამემსგავსება_ თავი დაიმედა თეკომ
_აბა რა ჩემო სიცოცხლე , მომდევნო შენ დაგემსგავსება _ გაუღიმა გიგიმ
_გოგო შენ რა გჭირს? ამ ბოლო დროს შეიცვალე, თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ არ მეჩვენება.. მამაშენი ხომ კარგადაა?_თეკო
_ კი კარგადაა _სევდიანად უპასუხა ნატუკამ
_ნატუკა ხდება რამე? _ საუბარში ჩაერთო ნინი
_ ნატუკა ვინმე ხომ არ შეგიყვარდა? _ თვალები აეთო თეკოს
_არა, რა სისულელეა! დასხედით და მოგიყვებით _ღრმად ამოისუნთქა ნატუკა
_ გისმენთ _ჩამოსხდნენ მეგობრები
_ჩემი ძმა, გიო დიდ შარში გაეხვა. მეგონა თუ სწავლობდა, უნივერსიტეტში თუ დადიოდა და თურმე ვცდებოდი_ამოიოხრა ნატუკამ
_რა მოხდა? გიო ხომ ჭკვიანი ბიჭი იყო?_ გაუკვირდა გიგის_ იქნებ შემიძლია რამით დაგეხმარო
_მეც ეგრე მეგონა, მაგრამ თურმე ვცდებოდი... თან ამ ბოლო დროს ყურადღებაც ვერ მივაქციე _ალექსანდრესთან მომხდარი ინციდენტი გაახსენდა ნატუკას და თვალები ცრემლებით აევსო
_კი მაგრამ რა მოხდა?აღარ იტყვი? _მოთმინება დაკარგა ნინიმ
_ რამდენიმე დღის წინ მამამ მითხრა რომ გიორგი ძალიან გაღიზიანებული იყო, უნივერსიტეტშიც აღარ დადიოდა და თან ვიღაცები წამდაუწუმ ურეკავდნენ. მამას არაფერი უთხრა და მთხოვა შენ დაელაპარაკეო. ვცადე საუბარი მაგრამ არაფერი მითხრა, გუშინ ჩემს ოთახში შევუსწარი როგორ იქექებოდა ჩემს ნივთებში. დედის დანატოვარი სამკაულები ქონდა გადმოწყობილი,ოთახში რომ შევედი გაშეშდა, არ მოელოდა. არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თამაში დაუწყია და დიდი ვალი აქვს. თუ არ გადაიხდის მოკლავენ _თავი ვეღარ შეიკავა ნატუკამ და ატირდა
_ რამდენი აქვს ვალი?_საუბარში ჩაერთო გიგი
_20 000 დოლარი.არ ვიცი ეს ფული საიდან მოვიტანო. ბანკი ამდენ ფულს არ მომცემს. რაიონის ბინას გავყიდიდი მაგრამ ასე მალე არ გაიყიდება, თან იცით გაქირავებული მაქვს და სანამ ისინი არ მოძებნიან ახალ სახლს ვერ მოვთხოვ გადადიქო. არადა რამდენიმე დღე მისცეს _სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა ნატუკამ_ ვცადე იმ ხალხთან დალაპარაკება, მაგრამ გიორგი არ მანებებს. მამაჩემა ეს ამბავი არ იცის, რომ გაიგოს ალბათ გული გაუსკდება.
_ვაიმე ნატუკა რატო არაფერი გვითხარი? _ შეიცხადა თეკომ
_ახლა რა უნდა ქნა?_ მეგობარს ჩაეხუტა ნინი
_დაგეხმარებით ნატუკა _გიგი
_არა, რა უნდა დამეხმაროთ.. გთხოვთ ამ თემაზე საუბარი არ მინდა, აქ იმიტომ გამოვედი რომ იქნებ ცოტა გული გადავაყოლო და ჩემი პრობლემები დავივიწყო და გთხოვთ სიტყვა დახმარება არ მიხსენოთ _ მტკიცედ წარმოთქვა ნატუკამ, ცრემლები მოიწმინდა და გაღიმება სცადა. სწორედ ამ დროს ზარის ხმა გაისმა.
_ალესანდრეც მოსულა _ შესძახა გიგიმ _ ისიც აქ არის_ თვალი ჩაუკრა გიგიმ _შემოდი ბიჭო რა მორიდებით დგახარ_ ხელიი ჰკრა და ოთახში ლამის შემოაგდო ალექსანდრე
ნატუკამ მამაკაცი რომ დაინახა, არ ესიამოვნა.
_ კარგი, მე წავალ _ წამოიწია ნატუკა
_ ახლა არ მოხვედი? _ გაბრაზდა თეკო
_რა იყო ალექსანდრეს მოსვლა გეწყინა _ გაიხუმრა გიგიმ და ეს ხუმრობა ალექსანდრეს ეკალივით მოხვდა გულში. ნატუკამ არაფერი უპასუხა ქურთუკს ხელი მოკიდა და კარებისკენ წავიდა
_ნატუკა, მოიცა სად მიდიხარ _უკან გაჰყვა გიგი _ იქნებ იმ ტიპების ნომერი მომცე და დაველაპარაკები
_ ნუ ჩაერევი გთხოვ... ისინი საშიში ადამიანები არიან და არ მინდა ამ შარში შენც გაგრიო, თან ამაზე საუაბრი არ მინდა _ ალექსანდრეს გახედა და ამით აგრზნობინა რომ ალექსანდრეს თანდასწრებით ამ თემაზე საუბარი არ სურდა
_ნატუკა, გთხოვ მოიცადე _შეევედრა თეკო
_არ გეწყინოს უნდა წავიდე _ ნატუკა
_ მოიცა მეც გამოგყვები _ ჩანთა აიღო ნინიმ
_აუ, ორივე მტოვებთ?_ გაიბუსა თეკო
_დავბრუნდები ცოტა მოგვიანებით_ გაუღიმა ნინიმ
_მარტო წავალ, მარტო ყოფნა მინდა , გთხოვთ_ ნატუკა
_ხო კარგი, კარგი. შენ თუ რამე თქვი კაცი ვერ გადაგათქმევინებს სავარძელში ჩაეშვა ნინი
_ დროებით, კიდე გინახულებთ
ისე გავიდა სახლიდან ალექსანდრეს არც მისალმებია, არც არაფრად ჩაუგდია. მხოლოდ ერთხელ გახედა და იმ გამოხედვაშიც დიდი ზიზღი იგრძნობოდა.
_რა ჭირს ნატუკას? არ რა შარშია გახვეული? _დაინტერესდა ალექსანდრე
_ წამო მოგიყვები ..დღეს არ მუშაობ? _ გაუკვირდა გიგის
_მორიგეობის გადაცვლა მთხოვა ირინამ _იცრუა ალექსანდრემ, სინამდვილეში სწორედ მან სთხოვა ირინას მორიგეობის გადაცვლა, რადგან იცოდა რომ ნატუკაც იმ დღეს იყო მორიგე.
რომ გეკითხათ ალექსანდრესთვის ნანაობდა თუ არა იმას რომ ნატუკას აიძულა მასთან დაწოლა, გიპასუხებდათ რომ არ ნანობდა მასთან გატარებულ არცერთ წამს. სინანულით არ ნანობდა, უბრალოდ რცხვენოდა, სწორედ ამიტომ არიდებდა გოგოს თავს. მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა დალაპარაკებოდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა.
_მოგწონს ხომ ნატუკა _ გაუღიმა გიგიმ , ამ დროს თეკო და ნინიც დაბრუნდნენ ოთახში
_რაო, რა თქვი? _ თვალები გაუფართოვდა თეკოს _ ნატუკა მოგწონს? პრინციპში შეუზლებელია არ მოგეწონოს ნატუკა
_ ნატუკას ქერა ბიჭები არ მოწონს _ სხვათაშორის თქვა ნინიმ და ჩამოჯდა
_ ხოდა თმა გადავუღებოთ _ გადაიხარხარა გიგიმ_ მოიცა რა ჭირს ჩემს ძმაკაცს. ადექი ალექსანდრე _ ფეხზე წამოაყენა_ შეხედეთ, მაღალია და სპორტული აღნაგობის, მოცისფრო-მომწვანო თვალებით, სავსე ტუჩებით..უხ, ასეთ ტუჩებზე გოგოები ოცნებობენ. გარდა ამისა წარმატებული ექიმია და არაჩვეუებრივი ადამიანი
_შენ ისე დაახასიათე ალექსანდრე, მგონი შენ მოგწონს _გადაიხარხარა თეკომ
_ჩვენი ნატუკაც არაა ცუდი გოგო _ დაეღრიჭა ნინი
_ხო, მაგრამ ვაღიაროთ ყინულივით ცივია და ჯიუტი და მწარე ენაც აქვს _ გიგი
_აუუ უცებ ერთად წარმოგიდგინეთ _საუბარში ჩაერთო თეკო _ დიდი ალექსანდრე და პატარა ნატუკა _გადაიკისკისაა გოგომ
_ნატუკას როგორი ბიჭები მოწონს? _ თავი უხერხულად იგრზნო ალექსანდრემ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობასი ფეხზე იდგა და ვერ გაეგო დამჯდარიყო თუ არა
_რთული კითხვა დაგვისვი. შენ წარმოიდგინე და არ ვიცით, ყველაზე იძახის არ მომწონსო. მხოლოდ ის ვიცით რომ ქერა და ციფერთვალება ბიჭები არ მოსწონს_ თეკო
_ცუდია_ დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და უცებ გაახსენდა მიზეზი, თუ რატომ ესტუმრა გიგის_ ბავშვი არ უნდა მანახოთ?
_წამოდი _ბავშვის ოთახში შეუძღვა გიგი

.........................................
_ასე მალე დაბრუნდი შვილო? _გაუკვირდა ნატუკას მამას როცა გოგონა დაინახა
_ხო, სტუმრები მოუვიდნენ და წამოვედი _იცრუა ნატუკამ_ გიორგი სად არის?
_ვიღაც ბიჭებმა გამოუარეს და წავიდა. 10წუთის გასულია.. შვილო დაელაპრაკე? რა ჭირს? რაღაც არ მომწონს ამ ბოლო დროს
_კი, მამა ისეთი არაფერი _იცრუა ნატუკამ_ კარგი ახლა სააბაზანოში მოვალ და მერე ვივახშმოთ_ გაუღიმა მამას და ოთახში შესულმა ეგრევე გიორგის დაურეკე
_გიორგი სად ხაარ? _ განერვიულებული და შეშინებული ხმით იკითხა ნატუკამ
_ დაგირეკავ _ გიორგი
_ გიო, არ გათიშო. ვნერვიულობ, მითხარი სად ხარ! ცოტას კიდევ დაგაცდიან? მე განცხადება უკვე დავდე ინტერნეტში ბინის თაობაზე და ჯერ არავინ დაკავშირებია
_ დაგირეკავ_ ყურმილი გაუთიშა ძმამ
გოგონამ ტელეფონი საწოლზე დაახეთქა და ჩაიკეცა. უძლურებისგან და სასოწარკვეთილებისგან ქვითინი აუვარდა. ბალიშში თავი ჩარგო და მთელი ხმით დაიყვირა
.“ამასაც გავუძლებ!“_უმეორებდა საკუთარ თავს. მერე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. იქიდან გამოსულს გიორგიც სახლში დახვდა.
_გაცლიან?_ გადაუჩურჩულა ძმას ისე რომ მამამის არ გაეგო
_ მხოლოდ 5 დღე დამიმატეს _თავი ჩაღუნა გიორგი
_ხვალ სახლიდან არ გახვიდე, ვნერვიულობ...რამეს მოვიფიქრებთ! გადავიხდით მაგ ვალს! _მტკიცედ წარმოთქვა გოგომ და მერე მამას მიუბრუნდა მშვიდი სახით_ ვივახშმოთ


მომხევდნო დღეს ნატუკა აფორიაქებული იყოს. სამსახურში ადგილს ვერ პოულობდა და ყოველ საათში გიორგის ურეკავდა და ამოწმებდა მართლა სახლში იყო თუ არა. საღამოს ბინის პოტენციურმა მყიდველებმა დაურეკეს და ბინის ნახვა სთხოვეს. გოგონას იმედი მიეცა.
„ღმერთო, ნეტავ ესენი იყიდიდენ ამ ბინას. გთხოვ ღმერთო!“ ევედრებოდა უფალს. მთელი დღე ამ ფიქრში გაატარა. 9 საათი სრულდებოდა, როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ნატუკას არც კი დაუხედავს ნომრისთვის, ეგრევე უპასუხა შეშინებულმა ცუდი ამბის მომლოდინემ
_გისმენთ _ნატუკა
_ვნახეთ თქვენი ბინა, მოგვეწონა მაგრამ 20 000$ ძვირია_ გაისმა უცნობის ხმა_მე მხოლოდ 15 000$ ის შემოთავაზება შემიძლია
_თუ დაგთანხმდებით, თანხას ხელზე მომცემთ _ ნატუკა
_როგორც კი ბინას გადავიფორმებ თანხას მოგცემთ _უცნობი
_ მე ხვალვე შემიძლია ჩამოსვლა და სახლის გადმოფორმება. მაგრამ თუ შესაზლებელია რომ ერთი თვე დავაცადოთ იქ მცხოვრებ ხალხს, სანამ ახალ სახლს მოძებნიან_ნატუკა
_კი შემიძლია დავაცადო, მაგრამ მე ხვალ ქალაქიდან გავდივარ და იქნებ ზეგ გადავდოთ ეგ საქმე. თან თანხა ხვალ არ მექნება_უცნობი
_კარგით, მაშინ ზეგ იყოს. ამ ნომერზე დაგიკავშირდებით_ დამშვიდდა ნატუკა
_მაშინ დროებით_ გაისმა იუცნობის ხმა და ყურმილიც გათიშა.
_მადლობა ღმერთო_ამოილაპარაკა ნატუკამ _მაგრამ ახლა 5000$ უნდა ვიშოვო. დაახლოებით 1000$ მაქვს დანაზოგი გადანახული. 3000$ ბანკიდან გამოვიტან ხვალვე, იქნებ წინასწარ ხელფასიც მომცენ იმ 1000 დოლარის. ალექსანდრეს თხოვ, იქნებ უარი არ მითხრას.
სკამიდან წამოდგა გოგონა. არ უნდოდა ალექსანდრესთვის რამე ეთხოვა, მიტუმეტეს ხელფასი წინასწარ, რაც მის დარჩენას ნიშნავდა სამსახურში, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. საერთოდ არ ახსოვდა სიამაყე. ახლა სასწორზე მისი ძმის სიცოცხლე იდო.
„გიოს დავურეკავ“ _ გაახსენდა ძმა და სასწრაფოდ ნომერი აკრიბა
_სახლში ვარ ნატუკა _ გაისხმა გიორგის ხმა
_გიო ფული ვიშოვე _ახარა ნატუკამ_ მაგრამ იმათ არაფერი უთხრა სანამ თახა ხელში არ მექნება, ახლა მშვიდად დაიძინე. დანარჩენზე ხვალ დავილაპარაკოთ_ყურმილი გათიშა ნატუკამ და ალექანდრეს კაბინეტისკენ აიღო გეზი, მაგრამ იქ არ დახვდა. „ ალბათ შემოვლაზეა, მოგვიანებით მოვალ“ .
12 საათი სრულდებოდა ალექსანდრეს კაბინეტთან რომ მივიდა, კარზე დააკაკუნა.
_შემოდით_რამდენიმე წუთის შემდეგ გაისმა ალექსანდრეს ხმა
ნატუკამ ოთახის კარი შეაღო და სავარძელში მჯდარი ალექსანდრე დაინახა, რომელსაც პიჯაკი ჰქონდა შემოფარებული და უჯრა სწრაფი მოძრაობით დახურა
_ნატუკა, არ ველოდი შენს აქ ნახვას_ გაუკვირდა ალექსანდრეს. _შენი შემცვლელი ჯერ არ გვიპოვნია
_შეიძლება დაგელაპარაკოთ _მთელი ძალა მოიკრიბა ნატუკამ
_ახლა? _ გაუკვირდა ალექსანდრეს
_დიახ ახლა_ ნატუკა
_კარგი, ოღონდ სწრაფად._ სახე დაემაჭა ალექსანდრეს
გოგონას ყურადღება არ მიუქცევია
_ მინდა 2 თვის ხელფასი წინასწარ გავიტანო , თუ შესაძლებელია _ ღრმად ამოისუნთქა ნატუკამ
_ ანუ აღარ მიდიხარ? _ დაინტერესდა ალექსანდრე და მძიმედ ამოისუნთქა
_ 2 თვის მერე წავალ _ ხმა გაიმკაცრა ნატუკამ
_რამე პრობლემა გაქვს? _ ალექსანდრეს
_არა! თქვენი საქმე არ არის.თქვენ უბრალოდ მითხარი კი თუ არა! _ნატუკა
_კარგი ,ხვალ მიდი ბუღალტერიაში და მოგცემენ _ ოფლმა დაასხნა ალექსანდრეს და ხელი ინსტიქტურად მარცხენა მკლავზე წაიტანა
ნატუკა კარებისკენ დაიძრა, მერე შემობრუნდა მადლობის თქმა უნდოდა. ამ დროს ალექსანდრემ მკლავიდან ხელი მოიშორა
_მკლავზე რა გჭირს?სისხლი მოგდის? _ ინსტიქტურად იკითხა ნატუკამ
_არაფერი , გადი! _ ისევ ხელი აიფარა მეორე მაკლავზე და ნატუკას გასვლა უბრძანა
_დაჭრილი ხარ? _ ყურადღება არ მიაქცია ალექსანდრეს, რომელსაც უკვე ტკივილისგან სახე სულ დამანჭვოდა
_არა! გადი!_ ალექსანდრე
გოგონამ არც ახლა მიაქცია მის სიტყვებს ყურადღება და მიუახლოვდა იმის დასადასტურებლად რომ მართლა დაჭრილი იყო
_ სისხლია! დაჭრილი ხარ_ თვალი თვალში გაუყარა
_ჩუმად, ნუ ყვირი _ ალექსანდრე_ პიჯაკი მოისხნა ალექსანდრემ. პერანგი სულ სისხლიანი ქონდა.
_დახმრება გჭირდება, ვინმეს დავუძახებ_ ნატუკა
_არა, არავის უთხრა! თუ გინდა შენ დამეხმარე, თუ არადა გადი _ალექსანდრე
_მე? შენ? რომ კვდებოდე და ჩემი მოწოდებული წყალი გარჩენდეს, გადავახამ იმ წყალს! _ კარებისკენ დაიძრა ნატუკა
_მაშინ გადი_გული ეტკინა ალექსანდრეს, მაგრამ დამსახურებულად მიიღო ეს სიტყვები
_არ შემიძლია, ასე ვერ დაგტოვებ მიუხედავად ყველაფრისა_ ოთახში შემობრუნდა ნატუკა
_მიდი მანახე რა გჭირს სანამ გადავიფიქრე_ ნატუკა
ალექსანდრემ პერანგი შეიხნა და ფრთხილად შეეცადა მის გახდას, მაგრამ ნატუკამ სწრაფად გამოქაჩა სახელურს
_მეტკინა, მთელს ჯავრს დღეს ნუ იყრი ჩემზე. _ალექსანდრე
ნატუკამ ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს
_ვაიმე, ღრმა ჭრილობაა, თან ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული_შეიცხადა ნატუკამ
_ ტყვია უნდა ამოიღო, მაგრამ მანამდე უნდა გამიყუჩო ლოკალურად.უჯრა გამოაღე, მანდ ყველაფერია_ მძიმედ წარმოთქვა ალექსანდრემ
_უნდა გავკერო? _შეიცხადა ნატუკამ
_კი, მე ვერ შევძლებ _ალექსანდრე
_არასდროს გამიკერავს და საეროდ დავუძახებ ექთანს მაინც. მე ბიოლოგი ვარ, ექიმი კი არა. _ნატუკა
_არა! მაშინ არ გამიკერო_ ხმა გაიმკაცრა ალექსანდრემ
გოგონამ ტკივილგამაყუჩებელი ნემსები გაუკეთა მკლავზე ალექსანდრეს.როცა ალექსანდრემ მისი შეხება იგრძნო ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და წამით სულ დაავიწყდა ტკივილი. ამასობაში ნატუკა ტყვიის ამოღებას შეუდგა.
_ ვაიმე, ცხოვრებაში ამას პირველად და უკანასკნელად ვაკეთებ_ღრმად ჩაისუნთქა ნატუკამ და თვალები დახუჭა
_თვალებს ნუ ხუჭავ, მეტკინება_ ალექსანდრე
_არ მეგონა მხეცებსაც თუ ტკიოდათ_ სიტყვა გადაუკრა ნატუკამ
_მხეცებსაც ტკივათ, მხეცებსიც გრძნობენ, ნანობენ და უყვართ _ალექსანდრე

_ახლა ჭრილობა უნდა გაასუფთავო და მერე გაკერო _ ალექსანდრე
_ვიცი, მაცადე და ნუ ლაპარაკობ _ დატუქსა ნატუკამ_ როგორ უნდა გავკერო? ჩეულებრივად? _ნატუკა
_ გასწავლი, შენ ჯერ გაასუფთავე, ოღონდ მალე..სისხლი შემოწმინდე_ შიგა და შიგ რჩევებს აძლევდა ალექსანდრე. გოგონაც ზუსტად ისე აკეთებდა , როგორც მამაკაცი ეუბნებოდა. როგორც იქნა მორჩა გაკერვას და გადახვევა დაიწყო.
ახლა დააკვირდა ალექსანდრეს სხეულს. ნავარჯიშევი ტანი ქონდა, მსხვილი მლავებით. სასიამოვნო სუნამოს სურნელი ასდიოდა. „შანელია“_ გაიფიქრა ნატუკამ.
_ესეც ასე, შევახვიე _ ნივთების ალაგებას შეუდგა ნატუკა _ კი მაგრამ რა მოხდა?
_რაც ნაკლები გეცოდინება მით უკეთესი_ცხვირზე ხელი მოუთათუნა ალექსანდრემ
გოგონას არ მოეწონა მამაკაცის ქცევა და მრისხანედ გახედა. ალექსანდრემაც უხერხულად გასწია ხელი.
_ნატუკა მაპატიე _ცოტა ხნის დუმილის შემდეგ წარმოთქვა ალექსადნრემ
_არასდროს!_ კარი გაიჯახუნა ნატუკამ



№1 სტუმარი nino

dzaan kaia ^_^

 


№2  offline წევრი kora

მიუხედავად ყვლაფრისა მაინც მომწონს ალექსანდრე და იმედია ნატუკა ოდესმე აპატიებს
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი isterichka123

წოწო მაგარიA ასდე გაგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent