გამოცდა (თავი #)
მაშოს უფრო მჭიდროდ ვიკრავ გულში და ანნას გვერდით ვთავსდები დაწნულ დივანზე, თან მისტერ ირონიის მოძალებულ ცნობისმოყვარეობას ვაკმაყოფილებ და მის კითხვებს ვპასუხობ. ჯერ საცხოვრებელი ადგილიოთ დაიწყო, განათლებას მიწვდა, სამუშაოზე გადავიდა და ბოლოს ჩემი მეუღლითაც დაინტერესდა. მეც მოკლე პასუხებით ვიფარგლებოდი და ჩემი პასუხებით კიდევ უფრო მეტ კითხვას ვუჩენდი. ამ დროს ჩემი ტელეფონიც აზუზუნდა, ცოლ-ქმარს ბოდიში მოვუხადე და ტელეფონს დავხედე. სიამოვნებისგან ტანში გამცრა როცა ჩემი და გიოს სურათი დავინახე ეკრანზე. სახეგაბადრულმა გადავუსვი ეკრანს თითი და ყურთან მივიტანე. ჩემს ემოციებზე მეზობლების რეაქციამაც არ დააყოვნა. ანნამ მაცდურად თვალი ჩამიკრა და წარბები აათამაშა, ნიკოლოზმა კი ინტერესით აღსავსე სახით შემომხედა, სავარძელში უფრო კომფორტულად მოეწყო და გაიყურსა. თავხედი! აშკარაა მოსმენას აპირებს. მეც არ დავაყოვნე მისი იმედების გაცრუება, ჩქარი ნაბიჯებით გავშორდი და გზის მეორე მხარეს ხეივანს შევაფარე თავი. -ხო გიო- ვუპასუხე ხალისით. -როგორ ხართ?- მშვიდად მკითხა. -არაგვიშავს. დაღლილები, ბედნიერები და უკვე მოშიებულებიც- არ ვიცვლი ხალისიან ტონს და ისე ვპასუხობ. -სად ხართ? ახლა ხომ ვახშმობის დროა?- მეკითხება ინტერესით. მეც ვუყვები გაღიმებული დღე როგორ გავატარეთ პარკში, რამდენი ვირბინეთ და ახლა ხეივანში ვისვენებთ. მაგრამ საატს დავყურებ და სავახშმოდ მათეს ვეძახი. -მოგწონს სიტუაცია?- მეკითხება დინჯად. -კიი ძალიან ლამაზია აქაურობა- ვპასუხობ გაკრეჭილი და ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ. ბოლოს იმდენს ვლაპარაკობ რომ ყბა მტკივდება. -გაიცანი სასტუმროს მაცხოვრებლები?- უცებ თემას ცვლის და დაბოხებული ხმით მეკითხება. -კი სადილობისას გავიცანი რამოდენიმე ქალი, ერთიც ცვენს სარტულზე მცხოვრები ოჯახი. მათი შვილი მათეს ტოლია და ახლაც ერთად დარბიან. ნუ დაახლოვებით ყველაფერს ვუყვები და ცოტას ვწყნარდები. ეტყობა გიორგიც ინტერესს იკმაყოფილებს, მშრალად მემშვიდობება და მაფრთხილებს ღამე გარეთ არ გავიდეთ. მერე კი მპირდება რომ დაძინებამდე დამირეკავს, თუ მას არ ჩაეძინა. მე თბილი სიტყვებით ვემშვიდობები, მისგან კი „კარგი, კარგადს“ მეტი არაფერი მესმის. კარგი რა გიო, სანამდე უნდა იყო გაბუტული? მაყურებლის გამო გულის წყვეტას არ ვიმჩნევ, მათთკენ მივდივარ ჯერ კიდევ შემორჩენილი ბედნიერი ღიმილით და სავახშმოდ ასვლას ვთავაზობ. ორივე დგება და დიმიტრის ეძახის. მეც მატეს ვუყურებ, რომელიც ჩემსკენ გაბადრული სახით მორბის. ხელს ვჭიდებ, მაშოს გულში ვიკრავ და ცოლ-ქმრისკენ ვბრუნდები. ამ დროს კი ვაფიქსირებ მისტერ ირონია როგორ ურცხვად მათვალიერებს ჯერ მე და მერე მის მეუღლეს. ხან ტანზე გვაკვირდება, ხან სახეზე და ხანაც თმებზე. გაოცებისგან როგორ სახეს ვღებულობ ვერ აღგიწერთ. ის კი ჯიუტად არ იმცნევს ჩემს არშფოთებას და დაკვირვებას აგრძელებს. გაოგნებული თავს ვაქნევ, ნაბიჯს ვდგამ და უკანმოუხედავად შევდივარ სასტუმროში. რა ჯანდაბა უნდა ვერ ვხვდები. ჩემსა და ანნას შორის რომ დიდი განსხვავებაა ეს მე უკვე ერთი საათია რაც განვიხილე ჩემს გონებაში. მაგრამ ამის ასე აშკარა ხაზგასმა რა საჭიროა ვერ ვხვდები. როგორ გიტხრათ ჩვენი შედარებაც არ შეიძლება. ცა და მიწასავით ვართ. სირცხვილია, ბოლო ბოლო ანნა ქერაა, რუსებისთვის არადამახასიათებლად გამხდარი, ცისფერთვალება, წიტელტუჩება, მაღალი და საოცრად გრძელი, აბრეშუმივით პრიალა სწორი თმებით. მე კი მეორე უკიდურესობა ვარ ანნასთან შედარებით. შავგვრემანი, უშავესი თმებით, როგორც მოგახსენეთ კარგად სავსე და ფუმფულა, ქარვისფერი თვალებით, ვარდიფერი ტუჩებით (რომელიც მამაცემს მიგავს და მგონი მთელი სახის ნახევარს იკავებს), საშუალო სიმაღლის და დაუმორჩილებელი ხვეული თმებით მხრებს ოდნავ ქვემოთ. გეუბნებით თეთრი და შავი ვართ და ახლა ისევ რომ ვადარებ ჩვენს თავს, საოცრად მრცხვენია. თან ქართველი და რუსი, ჰა ჰა ჰა იდიოტი მისტერ ირონია. გამიჩინა საფიქრალი. ნავახშმევს ნომერში ავდივართ. ზღაპრებს ვკითხულობთ. მერე ტკბილეულით ვსუსნაობთ და უკვე კარგად დაქანცულ ბავშვებს საძილედ ვამზადებ. საბავშვო ორსართულიან საწოლზე ვაწვენ და მულთფილმებს ვურთავ. ისინიც ყიჟინით ხვდებიან ბრაზიან ჩიტებს და კომფორტულად ეწყობიან საწოლებში. მეც თავს დასვენების უფლებას ვაძლევ, პლედს და მობილურს ვიღებ და აივანზე გავდივარ. აივანი ისე კომფორტულადაა მოწყობილი რომ, არა ღამის სიგრილე აქვე ჩამეძინებოდა. პლედს უკეთესად ვიხვევ, კომფორტულად ვეწყობი და გიორგისთან მესიჯს ვაგზავნი. -„რა გჭირს გიო?“ -„არაფერი, მოვიწყინე უთქვენოთ და თან დავიღალე ამ საგიჟეთში“- მპასუხობს მაშინვე. -„მეც მომენატრე. უშენოდ ძალიან მარტო ვგრძნობ თავს. კომპლექსებიც ამკიდე რაა“- ვუგზავნი მესიჯს და თან ღიმილიან სმაილებსაც ვამატებ.ისიც ღიმილიან სმაილებს მიგზავნის, თბილად მემშვიდობება და ტკბილ ძილს მისურვებს. მისი გაგება ხანდახან ძალიან მიჭირს. მეც გაბრაზებული ვარ მასზე, მაგრამ ჩემი მხრიდან მაინც ვცდილობ ურთიერთობის დათბობას და ძველ კალაპოტში დაბრუნებას. ის კი თითქოს თავს მარიდებს. რომ არ მიმეწერა მთელ ღამეს გავატარებდი ფიქრში და დარდში. ამ აზრებით დამძიმებული თვალს გარემოს ვავლებ და სასტუმროს მკრთალ განათებაში ხეებს ვაკვირდები. ღრმად ვისუნტქავ სუფთა ჰაერს და შიგადაშიგ ბავშვებსაც ვაყურადებ. ოტახიდან გამომავალ მხიარულ ხმებზე კი გულიანად ვხითხითებ. ამ დროს ცემი მეზობლის-მეზობლის კარი იღება და იქედან თეთრ უმკლაო მაისურსა და მოკლე შორტებში გამოწყობილი ნიკა გამოდის. მოიცა ეს შორტია თუ შიდა საცვალი? ღმერთო ასეთ საცვლებს ჩემი გიოც იცვამს. რა უბედურებაა, ვითომ არ ახსოვს რომ ეს აივანი საერთოა? ვითომ არ დამინახავს თავს სხვა მხარეს ვაბრუნებ და ნაუშნიკებს ვიკეტებ. ცალი თვალით ვხედავ რომ გახდილი ირონია ოთახში ბრუნდება და ამაზე შვებით ვისუნთქავ ჰაერს. მე შემრცხვა და იმედია მასაც. აწი მაინც დავისვენებ მისგან და მისი გამოხტომებისგან. არჩევანს Sam Smith – I am not the only one ზე ვაჩერებ და სიმღერის შესაბამისად ჩემზე და გიოზე ვაგრძელებ ფიქრს. ჩვენს შორის არსებულ გაურკვევლობის გახსენებაზე მაშინვე თვალებზე ცრემლი მადგება. ვდგები, ოთახში შევდივარ. დაძინებულ ბავშვებს საბნებს ვუსწორებ და ტელევიზორს ვრთავ. საათი ცხრას მიჩვენებს. მეც შუქებს ვაქრობ ოტახსა და აივანზე და ისევ ჩემს ვივანს ვუბრუნდები. პლედში ვეხვევი, სიმღერას უკან ვაბრუნებ და თავს ტირილის უფლებას ვაძლევ. ახლა ძალიან მჭირდება ემოციებისგან დაცლა. მოულოდნელად რარაც მაღალი მადგება თავზე, მარჯვენა ნაუშნიკს მაცლის ყურიდან, ჩემს გვერდით ეხეთქება დივანზე და მთელს ზურგზე მეკვრის ტანით. გაშლილი თმები ხელს მიშლის დავინახო ჩემი გულის გამხეთქი, ამიტომ ტანით ნახევრად ვბრუნდები, სასმლის სუნს შევისუნთქავ და შეშინებულ-გაოცებული სახიტ ვაცერდები ცემი სიმყუდროვის დამრთღვევს. ისოვ ირონიულ მზერას ვაწყდები მხიარულ და თვიტკმაყოფილ ღიმილთან ერთად. ღმერთო რა დაგიშავე?! მაგრამ სახე მაშინვე ეცვლება როგორც კი ჩემს აცრემლებულ თვალებს ხედავს. მაშინვე გვერდით იწევა და მშორდება. მე წარბებს ვკრავ და ნაუშნიკის დასაბრუნებლად ხელს ვიწვდენ. ის კი ხელით მოცდას მანიშნებს, ყურსასმენს იკეთებს და სიმრერას უსმენს. მერე ტელეფონს წვდება და შემდეგ სიმღერაზე გადადის. იქ Zayn – Pillowtalks ს გაკივის, კიდევ აწვება და Lana Del Rey თავისი სულში ჩამწვდომი ხმით დიდი გეთსბის კარდების მიღვიძებს გონებაში. -რა გჭირს ტო შენ? - მეკითხება გაოცებული და თვალებში მიყურებს.- რა დეპრესიულ სიმღერებს უსმენ? ან ეს ცრემლები რას მივაწეროთ? ამ სირობების გამო ტირი? ენა პირში მივარდება. არ მესმის რა აწუხებს ან ასეთი დაძაბული რატო მიყურებს. რა მაგის საქმეა მე როდის რას მოვუსმენ. არაფერს ვპასუხობ და შუბლშეკრული დაჟინებით ვუტრიალებ ხელს წინ რომ ყურსასმენი დამიბრუნოს.თქვენც არ მომიკვდეთ. უკვე ვატყობ რომ ცოტაც და ვიფეთქებ და არც ვმალავ ამას. იკ კი გამომწვევად მაჩერდება თვალებში და მოურიდებლად მახლის პირში. -ამოსაფრქვევად გამზადებულ ვულკანს გავხარ იცი? რომ მოდიხარ თითქოს ცეცხლი მოგაქვს თან. ისეთი ქალი ხარ რომც არ გინდოდეს მაიც რომ აფიქრებინებ და გააღიზიანებ კაცს. თუ შეამჩნიე მთელი სასტუმროს ახალგაზრდობა როგორ გიყურებს? შენ კიდევ დამჯდარხარ აქ და დეპრესიულობ. შენისთანა ქალი JLO ზე და Beyonce ზე ნაკლებს არ ნდა უსმენდეს გაიგე?- აშკარად დამცინის და ჩემს გაოგნებილ სახეზე სიცილი უტყდება. ენას პირში ძლივს ვაბრუნებ და ძლივს ვიაზრებ რომ ასეთი ვულგარული კომპლიმენტი არავის არასდროს არ უთქვამს ცემთვის.-აშკარაა ვიღაცაში გეშლებით, თორემ ასე თავხედურად საუბარს ნამდვილად არ დამიწყებდით- ვპასუხობ გაბოროტებული და „თ“ ებს ხაზს ვუსვამ. გაცეცხლებული ვდგები ფეხზე და ხელიდან ყურსასმენს ვგლეჯ. კარებთან მისულს კი ხელით მიჭერს და მაჩერებს. მე ხელს ვაშვებინებ და სიბნელეში ძლივს ვარჩევ მის დამშვიდებულ სახეს. -მოიცა, მოიცა.- მეუბნება ის- არავისში არ მეშლები და არც არაფერი მითქვამს საწყენად. შეურაცხყოფა არც კი მიფიქრია, პირიქით. მე ყოველთვის რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ. რომ იცოდე ექიმი ვარ, ფსიქოლოგიც, ფსიქიატრიც და კიდევ რაღაც პროფესიას ასახელებს რომელიც აღარ მესმის. ამიტომ მიჩვეული ვარ ყველაფრის შეულამაზებლად პირში თქმას.- აგრძელებს ის.- თან ადამიანებსაც ადვილად ვკითხულობ. აი შენ კი ძალიან კარგად ინიღბები და ვერაფერს გიგებ. იდიოტი! ნეტა იცოდეს მასზე რასაც ვფიქრობ ყოველთვის შეულამაზებლად რომ მაწერია სახეზე. -ბლოკნოტი და კალამი თან გაქვს?- ვეკითხები დიდი ინტერესით. -არა, რატო მეკითხები?- იკვირვებს ის. -რაღაც არ მახსენდება შენთან სეანსზე ჩავწერილიყავი და იქნებ შენ გადაგემოწმებინა?- ვპასუხობ ირონიულად და გერდის ავლას ვცდილობ. ის ისევ მიჭერს ხელით და ახლა უკვე მეორე ხელსაც მადებს მტევანზე, ძალით მაბრუნებს და პირში მახლის. -იცი რა ლამაზი ხარ? აუტანლად ლამაზი და ვნებიანი. მაგნიტივით მიზიდავ- ხელს ადუნებს და ჩემი სახისკენ იხრება. მეც თავისუფალი ხელებით ვაკავებ, მისგან თავს ვინთავისუფლებ და ოთახში შევდივარ. მინებიანი კარიდან ვანიშნებ რომ ვერ არის და გააფრინა. ის თავჩაღუნული წარბებს ქვემოდან შემომყურებს და გიჟივით წყდება ადგილს თავისი ნომრის მიმართულებით. ამაზე შვებით ვოხრავ და ჩემს თავს პირობას ვართმევ რომ აწი თუ გავალ აივანზე მხოლოდ დაბნელებამდე. ან საერთოდ არ გავალ. უფფ, ამას ქვია დასვენება? ნეტა დილითვე ჩამოვიდეს დედაჩემი, ხმამაღლა ოცნებას ვიწყებ და თავის დამშვიდებას ცდილობ. ცხელი წყალი მთენთავს და საძილე განწყობას მიქმნის. მეც მოცელილივით ვეხეთქები ჩემს საწოლს და მხოლოდ მაშინ ვიხსენებ რომ იმ იდიოტს სასმლის სუნი უდიოდა. მის გამოხტომასაც სიმთვრალეს ვაწერ და უფრო დამშვიდებული ღამის თორმეტ საათზე ვიძინებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.