შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [1]


18-05-2016, 23:15
ავტორი N7
ნანახია 3 775

1
უნივერსიტეტიდან გამოვიდა თუ არა, წვიმამ დაიწყო. საშინელი ამინდი მთელი დღე ჰპირდებოდა ქალაქს ამ დასასრულს, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, ასე მალე თუ დაიწყებდა ტირილს. ღმერთო, საშინლად არ უყვარდა წვიმა და ახლა დაიწყო მაინც და მაინც, მის ბედზე. მანქანა ორი დღის წინ გაუფუჭდა და ჯერაც ხელოსანთან ჰქონდა ჩაბარებული, რომელიც მგონი კი არ აკეთებდა მის ჯიპს, არამედ გააკეთა უკვე და თავისუფალ დროს სიამოვნებით დასეირნობდა ქალაქის ხმაურიან ქუჩებში. კიბის უმაღლეს საფეხურზე გადაწყვიტა უკან შებრუნება უნივერსიტეტში. ჩანთა თავისკენ წაიღო და, სანამ ჩანთა ქოლგის როლს ასრულებდა, მანამ მიირბინა უნივერსიტეტის ფასადთან, რომლის გადახურვაც იმდენად წინ იყო წამოსული, რომ თავისუფლად აკავებდა წვიმის წვეთებს. სულ აინტერესებდა, რატომ იყო ასე უაზროდ გაკეთებული ეს გადახურვა, ახლა კი მადლობები შეუთვალა მის გამკეთებელს. სანამ წვიმისგან დაცული იყო, მანამ მოჩხრიკა მოლურჯო ჩანთაში უფუნქციოდ ჩაგდებული ტელეფონი. იმედი დაიტოვა, რომ მისი რომელიმე მეგობარი გამოიჩენდა გულისხმიერებას და ამ თავსხმისგან დაიხსნიდა. ნომერი აკრიფა და ტელეფონი ყურთან მიტანა. რამდენჯერმე გავიდა და გაითიშა. გაბრაზებული დააშტერდა გაშავებულ ეკრანს, რომელიც კარგს არაფერს ამბობდა. „ჯანდაბა, დაჯდა...“ – ამოიჩურჩულა გაბრაზებულმა და უნივერსიტეტის გადახურულ ფასადთან წამოიწყო ნერვიული მოძრაობა. დიდხანს ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, მაგრამ ვერაფრით მიხვდა. გადამღლელი დღე ჰქონდა და გონება გათიშვოდა. ყველაფერს კი ეს ამინდი ართულებდა... მისკენ მომავალი ბიჭი შენიშნა, მაღალი, რომელსაც კაპიუშონი წამოეფარებინა თავზე. ანაზდად გონება გაუნათდა. ახლა უკვე იცოდა, რას გააკეთებდა. მოუახლოვდა ბიჭი და ის იყო უნდა ჩაევლო, რომ წამოიძახა:
– უკაცრავად!
ბიჭი გაჩერდა და ნელა გამოხედა, თითქოს იმაში დარწმუნებას ცდილობდა, ნამდვილად მას ეძახდნენ თუ არა.
– მე მითხარით რამე?
მხოლოდ ტუჩებს ამჩნევდა თიკა დიდი კაპიუშონის ქვეშ. საშინლად დიდი და წითელი ტუჩები უჩანდა ბიჭს. ყველა მხრიდან ჩამოვარდნილი წვეთი მის სახეზეც აჩენდა კვალს და მის ბაგეებსაც მადიანად ეცემოდა, შემდეგ კი ქვემოთ უყვებოდა.
– დიახ, თქვენ, – ნერვიულობისგან ტუჩი მოიკვნიტა. – ტელეფონი თუ გაქვთ, რომ დამარეკინოთ?!
თვითონაც ვერ მიხვდა, რა დაემართა, ასე რატომ დაიბნა. ალბათ, წითელი ტუჩების გამო და მამაკაცის იდუმალი აღნაგობის. არაფერი განსაკუთრებული, არადა. უბრალოდ, კაპიშონი ხდიდა მას ასეთ იდუმალსა და განსაკუთრებულს, გამბედავ გოგოსაც რომ აბნევდა.
– კი, მაქვს, – თქვა, რამდენიმე წამით შეყოყმანდა, თითქოს დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდაო, შემდეგ კი გვერდზე ამოუდგა თიკას. კაპიუშონი უკან გადაიგდო და სახე გამოაჩინა, თუმც არც ისე დიდი ხნით... თავი ჩაღუნა და ჯიბეების ჩხრეკას შეუდგა.
„არამარტო ტუჩები, თვალებიც როგორი აქვს...“ – გაიფიქრა თიკამ და სასწრაფოდ გაიქნია თავი, ფიქრების გასაფანტად.
– აიღე, – გაუწოდა ტელეფონი ისე, რომ არც კი შეუხედავს.
ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ხელები სპორტული ქურთუკის ჯიბეებში მიმალა. ტელეფონზე თითების კანკალით აკრიფა ერთადერთი ნომერი, რომელიც ახსოვდა.
– მარიამ, თიკა ვარ... – უთხრა მაშინვე, როგორც უპასუხა. – მისმინე, მანქანა გამიფუჭდა და უნივერსიტეტის წინ ვდგავარ ამ თავსხმაში. შეგიძლია გამომიარო? – სანამ ლაპარაკობდა, მამაკაცის პროფილს მიშტერებოდა. ისე უხდებოდა წითელ ტუჩებს სიგარეტი, პირველად მოეწონა და გაუხარდა, ვიღაც რომ ეწეოდა. – აუ, კარგი... – ამოიოხრა, ტელეფონი ჩამოიღო და გათიშა.
ბიჭმა გამოხედა. „მორჩი?“ ეწერა სახეზე.
– ორი წამით, კიდევ დავრეკავ რა... – შეეხვეწა.
– საით მიდიხარ? – სწრაფად დაუსვა შეკითხვა ისე, რომ სიგარეტი ტუჩებიდან არ მოუშორებია.
– საბურთალოზე.
– წამოდი, გაგაყოლებ, – უთხრა სწრაფად და ტელეფონის ასაღებად ხელი გაუწოდა.
სწრაფად დაუბრუნა თიკამ კუთვნილი ნივთი ბიჭს, მაგრამ წამით ვერ გადაწყვიტა, გაჰყოლოდა თუ არა. ზოგადად, ადამიანებს ძალიან ადვილად ენდობოდა, მაგრამ ამ ბიჭისთვის ვერ გაეგო. ზედმეტად იდუმალი რომ იყო, ალბათ, მაგიტომ.
– მოდიხარ? – მისკენ ისე მოაბრუნა თავი ბიჭმა, თითქოს ან თიკა დაინახავდა, ან თვითონ შეხედავდა.
– კი, – სწრაფად ამოილაპარაკა და წვიმაში გავიდა.
სწრაფად მიდიოდა მაღალი ბიჭი და ლამის სირბილით მიჰყვებოდა მასზე ერთნახევარი თავით დაბალი თიკა. გულში ლოცულობდა, რომ ეს მეტად სიმპათიური ბიჭი მანიაკი არ ყოფილიყო. პრინციპში, რატომაც არა... ისეთი სიმპათიური იყო, მის ბავშვზე არავინ იტყოდა უარს, მაგრამ თიკა სხვა ტიპის იყო. არასდროს გამოსდიოდა მამაკაცებთან ფლირტი, მითუმეტეს კი სიმპათიურ და უჭკუო მამაკაცებთან. ერჩია ულამაზო და ჭკვიანი ყოფილიყო, მაგრამ არა პირიქით. არავითარ შემთხვევაში... ასეთ ქმარს კი არა, მამასაც ვერ აიტანდა სახლში. მუდამ გიჟდებოდა ინტელექტუალ ხალხზე. თუმცა პირველი ეფექტი იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ტიპიურ თბილისელებთან – ბიჭმა ჭკუა გამოიჩინა.
კარი გაუღო და დაჯექიო – ანიშნა. ჩაჯდა.
შავი, დიდი ჯიპი იყო, ისეთი, როგორიც თიკას ჰყავდა. ზუსტად ისეთი... რეინჯ როვერი. მხოლოდ სალონი განსხვავდებოდა. თიკას მანქანას თეთრი ფერის სალონი ჰქონდა, ხოლო ბიჭისას ისეთივე შავი, როგორიც გარედან იყო. კიდევ ერთი საერთო ის იყო, რომ ეს ბიჭიც ზუსტად ისევე უვლიდა მანქანას, როგორც თიკა. ყოველშემთხვევაში, ასე ჩანდა.
ჩაჯდომისთანავე ცხვირში მოუღიტინა შანელის სასიამოვნო სურნელმა თიკას. რამდენიმე წამით ფიქრობდა, რომ იყიდიდა ნაცნობ სუნამოს და მხოლოდ მანქანის სალონში შეასხურებდა ხოლმე, მაგრამ სწრაფად გაეფანტა ეს ფიქრები.
მანქანას შემოუარა ბიჭმა და საჭესთან დაჯდომისთანავე კაპიშონი გადაიწია. ისევ გამოუჩნდა მშვენიერი პროფილი: ოდნავ კეხიანი ცხვირი, დიდი, წითელი და წარმოუდგენლად ნაცრისფერი თვალები. თიკას შეაჟრჟოლა. ერთი სიამოვნება იყო მისი პროფილის ყურება, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. თავმოყვარეობა არ აძლევდა მეტის უფლებას.
მანქანა დაძრა. სწორედ ისეთი სიჩქარით წავიდა, როგორიც თიკას უყვარდა. არც რისკობრივად სწრაფად, არც მოსაწყენად ნელა. რამდენიმე წამის განმავლობაში მანქანაში გაუჩერებლად მოსაწყენი ატმოსფერო იდგა. როგორც ჩანს, ბიჭსაც მობეზრდა და მაგნიტოფონი ჩართო. დაბალ ხმაზე წამოიწყო ემიმ სიმღერა. თვალები დახუჭა თიკამ და ნასიამოვნებმა მიდო თავი სავარძელზე. საყვარელ მომენტზე გაეღიმა.
– გიყვარს ვაინჰაუსი? – წარმოსთქვა ბიჭმა.
კიდევ ერთხელ გაეღიმა თიკას და დაბალ ხმაზე წაიღიღინა, მელოდიასთან ერთად:
– Memories mar my mind… love is a fate resigned. – შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა: – ძალიან.
ახლა ბიჭის მარწყვისფერი ტუჩის კუთხე ჩატეხა ღიმილმა.
– კარგად მღერი.
– რა სირცხვილია... – ლოყები უნებურად გაუწითლდა თიკას, როდესაც გააცნობიერა, რაც გააკეთა. შეიძლება არც ძალიან ცუდად მღეროდა, თუმცა ყოველთვის ყველა უწუნებდა მონაცემს. ახლა კი ვერ შეიკავა თავი და დიდი ხნის მერე, დაბალ ხმაზე, თუმც მაინც ადვილად გასაგონად, წაიღიღინა. აფაკლულ ლოყებზე ცივი ხელისგულები მიიჭირა და სახე აარიდა ბიჭს.
– რა არის სირცხვილი? – მოჰყვა ბიჭის გაოცებული კითხვა მის პასუხს.
– მაპატიე... ძალიან მიყვარს სიმღერა და ხან თავს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე, – სწრაფად ჩაილაპარაკა, – ვიცი, რომ არ მაქვს მუსიკალური მონაცემები.
ბიჭს ჯერ გაეცინა, შემდეგ გადმოხედა თიკას, რომელმაც შეამჩნია მისი გაოცებისგან გაფართოებული ცისფერი თვალები და ტანში უცნაურმა გრძნობამ დაუარა. თითქოს ამ თვალების ყურებისას სიამოვნებას განიცდიდა.
– სერიოზულად ამბობ?
ძალიან, ძალიან დაიბნა თიკა. ვერ გაეგო სერიოზულად საუბრობდა ბიჭი თუ ირონიით. ამაზე უარესი არაფერი გადახდენია ბოლო ხანებში, მგონი.
– იცი, მეც ასეთი მანქანა მყავს, – ჩაილაპარაკა გაუბედავად, კვლავ იმის შიშით, რომ ირონია განმეორდებოდა. ან იქნებ არც იყო ირონია, ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულიყო, თუმც მაინც ერჩია ირონია ყოფილიყო. ალბათ, იმიტომ, რომ მიჩვეული იყო.
ბიჭს კვლავ ჩაეღიმა.
– სერიოზულად, – თქვა.
– ხო, სერიოზულად, – დაეთანხმა თიკა მაშინვე, თუმცა გვიან გააცნობიერა, რომ კითხვა არ იყო, ეს ზემოთ დასმული კითხვის პასუხი იყო. უფრო დასცხა და ლოყებიც ბევრად აეფაკლა.
ჯანდაბა, არასდროს იყო ასეთი მორცხვი და ჩაკეტილი. ამ ბიჭმა კი იმხელა ეფექტი მოახდინა პირველივე ჯერზე, ფეტვის მარცვალივით იბნევა თიკა. საშინელ ფეხზე ადგა დილით. თითქოს ეს წვიმა არ ეყოფოდა, სიმპათიური ბიჭი განუზომელი ირონიითაც რომ დაემატა. სრული კატასტროფა.
– ზუსტი მისამართი მითხარი, – მოუშორებელი ღიმილით გადმოხედა ბიჭმა.
ჯერ ვერ გაანალიზა კითხვა, შემდეგ კი მისამართი უკარნახა.
სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. რამდენიმე წამით შეყოვნდა გოგო, თითქოს სიტყვებს ეძებდა, მადლობის სათქმელად. ეფექტური მადლობის.
– უღრმესი მადლობა. რასაც ჰქვია, გადამარჩინე! – გაეცინა ბოლოს ნერვიულად და მანქანის კარი გააღო.
ჯერაც წვიმდა გარეთ. ცალ ფეხზე რამდენიმე წვეთი დაეცა და ელდანაცემივით დახურა კარი. შერცხვენილმა გადახედა ბიჭს, რომელსაც, სავარაუდოდ, სახეზე „ესღა მაკლდა“ ეწერა.
– წვიმის გეშინია? – გაოცებულმა დასვა კითხვა, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
– ძალიან, – ამოიოხრა თიკამ და აკანკალებული თითებით საფეთქლები დაიზილა.
ბიჭმა ამოიოხრა.
– რომ მეჩქარება, რა ვქნათ? – გადმოხედა შეწუხებულმა.
– გადავალ, – აიწურა გოგო.
– მოიცა.
შეაჩერა მისმა ხმამ. გაოცებულმა გახედა.
– ჩემი ქურთუკი გადაიფარე თავზე და არ შეგეშინდეს, სწრაფად მიირბინე სადარბაზომდე, სულ 3 ნაბიჯია... – თბილად გაუღიმა ბიჭმა.
დაბნეულმა უბრალოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და კარი გააღო. ღრმად ჩაისუნთქა. კიდევ ერთხელ ჩაესმა „არ შეგეშინდეს, სულ სამი ნაბიჯი!“, გაიღიმა და გადახტა მანქანიდან. ზუსტად სამი ნაბიჯიც ვერ გამოვიდა, მხოლოდ ორი და მესამე ნაბიჯზე უკვე ლიფტან იყო. მადლიერი სახით გადახედა ბიჭს, რომლის ნაცრისფერი თვალები და მარწყვისფერი ტუჩები აღარ ჩანდა წვიმის წვეთებით დაფარულის საქარე მინის მიღმა. მაინც გაიღიმა და ხელი დაუქნია. ვერ ხედავდა, თუმცა იცოდა, რომ უყურებდა. რამდენიმე წამიც დაელოდა, ლიფტის კარი გაიღო და კიდეც შენიშნა, როგორი სისწრაფით მოსწყდა ნაცნობი „რეინჯ როვერი“ ადგილს.

ძალიან დიდი ბოდიში იმისთვის, რომ წინა ისტორია ვერ დავასრულე. დიდი პაუზაც გამომივიდა, ასე ვთქვათ, სულ გამიქრა მუზები და სიტყვას ვერ ვწერდი. ხუთამდე ისტორია დავიწყე ფაილში, მაგრამ ორი თავის მეტი ვერ დავწერე და მივხვდი, არც ერთი იყო ჩემთვის, მითუმეტეს კი თქვენთვის.
ეს ცოტა მსუბუქად დავიწყე, მაგრამ ჩემებური იდეები მაქვს.
იმედია, ისიამოვნებთ...
მიყვარხართ და გმადლობთ, ჯერაც რომ 'მკითხულობთ'! <3



№1  offline წევრი Smiling girl

მომწონს ძალია. იმედია ამას არმიატოვებ. ზოგადად მიყვარს შენი ისტორიები და იმდეია ესეც არგამიცრუებს იმედებს, მთავარია არ მიატვო და ბლომდე დაწერ wink

 


№2  offline წევრი aNuGi

მომწონს ძალიან, აუცილებლად გააგრძელე რა love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი Pepper

წინა ისტორიაზე გული დამწყდა ნამდვილად მაგრამ შენმა გამოჩენამ ძალიან გამახარა. ვგიჟდები შენს ისტორიებზე. წერის სტილზე და შენზე. უნიჭიერესი და გასაოცარი რომ ხარ უთქვამთ ალბათ. იმის მიუხედავად რომ წინა ისტორია არ დაგვისრულე ამ ისტორიამ ეს გადაფარა. საოცარი დასაწყისია სერიოზულად. მომეწონა დააა არ გვალოდინო რა. მომწონს ეს იდუმალებით სავსე ბიჭი და გამბედავი გოგოს ასეთი სახეცვლილება იდუმალი ბიჭის გამო. ვატყობ საინტერესო თავები გველის წინ <3 მალე დადე ახალი თავი <3
მოკლედ ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა <3

 


№4  offline წევრი isterichka123

მაგარია გაგრდზელე

 


№5  offline წევრი N7

Smiling girl
მომწონს ძალია. იმედია ამას არმიატოვებ. ზოგადად მიყვარს შენი ისტორიები და იმდეია ესეც არგამიცრუებს იმედებს, მთავარია არ მიატვო და ბლომდე დაწერ wink

მიხარია, რომ მოგწონს და ისიც მიხარია, რომ ჩემი ისტორიები გიყვარს feel არ მივატოვებ, აუცილებლად მივიყვან ბოლომდე love

aNuGi
მომწონს ძალიან, აუცილებლად გააგრძელე რა love

მიხარია, რომ მოგწონს love აუცილებლად გაავაგრძელებ..

Pepper
წინა ისტორიაზე გული დამწყდა ნამდვილად მაგრამ შენმა გამოჩენამ ძალიან გამახარა. ვგიჟდები შენს ისტორიებზე. წერის სტილზე და შენზე. უნიჭიერესი და გასაოცარი რომ ხარ უთქვამთ ალბათ. იმის მიუხედავად რომ წინა ისტორია არ დაგვისრულე ამ ისტორიამ ეს გადაფარა. საოცარი დასაწყისია სერიოზულად. მომეწონა დააა არ გვალოდინო რა. მომწონს ეს იდუმალებით სავსე ბიჭი და გამბედავი გოგოს ასეთი სახეცვლილება იდუმალი ბიჭის გამო. ვატყობ საინტერესო თავები გველის წინ <3 მალე დადე ახალი თავი <3
მოკლედ ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა <3

უთბილესი და უტკბილესი ხარ შენ! ასეთი საოცარი სიტყვებისთვის, არასდროს რომ გენანება, ბევრი მადლობა შენ! love ღმერთო, რაც არ უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, ალამაზებ იმ დღეს მაინც ამ თბილი სიტყვებით! მიხარია, რომ მოგეწონაა love

isterichka123
მაგარია გაგრდზელე

მიხარია, რომ მოგეწონა love აუცილებლად გავაგრძელებ..
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent