ქაოსი. #18
-ებბი?! -გაოგნებულმა შევხედე მისაღებში მდგარ გოგონას. -ახლახანს გავიგე ემას პრობლემებზე და.. და მოვედი. -მორცხვად მითხრა და გამიღიმა. -წამოდი ოთახში. -არა, ჯობია არ ვნახო. -უკან დაიხია ებბიმ. -უბრალოდ ამბის გასაგებად მოვედი.. როგორ არის? -ცუდად.. არ ვიცი როგორ დავეხმარო. ნახე რა. -შევევედრე მე. -არ შემიძლია.. -რატომ? მაშინ რატომ მოხვედი? შეგეძლო დაგერეკა. რადგან აქ ხარ ანუ სადღაც ქვეცნობიერში ნახვაც გინდა. -ვუთხარი და მივუახლოვდი. -მე..მე.. -ენა დაება მას. -წამოდი. -ხელი ჩავავლე და ლამის წავათრიე. -ემა, შენთან სტუმარია. -მხიარული შეძახილით შევვარდი და ებბიც თან წავიყოლე. ემა გაფითრებული წამოჯდა და გაშტერებული მიაჩერდა გოგონას, ებბი მორცხვად აიტუზა. -ლომკებისგან ჰალუცინაციები დამეწყო? -ძლივს ამოთქვა ემამ, ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია. -რ..როგორ ხარ, ემა? -ჰკითხა გულამოვარდნილმა, მისი გულის ცემა ლამის მეც ვიგრძენი. ემა შოკში იყო, ხმას ცეღარ იღებდა. ებბი ნელა მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოუჯდა. -იცი რა ლამაზი თვალები გაქვს? -უთხრა მან. -აი, ასეც ჩაწითლებული და ჩაცვენილიც ულამაზესი თვალები გაქვს და არ მინდა ამხელა ტკივილი ისახებოდეს მათში. -ლოყაზე მიადო ხელი და ცერა თითს თვალის ირგვლივ დაატარებდა. გული გამიჩერდა, ამ სურათის მომსწრე რომ გავხდი.. ჩუმად ფამოვიძურწე, მართალია ვერც მამჩნევდნენ, მაგრამ მარტო უფრო კარგად დაილაპარაკებდნენ. ბიბლიოთეკაში ავედი რენსომ რიგზის წიგნის ”მის პერეგრინის სახლი პატარა ბავშვებისთვის” მოსაძებნად. ძალიან მიყვარს ფენტეზის ჟანრის წიგნები, ხოდა კურსელმა მირჩია ძალიან მოგეწონებაო და მეც გადავწყვიტე წამეკითხა. თუ ბიბლიოთეკაში არ გვაქვს, გარეთ გასვლა მომიწევს, რაც მაგრად მეზარება. თანამედროვე ლიტერატურის კუთხეს მივადექი და ძებნა სულ ქვედა თაროდან დავიწყე. უკვე კიბეზე ვიყავი ამძვრალი და უკანასკნელი იმედიც გადაწურული მქონდა, როდესაც თვალი მოვკარი და სიხარულისგან შევხტი, უცებ წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და ძირს ჩამოვვარდი. გადავრჩი და სერიოზული არაფერი მომსვლია, თუმცა საშინელი ფეხის ტკივილის დაიგნორება ვერ მოვახერხე. გაჭირვებით წამოვდექი და როდესაც მივხვდი, რომ ოდნავაც ვერ ვდებდი მარცხენა ფეხს იატაკზე, ისევ დავჯექი ძირს და ლიანას დავურეკე, რომ დასახმარებლად ამოსულიყო. -რატომ იმ წამსვე არ დამირეკე? -გაგიჟებული შემოვარდა ოთახში ლაშა. -კარგი რა, არაფერია სერიოზული. -მხრები ავიჩეჩე და ყინულებდადებულ ფეხს დავხედე. -ასე გტკივა? -ლაშამ ყინულები აიღო და შესიებულ ადგილას ხელი დამადო. ტკივილისგან მთელი სხეულით შევხტი და სახე დამემანჭა. -მგონი მოტეხილი გაქვს. -უფრო ანერვიულდა ლაშა. -არამგონია, ნაღრძობი იქნება უბრალოდ. -ექიმთან უნდა წავიდეთ. -არა, გთხოვ. -შევევედრე მე. ექიმების და ნემსების პანიკურად მეშინია. -მოდი ჩემთან. -ლაშა მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა, ჰაერში ატატების დროს ფეხი ისე მეტკინა ვერ შევეწინააღმდეგე და ხელები კისერზე მოვხვიე, წონასწორობის დასაცავად. -გემუდარები არ წამიყვანო. -თავი გულზე მივადე და პატარა ბავშვივით დავიწყე წუწუნი. -კირა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ არაფერია სერიოზული ვერ მოვისვენებ. ამიტომ ტყუილად მემუდარები. -მითხრა და სახლიდან გავედით, მანქანაში ფრთხილად ჩამსვა და კარები მომიხურა. -ფეხი კარგად გიდევს? -მკითხა, როდესაც საჭესთან დაჯდა და გამომხედა. -კი. -ამოვიკნავლე და ყელში გაჩხერილი ბურთულა ძლივს გადავაგორე, რომ არ მეტირა. -ანტონიო, სამსახურში ხარ? -ტელეფონზე დარეკა მან. -... კარგი, მოვდივარ.... კი, კი.. კირა უნდა მოგიყვანო, მგონი ფეხი მოიტეხა... კარგი, 20 წუთში მანდ ვიქნებით. -ლაშა, არ მინდა რა. -უკანასკნელად გავიბრძოლე, მაგრამ, რა თქმა უნდა უშედეგოდ. ფეხიც საშინლად ამტკივდა, არაადამიანური ტკივილი იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი არაფერი შემემჩნია. -რატომ არ გინდა? -მეშინია... -გამოვტყდი ბოლოსდაბოლოს. -რისი? -გაეცინა ლაშას. -ექიმის. -ვუთხარი ჩუმად და დამფრთხალი თვალებით გავხედე, ლაშა კიდევ უფრო გამხიარულდა. -ბოროტი ბიძიები და დეიდები არიან. ჭამა უყვართ თურმე პაციენტების. -ისე მითხრა, 2 წლის ბავშვებს რომ ეუბნებიან, რამაც ძალიან გამაბრაზა და მუჭი ჩავარტყი ბეჭში. -ლაშა! საერთოდ არ არის სასაცილო.. ნემსს გამიკეთებენ? -თუ მოტეხილი გაქვს, რომ გაგიყუჩდეს გაგიკეთებენ. -არაა.. -წამოვიძახე პანიკაში ჩავარდნილმა. -ნუ გეშინია არც ერთი წამით არ მოგშორდები. -დამამშვიდა და ხელი ჩამკიდა, მეც საპასუხოდ მაგრად მოვუჭირე და მივახვედრე, რომ მეც არც ერთი წამით არ გავუშვებდი. საავადმყოფოში ანტონიომ შემამოწმა, შემდეგ რენტგენი გადამიღეს და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ნაღრძობი მქონდა და 2 კვირა წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, რამოდენიმე მალამოც გამომიწერეს და სახლში დავბრუნდით. ლაშამ ოთახში ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინა, ფეხის ქვეშ ბალიშები ამომიდო, რომ მაღალზე მქონოდა და ლიანას ყინულების დადება თხოვა, თვითონ კი მალამოების საყიდლად წავიდა. -რა დაგემართა? ახლა მითხრა, მერიმ. -ოთახში შემოვიდა ემა. -ბიბლიოთეკაში კიბიდან ჩამოვვარდი. -სიცილით ვუთხარი, ფეხი იმდენად აღარ მტკიოდა და ხასიათზეც მოვედი. -რანაირად მოახერხე? -გაეცინა ემასაც და გვერდით მომიწვა. -შენ ის მომიყევი ებბიმ რაო? -ეშმაკურად ავუთამაშე წარბები. -აუ, არ ვიცი... -გათეთრებული სახე კიდევ უფრო გაუმკრთალდა ემას. -წერილის მერე მოსვენება დავკარგეო. შენ მიმართ რაღაც გაცნობის დღიდან მქონდა, მაგრამ თავს ვებრძვოდიო. ახლა კი ძალიან მიჭირსო... როგორც კი გავიგე, რა პრობლემებიც გქონდა ვერ მოვისვენე და მოვედიო. -მერე? -გამეხარდა ემას ნათქვამი. -მერე არც არაფერი.. არ შემიძლია, ლუსიას ვერ დავშორდებიო.. ასე ერთი ხელის მოსმით ამდენი ხნის ურთიერთობას ვერ დავანგრევო. -ხო არ უბერავს? -გავგიჟდი მე. -რა მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის ხანგრძლივობას თუ არც სიყვარულია და არც ვნება? -მგონი მართლა უბერავს. იცი რა მითხრა? -ირონიულად ჩაეცინა ემას. -ვიყოთ ერთად ჩუმად და მერე ვნახოთ რა იქნებაო. -გაოგნებისგან თვალები ლამის გადმომცვივდა. -და შენ რა უთხარი? -რას ვეტყოდი? ჯერ გამიკვირდა ამდენი ხნის ურთიერთობას ასე თუ უფრთხილდება, ღალატზე როგორ იყო თანახმა. მერე კიდევ მე მეორე არასდროს არ ვიქნები, გამორიცხულია. -მართალი ხარ. -ამოვიხვნეშე მე. -მე კიდევ, გამიხარდა... -ცოტა დრო მომეცი, დავლაგდები და დაგირეკავო. -ანუ გვეშველა? -მხიარულად შემოვარტყი ხელები ერთმანეთს. -იმედია. -გამიღიმა ემამ და მის ჩაწითლებულ თვალებში ანთებული სხივები შევამჩნიე. ამ დროს ლაშაც მოვიდა და მალამო მომიტანა. -გტკივა ისევ? -ფეხთან დამიჯდა და ოდნავ გადამისვა ხელი. -ცოტა. -შენ როგორ ხარ? -ჰკითხა ემას, თან მალამო ამოიღო და ფეხზე წასმა დამიწყო. -რაღაც გადავწყვიტე და ერთად მინდა გითხრათ. -წამოჯდა ემა და ორივეს გადმოგვხედა. -რა ხდება? -სარეაბილიტაციო ცენტრში მინდა დავწვე. ჩემით ძალიან მიჭირს და იქ უფრო დამეხმარებიან.. -დარწმუნებული ხარ? -ჩაეკითხა ლაშა. -100 პროცენტით. -მტკიცედ უპასუხა ემამ. -რამდენი ხნით? -ვკითხე მე. -არ ვიცი, რამოდენიმე თვე ალბათ. რამდენიც დამჭირდება... -მართალი ხარ, შენთვის ასე აჯობებს. -გაუღიმა ლაშამ. -შენს მონახულებას ხომ შევძლებ? -გადავხედე მოწყენილმა, ვეღარ წარმომიდგენია ემას გარეშე რამოდენიმე თვე. -რა თქმა უნდა.. -გამიღიმა და მომეხვია. ზუსტად 3 წელი გავიდა ჩემი იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ. ემა სრულიად გამოჯანმრთელდა, მე ჩემით მოვახერხე, თუმცა ხანდახან მაინც ვეწეოდით მოსაწევს და კლუბში ექსტაზებსაც ვსვამდით, მაგრამ კოკაინს, ამფეტამინს და მსგავს ნარკოტიკებს არ ვეკარებოდით. ებბი ლუსიას დაშორდა და უკვე 1 წელია რაც ემასთან არის.. ახლა კი სამივე ერთად ჩემს ჩანაფიქრს ვანხორციელებთ, რომელიც ემას მდგომარეობიდან გამოსაყვანად მოვიფიქრე მაშინ, თუმცა აღარ დამჭირდა, მაგრამ იმდენად მოეწონათ გოგონებს იდეა, რომ მაინც გადავწყვიტეთ რეალობაში მოგვეყვანა. -ისეთი მაგარი დარჩება ბოლოს, შეიძლება ბედნიერებისგან გული გამისკდეს. -გადავულაპარაკე ემას და მშენებარე სახლს გავხედე. -ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება სახლი და ეზოს მოწყობას დავიწყებთ. -მითხრა ღიმილით და ებბის ხელი გადახვია. -ძალიან მალე დამთავრდება. -უთხრა ებბიმ და თავი მხარზე დაადო. -ხო, ნინ? -ტელეფონს ვუპასუხე, ნინა მირეკავდა. -კირა, შეგიძლია ლაპარაკი? -რა გჭირს რა ხმა გაქვს? -ლისა... ის.. ის ჩოგბურთს თამაშობდა.. არ ვიცი როგორ მოახერხა, წაიქცა და საფეთქელი დაარტყა და.. და ახლა.. ის.. -ნინა ტიროდა და ძლივს მელაპარაკებოდა. -ახლა ის კომაშია და ექიმებმა არ.. არ იციან გაიღვიძებს თუ არა. -ეს რომ მითხრა ერთიანად გავიყინე.. გავშრი.. ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ვერ ვმოძრაობდი. -კირა, რა მოხდა? -დამეტაკა ემა, მე მერე აღარაფერი მახსოვს. მერე მახსოვს, როგორ მეფერებოდა ლაშა თავზე და მამშვიდებდა.. მერე ისევ ძილი მომერია.. დილით შედარებით მშვიდად გამეღვიძა და ნინას დავურეკე. -ნინა რას შვები? -საავადმყოფოში ვარ.. შენ როგორ ხარ? ემას ველაპარაკე გუშინ. -ნორმალურად. რამე ახალი ხომ არ უთქვამთ ექიმებს? -არა, ყველაფერი ძველებურად. -ხმა აუკანკალდა ნინას. -როგორ მინდა მანდ ვიყო.. -ცრემლები წამომივიდა მე. -ძალიან მჭირდები.. ლისას ჭირდები.. -ჩაილაპარაკა ნინამ და ორივე ავტირდით. -ყველაფერი კარგად იქნება.. გაიღვიძებს ვიცი. ცუდზე არც კი ვფიქრობ. -ვბუტბუტებდი ჩემთვის და ნინას დამშვიდებას ვცდილობდი, ჩემს თავსაც ვიმშვიდებდი. ნინასთან საუბარს რომ მოვრჩი, საბანში გავეხვიე და ემბრიონის პოზაში დავწექი. ტირილი აღარ შემეძლო, გულში ვემუდარებოდი ლისას, რომ გაეღვიძა. -როგორ ხარ? -ლაშას ხმამ გამომარკვია. -ნორმალურად. -გავუღიმე და მოვეხვიე. -ლისასე რამე ახალი ხომ არ არის? -თავზე ხელით მეფერებოდა და გულში მიკრავდა. -ყველაფერი ძველებურად. -ვუთხარი ტლივილნარევი ხმით. -არ ინერვიულო ბევრი, კარგად იქნება. -მითხრა და თავზე მაკოცა. -იმედია... -მისმინე, -წამომწია და თვალებში ჩამხედა. -საღამოს რეისით გაფრინდი, მე წაგიყვან აეროპორტში. ვიცი, რომ ძალიან გინდა იქ ყოფნა.. გენდობი და ვიცი ჭკვიანად იქნები. -შენ.. შენ რა? საქართველოში მიშვებ? -გაოცებულმა ვკითხე ლაშას. -კი, რამდენი ხანიც საჭირო იქნება გაჩერდი.. იმედი მაქვს, მალე დამიბდუნდები. -გულში ჩამიკრა და ლოყები დამიკოცნა. -ვგიჟდები შენზე.. -ხელები ძლიერად მოვხვიე. -სიგიჟემდე მიყვარხარ!!! -ამ ხნის განმავლობაში პირველად ვუთხარი ეს სიტყვა. სიტყვა, რომელიც ნამდვილად გულიდან მოდიოდა და მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ის მხოლოდ ლაშას ეკუთვნოდა. ტუჩებში ვნებიანად ვაკოცე და გემრიელად ჩავეხუტე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.